ადამიანთა ყოფა (სრულად) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადამიანთა ყოფა (სრულად)


26-07-2018, 02:02
ავტორი lukakhati
ნანახია 1 318

ადამიანთა ყოფა (სრულად)

ეს ამბავი არის ტელემაქეზე. დამნაშავეზეც და მსხვერპზეც. მარტო დარჩენილზე. მიტოვებულზე. დაბრმავებული ვერაფერს ხედავდა. ვერ ხედავდა, რომ გზა, რომელსაც ასე გამალებით ეძებდა, მის ფეხ ქვეშ იყო. ნისლი ფარავდა. ეს ნისლი ტელემაქეს გარშემო ეხვეოდა. წინ არ უშვებდა. უკანაც არაფერი ჩანდა. უკანაც ყველაფერი ბუნდოვანი იყო. აღარ იცოდა რა ექნა. რაც უფრო ეწინააღდეგებოდა, მით უფრო უახლოვდებოდა. რაც მეტს ცდილობდა, მით მალე ქრებოდა. ნელ-ნელა გამჭვირვალე ხდებოდა. ნისლში აღარც ის ჩანდა. უსასრულოდ გამოსავლის ძებნაში არც წინ წავიდა, არც უკან დაიხია. ტელემაქე ნაპერწკალი იყო. ნისლში ნაპერწკალი ვერ გაანათებდა. ვერ აჯობებდა. ერთ ადგილას გაჩერებული უკვალოდ გაქრა. გაუჩინარდა.
მისი ხმა სხვებამდე ვერ აღწევდა. არარაობის შეგრძნება ჩაუსახლდა. ნელ-ნელა მტვერი ხდებოდა. კითხვები, ეჭვები ღრღნიდა. ცხოვრების აზრი დაკარგა. თავს დამნაშავედ თვლიდა. ეს დანაშაულის გრძნობა განაჩენი გახდა. ხელიც არავინ გაუწოდა. ფეხზეც არავინ წამოაყენა. ტყუილში იცხოვრა. ჯერ ცხოვრება გაუმწარა. წაართვა. დაატყვევა. ნელ-ნელა გაანადგურა. შემდეგ გაქრა. თვალები აუხილა. მარტო დატოვა. უნდა, რომ დატკბეს. უყუროს თავისი ცხოვრების ნანგრევებს. ასე აღმოჩნდა ცხოვრების პირისპირ ტელემაქე. უსასრულო უკუნითში სინათლის სხივიც იკარგება. მისგანაც არაფერი რჩება. უყურებს რეალობას. და იქნებ ეს ნისლი, რომელიც უსასრულო ბედნიერების ილუზიას ქმნიდა, არ გამქრალიყო. გაეგრძელებინა ნანგრევების დამალვა. არა, სასტიკია. მეგობრის ნიღაბი მოირგო და უმტკივნეულოდ მოუღო ბოლო. სინამდვილეში, ახლა ჩვენი გმირი, ტელემაქე, მკვდარია. მე მოგიყვები, როგორ დაიბადა, იცხოვრა და მოკვდა ტელემაქე.

“როდესაც ღამე მოვა და მიწაზე უკუნითი ჩამოწვება;
ერთადერთი სინათლე, რომელსაც დაინახავ მთვარისაა;
ის ყოველთვის არ მოდის. მან უკეთ იცის, როდის უნდა მოვიდეს”
თავი პირველი
წარსული
ყოველთვის ყველაზე რთული დასაწყისია. თუმცა დასაწყისი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დასაწყისი მიზეზია. მიზეზი , რომელიც წლების შემდეგ აღარავის ემახსოვრება. უმნიშვნელო გახდება. ასეც უნდა იყოს. ყველაფერი ისე ხდება, როგორც მოსალოდნელია. ერთ ადგილას არასდროს ჩერდება. ყოველ წამს იცვლება. მიზეზის ძებნაში უამრავი დღე, თვე, წელი იკარგება. უკვალოდ, უსიხარულოდ ქრება. დასაწყისიც ერთ-ერთი მიზეზია. მიზეზი, რომელსაც შედეგთან საერთო არაფერი აქვს. რას ჰგავს დასაწყისი? დასაწყისი ორმოს ჰგავს. ორმოს , რომელიც წლების განმავლობაში წყლით ივსება. გაივსება. პატარა გუბე მდინარეს დაემსგავსება. ვეღარ დაეტევა და წავა. გაემგზავრება გზის გასაკვლევად. გზის ძებნაში გზას გადაუხვევს. ხან მარჯვნივ გაუხვევს, ხან-მარცხნივ. ბევრს გაივლის. ახალ კალაპოტებს შემოიერთებს. უნდა აირჩიოს საით წავიდეს. ეს არჩევანი შეიძლება ძვირადაც დაუჯდეს. ბოლოს კი ეს კამკამა, წმინდა წყალი შეიძლება უკან ამღვრეული დაბრუნდეს. დასაწყისში უბიწო წყალი, შეიძლება ატალახებულ ნიაღვრად იქცეს. ნახავენ და არავინ აღარ დაიჯერებს, რომ მისი ამბავი სხვანაიად დაიწყო. რომ ის დასაწყისში ასეთი არ იყო. არავინ მოსთხოვს პასუხს მას არასწორი არჩევნისთვის. არც არავინ დაინტერესდება რა მოხდა. მაგრამ არავის შერცხვება ყველაფერი დააბრალოს დაცარიელებულ ორმოს. ორმოს, რომელიც დიდიხანია მარტოა. მიტოვებული უყურებს ამაოებას. დასაწყისს ბევრი რამ ბრალდება. არ ანაღვლებს. ვეღარ შეიცლება. მიტოვებულს დარჩენია ჩუმად უყუროს. უსასრულოდ ელოდოს მის დაბრუნებას. ეს დასაწყისია. ყველაფრის მიუხედავად, დასაწყისებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამ ამბის დასაწყისიც განსხვავებულია. ეს დასაწყისიც განსაკუთრებულია.
ეს ამბავი 19 წლის წინ დაიწყო. შემოდგომის მზიან დღეს დაიბადა ტელემაქე. კიდევ ერთი ადამიანი. არაფრითგამორჩეული. არავინ იცის რას მოუტანს ტელემაქეს ცხოვრება. როგორ იცხოვრებს. ვერც ვერავინ გადაწყვეტს. ადამიანი იბადება. იბადება და მისი გაჩენის წამიდან ციდან წყლის წვეთები ეშვება. ეცემიან ხის ბორბალს. გაჩერებულს. თავიდან გაუჭირდებათ. ნელ-ნელა აამოძრავებენ. დატრიალდება და ყველაფერი დაიწყება. ეს ბედის ბორბალია. მან ყველაფერი იცის . ყველაფერი მისი გადასაწყვეტია. არა, რა თქმა უნდა, ტყუილია. ყველაფერი მისი ასარჩევი რომ ყოფილიყო, ყველაფერი მას რომ გადაეწყვიტა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. უფრო მეტი ბედნიერი ადამიანი ივლიდა. აქაც ყველაფერს აფუჭებენ. ყველგან ერევიან. პასუხებს ეძებენ. პასუხებს კითხვებზე, რომლებსაც სულაც არ აქვთ პასუხი. არ ეგუებიან. ეძებენ. რის ხარჯზე. უამრავი მოკლული დღის. დაკარგული დროის. სულ უფროდაუფრო მეტი წვეთი ეცემა. ეს ნაზი,მსუბუქი წვეთები მალე დაუნდობელ ნიაღვარად იქცევიან. ეფემერული გრძნობებით , წამიერი გადაწყვეტილებებით დამძიმდება. დაიღლება. ვეღარ გაუძლებს. რამდენი დღე უნდა გაატაროს სხვებზე ფიქრში. სხვების სამსახურში. უფრო სწრაფად, უფრო დაუნდობლად ბრუნავს. ბრუნავს და უამრავი წვეთი უგზოუკვლოდ იკარგება. ვარდება და ქრება. მათი დაბრუნება შეუძლებელია. მალე მისი ბრუნვა სრულიად შეუმჩნეველი, არაფრისმომტანი გახდება. ბედს ვერ უჩივლებ, მას პასუხს ვერ მოსთხოვ. ის ყველაფერს აკეთებს. არ ნებდება. მეამიტად იბრძვის სხვისი ბედნიერებისათვის. გული შესტკიოდა. არ ეგუებოდა.ბოლოს შეეგუა. იცის ბედმა… იცის ადამიანების ამბავი. აღარ აქცევს ყურადღებას. აღარც მათი საყვრედურები ადარდებს.ბრუნავს და იბრუნებს მანამ,სანამ გაუძლებს. დაბოლოს, განადგურდება. წლების განმავლობაში დაგროვილი წყალი უკვალოდ აორთქლდება. წლების ნაწვალევი ერთ წამში გაქარწყლდება. ასეც ხდება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჯერ არავინ იცის რა მოხდება. არავინ იცის როგორ დატრიალდება ტელემაქეს ბედი. ერთი თავიდანვე ცხადია - ტელემაქე ბედნიერია. ბავშვია. არ სჭირდება მიზეზი , რომ ბედნიერი იყოს. იქნება ბედნიერი, მეამიტად ბედნიერი. მანამ , სანამ ადამიანური ბუნება და ცნობისმოყვარეობა არ იფხიზლებს. მანამ, სანამ უბრალოდ დედის დანახვაა საკმარისი სიხარულისათვის. მამის ალერსი. დაიბადა საქართველოში. პატარა ქვეყანაში. პატარაში , მაგრამ დიდებულში. ნაწამებში. ათასწლეულებია ეს მიწა სისხლს იშრობს. ომობს. არ ნებდება. არც დანებდება. ბევრი გადაიტანა, რომ დღეს აქამდე მოსულიყო. ბევრი იბრძოლა, რომ ეარსება. რომ დღეს ამ მიწაზე თავისუფლად ეცხოვრათ. საწყენია,როდესაც ათასწლეულების ისტორია, საუკუნეების ნაშრომი უცნობი რჩება. არსებული არარსებული ხდება. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას იტყვის. ვინ დააფასებს. ვინ მოიგონებს. ვინ იტირებს. ამაზე არ ფიქრობდნენ. არ ფიქრობდნენ რას იტყოდნენ სხვები, როდესაც მიწა საკუთარი სისხლით შეღებეს. სხვა იყო მთავარი. მთავარი იყო ის, რომ საქართველოს დღეს ეარსება. უკეთესი მომავლის იმედი ჰქონდათ. ამ იმედისათვის გასწირეს თავი. გაქრნენ იმისთვის, რომ დღეს სხვებსაც ჰქონოდათ ბედნიერი მომავლის იმედი. არც დღეს იცვლება ბევრი რამ. ეს მიწა დღესაც ბევრისთვის უცნობია. მათი ხმა არავინ გაიგო. მათმა ხმამ ვერ გააღწია. არავინ მოუსმინა. ოთხივე მხრიდან კედელია აღმართული. ამ მიწიდან ყველა იმედით მიდის. მშვიდად ტოვებენ. იმედს არ კარგავენ, რომ მათი ხსოვნა სულ იქნება. სულ მოიგონებენ. წინ დიდი წინაღობაა . ეს მიწა ოთკუთხა პრიზმაშია ჩაკეტილი. მის კედლებს ვერ გასცდები. გარედან სინათლეს უშვებს, მაგრამ შიგნიდან ვერავინ გადის. უკან დაბრუნდება. დასახლდება ქართველების გონებაში. იტრიალებს. იფრენს. მოიგონებენ. დააფასებენ, მაგრამ რამდენიმე წელში საფლავის ქვის მეტი აღარავინ შეინახავს მის სახელს. გავა წლები და საფლავის სტუმარი მხოლოდ სარეველა და მტვერი იქნება. აღდგომას თუ მოვა რამდენიმე ადამიანი. მოვლენ, რომ რამდენიმე ჭიქა დალიონ. ღვინო შენს საფლავს გადაასხან. არ მიყვარს ეს ადათი. რას გარგებს მოკვდავ კაცთა დაღვრილი ღვინო. ყველაფერს ზეციდან ხედავ. უფრო მეტსაც , ვიდრე სხვები. დაინახავ მათ სულს. შეხვალ მათ გონებაში. აქამდე უხილავი ნათელი ხდება. ამ მიწაზე ცხოვრებაც შესავალია. ახლა ხედავ მათ ფიქრებს. გრძნობებს. მიუახლოვდი ყველაზე ძვირფასს. იმას, რაც ცხოვრებაში ასე ძალიან გაკლდა. იმას, რაც ცხოვრებაში მიუწვდომელია. ჭეშმარიტებას. აღარ გემუქრება სიყალბე. ცნობიერებასაც აქვს საზღვარი. ამ საზღვრის დარღვევა ძვირი ჯდება. მის დარღვევას სიცოცხლის ფასი აქვს. მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ირღვევა. ეს საზღვარი ადამიანური ბუნებაა. რთული. გაუგებარი, მაგრამ საბოლოო ჯამში ტკბილი. მარადიული. აზროვნება. აზროვნებით განვსხვავდებით სხვა დანარჩენებისაგან. აზროვნებას საზღვარი არ აქვს. არც ფანტაზიასა და შემოქმედებით უნარს . ყოველი ახალი აზრი ახალი წვეთია. ეს წვეთები წლების განმავლობაში მრავლდებიან .ბოლოს ერთ უსასრულო ოკეანედ გაიშლებიან. ამ ოკეანეს ადამიანის ცნობიერება ჰქვია. ერთი მეორეს არ ჰგავს. ბევრს ვფიქრობთ.ვფიქრობთ ყველაფერზე. განსაკუთრებით გვიყვარს მომავალზე ფიქრი. ბევრს ვფიქრობთ სიკვილზეც. მეც ხშირად მიფიქრია, თუ რა მოხდება ჩემი სიკვდილის შემდეგ. ვის დავამახსოვრდები და როგორი დავამახსოვრდები. ვინ მოვა ჩემს საფლავთან. რას ილაპრაკებენ ჩემზე. მეც მეშინია. მეც მეშინია წლების. წლების შემდეგ ჩემი საფლავი დაიმტვერება. ია-ვარდიც გაუფერულდება. არავინ აღარ მოვა. საფლავს დარაჯად მხოლოდ მესაფლავე დარჩება. მესაფლავე, რომელიც არ მიცნობდა. არ მიცნობდა, მაგრამ ერთგულად დარაჯობს ჩემს საფლავს. შეხედავს ჩემს სურათს. თვალწინ დავუდგები. ცოცხალი, ლაღი, ბედნიერი. წარმოიდგენს, როგორ მიხაროდა სიცოცხლე. როგორი ბედნიერი ვიყავი. ეს ბედნიერების მირაჟია. მირაჟი , რომელიც ხშირად ჩვენი სიკვდილის შემდეგაც არ ქრება. რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას ჩვენზე. ხან მართალს, ხან-ცრუს. არ ვიცი ვისთვის როგორ , მაგრამ აი მესაფლავესათვის ყველა ადამიანს უხაროდა ცხოვრება. მან ყველაზე კარგად იცის სიკვდილისა და სიცოცხლის ფასი. ასე გაჩერდება რამდენიმე წამი საფლავთან. ამოიოხრებს და წავა. განაგრძობს საფლავების შემოწმებას. რთულია იყო მესაფლავე. ცოცხლებისაგან დავიწყებულ არსებათა ძვლების დარაჯი. სული უკვდავია. ხანდახან იკარგება. იკარგება მაშინ, როდესაც სხვების გონებიდან და გულიდან ქრება. როდესაც არც ერთ მოკვდავს აღარ ახსოვს. არა, საქართველოში პირიქითაა. მკვდარს უფრო აფასებენ, ვიდრე ცოცხალს. ყოველთვის იმას მისტირიან, რისი დაბრუნებაც უკვე შეუძლებელია. რაც უკვე აღარ დაბრუნდება. ამით ინადგურებენ ცხოვრებას. ტირილსა და იმაზე ფიქრში ეს რატომ მოხდა, ეს რატომ დაემართათ თვითონ ემსგავსებიან გვამებს.
ეს უბრალოდ შესავალია. სიკვდილზე ფიქრი ჯერ ადრეა. სიკვდილამდე სიცოცხლეა. უამრავი დღეა, უამრავი წამია. ყველა დღე განსაკუთრებულია. ყველა განსხვავებულია. ყოველდღე მზე ამოდის.უკუნს არღვევს. ყოველი დღე ახალი სინათლით იწყება. სინათლე, რომელიც ახალი დღის, თუნდაც ახალი იმედის ან ახალი ცხოვრების მახარებელია. შემდეგ ღამდება. ხანდახან მთვარეც ნაზად, მორიდებულად გამოანათებს. ზევიდან გადმოგვხედავს. ასე გადიან დღეები, თვეები, წლები. ერთი შეხედვით, ყველა ერთნაირია, მაგრამ ყველა დღე თავისებურად განსაკუთრებულია. ერთი ზუსტად ვიცი, ლილე ანჯაფარიძეს ყველაზე მეტად ეს დღე უყვარდა. ცხრამეტი წლის წინ რაჭის ერთ-ერთ პატარა სამშობიაროში ლილე ანჯაფარიძემ იმშობიარა. ბედნიერია. აბსტაქციას მატეარიალური სახე მისცა. საკუთარი სიყვარული მოავლინა. ასეთი ბედნიერება არასდროს მეორდება. ორი ადამიანი უდიდესმა გრძნობამ დააკავშირა. გრძნობაც აბსტრაქციაა. ვერ შეეხები. აი ლილეს კი სიყვარულიც უყვარდა. ამიტომ უყვარდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად თავისი სიყვარულის ნაყოფი, პატარა ტელემაქე. ტელემაქე ნაზი , ლამაზი და ,რაც მთავარია, ჭეშარიტი გრძნობის ნაყოფი იყო. ორმა სულმა იპოვა ერთმანეთი. იბრძოლა. უამრავი წინაღობა გადალახა . მათ ბედნიერება დაიმსახურეს. სიყვარულმა დააკავშირა. ერთმანეთს შეერწყნენ. ერთნი გახდნენ . ახალ ცხოვრებას მისცეს საწყისი. ტელემაქეს მამა, კონსტანტინე ვარლამაშვილი, დრამატურგიის დიდი თაყვანისმცემელია. ხო, სწორედ მან შეარჩია ეს სახელი. კოკიმ და ლილემ ბევრი გამოირეს. უყვარდათ ერთმანეთი. მათი სიყვარული უსაზღვროა. უზარმაზარი. ყოველ წამს იზრდება. ტელემაქე დაბადებიდან ბედნიერი იყო , რადგან მას ჰყავდა მშობლები, რომლებსაც სიცოცხლეზე მეტად უყვარდათ პატარა ტელემაქე. ლილეს ცხოვრებაც ამბავია. კონსტანტინეს ცხოვრებაც ისტორიაა. დღეიდან ახალი ამბავი იწყება. ახალი ისტორია დაიწერება. ამბავი, რომელსაც ტელემაქე ვარლამაშვილი ცხოვრება ერქმევა.
ახალი სიცოცხლის დაწყებას ყველა გახარებული ეგებება. ყველა ზეიმობს. გაჩნდა კიდევ ერთი ბავშვი. ბავშვი, რომელსაც გულში სიკეთისა და სიყვარულის მეტი არაფერი აქვს. მშურს ბავშვების. მათ შეუძლიათ უმიზეზოდ, გაუაზრებლად იყვნენ ბედნიერები. იყვნენ თავისუფლები. გულიც თავისუფალი აქვთ. მათ გულს ბოროტება არ ეკარება. კარგის მეტი არაფერი ბინადრობს. არა მარტო ადამიანები,ბუნებაც ზეიმობდა მის დაბადებას. მზიანი დღე იყო. სასიამოვნო ნიავი უბერავდა. მზე ნაზად ჩადის. შემოდგომამ გააფერადა არემარე. საზეიმოდ მორთო ყველაფერი და ელოდება, თუ როდის მოევლინებოდა ქვეყანას ჩვენი გმირი. ყველას სამშობიაროში მოეყარა თავი. ელოდებიან სიახლეებს. ტრადიცია არ ირღვევა. ბიჭის დაბადებას შამპანიურითა და დატენილი თოფით ელოდებიან. დრო იწელება. ყველა საათს ითვლის. ყოველი წუთი უსასრულოა კოკისათვის. გარეთ დგას და ახალ ამბავს მოუთმენლად ელოდება. ცოტაც და ყველაფერი დაიწყება. ტელემაქე გაჩნდა. დროზე ადრე დაიბადა. დაბადებიდან არ დაემორჩილა ბედს. გაახილა ლურჯი თვალები და შეხედა დედას. იგრძნო, რომ სამუდამოდ იყო დაკავშირებული ამ ქალთან. ქალთან, რომელმაც მას სიცოცხლე აჩუქა. ერთ სამყაროს უდრიდა ტელემაქეს თვალები. ლილეს გული ჩანდა მათში. ლილეს გული, რომელსაც კოკის თვალები ხედავენ. მასში თავს მოეყარა სევდასაც და სიხარულსაც. ამითაც განსაკუთრებული იყო, ამითაც სხვებს არ ემსგავსებოდა ჩვენი ტელემაქე. მის დაბადებას დიდი ამბავი მოყვა. ამ წამიდან ის ყველას უყვარს. ტელემაქე ამ ოჯახში პირველი სიხარულია. დიდხანს ოცნებობდნენ კოკი და ლილე შვილზე. დღეს უსასრულო ლოდინი დასრულდა. ყველა ბედნიერია. ყველას უყვარდა ჩვენი გმირი. ულოცავენ კოკის. ამ სამყაროს აღარ ეკუთვნის. ეს ეზო. ეს მიწა ვეღარ იტევს ამხელა სიხარულს. აღარ იცის რა ქნას. ის მამაა. თავში ერთი აზრი, ერთი სახელი უტრიალებს. ტელემაქე, ტელემაქე ვარლამაშვილი. ვერც ერთი სიტყვა, ვერც ერთი რომანი ვერ დაიტევს მის სიხარულს. ის უბრალოდ ბედნიერია. ბედნიერია, რადგან გაჩნდა ტელემაქე.
***
„დღეს ახალ სახლში გადმოვედით.ლამაზი სახლია.მყუდრო.ნელ-ნელა მას ჩვენი კვალი დაეტყობა. ეს კედლები გახდება ჩვენი ბედნიერების მოწმე. დილიდან ბევრი საქმე მექნება. მე ამ სახლის დიასახლისი ვარ. ყველაფერი დასალაგებელია.კედლებიც შესაღებია.ჩვენს ოთახში დიდი, თითქმის კარის ხელა ფანჯარაა. ნოემბრის სასიამოვნო სიო შემოდის. გვეგებება. მიყვარს შემოდგომა. ღამეა. მთვარე ნაზად ანათებს. ალბათ, გვიყურებს და ხარობს. იზიარებს ჩვენს სიყვარულს. სიხარული არ მაძინებს. კოკის სძინავს. დაიღალა ნივთების გადაზიდვით. დაწვა და დაღლილს მომენტალურად ჩაეძინა. სახლს ლამაზი ეზო აქვს. ხვალ მეზობლებსაც გავიცნობ. იმედი მაქვს დავმეგობრდებით. ცოტა დავლაგდებით და ჩაიზეც დავპატიჟებ. არ მჯერა სტერეოტიპის, რომ მეზობლები ყოველთვის ურჩხულები არიან. ბუნებით უტოპისტი ვარ და ვამაყობ ამით. ჩვენი შვილიც ასეთი იქნება. ამ სახლში გაიზრდებიან ჩვენი შვილები. ამ ეზოში ითამაშებენ. გაიჩენენ მეგობრებს. ბედნიერებისაგან დაღლილები მოვლენ სახლში და ჩემს გვერდით დაიძინებენ. როდესაც დრო მოვა, ჩვენ გადავალთ. მინდა , რომ ჩემმა შვილმა აქ შექმნას თავისი ბუდე. კვირაში რამდენჯერმე მოვალთ. შვილიშვილებს ვეთამაშებით. მოვუყვებით ჩვენი ახალგაზრდობის ამბებს. მათი მშობლების ოინებს. დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. ჯერ 21 წლის ვარ. მინდა , რომ ახალგაზრდა ბებია და საუკეთესო დედამთილი ან სიდედრი ვიყო. მინდა, რომ ჩემი შვილის თვალებში ჩავიხედო და სიყვარული დავინახო. არ მინდა სახელით მომმართოს.ნეტა სულ დედა დამიძახოს.ვიცი , რომ ყველაზე მეტად მეყვარება . ყველაზე კეთილი იქნება. სხვანაირი ჩვენი შვილი ვერც იქნება.
ეს თაროები წიგნებითა და ჩვენი სურათებით გაივსება. ასეთი წარმომედგინა ჩვენი სახლი. ამ ლოგინზე ერთად დავიძინებთ. ერთად გავიღვიძებით. ერთმანეთს შევხედავთ და ეს იქნება დღის ბედნიერი დასაწყისი. დილას ბედნიერი ერქმევა. ვუყურებთ სხვადასხვა ფილმს. ვისაუბრებთ და ვიკამათებთ უამრავ საკითხზე. ხო , ვიკამათებთ. კამათის გარეშე ჩვენი ურთიერთობა წარმოუდგენელია. მინდა , რომ ჩვენი სიყვარული მარადიული იყოს. ჩვენ უკვე ცოლ-ქმარი ვართ. ერთნი ვართ.დავდეთ პირობა, რომ ერთად ვიქნებით. სიცოცხლის ბოლომდე არ დავარღვევთ. ჩვენი სიყვარული ამ სახლზე დიდხანს იცოცხლებს. მახსოვს ჩვიდმეტი წლის ვიყავი, როდესაც პირველად გადავშალე წიგნი “სიყვარული სამი წელი ცოცხლობს”. აღარ მახსოვს სად, აღარც მახსოვს ვინ არის ავტორი, არ მახსოვს ვისი დაწერილია. იმ წამიდან შევიძულე ავტორიც, ნაწარმოებიც. გადავუსვი ხაზი და არასდროს აღარ გამჩენია სურვილი მეორედ გადამეშალა. მე სიყვარულის მარადიულობის მჯერა. სულ ასე იქნება. მიზეზიც მაქვს. ვიცი , რომ ჩვენი სიყვარული არასდროს მოკვდება. კი, შეიცვლება.დრო უკვალოდ არ გადის.დრო ყველაფერს ანადგურებს.აქრობს. მაინც მჯერა. ვიცი, რომ გავა წლები.დავბერდებით.ჩავხედავ მას თვალებში. დავინახავ. ისევ დავინახავ, რომ ვუყვარვარ. ვიამაყებ.ვიამაყებ , რომ ჩვენმა სიყვარულმა 3 წელზე მეტი იცოცხლა.
სოფელში დასვენება მიყვარდა. შორს ყველასგან. ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი. ბებიასთან და დიდ ბებიასთან ერთად ვისვენებდი. მიყვარდა მათთან საუბარი. წყაროზე ჩასვლა.ჰამაკში წამოწოლა.ბებიაჩემის საბჭოთა ბიბლიოთეკაში ქექვა.ბიძაშვილებთან ჩხუბი და სოფლის უაზრო ინტრიგებში გახვევა. ჩემი დიდი ბებია ჩემთვის სამაგალითო ქალი იყო. ცხრა წლის წინ ოთხმოცდა თოთხმეტი წლის იყო.ბაბუაჩემის წლისთავზე ჩავედი. ბაბუას არ ვიცნობდი. ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა. რამდენიმე წლით ადრე მოკლეს.ეს დღე ყოველთვის სევდიანი იყო. ჩვენს ოჯახში არავის უხაროდა ამ დღის გათენება. ბებიას განმარტოვება უყვარდა. ვერ გვიყურებდა. არ გვაჩვენებდა, რომ ყოველ წელს ამ დღეს ისიც ბაბუაჩემთან ერთად კვდებოდა. ვერც მე ვუყურებდი. ვერიდებოდი. ადრე აქ ყველა ოჯახი გარიგებით იქმნებოდა. ბებიაჩემიც გარიგებით გათხოვდა. მაინც უზომოდ უყვარდა ბაბუაჩემი. დიდ ბებიას თავის ქმარზე ვკითხე.ბებიას გაეღიმა: „ იცი შვილო მე სიყვარულით გავთხოვდი“. ეს სიტყვები ახლაც ჩამესმის ყურში. თვალწინ მიდგას ქალი , რომელსაც ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ჰქონდა. სიყვარულით გათხოვდა. ამაყობდა იმ სიყვარულით , რომელიც გულით ას სამი წელი ატარა.ბოლო წლებში ძალიან დასუსტდა. ვერავის ვეღარ ცნობდა.ბევრი რამ დაავიწყდა, მაგრამ სიკვდილამდე ახსოვდა იმ კაცის სახელი და დაბადების დღე. არასდროს ავიწყდებოდა იმ დღეს საკურთხის გაკეთება და ტირილი, როდესაც მისი ქმარი გარდაიცვალა. ცხოვრების აზრი სიყვარულში იპოვა და სიყვარულშივე გარდაიცვალა.
არ მინდა წინასწარ ვთქვა, მაგრამ მგონი ორსულად ვარ. ჯერ არავის ვეუბნები. ვერც ვითმენ. პარასკევს ექიმთან მივალ. ძალიან მინდა შვილი. კოკიც დიდი ხანია ბავშვზე ოცნებობს. ბიჭს სახელს კოკი დაარქმევს, გოგოს კი-მე. ეს გარიგება ჯერ კიდევ შეყვარებულობის დროს დავდეთ.იმედი მაქვს ჰამლეტს ან რომეოს არ დაარქმევს.კოკის უყვარს თეატრი. უყვარს ტრაგედიები.მეცინება. არასდროს წარმომედგინა , რომ ბანკის ფინანსისტი შეიძლებოდა ხელოვნებაში თავით ჩაფლული ადამიანი ყოფილიყო.მე ვიპოვე ჩემი სიყვარული. ყველაზე ძვირფასი. მალე გაიზრდება . ჩვენს სიყვარულს ჩვენი შვილი გაიზიარებს.ჭეშმარიტი სიყვარულის ნაყოფი იქნება.შეუძლებელია ცუდი იყოს. ვიცი, ვგრძნობ, რომ განსაკუთრებული იქნება.
ბედნიერი ვარ. ხანდახან მეშინია. სწორედ ეს ბედნიერება მაშინებს. მეშინია, რომ ერთდღეს გავაღებ ფანჯარას და სიხარული წავა.დაგვტოვებს. ბედნიერებასაც აქვს დასასრული.უსასრულო არაფერია.ცხოვრება ასეთია. ბედნიერებისა და უბედურების უსასრულო ჭიდილი. ერთი მეორის გარეშე არასდროს მოდის. ყველაზე ბედნიერ წამსაც კი არ შორდება. როდესაც ძალიან ბედნიერი ხარ გეშინია. საოცრად გეშინია უბედურების. ქორწილის დღეს სიზმარი ვნახე. ვცურავდი. უსაზღვროდ გაშლილ ლურჯ ზღვაში. ნაპირისკენ მივცურავდი. არ ვიცი ვინ იდგა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მთელი ძალით ვცდილობდი მასთან მიახლოებას.მთვარე ანათებდა. ნაპირს ვუახლოვდებოდი. უკნიდან სიმძიმე ვიგრძენი. ქარმა დაუბერა და უზარმაზარი ტალღა დამაწვა. ისევ უკან ჩამითრია.წონასწორობა დავკარგე. დავეშვი. რაც უფრო ღრმად ვეშვებოდი, მით უფრო ვცდილობდი ქვას დავყრდნობოდი, ამომეყვინთა. მინდოდა ვინმესთვის დახმარება მეთხოვა.გადარჩენისთვის ვიბრძოდი. მიზნის მისაღწევად ვიბრძოდი.ამაოდ.რაც მეტს ვეწინააღდეგებოდი , მით უფრო მითრევდა. ჩავიძირე. ფსკერზე დავეშვი.
ეს უბედურების აჩრდილი ადამიანს არასდროს შორდება. ელოდება წამს, როდის მიაღწევს სხეულამდე. როდის შეძლებს თავისი ადგილის პოვნას. ჩასახლებას. არ ვიცი რა იყო. სიზმარი თუ უბედურების წინათგრძნობა. ცხოვრება დაბრკოლებებით არის სავსე, არ ვნერვიულობ. მე ყველაფერს გადავლახავ. მარტო არ ვარ. ჩვენ ყველაფერს გადავლახავთ. ღრუბლებში მთვარემ გამოანათა. ჩვენ ამ სახლში დიდხანს ვიცხოვრებთ. ეს სახლი ჯერ ოთხი კედელია. ნელ-ნელა ერთად ავაშენებთ აქ სახლს. სახლს, სადაც დაბრუნება ყველას გაეხარდება. ამ ადგილს ვარლამაშვილების ბედნიერი ოჯახი ერქმევა”
ლილე ანჯაფარიძე
***
„დღეიდან მამა მქვია.ვგრძნობ რა არის იყო მშობელი. დღეიდან სამყაროს უფრო ნათელ ფერებში ვხედავ. ეს დღეც ყველაზე მეტად მიყვარს.გაჩნდა ბავშვი. ჩემი შვილი. წლების შემდეგ მასაც თავისი ცხოვრება ექნება.ისიც კიდევ ერთი ამბავია. ამბავი, რომელიც სულ დარჩება. ჩვენი შვილი სხვებს არ ჰგავს. სულ უნდა ახსოვდეს, რომ მას ჰყავს მშობლები. მშობლები, რომლებსაც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვართ. ჩვენი ცხოვრებაც დღეიდან იცვლება. ჩვენ უკვე მშობლები ვართ. ჩვენი ბედნიერება უშველებელია. ნაყოფი გამოიღო. ბიჭი გვეყოლა. დროზე ადრე დაიბადა. ეს ყველაზე დიდი საჩუქარია. მეშინოდა. მეშინოდა უსაფუძვლოდ. ჩვენი შვილი ჯანმრთელი გაჩნდა. თავიდანვე ძლიერი და ბედთან მებრძოლი ბიჭი აღმოჩნდა. ბედთან ბრძოლა ტრაგედიის დასაბამია. ტრაგედიებში ასეა. ყველას ბედი დასაწყისიდან გადაწყვეტილია. ბედს ებრძვიან და მხოლოდ თავის ბოლოს უახლოვდებიან. ჩვენი შვილი ბედნიერი იქნება. მინდა მალე გაიზარდოს. მალე ვნახო. სულ მჯეროდა , რომ ბავშვები იმაზე მეტს გრძნობენ და ხვდებიან , ვიდრე ჩვენ გვგონია. ალბათ, ჩვენმა შვილმაც უკვე იცის. იცის ვინ არიან მისი მშობლები. როგორები ვართ.პირველივე შეხებიდან იგრძნო ,რომ სამუდამოდ იქნება ჩვენთან დაკავშირებული .გაახილა თვალები და დაინახა ორი ადამიანი. ადამინები, რომლებმაც სიცოცხლე აჩუქეს. რომლებმაც შექმნეს ის. საოცარი ქმნილებაა ადამიანი. მას ქმნის სიყვარული. ქმნის ღმერთი. კი, ღმერთიც სიყვარული
დავიღალე. მშობიარობა საშინლად გაიწელა. ყოველი წამი საუკუნედ მეჩვენებოდა. თან უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. ბედნიერებაც ღლის ადამიანს. მთელი დღე მეშინოდა. ესეც ასეა. ესეც ბუნების კანონია. როდესაც ბედნიერებას უახლოვდები, ყოველთვის ცუდზე იწყებ ფიქრს. სამი საათი მშობიარობდა ლილე. ერთი კვირით ადრე იმშობიარა. მეშინოდა , რომ ლილეს ნაზი , ფაქიზი სხეული ამ ტკივილს ვერ გაუძლებდა. წამიერად დამავიწყდა, რომ ჩემი ცოლი იმაზე ძლიერია , ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ყველაფერი გადაიტანა და გააჩინა ბავშვი. ჩვენი შვილი.
სახელზე ახლაც ვფიქრობ.ბიჭისათვის სახელი მე უნდა ავარჩიო. არ მინდა ჩემს შვილს უბრალო სახელი ერქვას. ის ჩემთვის განსაკუთრებულია.სახელი ბევრს ნიშნავს ადამიანის ცხოვრებაში. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. სახელი პირველ წარმოდგენას გვიქმნის ადამიანზე. არ მახსოვს სად, არ მახსოვს როდის ,მაგრამ ოდესღაც გავიგე ასეთი სახელი - „ტელემაქე“. რატომღაც ამომიტივტივდა ახლა გონებაში. კარგი სახელია. მინდა ჩვენს შვილს ტელემაქე ერქვას. კი , ჩვენს შვილს ტელემაქე ერქმევა. მინდა , რომ ლილეს დაემსგავსოს. მასსავით კეთილშობილი იყოს. მას ყველა ეყვარება, არასდროს მიეცემა სასოწრაკვეთას. მუდამ ბედნიერი იქნება. მე ყველაფერს ვიზამ მისი ბედნიერებისათვის. ვიცი , რომ ბედნიერი იქნება. ოჯახი ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ჩვენ სამნი ბედნიერი ოჯახი ვიქნებით.
დიდხანს მეშინოდა, რომ შეიძლებოდა შვილი არ მყოლოდა. ხუთი წლის ვიქნებოდა. მე და დედა მაღაზიებში ვიყავით. მოუსვენარი და ცელქი ბავშვი ვიყავი.ქუჩაში ქალი იჯდა. ახლაც მახსოვს იმ ქალის ბოროტი, შიშისმომგვრელი სახე. წვრილმანებს ყიდდა და თან მთელი გულით ვიღაცას წყევლიდა. მარშუტკისაკენ მივრბოდი . დავეჯახე და ყველაფერი დავუმსხვრიე. ქალმა დამწყევლა. გამრავლება არ გეღირსოსო. შეიძლება მაშინ საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რა იგულისხმა ქალმა, მაგრამ ზუსტად მახსოვს, როგორ დაჩაგრულად ვიგრძენი თავი. ფული გადაუხადა და გაჩუმდა, მაგრამ მისი სიტყვები ახლაც მახსოვს. ეს სიტყვები დიდი ხსნის განმავლობაში არ მასვენებდა. შიში დამეუფლა. მეშინოდა. ძალიან მეშინოდა უბედურების. ვიზრდებოდი , მაგრამ ეს შიში არ ცხრებოდა. პირიქით. წლებთან ერთად იზრდებოდა. ერთი პატარა წერტილიდან ამოსულმა მთელ სხეულში ფართოდ გაშალა ტოტები.ტანს მთლიანად დაეუფლა. .გონებასაც გაკრა კბილი.ვერ ვიშორებდი. ვერ ვივიწყებდი. ეს შიში უსაფუძვლოდ არ გაჩენილა.
ამ ყველაფერს დღეს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. დღეს პირველად ვიგრძენი შვება. ტკივილი მომეხსნა.დავმშვიდდი. უძლეველი გავხდი. აღარ მეშინია. არაფრის მეშინია. ჩემი სიხარული ცას მისწვდა. სამშობიაროს ეზოში ვზივარ და ველოდები როდის შევძლებ ჩემი ცოლისა და შვილის ნახვას. მზე ნელ-ნელა ჩადის. სასიამოვნო საღამოა. სიო ფოთლებს არხევს. დიდხანს მშობიარობდა ლილე. დაღლილია. მინდა გავახანგრძლივო ბედნიერების დრო. მინდა მუდამ მახსოვდეს ეს დღე.მინდა დრო გაჩერდეს და ეს გრძნობა არასდროს გაქრეს.“
კონსტანტინე ვარლამაშვილი

***
ახლა ამ სახლში ერთად ცხოვრობენ. ლილე, კოკი და ტელემაქე.ეს ერთი ოჯახია.ოჯახი, რომლისაც ბევრს შურს. კოკი ყოველდილით სახლიდან ადრე გადის. საღამომდე მუშაობს. საღამოს უკან კი უამრავი სათამაშოთი ბრუნდება. არასდროს არ ავიწყდება საჩუქრებით გაანებივროს ქალი, რომელიც მოვიდა მასთან და ბედნიერება აჩუქა. ლილეს ოცნება ახდა. რა თქმა უნდა , ახდა. მან ეს დაიმსახურა. მან დაიმსახურა , რომ ბედნიერი ყოფილიყო. დაიმსახურა და მიიღო. მისი სურვილები, ოცნებები ყოველთვის მოკრძალებული იყო. მას ვნების უსასრულო ქარიშხალი არ ახლავს. მას სიო ეალერსება. უხმო, მდუმარე ალერსს აფრქვევს. მან მთავარი იცის. ლილე ანჯაფარიძემ იცის, რომ სინანულისათვის დრო არ უნდა დაკარგოს. რაც მოხდა მოხდა. იმას ვეღარ შეცვლი. მუდმივი დარდი იმაზე, რომ რა მოხდებოდა, რა როგორ იქნებოდა, რომ ეს ასე არ ყოფილიყო, უსაფუძვლოა. ეს დარდი და მუდმივი სინანული ადამინებისათვის დაგებული მახეა. სულ მზად არის გზააბნეული, დაკარგული მსხვერპლის ხელში ჩასაგდებად. ელოდება მის გამოჩენას. სულ უფროდაუფრო ბასრი ხდება. ერთხელ თუ მიუახლოვდი, შემდეგ უკვე თავს ვეღარ დააღწევ. შეგიტყუებს. თავს ხსნად მოგაჩენებს. მოგატყუებს. გაიზრდება და მთელ სხეულში ღრმად ჩაგესობა. მისი კბილები შენი სისხლით შეიღებება. დატკბება. ეს მისი საყვარელი საქმეა. ბოლოს არ მოგიღებს. ეს ყველაზე მეტად უყვარს. ადამიანების ტანჯვის ყურება. უყურებს და, როდესაც ყელში ამოუვა, მოკლავს. ჩვენს გმირებს ეს არ ემუქრებათ . ისინი მას სახლში არ შემოუშვებენ. ვარლამაშვილების ოჯახის კარი მისთვის სულ ჩაკეტილი იქნება. ეს კარი გარედან სინანულს არ შემოუშვებს. შიგნიდან კი სიხარულს არ გაუშვებს. აქ ცხოვრობს ქალი, რომელიც უდაბნოში წამოსულ წვიმას ჰგავს. დატანჯულ, ბედშეუგებულს მებრძოლი ხსნად ევლინება. შვებას გვრის. კონტანტინე წვიმისგან სიცოცხლედაბრუნებულ ცხელ ქვიშას ჰგავს. ის არ ემალება ხსნას. მისკენ მიიწევს. იცის, რომ მის დასახმარებლად მოვიდა. იცის, რომ ის მისთვის მოვიდა. დაბოლოს, ტელემაქე ცხელ, უსიცოცხლო უდაბნოში ამოსული ყვავილია. სწორედ იმ ქვიშაზე ამოსული. სწორედ ამ წვიმით გახარებული. ის, ვისთვისაც ყველას ყველაფერი უხარია. ერთნი არიან. მათი სუნთქვა ერთმანეთს შეეწყო. შეეწყო და იმ წამიდან ერთმანეთს არასდროს აღარ ასცდენია. ისინი იმდენად ბედნიერები არიან, რომ მეშინია სიტყვებით რაიმე არ გავაფუჭო. მათი დანახვისას შეუძლებელია რაიმე არ იგრძნო. ხო, გრძნობები. გრძნობები განგვასხვავებენ სხვა დანარჩენისაგან. რა განსხვავებაა? არასდროს ცდებიან. უბრალოდ არ გვესმის ხშირად მათი. ან უბრალოდ არ გვინდა, რომ გავიგოთ. არასწორად ვიგებთ და ,როდესაც ბოლომდე დავიყრუებთ თავს და სამუდამოდ ჩავაქრობთ მათ, მაშინ გახდება ყველაფერი ერთფეროვანი. უმნიშვნელო. უფერული. ეს ჩვენი ცხოვრების დანაშაულია. დანაშაული, რომელიც ცოცხლად მოგვკლავს. რომელიც სიცოცხლის ხალისს კლავს.
ეს ოჯახი შენდება. ტელემაქე ნელ-ნელა ეჩვევა სახლს. ჭკვიანი, დამჯერი ბავშვია. ხშირად არ ტირის. მასთან თამაში ყველას უყვარს. კარგი ხასიათი აქვს. გარეგნულად ჯერ ვერც დედას ამსგავსებენ და ვერც მამას. ლაპარაკი უყვარს. ადრე დაიწყო. შეუძლია გაუჩერებლად ილაპრაკოს. ცოტა მორცხვია, თუმცა ეს სიმორცხვე ხელს არ უშლის, რომ პირველივე დანახვისთანავე ყველას თავი შეაყვაროს. სილამაზის აღქმის საოცარი უნარი აქვს. ხშირად ათვალიერებს ლილეს წიგნებს. ისეთი ინტერესით, თითქოს, მართლა ესმოდეს, თუ რა წერია მათში . ტელემაქე ბავშვია. მას დაბადებიდან გაუმართლა. მოსიყვარულე მშობლები ჰყავს. მშობლები, რომლებიც ყველანაირ პირობას უქმნიან. ბუნებამ საუცხოო ხასიათითა და გარეგნობით დაასაჩუქრა. ტელემაქეს ყველაფერი აქვს , რომ ბედნიერი იყოს. არც ბედნირებას უნდა მიენდო. მასაც არ უნდა, არც მას გადაუწყვეტია ასე, მაგრამ არც მას აქვს სხვა გზა. ამბობენ : ეშმაკი იმით არის ძლიერი , რომ ხალხს თავის არ არსებობაში არწმუნებსო. ეშმაკს არ სძინავს. ეშმაკი ცბიერია. ეშმაკი ყოველთვის ყველაზე ტკბილ ლუკმას ეძებს. ყველაზე სუფთა არსებას ირჩევს მსხვერპლად. მათი გაუბედურება მას ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს. სწორედ ჩვენი ტელემაქე აირჩია ეშმაკმა მსხვერპლად, თუმცა ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. ეს ერთ წამს გადაწყდა. მეორე წამს-შეიცვალა. მომავალი წარსულსა და აწმყოს არ ჰგავს. მისი შეცვლა ყოველ წამს შეიძლება. თუმცა ახლა ტელემაქეს წარსულზე ვლაპრაკობთ. ყველაფერი უკვე მომხდარია. აქ ვერავინ ვეღარაფერს შეცვლის. ტელემაქე მალე გაიზარდა. ბავშვობამ თვალის დახამხახებაში ჩაიარა. წელს წელი მიჰყვებოდა. მშვიდი, გაწონასწორებული ბავშვი იყო. ლილე და კოკი არაფერს იშურებდნენ,რომ ტელემაქე ნამდვილ, საღად მოაზროვნე ადამიანად ჩამოყალიბებულიყო. ასეც მოხდა. უყვარდა კითხვების დასმა. დაიწყო აზროვნება. სამი განზომილების აღქმა. ის არ კმაყოფილდებოდა. სულ უფროდაუფრო შორს იყურებოდა. ხშირად უყურებდა ჩიტების. თითქოს შურდა მათი. მეც მშურს ჩიტების. მათ აქვთ ფრთები . შეუძლიათ მოსწყდნენ მიწას, ჰაერში იფრინონ. მგონია , რომ ,ვისაც ფრთები აქვთ, უფრო უყვართ სიცოცხლე. უფრო თავისუფლები არიან. უფრო იციან ცხოვრების ფასი. ხუთი წლის ტელემაქემაც იცის ცხოვრების ფასი. ბავშვობიდან ასწავლა ლილემ. იცის, რომ ყველა უნდა უყვარდეს, სიკეთე თესოს. სიკეთის გარდა ვერც ვერაფერს დაინახავთ ტელემაქეს საოცარ თვალებში. უყურებ და რაღაც საოცარი გრძნობა გიპყრობს. დრო უმნიშვნელო ხდება. აზროვნების უნარს კარგავ. გავიწყდება ყველაფერი ცუდი და იჯერებ, რომ ცხოვრება მშვენიერია. უნივერსალური სიკეთე იპყრობს შენს სხეულს. ძალაუნებურად გეღიმება და მთელი დღე გაღიმებული დადიხარ. აღარ გეპარება ეჭვი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მისი სიკეთე შენზეც გადმოვიდა. გინდა ყველას ასიამოვნო. ყველას გასაჭირი შეამსუბუქო. ესეც მალე იცვლება. პირველივე შემხვედრმა შეიძლება ყველაფერი გამოუსწორებლად შეცვალოს. უახლოვდები და შიშს გიპყრობს. ხვდები , რომ რაღაც ისე აღარ არის. სხეული ორად გეხლიჩება და შენი ღიმილი , რომელიც სიკეთის მეტს არაფერს ასხივებდა, უკან ისრად გიბრუნდება. გულში ღრმად გესობა და აუტანელი ტკივილი, რომელიც ადამიანმა მოგაყენა, წამებში მთელს სხეულს ედება.არაფერს არ ტოვებს მშვიდად. ხელშეუხებელს. ყველაფერს ერთიანად გააუფერულებს.ცბიერია. ამით არ დაკმაყოფილდება. შენი სხეული მხოლოდ მისი მორიგი ფესვია. შენც მისი ხილის მატარებელი ხდები და არ იცი, როდის და ვისთვის მოგიწევს შენდაუნებურად მისი გაზიარება. შენ პირველი არ ხარ. ის ერთისგან წამოვიდა. ჯერ მეორე, შემდეგ- მესამე მსხვერპლი იპოვა. ნელ-ნელა გაორმაგდა. ადამიანის გულები დაიპყრო და დღეს ეს ტკივილი, მარტოობისა და არარაობის შეგრძნება ფესვებს ყოველდღე ღრმად იდგამს. უკვე უზარმაზარია. მალე უშველებელი გახდება.ბოლოს ცამდეც მიაღწევს . ტოტებს ფართოდ გაშლის და მზის სხივებსაც აღარ მოუშვებს. ამის შემდეგ უკვე მითიც კი აღარ იარსებებს,რომ ცხოვრება მშვენიერია. რეალობაში ვიცხოვრებთ და მოგვიწევს აღიარება,რომ ადამიანებმა დავუმახინჯეთ ერთმანეთს ცხოვრება. ამაზე რომ ვფიქრობდეთ, ამას რომ ვხვდებოდეთ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.მეტი ბედნიერი ადამიანი ივლიდა. არც ტელემაქე ჩავარდებოდა ამ დღეში. ეს გზა არავის აურჩევია. უღრან ტყეში სიარული არავის უნდა. არც არავინ არის დამნაშავე. არც დამნაშავისა და მსხვერპლის ძებნას აქვს მნიშვნელობა. ასე გადაწყდა. ბედნიერება უბედურებას შეეჭიდა. აი მათ არჩევნის უფლება არავის მისცა. შეიძლება სულაც არ უნდოდა უბედურებას, რომ ასეთი ყოფილიყო. შეიძლება მათი ამბავიც სხვანაირი იყო.
ბედნიერება და უბედურება
-გამომყევი! წავიდეთ!
-გაჩუმდი! ნუ ფიქრობ! ნუ ლაპრაკობ!
-სამუდამოდ აქ დარჩები
-ვიცი
-ადამიანებთან?
-მე აქ ვრჩები!
-მოკვდავებთან?
- დასასრულს მივუახლოვდით
- ალბათ, ასეც უნდა იყოს
-ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო
-გაქრები
-მშვიდობით!
-მარტო დარჩები
- ვიხსნი!
-ყველა ზურგს გაქცევს
- გარბიხარ
-დავბრუნდები
- მე აქ დაგხვდები
-მშვიდობით
წავიდა უბედურება. დიდხანს ეხვეწა თავის საყვარელს გაჰყოლოდა. არ გაჰყვა. დაშორდნენ ერთმანეთს. ბედნიერებამ ადამიანებთან დარჩენა და მათი ხსნა გადაწყვიტა. ბევრი იარა. ბევრის დახმარება სცადა. მას არაფერი შერჩა. არავინ შერჩა. ვერაფერს გახდა. ადამიანების შურის, ბოროტების, ამპარტავნობის შემხედვარემ ფრთები დაკარგა. ზამთარიც მოვიდა. ამ წელს არნახულად თოვდა. ტყეშიც თოვს. მგლების ყმუილი ყველას აშინებს. ყველას აფრთხობს. არავის უშვებს ტყეში. სინამდვილეში, ხალხს აფრთხობს. იცავენ ტყის სტუმარს. ამ ტყეში ყველასაგან გულნატკენი ბედნიერება დასახლდა. თოვლიან ღამეში ხის ქვეშ ზის მარტო. ნელ-ნელა პატარავდება. სინათლეც ნელ-ნელა ქრება.ყოველდღე ფიქრობდა , რა მოხდებოდა, რომ უბედურებას გაჰყოლოდა. რომ მსხვერპლად სიყვარული არ შეეწირა. ფიქრობდა სულ, გამუდმებით, მაგრამ არ ნანობდა. არასდროს არ უნანია, რომ ასე გადაწყვიტა. ახლაც, სახეზე ღიმილით უყურებს ნელ-ნელა როგორ ქრება. ბედნიერებაც გაუბედურდა. მისი დასასრულიც დადგა. ბევრი იწვალა,მაგრამ სანამ თვითონ არ გაქრა, დასასრული არ აღიარა. არ დაემორჩილა მას. სიკვდილის შიშით იმედი არ მოკლა. ამიტომ კვდება ბედნიერება ამაყი. ისევ ადამიანმა იმსხვერპლა. ისევ ადამიანმა გააფუჭა ყველაფერი. ადამიანებმა მოკლეს ბედნიერება. ბედნიერება ჩაქრა. იმ ღამეს არნახულად ციოდა. მძიმედ თოვდა. არც მზის, არც მთვარის სინათლე არ ჩანდა. მგლების საზარელი ყმუილი მთელი ღამის განმავლობაში არ ცხრებოდა. ყველა გლოვობს. ტყე დაბნელდა. ყველა ტირის. ადამიანები კი ვერ ხვდებიან , რომ მათ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს. რომ მათ საკუთარი ხსნა მოკლეს.
დაბრუნდა უბედურება. ეძებდა ბედნიერებას. სად აღარ ნახა. ყველგან ეძებდა საყვარელს. მისი ნახვის წყურვილი კლავს. სიყვარულის დაბრუნების სურვილი. უნდა ნახოს, პატიება სთხოვოს და ისევ ერთად გააგრძელონ ადამიანებზე ზრუნვა. დღეები დღეებს მიჰყვებოდა. ვერსად ვერ ნახა. საყვარელმა არსად არ გააგონა. ნელ-ნელა სიბრაზე მოერია და საშინელ, საზარელ აზრამდე მივიდა.იცის უბედურებამ ადამიანების ამბავი. ეშინოდა, რომ ეს მოხდებოდა. ბოლოს, ამ ტყემდეც მივიდა. ტყე თოვლით არის დაფარული. იმ ადგილას მივიდა , სადაც ბედნიერება ჩაქრა.იმ ადგილას მივიდა, სადაც მისმა საყვარელმა საფლავი გაითხარა. ატირდა. მისი ცრემლები ცხელია. თოვლს ეცემა.ადნობს. უბედურებასაც უყვარს. მასაც უნდოდა ბედნიერება.
ამ დღის შემდეგ არსად აღარ წასულა. სამუდამოდ აქ დასახლდა. სამუდამოდ იმათი ყურება არჩია, ვის გამოც ბედნიერებამ მათი სიყვარული გაწირა. მათი დახმარება და მოვლა უბედურებამ საკუთარ თავზე აიღო. რა ქნას? არ უნდა, მაგრამ საყვარლის სურვილს ვერ ივიწყებს. თან აინტერესებს. ვერ ხვდება. ცდილობს იპოვოს პასუხი. აინტერესებს, რა დაინახა ბედნიერებამ ადამიანებში ისეთი, რომ ყველაფერი სასწორზე დადო და შეეწირა. ეს მხოლოდ ბედნიერებამ იცოდა. ალბათ, პასუხს დღემდე ეძებს. ახლაც აქ არის. ახლაც ვერ ელევა სატრფოს საფლავს. დღესაც ვერ ივიწყებს ბედნიერებას.

***
ტელემაქე მალე გაიზარდა. მისი ცხოვრებაც ნელ-ნელა იცვლებოდა. რაც მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მეტი რამ ხდებოდა უმნიშვნელო. ბოლოს თვითონ დროც უმნიშვნელო გახდა. დაკარგა ის ემოციები , რომლებსაც ადრე გრძნობდა. ეს ყველას მოსდის. ბევრი ვერ ამჩნევს. ხშირად ეს ყველაფერი გაუაზრებლად, შეუმჩნევლად ხდება. ტელემაქე ამას ხვდება. ხედავს, რომ იცვლება. ხედავს, რომ ის ადამიანი აღარ არის. იკარგება. იკარგება იმ გრძნობებთან ერთად, რომლებსაც ვეღარ განიცდის. იკარგება იმ მოგონებებთან ერთად, რომლებიც აღარ ახსოვს. იზრდება, იცვლება ტელემაქე. რაც უფრო გაიზარდა, მით უფრო შეეცვალა წარმოდგენა ცხოვრებაზე და ახლა ის , რაც ყველაფრად მიაჩნდა, არაფერია. არაფერია იმიტომ, რომ ოცნებებიდან რეალობაში დაბრუნდა. ყველაფერს სხვანაირად უყურებს. უფრო მარტივად. ყველანაირი აღელვებისა და ზედმეტი ემოციების გარეშე. ბავშვური ცნობისმოყვარეობის, მეამიტობისა და სიხარულის გარეშე. რეალობაში ყველაფერი სხვანაირად ჩანს. უფრო უმტკივნეულოდ. ასე დაიკარგა ყველა მისი ოცნება. ასევე უსიხარულოდ და უმტკივნეულოდ. უამრავ სიახლესთან მოუწია შეგუება ტელემაქეს. შეეგუა და ყველაფერი ამით დაიწყო. ბევრი რამ მოხდა მის ცხოვრებაში. ბევრი შეცდომა დაუშვა. ყველაფერი კი იმიტომ , რომ ჯერ თავის თავს ებრძოდა. არ ეგუებოდა. ვერ იღებდა ცხოვრებას ისეთს , როგორიც სინამდვილეში იყო. ვერ ეგუებოდა იმ ყველაფრის დაკარგვას, რაც მისი იყო. შემდეგ კი შეეგუა. შეეგუა და ხელი ჩაიქნია ყველაფერზე. აზრი შეუჩნდა , რომ ყველაფერი ამაო იყო. აი, ამ ამაოებაზე ფიქრმა ყველაფრის ხალისი მოკლა. ეგონა , რომ შეეუგა ამ აზრს და ამით სწორად მოიქცა. დარწმუნებული იყო, რომ სწორად იქცეოდა. ცდებოდა. ძალიან ცდებოდა. გამოსავლის ძებნაში. უსასრულოდ სიმართლის ძიებაში. ვერც მიხვდა როგორ იქცა ტყუილად. ტყუილად, რომელიც თვითონ შექმნა.
ეს დღეც მალე მოვიდა. სახლიდან გავიდა და სკოლაში წავიდა. ეს წლები ძალიან მალე გავიდა. ამ დღიდან ყველარი სხვანაირად იყო. არავინ იცის რა დახვდება ჩვენ გმირს გარეთ. ამაყი სახეებით აცილებენ კოკი და ლილე სკოლაში. ამ სიცოცხლითა და სიხარულით სავსე ბავშვმა თავი სახლის გარეთ უნდა დაიმკვიდროს. მნიშვნელოვანია გარემოს შეცვლა. რთულია. ძალიან რთულია შეეგუო იმ სიაახლეებს, რომლებიც გარეთ გელოდებიან. შეეგუო იმ სიმართლეს, რომელიც ადრე სხვანაირად წარმოგედგინა. ბავშვობიდან ვეგუებით აზრს , რომ მუდმივ გარემოში არასდროს ვცხოვრობთ.რომ მუდმივად წინ მივდივართ და უკან უამრავი რამ რჩება. უამრავი რამის დათმობა გვიწევს. ხშირად იმისიც, რისიც ძალიან არ გვინდა. ცხოვრება ასეთია. სულ წინ უნდა იარო. უკან არ იყურო. იცოცხლო იმ იმედით, რომ წინ ყველაფერი უკეთესი გელოდება და იბრძოლო იმისათვის , რაც გინდა. ტელემაქეც სკოლაში წავიდა. კლასში თხუთმეტი ბავშვი იყო. თხუთმეტი ახალი სახე დაინახა. თხუთმეტი ბავშვი, რომლებიც ახლა გადიან იმ ასპარეზზე, რომელსაც ცხოვრება ჰქვია. შევიდა ოთახში და თავიდანვე შეეგუა აზრს, რომ აქ მას რაღაც უნდა შეექმნა. ან თვითონ უნდა შექმნილიყო. ეს ოთახი მისთვის განსაკუთრებული იყო. არ ეშინოდა. არ ეშინოდა იმის, რაც აქ ელოდა. მიუჯდა საკლასო მერხს. გვერდით შავგვრემანი, პუტკუნა ბიჭი ეჯდა - ლევან ბოლქვაძე. პირველივე დღიდან დამეგობრდნენ და ამ მეგობრობით წლების განმავლობაში ერთად იარეს. წლები ერთმანეთის დარდს დასტიროდნენ. ერთმანეთის სიხარულს იზიარებდნენ. მალე ყველა გაიცნო. მეგობრები გაიჩინა. ყველაფერი შეუდარებლად მიდიოდა. და ისევ ერთი წლის შემდეგ ტელემაქე ბედნიერი იყო. და ისევ ორი წლის შემდეგ, იმავე ადგილას ტელემაქე ბედნიერი იყო. და ისევ სამი წლის შემდეგ და ისევ ოთხი წლის შემდეგ ტელემაქე კვლავ ბედნიერია.ჰყავს მეგობრები, საყვარელი ადამიანი , გონებით თავის ასაკს წინ უსწრებს. ბედნიერია. ამაყობს თავისი თავით. ცხოვრება უხარია. ცხოვრება მართლაც თავისი არსით მშვენიერია. უბრალოდ ბედი ექცევა ადამიანებს სასტიკად. ყველაზე უცოდველს ირჩევს და სხვისი ცოდვების გამო პასუხს სთხოვს. სხვისი ცოდვების გამო სჯის. მასაც ვერ გაამტყუნებ. ამდენი ბოროტი ადამიანის შემხედვარე ბედიც სასტიკი გახდა. ბედიც აღარ ენდობა ადამიანებს. ბედნიერება უფრო მიუწვდომელი ხილი გახდა. ხშირად მქონია უსამართლობის შეგრძნება. “მე ამის ღირსი არ ვარ”. “ეს მე არ დამიმსახურებია”. ეს სიტყვები თავიდან არ მშორდება. მშორდება კი არა ეს რეპლიკები ტვინიდან გულში გადადის. ყოველჯერზე ეს სიტყვები გულს ხვდება და ეს საშინელი,დაუოკებელი წყურვილი ბედნიერებისა და სიმშვიდისა მანადგურებს. ძალას მაცლის. თავში უამრავი საშინელი,ამაზრზენი აზრი ტრიალებს. ტრიალებს და ,რასაც კარგს იპოვის ,ყველაფერს აჭკნობს. ცდილობს ყველაფერი კარგი გაანადგუროს და არაფერი დატოვოს.ცდილობს ჩემგან არაფერი დატოვოს.ხანდახან გამოსდის კიდეც. სიკვდილზე ვიწყებ ოცნებას. ამ ოცნებით მუხლებზე ვეცემი და თავს ვხრი. ჩემს სხეულში შემოჭრილ მტერს ქედს ვუხრი და ყველაზე სუსტი, უსუსური არსებასავით ჩემს სხეულში, საკუთარ სხეულში, ერთ პატარა კუნჭულში ვიკეტები. ვიმალები. სხეული დაიღალა. თავს ვეღარ ვწევ. ვეგუები ტყვეობას და მავიწყდება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ წამიერია. ეფემერა. რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს ეს დაუკობელი ტკვილი,ეს შეგრძნება, რომელიც გედის ნაზი სიმღერასავით სიკვდილის, დასასრულის მომასწავებელია. მას მაინც აქვს ბოლო. ბოლო,რომელსაც თან ხსნა ახლავს. სინათლე, რომელიც წერტილს უსვამს ყველა ტკივილს. პატარა.სათუთი.ნაზი. უკანასკნელი იმედის ნაპერწკალი. ჩემთანაც მოფრინდება. მომიახლოვდება და სახეს გამინათებს. თვალებს ამიხელს . მისკენ გაფრინდება. მიუახლოვდება და შეეჭიდება უზარმარი ჭექა-ქუხილის ღრუბელს. მიუახლოვდება, ჩაუფრენს და უზარმაზარ ღრუბელს შუაზე გახლეჩს. გახლეჩილი ღრუბლიდან სინათლე გამოანათებს . სინათლე, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში არ უშვებდა ჩემსკენ. გაციებულ, აკანკალებულ სხეულს გამითბობს. შვებას მომგვრის. გამაძლიერებს. თავს მაღლა ავწევ. თვალებს ფართოდ გავახელ და განვდევნი ჩემი სხეულიდან.კი,ისევ დაბრუნდება.კი, კიდევ ბევრჯერ შეეცდება დაბრუნებას. აღარ გამოუვა. უფლებას აღარ მივცემ საკუთარი სხეულის ტყვედ მაქციოს. დაბრუნდება, ისევ დამასუსტებს , მაგრამ ამ სინათლეს ვეღარ მოერევა. როგორი ვეებერთელაც არ უნდა იყოს. როგორი გაძლიერებულიც არ უნდა დაბრუნდეს. ამ სინათლის პატარა ნაპერწკალს მაინც ვერ ჩააქრობს.
ხსნა ახლოს არის. არასდროს ქრება. უბრალოდ ელოდება წამს, როდის უნდა მოვიდეს.რთულია მისი პოვნა. მოუთმენლად ელოდება , როდის შეეძლება ჩვენი დახმარება. მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტი არ არის. მისი მოსვლა არ მოსვლა ადამიანზეა დამოკიდებული. ზოგს სულაც არ ჰყოფნის დრო მის საპოვნელად. დროც დათვლილია. წლები თვალის დახამხამებაში გარბიან. ცხოვრებაც წამის დახამხამებაში იცვლება. არ უნდა მიენდო მას. არ უნდა იფიქრო. ნუ დაიჯერებ, რომ რაიმე მარადიულია. მუდმივი არაფერია. ყოველწამს, ყოველწუთს უნდა გეშინოდეს, რომ შეიძლება ყველაფერი გამოუსწორებლად, უსაშველოდ განადგურდეს. თანაგრძნობა. თანაგრძნობაც ხსნაა. ხსნა, რომელიც შეიძლება ყველაზე მოულოდნელად მოვიდეს.

თანაგრძნობა

-მითხარი, რომ გინდა სიცოცხლე. თქვი და გაცოცხლდები. როგორ არ გინდა დაბრუნდე. დაიბრუნო ძველი ცხოვრება. გაიხსენო რას ნიშნავს იყო ცოცხალი.პატარა წახვედი. ჯერ ნანახი არაფერი არ გაქვს. უბრალოდ თქვი და ყველაფერი დაბრუნდება.
-მე დაბრუნება არ მინდა
-სიცოცხლე აღარ გინდა?
-ბედს არ დავუპირისპირდები
-გარშემო მიმოიხედე. ვიცი რომ გენატრება. გენატრება წყლის შეგრძნება. ღამე მთვარის შუქზე ზღვაში ჩასვლა. სანაპიროზე დანთებული კოცონის სითბოს შეგრძნება. ეს ყველაფერი ისევ შეგიძლია. ისევ შეგიძლია ბედნიერი იყო. უბრალოდ თქვი, რომ ისევ გინდა ცოცხალი იყო.
-არ გესმის. მე ბედნიერი ვარ. ყველაფერი უკვე ვნახე. მე წავედი. მომწონს სადაც ვარ.დამაბრუნე.
-ამ სამყაროში დაბრუნება აღარ გინდა. მიწის სუნი დაგავიწყდა. დაგავიწყდა როგორ გიყვარდა სეირნობა. როგორ გიხაროდა ცხოვრება. გული მტკივა ასე ადრე რომ წახვედი. ამიტომ მინდა, რომ დაბრუნდე. ქუჩაში ისევ გაღიმებულმა იარო.შენი ღიმილით სხვებიც გააბედნიერო. ჭექა-ქუხილის შემდეგ გამონათებულ მზის პირველ სხივს ჰგავდი. ყველას გვერდში ედექი. თანაგრძნობაც დაკარგე? არ ფიქრობ როგორ უჭირთ შენ გარეშე სიცოცხლე.
-კი, მართალი ხარ.მენატრებიან. ყველა და ყველაფერი მენატრება. ზღვის მარილიანი ჰაერიც მენატრება. მზის ჩასვლის სანაპიროდან ყურება. მაგრამ მე ამ სამყაროს ნაწილი აღარ ვარ. მე გულში ბოროტება არავისზე აღარ მაქვს. ასე უნდა მომხდარიყო. ასე იყო საჭირო. სადაც მე ვარ, იქ ყველაფერი სხვანაირად არის. ამას შენ ვერ გაიგებ. შენ სულ სხვაგან გაქვს სახლი.
-ოცნებები დაკარგე
-მე ოცნებაში ვცხოვრობ.
-ხალხს შეხედე. ექიმობა გინდოდა. რამდენს დაეხმარებოდი. რამდენ ადამიანს გადაარჩენდი. უბრალოდ თქვი, რომ ისევ გინდა ცოცხალი იყო. ისევ შეგიძლია მომავალი შექმნა. შეგიძლია ბედი დაამარცხო. შენი ოცნების სახლი ააშენო. შენი საყვარელი საქმე აკეთო. ყველაფერზე უარის თქმა მოგიწია. მინდა, რომ დაგეხმარო.
-მე ბედს არ ვუპირისპირდები. დინებას მივყვები
-ყველაფერს თავიდან დაიწყებ.
-ამ ყველაფერს მნიშვნელობა აღარ აქვს
-სიცოცხლე აღარ გინდა?
-დამაბრუნე უკან.
-მე ვერაფერს გაიძულებ. დაგაბრუნებ. ოღონდ მინდა, რომ ერთი ადგილი განახო. გამომყევი. წავიდეთ. არ იფიქრო. უბრალოდ გამომყევი. მინდა, რომ ერთი ადგილიც ნახო.
ლუციფერმა წაიყვანა იქ, სადაც სინამდვილეში დაბრუნება ყველაზე მეტად უნდოდა. სადაც დაიბადა. იქ, სადაც გაიზარდა. ეს სახლი ისევ ისეთი იყო. მოვლილი ეზო. გემრიელი სუნი ტრიალებს. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს ვერ გრძნობს. ხედავს, მაგრამ ვერ ეხება. ვერ მოწყვიტავს დედამისის გაზრდილ ვარდს. ვერ შეეხება თავის ძველ საქანელას. ეს ადგილი ისევ ისეთია. თითქოს არაფერი შეცვლილა. თითქოს ისევ ცოცხალია. გაახსენდა. ყველაფერი გაახსენდა. ვერც იტირებს. მას ტირილიც აღარ შეუძლია. ის ცოცხალი აღარ არის.
-დედა..
კი, ეს მისი დედა იყო. დაბერებული. დაღლილი ისევ ძველებურად რწყავს ყვავილებს. უვლის ეზოს. კისერზე შვილის სურათს ატარებს. შვილის დაკარგვამ უკვალოდ არ ჩაიარა. დაეტყო მის სახეს დარდი. უძილობა. დაბერდა დედა. შვილს დღემდე სახლში ელოდება. იმედი აქვს, რომ ჭიშკარი გაიღება და ის ისევ მოვა. ყოველიდღე მასზე ფიქრით იწყება და მთავრდება. ვერ ელევა შვილის დაკარგვეს. ის დედაა. ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა. ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა. ახლა მისი ქალიშვილი წინ უდგას. ვერ ხედავს. ის ცოცხალი აღარ არის.
-დედა
-თქვი რომ ისევ გინდა სიცოცხლე. როგორ გაახარებ დედას. ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც უნდა ყოფილიყო. დაბრუნდები სახლში.
-კი. მინდა. ისევ მინდა ცოცხალი ვიყო.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თავიდან სხვანაირად უნდა ყოფილიყო. ეს ყველაფერი ერთი დიდი სატყუარა იყო. რა ქნას. ძლიერია ადამიანის სევდა. ძლიერია თანაგრძნობა. ის დაბრუნდა. ძვირი დაუჯდა დაბრუნება. ლუციფერთან გარიგებაზე წავიდა. დაბრუნდა. იცის, რომ ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება იქ, სადაც იყო. იცის, რომ ვეღარასდროს დაიბრუნებს ფრთებს, რომლითაც დაფრინავდა. წავა იქ, სადაც არავინ ელოდებოდა.მზად არის. მზად არის ყველაფერი დუაფიქრებლად დათმოს. ცბიერია. იცის ადმიანების ამბავი. იცის ლუციფერმა, რომ თანაგრძნობა ძლიერია. იცის, რომ ზოგი გრძნობა, ზოგი სიყვარული ან ზოგი ტკივილი სიკვდილის შემდეგაც რჩება. ეს თანაგრძნობაა. მეამიტია. ჭეშმარიტია. მაგრამ ,არა, ის ისევ იქ წავა. ისევ დაბრუნდება. არავინ ფიქრობდა, რომ ყველაზე სასტიკ არსებასაც შეეძლო კარგის გაკეთება. შეიძლება სასტიკია. მაინც სამართლიანი. არ დასაჯა. დააბრუნა უკან. სიცოცხლე მართლა დაუბრუნა. არაფრისსანაცვლოდ. დაუბრუნა დედას. გაშალა ფრთები და წავიდა. არავინ ელოდა, რომ მასაც შეეძლო თანაგრძობა. წლები გავიდა. დღესაც ამ სახლში ერთად ცხოვრობენ. მან ეს დაიმსახურა. ვარდები ისევ ყვავიან. მზე ანათებს. ეზო ისევ მოვლილია. ბედნიერია. ბედნიერია, მაგრამ მაინც ვერ ხვდება. ეს ეზო კიდევ დიდხანს იქნება გაბრწყინებული. ეს სახლი კიდევ დიდხანს იქნება განათებული. ჯერ ვერ ხვდება რა ძალა აქვს თანაგრძნობას. ამდენი წლის მიუხედავად, მაინც ვერ მიხვდა რამ აიძულა ეს გაეკეთებინა. აღარ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება. ის ბედნიერია. ბედნიერება ლუციფერმა აჩუქა. მასაც შეუძლია თანაგრძნობა. სიკეთე მასაც შესძლებია.

***
უკვე მერვე კლასშია. უამრავი მეგობარი ჰყავს . სანიმუშო მოსწავლეა. ბედნიერია. ყოველდღე სახლში სიხარულით ბრუნდება. კოკი და ლილე ელოდებიან და სიამაყით უსმენენ, როგორ ჩაიარა კიდევ ერთმა ბედნიერმა დღემ მის ცხოვრებაში. გახარებული იძინებს და ბედნიერი იღვიძებს. იცის, რომ ეს დღეც კარგად ჩაივლის. ცუდი არაფერი მოხდება. ამიტომ იწყებს და ამთავრებს დღეს ღიმილით . ცდება. დარწმუნებულია, რომ ცხოვრებაში უკვე ცუდი არაფერი აღარ მოხდება. ძალიან ცდება. ყველაფერი შეიცვლება და ერთ წამს ბედნიერების მარადიულობაში დარწმუნებულ ტელემაქეს დაეპატრონება სულ სხვა აზრი. აზრი, რომ მის ცხოვრებაში უკვე კარგი არაფერი აღარ მოხდება.
ყველასაგან დაუპატიჟებელი სტუმარი გამოჩნდება. მას არასდროს არავინ ელოდება. მისი მოსვლა არავის უხარია. ყველასაგან განდევნილი, უსახლკაროდ დაძრწის. მსხვერპლს ეძებს. ვარლამაშვილების კარსაც მიადგა. შევიდა. ჯერ ერთი ოთახი დაათვალიერა, შემდეგ- მეორე. ვერსად ვერ იპოვა თავისი ადგილი. ვერც ერთ კუნჭულში ვერ დაეტია. ყველგან თავისზე ძლიერი მეტოქე დახვდა. ამ სახლში მისი ადგილი არ არის. აქ მას არავინ ელოდება. არავინ მიიღებს. მათ ოთახშიც შევიდა. მძინარე კოკის დახედა. გაბრუნდა. მიხვდა, რომ მასთან ვერაფერს გახდებოდა. ლილესკენაც სცადა წასვლა. ნაბიჯიც ვერ გადადგა. ვერ მიუახლოვდა. თვალის დახამხამებაში დაიხია უკან. რაღაც უხილავმა განდევნა. იცის. იცის, რომ ამ უხილავ ძალასთან, რომელსაც სხვადასხვა სახელს ვეძახით : თანადგომა, სიყვარული, სიკეთე , ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. აქაც ვერაფერი ნახა. კიბეს აყვა. ტელემაქეს ოთახშიც შევიდა. დახედა მძინარეს. კეთილს. ჯერ მაინც ბავშვია. ბავშვი, რომლის გულისთვისაც ჯერ ბოროტება უცხო ხილია. ის აირჩია. აქ დარჩენა გადაწყვიტა. ახალგაზრდა. ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი. ადვილად შესაცდენი. მარტივად გასანადგურებელი. ტკბილი ლუკმა იპოვა. დაპატარავდა. დაპატარავდა და მის სხეულში შევიდა. მთვარე ღრუბლებში დაიმალა. აღარც ქარი უბერავს. ოთახი უკუნითში გაეხვა. უკუნითში, სადაც სიბნელედ გადაქცეულმა სინათლემ და შავად გადაქცეულმა ფერებმა დაისადგურეს. სამნი დარჩნენ. გრძელი ღამე გამოიარა ტელემაქემ. ღამე უსასრულოდ გაგრძელდა. ყოველი წამი მტკივნეული იყო. ერთი მეორეზე ბასრი. გაიწელა . ებრძოდა იმას, ვისი სახელიც თვითონ არ იცოდა.ოფლში ცურავს. ვერ ისვენებს. წინააღმდეგობას უწევს. ცდილობს არ შემოუშვას. განდევნოს. ვერ ერევა. ძალიან ძლიერია. ღამის წყვდიადში ვერც მოერევა. ვერ იპოვის გამოსავალს. დიდხანს ელოდა ამ წყვდიადს, რომ ამ ოჯახში ანთებული სინათლე ერთხელ და სამუდამოდ ჩაექრო. დიდხანს ელოდა, როდის შეაღწევდა აქაც. გამოუვიდა. გაეღვიძა ტელემაქეს. გაფითრებულმა გაიღვიძა. ვერ ხვდება რა ხდება. ერთი იცის, რომ მასში რაღაც შეიცვალა. ამოუცნობი ჩასახლდა მასში. თავს მძიმედ გრძნობს . თავი მარტოდ იგრძნო. ვინმესთან ლაპარაკი უნდა. ადამიანთან, რომელიც მოუსმენს. იფიქრა.იფიქრა და ვერავინ გაიხსენა. ვერავინ გაიხსენა, ვისთვისაც შეეძლო გული გადაეშალა. გაეზიარებინა გულის ნადები. ვერავინ გაიხსენა, ვინც დარდს შეუმსუბუქებდა. გულწრფელად გაუგებდა და დაეხმარებოდა. არავინ არ ჰყავს, რომ დახმარება სთხოვოს. მარტო დარჩა. მარტოა მხეცის პირისპირ. გული შუაზე ეპობა. ეს აუტანელი შეგრძნება ცოცხლად ანადგურებს . ტკივა. იმედგაცუება. სასოწარკვეთა. ყველაფერი ერთმანეთს ერევა. ჯერ გულს შუაზე გააპობს. შემდეგ ფილტვებში გაგეჩხირება. ხველა აგიტყდება. სული გეხუთება. კანი გიხურს. შველას ვერავის ვერ თხოვ. არც არავინ გყავს , რომ შველა სთხოვო.არავინ გყავს, რომ ხელი გამოგიწოდოს. შენი დარდი შეამსუბუქოს. სხეული კანკალს იწყებს. უმართავი ხდება. ვერ მშვიდდები. ვერ წყნარდები. ფილტვებიდან თუ გამოძვრა უფრო ზევითაც ავა. ჯერ ყელს გაივლის შემდეგ თავამდეც მიაღწევს. იქაც დასახლდება. ნელ-ნელა გაგანადგურებს. თვალებში სიმძიმეს იგრძნობ. გინდა მოიშორო. ვერ იშორებ. ამ დროს ადამიანიც ბოროტდება. გაბოროტებული ცხოველს ემსგავსება. აზროვნების უნარს კარგავს.ადამიანი არ არის ცხოველი. გარემო ქმნის მისგან ცხოველს.სურვილი გკლავს. სულს ღრღნის. გინდა დაივიწყო ყველაფერი კარგი და ყველას ერთიანად გადაუსვა ხაზი. ყველას აგებინო პასუხი. ყველაფერი გავიწყდება.ამ დროს ემსგავსები ახლადგარდაცვლილ სხეულს. სხეულს, რომელსაც ბედნიერება სიცოცხლის კვალივით ნელ-ნელა შორდება. ბოლოს არაფერი რჩები.ცხოვრება გეზიზღება. სიკვდილს ნატრობ. ამ დროს მზად ხარ ყველაფერთან ერთად საკუთარი სიცოცხლეც დაამთავრო. რა საცოდაობაა. შემდეგ იტყვიან ‘’თავი რატომ მოიკლა, რა ახალგაზრდა იყო. როგორ გვიყვარდა ყველასო’’. იტირებენ.სიყვარულზე თავს დადებენ. სიკვდილის შემდეგ ყველას ეყვარები, მაგრამ არავინ დაფიქრდება, რომ შენ მარტოობის მსხვერპლი იყავი. რომ მათი ფარისევლობა შენამდე ვეღარ მოაღწევს. ფარისევლობა ვერ ადის ცამდე, ის მიწაზე რჩება. აქ იბადება და კვდება . ადამიანის სული დაცულია მისგან. მას ის ვერ შეეხება.
***
“მრუდე სარკეს ემსგავსება ჩემი ცხოვრება. სარკის მეორე მხარეს გამომწყვდეული, სიმართლის მოლოდინისაგან დაღლილი. შებოჭილი. ჩუმად ვუყურებ, როგორ გადის-გამოდის ხალხი. სარკეში გამოკეტილ ანარეკლს დავემსგავსე. ვერ ვთავისუფლდები. მიყურებენ. მე ვერავინ მხედავს. მხოლოდ საკუთარ ანარეკლს უყურებენ. ჩემი დანახვა არავის უნდა. მეც მეორე მხრიდან ვუყურებ. მუდმივი მაყურებელი გავხდი. არაფრის შეცვლა არ შემიძლია. ანარეკლი ვარ. ანარეკლი, რომელსაც მხოლოდ მე დავინახავ სარკეში. ეს სიჩუმე მანადგურებს. ჩემამდე ვერც ერთი ხმა ვერ მოდის. არც ჩემი ხმა მიდის სხვებამდე. ყველა ბგერა იყინება. ეს არის ჩემი სამყარო. ცარიელი, სიჩუმედ ქცეული ბგერებისა და სიმართლედ ქცეული ტყუილის სამყარო. სიმართლე მხოლოდ ჩემს ანარეკლში ჩანს. მასაც მხოლოდ მე ვხედავ. მინდა ყველამ დაინახოს. დამინახოს ისეთი, როგორსაც მე ვხედავ ჩემს თავს სარკეში. ელემენტარულია. ეს ყველას შეუძლია. და ეს ყველაფერი საკმარისია ჩემი ბედნიერებისათვის. დავიღალე. ტყუილში ცხოვრებაც დამღლელია. ეს ტყუილები, რომლებშიც დანაშაული მხოლოდ მე მიმიძღვის, უკან დასაბრუნებელ გზას არ მიტოვებენ. წარუშლელი ლაქაა. ვერ ვაქრობ. ყოველდღე მრავლდებიან. ერთს მეორე ემატება. ჩემი ანარეკლიც ბუნდოვანი ხდება. რეალობაც იბილწება. სინამდვილე ტყუილი ხდება. სარკე კი, რომელიც მხოლოდ რეალობის ანარეკლია თვითონ ხდება რეალობა. ხანდახან ლაპარაკს ვიწყებ და სიტყვა ყელში მეჩხირება. ჩემი ხმა არავის ესმის. სურვილი მახრჩობს. თავისუფლება უნდა. მეც მინდა მივანიჭო. განთავისუფლდეს. მეც დავისვენებ მუდმივი ტანჯვისგან. სინანულისგან. ეს უთქმელი სიტყვებიც ამოვლენ. გულს აღარ დააწვებიან. როგორც არ უნდა მინდოდეს, მაინც არ მყოფნის ძალა. მაინც ვჩუმდები. გამბედაობა არასდროს მყოფნის. ნერწყვს ვყლაპრავ. უკან ჩადის და ისევ ღრმად იმარხება ჩემს სხეულში. იმარხება სხვა დანარჩენ უთქმელ სიტყვებთან ერთად. სიმართლე ჩემს სხეულში იმალება. ჩემი კანით შეისხა ხორცი. ჯერ ერთი დავმარხე, შემდეგ-მეორე. ახლა უკვე ვეღარც ვიხსენებ, რამდენი რამ მაქვს ღრმად დამალული ჩემში. რაც უფრო მეტი რამ იმარხება, მით უფრო რთულია. სხეულს მიმძიმებს. დამალვაც დანაშაულია. სარივით ღრმად მერჭობა სხეულში. არ მკლავს.მაწამებს. ნელ-ნელა მიღებს ბოლოს. ვგრძნობ, როგორ ერჭობა ჩემს გულს. სისხლს წვეთ-წვეთად ვკარგავ. ჩემი სისხლით ფერადდება. სანამ ბოლომდე არ დაიფარება არ შემეშვება. სანამ ბოლომდე არ დამცლის სიკვდილს არ შემაგრძნობინებს. ხო, სიკვდილიც კი არ მოდის ჩემთან.
რა მოხდება ერთ დღესაც რომ ყველაფერი შეიცვალოს. ტალღები ადიდნენ. ადიდებულ ტალღებში გადავეშვა. ყველაფრისგან გამანთავისუფლონ და ნაპირზე ისევ უდარდელი, ბედნიერი დავბრუნდე. დაეჯახოს და ძველი ლაქები ჩამორეცხოს. ეს მხოლოდ ჩემი ოცნებაა. ეს მხოლოდ წარმოსახვაა. უდარდელი ცხოვრების წარმოსახვა. ცოტახანი წარმოსახვას გაყოლა შვებას მგვრის. მამშვიდებს. ეს შეგრძნება მხოლოდ ცოტახანს მყოფნის. მხოლოდ ცოტახანის ისვენებს ჩემი გული. ცოტახნით მშვიდდება. შემდეგ ვუბრუნდები ძველ ერთფეროვნებას. ძველ თამაშს. ისევ წარმოსახვას გავყევი. ეს ნაწერიც ჩემი წარმოსახვაა.სინამდვილეში ფანჯარასთან ვზივარ. ყველას სძინავს. ვერაფრით ვერ ვიძინებ. ვერ ვისვენებ. ფანჯარასთან ვზივარ და ღრმა ნაფაზებით ვამშვიდებ აღელვებულ გულს. ბოლს ვუშვებ. ისიც გადის გარეთ და ნელ-ნელა ქრება. ქარი აცეკვებს. ათამაშებს. ფანჯრიდან გასული ამ წარმოსახვასავით ნელ-ნელა ქრება. იკარგება. ასე ცეკვა-ცეკვით მიაქვს ჩემი გულის წუხილი. დაბოლოს, ისიც ქრება. გამოსავლის პოვნა რთულია. თავისუფლებისაკენ მიმავალი გზა გრძელია. ამ გზაზე მიმავალს მეშინია. მეც არ დავიკარგო. არ გავქრე. როგორც ეს კვამლი დაიკარგა ქარში.
დამაინც, ხანდახან ღიმილით ვფიქრობ რა მნიშვნელობა აქვს ჩემს მოფიქრებულ ტყუილში ვიცხოვრებ თუ იმ ერთ დიდი ტყუილში, რომელიც ადამიანებმა წლების მანძილზე შექმნეს. იმ ტყუილში, რომელსაც დღეს სიმართლე ქვია.”
ტელემაქე ვარლამაშვილი


დიდხანს ეძებდა გამოსავალს ტელემაქე. საკუთარ ტყუილში ცხოვრების შიშმა და ადამიანთა მიერ დადგმულ თეტრში თამაშმა , რომელსაც ცხოვრება ჰქვია, აარჩევინა ტელემაქეს ის გზა, რომელიც სულაც არ მიდიოდა გამოსავლამდე. ასე ხდება , როდესაც გაუთავებლად რაღაცას ეძებ. ასე ხდება, როდესაც ცოხვრებას ისეთს ვერ იღებ, როგორიც არის. ტელემაქე ეძებდა, ეძებდა, მაგრამ ვერ იპოვა თავისი თავი. სამაგიეროდ იპოვა და შექმნა ის, ვისაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა.
***
ეს ღამეც დამთავრდა. ამ ღამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ქარიშხალმა დაისადგურა ჩვენი გმირის გონებაში. ჰაერში აიტაცა. მიწას მოწყვიტა. აღარ უშვებს. არ აძლევს საშუალებას ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ტრიალებს და ნელ-ნელა აცლის ყველაფერს. ყველას აშორებს. მის გარეთ ვერავის ხედავს. დრო გადის. არ სუსტდება, პირიქით, ყოველ წამს ძლიერდება. ძლიერდება და აცარიალებს ყველაფერს. ეს მტვერი სხვა ყველაფრის დანახვას შეუძლებელს ხდის. ეს საზარელი ხმა ყველა დანარჩენს აყრუებს. ყველაფერს მტვრად აქცევს. ყველაფერს აუფასურებს. აბეჩავებს. ყველა წინაღობას ანადგურებს. მშვიდად უყურებს ამ ყველაფერს ტელემაქე. აღარ შეუძლია. აღარ ცდილობს რაიმე შეცვალოს. აღარ ყოფნის ძალა უბრძოლოს. აღარ ებრძვის. მშვიდად ხუჭავს თვალებს და მთლიანად მისი ზეგავლენის ქვეშ ექცევა. მიჰყვება. დაფრინავს ტელემაქე. სადაც უნდა იქ მიჰყავს. ყველაფერზე თანახმაა. რა ქნას? დაიღალა. ყველა იღლება. ერთ დღესაც ყველა იღლება. სიმშვიდე უნდა. და ამ დროს სიმშვიდის ნიღბით გვევლინება. მხსნელის როლს ისე კარგად ირგებს, რომ შეუძლებელია წარმოიდგინო , რომ მასში რაღაც სხვა, რაღაც ამოუცნობი, ამოუხსნელი მხეცი იმალება.ამ ღამის შემდეგ ტელემაქეს ცხოვრება არაფერია. ეს ცხოვრება მისი აღარ არის. არც ტელემაქეა ის , ვინც იყო. ისიც აღარ არის . ის ტყვეა. ტყვე იმ უხილავი არსებისა, რომელიც დაეპატრონ მას. მიამწყვდია კედელთან. მიიმწყვდია? არც თვითონ შეწინააღმდეგებია. ცხოვრება სხვას დაუთმო. დაიძინა ტელემაქემ. თვალები დახუჭა. ამ ღამის შემდეგ სულ სხვა ადამიანმა გაიღვიძა. მათ შორის განსხვავებას ვერავინ იპოვის. ვერავინ მიხვდება, არავინ იფიქრებს , რომ ეს ვიღაც სხვაა. რომ რაღაც შეიცვალა მასში.არც არავინ გამოიძიებს მიზეზს. რა მნიშვნელობა აქვს მათთვის რატომ შეიცვალა. რა მნიშვნელობა აქვს, რამ დაღუპა. შეიძლება ესეც უფრო გაუხარდეთ. გაუხარდეთ, რომ ტელემაქეც მათ დაემსგავსა. ალბათ, ის უფრო მოეწონებათ. ახალი ტელემაქე უფრო მოეწონებათ. გაიღვიძა ტელემაქემ. მიხვდა, რომ არაფრის აღარ ეშინოდა. ეს ის სიმშვიდეა, რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში ოცნებობდა. ვერ ხვდება. ჯერ ვერც მიხვდება. როდესაც ბედნიერი იყო ეშინოდა. საშინლად ეშინოდა უბედურების. არ იცის ტელემაქემ. ჯერ ვერ ხვდება. ის უბედურია. უბედურია და აღარ ეშინია. აღარ ეშინია სიკვდილის.
ეს იყო ტელემაქეს წარსული. აქ მთავრდება. ალბათ, უფრო ღირებულად , რომ ეცხოვრა. უფრო ძლიერი, რომ ყოფილიყო მასზე ბევრად მეტი დაიწერებოდა. აქ მთავრდება ტელემაქეს ცხოვრება. მისი აწმყო სხვას ეკუთვნის. მისი აღარ არის. რა მოხდება ამ დღის შემდეგ? კარგი არაფერი. უკეთესობისაკენ აღარაფერი აღარ შეიცვლება. ნელ-ნელა, ჩუმად , შეუმჩნევლად დაინგრა ყველაფერი. ნანგრევებად იქცა ყველაფერი, რასაც ტელემაქე ამდენი წლის განმავლობაში აშენებდა. ამ ღამის შემდეგ მას ვერავინ ვეღაც ცნობს. არც მის თვალებს შერჩენიათ ძველი ფერი. ისინიც შეიცვალნენ. შიშისფერი გახდა ტელემაქეს თვალები. საოცრად მკრთალი. სარკისებრი. ამ ღამის შემდეგ ის ყველა შიშს გვრის. ვერავინ ვერ ხვდება მისი შეცვლის მიზეზს. არავინ ეძებს საკუთარ თავში, ერთი წამითაც არავინ დაუშვებს, რომ მისი შეცვლის მიზეზი შეიძლება თვითონაა. ეს იყო ტელემაქეს წარსული. წარსულით არაფერი მთავრდება. ჯერ არაფერი არ დამთავრებულა. ეს უბრალოდ წარსულია. უბრალოდ ერთი პატარა წამია. ხან ლამაზი, ხანაც-დაუნდობელი. დასაწყისი სხვანაირი იყო. შეიძლება ყველაფერი სხვანაირადაც უნდა ყოფილიყო. რაც მოხდა იმას უკვე ვერავინ ვეღარ შეცვლის.
სიხარული
მრავალი წლის წინ. სადღაც შორს ადამიანების საცხოვრებლისაგან . იქ, სადაც არც მატარებლის ჩუქჩუქი და არც ადამიანთა ხმა არ ისმის. იქ, სადაც ქარიც მეტყველია. თვალებს დახუჭავ და მოუსმენ სიოს ზღაპრებს. ერთი პირქუში, მაღალი, მიუსადაგარი კლდე დგას. ცასთან ახლოს. ეს კლდე სხვა დანარჩენ კლდეებს არ ჰგავს.შიშის მომგვრელია. ცას უახლოვდება, მაგრამ ქვესკნელიდან ამოდის. აქ ვერც ერთი მოკვდავი ვერ ბედავს ფეხის დადგმას. აქ უკუნისა და ჯანღის მეტი არავინ მოდის. ლუციფერს ეპოვა აქ ადგილი თავის შესაფარებლად და აღარ აპირებდა არსად წასვლას. ყველას ეშინია ამ ადგილის და ვერავინ წარმოიდგენს, რომ , სადღაც მთის წვერზე რაღაც სხვა იმალება.რომ ამ ჯოჯოხეთურ,მკვდარ ადგილას რაღაც კარგი იმალება. ამ ეკლიან, უკაცრიელ ტყეს რაღაც ამოუცნობი, საოცარი ესტუმრა.
ერთხელ მზის ამოსვლისას მთის წვერზე ვარდი გაიფურჩქნა. მზეს შეეგება. თავი მისკენ ასწია. თითქოს მოპარა მზეს სხივი და მთის მწვერვალი გაანათა.სინათლემ სიხარულის ყურადღებაც მიიპყრო . სწორედ ეს ვარდი აირჩია საბუდედ. ამ ვარდში დასახლდა სიხარული. უკაცრიელი, მიუსადაგარი კლდის წვერზე. შორიდან უყურებდა ადამიანებს .ელოდებოდა , როდის მივიდოდა ვინმე მასთან. მასთან მისვლას ვერავინ ბედავდა. მას შხამიანი ეკლები ჰქონდა. ადამიანები მხოლოდ ჭირის მოთმენაზე და სიკვდილის შიშზე ლაპარაკობდნენ. მათი გონება ტკვილისა და უბედურების მეტზე ვეღარაფერზე ფიქრობდა.უბედურების შიშში ცხოვრობდნენ და ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ სიხარული სადღაც მარტო ელოდა მგზავრს, რომელსაც თავის ნიჭს გაუზიარებდა. მაგრამ ისინი სიხარულზე ფიქრსაც კი ვერ ბედავდნენ. ისიც ნელ-ნელა ჭკნებოდა. ჭკნებოდა უმიზნოდ, ნაზად, უსიხარულოდ. მან ვერ შეეძლო თავისი ნიჭი ვინმესათვის გადაეცა.ვინმესათვის სიხარული გაეზაიარებინა. მოიწყინა. დაღონდა. აღარ ეგებებოდა ყოველდღე მზეს თავაწეუილი. თავი დახარა. სიწითლემ გადაურა.ყოველდღე მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე ელოდა, იმედს არ კარგავდა, რომ დარჩენილი იყო ადამიანი, რომელსაც სიხარულისათვის და ბედნიერებისთვის ბრძოლა შეეძლო.იმედს არ კარგავდა , რომ ადამიანების გადარჩენა გვიანი არ იყო. მარტოობაზე მეტად მას მათი ყურება ტანჯავს. ტანჯავს ადამიანების ყურება, რომლებიც მუდმივ შიშშსა და სიკვდილის მოლოდინში ცხოვრობენ. ელოდება ვინმეს, ვინც გაბედავს მასთან მიახლოებას. ვისაც გაუზიარებს თავის უნარს და სიხარულით დააჯილდოებს. კალაპოტს აუვსებს. ისიც წავა და ყველა შემხვედრს გაანდობს საიდუმლოს. ყველა მიიღებს მისგან იმას, რაც გაახარებს. თუნდაც გააბედნიერებს.ასე ვრცელდება სიკეთე.
ლოდინი უსასრულო გახდა. ადამიანებში სასოწარკვეთას დაესადგურა. ღრმად გაედგა ფესვები. სიხარულმა ნელ-ნელა ფერი დაკარგა. დაკარგული და ყველასგან მიტოვებული ცივი და ბნელი კლდის წვერზე ჩაჭკნა. სამარადისოდ ამ მოკვდავ მიწაზე იპოვა სასუფეველი.

თავი მეორე
აწმყო
“დღეს ხუთშაბათია. კალენდარში უამრავი ხუთშაბათია. აღარ აქვს მნიშვნელობა რა დღეა. ჩემს ცხოვრებაში ყველა დღე ერთნაირია. შევეგუე აზრს, რომ ცხოვრება გრძელდება და დავკარგე ყველა განსაკუთრებული გრძნობა, რომელიც შეიძლებოდა რომელიმე დღეს მოეტანა. ახალ დღეს სიხარულით აღარ ვხვდები. ვიცი, რომ განსაკუთრებულს ეს დღე არაფერს მომიტანს. გვიანობამდე მძინავს. ვცდილობ, რაც შეიძლება გვიან გავიღვიძო. მინდა დღე შემოკლდეს. ღამე გაგრძელდეს. დაღამდა. უკუნითში გაეხვია თბილისი. უკუნითში გავეხვიე მეც. ეს უკუნითი შვებას მგვრის. გარშემო მეხვევა და ვერაფერს ვეღარ ვხედავ. ვლივლივებ, ვცურავ. თავს მშვიდად ვგრძნობ. არსაიდან სასიამოვნო ნიავი უბედრავს. ხელებს ვშლი და ზურგზე ვწვები. ვერ ვხედავ ჩემს წარსულს, აღარ ვფიქრობ ჩემს მომავალზე. მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ. მოვიდა ჩემთან. დაიღლებოდა ჩემი ყურებით. დახმარება უნდა. უნდა, რომ გვერდში დამიდგეს, გამამხნევოს. ღამე თავს მშვიდად ვგრძნობ. ღამე თავს ისევ ძველებურად ვგრძნობ. დარდი ქარწყლდება, სარკეში ვიხედები და ჩემს თავს ვხედავ. აღარც ზიზღს ვგრძნობ. ზიზღს ჩემი თავის მიმართ, ზიზღს გაუგებრობის მიმართ. ერთ დიდ ობობის ქსელს დაემსგავსა ჩემი ცხოვრების ყოველი დღე. გახვეული ვარ და ველოდები, როდის მოვლენ მტაცებელი ობობები და ნაკუწებად დამშლიან. ყოველდღე ვხედავ. მიყურებენ, მიახლოვდებიან. მეც მინდა , რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს. დიდი ხანია ამ დასასრულზე ვოცნებობ. თვალებს დავხუჭაც და უმტკივნეულოდ ყველაფერი დამთავრდება. ნეტავ რას ჰგავს სიკვდილი. ეს კითხვა ჯერ კიდევ ბავშვობაში გამიჩნდა. ეს კითხვაა, რომელიც პასუხგაუცემელი რჩება. მომიახლოვდებიან, შემათვალიერებენ, მაინც უკან იხევენ. გვერდით ჩამივლიან. ეს არის მოკლე ამბავი ჩემი ცხოვრების შესახებ - ყველაფერი, სასურველი გვერდით მივლის. ბევრს ვგეგმავდი, ბევრს ვოცნებობდი. ალბათ, ზედმეტად ბევრს. ყოვლისმცოდნე არ უნდა შემექმნა ჩემი თავისაგან. ყველაფერი, ჩემი ცხოვრების მრავალი წელი, იმდენად კარგად მქონდა დაგეგმილი, რომ ერთი წამითაც კი არ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. ვინ არის დამნაშავე, ცხოვრება? არა, დამნაშავე არ არის. დამნაშავე არავინ არ არის. ახლა, უკვე აღარც ვფიქრობ, ვინ არის დამნაშავე. დამნაშავის პოვნა მე ვეღარ მიშველის. მეამიტად მჯეროდა სიხარულის დაუსრულებლობის. მჯეროდა და ,როდესაც ყველაზე ახლოს ვიყავი მიზანთან, გავიღვიძე. გავიღვიძე და ყველაფერი უკან დარჩა. ყველაფერმა ჩაიარა. უკან დავრჩი. ვერ ვეწევი. დავიკარგე.
ჯერ დრო არ მოსულა. ჯერ ადრეა.სიკვდილისთვისაც მიუღებელი ვარ. სიკვდილიც კი არ მოდის ჩემთან. ობობის ქსელში გახვეული ვერაფერს ვხედავ. ამაზრზენ სუნს ვგრძნობ. ეს სუნი სულ თან დამსდევს. მწავლავს. შემოდის ცხვირის ნესტოებიდან ჩემს ტანში. თვალებამდე ადის და სურათს ბუნდოვანს ხდის. ხმაც აღარ მესმის. მოსვენებას არ მაძლევენ. ნელ-ნელა იხრწნება ჩემი სხეული. გამხეცებული ობობები კუთხეებში სხედან. მიყურებენ, ტკბებიან ჩემი განადგურებით. უხარიათ, რომ მათ ოსტატურ დაგებულ მახეში ასევე ოსტატურად ჩემით გავები.
მინდა ეს ღამე არასდროს დამთავრდეს. მეშინია მზის სხივის. მზის სხივის, რომელიც განთიადს ახლავს. სხივის, რომელიც უკუნითში შემოიჭრება და გამომაფხიზლებს. ჩემს თავს დამანახებს. ისევ დავრჩები პირისპირ ჩემი ცხოვრების ნანგრევებთან. ისევ მომიწევს ჩემი თავის დამალვა. მე აქამდე ჩემით მოვედი. ჩემი რეალობა სიცრუე გახდა. მირჩევნია უკუნითში ცხოვრება. უსასრულოდ უკუნითში გახვეული ვერავის ვნახავ. ცხოვრებამ გამომფიტა. ვერიდები ხალხს. წლების განმავლობაში ხალხიც შემზიზღდა. არც ერთი დღე სრულფასოვნად აღარ მახსოვს. არც ერთი დღე არ იქცა ჩემთვის ხელჩასაჭიდ მოგონებად. მოგონებად, რომელიც გამახსენებდა, რომ ერთ დროს მეც ვარსებობდი. ერთ დროს მეც ბედნიერი ვიყავი. არაფერი შეიცვლება. ეს ვარ მე. მირჩევნია დინებას გავყვე, დაველოდო სად წამიყვანს. დავიღალე საპირისპირო მიმართულებით ცურვით. არც ბედთან მებრძოლი უნდა შემექმნა ჩემი თავისაგან. ამდენი წლის განმავლობაში ვერავინ ვერ გავხდი. ახლა ისიც კი ვერ ვხდები, ვინც ვიყავი.”
ტელემაქე ვარლამაშვილი
***
წლები გავიდა, დღეს ტელემაქეს ცხოვრება სხვანაირია. ბევრი რამ შეიცვალა, ცხოვრებაზეც შეეცვალა წარმოდგენა. ახალი საგრძნობლად განსხვავდება ძველისაგან. ადრე ახსნას ვერაფრით პოულობდა. სულ აინტერესებდა რა იყო ცხოვრება. ყველა დღეს სიხარულით ხვდებოდა. იპოვა. სულაც არ ახარებს ის, რაც იპოვა. დღეს სულ რამდენიმე სიტყვაში შეუძლია ტელემაქეს საკუთარი ცხოვრების აღწერა. სიმართლის ძიებაში იპოვა პასუხი, რომელიც სინამდვილეში საერთოდაც არ იყო პასუხი. ერთი სიტყვაა საკმარისი დღეს მისი ცხოვრების აღსაწერად - ეროსი. ეს არ არის ის, რასაც ტელემაქე ეძებდა, რაზეც ტელემაქე ოცნებობდა. სხვებს არ ჰგავს, არც ჰგავდა და არც დაემსგავსება. მისთვის ეს ყველაფერ მოჩვენებითია. ეს არ არის ტელემაქე. კი, ეს ყველაფერი ტელემაქეს ასევე მოჩვენებით სიყვარულს მოუტანს, მაგრამ ის ვერასდროს ვერ დაუბრუნებს მას საკუთარი თავის სიყვარულს. ტელემაქე ვეღარასოდეს გახდება თვითონ. ეგონა, რომ არავინ იცნობდა. რომ მისი არავის ესმოდა. ვერავინ წარმოიდგენს ვინ ხდება ეს ბიჭი, როდესაც მარტო რჩება. ესეც იშვიათად ხდება. ერიდება მარტო დარჩენას. გაურბის საკუთარ თავს. დაუსრულებელ ლაბირინთს ქმნის. ლაბირინთს, რომლის გასასვლელშიც თვითონ არის. ყველაფერი გააკეთა, რომ გზა დაეკარგა. რომ არ შეხვედროდა საკუთარ თავს. ერიდება მასთან შეხვედრას. იცის , რომ ის ის აღარ არის. რომ ის სხვაა. არ უნდა შეხედოს საკუთარ თავს. ჩახედოს თვალებში და აღიაროს, რომ საკუთარი ცხოვრება გაანადგურა. სხვაა ის. არ უნდა აღიაროს, რომ ყველასაგან შეძულებული პროტაგონისტი გახდა. განარკომანდა, დამოკიდებული გახდა აზრზე, რომ ცხოვრება უაზროა. ღირებულებები დაკარგა. დაუსრულებელი სიამოვნების ძიებაში ყველაფერი დაკარგა. სხვებს სჯერათ, რომ ის ბედნიერია. თვითონაც არწმუნებს თავს, რომ ბედნიერია. ეს ბედნიერების აჩრდილი ყოველღამე კვდება. ყოველღამე ტელემაქე საშინელ ტკივილს გრძნობს. მთვარის ნაზი სინათლე კლავს. სინათლე, რომელიც ერთ დროს გზამკვლევი იყო, დაუნდობელი გახდა. როდესაც ადამიანი დამოკიდებული ხდება და მისი მოპოვების სურვილი ახრჩობს, ცხოველდება. ადამიანობის ყველანაირ კვალს კარგავს. შეუძლია ყველაფერი გააკეთოს მიზნის მისაღწევად. გული აღარ ფეთქავს და ამოუცნობი თვითგადარჩენის ინსტიქტი მართავს. უკვე არაფრით აღარ განსხვავდება ნარკომანისაგან, რომელიც წამლის საშოვნელად მკვლელობზეა წამსვლელი. კი , უამრავი ცუდი ამბავი ჩაიწერა მის ბიოგრაფიაში. ჩამოთვლას არ დაივწყებ. აზრი არ აქვს. უკეთესობისკენ მაინც არაფერი არ შეიცვლება. დღეს განადგურებულია. ეს არის მისი ცხოვრება. არავინ აღარ ჰყავს. სიხარულმა ზურგი აქცია, მიატოვა და არასდროს , აღარ აპირებს მისკენ შებრუნებას. ეს არ დაწერილა მისი დაბადების წამს. თავიდანვე არ გადაწყვეტილა. ტელემაქე ბოროტი არასდროს ყოფილა. ყველაფრის მიუხედავად, არ შეცვლილა. ისევ ის ბიჭია. ამიტომ იტანჯება. ჯერ კიდევ მწარედ იტანჯება ბიჭი, რომელიც საკუთარი სხეულის ჩრდილი გახდა. ისიც მსხვერპლია. მსხვერპლი ცხოვრებისა. ვერ მიიღო. ასეც ხდება , როდესაც იქ იბადები, სადაც შენი ადგილი არ არის. იბადები მაშინ , როდესაც შენი დაბადება არავის უხარია. დაუპატიჟებელი სტუმარი ხდები. ვერ შეინარჩუნა. ის ამ ცხოვრებისთვის არ დაბადებულა. ვერ გაჰყვა. დაიფერფლა. ტელემაქე სანთელი აღმოჩნდა. სანთელი, რომლისგანაც ცხოვრების ცეცხლმა არაფერი დატოვა. ის პირველი არ არის. იმედი? იმედი ყოველთვის არსებობს. განადგურების შემდეგაც. არც განადგურებაა დასასრული. სიკვდილიც წინაპირობაა სიცოცხლისა, უკვდავებისა. განადგურება კი- აღდგომისა. არავინ იცის , სად იმალება დასასრული. სადამდე მივყავართ ცხოვრებას. სადამდე მიგვიყვანს. ან საერთოდ არსებობს თუ არა. ჯერ არც ტელემაქეს ცხოვრება დამთავრებულა. კიდევ არსებობს იმედი, რომ ეს განადგურებული, ჩრდილად ქცეული არსება ისევ ადამიანის სახეს მიიღებს. ისევ გაიღვიძებს, სარკეში ჩაიხედება და ზიზღს აღარს იგრძნობს. იმედი არსებობს, მაგრამ ჯერ შორსაა. ლამობს მასთან მოსვლას. თანალმობას. მისკენ გზა ტელემაქემ უნდა იპოვოს. ფეხშიშველმა, მარტომ უნდა გაიაროს მისკენ მიმავალი ეკლიანი გზა.
სახლიდან საერთოდ აღარ გადის. აღარ უხარია გარეთ გასვლა. არაფრის ხალისი აღარ აქვს. იცის , რომ გარეთ არაფერი არ ელოდება. არავინ არ ელოდება მის გამოჩენას. ეს ემართება ადამიანს, რომელიც თავის დროზე ვერ აფასებს იმას , რაც აქვს. მუდმივად გაურბის თავისთავს და ავიწყდება, თუ რა უნდა სინამდვილეში. როდესაც ტყუილი ხდება და ჭეშმარიტებაზე უარს ამბობს. ასე ხდება , როდესაც ვნებებს ყვები, უსასრულო სურვილების მორევში ეშვები. მორევში,რომელიც არასდროს არ ჩერდება. ერთხელ თუ მისცემ ნებას ჩაგითრიოს აღარასდროს აღარ გაგიშვებს. ტელემაქეც იძირება. იძირება უფროდაუფრო ღრმად. არავინ ეხმარება. ნაპირზე არავინ ჩანს. რაც უფრო მეტი უნდა, რაც უფრო მეტს მოითხოვს, მით უფრო მძიმდება სხეული, მით უფრო უჭირს ამოყვინთვა. მისი გადარჩენა შეუძლებელი ხდება, თუმცა ზღვა კვლავინდებურად წყნარად ღელავს. ნიავი სასიამოვნოდ უბერავს. შვებას გვრის ბალახს, ეთამაშება ხის ტოტებს. მზე ანათებს. ზღვა შეუდარებლად სუფთაა. ირეკლავს მზის სინათლეს და დაუვიწყარ პეიზაჟს ქმნის. ბუნებამაც ზურგი აქცია. ეს ის ბუნება აღარ არის, რომელმაც ტელემაქეს დაბადებისდღეს ყველაფერი საზეიმოდ მორთო. რომელიც სიხარულით შეეგება მის დაბადებას. ის მიუყვება თავის მარადიულ წრე-ბრუნავს. მას არ სცალია მოკვდავ ადამიანებზე სადარდებლად. მას ბევრი უნახავს. მან იცის როგორც უნდა, როგორც ხდება.
ცდილობს ძველი ცხოვრება დაიბრუნეს, გვიანია. ვეღარ ახერხებს ის გახდეს, ვინც იყო. სხეულის შიგნიდან გამოკეტილი ტელემაქე ყვირის. შველას ითხოვს. ხმა ზედაპირამდე ვერ აღწევს. მისი მუდარა არავის ესმის. უნდა განდევნოს თავისი სხეულიდან. ვერ ახერხებს. უკვე იმდენად დიდი ხანია ტყვეა, რომ თავისუფლების გემოც დაავიწყდა. შეეგუა მუდმივ ძილს. მუდმივად განზე დგომას. თავისი ცხოვრება სხვას ჩააბარა. საკუთარი სიცოცხლე დათმო. ტყვეობა ამჯობინა. ახლა უნდა ისევ დაიბრუნოს. იპოვოს ყველაფერი, რაც დაკარგა. აღარ გამოსდის. ვეღარც გამოუვა. ხანდახან ღამე ბრუნდება. ძველებურად იწყებს ფიქრს. გული ისევ ძველებურად ძგერს მარტო რჩება. აცნობიერებს ყველაფერს. აცნობიერებს , რამდენად უაზრო გახდა მისი სიცოცხლე, რომელსაც უკვე სიცოცხლეც კი აღარ ქვია. უაზროა მისი ყოფა. იმედოვნებს, რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა. რომ ყველაფერი ცუდი დამთავრდა. რომ ხვალიდან ძველ დროს უკან დააბრუნებს. რომ ყველა ცოდვას ხვალ გამოასწორებს. არ ნანობს? ნანობს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ტელემაქე გათენებამდე ისევ გისოსებს მიღმა რჩება. ისევ ტყვე ხდება. ტყვე საკუთარი თავისა. ტყვე არსებისა, რომელიც თვითონ გაათავისუფლა. რომელიც, ჩრდილივით სულ თან მიჰყვებოდა და წამს ელოდებოდა როდის მოწყდებოდა მიწას, შეახტებოდა და ნაწილებად დაგლეჯდა. დიდხანს ლოდინი არც მოუწია. თვითონ შეურჩია ყველაზე შესაფერისი წამი. თვითონ ჩაუხტა ხახაში. თვითონ ჩაბარდა. თვითონ გახდა საკუთარი თავის ჩრდილი.
ეს ყველაფერი ჯერ არაფერია. ვარლამაშვილების ამბავი ჯერ არ დამთავრებულა. ყველაფერი ახლა იწყება. რამდენიმე წამი სჭირდება ყველაფრის განადგურებას, რამდენიმე სიტყვაა საჭირო ყველაფრის უსაშველოდ დასანგრევად. წლებია საჭირო ყველაფრის თავიდან დასაწყებად. იმედს ჯერ პოვნა უნდა, შემდეგ- შენარჩუნება. გვალვისაგან დამჭკნარ ვარდს, ერთხელ მოსული წვიმა ვერ ააყვავებს. ვერც ერთ დღეს მოსული სინათლე დაარღვევს უსასრულო სიბნელეს.
***
ეს მხეცი ტელემაქეს სხეულით არ დაკმაყოფილებულა. მხოლოდ მისი დასჯა არ გადაუწყვეტია. 7 დეკემბრის გათენებამ ტელემაქეს ცხოვრების, ვარლამაშვილების ბედნიერების უკანასკნელი ფურცელი დაწერა. ეს ის დღეა, რომლის გათენებაც არავის გაჰხარებია. ამ დღეს ლილე ანჯაფარიძეს თვალებმა მზის სხივი უკანასკნელად იხილა. დედის სიკვდილი ტელემაქესათვის უკანასაკნელი ნოტი აღმოჩნდა. თავს იდანაშაულებდა. ვერ მშვიდდებოდა. ვერ შორდებოდა დედას. ვერ მიდიოდა საფლავზე. ვერ უყურებდა ადგილს , სადაც სამუდამო სახლი იპოვე დედამ. დროის უკან დაბრუნებაზე ოცნებობდა. ამაოდ. ამ ოჯახს სიკვდილი ესტუმრათ. სიკვდილს ვერაფერი გააჩერებს. დედის ნახვისა და ჩახუტების სურვილი კლავს. სურვილი ღრღნის. უნდა კიდევ ერთხელ დაუძახოს დედას. კიდევ ერთხელ ნახოს დედა. სურვილი ჩვენზე ძლიერია. მას ვერაფერი ერევა. ვერაფერი ანელებს. ყოველ წამს ძლიერდება და ადამიანს სახეს პარავს. მოსვენებას უკარგავს და უფსკრულისაკენ მიათრევს. ეს შეგრძნება სხვებს არ ჰგავს. ის ერთადერთია, რომელიც ტანჯვის,წამების გარეშე მომენტალურად გიღებს ბოლოს. სიმშვიდე სამუდამოდ დააკარგვინა ტელემაქეს. ყოველდღე იღვიძებს, დგება, არაფრის სურვილ აღარ აქვს. მოსიარულე ცხედარს დაემსგავსა. მის სხეულსაც დაეტყო მუდმივი დარდი. სახე დაუჭკნა.თვალებს უძილობა დაემჩნა. გაღვიძებისთანავე სისუსტეს გრძნობს. ვერ ფხიზლდება . რაღაც იდუმალი დაეპატრონა მის სხეულს. შევიდა მასში. შიგნიდან ანადგურებს. ჯერ ნაწლავებში გაეხლართება. არ ჩერდება და რაც უფრო მეტს მოძრაობს , მით უფრო იხლართება.იქამდე დარჩება აქ, სანამ ათას ნაწილად არ დაიშლება და ნელ-ნელა წავა ზევით. ნეკნებში გაძვრება, ფილტვებს შეეჯახება. გონებასაც მიადგება და ყველაფერი კარგს , ყველაფერი ღირებულს, რაც კი ტელემაქეს 19 წლის განმავლობაში ენახა ერთიანად გააშავებს, ჩააქრობს . წაშლის. ბოლოს , ყველაზე ტკბილ ლუკმას მიადგება. ხო, გულის ჯერიც მოვა. მაგრამ აქ წვალება აღარ მოუწევს. ტელემაქეს გული ძველებურად აღარ ფეთქავს. ტელემაქეს გული ცარიელია .მისმა გულმა უკვე ყველაფერი კარგი დაკარგა. ხო, გულსაც დაეპატრონა ეს საზარელი არსება და მთლიანად ჩაყლაპა ტელემაქე. მისი სული შფოთავს. უნდა სხეული დატოვოს. სხეულს გაექცეს. აღარც სძინავს. ვეღარც ჭამს. ნელ-ნელა იხრწნება, კვდება ტელემაქე.
სახლი დაცარიელდა, გარდაიცვალა. გარდაიცვალა ერთგული ცოლი, მოსიყვარულე დედა.გარდაიცვალა ადამიანი , რომელსაც ცხოვრება უხაროდა და ყოველი წამით ტკბებოდა.უყვარდა და ამაყობდა თავისი სიყვარულით. სიყვარულით იცხოვრა. მესაფლავე როგორ უნდა გაგიძლოს გულმა, რომ ცრემლი არ მოგადგეს , როდესაც მის სურათს სასაფლაოზე დაინახავ. როდესაც ამ უბედურ, სევდიან ადგილას ასეთი წმინდა და სპეტაკი არსების სურათს გადაეყრები. როგორ უნდა გაიხაროს შენმა გულმა , როდესაც იცი , რომ ასეთი ახალგაზრდა ადამიანი მიწაში წევს. აღარ დადის და სინათლეს აღარ აფრქვევს. ვიცი , რომ რამდენჯერაც მისი საფლავის სურათს დაინახავ , იმდენჯერ მოგიკვდება გული. იმდენჯერ მოგადგება ცრემლი და სუფთა,წმინდა ცრემლით დაიტირებ . შენი ცრემლი სუფთაა. სუფთა ცრემლი ნუგეშია სულისა.
ეს სევდა დაუკობელია. ეს ჭრდილობა მოუშოშუბელი. ლილე მკვდარია. ხანდახან სიკვდილიც სჯობს ცოცხალ ცხედრობას. კონსტანტინე ცოცხალ ცხედარს დაემსგავსა. მასაც ესტუმრა მარადიული სევდა. მისი სახეც გაყვითლდა. მისმა თვალებმაც დაკარგა ცოცხალი ფერი.ჯოჯოხეთის ცეცხლი მოედო მის გულს. გულს , რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა. ის წავიდა. წავიდა და თან წაიღო ყველაფერი კარგი , რაც ამ სახლში ერთად ააშენეს. წავიდა, მაგრამ ბევრი რამ დატოვა. ამაოდ არ უცხოვრია.მან სიყვარული შექმნა. ბედნიერი ოჯახი შექმნა. ამიტომაც იყო ბედნიერი. რა უსამართლობაა. რატომ უნდა მომკვდარიყო ასეთი ადამიანი? არ ვიცი. ალბათ , სიკვდილსაც გაუჭირდა მასთან მისვლა.თვალებში ჩახედვა, ხელის მოკიდება და წაყვანა. ხო, სიკვდილიც დაუპატიჟებელი სტუმარია. მისი მოსვლაც არავის უხარია.მისი ხვედრიც მწარეა. ისიც არავის უყვარს.
ამ დღის შემდეგ უბედურება დასახლდა ამ სახლში. ნელ-ნელა ჩაანაცვლა ბედნიერება.ჯერ ერთი ოთახიდან გააგდო. ბოლოს ერთ პატარა კუთხეში მიიმწყვდია და ჩაყლაპა.განდევნა.ფესვები ღრმად გაიდგა.გავიდა ერთი კვირა. ორმოცი დღე. ექვსი თვე. ტკივილი არ ნელდება.კოკის სახე ძველებურად აღარ ბრწყინავს. ვერ ელევა მეუღლეს. არ შორდება მისი აჩრდილი. ტელემაქე დარდს ებრძვის. დარდს ახრჩობს? არა, თვითონ იხრჩობა დარდში.
სამართალი

-რატომ? რატომ ცდილობ ასე დაჟინებით ჩემს დატანჯვას.რატომ გინდა, რომ გამაუბედურო.
-შენ დამნაშავე ხარ.
-შენ?
-მკვლელი ხარ
- შენ ვინ ხარ?
-მე უსამართლობას ვერ ვიტან.
-შენ ოცნებობ ბედნიერ მომავალზე. სიცოცხლით სავსე ხარ. ყველაფერს ხედავ. მაგრამ სიმართლეს თვალებში ჩახედე. შენ თვითონაც აცნობიერებ , რომ ეს სამყარო უკვე უიმედო და მახინჯია.
-არა, მე იმედი მაქვს
-იმედი? სიყვარულის? მეგობრობის? თუ რწმენისა და ნდობის ადამიანებს შორის?
-შენ ამას ვერ მიხვდები მე მწამს ამ სამყაროსი, რომლის იმედიც ყველას აქვს, რომლის დაცვასაც და გადარჩენასაც ყველა ასე გამალებით ცდილობს.
- მიხარია. მიხარია, რომ არაფერი დარჩები , როდესაც გააცნობიერებ , რომ ამ სამყაროში ღირებული აღარაფერი დარჩა
“გთხოვ, გემუდარები, გევერდრები გამაძლიერე. არ მოუშვა მისი სიტყვები ახლოს ჩემთან. არ დამაკარგვინო რწმენა. რწმენა და იმედი, რომ ეს სამყაროსი გადარჩება”.
ამის გაფიქრებაღა მოესწრო. თვალისდახუჭვისთანავე გასროლის ხმა გაისმა. ჭაობი აფორიაქდა. საშინელი ქარი უბერავს. ბაყაყები აყიყინდნენ. ვინ იცის, რამდენ გვამს ინახავს ეს მიწა. ჭაობის მყრალი სუნი მალე შეერწყმევა ადამიანის გვამის სუნს. გვამის, რომელსაც სიცოცხლე უნდოდა. რომლის სიცოცხლეც უდროო დროს დაამთავრეს. ყვავები აფრინდნენ. ცა გაშავდა. ევლებიან გარშემო მკვდარ სხეულს. ელოდებიან , როდის დატოვებს მოკლულს მარტო. ელოდებიან, რომ ეცნენ. დაანაკუწონ. პირი მისი სისხლით შეიღებონ. ასეთია ჩვენი ცხოვრება. ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც , ვინც სარგებელს შენს სიკვდილშიც ნახავს. ერთი სული აქვთ დაგლიჯონ. არა, ამას ვერ შეძლებენ. მისი მძიმე სხეული ჭაობში ჩავარდა. ჯერ ფეხები ჩაითრია. შემდეგ ნელ-ნელა ამოძვრა. მთელი სხეული გაუშავა. ითრევს. მიაქვს ის , რაც მისგან დარჩა. ჩაიძირა. დიდხანს იდგა და ელოდა. არსად არ წავიდა. ადგილიდან არ დაიძრა, სანამ არ დარწმუნდა, რომ მას ვეღარავინ ვეღარ იპოვიდა. გაბრუნდა დამშვიდებული. თავი მაღლა ასწია. უკან არც მიუხედავს. ყველაფერი აქ დატოვა. მას გონია, რომ ყველაფერი აქ დამთავრდა. ამ ჭაობში. მას გონია, რომ მხოლოდ ყვავები ხედავენ მის დანაშაულს. რომ ეს ჭაობი მისი მესაიდუმლეა. ის მშვიდად წავა სახლში. დაწვება და დაიძინებს.არც გაახსენდება, რომ მან ადამიანი მოკლა. რომ მის გამო ადამიანმა სამუდამოდ დაიძინა. თვალებს დახუჭავს. დაიძინებს. მას არ ეშინია, რომ ხვალინდელი დღე აღარ დადგება. ამაყობს. ამაყობს, რადგან თვითონვე დაამტკიცა თავის ნათქვამი. თვითონ დაამტკიცა, რომ ეს სამყარო უიმედო და მახინჯია.

***
ქარი აღარ ქრის. აღარც ყვავები ჩანან. ბაყაყებიც ჩუმად არიან. ამ ადგილს სიცოცხლე დიდი ხნის წინ დაეკარგა. მე თუ მკითხავ ჯოჯოხეთი ერთ დიდ ჭაობს ჰგავს. ჭაობს, სადაც სიტყვაც კი გაყინულია. სადაც დრო და სივრცე არაფერია. ეს ჭაობი იდეალური ადგილია ჯოჯოხეთისათვის. მაგრამ დღეს აქ რაღაც განსაკუთრებული მოხდება. ყვავები მიფრინავენ. ხვდებიან, რომ აქ მათი ადგილი აღარ არის. რომ ვეღარასდროს ვეღარ მიიღებენ იმას, რასაც ელოდებიან. ჭაობი დაცარიელდა. ჭაობს ახალი სტუმარი ეწვია. ჭაობში ყვავილი ამოვიდა. არსაიდან, სისხლისფერი. მასთან ახლოს არავინ მიდის. მისი ყველას ეშინია. მას ყველა გაურბის. ვერავინ ბედავს მიუახლოვდეს ამ სილამაზეს. ეს ჭაობის მარგალიტია. ეს მხოლოდ სილამაზე არ არის. ყველას ეშინია მისი, რადგან ყველამ იცის. იციან, რომ მისი მოსვლის მიზეზი რაღაც სხვაა. ის უმიზეზოდ არასდროს მოდის.

***
სროლის ხმა გაისმა. სამჯერ გაისროლეს. დაუნდობლად მოკლეს. სამი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. მკვლელი ვერავინ დაინახა. ვერც ვერავინ დაინახა , საიდან ისროლეს. ეს ყველაფერი შუა ქუჩაში მოხდა. მოკლული შუახნის მამაკაცია. ახლა გულზე წევს და სისხლისაგან იცლება. ნეტავი ახლა რაზე ფიქრობს. ალბათ, ახლაც თავისთავს უმტკიცებს, რომ მართალი იყო. რომ ეს ცხოვრება სასტიკი და დაუნდობელია. რას ხედავს? ვერაფერს. ვერაფერს ვეღარ ხედავს. გარშემო ყველაფერი დაბნელდა. მხოლოდ ერთს ხედავს. სისხლისფერ ყვავილს. მიხვდა. გაახსენდა ძველი ცოდვა. მიხვდა, რომ ის იმ ჭაობში არ მომკვდარა. რომ მას ვერ გაექცა. აღიარა. აღიარა , რომ სამართლიანობასთან დამარცხდა. ახლა ეღიმება. თუმცა გვიანია. ახლა ამ სისხლისფერ ყვავილს ქვევიდან უყურებს. ის მასთან ახლოს არ მიდის. უყურებს, როგორ იცლება სისხლისაგან. ზუსტად ისე, როგორც ის უყურებდა, როგორ ითრევდა დაუნდობელი ჭაობი სამართლიანობის სხეულს.
***
“ხვალ ჩემი დაბადებისდღეა. ვიყურები სარკეში და მიხარია. ბედნიერი ვარ ,რომ კიდევ ერთი წელი ბედნიერად დამთავრდა. მიხარია ,რომ სარკის ანარეკლში მხოლოდ საკუთარი თავს არ ვხედავ. მის მიღმა ჩემს ქმარსა და შვილს ვუყურებ. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. მეღიმება. უკვე ძალიან დიდი ვარ. დავბერდი. ხანდახან ,როდესაც სახლში შევდივარ და ვუყურებ როგორ ზის და მუშაობს მაგიდასთან კოკი, როგორ ბრუნდება სახლში დაღლილი ტელემაქე, ადგილზე ვიყინები. წამიც ჩერდება. ამდენი წელი ტყუილად არ მიცხოვრია, ტყუილად ორმოცი წელი დედამიწა არ დამიმძიმებია. ჩემი გული არ დაბერებულა. ჩემში ისევ იმ ოცი წლის გოგოს გული ძგერს. ეს შეგრძნება მისგან მოდის. რასაც შეეხება ყველაფერს გააფერადებს.ჯერ გულ-მკერს მიადგება სიხარულით აალევარებს. ეს ბედნიერება პირველმოსულ მერცხალს ჰგავს. მისი დანახვა მომაკვდავ კაცსაც უხარია. იცის, რომ მას ბედნიერება მოაქვს. იცის, რომ მის მოსვლას მზის პირველი სხივი მოსდევს. გულ-მკერდს გაივლის და ხერხემალს ჩაყვება, ფეხებამდე ჩავა. კანკალს იწყებს . ეს კანკალი სხვას არაფერს არ ჰგავს. ამ კანკალის მიზეზი სიხარულია. ეს შეგრძნება არ ჰგავს, იმ ტკივილს, რომელიც ნელ-ნელა ქვევით ჩადის და ფეხის თითებიდან გადის ჩემი სხეულიდან. კი, ფეხის თითებამდეც აღწევს, მაგრამ უკან ბრუნდება. ისევ ზევით მიიწევს. უკვე მეორე გზას გადის ხერხემალზე. უკან სიხარულის, სიყვარულისა და ახდენილი ოცნებების მეტს არაფერს ტოვებს. ბოლოს გაიყოფა. ფილტვებამდეც ავიდა. ჯერ ორად გაიყოდა, შემდეგ-სამად და ასე უსასრულოდ. ბოლოს ყველა ერთად გაშლიან ფრთებს და ათას ციცინათელას დაემსგავსებიან. ცოტახანს ფილტვებში იფრენენ. ძველ სიკაჟეს დაუბრუნებენ. ძვლებს ასკდებიან. სასიამოვნოა. კი, გონების ჯერიც დადგა. როდესაც ფილტვებიდან გამოძვრებიან, ნელ-ნელა, აუჩქარებლად თავის ქალაში შეფრინდებიან. ჯერ დაათვარიელებენ. შემდეგ კი გაანათებენ. გაანათებს ყველა ერთდროულად. გონებაც აღარ შეეწინააღმდეგება. მთელი სხეული აკაშკაშდება. ბოლოს ყველა ერთ რიგად, მშვიდად თვალებისაკენ წავა. თვალებიც აციმციმდებიან და იციმციმებენ მანამ, სანამ ბოლო ნაპერწკალი არ გამოვა. ხუთიოდე წამი გრძელდება ეს ყველაფერი. შეუძლებელია გაზომო ბედნიერება,რომელსაც ეს ხუთი წამი განიჭებს.შეუძლებელია განსაზღვრო სიხარული, რომელსაც დროც კი ვერ ეწევა. დროც არაფერია. როდესაც უბედური ხარ, წამიც კი საუკუნედ გეჩვენება. დრო არაფერია, როდესაც ბედნიერი ხარ. როდესაც არ გეშინია, საერთოდ აღარ გეშინია სიკვდილის.
ხვალ 40 წლის ვხდები.აღარ ვარ ის პატარა გოგო,რომელიც დაბადებისდღეებზე საჩუქრების მეტზე არაფერზე ფიქრობდა. რაც უფრო გავიზარდე, მით უფრო განსხვავებული თვალით შევხედე ამ დღეს. ეს უბრალო დღე არ არის. ეს დღე ყველას ყველაზე მეტად უყვარს. ყველა ჩემი დაბადებისდღე გამახსენდა. ერთიანად ამოტივტივდნენ გონებაში. ცრემლი მომადგა. არც ეს ცრემლია ჩვეულებრივი. ეს ის ცრემლია, რომელსაც შეუძლია დამჭკნარ ვარდს სიცოცხლე დაუბრუნოს. ეს ცრემლი ნიშანია იმისა, რომ სხეული ბედნიერებას ვეღარ იტევს. უცნაურია. სიხარულსაც და წუხილსაც ცრემლით ვხვდებით. ცრემლი მათი შეხვედრის ადგილია. ადგილი, რომელიც ამ ორ სრულიად განსხვავებულ გრძნობას აკავშირებს. სრულიად გაუგებარს. ორს, რომლებიც ვერასდროს ვერ უგებენ ერთმანეთს, ვერც არსებობენ ერთმანეთის გარეშე. სწორედ ცრემლია მათი შეხვედრის ადგილი. თუ სიხარულის ცრემლია, მაშინ ტრიალ-ტრიალით, ცანცარ-ცანცარით, თამაშ-თამაშით ეშვებიან ქვევით. სულ ერთად ყოფნა უნდათ, ბედნიერების გახანგრძლივება. სამწუხაროდ, მათი ერთად ყოფნა მხოლოდ ცრემლის დაცემამდე გრძელდება. უამრავ ნაწილად იშლება. ერთად ვერასდროს ხვდებიან. ასე არ ხდება. თუ ეს ის ცრემლია, რომლის დაღვრაც არავის უხარია, მაშინ მას მხოლოდ სიხარული მოჰყვება. მხოლოდ სიხარულს დევნის სხეულიდან. სევდა უზარმაზარი ხდება. ნიაღვარივით, ერთიანად აწყდება სიხარულს. სიხარულიც ნებდება. არ უნდა შეეწინააღმდეგოს ნანატრ მეგობარს. უნდა იყოს მასთან ერთად მანამ, სანამ შეუძლია. ნიაღვარი თვალის გუგას შეასკდება, სიხარულს გააგდებს. თავიდან მოიშორებს. ეს მისი ნება არ არის. მასაც არ უნდა, რომ ეს ასე მოხდეს. მათაც არ აქვთ თავისუფალება. ისინი ჩვენი მონა-მორჩილნი არიან. სიხარულიც ეშვება, არ ეწინააღმდეგება. იცის, რომ მაინც დაბრუნდება. იცის, რომ მაინც შეხვდება. არ ეწინააღმდეგებიან. მათ იციან, რომ ასე ხდება.
წერა გამიგრძელდა. ესეც სულ ასე ხდება. ვიწყებ და ვეღარ ვჩერდები. ხშირად არ ვწერ, მაგრამ შემიძლია უსასრულოდ ვწერო. კი, ხვალ 40 წლის ვხდები. უზომოდ ბედნიერი ვარ. მინდა ეს ბედნიერება უსასრულო იყოს. ვიცი ,რომ დასასრული აქვს. არ მინდა , რომ ოდესღაც დამთავრდეს. გულში არასდროს ვიკლავ იმედს , რომ ჩემი ბედნიერება ამ მიწაზე არ დარჩება. აქ არ მოკვდება. ის ჩემთან ერთად წამოვა. სულ ჩემთან იქნება. შევეხები, მოვეფერები. ხშირად ვფიქრობ, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. სიკვდილზე ფიქრი ბავშვობაშივე დავიწყე. ხშირად მელაპარაკებოდა დედა ღმერთზე, მელაპრაკებოდა სამოთხეზე, ჯოჯოხეთზე. ამაზე ფიქრში ბევრი ღამე თეთრად გავათენე. ბევრი ცრემლი შეიშრო ჩემმა ბალიშმა. მე მეშინოდა. მეშინოდა, რომ სადღაც შორს ყველასაგან მოშორებით ვიპოვიდი ჩემს სამუდამო სახლს. ეს ბავშვური შიშია. ეს ის შიშია, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრება მიჰყვება. ახლა 39 წლის ვარ. ბევრად მეტი ვიცი. ბევრი ვნახე, გამოვიარე და დღეს აქამდე მოვედი. ეს სიხარული ამდენი წლის განმავლობაში გროვდებოდა, იზრდებოდა. ხან სად დაფრინავდა, ხან-სად. მთელი ჩემი სხეული სავსეა. მეტს ვეღარც დაიტევს. დრო მოვიდა გამოვუშვა. წავიდნენ და სხვებიც გააბედნიერონ. ნელ-ნელა გამოვა ჩემი სხეულიდან. ჯერ გარშემო მეხვევიან. მამხიარულებენ. მემშვიდობებიან. შემდეგ გაფრინდებიან. დაიშლებიან, ზოგი სად წავა , ზოგი- სად. იპოვიან ადამიანს, რომელსაც ის უფრო სჭირდება. მივლენ მასთან. თანაულმობენ. გაახარებენ. არ მოეშვებიან. გაიღიმებს და მის სხეულშიც შეაღწევენ. რა თქმა უნდა, ამასაც მოახერხებენ. შევლენ, გულს იპოვიან, გამხმარ ტოტებს დაასხდებიან. გულის რითმიც შეიცვლება. სიჩუმედ ქცეული ბგერები საუცხოო სიმფონიად გარდაიქმნებიან. ტოტებიც გამოცოცხლდებიან. ძველი ძალა დაუბრუნდებათ, ნაყოფს გამოიღებენ.ეს მარადიული სიკეთეა.ეს არის რისთვისაც სიცოცხლე ღირს. ამისთვის უნდა იცხოვრო. მე ამისთვის ვცხოვრობ”
ლილე ანჯაფარიძე
...
პოლიციის სირენის აუტანელმა ხმამ ყველაფერი გადაფარა, ყველა ბგერა ჩაყლაპა. როგორ მეზიზღება ეს ხმა. არასდროს კარგი თან არაფერი ახლავს. ამ ხმის გაგონებაზე თავში რაღაც ამაზრზენმა, გულისამრევმა მელოდიდიამ გაიჟღერა, ისევ ჟღერს.სულ უფროდაუფრო ხმამაღლა. სიმშვიდეს მინგრევს. რაღაც ცუდი მოხდა. კანი მიხურს, სუნთქვა მიხშირდება. ოთახში ყველაფერმა ფერი დაკარგა. ყველაფერმა შავი ვუალი გადაიფარა. გასასვლელისკენ მივდივარ, სწრაფად ავდექი. სხეული დაუფიქრბელად მოძრაობს. ვერ ვიმორჩილებ. კიბე სწრაფად ჩავირბინე, ეზოში გავედი. ღმერთო , ეს რატომ უნდა მენახა. დაუკოებელი ჟინი დამეუფლება. ერთადერთი სურვილი მანადგურებს. მინდა, რომ გავიღვიძო და ეს სიმათლე არ იყოს. ეს სიმართლე რატომ უნდა იყოს. ცრემლი ცრემლს მიყვება. ჭიშკართან სხეული გდია. თეთრი კაბა სისხლშია ამოსვრილი. სისხლი ჯერაც ღვაჟღვაჟებს. დიდი დრო არ გასულა. ფეხები მეკეცება. საკუთარ თავს ვერ ვფლობ. ყველაფერი ტრიალებს, ყველაფერი შავია. ცარიელია. არაფერი დარჩა. ძალიან დიდი ჩრდილი ჩამოწვა ამ ეზოში. ყველაფერი განადგურდა, გადაფარა. მხოლოდ სისხლი ჩანს., სისხლი ყველგანაა. ახალგაზრდა ქალი სისხლში იხრჩობა. ხმას ვერ ვიღებ. ყველა ასო, ყველა ბგერა ყელში მეჩხირება. აღარც ვარსებობს. სუნთქვა მიჭირს. თვალების დახუჭვაც ვერ მოესწრო.
ხალხი მორბის. ახლოს მისვლას ვცდილობ.ძალა აღარ მყოფნის. ყოველი ნაბიჯის შემდეგ უკან რაღაც რჩება. უცხო კაცის შემზარავი ღრიალი ჩემი გული ფერფლად აქცია. კაცი მუხლებზე დაეცა. ვერ შორდება ცხედარს. არ უშვებს. ვერ ელევა. ვერ ეგუება მის დაკარგვას. არ უნდა დარჩეს მარტო. არ უნდა იცხოვროს იქ , სადაც ის აღარ არის. მასთან ყოფნა უნდა. სისხლი წვეთავს. გულში იკრობს.მისი პერანგიც სულ სისლშია. ადგილზე გავიყინე. ყველა ადგილზე გაიყინა. კაცი ტირის. ვერ ჩერდება. არავინ არ იცის როგორ დაამშვიდოს. ვერავინ ვერ თანაულმობს. ეს ტკივილი დაუოკობელია. ევედრება ხმა ამოიღოს.სასოწარკვეთილია. მარტოა. არ უნდა მარტო დარჩეს. უნდა უყვარდეს. ყვეელაფერი გაიყინა. გაჩერდა. ცხოვრება გაჩერდა. წავიდა.წავიდა და ვეღარ დაბრუნდება. არასდროს აღარ დაბრუნდება. ეს არის ჯოჯოხეთი. ეს არის ცოცხალი ჯოჯოხეთი. რომელსაც ჩვენ, ჩვენი ხელით აგურ-აგურ ვაშენებთ. ნელ-ნელა. შეუმჩნევლად. ერთი პატარა ნაპერწკალიც საკმარია უზარმაზარი გენიის გასაჩაღებლად.
წლები გავიდა . ეს სურათი ჩემი გონებიდან არ ამოდის. არ ქრება. ახლაც აქ ვცხოვრობ, თუმცა ისე მეზიზღება აქაურობა, როგორც იმ დღეს შემზიზღდა, როდესაც ეს მშვენიერი არსება ადამიანმა სასიკვდილოდ გაიმეტა. არ დაინდო. ახლაც ცრემლს ღვრის ის კაცი. ახლაც აქ ცხოვრობს. დღესაც უბედურია. ყოველდღე აქვს იმედი , რომ სახლში დაბრუნდება და ცოლი დახვდება. ვერავინ ბედავს მასთან ლაპრაკს.ვერც გაბედავენ. არ იციან რა უთხრან. არ იციან რითი შეუმსუბუქონ ეს ტკივილი. თვითონაც არ იცის და იტანჯება. თვითონ უტყვია , მაგრამ მისი თვალებია მეტყველი. გამოიფიტა, განადგურდა. ამ დღის შემდეგ ერთი დღეც არ გასულა, რომ მას საკუთარი თავი ჰყვარებოდა, ცხოვრება უხაროდა, ბედნიერი ყოფილიყო.
ლილე ანჯაფრიძე 39 წლის ასაკში 2015 წლის 7 დეკემბერს გარდაიცვალა.
***
“დღეს პირველად ვიგრძენი თავი ისე ცუდად, რომ ცხოვრება აღარ მინდოდა. ფეხზე ვერ ვიდექი. ვიგრძენი, რომ ყველაფერი დავკარგე. დღეს მივხვდი რა არის, როდესაც ადამიანი ყველაფერს კარგავს და მისგან აღარაფერი რჩება. ახლაც ვკანკალებ. ღამის ორი საათია. ვერ ვიძინებ, ვერ ვმშვიდდები. ეს მოზღვავებული შეგრძნება, ეს უზარმაზარი შიში არ მშორდება. ჩემ ზევით დაფრინავს. ფრთები შეისხეს და ყვავებს დაემსგავსნენ. ყვავებს, რომლებიც გარშემო ეხვევიან ლეშს. წამს ელოდებიან, როდის დამაფრინდებიან და თავის კლანჭებს ჩამასობენ. ერთს მეორე მოყვება. მეორეს მესამე. და აი ასე უსასრულოდ. მათი ჩხავილი უბედურების მომასწავებელია. მოფრინდებიან, დამკორტნიან, დამპორჭყნიან და ბოლოს განადგურებულ ცხედარს შუაზე გახლეჩენ .გაფრინდებიან, წავლენ ახალი მსხვერპლის მოსაძებნად. ცხოვრებაც შიშია. მუდმივი შიში. შიში მოულოდნელი უბედურებისა. შიში სიკვდილისა, მარტოობისა . მარტოობაში ცხოვრებაც ხომ სიკდილია.
ჩემი და გვყავდა სტუმრად, ტელემაქე სოფელშია. დედაჩემმა წაიყვანა. შვებულების დაწყებას ავღნიშნავდით. სახლიდან ჟივილ-ხივილი არ წყდებოდა. ვხუმრობდით, ვბაასობდით, რამდენიმე ჭიქა ღვინოც დავლიეთ. ლილეს ღიმილი სინათლეს ასხივებდა. გულს მითბობდა. მოსაღამოვდა. მაგიდას ვალაგდებით. ჩემი და 23 წლისაა. ძალიან უყვართ ლილესა და მაიკოს ერთმანეთი. ხანდახან თავს ზედმეტადაც ვგრძნობ. ლილე ოთახში ავიდა სურათები უნდა ჩამოეტანა, ცოტახანში მაიკოც წაყვა. მარტო დარჩენილმა ფანჯარა გავაღე. სიგარეტს გავუკიდე და ღვინისა და სიგარეტის ჰარმონიით ვტკბებოდი. კარგ გუნებაზე ვიყავი. ცოტა დაღლილი. ასეთი სიმშვიდე დიდი ხანია არ მეგრძნო.
არსაიდან მეხი გავარდა, შემარყია. ”კოკი მიშველე” - ამ წინადადებამ შუაზე გამხლიჩა. მომკლა. არ მახსოვს , როგორ ავიარბინე კიბე, არ მახსოვს, როგორ შევედი ოთახში. ყველაფერი სიბნელემ ჩაყლაპა. ვერაფერს ვეღარ ვხედავდი. სისხლი თავში მირტყამდა. ერთი მახსოვს ოთახში შევედი და ლილე უგონოდ იწვა. ამოუცნობმა, უხილავმა ძალამ დამარტყა. მუხლებზე დამაგდო. ათასი საშინელი აზრი ტრიალებს. ჩემს სახლს ზევიდან შავი ღრუბელი უყურებს. სახლში შემოვარდნას ცდილობს. ჩემი ოჯახის ნანგრევებად ქცევას ლამობს. არ ვიცი რა ქვია ამ გრძნობას. ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა, სიცოცხლე დამთავრდა. გავშეშდი. ვეღარც ვფიქრობდი, ვეღარც ვაზროვნებდი. უბრალოდ ერთი ძალიან დიდი სურვილი მქონდა. თვალები გაეხილა. ისევ გაეღიმა. ვერ ვუახლოვდებოდი. ვერაფერს ვაკეთებდი. ხელს ვერ ვუწოდებდი. ვგრძნობდი , როგორ მიბნელდებოდა თვალებში , როგორ ვკარგავდი ნელ-ნელა ძალას და გამოფიტულ, გასახრწნელად მომზადებულ ცხედარს ვემსგავსებოდი. გენიამ თავიდან ფეხებამდე დამწვა. ერთიანად მომედო. მსხვერპლი გაანადგურა, თავისას მიაღწია.
მაიკო რომ აქ არ ყოფილიყო ვერც მოვიფიქრებდი , რომ რამე გამეკეთებინა. წყლით გამოაფხიზლა. თვალები გაახილა. შვებით ამოვისუნთქე. ამ ამბავმაც გადაიარა, თუმცა მდგომარეობიდან ახლაც ვერ გამოვდივარ. ასეთი დანაკარგი არსდროს არ მიგვრძნია. სიკვდილსაც ვნატრობდი. უკვე არაფერი აღარ მინდოდა,არავინ აღარ მინდოდა. ყველაფერი სულ ერთი გახდა. დამავიწყდა. აღარც ის მახსოვდა, რომ და , დედა , მამა და შვილი მყავდა. ის ჩემი ყველაფერია. მის გარეშე ყველაფერი არაფერია. არ მახსოვს ამის შემდეგ რა მოხდა, რა ხდებოდა. საათები შეუმჩნევლად გავიდა. ახლა, ჩაეძინა. სძინავს, ვუყურებ და ვფიქრობ.პირველად ჩემს ცხოვრებაში დავფიქრდი , რომ ერთ დღეს შეიძლება გავიღვიძო და ის ჩემს გვერდით აღარ იყოს. ეს ჩემი დასასრული იქნება. ეს ყველაფრის დასასრული იქნება. მის გარეშე მე მკვდარი ვარ. ცარიელი, არაფერი აღარ ვარ. ის ჩემი ყველაფერია. გევედრები ღმერთო. გემუდარები მის გარეშე არ დამტოვო. დღე არ გამითენო, რომ მას თვალებში არ ჩავხედო. გემუდარები ასე არ დამსაჯო. არ გაგვიმეტო”
კონსტანტინე ვარლამაშვილი
2013 წლის 12 იანვარი
მარტოობა
მოიღრუბლა. წვიმს. წვეთები ეცემა მიწას. შვებას გვრის სისხლისაგან გაფერადუბლს, სიკვდილის მდუმარე მაყურებელს. ცდილობს ჭრილობები განუკურნოს. ტკვილი შეუმსუბუქოს. შენობები განადგურებულია. ომის ქარიშხალს ვერაფერი გადაურჩა. წვიმს. წვიმს ნელა, მსუბუქად, მაგრამ სასიამოვნოდ. წვიმის ხმის გარდა აღარაფერი ისმის. არავის ხმა, არაფრის ხმა არ ისმის. არც არაფერი გადარჩა რომ ისმოდეს. ახლაც მიწაზე ახლადგარდაცვლილი ცხედრები ყრიან. ჯერაც გაფერადებულია კედლები სისხლით. ჯერაც ყრია მიწაზე ტყვიადაცლილი იარაღი. კედლებს სისხლს აშორებს, ცხედრებს -ტალახს. ძველ, ცოცხალ, კეთილშობილურ იერს უბრუნებს. რამდენი ბავშვი დარჩა ობლად, რამდენი ქალი დაქვრივდა, რამდენმა დედამ დაკარგა შვილი. არ არის საკვირველია. გასაკვირი არაფერია, რომ ომის შემხედვარე ადამიანებს ავიწყდებათ ყველაფერი. ბავშვებს-ბავშვობა, დიდებს- სიყვარული. ომი ყველაფერს ანადგურებს. არავის და არაფერს ინდობს.
მზემაც გამოანათა. წვიმის ბოლო წვეთი სისხლის გუბეში ჩავარდა. ეს წვეთი სხვებისაგან განსხვავებული იყო. ეს ცის ცრემლია. ცაც უთანაგრძნობს მიწას. ცრემლიც სიტყვაა. სიტყვა, რომლის თქმაც თუჩს არ ძალუმს. ცაც მდუმარედ უყურებს მიწას. ტირის. უნდა, მაგრამ ვერაფრით ეხმარება. ისინი ერთმანეთს ვერასდროს ხვდებიან.
სისხლის გუბეში ჩავარდა, წითლად გაფერადდა. ჯერ ერთი ხელი ამოყო შემდეგ- მეორე. სისხლის გუბიდან ამოძვრა. თვალები გაახილა. გარშემო მიმოიხედა და ვერავინ და ვერაფერი დაინახა. ცაში აიხედა. მას ფრთები არ ჰქონდა, რომ იქ დაბრუნებულიყო, საიდანც მოვიდა. ის უცხო მიწაზე მოხვდა. ფრეთები არ ჰქონდა რომ სახლში დაბრუნებულიყო. ამ მიწაზე დარჩა. მიწაზე,რომელსაც სიკვდილის სუნი ასდის.
სად აღარ წავიდა, რა აღარ სცადა. ვერაფრით ვერ მოახერხა,რომ სახლში დაბრუნებულიყო. ამ მიწასაც დაავიწყდა ძველი უბედურება. ძველი შენობები ახალმა ჩაანაცვლა. ისევ ისმის ჟრიამული. ისევ უხარიათ ადამიანებს ცხოვრება. მაგრამ ჩვენს სტუმარს ადამიანების ეშინია. იმალება . მარტოა. სულ მარტო. ვერაფერი იპოვა, რომ ცას მისწვდომოდა. სახლში წასულიყო. იქნებ მასაც ელოდება იქ დედა. იქნებ მასაც ენატრება მამა. კი , ეს მარტოობა. ასე გაჩნდა მარტოობა. მარტოობა , რომელიც სიცოცხლითაა დასჯილი. მისი სასჯელია იყოს მარტო იქ, სადაც მას ვერავინ ხედავს. განწირულია იყოს მუდამ შორს სახლისაგან. ისიც ადამიანმა შექმნა. ისიც მან დატოვა მარტო.
***
“ყველა ოცნებობს. მეც, როგორც ყველა 14 წლის ბავშვს ჩემი ოცნებები მაქვს. წარმოსახვაში ყველაფერი სხვანაირად ჩანს. ხანდახან უფრო მარტივად. უფრო რთულადაც. ჩემს ოცნებებში ტელემაქე ვარ. ხანდახან არც ვარ. არც სირთულეებიც შექმნას ვერიდები. სურვილებსაც გაფრთხილება უნდა. სურვილს დიდი ძალა აქვს. ისინი ჩნდებიან, მაგრამ არავინ ფიქრობს რა მოხდება რომ ერთ დღეს რეალობად იქცეს. დამაინც, ოცნება ოცნებად არის ლამაზი, მაგრამ ხომ შეიძლება წარმოვიდგინო რა მოხდებოდა ჩემი ყველაზე არარეალური ოცნებაც კი რომ რეალობა ყოფილიყო. ხანდახან კალენდარს ვუყურებ და მგონია, რომ დრო ჩემს ხელშია. არა, ასე ვერ იქნებოდა. ყველაფერი ასე მარტივად არ იქნებოდა.”
აბლაბუდა

არავინ იცოდა, რომ მისი უნარი სასჯელი იყო. მისი თვალებით ყველაფერი სხვანაირად ჩანს. არც ეს არის დაფარული მისთვის. რა თქმა უნდა, მან ეს დიდი ხნის წინ დაინახა. როგორც თავისი სიკვდილი. როგორც ყველას სიკვდილი. როგორც ყველაფერი , რაც მოხდება. მისი გადმოსახედიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს. მისთვის ბედნიერი სწორედ ისაა, ვინც არაფერი იცის. არ იცის ხვალ რა მოელის. ყოველდღე შეუძლია გაიღვიძოს იმედით, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. ჰქონდეს მომავლის იმედი. არაფერი აღარ ახარებს. ყველაფერი წინასწარ იცის. ამას ვერავინ გაიგებს. ვერავინ გაუგებს მას. კი, ესეც იცის. ჯერ ბავშვი იყო, როდესაც მიხვდა , რომ მომავალს ხედავდა.მან ყველაფერი იცის. იცის ხვალ რა მოხდება. იცის, რა განსაცდელი ელის წინ. შეუძლია ყველაფერი თავიდან აიცილოს. თავისი ცხოვრება ოცნებად აქციოს. ოცნებად, რომელიც სხვებისთვის ყოველთვის მიუწვდომელი იქნება. არ უნდა. არ უნდა იმიტომ, რომ ოცნების უნარი დიდიხნისწინ დაეკარგა. ყველაფერს ხედავს. ყველას მომავალი, ყველას ცხოვრება დაინახა. ყველაფერს ხედავს, მაგრამ დაავიწყდა ვინ არის თვითონ. მთელი ცხოვრება მომავალში იხედებოდა, იყურებოდა. უყურებდა რას რა მოჰყვებოდა, რა მოხდებოდა და ისე გავიდა ამ ყურებაში დრო , რომ დაავიწყდა. დაავიწყდა ვინ იყო. ბევრი ჩათვლის მას ბედნიერად, ბევრი- იღბლიანად. კი, ის შეიძლება იღბლიანია, შეიძლება ვინმესთვის მხსნელია, ვინმესათვის კი უბრალოდ ადამიანი. ის სულ იქნება. მაგრამ უკვე ვაღარასდროს გახდება თვითონ. აღარც ახსოვს ვინ იყო. ხანდახან ძველი მოგონებები ახსენდება. ძველი ადგილები ახსენდება. ვერ ეგუება რომ რაღაც არ იცის. აღარ ახსოვს არაფერი. წარსული მის გონებაში არ ჩერდება. არაფერი ამახსოვრდება. მაინც ხანდახან, გვირაბის ბოლოს პირველი ნათელივით, არსაიდან ჩნდებიან მოგონებები. ამშვიდებენ. ახსენებენ , რომ ოდესღაც ისიც არსებობდა. რომ ოდესღაც ისიც ადამიანი იყო. ის ამით ცხოვრობს. ეს კვებავს. უკვე ყველაფერი ერთფეროვანია. მიყვა მომავალს. მიყვა. და ისე მოკვდა, როგორც ძალიან დიდი ხნის წინ დაინახა. მის საფლავთან ბევრი შეიკრიბა. არავის ესმოდა. მან ესეც იცოდა. დიდი ხნის წინ დაენახა, საკუთარი საფლავი. საკუთარი სიკვდილი. გაუაზრებლად დასმული ათასი კითხვა. კითხვები, რომლებიც დაუფიქრებლად ჩნდებიან.
წლების წინ დაინახა მზიანი დღე. დაინახა , როგორ ეგებებოდა აპრილი მის ცხედარს. მას ყოველთვის მშვიდი სახე ჰქონდა. სიკვდილის შემდეგაც. თითქოს ისევ ცოცხალია. თითქოს არაფერი შეცვლილა. ეს სიმართლეა. სინამდვილეში დიდი ხნის მოკვდა. მოკვდა მაშინ , როდესაც თავისი სიკვდილი პირველად ნახა. დაიღალა. მას უნდოდა სიკვდილი. უნდოდა წასვლა იქ, სადაც მას არაფერი არ ეცოდინებოდა. სიმშვიდე მხოლოდ მის შემდეგ იპოვა. ვერავინ ხვდება, რატომ . ვერავინ ხვდება ვის გაექცა. სად გაიქცა. რატომ დაემორჩილა მომავალს. არ შეცვალა.ვერც ვერავინ მიხვდება. ვერავინ გაიგებს რა იყო მისთვის ცხოვრება. მისი არავის ესმის. ეს მან იცოდა. ამიტომ აირჩია გზა, რომელსაც მიჰყავდა იქ, სადაც მისთვის ყველაფერი უხილავი იყო. სადაც ვერაფერს დაინახავდა. გაახელდა ლურჯ თვალებს და დაინახავდა მხოლოდ იმას, რაც იყო. არაფერს სხვას. მას ეს გააბედნიერებდა. სხვები კი მის უნარს შენატრიან. ეს აბლაბუდაა. აბლაბუდა, რომლისგანაც გასასვლელი არ არსებობს. სადაც არ უნდა წახვიდე. როგორც არ უნდა სცადო ბოლოს მაინც ერთ ადგილას აღმოჩნდები. მუხლებზე დაემხობი და დაელოდები, როდის გამოჩნდებიან გაცხოველებული ობობები, რომლებიც ნაწილებად დაგშლიან. გაგანადგურებენ. ის არც პირველი იყო და არც ბოლო. მისი მსხვერპლი ბევრი ყოფილა და ბევრი იქნება. ამ აბლაბუდას ყრუდ, გაუაზრებლად გაჩენილი სურვილები ქმნიან.
***
სიკვდილზე ყველა თავისუფლად ლაპრაკობს. ამ სიტყვის წარმოთქმა არავის აშინებს. ტელემაქეც მოკვდა. მოკვდა და დამთავრდა. სიკვდილი ბევრ რამეს შეიძლება ერქვას. ტელემაქე მაშინ მოვკდა, როდესაც თავის თავზე თქვა უარი. ესეც სიკვდილია. ადამიანი ამ დროსაც კვდება. იხრწნება და ცარიელი სხეული რჩება. ცარიელი , უსულო სხეულია ტელემაქე. სული ადმიანობაა. უკვდავია, აგრძელებს არსებობას, არასდროს კვდება. წავა, აფრინდება. ამაღლდება და თუ სუფთა და მსუბუქია სინათლეს გაჰყვება. სინათლეს, რომელიც ჯერ ადამიანის გონებისთვის მიუწვდომლისაკენ წაიყვანს. დამძიმებულია ტელემაქეს სული. ვერ პოულობს საშველს და უაზროდ იტანჯება. გულიც იტანჯებოდა. გული პირველი იყო,რაც ტელემაქემ დაუფიქრებლად დათმო. პირველი მასზე თქვა უარი. ვეღარ იბრუნებს. ვერ გადაიხდის იმ ფასს, რომელიც მის უკან დაბრუნებას სჭირდება. ჯერ არც იცის უკან როგორ უნდა დაიბრუნოს. ტლემაქეს პორტრეტი ბუნდოვანია. მისი ნაკვთები პეიზაჟში იკარგება. აღარ არსებობს. ნელ-ნელა ქრება. გამჭვირვალე გახდება და მოსიარულე აჩრდილს ემსგავსება. აჩრდილს, რომელსაც სახლი არ აქვს. უსახლკარო განწირულია მარადისობა გაატაროს ხეტიალში.
წარსული დამთავრდა. ეს აწმყოა, თუმცა აწმყოსაც წარსული ქმნის. მას ვერ შეეწინააღმდეგები. როგორც არ უნდა შეეცადო, როგორც არ უნდა სცადო, სულ შენთან რჩება. ეშმაკიც , როგორც ბედნიერება, დეტალებში იმელება. სხვა დროც იყო. იყო დრო, როდესაც ყველაფერი სხვანაირად იყო. ტელემაქესაც უყვარდა, ტელემაქეც უყვარდათ, ცხოვრება ტელემაქესაც უხაროდა. კი, მას უყვარდა და უყვარდა ნამდვილი, ჭეშმარიტი გრძნობით, მთელი არსებით. ამაზე ყველა ოცნებობს, ეს ყველას უნდა. ვერ იბრძოლა, ხელიდან გაუშვა. დაკარგა.
ეს სიყვარულის მეექვსე კლასში დაიწყო. კლასის კარი გაიღო და ნაზი , შავგვრემანი გოგონა შემოვიდა. ეს მაკუნა მიმინოშვილია, გოგო, რომელმაც შეაღწია ტელემაქეს გულში და ვერც მე , ვერც ვერავინ წარმოედგინდა, რომ ის მას დატოვებდა. საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა. ჩვენს გმირს განსაკუთრებით უყვარდა თოვლი, თუმცა ეს თოვლიანი, მშვიდი დღე მისთვის სასიხარულო სულაც არ ყოფილა. მაკუნას გაყინულ კიბეზე ფეხი აუსრიალდა. დაეცა და ფეხი მოიტეხა. კვირები ამ ოთახში მაკუნა მიმინოშვილი აღარ შემოსულა, მაგრამ ,როდესც შევიდა, იმის შემდეგ ტელემაქე აღარ მიუტოვებია, იმ დღის შემდეგ წლების განმავლობაში აღარ დაშორებულან. ეს პირველი სიყვარულია. ყველაზე ნაზი,ტკბილი, სათუთი. მეამიტი სიყვარული. მას არ სჭირდებოდა მიზეზი, რომ გაჩენილიყო. მას არ დასჭირდა საბაბი, რომ დაბადებულიყო. ის გაუაზრებლად, თავისით გაჩნდა. წლები გადიოდა, სიყვარული იზრდებოდა, ძლიერდებოდა. ხანდახან, როდესაც ორი ერთმანეთს პოულობს, ერთს ქმნიან. ეს გრძნობა ყველაფერზე ძლიერია. როდესაც მას გრძნობ, ყველაფერი ნათელი ხდება, აღარც ჭეშმარიტებას ეძებ. თითქოს, ყველა კითხვას თავისით გაეცა პასუხი. ხვდები რომ ჭეშმარიტება შენშია, იპოვე და არ უნდა გაუშვა. კი, ეს გრძნობა მართლა ჭეშმარიტი იყო. ეწვია მათ გულს. უხილავი სიმები გაიბა მათ შორის.სიმები, რომლებმაც ორი სული დააკავშირა. ეს ერთობაც არ იყო მარადიულა. მანაც მხოლოდ წლები იცხოვრეა.
ეს წლები, ერთი ლამაზი წამი აღმოჩნდა. ასეა, როდესაც ბედნიერი ხარ დროც უფრო სწრაფად გადის. დრო სწრაფად გადის და საშინლად გეშინია. როდესაც ბედნიერი ხარ საშინლად გეშინია სიკვდილის. ყველაფერს ლამაზს აქვს დასასრული. ასეც უნდა იყოს. სხვანაირად არ შეიძლება. სილამაზე უკვდავი ვერ იქნება - ესეც მარადიული კანონია. მის გამო ხშირად იტანჯებიან. მაინც მეამიტად, ოპტიმისტურდ გვჯერა სიხარულის დაუსრულებლობის, მაგრამ მოდის ასაკი, როდესაც ყველაფერი იცვლება და თვითონ ის აზრიც რომ მარადიულობა არსებობს ეფემერული ხდება. ეს გარდატეხის ასაკია. ყველაზე მძმიმე. ტელემაქე ჯერ ცამეტი წლის არის. მისი სულიც სიკეთით არის გაჟღენთილი. მისთვის ბუნებას არაფერი დაუკლია. გასაოცარი გარეგნობა ჰქონდა : ისეთივე შავი თმა ჰქონდა, როგორი თეთრიც კანი. მასზე წყენას არავინ ინახავდა, ის ყოველთვის ყველას გამორჩეულად უყვარდა. არ იცვლებოდა. ამ ცამეტი წლის განმავლობაში მისი ღიმილი არასდროს შეცვლილა. მის თვალებში ნაპერწკალი არასდროს ჩამქვრალა. ცურვა უყვარდა. წელი არ გავიდოდა, რომ ზღვა არ ენახა. ზღვაში განსაკუთრებულად მშვიდად გრძნობდა თავს. მიწას სწყდებოდა, ზღვაში ამ სამყაროს აღარ ეკუთვნოდა.ზურგზე წვებოდა, ხელებს შლიდა და მიწასმოწყვეტილ ანგელოზს ემსგავსებოდა. მისით ყველა ამაყობდა. ამ სიამაყესა და მხარდაჭერას გრძნობდა. ეს გრძნობაც აბედნიერებდა.
***
“ცხოვრება შეხვედრებით არის სავსე. ყოველდღე უამრავ ადამიანს ვხვდებით. უამრავ ახალ სახეს ვხედავთ. მაგრამ ამ შეხვედრებს შორის არიან განსაკუთრებულები. მათ მე ნამდვილს შეხვედრებს ვეძახი. ისინი , რომლებიც ცვლიან ჩვენს ცხოვრებას. ან ჩვენ გვცვლიან. უამრავ გამვლელს შორის გამოარჩევ ერთს, რომელიც მიიქცევს შენს ყურადღებას. თითქოს არაფერი არ გაუკეთებია, ისიც სხვებს ჰგავს, არაფრით არ გამოირჩევა. მაგრამ რაღაც გიზიდავს, რაღაც ამოუცნობი გკარნახობს, რომ ის განსაკუთრებულია. რომ ეს შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა. არ არის აუცილებელი მიხვიდე და გამოელაპარაკო. ხანდახან მათი დანახვაც საკმარისია. პირველი დანახვიდან გამახსოვრდებიან და შემდეგ არასდროს აღარ გავიწყდებიან, სულ რჩებიან გონებაში. მოგონებები ხდებიან. მოგონებები, რომლების გახსენებაც გიხარია. ესეც ერთ-ერთი პატარა ნაწილია ბედნიერების. არ ვიცი ისევ ვნახავ თუ არა. ისევ გადაეყრება ჩვენი გზები თუ არა. იქნებ ესეც უნდა იყო. ასეა საჭირო , რომ ამ შეხვედრამ ფასი არ დაკარგოს. რომ ის პირველი წარმოდგენა, რომელიც შეიძლება ტყუილი იყოს, არ გაქრეს. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ,როდესაც ის დავინახე, ჩემში რაღაც შეიცვალა. არ ვიცი რა დავარქვა ან როგორ აღვწერო. ერთი ვიცი ეს ცვლილება ძალიან სასიამოვნოა. სიმსუბუქე, რომელსაც აწითლებული ლოყები და მეამიტი ღიმილი ახლავს. თან მრცხვენია, თან ვნერვიულობ. ყველაფერი ერთად ხდება. მინდა, რომ ყველა წავიდეს და მარტო დავრჩეთ. უსასრულოდ ვუყურო. უბრალოდ ვიყოთ ჩვენ ორნი. ზედმეტი სიტყვების, ზედმეტი ფიქრის გარეშე. ადიდებული, მოზღვავებული გრძნობების წყალში გადავეშვა, არ ვიცი რა მიზიდავს. არაფერი მესმის, არავინ მაინტერესებს. მის გარდა არავინ ჩანს, მის გარდა ვერავის ვუყურებ. არც ის ვიცი რა დამემართა. მე მისი სახელიც არ ვიცი. დღეს გავიგე, რომ ახალი კლასელი უნდა მოსულიყო. არამგონია მისთვის რამის თქმა შევძლო. არამგონია შევძლო ენით ვთქვა ის ,რასაც გულით ვგრძნობ. უბრალოდ მინდა ვუყურო. საკუთარმა გულის ცემამ სხვა დანარჩენი დააყრუა.
-რა დაგემართა? - სიცილით მკითხა ლევანმა
-არაფერი
-არაფერი?
-ჩავფიქრდი
-კარგი გოგოა არა?
-კი- ღიმილი არ მშორდება. მეცინება. ალბათ, სახეც გამინათდა. როგორ მინდა , რომ ეს შეგრძნება არასდროს დამთავრდეს. თითქოს არაფერია მაგრამ ამ არაფერში იმალება ჩემი ბედნიერება. ბედნიერება თუ სიხარული?. რა მნიშვნელობა აქვს რას დავარქმევ. რაც არ უნდა ერქვას, მთავარია, რომ გამაოგნებლად სასიამოვნოა.
-მაკუნა.
-რა?
-მაკუნა ქვია. მაკუნა მიმინოშვილი.
-ლამაზი სახელია
-ხო არა?
-ნუ მეკაიფები.
-არ გეკაიფები. ნუ გამოშტერდები. წამოდი წინ გადავჯდეთ.
-ლევან
-კარგი რა. წამოდი,წამოდი. რა გჭირს. მეც მინდა მაკუნას გაცნობა,
ეს ლევანის საყვარელი საქმეა. მას ჩემი ყოველთვის ყველაზე კარგად ესმის. უყვარს, ახალი ადამიანების გაცნობა. ლევანი ყოველთვის დაუვიწყარ პირველ შთაბეჭდილებას ტოვებს. ყოველთვის შეუძლია ადამიანს ასიამოვნოს. არასდროს იმჩნევს, როდესაც სტკივა. არც ცუდზე უყვარს ლაპრაკი. ლევანი განსაკუთრებული ადამიანია. ის ყველაზე მეტად იმსახურებს ბედნიერებას.
წინ გადავჯექით. დიდხანს ვისხედით ერთად. მე, ლევანი და მაკუნა. დიდხანს ვლაპრაკობდით. მართლაც საოცარი გოგოა.ლევანის უზომოდ მადლობელი ვარ. ალბათ , ის რომ არა ვერასდროს ვერ გავბედავდი. წლები დამჭირდებოდა, რომ ის გამეკეთებინა, რაც ლევანმა წუთებში გააკეთა. ხანდახან სიტყვასაც ვერ ვაგდებდი. ჩემი საღი აზროვნება დაიკარგა, როდესაც მისი თვალები დავინახე. ჩავიძირე, არ შემეძლო არაფრის თქმა, არც არავის დანახვა მინდოდა. მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა- ეს დღე არასდროს დამთავრებულიყო. ეს შესვენება სამუდამოდ გაგრძელებულიყო. მისი ღიმილი სხვა დანარჩენს აბნელებდა. ეს არის ნამდვილი შეხვედრა. შეხვედრა, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.”
ტელემაქე ვარლამაშვილი

***
14 წლისები გახდნენ. რა სასაცილოები იყვნენ. ალბათ, ბევრს ითხოვდნენ. სიყვარული ,სიხარული უნდოდათ. უკვე ქორწილზე ოცნებობენ. ტელემაქე შვილებზე ფიქრობს. უკვე აწყობენ ბედნიერ ოჯახს. თითქოს ყველაფერი იდეალურად მიდის.თითქოს, ყველას სწამს ,რომ ტელემაქე განსაკუთრებულია. რომ ეს სიყვარული ღვთის საჩუქარია. ყველას უყვარდა, ყველა ყურადღებას აქცევდა. ლუციფერის ყურადღებაც მიიქცია. მას არასდროს სძინავს. ამ წამს ელოდებოდა. ელოდებოდა, რომ ყველაზე ტკბილი , რბილი ლუკმა ხელში ჩაეგდო. საიდუმლოს არავის უმხელდა, გულს არავის უშლიდა. ერთ დღესაც გაიღვიძა და ნაწერი გაქრა. ერთ დღესაც ასე გადაწყვიტა. ყველაფერი შეიცვალა. იმ სიტყვებმაც შეიცვალეს აზრი, რომლებიც ტელემაქეს ამბავს ჰყვებიან. რა მოხდა? უბრალოდ დაიკარგა, შეუმჩნეველი გახდა. თავისითავის ძებნაში ვერ მიხვდა, როგორ შეზიზღდა საკუთარი არსებობა. ეს საქართველოა, ეს გარდატეხის ასაკია. ასე ხშირად ხდება. იმ სიახლეებთან შეხვედრამ, რომელიც ტელემაქემ თვითონ იპოვა, გონება გადაატრიალა. დაავიწყდა ყველაფერი ღირებული ,რაც კი გააჩნდა. კი, სიყვარულიც დაავიწყდა. ბედნიერებასაც ვეღარ ხედავს ისეთს, როგორსაც ადრე ხედავდა. მაკუნა წავიდა. მათ სიყვარულს ბედნიერი დასასრული არ ჰქონია. აქ დასასრული არაფერს აქვს. ეს ამბავი ადამიანებზეა. ადმიანზე, რომელმაც საკუთარი ცხოვრება გაანადგურა. არ იცის, ვერ ხვდება, რომ უდიდესი, საშინელი შეცდომა დაუშვა. ჯერ ვერ ხვდება, კმაყოფილია. სიამაყე ერევა და მის სხეულში შემოჭრილ მხეცს ემსგავსება. ერთმანეთს ემსგავსებიან. მაგრამ ეს თვითკმაყოფილება დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთხელაც ტელემაქე გაიღვიძებს და ვეღარაფერს იგრძნობს. ცოცხალი ვარ თუ მკვდარი? - კითხავს საკუთარ თავს. ვეღარ დაიძინებს. აღარ მოუნდება დაძინება. ღამე თავის თავთან მარტო დარჩენის შეეშინდება. მთვარის წმინდა, სარკისებს შუქზე თავისი ანარეკლის დანახვა შეაშინებს. დღეზე ლაპარაკიც ზედმეტია. მას ხომ გამოფხიზლების ყველაზე მეტად ეშინია. ძილმორეული მიხვდება, რომ სიცრუეში გახვეულს, ფარსით შებოჭილს არაფერი აღარ დარჩენია. ძილისაგან არეული ვერ იგრძნობს საკუთარს სხეულს. საკუთარი არსებობაც დაავიწყდება. შეეშინდება. იცის, რომ ეს რეალობაა. რეალობა, რომელიც თვითონ შექმნა. საკუთარი სხეულისგან განდევნილი, უსახლკარო ადამინანის რეალობა. ეს ყველაფერი 1 წამში ხდება. მას საათად ეჩვენება. 24 საათი. 60 წუთი.3600 წამი. ტიკ-ტაკ , ტიკ-ტაკ. დამთავდა? რა თქმა უნდა, არა .ეს ტკივილი არასდროს მთავრდება. ხსნისთვის ბრძოლაა საჭირო .ბრძლობა, რომლის მნიშვნელობაც კი აღარ ახსოვს. ხსნის პოვნას ძალა სჭირდება. ძალა, რომელიც მას არა ყველაფრის შესაცვლელად, არამედ თავისის შესანარჩუნებლადაც არ ეყო.
5 წელი გავიდა. ის გოგო ახლაც ზის, დარდობს. ვერ ივიწყებს. ახალი ცხოვრება აქვს. ბედნიერია, მაგრამ მაინც ვერ ივიწყებს. მალე ქორწილი აქვს. მისი ცხოვრებაზე ფიქრობს. ის ქალია. ქალი, რომელიც სიყვარულისათვის იყო შექმნილი. ყველაზე ლამაზი, ნამდვილი სიყვარულისთვის. თავის თავს ადანაშაულებს. ფიქრობს , რომ მისი ბრალიც არის. ფიქრობს იმაზე, თუ სად შეცდა და ეს აზრი არ ასვენებს. ფიქრობს , რომ მთავარი ვერ დაინახა. მთავარი გამორჩა. ჰგონია, რომ ტელემაქე მაშინ მიატოვა , როდესაც მისი ხსნა შეეძლო. ვერ შეძლო, ვეღარ გაუძლო. ვეღარ უყურა როგორ ნადგურდებოდა ყველაფერი. როგორ ჩამოწვა ჩრდილი და ყველაფერი ცოცხალი მოკლა. გაიქცა, რომ ეს დესტრუქცია არ ენახა.რომ ამ საშინელი, საბედისწერო ქარიშხლისაგან თავი დაეღწია. ტელემაქე წყალში ეშვება. იძირება. სულ უფროდაუფრო ღრმად. მისი სხეული მძიმდება. რატომღაც ეჩვენება, რომ ყველა ამქვეყნიური ცოდვა მისი საკისრია. ამბიციურია. გსკერზე დაეშვება. ეს ის წყალი არ არის, რომლის გარეშეც არსებობა ვერ წარმოედგინა. ეს ის ზღვა აღარ არის, რომელიც შვებას გვრიდა. გაახელს თვალებს და მაკუნას სახეს დაინახავს. მისკენ მიცურავს, ხელს უწოდებს. ცდილობს ამოიყვანოს. ტელემაქემდე ვერ აღწევს, ვერ აღწევს ფსკერამდე .მისი სხეული ზედმეტად მსუბუქია. მისი უცოდველი , ნაზი სხეული ვერ აღწევს ფსკერამდე.მირაჟი ხდება და ქრება. მოჩვენებასავით უკვალოდ, უსიხარულოდ უჩინარდება. ფსკერზე დაშვებული ხუჭავს თვალებს და ყველაფერი მთავრდება.
მათი დაშორების შემდეგ წლები გავიდა. დღეს ტელემაქე მის სახესაც ვეღარ იხსენებს. მათაც ჰქონდათ რაღაც საერთო. ორივეს ბედნიერება უნდოდათ. წარმოედგინათ , როგორ ეთამაშებოდნენ შვილებს. როგორ იმალებოდა მათი შვილი. ახლა კი მათ ორივეს უნდათ დამალვა. უნდათ, რომ დაიმალონ და გაქრნენ, გაუჩინარდნენ.
ადრე ყველაფერს სხვანაირად ხედავდა. სიკვდილიც სხვანაირად წარმოედგინა. ფიქრობდა, რომ სიკვდილიც კი მისი სახით მოვიდოდა.

სიყვარული
57 წელი გავიდა. 57 წელი იცხოვრეს ერთად. 57 წელი ერთმანეთის გარდა არავის უყურებდნენ. 57 წელი ყოველი დღე ერთმანეთით იწყებოდა და მთავრდებოდა. 57 უბრალო რიცხვია. მათ სიყვარულს ვერც ერთი რიცხვი ვერ გაზომავს, ვერ დათვლის. მათ დანახვისთანავე შეუყვარდათ ერთმანეთი და იმ წამიდან არასდროს აღარ დაშორებულან. მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს. ბევრი ჭირი ნახეს, ბევრი ლხინი გაიზიარეს. სიკვდილამდე ღირსეულად ატარეს ის ფიცი, რომელიც ღვთის წინაშე ქორწინების დღეს დადეს. მათი დანახვა ყველას უხარია, ისინი ყველას უყვარს. მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს, მაგრამ შვილი არ ჰყოლიათ. არც ამაზე დარდობდნენ. მათი ბედნიერება უსაზღვრო იყო. საყვედური არასდროს წამოსცდენიათ, მიიღეს ყველაფერი ისე, როგორც იყო. ამით არაფერი შეცვლილა.
ნუცა ჯაში , გიორგი ჯაშის, მეუღლე ოთხმოცი წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს ასაფლავებენ. ბევრმა მოიყარა თავი. ცაზე ღრუბელი არ ჩანს, მზე ანათებს, სითბოს აფრქვევს. გიორგი ვერ შორდება საყვარლის საფლავს. ვერ ეგუება, რომ მას უნდა დაშორდეს. მის გარეშე გააგრძელოს ცხოვრება. სასაფლაო უამრავი ვარდით არის მორთული. თეთრი ვარდებით. ყვავილით , რომელიც პირველად მიართვა გიორგიმ ნუცას. დღე არ გავიდოდა, რომ ეს ყვავილი მათ სახლში არ გენახათ. ყველა სევდიანია. მისი წასვლა არავის უხარია მზე ანათებს ნუცას საფლავს. ეს დასაფლავება სხვებს არ ჰგავს. მესაფლავესაც ეღიმება, იცის, რომ ხანდახან არც სიკვდილია საზარელი. სიკვდილმა ხელი მოჰკიდა ნუცას. თანასწორები, ერთად აფრინდნენ, დატოვეს ეს ქვეყანა.
დასაფლავებაც დასასრულს უახლოვდება. ხალხიც ნელ-ნელა იშლება. გიორგიც დაიღალა, ფეხზე ვეღარ დგას, მაგრამ ჯიუტი არ ეგუება სიბერეს. მუხლებზე არ ეცემა. იცის, რომ მას ეს არ მოეწონებოდა. არ უნდა საყვარელს ცრემლები დაანახოს. მან იცის, რომ არსად წასულა. რომ სულ მასთან იქნება. ყველა წავიდა გიორგი მარტო დარჩა. ყველაფერი დამუნჯდა. ამ სურათის შემხედვარე ყველა დადუმდა. ყველამ თავი მოუხარა ჭეშმარიტ წყვილს. რომელიც მიწამ დააშორა. დაღლილს, თვალები დაეხუჭა რომ გაახილა წინ ნუცა დახვდა. ლამაზი, ახალგაზრდა. ის ნუცა, რომელიც პირველად დაინახა. იღიმოდა, სინათლეს აფრქვევდა. იცინოდა, გიორგისაც გაეღიმა. ხელი მოკიდა, იგრძნო საყვარელის შეხება. მისი სათუთი კანი, წამითაც არ დაბნეულა. იცოდა , რომ ის აქ იყო. დიდხანს იყვნენ ერთად. ერთი წამითაც არ შეპარვია ეჭვი, რომ ქალი, რომელიც მას წინ ედგა, ნუცა არ იყო.
- მე ვარ ეს.
- ეს ამბავი ჩვენზეა
- ეს არ არის დასასრული
- ჩვენ დასასრული არ გვექნება.
- ჩვენ ერთად ვართ სიყვარული.
- სიყვარული, რომელსაც ბოლო არ გვაქვს.
ჩაჰკიდა ხელი. ერთნი გახდნენ. ფრთები გაშალეს და წავიდნენ ცისკენ. ავიდნენ ცეკვა-ცეკვით, სიცილ-კისკისით , სიხარულით. მოწყდნენ მოკვდავ მიწას და წავიდნენ. იქ , სადაც სამუდამოდ ერთად იქნებიან. ვერც დედამიწაზე დააშორა ვერაფერმა და არც ცაში დაშორდებიან. გაჩნდა სიყვარული. მათ ერსებობას უნაყოფოდ არ ჩაუვლია. მათ ყველაზე ძვირფასი შექმნეს ერთად. მათ შექმენს ჭეშმარიტი სიყვარული.
***
“აღარც მახსოვს ბოლოს, როდის დავწერე. სახლში მარტო დარჩენილი, საკუთარი თავისგან მიტოვებული, ვიყურები გარშემო და ვხედავ როგორ ქრება ნელ-ნელა ამ სახლიდან ჩემი კვალი. ქრება მშვიდად, ნაზად , უმტკივნეულოდ, მაგრამ უსიხარულოდ. მეც ვქრები ამ სახლიდან. მოხეტიალე სულს დავემსგავსე. სულს, რომელსაც არავინ ელოდება, რომლის მოსვლაც არავის უხარია. კი, ეს შეგრძნებაც დამავიწყდა. ის სიხარული გაქრა, რომელიც ამ ოთახევს ავსებდა. წლებმა ყველაფერი შეცვალა. დღეს ამ სახლში სულ სხვა სურნელი ტრიალებს. სიკვდილის, სისხლის სუნი. ბევრჯერ მიფიქრია , როგორი იქნება ეს სახლი წლების შემდეგ. ეყოლება ახალი პატრონი, ოთახებს დაეტყობა მისი კვალი. ალბათ, ბედნიერი იქნება. დაცარიელებული ოთახები ისევ აივსებიან. სახლი ისევ ძველებური გახდება. დილით ოთახში მზე შემოანათებს, ახალ პატრონს მიესალმება. ისიც გაიღვიძებს, მიესალმება ახალ დღეს. ახალ დღეს ახალი იმედით შეხვდევა. გახარებული დღეს ომახიანად დაიწყებს .იმ კედელს შეეხება, რომლებსაც ოდესღაც მე ვეხებოდი. იქ გაივლის სადაც მე პირველი ნაბიჯები გადავდგი. გაიხურავს კარს და წავა. მთელი დღე სახლის წყურვილი დაახრჩობს. ის თავს აქ მშვიდად, ბედნიერად გრძნობს. ერთ დღესაც ამ საწოლზე სხვა დაიძინებს. ეს კედლები ჩემზე დიდხანს იდგება, ჩემზე მეტს ნახავენ. ალბათ, ბევრი ჩემნაირი უნახავთ. მათ სხვა გზა არ აქვთ. მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი. მე ამ სახლიდან გავქრები. გავქრები ისე, რომ ჩემს კვალს ვერავინ შეინახავს. არც არავინ მომიგონებს, არავინ დამიმახსოვრებს . კედლებზე ჩემი სურათები გაქრება. დროის განმავლობაში ისინიც გაიცრიცებიან. ვინმე ნახავს და იტყვის : “რა ახალგაზრდა ბიჭია, როგორი ბედნიერიაო”. კი იყო დრო, როდესაც ბედნიერი ვიყავი. ეს სურათები მოყვებიან ამბავს. ამბავს, რომელიც მე აღარ მახსოვს. გაიხსენებენ დროს, როდესაც ცხოვრებას ჩემთვის აზრი ჰქონდა, როდესაც ცხოვრება მიხაროდა. ეს ამბავი დიდხანს იცოცხლებს . დარჩება ჩემი სიკვდილის შემდეგაც. ეს ტყუილიც სიმართლე გახდება და ვერავინ გაიგებს რას ვგრძნობდი. იმედი მაქვს ვიღაც , ოდესღაც იქნება ამ სახლში ბედნიერი. ამ სახლს უბედურება არ დაუმსახურებია. ჩვენი დრო გავიდა, ეს მისი ბრალი არ არის. ეს სახლი დედამ ააშენა, ჩვენი ოჯახი ააშენა. მასთან ერთად წავიდა ბედნიერება ამ სახლიდან. დაგვტოვა და აღარასდროს აღარ დაბრუნებულა.
თვეებია ეს ფანჯრები დახურულია. ფარდები შიგნით არავის უშვებენ. თვეებია ამ ოთახში სინათლე აღარ შემოსულა. არც მინდა. არ მინდა ახალი დღის მახარებელმა სინათლემ ასეთი მნახოს, იმედებით სავსე მთვარემ შემიბრალოს. მე სიბრალული არ მჭირდება, მე თანაგრძნობა არ დამიმსახურებია. ხადახან ვიყურები სარკეში , ვუყურებ კედლებზე გაკრულ სურათებს, და ვხვდები - ეს ბიჭი მე არ ვარ. ტელემაქე მე არ მგავს. აღარ მგავს მე ის ცამეტი წლის ბიჭი , რომელსაც ცხოვრება უხაროდა. რომელსაც უყვარდა და რომელიც უყვარდათ. რომელსაც სახლში მშობლები ელოდებოდნენ , ეზოში მეგობრები , კლასში შესვლისთანავე კი ხვდებოდა გოგო , რომლის დაკარგვას არასდროს აპირებდა. ჩემს ანარეკლს ვუყურებ და თითქოს გარეული ცხოველი იჭრება ჩემს სხეულში. შემოდის, დიდდება , მძიმდება. ნაწლავებიდან მოდის ეს ტკივილი. რაც უფრო ზემოთ ადის, მით უფრო ძლიერდება და ბოლოს მთელი ძალით გულს ურტყამს. გულიც უძლებს. სხვა გზა არ აქვს. როდემდე გაუძლებს? მირტყამს, მირტყამს და ბოლოს ყველაფერი მთავრდება. ვეღარაფერს ვგრძნობ. ქვევით ჩავა და გამარჯვებული დატოვებს ჩემს სხეულს. მე კი უგრძნობი დავრჩები მარტო. უსიცოცხლო, სიცოცხლისა და სიკვდილის გასაყარზე მარტო მდგომი. ეს ტკივილი ყოველდღიურად ძლიერდება. არ ცხრება. დიდი ხანია ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ. გამოვშრი, ყველა გრძნობა დავკარგე. ყველა ის გრძნობა, რომელიც ჩემს სხეულს აცოცხლებდა დღეს მკვდარია. აღარც ჩემს ცხოვრებას აქვს აზრი. მე მოვკვდი. მოვკვდი მაშინ, როდესაც პირველად ეს დანაკარგი ვიგრძენი. ცხოვრებაც განსხვავდება ცხოვრებისაგან. ჩემი სამყარო სხვანაირია, ჩემს სამყაროში ცხოვრებას სხვა სახელი ჰქვია. ეს სამყარო სავსეა სიცოცხლეწართმეული ფოთლებითა და ეფემერად ქცეული მარადიულობით. ეს სამყარო მე შევქმენი. ერთ დროს ყველაფერი სხვანაირად იყო. ადრე არც დრო იყო გაყინული, არც სივრცე იყო დამძიმებული. ადრე აქ მარტო არ ვიყავი. მას მხოლოდ ერთი სახელი აქვს - ცარიელი.
19 წლის ტელემაქე
***
“დიდი დრო გავიდა, თუმცა მამა დედის სიკვდილს არ შეგუებია. ვერც შეეგუება, ამ ტკივილის ბოლო არ აქვს. ცხოვრების აზრის დაკარგვას ვერ შეეჩვევა.ამ სახლშიც აღარ უხარია ცხოვრება. ახლა სძინავს. დილაობით თუ ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას. დაჭკნა, დარდმა სახე გაუყვითლა. საათობით რჩება თავის ოთახში. დედას სურათებს ათვარიელებს. მთელ დროსა და ენერგიას სამსახურს უთმობს. საქმეს იმიზეზებს და გვიანობამდე კაბინეტში მარტო რჩება, მაგრამ სინამდვილეში ვერ ეგუება აზრს, რომ მას სახლში ცოლი აღარ ელოდება. გაურბის სახლში დაბრუნებას. სახლში , რომელშიც ყოველი კუთხე-კუნჭული მას აგონებს. მეც გამირბის. ყოველ შაბათ-კვირას დადის სასაფლაოზე. უზარმაზარი თაიგულები მიაქვს. მამა ვერ შეეუგა მის სიკვდილს. ღამეც ვერ იძინებს. თვალებზეც დამჩნევია ღამის თევა. გავუცხოვდით. თავს უცხოდ ვგძნობ. ვუყურებ მის თვალებს და ჩემს ადგილს ვერ ვპოულობ. დავიკარგე, მის გულშიც დავკარგე ჩემი ადგილი.
ყველაფერი ყოველთვის ასე არ ყოფილა. ახლა მახსენდება , როგორ დავყავდი მამას სამსახურში . მთელ დღეს ერთად ვატარებდით. იქ ყველას ვუყვარდი, იქ თავს მშვიდად ვგრძნობდი. ყველას უხაროდა ჩემი ნახვა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რამდენად ბედნიერი ვიყავი. ბედნიერება მისი დაკარგვის შემდეგ ვიგრძენი. ასეა, ვერც კამკამა ზღვის სილამაზეს აღიქვამენ, სანამ უსიცოცხლო, მშრალ ჭაობად არ იქცევა. პატარა ოფისი ჰქონდათ. მამას უყვარდა თეატრზე ლაპარაკი. მაგიდაზე ჩემი და დედას სურათის გვერდით მისი საყვარელი პიესების ბანერები ეწყო. კაბინეტში ჩემი უჯრა მქონდა, უამრავი წვრილმანი,უამრავი სათამაშო ეყარა. ყოველდღე გულდასმით ვათვარიელებდი. თითქოს რაღაცას ვეძებდი, მთელი დღე ვთამაშობდი. ხან სად მიდიოდა ჩემი ფანტაზია , ხან-სად. არ მიყვარდა , როდესაც ხელს მიშლიდნენ, ყურადღებას გარშემომყოფებს არც ვაქცევდი. შუადღეს ყველა მიდიოდა და მხოლოდ მე და მამა ვრჩებოდით. უამრავ რაღაცას მიყვებოდა: დედაზე, თეატრზე, ბიზნესზე , თავის თანამშრომლებზე. მამა სულ ფიქრობდა, რომ მისი მესმოდა. ბავშვობიდან თანატოლივით მიყურებდა. მე და მამას განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. მე მისნაირი მინდოდა ვყოფილიყავი. წლების შემდეგ, როდესაც დამეპატრონა აზრი, რომ მას არა მარტო ვერ დავემსგავსებოდი, არამედ ვარცხვენდი კიდეც, გავნადგურდი.
არ მიყვარდა , როდესაც ეს დღე მთავრდებოდა. დაღამებამდე ერთად ვიყავით, შემდეგ კი სეირნობით უკან ვბრუნდებოდით. ამ დროს უცნაური გრძნობა არ მასვენებდა. ბედნიერება უბედურებას ხვდებოდა და ხუთი წლის ბავშვს, რომელსაც სულაც არ უნდა ეფიქრა სიკვდილზე, მეშინოდა. მეშინოდა, რომ ჩემ მშობლებზე დიდხანს ვიცოცხლებდი. ყოველი ღამე ჩაბნელებული, დაცარიელებული თბილისის ნახვა ამ შეგრძნებას მიტოვებდა. ალბათ, ვხვდებოდი , ვგრძნობდი,რომ სინათლე მალე ჩაქვრებოდა, რომ ღამის უკუნითი ჩამყლაპავდა. ჩემგან არაფერს დატოვებდა. კიდევ ერთი ბედნიერი დღე დამთავდა. თავს უცნაურად ვგრძნობდი, თუმცა მაინც მიხაროდა. მიხაროდა, რომ ეს დღე მალე ისევ განმეორდებოდა. ამ უცნაურ შეგრძნებას სახლის სუნი, დედის ალერსი აქარწ....ბდა. ეს შიში უბედურება არ ყოფილა. მე უბედური არ ვყოფილვარ. მყავდა დედა, ვარლამაშვილებუს ოჯახის სიცოცხლის წყარო. გვერდში მყავდა მამა. მამის დაკარგვაში, ამ გაუცხოებაში, დამნაშავე არავინ არ არის ჩემს გარდა. დღეს ყველაფერი სხვანაირად არის. ძლიერმა ქარმა დაუბერა და ხის ტოტზე ამოსული ფოთლები მოწყვიტა. ამ ხეს ვარლამაშვილების ოჯახი ერქვა. ეს ფოთლები ჩვენ ვიყავით. სხვადასხვა მიმართულებით დავეცით. ერთად ამოსულები დაჭკნობის ჟამს ყველა მარტო დავრჩით.
დღემდე არ მიყვარს ღამე სიცოცხლე წართმეულ, გაყინულ სიჩუმეში გახვეულ ქუჩებში სიარული. სიხარულს კლავს და უაზრო შიში არ მასვენებს. ვერც მაშინ ვერ ვხვდებოდი რა იყო ბედნიერება. ასეა. როდესაც ბედნიერი ხარ გეშინია. საშინლად გეშინია უბედურების. ხშირად მითქვამს, რომ დღეს ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია. თავს ვიტყუებ, არ მყოფნის ძალა, რომ ხმამაღლა ვღქვა. ვთქვა რომ მეშინია. დღეს მე ძალიან მეშინია სიკვდილის.”
19 წლის ტელემაქე
***
„სკოლის წინ ერთი პატარა მაღაზია იყო. არაფერი განსაკუთრებული, ყოველ დასვენებაზე საჭმლის, სიგარეტის და სხვა წვრილმანების საყიდლად მივდიოდით. მაღაზიის წინ ერთი შავებში ჩაცმული, მოხუცი ქალი იჯდა. გამვლელებს მოწყალებას სთხოვდა. არც ბებია მყოლია, არც ბაბუა. არ ვიცი მოხუცთა სიყვარულის ფასი. არ ვიცი, რას გრძნობენ სხვა ბავშვები მათ მიმართ, მე მხოლოდ პატივისცემას , მოწიწებას ვგრძნობ. რამდენჯერაც ამ ქალს ჩავუვლიდი თავს ვხრიდი, თვალებში ვერ ვუყურებდი, ხანდახან ბოდიშის მოხდაც მინდოდა. მტკიოდა, ცრემლებამდე მტკიოდა. მე არ შემეძლო დავხმარებოდი. ადრე მტკიოდა, ალბათ, მაშინ ასეთი არ ვიყავი. ადრე თანაგრძნობაც შემძლებია. ყოველდღე ნაბიჯს ვუჩქარებდი, თავჩახრილი შევდიოდი მაღაზიაში. გულში ჩუმად უფალს ვთხოვდიდახმარებოდა. მაღაზიიდან გამოსულს თუ რაიმე მრჩებოდა მას ვაძლევდი, ისიც მლოცავდა და ამ წამს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. მთელი დღე გაღიმებული დავდიოდი. ესეც ჩემი ბედნიერება იყო. ბედნიერება, რომელიც დაუსრულებელ ცეცხლად მომედო. ცეცხლად, რომელიც სულ დამწვავს. დღესაც შევედი მაღაზიაში. საჭმელი ვიყიდეთ, მაგრამ აღარ დაგვრჩა ფული, რომ სიგარეტი გვეყიდა. უფულო ადამიანიც ცხოველს ემსგავსება. მორალს კარგავს და ნელ-ნელა ემზადება ყველაფრის გასაკეთებლად დაუოჯებელი ჟინის დასაკმაყოფილებლად. ესეც ცხოვრების ნაწილია - მორალისა, სინდისისა და უსასრულო სურვილების მუდმივი ჭიდილი. ხან ერთი იმარჯვებს ხან - მეორე და , როდესაც გაცხოველებულ ადამიანს სახე უბრუნდება, მას სტკივა. ძალიან ტკივა.
დღეს მეც დავკარგე სახე. მაღაზიიდან გავდიოდით და ისევ, იმავე ადგილას იჯდა ის მოხუცი ქალი. ჟრუანტელმა დამიარა, ამოუცნობმა ჩემს გონებას ხელი ჩასჭიდა და მთელი სხეული დაიმორჩილა. ვგრძნობდი როგორ ვკარგავდი თავს. კი, შეწინააღმდეგებაც მინდოდა, მაგრამ სიტყვა ყელში გამეჩხირა. სურვილმა ყველაფერი დატბორა. ნელ-ნელა მთელი სხეული გაყინა, დაიმორჩილა. არ ვიცი რა გავაკეთეთ, არ ვიცი რამ გვაიძულა ეს აზრად მოგვსლოდა. მივუახლოვდით მოხუც ქალს. მივუახლოვდით ყალბი ღიმილით, მასაც გაეღიმა. ალბათ, გიქრობდა, რომ დახმარება გვინდოდა. ფიქრობდ - რა კარგი ახალგაზრდები არიანო. ერთჯერადი, ხურდებით სავსე ჭიქა გამოგვიწოდა. საბოლოოდ, ეს ხურდებით სავსე წყეული ჭიქა ჩვენ დაგვრჩა. წავართვით და გავიქეცით. გავიქეცი ისე, რომ უკან გახედვაც ვერ გავბედე. ახლა ვზივარ და წარმომიდგენია იმ ქალის სახე. როგორ აუწითლდებოდა თვალები, წამოუვიდოდა ცრემლი, აუკანკალდებოდა დაბერებული ხელი. არა, იმის გამო არა , რომ ფული აღარ აქვს, თავი დამცირებულად იგრძნო. ეს თბილისია. ჩვენს ქალაქში უამრავი მათხოვარია. არ მიყვარს ეს სიტყვა.პატარაობიდან მუდმივად თვალს ვარიდებ მათ. არა, მე მათი არ მეშინია უბრალოდ მტკივა. მტკივა გაუბედურებული ადამიანის ყურება. ადამიანის , რომელსაც ცხოვრებაში არ გაუმართლა . ცხოვრებისგან დაჩაგრული და მიტოვებული, სხვებს არ ჰგავს. მას ადამიანობა არ დაუკარგავს, ცხოვრებას თავი არ მოუხარა და ის სისასტიკე, რომელიც ცხოვრებამ მათთვის არ დაიშურა, გულამდე არ მიუშვა, მას იმედი არ მოაკვლევინა. წარმომიდგენია , როგორ წევს ნელა დაჭმუჭნულ, დამჭკნარ ხელს, იწმენდს ცრემლს, იწერს პირჯვარს, კოცნის გულზე ჩამოკიდებულ ღვთისმშობლის ხატს დად ,ალბათ, ღმერთს ჩუმად სთხოვს გვაპატიოს. ისევ გაიღიმება. გავა რამდენიმე წამი და ახლა ისევ ამაყად წევს ხელს და არ კარგავს ადამიანების რწმენას. იმედს, რომ კიდევ არსებობენ. არსებობენ ნაპერწკლები, რომლებიც სიბნელეში გზას გაანათებენ.
ჩვენ სიგარეტი ვიყიდეთ და ეზოში შევედით. ვიცინოდით, საოცრად ვამაყობდით იმით, რამაც საბოლოოდ გამინადგურა წარმოდგენა ჩემს თავზე. ვიცინოდით და უცებ ჩემი თავი დავინახე. ჩემი თავი წარმოვიდგინე და შემეშინდა, შევკრთი. საშინელი ზიზღი ვიგრძენი ჩემს მიმართ, საკუთარი თავის მიმართ. დავჯექი , არა , რაღაც უხილავი, ამოუცნობი ძალა დამაწვა და დამსვა. შევხედე სხვებს და მივხვდი, რომ ყველაფერი შეიცვალა. ფერებმა სიკაშკაშე დაკარგეს, ეზო დაბნელდა. სიბნელეში ყველას საშინელი, ამაზრზენი სილუეტი დაკრავდა. ყველა ხმა, მათი სიცილი მაშინებდა. ყველა ხმას საზარელი ექო მოსდევდა, სურათი ორდებოდა. ეს ექო თავიდან არ მშორდებოდა და ამაზრზენი შეგრძნება, რომელიც ჩაისახა ნელ-ნელა გავრცელდა მთელ სხეულში. მთელ სხეულს დაეპატრონა. სიგარეტი ხელიდან გამივარდა. წამოდგომის ძალაც აღარ მქონდა. ეს მე გავაკეთე. მე, ტელემაქე ვარლამაშვილმა. მე ვაქციე ზურგი სინდისს. ახლა ვზივარ და ერთადერთი კითხვა მახრჩობს - ვინ ვარ მე? ვინ ვიყავი მე?
დაღლილი, დამცირებული სკოლაში ავედი. საპირფარეშოში, ცივი წყლით ოფლი მოვიწმინდე. ცოტა გამოვფხიზლდი, კამკამა წყლით ვცდილობდი ჩამომერეცხა ტალახი, რომელშიც თავიდან ფეხებამდე ამოსვრილი ვიყავი. მომეშვა. ვუყურებ ჩემს თავს, ვუყურებ საკუთარ თავს და ვერ ვცნობ. სულ მჯეროდა , რომ ადამიანი არასდროს იცვლებოდა. ყალიბდებოდა და ვერავინ და ვერაფერი ახერხებდა მის შეცვლას. ვერავინ ვერ მოახერხებდა მის თავის ჭკუაზე ტარებას. ესეც ილუზია ყოფილა. უაზრო ტყუილი, რომელიც საკუთარი თავის დასამშვიდებლად გამოვიგონე. ჩემი სულიც გაიყო. ყველაფერი კარგი დაიკარგა. კარგმა დატოვა ჩემი სხეული და დარჩა მხოლოდ ის ამოუცნობი , რომელმაც ჭაობში ჩამითრია. ჯოჯოხეთი შენდება ნაწილ-ნაწილ. ნელ-ნელა. ჩემი ყოველი საქციელით აგურს აგურზე ვადებ, ვეძებ დამნაშავეს და არ ვუშვებ, რომ დამნაშავე ერთია და ეს ერთი მე ვარ. ყელზე სიმძიმეს ვგრძნობ. მიჭერს, მახრჩობს.ჯვარი. თითქოს. შეიწოვა ყველა ჩემი ცოდვა და დამძიმდა.მეც დავმძიმდი. აღარ ვარ ის ბიჭი , რომელსაც შეეძლო გაუაზრებლად ყოფილიყო ბედნიერი.დავკარგე ფრთები, რომლითაც შემეძლო სამოთხეში მეფრინა. ცოდვებით დამძიმდა ჩემი სხეული და ნელ-ნელა ვეშვები ქვევით, უფსკერულისაკენ. ოცნებას აზრი არ ჰქონია. ეს სიმფონია სასოწარკვეთის ნოტების ერთობლიობაა. კავშირია ორს შორის. ორს, რომლებიც ჩემს სხეულში ბინადრობენ. ერთის მელოდია ხავერდოვანია, დაუნდობელ ქარს შუაზე აპობს და ამაყად, ცეკვით წინ მიიწევს. მეორე შედარებით სუსტია, თვალებიდან მოდის და ნაზად ქარის მიმართულებას მიჰყვება. სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. ოდესღაც ერთმანეთსაც გადაეყრებიან. შეხვდებიან და ერთს შექმნიან. ერთს, რომლის მსგავსიც არასდროს არავის გაუგონია. გარშემო მეხვევა ეს ხმა. ნოტები თავის საქმეს შვებიან. არ მეშვებიან. არ მტოვებენ, ვუყურებ როგორ მიდიან საპირისპირო მიმართულებით და მეშინია. ასე ტრიალებს ყველაფერი. გამუდმებით. მათ ერთი ბოლო აქვთ, შეხვდებიან და გაქრებიან. ერთი მეორეს ვერ შეეხება. ეს ტრაგედიაა. ტრაგედია, რომელსაც დასასრული არ აქვს.
რა არის ტრაგედია?
ტრაგედია ბრძოლა არის, განწირული ადამიანის ბედთან ბრძოლა.
დასასრული?
დასასრულიც ბრძოლაა. უსასრულობასთან ადამიანის ბრძოლა.”
ტელემაქე ვარლამაშვილი
***
“მშობლებისგან ბევრს ვსწავლობთ. ჩემი მშობლები მთელი ცხოვრება ცდილობდნენ, რომ მე ტელემაქე ვარლამაშვილი ვყოფილიყავი. ერთხელ მამას შეხვედრაზე აგვიანდებოდა.განერვიულებულს გზაში ახალგაზრდა გოგო შეგვხვდა. 20 წლის იქნებოდა, მამას სთხოვა 10 თეთრი დამიმატე გზისთვის მაკლდებაო. მამაჩემი მორწმუნე და კეთილი კაცია. ყოველთვის ყველას ეხმარებოდა. მეც ვამაყობდი მისით. დარწმუნებული ვიყავი , რომ გოგოს ხურდას მისცემდა. ამაყი სახით ველოდებოდი მამის კიდევ ერთ საამაყო ნაბიჯს. მე ყოველთვის ვამაყობდი მამაჩემით. ახლაც ვამაყობ. მაგრამ არა, ამ დღე ჩემი იმედი არ გამართლებულა. მამამ გულგრილად ჩაუარა ახალგაზრდას. გამიკვირდა, ასე არასდროს მოქცეულა. მთელი გზა ჩუმად ვიყავი. ვერ ვხვდებოდი, როგორ გააკეთა ეს კაცმა, რომელიც მთელი ცხოვრება მასწავლიდა, რომ ყველას უნდა დავხმარებოდი. პირველად გაუაზრებლად შემეპარა ეჭვი საკუთარი მამის სიკეთეში.
გზა გაიწელა. უკვე ბნელოდა. ახალი წლის ღამე ახლოვდებოდა და უკვე მოერთოთ ქუჩები. ლამაზად ანათებდნენ სხვადასხვა ფორმის ლამპიონები, მაგრამ რატომღაც ადამიანებში არ სუფევდა საახალწლო განწყობა.მიზეზს წლების შემდეგ მივხვდი. აღარ უხარიათ ადამიანებს ახალი წელი, არც სხვა დღესასწაულები ახარებთ, დაღლილებისთვის და გაბოროტებულებისთვის აღარ არსებობს არც ერთი დღესასწაული, არსებობენ მხოლოდ დღეები. დღეები, რომლებიც გადიან და უკან არაფერს ტოვებენ.
სახლს მიახლოვებულები, აწითლებულმა გადავწყვიტე მამასთვის მეკითხა . მაინტერესებდა რატომ მოიქცა ასე და არ დაეხმარა იმ გოგოს. რატომ არ გააკეთა სიკეთე კაცმა, რომელიც მასწავლის, რომ სიკეთის თესვა ჩვენი სულის ხსნაა, რომელიც მუდმივად იმეორებს, რომ არაფერი არ ალამაზებს ისე სულს , როგორც უანგარო სიკეთე. სამწუხაროა . ეს სიტყვები, მამის რჩევები , მხოლოდ წერის დროს მახსენდება. მამას ბევრი არც უფიქრია , პასუხი ასე გამცა : ტელემაქე ის გოგო ახალგაზრდაა, სიცოცხლით სავსე. მას არ უნდა ჰქონდეს სხვისი იმედი. შენ ჯერ ვერ მიხვდები პატარა ხარ. ათი თეთრი არაფერია, უბრალოდ ერთხელ რომ იგრძნობ დამცირებას , აღარ აღმოჩნდები იმავე მდგომარეობაში. შვილო, ბოროტება სიკეთის თესვის ერთ-ერთი საშუალებაა.იცი სულ სიკეთეს თუ გაუკეთებ ადამიანს , ჩვევაში გადაუვა და ბოლოს მაინც დაუფასებელი და დაჩაგრული შენ დარჩები. მაგრამ აქ შენზე არ არის. ისიც გაბოროტდება და გაუმაძღრობას მიეჩვევა. ასეთია ეს სამყარო. იცი ტელემაქე ერთი შეხედვით, სიკვდილი სიცოცხლის დასასრულია. კვდები და მიდიხარ ამ ქვეყნიდან.ტოვებ წუთისოფელს, შენი სხეული იხრწნება. მშობლები, მეგობრები და ახლობლები ტირიან, ყველა სევდიანია. თითქოს შეუძლებელია იმის წარმოდგენა , რომ ამ ყველაზე საზარელ და სამწუხარო მოვლენას შეიძლება სხვა მხარეც ჰქონდეს. სიკვდილი არ არის დასასრული ის აღდგომისა და იმედის წინაპირობაა. სიკვდილ-სიცოცხლე ერთად ქმნის იმ საიდუმლოებას , რომელსაც ადამიანთა ყოფა ჰქვია. ხანდახან ადამიანობის დასაბრუნებლად სიკვდილია საჭირო. ასეა ბოროტებაც. ბოროტი საქციელიც შეიძლება სიკეთეს იტევდეს. იმ გოგომ თავი დამცირებულად იგრძნო ასე , რომ მეორედ უფრო დააფასებს ფულს და უფრო წინდახედული იქნება. ის ვერ მიხვდება , რომ მე ეს გამიზნულად გავაკეთე. მე ეს არ მჭირდება. მე არ მჭირდება, რომ ვინმემ ჩემი სიკეთე დაინახოს.
არ ვიცი რატომ გამახსენდა ეს სიტყვები ახლა. რატომ ამომიტივტივდა გონებაში. ალბათ, თავს ვიმშვიდებ. ვიმედოვნებ , რომ იმედი ჯერ კიდევ არსებობს. იმედი გამოსწორებისა. იმედია ჯერ ეს იმედი არ მომკვდარა ან იქნებ მოკვდა და მართლა სიკვდილმა დამიბრუნოს ის , რაც ცხოვრებამ წამართვა. “

17 წლის ტელემაქე
***
“მე ვარ სამყაროდან, რომელიც ზღვასა და ცას აერთებს. ჩემს ამბავს ბევრი ვერ გაიგებს, ბევრიც გაიგებს სხვანაირად. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე ცისა და ზღვის საზღვარზე ვარ გაჩერებული. ცა ზღვას ვერასდროს შეხვდება. ერთ ადგილას გაჩერებული ვერც ზევით ავდივარ, ვერ ქვევით ჩავდივარ. ალბათ, ბევრი დაიმახსოვრებს ჩემს ამბავს. სინამდვილეში, ჩემი ამბავი არავინ იცის. არავის უნდა სიმართლის დანახვა, არც ჩემს თავში დაინახავს ვინმე საკუთარ თავს. შეიძლება დაინახოს კიდეც , მაგრამ არასდროს აღიარებს. არ აღიარებს, რომ ეს ბიჭი, რომელიც შეიძლება ზიზღს გვრის, მასშიც ცოცხლობს. რომ ცოცხლობს და ელოდება წამს, როდის ჩაიგდებს ხელში მის სხეულს. კი, აღიარებაც განაჩენია. მე ვაღიარებ. დღეს ჩემი სხეული გაყინულია, ნელ-ნელა, დღიდან-დღემდე დნება. მისგან არაფერი რჩება. მხოლოდ მიტოვებული, განწირული წყლის გუბე დარჩება. მის ამბავს არავინ იკითხავს. ნახავენ, მაგრამ არავინ იფიქრებს, რომ ერთ დროს ისიც სხვანაირი, განსაკუთრებული იყო. მათ ეს არ ანაღვლებთ. არც მიტოვებულს შერჩენია ძველი გრძნობები. დაკარგა, აღარ ანაღვლებს რას იტყვიან. მან იცის, რომ შეხედავენ და მხოლოდ საკუთარ ანარეკლს დაინახავენ. სიკვდილის პირისპირ განწირული საყვედურს არ ამბობს. იცის, რომ ის სულ ასეთი არ ყოფილა. იცის, რომ მას ის ჰქონდა რაც მათ არასდროს ჰქონიათ.
არც მე ვყოფილვარ სულ ასეთი, თუმცა ამას მნიშვნელობა არ ჰქონია. დამიმახსოვრეთ მე, ტელემაქე. ყველამ დაიმახსოვრეთ , როგორია ტელემაქე ვარლამაშვილი. მე მალე გავქრები. თუმცა მე ამ მიწიდან არ წავალ. სულ აქ დავრჩები. გადავიქცევი აჩრდილად. მოჩვენებად, რომელსაც ვერავინ დაინახავს, მაგრამ, რომლის სიახლოვესაც ყველა იგრძნობს, რომლისაც ყველას შეეშინდება. არ აქვს მნიშვნელობა ვინ, როგორ დაიმახსოვრებს ჩემს ამბავს. ჩემი ამბავი დარჩება ტრაგედიად. ტრაგედიად, რომლის მსხვერპლიც გახდება ის, ვისაც ეშინია. ეშინია სიმართლის აღიარების.”
ტელემაქე ვარლამაშვილი
***
“ხშირად ვეკითხები ჩემს თავს, რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს. ტკივილისაგან დაბრმავებული, მხრებში გაშლილი, მიწაზე მყარად მდგარი, ერთ ადგილას გაყინული მშვიდად ვუყურებ, როგორ მიდის სიცოცხლე ჩემგან. ვერ ვიბრუნებ. დღეებს ვითვლი. ეს დღეც დამთავრდა. ეს დღე უაზროდ გაქრა. კვალი არ დატოვა. ყოველღამით ამაზე ვფიქრობ. ყოველ ღამე მოდიან და ვეღარ ვსუნთქავ. ეს აზრი ერთ ადგილას არ ჩერდება. ერთი შავი ლაქაა ჩემს გონებაში. იზრდება, მის დესტრუქციულ ძალას ვერაფერი ეწინააღმდეგება. გონებას მთლიანად ჩამიყლაპავს და სხვა ყველაფერზე ფიქრს შეუძლებელს გახდის.ყველა აზრს გაფანტავს და ჩემს გონებაში უსასრულოდ გაშლილ ზღვას მყრალ ჭაობად აქცევს. ჭაობად, სადაც არაფერი გაიხარებს, რომელიც სიცოცხლის ყველანაირ კვალს გააქრობს. მთელ სხეულს ამიმყრალებს. გზები გაეხსნება და ბოლოს მთელ სხეულს ჩაითრევს, გააშავებს. სად შევცდი ან როდის შევცდი, რა გამომრჩა ან როგორ მოახერხა ჩემში შემოღწევა. ეს კითხვებია, რომლებსაც პასუხები არ აქვთ. ეს მელანქოლიაა. ეს საზარელი ხმა თავიდან არ მშორდება. სულ თან დამსდევს. მხოლოდ ეს ხმა მესმის. ყველა სხვას აყრუებს, თავს შუაზე მიხლეჩს. სხეული კანკალებს, სურათი მიორდება, ფეხებში სისუტეს ვგრძნობ. თავს ვეღარ ვიკავებ. მოსვენება დავკარგე. დღეები ერთმანეთს ემსგავსებიან. ყოველდღე, გათენებიდან დაღამებამდე არაფერი იცვლება. ეს შეგრძნებაც არ მშორდება. ასე ვუყურებ უაზროდ როგორ გადიან საათები. როგორ გადიან დღეები. იცვლებინ სეზონები. წლები. ბოლოს, ყველაფერი დამთავრდება, ასე უაზროდ. უსასრულო ლოდინში. უსასრულოდ კითხვებზე პასუხების ძებნაში, გამოსავლის ძებნაში - მოკვკდები. საფლავთან იტირებენ. მათ ცრემლებს მნიშვნელობა აღარ ექნებათ. ის დღეები იტირონ, რომლებიც უაზროდ დაკარგეს. რომლებსაც ვეღარ დააბრუნებენ. ის დღეები, რომლებიც გაქრნენ. გაქრნენ და არაფერი დატოვეს. არაფერი შეცვლილა. ჩემი დღეებიც ასე გადიან და ვერ ვეგუები აზრს, რომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია, რომ არარაობის შეგრძნება ჩამისახლდა. უსარგებლო გავხდი. მე არ ვცხოვრობ სხვისთვის, ვერ ვეხმარები საკუთარ თავს. საფლავი სულ დარჩება, სულ იდგება. საკითახავია სხვების გონებაში,როდის დავიმარხები და გავხდები უბრალოდ მოგონება. მოგონება, რომელიც ამ დღეებივით უგოზუკვლოდ დაიკარგება.”
ტელემაქე ვარლამაშვილი
***
12 საათია, დაღამდა. კონსტანტინე ჯერაც არ ჩანს. სახლი ცარიე„ლია. ამ სახლში ხმა გაყინულია. ტელევიზორი წლებია აქ აღარ ჩართულა, წლებია სახლიდან ვიოლინოს ხმა აღარ გამოსულა. შეუდარებელი მოსასმენი იყო. საკმარისი იყო თვალები დაგეხუჭა, რომ ეს მელოდია მხრებზე დაგაფრინდებოდა, ხელებს მაგრად მოგკიდებდა და ამოუცნობ სამყაროში წაგიყვანდა სასეირნოდ. ეს ხმა არაამქვეყნიური იყო. ღია ფანჯრიდან გამოდიოდა და ყველა შემხვედრს გულს უთბობდა. ბუნებასაც ატკბობდა. ამ ფანჯრიდან სულ სითბო გამოდიოდა. ყველა გამვლელის ყურადღებას იქცევდა. ჩემი ყურადღებაც ხშირად მიუქცევია ამ ფანჯარას. სულ რაღაც ანათებდა. იმხელა სითბო გამოდიოდა, რომ ადგილზე მაშეშებდა. მინდოდა უსასრულოდ აქ დავრჩენილიყავი. თავს ძალიან მშვიდად, შინაურულად ვგრძნობდი. სახლი. ბედნიერებაა, როდესაც ადამიანს გაქვს ადგილია, სადაც ყველაფერი შენია. ყველა კედელს იცნობ. კი, ამ ფანჯარას ლილესა და კონსტანტინეს ოთახში შევყავართ. ეს მათი ბუდე იყო. სახლში არ ეტეოდა მათი ბედნიერება და გარეთ გმოდიოდა. ახლაც ხშირად გავდივარ ამ სახლს. ვუყურებ იმ ფანჯარას - სულ დახურულია. მხოლოდ ჟალუზი ჩანს. ალბათ , ახლა თაროები დაიმტვერა. ვისღა ეცლება ამ თაროების გასაწმენდად. ეს ადგილი ლილეს ყველაზე მეტად უყვარდა. უამრავი დრო დახარჯა წიგნების დალაგებაში. ეს მისი კუთხე იყო. ყველა წიგნს ყდაზე აწერია : “ლილე ანჯაფარიძის ბიბლიოთეკიდან”. ყველა წიგნი რაღაც განსაკუთრებულს მალავს. კოკიმ ეს იცის, ამიტომ არ ეხება საყვარლის ბიბლიოთეკას. ამ წიგნებს, რომ ენა ჰქონოდათ მოყვებოდნენ ამბავს. ამბავს, რომელზეც კიდევ ერთი წიგნი დაიწერებოდა. ბევრი ნახეს, მისი სიხარული, მისი ღიმილი, მისი ცრემლიც შეუშრიათ. ერთგულად ედგნენ სულ გვერდით და არასდროს ტოვებდნენ. ამ ოთახში შესვლა აღარვის უყვარს. ამ ოთახთან შეხება არავის უნდა. ყველგან ის არის. უსასრულო მოგონებად იქცა. ამიტომ არ აღებს ფანჯარას კოკი. არ უნდა , რომ გაუშვას. ეს ოთახი ფურცელია. ფურცელი, რომელზე დაწერილია მოთხრობა, რომელსაც ლილე ანჯაფარიძის ცხოვრება ჰქვია. არა მარტო ოთახი , მთელი სახლი ცარიელია. ეს სახლი მან ააშენა. ამ ოჯახს ბედნიერი მან დაარქვა.
ორი საათი დაიწყო კონსტანტინეც გამოჩნდა. გულგრილად აიარა კიბე და სავარძელზე დაწვა. ეს სავარძელი კოკის ლოგინი გახდა. ვეღარ სძინავს იქ , სადაც საყვარელ ადამიანთან ერთად ეძინა. ასე გადიან დღეები. საკუთარ სახლში აჩრიდლებად იქცნენ მამა-შვილი ვარლამაშვილები. ისინი ერთმანეთს აღარ უყურებენ. აღარც ლაპარაკობენ. ერთმანეთს ვეღარც ცნობენ. შემოსასვლელში თუ შეხვდებიან ერთმანეთს. ამ დროს თუ ჩახედავენ თვალებში ერთმანეთს. მაგრამ თვალებს არიდებენ. არ უნდა კოკის ცრემლებით მოქსოვილი კიდევ უფრო მწვანე თვალები დაანახოს შვილს. არც ტელემაქეს უნდა ანახოს მამას, რომ დედამისის თვალები გაუფერულდა. მათი სუნთქვა ერთმანეთს აღარ ეწყობა. მათი გული სხვადასხვანაირად ცემს. ისინი უცხოები გახდნენ. ბევრჯერ უცდია კოკის შვილთან მისვლა. მასთან დალაპარაკება. ენატრება მამას შვილის ალერსი. უნდა მივიდეს, მხარზე ხელი დაადოს, გაამხნევოს. ბევრჯერ უცდია, მაგრამ რამდენჯერაც წამოდგა, იმდენჯერ ვერ გაბედა. მიუახლოვდება კიბეს აივლის ერთ-ორ საფეხურს და უკან დაბრუნდება. არ იცის რა უნდა უთხრას. ვერ იპერფერებს და ვერ დაარწუმენბს შვილს , რომ ყველაფერი კარგადაა. მას ხომ ეს დიდი ხანია აღარ სჯერა. ასე მიყვება დღეები დღეებს. ასე ცხოვრობენ. მისტირიან ცხოვრებას, რომელიც აღარ არსებობს. დრო კი უბრალოდ გადის. რა ქნას. ის ვერ გაჩერდება და ვერ დაელოდება, როდის გამოფხიზლდებიან. დროც დათვლილია. ზედმეტად ხანმოკლეა მუდმივი გლოვისათვის. ყოველი წამი ერთი ნიჩბის დარტყმას უდრის. ყოველი დატყმა ნელ-ნელა გვითხრის საფლავს. ეს ბუნების კანონია. მას ვერავინ შეეწინააღმდეგება. უსამართლოა? უსამართლო სულაც არ არის. რა შეუძლია გააკეთოს ადამიანმა? ყოველი დღით, ყოველი წამით დატკბეს. აზრი მისცეს თავის ცხოვრებას. გაიხაროს. ბედნიერი იყოს. რაც უფრო მეტ დღეს მოკლავს დარდში, მით უფრო ღრმა იქნება მისი საფლავი. უნდა გამოცოცხლდეს. ან რა მნიშვნელობა აქვს ცოცხალი, მოსიარულე გვამი იქნები თუ გარდაცვლილი იწვები მიწაში. ისინი არ განსხვავდებიან, ორივეს ერთი სახელი ჰქვია - მკვდარი
***
“დღეს 7 დეკემბერია. ყოველ წელს ამ დღეს ჩემი ცოლი ისევ თავიდან კვდება. რამდენი დღე, რამდენი თვე, რამდენი წელი გავიდა. უსასრულო, დაუსრულებელ უკუნითში ვარ. ოქსიმორენი - ამ სიტყვას ხმარობენ კონტრასტული მეტაფორის აღსაწერად. ადრე უბრალოდ ჩემი საყვარელი მხატვრული ხერხი იყო დღეს კი მე დაუსრულებელ ოქსიმორენში ვცხოვრობ. ის აჩვენებს, რომ ცხოვრებაში რადიკალური არაფერი არ არის. რომ ორ საპირისპიროს, სრულიად საწინააღმდეგოს შეუძლიათ ერთად სილამაზე, ხელოვნება შექმნან.ჩემს მდგომარეობასაც ეს სიტყვა საუკეთესოდ აღწერს. ეს უკუნითი არ არის უსასრულო სიბნელე. ის სინათლისა და სიბნელის ერთობლიობაა. ეს ნათელი უკუნითია. ის ნელ-ნელა ირღვევა. იფლითება და სწორედ ნაგლეჯებიდან ანათებს სინათლე. მორცხვად შემოდის. წამეთამაშება, გამამხიარულებს და ბოლოს გაქრება. ეს სინათლე უხილავი სიმია, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს. რომელიც განზომილებებს არ უშინდება. აბსტრაქციასა და მატერიას აერთიანებს. ეს ის სინათლეა, რომელიც მაშინ დავინახე, როდესაც ტელემაქე გაჩნდა.სიყვარული. კი, სწორედ სიყვარული ქვია მას. არა ამქვეყნიური, არამედ-უნივერსალური. მაგრამ ,სანამ ის ზეციდან მოკვდავ მიწამდე ჩამოვა და ჩემამდე მოაღწევს, დეფორმირდება.ადამიანი ვარ. რა ვქნა, არ ვარ იმდენად ძლიერი.მეც ადამიანი ვარ და ჩემი ცხოვრება, ეროსისა და ტანატოსის, უფრო მარტივა კი- ნეტარებისა და სიკვდილის უსასრულო ბრძოლაა. სწორედ ის ქმნის ადამიანში დაუკმაყოფილობის შეგრძნებას. ეს შეგრძნება არ მაძლევს საშუალებას დავკმაყოფილდე ამ სანატრელი სინათლით და მეტის მოთხოვნილების სურვილი გარშემო წყვდიადს ქმნის. მას ჩემამდე არ უშვებს. ლილეს წასვლამ გამანადგურა. მაგრამ მისი წასვლა მხოლოდ უსაზღვრო ტანჯვა არ არის. ამ ტანჯვასაც აქვს მეორე მხარე. ეს ტანჯვა, ეს დაუსრულებელი ტკივილი ნიშანია იმისა, რომ ჩემი ცოლი არ მომკვდარა. რომ ის ჩემშია. ეს მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილია. ბევრჯერ მითხოვია ამ ტკივილის მოშუშება. შემდეგ მიფიქრია რა უფრო საზარელია , როდესაც ადამიანს კარგავ თუ როდესაც ეგუბი მის დაკარგვას. ბევრი ვიფიქრე. ამ ფიქრში წლები გავიდა და გადავწყვიტე, რომ სიკვდილს არ ვაპირებ. გადავწყვიტე, რომ ლილე ანჯაფარიძე, რომელიც ჩემში და ჩვენს შვილში ცხოვრობს, რომელიც იმ ოთახში ახლაც ტრიალებს, სახლიდან არ გავუშვა. არამგონია ის ახლა ბედნიერი იყოს. მას ჩემი სიკვილი არ მოეწონებოდა. მეღიმება. კი, შენ აქ ხარ ჩემო საყვარელო მშობლის მკლავებში გახვეული წახვედი. სიხარულო, სიმშვიდე, ჩემო ლამაზო ოცნებავ, გულისხმიერო,კეთილშობილო, სიმდიდრევ, ტკივილო, დაღო. მე დიდხანს ვიცოცხლებ. დიდხანს ვიცოცხლებ ჩემო სახენათელო, მშვენიერო. სანატრელო. არასდროს დაგივიწყებ. ცრემლს არ შეიშრობს და ხსოვნას არ მოგაკლებს შენი კოკი”
კონსტანტინე ვარლამაშვილი
***
დადო კალამი. ფურცელი უჯრაში ჩადო. უჯრაში, რომელიც კოკის უსასრულო არქივია. აქ დაწერილია უამრავი უთქმელი სიტყვა. აირბინა კიბე და დიდი თითქმის კარის ხელა ფანჯარა გააღო. ამ დღეს, როდესაც ამ სახლთან ჩავიარე, ამ ფანჯრიდან ისევ სინათლე გამოდიოდა. ისევ ის შინაური სურნელი დაუბრუნდა. რამდენიმე წამი ვიდექი გაშეშებული. მან ისევ ფრთები შეისხა და ჩემამდე მოვიდა. ახლა სახლში მშვიდად წავალ. ვიცი, რომ ის ამ სახლიდან არ წასულა. ისევ იმ ოთახშია. ის ყოველთვის დარჩება ბოძად. ვარლამაშვილების ოჯახის დედაბოძად.
***
“ჯერ ბაღიდან სკოლაში გადასვლა გამიჭირდა. შემდეგ სკოლაში შევედი. იქ გავატარე ჩემი ცხოვრების 12 წელი. არ ვარ ადამიანი, რომელიც სიახლეებს ადვილად ეგუება. არ ვარ ადამიანი , რომელსაც შეუძლია ცხოვრების სწრაფ რიტმს აჰყვეს. მე არ ვარ ის , ვისაც შეუძლია წარსულზე უარი თქვას, დაშორდეს, დაივიწყოს. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს. რამდენი რამეც არ უნდა შეიცვალოს. ყოველთვის ვცდილობ წარსული არ განვდევნო ჩემიდან. არ ვიცი რას ვერ ველევი ჩემს წარსულში ისეთს , რომ ვეჭიდები მას. ხელს არ ვუშვებ. არც მე ვიცი რატომ. ალბათ, მეშინია. უბრალოდ მეშინია, რომ ,როდესაც ჩემგან ყველანაირი წარსულის კვალი გაქრება, დავრჩები მარტო. მარტო მომაკვდავი ადამიანივით, რომელიც ჯერ კიდევ გამალებით იბრძვის სიცოცხლისათვის. რომელიც სიცოცხლეს არ ეშვება, რომელსაც არ უნდა გაქრეს. ვერ ელევა ყველაზე ძვირფასს. რამდენიც არ უნდა ვილაპრაკო სინამდვილეში ლაჩარი ვარ. იმდენად ლაჩარი, რომ შეგუებულ ტყუილში ცხოვრება ვარჩიე. ჭეშმარტების დანახვაზე უარი ვთქვი. აი ახლა ,როდესაც სკოლას მოვრჩი, გაყინული დავრჩი მარტო. წინ არაფერია. უკან მიხედვის მეშინია. ვერავის ვერ ვხედავ. არ ვიცი საით წავიდე. ყველამ დამტოვა. ზოგმა წინ წაიწია. ზოგმა უკან დაიხია. მე არც წინ წავედი, არც უკან დავიხიე. ერთ ადგილზე გავიყინე . უბრალოდ გავქრი. უსასრულოდ ველოდი, როდის მანიშნებდა ცხოვრება საით წავსულიყავი. ამ უსასრულო ლოდინის ტყვე ვიქეცი და ,ხო,გავქრი. დავიკარგე. დავკარგე ყველაფერი და ერთადერთი რაც მაცოცხლებდა წარსულის მირაჟი იყო. მირაჟი. რომელიც მე შევწმენი. რატომ ვერ შევეგუე სიმართეს? რატომ არ მივიღე? არ ვიცი. არასდროს არ შემეძლო გადაწყვეტილების მიღება. მწარე სიმართლეს თვალებში ვერასდროს ვუყურებდი. აქ შევცდი და მეც ტყუილად ვიქეცი. ყველაზე მეტად რას ვერ შევეგუე? ყველაზე მეტად რისი დაჯერება გამიჭირდა? რომ ადამიანებმა გრძნობა დავკარგეთ და თვითგადარჩენის ინტრინქტის გაბმულ ძაფებში მორჩილად გავებით და მარიონეტებად ვიქეცით. აი ეს ვერ დავიჯერე. აი ამას ვერ შევეგუე. არ მეჯერა, რომ მარტო დავრჩებოდი. ამიტომ ვიღებდი ყველაფერ ისეთს, როგორიც იყო და ასე ვიქეცი მე ,ტელემაქე ვარლამაშვილი, ერთ დიდ ტყუილად.
წლები დამჭირდა, რომ აქამდე მოვსულიყავი, რომ ამას მივმხვდარიყავი. დიდი მსხვერპლი შევწირე. თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, დღეს არც წარსულს ვნანობ, არც მომავალზე ვფიქრობ ერთადერთ რაც მინდა დედაჩემი ცოცხალი იყოს. ნახოს, როგორ დგება ფეხზე მისი შვილი. რა თქმა უნდა , ნახავს დედა ჩემთანაა. ახლაც მიყურებს და მიღიმის. ხელს მიწოდებს. მე გგრძნობ დედი.
მზეო ამოდი. მიპოვე. მარტო დარჩენილი, დაკარგული მომიალერსე . გაგიგრძელდა განზე დგომა. მე შენ გელოდი. შენ კი ელოდი , როდის ვიქნებოდი მზად, სიმართლის მისაღებად. მზად ვარ. ახლა ვგრძნობ, რომ მზად ვარ. ღამე არის მთვარიანი, ქარიანი. მთვარევ გადმომხედე. გამახარე. დავბრუნდი. ისევ ვგრძნობ ჩემთავს. ისევ მოხვედით. აი მე , აი მზე და აი მთვარე”

ტელემაქე ვარლამაშვილი

***
“მალე ყველაფერი დამთავრდება. მე მალე გათხოვილი ქალი მერქმევა. ყველას აქვს ბედნიერების უფლება. ეს ბედნიერებაა. ბედნიერება, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ვეძებდი. მაინც არ მასვენებს. კითხვა,რომელიც მტანჯავს არის ვიმსახურებ თუ არა მე ბედნიერებას. მე უბედურებას გავექეცი და ჩემი ხელით, ხელოვნურად შევქმენი საკუთარი ბედნიერება.სწორედ ამიტომ ბედნიერება აღარ არის ისეთი , როგორიც უნდა ყოფილიყო. საკუთარ თავს, საკუთარ ოცნებებს გავექეცი. 10 დღეში ქორწილი მაქვს. ცხოვრებას ვუკავშირებ ადამიანს, რომელმაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. სიბნელეში, დამჭკნარ მინდორში აყვავდა. აყვავდა მაშინ , როდესაც ყველაფერი სულერთი იყო. აყვავდა და საუცხოო სურნელი მოაფრქვია. ბალახს სიმწვანე დაუბრუნა. ცას- ცისფერი. განგებამ მე ის გამომიგზავნა. ის კარგი ადამიანია. კეთილი. გამგები. მე ის მიყვარს. კი , მიყვარს და არასდროს არ შემპარვია ეჭვი ამაში. მე თავს არ ვიტყუებ. ბავშვობიდან ვოცნებობდი იდეალურ სიყვარულზე. ყოველთვის მეგონა, რომ ვიცოდი რა იყო სიყვარული. ბავშვობაში მიხაროდა, რომ ეს გრძნობა ვიპოვე. ახლა დარწმუნებული აღარ ვარ. დარწმუნებული არაფერში აღარ ვარ. დრო უკვალოდ არ გადის. ხელშეუხებელს არაფერს ტოვებს. არა, ის დროზე ძლიერია. უბრალოდ იცვლება. ადრე ერთ სიმფონიას გავდა. სასიამოვნოს, ნაზს. ახლა მხოლოდ ექო დარჩა. ექო, რომელიც მუდმივად იარსებებს. იარსებებს, მაგრამ ვეღარასდროს ვეღარ გახდება მელოდია. არა, ამას ვერავინ გაიგებს. მე იდეალურში სხვა სიყვარულს ვგულისხმობ. არა, ისეთს , როგორიც რომანებშია. ვერ ავხსნი. ვერავის ვერ ავუხსნი რა არის ჩემთვის სიყვარული. თუმცა, კი, მე გიორგი მიყვარს. არასდროს არ მინანია, რომ ქორწინებაზე დავთანხმდი. ბევრს უთქვამს ჩემთვის , რომ თავს ვიტყუებ. მე თავს არ ვიტყუებ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ არასდროს არ წარმომედგინა, რომ ცხოვრებას ტელემაქეს არ დავუკავშირებდი. ტელემაქე, ეს არის სახელი, რომელიც მტანჯავს. მისი ყოველი გამოხედვა შუაზე მხლეჩს. მანადგურებს. არა იმიტომ , რომ ტელემაქე ჩემი პირველი სიყვარულია. ხშირად მეკითხებიან ისევ მიყვარს თუ არა ტელემაქე. მიყვარს, რა თქმა უნდა , მიყვარს. მე ტელემაქე სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება. მთელი ცხოვრება ამ გრძნობას გულით ვატარებ. ჩვენი ურთიერთობა არაფერს არ ჰგავდა. არაამქვეყნიური იყო. ის შეუძლებელია გაქრეს. ასეთი გრძნობა ერთხელ მოდის. ალბათ, ამიტომაც დამთავრდა ასე. ეს იყო ერთადერთი გზა. დამთავრდა, რადგან არ გაუფასურებულიყო. რომ წარმოსახვაში მაინც ეცხოვრა მუდამ ისეთს, როგორიც იყო. ყველაზე კარგი ყოველთვის იშვიათია. დამთავრდა, რომ მომაბეზრებელი არ გამხდარიყო. მაგრამ მე მისი გადარჩენა შემეძლო. შემეძლო დავხმარებოდი მივატოვე. მხარში ვერ დავუდექი. გავიქეცი. გავექეცი სიყვარულს და შეიძლება გავექეცი სწორედ იმას, რაც გამაბედნიერებდა. ხანდახან თავი ყველაზე ეგოისტი ადამიანი მგონია. მგონია, რომ ვიღაც ჩემს ცხოვრებას წერს, მე არ ვემორჩილები. მუდმივარ გავურბივარ. თუმცა არაფერი გამომდის. გზა მომეჭრა. სამუდამო ტყვე გავხდი საკუთარი წარსულისა. წარსულის აჩრდილები მოსვენებას არ მაძლევენ. თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ბედნიერებაც დანაშაულია. ეს შავი ვუალი ნელ-ნელა მეხვევა. მასთან შეხება სხვა არაფერს არ ჰგავს. მისი ქსოვილი ყველაზე ნაზია. ჰაეროვანი. მინდა , რომ დიდხანს ვიგრძნო. დიდხანს დარჩეს ჩემს სხეულზე. სხეულზე სრიალებს. ჯერ ხელებზე შემომეხვევა. შემდეგ ზურგზე გადაჯვარედინდებa, ბოლოს ყელამდეც მოვა. თვალებს დავხუჭავ. მშვიდად ვსუნთქავ. ცივი, ჰაეროვანი ქსოვილი დაძაბულ, ნაადრევად დაბერებულ კანს ამშვიდებს. მთელი სხეულით ვგრძნობ ამ სინაზეს. სათუთს. შვებას მგვრის. მეც ვმშვიდდები.წამიერად ყველაფერი მავიწყდება და მეც მისსავით ნაზი და ჰაეროვანი ვხდები. გავა რამდდენიმე წამი და მომიჭერს. ერთიანად. ყველგან. თვალები გამიწითლდება. სისხლისფერი გახდება ჩემი მწვანე თვალები. უფროდაუფრო მაგრად მიჭერს. მახრჩობს. ვერ ვიშორებ. ის სულ თან დამსდევს. წასვლას არ აპირებს. უნდა , რომ ბოლო მომიღოს. რამდენჯერ მიცდია წარსულის სამუდამოდ დავიწყება. რამდენჯერ მიცდია ყველაფრის დავიწყება , რაც მოხდა. არა, ასე არ გამოვა. რაიმე უნდა შევცვალო. წამით წარსულში უნდა დავბრუნდე. თვალებში უნდა ჩავხედო. ჩემს გრძნობებს თვალი გავუსწორო. და წერტილი დავუსვა. მომეშვა. აღარ მახრჩობს. სუნთქვა ისევ დამიმშვიდდა. კი , ეს სიმართლეა. გაუგებრობაში ვერ ვიცხოვრებ. ეს აქამდეც უნდა გამეკეთებინა ახლა დროა. დროა გაუსწორდეს წარსული აწმყოს, შეხვდნენ ერთმანეთს. ბედნიერება არ არის სრულყოფილება, არც სრულყოფილებაა ბედნიერება. სრულყოფილება არ არსებობს, მასში ბედნიერების ძებნასაც არ აქვს აზრი.”
მაკუნა მიმინოშვილი
***
საწერი მაგიდისკენ წავიდა მაკუნა. საგანგებოდ გაამზადა მოსაწვევი. მოსაწვევი ,რომელიც ბედნიერებას უბედურებასთან შეახვედრებს. რომელიც შუამავალი გახდება ცისა და ქვესკნელისა. რომელიც არავინ იცის რას მოიტანს. ვის მოიყვანს. რა მოხდება. უბრალოდ ასე გადაწყვიტა. მაკუნამ იცის. იცის, რომ მისი ბედნიერება ამის გარეშე არასრულფასოვანი იქნება. მის გარეშე ვერ იქნება ბედნიერი. კიდევ ერთხელ უნდა ნახოს. ეს დღე განსაკუთრებული იქნება. მაკუნა მიმინოშვილი 10 დღეში თვალებში ჩახედავს საკუთარ წარსულს და საბოლოოდ გადაწყვეტს საკუთარ მომავალს. ეს 10 დღე ახლა უფრო გრძელი გახდება. ეს დღე ახლა უბრალოდ სანატრელი იქნება.

***
ახალი დღე გათენდა. არავინ იცის რა მოხდება დღეს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვიღაცას გაუხარდეს, ვიღაცას ძველი დარდი მოშორდეს, ვიღაცისათვის კი უკვალოდ ჩაიაროს. არა, ეს დღე მაინც განსაკუთრებულია, ეს დღე უკვალოდ არ ჩაივლის. დღეს 24 მაისია. დღეს მაკუნა მიმინოშვილის ქორწილია. დღეს 19 წლის გოგო სამუდამოდ დაუკავშირებს ცხოვრებას გიორგი პაატაშვილს. წლებია არ მინახავს, წლებია მისი ხმა არ გამიგია. ექვსი დღის წინ მოულოდნელი ქარიშხალივით დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში. დაბრუნდა, როდესაც ქორწილის მოსაწვევი მომივიდა. გამეღიმა, არც ეს ღიმილი ჰგავდა სხვა დანარჩენს. ვერ მალავდა, ეს ღიმილი ვერ მალავდა ტკივილს. თავს საშინლად ვგრძნობდი. ეჭვები მღრღნიან. ვფიქრობ რატომ დამპატიჟა, რა ჩაიფიქრა, რატომ მივყვავარ, იქ სადაც ჩემი ადგილი არ არის. ეს აზრი მტანჯავს , არ მასვენებს. შემომიჩნდა და მაიძულებს საშინელ,ამაზრზენ აზრამდე მივიდე. ღამეები ფიქრში გავათენე. გავხსენი მოსაწვევი და გავიყინე. ასე გაყინულმა გავატარე ბოლო 6 დღე. რამდენჯერ მინახავს მაკუნა საქორწინო კაბაში. რამდენჯერ მინახავს ჩვენი ქორწილი. ეს დღეს ჩვენი უნდა ყოფილიყო. დღეს მე მისი ქორწილის სტუმარი ვიქნები. ვნახავ როგორ მიჰყვება ცოლად ქალი, რომელიც ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკვილია, სხვას. ვიდგები სტუმრებს შორის, ვერ გავინძრევი. ნიღაბს მოვირგებ და დაველოდები ცერემონიის დასასრულს. ვერ გავბედავ წინ წასვლას. ვერ გავბედავ ამ უაზრო პიესისათვის წერტილის დასმას. მე ამის ძალა არ მაქვს. ასე აუღელვებლად შევხედავ, როგორ მიდის ბედნიერება ჩემგან. როგორ წავა და დამტოვებს. ეს ბევრჯერ მინახავს. ერთხელაც ვნახავ. ამასაც გადავიტან, ვშფოთავ, ვნერვიულობ, ეიფორიაში ვარ. არა, არც ერთი სიტყვა, ვერც ერთი წინადადება ვერ გამოხატავს. არ შეუძლიათ გაიზიარონ. რა სასაცილოა სიტყვებსაც აღარ ესმით ჩემი. სიტყვებსაც კი აღარ შეუძლიათ ჩემი ტკივილი გაიზიარონ, ძველებურად შეამსუბუქონ .არა, წავალ. ესეც გამოცდაა, ჩემი ბოლო გამოცდა. ალბათ, ბოლოჯერ ვნახავ. მისი ნახვის სურვილი, მისი სახის წყურვილი ჩემზე ძლიერია. ვიცი, რომ უნდა წავიდე. არ მეშინია, რომ ეს წასვლა ტკივილს მომაყენებს. ტკივილს მე ვერაფერი ვეღარ მომაყენებს. წლების განმავლობაში ყველაფერთან ერთად ესეც დავკარგე.
მთელი დღე შეუმჩნევლად გავიდა. ოთახისაკენ მივდივარ. ყველა ნაბიჯი ჩვეულებრივზე მძიმეა. გარშემო ყველაფერი იცრიცება. ყველაფერი ფერს კარგავს. სუნთქვა მიხშირდება. დიდი ხანია ეს აღარ მიგრძვნია. ვკანკალებ, ხელებს ვერ ვიმორჩილებ, ვერ ვჩერდები. არ ვიცი საიდან მოდის ეს გრძობა. ერთი ვიცი ამ ყველაფერმა ჩემს სხეულს, რომელიც გვამად იყო ქცეული, სიცოცხლე დაუბრუნა. არ ვიცი ამ დერეფნის ბოლოს რა დამხვდება. წამით ყველაფერი დამავიწყდა. წამით წარსული დაბრუნდა. ისევ ცამეტი წლის ვარ.სწორად ვიქცევი? ცხოვრებაში ერთხელ მაინც მინდა ამ კითხვაზე ვინმემ პასუხი გამცეს, ვინმემ ჭკუა მასწავლოს, დამარიგოს. აღარ შემიძლია. წინ ვეღარ მივდივარ. მაჩერებს, წინ მეღობება, არ უნდა, რომ მივაღწიო. არ უნდა , რომ შევხვდე. არა, ბევრჯერ დავემონე, ბევრჯერ ვენდე. ვეღარ შემაცდენს. ძალას ვგრძნობ. ასეთი სიძლიერე წლებია არ მიგრძვნია. ვერაფერი გამაჩერებს. მივიწევ წინ მიჭირს წარმოდგენა , რომ იმ ოთახში არის ქალი, რომელიც წლებია არ მინახავს. დღეს თვალებში ჩავხედავ ჩემს წარსულს. ერთ დიდ მოგონებაში გადავეშვები. მისი სახე უკვე ბუნდოვნად მახსოვს. ეს ქალი საპატარძლო კაბას იცვამს. ელოდება სხვას. მინდა თვალებში ჩავხედო და უბრალოდ დავინახო. დავინახო ბედნიერია თუ არა. კარები, კარებთან მივედი. ყველაფერი გაჩერდა. ეს სიჩუმე მაშინებს. ხელში ძალა აღარ მაქვს. სახელურს ვეხები და თვალებში მიბნელდება. გავბედავ, შევალ , ვნახავ. ასე ვიდექი და ველოდებოდი კარებთან რამდენიმე წამი, შეიძლება წუთიც. დროის შეგრძნება დავკარგე. ერთადერთი, რაზეც შემეძლო მეფიქრა, ეს ის იყო. არ მჯეროდა, რომ ეს ქალი ამ ოთახში იყო. კარი ნელ-ნელა გავაღე. ფრთხილად, უხმაუროდ შევედი. კი, ის აქ იყო, მელოდებოდა. იცოდა, რომ აქ მივიდოდი. ვხედავ, ეს ის ქალია. არა, ეს ისევ ის გოგოა. გოგო, რომელიც წლების წინ ოთახში შემოვიდა. ისევ ის არის, ისევ ჩემი მაკუნაა. არ შემიძლია აღვწერო, რასაც ახლა,მე მისი დანახვისას ვგრძნობ. ძალიან ძლიერი, ლამაზი, ნაზი გრძნობა შემოიჭრა ჩემს სხეულში. ვერაფერმა გააჩერა, შემოიჭრა და მთელი სხეული ერთიანად ააძგერა .არ მტკივა, პირიქით, მინდა რომ ეს შეგრძნება არასდროს დამთავრდეს. მეცნო, ეს ის გრძნობაა. მე ის მაშინ ვიგრძენი, როდესაც პირველად ვნახე. ახლა, ამდენი წლის შემდეგ ისევ მისი დანახვისას ვგრძნობ. ისევ მოვიდა ჩემთან დავიწყებული მეგობარი. ისევ მიპოვა.
‘’ვუახლოვდები. ასეთი სიმსუბუქე წლებია აღარ მიგრძვნია. ვტივტივებ. სარკის წინ დგას. საქორწინო კაბაში. მელოდება. მე მელოდება. თეთრი კაბა ახლოსაც ვერ მიდის მის სინაზესთან, სისპეტაკესთან. კიდევ უფრო ალამაზებს. ის არაფრით არ შეცვლილა. ეს სახე, ეს ტუჩები, ეს თვალები- ისევ ისეთია. ის ის არის.ისევ ის არის. რამდენჯერ მიცდია მისი სახე წარმომედგინა. რამდენჯერ მიცდია ის გამხსენებოდა. ახლა ის ჩემს წინ დგას. ახლა, დღეს ყველაფერი ჩვენს ხელშია’’
‘’ ვეღარ ვმოძრაობ. გავშეშდი. არც ვიცი რა ვთქვა. არც ვიცი ეს რატომ გავაკეთე. სიტყვები ზედმეტია. ისევ ის პატარა გოგო ვარ. ოთახი არნახულად ნათელია. სარკე ირეკლავს მზის სხივებს . მისი სახე. როგორ შეცვლილა. იმ ბიჭის არაფერი აღარ შერჩენია. არა მაინც შერჩა, მის თვალებში ისევ ვხედავ. მას ვხედავ. ამას ადრეც ვხედავდი. წამიერად მისი სარკისებრი, შიშისფერი თვალები ისევ ისეთი გახდა. მეღიმება. ეს ღიმილი ნამდვილია. ასე დიდი ხანია აღარ გამიღიმია’’
‘’ჰო , მისი ღიმილი ყველაზე მეტად მიყვარს. ეს ღიმილი მზესაც აბნელებს. ეს ღიმილი ჯოჯოხეთსაც მინათებს’’.
‘’რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს’’
“როდესაც ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდებოდა, სულ გვერდით ვიყურდებოდი”
“ჩვენი თვალები ისევ შეხვდა ერთმანეთს”
‘’მისი სუნთქვა მესმის’’
‘’ვცდილობ არაფერი ვთქვა. წამით დავტკბე. ’’
‘’ეს დასასრულია’’
‘’ეს წლების წინ არ დამთავრებულა’’
‘’ეს დღეს დამთავრდება’’
‘’ის კიდევ ცოცხლობს ჩემში’’
‘’ამიტომ მოვედი’’
‘’ამიტომ მინდოდა , რომ მოსულიყო’’
‘’ეს ის წამია’’
‘’ეს წამი მართლა მოვიდა’’
‘’ხმას ვერ ვიღებ’’
‘’ვუახლოვდები’’
‘’არ მაინტერესებს ეს სწორია, თუ არა’’
‘’მე არასწორად ვიქცევი’’
‘’მინდა კიდევ ერთხელ ვიგრძნო’’
‘’ეს დანაშაულის გრძნობა ვერ ერევა’’
‘’კიდევ ერთხელ ვეხები’’
‘’მე ეს მინდა’’
‘’ისევ მტკივა’’
‘’ეს ის გრძნობაა’’
‘’მწვავს’’
‘’ჩვენ ვერავინ ვერ გაგვიგებს’’
‘’ კიდევ ერთხელ ვეხები მის ტუჩებს’’
‘’ თუ ეს სიყვარულია, მაშინ მე ის არ მინდა’’
‘’მას ვერ ვებრძვი’’
‘’დამთავრდა’’
‘’ მიყვარხარ’’
‘’მშვიდობით ტელემაქე’’
ვიგრძენი როგორ მომშორდა ნელ-ნელა. როგორ ჩამხედა თვალებში და ხმისამოუღებლად ჩამიარა გვერდი. გავიდა. გავიდა სიტყვის უთქმელად. ყველაფერი დამთავრდა. დღეს ყველაფერი დამთავრდა. გავიდა. კიდევ დიდი ხანი ვიდექი გაშეშებული მარტო ამ ოთახში.ვუყურებდი ანარეკს ჩემს სარკეში. ვიდექი მარტო, სანამ არ გავიგე მელოდია. მელოდია, რომელიც მხოლოდ ქორწილებში ისმის. რომელიც ვიღაცის ბედნიერებას მოწმობს.
***
არ იცოდა ტელემაქემ, რომ მაკუნა ელოდა. ელოდებოდა ხმას როდის ამოიღებდა. როდის დაუძახებდა. რა იცოდა ტელემაქემ, რამხელა ტკივილი იმალებოდა ამ ღიმილის უკან. უკვე მეორედ ვერ დაიცვა, მეორედ გაუშვა. აქ დამთავრდა ტელემაქეს სიყვარული. ეს დასასრული სხვებს არ ჰგავს. ეს დასასრული ლამაზია. მან ტკივილი არ დატოვა. მან ძალიან დიდი ბედნიერება დატოვა. ტელემაქეს სულ ეყვარება მაკუნა. მაკუნასაც ეყვარება ტელემაქე, არ აქვს მნიშვნელობა მათ რა სახელები ერქმევათ, ისინი სულ ერთნი იქნებიან. ტელემაქეს გული ისევ აძგერდა. გაფითრებულს სიცოცხლე დაუბრუნდა. დაეხმარა. ისევ მან, ისევ ამ გადაარჩინა გადაარჩინა. მაინც შეძლო მისი ჭაობიდან ამოყვანა. ახლა შეუძლია მშვიდად იყოს. და დამსახურებული ბედნიერებით იცხოვროს. მან ოჯახი შექმნა. უყვარს თავისი ქმარი, ბედნიერი , მაგრამ მის გულს სულ დაკაწრავს. დაკაწრავს ერთი ადამიანი - ტელემაქე.
იმედი
ბოლოსთან მიახლოება ყველაფერს ართულებს. ყველაფერს უფრო ბუნდოვანს ხდის. დროის გასწრებაც შეგვიძლია. წლობით, აგურს აგურზე ვდებთ. ვაშენებთ. ვქმნით. ვტოვებთ. მაგრამ, გავა წლები და გამოჩნდება ის, ვინც ამ ყველაფერს გამოუსწორებლად დაანგრევს. წლების განმავლობაში იწერებოდა ჩვენი ცხვორება. მას ბოლო არ უჩანს. მისი შეცვლა შეუძლებელია. ხანდახან ჩვენი დანაშაული წლების შემდეგ ვლინდება. მის გამო პასუხს სხვა აგებს. ეს ყველაფერი გროვდება, გროვდება და ერთ დღესაც ერთ უსასრულო ლაქად იქცევა. ყველგან სისხლია. ყველაფერი დანგრეულია. ქუჩაში ადამიანები დადიან. დადიან ცოცხალი გვამებივით. სიკვდილის მოლოდინში ცხოვრობენ. ცხოვრებაც გაიყინა. მზის სინათლე წყვდიადს ვეღარ არღვევს. უსასრულო წყვდიადი ჩამოწვა ადამიანებში და ნელ-ნელა ართმევს სიცოცხლის ყველანაირი კვალს. მიწამაც მოიწყინა. მიწა ყველაზე ბრძენია. ბევრი უნახავს. იცის, რომ ბოლო ახლოვდება. იმედს არ კარგავს. ელოდება, როდის გამოჩნდება ის , ვინც შეძლებს ადამიანების გადარჩენას. ის, ვინც მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც ყველაფერი უსაშველოდ განადგურებულია. მისი მოსვლა არავის უხარია. ის მუდამ გარიყული, ყველასაგან განდევნილია.
ისიც მოვიდა, გამოჩნდა, ადამიანებს შორის გაერია. მას სხვადასხვა სახელს ეძახიან : უბედურება, სიკვდილი, განადგურება. დიდ ხანს უყურებდა, აკვირდებოდა, ეძებდა. ეძებდა ვინმეს, ვინც მას შეაჩერებდა. მასაც არ უნდა , რომ ასე მოხდეს. მასაც არ უყვარს თავისი საქმე. ასეთია მისი ბედი. წლები გავიდა, არაფერი იცვლებოდა. წლები იცხოვრა ადამიანებს შორის. ამდენი სისაძაგლის, ბოროტების, ტკივილის შემხედვარე დაიღალა.
შეცდნენ ადამიანები. თქვეს უგუნრებმა- “ჩვენი გული არის ცარიელი”. სამუდამოდ გარიყეს ყველაფერი კარგი თავიანთი გულებისაგან. აფრინდა და ზევიდან გადმოჰხედა ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა თუ არის ვინმე ჭკუათმყოფელი ჭეშმარიტებას , რომ ეძიებს. ყველამ უარყო ერთიანად საძულველები გახდნენ. არ არის ქმნელი სიკეთისა. ერთიც არ არის. ვერ შეუგვნიათ ადმიანებს, ერთმანეთის მჭამელებს, რომ ეს მათ გადასარჩენად კეთდება. რომ ის თავს სწირავს მათ გადასარჩენად. ასწია ცელი. ცა ორად გაიყო. შეკრთდნენ შიშისგან, რადგან ის მართალია. რადგან ეს ცელი განადგურება კი არა - სამართალია. ნელ-ნელა დაუშვა. ალბათ, როგორ უჭირდა ამის გაკეთება. როგორ უჭირდა ამდენი სისხლის დაღვრა. შეეხო მიწას და ცხოვრება დამთავრდა. ცათამრჯენებისგან ნანგრევები დარჩა. ყველაფერი დადუმდა. უკუნიც გაქრა. მზემ გამოანათა. დაეშვა მიწაზე. მიმოიხედა.
ყველაფერი თავიდან დაიწყო. სუფთა ფურცლიდან. ადამიანები გადარჩნენ. განადგურება არ არის დასასრული.ის წინაპირობაა აღდგომისა. გადარჩენისა. ცხოვრებაშიც ასეა. ხანდახან მაშინ და იქ იმალება ხსნა, სადაც არაფერია . ყველასაგან შეძულებული, ყველასათვის საყვარელი გახდა. ის მუდამ იქნება ვიღაცის მხსნელი, ვიღაცის სიკვდილი, ვიღაცისათვის განადგურება. არა ეს ტყუილია. ის არ არის სიკვდილი. არც ბოროტებაა. არც განადგურებაა მისი სახელი. ის იმედია. უკანასკნელი იმედი, რომელიც სრული დაცემისა და განადგურების შემდეგ მოდის. ყველას გადასარჩენად. იქ, მაშინ , როდესაც მას არავინ ელოდება და არავის აღარ სჯერა.
***
ყველაფერი შეიცვალა. აწმყო მომავალს გაუსწორდა. ამ დღის შემდეგ არა ტელემაქეს აწმყო, არამედ მისი წარსული დამთავრდა. მხოლოდ მაშინ გაქრა, როდესაც თვალებში ჩახედა. შეერკინა და ბრძოლიდან გამარჯვებული დაბრუნდა. წლები დასჭირდა მიხვედრილიყო, რომ განზე დგომით, ერთ ადგილზე ყოფნით ვერაფერს გახდებოდა. დღეს ცერემონიის დასასრულის შემდეგ მაშინ, როდესაც დაკარგა ქალი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა, მიხვდა , რომ ცხოვრება გრძელდება და ზედმეტად ხანმოკლეა მუდმივად წარსულის აჩრდილების დევნაში .ეღიმება. მიხვდა, რომ მის მოსვლას მიზეზი ჰქონდა. ეს დღე, რომელიც მისი დასასრული უნდა ყოფილიყო ახალი სიცოცხლის დასაწყისი გახდა. ასეც ხდება. ტელემაქე ბედნიერია, შეუძლია ყველაფერი თავიდან დაიწყოს გაუმართლა, ბევრს არ უმართლებს. მას ჰყავს გვერდით ადამიანები, მას ჰყავდა ადამიანი, რომელმაც გადაარჩინა. მაინც მოახერხა ჭაობში ამოსული დაჭკნობისათვის განწირული ყვავილის აყვავება. როგორც უარესობისკენ, ისე უკეთესობისაკენ შესძლებია ადამიანს ყველაფრის შეცვლა. ყოველდღე ვიღაცის ცხოვრების გამოუსწორებლად დანგრევა, მაგრამ ამ ნანგრევებიდან ახალი ისტორიის შექმნის ძალაც შეგვწევს. ჩვენს შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. არც ტელემაქეს შესაძლებლობებს არ აქვს დასასრული. ესეც არ არის დასასრული. აქ ტრაგედია არ დამთავრებულა. ტრაგედია ყოველთვის სიკვდილით მთავრდება. კი, ეს დღეც სიკვდილით დამთავდა, ამ დღეს ტელემაქეში ჩასახლებული მხეცი მოკვდა. ხანდახან ტრაგედიაც სამართლიანია. წლების შემდეგ ტელემაქემ იპოვა ძალა. ძალა, რომლითაც ის ყველაფერს გამოასწორებს. რომლითაც თავის ცხოვრებას ნელ-ნელა არაფრისაგან ააშენებს. ტელემაქე არასდროს ყოფილა დამნაშავე, ის არასდროს ყოფილა ბოროტი. ის ადამიანია. ის ცხოვრებას სხვნაირს ხედავდა, მაგრამ იმედგაცრუებამ, სასოწარკვეთამ, მეამიტი გრძნობების დამსხვრევამ ტელემაქე დაატყვევა. ცეცხლს ცეცხლით უნდა ბრძოლაო. კი, სწორედ ტკივილმა და სიფხიზლემ მოუშუშა ტელემაქეს ძველი წყლულები. იმ ტკივილმა, რომელიც ყველაფრის დაკარგვამ გამოიწვია. ეს ტკვილი დასასრული არ ყოფილა, ტელემაქეს ცხოვრება ახლიდან დაიწყო. მომავალიც ახალი დასაწყისია, დასაწყისი, რომელსაც მივყავართ დასასრულისკენ.


თავი მესამე
მომავალი
არასდროს არ მიყვარდა მარტო ყოფნა. არც მარტოს სეირნობა მიყვარდა ოდესმე დიდად. ალბათ, იმიტომ, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენას გავურბოდი.ბოლო წლების განმავობაში როდესაც მარტო ვრჩებოდილ ვხვდებოდი, თუ რამდენად მეზიზღებოდა ჩემი თავი. რამდენად ზიზღს მგვრიდა საკუთარი არსებობა. ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. ძალა უნდა ვიპოვო საკუთარ თავში. ძალა, რომ ისევ შევძლო ჩემს გულში შემოვუშვა ადამიანები. შევიყვარო საკუთარი თავი, ფეხზე მყარად დავდგე. ისევ შევიყვარო. იქნებ ოჯახიც შევქმნა. შვილები, რამდენი ხანია არც კი წარმომიდგენია, რომ შეიძლებოდა ოდესმე მამა ვყოფილიყავი. კი , შვილებიც მინდა. რა თქმა უნდა , მინდა. ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა. ჯერ ადამიანური სახე უნდა დავუბრუნო ჩემს ცხოვრებას. სასიამოვნო საღამოა. ღამის ნიავი ცელქობს. აქეთ-იქით დახტის და ეთამაშება დაცვენილ ფოთლებს. ამხნევებს. ისინი ხომ დანაღვლიანებულები არიან. მათი დასასრული დადგა. გაზამთრდა. დაშორდნენ ერთმანეთს ,დაიფანტნენ. მარტო დარჩენილები კი იძულებულები არიან მშვიდად დაელოდონ აღსასრულს. დიდხანს უყურებდა ნიავი დანაღვლიანებულს. ბოლოს მათი გამხიარულება გადაწყვიტა. ეთამაშება. აწვალებს. იცის ნიავმა , რომ ეს დასასრული არ არის. რომ ეს სეზონიც გაივლის და ხე კვლავ მწვანეს მოირგებს. ბუნების კანონია. ეს კანონია , რომელიც ადამიანს არ შეუქმნია. რომელშიც ის ვერ ჩაერევა. ეს მარადიულობის კანონია. მას ბოლომდე არავინ იცნობს. არავის მიუწვდება მასზე ხელი. ახლა მეც მასსავით მარტო ვარ და ვფიქრობ , რა შეიძლება , რომ გავაკეთო. ერთ ადგილას გაჩერებულმა დიდი დრო დავკარგე, მაგრამ ჩემი მთავარი დანაშაული ისაა, რომ ამ წლებში ადამიანების ნდობა დამერკარგა. ვერავინ გაიგებს , თუ რა რთულია, როდესაც შენ სხვა გმართავს, შენ კი - შიგნით ხარ. ყველაფერს ხედავ, გრძნობ, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია. ყველაფერს კარგავ და ,როგორც ცოცხლად დამარხულ ცხედარს ესმის საკუთარი დედის ტირილი , შენც იძულებული ხარ გაუნძრევლად იდგე და უყურო როგორ გენგრევა თვალწინ ყველაფერი. ამაზე ფიქრი ახლა უადგილოა. ბევრს ჩემნაირადაც არ უმართლებს. ყველას არ ჰყავს ადამიანი , რომელიც მას დახმარების ხელს გამოუწოდებს. ის ახლაც ჩემშია. სამუდამოდ აქ იქნება. ჩემთან. დამალული იქ, სადაც არავინაა. სადაც ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს და ვერც ერთი მოკვდავი ვერ შეძლებს ჩვენი სიყვარულის დანგრევას. არასდროს არ გავუშვებ . ის მუდამ აქ დარჩება. შეიძლება ეგოსიტიც ვარ, მაგრამ მას მე ვერავინ წამართმევს.
გაზაფხული ჯერ შემოდგომამ ჩაანაცვლა. ნელ-ნელა მოამზადა ქალაქი შემდეგ კი - ზამთარმა.თბილისის ქუჩები საახალწლოდ განასკუთრებით ლამაზია. ყველაფერი მორთულია. ყველაზე მეტად ვარსკვლავების დერეფანი მიყვარს. აქ წლიდან წლამდე არაფერი იცვლება. წლების შემდეგ ისევ მაქვს საახალწლო განწყობა. მე ამ ქუჩებში გავიზარდე. აქ ვთამაშობდი ფეხბურთს, წრეში ბურთს, აქ გავატარე ჩემი ბავშვობა. კი, მომნატრებია აქ ყოფნა. მომენატრა , როდესაც უბრალოდ ქუჩაში ზიხარ და შენც თვითონაც ვერ ხვდები რატომ იღიმი. უბრალოდ გეღიმება და იღიმი. ეს ღიმილი სხვა დანარჩენზე წმინდაა. მას არც მიზეზი გააჩნია, არც საბაბი. უბრალოდ გინდა და იღიმი. ბავშვობაში ვფიქრობდი, რომ არაფერს არ სჭირდებოდა მიზეზი. გულს ვუსმენდი. მან ყველაზე კარგად იცის რა გინდა. აი გულს , როდესაც აღარ მოვუსმინე , მაშინ ჩასახლდა ჩემში რაღაც ამოუცნობი. მე ამ დღეებში თავიდან დავიბადე. თავიდან უნდა ვისწავლო როგორ გავხდე ადამიანი. ამჯერად ფიასკოს აღარ განვიცდი. არა, მე ტელემაქე ვარ, ტელემაქე ვარლამაშვილი. 19 წელი ვიცხოვრე და ერთი დიდი ტრაგედიის გარდა არაფერი არ შემიქმნია. არც დედამიწას აკლდა ცოდვები მე რომ არ დამემატებინა. უამრავ დეტალში იმალება ბედნიერება. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, შემდეგ კი საერთოდ დამავიწყდა. ყველა დეტალი დამავიწყდა , რაც კი ბედნიერება მანიჭებდა. წაიშალა ჩემი გონებიდან. ამიტომ ჩემი ცხოვრების ბოლო სამი წელი ერთი ღრმა ჭაობია.არაფერი მახსოვს. არც ერთი დღე არ ჩაწერილა ჩემს ცხოვრებაში. დილიდან საღამომდე არაფერი იცვლებოდა. ერთ ადგილას გაჩერებული ვუყურებდი , როგორ გარბოდა ცხოვრება ჩემგან. დრო მოვიდა, რომ ჩემს თავს ვაჯობო და მივიღო გადაწყვეტილება. ეს ყოველთვის ჩემი სუსტი მხარე იყო. არასდროს არ შემეძლო რადიკალური გადაწყვეტილების მიღება. ქაოსის, გაუგებრობის შიში ყოველთვის უკან მხევდა. რადიკალური ნაბიჯები უნდა გადავდგა ჩემს ცხოვრებაში და ,კი, გადავდგავ. ისევ თავიდან სიტყვას სიტყვას მივუმატებ და დავწერ წიგნს , რომელსაც ტელემაქე ვარლამაშვილის ცხოვრება ქვია. ჩემი ცხოვრება.
საიდან დავიწყო? ცოტახანს მომიწევს ამ კითხვაზე ფიქრი. უკვე უქმად ყოფნაში მრავალი დღე გავიდა. არც არავინ მყავს , რომ რჩევა ვკითხო. ერთი ის ვიცი, რომ პირველ რიგში ჩემი თავი უნდა შევიყვარო. გვიანია. დროა სახლისაკენ წავიდე. უსასრულოდ შემიძლია ამ ქუჩის აღწერა. ყოველი ნაბიჯი, ყოველი შენობა რაღაცას უკავშირდება. ქუჩებს ვერწყმი, ვიკარგები. ამ დიდებულ სურათს დეკემბერი ემატება. ზამთარმა უკანასკნელი აკორდივით დააგვირგვინა ეს სიმფონია. აქ განსაკუთრებით ლამაზია ზამთარი. ან ვინ იცის იქნებ მე მეჩვენება. ნოსტალგია. ხო, ნოსტალგია ქვია ამ შეგრძნებას. იმას ვგრძობ და იმას განვიცდი , რასაც ოდესღაც აქ ვგრძნობდი. აი. ისევ სულელივით ვიღიმი. რა უცნაურია. ქუჩაში დავდივარ და ვერც ერთ ნაცნობ სახეს ვერ ხედავ. არავინ არაფერი იცის ჩემზე. არც ჩემი წარსული ანაღვლებთ. ჩემი სახელიც არ იციან. წარმოდგენა არ აქვთ რას ვმალავ. დღეს რაღაც უცნაურს ვგრძნობ. არ ვიცი რა არის , მაგრამ სასიამოვნოა. წინათგრძნობაა. ჩემი ავტობუსიც მოვიდა. დროა სახლისკენ წავიდე იქნებ მამასაც ეღვიძოს.
-ტელემაქე
-ლევან
“გამიკვირდა. არ ველოდი ლევანთან შეხვედრას. გავიგე , რომ გერმანიაში წავიდა. როგორ შეცვლილა. გამხდარა. გამაღლებულა, ლევან ბოლქვაძე ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო, ნამდვილი მეგობარი. ის ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. სანამ. სანამ გავიქცეოდი. ბევრი ვიღაც შემხვედრია, მაგრამ ის სხვა იყო. ახლაც , როდესაც სადმე, ვინმე მეგობრობაზე ლაპრაკობს, პირველი ლევანი მახსენდება. ლევანმა მეგობრობა მასწავლა.”
“ტელემაქე, ტელემაქე ვარლამაშვილი. არ მჯეროდა, რომ ოდესმე კიდევ ვნახავდი. მაკლდა, ძალიან მაკლდა ამ წლების განმავლობაში. მაკლდა მეგობარი, რომელიც გვერდში დამიდგებოდა. ჩვენ ერთად ბევრი ვნახეთ. დიდხანს ვიარეთ ერთ გზაზე ”
“ რამდენჯერ გაგვივლია ეს გზა ერთად. სკოლიდან სულ აქ ვიპარებოდით. ამ სკვერში დავიწყეთ მოწევა. რა სასაცილოა, რომ ამდენი წლის შემდეგ მაინც აქ შევხვდით ერთმანეთს. არ ვიცი თვალებში როგორ შევხედო. მე დამნაშავე ვარ. ”
“ ეს დანაშაულის გრძნობა წლების განმავლობაში მამძიმებდა. მეეჭვება ამაზე დიდი ტკივილიც არსებობდეს. რამდენჯერაც ვინმე კარგ მეგობრად მომიხსენიებდა იმ წამსვე თვალწინ ტელემაქე მიდგებოდა. მე კარგი მეგობარი არ ვიყავი”
“უკან დავრჩი. არ გავყევი”
“წინ წავედი. მივატოვე”
“მე მისი მადლობელი ვარ”
“სინდისი მაწუხებს”
-წლების შემდეგ ისევ აქ შეხვედრა გვეწერა.
- ხომ გეუბნებოდი ვერასდროს ვერ მოგიშორებ თავიდან-თქო
- წონასთან ერთად იუმორი არ დაგიკარგავს.
- რაღაცები არასდროს იცვლება
-როდის ჩამოხვედი
- 2 თვეა უკვე. ვერ გავძელი
- რის გარეშე?
- სახლის ტელემაქე. სახლის გარეშე ვერ გავძელი
“ სახლის. შენ არ იცი ეს წლები ჩემს თავში რა ხდებოდა. არ იცი, რომ ქარიშხალმა თავზე გადამიარა და ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ ყველაფერი გაანადგურა. შენ ხომ აქ არ იყავი. გვერდით არ მყავდი. ”
- გახსოვს პირველად სიგარეტი ამ სკვერში გავსინჯეთ.
“ძალიან შეცვლილია. მე არ ვიცი რამ შეცვალა. მე აქ არ ვყოფილვარ. არ მინდა ხასიათი გავუფუჭო. ისიც არ ვიცი რაზე ველაპრაკო.”
-კიდევ ეწევი?
- კი შენ?
- იშვიათად. ძველ დროს ვიხსენებ ხოლმე. ბავშვობის ბედნიერ წლებს.
- ბევრი დრო გავიდა.
- ხო , მაგრამ არაფერი შეცვლილა. ყველაფერი თავის დინებას უბრუნდება. ჩვენი შეხვედრაც ნიშანია.
- გეჩქარება?
- დავსხდეთ სადმე. თითო ჭიქა დავლიოთ.
-ოღონ იცოდე მაშინდელივით არ გაითიშო
- შენ ვიზე რას ამბობ. გიგის დაბადებისდღეზე სამი ფანჯარა ჩაამტვირე.
- აქ შევიდეთ?
-შევიდეთ

***
“კოკისპირულად წვიმს. დაბნელდა. მძიმე წვეთები სკოლის სახურავს ეცემა და აუტანელ ხმას გამოსცემს. არა, ასეთი წვიმა არავის უყვარს. განსაკუთრებით დღისით, როდესაც მზე უნდა ანათებდეს. ერთადერთი, რაც ამ ამინდში მიყვარს მისი სურნელია. სურნელი, რომელიც წვიმის შემდეგ რჩება.რომელიც ხეებს ასდით. ალბათ. ბედნიერები არიან, რომ წვიმამ გადაიღო. მზის სხივებს ელოდებიან და სწორედ ამიტომ აფრქვევენ ასეთ სასიამოვნო სუნს. აი წვიმის შემდეგ სეირნობა ნამდვილად მიყვარს. დაველოდები ცოტას, როდის გადაიღებს და სახლში ფეხით წავალ. ქუჩები ცარიელი იქნება. არავის მოუნდება ახლა სეირნობა. მეც ცოტახანს დავტკბები მარტოობით. კი ამად ლოდინი ნამდვილად ღირს. დავრჩები ცოტახანს კლასში და წვიმა რომ გადაიღებს სახლში წავალ.აუცილებელია ხანდახან საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. არც მინდა , რომ რამეზე ვიფიქრო. უბრალოდ მინდა საკუთარ თავთან მეტი დრო გავატარო. უკეთ შევიგრძნო. ერთი შეხედვით სასაცილოა, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება ის არის , რომ საერთოდ არ ვუსმენთ საკუთარ თავს. საკუთარ სხეულს ვერ ვგრძნობთ. გიჟად ჩამთვლით? ეგრე იყოს. მას უნდა მოუსმინო. ტვინი ჩვენი სხეულის ძრავია, თუმცა მისთვისაც ბევრი რამ შეუმჩნეველი რჩება. როდესაც საკუთარ თავს ბოლომდე გაიცნობ და შენს ყველა დეტალს, ყველა ნაკლს შეიყვარებ, მაშინ არაფერი აღარ შეგაწუხებს. ადვილია ელაპრაკო შენს თავზე სხვას. ის ყოველთვის შეგიძლია მოატყუო. სიმართლეს ვერასდროს გაიგებს. აი შენს თავს, შენს გრძნობებს კი ნამდვილად ვერ მოატყუებ. იძულებული ხარ მასთან მართალი იყო. მან ყველაფერი იცის შენზე. არ უნდა ებრძოლო მას და არ უნდა სცადო, რომ საკუთარი თავიც სიცრუეში დაარწმუნო. იცი რას გავს ეს ყველაფერი? სიკვდილმისჯილი დამნაშავის თავისმართლებას. რაც უფრო შეეცდები მის მოტყუებას,მით უფრო გაგანადგურებს ტკივილი. წამებში გამოძვრება სხეულიდან და მთელ ტანს შეგიბოჭავს. შემდეგ უკვე სუნთქვას ძნელდება, მოძრაობაც არასასიამოვნო ხდება და ზოგადად ყველაფრის ხალისი იკარგება. ნუ აქცევ შენ თავს მირაჟად. გაქრები, აორთქლდები. გამოუტყდი ყველაფერში. ცუდშიც, კარგშიც. გრძნობებს არ გაექცე და შემდეგ ვეღარც წვიმა და ვერც ერთი დაბრკოლება ხასიათს ვეღარ გაგიფუჭებს. სახლში გაღიმებული დაბრუნდები, რადგან იცი, რომ კარგად ხარ. მაინც აღიარებაა ყველაზე რთული, თუმცა ეგეც შესაძლებელია. აღიარება მონანიებაა. მონანიება იმედია. სინანულის ცრემლი დამჭკნარ ბალახსაც სიმწვანეს დაუბრუნებს. ის ყველაზე წმინდაა, ის ნამდვილია.
ადრე მეგონა, რომ ოპტიმისტი ვიყავი და საშინლად მაღიზიანებდა, როდესაც ვინმე რეალისტობას იბრალებდა. შემდეგ მივხვდი, რომ ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს. ოცნებებში იფრენ და მუდმივად შენს თავში ჩაკეტილი იქნები. ცხოვრების რიტმს ჩამორჩები. ყველაფერს გამართლებას უპოვი და უსაზღვრო ილუზიებით თავგამოჭედილი ვერც შეამჩნევ კედელს როგორ შეეჯახები. ზედმეტად რეალისტი იქნები და მთელ ცხოვრებას ფიქრშში გაატარებ. არა, არც ერთი ვარგა და არც მეორე. ოქროს შუალედს ეძახიან. ხო, ოქროს შუალედი უნდა იპოვო. შემდეგ იქნები კმაყოფილი.
ბოლო ზარი დაირეკა. რა დრო გასულა. ბავშვები ჩეულებრივზე ნელა გადიან. არავის უხარია ამ ამინდში გარეთ გასვლა. რთულია ამ ამინდში რაიმე კარგზე ფიქრი. ხასიათს არ გავიფუჭებ და ცოტახანი სადარბაზოში დავჯდები. მოვწევ, სიმღერებს მოვუსმენ და დავისვენებ. დიდი სიამოვნება მელის წინ და მისთვის მოცდა ნამდვილად ღირს. ტელემაქე კლასიდან არ გადის. დანაღვლიანებულია. ხშირად არ მესმის მისი, არ მესმის მისი გადაწყვეტილებების. არ ვიცი რით დავეხმარო. ისიც არ ვიცი სჭირდება თუ არა ჩემი დახმარება.
- არ მიდიხარ?
- ჯერ არ მინდა სახლში მისვლა. შენ რატომ არ მიდიხარ, წვიმის შეგეშინდა? - სიცილით მიპასუხა ტელემაქემ
- გავალ ცოტახანში.
“მინდოდა მეკითხა რატომ არ უნდოდა სახლში წასვლა , მაგრამ მივხვდი, რომ ამაზე ლაპარაკი არ უნდოდა. ხანდახან მეც ვერიდება ხალხს. უბრალოდ მინდა, რომ ვერავინ ვერ მხედავდეს და მარტო ვიყო. ბევრის არ მესმის და ალბათ, ვერც გავიგებ. ხანდახან მგონია, რომ რაღაცით სხვებს ვაშინებ და სურვილს ვუკარგავ ჩემთან ლაპრაკის. ახლაც სწორედ ამას ვგრძნობ. ტელემაქეს ჩემთან ლაპარაკი არ უნდა და , რა თქმა უნდა , მე ეს ვიცოდი, მაგრამ რატომღაც მაინც გადავწყვიტე მასთან მისვლა. მე თვითონაც მიკვირს ხანდახან ჩემი თავის. უბრალოდ არის მომენტები, როდესაც სხეული თვითონ იწყებს მოძრაობას და ტვინი ვერ ასწრებს ჩვენი საქციელის შედეგებზე ფიქრს. ხშირად მემართება ასე. დიდხანს ველოდი ჩუმად, გაუნძრევლად, როდის იტყოდა რამეს ტელემაქე.”
- ცოტა გადაიღო. წამოდი გაჩერებამდე ერთად ჩავიდეთ.
- გავიდეთ.
“გაჩერებამდე მალე ჩავედით. სასიამოვნო სუნი დგას. მანქანების ხმა ყურს არ ხვდება. ბუნებაც ტკბება სიმშვიდით. ტელემაქე სწრაფად დადის. მგონი არ სიამოვნებს სეირნობა. ფიქრებშია გართულმა და ვერც კი შეამჩნია, როგორ გამასწრო.დიდი ხანია მის ზურგს ვუყურებ. ცხოვრებაში არაფერია იმაზე ცუდი , როდესაც იძულებული ხარ მუდმივად ვინმეს ზურგს უყურო. იძულებული ხარ ჩრდილი იყო.
ნელ-ნელა ჩემს სკვერს ვუახლოვდებით. ეს ადგილი მხოლოდ ჩემია. რამდენი საათი გამიტარებია იქ. ხან ვკითხულობ, ხან ვფიქრობ, ხანაც უბრალოდ ვჯდები და ღრუბლებს ვუყურებ. განსაკუთრებით უხდება ამ ადგილს ვიოლონისა და ფორტეპიანოს ჰანგები. არ ვიცი ტელემაქეს რა ვუთხრა. ვგრძნობ რომ უჭირს. არ ვიცი რითი დავეხმარო. მგონი ჯობს თავი დავანებო. თავი არ მოვაბეზრო.”
- ტელემაქე. წადი სახლში. მე დაველოდები და აქედან გავყვები
-ლევან მე აქ შენთვის არ ვარ. მე თვითონ არ მინდა სახლში წასვლა
-მოწევ?
“სიგარეტი საფრთხეა. საფრთხე, რომელიც შენთან ნელ-ნელა მოდის. გირტყამს. მიწაზე განარცხებს. უბრალოდ კი არ გასუსტებს გაძლიერებს. ის ვერ დაგამარცხებს. ყოველჯერზე მოდის გებრძვის.მოსაკლავად გწირავს. არ გინდობს. მოდის ომს გიცხადებს. ეცემი. გარშემო ყველაფერი ირყევა. ცხოვრებისათვის ბრძოლას, სიკვდილისათვის თვალებში ყურებას, გადარჩენას გასწავლის. ბრძოლა. ამას ყველაფერს სხეულში ნიკოტინის შესვლიდან გამოსვლამდე გრძნობ. შემოვა ხმაურიანი ყველას ერთიანად აიყოლიებს. მკვეხარა ყველას ბრძოლაში გამოიწვევს. ყველაფერს ერთდროულად განიცდი. სიბრაზე, სიხარული, სინანული, სიყვარული, სევდა. ყველას გააღვიძებს. ეს გრძნობების სიჭარბე სასიამოვნოა. შენს სხეულში ათასი შეჯახება, უამრავი აფეთქება ხდება. ბოლოს ყველაფერი წყნარდება. ამოისუნთქავ. გამოუშვება და გაატან ყველაფერს”
-სკვერში დავსხდეთ.
“ ტელემაქე შეიცვალა. ვერ ვხვდები სიმართლეს ამბობს, თუ უბრალოდ თამაშობს. არა, მე მას მარტო ვერ დავტოვებ. ის ჩემი მეგობარია. საშინელებაა. ცნობისმოყვარეობა მახჩობს , მაგრამ თან არ მინდა, რომ რაიმე ვკითხო. არც ის ვიცი რა უნდა ვქნა. ის ასეთი არასდროს მინახავს. ის ყოველთვის სიხარულს ასხივებდა. საკმარისი იყო მისი ღიმილის დანახვა, რომ ყველანაირი დარდი გავიწყდებოდა და ერთადერთი სურვილი გეუფლებოდა, კარგი გეთესა. ყოველთვის ამოუხსნელი იყო ყველასათვის მისი ხასიათი. ხშირად ვფიქრობ, რომ სხვისი ტკივილის არ მესმის და უბრალოდ არ შემიძლია, რომ ვანუგეშო.
მაკუნა? შეიძლება მაკუნას წასვლამ იმოქმედა. რა თქმა უნდა, იმოქმედა. თვითონაც არ იცის რა მოხდა და რატომ თქვა უარი ასეთ სიყვარულზე. რატომ არ იბრძოლა მის შესანარჩუნებლად. მე არავინ ვარ, რომ ტელემაქე განვსაჯო. მე უბრალო მაყურებელი ვარ, ისინი- თეატრის მთავარი მსახიობები. გვერდიდან ყველაფერი ბევრად ადვილად ჩანს, მაგრამ მე ვერასდროს დავაყენებს თავს მის ადგილას. ერთი დამრჩენია ერთად დავსხდეთ და მოვწიოთ. ღრმა ნაფაზებით დარდი დავახჩოთ.
- არ მოდიხარ?
“არ მინდა ტელემაქეს რაიმე ვკითხო. არ მინდა, რომ გაახსენდეს, თუ რატომ არის ცუდ ხასიათზე. მინდა, რომ გაიღიმოს. მოვახერხე კიდეც. ვგიჟდები ამ ადგილზე. აქ ყოველთვის თავს მშვიდად ვგრძნობ. აქ შეიძლება იგრძნო ადამიანმა კავშირი ბუნებასთან. ტელემაქემაც შეიგრძნო, დაავიწყდა თავისი დარდი და იღიმის. დიდხანს ვისხედით აქ ერთად. დიდი ხანია ერთად არსად აღარ ვყოფილვართ.
ადამიანებს ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია. გარშემომყოფებზე ზემოქმედებაც. შეიძლება შემხვედრმა ხასიათი გამოუსწორებლად გაგიფუჭოს ან სიცოცხლის ხალისი დაგიბრუნოს. აი , როდესაც მე ვარ ის , ვინც ადამიანებს ხალისს უბრუნებს, საოცარი გრძნობა მეუფლება. მე ამას გააზრებულად ვაკეთებ. ხანდახან სიშტერეშიც და ცანცარშიც გადამდის. ხანდახან არ გამომდის და ამ დროს მე , როგორც პატარა სინათლის ნაპერწკალი , ვეხვევი უსასრულო უკუნში და ვქრები. ამ დროს მეც უფსკრულში ვეშვები. ყველა ეშვება ოდესღაც უფსკრულში. მთავარია ძალის პოვნა, რომელიც ამოგვიყვანს. აი ჩვენ კი შეგვიძლია გავხდეთ ის სინათლე, რომელსაც შეუძლია განწირულ ადამიანს გზა გაუნათოს. უფსკრულიდსან ამოიყვანოს. ”
ლევან ბოლქვაძე
***
“კოკისპირული წვიმაა.ბუნებას მაინც ესმის ჩემი. მძიმე წვეთების დაცემის ხმა არაფერია იმ ამაზრზენ ხმასთან შედარებით, რომელიც შიგნიდან მიხმობს. ერთს ვერ ვხვდები ეს ვნებები და უაზრო აზრები მართლა ჩემია თუ ვიღაც ჩასახლდა ჩემში. ვებრძვი, მაგრამ რა ვქნა, რომ ჩემზე ძლიერია. ამ ბრძოლამ მოსვენება დამაკარგვინა. ვეღარც ვიძინებ, ვეღარც მღვიძავს. შვებას ვერსად ვერ ვპოულობ და ვერ ვხვდები, რა უნდა მოხდეს, რომ ერთ დღესაც გავიღვიძო და თვალებისგახელისთანავე არ ვიგრძნო ეს სიმძიმე. როგორც კი ბრუნდება მაშინვე მძიმდება ჩემი სხეული. ამ დროს სარკეში ჩახედვა მეზიზღება. ვერ ვხვდები რატომ, როგორ მოვედი აქამდე. მიდის. ძალიან ხშირად მტოვებს და ამ დროს ჩემზე ბედნიერი არავინაა. ვიღიმი და საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობ. მაგრამ ყოველჯერზე უფრო გაძლიერებული ბრუნდება. სხეულში ვეღარ ვიტევ. გარეთ გამოსვლა უნდა. უნდა ნაწილებად გამხლიჩოს და მზის სხივი იხილოს. ბევრჯერ გამიგია, რომ ეს ყველაფერი გარდატეხის ასაკის ბრალია. როდემდე უნდა ველოდო თავისით როდის გაივლის? რა ვქნა? ველოდები. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს პარაზიტი , რომელიც ჩემი სხეულიდან წასვლას არ აპირებს, ბევრ კარგს კლავს. უკვალოდ აქრობს და ეს ყველაფერი ჩემგან დამოუკიდებლად ხდება. ვერც ვამჩნევ იმიტომ , რომ ისინი ჩემი გონებიდან ქრებიან. აი იმ განცდების გახსენებაა ყველაზე ძნელი, რომლებსაც ვეღარ განიცდი. უამრავი კითხვა და არც ერთი პასუხი. ნელ-ნელა სიგიჟემდე მივდივარ. უბრალოდ მინდა, რომ ვინმემ მითხრას რას ვაკეთებ არასწორად და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გამოვასწორო.რატომ ჩავვარდი ამ ჭაობში. მინდა, რომ ვინმემ სწორ გზაზე დამაყენოს. აი ყველაზე მეტად ის მაშინებს , რომ ის , ვისაც ასე გამალებით ვებრძვი სინამდვილეში მე ვარ და თავსაც ვიტყუებ და გარშემომყოფებსაც ვატყუებ.
-არ მიდიხარ?
“ზარი დარეკილა. სულ დამავიწყდა. რამდენი დრო გასულა. ყველა წავიდა. ვერც შევამჩნიე, რომ ოთახში მხოლოდ მე და ლევანი დავრჩით. აი ლევანი კი ნამდვილად კარგი ადამიანია. ყოველთვის იღიმის. პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ. ლევანი სულ გვერდში მედგა, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში მასთან არც ერთხელ არ მილაპარაკია. არა, ის მე ვერ გამიგებს. ის ბედნიერია. მან არ იცის , თუ რამხელა ტკივილს იწვევს მარტოობა”
- ჯერ არ მინდა სახლში მისვლა შენ რატომ არ მიდიხარ, წვიმის შეგეშინდა?
-გავალ ცოტახანში.
“ვგრძნობ , რომ ლევანს ჩემი დახმარება უნდა.ამიტომ არ ბრაზდება, როდესაც ასეთ ცივ პასუხს ვცემ. მას ესმის, რომ გაღიზიანებული ვარ. უნდა მიზეზი გაიგოს და დამეხმაროს, მაგრამ მე არ ვაძლევ საშუალებას. რა სასაცილოა. 5 წუთის წინ ვოცნებობდი ადამიანზე, რომელიც გამამხნევებდა და ახლა მას თავიდან ვიშორებ. კი, ალბათ, მართლა ჩემი ბრალია , რომ დღემდე ასეთი მოვედი. ბევრი რაღაცა მინდა, მაგრამ მაინც ერთ ადგილზე ვდგავარ და ველოდები , როდის მომიღებს ბოლოს. ეს შიში გამბედაობას მაკარგვინებს და საფრთხობელასავით უუნაროს მხდის. მასაც არაფერი შეუძლია. უბრალოდ დგას და ელოდება, როდის მოვა და დაკორტნიან ყვავები.
- ცოტა გადაიღო წამოდი გაჩერებამდე ერთად ჩავიდეთ
“მომნატრებია ლევანთან სეირნობა. ადრე სახლში სულ ერთად მივდიოდით. ჰაერი სუფთაა. ხალხი არ ჩანს. რა სასიამოვნო სიმშვიდეა. წვიმას ყველა შიშით ეგებება, მაგრამ სინამშვილეში ის იმიტომ მოდის, რომ სიმშვიდე დაამყაროს. რა საოცარი რამაა ცხოვრება. ერთი შეხედვით მოულოდნელი უბედურება შეიძლება ყველაზე დიდი ბედნიერების დასაწყისად იქცეს. ასე მიდის ჩვენი ცხოვრება. არა, იმედი ჯერ არ უნდა დავკარგო. ეს განსაცდელიც გაივლის. ამასაც გადავაბიჯებ. არ დავნებდები. დასასრულს არ შევეგუები. მთავარია თავის დროზე ვიპოვო შეცდომა და მისი გამოსწორება შევძლო. აი ამ შეცდომის პოვნას შეიძლება წლებიც მოვუნდე. არ მეშინია. სანამ ძალა შემრჩება ვიბრძოლებ.”
- ტელემაქე. წადი სახლში. დაველოდები და აქედან გავყვები
“ისე გავერთე ფიქრში ვერც შევამჩნიე, როგორ გავუსწარი. არა მე სახლში ჯერ არ მინდა მისვლა. დედა სამსახურშია, მამა- მივლინებაში. არ მინდა მარტო ვიყო. “
-ლევან მე აქ შენთვის არ ვარ. მე თვითონ არ მინდა სახლში წასვლა
“ ნეტავ იცოდე რამხელა ფარსია ეს სიტყვები. ზუსტადაც იმიტომ ვარ ახლა აქ, რომ მეშინია. მეშინი, რომ როგორც კი მარტო დავრჩები ისევ ათასი საზარელი აზრი დამესევა. სისხლს გამომწოვს და ჩემგან იმას შექმნის, ვინც თვითონ უნდა, რომ ვიყო. ტელემაქე ქრება და ვიღაც ამოუცნობი მხეცი ჩნდება. მე მისი არ მესმის. მაგრამ მეშინია.”
-მოწევ?
“სიგარეტიც ამ ამოუცნობ მხეცს ჰგავს. მეგობრის ნიღაბს ირგებს. მოდის, თითქოს უნდა , რომ განუგეშოს. სინამდვილეში გკლავს. შედის შენს სხეულში. მაგრამ მას ჩემი ნებით ვუშვებ. ეს კვამლი შემოდის ჩემს სხეულში. ვისუნთქავ. ჯერ გულს ეთამაშება. იავნანასავით ედება და აჩქარებულს თავს აჩვენებს, რომ მის დასახმარებლად მოვიდა. როგორც კი გულს დაამშვიდებს, გვერდს ჩაუვლის და ფილტვებს მიადგება. თავიდან გაუწევენ წინააღმდეგობას . შემდეგ შემოეჩვევა და რაც უფრო ხშირად მიადგება მით უფრო წაართმევს ძველ სიკაშკაშეს. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ვიცით, რომ საზიანოა, მაგრამ მაინც ვერ ველევით. ეს ადმიანობაა. მამაჩემი ხშირად ხმარობდა ასეთ სიტყვებს : ეროსი და ტანატოსი. ჩვენი ვნებების და სურვილების დასაკმაყოფილებლად ვუახლოვდებით და თვალებში ვუყურებთ სიკვდილს.”
-სკვერში დავსხდეთ
“სიტყვები ზედმეტია.ლაპრაკის უნარს ვკარგავ. არ ვიცი რას ვგრძობ. სუნთქვა მიხშირდება. ვსუსტდები. არ ვიცი ფერი დამეკარგა თუ უბრალოდ ჩემს წარმოსახვაში გავფითრდი. ვგრძნობ როგორ მიდის ჩემგან რაღაც. ვერაფერს ვერ ვაკეთებ, მის გასაჩერებლად. არ ვიცი რა არის. არც ის ვიცი რა მიდის , მაგრამ ვგრძნობ, როგორ ცდილობს სხეული მის შენარჩუნებას. არა, მე ახლა მარტო დარჩენას ვერ გადავიტან. ბოლოს მომიღებს. ნაწილებად მშლის. ეს ის სიმსუბუქე არ არის, რომელიც მაშინ მოდის, როდესაც ყველა დარდი მეშვება. ეს სხვა სიმსუბექეა. თითქოს ვიღაც დაეპატრონა ჩემს ფეხებს, მართავს ჩემს ხელებს. კი, სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს მსუბუქად. მე მაყურებელი გავხდი. ვიღაც ჩასახლდა ჩემში”
-არ მოდიხარ?
“ ლამაზი ადგილია. მშვიდი. დღეს განსაკუთრებულად მშვიდი. წვიმამ ადამიანის კვალი წაშალა. არაფერი დატოვა. აქაურობას ძველი სიდიადე დაუბრუნა. აქ არავინაა. მხოლოდ ჩვენ ვართ. დიდიხანს ვისხედით სკვერში. ვხუმრობდით, ვიცინოდით, ვსაუბრობდით. ლევანმა მდგომარეობიდან გამომიყვანა. შეძლო, არ მიმატოვა, გვერდში დამიდგა და გამაღიმა.მომნატრებია ლევანთან საუბარი. მას არ ესმის მე რას ვგრძნობ, მაგრამ ცდილობს, რომ გამიგოს. ეს დასაფასებელია.არ ნებდება და დახმარების ხელს მიწოდებს. ხანდახან ზედმეტადაც ცდილობს. მას ერთი უნდა, რომ მე კარგ ხასიათზე დამაყენოს. მისნაირი ადამიანები იშვიათად იბადებიან. ეს ლევანია. ლევან ბოლქვაძე. ბიჭი, რომელსაც შეუძლია სხვისი ბედნიერებით იბედნიეროს. ეს დიდი ნიჭია. ნიჭი, რომელიც ლევანს დაბადებიდან აქვს. ეს ნიჭი ანთებულ სანთელს გავს. სანთელს, რომელიც სხვას ეხება, უზიარებს თავის ცეცხლს. ორი ცეცხლი ერთმანეთს ერწყმება და უფრო მაგრად, თვალისმომჭრელად ანათებს. ესეც დღის ბედნიერი დასასრული. მე ლევანმა გამაბედნიერა. როდესაც გვერდში მეგობარი გყავს, ყველაფრის დაძლევა შეგიძლია. მეგობრობაც ცის საჩუქარია.
ტელემაქე ვარლამაშვილი
***

- დიდი ხანია ერთად არსად აღარ ვყოფილვართ
-ხო, ლევან ყველაფერი შეიცვალა
-ჩვენ შევცვალეთ ტელემაქე. ჩვენ მოვაწყვეთ ჩვენი ცხოვრება ასე
-ეგრე ფიქრობ ლევან?
ჩვენი შეკვეთაც მოვიდა. ეს წლები ალკოჰოლს მხოლოდ იმიტომ ვსვამდი, რომ სიფხიზლეს ვებრძოდი. მასში ვიხრჩობოდი. იყო დღეები, როდესაც სასმელში დამხჩვალს ძილის წინ გაღვიძება არ მინდოდა. არ მინდოდა , რომ გამეღვიძა, გამოვფხიზლებულიყავი და ყველაფერი თავიდან დაწყებულიყო. ჩემი ცხოვრების ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა. ერთნაირად იწყებოდა და მთავრდებოდა. ეს ერთფეროვნება დაღად დამედო. არც ერთი წამი დასამახსოვრებელი არ იყო. ბოლო 6 წლის განმავლობაში არც ერთი წამი აზრიანად არ გამომიყენებია. სასმელში და თამბაქოში ჩაძირულმაც მრავალჯერ ვცადე დროის მოკვლა. ნეტავ იმდენი ჭკუა მაინც მქონოდა, რომ იმაზეც მეფიქრა, რომ დრო არც ისე ბევრი მაქვს. არც ისე ბევრი დრო მაქვს, რომ ჩემს არსებობას აზრი შევმატო.
ორი კათხა ლუდი შევუკვეთეთ. ამ ბარში თავს სულ შინაურულად ვგრძნობდი. სულ აქ ვიკრიბებოდით. ახლა ამდენი წლის შემდეგ ისევ ამ ადგილას ვზივარ. ვეხები მაგიდას და თვალწინ მიდგება ყოველი წუთი. აი ეს წუთები და წამები დასამახსოვრებელი იყო. შეუცვლიათ აქაურობა. კედლები შეუღებავთ. სასიხარულოდ, მეგობრული, შინაურული ატმოსფერო უცვლელი დარჩა. როგორც ადრე, არც ახლაა ბარი სავსე. ამიტომაც დავდიოდით აქ ხშირად. არავინ არ ხმაურობს. სასიამოვნო მუსიკაა. ჰაერში ნოტები დარბიან. ყურთან გიახლოვდებიან. შენც წაგეთამაშებიან. წრეებს დაგარტყავენ და გაქრებიან. თავს მშვიდად ვგრძნობ. დიდი ხანია თავი ასე კომფორტულად არ მიგვრძვნია. წარსულს სულ გავურბოდი. წარსული ერთი ხელის გადასმით შევიძულე. სულ დამავიწყდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგიც მომხდარა. ბევრი კარგიც მინახავს. უამრავი კარგი ადამიანი მყავდა გვერდით. მოგონებებით ცხოვრება და რეალობის უარყოფა არ ვარგა, მაგრამ სიმთვრალით და “კაიფით” დღეების გაყვანას ნამდვილად ჯობს ამ ტკბილი მოგონებების გახსენება. იმის გახსენება , თუ რამდენი ამბავი მომისმენია აქ. რამდენჯერ ავყოლილვარ გრძნობებს. რამდენჯერ გავუხარებივარ იმ ადამინების გვერდით ყოფნას, რომელბიც ჩემი ხელით გავაგდე საკუთარი ცხოვრებიდან.
- რა იყო უკვე დაგათრო? - ღიმილით მითხრა ლევანმა.
- ჩავფიქრდი
-რა თქმა უნდა, შენ ჩემო ძმაო სულ ზედმეტი ფიქრი გიყვარდა.- ლევანში რაღაც შეიცვალა. მე ვისი შეცვლა უნდა გამიკვირდეს. წლების წინ, რომ ჩემი ახლანდელი თავი მენახა, ალბათ, ბოროტ ხუმრობად ჩავთვლიდი.
- კი, მიყვარდა და ახლაც მიყვარს.თან სასმლისაგან გათამამებულს განსაკუთრებით.
-კი, როგორ არ მახსოვს. ყველას ბოდიშს უხდიდი ან სიყვარულს უხსნიდი. გახსოვს?პირველად მთვრალმა უთხარი მაკუნას, რომ გიყვარდა.
რა დამავიწყებს. აგარაკზე ვიყავით ჩვენი კლასელის დაბადებისდღე იყო. პატარები ვიყავით. მგონი მაგ დღეს დავლიე პირველად. მახსოვს გარეთ ვისხედით: მე, მაკუნა, ლევანი, გიგი, ირაკლი და მარი. დანარჩენები სახლში იყვნენ. ჩვენ დავიღალეთ და გარეთ გამოვედით. ეზოში პატარა მაგიდა და რამდენიმე სკამი იდგა. არნახულად ლამაზი ღამე იყო. არაყისაგან დამთვრალი სუფთა ჰაერმა ამაღელვა. ზაფხულის გრილი ღამე იყო. სასაიმოვნო სიო უბერავდა. დაღლილებს გვამხნევებდა და გვაგრილებდა. შორიდან ტურების გამწარებული ხმა ისმოდა. საწ....ბი ევედრებოდნენ მთვარეს გამოსულიყო. წყვდიადი დაერღვია და სახლის გზა ეჩვენებიდა. ეს ხმა განწირულის ვედრებაა. ტურასაც უნდა სახლში დაბრუნება. უნდა დასვენება. ბედნიერება. თუმცა ამაზე ფიქრი უადგილოა. მაშინ ამაზე არც დავფიქრებულვარ ,უბრალოდ, მინდოდა , რომ ის წამი არასდროს არ დამთავრებულიყო. მახსოვს, თუ როგორ მიცემდა გული. სახეზე აწითლებული ვიყავი. ვიღიმოდი. არც შემეძლო რაიმე სხვა მეკეთებინა ჩემი ერთადერთი სიყვარულის შემხედვარე. არასდროს მიყვარდა სადღეგრძელოების თქმა და არც არასდროს გამომდიოდა. ყველა ჩემს სადღეგრძელოს სიცილი მოყვებოდა. არა, ეს არასდროს არ მაკომპლექსებდა. პირიქით, მათი სიცილი და ხუმრობები სულ მახარებდა. ამ დღეს გადავწყვიტე ძალიან ლამაზი და გრძელი სადღეგრძელოს მიძღვნა იმ გრძნობისათვის, რომელიც მეგონა, რომ მაშინ ვიცოდი რა იყო. სინამდვილეში ეს ახლაც არ ვიცი. არც მახსოვს რა ვთქვი. არ მახსოვს რა ვილაპრაკე. ერთი ის მახსოვს, რომ სადღეგრძელოს შემდეგ მაკუნამ მკითხა : ასე ძალიან ვინ გიყვარსო?. გონებამ კითხვის გააზრებაც ვერ მოასწრო. სასმელმა გამათამამა და არ ვიცი რანაირად , მაგრამ შენ-თქო ვუპასუხე. აი ამ სიტყვის თქმის შემდეგ გავშეშდი. წამში გამოვფხიზლი. ყველაფერი ნათელი გახდა. ჩემი სიტყვების უკან წაღების სურვილმა კიდევ უფრო გამაწითლა. ყველაფერი გვიანი იყო. მაშინ კი ძალიან ბევრი ვინერვიულო, თუმცა ეს დღე ჩვენი უდიდესი სიყვარულსი დასაწყისი გახდა და სწორედ არაყს უნდა ვუმადლოდე, რომ მე და მაკუნა წლების განმავლობაში ერთად ვიყავით.
-ლევან მე ახლაც მაქვს შენთვის ბოდიში მოსახდელი.
-არ გინდა.
- მაპატიე. იმდენად გართული ვიყავი ჩემი პრობლემებით, რომ ერთხელაც არ მიკითხავს შენთვის როგორ იყავი ან რას გრძნობდი..
-რა მნიშვნელობა აქვს რისი ბრალია. არ იცვლები. ისევ ზედმეტად ბევრ დროს კარგავ მიზეზის ძებნაში ტელემაქე და ვერ ხვდები, რომ შედეგი და პროცესი უფრო მნიშვნელოვანია , ვიდრე მიზეზი.
-მიზეზი დასაწყისია ლევან. მშობელი. ყველაფერი მისგან მოდის.
-შენ რომ დაიბადე მაშინვე გადაწყდა , რომ ასეთი ცხოვრება უნდა გამოგევლო? შენი ცხოვრებით შენ თვითონ შექმენი.
-არა მარტო მე ლევან. ვერ გაიგებ რა არის, როდესაც ადამიანი გიყურებს და თავი გამჭვირვალე გგონია. მე გავქრი ლევან, იმიტომ, რომ ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე. იმიტომ, რომ სადაც არ წავედი თავს უცხოდ, დაუპატიჟებელ სტუმრად ვგრძნობდი. ვერც წარმოიდგენ შენ მე ამ წლების განმავლობაში რას ვგრძნობდი. ეს ტკივილი ბოლო 6-წლის განმავლობაში ბოლოს მიღებდა
-ტელემაქე შენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ იმდენად გაეხვიე საკუთარ ტრაგედიაში, რომ ყველანაირი გზა დაკარგე. შეეჩვიე და შეეგუე, რომ სევდაში ჩაიძირე და არაფერი გააკეთე
“ეს თითქმის ყვირილით ნათქვამი სიტყვები გულზე მწარედ მომხვდა. ამ სიტყვებმა გამანადგურა. გულს იმდენად მწარედ მოხვდა, რომ მრავალი დაბაკუნების მაგივრად გადაწყვიტა ერთხელ მაგრად შევერყიე. არა, ეს სიმართლეა. ჩემი ბრალია. საშინელი ქარი ამოვარდა. ზღვა აღელვდა. არ ვიცი რას შევადარო ეს გრძნობა.ალბათ, მასზე საზარელი გრძნობა არც არსებობს. მე ამ აზრს დიდი ხნის განმავლობაში ვმარხავდი ჩემში. ხშირად ვარწმუნებდი თავს, რომ ჩემი ბრალი არ იყო. აქამდე მეგონა, რომ არავინ დამნაშავე არ იყო უბრალოდ ეს ასე იყო გადაწყვეტილი. საშინელება ყოფილა გაიგო სხვისგან ის, რის აღიარებასაც თვითონ ვერ ბედავ და აი, როდესაც ამას გაიგებ და შენი არსებითი ნაწილი, რომელსაც გული ჰქვია აღიარებს, რომ სიმართლეა, მაშინ მთავრდება ყველაფერი. მე თვითონ ავიკვიატე აზრი , რომ მსხვერპლი ვიყავი. მუდმივი პარანოია მჭირდა, რომ ვიღაცის ნაცვლად პასუხი უნდა მეგო. ეს აზრი იმდენ ხანს ვატრიალე ჩემში, რომ დღეს აქამდე მოვედი. ”
-კი ეს შენ არ იყავი. ეს შენ არ გგავდა. რა გააკეთე მის შესაცვლელად? შენ არავინ დაგავალდებულა, რომ ყველას ნაცვლად შენ გეგო ყველაფერზე პასუხი. შენ თვითონ აიღე ეს შენს თავზე. თვითონ დაინგრიე ცხოვრება ტელემაქე. თუ ყველაფრის გამოსწორება გინდა ჯერ შენ თავს უნდა გამოუტყდე სიმართლეში. აი შემდეგ ყველაფერს დაძლევ. წავედი ტელემაქე. დაფიქრდი. მიზეზზე არა ტელემაქე შედეგზე დაფიქრდი. იმ შეცდომებზე დაფიქრდი, რომლებიც მიზეზის ძებნაში გართულმა ვერ შეამჩნიე.
არ მინდოდა, რომ ეს დღე ასე დამთავრებულიყო. ლევანი წავიდა. კიდევ დიდი ხანი ვიჯექი მარტო. ვიჯექი მარტო გაოგნებული. ძალა არ მყოფნიდა, რომ ავმდგარიყავი. ლევანის სიტყვები ღრმად ჩამრჩა გონებაში. ეს სიტყვები ყველა ხანჯალზე ბასრი და მწარეა. აი სიმართლე. სიმართლე, რომელსაც ვეძებდი. სიმართლე, რომელიც ანადგურებს სიმშვიდის ილუზიას და სხეულს მისერავს. ეს სიმართლეა. ლევანი მართალია.

აღსარება

“მე ტელემაქე ვარ. ტელემაქე ვარლამაშვილი. მე იმდენად კარგად მოვირგე მსხვერპლის როლი, რომ ერთხელაც არ დამიშვია, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი თვითონ მე ვიყავი. მე გავხდი საკუთარი გადანდგურების არქიტექტორი. უსასრულო ძილი თავად ავირჩიე.ავირიე და დამავიწყდა, რომ ჭეშმარიტებამ, რომელსაც წლების განმავლობაში ასე გამალებით ვეძებდი, თვალწინ ჩამირბინა. მეგონა, ჩემს თავს ვეძებდი, მივხვდებოდი რა მინდოდა, ვინ ვიყავი. კოკი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ადამიანის მთავარი დანაშაული მისი უსაზღვრო ვნებაა. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები მხოლოდ წერის დროს მახსენდება. მამა ყოველთვის თვლიდა, რომ სუიციდი ამის ნათელი მაგალითია. საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენებამაც შეიძლება სიამოვნება მოგანიჭობს.არა, ამაში მამას ვერ დავეთანხმები. სუიციდი არ არსებობს. არავინ არ იკლავს თავს უმიზეზოდ. უბრალოდ მკვლელი ფარული რჩება. მკვლელს თვალს ვერ უსწორებს, მკვლელს ვერ ერევა. ამიტომ უფრო უსუსურ, დაუცველ მსხვერპლს ეძებს. ხშირად ეს მსხვერპლი თვითონაა. სულ ასე ვიქცევით, ყოველთვის ჩვენზე სუსტს ვეძებთ. ვეძებთ ვინმეს , რომ ვაჯობოთ. ვცდილობთ გამარჯვებული გვერქვას. რა თქმა უნდა, ყველას ურჩევნია დაიჯეროს, რომ მან სიგიჟის გამო მოიკლა თავი. მიზეზს არავინ გამოიძიებს. კი, არიან ისინი , ვინც საკუთარ თავს ტკივილს აყენებენ, ამით სიამოვნებას იღებენ. ჩვენს ქალაქში ასეთებიც არიან. განსაკუთრებით ამ ქუჩაზე ჭარბობენ. მე მათ მიმართ ზიზღს ვგრძნობ. არა იმიტომ, რომ თავის თავს ვნებენ და ამით ისედაც ცოდვებით დამძიმებულ მიწას ამძიმებენ, არა, უბრალოდ მე ვიცი, ვგრძნობ, რომ ამას ისინი გაუაზრებლედ, მეამიტობის გამო აკეთებენ. მე ისინი არ ვარ, მე ვერავის განვსჯი, მე არ ვიცი მათ რა გამოიარეს. მეც მაყურებელი ვარ.
ხანდახან მგონია, რომ არც მე განვსხვავდები მათგან. მეც საკუთარ სიამოვნებას შევეწირე. მის გამო დავინგრიე ცხოვრება. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც თავში ჩამენერგა ამაზრზენი აზრი, რომ ეს ყველაფერი ბედნიერებასთან მიმაახლოვებდა. თავიდან , როდესაც ეს ველური აზრები თავში მიტრიალებდა, მეგონა, რომ ეს ნამდვილად მე ვიყავი და ეს ყველაფერი ნამდვილად მინდოდა. შემდეგ დავაკვირდი და გამოფხიზლების ჟამს საშინელ სინდისის ქეჯნას ვგრძნობდი. თუმცა იცი რაა? ალბათ, ეს ტკივილი , რომ არ მეგრძნო უფრო დავეცემოდი. მაინც მიხაროდა, რომ არსებობდა სადღაც, რაღაც ჩემი ნაწილი ,რომელიც ამას ებრძოდა. თუმცა ის მოხერხებულია. მან ყოველთვის, ყველაზე კარგად იცოდა ,როდის უნდა მოსულიყო, რომ მე მის ხელში აღმოვჩენილიყავი. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ მეთვითონ მეგონა, რომ ამით ჩემს თავს ვშველიდი. რომ ტყუილს ვანადგურებდი და სიმართლეს ვთესავდი. ეს აზრი შემოვუშვი ჩემში და ის გადაიქცა გასაღებაც მტრისათვის, რომელიც ძლიერი ტალღასავით მეჯახებოდა და საითაც უნდოდა იქ მაგდებდა. იმას შევეჭიდე რისი ტარებაც უბრალოდ არ შემეძლო. მე შევეჭიდე, მე გადაწყვიტე და ვგრძნობ, თუ როგორ მელევა ნელ-ნელა ძალა. როგორ ვეცემი ნელ-ნელა ქვემოთ და როგორ ეშვება ჩემი ძალაგამოცლილი, გაფითრებული, გაოხრებული სხეული მიწაზე. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე, მაგრამ ავიკვიატე აზრი ,რომ მთელი დედამიწის ცოდვების გამო სწორედ მე უნდა დავისჯილიყავი. თურმე ყველაზე ქედმაღალი ადამიანი ვყოფილვარ. ჩემი ცხოვრებისაგან შევქმენი ტრაგედია, სადაც მთავარი როლი მეთვითონ მივანიჭე ჩემს თავს. ორმოში ჩემი ნებით ჩავწექი და ვუყურებდი,როგორ მაყრიდნენ მიწას. ყოველი აზრი, ყოველი გატარებული უაზრო დღე ნიჩბის ახალი დარტყმის ტოლფასი იყო.ბოლოს, ამომავსებს. ჰაერსაც აღარ დამიტოვებს. დამახრჩობს და დამთავრდება ჩემი ცხოვრება. ეს იქნება ჩემი საფლავი და ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ცოცხლად დავმარხე საკუთარი თავი. ვინ მმარხავს? მმარხავს ჩემი ხასიათი, ჩემი უაზრო წარმოსახვა, ჩემი ვნება. ხორცი შეისხა, ნიჩაბს ხელი მოჰკიდა და ნელ-ნელა, დამასაფლავა. როდესაც ვერც კი ვიაზრებდი, ორმო ამოუთხრია. ელოდებოდა, როდის ჩავწვებოდი. მიწას გადავყრი, ამოვძვრები ორმოდან და დავბრუნდები. მე კეთილშოვილი ვარ. თუ ამას ოდესმე ვინმე წაიკითხავს ალბათ იფიქრებს ამ პატარა ბიჭს თავი ვინ გონია, რა ქედმაღლად არისო. მე ეს აღარ მაინტერესებს. ვინ რას იტყვის , ვინ რას იფიქრებს ჩემზე. ეს ყველაფერი, ეს უმნიშვნელო დეტალები მე აღარ მაინტერესებს. კი, მე კეთილშოვილი ვიყავი. ჩემს ასაკსაც ვუსწრებდი ჭკუით წინ. ძალიან ბევრ რაიმეს ვხვდებოდი. აი ჩემი კეთილშობილება და ჩემი ჭკუა ხშირად ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს. კეთილშობილებამ შეიძლება შექმნას სიცრუე. სიცრუე, რომელშიც გონების ხმა აღარ გესმის. ამ დროს გრძნობები გმართავენ და ნებისმიერი საქციელი, რომელიც შეიძლება გაუცნობიერებლად, ინსტინქტურად აკეთებ ნამდვილია, შენია. ამ დროს მართალი ხარ. გონება გვმართავს და ,პირიქით, გონებას ვმართავთ ჩვენ. ჩვენი ემოციები უმართავია. გრძნობა რაღაც ამოუცნობია. ის ჩვენში დაბადებიდან ზის. მას ვერაფერი ცვლის. შეიძლება რაღაც შეიცვალოს, თუმცა ბოლოს მაინც პირვანდელ სახეს უბრუნდება. ჩემს გრძნობებს ვენდობოდი. ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებამდე მივყავდი. გონება ეწინააღმდეგებოდა.არ უნდოდა , რომ დამეჯერბინა, რომ ყოველი სხვისი საქციელის უკან უსასრულო სიკეთე იმალებოდა. მე არ ვნანობ , რომ ადამიანებს ვენდობოდი. რომ არსებობდნენ ადამიანები, რომელთა იმედიც სულ მქონდა. როგორ მწარედაც არ უნდა მტკენოდა ამის გამო გული, ეს შეგრძნება მაინც მაბედნიერებდა იმიტომ, რომ ეს ნამდვილად მე ვიყავი. რა მოხდა , როდესაც გონებას მივენდე? გიგისთან გიგი ვხდებოდა, ნიკასთან ნიკა. ჩემს ნამდვილ სახეს ვკარგავდი და ჩემი საკუთარი სხეულის მოქანდაკე გავხდი. ყოველდღე ვძერწავდი მას ისეთს, როგორიც მე მინდოდა , რომ ყოფილიყო. ამითაც ქედმაღალი ვიყავი. თავი ჩემი ცხოვრების შემოქმედად წარმოვიდგინე და დავივიწყე ყველაფერი, რაც ჩემში დასაწყისიდან იდო. დასაწყისი უმნიშვნელოა, მაგრამ სწორედ ფესვებია, ის რაც ხეს ამყარებს. რამხელაც არ უნდა იყოს, რამდენად მაგარიც არ უნდა იყოს, თუ ფესვები დალპება, მაშინ ის მყარად ვეღად იდგება. მე ეს შევძელი. ამას ვაღიარებ.
ეს ჩემი აღსარებაა. დღეს მეყო ძალა, რომ დამეწერა ყველაფერი, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ სინამდვილეში. ამის გამბეოდაობას დიდი ხნის განმავლობაშ ვეძებდი. ვიპოვე და შევასრულე. გრძნობებისაგან დავიცალე. ფურცელზე გადავიტანე, გავათრიე ჩემი სხეულიდან და, როგორც თვითონ გამხადა საკუთარი სხეულის ტყვე, მეც ფურცლის ტყვე გავხადე. ახლა ის ჩემგან შორს იქნება. რამდენიმე ფურცელში იქნება მოთავსებული.
მე ტელემაქე ვარ, ტელემაქე ვარლამაშვილი.დადგა დრო ჩემი აღდგომისა. გადარჩენისა, ბედნიერების დაბრუნებისა.”
***
დიდხანს ვწერდი.დრო შეუმჩნევლად გავიდა. ხშირად მემართება ასე- ვიღებ ხელში კალამს და სანამ ერთ აზრს დავამთავრებ, მეორე მოდის. და ასე გრძელდება უსასრულოდ. უსასრულოდ შემიძლია ვიჯდე და ვწერო. ვწერო ჩემი გრძნობების, ჩემი ფიქრების, ზრახვების შესახებ. ფურცელი ყველაფერს ითმენს, ფურცელი ისმენს, არასდროს ლაპარაკობს, არასდროს მიღალატებს. მდუმარედ ინახავს გულის ნადებს, კაეშანს, რომელიც ჩემი სხეულიდან გამოგლეჯილ სიტყვებში პოულობს სახლს.
მანქანის ხმა ისმის.კოკი გვიან მოვიდა. დაღლილია. ხშირად მიოცნებია დროის უკან დაბრუნებაზე. სამწუხაროა, დღეს მამა-შვილი ვარლამაშვილი მხოლოდ ჩარჩოში გამომწყვდეულ სურათებში ცოცხლობს. მამა სახლიდან დედის წასვლას არ შეგუებია. მე არ მყოფნიდა ძალა. მინდოდა მივსულიყავი, თვალებში ჩამეხედა, დარდი მეჩვენებინა, ხელი გამეწოდა, ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩავარდნილი აბობოქრებულ, ცხოვრებისმოყვარულ ტალღებში გადამეშვა. არ შემეძლო. არც გამბედაობის მოკრებაა ადვილი. ხშირად თვეები, ხანდახან წლები სჭირდება. ნელ-ნელა ივსება და ბოლოს კალაპოტიდან წამოსული მთელ სხეულში დაიწყებს ტრიალს. სისხლს შეერევა და მის მიმოქცევას ააჩქარებს. ხო, სწორედ ამას ვგრძნობ ახლა. გავდივარ დერეფანში და ძალას ვგრნობ. სხეული ისევ ხურს, თავს დაუმარცხებელ, უძლეველ კაცად ვხატავ. მინდა, რომ ეს შეგრძნება დაუსრულებლად გაგრძელდეს. არ დასრულდეს, გამახსენოს, რომ ეს ვარ მე. მე, ტელემაქე ვარლამაშვილი და მე ეს მინდა. რომ ამისათვის ბრძოლა ღირს. ღირს ბრძოლა იმისთვის, რომ ცხოვრება უკეთესობისაკენ შევცვალო. ამ სახლში უკვე წლებია არაფერი მომხდარა. სხვებითვის ეს სახლი დაცარიელდა, ერთ დროს შესაშური ოჯახი დღეს აღარ არსებობს. მე აქაურობა ახლაც მიყვარს, ჩემთვის აქ არაფერი არ შეცვლილა. ყოველი კუთხე, ყოველი ადგილი მე მიკავშირდება, დედას უკავშირდება, მამას. ჩვენ გვიკავშირდება. ეს ჩემი სახლია. აქ მე სულ მელოდებიან. აქ სულ იქნება ჩემი ადგილი. ამ სახლში უბედურების, სასოწარკვეთის აჩრდილები ადგილს ვერ იპოვიან.
- მამა. დაიღალე?
-მეგონა გეძინა - გაკვირვებულმა სიგარეტი დამალა. არასდროს არ ეწევა ჩემი თანდასწრებით. არადა მამა სიგარეტზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. გამოუსწორებელი რომანტიკოსია, ამას თვითონაც აღიარებს. მე გიჟ რომანტიკოსს უფრო დავარქმევდი. ხშირად უთქვამს, რომ სიგარეტის მოწევაზე მეტად, ის ფაქტი მოსწონს, რომ ეწევა. განსაკუთრებით,კითხვისას უყვარს მოწევა. ღვინით ხელში ემოციების მოზღვავებას თამბაქოთი ებრძვის. ახლა მის მოწევას სულ სხვა მიზეზი აქვს. მოწევასაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. ის სიფხიზლეს არასდროს არ ებრძოდა, რეალობას თვალებში უყურებდა. მამა არასდროს გაქცეულა. მისი ხასიათი ყოველთვის გამოცანად დარჩება ჩემთვის. მე ვიცი , მხოლოდ მე ვიცი, რა იგრძნო მან დედაჩემის გარდაცალებისას. არასდროს, ერთელაც კი არ შეუმჩნევია ჩემი თანდასწრებით ის ტკივილი, რომელიც მან გამოსცადა. ჩაკეტა თავისთავში დაუოკებელი მხეცი. არჩია დაემწყვდია და თვითონ განადგურებულიყო, ვიდრე გარეთ გამოეშვა. ასეთია მამაჩემი. ყოველთვის ყველაზე მეტად ვუყვარდი, მისთვის მე ყველაზე მნიშვნელოვანი ვიყავი. რატომ? იმიტომ , რომ მე მისი სიყვარულის ნაყოფი ვარ. ის უზომოდ ძლიერია. შეიძლება ბევრი არ ვიცი მისი გრძნობების შესახებ და შეიძლება ვერც ვერასდროს გავიგო, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი:მამაც ჩემსავით მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ უყვარდა ყველაზე მეტად დედას მამა. ისინი ერთ მთლიანს ქმნიდნენ. მათ საუკეთესოდ ესმოდათ ერთმანეთის. უყვარდა? არა, ახლაც უყვარს, სულ ეყვარება. დედა ცოცხალია. ცოცხალია, სანამ ჩვენ ვარსებობთ, ჩვენში ცხოვრობს. ამ სახლში ცხოვრობს. ეს მისი სამოთხეა. სამოთხე, რომელიც მან თვითონ ააგო. ალბათ, ვერც ვერასდროს დავამთავრებ , რომ დავიწყო დედაზე ლაპარაკი. ის ნამდვილი სასწაული იყო. მისნაირ ადამიანს მე ჯერ არ შევხვედრილვარ. ხშირად ამსგავსებდნენ მას ბებიაჩემს. მე ბებიაჩემს არ ვიცნობ, ამიტომ ვერასდროს ვხვდებოდი რითი გავდა დედა ბებიას. ბებიაჩემი ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა. ბებიის საფლავზე არასდროს არ ვყოფილვარ. აი, დედა კი ყოველდღე დაიდოა სასაფლაოზე. არასდროს არ აჭკნობდა ყვავილებს, ყოველდღე ახალი მიჰქონდა. იმიტომ არა, რომ დედა ბებიის სიკვდილს არ შეჰგყებია. არა, ეს იმიტომ იყო, რომ დედას ყველაფრის გალამაზება უყვარდა. მისთვის სიკვდილიც არ იყო ტრაგედია. მისთვის ტრაგედია არ არსებობდა. მე დედაჩემს არ ვგავარ. არც შემიძლია მას დავესმგავსო. დედაჩემი ქალი იყო. ძლიერი ქალი.
-რა ხდებოდა დღეს?
-როგორც ყოველთვის. არაფერი განსაკუთრებული. შენ სად იყავი?- გაეღიმა. არ ელოდა ამ კითხვას. დიდი ხანია ეს კითხვა მისთვის აღარ დამისვამს. თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ყოველთვის ჩემს მშობლებს ვადანაშაულებდი უყურადღებობაში და მე ერთხელაც არ მომსვლია აზრად , რომ მეკითხა რას ფიქრობდნენ ან რას გრძნობდნენ ისინი. ამიტომ რჩებიან ჩემი მშობლები ჩემთვის ამოუხსნელ ამოცანად.
-ვისეირნე. უი, ლევანი ვნახე. ბარში ვისხედით.ძველი დრო გავიხსენეთ- ნეტავ განახათ, მამაჩემის კმაყოფილი სახე, როდესაც ლევანის სახელი გაიგო. მამას ლევანი ძალიან უყვარს. ხანდახან ვეჭვიანობდი კიდეც. ისინი იმდენად კარგად უგებდნენ ყოველთვის ერთმანეთს, რომ ხადანხად ლევანი უფრო ჰგავდა კონსტანტინე ვარლამაშვილი შვილს , ვიდრე მე.
-ძალიან კარგი ტელემაქე … დაბრუნდი - ამოუცნობი. ცბიერი, ეშმაკი ღიმილით თქვა ეს სიტყვები. არ ვიცოდი რა მეპასუხა, ვერც მივხვდი რა იგულისხმა.
-შენ შეგიძლია გაბრაზდე. მე შენს ცხოვრებაში არასდროს ჩავრეულვარ. ალბათ, ხშირად გიფიქრია, რომ არც კი მაინტერესებს რა ხდებოდა შენს თავს. არა, ტელემაქე შენ აქამდე შენით უნდა მოსულიყავი. წლების განმავლობაში გული მტკიოდა, როდესაც გიყურებდი. ვიცოდი , ვხედავდი როგორ ინგრევდი ცხოვრებას. ლილემაც იცოდა. ბევრჯერ მიცდია შენთან მოსვლა? ლაპარაკი. ხანდახან იმასაც ვფიქრობდი , რომ ყველაფერი დაკარგული იყო. იცი რა ხდებოდა ამ დროს? დედაშენი თვალებში მიყურებდა და მეკითხებოდა : გგონია , რომ ჩვენი შვილი შეიძლება დაიღუპოს? ეს კითხვა არ იყო ტელემაქე. ეს სარკაზმი იყო. ჩემგან განსხვავებით, ლილეს ერთი წამითაც, არასდროს არ შეპარვია ეჭვი შენში. შენ მე მიცნობ. ზედმეტი არაფერი მიყვარს, შეიძლება ხანდახან მკაცრიც ვარ, ხანდახან სუსტი. მე შენ ვერ განგსჯიდი, არც მე მყოფნის ბევრი რამისათვის ძალა. ეს ოჯახი მე არ შემიქმნია. არ მის შესანარჩუნებლად მქონია ძალა. მიხარია, რომ ყველაფერი დამთავრდა. ნაბიჯი გადმოდგი. ახლა, დღეს მე შენით ვამაყობ. შენ დგახარ ჩემს წინ - კაცი. ჩემი შვილი. აქამდე შენით მოხვედი. სამწუხაროა, რომ ამას დიდი დრო დასჭირდა. შენ კარგ ადმიანად ხარ. ახლა, ამ წამს შენ ხარ ისეთი, როგორიც მე და დედაშენს გვინდოდა , რომ ყოფილიყავი, როგორსაც გზრიდიდით. მომავლის განჭვრეტა მე არასდროს შემეძლო, ყოველთვის რეალობით ვცხოვრობდი. დედაშენი ყოველთვის ხედავდა მომავალს ნათელ ფერებში. ეს სიშტერე არ ყოგილა. შენ წარმოდგენაც არ გაქვს , ვინ იყო დედაშენი. შენ მისი გაცნობა ვერ მოასწარი.
დღეს ჩვენს სახლში ვდგავართ პირისპირ მე და მამაჩემი. დედაც აქ არის, გვერდიდან გვიყურებს. იღიმის. დედა ბედნიერია, დედა სულ ბედნიერი იყო. მამაც იღიმის, მამა ამაყია. მხოლოდ მე ვტირი. ეს უბედურების ცრემლები არ არის. ეს ცრემლები გამოსალმებაა. გამოსალმება ჩემს ძველ ცხოვრებასთან. ერთ დღეში გამოუსწორებლად დავანგრიე ჩემი ცხოვრება, მაგრამ დღეს რამდენიმე წამში შევძელი მეპოვნა ჩემში ძალა, რომ ცხოვრება თავიდან დამეწყო. ჩემი ამბავი არ დამთავრებულა. ის კიდევ დიდხანს გაგრძელდება. მე ბედნიერი ვარ . ბედნიერი ვარ , რომ ეს ყველაფერი გამოვიარე. ხშირად ვერ ვბედავ ამის თქმას, მაგრამ ამ წუთს თავაწეულს შემიძლია ვთქვა, რომ კი მე ბედნიერი ვარ. ჩემი ბედნიერებისათვის ისიც კი საკმარისია, რომ მე კონსტანტინე ვარლამაშვილისა და ლილე ანჯაფარიძის შვილი ვარ.
-ბატონო ტელემაქე რას იტყვით რამდენიმე ჭიქა ღვინის დალევაზე თქვენს ბებერ მამასთან ერთად? იცი ერთი ძალიან მაგარი წიგნი წავიკითხე. მოგეწონება. - ეს არის კონსტანტინე ვარლამაშვილი, თემის შეცვლის ნამდვილი დიდოსტატი. ამ საღამოს დიდხანს ვისხედით მე და მამა მაგიდასთან. არაფერზე არ ვფიქრობდი, არც წარსულზე , არც მომავალზე. ეს დღე ჩვენ ერთმანეთს მივუძღვენით. ვიცინეთ, ვისაუბრეთ, დავლიეთ. ჩვენ მამა-შვილი ვართ. მამა-შვილი ვარლამაშვილები. ეს კი ვარლამაშვილების ოჯახია. ისევ ყველასათვის შესაშური. ისევ ყველასათვის იდეალური.

***
კოკის მალე ჩაეძინა. დიდხანს ვიჯექი მარტო.ძილი არ მეკარებოდა. დღეს დავმშვიდდი. წლების განმავლობაში ბედნიერების ნასახიც კი არ მიგვრძვნია. აი, დღეს კი ვიგრძენი. მამასთან დიდი ხანია გულახდილად არ მილაპარაკია. ვერიდებოდი მშობლენთან ლაპარაკს. იმის ფიქრში რა უნდა მეკეთებინა და რისი კეთების ვალდებული ვიყავი დამავიწყდა სინამდვილეში რისი კეთება მანიჭებდა სიამოვნებას. დამავიწყდა რა მაბედნიერებდა. ასე დამავიწყდა რა მანიჭებდა ბედნიერებას. დავიჯერე , რომ იმას, რასაც ვაკეთებდი ნამდვილად მინდოდა. რა მინდოდა სინამდვილეში? მინდოდა სკოლაში მივსულიყავი. უსასრულოდ მესაუბრა ლევანთან. უსასრულოდ მეყურა მაკუნასათვის. სახლში. სახლში დაბრუნებულს სადილი დამხვედროდა. მაგიდასთან დავსხდებოდით მე, დედა და მამა. მოვუყვებოდი რა ხდებოდა სკოლაში. მოვუყვებოდი, რაზე ვფიქრობდი. ისინიც მეტყოდნენ რას ფიქრობდნენ. ასე გავიდოდა საათები. საღამოს ან ეზოში გავიდოდი ან დავჯდებოდი და დავწერდი ან სულაც წავიკითხავდი. ეს ხომ ძალიან მარტივია. ხშირად ბედნიერებაც სიმარტივეშია. უმნიშვნელო დეტალებში იმალება. სირთულეებს ვეჭიდებით. ამბიციურები ვართ და სწორედ ასე გვავიწყდება რა გვინდა სინამდვილეში. თავს ვკარგავთ და სურვილების განხორციელებაზე გადაგვაქ მთელი ჩვენი ყურადღება. ამ ფიქრში გარბიან უამრავი დეტალები. მათ თავიდან ვეღარ ვამჩნევთ. შემდეგ კი საერთოდ გვავიწყდებიან. მატერიალისტები ვართ. ეგოისტები. ვადანაშაულებდი მშობლებს , რომ მე აღარ მახარებდნენ. ერთხელ, როდესმე მაინც გამიხარებია მე? ხშირად ვჩუქნიდი ბავშვებს სათამაშოებს. ხშირად მომიპარავს სახლში ფული, რომ ვინმე გამეხარებინა. აი ეს სიკეთე ნამდვილად არ იყო. ეს უბრალოდ გარიგება იყო. მე მათგან სანაცვლოდ იგივეს ველოდი. ან უბრალოდ მინდოდა , რომ კარგი სახელი მქონოდა მათთან. საკუთარი სახელის აწყობაში იმდენი დრო დავხარჯე, რომ ყველა, ვინც მართლა ძვირფასი იყო ჩემთვის და ვისთვისაც მე ძვირფასი ვიყავი ხელიდან გავუშვი. მეგონა, რომ ამ სიკეთით მოვახერხებდი, რომ მათი ნდობა და სიყვარული მეყიდა. ამას მშობლები ყოველთვის ამჩნევდნენ. ჩემთან არასდროს შეუმჩნევიათ. მოთმინებით ელოდნენ ჩემს გონზე მოსვლას. არ მინდა წარმოვიდგინო რამდენი ცრემლი დაუღვრია ჩემს გამო დედას.რამდენი ღამე გაუთენებია ჩემზე დარდში. რამდენი დღე გაუმწარებია ჩემს გამო.
ამ ყველაფერს მე კეთილი ნებით არ ვაკეთებდი.ამ ყველაფერს უბრალოდ ვალდებულების გამო ვაკეთებდი. იმდენად ბევრი ცუდი რამ გავაკეთე, რომ ვერც მივხვდი, როგორ ვიქეცი სათამაშოდ. იაფასიან სათამაშოდ, რომლითაც მხოლოდ მაშინ ითამაშებ , როდესაც სხვა გზა არ გექნება. ითამაშებ, მაგრამ არასდროს შეიყვარებ. მასაც შეექმნება ცრუ წარმოსახვა. ისიც დაიჯერებს, რომ საჭიროა. და აი ისევ მივედით იქამდე , საიდანაც ადამიანის უბედურება იწყება. სიცრუის შექმნამდე. სიცრუის შეყვარებამდე. ტყუილი. რამდენჯერ მიცდია, რომ მთელი დღე არავინ არ მომეტყუებინა. დღის ბოლოს ვხვდებოდი, რომ ჩემი ცხოვრება უკვე თვითონ იყო იმხელა ტყუილი, რომ სიმართლის თქმა უკვე აღარ შემეძლო.
აღარ მინდა ამ ყველაფერზე ფიქრი. უბრალოდ მინდა, რომ მოვეშვა. მოვდუნდე. თვალები დავხუჭო. ტვინი გავთიშო. ყველა კუნთი მოდუნდეს. გული მშვიდად იყოს. სუნთქვა არ გამიხშირდეს. არ გავინძრე. და ასე გავატარო რამდენიმე საათი. ყველას გარეშე. მარტომ. ჩემი წარმოსახვის გარეშე. ლოგინს შევეხო. შევიგრძნო. არაფრის შეცვლაზე აღარ ვიფიქრო. მომავალზე აღარ ვინერვიულო. აღარ ვიცურო ბედის საპირისპირო დინებით. დავწვე ზურგზე. ხელები გავშალო და დინებამ წამიყვანოს იქ , სადაც საჭიროა. მე მას მივენდობი. ვნახოთ რას მიმზადებს. იქნებ სრულიადაც უკეთესობისაკენ ცვლის ჩემს ცხოვრებას. ხო, აღარ ვიფიქრებ. დროს ფიქრში აღარ მოვკლავ. ასე შეიძლება მალე მართლა სიგიჟემდე მივიდე. ვერავინ ვეღარ ჩაერევა ჩემს ცხოვრებაში. ვერავინ ვეღარ დამთრგუნავს. მე თვითონ გადავწყვეტ რა არის ჩემთვის კარგი და რა ცუდი. იმას გავაკეთებ , რაც მართლა გამაბედნიერებს.
ეს დღე ძალიან გრძელი იყო. ბევრი, რამ გამახსენდა. ბევრი, რამ კი უბრალოდ დავივიწყე. რამდენად მძიმე დანაშაულიც არ უნდა ჩამედინა წარსულში, ის გადამწყვეტი მაინც არ არის. მომავალი ყოველწამს იცვლება. ის არ არის წარსულივით და აწმყოსავით დაწერილი. მომავალი ცარიელი ფურცელია. ფურცელი, რომელზეც ყოველდღე რამდენიმე სიტყვას ვწერთ. სიტყვები მრავლდება. წლების განმავლობაში გროვდება და ბოლოს იწერება ჩვენი მომავალიც. ჩემი მომავალი ბევრჯერ დაიწერა. ბევრჯერ შეიცვალა. დარწმუნებული, ვარ რომ ახლა, ამ წამსაც წიგნს, რომელსაც ჩემი ცხოვრება ქვია, ახალი გვერდები ემატება. ცარიელი ფურცლები, რომლებზე ჯერ კიდევ შემიძლია ჩემი მომავალი დავწერო. ჩემი სათქმელი ვთქვა.

ნუ ფიქრობ ტელემაქე. ნუღარ ფიქრობ. ცდილობდა ტელემაქე, რომ აღარ ეფიქრა. მშვიდად დაწვა და დაძინებას ცდილობდა, მაგრამ ტელემაქე მაინც იწვა და ფიქრობდა. ტელემაქე ძალიან ბევრს ფიქრობდა


***
ტელემაქეს ჰგონია, რომ მშობლებს არ ჰგავს. დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა, რომ არცხვენდა მათ. რომ ისინი ვერასდროს ვერ გაიგებდნენ რა სჭირდა. რა აწუხებდა. ცდება. ეს მხოლოდ კოკიმ იცის. ამას მხოლოდ კოკი ხედავს. ამ ღამეს მიხვდა კოკი, რომ ტელემაქე ნამდვილად მათი შვილი იყო.ეს ლილემაც იცოდა. მათ იცოდნენ, რომ ამ ნაკვთებს მიღმა, რომელიც ტელემაქეს არც დედას უგავდა და არც მამას, იმალებოდა მათი წარსული. ტელემაქე იყო მათი შეხვედრის ადგილი. მათი მოთმინება. მათი გულისთქმა. საუბარი. ეს არ იკარგება. ამიტომ არის და იქნება ტელემაქე სულ განსაკუთრებული. ის დაბადებიდან ისტორია იყო. ორი ადამიანის ისტორია. სრულიად განსხვავებულის. რომელიც ბოლოს ერთ წერტილში იკვეთება. ეს წერტილი ტელემაქეა. ვერ ხვდებოდა, ვერც ხვდება და ვერც მიხვდება ,ალბათ, რამხელა რამ იმალება მასში. კი, ტელემაქეს ბედი ვერასდროს ვერ იქნებოდა ჩვეულებრივი. ყველას მსგავსი. არც ლილეს ბედი იყო ჩველებრივი, არც კოკი გავდა სხვებს. მათი შვილი კი შეუძლებელი იყო ყველას მსგავსი ყოფილიყო.


კონსტანტინეს ამბავი

ეს სუნი მე არ მიყვარს. ამ სახლის სუნი სულ სხვანაირია. მე სახლში არ ვარ. ნელ-ნელა შევეგუე ამ ადგილს. გავაცნობიერე და ვაღიარე, რომ ამ ადგილს უნდა დარქმეოდა ჩემი სახლი. გონება შევამზადე და პირველივე ნაბიჯიდან, რომელიც აქ შემოვდგი შევიქმენი განწყობა, რომ აქ თავი უნდა დავიმკვიდრო. აქ ახალი ცხოვრება მელის. ათასობით კილომეტრის მოშორებით. ოკეანის მეორე მხარეს. შორს ადგილიდან, სადაც გავიზარდე. მე სტუდენტი ვარ. მალე 18 წლის გავხდები. იყო დრო, როდესაც ერთი წარმოდგენაც ამ თავისუფალ, დამოუკიდებელ ცხოვრებაზე ცრემლებს მგვრიდა. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. ბავშვობიდან ვემზადებოდი ამ დღისთვის. ყოველთვის ვარწმუნებდი თავს, რომ შორს იყო. სინამდვილეში კი ძალიან ახლოს აღმოჩნდა. ყოველთვის ვეძებდი გზებს, ვეძებდი ბილიკებს , რომლითაც აქამდე მოსვლას თავს ავარიდებდი. მე მას ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დავარქვი მტერი. პირველად , რომ დიდი ხნით დავტოვე სახლი ვთქვი, რომ ეს პირველი და უკანასკნელი იყო. არასდროს ეს აღარ განმეორდებოდა. ვიცოდი, რომ თავს ვიტყუებდი, მაგრამ ერთი წარმოსახვაც, რომ შეიძლებოდა მუდმივად სახლში ვყოფილიყავი, მამშვიდებდა. ცოტახანს მავიწყებდა, რომ მაინც მომიწევდა წასვლა. ეს წასვლაა და არა გაქცევა. მე გასაქცევი მიზეზი არ მქონია. უბრალოდ წავედი. ეს ასე გადაწყდა და მე ვერაფერი გავაკეთე ამის შესაცვლელად.გულის სიღმრეში სულ ვიცოდი, რომ ისევ ყველაფერი ასე იქნებოდა.ვიცოდი, რომ ეს მარადიულობის აზრი სულაც არ იყო მარადიული. ყოველღამე ახლა ამ საწოლში მძინავს. ეს სუნი მოსვენებას არ მაძლევს. ხშირად ძილსაც მიფრთხობს. ხშირად მეღვიძება. მეღვიძება და ვერ ვხვდები სად ვარ. ვერ ვიშორებ გრძნობას, რომ სხვაგან ვარ. ვიღვიძებ და მეშინია. თავს დაუცველად ვგრძნობ. ვკვდები ისე მინდა, რომ დავიძინო და ჩენს საწოლში გავიღვიძო. გამაღვიძოს დედამ. მე აქ არავინ გამაღვიძებს. არავინ არ მომცემს შენიშვნას. კი, ეს თავისუფლებაა. თავისუფლება, რომელიც სულ მინდოდა. სულ ვფიქრობდი, რომ თავისუფალი ადამიანი ვიყავი. ვარ კიდეც და არავის არასდროს არ მივცემ შესაძლებლობას, რომ ჩარჩოებში მომაქციოს. მაგრამ მაინც. მალე ადექი, სკოლაში გაგვიანდება. თბილად ჩაიცვი არ გაცივდე. ეს ის სიტყვებია, რომელთა გამოც შემიძლია ეს თავისუფლება დაუფიქრებლად დავთმო. რომელიც დამეხმარება თავი ბედნიერ კაცად ვიგრძნო. გამახსენდეს რომ ზრუნავენ ჩემზე. თვეები გავიდა. მალე 1 წელი შესრულდება. ჩემს სახლში სულ სხვა სუნი ტრიალებდა. კედლებიც სხვანაირია. მე იმ კედლებში გავიზარდე. 4 თეთრად შეღებილ კედელში. ბოლოს, მათ სულაც დაკარგეს ის სისპეტაკე, რომელმაც პირველად ასე ძალიან მომხიბლა.მტვერი შეერიათ. ყავისფერი ლაქებიც მომრავლდნენ. არასდროს არ ვაძლევდი არავის მათთან შეხების უფლებას. შორიდან მიყურებდნენ.მთელი ჩემი ცხოვრება მაკვირდებოდნენ. ჩემს უამრავ საიდუმლოს ინახავდნენ. მიცნობდნენ ისეთს, როგორსაც არავინ მიცნობდა. მათ მეტი იციან ჩემზე, ვიდრე მე საკუთარ თავზე. ხშირად მიოცნებია მათ ადგილას ყოფნა და მშვიდად, აუღელვებლად, შეუმჩნევლად საკუთარი თავისთვის თვალის დევნა. როგორ მინდა ერთხელაც ყური მივადო. თვალები დავხუჭო და ვთხოვო წამიყვანოს და მანახოს ყველაფერი, რაც კი უნახავს. მანახოს ყველა, ვინც უნახავს. ვისი ცხოვრება და ბედნიერებაც გაუზიარებია. მას შეუძლიას მანახოს. გამახსენონ ის . რაც ჩემი გონებდან დიდი ხნის წინ წაიშალა. გაქრა და ვერაფერი ვეღარ აღადგენს. ჩემი გონებაც ერთ ფირია. ჩველებრივი ფირი. მას არ შეუძლია უსასრულოდ გაგრძელდეს.მუდმივად ახლდება. ძველ სურათებს ახლები ცვლიან. კადრები მარადიულად არასდროს რჩებიან. ალბათ, სხვანაირად არც შეიძლება. ასე უნდა იყოს. ისიც ვერ დაიტევს ყველას. რა ქნას. ხანდახან ვიღვიძებ და უცნაური შეგრძნება მაქვს.ეს შეგრძნება ოდესღაც მქონია. ეს ოდესღაც სახლში, ჩემს საწოლში მიგრძვნია. გული გრძნობს. ცდილობს გააცოცხლოს ეს კადრი. გამამხნევოს. ცდილობს არ დამავიწყდეს , რომ მე მაქვს სახლი. გამახსენდეს ის დღე ან თუნდაც ის წამი. როდესაც ყველაფერი სხვანაირად იყო. გათიშული და მუდმივად ყველაფერს შეგუებული გონება არ მახარებს. ხანდახან თავში კადრი გაიფრენს. ვერ იჭერს. ისევ იკარგებიან. თუმცა გული უფრო ძლიერია. შეიძლება ვერ ვიხსენებ როდის, ვერ ვპოულობ მიზეზს რატომ, მაგრამ ვგრძნობ კავშირს ჩემს თავთან. ეს კავშირი კი მაბედნიერებს. არ ვიცი რა დავარქვა ან რა ქვია, მაგრამ ერთი ვიცი მას დრო და სივრცე ვერ განსაზღვრავს. ის უნივერსალურად თავისუფალია. ვერც ერთი ჩარჩო ვერ ჩაკეტავს. მე მუდმივად ვიქნები დაკავშირებული უხილავი სიმებით იმ კონსტანტინესთან, რომელიც 5 წლის წინ ვიყავი და რა ვიცი, იქნებ ის კონსტანტინე, რომელიც 5 წლის შემდეგ ვიქნები ახლა წევს და იმას განიცდის, რასაც მე ახლა ვგრძნობ. ვერ იხსენებს და არ ახსენდება ეს დღე. ეს ღამე. შეიძლება მეტი იცის. ან სულაც სახლშია. რა მნიშვნელობა აქვს რა იყო. მთავარია, რომ ეს მოგონება, რომელიც თავისით მოვიდა, მახარებს. მაღიმებს. რთულია აღიარო, რომ ამ ადგილას, რომელსაც სულაც არ ქვია შენი სახლი, ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილს ატარებ. ადამიანებიც სახლებს ვგავართ. შეიძლება დანახვისთანავე იცნო და იპოვო ის სახლი, სადაც თავს მყუროდ იგრძნობ. შეხვიდე, კარი დალუქო და აღარასდროს აღარ გამოხვიდე. სახლს ერთი განმარტება არ აქვს. ერთი განმარტება არ არსებობს, ამიტომ არ მჯერა მეცნიერებების. არც რაციონალური ახსნის. შეუძლებელია რაციონალურად ახსნა ის, რაც ადამიანს არ შეუქმნია. შეუძლებელია ახსნა მოუძებნო იმას, რასაც მე ამ ღამეს განვიცდი. ვიწვი. ვიწვი ერთდროულად ბენდიერებისაგან და უბედურებისაგან.
ეს სუნი ჩემში შემოვიდა. ჩემი ნაწილი გახდა. მე მისი. დიდხანს ვგრძნობდი სუნს, რომელიც აქ ჩამოვიტანე. ამ სუნს ერედო, მაგრამ მაინც გამოირჩეოდა. უფრო გამოკვეთილი იყო. ახლა მას ვეღარ ვგრძნობ. ამ სუნში დაიკარგა. როგორც მე ვიკარგები ამ ადგილას. ამ სუნივით ვერევი მეც ამ გარემოს და ბოლოს მეც ამ კედლებს შევერწყმები.



***
მე ჩემი სამყარო მაქვს. მე კონსტანტინე ვარ. კონსტანტინე ვარლამაშვილი. ბავშვობიდან მასწავლიდნენ რომ არასდროს არ უნდა დავნებებულიყავი. არასდროს სასოწარკვეთა ჩემამდე არ მომეშვა. მე ჩემს სამყაროში ვცხოვრობ. სამყაროში სადაც სიჩუმედ გადაქეული ხმები და სიბნელედ გადაქცეული სინათლე ვერ მოვა. მე ეს ასე გადავწყვიტე. ერთ დღეს უნდა გაიღვიძო. თვალები გაახილო და ყველაფერი შეცვალო. ერთდღეს უნდა გადაწყვიტო ვინ ხარ. რას წარმოიადგენ. ვინ გინდა, რომ იყო. არ გაადაწყვეტინო სხვას. არ დაიკარგო. გვიან მივხვდი. სათამაშო ვიყავი. ბურთი, რომელსაც ყველა თავისჭკუაზე ათამაშებდა. ამდენ თამაშში კი დამავიწყდა სინამდვილეში რა მინდოდა. ოცნებები ისევ ოცნებებად დარჩნენ. ცოტახანში მივხვდი, რომ უსასრულო ოცნებას, უსასრულოდ წარმოსახვაში ცხოვრებას შედეგი არ აქვს. ეს უბრალოდ მიზეზია. მიზეზი , რომელსაც ადამიანები პოულობენ. ადამიანები , რომლებმაც თავისი ოცნებისთვის არ იბრძოლეს. რომლებსაც ბრძოლის ეშინიათ. მიზნისთვის ბრძოლა. ჩემს სამყაროს არასდროს არ ერქმევა სევდიანი. მეც ერთ დღეს გავიღვიძე და ასე გადავწყვიტე. დიდი ხნის შემდეგ ვიპოვე ჩემში ძალა რომ ყველაფერი შემეცვალა. ბედის მორჩილი ვიყავი. მეშინოდა. მივიღე, რომ სახლისაგან შორს ვარ. შევეგუე, რომ ამ ახალ ცხოვრებას ჩემთვის კარგი არაფერი არ მოჰქონდა. შევეგუე და კარგი გავუღე. სიბნელეს. სიცარიელეს. უფლება მივეცი შემოსულიყვნენ. წვეთს წვეთი ეცემოდა. ნელ-ნელა სინათლე სიბნელეში იკარგებოდა. ასე გავიდა რამდენიმე თვე. არაფერი არ მახსოვს. ამ სიბნელეში დავდიოდი თვეები. სიბნელედ ვაქციე საკუთარი აწმყო. სიბნელედ, რომელსაც ვერც წარსულიდან მომავალი თბილი სუნი ეკარებოდა და ვერც მომავლისაგან მომავალი ნათელი ფერები. ყველაფერი გავაფუჭე. ჩემს სამყაროს დაერქვა ბნელი და ყველა ხიდი ჩატყდა, რომელიც გარე სამყაროს უკავშირდებოდა. არავინ აღარ მინდოდა. ვერავისთან ვერ ვლაპარაკობდი. ხო, სიბნელესთან ერთად ყველაფერი დამუნჯდა. ბგერები, რომლებიც ამოდიოდნენ იყინებოდნენ და უსასრულო უფსკრულში იკარგებოდნენ. ბევრი დავკარგე. ერთ დღეს ჩემი ხსნა გამოჩნდა. სიბნელეში, როდესაც უკვე დავიწყებული მქონდა ვინ ვიყავი ოდესღაც, მკრთალმა სინათლემ გამოანათა.ჯერ ერთმა, შემდეგ მეორემ. ციცინათელები მოფრინდნენ. მათ სინათლეში პატარა შტრიხები იკვეთებოდა. იმ ადამიანების ნაკვთები ჩანდა, რომელბიც დიდი ხნის წინ დავივიწყე. შემშურდა. უდარდელები ერთად დაფრინავდნენ. თამაშობდნენ. მე წამოვდექი. გავყევი. თამაშ-თამაშით. ტანზე დამაჯდნენ და ამ უფსკრულიდან ამომიყვანეს. ამ ციცინათელებს სხვადასხვა სახელი ჰქვიათ. ზოგი მათ ოცნებას ეძახის. ზოგი მეგობარს. ზოგი სიყვარულს. ზოგი ოჯახს. არ აქვს მნიშვნელობა ამ ციცინათელას რა ერქმევა. მთავარია არ დაგავიწყდეს, რომ არსებობს სინათლე, რომელიც საკუთარ არსებობას გაყვარებს. რომელიც შენს არსებობას აზრს მატებს. იპოვო და არასდროს გაუშვა.
ლილეს ამბავი

უნივერსიტეტიდან გვიან გამოვედი. სასიამოვნო ამინდია. დაბნელდა. მიყვარს საღამოობით სეირნობა. მზე ჩადის. ჩადის და მის სხივებთან ერთად ჩემი გონებიდანაც ყველაფერი ცუდი იკარგება.ქარწყლდება. ღამე ყველაფერი იცვლება. ყველაფერი იძინებს. იძინებს ის ტკივილიც, რომელიც დღის განმავლობაში დაუნდობლად მისწორდებოდა. ქალაქიც იცლება. განათებულ ქუჩებსაც ყველაფერი ავიწყდებათ.აქამდე შემეძლო დაუსრულებლად მელაპრაკა ქალაქზე. ამეღწერა ყოველი ფერი. სილამაზის აღქმა. რა ბედნიერია ადამიანი, რომელსაც შეუძლია სილამაზე, მშვენიერება აღიქვას. მე ეს აღქმა ასაკთან ერთად დამეკარგა. ნელ-ნელა ფერები ერთმანეთს დაემსგავსნენ. მრავალფეროვნება დაკარგეს. ახლა სულ რამდენიმე ფერს ვამჩნევ.პასტელის ფერები მიყვარდა. უსასრულოდ შემეძლო ყურება. ერთ ადგილას მდგომი, სინამდვილეში უსასრულოდ ვმოგზაურობდი. როგორ მენატრება ის დრო. როდესაც უბრალოდ შემეძლო თვალები დამეხუჭა და სხეულს გავმცდარიყავი.გავყოლოდი ამ ამოუცნობს, მისტიკურ სამყაროში. მისი სუნთქვა მეგრძნო. დღეს სხეულით ვარ შებოჭილი.საზღვარი მაქვს დაწესებული. ახლა ეს ფერებიც კრთებიან. ქუჩებში დავდივარ. არ მამახსოვრდებიან. იყო დრო ყველა პატარა დეტალს ვიმახსოვრებდი. სხვებისთვის შეუმჩნეველ, უმნიშვნელო დეტალებს ვიყვარებდი . ვებღაუჭებოდი. ამ თვისებას ცხოვრებაშიც ვამჟღავნებ. ყოველთვის ვცდილობდი მეპოვნა ის პატარა, უმნიშნელო დეტალი, რომელიც გამაბედნიერებდა. ნაცრისფერ, უსიცოცხლო ფერებში გამოჩნდებოდა. დაარღვევდა და ძველ მრავალფეროვნებას დააბრუნებდა. გამომდიოდა. ყოველთვის გამომდიოდა. დღემდე. ახლა აქ ისე დავდივარ, რომ ზევით არც კი ვიხედები. ყურადღებასაც აღარ ვაქცევ. მიზეზს ჩემს თავში ვეძებ. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც პირველად შემომიჩნდა აზრი, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო. რომ სულელი ვიყავი. ხშირად ვთვლიდი თავს სულელად. ვფიქრობდი ,რომ ეს ბედნიერება სინამდვილეში აღარც არავის სჭირდებოდა. რომ რეალურ სამყაროს მოვწყდი. რომ სილამაზის აღქმა და უსასრულოდ ოცნება სულაც არ იყო ბედნიერება. მაინც სულელივით ვაგრძელებდი ძებნას. არ ვნებდებოდი. უტოპიას ვქმნიდი. უტოპიას, რომელიც დესტრუქციულმა ტაიფუნმა გამოუსწორებელ, უსიცოცხლო დისტოპიად აქცია . ხანდახან თუ ავიხედები ზევით. ჩემს თავზე ვბრაზდები. აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე, რომ ეს შენობები ასეთი ლამაზი იყო. ეპითეტების რაოდენობაც მცირდება. მინდა, ვცდილობ შევაქო. სილამაზის სადღეგრძელო შევსვა. არა. აღარ შემიძლია. ეს სიტყვები თავში ჩნდებიან. მაგრამ სანამ მათ წარმოთქვას ვასწრები იკარგებიან. რა ადვილია ყველაფრის დავიწყება. ადვილია დაივიწყო, რაც გიხარია. დავიწყება ადვილია, გახსენებაა რთული. დრო სჭირდება. არასდროს არავის უჭირს გაიხსენოს ის, რის გამოც იტანჯება. იპოვოს მიზეზი , რის გამოცა სინდისი ქეჯნის. მაგრამ ერთ დღესაც შეიძლება ვეღარ გაიხსენო ვერც ერთი ბედნიერი მოგონება. ბრძოლა. ბრძოლაა საჭირო მის გასახსენებად.ხანდახან ისიც კი მავიწყდება, რომ ბრძოლა მინდა.
ქუჩების სუნთქვა მესმის. მშვიდად არიან. ღამემ ყველაფერი დაავიწყათ. ყველაფერი ცუდი, რაც კი ცუდი უნახავთ. ფეხით წამოვედი. გზაში უამრავი ადამიანი მხვდება. ყველას სახე სხვანაირია. ყველას თავისი ისტორია აქვს. თავისი სადარდებელი. მე მარტო ვსეირნობ. გვერდით ვუვლი და ვერ ვიშორებ შეგრძნებას, რომ თავისკენ მქაჩავენ. რომ ჩემს გადაყლაპვას ცდილობენ. ყველა თავისკენ გქაჩავს. მე მასეთი არ ვარ. არა, არც ვარ, არც ვყოფილვარ და ვერც ვერასდროს ვიქნები. იმედი ბევრჯერ გამცრუებია. ნაკუწებადაც დავშლილვარ. გაქრობის, დაკარგვის სურვილიც მქონია. მაგრამ არასდროს. არასდროს ადამიანების სიყვარული არ დამიკარგავს. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, არასდროს არ დავიჯერებ, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც სიკეთისთვის არის გაჩენილი. მისი პოვნისათვის ღირს ტანჯვა. ღირს დამცირება. შეურაცხყოფის ატანა, რომელსაც ყოველდღიურად გაყენებენ სხვები. რომელსაც ყოველდღიურად აყენებ საკუთარ თავს.ამ ყველაფერზე ფიქრში ისე გავიარე გზა და მივედი მატარებლამდე, რომ ვერც კი მივხვდი. ისევ დავიკარგე ჩემს აზრებში. უსასრულო ლაბირინთში. ამით ვამაყობ. ვამაყობ, რომ ჩემი გონების ვერც დასაწყისს ვპოულობ და ვერც დასასრულს. ჩავჯექი ვაგონში. მატარებლით სეირნობა ახლაც მიყვარს. განსაკუთრებით ამ დროს. ბევრი ხალხი არ არის. სიმშვიდე და სიწყნარეა. კარი გაიღო. ერთი გაჩერება დარჩა. სულ სახლში მეჩქარებოდა. სულ მოუთმენელი ვიყავი. ახლა კი ეს ბავშვური სიხარულიც სხვანაირია. შეიცვალა. შეიცვალა იმ სხეულის ფორმებთან ერთად, რომლებსაც ბავშვობის არაფერი აღარ ეტყობათ. კაცი შემოვიდა. საშუალო ასაკის, მაღალი , შავგვრემანი კაცი. სიცოცხლით სავსე. კეთილი ღიმილი ჰქონდა. გულწრფელი შავი თვალები. მთვრალი იყო. მთვრალი სასმლისაგან, რომელიც მის ჭრილობებს, რომელსაც მისი სახე , კეთილი სახე, შეუმჩნეველს ხდიდა, სულს ხდიდა. სხეულს უმწარებდა. მხოლოდ ღამე არ კმარა მისი ტკივილის შესაჩერებლად. მისი ტკივილი უკუნზე ძლიერია. საზღვარი არ აქვს. შემოვიდა და ამღერდა. არ ვიცი რატომ მომწონდა ეს სიმღერა, რომლის სიტყვები არც მე მესმოდა და ვერც ის წარმოთქვამდა, მაგრამ დაღლილი მისმა სიმღერამ კარგ ხასიათზე დამაყენა. ბევრი ვერაფერი გავიგე. ვერც იმას მივხვდი რის სიმღერას ცდილობდა. მეეჭვება თვითონაც სცოდნოდა.
ჩანთაში ხურდის ძებნა დავიწყე. მათხოვარი. არასდროს არ მიყვარდა ეს სიტყვა. მას ეს არ გადაუწყვიტავს. მას ეს ცხოვრება არ აურჩევია. არავინ იცის რას მალავს. ვინ იმალება მასში. არ ვიცი, მაგრამ ერთს ვიტყვი. ის მათხოვარი არ არის. ის არ არის კეთილდღეობის და ბედნიერების მათხოვარი. იმათი მსგავსი ვინც მას მათხოვარს ეძახის. ნელ-ნელა მიახლოვდებოდა. “ექიმი”. ეს სიტყვა გარკვევით წარმოთქვა. გაფითრდა. თვალები ცრემლებით აევსო. სიმთვრალის ბრალი იქნება. მოვედი. ხურდები ჩავუყარე და კარისკენ წავედი.
-ექიმი. ისიც კარგი ექიმი რომ ყოფილიყო, ახლა ჩემი გოგო ცოცხალი იქნებოდა. ჩემი პატარა გოგო.
ამ სიტყვემა ადგილზე გამყინა. თალები ამიცრემლიანდა. სულში მომხვდა. ყველა სიტყვამ ერთიანად დამარტყა. მე გავიყინე. ყველაფერი გაიყინა. წამით მომეჩვენა, რომ ყველაფერი ამაო იყო. სიკვდილი. სიკვდილი ამოუხსნელი რამ არის.არავინ იცის რისთვის, რატომ მოდის. მაგრამ რატომ. რატომ უნდა მომხდარიყო ასე. კარი დაიხურა. ვერ გავედი. ადგილიდან ვერ დავიძარი.დავრჩი ვაგონში. კაცთან, რომელიც სისხლის გუბეში იხრჩობა. რომელსაც შვილის სისხლი ახრჩობს. ნელ-ნელა თვითონაც იძირება. ცრემლი ცრემლს მოსდევს. სისხლის გუბიეში ეკალს გაედგა ფესვები. ეკალს, რომელიც იზრდება სხეულში ესობა და მისი სისხლით კიდევ უფრო ღრმავდება. განსაკუთრებით მისი გულიდან წამოსული სისხლი უყვარს.
ძალა არ მყოფნის. არ შემიძლია უკან გავიხედო. ისევ შევხედო. ვიგრძენი როგორ ჩამიარა გვერდით. ბარბაცით, როგორ გაიარა ვაგონი. არა, აქაც ვერ ჩავალ. მას მეორედ ვერ შევხედავ.ყელში რაღაც გამეჩხირა. სუნთქვა გამიხშირდა და ჩემმა სხეულმა სითბოს ყველანაირი კვალი დაკარგა. შემცივდა.
-ილო - ხმამაღლა დაიყვირა ოქროსთმიანმა პატარა ბიჭმა. იმდენად დიდი სიყვარულით წარმოთქვა ეს სახელი, რომ გამოვფხიზლდი და გამახსენდა სად ვიყავი. საოცარი ღიმილი ჰქონდა ამ ბიჭს. მასაც ცარიელი ჭიქა ეჭირა. ბავშვი გამოიქცა და მას ჩაეხუტა. დიდხანს ვიდექი გაშეშებული. დიდხანს ვუყურებდი, როგორ მიდიოდნენ. ხმას ვერ ვიღებდი. ადგილიდან ვერ ვიძვრებოდი. ჩემში ისევ, გაცოცხლდა გოგო.გოგო, რომელიც ხედავდა ოქროსქოჩრიან ბიჭს, რომლის ალერსმაც ეკლებს შორის ვარდი გაფურჩქნა. რომლის სინათლემაც ყველაფერი გააფერადა. ხელი ჩაკიდა. მასაც დაუბრუნა ძველი ფერი. ასე წავიდნენ ერთად. გასასვლელისაკენ. მივხვდი. ეს კაცი, ილო, ყოველთვის იქნება მისი მშობელი. მისი მამა. აი დეტალი. დეტალი, რომელიც ბედნიერების ნაწილია. რომელიც მას აცოცხლებს. ვამთავრებ. უკვე სიტყვებიც ზედმეტია.

დღეს ამ ეზოს დაანგრევენ. დაანგრევენ სახლს, სადაც გავიზარდე. სადაც ვიცხოვრე 19 წელი. მალე აქ ნანგრევების მეტი არაფერი დარჩება. ასეც უნდა იყოს. ამ სახლთან მე კარგი არაფერი მაკავშირებს. მალე ეს კედლები აქ აღარ იდგება. მათ ჩაანაცვლებენ სხვები. ახალ შენობას ააშენებენ. მე აქ არასდროს აღარ დავბრუნდები. ეს კედლები დიდი ხნის განმავლობაში ფარავდა ფარსს. ფარსს, რომელსაც ანჯაფარიძეების ბედნიერი ოჯახი ერქვა. თავადების ბედნიერი ოჯახი.დედას მამა არასდროს ჰყვარებია. არც მამას უყვარდა დედა. ყველა თავისებურად ხსნიდა მათ ერთად ყოფნას. არავის აზრი არ მაინტერესებს. მე აღარც დედა მყავს და აღარც მამა. მე ლილე ანჯაფარიძე ვარ. ქალი, ძლიერი ქალი. დამოუკიდებელი. მე არ ვაპირებ, რომ ოდესმე ბედნიერების მოჩვენება შევქმნა. ბედნიერების ციხესიმაგრე ავაგო და მის ჩრდილში დავიკარგო. ჩემთვის ბედნიერება არავის უსწავლებია. მე სიყვარული არავინ მასწავლა. მე დავიბადე ამ სახლში. ამ ოთხ კედელში. ეს სახლი კულისებს ჰგავდა. დანარჩენი ქალაქი კი სცენას. ის სიყვარული, რომლითაც დედა და მამა ყველას აოცებდნენ, ამ სახლში შემოსვლისთანავე იკარგებოდა. მე და ჩემმა დამ ეს სულ ვიცოდით. არასდროს არ გვაწუხებდა. მე ჩემმა დამ ყველაფერი მასწავლა. მასწავლა ის, რაც მშობლებს არასდროს უსწავლებიათ. არასდროს არ მყოფნის ძალა მასზე ვილაპარაკო. მან მე ცხოვრება მასწავლა. მე ვისწავლე, რომ ცხოვრება ლამაზია. ამ სილამაზით უნდა დაკმაყოფილდე. მე ქალი ვარ. ჯანმრთელი. ესეც საკმარისია , რომ სამყაროს სილამაზე შეიგრძნო. ამის გაგებაა მთავარია. როდესაც ამას ჩაწვდები შემდეგ შენამდე ვერაფერი ვეღარ მოვა. რამდენად ძლიერმა ქარმაც არ უნდა დაუბეროს. რამდენად ძლიერადაც არ უნდა შეირყეს მიწა. მაინც შეიგრძნობ იმ სიმფონიას , რომელიც ამ დამანგრეველი ხმაურის უკან იმალება. იგრძნობ იმ სიხარულს, რომელიც მიწას არ ასვენებს. მე მაინც ფეხზე მყარად ვიდგები. შევქმნი ოჯახს. ვიპოვი სიყვარულს. სიყვარულს, რომელიც მარადიულად გაგრძელდება. ჩემი და,ნინო ანჯაფარიძე, ოთხი წლის წინ გარდაიცვალა. ის არავის არ ჰგავდა. ბავშვობაში მისი მშურდა. დიდი ბებიის სახელი ერგო. შეუძლებელი იყო ის სხვანაირი ყოფილიყო. შეუძლებელი იყო, რომ იმ ქალის სახელი სხვანაირ ადამიანს ეტარებინა. წითელი, ალისფერი თმა ჰქონდა. არც დედას ჰგავდა, არც მამას. მე სულ დედას მამასგავსებდნენ. ოთხი წლით უფროსი იყო. ახლა ის აღარ არის. აღარ არის აქ, ჩემს გვერდით. მე მას ვერ ვხედავ. არასდროს გაქრება. მუდამ იარსებებს ჩემში. იმდენჯერ გაცოცხლდება, რამდენჯერაც ამოვისუნთქავ. ცხრამეტი წლის იყო, როდესაც მშობლებს სამუდამოდ გადაუსვა ხაზი. არ მისცა უფლება მისთვის წაერთმიათ ის, რაც მათ არასდროს ჰქონიათ. მათი გაგებაც შეიძლება. მათთვის სიყვარულს არ უარსებია. არ იციან რა არის ბედნიერება. უნდოდათ ისიც გაეუბედურებინათ. არ გამოუვიდათ. ნინო წავიდა. თავისი წასვლით კი ორივე მოკლა. მისი წასვლის შემდეგ ისინი გაქრნენ. მოკლა ის ადამიანები, რომლებსაც ისინი სხვის თვალში ყოველდღე ქმნიდნენ. ყველასთან ამხილა და წავიდა. აორთქლდნენ. მეტი არაფერი არ ჰქონიდათ. არავის აღარ ახსოვს. არც არასდროს უარსებიათ. ნინოს სახელი სულ აქ დარჩება. მასზე ცუდს არავინ იტყვის. არავინს იტყვის ცუდს გოგოზე, რომელმაც სამუდამოდ დაძინება არჩია უბედურ ცხოვრებას. ბევრი ამას ქედმაღლობად ჩათვლის. უბედურებას ვერ გაუძლო? არა, უბრალოდ არ შეეგუა. სამართლიანობისთვის იბრძოლა. ვიღაცისთვის მიზანს მიაღწია. ვიღაცისთვის დანებდა. არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს რას იტყვის ხალხი. მე ვიცი ის რას გრძნობდა. ვიცი ეს რატომ გააკეთა. შავები არ ჩამიცვამს. არ ვაპირებ ვიგლოვო ის,რომ ჩემი და უბედურებას არ შეეგუა. 19 წელში შეძლო იმის გაკეთება, რაც ჩემს მშობლებს არ გამოუვიდათ.
ახლა მეც 19 წლის ვარ. ამ სახლთან ერთად ყველაფერი ცუდი უკან რჩება. ცხოვრება ერთ ადგილას არ ჩერდება. არც არასდროს გაჩერდება. ამ შენობას ახალი ჩაანაცვლებს. იქ იცხოვრებას ხალხი. ეს სისხლის კვალიც ნელ-ნელა გაქრება. აქ არასდროს აღარ მოვალ. მე მასთან ერთად არ გავქრები. ამ კედლებთან ერთად გაქრებიან ჩემი მშობლები. არასდროს არ გავქრები მე, არასდროს არ გაქრება ნინო. ჩვენს სულ ვიქნებით. ერთხელ უნდა იპოვო ძალა. ერთხელაც საკმარისია მისი პოვნა. ცხოვრება ყოველთვის იქნება ვიღაცისათვის რომანი, ვიღაცისათვის ტრაგედია, ვიღაცისათვის ფარსი. და მაინც ცხოვრება ძალიან ლამაზია.დრო არ მაქვს სხვისი შეცდომების გამო ვაგო პასუხი. არც დავკარგავ დროს მუდმივი დარდისთვის. არასდროს დავნებდები და ვიარსებებ მანამ, სანამ ჩემს სახლს არ შევქმნი. სახლს, რომლის დანგრევაც არავის გაუხარდება. რომლის კვალის წაშლასაც არავინ შეეცდება.
ეს არის ცხოვრება.
***
“ცხოვრება ერთ ადგილას არ ჩერდება”
“ერთ დღეს უნდა გადაწყვიტო ვინ ხარ”
“ეს ის დეტალია, რომელსაც ბედნიერება ჰქვია”
“არ გადააწყვეტინო სხვას”
“ბედნიერია ადამიანი, რომელსაც შეუძლია სილამაზე, მშვენიერება აღიქვას”
“ეს ის სიტყვებია, რომლისთვისაც ამ თავისუფლებას დაუფიქრებლად გავცვლი”
“მე ქალი ვარ”
“ჩემი გონებაც ერთი ფირია”
“ნელ-ნელა ფერები ერთმანეთს დაემსგავსნენ”
“ძველ სურათებს ახლები ცვლიან”
“არასდროს არ დავიჯერებ, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც სიკეთისთვის არის გაჩენილი”
“კადრები მარადიულად არასდროს რჩებიან”
“არასდროს ადამიანების სიყვარული არ დამიკარგავს”
“ადამიანები სახლებს ვგავართ”
“ ვიარსებებ მანამ, სანამ ჩემს სახლს არ შევქმნი”
“ეს მარადიულობის აზრი სულაც არ იყო მარადიული”
“სახლს, რომლის დანგრევაც არავის გაუხარდება.”
“ერთი განმარტება არ არსებობს”
“ეს არის ცხოვრება”
“ეს არის ცხოვრება”
ეს სიტყვებია, რომლებიც ტელემაქეს სხეულში სულ იტრიალებს. ეს ის სიტყვებია, რომელმაც ხორცი ტელემაქეს სხეულით შეისხა. ეს ის წინადადებია, რომლებიც მისი მშობლების ცრემლებით არის დაწერილი. რაც არ უნდა მოხდეს. როგორც არ უნდა დაეცეს ტელემაქე. სიბნელეში. მაშინ ,როდესაც უკვე არანაირი იმედი აღარ არსებობს. გამოჩნდება ლილეს სახე. დაინახავს კოკის სახეს. გაიგონებს ამ სიტყვებს. ამ ორმა ადამიანმა ბევრი გამოიარა. ბენდიერებისთვის იბრძოლა. არ მისცემენ საშუალებას შვილს დანებდეს. შვილს, რომელმაც ვერც კი იაზრებს ვისი შვილია. არც ამას აქვს მნიშვნელობა. რაც არ უნდა მოხდეს ის ყოველთვის დარჩება მათ შვილად. ისიც ისტორიად დარჩება. კიდევ ერთ ამბად.


***

“ხვალ ჩემი დაბადებისდღეა. ხვალ 20 წლის ვხდები.ამ წლებმა მე შემცვალა და წელს პირველად წლების შემდეგ მიხარია ჩემი დაბადებისდღე. მიხარია იმიტომ, რომ ახალი წელი იწყება ჩემს ცხოვრებაში. წელი , რომელიც განსხვავებული იქნება. ეს წელი ყველაზე გრძელი იყო. ჯერ ბოლომდე დავეცი. დავკარგე და დამავიწყდა ყველაფერი, რაც გამაჩნდა. საკუთარი სიბრიყვის გამო ისე დავკარგე დედა, რომ ვერც კი მოვასწარი გამომეხატა , რამდენად ძვირფასი იყო ჩემთვის. დედა მომენატრა. ვიცი, რომ მიყურებ დე. ვიცი, რომ ახლა მშვიდად ხარ. შენ ჩემში ეჭვი არასდროს შეგპარვია. სულ გესმოდა ჩემი. ზედმეტი სიტყვების, ზედმეტი სიახლოვის გარეშე სულ ხვდებოდი, როგორ ვიყავი. შენი ერთი გამოხედვაც საკმარისი იყო , რომ ჩემი გული გაგეთბო. შენ იყავი ყოველთვის ჩვენი ოჯახის ბოძი. ხარ კიდეც. შენ ააშენე შენი ხელით ეს ოჯახი. ოჯახი, რომელიც იარსებებს მუდამ. რომელიც იქნება მუდამ ისეთი, როგორიც გინდოდა. ვიცი, რომ გესმის ჩემი გულის ხმა. წელს მართლაც გავნადგურდი, მაგრამ შემდეგ- ვიპოვე ძალა რომ ფეხზე წამოვმდგარიყავი. კი, ამ წელს იმედით სავსე თვალებითა და გულით ვხვდები. წელს მაინც მეძლევა შესაძლებლობა ყველაფერი თავიდან დავიწყო. ეს შესაძლებლობა ყოველთვის მქონდა. უბრალოდ მე დაბრმავებულმა ვერ დავინახე, როგორ გამისხლტა ხელიდან.უამრავი ოცნება დამრჩა აუხდენელი. წელს მათ აუცილებლად ავისრულებ. ამდენი წლის განმავლობაში გაურკვეველი გზით სიარულმა უსასრულო უდაბნოდ გადააქცია ჩემი ცხოვრება. უდაბნო , რომელიც მხოლოდ მირაჟებით იყო სავსე. ყველა მირაჟი მალე გაქრა. გაუჩინარდა და ოაზისის ძებნაში ხელთ ქვიშა შემრჩა. უსასრულო წყურვილმა, სიცხემ გამანადგურა. დიდი დრო დავკარგე უიმედოდ. ერთხელაც, სასიამოვნო ნიავმა დაუბერა. ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი. ნიავს გავყევი. ვგრძნობდი, რომ ის ჩემთვის მოვიდა. ჩემს წასაყვანად მოვიდა. ოაზისამდე მიმიყვანა. წყალს დავხედე. საკუთარ ანარეკლს შევხედე. სახე დამიმშვიდდა. კუნთები დაძაბული აღარ მაქვს. ბალახს ხელს ვკიდებ და ვგრძნობ. ვგრძნობ, როგორი ნაზი და გრილია. ის შვებას მგვრის. ცვრიანი ბალახი ჩემს დამწვარ სხეულს აძლიერებს. ამ ოაზისიდან მე არსად აღარ წავალ. ამ ადგილს მე დიდხანს ვეძებდი. ასე შემიძლია მოვყვე მოკლედ ჩემი ცხოვრების ბოლო წლები. თუმცა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. მთავარია, რომ ახლა შემიძლია ფეხზე მყარად ვიდგე. ხვალ ჩემი დაბადებისდღეა. სახლში ავღნიშნავ. ლევანს ვეტყვი. ღმერთო რა აუტანელი იქნება კოკისა და ლევანის ერთად ყურება. იმდენად კარგად ესმით ერთმანეთის, რომ მე მეორეხარისხოვანი ვხდები. რა თქმა უნდა, ეს არ მაბრაზებს. ლევანი ჩემი ერთადერთი მეგობარია. არა , ის მეგობარზე მეტია. ჩემი ოჯახის წევრია. მიხარია, რომ კოკისთან საერთო ენა ადვილად გამონახა. დედასაც ძალიან უყვარდა ლევანი. ლევანს ჩემგან განსხვავებით არასდროს ცხვენოდა დიდებთან ლაპარაკი და თავისუფლად უყვებოდა ჩემს მშობლებს ჩვენს ამბებს. მე ეს არასდროს შემეძლო. ხშირად ვერ ვპოულობდი შესაფერის სიტყვებს და უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებოდი. თუმცა გვერდით ყოველთვის მყავდა ლევანი, რომელიც ჩემს შეცდომებს გამოასწორებდა. უხერხულობისაგან მიხსნიდა. ის მახარებს. მისი არსებობს ბენიდერებას მანიჭებს. და , რა თქმა უნდა, ისიც ბენდიერი, რომ გვერდით ჩემნაირი ადამიანი ჰყავს. მინდა , რომ მაკუნაც დავპატიჟო. ჩვენ ყველაფერი დავამთავრეთ. სამუდამოდ დავამთავრეთ ის , რაც იყო. ჩვენი შეხვედრა ბოლო უნდა ყოფილიყო. თუმცა ძალიან მინდა მისი ნახვა. მინდა, რომ ერთი წამით მაინც დავივიწყო ყველაფერი რაც მოხდა და მაგიდასთან ვისხდეთ მე, ლევანი და მაკუნა. ისევ უაზროდ ვისაუბროთ, უაზროდ ვიხუმროთ. ეს დრო ძალიან მენატრება. ეს ერთობა ძალიან მაკლია. მაკუნაზე მოყოლა, რომ დავიწყო უსასრულოდ გავაგრძელებ. მე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგაც ამდენი , რამის გახსენება შემიძლია. ეს მოგონებები სახეზე ღიმილს მახატავს . გულს სიხარულით მივსებენ. უამრავი პატარა ნაპერწკალი ჩნდება ჩემს სხეულში და დაფრინავენ. არ მინდა, რომ ისინი ოდესმე წავიდნენ. ნეტავი რა ფერია სიხარული. ჩემი აზრით, ყველა გრძნობას თავისი ფერი აქვს. აი მაგალითად : სიყვარული თეთრია. ყველაზე სპეტაკი და ნაზი ფერი. თოვლივით თეთრი. მაკუნას ნახვა მინდა. მინდა თვალებში კიდევ ერთხელ ჩავხედო. მე მისთვის პატიება არ მითხოვიე. პატიება იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ჩემ გამო თავს დამნაშავედ გრძნობდა. რომ წლების განმავლობაში ჩემზე ფიქრი არ ასვენებდა და არ ახარებდა. იმის გამო, რომ მე , ყველაზე ეგოისტი არსებასავით, მას ვადანაშაულებდი ჩემს უბედურებაში, სინამდვილეში კი მე ვიყავი მისი უბედურების მიზეზი. მე მინდა , რომ მაკუნა ბედნიერი იყოს. სადაც უნდა იყოს, ვისთან ერთადაც არ უნდა იყოს. უბრალოდ მინდა, რომ შევხედო და დავინახო, რომ მისი სახე ძველებურად ანათებს. მისი ღიმილი ისევ იმ პატარა გოგოსას ჰგავს ერთხელ , რომ შემოვიდა ოთახში და დამატყვევა.ძნელია ადამიანს პატიება სთხოვო. ძნელია გულწრფელი ბოდიშის მოხდა. უბრალოდ მინდა ბოდიში მოვუხადო. ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე. მინდა , რომ პატიება ვთხოვო. ეს სიტყვები ,სანამ ზედაპირამდე ამოვა და მის ყურამდე მივა, დიდხანს იქმნება ჩემს გონებაში. ჯერ გონებაში ასო ასოს უერთდება და ერთ სიტყვას ქმნის. შემდეგ ქვევით ჩადის. გულს გარშემო ეხვევა. წვავს. ვეღარ გაუძლებს და ვიტყვი. ვიტყვი, რომ გულწრფელად ვწუხვარ ყველაფრის გამო , რაც ჩემ გამო მოხდა. რომ თავი მსხვეპრლი მეგონა და სინამდვილეში, სხვებს ტკივილს ვაყენებდი. სხვებისაგან ვითხოვდი იმას, რაც მე არასდროს არ გამიკეთებია. ამის თქმის შემდეგ ყოველი წამი უსასრულოდ გაიწელება. გავწითლდები. თვალებს დავხუჭავ. დავკარგავ ძალას , რომ მათ თალებში ჩავხედო. მე მათი მრცხვენია. მრცხვენია, რადგან მე საკუთარ თავზე ფიქრში მათ მრავალი დღე ჩავუმწარე. მინდა, რომ ეს დარდი გულიდან მომეშვას და მაპატიონ.
მე ამას შევძლებ. ხვალ წელში გავსწორდები. გავიმართები თვალებში ჩავხედავ ჩემს შიშებს, ჩემს შეცდომებს და გულწრფელ მარადიულ ბოდიშს მოვიხდი.”
ტელემაქე ვარლამაშვილი

***

ლევანი მოვიდა. ლევანი არასდროს არ აგვიანებს. 10 საათია. კოკი მარანშია. როგორც ყოველთვის, საუკეთესო ღვინოს არჩევს ტელემაქეს დაბადებისდღის აღსანიშნად. წელს მისი დაბადებისდღე განსაკუთრებულია. ისევ ერთად ხვდებიან. ერთ მაგიდასთან. ისევ ერთად ყოფნა უხარიათ. მათ შორის ისევ გაიბა ეს უხილავი სიმები. მრავალმა დღესასწაულმა ჩაიარა უსიხარულოდ ვარლამაშვილების ოჯახში. აღნიშნავდნენ უბრალოდ იმიტომ , რომ ეს ასე იყო მიღებული. გულწრფელი სიხარულისა და ეიფორიის გარეშე. ამიტომ ხდება ყველაფერი ცხოვრებაში უფერული. შესაფერის გრძნობებს ვერ პოულობ. მათ გარეშე კი ყველა დღე ერთმანეთს ემსგავსება. ემსგავსება და ამ ერთფეროვნების მოსაკლავად ყველაფერზე წამსვლელი ხდები. გინდა რაიმეს შევცლა. გინდა, რომ დილით გაიღვიძო და ეს დღე განსაკუთრებული იყოს. მათ გარეშე სიცოცხლეც ქრება. იკარგება ის, რაც გვაერთიანებს. გულწრფელი სიხარული ერთმანეთის დანახვისას. ეს ტელემაქემ იცის. დიდი ხნის განავლობაში ჰქონდა ადამიანების მიმართ ყველა გრძნობა დაკარგული. შუალედს ვეღარ პოულობდა. არავის აღარ ენდობოდა. იმიტომ, რომ იმედი ბევრჯერ გაუცრუვდა. თავიდან ყველას სიხარულით იღებდა. ხალხზე დიდ იმედს ამყარებდა. ყველასგან კეთილშობილ ადამიანს ქმნიდა. ყველას ამართლებდა და ფიქრობდა, რომ ყველა წმინდა იყო. არა, ტელემაქეს ვერაფერში ვერ დავადანაშაულებთ. ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიყვანა ის ამ მდგომარეობამდე. თუმცა ამას არანარი მნიშვნელობა აღარ აქვს. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ადამიანების დანახვისას ზიზღს გრძნობდა. ზიზღს იმიტომ, რომ ადამიანმა ცხოვრება დაუნგრია. იმიტომ , რომ ადამიანმა დედა მოუკლა. მაგრამ ადამიანმავე გადაარჩინა. ტელემაქე დღეს ბედნიერია მათი დამსახურებით. მათ გააბედნიერეს და გაახსენეს, რომ სისხლისგან გაწითლებულ მდინარეს ერთი წმინდა წყლის წვეთი უნდა, რომ ძველი სიკამკამე დაუბრუნდეს. ეს ერთი წვეთი გამოჩნდა ტელემაქეს ცხოვრებაში. ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდა.ყველაფერი ისევ ისეთი გახდა.
ტელემაქეს მეოცე დაბადებისდღე სხვანაირია. ახლა ის კაცია. კაცი, რომელმაც უკვე ძალიან ბევრი ნახა. კაცი, რომელმაც ბევრი გამოიარა, რომ დღეს აქ ჟრიამული ყოფილიყო. ყველა ბედნიერია. ძალიან დიდი, ლამაზი ყუთით მოვიდა ლევანი. ეს მისი საყვარელი საქმეა. ყოველთვის უყვარდა საჩუქრების გაკეთება. აი თუ ვინმე მისი საჩუქრით უკმაყოფილო რჩებოდა, რაც თითქმის არასდროს ხდებოდა, ნახავდით, როგორ გარდაიქმნებოდა ეს წყნარი ბიჭი მხეცად. ამ დროს აუტანელი ხდებოდა. ერთი 20 წუთი იბუზღუნებდა, შემდეგ კი ჩუმად დაჯდებოდა უკმაყოფილო სახით. რა ქნას უყვარს ადამიანების გახარება. რა თქმა უნდა, ტელემაქესთვის მისი ყველა პატარა საჩუქარი განსაკუთრებულია. შემოდგომის ნაზი სიო უბერავს. დღეს 1 ოქტომრებია. ტელემაქეს დაბადებისდღე. თბილისში წელს განსაკუთრებით ცივა. ზამთარი ნაადრევად მოსულა. ვარლამაშვილების სახლიდან საუცხოო სითბო გამოდის. ყველა გამვლელის ყურადღებას იქცევს. მეც გარეთ ფანჯრის წინ ვდგავარ და მიხარია. მიხარია, რომ ამ სახლს ძველი სული დაუბრუნდა. ისევ ეს სინათლე გამოდის ფანჯრიდან. ბევრი იჭორავებს. ბევრი იტყვის რა აქვთ აღსანიშნავიო. მათ სიტყვებს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვთ. მათი სიტყვები დაიკარგება. გაიყინება და ამ სახლს, რომელიც ბედნიერებითაა სავსე , ახლოსაც ვერ გაეკარება. მათ ძალიან დიდი მიზეზი აქვთ, რომ ბედნიერები იყვნენ. ამ ოჯახმა დიდი განსაცდელი გადალახა. ამ სახლში ყველამ იცის, თუ რა არის სიკვდილი. რა არის საყვარელი ადამიანის დაკარგვა. რა არის ტკივილი. მწარე გამოცდილება. გამოცდილება, რომელიც ან გაგანადგურებს ან სიცოცხლეს დაგიბრუნებს.ხო, კიდევ ისინი ტელემაქეს დაბრუნებას აღნიშნავენ და მისი ცხოვრების ახლა წელს იმედით ხვდებიან. იციან, რომ ეს წელი ყველაზე ბედნიერი იქნება მისთვის. ამიტომ დასაწყისიდანვე ტკბილი ღვინით აპირებენ დაულოცონ ახალი წელი. სამნი დასხდებიან მაგიდასთან. იხუმრებენ, ისაუბრებენ. თუ კოკის სიმთვრალე მიეპარება, მაშინ მათი საუბარი ფილოსოფიურ სახესაც მიიღებს. უყვარს კოკის გულახდილად საუბარი. ეს დიდი ხნის განმავლობაში აკლდა. მას შვილთან სიახლოვე დიდიდანს აკლდა. ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ტელემაქე კოკის ერთადერთი შვილია. კოკი ამაყობს მისით. ლევანი ბედნიერია, რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ აქ არის. ისევ შეუძლია ჭიქა ასწიოს და ტელემაქეს უთხრას, რასაც ფიქრობს. როგორ უყვარს დაუსრულებელი ლაპარაკი. დაუსრულებლად სენტიმენტალური ლაპრაკი. ხანდახან თვითონაც იღლება, მაგრამ მისი ყოველი სიტყვა იმდენად გულწრფელია, რომ შეუძლებელი ჩაერიო და გააჩუმო. აი რა არის ბედნიერება. ზედმეტი ტყუილის, ფიქრის, ამბიციების გარეშე. ზის სამი ადამიანი, რომლებსაც არ სჭირდებათ თავი მოიტყუონ ან სხვები მოატყუონ. მათ ერთად ყოფნა გულწრფელად უხარიათ.ჭეშმარიტად იზიარებენ ერთმანეთის აზრს და სიყვარულითა და პატივისცემით უყურებენ ერთმანეთს.
-მეყო. მე მეტს ვეღარ დავლევ. უკვე ყველაფერი ტრიალებს.
-ამ ბებერმა კაცმა უნდა გაჯობოთ დალევაში?
-მამა ჩვენ შენნაირი გამოცდილება არ გვაქვს
-დაიმშვიდე თავი
“ლევანი თვალებით მანიშნებს, რომ გარეთ გასვლა და მოწევა უნდა. არასდროს არ ეწევა კოკის თანდასწრებით. არავის თანდასწრებით არ ეწევა. არადა ვიცი, რომ მოწევა ძალიან უყვარს. თუ ლევანი გეტყვით , რომ ეწევა, მაშინ განსაკუთრებულად გენდობათ. ის ჩემგან განსხვავდება. იმედი მასაც ბევრჯერ გაუცრუვდა. ბევრში შემცდა, მაგრამ არასდროს არ დაცემულა. რაც უფრო , მაგრამ ურტყამდა ცხოვრება, მით უფრო მაგრად დგებოდა. უფრო ძლიერი დგებოდა. ეს ბევრმა არ იცის. ბევრს გონია, რომ ის უდარდელად ცხოვრობს. მე მას ვიცნობ და ვიცი , რაც ხდება მის გულში. ვიცი, რომ ძალიან ბევრ რამეს განიცდის. ძალიან გაიზარდა, სანამ გერმანიაში იყო. შეიცვალა. ახლა განსაკუთრებით მეშინია მისი მეორედ დაკარგვის. არ მინდა, რომ ოდესმე გვერდიდან მომშორდეს. ისევ გავუცხოვდეთ. მინდა, რომ ის , რაზეც ბავშვობასი ვოცნებობდით ახდეს. ყოველთვის ვგეგმავდით, რომ სადმე შორს წავიდოდით ერთად სასწავლებლად. მე ეკონომიკაზე ვისწავლიდი, ლევანი- სამედიცინოზე. ასეთი ბედნიერი იქნებოდა ჩვენი სტუდენტობის წლები. ამ წლებს ვეღარ დავაბრუნებთ და ვერაფერს ვეღარ შევცვლით, მაგრამ ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ცივა. გარეთ წარმოუდგენლად ცივა.”
-მალე მოწიე გავიყინე
-მოიცა რა. მთელი ცხოვრება ეგეთი მცივანა რატომ ხარ
-მალე. ტვინი წაიღე.
-იცი გუშინ ვინ ვნახე- ტონი შეეცვალა ლევანს
-ვინ?
-მაკუნა
“არ ვიცოდი რა მეთქვა. არ ვიცოდი თუ ისევ მეგობრობდნენ. არ ვიცი. არ მესიამოვნა. არ ვეჭვიანობ უბრალოდ ძნელია წარმოვიდგინო, რომ ლევანი და მაკუნა ჩენს გარეშე შეხვდნენ ერთმანეთს”
-შენთვის საჩუქარი გამომატანა.
“ამ სიტყვებმა შემარყია. მაკუნას არასდროს არ ავიწყდებოდა ჩემი დაბადებისდღე. არც არავისი დავიწყებია ოდესმე.არ ვიცი რა ვთქვა. ლევანმა ჩემზე კარგად იცის, როგორ მინდა, რომ ახლა მაკუნა აქ იყოს. ისევ ეს შეგრძნება. ისევ მოვიდა. გავხურდი. სიცივე აღარ მაწუხებს. ისევ უაზროდ მეღიმება. სუნთქვა გამიხშირდა. გული მიცემს. ისევ მინდა , რომ ეს არასდროს დამთავრდეს. იმიტომ , რომ ამ წამს ვხვდები რა ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ მაკუნა ოდესღაც გვერდით მყავდა. არ აქვს მნიშვნელობა ახლა სად არის. ის სულ ჩემთან არის. სხეული კანკალებს. არა, სიცივისგან არა. კანკალებს სიხარულისგან. ბედნიერებისაგან.”
-არ ნახავ? გამომართვი. მე შევალ. გავიყინე.
“არ ვიცი მინდა, თუ არა , რომ გავხსნა. არ ვიცი შიგნით რა დევს. ასე ვიდექი რამდენიმე წუთი გაშტერებული. ღამეა. მთვარე ზევიდან მიყურებს. მასაც აინტერესებს შიგნით რა დევს. განსაკუთრებით მიყვარს ღამე. მიყვარს მთვარის ყურება. შემიძლია დაუსრულებლად ვიდგე ფანჯრის წინ და მთვარეს ვუყურო. ვუყურო მის სინათლეს. მისი სიდიადით დავტკბე. ვუყურებდი შეფუთულ ყუთს. არ ვიცი რა უნდა იყოს. წიგნია. “სიყვარული ცოცხლობს სამი წელი”. ასე დავრჩი გამიღებული. სანამ არ ვიგრძენი, რომ ხელი წიგნზე მიმეყინა. თან მეწყინა, თან გამეხარდა. არ ვიცი ეს წიგნი რაზეა. არც გამიგია აქამდე. თუმცა სათაური გულში მირტყამს. მაკუნაც არ მგავდა. ყოველთვის ადვილად იღებდა რადიკალურ გადაწყვეტილებებს. რევოლუციონური ხასიათი ჰქონდა. გადავშალე. ყდაზე წარწერაა. ვიცანი მაკუნას ხელწერა. წლებია ის არ მინახავს. ყოველთვის ლამაზად წერდა. ხანდახან მაღიზიანებდა კიდეც, რომ ასე ლამაზად აკეთებდა ყველაფერს. ახლა ვხვდები რატომ მაჩუქა. ახლა ვიცი რისი თქმა უნდოდა.”
***
ყდაზე წარწერაა : “მათ სიყვარულის არ სჯერათ. წაიკითხე, შეიბრალე და დაფიქრდი და შენით გაეცი კითხვას პასუხი : რატომ ხარ და იქნები სულ ბედნიერი?.”

***
ეს ჩემი ქალაქია. ეს ქუჩები მე ყველაზე მეტად მიყვარს. აქ საათები შემიძლია ვისეირნო. საათები შემიძლია ამ უსაზღვრო სილამაზეში ჩავიძირო. განსაკუთრებით, ღამეა თბილისი ლამაზი. მთვარე ამოვა. დახედავს მძინარე ქალაქს. მისი სილამაზის შემხედვარე ცას გაანათებს და ასე გაანათებენ თბილისი და მთვარე. დიდი ხანია აღარ მახსოვდა, თუ რამდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა აქ ყოფნა. ნოსტალგია. საზიზღარი შეგრძნებაა. ეს მიწები არასდროს დამიტოვებია. მთელი ცხოვრება აქ დავდივარ. უბრალოდ გავუცხოვდით. ნოსტალგია მჭირდა, რადგან აქაურობას ვეღარ ვგრძნობდი. ყველაფერი უნდა იგრძნო. დახუჭო თვალები. ჩაისუნთქო. ფილტვები სუფთა ჰაერით გაბერო. ამოისუნთქო. თვალები გაახილო. შეხედო. შენში შემოუშვა.მიწის სურნელი იგრძნო. ეს ბედნიერებაა. ის ძალიან მარტივ, პატარა დეტალებში იმალება. ეს პატარა დეტალებია საკმარისი უსასრულო ჯოჯოხეთის გასანათებლად. როდესაც იკარგები და გზას ვეღარ პოულობ, მხოლოდ მათ ხედავ. ჯერ ერთ კუთხეს გაგინათებენ, შემდეგ- მეორეს და აი ასე ისევ დაინახავ იმას, რასაც აქამდე ხედავდი. იგრძნობ იმას, რასაც აქამდე გრძნობდი. დიდ ყურადღებას ვანიჭებ გრძნობებს.ყველა ადამიანს მინდა ვკითხო : რას გრძნობ?. ზოგ გრძნობას სახელი არ აქვს. ზოგს სხვა სახელს ვეძახით. ის კი იმდენად ძლიერია, რომ არ ემონება ჩვენს დაუოკებელ, უაზრო სურვილებს.ჯოჯოხეთი შიშია. შიში , რომელიც არ გვაძლევს საშუალებას გამოვსწორდეთ. სასოწარკვეთა, რომელიც იმედს კლავს. იმედს, რომ ისევ შეიძლება აღსდგე. ისევ ადამიანად დაბრუნდე.არასწორია იყო ბედნიერი და უბედური ერთდროულად. ყოველთვის ბედნიერებას ირჩევ. არა და არა. ხანდახან უბედურება უფრო გიზიდავს. გიყვარს შენი თავისაგან უბედური, დაჩაგრული ადამიანის დახატვა და ასე გადის წლები და ტრაგედია, რომელსაც თავად ქმნი, უფროდაუფრო იზრდება. ეს ორი გრძნობა შუაზე გხლეჩს,მაგრამ ტრაგედიის შექმნასაც აქვს კეთილშობილური ახსნა. როდესაც სხვა უბედურია, შენს თავს აღარ აძლევ ბედნიერების უფლებას. გგონია, რომ არასწორად იქცევი. გგონია,რომ ცუდი ადამიანი ხარ. არავინ იცის რომლის არჩევა უფრო სწორია. რომელია უმჯობესი. ვერც გაიგებ და ასე ივლი მარტო უსასრულო გზაზე. ივლი მარტო მანამ, სანამ მიაგნებ საიდუმლოს. საიდუმლოს, რომ ადამიანი მარტო არაფერია.
მე ისევ სახლში დავბრუნდი. ეს ჩემი სახლია. ეს მიწა ჩემია. სახლში მელოდება მამა. კაცი, რომელიც ჩემი სულის ნაწილია. მას ჩემი ესმის. მან მე გამიგო. მიმიღო. თავს მშვიდად ვგრძნობ. ვიცი , რომ სახლში მამა ცრემლიანი თვალებით აღარ დამხვდება. რომ შევალ სახლში და სითბოს შევიტან. ჩვენი სახლი ისევ გათბა. ზამთრის ცივი ქარი მას ვეღარ გაეკარება. ის ურჩხულიც დაპატარავდა. დაპატარავდა და ამჯერად საბოლოოდ მოკვდა. ჩემმა სინანულით დაღვრილმა ცრემლებმა დაწვა. გაანადგურა. სახლიდან გასვლა ისევ მიხარია. ვიცი, რომ შემიძლია დავურეკო ლევანს. ჩვენ ისევ მეგობრები ვართ. ისევ შემიძლია მასთან უსასრულო საუბარი. თვალებში ჩავხედავ. აღარ შემრცხვება. ის მე მიცნობს. მან მე მიმიღო. მან მე გადამარჩინა. მან ტელემაქე ვარლამაშვილი მორევიდან ამოათრია. მეგობარი? ეს სიტყვა ზედმეტად მცირეა ჩვენი ურთიერთობის აღსაწერად. ყოველთვის მაინტერესებდა რა მოხდებოდა, რომ ტყუილისა და სიცრუის გარეშე მეცხოვრა. ამ კითხვაზე პასუხს ახლა ვხვდები. მე ბედნიერი ვიქნებოდი. ვიქნებოდი არა უკვე ვარ. დავანგრიე მითი. ჩემს თავს ისეთად ვძერწავდი ,როგორიც მინდოდა , რომ ვყოფილიყავი. აი ახლა სწორედ ისეთი ვარ , როგორიც სულ მინდოდა. მაკუნა ბედნიერია. ეს ჩემი ბედნიერებაცაა. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ერთნი ვართ. ჩვენი ბედნიერებაც საერთოა. მას გაუჩნდება შვილი. იქნება დედა. ეს მას ყოველთვის უნდოდა. ბედნიერი მოგონებები გაულამაზებენ ცხოვრებას. ალბათ, მასაც მოუყვება ჩვენს ამბავს. ჩვენი ამბავი ძალიან ლამაზია. მე ტელემაქე ვარ. მე ბედნიერი ვარ. დამთავრდა.დამთავრდა ჩემი ტრაგედია. მე ბავშვობიდან დიდობა მინდოდა. მინდოდა კი არა უფრო მიწევდა. ბავშვობაშივე ბევრი ისეთი, რამ ვნახე. ისეთი , რამ განვიცადე, რამაც აქამდე მომიყვანა. მე გავიზარდე და ახლა ვარ კაცი. კაცი, რომელიც ყველაფერს გაუძლებს.ჩემი ცხოვრება თავიდან იწყება. ახალი გზა ვიპოვე. ამ გზაზე მარტო არ ვარ. მე ადამიანი ვარ. ადამ…

***
ისევ ეს საზარელი ხმა. ისევ ეს სირენის ხმა. ისევ აქ, ისევ ამ ეზოში, ისევ ამ ჭიშკართან. ძალა აღარ მყოფნის. არ შემიძლია გავიდე გარეთ. აღარ მინდა გაუბედურებელი ადამიანის ნახვა. რაღაც მიზიდავს. ვიღაც მიხმობს. მაიძულებს შიში დავძლიო და სიმართლეს თვალებში ჩავხედო. უნდა გავიდე. უნდა ვნახო. ფანჯრიდან არაფერი არ ჩანს. ისევ ბნელა. ისევ უკუნი ჩამოწვა მიწაზე. ამ ღამეს მთვარე ანათებს. მთვარე ყოველთვის არ ანათებს. მან უკეთ იცის , როდის უნდა გაანათოს. ზევიდან გვიყურებს. ვიღაცას ელის. ვიღაცას თავზე ანათებს. მთვარე ამოვიდა და უკუნითი გაიფანტა. ადამიანები არ ვართ ბოლომდე განწირულები. იმედი ჯერ კიდევ არსებობს. იმედი ხსნისა. გადარჩენისა. ბუნებას სურს ჩვენი დახმარება. ჩვენ მისი ნაწილი ვართ. ჭიშკართან ცხედარი გდია. საწყალი. მანქანის დაჯახებიდან მიწაზე დაცემამდე ვერ მიეტანა სული. ისევ ის კაცი ჩანს. ისევ ის კაცი ტირის. ისევ ეს ღრიალი მესმის.მისი საცოდაობა გულმს მიკლავს. ეს ცეცხლი მწვავს. ცრემლები მომდის. სულ სხვა რამეს ვგრძნობ. იმ ღამეს 3 წლის წინ სულ სხვა რამ ვიგრძენი. იმ ღამეს დაუოკებელი ზიზღი ვიგრძენი ადამიანების მიმართ. ზიზღი , რომელმაც ადამიანი სატანად აქცია. დღეს მშვიდად ვარ. რატომღაც მგონია, რომ არაფერი ცუდი არ მომხდარა. ცრემლებიც თავისით მომდის. გული მშვიდად მიცემს. სიკვდილი იდუმალი რამაა. მას ვერავინ ხედავს. ის თავისი ნებით არ მოდის. მაგრამ მან ყველაზე კარგად იცის როდის, სად, ვისთან , როგორ უნდა მივიდეს.ეს ტელემაქეა. ტელემაქე. დღეს ტელემაქე ვარლამაშვილი გარდაიცვალა.

***
დასასრულს ძალიან სწრაფად მივუახლოვდით. წლების ნაწერი ერთ წამში დასრულდა. ცხოვრებაშიც ასეა, წლების განმავლობაში ნაწვალევსაც აქვს დასასრული, მისი არსებობა ხშირად გვავიწყდება, დასასრული არავის ახსოვს. ტელემაქეს ამბავსაც შეიძლება სხვანაირი დასასრულის ჰქონოდა. წარმოსახვა საზღვარი არ აქვს. შეიძლება წარმოიდგინო რა იქნებოდა, რა მოხდებოდა ყველაფერი რომ ასე არ დამთავრებულიყო, რომ დრო მეტი ჰქონოდა. რომ ტელემაქეს ცხოვრების ბოლო ფურცელი ნაადრევად არ დაწერილიყო.
“რამდენიმე წამში ჩვენ ცოლ-ქმარი გავხდებით.ხალხი მოუთმენლად ელოდება ჩვენს გამოჩენას. სარკის წინ ამაყი, ჰალსტუხის შეკვრას ვცდილობ. სარკეში ვიყურები და მეღიმება. დიდხანს ველოდებოდი ამ დღეს. მეღიმება, რადგან ვიცი, რომ ერთი სართულით ზევით მაკუნა საქორწინო კაბას იცვამს. ემზადება სამუდამო ფიცის დასადებად. ფიცის, რომელიც ერთმანეთს სამუდამოდ დაგვაკავშირებს. რომელიც ორ სულს შეაერთებს და ერთ მთლიანს შექმნის. ცოლად მომყვება ქალი, რომელმაც ყველაფრის მიუხედავად, მიმიღო. რომელსაც ყველაფრის მიუხედავად, ვუყვარდი. ყოველი წამი სასაიმოვნოდ გადის. არ მინდა ეს დღე ოდესმე დამთავრდეს. დარბაზში შესული, საკურთხევლამდე მიმავალი უამრავ ბედნიერ სახეეს ვხედავ. ყველას უხარია ჩვენი ამბავი. ყველა მოვიდა, რომ ჩვენ ერთად გვნახოს. მიღიმის დედა, ის ყველაზე ლამაზი და ბედნიერია. მისი ბედნიერება სხვა დანარჩენს შეუმჩნეველს, უფეროს ხდის. მამა სიმაყით მაყოლებს თვალს. იღიმის, გულში მლოცავს. ჩემი მეჯვარე ლევან ბოლქვაძეა. მანაც მიმიღო, ზურგი არ შემაქცია. ეს დღე დასასრულია. ეს დღეა, რომელმაც ყველაფერს წერტილი დაუსვა. უსასრულო მირაჟი რეალობა გახდა. ზარიც გაისმა. ზარი, რომლისგანაც მომავალი ჰანგები გარშემო მეხვევიან, ჯერ ერთმა გამომიწვია, შემდეგ-მეორემ. მოდის, ჩემსკენ მოდის ქალი, რომელმაც მე ხელი გამომიწოდა. უსასრულო სიბნელეში გამოჩნდა. ზღვის ფსკერისაკენ მიმავალს ხელი მომკიდა.
ყველაფერი ასეც შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს მხოლოდ ჩემი ოცნებაა. თითქოს ვდგავარ საკურთხეველთან და ვუყურებ, როგორ მოდის მაკუნა ჩემკენ. როგორ მიწოდებს ხელს, და ცხოვრების ბოლომდე ჩემთან ყოფნას თანმხდება სინამდვილეში ეს ქალი, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული, ახლა სხვისი ცოლია. უდიდესი შეცდომა დავუშვი, მაგრამ გამოსწორება ვერ გავბედე. დღეს შეიძლებოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო, ეს ოცნება ლამაზია. სხვებს არ ჰგავს. ეს ქალი სულ დარჩება ჩემს ოცნებად. დამაინც მე ბედნიერი ვარ. ბევრი ვერ გაიგებს ამ ბედნიერებას. ისინი გვერდში მყვანან. ისინი ჩემს გულში არიან. ეს არასდროს შეიცვლება.”
ტელემაქე ვარლამაშვილი

***
“მე ტელემაქე ვარ. ტელემაქე ვარლამაშვილი. ადამიანი, ბავშვი, ბიჭი, კაცი, შვილი, შვილისშვილი, საყვარელი. 20 წელი ვიცხოვრე. ბევრი გამოვიარე, ბედს არ დავემონე. დავუპირსპირდი და საკუთარი საფლავი გავითხარე. ბოლოს მაინც ტელემაქედ მოვკვდი. ბევრი ვიტანჯე, მაგრამ ბოლოს მაინც ვიპოვე ჩემი თავი. ბევრი დავაშავე. შევცოდე. სიბნელეში გავეხვიე. თვალებზე ნისლჩამოწოლილმა გავატარე ნახევარი სიცოცხლე. დიდხანს ვიარე ბინდში. გაგიგრძელდა ცხოვრებავ შავი ტანსაცმლის ტარება. რა ხანმოკლე ყოფილხარ. და მაინც რა სამართლიანი, ტკბილი. ბოლოს მაინც სინათლე დამანახე. ძველი დროის ჭრილობებზე მალამოდ მომედე. დახმარების ხელი გამომიწოდე. მაგრად ჩამკიდე და გამომგლიჯე აჩრდილების ხელში ჩავარდნილი. უმწეო. უდანაშაულო. უიმედოდ დახმარების უსასრულოდ მომლოდინე. გზა გამინათე. მეც მოგყვები მეამიტი ბავშვივით. ისევ პირველ ნაბიჯებს ვდგავ. უკან მოგყვები. არ ვიცი წინ რა მელის. მოგყვები ღიმილიანი, წელში გამართული, გახარებული. ბედნიერი. მოვდივარ შენთან ერთად გზამკვლევო. დამშვიდებული, გაცოცხლებული. მე ტელემაქე ვარ. კოკისა და ლილეს შვილი. მათი სიყვარული. არ მიტირო მამა. შენი ცრემლი გულს დამიწვავს სადაც ვიყო, როგორც ვიყო. მაპატიე, რომ მარტო გტოვებ მამი. მაპატიე, რომ ვერ გავუძელი. ტკივილი ვერ შეგიმსუბუქე. მაპატიე, რომ უფრო დაგტანჯავ. გავიქეცი. დრო მოვიდა. მოვდივარ დედი. მოვდივარ ამაყად, თავაწეული. ახლა მაინც აღარ შემრცხვება შენთვის თვალებში ჩახედვა. ვიცი, რომ მელოდები. გიახლოვდები. გიპოვი. ისევ ერთად ვიქნებით. ისევ მიმღერებ ძილის წინ იავნანას. ისევ შენს კალთაში დავიძინებ. ჩაგეხუტები და შენს მკლავებში ვიპოვი სამუდამო სამყოფს. შენსკენ მოვდივარ დედა. ამიერიდან სულ ერთად ვიქნებით. თვალები დავხუჭე. ამოვისუნთქე. დავტოვე სხეული. ამოვძვერი. ავფრინდი. მიწას მოვწყდი. თბილა. ნელ-ნელა გშორდებით. ნელ-ნელა ყველაფერი უკან რჩება, მაგრამ უკან ვეღარც ვერაფერს ვხედავ. ნიავს მივყვები. მე ტელემაქე ვარ. ქართველი. შენ გამაჩინე, მაგრამ ჩვენც ვშორდებით . შენს მიწაზე დავდიოდი 20 წელი. 20 წელი დაგამძიმე. ბევრჯერ დავეცი. მაგრამ ქვევით სულ შენ მხვდებოდი. მიწავ დატანჯულო. წამებულო. ყველაფრის მოწმევ. მრავლის მნახველო. ბრძენო. ადამიანების მდუმარე მაყურებელო. შენ შემქმენი ასეთად. შენ დამბადე და ახლა ისევ შენ დაგიბრუნდები. მშობელო. ისევ შენს წიაღში დავბინავდები. 20 წელი ვიცხოვრე. განა ამაოდ. ჩემი 20 წლის ცხოვრება. ჩემი მთელი არსებობა. ჩემი ყოფა უკვდავია. მატერიალურია ,მაგრამ უხილავია. მას ვერავინ დაინახავს, ვერავინ შეეხება. ის დამალულია. მას ვერავინ წაბილწავს. ვეღარავინ დააბინძურებს. ის ღრმადაა ჩამარხული ჩემი გულის დამპყრობლის სიყვარულში. მე მისი ტელემაქე ვარ. აქაც. ამ დროსაც მისი ხმა მესმის. შენ ტირი. სანატრელო, საყვარელო, ტკივილო, მკურნალო, მშვენიერო, გაზაფხულო, ბედნიერებავ, სამოთხევ, ვარდო, მომცინარო, სულო, ვნებავ,ნეტარებავ, დაუოკებელო, შეუჩერებელო, უკვდავო, გაუხრწნელო. სამყაროვ, მზევ, მთვარევ, ვარსკვლავო. ჩემო ცავ და მიწავ. დილავ, საღამოვ, ღამევ, ჩემო იმედო, ცხოვრება, სანთელო, ტკბილო, ძვირფასო,სანუკვარო. მოგონებავ, ჭრილობავ. დანაშაულო, სასჯელო, განაჩენო. ჩემო მარადიულო სიყვარულო. გულის მბრძანებელო. სულის დარაჯო. შენ ჩემო ყველაფერო ჩემგან შორს ხარ. შენ მიწაზე რჩები. ჩემთან აღარ იქნები. მე არ ვკვდები. მე არ გავქრები. შენ ხარ ჩემი მომავალი, წარსული, აწმყოც. შენ ხარ ჩემი სულის სახლი. ის შენ გეკუთვნის. შენ გადამარჩინე. მიტირე. მომიგონე. არ დამივიწყო. შემინახე შენს გულში და მე სულ შენთან ვიქნები.არასოდეს დაგივიწყებ. სულ ჩემს გულში იტირებ. სულ შენზე ვილაპრაკებ. მხოლოდ შენ გაგაღმერთებ. ჩემს სულს ტკივა. ვგრძნობ. არ მშორდები. არც მომშორდები. მუდამ შენ მოგიგონებ. ჩემი სული მუდამ შენ გიმღერებს. მუდამ შენი ტელემაქე ვიქნები”
***
დღეს 2016 წლის 8 ოქტომბერია. შემოდგომას დაიბადა ტელემაქე და შემოდგომასვე გარდაიცვალა. ეს თვე 20 წლის წინ სულ სხვანაირი იყო. ბუნებასაც სულ სხვანაირი სამოსი ეცვა. ხეები გაშიშვლდნენ. სასაფლაო არა მარტო ცხდებრებით, არამედ დამჭკნარი, სიცოცხლეწართმეული ფოთლებით აივსო. ბუნებამ ისევ შეიგრძნო ტელემაქე. ისიც გლოვობს მის გამოჩენას. ქარი ბობოქრობს. ყველაფერი დუმს. არავის არ ყოფნის გამბედაობა ხმა ამოიღოს. სიჩუმე დაარღვიოს. ტელემაქეს ასაფლავებენ ლილეს გვერდით. ეს ადგილი კოკისათვის იყო შენახული. რა იცოდა, რომ შვილის დასაფლავებას დაესწრებოდა. ყველა მშობელი მეცოდება, რომელსაც შვილის სიკვდილის გამოცდა უწევს. ეს ყველაზე დიდი სასჯელია.
არ ეგონა ტელემაქეს , რომ მის საფლავთან ამდენი ხალხი შეიკრიბებოდა. მან ერთხელ თქვა, რომ ვერავინ გაუგებდა და არც არავინ შეეცდებოდა გაეგო მისი. კი , მართალიც იყო. მის ამბავს ბევრი ვერ გაიგებს. ვერ გაიგებს ის, ვისაც სხივი ტკივილი არ ტკენია. ვერ გაიგებს ის, ვისაც თავისი გრძნობებისთვის არ მოუსმენია, ვინც დინებას არ დაპირისპერებია. ბევრი ვერ გაიგებს. ისეთ განსაკუთრებულს მარხავენ ტელემაქეს, როგორი განსაკუთრებულიც იყო. არც ეს განსაკურებულობა დაინახა ბევრმა. მაგრამ მაინც ტელემაქე ცდებოდა. აქ დგას 3 ადამიანი , რომლებმაც იციან ვინ იყო ტელემაქე. ადამიანი, რომელმაც მას სიცოცხლე აჩუქა- კონსტანტინე ვარლამაშვილი. მისი ნაწილი. მისი მშობელი. აქ დგას ქალი,რომელსაც ტელემაქეს ბევრჯერ დაემშვიდობა, თუმცა ყოველთვის იმედს იტოვებდა, რომ მას ისევ ნახავდა. ამ ქალს ყველაზე მეტად გაუჭირდა მასთან სამუდამოდ დამშვიდობება. ეს მაკუნა მიმინოშვილია. ტელემაქეს ერთადერთი სიყვარული. სადაც არ უნდა იყოს მაკუნა, რამდენად შორსაც არ უნდა იყოს ტელემაქე, მათი სიყვარული მაინც იცოცხლებს. მყრალ ჭაობში ამოსული ,დაბადებული, მომავლისგან განწირულ სიყვარულს ვერაფერი გააქრობს. მაკუნას გვერდით ლევან ბოლქვაძეა. ტელემაქეს ნამდვილი მეგობარი. რაც არ უნდა ჩაედინა ტელემაქეს ცხოვრებაში, ის მაინც ბედნიერია. ბედნიერია, რადგან მის საფლავთან თავი მოიყარა სამმა ადამიანმა, რომლებსაც ნამდვილი, ჭეშმარიტი გრძნობით უყვარდათ. არავის არ ეცოდება კოკი. ყველა ფიქრობს, რომ ის ბედნიერი უნდა იყოს. ისინი თვლიან , რომ კოკიმ სიცოცხლით უნდა იბედნიეროს. უნდა უხაროდეს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ცოცხალი დარჩა. ტელემაქე და ლილე მკვდრები არიან. არავის ესმის მისი. არავინ იცის, რომ მას ბევრად სტკივა. მაგრამ ერთში არ ცდებიან. ის უბედური არ არის. მან იცის, რომ მისი შვილი და ცოლი ერთად არიან. ბედნიერები და მას გვერდიდან არ შორდებიან. ეს ოჯახი ყოველთვის მაინც დარჩება ბედნიერ ოჯახად. მათ ბედნიერებას ვერც დაყრილი მიწა და ვერც წლები ვერ შეცვლის. არ ტირის კოკი. ნაღვლიანია, მაგრამ თან ველურად ეღიმება. იცის, იცის კოკიმ როგორც ხდება.
სიკვდილიც განსხვავდება სიკვდილისაგან. ტელემაქე გმირულად მოკვდა. სიმშვიდე მის შემდეგ იპოვა. სევდამ ცხოვრება გაუმწარა. მისი ბრალიცაა. ვერ გაუძლო მასთან ჭიდილს. ფიქრობდა, რომ ებრძოდა, მაგრამ ნელ-ნელა თავს უხრიდა. ბოლოს ბოლომდე დაეცა . მას დაუთმო გული, გონება , სული. ბედი გამოფხიზლდა. სამართლიანია ბედი. ტელემაქეს გადარჩენა სცადა. ხან რით, ხან-რით. განსაცდელი ხშირად სულაც არ არის სასჯელი. ხშირად ნიშანია , რომ რაიმე უნდა შეიცვალოს, რომ რაღაცას სწორედ არ აკეთებ. რომ რაღაც ისე აღარ არის, როგორც უნდა იყოს. ბოლოს ვერაფერს გახდა, შეეშვა. სევდასაც მეტი რა უნდა. გაიზარდა , კალაპოტი შემოიერთა და მთელი სხეული ჩაითრია. ბოროტია. არც ამით დაკმაყოფილდა. ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად მთელი სახლი დატბორა. სევდის უსასრულო ჭაობში ვარლამაშვილების ოჯახი ღრმად ჩაიძირა. მთავარი საფრთხეც მოიშორა - ადამიანი, რომლის სინათლეს ვერც ერთი უკუნითი ვერ ჩაყლაპავდა. ისიც ჩაკლა, ჩაახჩო, ისიც ადამიანის ხელით მოკლა. ტელემაქე განწირულია. მისი ცხოვრება ტანჯვაა. მაგრამ ბოლომდე არ დაღუპულა. უსასრულოდ ნანგრევებში დარჩენილი, უსასრულოდ სიკვდილის მაძიებელი არსაიდან მოსულმა ხმებმა ფეხზე დააყენეს, გზა აჩვენეს, გზა, რომელიც ტელემაქემ მარტო ვერ იპოვა. მის ბოლოს ხნას იყო. სიკვდილმა იხსნა ცხოვრებისაგან. ცელი დაკრა და გამოგლიჯა მისი სილუეტისაგან. მაშინ მოვიდა, როდესაც უკვე აღარავინ ელოდა. ბევრი ვერ გაუგებს, არავინ იცის რას ფიქრობს სიკვდილი. სიკვდილი აღარ მისცემს სევდას საშუალებას ისევ ჩაითრიოს. ის მუდამ დაზღვეული იქნება უბედურებისაგან, სევდისაგან. ახლა მის კალთაში მშვიდად სძინავს და მიდიან იქ, სადაც სიმშვიდეა ,სადაც ცხოვრებისაგან დაღლილი ადამიანები მიდიან.
ადამიანთა ყოფა ხანმოკლეა სევდისათვის. ადამიანთა მოკვდავი ბუნება უსასრულო სევდასთან ბრძოლაში განწირულია. სევდა უფსკრულს ჰგავს. უფსკრულს, რომელსაც ბოლო არ აქვს. მას არ უნდა მიენდო, მასთან არ უნდა მიხვიდე. უნდა ებრძოლო. ებრძოლო ყველაფრით, რითიც შეგიძლია. ერთხელაც რომ ჩავარდე განწირული ხარ. თავს ვეღარ დააღწევ. უსასრულო ვარდნაში გაატარებ მოკვდავ ცხოვრებას. ყველას არ უმართლებს. ყველა ფრთებს ვერ ისხამს. არ უნდა შევქმნათ საკუთარი ცხოვრებისაგან ტრაგედია. უამრავ პატარა დეტალშია შესაძლებელი ბედნიერების პოვნა. კი, ეს ამბავი ტრაგედიაა. ტრაგედია, რომელიც იმედით მთავრდება. ეს ტრაგედია მე შევქმენი. არც ტრაგედიაა დასასრული. დასასრული არ არსებობს. რა არის ადამიანთა ყოფა? მარადიული გაუგებრობის ციკლი. მაგრამ მაინც უსასრულოა. უსასრულოა ადამიანად ყოფა.
დასასრულიскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent