წითელი ღამე /15 » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ღამე /15


26-07-2018, 11:45
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 1 316

წითელი ღამე /15

თავი 15

- აქ რა გინდა, ვატო? - ვკითხე ერთიანად დაძაბულმა. კარის გაღება არ მინდოდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გავხდი, მეზობლების შეწუხებით რომ დამემუქრა. ახლა კი, ჩემს სასტუმრო ოთახში იჯდა დივანზე, ფეხი ფეხზე გადაედო და ხმას არ იღებდა.
- ალბათ გაიგებდი თამაზის ამბავს... - თითქოს გამოერკვაო, ისეთი სახე ჰქონდა.
- გავიგე... და ვწუხვარ. - ამოვილუღლუღე ძლივს და მზერა ავარიდე.
- არ წუხხარ, ის უფრო განერვიულებს, მკვლელი მშვიდობაძე რომ არის. - ჩაეცინა სანიკიძეს და თავი გააქნია. გამაკვირვა მისმა მშვიდმა ტონმა. ასეთი მშვიდი ხმა პირველად ჰქონდა, როცა მშვიდობაძეს ახსენებდა, მაგრამ მართალი იყო, მიშკა მშვიდობაძეზე უფრო შემეძლო ამ სიტყვების თქმა, ვიდრე თამაზზე.
- ჰო, ალბათ ეგრეა. - ვაღიარე მეც და მის პირდაპირ, დივანზე ჩამოვჯექი.
ბნელ ოთახში ვიჯექით ორივე.
- შუქი არ აანთო, - მითხრა მკაცრად, როცა შუქის ანთება დავაპირე. - არსებობს რაიმე, სადაც ქალის ხელი გარეული არაა? - ჩაეცინა სანიკიძეს. - მიშკა მშვიდობაძის დედით დაიწყო ყველაფერი... - ხრიწიანი ხმით გააგრძელა ამბის მოყოლა. მე კი, თვალებგაფართოვებული ვიჯექი მის პირდაპირ.
მიშკას დედით?!
სულ ეს კითხვა მიტრიალებდა გონებაში.
- თამაზ სანიკიძე, ბავშვობიდან შეყვარებული იყო ეკა ამირეჯიბზე. - ეს თქვა თუ არა, ხმა საშინლად ირონიული გაუხდა. - მაშინ ფულიანი ტიპი არ იყო თამაზი, არც მის ოჯახს ჰქონდა ნორმალური ცხოვრება, ამიტომ ეკას მშობლებმა უარი უთხრეს და წინააღმდეგები იყვნენ, რა. თამაზს რომ არ მოეტაცებინა, მამუკა მშვიდობაძეს გააყოლეს. მგონი, ამ ეკას ევასებოდა მამუკა და მაგ ამბის მერე, თამაზი ვაფშე აიჭრა. - იმდენად დამაინტერესა ამ ამბავმა, ისედაც დაძაბული, კიდევ უფრო დავიძაბე. - კაროჩე რა... შემთხვევით გაიცნეს ერთმანეთი თამაზიმ და მამუკამ, მერე ოჯახებითაც დამეგობრდნენ. ეკა რომ დაინახა, წარმოიდგინე, რა რეაქცია ექნებოდა. ვაფშე შეიშალა და ეჭვიანობის გამო, დედაჩემი მოიყვანა ცოლად! მე მაგის... - ყბა დაეჭიმა სანიკიძეს. სიგარეტი ამოიღო, სწრაფად მოუკიდა და ცალყბად ჩაეცინა. - დედაჩემი მოიყვანა ცოლად, წარმოგიდგენია?! - თუ სანიკიძეს მამამისი არ მოსწონდა, რატომ ეხმარებოდა მშვიდობაძეების განადგურებაში... - დედაჩემს ცხოვრება გაუმწარა! ვხედავდი როგორ ბრუნდებოდა მამუკას სახლიდან, ყოველ დაბრუნებაზე უფრო და უფრო ემსგავსებოდა მხეცს! ვხედავდი, როგორ სცემდა, როგორ აგინებდა და სახალხოდ არცხვენდა... მე რისი გაკეთება შემეძლო?! 10 წლის ბავშვს, რისი გაკეთება შეეძლო... როცა ეს ამბავი გავიგე, 15ის ვიყავი. ერთადერთი რაც მაშინ შემეძლო, მშვიდობაძეების და თამაზის მიმართ ზიზღი იყო. მეზიზღებოდა ისინიც და თამაზ სანიკიძეც! ყოველდღე იცვლიდა საყვარლებს... ვუყურებდი, როგორ ატირებდა დედაჩემს. მისი სიკვდილის შემდეგ... როცა, ერთადერთი ადამიანი დავკარგე, ვისაც ნამდვილად ვუყვარდი, საკუთარი თავიც შემზიზღდა! - ხმა უკანკალებდა და მძიმედ სუნთქავდა. უკვე მეორე ღერ სიგარეტს ეწეოდა. მე კი, ერთიანად დაძაბული, ვიჯექი და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, მას ასეთი ცხოვრება თუ ექნებოდა. ყოველთვის ზედმეტად გათამამებული და ხარბი მეგონა სანიკიძე. - ყველას განადგურება მინდოდა, განსაკუთრებით თამაზის! დედაჩემის გარდაცვალებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, ახალი ცოლი რომ მოიყვანა. მასაც ეკა ერქვა და გარეგნობით მშვიდობაძის დედას გავდა. ნამდვილი შეშლილი იყო თამაზი! შეპყრობილი. მიუხედავად იმისა რომ ახალი ცოლი ყავდა, მაინც განაგრძობდა მშვიდობაძეების განადგურებას. მიზეზად ძალაუფლებას ასახელებდა.. ჰაჰ! ვაფშე, აზრზე არ იყო, ყველაფერი რომ ვიცოდი. - კბილები გააღჭიალა და ფარდა გადაწეულ ფანჯარაში გაიხედა. ოთახში სავსე მთვარი სინათლე შემოდიოდა. ცაზე, მთვარესთან ახლოს, ღრუბლები მოძრაობდა. მეჩვენებოდა რომ ძალიან სწრაფად. - ვეხმარებოდი... შორიდან ასე ჩანდა, მაგრამ ყველაფერს მის წინააღმდეგ ვაკეთებედი. ყველაფერს ვაკეთებდი, ეს ამბავი თამაზის სიკვდილით რომ დასრულებულიყო. ისეთი სიკვდილით, როგორიც დაიმსახურა! ალბათ, მონსტრი გგონივარ, ხო? ეგრეც არის. მინდოდა რომ მიშკას მოეკლა... დედაჩემის სიკვდილის შემდეგ, ამით ვცხოვრობდი. იმდენად დიდი იყო სურვილი რომ გამენადგურებინა, სიკვდილის დღეს, ჩემი რჩევით წავიდა დაცვის გარეშე მასთან შესახვედრად... ეგონა რომ ეკა მე მყავდა, ამ დროს კი, მიშკას ხალხს ყავდა გადამალული. ვუყურებდი როგორ ემზადებოდა წასასვლელად, მაგრამ არცერთი წამით არ ვნანობდი ჩემს საქციელს... თამაზის მკვლელი მე ვარ, მიშკა კი არა. - მძიმე სუნთქავდა სანიკიძე, იმდენად მძიმედ რომ ოთახშიც იგრძნობოდა უჰაერობა, დაძაბულობა.

შურისძიება... შურისძიებით გამოწვეული გრძნობდა, ალბათ ყველაზე მტანჯველი რამაა ადამიანისთვის.
მთელი ცხოვრება უყურებ, როგორ გართმევენ სიცოცხლის უფლებას და ვერაფერს აკეთებ. ფართოდ გახელილი თვალებით უყურებ, როგორ გიკლავენ საყვარელ ადამიანებს, შემდეგ გრძნობებს და ვერაფერს აკეთებ. ვერ იბრუნებ დაკარგულს და ვერც შენს თავს, რომელიც უგზო-უკვლოდ დაეხეტიალებს სადღაც...
მესმოდა მისი. იმაზე კარგად, ვიდრე შეიძლებოდა.

ყველაზე საშიში და ამავდროულად, ყველაზე ძლიერი, სწორედ ის ადამიანია, ვისაც იმედგაცრუება განუცდია. არა ვინმე კონკრეტული ადამიანისგან, არამედ ცხოვრებისგან.
ასეთი ცხოვრებით ცხოვრობდა ვატო სანიკიძე.

- რატომ მეუბნები ამ ყველაფერს მე? - დავსვი ლოგიკური კითხვა. მართალია ძალიან დაბნეული და თან კმაყოფილიც ვიყავი, ეს ყველაფერი რომ გავიგე, მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი, რატომ მიყვებოდა ამას მე.
- ჰმ... მეგან, იმაზე რთული კითხვა დასვი, ვიდრე ჩემი გეგმის განხორციელება იყო. - სევდიანი ხმა, წამებში გაქრა და მხიარული ღიმილი აიკრა სახეზე. - არ ვიცი, ტო... პროსტა, მინდოდა ვინმეს გაეგო, ვისაც მართლა აინტერესებდა... ან უბრალოდ მინდოდა ვინმეს მოესმინა. მთელი ცხოვრებაა ამ ამბავს ვინახავ. როცა მოგიყევი, თითქოს რაღაც მძიმე ტვირთი მომეხსნა. ხო ხვდები, არა? - ნერვიულად იქნევდა ხელებს. ასე მაშინ არ უნერვიულია, როცა იმ საშინელ ამბავს მიყვებოდა.
- ეკა მეცოდება... - ჩავილაპარაკე ჩემთვის.
- ნუ ნერვიულობ, ეკა კიდევ იპოვის ახალ თამაზს, - გაეცინა სანიკიძეს, - არ უყვარდათ ერთმანეთი, მეგან.
- ეკას არ ეტყობოდა რომ არ უყვარდა! სულ თამაზს ან თაზოს გაიძახდა... რა ვიცი, აბა. - მხრები ავიჩეჩე კოპებშეკრულმა.
- შენ სულ ეგეთი მეამიტი ხარ თუ მხოლოდ დღეს?! ალბათ, ემოციურმა ფონმა იმოქმედა. - ეცინებოდა ვატოს. - არ შეიძლება ეგრე!
- არც ის არ შეიძლებოდა, მიშკას მამუკა რომ მოაკვლევინე, ვატო! - დავიძაბე მეც.
- დღეს პირველად მომმართე სახელით, - თავი აარიდა ჩემს რეპლიკას. ეს იგივეა, ადამიანს რაიმე მნიშვნელოვანს რომ ეუბნები, თვითონ კი გპასუხობს, რა ლამაზი დღეა, არა?..
- ცხოვრება დაუნგრიე! - არ ვეშვებოდი.
- შენ ეგრე ფიქრობ? - გაეღიმა ვატოს. - მიშკას თამაზი რომ არ მოეკლა, ვერც ვერასდროს დაიწყებდა ახალ ცხოვრებას. იცი, რატომ? - მომაჩერდა. რამდენიმე წუთი ხმას არ იღებდა. მხრები რომ დამნაშავედ ავიჩეჩე, ლაპარაკი გააგრძელა. - თამაზი მოკლავდა მიშკასაც და მთელ მის ოჯახსაც. აქ მარტო ეკას პონტი არ იყო, მეგი... ეკამ ხელი შეუწყო ომის დაწყებას, შემდეგ თავისი მიზეზებით გაგრძელდა. - ხმის ტემბრიც და სახის მიმიკაც, წამში ეცვლებოდა სანიკიძეს. ბევრ მსგავს თვისებას ვამჩნევდი, მასსა და მიშკას შორის. - მე დედაჩემის გამო მინდოდა შურისძიება... ერთ-ერთ მშვიდობაძეს უნდა მოეკლა თამაზი. სწორედ ეს იყო ჩემი გეგმა!
- ახლა რა იქნება? თამაზის ხალხი შურს არ იძიებს? ან ასე ადვილად დასრულდება ყველაფერი?
- თამაზის ხალხი, მისი სიკვდილის დღიდან, ჩემი ხალხი გახდნენ. მთელი ცხოვრება სამართლიანობისთვის ვიბრძოდი და ახლა არ ვაპირებ მათი ბინძური ფულის მითვისებას. მე არაფერში მჭირდება მათი ფული და ძალაუფლება!
- ანუ დასრულდება ეს ყველაფერი? - გავუმეორე კითხვა და ფეხები სავარძლის კიდეზე შემოვაწყვე, სიგარეტს მოვუკიდე და ცას გავხედე. მართლაც... დღეს განსაკუთრებით ლამაზი იყო ღამე.
- ნუ, დაახლოებით. თუ რამე არ წამოიწყეს, ალბათ დასრულდება კიდეც. - მიპასუხა რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ, - შენ თავიდანვე მომეწონე. მაშინ, მიშკა რომ გადაარჩინე, ძაან გმირულად. - ისე გაეცინა, ალბათ ჩემი დამფრთხალი სახე გაახსენდა.
- ყვავილები რატომ გამომიგზავნე? - ვკითხე წარბაწეულმა და ინტერესით მივაჩერდი.
- ეფექტისთის, რა. გოგოებს რომ ცუდი ბიჭები მოსწონთ, ძაან ცნობილი ფაქტია... ახლა არ თქვა, ვაფშე არ გამისწორდაო..? - შეურაცხყოფილი სახე მიიღო სანიკიძემ.
- გამისწორდა კი არა, გული გამისკდა შიშით. - დავუბღვირე გამხიარულებულს და ჩემს სახეზე, კიდევ გაეცინა. - თუმცა რა გინდა... ცუდი ბიჭის როლი კარგად მოირგე!
- კარგი ნაღდად არ ვარ და ტყუილი წარმოდგენა ნუ შეგექმნება ჩემზე.
- კარგი ადამიანები არ არსებობენ; ძირითადად ჩვენში კარგი თვისებებიც არის და ცუდიც. ამიტომ ნუ ატრაგიკულებ შენს თავს.
- შენ ცუდი ხარ? - გაუკვირდა ჩემი ნათქვამი და ალმაცერად გადმომხედა.
- არც კარგი ვარ. - მხრები ავიჩეჩე, - დალევ რამეს?
- ვისკი გაქვს? - მკითხა დაეჭვებით, - ჰო, კარგი, იყოს ყავა.


* * *

წითელი, ანუ სისხლიანი ღამის დასასრული.


ყველაფერს აქვს დასასრული. არ არსებობს უსასრულობა, არ არსებობს მუდმივობა. არც დაუსრულებელი მომენტები, ურთიერთობები, ცხოვრება... არაფერია სამუდამო. უბრალოდ, არსებობს წერტილი, რომელიც მაშინ იწერება, როცა რაღაც ეტაპი სრულდება. დასრულებული ეტაპი, მუქი წერტილი და ახალი, თეთრი ფურცელი, იწვევს - ახალ მდგომარეობას, რომლის დასრულებისთანავე, კვლავ წერტილი იწერება... ეს ნამდვილად დაუსრულებელია და ჩვენც, ამ წერტილის მოლოდინში ვცხოვრობთ.
მიშკა მშვიდობაძე,- გამოუსწორებელი პესიმისტი, რომელსაც არაფრის და არავის სწამდა, გარდა რამდენიმე ადამიანისა, გულის სიღრმეში, ელოდა ამ წერტილს, რომელიც ცუდ ეტაპს, კარგით შეცვლიდა... არასდროს აღიარებდა რომ შესაძლოა, ბედნიერი ყოფილიყო, არც იმას აღიარებდა, რომ ბედნიერების მოლოდინში ცხოვრობდა. სადღაც, გულის ღრმა კუნჭულში, მაინც სწამდა ამ უწყინარი ოპტიმიზმის და დიდი მოთმინებით ელოდა ამ წამებს.
მიშკა მშვიდობაძეს, - არასდროს უცხოვრია მშვიდად, არასდროს განუცდია დიდი ბედნიერება, არასდროს უგრძვნია თავი დაცულად და საერთოდ, მის ცხოვრებაში ბევრი, ძალიან ბევრი არასდროს არსებობდა... მიუხედავად იმისა რომ ფული არ აკლდა, მაინც ვერ გრძნობდა სიყვარულს მისი მშობლებისგან და უფროსი ძმისგან.
ყოველთვის, როცა სკოლიდან-სკოლაში გადადიოდა, მარტივად იქცევდა ყურადღებას. გარეგნობით, ჩაცმულობით, უფრო მეტად კი, გავლენიანი ოჯახით. მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორ სწავლობდა, როგორ იქცეოდა, ვინმეს ჩარგავდა თუ არა, მთავარია მამუკა მშვიდობაძე იყო მისი მამა.
სწორედ ამ პერიოდში გაუჩნდა დიდი პროტესტი გრძნობა და ზიზღი, თავისი ცხოვრების მიმართ. თავს ვერაფერს უხერხებდა, სულ უხეშობდა, ცუდად იქცეოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, უნდოდა თუ არა ასე მოქცევა. არ უნდოდა, მისით ვინმეს ეამაყა. ზოგჯერ იმდენად უნდოდა, თავის თავზე რაიმე ცუდი გაეგო, საშინელ რამეებს აკეთებდა, გაუაზრებლად.

ცხოვრება ასეთია,
რაღაცის სანაცვლოდ, რაღაცას გართმევს.
და მაინც, ყველა ადამიანში არის კარგი და ცუდი.
ყველა ადამიანს აქვს წარსული, - კარგი და ცუდი.
არავინ არის იდეალური, - ყველა უშვებს შეცდომებს, ყველა გრძნობს უსამართლობას და იმედგაცრუებას.
ამისთვის არ არის საჭირო, - მატერიალურად ძლიერი, ან სუსტი მხარე.
ამისთვის არ არის საჭირო, - იყო ვინმეს შვილი, ნათესავი, მეგობარი.
არაფერია საჭირო, გარდა ადამიანობისა...


დღე #4

- გილოცავ, ბიჭო, - ისმის ნაცნობი ხმა ტელეფონში. ოთხი დღის უძინარი, ძლივს ახერხებს ხმის აღქმას და თვალების სრესით, კვლავ ტელეფონს უყურებ. - მაგრად გამისწორდა მამუკას ამბავი, - როგორღაც, რამდენიმე წუთის შემდეგ, თორნიკეს მხიარული ხმის აღქმა შეძლო.
- აჰ.. შენ ხარ? - დასვა რიტორიკული კითხვა, პასუხი რომ ვერ მოიფიქრა. უძინარი ტვინი, რამდენიმე წუთის დაგვიანებით ახერხებდა ნათქვამის გაანალიზებას. - ჰო, მგონი დასასრულს ვუახლოვდებით...
- გეძინა, ? ვინმესთან ერთად ხო არ ხარ, ბიჭო? - მხიარულად ხითხითებდა თორნიკე. მიშკას გაეღიმა, წამით ნოსტალგიაც კი მოაწვია. სულ რაღაც, ოთხი დღეა რაც წამოვიდა და უკვე ყველაფერი ენატრება, წითელთმიანი მეგანის ჩათვლით.
- ჩემი წითელთმიანის ერთგული ვარ, - გაეცინა მიშკას.
- ჰო, არა? - წარბები ზემოთ აზიდა თორნიკემ, - როდის მერე გახდა შენი? ვაფშე, თქვენ რას ჩალიჩობთ, თუ ვხვდებოდე, რა.
- აქედან რა უნდა ვიჩალიჩო, შე ს*რო? შენ იმ გოგოს მიხედე, მაგრად რომ დაგადო, თან ხუთჯერ.
- გავთიშავ, იცოდე! - ყოველი დიალოგი, წარმოუდგენელი იყო ამ ფრაზის გარეშე, როცა საქმე ნინას და მის უარებს ეხებოდა. თორნიკეს გამწარება, გაცეცხლება და ჭკუიდან გადაყვანა, მხოლოდ ამ თემას შეეძლო. მისი გარეგნობით, ძალიან ბევრი ნინას „დაკერვა„ შეეძლო, მაგრამ იმ გოგოს უარი აგიჟებდა. - ხვალ მეგის უნდა დავადგე უნივერსიტეტში და ნინასაც ვნახავ. - უთხრა ნიშნისმოგებით.
- მეგის ვუყვარვარ, ნინას კიდიხარ.
- ს*რო!
- სიმართლე მწარეა, რას ვიზამთ. - მხრები აიჩეჩა უდარდელად და გულში ბოროტულად ჩაეცინა.
- მეგი ვიღაც ბიჭთან ვნახე... - ჩაილაპარაკა სხვათაშორის და მიშკას აფეთქებას დაელოდა.
- კაი, არ გინდა, როგორ იცი ხოლმე. - გაეცინა მიშკას. საკუთარ თავზე კარგად, თორნიკეს და დემეტრეს იცნობდა და იმის გარჩევაც ძალიან კარგად შეეძლო, რომელი როდის ამბობდა სიმართლეს.
- მამუკა როგორაა? ვაფშე, რას ამბობს? უჟმურმა დემეტრემ, არაფერი არ მომიყვა. - თემა სწრაფად შეცვალა და ზუსტად ისეთი ხმით უთხრა, პატარა ბავშვებმა მშობლებთან დაბეზღება რომ იციან.
- ჯანზეა, იბრუნებს სიდიადეს, - ცალყბად ჩაეცინა მშვიდობაძეს.
- ვერ ვიფიქრებდი, ასე ადვილად და ცოცხლად თუ მოვიდოდით ამ დღემდე.
- ადვილად? - ხელი თმებში შეიცურა და ირონიული ღიმილი, გაკვირვებამ ჩაანაცვლა. - ადვილი არაფერი ყოფილა, თორნიკე. ბევრი შეეწირა.
მხოლოდ ახლა მიხვდა თორნიკე, რას გულისხმობდა მშვიდობაძის გაკვირვებული ტონი და უხერხულობისგან, ხმა ვეღარ ამოიღო რამდენიმე წუთი. ხშირი, მძიმე სუნთქვა ესმოდა ტელეფონში და ესეც საკმარისი იყო, მისი შინაგანი მდგომარეობის გასაგებად.
- ა, ჰო... ისა, მე ის ვიგულისხმე, ცოცხლები რომ ვართ, ტო... თორე, ეგ ვიცი. შენ იფიქრებდი რომ დღეს შესაძლოა ცოცხალი ყოფილიყავი? მე ვერა, ძმაო. ჯერ მარტო, ვატო სანიკიძე ყველაფერზე უარს თუ იტყოდა და ასეთ რამეს გააჩალიჩებდა, ნაღდად არ მეგონა.
- ეგ მეც გამიკვირდა... - ჩაფიქრდა მშვიდობაძე და ცას ახედა. აივანზე იდგა, მთელი საათი ტელეფონზე ლაპარაკობდა და დრო გაჰყავდა, იმ საშინელ, სისხლიან ღამეზე რომ არ ეფიქრა. თუ მასზე არა, მაშინ მეგიზე დაიწყებდა ფიქრს და ეს უფრო ურთულებდა მდგომარეობას. იმდენად დიდი იყო მონატრება, მისი კანზე დარჩენილ ნაცნობ სურნელს, ძილის წინ გრძნობდა.
- ალბათ მიხვდა, არასწორი ტიპი რომ იყო. ან ვაფშე, ბოლოს რომ ვეჩხუბეთ, იმენა მაგარი ჩავარტყი მუშტი ყბაში, მაგის ბრალი იქნება, უეჭველი! დაშინებული მყავს სასტავი! - ამაყად გაიჯგიმა თორნიკე და რამდენიმე სწრაფი ვარჯიში გააკეთა, თითქოს მხოლოდ ეს აკლდა, ჯეკი ჩანი რომ გამხდარიყო.
- უეჭველი, თოკუშ, ბიჭო! - ძლივს შეკავებული სიცილით დაეთანხმა მიშკა, - წავედი რა, და ჰო ისა... ფრთხილად, ვინმეს შენი მომაკვდინებელი მუშტი არ შემოარტყა. - სრული სერიოზულობით უთხრა, თორნიკემ თავიდან ვერ გაიზარა რომ მაგრად დასცინეს, მხოლოდ მაშინ მიხვდა, ტელეფონი იქვე რომ მიაგდო და საწოლში გაიშხლართა.

მიშკა მშვიდობაძე, - გამოუსწორებლად შეპყრობილი იყო მეგი მეტრეველით, მისი წითელი თმებით, რომელიც ბედნიერ წითელ ღამეს ახსენებდა და არა იმ სისხლიან, საბედისწერო ღამეს. მის ცხოვრებაში, ერთადერთი ნათელი წერტილი, სწორედ ის, იდეალური ადამიანი იყო.

პირველი შეხვედრა, - შუაღამე, წითლად მოკაშკაშე სხივებში გამოჩენილი მისი წითელი, ტალღოვანი თმები და სუსტი, მაღალი სხეულის, აუჩქარებელი, მშვიდი ნაბიჯები, რომლის დროსაც, თმები და მხრები, მოხდენილად მოძრაობდა. დაჭრილი სხეული, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, მაინც ახერხებდა ამ იდეალური გარეგნობის აღქმას.

მეორე შეხვედრა, - მისი ტუჩების გემო, მისი ხელები თმებში, მისი სხეული საკუთარ სხეულზე აკრული... მისი დაწითლებული, სქელი ტუჩების გახსენებისას, ყველა და ყველაფერი ავიწყდებოდა. ერთადერთი რაც უნდოდა, აეღო ტელეფონი და მასთან მიეყვანა. თუმცა, მიზეზი არ ჰქონდა შესახვედრად... წინა დღეს, საშინელი ჩხუბის შემდეგ, ჭრილობაც კი გაიხსნა, მისთვის რომ დაერეკა, მისი ხმა გაეგო და შემდეგ, მისი მონატრებული ტუჩების გემოც ეგრძნო. საბედნიეროდ, არც ის წითელთმიანი გოგო, წითელი ღამიდან, არ აღმოჩნდა გულგრილი მის მიმართ და ეს მეორე შეხვედრისას, ღიმილით აღნიშნა გონებაში.

მესამე შეხვედრა, - ბედნიერი დასაწყისის, უიღბლო დასასრული. იმდენად ჰქონდა ჩვევაში სხივის დაცვა, პირად ბედნიერებაზეც კი უარი თქვა. როცა მასთან შესახვედრად წავიდა, უნდოდა მათ ადგილას, სახურავზე წაეყვანა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა. ამის მიზეზი, საუბრის შინაარსი იყო, ამიტომ ისეთივე უიღბლო ადგილას წაიყვანა, როგორიც სათქმელის შინაარსი აღმოჩნდა... უყურებდა მის მწვანე თვალებს. მისგან გამომავალი უხილავი ძაფები, მის სხეულში აღწევდა და მალე, ვერც მისგან შეძლებდა თავის დაღწევას. უყურებდა მის მოკანკალე, ანერვიულებულ სხეულს, წყლიან თვალებს, რომლებიც ცრემლების შეკავებას მთელი მისი ძალით ცდილობდნენ. თავი ბოლო დონის არაკაცი ეგონა, როცა კაფეში მჯდომ სხეულს უყურებდა და ხვდებოდა რომ ამის მიზეზი თვითონ იყო.

მეოთხე შეხვედრა, - მონატრებისგან გაფრენილი ჰქონდა. იმდენად ენატრებოდა, სხვა თემაზე კონცენტრაციის მოხდენა უჭირდა. მუდამ აქტიურად მცხოვრები მეგი, ეს დღეები გარეთაც არ გადიოდა, ქუჩაში მაინც რომ მოეკრა თვალი... მხოლოდ იმის გაგება შეძლო, ვატო სანიკიძისგან ყვავილები რომ მიიღო და ესეც საკმარისი აღმჩნდა, უსაფრთხოებაზეც კი, უარი ეთქვა და ემოქმედა. უფრო მეტი უნდა გაეგო მეგიზე, მაგრამ მამამისის ნათლულის, კაკის უახლოესი მეგობარი რომ აღმოჩნდა, მანდ კი ძალიან ბევრი დასცინა საკუთარ თავს და ცხოვრებას. იცოდა, კაკისთან ერთად რომ იქნებოდა და კლუბში წავიდა. მონატრებული სხეულის დანახვისას, ადრენალინის მოზღვავება იგრძნო... მისვლა და ჩახუტება უნდოდა, მაგრამ რეზისთან ერთად რომ დაინახა, როგორ ცეკვავდა, როგორ ეხებოდა მისი თითები მხრებს... საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. უაზრო ეჭვიანობით, კიდევ უფრო დააფრთხო, მაგრამ მთელი იმ დროს განმავლობაში, მის მწველ მზერას რომ გრძნობდა, ვითომ შეუმჩნევად რომ აპარებდა მისკენ, ესეც აბედნიერებდა.

მეხუთე შეხვედრა, - თორნიკემ რომ უთხრა, თამაზ სანიკიძე გაიცნოო, მანდ გადაეკეტა. ყველა კაპილარი დაებერა, მთელი სხეული დაეჭიმა, თავის თავს აღარ ჰგავდა, მაგრამ შუაღამის მთვარის შუქზე, მეგის სხეული რომ დაინახა, ყველა დაძაბულობა წამში მოეხსნა. ვერ გადაიტანდა მის დაკარგვას, მაგრამ არც უმისობა შეეძლო. თანახმა იყო, ხვალ მოეკლათ, ოღონდ დღეს მასთან ყოფილიყო.

მეექვსე შეხვედრა, - მის მუხლებზე იჯდა, ვნებიანად კოცნიდა, მის სხეულს ბოლომდე შეიგრძნობდა, წვიმის წვეთებით დანამულ კანს, ტუჩებს ვერ აშორებდა. სახურავზე ისხდნენ, კოკისპირულად წვიმდა, ჭექა-ქუხილიც გაანათებდა ხოლმე და ამ სიტუაციაში მეგისთან ერთად ყოფნა, მისთვის იმ ბედნიერების შესაგრძნებად საკმარისი იყო, არასდროს რომ არ უგრძვნია. გაწუწულები სახლში რომ ჩავიდნენ, ბევრი იცინეს გამშრალებაზე, შურისძიების მიზნით, ნახევრად შიშველი დადიოდა მიშკა და მეგის ანთებულ თვალებს უყურებდა. არც წითურმა დააკლო, მშრალი მაისური სწრაფად გადაიძრო და მოკლე შორტის ამარა დადიოდა. ერთმანეთის სხეულებს ვერ ეხებოდნენ და რეაქციებზე ხალისობდნენ...
იმდენად ბედნიერი დღე იყო, თითქოს ორივემ იცოდა რომ მეშვიდე შეხვედრა, სულაც არ აღმოჩნდებოდა ბედნიერების მომტანი...

მეშვიდე, საბედისწერო შეხვედრა, - აკანკალებული სხეული, შინაგანად ერთიანად განადგურებული, მის გამოჩენას ელოდა. იცოდა, წინასწარ იცოდა რომ ამ დღეს, მისი გაშვება კვლავ მოუწევდა. ანადგურებდა. მაგრამ არც სხვა გზა ჰქონდა. მან ადამიანი მოკლა, ვერ ეტყოდა ჩემთან დარჩი, ჩემთან ერთად იცხოვრე, მითუმეტეს რომ წინ უარესი რამ ელოდა. ყველაზე მტკივნეული, მისი გაშვება იყო, იმაზე მტკივნეულიც კი, ადამიანს სიცოცხლე რომ წაართვა. ემოციების ჩასახშობად, ბევრს სვამდა და ეწეოდა, საკმარისი აღმოჩნდა, მძაფრი ემოციების დასავიწყებლად და ორმაგი ტკივილის შესამსუბუქებლად.

ახლა, აწმყოში მყოფი, ერთადერთი სურვილით იწვის, შეეხოს მას...
დრო იყო, აღარ ეფიქრა სხვებზე, დაევიწყებინა მოვალეობები, გამხდარიყო უპასუხისმგებლო და დაბრუნებულიყო სახლში... მასთან.

wish you were here.


*****
სანამ უპასუხისმგებლოს მიწოდებთ, გეტყვით რომ ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა, ამის გამო, ვერც კომპიუტერთან ვჯდებოდი, ვერც კომენტარებს ვპასუხობდი.
ეს თავიც ძლივს დავწერე და იმედია შეცდომებით გატენილი არ არის...

ბევრი აგრესია წამოვიდა მკითხველისგან, პერსონაჟის ქმედებებთან დაკავშირებით...
ბევრჯერ მითქვამს, ჯანსაღი კრიტიკა არც მწყინს, არც მაღიზიანებს. მაგრამ ის რომ, ყოველი მეორე ადამიანი, წერას მასწავლის, მოვლენებს წინ უსწრებს და მეუბნება, ასე ნუ აკეთებ, მე ასე მინდაო, ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელია.
თავიდან შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებდი, მაგრამ ახლა, როცა დასასრულამდე 2-3 თავი რჩება (არც კი), ცოტა მიკვირს... აქამდე მოვედით და დავიჯერო, გაძალებდით კითხვას?..

გაიგეთ რომ თქვენი მეგობარი საფრთხეშია, შესაძლოა მოკლან, გაიტაცონ, დაემუქრონ. თქვენ რა რეაქცია გექნებათ? არ ჩაერეოდით მის ცხოვრებაში და ეტყოდით, შენ თავისუფალი ადამიანი ხარ, რამდენი შეცდომაც გინდა, იმდენი დაუშვიო?
რა ვიცი, რა ვიცი... არ იფიქროთ რომ რაიმე მწყინს, უბრალოდ სერიოზულად მიკვირს ხოლმე, ასეთ კომენტარებს რომ ვკითხულობ.
პ.ს მადლობა იმ ადამიანებს, თბილ კომენტარებს რომ არ იშურებენ! ვერ წარმოიდგენთ როგორ მაბედნიერებს თქვენი კომენტარები!

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ცარიელი

მარგო გეფიცები სანიკიძისგან ამ საქციელს არ მოველოდი.. მისმა აღიარებამ მეგანთან ჩემზე ძალიან იმოქმედა. აი თორნიკე კი ჩემი ბიჭია რაა :დ ძაან საყვარელია შეყვარებული ვარ მასზე :დდ ❤️❤️ იმედიაა ახლა კარგად ხარ <3
როცა მოახერხებ მერე დადე <3 ერთგულად გელოდები <3
ძალიან კარგი ხარ <3
❤️❤️❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№2 სტუმარი ნიკე

ძალიან მომწონს ვატო და ჩემი ტვინიც მას უფრო აღიქვამს ისტორიის მთავარ გმირად. მიშკას პერსონაჟი პირადად ჩემში არ იწვევს არანაირ ინტერესს და ამოციას. ცუდია ნინა ჩემსავით რომ არ ფიქრობს :დ საყვარელი ისტორიაა <3

 



№3 სტუმარი სტუმარი უცნობი

აიძალიანმაგარი იყო ❤️❤️ანუმაგალითად მე ზოგჯერ პერსონაჟების მოქმედება არმომწონს ხოლმე მაგრამ ეს შენი მოთხრობაა და უმაგრესიაა ყველაფერი აბსოლიტურად...წერის სტილი გაქ აიძალიანმაგარი და კარგად წერ..ვატო ვიცოდი რომ ცუდი არიყო..მაგრამ მისმა საქციელმა გაამაოცა..ძალიან ემოციური თავი იყო.. შესანიშნავად წერ და არავის არ მოუსმინო❤️❤️რაცშეეხება შენს ჯამრთელობას..გამოჯამრთელებას გისურვებ და თავს გაუფრთხილდი❤️❤️????????❤️ამმოთხრობის
შემდეგ კიდევ ველი შენს მოთხრობებს არშეწყვოტო წერა❤️❤️❤️

 



№4  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მეგობრების დამოკიდებულებამ რატომ გამოიწვია ასეთი რეაქცია არ ვიცი. მე მომწონს ეს ისტორია. ვატოსგან ველოდი რაღაც სიურპრიზს, მაგრამ ასეთს არა. მიუხედავად იმისა, რომ თამაზი ყველაზე დიდი არაკაცი იყო, მაინც არ მინდოდა მიშკას ხელით მომკვდარიყო და მითუმეტეს შვილის მონაწილეობა ამ მკვლელობაში. ახლა დროა გამოაჩინო მიშკა და აქტიურობაში მოიყვანო:დდ

 



№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ეტყობა მკითხველის კომენტარები არასწორედ გაიგე. მეც გავეცანი და მეც დავაკომენტარე მაგ თემაზე.მაგრამ მანდ მზრუნველობა, კი არა ის გააკრიტიკეს ჩემი ჩათვლით რომ ეს გოგო თავის იმართლებდა. გეგონება ბაღის ბავშვია და მშობლების ნებართვის გარეშე არაფრის უფლება არ აქვს.
მაგიტომ ვთქვი კიდეც რომ საბავშვო ბაღი მოაწყვე. გვერდიდან შეხედე კომენტარებსაც და შენს ნაწერსაც და უფრო მიხვდები რას ვგულისხმობდი მეც და სხვაც.
და ვფიქრობ, რომ ნამდვილი მეგობარი ის არის ვინც კრიტიკის და ჩხუბის ნაცვლად გვერდით დამიდგება. ასეთი აყალმაყალის მერე, სულ რომ არავინ დამრჩეს მათთან მაინც არაფერს არ მოვყვებოდი. მეგანს ეშინოდა მეგობრების რეაქციიის. და სწორედ ეს არ მომეწონა მე პირადად.
მიხარია რომ უკეთ ხარ და ისტორიის წერა განაგრძე.

 



№6  offline წევრი møøn šhinė

აი საუკეთესო თავი იყო, რა გითხრა არ ვიცი, ვატოზე(თუარვცდები სახელების დამახსოვრება მიჭირს) აქამდე არაფერი დამიწერია, ძალიან გამიხარდა რომ ვატო ასეთი კარგი ადამიანი აღმოჩნდა. ძაან კარგია ასე რომ განავითარე მოვლენები.
მოულოდნელობებით ხარ სავსე, ცუდ კომენტარებს ყურადღებას ნუ აქცევ თუ შეუძლიათ თავადწერონ ისე როგორჩ შენ.
დაგვიანებას რაც შეეხება მადლობა რომ პატივს გვცემ და ცუდად ყოფნის მიუხედავად მაინც დადე, გაფასებ. იმედია მალე გამოჯანმრთელდები.
bowtie

 



№7  offline წევრი Margo Tokyo

mirandaa31
მარგო გეფიცები სანიკიძისგან ამ საქციელს არ მოველოდი.. მისმა აღიარებამ მეგანთან ჩემზე ძალიან იმოქმედა. აი თორნიკე კი ჩემი ბიჭია რაა :დ ძაან საყვარელია შეყვარებული ვარ მასზე :დდ ❤️❤️ იმედიაა ახლა კარგად ხარ <3
როცა მოახერხებ მერე დადე <3 ერთგულად გელოდები <3
ძალიან კარგი ხარ <3
❤️❤️❤️

კარგი რამეა მოულოდნელობა... smiling_imp
ძალიან მიხარია, შენნაირი ადამიანი რომ კითხულობს ჩემს ისტორიას. heart_eyes

ნიკე
ძალიან მომწონს ვატო და ჩემი ტვინიც მას უფრო აღიქვამს ისტორიის მთავარ გმირად. მიშკას პერსონაჟი პირადად ჩემში არ იწვევს არანაირ ინტერესს და ამოციას. ცუდია ნინა ჩემსავით რომ არ ფიქრობს :დ საყვარელი ისტორიაა <3

მნაჰ,
მეგი არ ვიცი, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ მქონდა მისი შეყვარება გათვლილი, ვატყობ მაინც მიყვარდება სანიკიძე... smirk smiley
მადლობა heart_eyes

სტუმარი უცნობი
აიძალიანმაგარი იყო ❤️❤️ანუმაგალითად მე ზოგჯერ პერსონაჟების მოქმედება არმომწონს ხოლმე მაგრამ ეს შენი მოთხრობაა და უმაგრესიაა ყველაფერი აბსოლიტურად...წერის სტილი გაქ აიძალიანმაგარი და კარგად წერ..ვატო ვიცოდი რომ ცუდი არიყო..მაგრამ მისმა საქციელმა გაამაოცა..ძალიან ემოციური თავი იყო.. შესანიშნავად წერ და არავის არ მოუსმინო❤️❤️რაცშეეხება შენს ჯამრთელობას..გამოჯამრთელებას გისურვებ და თავს გაუფრთხილდი❤️❤️????????❤️ამმოთხრობის
შემდეგ კიდევ ველი შენს მოთხრობებს არშეწყვოტო წერა❤️❤️❤️

კითხვის დროს კი არა, მე როცა ვწერ, მაშინაც შეიძლება გამაღიზიანოს ჩემმა შექმნილმა პერსონაჟმა, მაგრამ ზოგი იმდენად არეალურებს, მერე შეურაცხყოფაზეც კი გადმოდიან flushed smiley
უცნობო,
მადლობა რომ კითხულობ და ჩემი წერის სტილიც მოგწონს!!! kissing_heart
რაღაც იდეები მაქვს ახალ ისტორიაზე, მაგრამ დავწერ თუ არა, არ ვიცი... <3

Chikochiko
მეგობრების დამოკიდებულებამ რატომ გამოიწვია ასეთი რეაქცია არ ვიცი. მე მომწონს ეს ისტორია. ვატოსგან ველოდი რაღაც სიურპრიზს, მაგრამ ასეთს არა. მიუხედავად იმისა, რომ თამაზი ყველაზე დიდი არაკაცი იყო, მაინც არ მინდოდა მიშკას ხელით მომკვდარიყო და მითუმეტეს შვილის მონაწილეობა ამ მკვლელობაში. ახლა დროა გამოაჩინო მიშკა და აქტიურობაში მოიყვანო:დდ

მნააჰ, მეგობრებზე მეც იგივე აზრზე ვარ... რამ გამოიწვია უკმაყოფილება, არ ვიცი.
მიშკა და ვატო კარგი პერსონაჟები არც ყოფილან და ვერც იქნებიან, მაგრამ თავიანთი მიზეზები ორივეს ჰქონდა, თუ რატომ არ იყვნენ კარგები.
მიშკაც გამოჩნდება მალე <3
მადლობა რომ კითხულობ და მოგწონს heart_eyes

grafo
ეტყობა მკითხველის კომენტარები არასწორედ გაიგე. მეც გავეცანი და მეც დავაკომენტარე მაგ თემაზე.მაგრამ მანდ მზრუნველობა, კი არა ის გააკრიტიკეს ჩემი ჩათვლით რომ ეს გოგო თავის იმართლებდა. გეგონება ბაღის ბავშვია და მშობლების ნებართვის გარეშე არაფრის უფლება არ აქვს.
მაგიტომ ვთქვი კიდეც რომ საბავშვო ბაღი მოაწყვე. გვერდიდან შეხედე კომენტარებსაც და შენს ნაწერსაც და უფრო მიხვდები რას ვგულისხმობდი მეც და სხვაც.
და ვფიქრობ, რომ ნამდვილი მეგობარი ის არის ვინც კრიტიკის და ჩხუბის ნაცვლად გვერდით დამიდგება. ასეთი აყალმაყალის მერე, სულ რომ არავინ დამრჩეს მათთან მაინც არაფერს არ მოვყვებოდი. მეგანს ეშინოდა მეგობრების რეაქციიის. და სწორედ ეს არ მომეწონა მე პირადად.
მიხარია რომ უკეთ ხარ და ისტორიის წერა განაგრძე.

გრაფო,
ყველა კუთხიდან შევხედე კომენტარებს, მაგრამ ზოგი იმდენად ალოგიკურად ჟღერდა, გააზრებაც კი გამიჭირდა. smiley
რაც შეეხება შენს კომენტარს, წავიკითხე და დავფიქრდი კიდეც...
მეგის შეცდომების აღიარების უფრო ეშინოდა, ვიდრე მეგობრების რეაქციის... საკუთარ თავთან აღიარებაც კი არ შეეძლო და დამიჯერე, არსებობენ ასეთი ადამიანებიც, საკუთარი შეცდომების აღიარება სიკვდილის ფასად რომ უჯდებათ.
მაგრამ მართალი ხარ, მისი მდგომარეობა საკმაოდ გავაზვიადე და მკითხველის თვალში, არ გამოჩნდა ისე, მე როგორც მინდოდა.
მადლობა რომ კითხულობ და შენს აზრს აფიქსირებ!!! <3

møøn šhinė
აი საუკეთესო თავი იყო, რა გითხრა არ ვიცი, ვატოზე(თუარვცდები სახელების დამახსოვრება მიჭირს) აქამდე არაფერი დამიწერია, ძალიან გამიხარდა რომ ვატო ასეთი კარგი ადამიანი აღმოჩნდა. ძაან კარგია ასე რომ განავითარე მოვლენები.
მოულოდნელობებით ხარ სავსე, ცუდ კომენტარებს ყურადღებას ნუ აქცევ თუ შეუძლიათ თავადწერონ ისე როგორჩ შენ.
დაგვიანებას რაც შეეხება მადლობა რომ პატივს გვცემ და ცუდად ყოფნის მიუხედავად მაინც დადე, გაფასებ. იმედია მალე გამოჯანმრთელდები.
bowtie

მუნ შაინ,
შეუძლებელია შენი კომენტარები წავიკითხო და ცუდ ხასიათზე ვიყო!
მოულოდნელობები მიყვარს და მიხარია შენი რეაქცია!
პირიქით, მადლობა შენ, რომ არ იღლები და ყოველი თავის ბოლოს, ასეთ კომენტარებს მიტოვებ! ძალიან ვაფასებ ამას. <3 heart_eyes heart_eyes

 



№8 სტუმარი Qeti qimucadze

Da mainc adamianis bavshvoba dags asvams mis axalgazrdobass. Tavidanve chanda rom es istoria ariyo idealur adamianebzee, esaa istoria chveulebriv moqmed pirebze, romlebic cxovroben, ushveben shecdomebss. Sanikizis ambavi sruli shoki iyo chemtviss, yochaggg, yvelaferi shesaferisad vitardebaaaa, gamojanmrtelebas gisurvebbb

 



№9 სტუმარი სტუმარი უცნობი

Shemdegs rodis dadeb ?♥️

 



№10 სტუმარი სტუმარი ნიტა

მე ველოდები ვატოს ფოტოს!!

 



№11 სტუმარი სტუმარი eka

ძალიან კარგად წერ და იმედია ეს ისტორია რომ დასრულდება, შენს იდეებს განახორციელებ და ახალსაც დაწერ, ძალიან კარგი გოგო ხარ და ისე უნდა წერო როგორც შენ მიგაჩნია საჭიროდ, ყველას ყველაფერი უბრალოდ ვერ მოეწონება>3

 



№12  offline წევრი Margo Tokyo

Qeti qimucadze
Da mainc adamianis bavshvoba dags asvams mis axalgazrdobass. Tavidanve chanda rom es istoria ariyo idealur adamianebzee, esaa istoria chveulebriv moqmed pirebze, romlebic cxovroben, ushveben shecdomebss. Sanikizis ambavi sruli shoki iyo chemtviss, yochaggg, yvelaferi shesaferisad vitardebaaaa, gamojanmrtelebas gisurvebbb

ზუსტად ეგრეა, ბავშვობა და ბავშვობაში შეძენილი თვისებები, ადამიანის ცხოვრებიდან არ ქრება. მიხარია შენი კომენტარები, ზუსტად იგებ რისი თქმაც მინდა❤️ მადლობა!!!❤️❤️

სტუმარი უცნობი
Shemdegs rodis dadeb ?♥️

ზუსტად არ ვიცი, ვეცდები რომ მალე დავდო❤️

სტუმარი ნიტა
მე ველოდები ვატოს ფოტოს!!

თუ ვნახე ვატოს მსგავსი ბიჭი, დავდებ:D

სტუმარი eka
ძალიან კარგად წერ და იმედია ეს ისტორია რომ დასრულდება, შენს იდეებს განახორციელებ და ახალსაც დაწერ, ძალიან კარგი გოგო ხარ და ისე უნდა წერო როგორც შენ მიგაჩნია საჭიროდ, ყველას ყველაფერი უბრალოდ ვერ მოეწონება>3

ვაიჰ!! ძალიან დიდი მადლობა!!
მეც დიდი იმედი მაქვს რომ ის ახალიც დაიწერება... თუმცა, ზუსტად არაფერი ვიცი:(
მიხარია რომ მოგწონს, კითხულობ და ყველაფერს ისე იგებ, როგორც საჭიროა!❤️

 



№13  offline წევრი triniti

Mokled ar shemizlia ar avgnishno rom es vatuna ise momewona aqamdec avgnishne rom ar gavda cud bichs da gulma sul saltoebi aketa aseti rom agmochnda.es megani vera da ver mivushvi gultan axlos .sheni personaji bichebi ise momwons chkua meketeba ra kargebi gyavs.dzalian dzalian momwons es istoria da sulnoytqmelad veli axal tavs saocari xar shen yvelaferi momwons weris stilic da chanafiqric.male dade ukve lomka mewyebaa.warmatebebi ase gaagrzele.es istoria shemizlia avgnishno rom udzlieresia dasawyisi saocari shuisken cota efeqti damaklda magram vfiqrob dasasrulisken miiwev da iseti cocxalia sheni istoria bolosken rom vov.

 



№14  offline წევრი Margo Tokyo

triniti
Mokled ar shemizlia ar avgnishno rom es vatuna ise momewona aqamdec avgnishne rom ar gavda cud bichs da gulma sul saltoebi aketa aseti rom agmochnda.es megani vera da ver mivushvi gultan axlos .sheni personaji bichebi ise momwons chkua meketeba ra kargebi gyavs.dzalian dzalian momwons es istoria da sulnoytqmelad veli axal tavs saocari xar shen yvelaferi momwons weris stilic da chanafiqric.male dade ukve lomka mewyebaa.warmatebebi ase gaagrzele.es istoria shemizlia avgnishno rom udzlieresia dasawyisi saocari shuisken cota efeqti damaklda magram vfiqrob dasasrulisken miiwev da iseti cocxalia sheni istoria bolosken rom vov.

ვაიჰ,
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, ასეთი მაგარი შეფასებისთვის! heart_eyes flushed
მიხარია თუ დასასრულისკენაც ძალიან მოგწონს <3
გაგზავნილი მაქვს ახალი თავი და მალე დაიდება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent