ნადირობა №4 » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა №4


26-07-2018, 16:28
ავტორი Life is Good
ნანახია 2 216

ნადირობა №4

სწრაფად აირბინა განყოფილების კიბეებზე და მხარსა და ლოყას შორის მოქცეული ტელეფონით ცალი გვერდით შეხსნა შუშის კარი.მოზრდილ ფოიეში მჯდარმა ფორმიანი მამაკაცი ფეხზე წამოდგა და ყურებამდე გახეული ღიმილით მიესალმა მაღალ ქალს...რომელსაც წაბლისფერი თმები კეფაზე ცხენის კუდად ჰქონდა შეკრული, შავი კლასიკური პერანგი და მაღალწელიანი შარვალი ეცვა...პერანგზე, ჟილეტი მოეცვა რაომლის ქვეშიდან იღლიის ქვეშ, საგულდაგულოდ დამაგრებული ბუდიდან ტაბელური იარაღის ტარი მოუჩანდა.ჟილეტზე მკერდთან ვერცხლისფრად მოელვარე ჟეტონი დაემაგრებინა რომელზეც წვრილი ასოებით ამოეტვიფრათ შ.ს.ს.გაუხსნელ საქმეთა დეპარტამენტი.
-გამარჯობაა-ტელეფონი გათიშა ქალმა და ცივი მზერა შეანათა ფეხზე წამომდგარ ფორმიანს.-გურამ სამადაშვილთან ვარ.
-ბატონი გურამი?!-უხერხულად შეიშმუშნა მამაკაცი.-იცით...
-კარგიი..-თითებსშორის მომწყვრდეული ტელეფონი ხელისგულზე ირონიული ღიმილით დაირტყა რამოდენიმეჯერ ქალმა.-თავად მივაგნებ გურამის კაბინეტს...
დემონსტრაციულად აუწია წარბი და ვრცელ დერეფანში შავი ინსპექტორების ყრუ ბრაგუნით ზედმეტად მოხდენილად გააბიჯა.
კაბინეტის კარზე ორჯერ მიაკაკუნა და პასუხს არც დალოდებია ისე შეხსნა შავი მასიური კარი.გურამ სამადაშვილი ფანჯარასთან იდგა და ორი თითით აწეუილი ჟალუზის ჭრილიდან მშვენივრად ხედავდა განყოფილების ეზოში შემოსულ შავ ტოიოტას და იქიდან გადმოსულ ქალს..არასასიამოვნო სტუმარს სამინისტროდან რომელიც, ახლა უკვე მის კაბინეტში იდგა მისავე ზურგს უკან და ცივი მზერით ბურღავდა.ღრმად შეისუნთქა ჰაერი და სერიოზული სახით შემობრუნდა ქალისკენ.ტყავის სავარძელზე რომ დაეკავებინა ადგილი და ფეხზე ფეხ გადადებული მკერდთან დაკრებილი ხელებით ბურღავდა მამაკაცს.
-გაუხსნელ საქმეთა დეპარტამენტიი?!-პირი გააწკლაპუნა გურამმა ..
-ვხედავ როგორ გიხარია ჩემი ხილვა გურამ..-ხელები თეატრალურად გაშალა ქალმა და ლურჯი თვალები ცინიკურად აუელვარდა
-შენი დანახვა არავის უხარია წერეთელო!-წვერზე ხელი ჩამოისვა სამადაშვილმა და ორი ნაბიჯით მის მოპირდაპირედ მდგარ სავარძელთან გაჩნდა...ღრმად ამოიოხრა თითქოს, მთელი ქვეყნის სადარდებელი მის კისერზე ყოფილიყო დაკიდებული.თხელი პიჯაკის კალთები აიკეცა და შეძლებისდაგვარად მშვიდად დაჯდა სავარძელზე.
-მეც ანალოგიურის თქმა შემიძლია შენზე..-თვალი ჩაუკრა ქალმა.-მაგრამ ხშირად გვიწევს იმის კეთება რაც არ გვსიამოვნებს,მაგალითად მე აქ...შენს წინ ჯდომა დამწყებივით მართლა არ მსიამოვნებს..თუმცა! პატივს ვცემ თქვენს პროფესიონალიზმს,დღევანდელ თანამდებობას და მოწიწებით თავის მოხრას ვერ შეგპირდები მაგრამ ,შევეცდები მშვიდად,ზედმეტად მშვიდად გაგარკვიო, რომ თქვენი განყოფილების მუშაობით იქ-ჭერისკენ აიშვირა თითი-ზედმეტად უკმაყოფილოები არიან...
-ვცრდილობთ...-მხრები აიჩეჩა გურამმა.
-რომ ცრდილობდეთ მე არ ვიჯდებოდი ახლა აქ შენს კაბინეტში და არ გეტყოდი, რომ ჩაისვარეთ...ყავა შეიძლებაა?
-შენთვის არა...-კბილები მჭიდროდ დააჭირა ერთმანეთს ბრაზისგან ატანილმა სამადაშვილმა.
-კარგი მასპინძლობა არასდროს გამოგდიოდა-ჩაიცინა ქალმა.
-შენთან არასდროს...-წინ გადაიხარა გურამი და მუხლებზე დაყრდნობილი იდაყვებით ცივად ჩააცქერდა თვალებში ქალს-რა გინდა?
-საქმე რომელიც თქვენ აიღეთ...წინ ვერ მიიწევს ამიტომ უკმაყოფილოები არიან და მე გამომგზავნეს დაგაკვალიანოთ...ორივესდა სამწუხაროდ აქ, დიდხანს მომიწევს ყოფნა-თვალი მოავლო კაბინეტს.-საქმეს ვინ უძღვება?
-ნიკოლოზ დათუნაშვილი-ირონიული ღიმილით გამოსცრა მამაკაცმა და თან მზერა არ მოუშორებია ქალისთვის რომელსაც, სახეზე წამიერად მილიონობით ემოციამ გადაურბინა და ის ცინიკური ღიმილი აქ მოსვლის წამიდან მის სახეს რომ არ შორდებოდა უკვალოდ გაქრა.-იმუშავებ ყოფილთან?-უფრო მტკივნეულად დააჭირა სამადაშვილმა ქალს მაზოლზე ფეხი.
-შევეცდები შუბლი არ გავუხვრიტო-სწრაფად დაიბრუნა ჩვეული ცინიზმი ქალმა.
-ძალიან კარგი-მხრები აიწურა გურამმა.-მე საქმის დროული და ეფექტური გამოძიება მჭირდება და იმედი მაქვს ყოფილი საყვარლების ცემა- ტყეპის ყურება არ მომიწევს.
-ბიძის გადმოსახედიდან მელაპარაკები თუ ლოიალური უფროსის?-ჩაიცინა ქალმა.-ეგ შენი ნიკო თავიდანვე აუტანელი და გატუტუცებული,თავს გასული ნაბ@იჭვარი იყო და მის ასეთად ჩამოყალიბებას მე ნუ მომაწერთ.
-ნინია წერეთელი ჩვეულ ამპლუაში-ხელი ხელს შემოჰკრა გურამმა...-მსმენია შენი ჩასვრილი საქმის შესახებ...დიდად გახმაურებული სერიული მკვლელი ისე გამოგეცალა ხელიდან აღიარებითი ჩვენებაც კი ვერ მოიპოვე მაგარო გოგოვ...
-რას ვიზამთ, პატარ- პატარა ჩავარდნები ყველას გვაქვს~ მხრები აიჩეჩა ქალმა.
-კარგი ბატონო-ხელები ასწია დანებების ნიშნად სამადაშვილმა.
-ანუ გავარკვიეთ ყველაფერი..მაშ ასე-ხელი ხელს შემოჰკრა ქალმა-ოთახი დამჭირდება ...რაღა თქმა უნდა დათუნაშვილისგან მოშორებით და არსებული საქმის სრული მასალები გასაცნობად.დანარჩენს მე და ნიკო გავარკვევთ იმედი მაქვს ისევ ისეთი შეუგნებელი ვირი არ არის და გამოგვივა მშვიდი თანამშრომლობა ამ ამბის დასრულებამდე.-წამოდგა სავარძლიდან ნინია.-ახლა ნამდვილად დავლევ ყავას...
-წამოდი გამოგინახავ რამე კაბინეტს-წამოდგა გურამიც.-არც მე მინდა შენი და დათუნაშვილის, ორი სისხლისმსმელის ერთ გალიაში გამოკეტვა.-გაიცინა გურამმა-ღმერთო როგორ მომენატრე წერეთელის ქალო.
-მაშინ ჩამეხუტე უფროსო-გაიცინა ქალმა და სახეზე ღიმილ აკრულ სამადაშვილს გადაეხვია.
-მშვიდობიანი იყოს შენი სახლში დაბრუნება!-თავზე მზრუნველად გადაუსვა ხელი გურამმა.-მოგვენატრე!
-მიხარია ამის შენგან მოსმენა...
გამოღებულ კარში იდგნენ და ერთმანეთს უცინოდნენ დერეფანში ლაღიძე რომ გამოჩნდა რაღაც ფურცლებში იყურებოდა.თავი ასწია და მომღიმარი წყვილის დანახვაზე კაბინეტის კარისკენ გაშვერილი ხელი მოულოდნელობისგან სახელურზე შეეყინა.
-აამის დედაც!-ამოილაპარაკა თავისთვის
-მეც მიხარია შენი ნახვა გიორგი-გაიღიმა წერეთელმა.
-არ მახსოვს სადმე მეთქვა შენი ნახვით გამოწვეულ სიხარულზე.-კარს ხელი გაუშვა და ქალისკენ რამოდენიმა ნაბიჯი გადმოდგა გიორგიმ.
-მესმის შენი-ხმა შეეცვალა ქალს.
-არ გესმის!ჩემს თვალში ერთი კარიერისტკა ძუ@კნა ხარ..რომელმაც ჩემს მეგობარს ნახევარ ცხოვრებაში ჩაუჯვა..
-გიო...
-რისთვის დაბრუნდი?! მოგკლავს ნიკა...შენთვისვე აჯობებს წყნარად შებრუნდე და იქ წახვიდე საიდანაც მოხვედი.
-ლაღიძე!-გურამის ხმამ დააშოშმინა მრისხანება ატანილი მამაკაცი.-ნინია აქ დროებით იქნა გადმოყვანილი გამოძიებაში, რომ დაგეხმაროთ და იმედი მაქვს თავის გაკონტროლებას შეძლებთ.
-ვფიქრობ ამ წინადადებით შენს დისშვილთან მოგიწევს შეთანხმება...-მხრები აიჩეჩა ცინიკურად ლაღიძემ და გაოგნებულ ქალს ცხვირწინ მიუხურა კარები.
-იმედი მაქვს თბილ ჩახუტებას არ ელოდი?-წარბი ასწია გურამმა.
-არანაირად-ჩაახველა ხმაშეცვლილმა ქალმა და გაიღიმა-ოთახის ჩვენებას აპირებდი.
-ხოო...წამოდი ჯერ ყავა დავლიოთ.-თვალი ჩაუკრა გურამმა და მხარზე მოხვია ხელი.

* * *
-ესეიგი მაგდას იდუმალ ბოიფრენდს ნიკოლოზი ჰქვია?-გაეცინა დათუნაშვილის გვერდით მიმავალ მარიამს.
-თავად არ იცის-ქალისკენ გადაიხარა ნიკა და შეთქმულივით ჩუმად უჩურჩულა.-შენ გერგო ექსკლუზივი-თვალი ჩაუკრა და უზარმაზარი მისაღები ოთახი ინტერესით მოათვალიერა.რომელიც, სავსე იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი სუვენირებით...მაღალი ფანჯრები, ხედით გამწვანებულ ბაღში გადიოდა რომლის სიღრმეშიც უზარმაზარი საცურაო აუზი გაეჯეთებინა სახლის მფლობელს.დეკორატიული პალმების ჯარი, რომ შემოვლებოდა ცალ მხარეს..მეორე მხარეს კი მოზრდილ ტერასაზე ქოლგიანი რამოდენიმე მაგიდა და მოწნული სავარძლები დაედგათ.იქვე იყო შეზლონგების მთელი ჯარიც...
ოთახი ზედმეტად გადატვირთულის შთაბეჭდილებას ჰქმნიდა და გასული საუკუნეების ავეჯით დაემშვენებინათ...ეს სიძველისადმი დიდი სიყვარულით დაავადეაბული ხალხი...უცნაური სუნი იდგა ოთახში...საკმეველის სურნელოვან ზეთში არეული.იქვე ძველებურ განჯინაზე იდგა მოზრდილი კანდელიც რომელიც აფრქვევდა ამ უცნაურ სურნელს.
-დაბრძანდით ეკატერინეს ახლავე დავუძახებ-გამომძიებლის ირონიისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია მარიამს...ხის სახელურებიანი სავარძლებისკენ მიუთითა სტუმრებს.რომელსაც სახელურებზე ფარაონის თავები ჰქონდა გამოჭედილი და სათუთად მოვლილს...პრიალა ლაქი ჰქონდა გადასმული.
სულ მალე ატლასის მუქ იასამნისფერ კაბა- ხალათში გამოწყობილი მაღალი ქალი გამოჩნდა ოთახში..წითელ მანიკიურიანი ფეხები, ქუსლიან ქოშებში გაეყარა და იდუმალი კაკუნით მოიწევდა სტუმრებისკენ...შავად შეღებილი თმა მხრებზე ეყარა და მუქად შეღებილ თვალებზე ხელოვნური გრძელი წამწამები დაემაგრებინა.ისეთი იყო...აი, ერთი შეხედვითვე რომ შეგეძლოთ მისი ხასიათის გამოცნობა.სისხლში გაჟღენთილი არისტოკრატული მანერებით ...მთლად ცისფერ სისხლიანის შეხადულებას, რომ ვერ ტოვებდა მაგრამ...გამოუცდელ თვალს ადვილად შეაცდენდა მისი ეს ნაძალადევი და წლების განმავლობაში დაზუთხული არისტოკრატობა.
-გამარჯობათ?-მწეველისთვის დამახასიათებელი ბოხი ხმით წარმოსთქვა და ამაყად თავაწეულმა თხემით ტერფამდე შეათვალიერა სტუმრები.გოგოს სისადავემ და ზედმეტად ჩვეულებრივობამ წითელ ტუჩსაცხიან მსხვილ ბაგეებზე ღიმილი გააკრთო.დათუნაშვილს კი წარბაწევით გადახედა და კაცმა არ იცის რა იფიქრა.
-მთავარი გამომძიებელი ნიკოლოზ დათუნაშვილი და სტაჟიორი ლიზი ერგემლიძე.-მშვიდად განუმარტა ნიკამ და გამოწვდილ გრძელ ფრჩხილებიან ხელს თავისი ხელი შეაგება და ხახამშრალი დატოვა ხელზე მთხვევის მოლოდინით გაყურსული ქალბატონი ჯოლოგავა.
-სტაჟიორები კარგია მაგრამ ,მე ნამდვილად უკმაყოფილო ვარ ქართული საგამოძიებო სტრუქტურების-ტუჩი პრეტენზიულად ასწია ქალმა და სავარძელში პირველი დაჯდა-მარიამ დედი...კარის ზღურბლზე იმ წუთს გამოჩენილი გოგონასკენ გაიხედა ქალმა.-შეგიძლია დოდოშკას სთხოვო ყავა მოამზადოს სტუმრებისთვის?
მარიამი უსიტყვოდ გატრიალდა.ქალმა კი მზერა ისევ სტუმრებზე გადაიტანა- დაბრძანდით ნოკოლოზ!
ნიკამ ღრმად შეისუნთქა ჰაერი და თავს შეუძახა სიმშვიდის შენარჩუნებისკენ.ეს ქალი უკვე ხომ აღიზიანებდა და ის სურნელი რაც ოთახში ტრიალებდა ნერვულ დაბოლოებებზე უარყოფით გავლენას ახდენდა და გრძნობდა თავის ტკივილი როგორ ნელ-ნელა მიძვრებოდა საფეთქლებისკენ.
-ვცრდილობთ გამოძიება წინ წავიდეს და ამიტომ თქვენი დახმარება გვესაჭიროება ქალბატონო ეკატერინე!-გამოთქმით ხაზი გაუსვა თავის ნათქვამს დათუნაშვილმა.
-გისმენთ,მე რა შემიძლია?-გაიცინა გამომწვევად ქალმა.
-დავიწყოთ იქიდან, რომ დედათქვენს ვერანაირად ვერ დავუკავშირდით და რამოდენიმეჯერ სტუმრობის დროსაც სახლში არ დაგვხვდა...იქნებ ,თქვენ იცოდეთ ამის შესახებ რამე??
-დედაჩემს?-წარბი ასწია ნაძალადევი გაკვირვებით ქალმა.-სამწუხაროდ ვერაფრით განუგეშებთ...დიდი ხანია მეც არ მინახია.დაბერდა და ხომ იცით...-საფეთქელთან თითი დაიტრიალა ქალმა.
-გასაგებია-გაწელა სიტყვა ნიკამ და ლიზის გადახედა რომელიც გამომცდელ მზერას არ აშორებდა ქალს.-არაფერი გაქვთ სათქმელი? ხომ არ ეჭვობთ ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა? ოჯახს მტრები ხომ არ ჰყავდა რომლებმაც მამათქვენოს გარდაცველების მერეც კი ვერ მოისვენეს?
-არაფერი ვიცი...ავთო პრინციპული კაცი იყო და თავისი პრინციპულობით ბევრი მტერი გაიჩინა.სჯობს ამ საკითხზე ჩემს ძმას გაესაუბროთ.
-გასაგებია მაგრამ, როგორც ვიცით თქვენი ძმა არ გახლავთ ქვეყანაში...
-აი ,ხომ ავღნიშნე არ მუშაობთ სათანადოდ...ვალერი რამდენი ხანია უკვე დაბრუნდა.-ნიშნისმოგებით გაიცინა ქალმა
-სად შეიძლება მისი ნახვა?-მისი ირონია ვაჟკაცურად დააიგნორა ნიკამ და ცივი მზერით თვალი თვალში გაუყარა ქალს.
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა ქალმა-ბარებში,რესტორნებში...ბორდელებში...ყოველთვის მისი სტიქია იყო ეს გარყვნილების ბუდეები და ახლაც არ მგონია მიუხედავად ასაკის მატებისა გამორეცხილ თავში ტვინი მომატებოდა.-ხელი სახესთან გრაციოზულად დაინიავა ქალმა.და იმ წამს გამოჩენილ ხმელ- ხმელ უნიფორმიან ქალს გაუღიმა რომელმაც, ვერცხლის ლანგარზე დაწყობილი ყავის ფინჯნები და საშაქრე მაგიდაზე დააწყო.კიდევ რამეს ხომ არ ინებებთო იკითხა და უარის შემდეგ სწრაფადვე დატოვა იქაურობა.
-ყავა მიირთვით ბატონო გამომძიებელო!...ეგვიპტიდან არის სპეციალურად ჩემთვის ჩამოტანილი-რეკმალა გაუკეთა უცნაური ფიგურებით მოხატულ მაღალი ფინჯნებიდან ოხშივარ ადენილ სითხეს.
-მადლობა-ფინჯანი ჩამოართვა ნიკამ.-თქვენი მეუღლე რას საქმიანობს?
-მეცნიერია. აღმოსავლური კულტურით არის გატაცებული და ხშირად უწევს საზღვრებს მიღმა ყოფნა.ახლაც, კაიროში გახლავთ ექსპედიციაში იღებს მონაწილეობას.
-ანუ ვერანაირად ვერ გავესაუბრებით?-ყავა მოსვა ნიკამ და ყელში მობჯენილი ღებინების შეგრძნება ძლივს დააიგნორა.ფინჯანი მაგიდაზე დადგა და ნაძალადევი ღიმილით გადახედა ქალს.-უგემრიელესი ყავაა უბრალოდ, წნევა მაქვს ალბათ და თავს შეუძლოდ ვგრძნობ.
-ძალიან ცუდიი-თითქოს ფაქტზე გამოიჭირაო ეკატერინემ ისეთი ორაზროვანი ღიმილი გამოესახა სახეზე.
-კარგი, ჩვენ წავალთ და თუ რამე ისეთი გაგახსენდებათ რაც შეიძლება ჩვენს საქმეს წაადგე ამ ნომერზე დამირეკეთ.-საფულიდან თითების სწრაფი მოძრაობით ვერცხლისფერი სავიზიტო ბარათი ამოაძვრინა ნიკოლოზმა და ქალს გაუწოდა რომელმაც, ორი თითით გამოართვა ბარათი და გაღიმებული დააკვირდა.-ნიკოლოზ დათუნაშვილი...-შეთქმულივით უცნაური ტონით ამოიკითხა სახელი და გვარი და ბარათი მაგიდაზე ფინჯნების გვერდით დააგდო.-კარგით...აუცილებლად დაგირეკავთ თუ რამე გამახსენდება რაც საეჭვოა.კარგად ბრაძანდებოდეთ ბატონო გამომძიებელო!-ფეხზე წამოდგა ქალიც და ცივი ღიმილით კიდევ ერთხელ შეათვალიერა წყვილი.-იმედია კარს მიაგნებთ.
-რა საკვირველია-ჩაიცინა ნიკამ...-შესაშური მეხსიერება მაქვს.
სახეზე მრისხანება გამოსახულმა სწრაფი ნაბიჯით დატოვა სახლი და მანქანაში ჩამჯდარმა ღვედი ბრაზისგან ათრთოლებული თითებით გაჭირვებით შეკრა.-წაკ@ლა ალქაჯი !!-გამოსცრა კბილებსშორის და ხელი საჭეზე ისეთი გამეტებით დასცხო გვერდით მჯდომი ერგემლიძე შეხტა.
-რას აპირებ?-შიშნარევი მზერა გააპარა გოგომ მამაკაცისკენ.
-ჯერ არ ვიცი მაგრამ, ამ ძუკნას საკადრის ადგილზე მოვსვამ პირდაპირ ტრ@აკით!-სიგარეტს მოუკიდა მამაკაცმა თავის მხარეს შუშა ბოლომდე ჩასწია და გასაღები გადაატრიალა. ნელი სვლით უკან უკან დასწია მანქანა და მშვიდად გადაიყვანა გზაზე.შემდეგ კი საჭე მკვეთრად გადაატრიალა და სიჩქარის პედალს ბოლომდე დაადგა ტერფი.
ამ დროს სავარძლებს შორის უდიერად მიგდებული მისი ტელეფონის ეკრანი განათდა და მთავარ ეკრანზე გამოსულ ფანჯარაში უცხო ნომრიდან მოსული შეტყობინება გამოჩნდა.ნიკამ სიგარეტი ტუჩებსშორის მოიქცუა ტელეფონი აიღო და სენსორზე გაკვირვებული...ოდნამ მოჭუტული მზერით გადაუსვა თითი.
“ რვა საათზე მონოპოლში გელოდები ვფიქრობ მაქვს ინფორმაცია რაც შენს საქმეს მნიშვნელოვნად წაადგება.მარიამი"
მამაკაცს ირონიულად ჩაეღიმა და ტელეფონი ძველ ადგილს დაუბრუნა.
* * *

-გიორგის ვეტყვი,გავიდეთ სადმე ვისაუზმოთ და შემდეგ გორში მოგვიწევს კიდევ ერთხელ გასეირნება-შუშის კარი გამოაღო დათუნაშვილმა და წინ ლიზა გაატარა-დილიდან დედამოტყნულ ჯოლოგავს ნათესავებს დავდევ მომშივდა...აი გიორგიც-დერეფანში სერიოზული სახით მდგარი მამაკაცისკენ წავიდა რომელსაც ორი ლურჯყდიანი საქაღალდე ეჭირა ხელში.-გიო,გურამს ვნახავ და გავიდეთ...
-ეს ექსპერტიზის დასკვნებია-სქააღალდეები გაუწოდა დათუნაშვილს გიორგიმ.-რამე გაარკვიე ჯოლოგავას შვილთან?
-მერე მოგიყვები,გურამს ვნახავ და ვისაუზმოთ თან მოგიყვები რა მოხდა და მერე გორში ვართ ისევ ჩასასვლელები.
-წამოდი, გავიდეთ. გურამი მერე ნახე-უკვე უფროსის კაბინეტთან მისულს მკლავში გამოსდო საეჭვოდ სერიოზულმა ლაღიძემ მკლავი და შეეცადა ნიკოლოზი წერეთელის შეხვედრა დროებით გადაედო...გაიყვანდა და ნელ ნელა შეაპარებდა.მაგრამ ნიკამ არა სასწრაფო საქმეაო და მაინც შეხსნა კაბინეტის კარი.-გურამ ჯოლოგავასთან ვიყავი...
სავარძელში მჯდარი მამაკაცისკენ დაიძრა ნიკა რომელიც მაგიდაზე დახვავებულ ფურცლებში იქექებოდა.ხმაურზე თავი ასწია და ნიკას დანახვაზე სახე ზედმეტად დაუსერიოზულდა.
-ნიკოლოზ მოხვედიი?-ისე იკითხა იფიქრებდით მხედველობის პრობლემა აქვსო.-გორში როდის მიდიხარ?
-რა ხდება?-წარბები შეყარა დათუნაშვილმა.-ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს რაღაცას მიმალავთ და ერთი სული გაქვთ გამარიდოთ განყოფილებას!-ეჭვნარევი ირონიით იკითხა და სამუშაო მაგიდას გაშლილი ხელისგულებით დაეყრდნო.
-რა სისულელეა?უბრალოდ რაც მალე ჩახვალ მალე გაარკვევ რაღაც რაღაცეებს...-გაიცინა გურამმა.
-გურაამ!!-ტონი გაუმკაცრდა ნიკას.-რა ხდება?
გურამმა ნერვიულად ჩამოისვა ხელი სახეზე.-არ გაგიჟდე, დროებით ამ საქმეზე გაუხსნელ საქმეთა განყოფილებიდან მოგვამაგრეს გამომძიებელი და ერთად მოგიწევთ მუშაობა...
-გასაგებიაა!-ჩაიცინა ნიკოლოზმა და თითქოს რაღაც გაიაზრაო სახიდან წამში ჩამოერეცხა ყველანაირი ემოცია.თვალები გაუცივდა და ერთბაშად გაიყინა.-დედას შევეცი!!-იფეთქა მოულოდნელად და მაგიდაზე მთელი ძალით დაჰკრა ხელი.ძლიერი ბიძგისგან გაშლილი ფურცლები ერთიანად შეირხა და რამოდენიმე იატაკზეც კი გადაფარფატდა.-სად არის?!
-ნიკაა!-ფეხზე წამოდგა გურამი და ტონი გაიმკაცრა.-სხვა გზა არ გაქვს გესმის?!
-გურამ ნუ ატრაკებ!-ცივად აღნიშნა მამაკაცმა.-სად არის?!
-ნიკოლოზ!!
-სად არისთქო ამის დედაც...-იღრიალა ნიკამ და კარისკენ გავარდა ზღურბლზე გაოგნებული სახით მდგარი ერგემლიძე ლამის გაიტანა და დერეფანში გასულმა შეშლილი თვალები მოავლო იქაურობას.
-ნიკუშ მისმინე..-მკლავში ხელი სტაცა გაცოფებულ მეგობარს გიორგიმ.
-ტვინი ნუ მომიტყანით!!-ხელი უხეშად გამოგლიძა დათუნაშვილმა-სად დედის ტყვნაშია?! -იღრიალა და მზერა პირდაპირ იმ ოთახის კარს გაუსწორა რომლის მიღმაც მამაკაცის ღრიალზე ფეხზე უკვე წამომხტარიყო სავარძლიდან ნინია წერეთელი და გულის გამაყრუებელი ბაგა- ბუგით ელოდა როდის შემოგლეჯავდა დაჭრილი ლომივით განრისხებული დათუნაშვილი კარს.-აა... სად იქნება თუ არა ყოფილ კაბინეტში-ჩაიცინა ნიკამ და ცოტა დააკლდა ფეხით არ შეანგრია კარი.სახელური სწრაფად დასწია და ისეეთი სიძლიერით შეხსნა კარი ლამის ანჯამებიდან ამოხტა გიფსოკარდონისგან შეკრული ქართული შედევრი.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!-ზურგს უკან კარი ჯახუნით მიიკეტა და ოთახის შუაგულში მდგარ თხელ სილუეტს მკვლელი მზერა სტყორცნა.რომელიც ცივი უემოციო სახით შეეგება.-შენ გეკითხები აქ რა დედისტყვნას აკეთებ?
-ჩემდა სამწუხაროდ სწორედ მე გამომიშვეს აქ სამუშაოდ-ხელები ირონიული ღიმილით გაშალა ქალმა.
-ხოო?? იმხელა დეპარტამენტს გამომძიებლების ნაკლებობა აქვს და შენ,სუპერ პროფესიონალი გამოგიშვეს არაა?!-იღრიალა კაცმა.
-ხოო...
-მე შენთან მუშაობას არ ვაპირებ-ხელში შერჩენილი საქაღალდეები უხეშად შეაყარა სახეში.
-გაბოროტებული ბავშვივით მოიქცევი და ბუტიაობას დაიწყებ?-ჩაიცინა ნინიამ და როდესაც ასაფეთქებელი ნაღმივით დაჭიმული მამაკაცი დაიძრა, ეგრევე ინანა თავისი სულელური გამოსვლა და უკან- უკან დაიხია.
-ხოო!!! გაბოროტებული ბავშვივით კი არა განრისხებული,გაცოფებული და მოთმინების ყველანაირ ჩარჩოებს გაცდენილი კაცივით მოვიქცევი რომელიც, ყლ@ესავით გააბითურეს და ისე დაიკიდეს როგორც არარაობა...ხოოო... გაცოფებული ვარ და ახლა, რომ გიყურე სურვილი მაქვს კისერი მოგიგრიხო იმიტომ, რომ ამპარტავანი და ძუ@კნა ხარ...კარიერაზე შეყვარებული ძ@უკნა...
-ნიკაა...-ხელები წინ გამოსწია მამაკაცის შესაჩერებლად ქალმა მაგრამ ,შედეგი არ გამოუღია ამას კაცის ძლიერი ხელები უხეშად ჩააფრინდნენ მხრებში და მთელი ძალით მიახეთქეს კედელზე. ხერხემალში დავლილი ტკივილისგან ყრუდ ამოიგმინა წერეთელმა,თვალები დახუჭა და ჰაერის ღრმად შესუნთქვის მიზნით ტუჩები ერთმანეთს დააშორა.მის სახესთან ზედმეტად ახლოს მდგარი მამაკაცის სურნელი ისევ ისეთი, გონების დაბინდვამდე სასიამოვნო იყო და ისევ ისე თავგზაამბნევად თავისით,დაუკითხავად, მიუძვრებოდა ცხვირში და პირდაპირი რეისით ტვინისკენ მიიწევდა სადაც თავდაცვის მიზნით ანთებული განგაშის ღილაკი ავისმომასწავლებლად ანთებდა წითელ შუქს.თვალები გაახილა...ამღვრეული ლურჯი სფეროები მამაკაცის მრისხანებისგან გადაგლესილ მუქ თვალებს შეაგება რომელიც, სიბრაზისგან უფრო გამუქებულიყო.ღრმად ჩაისუნთქა და ის იყო რაღაცის თქმას აპირებდა ველურივით დატაკებული დათუნაშვილის ტუჩებმა ,რომ დაუხშო სამეტყველო ორგანო და ჰაერიც პირდაპირ მისი პირიდან შეისუნთქა...ხორხში ამოხეთქილი ყვირილი უგზოუკვლოდ გაიფანტა და სამაგიეროდ, რბილი და არომატული ბაგეების შეხებამ აურია თავგზა.არომატი...ნაცნობი და უკვე შორეული ...სიგარეტი და მენთილის გრილ ნაზავთან არეული უცნაური ხილის გემო...გაღებულ პირში შემძვრალი მოქნილი ენა და მის ტუჩებზე სასოწარკვეთილი ქალის ყრუ ოხვრა.ძლიერმა სხეულმა უხეში მიწოლით თითქმის მთელი ტანით, რომ შეაზარდა ცივ კედელს და ის იყო კოცნაში აყოლას აპირებდა წერეთელი ქვედა,სავსე ტუჩზე ნიკოლოზის კბილები, რომ ჩაეჭიდნენ და იმდენად მტკივნეულად მოუჭირეს სიმწრისგან მკერდზე შეკრული მუშტები მიარტყა ქალმა.სისხლის გემო მთელს პირში წამებში გაჯდა და ნაკბენ ადგილზე გამოჟონილი წითელი სითხე ალბათ ნიკაპისკენ დაიწყებდა დენას ისევ დათუმაშვილს, რომ არ ემარჯვა.სისხლი ღრმად შეისრუტა და ნატკენ ადგილზე მსუბუქად აკოცა.შემდეგ ერთიანად მოშორდა თავდახრილს და შუბლით შუბლზე დაყრდნობილმა აჩქარებულ სუნთქვას გამაფრთხილებელი მკაცრი ტონით ამოაყოლა.-წინ არ გადამეღობები და ცხვირს იქ არ ჩაჰყობ სადაც არაფერი გესაქმება.ეს ჩემი გამოძიებაა და თუ გინდა ავიტანო შენი არასასიამოვნო საზოგადოება კეთილი ინებე და ის გააკეთე რასაც გეტყვი.
-კარგი-ამოიოხრა ქალმა და ტუჩზე ორი თითი გადაიტარა რომლიდანაც ისევ მოჟონავდა სისხლი.
-ძალიან კარგი-ცივად მოშორდა დათუნაშვილო, ორი ნაბიჯით უკან დაიხია და სახეზე გადაკრული ირონიული ღიმილით ფართოდ ხელებგაშლილმა გაუცინა.-კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ჯოჯოხეთში...მოღალატე კახპავ.!
შემდეგ ტუჩებზე ენის წვერი გადაიტარა და ერთიანად შებრუნებულმა სწრაფად დატოვა კაბინეტი.დერეფანში ჩამწკრივებულთ წარბაწეულმა გადახედა და ცივად გამოსცრა.-მორჩა წარმოდგენა, საქმეებს დაუბრუნდით!.-შემდეგ კი გიორგის და ლიზას გადახედა და თავით კარისკენ ანიშნა- მივდივართ...საშინლად მომშივდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი makukuna

ვახ, მერამდენე ქალი....

რამდენ ფრონტზე მოუწევს, ჩვენ ბიჭს, ბრძოლა wink

მაგრამ, კოჭებში ეტყობა, რომ გაქაჩავს bowtie smile heart_eyes

 



№2 სტუმარი Sota

ეს ის ნინიაა??

 



№3  offline მოდერი Life is Good

Sota
ეს ის ნინიაა??

ის არის იის smile

makukuna
ვახ, მერამდენე ქალი....

რამდენ ფრონტზე მოუწევს, ჩვენ ბიჭს, ბრძოლა wink

მაგრამ, კოჭებში ეტყობა, რომ გაქაჩავს bowtie smile heart_eyes

[center][/center]
ვაა smile რატო ფიქრობთ რომ ისტორიაში გამოჩენილი ყ ელა ქალი აუცილებლად ნიკასიაა? smile

 



№4  offline წევრი tamuna.s

აი შოკში ვარ :დდდ ჩვენი ნინიააა?! ესეიგი ჩვენს გაოცებას არ ეშვები :დდდ დაიძაბა სიტუაცია, პოპკორნის მომარაგება მომიწევს მე ამ ორის ხელში :დდდ

 



№5 სტუმარი ann

რატომღაც ვერ წარმოვიდგენ ნიკოლოზისნიარ კაცს ისეთ სუსტად რომ წარსულს ივიწყებდეს და ისე განაგრძოს ისევ იმ ქალთან ყოფნა. გოგუშკური და ზედმეტად სენტიმენტალური კაცის შთაბეჭდილებას არ ტოვებს ნამდვილად, ასე რომ ვიმედოვნებ ქალის დაკრულზე მოსიარულე ტიპი არ აღმოჩნდება. ნინიამ მიატოვა, ახლა დაბრუნდა, ნიკამ მიიღო მერე ისევ მიატოვებს და ა.შ. ნუ მოკლედ, არ მომწონს ეს ქალი.
მხოლოდ ლიზი მომწონს ამ კაცისთვის. უბრალო გოგოა, არც მდიდარი, ვინმეს ზურგს ამოფარებული, ნიკა კი ისეთია რომ ნაზი და სუფთა გოგო მოუხდება <3
მოკლედ, ისე მალავენ იმ კაცის ამბებს, რომ სერიოზული რაღაც გველის წინ ასე რომ ველოდები

 



№6  offline აქტიური მკითხველი grafo

ე.ი. სანამ ისტორიის ბოლოში ათასჯერ შემეცვალა აზრი.
აუ, ნინია რაა. როგორი არასწორი ქალია.
ოხხ, ნიკოლოზ როგორ მომეწონე, ის ტუჩი საერთოდ უნდა მოგეძრო.
სათნო და ჩუმი ლიზი. დავიწვი მაგის საცოდაობით. ჩემი ახალგაზრდობა მახსენდება.
ჩქარჩქარა რომ ვარ შენგან კვანძის გახსნას მიჩვეული, ამ ისტორიაში გამოყოლა ცოტა მიჭირს და საქმეს თუ არ გამირცევ და არ მიმჩექმავ კარგს იზამ :D :D.
კარგია , განსხვავებული მაგრამ რა თქმა უნდა შენეული ისტორია რომ შემოგვთავაზე. აგყვები ნელნელა, შევეცდები მაინც :D

 



№7 სტუმარი makukuna

[quote=makukuna]ვახ, მერამდენე ქალი....

რამდენ ფრონტზე მოუწევს, ჩვენ ბიჭს, ბრძოლა wink

მაგრამ, კოჭებში ეტყობა, რომ გაქაჩავს bowtie smile heart_eyes[/quote]
[center][/center]
ვაა smile რატო ფიქრობთ რომ ისტორიაში გამოჩენილი ყ ელა ქალი აუცილებლად ნიკასიაა? smile[/quote]


ვახ, ეგ არ მიგულისხმია. არცერთი ქალი არ მიმიკუთვნებია ჯერ ნიკასთვის. კიდეც აღვნიშნე, რომ შენს ხელში ჯერ რამე პროგნოზის გაკეთება წარმოუდგენელია. smile

უბრალოდ, ყველა თავში ახალ-ახალი ქალებია, და ყველას რაღაც მისი დატვირთვა ექნება. ყველასთან სექსს არ ვგულისმობ. ხოდა, მაგარი კაცი უნდა, ამდენ ქალს, ამდენ ფრონტზე რომ გაუმკლავდე. შენი იმედი მაქვს, დაეხმარები ჩვენს ბიჭს, თორემ გულის კუნჭულში მეცოდება უკვე relaxed . ამდენი ქალის გაძლება არ გინდა?! smile

 



№8  offline წევრი Someone wandering

ვაიიმეე რა დამემართა პროსტა არ იციით
მე კიდევ მეგონა რომ გიორგისთან იყო ნინიაა,წინა ისტორიაში გიგას მეგობართან
ამებნა თავგზა. აქეთ მარიამიო, ლიზიო, ახლა ნინიაოოო... რავიცი რააა. შეიძება ლიზი კარგ მეგობრად დაუყენო ისე. არ ვიცი მოკლედ რა ვიფიქროო.
შესანშნავი თავიაა
ოხ ნინიასგან და ნიკასგან არაჩვეულებრივი ცეცხლი წამოვიდაა

 



№9  offline წევრი ცარიელი

ინტრიგანოო :დდდ უყურე შენ ნინიას.. აშკარად ამ ისტორიით კარგად გავერთობი :დ ❤️❤️❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№10 სტუმარი ano ani

დედო ამებნა გონება მაგდაო მარიამიო ლიზიო ნინიო რომელი ერთი აურჩიო ვერ ვხდები უკვე,,უფრო ცეცხლი ლავა ქარიშხალი ნინის აქ რა ვქნა ვაღიარო უნდა ეს ძუკნაი მაგარი ქალია
ასეთი უნდ ამ ვიგინდარა კაცს და კი ეყოლება ვატყობ :დდდდდდდდ ჰო ლიზი ლაღიძესთვის გავამზადე პირველი რეისით გადავცეთ ლაღიძეს,კარგზე კარგია და რა ვქნა ველი უდიდეს თავს მალე დადე დიდი თავი

 



№11  offline აქტიური მკითხველი grafo

ლიზი ლაღიძეს როგორ გადავცეთ, როცა უკვე უწერია ავტორს რომ ლაღიძიე დაოჯახებულია და ნიკო ბავშვის ნათლიაა :D :D.

 



№12 სტუმარი ano ani

grafo
ლიზი ლაღიძეს როგორ გადავცეთ, როცა უკვე უწერია ავტორს რომ ლაღიძიე დაოჯახებულია და ნიკო ბავშვის ნათლიაა :D :D.

უი ეგ სუ არ მინახია :დდდდდდდ ეს ერთი მაპატიეთ რა ცოდვაში ჩავდგი კინაღამ ფეხი :დდდდდდდდდ კაი ვინმეს გადავცეთ კაცო აქ ბომბა ქალია მოსული და ლიზი რათ მინდაო:დდდდდდდდდდ ისე ჭამენ ერთმანეთს ალბათ მალე ძვალზე დატოვებენ ერთმანეთს :Dდდდდდდდდდდდდდდდდდ

 



№13 სტუმარი ნია

აი არ მომწონს ეს ნინია და მის გვერდით ნიკაც აღარ მომეწონება :(

 



№14 სტუმარი ია

მდაა,,,რა ცეცხლი დატრიალდა კაცოოო)))

 



№15  offline წევრი Someone wandering

ლიზააა მართლაც ძალიან უბრალოა,ზოგჯერ ბავშვურიც,საყვარელია ძალიან, აიი მართლაა შესაფერისია ნიკასთვის. მაგრამ მისი პროფესიული განვითარება გვჭრდება,მისი ემოციები და მეტი მომენტები ნიკასთან :დდდ ყველა ქალი მართლა ნიკასთვის კი არ არის განკუთვნილი,უბრალოდ სხვადასხვა აზრი აქვს ყველას ამ ქალებთან დააკავშირებით. ნინია წერეთეელზე ვგიჟდები როგორც პიროვნებაზე,წინა ისტორიაშიც აღვნიშნავდი ამას. ვნახოთ რა როგორ მოხდება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent