სისხლიანი მიწები » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი მიწები


26-07-2018, 18:36
ნანახია 266

სისხლიანი მიწები

ორი წელი გავიდა ... ეს ორი წელიც , პირვდა ახლა ემა ელოდება როდის გახსნიან საკანს და გაათავისუფლებენ, იმ წყეული ადგილიდან... დერეფნის ბოლოდან რკინის კარის გახსნის ხმა ისმის... მას ერთვის ფეხის ხმა, ემა წამოდგა თავი მაღლა ასწია და დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი.
-გამარჯობა, ემა დარიენ -წარმოსთვა მამაკაცმა და საკნის კარები გააღო.
-გამარჯობა-ჩაიბუტბუტა ემამ,ბიჭს ყურადღებაც არ მიუქცევია ,თითქოს არც გაუგონია .ემა ელოდა იმ საშინელი ბორკილების მოხსნასა და თავისუფლების მოპოვებას. მაგრამ ამის ნაცვლად ბიჭმა მხარზე ხელი უხეშად მოჰკიდა და საკნიდან გაიყვანა.
ემა შეშინებული იყო ამასთნ ერთად გაოცებულიც.
-სად მივდივართ ?- გოგონამ არც ისე ხმამაღალი ტონით იკითხა... და მიხვდა რომ მთელი ტანი უკანკალებდა
-მეფესთნ დარიენ, როგორ გგონია შეი დანაშაულის გამოსასყიდად ორი წელი საკმარისია?- კაპიტანი შეჩერდა წამიერი დუმილის შემდეგ კი განაგრძო -არამგონია მკვლელს მხოლოდ ორი წელი სჭირდებოდეს დანაშაულის გამოსასყიდად.
-მკვლელს? და როგორ გგონია არის დღეს ისეთი მეომარი რომელსაც ადამიანი არ მოუკლავს? თქვენ ბავშვობიდან წვრთნით მეომრებს... აიძულებთ პატარა ბავშვებს მოკლან ცხოველები... და კიდევ მე მეძახით მკვლელს? სასაცილოა... -ამ საუბარში მიადგნენ კიდეც დიდ დარბაზს, სადაც მეფის თვალისმომჭრელი ტახტი იყო აღმართული.
კართან მცველები იდგნენ. ემას დანახვისას ყველამ იარაღი მოიმარჯვა.მათ კარი გააღეს... კაპიტანმა მეფის წინ მუხლი მოიდრიკა.
-თქვენო ბრწყინვალებავ! თქვენს წინაშე ემა დარიენია!
მეფემ ემას შეხედა :
-ვიცი ვინცაა , ან რა დამავიწყებს... მუხლი მოიდრიკე უსუსურო ! -ოთახში მეფის მგვრგვინავი ხმა გაისმა, მაგრამ ემა მუხლის მოდრეკას არ აპირებდა. მეფემ მცველებს თავი დაუქნია... მათგან ორი ემასთნ მივიდა და ძალით დააჩოქეს. ამ დროს კარიდან 19 წლის შავგვრემანი სიმპათიური, შავი თვალებით , მაღალი ბიჭი შემოვიდა :
- უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ! მეგონა მეფე მარტო იყო ! - ბიჭი წასვლას აპირებდა რომ გოგონა შეამჩნია. -ეს ვინ არის?
- პრინცო ეს ემა დარიენია... - უპასუხა კაპიტანმა.
-მადლობა! ბრინდონ , ანუ ეს ის გოგონაა ? - მის სახეზე ღიმილი გადაიშალა.
- დიახ, მეომარი გოგონა რომელიც დანებდა და ახლა სასჯელს იხდის.- მიუგო ბრინდონმა.
-გასაგებია! - მიუგო ბრინდონს და მისი მზერა ემას მიუბრუნდა.-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მე ტერაბინტიას მომავალი მეფე მაქსონ ვილიანსი ვარ! -ემამ თვალებში შეხედა მაქსონს და წარმოსთქვა:
-მეფეს არჰგავხარ, მისნაირი უყურადღებო და ფულის მონა არ ჩანხარ, იმედია არ ვცდები.
მეფე გაოცებული იყო. მას შეეძლო ემა სიკვდილით დაესაჯა მაგრამ არაფერი გააკეთა. ამან კი უფრო გააოცა პრინცი - ჰომ ასე მეფეო ენრიკევ?
-გაჩუმდი! გაათრიეთ ეს გოგო აქედან !
ბრინდონა ემას ხელი მოკიდა და დარბაზიდან გაიყვანა.
-გოგონა მართალი იყო მამა, ეს მწარე სიმართლეა - ბიჭი ხვდებოდა რომ მის სიტყვებს მეფის დიდი რისხვა მოყვებოდა.
- მაქსონ ამ გოგოს მხარს როგორ უჭერ? ეს გოგო მკვლელია ... მან ჩვენი მეომრები მოკლა.
-ემა მეომარია და ყველა მეომარი მკვლელია... ის ომისთვისაა გაწვრთნილი ნუთუ ეს არაფერს ნიშნავს? ის ძლიერი და მამაცია, მამა. და ეს ყველამ კარგად ვიცით.
-ძლიერი და მამაცი ?-მეფემ სიცილი დაიწყო- ძლიერი არ დანებდებოდა ... ის რომ ძლიერი იყოს აქ არ იქნებოდა როგორც ვირთხა გამოკეტილი.
-დანებება უძლურებას არ ნიშნავს- პრინცი ამაყად იდგა - თქვენის ნებართვით დაგტოვებთ!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Queenofmoon

საინტერესოა,გააგრძელე,ოღონდ უფრო დიდი თავი დადე შემდეგში.
:)

 



№2  offline წევრი ცარიელი

საინტერესო ჩანს ანი.. გააგრძელე და ცოტა დიდი თავი დადე. შეცდომები კი გაქვს ცოტ-ცოტა, მაგრამ გამოსწორებადია. აბა გელოდები ახალი თავით :)
--------------------
ხელმოწერა

 



№3  offline წევრი ანი ვეშაგური

Queenofmoon
საინტერესოა,გააგრძელე,ოღონდ უფრო დიდი თავი დადე შემდეგში.
:)

კარგი <3 გგავითვალისწინებ

 



№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

საინტერესოა.. გააგრძელე

 



№5  offline წევრი triniti

მეორე თავიდან დაგიწყიათ კითხვა?მე დავიწყე და იქაც კი ყველაფერი გასაგები იყო ეხლა წავიკიტხავ პირველ თავს და იმედია იმაზე მეტად მომეწონება ვიდრე მეორე და უკეთ გავერკვევი იმაში რაც მეორე თვში ვერ გავიგე.შენ კი ჩმო საყვარელო ასეთი გაუგებრობა რომ ამაცილო თავიდან დანომრე თავები

აი ხომ ვთქვი ახლა უფრო მომეწონა ეს ისტორია ველი რომ მალე დადო ახალ ახალი თვი და რაც მტავარია მოცულობა გაზარდე.

 



№6  offline წევრი ანი ვეშაგური

triniti
მეორე თავიდან დაგიწყიათ კითხვა?მე დავიწყე და იქაც კი ყველაფერი გასაგები იყო ეხლა წავიკიტხავ პირველ თავს და იმედია იმაზე მეტად მომეწონება ვიდრე მეორე და უკეთ გავერკვევი იმაში რაც მეორე თვში ვერ გავიგე.შენ კი ჩმო საყვარელო ასეთი გაუგებრობა რომ ამაცილო თავიდან დანომრე თავები

აი ხომ ვთქვი ახლა უფრო მომეწონა ეს ისტორია ველი რომ მალე დადო ახალ ახალი თვი და რაც მტავარია მოცულობა გაზარდე.

კარგიიი <3 აუცილებლად შემდეგი უფრო დიდი იქნება <3

 



№7  offline მოდერი ჰაიკო

"ჰომ ასე მეფეო ენრიკევ? " ანუ : ჰომ არა, ხომ. ენრიკევ არა, ენრიკე. სასვენი ნიშნები გაკლია. კარგ ჟანრში წერ და ხარისხი არ დააგდო იცოდე ok?
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№8  offline წევრი ანი ვეშაგური

ჰაიკო
"ჰომ ასე მეფეო ენრიკევ? " ანუ : ჰომ არა, ხომ. ენრიკევ არა, ენრიკე. სასვენი ნიშნები გაკლია. კარგ ჟანრში წერ და ხარისხი არ დააგდო იცოდე ok?

მადლობა ... შევეცდები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent