დაკვეთილი მისია /7/ » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკვეთილი მისია /7/

26-07-2018, 19:21
ავტორი Someone wandering
ნანახია 664

დაკვეთილი მისია /7/

დილით ადრე გაეღვიძა,წამოდგომას შეეცადა,როდესაც მტკივანმა ფეხმა თავი შეახსენა,საბედნიეროდ სიარული შეძლო,თუმცა დაჟეჟილობა აღენიშნებოდა,ამიტომ ტკივილი მაინც დაჰყვებოდა,ტუმბოზე დადებული მალამო აიღო და ტერფზე წაისვა. პირველ სართულზე ჩასულმა ვაჩე ვერსად იპოვა,იფიქრა კაბინეტში იქნებაო,კარზე დააკაკუნა და ნებართვის შემდეგ შეაღო
-გამარჯობა ვაჩე,საუზმეს გავამზადებ და 10 საათზე წავალ.
-ვისაუზმე უკვე ევა,გუშინდელიდან არის შემორჩენილი საჭმელი და მშვენივრად წავიხხემსე. დღეს ახაალი მოამზადე და შეგიძლია დასრულების შემდეგ მაშინვე წახვიდე-საბუთებში იყო თავჩარგული და ევას არც უყურებდა,რამაც ცოტა არ იყოს გააბრაზა გოგო
-კარგი გავამზადებ და მაშინვე წავალ-ცოტა უხეშად უთხრა და კარი გაიხურა-რა ჯანდაბა გემართება ევა,ვალდებული კი არ არის სახეში გიყუროს? სულელო,იდიოტო-მაგიდის დახლზე დაარტყა ხელი. საუზმის მომზადებას შეუდგა. 2 საათში უკვე თავისუფალი იყო და დასამშვიდობებლად ვაჩეს მოძებნა დაიწყო,მისი ნახვა არც გაჭირვებია,დივანზე იყო წამომჯდარი და ტლევიზორს უყურებდა
-ვაჩე საჭმელი მზად არის,ახლა წავალ..-ამ დროს მისი ტელეფონი აწრიალდა-გისმენთ
-გამარჯობა ევა, ლაშა ვარ-გოგომ ღრმად ჩაისუნთქა,ვაჩემ მას გაუსწორა მზერა და თვალები დააწვრილა
-გისმენ ლაშა
-დღეს ხომ დასვენება გაქვს,იქნებ შევხვდეთ ერთმანეთს-ახლა კი ვაჩეს გადახედა მკვლელი თვალებით,სხვა ვინ ეტყოდა მას რომ კვირა დრეს ისვებებდა?
-ხომ გითხარი რომ ეს კვირა არ მცალია?
-კარგი რა ევა,ერთი დღე რა დაშავდება რომ ვნახოთ ერთმანეთი? თან იმ კაფეში რომელშიც შენ დაპატიჟებას ვაპირებ მშვენიერი კაპუჩინო და ალუბლის ნამცხვარია აქვთ
-არ მიყვარს ალუბლის ნამცხვარი-რაღაც სისულელე წამოროშა,რადგან თავი დაეღწია,ვაჩე კი სიცილით კვდებოდა,ეს კი უფრო უშლიდა ნერვებს
-არაუშავს სხვა რამეს შევუკვეთავთ-ბიჭმა ჩაიცინა.ევამ თავი უკან გადასწია და ვაჩეს გვერდით მოთავსდა
-კარგი ხო, შევხვდეთ დღეს,2 საათზე,ოღონდ მხოლოდ 1 საათი მაქვს დრო
-1 საათი სრულებით საკმარისია პირველი შეხვედრისთვის
-რა დარწმუნებული ხარ რომ მეორეც იქნება?-ირონიულად უთხრა, ძალიან ეზარებოდა ამ ბიჭთან ლაპარაკი,მიუხედავად იმისა,რომ ჯერ კარგად არც იცნობდა,უკვე მისი ხასიათი წარმოდგენლი ჰქონდა,ძალიან მოსაწყენი და ბანალური პიროვნების სახით. გოგოს რომ ურეკავ და ასე უემოციოდ გელაპრაკება თავი ხომ უნდა დაანებო? უბრალოდ თავმოყვარეობის ამბავია,შეიძლება სწორედ ისეთი გოგონები მოსწონს როგორიც ევაა,თუმცა ტელეფონზე დარეკვით დიდად ვერც ვერაფერს შეცვლიდა,თუ სურდა რომ მის თვალში რაღაცას წარმოადგენდეს უნდა მოექმედებინა რამე. ევა ისეთ პარტნიორს ისურვებდა,რომელსაც ბოლომდე ენდობოდა და მის ძლიერ მხარეს დაინახავდა. დიახ,სწორედ რომ ძლიერეს,რადგან ევა რთული ქალი იყო,გვერდით კი მასზე მტკიცე და დომინანტი მამაკაცი სჭირდებოდა.
-რატომღაც ასე მგონია
-კარგი,შეხვედრამდე ლაშა
-შეხვედრამლე ლამაზო-ევამ თვალები აატრიალა და ტელეფონი მდივანზე მიაგდო
-რა მინდაო შენმა პრინცმა?-ვაჩე აფხუკუნდა, ევას კი მისი რეაქცია ნერვებს უშლიდა. რას გრძნობდა ამ ბიჭის მიმართ? განა თვითონ იცოდა? არა! თუმცა ძალიან იზიდავდა
-გეყოს რა, ეგეც ახლა ინგლისის პრინცი არ მყავდეს.
-ინგლისის პრინცზე ოცნებობ ევანგელია?
-დედოფლობაღა მაკლია ახლა-ხელი აიქნია-რატომ უთხარი ლაშას რომ კვირას ვისვენებ?-შეუბღვირა
-რავი, მკითხა და მეც ვუთხარი,ხომ არ ვეტყოდი რაში გაინტერესებსთქო? ბავშვივით იქცევი,რომელსაც ბაღში წასვლას აძალებენ
-ხო, შენ როგორ ეტყოდი რაში გაინტერესებსო-ირონიულობა აიკრა სახეზე
-რას მესწერვები ერთი ვიცოდე რა-გაუკვირდა-რას ითხოვ ჩემგან,თუ შეხვედრა არ გინდა გეთქვა პირდაპირ-მისკენ შებრუნდა
-ხოდა ქაჯივით მოვქცეულიყავი არა? რატომ მირეკავ,შემეშვი საერთოდ-მეთქი?
-შენც კიდევ თითქოს სასიკვდილო განაჩენს აწერდე ხელს,ერთხელ ნახვით რა იცვლება? იქნებ მოგეწონოს კიდეც-თქვა სხვათაშორისად
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს,წავედი მე-ვაჩემ მკლავში ჩაავლო ხელი და სახე ახლოს მიუტანა
-შენ თუ არ გინდა არავინ არაფერს დაგაძალებს ხომ იცი ევანგელია? არ მიეკუთვნები ისეთი ქალების რიცხვს,რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, ამიტომაც არ ვერევი შენ საქმეში,თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში შენ ვერ მასწავლიდი როგორ მოვქცეოდი მაგ ხისთავიანს-ლოყაზე აკოცა და ხელი შეუშვა. ევამ უხმაუროდ დატოვა ოთახი,ბიჭმა კი ღიმილიანი მზერა მიაპყრო ქალს
-რა მიუწდომელი და სახიფათო ქალი ხარ ევანგელია-თავი ღიმილით გააქნია ვაჩემ.
რამდენიმე საათში მასთან ნია მივიდა და სახლი ხმაურით აიკლო
-აბა სად არისო ჩემი ძამიკო? ჩემი სიყვარული,როგორ მომენატრაო-ძმის ოთახში შევარდა და საწოლზე წამოწოლილს გვერდით მიუწვა,მკლავები მოხვია და თავი გულზე დაადო,ბიჭმა ჩაიღიმა და ტუჩები საფეთქელზე მიაკრო
-რამდენიხანია არ გამოჩენილხარ გოგო,ხომ კარგად ხარ?-ჩაიცინა
-ხომ გითხარი,რომ სპექტაკლის გამო ძალიან დაკავებული ვარ?-ქვემოდან ახედა-შენ არ მოგენატრე დამპალო?
-საერთოდ არ მომენატრე,თან ახლა დაძინებას ვაპრებდი და ხელი შემიშალე-იმდენად სერიოზული სახე ჰქონდა ვაჩეს რომ ნიამ მისი ხუმრობა დაიჯერა,გველნაკბენივით მოშორდა ძმას და წასასვლელად მოემზადა,ვაჩეს კი თვალები გაუფართოვდა,როდესაც საწოლზე ჩამომჯდარმა გოგომ ზურგი შეაქცია და ხელებით საწოლს სიმწრით ჩაფრენოდა, დას მიახლოვდა და გვერდით მიუჯდა,სახე მის ხელებში მოიქცია და ამღვრეულ სფეროებს წააწყდა
-ჩემი სულელი ხარ შენ-ძლიერად ჩაიხუტა-როგორ დაიჯერე რომ არ მომენატრე გოგო? ღმერთო ჩემო-ჩაიცინა
-ისეთი დამაჯერებელი იყავი...აუ რა სულელი ხარ რაა გული გამისკდა-ტირილი დაიწყო
-ნია! ახლა არ გადამრიო, რა გატირებს გოგო.
-დედა მომიკვდეს სამსახიობოზე უნდა ჩაგებარებინა-ცრემლები შეიშრო და სიცილი დაიწყო
-ნუ მაცინებ ერთი რა, სამსახიობოზე რა მინდოდა? შენც მეყოფი სახლში ერთი ბუმბერაზი მსახიობი,თან კონკურენციას გაგიწევდი,მე გაჯობებდი და გული დაგწყდებოდა-ქვედა უჩი დანანების ნიშნად გადმოაგდო,საპასუხოდ კი მუჯლუგუნი მიიღო
-ნურც ოცნებობ,რომ მე მაჯობებდი რა-ენა გამოუყო ძმას-ევასკენ რა ხდება? დიდი ხნის წინ წავიდა?
-რამდენიმე საათია წავიდა,გუშინ კიბეზე ფეხი გადაუბრუნდა,ისე შემაშინა-ჩაიცინა
-რა? ახლა როგორაა? როგორ გადაუბრუნდა?
-ამოისუნთქე გოგო. როგორ და, ბევრს რომ ლაქლაქებს იმის ბრალია. სერიოზული არაფერი, მე ჩავუსვი,ახლა უბრალოდ დაჟეჟლი აქვს და მალამოს ხმარობს
-შენ ჩაუსვი? ვაა,ყოჩაღ ჩემო მოხერხებულო ბიჭო-ლოყაზე ხმაურიანად აკოცა ძმას
-შენკენ რა ხდება ახალი? რეზის კიდევ შეხვდი მის მერე?-თვალები დააწვრილა
-გუშინ შევხვდი-თავი დახარა-ჩემთვის მეგობარზე მეტია რეზი,მაგრამ არ ვჩქარობ ხომ იცი რატომაც...
-ნია შემომხედე. მე შენ გვერდით ვიქნები ყოველთვის ხომ იცი? მინდა გავიცნო რეზი,ოღონდ ასე ოფიციალურად არა,აი სადმე რომ წახვალთ მითხარი და მეც ვითომ შემთხვევით მოვალ მანდ-ჩაიცინა და დას მიეკრო
-რა კარგია რომ მყავხარ, მიყვარხარ ვაჩე-მკლავები ძლიერად მოხვია ძმას
-მეც მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად-თავზე აკოცა-აბელს როდის ეტყვი? ხომ უნდა იცოდეს,რომ რაღაც გრძნობები გაქვს მაგ ბიჭის მიმართ?
-აბაა,რა უნდა იცოდეს აბელმა და ვის მიმართ გაქვს გრძნობები ქალაო?-კარის ზღურბლზე მდგარი აბელი მათკენ გაემართა და ბიჭებმა ნია შუაში მოიქციეს
-რეზიზე ვსაუბრობდით აბელ-ქვემოდან ახედან ნიამ-ანუ, მის მიმართ გრძნობები მაქვს, არც ისაა გულგრილი
-თვითონ გითხრა ეგ,თუ შენით დაასკვენი?-თვალები დააწვრილა
-თვითონ მითხრა,თუმცა მეც ვხვდებოდი. მაგრამ რაღაც ბოჭავს, ვგრძნობ. ასე მითხრა შენი ღირსი არ ვარო,ყველაფერს მალე გაიგებო..-შეშნებული მზერა მიაპყრო ბიჭებს,მათ კი ერთმანეთს დაბნეულებმა გადახედეს
-ნია, რადგან ეგ გითხრა, რაღაცას გიმალავს, ხომ იცი შენ რომ რამე დაგემართოს ამას ვერ დავუშვებთ. გაარკვიე რა სურს შენგან კარგი? მე და ვაჩეც გავიცნობთ მას
-ხო, ვაჩემ თქვა მეც მინდა გაცნობაო,მაგრამ არაოფიციალურადო,როცა სადმე შევხვედრას გადავწყვეთ თქვენც ''შემთხვევით ''იქ მოდით და გაგაცნობთ-ჩაიცინა
-მოგიფიქრებიათ ყველაფერი და ძმას-აბელმა გაიცინა,ნიას ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა-გაიზარდა ჩემი გოგო
-შენკენ რა ხდება აბელიუს?
-ეხ ჩემო ვაჩე, მგონი მაგრად მაქვს დარხეული ერთ გოგო მაგრად დამევასა-ჩაიცინა
-შენ ყველა გოგო მასე მოგწონს, ღამის პარტნიორის კვალობაზე-მხრები აიჩეჩა ნიამ
-არა ნიაკო, ღამის პარტნიორის კვალობას გასცდა ეს მშვენება-გაიღიმა-მასთან ყოფნის დროს სექსზე არც ვფიქრობ წარმოგიდგენიათ ტოო?
-ვინაა კი მაგრამ? დავინტრიგდი
-იცნობთ-გაიცინა-კატო რევიშვილი, შენი ევას დაქალია
-ჩემი ევას?-გაიცინა ვაჩემ-ვაა ნამდვილად კარგი გოგოა კატო
-ვაიმე მაგარი წყვილი იქნებით იმენა, საოცრებაა.ძალიან საყვარელი და მხიარული გოგოა კატო-ნიაც აჰყვა
-ისეთი ლამაზი თვალები აქვს,დიდხანს რომ ვუყურო ჩავიძირები... მაგრად დამერხა ტოო-თავზე ხელები ნერვიულად გადაისვა
-მომისმინე, შენნაირ მხეცურები არ გაგივა ალბათ ხვდები არა?-თვალები დააწვრილა ვაჩემ
-არა ბრატ რას ბაზრობ, რა მხეცური, გოგოს რომ ვუყურებ ვ*ლევდები -ჩაიცინა,რასაც ნიას ხარხარი მოჰყვა
-ვაიმე ვაჩე დაგვრჩა გასასაღებელი მარტო
-თქვენი გასასაღებელი რა მჭირს ერთი ვიცოდე -ხელი აიქნია ბიჭმა-წავედი მე შხაპი მივიღო. სიყვარულის ცეცხლში არ დამეწვათ ბაღნებო-მიაძახა კარში მდგომმა
-სიყვარულზე ლაპარკი ჯერ ადრეა მგონი ძამიკო-აღნიშნა ნიამ
-მართალი ხარ ნიაკო,დრო გვიჩვენებს ყველაფერს-ხელი მოხვია აბელმა და თავზე აკოცა
********
-კატო მოვედი,სად ხარ?
-სამზარეულოში ვარ ევა, მოდი აქ-სამზარეულოდან გამოსძახა კატომ
-აბა მომიყევი რა ხდება აბელიკოსთან და მერე საქმეს შვუდგეთ,2 საათზე კიდევ შეხვედრა მაქვს.
-ჯერ ერთი ფეხზე რა ჯანდაბა გჭირს? და რა შეხვედრა?
-რაც შეეხება ფეხს, გადამიბრუნდა, ხოლო 2 საათზე შეხვედრა მთხოვა ვაჩეს ერთ-ერთმა ბიზნესპარტნიორმა, რამდენიმე კვირის წინ იყვნენ მოსულები და იქ ვნახე გოგო, მერე ტელეფონის ნომერიც გაუგია და ეს 2 დღეა მირეკავს. ნერვები ამეწეწა მოკლედ რაა, ჯანდაბას ვნახავ დღეს
-ვაა, ეს რა ამბებს ატრიალებს შეხედე.
-ამბებს შენ რომ ატრიალებ ისე უნდა ქალაბტონო, ამოღერღე ახლა,ვეღარ ვიქთმენ
-გუშნ ადრე გამეღვიძა და აქვე პარკში გავედი,აბელი დამადგა ამ დროს თავზე-ჩაიცინა-შემეშინდა და მანაც სიცილი დაიწყო,მე ვუთხარი ეს მოპარვები დამუღამებული გაქვს-მეთქი და, დიახ, შენზე ვტესტავო. შემდეგ პარკის სილამაზეზე ვსაუბრობდით რაა და წამოსვლას რომ ვაპირებდი არ მაკოცა?
- გაკოცაა? რა რომანწიკაა-არარსებული ცრემლი მოიწმინდა
-აუ ისე მომეწონა,რომ კინაღამ ხელში ჩაავადნი,ბოლოს მითხრა ტკბილი ხარო...-ჩაიღიმა-კატიუშას მეძახის იცი? და რომ ვუთხარი ეგრე ნუ მომმართავ მეთქი ასე მიპასუხა, მინდა განსხვავებულად მხოლოდ მე მოგმართავდეო-გადაიკისკისა
-არა რაა, ხომ ვთქვი ეგ ბიჭი მომწონს მეთქი, ჯიგარია რა
-ძალიან მიზიდავს, აი მარტო ვიზუალურად არა, რაღაც არის მასში ისეთი ხომ ხვდები? არც ძალიან გახსნილია,არც ჯმუხი,აი სადღაც შუალედშია რაა-ჩაიცინა-დოკუმენტების ასლები გავაკეთოთ ახლა,მანამდე კი მანახე რა წერია მათში
-აი აქ მაქვს-ჩანთიდან დოკუმენტები ამოიღო.
-ღმერთო რამდენი დანაშაულია?-თვალები გაუფართოვდა კატოს-ამდენი ნარკოტიკი საერთოდ თუ არსებობდა არც ვიცოდი
-მე არც გამკვირვებია. აი ბოლოს წერია ვიღაც პეტრე ამაშუკელის მკვლელობის შესახებ, ყველაფერი უბედურ შემთხვევას მიაწერეს,თუმცა როგორც ჩანს ვაჩემ სხვების დახმარებით ეს საქმე გამოიძია და დამტკიცდა,რომ მუხრუჭები იყო გადაჭრილი. როგორც ჩანს ეს მკვლელობაც ნუგზარს მიეწერება. რის საფუძველზე შეეძლო ორჯონიკიძეს პეტრეს მკვლელობის დაკვეთა?
-შეიძლება ქალის ამბავია? მაგრამ რაღაც მეეჭვება, ნუგზარ ორჯინიკიძე გავლელიანი კაცია, პეტრე კი ხომერიკების ოჯახის მძღოლი იყო.
-შეიძლება ნუგზართან არც არაფერი ჰქონდა საქიშპო? იქნებ, ზურა არჯონიკიძესთან ჰქონდა გასასწორებბელი ანგარიში,ხოლო პეტრემ, როგორც ამდენწლიანმა მსახურმა იმაზე მეტი იცოდა ვიდრე საჭირო იყო? და ამის საფუძველზე ზედმეტი თავის ტკივილის ჩამოშორება საქმეს გაუადვილებდა...
-ეგ უფრო დამაჯერებელია,მაგრამ რა აკავშირებდათ ზურა ხომერიკსა და ნუგზარ ორჯონიკიძეს?
-ჩვენ ზუსტად არ ვიცით,რომ ზურა ორჯონიკიძე ნამდვილად ფიგურირებს ამ საქმეში,თუმცა როგორც ვიცი ვაჩე მამამისთან კარგი ურთიერთობით არ გამოირჩევა. უთანხმოება კი როგორც ნიასგან გავიგე ბოლო 2 წლის შემდეგ დაიწყო.
-როდესაც,პეტრე ამაშუკელი მოკლეს-დააზუსტა კატომ
-სწორედაც რომ ეგრეა.მაინც ჩახლართულია ეს საქმე. ახლა ნუგზარს დავურეკავ და მაგასთან საქმეს მოვრჩებით
-მართალია, დაურეკე,მე ასლებს გავაკეთებ-კატომ სამზარეულო დატოვა,ევამ კი ტელეფონი მოიმარჯვა ხელში და ნუგზართან დარეკა
-მოგესალმებით ბატონო ნუგზარ,დოკუმენტები მოვიპოვე,ქალბატონი კატო გადმოგცემთ დღეს
-ძალიან კარგი, ახლავე წამოვალ, ანაზღაურებას რაც შეეხება,თანხა დამისახელეთ
-2000 დოლარი. საქმე არც ისე ადვილი იყო
-არ არის პრობლემა,თქვენ მძიმე ტვირთი მომხსენით,მადლობა ყველაფრისთვის
-კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო ნუგზარ, კეთილი იყო თქვენთან თანამშრომლობა.
-ჩემთვისაც.
ევა მალევ მოემზადა,რომ ლაშასთან შესახვედრად წასულიყო. დრო მალე გავიდა,სახლი დატოვა და დათქმულ კაფეში წავიდა,რომლის მისამართი ლაშამ მესიჯით შეატყობინა. ამ დროს კი ნუგზარ ორჯონიკიძე ესტუმრა კატოს,დოკუმენტები და თანხა ერთმანეთში გაცვალეს და ასე დაასრულეს თანამშრომლობა.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება ევა-ქალის მტევანი ხელში მოიქცია და ტუჩები შეახო
-მადლობა
-რას შეუკვეთავ?
-კაპუჩინო და შოკოლადის ნამცხვარი თუ შეიძლება-მიმტანს გაუღიმა
-ჩემთვის კაპუჩინო და ალუბლის ნამცხვარი
-მაშ ასე,ძალან მიხარია შენი კვლავ ხილვა. როგორ მიდის საქმეები სამსახურში?
-მშვენივრად, უბრალოდ ეს კვირა დაკავებული ვარ-გაიღიმა
-როგორი უფროსია ვაჩე? შენთანაც მკაცრი ხომ არაა?-თვალები დააწვრილა ლაშამ
-არა, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მე და ბატონ ვაჩეს
-კარგია,სამსახურში ძალიან მკაცრია,თუმცა ძალიან ჭკვიანი და სამართლიანი პიროვნებაა
-ნამდვილად ეგრეა
კიდევ ბევრ საკითხს შეეხნენ,საუბრობდნენ ზოგადსაკაცობრიო თემებზეც კი,ასევე ამინდზე,ურთიერთობებზე და ყველაფერ იმაზე რაზეც შეიძლება ორმა ადამიანმა ისაუბროს. ლაშა არ იყო მომაბეზრბელი პიროვნება,უბრალოდ ევასთვის მხოლოდ მეგობრობის გაწევა შეეძლო. ევასაც მხოლოდ მეგობრობის შეთავაზება შეეძლო მისთვის. არ იყო ისეთი კაცი,რომელიც ევას მეგზურობისთვის მზად იქნებოდა. ის ტემპერამენტი და სიმტკიცე აკლდა,რაც ევასთვის მამაკაცურობის იდეალს ხატავდა.
********
ნუგზარი საფლავს დაჰყურებდა,იქვე ჩაკეცილიყო და მიწას ზიზღით ათამაშებდა ხელში.
-თეკო..თეკო ჩემო პირველო და უკანასკნელო სივარულო. რა მწარეა შენგან შორს ყოფნა,ამდენი წლის შემდეგ ისევ ისე მიყვარხარ როგორც მაშინ პირველად რომ დაგინახე,თუმცა შენ ზურა ხომერიკის საკუთრება გახდი...ამ ცხოვრებაში ერთადერთ ქალი ხარ,რომელიც ჩემთვის რამეს წარმოადგენს,შენთან ერთად ჩემი თამარა იყო ჩემი გულის ნაწილი,თუმცა დამპალმა ავთო ხომერიკმა არ აცოცხლა ის. შურს ვიძიებ, თამარას სისხლს არავის შევარჩენ. პირველად შენზე ვაპირებდი ბრაზის ამონთხევას, შურისძიებამ თვალები დამიბრმავა, ვიცი სასტიკად მოგექეცი,მაგრამ თამარა...ის ჩემი გულის ტკივილია.მის გამო ყველას გადავუვლი,მათ შორის შენც. შენი ქმარი იმაზე მოხერხებული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა და დაწყებული საქმე თავადვე ვერ დავასრულე,სამაგიეროდ საკუთარ შვილზე გამოცდი იმ სიმწარეს რასაც მე განვიცდიდი. ავთო ორჯონიკიძე-ზიზღისგან სახე დაებრიცა- დამპალო ღორო, როგორია საფლავში ყოფნა? თავიდანვე ლეშურად ცხოვრებას იმსახურებდი ნაბი*ვარო-მიწა საფლავს მიაყარა,და იქაურობას გაეცალა.
P.S. ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც აზრი გამოთქვით წინა თავის შესახებ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი triniti

Dzalian momwons gagrzelebasac veli magram bolom cota amria ver gaverkvie vize laparakobda da ratom.rac sheexeba am evas da katos saertos ar aqvt samartlianobis shegrzneba rogor gadasces sabutebi im nagavs da amit safrtxis winashe daayenes xomeriki .aslis shenaxva arafers nishnavs mtavari originalia ganadgurebuli originalis shemdeg vegarafers daamtkiceben.mikvirs rom samartlianobis agdgenis survili ar aqvt.imedia male dafeb axal tavs velodebi sulmoutqmelad

№2  offline წევრი Someone wandering

triniti

ევამ და კატომ მისია შეასრულეს,ეს იყო მათი დაკვეთილი მისია
თუმცა შემდეგ თავებში გაეცნობით მოვლენებს.
ძალიაან დიდი მადლობაა

ხოლო საფრთხეს რაც შეეხება,ვაჩეს არაფერი ემუქრება,პირიქით ნუგზარმა იკითხოს.

№3  offline წევრი triniti

Someone wandering

ცოტა მეუცნაურება ის ფაქტი,რომ ვაჩეს არაფერი ემუქრება მგონია რომ ნუგზარი ზუსტად იმას ყავს დაპაუზებული რომ მასზე სამხილი ქონდა ვაჩეს და სამხილების მერე რა შეაჩერებს რომ გაანადგუროს ეს ბიჭი?

Someone wandering
triniti
Dzalian momwons gagrzelebasac veli magram bolom cota amria ver gaverkvie vize laparakobda da ratom.rac sheexeba am evas da katos saertos ar aqvt samartlianobis shegrzneba rogor gadasces sabutebi im nagavs da amit safrtxis winashe daayenes xomeriki .aslis shenaxva arafers nishnavs mtavari originalia ganadgurebuli originalis shemdeg vegarafers daamtkiceben.mikvirs rom samartlianobis agdgenis survili ar aqvt.imedia male dafeb axal tavs velodebi sulmoutqmelad

ევამ და კატომ მისია შეასრულეს,ეს იყო მათი დაკვეთილი მისია
თუმცა შემდეგ თავებში გაეცნობით მოვლენებს.
ძალიაან დიდი მადლობაა

triniti
Dzalian momwons gagrzelebasac veli magram bolom cota amria ver gaverkvie vize laparakobda da ratom.rac sheexeba am evas da katos saertos ar aqvt samartlianobis shegrzneba rogor gadasces sabutebi im nagavs da amit safrtxis winashe daayenes xomeriki .aslis shenaxva arafers nishnavs mtavari originalia ganadgurebuli originalis shemdeg vegarafers daamtkiceben.mikvirs rom samartlianobis agdgenis survili ar aqvt.imedia male dafeb axal tavs velodebi sulmoutqmelad

ხოლო საფრთხეს რაც შეეხება,ვაჩეს არაფერი ემუქრება,პირიქით ნუგზარმა იკითხოს.

თუმცა ველი შემდეგ თავს და ვნახავ როგორ მოხდება ყველაფერი

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent