ნაკაწრები 3 თავი » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკაწრები 3 თავი


26-07-2018, 23:22
ავტორი lullaby
ნანახია 1 475

ნაკაწრები 3 თავი

***

2016 წელი, 22 ივნისი,
დილა

სიკაშკაშე მაბრმავებს. არ ვიცი პროჟექტორია თუ მზე. არ ვიცი, სად ვარ. ეს სიმკვეთრე და გაურკვევლობა უსიამოვნო შეგრძებას მიჩენს, მაგრამ საკუთარ თავსაც კი ვერ ვგრძნობ, რომ რამენაირად მოვეშვა. შემდეგ სიკაშკაშე თანდათან კლებულობს და ჩემ წინ დიდ სარკეს ვხედავ, რომელთანაც ნატა დგას და თმას ისწორებს. სარკეში საკუთარ თავს ათვალიერებს და მალევე მე მხედავს. ბედნიერი ჩანს და მის შემხედვარეს მეღიმება. რაღაცას ამბობს, მაგრამ სიტყვები ჰაერში იფანტებიან და არ მესმის. გოგო უჯრიდან ტუჩსაცხს იღებს, სარკეში იხედება და წასმას იწყებს. ტუჩები წითლად ეღებება. შემდეგ ხელი უცდება და კანი ეთხვრება, თუმცა მოშორებას არ ცდილობს. პირიქით, ტუჩსაცხს ბაგეების გარშემო სწრაფად, თითქოს ჯიბრით და აგრესიით ატრიალებს და ნიკაპსაც კი წითლად ისვრის. შემდეგ მზერა სარკეშივე გადმოაქვს ჩემზე და თვალებს არ მაშორებს. ბედნიერი აღარაა. ნატას თვალებიდან სიბნელე იღვრება. ასე მგონია, სადაცაა მობრუნდება, ყელში მწვდება და დამახრჩობს. მაგრამ ის იღიმის, იღიმის უფრო ფართოდ და უფრო თამამად, შემდეგ იცინის, იცინის და ისევ იცინის. კისკისებს და არ ჩერდება. თითებით სარკეს ეყრდნობა და თითქოს მის გადაყირავებას ცდილობს. სიცილი პანიკურ შეტევაში გადასდის. მისი ხმა ყურებში საშინელ ექოდ ჩამესმის. მცივა, ვიყინები. მისი მსუსხავი სიცილი მტვრის ნაწილაკებივით ტრიალებენ ჩემს გარშემო და სხეულზე შემაწუხებლად მედებიან. ის-ისაა მოკისკისე ნატა ჩემკენ ბრუნდება და გაბოროტებულ თვალებს მაბჯენს, რომ ვიღვიძებ.


***

საღამო

- ჩემი ბრალია. - აღარც კი ვიცი, მერამდენედ ვამბობ. დივანის კუთხეში მჯდომი ფეხებს ვიკეცავ და ხელებს ვხვევ. თეონაც იგივეს იმეორებს და ქვედა ტუჩს იკვნეტს. თენგო და მათე ჩვენ წინ სხედან და ხმას არ იღებენ. სიგარეტს სიგარეტზე ეწევიან. ჩემი მისაღები ოთახი ჩვენთან ერთად გაუგებარ კვამლში იძირება.
ნატას სიკვდილის შემდეგ, პირველად შევიკრიბეთ ოთხივე ერთად. შეხვედრა დაგეგმილი მქონდა, სიზმარი - არა. ალბათ ჩვენს კაბინეტში ნატას ნივთების შეგროვებამ და დედამისისთვის გადაცემამ, ყველაფერი ჩაწყნარებული ამიმღვრია. გამახსენა ის ღამე და გამხვია ბურუსში. ვიცი, რომ ეს მოგონება, ისევე, როგორც ის, არასოდეს წავა ჩემგან, მაგრამ საცოდავად მაინც ვეჭიდები რაღაც იმედს. იმედს, რომელსაც ამ სამ ადამიანში ვხედავ.
- ვიცი, ჩემი ბრალია. - ისევ ვიმეორებ. ფიქრებს და სიტყვებს ვეღარ ვაკონტროლებ.
- გეყოფა, მირა. - საყვედურით მეუბნება თეონა და ისევ ცრემლებს იწმენდს.
- სიგარეტის მოწევას აპირებდა. იმის გამო, რომ კონტროლი არ დამეკარგა, ნატა გარეთ გავიდა. მე რომ არ დამეწუწუნა... მე რომ არ დამეწუწუნა...
- მანამდე კი მე და მან ვიკამათეთ, მირა... - მაწყვეტინებს მათე. ვცდილობ, ყელში გაჩხერილი ტკივილი მუცელში გადავუშვა, მაგრამ არ გამომდის. - თავს ნუ იდანაშაულებ. საკმარისია შენთვის. - თავს აქნევს და დაღლილ სახეზე ისვამს ხელს. ისევ ჩემს შემსუბუქებას ცდილობს. ისევ და ისევ...
- არავის არაფერი და არავინ გახსენდებათ? - მაგიდისკენ ვიწევი და წყლის ჭიქას ვიღებ. - ვერაფრით ვიჯერებ, რომ ნატა შემთხვევითი მსხვერპლია.
- არცაა ტოო, - მორიგ ღერს უკიდებს თენგო. - აშკარად გათვლილი ჰქონდა იმ მანიაკს, იმისი დედაც... მომზადებული იყო, კამერები გათიშა, დაცვა მიაძინა. ხვდებით, ტიპი რა „ხოდზე“ იყო?
- იქნებ ვიღაც ჰყავდა და ჩვენ არ ვიცოდით? - ფარ-ხმალს არ ვყრი.
- გამორიცხულია. - ჩუმად, მაგრამ დარწმუნებით ამბობს თეონა და მალულად აპარებს თვალებს მათესკენ, თუმცა მე მაინც ვამჩნევ და არ მსიამოვნებს. - არავინ ჰყოლია. სულ რომ არავის, მე მაინც მეცოდინებოდა. უკომპლექსო კი იყო, მაგრამ ყველას არ ეკიდებოდა. - იშმუშნება თეონა და ვხედავ, თავადაც ხვდება, რომ ეს არ უნდა ეთქვა.
- თეონა...
- ისედაც დამნაშავედ ვგრძნობ თავს, თეო, - მშვიდად ამბობს მათე. - ვინმეს თუ მისი მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, ჩემი მისდამი დამოკიდებულების შეცვლა მკვლელს გეგმებს არ შეაცვლევინებდა.
- ეგრეა. - ნერვიულად ათამაშებს თენგო თითებს სავარძლის სახელურზე და თვალები ერთ წერტილზე უშტერდება. - ასე სუფთად როგორ იმუშავა, აზრზე არ ვარ რაა... რაღაც მაინც როგორ არ დარჩა!
მათე მხრებს იჩეჩავს, სავარძელში სწორდება და იდაყვებით მუხლებს ეყრდნობა.
- ყოველთვის ასე არ გაუმართლებს. - ამბობს ის და ხმას იწმენდს. ტანზე ეკალი მაყრის და თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ გამაკანკალოს. აქამდე ამაზე არც კი მიფიქრია. თუ ნატას მტერი არ ჰყავდა, თუ მისი მოკვლა პირადი მიზეზის გამო არ მომხდარა, გამოდის, რომ ეს ვიღაც ფსიქიკურად შეშლილმა ჩაიდინა და არანაირად არაა გამორიცხული, რომ ნატა სერიული მკვლელობების დასაწყისი, ან უკვე მომდევნო მსხვერპლი აღმოჩნდეს.
ორი წამით თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს. ამაზე დიდხანს ფიქრი არ მინდა. არ მინდა შიშის კიდევ ერთი მიზეზი მქონდეს.
- ოთო ჩამოდის, მართლა. თქვენთვის არ მითქვამს, ხო? - სიგარეტს საფერფლეში აგდებს თენგო.
- მერე მაგისი სამსახური? - გაკვირვებული ეკითხება თეონა.
- აჭრილი იყო, რო არ გაათავისუფლეს ნატას ამბებზე და წამოვიდა. ამ ზაფხულს მანდ გავატარებო. - სახეზე ეტყობა თენგოს, როგორ უხარია. ჩვენც გვიხარია. ძალიან დიდი ხანია არ გვინახავს.
- ოთო... - მეცინება, როცა ის მახსენდება. - მამრობითი სქესის ნატა. ნეტავ თუ შეიცვალა.





მოგონება

***
2010 წელი, 29 ივლისი
მეორე დღე, დილა

ჯერ კიდევ უთენია მეღვიძება. კიტეჯსა და მის გარშემო სიმშვიდეა. საათი დილის შვიდის ნახევარს აჩვენებს. ფანჯრიდან შემოჭრილ მზის სხივს ვუყურებ და მასში მონარნარე მტვრის ნაწილაკებს ვაკვირდები. სიჩუმეს რამდენიმე წამით თეონას ბუტბუტი არღვევს და შემდეგ ისევ ყველაფერი იძინებს. გოგომ გაგვაფრთხილა, ძილში ვლაპარაკობ და გაღვიძებულზე ნუ წამოამაძახებთო.
მუცელზე ვწვები და ბალიშს ვეხუტები. ფანჯრიდან ბიჭების კოტეჯის აივანი და მწვანე, მინდვრის ყვავილებით შეფერადებული ეზო ჩანს. მზე ისეა გაკრიალებული, თითქოს ახლახანს დაებანოს პირი. ჩიტების ჭიკჭიკის ხმა ყურში იავნანასავით ჩამესმის და ის-ისაა ძილის შებრუნებას ვაპირებ, რომ კარის გაღების ხმა მაფხიზლებს. აივანზე მათე გამოდის, ხელებს მაღლა სწევს და წელში სწორდება. ერთხანს ხედით ტკბება, შემდეგ აივნის მოაჯირზე ჯდება და ვხედავ, როგორ უკიდებს სიგარეტს.
ვერ ვიჯერებ! ვერ ვიჯერებ, რომ ის სიგარეტს ეწევა. მათე, რომელიც ცოტა ხნის წინ ოთოს და თენგოს პირიდან ნიკოტინს აცლიდა, ახლა თვითონ იბინძურებს ორგანიზმს. ის-ისაა წამოდგომას და მასთან გასვლას ვაპირებ, რომ ლელას მაღვიძარა რეკავს.
- მოაკეტინეთ ვინმემ! - მბრძანებლური ტონით ბუტბუტებს თეონა და საწოლში გვერდს იცვლის. ლელა მაღვიძარას თიშავს. სამაგიეროდ, თვითონ დგება და გამამხნევებელ ვარჯიშებს ხმამაღალი შეძახილებით აკეთებს. გამოფხიზლებას დიდ დროს არ ვუთმობთ. რვა საათზე ბიჭებთან ერთად ჟინვალის წყალსაცავის სანაპიროს მივუყვებით.
იდეალური დილაა. მზე, რომელიც ჯერ კიდევ თავს იკავებს თავისი ძალების დემონსტრირებისგან. ფირუზისფრად მოელვარე წყლის ყრუ ხმაური, ჩიტების ჭიკჭიკი და შორიდან მოღწეული ბავშვების ჟრიამული. სანაპიროდან კარგად ჩანს ანანურის ტაძარი და ციხე-ქალაქი. ციტადელი თავისი ძველი მედიდურობითა და საიმედოობით გადმოჰყურებს მწვანედ შემოსილ მთებს. პატრიოტული ემოციებისგან ყოველთვის ძალიან შორს ვარ, მაგრამ შეუძლებელია, ასეთ სილამაზეს უყურებდე, მისი ჰაერით ივსებოდე და გული ადრენალინისგან არ აგიჩქარდეს.
მთელ გზას ხმაურით გავდივართ. შეუძლებელია ჩემი მეგობრების გაჩუმება. უმეტესობას ემოციების ხმამაღლა გამომჟღავნების ოდნავადაც არ ერიდება. ბექა და ლელა ყველაზე წინ მიდიან და ციფრული კამერით აფიქსირებენ „გრძელ და დამღლელ“ გზას ტაძრისკენ. თეონას ერთი სული აქვს ცენტრალურ გზაზე ავიდეთ, რომ ხიდიდან გადმოიხედოს და მისი სიმაღლე თვალებით გაზომოს.
- როგორ გეძინა? - გვერდით მიდგება მათე და ხელს მხრებზე მხვევს. ალმაცერ მზერას ვუბრუნებ. - რა იყო?
- არაფრის თქმა არ გინდა ჩემთვის?
- არა?! - ინტერესით მაცქერდება, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მალავს თავის “საიდუმლოს.“
- აბა კარგად დაფიქრდი.
- ჰმმმ... - საჩვენებელ თითს ნიკაპზე იდებს და ჩაფიქრებული ცას უყურებს.
- მე დაგეხმარები. სიგარეტის მოწევა როდის დაიწყე? - ვეღარ ვუძლებ მის აფერისტობას.
- მე-ე? - გაოგნებული დამყურებს და მხარზე გადადებულ ხელს უფრო მჭიდროდ მხვევს.
- დიახ, შენ.
- არ ვეწევი, მირა.
- ეწევი.
- ხომ იცი, რომ არა? - მისი მსახიობურად საწყალი თვალები სადაცაა ოსკარს დაიმსახურებენ.
- დილით დაგინახე.
- დილით? - ჩემი მხრებიდან ხელს ფრთხილად იღებს და თითებს შარვლის ჯიბეებში იწყობს.
- ხო, დილით. რატომ ეწევი მათე? - შუბლს ვკრავ.
- ალო, ალოო...
- მათე!
- ალო, ალო... გვირაბშე შევდივარ... ხმა წყდება... შენი ხმა არ ისმიიის... - ყვირის ის, ნაბიჯს უჩქარებს, თენგოს ეწევა და ზურგზე ახტება.
თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ და გვერდში ამომდგარ ნატას წამოწყებულ საუბარს ცალი ყურით ვუსმენ.


***

ციტადელის ხუთსართულიანი კოშკიდან ანანურის ხეობა ჩემ თვალწინ მთელი თავისი სიმშვენიერით იშლება. ღვთისმშობლის ტაძარში სანთლებს ვანთებთ და აქაური სიმშვიდით ვტკბებით. ხმაურიან თბილისთან შედარებით, ეს ადგილი ხელმისაწვდომი სამოთხეა. სუფთა ჰაერი ნარნარით ეშვება ჩემს ფილტვებში და ყველანაირად ცდილობს, ნეგატიური ფიქრები გამიქარწყ,ლოს.
- მირიან, ჩამოდი, მოგვშივდა, მივდივართ! - ქვემოდან ყვირის თენგო და მის ხმაზე ყველა ზემოთ იხედება. ქვემოთ იმაზე მეტნი არიან, ვიდრე უნდა იყვნენ. კოშკზე ზედმეტად დიდხანს შევყოვნდი, იმდენად მოვიხიბლე ხედით აქედან. ჩამოსვლა არ მეთმობა, მაგრამ აქ დაბრუნების შანსის გამო აღარ ვყოყმანობ.
კიბეზე რამდენიმე გოგო მხვდება. ერთ-ერთს გუშინდელი ღამიდან ვცნობ და ღიმილზე ღიმილით ვპასუხობ. უკვე მეორე სართულზე ვარ, კიდევ ერთი ნაცნობი რომ მხვდება. კიბეზე სწრაფად მომავალი, ჩემი დანახვისას ნაბიჯს ანელებს. ჩემდაუნებურად მეც იგივეს ვაკეთებ და რამდენიმე წამით ერთმანეთის პირისპირ ვჩერდებით. ცისთვალება მდუმარედ მაცქერდება. ვიწრო კიბის გამო, ჩვენს შორის სივრცე არც ისე დიდია. ბიჭი მკრთალად იღიმის და მისი თვალები კიდევ უფრო ბრწყინავენ. გული მიჩქარდება. არ ვიცი, რა უნდა მოვუხერხო ამ უჩვეულო, მაგრამ მაინც სასიამოვნო სიჩუმეს. ის-ისაა დაჩი რაღაცის სათქმელად პირს ხსნის, რომ შორიდან ჩემი სახელის შეძახილი გვესმის. სწრაფად ვფხიზლდები, მაგრამ ჩემ წინ მგდომს თვალს მაინც ვერ ვწყვეტ. ბიჭი ერთი წამით ჩემ მიღმა სარკმლისკენ იხედება, შემდეგ ისევ ღიმილით მიბრუნდება და ამბობს:
- საღამომდე.
- საღამომდე. - ვპასუხობ ინსტიქტურად და ორივე გზას განვაგრძობთ. წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება საღამოს, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი - მას ვნახავ.


***
2010 წელი, 29 ივლისი
მეორე დღე, საღამო

როგორც დილით გავარკვიე, ბიჭებს ჩვენი მეზობლები ლუდზე დაუპატეჟებიათ. ახლა კოცონთან ვზივარ და წამდაუწუმ თვალი გამირბის იმ აღმართისკენ, საიდანაც ისინი უნდა გამოჩნდნენ. მაგრამ ჯერ-ჯერობით, მათ სუსტად განათებულ აივანზე მხოლოდ ჩრდილებს ვამჩნევ.
მთელი დღეა მათესთან განმარტოებას და დალაპარაკებას ვცდილობ, მაგრამ არაფრით გამომდის. მაინცდამაინც დღეს მოძალებული იუმორით, გამოდმებით თავს იძვრენს ჩემგან და ნერვებზე მშლის. უკვე საღამოს, სრულ იგნორზე გადავდივარ. უყურადღებობა ყოველთვის იწვევს ყურადღებას.
და ის-ისაა ჩემ გვერდზე თეონა დგება, რომ მის ადგილს მათე იკავებს. ვცდილობ თავი არ გავყიდო და მისი ინიციატივით დაინტერესება არ შემემჩნეს. ჯერ უყურებს, როგორ ვათვალიერებ ფლეილისტს, შემდეგ ერთ ყურსასმენს მაძრობს და მეუბნება:
- გეტყვი რატომაც დავიწყე სიგარეტის მოწევა...
- რატომ? - ვერ ვითმენ და ვაწყვეტინებ.
- ახლა არა. - ცალყბად იღიმის და კოცონს პატარა ფიჩხს ესვრის.
- აბა როდის? - შუბლს ვკრავ.
მათე მხრებს იჩეჩავს. უკვე პროტესტის გამოსათქმელად ვემზადები, მაგრამ თენგოს შეძახილი მაკავებს. ბიჭი დაღმართზე ჩამომავალი მეზობლების შესაგებებლად დგება. მათე წამიერად მავლებს თვალს და ისიც იგივეს იმეორებს.
ცეცხლთან მოსულებს ვათვალიერებ და ვხედავ, როგორი მომნუსხველი ღიმილით მესალმება დაჩი. მეც ღიმილით ვპასუხობ და აჩქარებულ გულისცემას ყურადღებას არ ვაქცევ. მასთან ერთად ბაია და კიდევ ორი ახალგაზრდაა. სანამ კოცონთან ჩამოსხდებიან, მათეს ჩიფსებით გატენილ პარკს უწვდიან.
საღამო საკმაოდ მხიარულად გრძელდება. თეონას წამოწყებით „ამის პატრონმა რა ქნას“ ვთამაშობთ და ავენისის ეზოს ხმაურით ვიკლებთ. მთელი თამაშის მანძილზე ცისთვალება მეზობლისგან ამაფორიაქებელი მზერა და ღიმილები არ მაკლდება. დილით, როცა საღამომდე დამემშვიდობა, ვფიქრობდი, რომ ჩვენი დიალოგი შედგებოდა. ასეც რომ ყოფილიყო, ალბათ იმაზე უკეთესი მაინც ვერ იქნებოდა, ვიდრე კოცონს მიღმა მისი თვალიერება. ერთადერთი, რაც თვალში არ მომდის, მისი საკმაოდ აქტიური მობილურია. დაჩი მთელი საღამოა ვიღაცას ემესიჯება.
უკვე საკმაოდ გვიან, ნატა ჩემ გვერდით იკავებს ადგილს, მობუზული მეტმასნება და საკმაოდ თავდაჯერებულად მეჩურჩულება:
- ყველაფერი დავინახე!
- მაინც რა? - სიცილს ვერ ვიკავებ.
- საზაფხულო რომანი.
- ოდესმე თვალებს ხუჭავ?
- რომ შემეძლოს, თვალგახელილი დავიძინებდი. აბა, დაიწყე.
ნატას ყველაფერს ვუყვები, რისი მოყოლაც ამ დროისთვისაა შესაძლებელი. პარალელურად იმაზე ვფიქრობ, კიდევ ვინ მოახერხა ჩემსა და დაჩის შორის არსებული ფლირტის დანახვა. გოგო ამბობს, რომ თუ ჭკვიანად მოვიქცევი, ცისთვალებას სახით წარმოუდგენლად გამიმართლებს და არც ის უნდა მაღელვებდეს, რომ ბიჭის მობილურში გამუდმებით შეტყობინება შემოდის.
ის-ისაა მეზობელი გოგოები წასვლის ინიციატივით ფეხზე დგებიან, რომ ჩემი მობილურის ვიბრაცია მაკრთობს. უცნობი ნომრისგან მესიჯი მომდის.
„ - იმედია, ჯერ არ გეძინება.“
აღელვებული ვაპარებ თვალებს ჯერ კიდევ კოცონს მიღმა მდგარი დაჩისკენ, რომელიც თენგოსთან საუბრის მიუხედავად არც მე მტოვებს უყურადღებოდ. სავარაუდოდ ჩემი ნომერიც მისგან მიიღო.
„ - იმედია არა.“ - ვწერ პასუხს გაყინული თითებით. ვხედავ, როგორ ეღიმება წაკითხვისას და სახე ერთიანად მიალდება.
მეზობლები გვემშვიდობებიან. მობრუნებულ თენგოს თვალებდაწვრილებული ვუყურებ, ის კი ენას მიყოფს და ოთოზე ხელგადახვეული კოტეჯისკენ მიდის.
ჩამქრალ კოცონთან მდგარ მათეს რომ ვხედავ, ჩვენი შეწყვეტილი დიალოგი მახსენდება. სანამ რამეს ვეტყოდე, მხრებზე მხვევს ხელს და ოთახებისკენ მივდივართ.
- ხომ იცი, რომ საუბარი არ დაგვისრულებია. - ვეუბნები.
- ვიცი.
- მერე?
- ვფიქრობ, ეს ამბავი მნიშვნელოვანი არაა. - გვერდულად იღიმის და თვალს მიკრავს. არ მომწონს ეს თავის არიდება.
- კი, მაგრამ რა შეიცვალა? - ვბრაზდები და ვჩერდები.
მათე ორი წამით მიყურებს, შემდეგ ეღიმება და ლოყაზე მკოცნის.
- ძილინებისა. - ამბობს და ბიჭების კოტეჯისკენ მიდის. შუბლშეკრული ვაყოლებ თვალს და უკვე უკან დადევნებას ვაპირებ, რომ მობილურზე დაჩის შეტყობინება მომდის და სახე ერთიანად მებადრება. ტექსტს ვკითხულობ და გოგოების ოთახში შევდივარ.


***
2016 წელი, 27 ივნისი
ნაშუადღევი

უკვე რამდენიმე წუთია მე და კალე მანქანის უკანა სავარძელზე ვსხედვართ. ის მარცხენა ფანჯარასთან, მე - მარჯვენა. ერთის მხრივ ჩვენს შორის დიდი მანძილი და მოსაბეზრებელი სიცარიელეა, მეორე მხრივ კი ისეთი ენერგია, რომ ხანდახან მგონია, მეხება ტანსაცმელზე მქაჩავს და მარცხნივ მიხედვას მაიძულებს. თავს არ ვიბრმავებ. ვხვდები, რომ რაღაც მუხტია ჩემსა და მას შორის, მაგრამ მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ეს მუხტი მაფრთხობს და არ მასვენებს.
მერჩივნა გეგას და სარას სახლის სანახავად მარტო წამოვსულიყავი. არასოდეს დავდიოდი ბექასთან ერთად ჯერ კიდევ მოუწყობელ სადღესასწაულო ადგილებში. ვერაფრით ვხვდები, რატომ მაიძულებს ელენე, ფოტოგრაფი - როგორც მეწყვილე თან ვატარო.
კალესკენ ვაპარებ თვალებს. თავის ფოტოაპარატს დაჰყურებს და რაღაცას ამოწმებს. ვერაფრით ვახერხებ იმ საშინელ წვეულებაზე მის მიმართ ნაფიქრის დავიწყებას. რაც არ უნდა ვნებიანი და უვნებელი ყოფილიყო ის გრძნობა, მაინც სისხლთან და ტკივილთან ასოცირდება. ძნელია ეს ორი ერთად აცხოვრო.
- აქ იშვიათად მოვდიოდით, ბოლო დროს კი თითქმის აღარ. - ფიქრებიდან გეგას ხმას გამოვყავარ.
- იმის თქმა უნდა, რომ სახლში არეულობა იქნება. - სიცილით აბრუნებს თავს ჩვენსკენ სარა.
- ბევრნაირი არეულობა მაქვს ნანახი, არაუშავს. - მეც ვცდილობ ფიქრების შემდეგ გაცინებას.
- გასაგებია. - გეგა უკანახედვის სარკიდან მიყურებს. - მე თვითონ ვნერვიულობ ხოლმე, როცა აქაურობას ასეთ მდგომარეობაში ვხედავ.
- რაც დალაგებას ექვემდებარება, იმაზე ნერვიულობა არ ღირს. - ამბობს კალე, ფოტოაპარატის ჩანთის ელვას ჰკრავს და რამდენიმე წამით თვალს მავლებს. - ხანდახან არეულობაშიც კი ხიბლია.
ვხედავ, როგორი ღიმილით აპარებს სარა თვალებს გეგასკენ. თავს უხერხულდ ვგრძნობ.
- არეულობაში ხიბლს მხოლოდ ზარმაცი ადამიანები ხედავენ. - ვამბობ, მაგრამ მგონი ჯობდა გავჩუმებულიყავი.
- ჰმ, შენნაირი კრეატიული ადამიანისგან ამ სიტყვებს ვერ ვიჯერებ. - გაკვირვებულს ეღიმება კალეს. არც კი მალავს ირონიას.
- ხშირად გაგაკვირვებ.
- იმედია. - მუხლზე თითებს ათამაშებს და ეღიმება. მომხიბვლელი პროფილიდან ირონია უკვალოდ ქრება. გონებაში შეკითხვები ჩნდებიან, მაგრამ ყველა ბუნდოვანი და გაურკვეველია. ვითრგუნები.


***

თავი სამოთხეში მგონია. ჯერ კიდევ ფეხდაუდგმელ, გაუთელელ სამყაროში, სადაც შიშის გარეშე შეგიძლია იყო მშვიდად. სადაც დრო თვალსა და ხელს შუა დაიკარგება და შენ მაინც არსად დაგაგვიანდება. უბრალოდ იქნები და იარსებებ, ჩაისუნთქავ და ამოისუნთქავ, ზღვარს არ გაავლებ და არ გაგივლებენ. მარტოობაც კი არ შეგაწუხებს.
ჩვენს წინ ხის მუქი ფიცრებისგან შეკრული ერთსართულიანი კოტეჯი დგას პირამიდის ფორმის სახურავით, სადაც სავარაუდოდ პატარა ოთახი უნდა იყოს, რადგან ფანჯრის მიღმა მოქარგულ ფარდას ვხედავ. პატარა აივანზე ხის მაგიდა და ორი სკამი დგას, რომლებსაც მტვერი და აბლაბუდები მოჰკიდებიათ. მოაჯირზე ისეა მოდებული სურო, თითქოს სახლს მწვანე შარფი ჰქონდეს მოხვეული. ოთახში ნესტის და სიძველის სურნელი ტრიალებს და ვცდილობ, ისე შევისუნთქო ეს ნეტარება, რომ არავინ შემამჩნიოს. აქაურობას სწრაფად ვავლებ თვალს: ბუხარი, დივანი ორი სავარძლით, დაბალი მაგიდა, კედლებში თაროები და რამდენიმე სურათი, კუთხეში ზეწარგადაფარებული მოლბერტი და ხის კიბე, რომელიც სხვენში ადის. წარმოვიდგენ შემოდგომის სუსხიან საღამოებს ამ გარემოში და გულდაწყვეტილს მეღიმება.
ოთახის გავლით უკანა ეზოში გავდივართ. იქ, სადაც ხელმოწერის ცერემოანია გაიმართება.
აქ ყველაფერი მწვანეა. მუქი, ღია, გაცრეცილი, ხასხასა, დანამული, გამომშრალი მწვანე. ეზო იმაზე დიდია, ვიდრე ველოდი. კალე სამსაფეხურიან ბეტონის კიბეზე ჩადის და ყველაზე წინ მიდის. გაოცებული უსტვენს და რამდენიმე სურათს იღებს.
ეზო შემოსაზღვრულიც კი არაა. შეგიძლია მარცხნივ ან მარჯვნივ რამდენიმე მეტრი გაიარო და პირდაპირ ტყეში ამოყო თავი. კიბეზე ჩავდივარ და უკვე ბალახით დაფარულ ქვის ბილიკს მივუყვები. ჩემ გარშემო მიტოვებულ ვარდებთან ერთად მინდვრის ყვავილებიც ყვავიან. ცხელი სიო ხანდახან თავებს არხევინებს ფერად სილამაზეებს. ბილიკის ბოლოს ხრეში ყრია. ჩემ მარცხნივ ხის დიდი მორი გდია. მის წინ კი რკალად შემოვლებული მოზრდილი ქვებით ვხვდები, რომ ეს კოცონის ადგილია. მარჯვნივ, ტყის ნაპირას ხეზე ცალ მხარეს ჩამოწყვეტილი ჰამაკი აბია. იქვე მიწაში ჩაბეტონებული რკინის მაგიდაა გრძელი სკამებით. ჩემ წინ კი ხევია. არც ისეთი დიდი, მაგრამ კლდოვანი და ლამაზი, საიდანაც მშვენიერი ხედი იშლება. ცისფერი ცა ერთმანეთზე მიხუტებულ მთებს შორის იკარგება. ვცდილობ, ხევს ყურადღება არ მივაქციო. ჩიტების ჭიკჭიკით, ბალახის შრიალით და მზის მცხუნვარებით გაბადრული ძლივს გამომდის თავის ხელში აყვანა.
- აქ საშიშია. - უკან ვტრიალდები და მასპინძლებს საზღვარზე ვანიშნებ.
- კი, კი. ქორწილისთვის შემოსაზღვრას ვაპირებთ. - მეთანხმება გეგა. - სულაც არ მინდა, ვინმე წაიჩეხოს.
- არადა ამაშია მთელი ხიბლი. - მოახლოებული კალე ხედს სურათს ურებს.
- ღმერთო, - თვალებს ვატრიალებ. - ხიბლი, ხიბლი... აქ ბავშვებიც შეიძლება იყვნენ. სახიფათოა.
- რა თქმა უნდა. - არც კი მიყურებს, ისე ამბობს. ნერვებმოშლილი წყვილს ვუბრუნდები და იმ იდეებს ვაცნობ, რომლებიც ეზოს დანახვისთანავე მომივიდა აზრად. რაზეც ვთანხმდებით წიგნაკში ვიწერ. ცოტა ხანში კი სარა და გეგა ბოდიშს გვიხდიან და მანქანიდან ნივთების გადმოსაღებად სახლიკენ მიდიან. წიგნაკს ტყავის ზურგჩანთაში ვიდებ და კალესკენ მიბრუნებულს ლამის გული მიჩერდება. ინსტიქტურად პირზე თითებს ვისვამ. ცივი ოფლი მასხმას. ის ისე ახლოს დგას ხეობის ნაპირთან, ალბათ სიოც კი შეძლებს მის გადაგდებას. კალეს მიღმა სიცარიელეა. მხოლოდ სივრცე ჩანს და ძალიან, ძალიან შორს გაცრეცილი მწვანე მთები.
ის-ისაა დაძახებას ვაპირებ, რომ ნახევარი ტანით ბრუნდება. სიხარულისგან სახე უბრწყინავს. ხელს მიწვდენს.
- მოდი, რას დგახარ. მთელი ნეტარებაა! - წარბებს ზემოთ სწევს. მისი უმნიშვნელო მოძრაობაც კი მგონია, რაღაც საშინელს გამოიწვევს.
- მანდედან გამოდი. - ვფიქრობ, რომ ხმამაღლა ვამბობ, სინამდვილეში კი ხმა მიწყდება.
- რა თქვი? - ისევ ჩემკენ ბრუნდება კალე და სმენას ძაბავს. - ისე არ წახვიდე, აქედან რომ არ გადმოიხედო.
- არ მინდა და აჯობებს შენც მოშორდე ნაპირს. - უფრო მკვეთრი ხდება ჩემი ხმა.
- აზრზე არ ხარ. - იცინის და ზურგს მაქცევს. ხელებს შლის და წელში ოდნავ იხრება. მესმის, როგორ იწყებს ყურებში რაღაც წივილს. ამონასუნთქი ჰაერი ყელში მეჩხირება. რამდენიმე წამით სუნთქვა მიჭირს და გულზე სიმძიმეს ვგრძნობ. მინდა დავუყვირო, რომ შეწყვიტოს, რასაც აკეთებს, მაგრამ სიტყვებიც ჰაერთან ერთად ყელში იბუდებენ. სიო მის ღვიძლისფერ მაისურს აფრიალებს და წამით საკუთარი სისხლიანი ხელები მიელვებს თვალწინ. სუნსაც ვგრძნობ და სისველესაც. ინსტიქტურად ხელებზე ვიხედები. იქ არაფერია ცახცახის და სიცივის გარდა. მეორე შემოქროლებისას სიო ცივ ქარად იქცევა და ცოტას მაფხიზლებს. ის-ისაა ნაბიჯს ვდგამ კალეს უკან გამოსათრევად, რომ ბიჭი წელში სწორდება, ფოტოაპარატს იჭერს და ისე ბრუნდება, ვითომც არაფერი. ერთი წამით თვალს მავლებს და გაბადრული სახე უსერიოზულდება.
- რა გჭირს? სახეზე ფერი არ გადევს. - მიხალოვდება და თვალებში ჩამყურებს. როგორც იქნა, ჰაერს ფილტვებიდან ვათავისუფლებ და დაძაბულ კუნთებს მოდუნების საშუალებას ვაძლევ. - ცუდად ხომ არ ხარ? - ჩემკენ იხრება შეკრული შუბლით და თითებს იწვდენს. ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ.
- ხიბლი, ნეტარება... რაც გინდა ის დაარქვი, მაგრამ ქორწილამდე აქ ჩემთან ერთად აღარ წამოხვალ. ერთი ღერი მომეცი. - ხელს ვუწვდენ. თვალებში არ ვუყურებ. მოლოდინში მის ფოტოაპარატს მივჩერებივარ და ტუჩს ვიკვნეტ. შემდეგ უკანა ჯიბისკენ წაღებულ მის მოქნილ თითებს ვხედავ და ჩემს ხელისგულზე სანთებელა და ერთი ღერი სიგარეტი ჩნდება. იქვე მორზე ვჯდები და ვუკიდებ.
- რა გავაკეთე? - გვერდით მიჯდება. მისგან რეალობის მძაფრი სურნელი მოდის.
- ყველაფერი გააფუჭე.



***
2016 წელი, 1 ივლისი
საღამო

ფეისბუქი შარშანდელი პირველი ივლისის სიახლეს მახსენებს. მე, ნატა და თეონა მაღაზიის სარკეში ერთნაირი სათვალეებით ვპოზიორობთ. კომენტარებში ნატა ყოველგვარი დანდობის გარეშე აცხადებს, რომ სათვალე ჩვენ სამს შორის ყველაზე მეტად მას უხდება. მოგონებები ჯაჭვად იქცევიან და თავში ათასი სურათი და ხმა მიტრიალებს. მობილურს ვთიშავ, დივანზე ვწვები და თვალებს ვხუჭავ. ახლა რამდენიც არ უნდა ვეცადო, გონებიდან ამ ყველაფერს ვერაფრით ამოვიგდებ. რამდენიც არ უნდა ვეცადო, ვერაფრით შევეგუები იმ ფაქტს, რომ სამეგობროს შეკრება ნატას გამოკლებით მოხდება. გამოსავალი ყველაზე ძველი და ბანალურია - დრო.
ცოტა ხანში მათე მოდის და ერთად ვვახშმობთ. უხასიათობის მიზეზს რომ ვუყვები, თავადაც უფუჭდება განწყობა და ამის გამო კიდევ უფრო ვითრგუნები. ჩემთან დარჩენას მთავაზობს. არ უნდა, რომ მარტო დამტოვოს, მაგრამ უარს ვეუბნები და სახლში ვუშვებ. ის ჩემს კორპუსში ერთი სართულით ზემოთ ცხოვრობს. ათი საათი ხდება დასაძინებლად რომ ვწვები. უკანასკნელად ამ დროს სკოლის ბანკეტის წინა დღეს დავიძინე ძალების მოსაკრებად.


***
შუაღამე

ძილი მაშინაა ტკბილი, როცა არც სიზმარს ხედავ და არც ღამით გეღვიძება. მაგრამ, როცა სული აფორიაქებული გაქვს ტკბილი ძილი შეგიძლია მხოლოდ ინატრო.
შუაღამით მეღვიძება, მაგრამ მალევე ვიბრუნებ ძილს, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც მიშლის ხელს. ვგრძნობ, რომ რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს, მაგრამ თვლემას განვაგრძობ. ასე მგონია რამდენიმე წამში ერთხელ მეღვიძება და ისევ უკუნში ვიკარგები. შუალედებში საკუთარი ოთახის კონტურებს ვავლებ თვალს და ვხედავ, რომ აქ რაღაც ზედმეტია. თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ვერაფრით ვასხვავებ სიზმარს და რეალობას. ვერ გამიგია მძნავს თუ არა. რეალურად ვხედავ კართან აღმართულ სილუეტს, თუ მესიზმრება. ვცდილობ თავს ძალა დავატანო და გავერკვე, მაგრამ არაფერი გამომდის. არეულობაში ჩრდილი იზრდება და მიახლოვდება. მეშინია, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებ, რომ შესაძლოა ეს არც ხდებოდეს. აი, სადაცაა გათენდება, გამომეღვიძება და ვნახავ, რომ ქვეცნობიერი მეთამაშება. ეს მშველის და ვერ ვიგებ ისე ვითიშები.
მაგრამ... არ ვიცი რამდენი ხნის შემდეგ, თუმცა შუაღამით გულაჩქარებულს მეღვიძება. ტვინი განგაშის სიგნალივით მატყობინებს, რა ხდებოდა ცოტა ხნის წინ, საწოლზე სწრაფად ვიწევი და დამფრთხალი ვანთებ ნათურას. ოთახს თვალს ვავლებ და ყველაფერს ვაკვირდები. აქ არავინაა. რა თქმა უნდა, არავინაა. კარი დახურულია, ფარდა გაწეული. ოთახში სიმშვიდეა. გარედან მანქანების სუსტი ხმა შემოდის. თითებს სახეზე ვისვამ და საკუთარ თავს სიმხდალეში ვუტყდები. ასეთი მშიშარა არ ყოფილხარ მირა. არც უნდა გახდე. ახლა არა.


***
2016 წელი, 2 ივლისი
ადრიანი დილა

ძილიდან კარზე ზარის ხმას გამოვყავარ. ხუთის ნახევარია. ამ დროს მხოლოდ მათეს შეუძლია თავზე დამადგეს, მაგრამ ახლა მიზეზს ვერ ვხვდები. თვალების ფშვნეტით გავდივარ საძინებლიდან და სანამ კართან მივიდოდე, რამდენჯერმე დამთქნარებასაც ვასწრებ. სათვალთვალოდან მათეს ვხედავ. ბიჭი ქარიშხალივით შემოდის ოთახში, ხელში ცხელი ყავის ფინჯანს მაჩეჩებს და მისაღებ ოთახში დოინჯშემოყრილი დგება.
- რა ხდება? იცი რომელი საათია? - ჩაწყვეტილი ხმით ვეკითხები და მთქნარებით ვეშვები სავარძელში. ყავა გემრიელი კია.
- ნახევარი საათი გაქვს მოსამზადებლად. ექვსზე სადგურში უნდა ვიყოთ. ბორჯომში მივდივართ.
- მათე, გააფრინე? - მეცინება.
- შენ როგორც გაწყობს, ისე იყოს.
ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ გონს. ასეთი სპონტანური საქციელი მათეს არ სჩვევია. მას ყველაფრის წინასწარ გათვლა და დაგეგმვა უყვარს. უმოქმედოდ რომ მხედავს, ჩემს საძინებელში შედის და ზურგჩანთა გამოაქვს.
- ჩალაგება სააბაზანოდან დავიწყო თუ კარადებიდან?
ვდგები, ჩანთას ვართმევ და ლოყაზე ვკოცნი. ის ისევ ჩემთვის ცდილობს. უზომოდ მადლიერი ვარ და მაწუხებს ის ფაქტი, რომ ვერ გამოვხატავ.


***
შუადღე

- რას იტყვი? - თვალებს ჭუტავს მათე და ტირის თოფის დახლზე მანიშნებს.
- გაჯიბრებას არ ვაპირებ. - თავს ვაქნევ. მათე კარგად ისვრის. მამაჩემივით, მისი მამაც მონადირეა და მათთან ერთად ნადირობის სეზონზე რამდენჯერმე ვყოფილვარ.
სანამ მათე ფულს იხდის, ტირის თოფს ვიღებ და სამიზნეს ვუმიზნებ. პირველი სცდება, მეორეც და მესამეც. უკმაყოფილოდ ვაჩეჩებ ხელებში თავმომწონედ მომღიმარ მათეს.
- დაცინვას მხოლოდ იმ შემთვევაში გაპატიებ, თუ აი იმ საყვარელ კურდღელს მოიგებ.


***

ბამბის ნაყინის ჭამაში ნაცრისფერი, თეთრყურებიანი კურდღელი ხელს მიშლის. საშინლად ცხელა. სათამაშო რომ არ დამივარდეს, გულზე ვიკრავ და ვარდისფერი ღრუბელის პირით ჩაკბეჩას ვცდილობ. ტუჩები სულ ტკბილი მაქვს. მათე გვერდულად მიყურებს და იცინის.
- ვიყიდო სველი სალფეთქი? - მთავაზობს.
- ჯერ დავამთავრებ. ბამბის ნაყინის ჭამის მთელი ხიბლი იმაშია, რომ გატკბილიანებს ფიზიკურად და გაკტბობს სულიერად.
- მთელი ფილოსოფიაა. გამოდის, ნეტარებას ვაკლდები. - ორი თითით ნაყინის ნაგლეჯს პირში იდებს და შემდეგ თითებს ილოკავს. მაშინვე ვიწევი მისკენ და ტკბილიანი ტუჩებით ლოყაზე სწრაფ-სწრაფად ვკოცნი. - ფუ, ფუუ, მირაა, გამატკბილიანე! - კოპებშეკრული მიყურებს და დასვრილ ლოყას უშნოდ მანჭავს. მის მიმიკებზე სიცილი მიტყდება, მაგრამ მალევე, მათეს ბამბის ნაყინი ჩემს თმას სტუმრობს და სასტუმროში გვიწევს წასვლა.


***
ღამე

აივანზე, რბილ სავარძელში ფეხმორთხმით ვზივარ და ცოტა ხნის წინ მათეს მორთმეოულ კოქტეილს ვწრუპავ. ბიჭი ჩემ წინ ზის და მობილურზე თანამშრომელს მშვიდად უხსნის რაღაცას. ჩვენამდე პარკში ჩართული მუსიკის გუგუნი და ტურისტებით სავსე ქუჩის ხმა აღწევს. ველოდი, რომ ეს ქაოსი გამაღიზიანებდა, მაგრამ არა. როცა მშვიდად ხარ და არაფერზე დარდობ, ხმაური მსუბუქდება და უკანა პლანზე იწევს. ცოტა სიტკბო, ცოტა ალკოჰოლი და მათეს ტბილი ხმის ტემბრი საუკეთესო კომბინაციაა ჩემი განწყობისთვის.
- ესე იგი, რამდენი დაგრჩა? - მეკითხება, როცა მობილურზე საუბარს ასრულებს. სიგარეტის კოლოფიდან ერთ ღერს იღებს და ჩემ პასუხს ეშმაკური გამომეტყველებით ელოდება.
- აგვისტოს ბოლომდე. - კალესთან ერთად მოწეული ორი ღერი მახსენდება და უხერხულად ვიშმუშნები.
- ხვდები რამდენი შეძელი? ლამისაა დარჩენილი ორი თვე გაპატიო. - ისევ დამცინის, სიგარეტს უკიდებს და თითქოს მოწყალედ, კვამლს ჩემგან შორს უშვებს.
- ჯობია დატკბე ამ ორი თვით. სადაცაა შენსა და ნიკოტინს შორის ჩავდგები. - დანაშაულის გრძნობას არ ვიმჩნევ და თავს ამაყად ვწევ.
- დავიჯერო? - ეჭვით ჭუტავს ცალ თვალს მათე. - დავიჯერო, რომ ეთხელ მაინც არ დანებდი?
- ხავსს ნუ ეჭიდები, შენი ბედი გადაწყვეტილია.
შეგუებული მათე ჩემკენ იწევა და კოქტეილის გაწვდილ ჭიქას თავისას უჭახუნებს.
სანამ სიგარეტს ჩაამთავრებდეს, ჩუმად ვართ. ამასობაში ალკოჰოლიც მთავრდება. მათე მეორე ღერს უკიდებს.
- იმაზე ბევრს ეწევი, ვიდრე აქამდე. - უკმაყოფილოდ აღვნიშნავ. მათე კი ისე მიცვლის თემას, თითქოს არაფერი მეთქვას.
- იმ ფოტოგრაფზე რას ფიქრობ? - სავარძელზე ოდნავ ქვემოთ ცურდება ის და ფეხებს რბილ ტაბურეტზე ჯვარედინად აწყობს.
- კალეზე ამბობ?
მეჩვენება თუ მათე ოხრავს?
- ხო, კალეზე.
- რას უნდა ვფიქრობდე, ჩვენი თანამშრომელია. - მხრებს ვიჩეჩავ.
- ეგ ვიცი. შენთან როგორი ურთიერთობა აქვს?
- მათე. - მეცინება. მაგრამ შემდეგ მახსენდება, როგორ გამომიტყდა წლების წინ სიყვარულში და ისევ დამალვა, ისევ სადმე შეძვრომა და გაქრობა მინდება. ნეტავ თუ გადაუარა? სულ ოდნავ მაინც? ამაზე სულ ერთხელ ვილაპარაკეთ და მას შემდეგ სიტყვაც არ დაგვცდენია. - არ ვიცი მათე, თანამშრომლები ვართ და შესაბამისი ურთიერთობა გვაქვს. ხომ იცი, თენგოს მეგობარია.
- ხო, ეგ ვიცი. - ჩაფიქრებული აქნევს თავს, შემდეგ მიყურებს. - მოგწონს?
სუნთქვა მეკვრის.
- ამ საღამოს გაფუჭება არ მინდა, მათე.
- მასზე საუბარი თუ ამას შეძლებს, ესე იგი მოგწონს.
- არა. და მოდი, ნუ ვილაპარაკებთ მასზე.
- ჩემთან ბიჭებზე საუბარს არასდროს გაურბოდი. - მშვიდად ეწევა სიგარეტს.
- ამას არც ახლა ვაკეთებ.
მათე იცინის.
მე დავმარცხდი. და საშინლად ვგრძნოვ თავს.
- ცდილობდი, მაგრამ ვერ დაიმალე. - ამბობს ის.
- ვერ ვხვდები...
- ბანკეტის დღეს ვგულისხმობ. ხომ იცი, სადაც არ უნდა შეძვრე, მაინც გიპოვი. - თვალს მიკრავს. თვალებს ვატრიალებ. მუხლებზე არ ვეცემი.
- ის უბრალოდ სიმპატიური და მიმზიდველია. დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენ ჯგუფელ გოგოს მოეწონა.
- თუმცა ახლა ის შენთან ერთად მუშაობს.
- ღმერთო!
- დიახ, გისმენ...
- მორჩი. არ ვიცი, რა გინდა, რომ მათქმევინო.
მათე სიგარეტს საფერფლეში აგდებს, ჩემ წინ მაგიდაზე ჯდება და თითებს მიჭერს.
- დაივიწყე რაზეც ფიქრობ და რაც ხელს გიშლის. ერთმანეთისთვის ხელბორკილები არ უნდა ვიყოთ, მირა. არ მინდა, რომ უაზრო დანაშაულის გრძნობა ცხოვრებაში ხელს გიშლიდეს. ადრე რაც იყო - იყო. ჩვენ მეგობრები ვართ და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. თუ ის მართლა მოგწონს, მე ნუ დამიმალავ. ოოხ, მირაა... - მათე ჩემს აწყლიანებულ თვალებს ამჩნევს. - არ იტირო რაა. - თითებს ლოყაზე მისვამს და მიღიმის. შემდეგ ჩემ გვერდით ჯდება და გულზე მიკრავს. ვეხუტები. საკუთარი ეგოისტობა ყელში მიჭერს. - უბრალოდ ერთს გთხოვ. კარგი? - თავს ვუქნევ. - კარგად გაიცანი. - ისევ თავს ვუქნევ და ტირილის შესაჩერებლად რამდენიმე წამით სუნთქვას ვიკავებ.
- არ მოგწონს, არა? - ვეკითხები ჩუმად.
- არაა, არის მასში რაღაც... - მსახიობური გამოთქმით იწყებს. იდაყვს მუცელში ვკრავ.
- მაინც ვერ ვხვდები, რატომ ხარ დღემდე ჩემი მეგობარი, თან ასეთი იდეალური.
- ხომ იცი, რომ თავიდან ვერ მომიშორებ.
- ვამბობდი, საღამოს გააფუჭევ მეთქი.
- წავალ, ბამბის ნაყინს გიყიდი. - მათე ხელს ქვემოთ აცურებს და წელზე ერთი თითით მიღუტუნებს. ჩემი კივილი ალბათ მთელ სასტუმროს ესმის.


პ.ს. შესაძლოა არაფრისმომცემ თავად მოგეჩვენოთ, თუმცა არის რაღაცები, თუ ჩაუკვირდებით... იმედია ისიამოვნებთ ;)скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი

მათე თუა მკვლელი ძაან კარგი მსახიობი ყოფილა, ნახსენებიც არის ამ თავში რომ აქვს ასეთი ნიჭი ???????? გარდა ამისა წინა თავებში ჩანდა რომ მათე მკვლელობის მომენტში გაქრა ზუსტად,მირა ეძებდა მაშინ და ვერ პოულობდა ????????????

 



№2 სტუმარი სტუმარი

თან მათეს ისტორიაში დიდ ადგილს უთმობ და ალბათ გინდა მიგვახვედრო როგორღაც ????????

 



№3  offline მოდერი abezara98

ხოო, ამ თავით გეტყვი რომ ჩემი მკვლელების სია ნამდვილად სამ ადამიანამდე დავიდა open_mouth confused მომეწონა და უფრო მეტი მომანდომა laughing მართლა არ მინდოდა, რომ დასრულებულიყო heart_eyes საოცრებავ და ვარსკვლავო, გელოდები მოუთმენლად heart_eyes kissing_heart

 



№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ძალიან მშვენიერი თავია და რატომ უნდა გვეგონოს რომ არაფრის მომცემია? ჩემი სარა და გეგაა, მიხარია რომ ჩანან. მათეზე რომ ვგიჟდები უკვე გითხარი ხო? დაჩიზეც, ცისთვალაზე, ის ვითომ არაფრისმომცემი მესიჯი და უცნაური ფლირტიც როგორ მაგიჟებს იცი? მათეს დამოკიდებულება მირასადმი კი ჩემთვის ყველაზე ლამაზია.

 



№5  offline წევრი ცარიელი

არ ვიცი ვინაა მკვლელი მაგრამ შენ რომ ძალიან მაგარი ხარ ვიცი <3 მათე იმდენად მომწონს რომ არ და ვერ ვუშვებ რომ მას შეიძლება ჩაედინა რაიმე ცუდი. ველოდები გაგრძელებას <3
--------------------
ხელმოწერა

 



№6  offline წევრი møøn šhinė

ხოდა ხო წერია ჩაუკვირდითო აქ, ხოდა მგონი ძაან ჩავუკვირდი და მკვლელი ვინც მგონია არმინდა რო ის იყოს smile
ძალიან კარგი და ბევრის მომცემი თავი იყო.
ხოოდა ძალიან კარგი ისტორიაა მთლიანობაში და წარმატებები. yum

 



№7  offline წევრი ბელუ შეროზია

მთელ თავს სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი.
დაძაბული ვიყავი ორონდ
სასიამოვნოდ დაძაბული.
უცნაურად ჟღერს,
მაგრამ ძალიან, ძალიან სასიამოვნოა ეს შეგრძნება და
მისი გამოწვევა მხოლოდ შენ შეგიძლია,
შენი ისტორიებით! მხოლოდ შენით!
ვფიქრობ,
ვფიქრობ კი არა მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ იდეალური მწერალი ხარ!
გელოდები როდის დადებ შემდეგ თავს, თანაც მოუთმენლად! heart_eyes

 



№8  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი
მათე თუა მკვლელი ძაან კარგი მსახიობი ყოფილა, ნახსენებიც არის ამ თავში რომ აქვს ასეთი ნიჭი ???????? გარდა ამისა წინა თავებში ჩანდა რომ მათე მკვლელობის მომენტში გაქრა ზუსტად,მირა ეძებდა მაშინ და ვერ პოულობდა ????????????

სტუმარი
თან მათეს ისტორიაში დიდ ადგილს უთმობ და ალბათ გინდა მიგვახვედრო როგორღაც ????????

კიი, სწორად ხედავ მინიშნებებს, თუმცა კაცმა არ იცის, საით მიდიან ეს მინიშნებები... ხო ხვდები, მე ვერც კი გეტყვი, ვერც არას :დდ მიხარია, რომ შენს ეჭვებს მიზიარებ <3

abezara98
ხოო, ამ თავით გეტყვი რომ ჩემი მკვლელების სია ნამდვილად სამ ადამიანამდე დავიდა open_mouth confused მომეწონა და უფრო მეტი მომანდომა laughing მართლა არ მინდოდა, რომ დასრულებულიყო heart_eyes საოცრებავ და ვარსკვლავო, გელოდები მოუთმენლად heart_eyes kissing_heart

სამზეეეე? კალე, მათე დააა?
შემდეგ თავს გვირას დავდებ ჩემო კარგო... მანამდე არ მგონია მოვახერხო <3 მიხარია, რომ ინტერესი გკლავს ^_^ :დდ

ლორელაი
ძალიან მშვენიერი თავია და რატომ უნდა გვეგონოს რომ არაფრის მომცემია? ჩემი სარა და გეგაა, მიხარია რომ ჩანან. მათეზე რომ ვგიჟდები უკვე გითხარი ხო? დაჩიზეც, ცისთვალაზე, ის ვითომ არაფრისმომცემი მესიჯი და უცნაური ფლირტიც როგორ მაგიჟებს იცი? მათეს დამოკიდებულება მირასადმი კი ჩემთვის ყველაზე ლამაზია.

ხოო ვიცი, ეს ბოლო როგორ გიყვარს ^^ წაკითხულს რო ხელახლა კითხულობ მიხარია ძალიან <3 მადლობა თათ <3

mirandaa31
არ ვიცი ვინაა მკვლელი მაგრამ შენ რომ ძალიან მაგარი ხარ ვიცი <3 მათე იმდენად მომწონს რომ არ და ვერ ვუშვებ რომ მას შეიძლება ჩაედინა რაიმე ცუდი. ველოდები გაგრძელებას <3

რომ არ ველოდებით, იქიდან შეიძლება მოდიოდეს საფრთხე.. ასე რომ :დდ ^^
დიდი დიდი მადლობა ჩემონკარგო... კვირას იქნება გაგრძელება <3

møøn šhinė
ხოდა ხო წერია ჩაუკვირდითო აქ, ხოდა მგონი ძაან ჩავუკვირდი და მკვლელი ვინც მგონია არმინდა რო ის იყოს smile
ძალიან კარგი და ბევრის მომცემი თავი იყო.
ხოოდა ძალიან კარგი ისტორიაა მთლიანობაში და წარმატებები. yum


წინასწარ ნურაფერზე ინერვიულებ და ეს ჩაკვირვებისუნარი სხვა თავებიც გამოიყენე ;) ძალიან ძალიან დიდი მადლობა რომ კითულობ <3

ბელუ შეროზია
მთელ თავს სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი.
დაძაბული ვიყავი ორონდ
სასიამოვნოდ დაძაბული.
უცნაურად ჟღერს,
მაგრამ ძალიან, ძალიან სასიამოვნოა ეს შეგრძნება და
მისი გამოწვევა მხოლოდ შენ შეგიძლია,
შენი ისტორიებით! მხოლოდ შენით!
ვფიქრობ,
ვფიქრობ კი არა მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ იდეალური მწერალი ხარ!
გელოდები როდის დადებ შემდეგ თავს, თანაც მოუთმენლად! heart_eyes


ვაიმე სიხარულისგან და ბედნიერებისგან გამისკდება გული... <3 როგორ მიხარია, რომ სიუჟეტი მიუხედავად ასეთ ემოციებს იწვევს ნაწერი შენში... დიდი დიდი მადლობა ჩემო კარგო ^_^ კვირას აქ ვარ ახალი თავით <3

 



№9 სტუმარი სტუმარი გრაფინია

მათე პირველივე თავიდან მომწონს და არ მინდა რამე შეიცვალოს.

მე კალე მაეჭვებს..ვინაა ასეთი რაღაცნაირი?! ძალიან უარყოფით ემოციებს იწვევს ჩემში.

 



№10  offline აქტიური მკითხველი grafo

ოხხ, მარიამ. ახლა როდემდე უნდა გვაფორიაქო?!
ღმერთო როგორ არ მომწონს ეს მირა. რა მოსაწყენი გოგოა.
ნიუჟელი მათეა. თან ღამე შეგრძნება აწუხებს რომ ვიღაც უთვალთვალებს, მეზობლებიც არიან...ასეთი ტკბილი კაცები შენ რომ გიყვარს ისეთ წიგნებში მკვლელები არიან ხოლმე. თითქოს ბედს შეგუებულები, სინამდვილეში წლები ბოღმას აგროვებენ და ხან რა ფორმით იცლებიან ხან რა. მაგრამ,რაღაც არ ვიცი რა, არ ემთხვევა ამ მათეს, თან ემთხვევა ყველაზე მეტად :D :D.

 



№11  offline წევრი ჟიზელი

ზუსტად ვიცი, ყბას დავაღებ ბოლომდე,როცა გავიგებ მკვლელი ვინაა და ამიტომ, მშვიდად მოგყვები.
რაც შეეხება მათეს, ჩემთვის ეს ბიჭი და მისი გრძნობა, კალეს მომნუსხველობაზე და ცისთვალას მიმზიდველობაზე უფრო ლამაზი და გულშიჩამწვდომია. ალბათ,იმიტომ , რომ მირას დამოკიდებულებას ამ ორი ბიჭის მიმართ,პირდაპირი გზით მათეს გულის ტკივილს ვუკავშირებ და თანაგრძნობას იწვევს ეს ყველაფერი. ასე მგონია , სიგარეტის მოწევა მირას გამო დაიწყო მათემ და უნდა ეთქვა იმ საღამოს,მაგრამ დაჩის და მისი მზერა ისევე დაინახა,როგორც ნატამ... ძალიან სუფთა გრძნობით უყვარს მირა და იმედია,არ ვცდები და სისხლში ამოთხვრილი ხელებით არ ჩამინაცვლდება ყველაფერი.

 



№12 სტუმარი სტუმარი თამო

არაფრის მომცემი კი არა ძალიან საინტერესო თავია.აი ის მომენტი მაფიქრებს როცა მირა ვიღაცას ხედავდა სახლში მერე თან არავინ იყო თითქოს მათე მაგრამ არაა ეგ ძაან მომწონს და რავქნა იმედია ეგ არ არმოჩნდება მკვლელი.კალე უფრო მეეჭვება თავისი საქციელებით და რა ვქნა უფრო მაეჭვებს ისე იქცევა.დავიბენი ძალიან და ველოდები შემდეგ თავს.

 



№13 სტუმარი Teon Greijoi

mate tu gaqra is degenerati potograpic gaqra, roca mira tualetshi shevida:))
xo kideve erti mates awyobsa matas moshoreba, magam samagierod potograpi zustad isetia, rogorc seriuli mkvlelebi. magali aiqiuti, dakvirvebuli, yevlapers akvirdeba eg nabo zari, dzalian yuradgebiani, xasiati advilad ecvleba da zustad, rom avadmyopuri midrekilebebi aqvs:)))))) sabolood dachis mokluli gamodgeba albat :DDD

 



№14  offline წევრი chica sol

არასდროსაა შენი ნაწერის რომელიმე ამონარიდი არაფრის მთქმელი. აქამდეც მითქვამს ხომ შენი აღწერები ძალიან რომ მომწონს? იქ ვიყავი, გეგასა და სარას სახლში, უკანა ეზოშიც, ანანურშიც, ტაძარშიც, კოტეჯშიც, ყველგან...
საოცრება ხარ.
არ დავიწყებ ეს მგონია ან ის მგონია მკვლელი მეთქი, მე ხომ ისედაც ყველაფერი ვიცი :დ
უბრალოდ მიკვირს, მკითხველი რომ მეგობრებს შორის დაეძებს მკვლელს. იქნებ სერიული მკვლელია? ასე ვთქვათ გამვლელი? :დ
ერთი სული მაქვს ახალი თავი ვიხილო❤

 



№15  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მარიამ რომ იცოდე როგორი საინტერესო თავი იყო... მიუხედავად იმისა რომ სერიოზული ეჭვები მაქვს მათესადმი, მაინც ძალიან მომწონს, იდეალურია და შეუდარებელი. თუნდაც მსახიობობდეს ამას ხომ დიდი ნიჭი და მოთმინება ჭირდება უდაოდ დასაფასებელია მათე ორივე მხრიდან როგორც მეგობარი და როგორც სავარაუდო მკვლელი.
რაც შეეხება იმ მომენტებს როდესაც თითქოს მინიშნებები ნამცეცებად გაგვიფანტე ამ თავში ჯერ-ჯერობით წინასწარი ვარაუდებისგან თავს შევიკავებ.
ისე ეს კალეც როგორი ადრენალინის მოყვარული ყოფილა, განსხვავებულად აზროვნებს და არაორდინალურია...
მომწონს კი არადა მიყვარს ეს ისტორია, კვირა დღეს ველი მოუთმენლად...

 



№16  offline მოდერი Yvavi.

მათეს და მირას ურთიერთობა ძაან მელამაზება და მეგულწრფელება, სამაგიეროდ კალე მგონია ახლა ტოქსიკური მირასთვის.
საინტერესო თავია ხმა არ გავიგო, არის დეტალები რასაც მოეჭიდება ადამიანი მაგრამ ჯერ ჯერობით ბატიბუტით ხელში “ვუცქერ” :3
ახლა ბიჭი ნატა მაინტერესებს 3:)

 



№17 სტუმარი სტუმარი ნინა

როგორ მაინტერესებს მკვლელი ვინაა.
კალე თავისუფლების მოყვარული, ექსტრაორდინალური, ცოტათი სახიფათო ტიპია, მაგრამ მკვლელად ვერ წარმომიდგენია. აი, მათე კიდე... ოხ, მათეე ;დ თითქოს იდეალური მეგობარია, მაგრამ ნუთუ წრფელია განზრახვანი მისნი? ;დ ეს შუაღამის ექსტრემი და უცებ წასვლა, რაღაც მაეჭვებს. მირას ბრმა ნდობაც დამაფიქრებელია. თუმცა, თუკი მათუნაა მკვლელი, (რასაც მისი არტისტიზმიც ამყარებს.) რატომ მოკლა ნატა? ამით რისი დამტკიცება სურდა. თუ უბრალოდ მანიაკალური მიდრეკილებები აქვს, განა აქამდე არ გამოაჩენდა ერთხელ მაინც?;დ
ინტერესნოო ;დ

 



№18  offline აქტიური მკითხველი grafo

chica sol
არასდროსაა შენი ნაწერის რომელიმე ამონარიდი არაფრის მთქმელი. აქამდეც მითქვამს ხომ შენი აღწერები ძალიან რომ მომწონს? იქ ვიყავი, გეგასა და სარას სახლში, უკანა ეზოშიც, ანანურშიც, ტაძარშიც, კოტეჯშიც, ყველგან...
საოცრება ხარ.
არ დავიწყებ ეს მგონია ან ის მგონია მკვლელი მეთქი, მე ხომ ისედაც ყველაფერი ვიცი :დ
უბრალოდ მიკვირს, მკითხველი რომ მეგობრებს შორის დაეძებს მკვლელს. იქნებ სერიული მკვლელია? ასე ვთქვათ გამვლელი? :დ
ერთი სული მაქვს ახალი თავი ვიხილო❤


ოჰ, იცის ქალბატონმა და დაგვახარბა.
არიქა!!!
თუ რამის თქმა გინდა, თქვი ბოლომდე :D :D.
მარიამმა ოღონდ წეროს და სულ ნუ გამიგია ვინ არის მკვლელი. მსგავსი ისტორიები საერთოდ არ არის ჩემი სტილი, მაგრამ რა ვქნა რომ მარიამის ისტორიებს გვერდს ვერ ავუვლი.

 



№19  offline წევრი chica sol

grafo
chica sol
არასდროსაა შენი ნაწერის რომელიმე ამონარიდი არაფრის მთქმელი. აქამდეც მითქვამს ხომ შენი აღწერები ძალიან რომ მომწონს? იქ ვიყავი, გეგასა და სარას სახლში, უკანა ეზოშიც, ანანურშიც, ტაძარშიც, კოტეჯშიც, ყველგან...
საოცრება ხარ.
არ დავიწყებ ეს მგონია ან ის მგონია მკვლელი მეთქი, მე ხომ ისედაც ყველაფერი ვიცი :დ
უბრალოდ მიკვირს, მკითხველი რომ მეგობრებს შორის დაეძებს მკვლელს. იქნებ სერიული მკვლელია? ასე ვთქვათ გამვლელი? :დ
ერთი სული მაქვს ახალი თავი ვიხილო❤


ოჰ, იცის ქალბატონმა და დაგვახარბა.
არიქა!!!
თუ რამის თქმა გინდა, თქვი ბოლომდე :D :D.
მარიამმა ოღონდ წეროს და სულ ნუ გამიგია ვინ არის მკვლელი. მსგავსი ისტორიები საერთოდ არ არის ჩემი სტილი, მაგრამ რა ვქნა რომ მარიამის ისტორიებს გვერდს ვერ ავუვლი.

ოოჰ, გრაფო, რომ იცოდე რამდენი რამის თქმა შემიძლია და მინდა, მაგრამ აბა როგორ? :დ არადა სულ დეტალ- დეტალ შემიძლია მოყოლა :დდდ

 



№20  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი გრაფინია
მათე პირველივე თავიდან მომწონს და არ მინდა რამე შეიცვალოს.

მე კალე მაეჭვებს..ვინაა ასეთი რაღაცნაირი?! ძალიან უარყოფით ემოციებს იწვევს ჩემში.

ხოო, მათესგან განსხვავებით, კალე ცოტა თავისებური ბიჭია. ხანდახან გამომწვევადაც იქცევა, მაგრამ დადებითიც აქვს და გამოჩნდება... ნუ რამდენად შეცვლის შენს წარმოდგენას არ ვიცი, მაგრამ, მაინც :დდ მათეს რაც ეეხება... ისტორიაში ყველა პერსონაჟი იცვლება, ასე, რომ მზად იყავი ამიოსთვის ;)

grafo
ოხხ, მარიამ. ახლა როდემდე უნდა გვაფორიაქო?!
ღმერთო როგორ არ მომწონს ეს მირა. რა მოსაწყენი გოგოა.
ნიუჟელი მათეა. თან ღამე შეგრძნება აწუხებს რომ ვიღაც უთვალთვალებს, მეზობლებიც არიან...ასეთი ტკბილი კაცები შენ რომ გიყვარს ისეთ წიგნებში მკვლელები არიან ხოლმე. თითქოს ბედს შეგუებულები, სინამდვილეში წლები ბოღმას აგროვებენ და ხან რა ფორმით იცლებიან ხან რა. მაგრამ,რაღაც არ ვიცი რა, არ ემთხვევა ამ მათეს, თან ემთხვევა ყველაზე მეტად :D :D.

როგდემდეც შევძლებ სიუჟეტიდან გამომდინარე :დდდდ
გეთანხმები, მირა ცოტა "ნე რიბა ნე მიასა" გოგოა... ცოტა დაბნეულ-არეულიც და ალბათ ბოლომდე ასეთად დარჩება. თუმცა ესეც ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც წინ სსაშინელებები ელისს... ხოდა მაგისი მოსაწყენი ხასიათი კაცისშვილს არ გაახენდება რამდენიმე თავის შემდეგ :დდ
თან ხო და თან არა, ხო? :დდ კი, მე მიყვარს ტკბილი კაცების "მეორე" მხარეები, თუმცა მათეს რაც შეეხება, უკაცრავად, მაგრამ ვერც ხოს ვიტყვი და ვერც არას. გამიგებ იმედია :დდ

ჟიზელი
ზუსტად ვიცი, ყბას დავაღებ ბოლომდე,როცა გავიგებ მკვლელი ვინაა და ამიტომ, მშვიდად მოგყვები.
რაც შეეხება მათეს, ჩემთვის ეს ბიჭი და მისი გრძნობა, კალეს მომნუსხველობაზე და ცისთვალას მიმზიდველობაზე უფრო ლამაზი და გულშიჩამწვდომია. ალბათ,იმიტომ , რომ მირას დამოკიდებულებას ამ ორი ბიჭის მიმართ,პირდაპირი გზით მათეს გულის ტკივილს ვუკავშირებ და თანაგრძნობას იწვევს ეს ყველაფერი. ასე მგონია , სიგარეტის მოწევა მირას გამო დაიწყო მათემ და უნდა ეთქვა იმ საღამოს,მაგრამ დაჩის და მისი მზერა ისევე დაინახა,როგორც ნატამ... ძალიან სუფთა გრძნობით უყვარს მირა და იმედია,არ ვცდები და სისხლში ამოთხვრილი ხელებით არ ჩამინაცვლდება ყველაფერი.

არ ცდები იმაში, რომ მათეს მირა ნამდვილად უყვარს. ცოტა სპოილერი გამომდის, მაგრამ მაინც... სიგარეტი მოწევაც კი, იმის გამო დაიწყო, რომ დარდობა, ეთქვა თუ არა მირასთვის. ეშინოდა, რომ უარს მიიღებდა. ნუ, მოგვიანებით მიიღო კიდეც, მაგრამ მათესთვი მირა იმდენად ძვირფასია, რომ ხომ ხედავ... მეგობრობასაც კი დათანხმდა, ოღონდ მი გვერდით ყოფილიყო...
მადლობა კომენტარისთვის ჩემო კარგო... მიხარია, რომ არ გეზარება <3

სტუმარი თამო
არაფრის მომცემი კი არა ძალიან საინტერესო თავია.აი ის მომენტი მაფიქრებს როცა მირა ვიღაცას ხედავდა სახლში მერე თან არავინ იყო თითქოს მათე მაგრამ არაა ეგ ძაან მომწონს და რავქნა იმედია ეგ არ არმოჩნდება მკვლელი.კალე უფრო მეეჭვება თავისი საქციელებით და რა ვქნა უფრო მაეჭვებს ისე იქცევა.დავიბენი ძალიან და ველოდები შემდეგ თავს.

კიი ეგ მომენტი დასაფიქრებელია., ნამდვილად, თუმცა რამდენად სწორია, ვერ გეტყვი :დდ ნებისმიერ კარგად გაწრთვნილ ქურთ=დსაც სეეძლო მირას სახლში შესვლა :დდ მომდევნო თავი კვირას იქნება <3

Teon Greijoi
mate tu gaqra is degenerati potograpic gaqra, roca mira tualetshi shevida:))
xo kideve erti mates awyobsa matas moshoreba, magam samagierod potograpi zustad isetia, rogorc seriuli mkvlelebi. magali aiqiuti, dakvirvebuli, yevlapers akvirdeba eg nabo zari, dzalian yuradgebiani, xasiati advilad ecvleba da zustad, rom avadmyopuri midrekilebebi aqvs:)))))) sabolood dachis mokluli gamodgeba albat :DDD

გაიხარე, იმდენი ვიცინეე :დდდდდ
აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები, იმაშიც კი, რომ შეიძლება დაჩის მოკლული გამოდგეს :დდდ კალეს დახასიათება ისე მომეწონა, ლამისაა მირას პირით ჩავამატოო :დდდ მერე ხომ სეიძლება სხვა პერსონაჟიც იყოს მსგავსიაღწერებით, თუმცა თავს კარგად მალავდეს? რა ვიცი, რა ვიცი :დდ

chica sol
არასდროსაა შენი ნაწერის რომელიმე ამონარიდი არაფრის მთქმელი. აქამდეც მითქვამს ხომ შენი აღწერები ძალიან რომ მომწონს? იქ ვიყავი, გეგასა და სარას სახლში, უკანა ეზოშიც, ანანურშიც, ტაძარშიც, კოტეჯშიც, ყველგან...
საოცრება ხარ.
არ დავიწყებ ეს მგონია ან ის მგონია მკვლელი მეთქი, მე ხომ ისედაც ყველაფერი ვიცი :დ
უბრალოდ მიკვირს, მკითხველი რომ მეგობრებს შორის დაეძებს მკვლელს. იქნებ სერიული მკვლელია? ასე ვთქვათ გამვლელი? :დ
ერთი სული მაქვს ახალი თავი ვიხილო❤

გითქვამ კი გითქვამს და ძალიან მიხარია, რომ ასე ფიქრობ გოგონი <3
ისიც მიხარია, რომ მიუხედავად იმისსა, წაკითხული გაქვს, ამხელა მოზვინულ თავებს იევ კითულობ <3
რაც შეეხება შენს ჩაგდებულ ინტრიგას :დ ენას კბილი დააჭირე, ბევრი არ მოგივიდეს, სანამ გამომიგზავნია დანიანი კაცი :დდ

უცნობი ქ
მარიამ რომ იცოდე როგორი საინტერესო თავი იყო... მიუხედავად იმისა რომ სერიოზული ეჭვები მაქვს მათესადმი, მაინც ძალიან მომწონს, იდეალურია და შეუდარებელი. თუნდაც მსახიობობდეს ამას ხომ დიდი ნიჭი და მოთმინება ჭირდება უდაოდ დასაფასებელია მათე ორივე მხრიდან როგორც მეგობარი და როგორც სავარაუდო მკვლელი.
რაც შეეხება იმ მომენტებს როდესაც თითქოს მინიშნებები ნამცეცებად გაგვიფანტე ამ თავში ჯერ-ჯერობით წინასწარი ვარაუდებისგან თავს შევიკავებ.
ისე ეს კალეც როგორი ადრენალინის მოყვარული ყოფილა, განსხვავებულად აზროვნებს და არაორდინალურია...
მომწონს კი არადა მიყვარს ეს ისტორია, კვირა დღეს ველი მოუთმენლად...

სალ, გეთანხმები, მათე იდეალურია, ვინც არ უნდა იყოს ^_^ თუმცა ეჭვები რას არ შვრება და ვნახოთ, აწი გადაწონის თუ არა შენს ერთგულებას :დდ მიხარია, რომ მოგწონს და მიზიარებ აზრებს... კვირას არ გადავაცდენ ;) <3

Yvavi.
მათეს და მირას ურთიერთობა ძაან მელამაზება და მეგულწრფელება, სამაგიეროდ კალე მგონია ახლა ტოქსიკური მირასთვის.
საინტერესო თავია ხმა არ გავიგო, არის დეტალები რასაც მოეჭიდება ადამიანი მაგრამ ჯერ ჯერობით ბატიბუტით ხელში “ვუცქერ” :3
ახლა ბიჭი ნატა მაინტერესებს 3:)

ხოო და ცოტა არ იყოს გამიძნელდა ეს მათი ურთიერთობა ლამაზად რომ გამოჩენილიყო ამ ამბავში :დდ გვერდით მკვლელობა, თან ამდენი წლის მეგობრის და აქვე მათი ცალმხრივი სიყვარულის ისტორია ^^ და მიხარია, თუ ერთმანეთს არ უშლიან ხელს ^^
აჰა, ანუ ასე მალე აგიცრუვდა კალეზე გული ხომ? მოღალატევ შენა :დდდ
ბიჭ ნატას რაც შეეხება... მომდევნო თავებში დაგენახება ;)



სტუმარი ნინა
როგორ მაინტერესებს მკვლელი ვინაა.
კალე თავისუფლების მოყვარული, ექსტრაორდინალური, ცოტათი სახიფათო ტიპია, მაგრამ მკვლელად ვერ წარმომიდგენია. აი, მათე კიდე... ოხ, მათეე ;დ თითქოს იდეალური მეგობარია, მაგრამ ნუთუ წრფელია განზრახვანი მისნი? ;დ ეს შუაღამის ექსტრემი და უცებ წასვლა, რაღაც მაეჭვებს. მირას ბრმა ნდობაც დამაფიქრებელია. თუმცა, თუკი მათუნაა მკვლელი, (რასაც მისი არტისტიზმიც ამყარებს.) რატომ მოკლა ნატა? ამით რისი დამტკიცება სურდა. თუ უბრალოდ მანიაკალური მიდრეკილებები აქვს, განა აქამდე არ გამოაჩენდა ერთხელ მაინც?;დ
ინტერესნოო ;დ

ოოო კი ბატონო, სენი ეჭვები და ვარიანტებიც საკმაოდ საინტერესოა... მათე თუ მართლა მკვლელია თან მანიაკი :დდ აქამდე როგორ მალავდა საკუთარ თავს? :დდ
ხოდა მკვლელი ვინაა, ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ დარჩება. აი, რამდენიმე თავში, დასრულებამდე საკმაოდ დიდ მინიშნებას დავტოვებ და სავარაუდოდ დამთავრებამდე უკვე გეცოდინებათ მისი სახელი და შემდეგ უყურებთ, როგორ როგორ ერთობა :დდ

chica sol
grafo
chica sol
არასდროსაა შენი ნაწერის რომელიმე ამონარიდი არაფრის მთქმელი. აქამდეც მითქვამს ხომ შენი აღწერები ძალიან რომ მომწონს? იქ ვიყავი, გეგასა და სარას სახლში, უკანა ეზოშიც, ანანურშიც, ტაძარშიც, კოტეჯშიც, ყველგან...
საოცრება ხარ.
არ დავიწყებ ეს მგონია ან ის მგონია მკვლელი მეთქი, მე ხომ ისედაც ყველაფერი ვიცი :დ
უბრალოდ მიკვირს, მკითხველი რომ მეგობრებს შორის დაეძებს მკვლელს. იქნებ სერიული მკვლელია? ასე ვთქვათ გამვლელი? :დ
ერთი სული მაქვს ახალი თავი ვიხილო❤


ოჰ, იცის ქალბატონმა და დაგვახარბა.
არიქა!!!
თუ რამის თქმა გინდა, თქვი ბოლომდე :D :D.
მარიამმა ოღონდ წეროს და სულ ნუ გამიგია ვინ არის მკვლელი. მსგავსი ისტორიები საერთოდ არ არის ჩემი სტილი, მაგრამ რა ვქნა რომ მარიამის ისტორიებს გვერდს ვერ ავუვლი.

ოოჰ, გრაფო, რომ იცოდე რამდენი რამის თქმა შემიძლია და მინდა, მაგრამ აბა როგორ? :დ არადა სულ დეტალ- დეტალ შემიძლია მოყოლა :დდდ

ჰეი თქვენ ფორლაველებო, გაუმაძღარნო ინტერესითა :დდდ გრაფო, მარიამს არ უსმინო, ესეც კაი ინტრიგანია :დდ მე როგორ დიდ პატივში ვყოფილვარ თურმე. არ ვიცოდი, რომ არ გიყვარდა თრილერები (თუ შეიძლება ამ ჟანრს ასე ვუწოდოთ :დდ) და მაინც კითხულობ,მეამაყება ნამეტანი :დდ

 



№21  offline ადმინი თუკა

მარიამ ვანილო, საოცრება ხარ.
აი სიტყვები არ მეყოფა რომ გადმოვცე როგორ დიდ სიამოვნებას ვიღებ შენი წერით.
იმდენად დიდი და შინაარსიანია შენი ნაწერები სრულიად ვწყდები რეალობას და იქ ვარ იმ სამყაროში სადაც ყველაფერი ხდება.
--------------------
4love.ge

 



№22  offline ახალბედა მწერალი lullaby

თუკა
მარიამ ვანილო, საოცრება ხარ.
აი სიტყვები არ მეყოფა რომ გადმოვცე როგორ დიდ სიამოვნებას ვიღებ შენი წერით.
იმდენად დიდი და შინაარსიანია შენი ნაწერები სრულიად ვწყდები რეალობას და იქ ვარ იმ სამყაროში სადაც ყველაფერი ხდება.

თუკა, უღრმესი მადლობა ჩემო კარგო ^^ ზალიან ზალიან მოხარია, რომ წაკითხვას ახერხებ და, რომ ასე მოგწონს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent