ქოქოსის სურნელი (2) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქოქოსის სურნელი (2)


27-07-2018, 00:11
ავტორი ჵჵჵჵ
ნანახია 580

ქოქოსის სურნელი (2)

აქამდე ჩემი ოჯახი ყველაზე სუფთა და გულწრფელი გრძნობებით შეჭიდული მეგონა, მიუხედავად მაიას ქცევებისა, ერთხელ სოფელში ვიყავით დასასვენებლად, რაღაც ნივთი გამიტყდა ზუსტად რა იყო აღარ მახსოვს, იმ ღამით გარეთ გამომაგდო ძალინ შემეშინდა, ირგვლივ ძაღლების ყეფისა მგლების ყმუილის ხმა ისმოდა. შემეშინდა რადგან არც მამა იყო ორი დღით ისევ ქალაქში მოუწია დაბრუნება. მაგრამ ეს იდეალური წარმოდგენა ისე დაიმსხვრა და გაცალმტვერდა თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. დავითი ჩემთვის მამის იდეალს წარმოადგენდა მეგონა, რომ ის იყო ერთდერთი ადამიანი, რომელსაც უანგარო სიყვარული შეეძლო, რომელიც ჭიანჭველასაც კი არ დაადგამდა ფეხს, დღეს აღმოჩნდა, რომ თავისივე მეგობრის სისხლში ჰქონდა გასვრილი ხელები.
ორ დღეში ჩემი ქორწილია, რა ირონიულია ეს ყველაფერი ჯერ კიდვ გუშინ ვამბობდი, რომ არ გავთხოვდებოდი მანამ სანამ კარიერას არ ავიწყობდი, დღეს კი ვიგებ, რომ ორ დღეში ქორწილი მაქვს.
ბევრი ვიწრიალე ლოგინში, მაგრამ ვერ მოვისვენე, ამიტომაც გასეირნება გადავწყვიტე, მიუხედავად იმისა, რომ საათის ისრები ათს უჩვენებდა.
მიყვარს სეირნობა ლამპიონებით განათებულ ქუჩებში ხეტიალი და პარალელურად მუსიკის მოსმენა, თითქოს ეს ყველაფერი მამშვიდებდა და უარყოფითი აურიდან მათავისუფლებდა.
იმდენი ვიხეტიალე საბოლოოდ მთაწმინდაზე აღმოვჩნდი. ვათვალიერებდი ხალხს, მათ ბედნიერ სახეებს, ჯერ კიდევ გუშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი დღეს კი ისიც არ ვიცი რა მელოდება. ხალხის თვალიერებაში ისე გავიდა დრო ვერც კი შევამჩნიე უკვე თორმეტი იყო, მეც გადავწყვიტე სახლში დავბრუნებულიყავი, როდესაც ნაცნობი ხმა მომესმა, ყველაფერს დავთმობდი მაქსიმე, რომ არ ყოფილიყო, მაგრამ არ გამიმართლა. ორ ბიჭთან და სამ გოგოსთან ერთად იყო. როგორც ყოველთვის მაქსიმეს ზედმეტად სერიოზული და მკაცრი სახე ჰქონდა და მშვიდად საუბრობდა. შორიდან ვუყურებდი, ალბათ, 24 წლის თუ იქნებოდა, შავი თვალები აქვს, გრძელი წამწამები, ლამაზი ფორმის წარბები, სწორი ცხვირი და ნავარჯიშები სხეული.
ჩემდაუნებურად დაიწყეს ცრემლებმა დენა, შებრუნება გადავწვიტე, როდესაც მისი თვალები ჩემსას გადაეყარა, წამით მისი გაკვირვებული მზერა ვიგრძენი, შემდდეგ კი ირონიულად ჩაიცინა, და ისევ მის გარშემო მყოფებს მიუბრუნდა. მეც ცინიკურად და გულდაწყვეტით ჩავიცინე და ამჯერად გეზი სახლისაკენ ავიღე.
ტაქსს ველოდებოდი, როდესაც მაქსი დავინახე მანქანით გვერდით ვიღაც გოგო ეჯდა, მაგრამ დიდად ყურადღება აღარ მიმიქცევია, ტაქსში ჩავჯექი და მისამართი ვუკარნახე. მხოლოდ მისულმა ვიგრძენი, რომ ძალინ დაღლილი ვიყავი გადავივლე და 2საათზე უკვე მონატრებული საწოლისაკენ გავეშურე.

დღეს ჩემი ქორწილია, წესით ძალიან გახარებული უნდა ვიყო, მაგრამ ყველაფერი სულ სხვაგვარადაა. ყველაზე მეტად გული იმან დამწყვიტა, რომ ამ ყველაფრის შესახებ დედამაც ყველაფერი იცოდა, ნუთუ თავიდანვე იცოდა მამას სესახებ და მაინც მასთან არჩია დარჩენა?! რატომღაც ორივე ძალიან შეიცვალა. არა რასაკვირველია, თითქოსდა უხარიათ კიდეც, რეალობა ხომ ისაა, რომ მე მათ გამო თავს ვწირავ?!

-ეს დღეც დადგა-ვიცი ჩუმად მოსმენ ძალიან ცუდი საქციელია, მაგრამ დამაინტერესა ასე აღტაცებით ამ დღეს რატომ ახსენებდნენ.
-მართალია ერთხელ და სამუდამოდ თავიდან მოვიშორებთ ჯერ ერთი ამ ლაწირაკს გავათხოვებთ და მაქსიმესგანაც მისი წყალობით თავს დავიხსნით.
-მართალი ხარ ყოველთვის თავს მაბეზრებდა მარიამი, ამის შემდეგ სრული თავისუფლება გვექნება. ეს ყველაფერი, რომ მაქსიმემ გაიგოს ნეტავ რას გააკეთებს?!...
-რა?! ესეიგი 20 წელი იმისათვის მზარდეთ, რომ შემდეგ სატყუარასავით მიგეგდეთ მაქსიმესთვის? არა ამას არ დავუშვებ. მეზიზღებით გესმის?! მთელი არსებით მეზიზღებით! ეს ქორწილი არ შედგება!-დავიღრიალე და გამობრუნება დავაპირე
-ქორწილი შედგება, თუ არადა, შენი უმცროსი დაიკო მოკვდება, მოკვდება იმ შემთხვევაშიც თუ შენს საქმროსთან თუნდაც ერთ სიტყვასაც დაძრავ გასაგებია?! ბოლო ხმაზე დამიღრიალა.
-ხელსაც ვერ დააკარებ!
-ნუ გგონია, რომ ვხუმრობ.
-ვერ გიტნთ, ესეიგი იმიტომ აღმზარდეთ, რომ შემდეგ სატყუარასავით მიგეგდეთ არა?! ინანებთ ამას გეფიცები ინანებთ. მეზიზღები შენ მე ცხოვრება დამინგრიე.
-რა მიხვედრილი ხარ! თავიდანვე ვიცოდი, რომ იმ ნაბიჭვრის შვილი აუცილებლად დაბრუნდებოდა და შურისძიებას გადაწყვეტდა. ჩემი მოკვლა რათქმაუნდა გამოსავალი არ იყო რადგან ამით მხოლოდ თავისუფლებას მომანიჭებდა, აი შენი წაყვანით კი ჰგონია, რომ დავიტანჯები, მაგრამ ნურას უკაცრავად ამით მხოლოდ თავისუფლებას, თუ მომანიჭებს!
-და რამ გამოიწვია ჩემდამი თქვენი ასეთი დამოკიდებულება?! მაია გასაგებია ვერ მიტანს, მე მისი შვილი არ ვარ, თუმცა მის ქცევებს მაინც არ აქვს გამართლებს. მაგრამ შენ?! თუ არც შენ ხარ მამაჩემი?!
-შენს გამო მე საყვარელი ქალი დავკარგე და რა გგონია ოდესმე მიგიღებდი პატარა ლაწირაკო?! ახლა წადი და შენი და არ დაგავიწყდეს გასაგებია-ირონიული მზერა შევავლე და სასწრაფოდ გამოვბრუნდი. დედას გახსენებამ უარესად იმოქმედა.

***
ველოდები შეფასებებს. გავაგრძელო თუ არა?скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი morieli

Mal male dade raa

 



№2 სტუმარი Mako

Kargia magram zalian mocucqnuli tavi iyo

 



№3  offline წევრი triniti

რათქმაუნდა უნდა გააგრძელო და დადო ახალი თავი.სხვები თუარა ჩვენ ხომ გყავარრთ რამოდენიმე მკითხველი მე მაგალითდ ძალიან მაინტერესებს და მინდა ბოლომდე წავიკიტხო ეს ისტორია.თავების მოცულობა გაზარდე არ მეყო პატარა თავია.ცოტა დავითრგუნე მამა ასე რომ ექცევა შვილს იქნებ ახსნა მისცე რატომ აქვს ასეთი დამოკიდებულება .იმედია მალე დადებ ახალ თავს.ველი

 



№4  offline წევრი უცნაური მე

გააგრძელე ოღონდ ცოტა გაზარდე შემდეგი თავი

 



№5 სტუმარი mariami

ratkmaounda unda gaagrdzelo da tavebi cota gazarde kargad wer da sul moutmenlad velodebi axal tavs warmatebebi shen

 



№6  offline წევრი ჵჵჵჵ

yvelas zalian didi madloba. axla saxlshi ar var da telefonit ramdenad movaxerxeb arvici.

 



№7 სტუმარი სტუმარი ანა

გააგძელე აუცილებლად

 



№8  offline წევრი ჵჵჵჵ

სტუმარი ანა
გააგძელე აუცილებლად


gavagrzeleb ♥

 



№9  offline წევრი Tina Falcone

საინტერესოა.იმედი მაქვს მალე იქნება შემდეგიც.ცოტათი გაზარდე თავები.

 



№10  offline წევრი ჵჵჵჵ

Tina Falcone
საინტერესოა.იმედი მაქვს მალე იქნება შემდეგიც.ცოტათი გაზარდე თავები.

ვწერ შემდეგ თავს <3

 



№11  offline წევრი tako.izek

როდის დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent