გვირილების დედოფალი (თავი 9) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვირილების დედოფალი (თავი 9)

27-07-2018, 01:09
ავტორი teengirllove
ნანახია 601

გვირილების დედოფალი (თავი 9)

ისევ მის თავთან იწვა ,ისევ ამშვიდებდა და მის ღამის კოშმარებს ,,ნუ გეშინიათი " პასუხობდა ,ისევ ეფერებოდა ქერა ,რბილ თმაზე ,უკოცნიდა კოყებს და გულში იკრავდა .. მისი სურნელი მოსწონდა ,კანის სურნელი, აქამდე ვერ გაეგო ,რომ იძახდნენ ტანსაცმელს მისი სუნი ასდისო,რანაირად ხდებოდე ეს ,მაგრამ ახლა ელიზას სურნელს მთელი მსოფლიოს ადამიანებს შორის გამოარჩევდა , მისი ტუჩების გემოს ყველგან იგრძნობდა ,მის რბილ,სრიალა კანს თითებს შორის შეუხებლადაც გრძნობდა და იცოდა ამ ყველაფრის გარეშე უბრალოდ ვერ იცოცხლებდა..აქამდე თუ თავი ძლიერი ეგონა ,ახლა ხვდებოდა ,რამდენად იყო დამოკიდებული ამ პოატარა არსებაზე ,რომელმაც ერთ თვეში შეაყვარა თავი, იცოდა მის გარეშე სრული არარაობა იქნებოდა ,ქვეყანაზე მოსიარულე მანეკენი,რომელსაც არანაირი გრძნობა გააჩნია ..ისიც ვერ წარმოედგინა ოდესმე სხვას ამ თვალით თუ შეხედავდა ,არა ,ზუსტად იცოდა სხვა ქალი ამ ბავშვის გვერდით საერთოდ არ გამოჩნდებოდა ,ვერავინ შეედრებოდა მას და არც უნდა ეცადათ შედარებოდნენ..მზად იყო ღამეები ეთია მის ყურებაში, გულზე ახუტებული ყოლოდა მთელი ცხოვრება ,მხოლოდ ერთს ითხოვდა სანაცვლოდ -კვლავ შემოეხედა თავისი თბილი,ზღვისფერი თვალებით,კვლავ გაეღიმა მისთვის და წაჩხუბებოდა..
-იო - ოდნავ შეირხა ,მისკენ გადატრიალდა და ლურჯი თვალები შეანათა
-ხო ,რა ხდება ცუდად ხარ? -შეშფოთებული ხმით კითხა
-არა სულელო- გაუღიმა - მშია
-შენ სულ როგორ გშია -სიცილ აუტყდა და ელიზას წარბშეკრულ სახეს ,რომ დააკვირდა მაგრად აიხუტა გულზე - ჩემი ღორუკა
-მომშორდი ! - საწოლზე წამოჯდა ,აჩეჩილი თმა წინ გადმოყროდა ,ტუჩები ძილისგან დასიებოდა და გაბრაზებული უყურებდა - ღორი შენ ხარ !
-მე ღორი არ მითქვამს ,ღორუკა ვთქვი
-იგივეა..თავი დამანებე ! - ფეხზე წამოდგა და პიჟამოსამარა გავიდა სააბაზანოში
-ღმერთო რა ყველაფერზე ბრაზდება - თავისთვის ჩაილაპარაკა
-გავიგე! - იქედან გამოსძახა -ინდაურო!
-გავიგე! -სიცილით თქვა
-ვიცი!

ცხელი შახპის ქვეშ ცოტა მოდუნდა ,გაახსენდა ..ხო გაახსენდა ,ადრე თუ გვიან ეს მოსალოდნელიც იყო,ყველაფერი აღუდგა გონებაში და დალაგდა ..გურამის გახსენებაზე ტანში საშინლად სცრიდა ,ერთიანად აკანკალებდა და ზიზღის გრძნობას უჩენდა..ნეტავ ისევ ეძებენ? ალბათ არა ,იმედია არა..ღრმად ამოისუნთქა ,რომც მოსულიყვნენ იოანეს იმედი ქონდა ,იოანე დაიცავდა,არ გაუშვებდა..
პირსახოცშემოხვეული გავიდა ,იოანე ისევ იქ იწვა ,ხარბად აათვალიერა ,ძლიერად გადაყლაპა ნერწყვი და თვალი აარიდა
-შენ კიდევ აქ ხარ?-პირსახოცი უფრო შემოიჭირა ტანზე და თავდახრილი მივიდა კარადასთან
-კიდე ბრაზობ?
-არა - მხრები აიჩეჩა და კარადიდან ტანსაცმლის გამოღება დაიწყო ,უნდა მოტრიალებულიყო უკნიდან იოანე ,რომ მიეხუტა ,მაგრად მოუჭირა წელზე მკლავები,თავი მის კისერში ჩარგო და გაინაბა -ასე გამჭ....ტ - საყვარლად ამოიკვნესა
-მართლა შემომეჭყლიტები ერთხელ -საფეთქელზე დაუტოვა სველი კოცნა ,ხელები უშვა
-დღეს ის კაბა ჩაიცვი ,მე რომ გიყიდე
-რომელი,წითელი? -ღიმილი შეეპარა
-ხო,გიხდება. თმა კი გაიშალე -თითი დაცვარულ კანზე ჩამოუსვა
-რამე ხდება?
-დღეს მთლიანად ჩემი ხარ -ჩურჩულით უთხრა და როცა ლოყები შეეფარკლა გაიცინა -ჩემი მორცხვი გოგო
-არ ვარ მორცხვი..-კისერთან აკოცა და ოთახიდან გასვლა დააპირა
-ხარ,ხარ..ღორუკა - მის გაბრაზებულ სახეს რომ წააწყდა ,სწრაფად გახურა კარები
-მაიმუნი - თავისთვის ჩაილაპარაკა და წითელი კაბა გამოიღო,ეს კაბა იოანემ მაშინ უყიდა როცა აქ ჩამოვიდნენ, ყველაზე მეტად მოსწონდამ,უბრალოდ ჯერ შანსი არ ჰქონდა ჩაეცვა..

****
-რას აკეთებ? -კარები შემოაღო ანამ ,გაუღიმა და თავიდან ფეხებამდე აათვალიერა -ძალიან ლამაზი ხარ
-შენც - თმა კოსად აეკრა ,ტანს ცისფერი,მოკლე სარაფანი ეცვა -სადმე მიდიხარ?
-შენ?
-ჯერ მე გკითხე
-ნიკასთან ერთად მივდივარ ,სადღაც
-მეც..იოანესთან ერთად მივდივარ სადღაც -გაეცინა , მოკლე კაბა ქვევით დაქაჩა და დივანზე ჩამოჯდა
-ელიზა ,რაღაცას გკითხავ რა
-რაც გინდა
-თავს არ მოგაბეზრებ
-მკითხე რამდენიც გინდა - ვითომ მშვიდად ,სინამდვილეში კი ანერვიულებულმა უთხრა
-არა ,ერთი კითხვა მაქვს ..რომელიც ძირითადად ყველაფერს ეხება - გაუცინა და გვერდით მიუჯდა
-გაინტერესებს ჩემზე ყველაფერი ხო? - სევდიანმა გადახედა ,ანამ თავი დაუქნია -კარგი,მოგიყვები -ფეხები შემოალაგა ,კომფორტულად მოთავსდა და ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოუყვა ,იმხელა ემოციით ყვებოდა ,გოგოს თვალზე ცრემლიც კი მოადგა -ასე შევხვდი იოანეს ,დანარჩენი შენც იცი -დასრულებული არ ქონდა ,მაგრად რომ მოხვია ხელები და გულზე აიკრა ,თავიდან დაიბნა ,მაგრამ შემდეგ ისიც მიეხუტა
-არ გეწყინოს ,მაგრამ საშინელი ძმა გყავს ,ვერ ვიტან - მორცხვად უთხრა
-რა უნდა მეწყინოს,მეც კი ვხვდები..
-ისევ გეძებენ?!
-არ ვიცი და ძალიან ვღელავ
-ისევ მათთან დაბრუნება რო მოგიხდეს ,მერე?- შეშინებული თვალები მიაპყრო
-თავს მოვიკლავ-ფეხზე წამოდგა და ოთახში სიარულს მოყვა
-ნუ სულელობ !
-არა ,მართლა..იმ სახლში ერთი დღეც რომ მომიწიოს ყოფნა და გურამის ნახვა ,თავს მოვიკლავ,არ დავფიქრდები ისე -სრული სერიოზულობით უთხრა
-ხოდა იქ არ აღმოჩნდები...წამო ჩავიდეთ თორემ დაგვცოფეს ბიჭებმა -კარები გამოაღო და ორივე ერთად ჩავიდმენ დაბლა..

****
გოგონები თავიდან ფეხებამდე აათვალიერეს მონუსხულებმა
-ხომ გეუბნებოდი,ჩემი უფრო ლამაზია - ისე გადაუჩურჩულა ნიკამ იოანეს ,ანასთვის თვალი არ მოუშორებია
-კი ლამაზია ადამიანბში,მაგრამ ელიზა ანგელოზია
-რა გიხარიათ,მაინც მოკვდებით - უკნიდან მიაძახა ჯეკომ
-ამას რამხელა ენა გაუხდა -თავში წამოარტყა ძმას
-ეი- დაიჭყანა და გოგოებთან მივიდა -ამათ არ გაყვეთ,აგერ არ გყავართ ახოვანი ყმაწვილი? დარჩით ჩემთან -თვალი ჩაუკრა
-ეე ,ეე რაებს ეუბნები - გაბრაზდა ნიკა ,ანას ხელი დაავლო და კარისკენ გაუძღვა - წამოდი,ამ პატარა დემონს ნუ უსმენ
-ნიკა ბავშვია - სიცილით გაყვა უკან
-მაგხელა მეც ვიყავი და ..აღარაა საჭირო დაბოლოება - სიცილით გადახედა წარბშეკრულს და სახლიდან გაიყვანა ..
-სულელები..ელიზა არ წავიდეთ?
-ლიზა..ლიზა მქვია -მშვიდად შეუსწორა
-ერთი და იგივეა - ხელი აიქნია -წავიდეთ?
-კი..

***
ზოოპარკში წავიდნენ..
ბევრი იარეს ,როგორც იცით თბილისის ზოოპარკი უცხოურს ვერ შეედრება ,მაგრამ აქაც კარგად გაერთნენ, სპილოები ნახეს ,ვეფხვები,პინგვინები რომელიც ლიზას ისე მოეწონა ვიყიდოთო იძახდა ,იოანეც დათანხმდა ,მილიონერი რომ გავხდები გიყიდიო ეხუმრებოდა..ჟირაფიც მოეწონა..პატარა ბავშვივით დადიოდა ყურებამდე გაკრეჭილი ,იოსთვის მოეკიდა ხელი და მთელ ზოოპარკს ათვალიერებინებდა
-ეს ჟირაფია ,მას აქვს დიდი კისერი - სიცილით უხსნიდა
-ამას ისედაც ვხედავ ელიზა -თვალები გადაატრიალა მომაბეზრებლად
-გაჩუმდი! - შეუღრინა - მე რომ გიხსნი სულ სხვაა
-ხო კაი ,გააგრძელე - მის გაბრაზებულ სიფათზე ყოველთვის ეცინებოდა,ელიზას ესეც კმაროდა წამში გაიკრიჭა 32 კბილი გამოაჩინა და გაგრძელება დაიწყო
-მოკლედ, ეს სპილოა ,მას დიდი ყურები და ცხვირი აქვს
-ისევე როგორც შეენ - დაასრულა
-მეე? - გაბრაზებული მოუტრიალდა - მე არ მაქვს დიდი ცხვირი..არც ყურები!
-ენა და კუჭი გაქვს სამაგიეროდ
-დამპალო - ჩანთა უთავაზა - ეს ქურციკია - მიადგა შემდეგ გალიას ,ცოტახანს დააკვირდა
-აბა მასზე რას იტყვი?
-რაღაცნაირია,ვერ მოვუფიქრე ვერაფერი - ჩაიბურდღუნა და ცისფერი თვალები დააფახურა -ისე შენ გგავს - ენა გამიუყო
-მე არა? მეე? - ვითომ გაბრაზებული უახლოვდებოდა,ხელები წელზე შეუცურა და მაგრად აკოცა ლოყაზე
-დიახ შენ ..შენსავით უჟმურია
-მე არ ვარ უჟმური -წარბები შეკრა და კიდევ უფრო მოუჭირა ხელები
-ხარ!
-არ ვარ!
-ხარ!
-არა!
-დამიმტკიცე !
-დაგიმტკიცებ!
-მიდი
-მოიცა ,როგორ?
-როგორ დაა - საჩვენებელი თითი ტუჩთან მიიდო და გარემოს თვალიერებას მოჰყვა - აი ,იმ უჟმურ კაცთან მიდი და თუ გააცინებ დავიჯერებ - თავმოტვლეპილ ,ახალგაზრდა კაცხე ანიშნა ,რომელიც წარბშეკრული იჯდა სკამზე
-შანსი არაა - ხელები გაასავსავა
-გეშინია - დაასკვნა და ხელები გულზე დაიკრიფა
-მეე? რისი
-იმის რომ სანაძლეოს წააგებ..ტყუილად ცდილობ ,მაინც ვერ გააცინებ..უჟმური ხარ -ხელი აიქნია და გზის გაგრძელება დააპირა იოანემ რომ შეაჩერა
-მოიცა ,გავაცინებ ,აი ნახავ - თქვა და კაცისკენ აიღო გეზი,ნაბიჯებზე ეტყობოდა ,როგორი დაძაბული მიიწევდა წინ ,ელიზა კი სიცილით კვდებოდა წინასწარ,იოანე მამაკაცს მიუახლოვდა ,რაღაც უთხრა და გვერდით მიუჯდა ,გოგონა შორიდან უყურებდა ,კაცს მიმიკა არ შეცვლია ,იოანემ რაღაც უთხრა ,მერე კაცმაც ,მერე ისევ იოანემ ,ბოლოს მამაკაცმა თქვა რაღაც ,იოანეს თვალები გაუფართოვდა ,ფეხზე წამოდგა და ელიზასკენ გამოიქცა ,ვერ გაეგო რა ხდებოდა ,მას მამაკაციც მოყვა ,იოანე წამში დაეტაკა ,ხელი ჩაავლო მალეო უყვირა და ორივენი მოსწყდნენ ადგილს..ლიზას ვერ გაეგო სად მიდოდა ,ან რატომ მირბოდნენ ,ან ის კაცი რატომ მოსდევდათ,მაგრამ ეს სიტუაცია სახალისოდ ეჩვენა ,იოანესაც მაგრად ჩასჭიდა ხელი და ნაბიჯს აუჩქარა..
ბოლოს სადღაც შეუხვიეს , ხელი უშვა და ორივემ ,ძლიერად სუნთქვა დაიწყო,ჰაერს გამალებით ისუნთქავდნენ და მოსულიერებას ცდილობდნენ,როგორც იქნა დამშვიდდნენ ,აჩქარებული პულსიც ნორმას დაუბრუნდა ,იქვე ჩამოჯდნენ და გარემოს თვალიერებას მოყვნენ
-რატომ გამოიქეცი? ან ის რატომ მოგზდევდა? - ვეღარ მოითმინა და მაინც კითხა
-შენი ბრალია..შენ რომ კაცი დაგიჯერებს რა - გაბრაზებულმა შეხედა
-მეე? მე რა შუაში ვარ?
-შენ მთხოვე იმასთან მისვლა..მეც მივუჯექი,რაღაც ვუთხარი,მერე უცნაური კითხვა დამისვა და ბოლოს მითხრა გამასწარი აქედანო,მეც ავდექი და გამოვიქეცი - მოკლედ მოყვა
-მოიცა ,ასეთი რა უთხარი?
-მე არაფერ ,მაგრამ მას მგონი.. მგონი იმნაირი ვეგონე
-იმნაირი როგორი? - ღიმილი შეეპარა ხმაში
-ცისფერი- წარბშეკრული მიაჩერდა ახარხარებულს -რა გაცინებს?
-გეი ეგონე? - ძლივს ამოთქვა
-ხო - სერიოზულად ამოთქვა და ისევ მოხარხარეს გადახედა , ისე სასაცილოდ და საყვარლად იცინოდა ,თვითონაც გაეცინა ,თავისკენ მიიზიდა და აკოცა ...
-დედაა სირცხვილი,არ გრცხვენიათ? ხალხი ვცხოვრობთ აქ! - ფანჯრიდან გადმოსძახა ვიღაც მოხუცმა ქალმა და ახალგაზრდებს იდილია დაურღვია - თქვე არა ადამაინებო,თქვე გათახსირებულებო ! -ყვიროდა ქალი ..იოანემ და ელიზამ ერთმანეთს გადახედეს ,ორივე ერთდროულად წამოიმართა და იქაურობას გაეცალა ,თან სიცილი ახრჩობდათ
-არა რა ტიპი იყო ის ქალი - მუცელზე ხელები დაეწყო და სიცილს ვერ იკავებდა
-თქვე გათახსირებულებოო ! - გამოაჯავრა წამში - ლიზა შენთან კაცი ვერ მოიწყენს
-ხო მაგას მეუბნებოდნენ კი..
-აბა ,ახლა სად წავიდეთ? -ერთი თავით დაბალ არსებას გადახედა,ლიზა ცოტახანს ჩაფიქრდა
-მმ..მოდი დავფიქრდეთ - ჩაილაპარაკა
,-მოიცა ,გამოვიცნობ..გშია - თქვა და ღიმილმორეულმა გადახედა,გოგონამ წამში შეკრა წარბები
-როგორ მიხვდი?!
-რა მიხვედრა უნდოდა ,შენ სულ გშია
-რეგვენო !
-წამო ,წამო ,ვჭამოთ - ხელი მოკიდა ,გზიდან გადაიყვანა და ერთ-ერთ კაფეში შეიყვანა ,იქვე დასხდნენ ..
-აბა ,რას მიირთმევთ? - ღიმილით მიუახლოვდა ოფიციანტი
-მე შოკოლადის ნამცხვარს ,კიდევ შოკოლადის ნაყინს და ცივ ყავას ნაყინით..ოღონდ ნამცვარი დიიდი იყოს,ბევრი ბევრი შოკოლადით - სხაპასხუპით უთხრა
-გასაგებია - ჩაინიშნა და ახლა იოანეს მიუბრუნდა - თქვენ?
-რავი,იგივეს ყავის გამოკლებით - მხრები აიჩეჩა იოანემ და ელიზას გადახედა დაბნეულმა ,ოფიციანტმა თავი დაუქნია და იქაურობას გაეცალა - იცი,ხანდახან მეშინია..
-რისი?
-შენი..
-ჩემი? - ელიზას სისცილი წასკდა
-ხო..აი ერთ დღეს ,რომ მოგშივდეს ,საჭმელი არ გქონდეს და მე შემჭამო? - სერიოზული სახით შეხედა , თვალებგაფართოებულ გოგოს და ცოტახანში სიცილი წასკდა -კაი გეხუმრე
-რა დეგენერატი ხარ რა..მშიშარავ - წარბშეკრული მიაჩერდა
-აბა ,ბევრს ნუ ტლიკინებ ქალბატონო ! - გამაფრთხილებლად დაუქნია საჩვენებელი თითი
-ახლა მშია თორემ - თვალები მოჭუტა ..
-რამდენი ვიარეთ დღეს ,უკვე მზე ჩადის - ცას გახედა ფანჯრიდან
-ხო..
-გინდა მზის ჩასვლას ვუყუროთ?
-კი..ოღონდ ჯერ ვჭამოთ - ახალმოტანილ ნამცხვარს დასწვდა და ჭამას შეუდგა

***
-შენი საყვარელი ფერი რა არის? - ზღვის ნაპირას იჯდნენ და ცას შეჰყურებდნენ,ირგვლივ არავინ იყო, ცისფერ ფონზე ლამაზად კიაფობდა ჩამავალი მზის სხივები,იმწუთას ვერ გაიგებდი რა ფერი იყო ..გრილი ქარი ურხევდა გრძელ,ქერა თმას ,თავი ზევით აეწია და თვალები მიენაბა ,აშკარად ტკბებოდა აქაურობით..
-ცისფერი -ჰორიზონტისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უპასუხა
-ჩემიც - თქვა და გოგონას გახედა ,მისი ხელი ხელში მოიქცია -ელიზა..
-ხო - ღიმილიანი სახით გამოხედა - ძალიან მიყვარხარ ! -უთხრა და გაუღიმა,გოგონამ მიმიკები ვერ დაიმორჩილა ,თვალები ორჯერ დაახამხამა ,პირი გააღო რაღაცის სათქმელად ,მაგრამ არაფერი უთქვამს ,აცრემლიანებული თვალები შეანათა ,მისკენ ახლოს მიიჩოჩა და მაგრად მიეხუტა
-გმადლობ - ყურში უჩურჩულა ,კიდევ უფრო მაგრა მოკიდა კისერზე ხელები ,იოანემაც მოხვია წელზე ძლიერი მკლავები და გულზე აიხუტა,მისმა პასუხმა ცოტა დააბნია
-რისთვის?
-რომ გიყვარვარ - თავი მის კისერში ჩარგო,ემოციებს ვერ ფარავდა ,ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა და ბიჭის მაისურს სულ ასველებდა..მისი ხელები მოიშორა ,სახე ააწევინა და გაოგნებული დააცქირდა
-შენ რა..ტირი?- ელიზამ წამში შეიმშრალა თვალები და ისევ ჰორიზონტს გახედა
-დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ..ეს სიტყვები არავის უთქვამს -ხმაში ტკივილი დაეტყო - მხოლოდ მას ვუყვარდი ,ის რომ წავიდა სამყაროში მარტო დავრჩი
-შენ მარტო არ ხარ..მე გყავარ - მკლავები მოხვია და მაგრად აკოცა
-ვიცი ,ახლა უკვე ვიცი - თავი გულზე მიადო,თვალები დახუჭა და ცოტახანი მაინც მოსწყდა სამყაროს
-არასდროს იგრძნო თავი მარტო,სანამ ცოცხალი ვარ..ყოველთვის გახსოვდეს ,რომ მე გყავარ და ძალიან მიყვარხარ..შენ ჩემი დედოფალი ხარ ,გვირილების დედოფალი

***
უკვე კარგად დაბნელებულიყო, მანქანა გააჩერეს და ხელჩაკიდებულნი შევიდნენ სახლში,პირდაპირ ასვლას აპირებდნენ ოთახში ,მაგრამ ნორას ხმამ გააჩერათ
-ელიზა ,შვილო - ქალის ხმა უცნაურად დამტკბარიყო ..იოანემ და ლიზამ გაოცებულებმა გადახედეს ერთმანეთს
-დიახ - კარებიდან მხოლოდ ქალი ჩანდა
-შენთან სტუმრები არიან - უთხრა და წამში გამოჩნდა ჰორიზონტზე ორი მამაკაცი,რომლებიც ცივი თვალებითა და ირონიუილი ღიმილით ათვალიერებდნენ გოგონას..

ესეც მეცხრე თავი,იმედი მაქვს მოგეწონებათ..ერთი თავი დაგვრჩა ჩემო საყვარლებო heart_eyesскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი ცარიელი

აუ ამ ნორას მივახრჩობ. მაგრამ არაუშავს იო დაიცავს ჩვენს გოგოს <3 ველოდები ახალ თავს ❤️
--------------------
ხელმოწერა

№2 წევრი teengirllove

mirandaa31
აუ ამ ნორას მივახრჩობ. მაგრამ არაუშავს იო დაიცავს ჩვენს გოგოს <3 ველოდები ახალ თავს ❤️

ხომ..ნორა ნამდვილად არის მისახრჩობიი , ბოლო თავი როცა ეს მოთხრობა დავიწყე მაშინ გადავწყვიტე როგორიც იქნებოდა..იმედი მაქვს ძალან არ განმსჯით :)

№3 სტუმარი Reader

ეს რა იყო ჰაა? გინდა რომ ინტერესით მოკლა მკითხველი ხო? ეს თავი რაღაც საოცრება იყო თავისი მოულოდნელობებით. გამაგიჟებს ეს ქალი მინდა რომ მივახრჩო. მერე ეს გურამიც და ძმაც ნერვებს მიშლიან. იცოდე მალე დადე შსმდეგი თავი არ გვალოდინო თორემ ჩავკვდები ინტერესით. Waiting you!

№4  offline წევრი უცნაური მე

შენი კომენტარიდან გამომდინარე მთლად ჰეფი ენდით არ დამთავრდება ალბათ. იმედია ლოგიკური დასასრული ექნება.

№5 წევრი teengirllove

Reader
ეს რა იყო ჰაა? გინდა რომ ინტერესით მოკლა მკითხველი ხო? ეს თავი რაღაც საოცრება იყო თავისი მოულოდნელობებით. გამაგიჟებს ეს ქალი მინდა რომ მივახრჩო. მერე ეს გურამიც და ძმაც ნერვებს მიშლიან. იცოდე მალე დადე შსმდეგი თავი არ გვალოდინო თორემ ჩავკვდები ინტერესით. Waiting you!

davdeb ki male

უცნაური მე
შენი კომენტარიდან გამომდინარე მთლად ჰეფი ენდით არ დამთავრდება ალბათ. იმედია ლოგიკური დასასრული ექნება.

gaachnia logikur dasasruls ras edzaxi :))

№6  offline წევრი ჵჵჵჵ

arachveulebrivia male dade♥

№7 წევრი teengirllove

ჵჵჵჵ
arachveulebrivia male dade♥

madliba.. davdeb male :)))

№8  offline წევრი უცნაური მე

teengirllove
Reader
ეს რა იყო ჰაა? გინდა რომ ინტერესით მოკლა მკითხველი ხო? ეს თავი რაღაც საოცრება იყო თავისი მოულოდნელობებით. გამაგიჟებს ეს ქალი მინდა რომ მივახრჩო. მერე ეს გურამიც და ძმაც ნერვებს მიშლიან. იცოდე მალე დადე შსმდეგი თავი არ გვალოდინო თორემ ჩავკვდები ინტერესით. Waiting you!

davdeb ki male

უცნაური მე
შენი კომენტარიდან გამომდინარე მთლად ჰეფი ენდით არ დამთავრდება ალბათ. იმედია ლოგიკური დასასრული ექნება.

gaachnia logikur dasasruls ras edzaxi :))

ჯერ დასასრული წავიკითხო და გეტყვი ;)

№9 წევრი teengirllove

kargi ;))) imedia ulogiko ar gamova :)

№10  offline წევრი naniko mindia

Dges xom dadeb?
♥️♥️♥️♥️♥️
--------------------
lomidze

№11 წევრი teengirllove

naniko mindia
Dges xom dadeb?
♥️♥️♥️♥️♥️

nw..xval davdeb bolo tavs

№12  offline მოდერი gogona migraciidan

არა რა ხომ ვთქვი ვერ ვიტან ნორას თქო, ვერც ელიზას ძმას და ვერც გურამს.
ძალიან მაგრი თავი იყო მართლა, ვისიამოვნე.
ჩემო გოგოვ შესანიშნავი ხარ, ველოდები ახალ თავს სულმოუთქმელად ახალს რა დასასრულს ❤

№13 წევრი teengirllove

gogona migraciidan
არა რა ხომ ვთქვი ვერ ვიტან ნორას თქო, ვერც ელიზას ძმას და ვერც გურამს.
ძალიან მაგრი თავი იყო მართლა, ვისიამოვნე.
ჩემო გოგოვ შესანიშნავი ხარ, ველოდები ახალ თავს სულმოუთქმელად ახალს რა დასასრულს ❤

madloba sayvareloo..male davdeb

№14 წევრი meocnebe avadmyopi

teengirllove
mirandaa31
აუ ამ ნორას მივახრჩობ. მაგრამ არაუშავს იო დაიცავს ჩვენს გოგოს <3 ველოდები ახალ თავს ❤️

ხომ..ნორა ნამდვილად არის მისახრჩობიი , ბოლო თავი როცა ეს მოთხრობა დავიწყე მაშინ გადავწყვიტე როგორიც იქნებოდა..იმედი მაქვს ძალან არ განმსჯით :)

ადრე გაქ ნათქვამი სავარაუდოდ როგორ დაასრულებდა კარგადაც მყავხარ გალანძღული,ზუსტად მახსოვს ესპანეთი რუსეთის თამაში. იყო და გაღიზიანებული ვიყავი და ე გ რე არ ქნა.ეს თავი იყო სასტოული ხომ გჯერა ჩემი ,დედა ეს. ნორა ზედმეტი სიყვარულისგან შემონეხრჩობა:)მიფრთხილდეს ვაი მაგის პატრონს უბედურს არ მიცნობს ეტყობა,მომისმინე მუხუდოს ღიმილის. მიზეზო თუ მო ვ ედი ახლა ეს წიწაკა გადაგაწიწმაწებთ ყ ვ ელას

№15 წევრი teengirllove

meocnebe avadmyopi

ოჰო,ასეთი კომენტარებით განებივრებული ნამდვილად არ ვარ :)))კი მახსოვს რო გამლანძღე :)))))))მარა არ მიშველა იმ გალანძღვამ *და მუხუდოს ღიმილის მიზეზი არ ვარ ,მუდოა ეგ ,მუდოოოო

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent