ტყუპები (11 თავი) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუპები (11 თავი)

27-07-2018, 09:04
ნანახია 2 903

ტყუპები (11 თავი)

-მარტო დამტოვე. -ამოიხრიალა ყრუდ.
-ელენა.
-გთხოვ მ ა რ ტ ო დ ა მ ტ ო ვ ე!!! -დამარცვლა ელენამ და მათე ოთახიდან გავიდა. -ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა. -ცრემლები წასკდა ელენას, საწოლზე დაემხო და აქვითინდა.
----------------------------

-თბილისში ვბრუნდები.
-ვიცოდი რომ ასე მოიქცეოდი. -ამოიოხრა გივიმ და ელენას ხელზე აკოცა. -რას აპირებ?
-არაფერს მამა. ბევრი კითხვა მიტრიალებს თავში, ბევრი ფაქტია რაც უნდა ვიცოდე. ვოვა სხვას ამბობს, მათე სხვას. სიმართლე მინდა ვიცოდე.
-შენ რა გგონია სიმართლე?
-არ ვიცი.
-მათეს ესაუბრე ამის შესახებ? შვილო არამგონია ეს ბიჭი ბოროტმოქმედი იყოს.
-არც მე მგონია მაგრამ ვოვას უნდა დაველაპარაკო, მაინტერესებს რის საფუძველზეა ასე დარწმუნებული, რომ მის დას მათემ ხელი კრა და კიბეზე დააგორა.
***
მთელი დღე თავს არიდებდა ელენა მათესთან შეხვედრას, მთელი დღე გაურბოდა და ბორგავდა, მოუსვენრობა, გაურკვევლობა და გულში გაჩენილი ტკივილი ერთიანად ანადგურებდა. ბარგი ჩალაგებული ქონდა მხოლოდ გათენებას ელოდა, რომ გზას დადგომოდა. ძილი არ ეკარებოდა, მაგრამ ოთახიდან მათესთან შეხვედრის შიშის გამო არ გამოდიოდა. საწოლზე გაშოტილი ფიქრებში დაფარფატებდა, ხან ღიმილი უპობდა ბაგეს, ხანაც ცრემლი ერეოდა. კარზე კაკუნმა წარმოსახვით სამყაროს მოწყვიტა.
-ელენა გთხოვ კარი გამიღე. -სიჩუმე მათეს გატეხილმა ხმამ გაარღვია. ელენას გული ისე აუჩქარდა უჰაერობით სუნთქვაც კი შეეკრა. ისე გაისუსა, სუნთქვაც კი შეიკავა. -აქედან არ წავალ! გააღე! -საგრძნობლად დაიძაბა მათეს ხმა. ელენა კარს მიუახლოვდა გააღო და უხმოდ დაიხია უკან. მათე ოთახში შევიდა და აღელვებულ ელენას თვალებში ჩახედა. მერე საწოლზე გამზადებულ ბარგს შეავლო თვალი და ჩაეღიმა.
-გარბიხარ?
-არა. მივდივარ.
-ისე რომ არც მეუბნები?
-რისთვის მოხვედი?
-ისევ ჩემი მიტოვება გადაწყვიტე?
-არა, უბრალოდ მინდა რაღაცეებში გავერკვე.
-რაში? იმაში ვარ თუ არა დამნაშავე, რომ ჩემი ყოფილი ცოლი დაინვალიდდა? -ტონს აუწია მათემ.
-ნუ ყვირი.
-არ ვყვირი, ვსაუბრობ.
-ყვირი მათე.
-მითხარი რა გინდა, ჩემი არ გჯერა? ვოვასთან საუბარს აპირებ? ის მისი დაა, როგორ ფიქრობ მე გამამართლებს?
-მხოლოდ ერთ კითხვაზე გამეცი პასუხი, როგორ შეგეძლო მიგეტოვებინა მაშინ როცა შენს გამო დაინვალიდდა.
-ელენა. -სიმწრით დაიღრიალა მათემ და ვენები დახეთქვამდე დაებერა, თვალები ჩაესისხლა და სახეზე ჭარხლის ფერი დაედო.
-თავი მოთოკე, ნუ ღრიალებ, კითხვა დაგისვი და მიპასუხე.
-არ მიმიტოვებია, მიუხედავად იმისა, რომ დაშორებას ვაპირებდი ამ ამბის შემდეგ მასთან დავრჩი, საკუთარ ცხოვრებაზე და მომავალზე უარი ვთქვი, წამით არ მოვშორებივარ. სასთუმალთან ვუთევდი, ყველაფერს ვუკეთებდი, ყოველდღიურად კი არა ყოველწამიერად მის შეურაწყოფას და ბრალდებას ვისმენდი, მე მადანაშაულებდა, მისი ავდმყოფობის გამო მწყევლიდა, შვილის მკვლელს მეძახდა, ამის მიუხედავად ხმის ამოუღებლად ვიტანდი მისგან შეურაწყოფასა და დამცირებას, როცა ტიროდა გულში ვიკრავდი, მას წამით არ მოვშორებივარ, არც ერთი ღამე არ მძინებია, ყველაფერზე უარი ვთქვი, მეგობრებს ჩამოვშორდი, სამსახურს თავი დავანებე, რომ მასთან გამეტარებინა მთელი დრო. მისთვის ტკივილი შემემსუბუქებინა ახალ მდგომარეობას, რომ შეგუებოდა, ამას მარტო მის გამო არ ვაკეთებდი, რაც არუნდა ყოფილიყო წლები ვიცნობდი, ძალიან მიყვარდა და ვაფასებდი მაგრამ მეტი ვეღარ გავუძელი. -ემოციისგან ცრემლი მოადგა მათეს და სულის მოსათქმელად ცოტა ხანს გაჩუმდა, ცრემლის დამალვის მიზნით ელენას ზურგი აქცია, ეს უკანასაკნელი ამ ამბის მოსმენით სრულიად გახევებული იატაკს შეეყინა, შეეზარდა და სხეულზე კონტროლი სრულებით დაკარგა.
-რატომ დაგაბრალა, რომ შენ კარი ხელი?
-სიმწარე, ტკივილი, შემდგარი ქალი იყო რომელიც მოულოდნელად საწოლს მიეჯაჭვა და სხვისი მოსავლელი გახდა, ასე დამსაჯა.
-მერე რა მოხდა?
-გახსოვს ის საღამო, პირველად რომ შეგხვდი?
-მახსოვს.
-იმ საღამოს ისტერიკისა და მორიგი ბრალდების შემდეგ ჭკუიდან შევიშალე, ვოვას დავურეკე და მოსვლა ვთხოვე, ისიც მოვიდა, ცოტა ხანს გარეთ უნდა გამევლო, სუფთა ჰაერი უნდა ჩამეყლაპა, ტვინი გამენიავებინა, ერთი სიტყვით მარტო ყოფნა მჭირდებოდა.
-მერე? -ცახცახმა აიტანა ელენას სხეული.
-იმ ღამეს შენ შეგხვდი და როცა დაგინახე მაშინვე მივხვდი, რომ წერტილის დასმის დრო იყო.
-რა? -სასოწარკვეთილი ხმა აღმოხდა ელენას. -გამოდის მისგან წამოსვლის მიზეზი მე ვარ?
-არა ელენა, შენ უბრალოდ მიბიძგე, რომ რაღაც შემეცვალა.
-და ეს რაღაც ინვალიდი ცოლის მიტოვება იყო? -ახლა გინდა მეც დამძინებული სინდისით ვიცხოვრო? -ცრემლები ვეღარ შეიკავა ელენამ.
-ჩემგან რას ითხოვ ელენა, რა გინდა?
-მთელი ეს დრო ტყუილში მამყოფე მათე. ყოველ ფეხის ნაბიჯზე მატყუებდი, ჯერ დამიმალე რომ ცოლი გყავდა, მერე დამიმალე რომ ინვალიდი შენს გამო გახდა და ახლა მეუბნები რომ ჩემ გამო დაშორდი? ერთი დღისთვის ზედმეტად ბევრი ცუდი ინფორმაციაა, ამდენს ვეღარ გავუძლებ, უბრალოდ არ შემიძლია. -ელენა საწოლზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო. მათე მიუახლოვდა, მის წინ მუხლებზე დადგა და ხელები ფრთხილად შეახო მუხლებზე. -არ შემეხო. -შეშლილი თვალები შეანათა მათეს.
-კარგი. დაგეხმარები, რომ სინდისი სუფთა გქონდეს. -ფეხზე წამოდგა მათე. -თვითონ წავალ შენი ცხოვრებიდან. -წელში გასწორდა და გასასვლელისკენ დაიძრა. კართან ორი წამით შეჩერდა, უძრავად მჯდარ ელენას კიდევ ერთხელ შეავლო მზერა. -მიყვარხარ! -თქვა და ოთახიდან გავიდა. დიდხანს იჯდა ელენა ემოცია გაყინული, სივრცეში მზერა გადაკარგული, ვერაფერს გრძნობდა მხოლოდ სიცარიელეს და დიდ ტკივილს, იმედგაცრუებას, დანაკლის, სიცივეს. ტირილი უნდოდა მაგრამ საცრემლე ჯირკვლებს ფუნქციონირება ქონდათ დაკარგული, ფეხზე წამოდგა, სააბაზანოში შევიდა, ონკანი მოუშვა და სარკეში აჭრილს გამოსახულებას შეავლო თვალი, სახეზე ცივი წყალი შეისხა, ღრმად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა.
-დაბრუნდი... დაბრუნდი... ის ელენა მჭირდება, უტეხი შეუვალი, უგრძნობი. -ბუტბუტებდა თავისთვის, მოულოდნელად თვალები ფართოდ გაახილა, სარკიდან მოცქირალ ანარეკლს მზერა გაუსწორა... -დაბრუნდი! -ხმამაღლა შეუღრინა გამოსახულებას.

***
-ღადაობ ტო?
-ნეტა ვღადაობდე ლუკა.
-აუ ეგ მარტო შენ და შენს დას თუ შეგემთხვეოდათ რა. ყველაზე მეტად მაინც ელენა შემეცოდა იცი, ძლივს ვიღაც მოეწონა და რაღა შენი ბიჭის ყოფილი სიძე აღმოჩნდა რა, სადაა სამართალი, ცოდოა ეს გოგო. -გულწრფელად აწუწუნდა ლუკა და ვისკის მოზრდილი ყლუპი ყელში გადაუშვა.
-ჰო. სამწუხაროდ სამართალი ცუდად ზეიმობს ელენას შემთხვევაში.
-რას აპირებს?
-არ ვიცი, ბოლოს რომ ვესაუბრე ძალიან გაბრაზდა.
-შენ არ გაბრაზდებოდი?
-მესმის და არაფერს არ ვამბობ ლუკა, მე მინდა ელენა კარგად იყოს, მთავარი ესაა. რა ვქნა არ მჯერა რომ მათე დამნაშავეა და მომკალი.
-ვოვა რას ამბობს?
-ეს თემა ტაბუდადებულია, საკმარისია მათე ვახსენო მაშინვე ვჩხუბობთ, მე კი არ მინდა მასთან ჩხუბი, ისევე როგორც მას ჩემთან.
-შენ რა გეგმები გაქვს?
-ქორეოგრაფს დავურეკე, ანსამბლში ვბრუნდები.
-იცი როგორ მახარებს შენი ამბები? არ მეგონა გონს თუ მოხვიდოდი, ელენამ კარგად იმუშავა შენზე.
-ხომ იცი გიოს სიკვდილმა გამანადგურა, სინდისი ისეთი დამძიმებული მაქვს.. თავს არ ვიმართლებ, გეთანხმები გულისამრევად ვიქცეოდი, გგონია მაშინ ვერ ვხვდებოდი ამას? მაგრამ ის რომ ელენა ყოველ დღე მაზოლზე წიხლს მაჭერდა კიდევ უფრო მეტად მსტრესავდა, მისიც მესმის, მის ადგილას შეიძლება მეც ესე მოვქცეულიყავი.
-ვინმეს ელოდები? -კითხულობს ლუკა კარზე გაბმული ზარის გაგონების გამო.
-არავის. -კარისკენ დაიძრა ანკა.
-გამარჯობა.
-აქ რას აკეთებ?
-იცი რა დაღლილი ვარ? საშინლად გამიჭირდა მარტოს საჭის ტრიალი, იქნებ შემომიშვა. -აბუზღუნდა კარში ასვეტებული ელენა.
-ჯანდაბა, დავიბენი. -კარი ფართოდ გააღო ანკამ და ტყუპისცალს ბარგი გამოართვა.
-დედამ წიხლით გამიტენა ჩემოდნები, მგონი მთელი სოფელი გამომატანა. -ახარხარდა ელენა.
-ვა ლენუშ. როგორ დაზაგრულხარ გოგო. -გულში ჩაიკრა ლუკამ მონატრებული მეგობარი.
-ჰმ. უჩემოდ გადაწყვიტეთ დროს ტარება? -წარბი აწია ელენამ. -არ გამოგივათ. გთხოვ ცივი ყავა გამიკეთე რა. -ყელზე ვედრების გამომხატველად ორი თითი მიიდო ელენამ და დას გახედა. -ხუთ წუთში თქვენთან ვარ, წყალს გადავივლებ და მოვალ. -თქვა და თავის საძინებელში შევიდა.
-მეჩვენება თუ ბედნიერია? -ჩურჩულით კითხულობს მისი გასვლის შემდეგ ლუკა.
-დაშორდა!
-რა ეტყობა ამას რომ დაშორდა, ვერ შეხედე რა ცანცარის ხასიათზეა?
-ვიცნობ ჩემ დას, ახლა ისევ ძლიერი, ურყევი გოგოს ნიღაბს მოირგებს, ისევ ხისტი და აუტანელი გახდება. გულს არ გადაგიშლის, დაგაჯერებს რომ თავს შესანიშნავად გრძნობს. ეს უკვე გავიარე ლუკა.
-აუფ... -თავი მოიფხანა ლუკამ. -ანუ დაგვენ*რა?
-შენი არვიცი, მაგრამ მე მაგრად დამენ*რა!!! -თვალები აატრიალა ანკამ და ყავის მოსამზადებლად შევიდა სამზარეულოში.
-ბანაობაზე კარგი რამ უბრალოდ არ არსებობს. -თავზე პირსახოცშემოხვეული გამოვიდა ელენა საძინებლიდან, მაგიდიდან სიგარეტი აიღო, გაუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა, დას ცივი ყავა გამოართვა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
-მოწევა როდის დაიწყე? -კითხულობს გაოცებული ლუკა.
-გამაფუჭა. -თვალით ანიშნა ანკასკენ.
-მე რა შუაშია ვარ? -შეუბღვირა ანკამ და ახლა თვითონაც გაუკიდა.
-დღეს სადმე არ წავიდეთ? რა გეგმები გაქვს? -კითხვით მიუბრუბდა ტყუპისცალს ელენა.
-ვოვას ზარს ველოდები. შეიძლება მორიგეობა მოუწიოს და ვერ ვნახო, გავარკვევ. -ტელეფონზე შეტყობინება გაუგზავნა შეყვარებულს. -ხო არ ცალია. სად გინდა წასვლა?
-კლუბში. -ამბობს სივრცეში მზერაგადაკარგული ელენა.
-დარწმუნებული ხარ?
-ცეკვა მომენატრა. -თქვა და გაუღიმა დას. -ლუკა ხომ წამოხვალ?
-ვინმემ ხომ უნდა მოგხედოთ? თქვენ სანდო არ ხართ. -მხარზე მზრუნველად გაკრა ელენას ხელი და მანაც საპასუხოდ ენა გამოუყო.
***
კლუბში შესულ ელენას ჯერ გული უცნაურად აუჩქარდა, სისხლმა სხვაგვარად იწყო მოძრაობა, ხელები დაუბუჟდა, ყელი გაუშრა...მოგონებები მოეძალა და მუსიკამ ერთიანად ჩაძირა წარსულში. ის დრო მოაგონდა ქმართან ერთად დაღლამდე რომ ერთობოდა.
-დალევ? -ყურში უჩურჩულა ანკამ.
-რამე ძლიერს.
-დარწმუნებული ხარ?
-ჰო.
რამოდენიმე ჭიქა jameson ზედიზედ გადაკრეს და ელენას ყველაზე სწრაფად დაეტყო ალკოჰოლის ზემოქმედება. გალაღდა, გამხიარულდა, გამსუბუქდა.
-ცეკვა მინდა. -ამბობს მოულოდნელად.
-წამოდი. -ხელს უწვდის ლუკა და მოცეკვავეთა შუაგულში შედიან. ანკამ სევდანარევი ღიმილით გააყოლა კარგად შენიღბულ ჭკუიდან აჭრილ დას თვალი და მის გამო საშინელი გულის ტკივილი იგრძნო. ელენა რამოდენიმე წამს დაძაბული იდგა ტრანსში ჩავარდნილ ხალხს შორის, დაბნეული ადევნებდა მათ უაზრო მოძრაობებს თვალს.
-მიდი ელენა. რაღას ელოდები. -წელზე მოხვია ლუკამ ხელი და ცეკვისკენ უბიძგა.
-არ იცეკვო, არ იცეკვო. -ბუტბუტებდა ანკა თავისთვის და ტყუპისცალს თვალს არ აშორებდა.
-რაღას ელოდები. -თვალი ჩაუკრა ლუკამ. ელენამ თვალები დახუჭა, ნელა გაუბედავად დაიწყო მოძრაობა, ფაქიზად ირხეოდა მისი ტანი, მუსიკას უსმენდა, არაფერზე ფიქრობდა, წვიმაში იდგა, მარტო, შორიდან ესმოდა მუსიკა და წვიმასთან ერთად ცეკვავდა, ნელ-ნელა უმატა მოძრაობის სიმკვეთრეს და საბოლოოდ სრულიად ჩაიძირა მისუკაში. თვალთან ცრემლი იგრძნო. გაეღიმა და უფრო ძლიერად ააცეკვა სხეული.
-ჯანდაბა. -სასმელი გადაკრა ანკამ. -ახლა შენი დაბმა მომიწევს.
კარგა ხანს ცეკვავდა ლუკასთან ერთად.
-არ დაიღალე?
-სამი წელია არ მიცეკვია. წადი. მარტო მინდა ყოფნა.
-დარწმუნებული ხარ?
-კი. -ლუკა ანკასკენ წავიდა.
-ჯანდაბა. საშინლად კარგად ცეკვავს.
-ხო ყველა მას უყურებს. -ლუკამ თვალი მოავლო დარბაზს და ელენასკენ მიმართული მამაკაცთა აღგზნებული თვალების რაოდენობის დათვლა გაუჭირდა.
-შარში ვართ.
-ხო.
-ახლა რას გრძნობს?
-თავისუფლებას. ზუსტად იმას რასაც მე ვგრძნობდი სანამ მე და ის როლებს გავცვლიდით.
-ეგ რას ნიშნავს?
-შეხედე მას. შემომხედე მე. ის ახლა მე მგავს, მე კი მას. ადრე მე იქ ვიდექი და გონების დაკარგვამდე ვცეკვავდი ის კი აქ იჯდა და თვალს არ მაშორებდა. ახლა ყველაფერი პირიქითაა.
-მაგაზე არ მიფიქრია.
-აუ ეს აქ საიდან გაჩნდა. -სისხლი მოაწვა ანკას როდესაც მისი დის სხეულზე თავისი ყოფილი საყვარლის ხელი ასრიალდა.
***
-ანკა? -არც კი მჯერა ტო, სად დაიკარგე?
-მე, მე. -ენა დაება ელენას.
-ამის დედაც, რა ფორმაში ხარ. -წელზე მოხვია ხელი უცნობმა. ელენა მის მკერდს ხელის გულებით მიაწვა, უცნობს უკან დახევა არც უფიქრია, პირიქით უფრო ახლოს მიიზიდა მისი სხეული და ცალი ხელი საჯდომზე აუთამაშა. -კარგი, რას ჭირვეულობ? მომენატრე. -ამბობს უცნობი და ტუჩებზე ეკვრის.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 სტუმარი ნია

ოღონდაც ელენა არ გამიგიჟო ახლა. არ მომწონს ძველ ანკას დამსგავსებული ელენა :(
ვოვას ბრალია ყველაფერი და სურვილი მკლავს კარგად ვცემო!
მათე ყველაზე სწორი პერსონაჟია, მიხარია რომ ეჭვებს არ მივეცი ბოლომდე იმის უფლება რომ ეს ბიჭი არასწორი მგონებოდა. პრობლემა ვოვას დაშია და მათე ახლა ელენას დაკარგვით განცდილ ტკივილს არ იმსახურებს :(
შენ იცი როგორი ელენა შემძულდება და შიშით ვუცდი ახლა შემდეგ თავს...

№2  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ნია

არ მოგცემ ელენას შეძულების უფლებას ნია :D

№3 სტუმარი ნია

ჰალუცინოგერი

ვიცი და მაგიტომ ვარ მშვიდად :დდ თორი კი იცი წარსულიდან ჩემი რეაქციები :დდ

№4  offline მოდერი ჰალუცინოგერი

:-D :-D

№5  offline წევრი ცარიელი

ელენა ნერვებს მიშლის :დ ამ ანკას საყვარლებმა ხო შეჭამეს ტვინი რაა.. ყველგან ეგენი არიან. ვოვასთან ელენას საუბარი მაინტერესებს მე რას ეტყვის საინტერესოა. გელოდებიი ❤️
--------------------
ხელმოწერა

№6  offline მოდერი ჰალუცინოგერი

mirandaa31
ელენა ნერვებს მიშლის :დ ამ ანკას საყვარლებმა ხო შეჭამეს ტვინი რაა.. ყველგან ეგენი არიან. ვოვასთან ელენას საუბარი მაინტერესებს მე რას ეტყვის საინტერესოა. გელოდებიი ❤️

რას ერჩი ძაან საყვარელია მე თუ მკითხავ ????

№7 სტუმარი სტუმარი თიკო

აუ აუ რამაგარიიყო მალე დადე გთხოვ და გთხოვ

№8  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სტუმარი თიკო
აუ აუ რამაგარიიყო მალე დადე გთხოვ და გთხოვ

მადლობა მადლობა მადლობა ❤❤❤
ხვალ დილით იქნება ყოველ მიზეზს გარეშე ❤❤❤

№9 სტუმარი სტუმარი მარიკო

სულ ვოვას ბრალია ყველაფერი რაც ეგ გამოჩნდა ყველაფერი უარესობუსკენ მიდის მაგრამ კარგი მხარეც აქვს ანკას მისი არსებობით ბედნიერია

№10  offline წევრი elene2619

მიყვარს შენი წერის სტილი... ყოველთვის ახერხებ რომ მოუთმენლად ველოდო მომდევნო თავს. ემოციურად მავსებს შენი ისტორიები heart_eyes და ვგიჯდები შენს პუნქტუალობაზე რო არ გეხვეწებით დროზე დადეო laughing

№11  offline მოდერი ჰალუცინოგერი

elene2619
მიყვარს შენი წერის სტილი... ყოველთვის ახერხებ რომ მოუთმენლად ველოდო მომდევნო თავს. ემოციურად მავსებს შენი ისტორიები heart_eyes და ვგიჯდები შენს პუნქტუალობაზე რო არ გეხვეწებით დროზე დადეო laughing

მადლობა ❤❤❤

№12  offline წევრი დარინა

შენი პერსონაჟწბიდან ყველაზე მეტად გეგე მომწონდა ახლა მათეს დავადგი თვალი და ეს ორი თავია რაღაც ვოვააა თუ ვიღაცააა ჩემს ბიჭს აბრალებს რაღაცებს, ელენამ უკვე გაუბერა ასეთი ელენა აღარ მომწონს.

№13  offline წევრი triniti

ყველაზე მეტად ახლა მათე მინდა რომ აქ გამოჩნდეს...ოღონდ აი ისეთი უემოციო მათე და საერთოდ არ შეიმჩნიოს ელენეს არსებობა აი რისი ღირსია ეს გოგო.კიდე მინდა რომ ჩემი ხელით დავახრჩო ეს საზიზღარი ვოვა.მაგრამ ვერაფრით გავიგე რატომ ადანაშაულებს თავის და მათეს.
მალე დადე ახალი თვი ეს რა დამაინტრიგე რა იყო ...
ძალიან კარგად წერ და ერთი სული მაქვს ვნახო ახალი თავი.

№14  offline მოდერი ჰალუცინოგერი

triniti
ყველაზე მეტად ახლა მათე მინდა რომ აქ გამოჩნდეს...ოღონდ აი ისეთი უემოციო მათე და საერთოდ არ შეიმჩნიოს ელენეს არსებობა აი რისი ღირსია ეს გოგო.კიდე მინდა რომ ჩემი ხელით დავახრჩო ეს საზიზღარი ვოვა.მაგრამ ვერაფრით გავიგე რატომ ადანაშაულებს თავის და მათეს.
მალე დადე ახალი თვი ეს რა დამაინტრიგე რა იყო ...
ძალიან კარგად წერ და ერთი სული მაქვს ვნახო ახალი თავი.

ელენას ძალიან ნუ გამისაზიზღებ არაა ცუდო გოგო :-D
ხვალ ხვალ ხვალ იქნება ❤

დარინა
შენი პერსონაჟწბიდან ყველაზე მეტად გეგე მომწონდა ახლა მათეს დავადგი თვალი და ეს ორი თავია რაღაც ვოვააა თუ ვიღაცააა ჩემს ბიჭს აბრალებს რაღაცებს, ელენამ უკვე გაუბერა ასეთი ელენა აღარ მომწონს.

უცენ ნუ გადაიყვარებ ამ გოგოს ❤
რა იცი რა ხდება ????

№15  offline წევრი ki si

სულაც არ ვთვლი რომ ელენა არასწორად მოექცა მათეს ნებისმიერ ქალს ასეთი რეაქცია ექნებოდა რომ გაეგო კაცი თავის ინვალიდ ცოლს გამოექცა და მასთან ისე იქცეოდა თითქოს თავისუფალი ყოფილიყო. დამნაშავეა მათე ელენას წინაშე ეს ახალი სიტუაციაც ძალიან მომწონს. არ ველოდი მოვლენების ამგვარ განვითარებას რაღაც ბანალურს ველოდი თავისი ტირილით და ვენების სერვით. მომწონს ამგვარი გაგრძელება რეალობას ჰგავს. წარმატებები საყვარელო აუცილებლად გადავხედავ სხვა ისტორიებსაც <3

№16  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ki si

ძალიან გამახარე. დიდი მადლობა ❤❤❤

ი-რეალურ გოგონას გირჩევ თუ წაკიტხვას გადაწყვეტ

№17 სტუმარი სტუმარი Sakura

Ragacnairad ver vitan mates .

№18  offline წევრი სიბილა

ვოვა, მათე, წარსული..არც არაფერი... მეტი ნდობა საყვარელი ადამიანის მიმართ, მეტი აზროვნება, ნიღაბაკრული დიდხანს და სრულჭკუაზე მყოფის გაქაჩვა უძნელესია, ჯობია, გაარკვიო, ურთოერთობა არ შეწყვიტო, იბრძოლო....იჩხუბო ყოველდრე მასთან და იხვდე რა ხდება, ეს განზე გადგომაა, არაფრის კარგის არც მომტანი...მაგრამ ჯერ ასე უნდა შეგვახედოს ავტორმა და სწორიცაა, რომ შევადაროთ და განვასხვაოთ, როგორ ჯობ(და)ია მოქცევა, საინტერესოდ მეკითხება და ველი გაგრძელებას

№19  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სიბილა

იმედია დასასრული კოგეწონება ❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent