ტყუპები (დასასრული) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუპები (დასასრული)


28-07-2018, 09:25
ნანახია 3 246

ტყუპები (დასასრული)

-ანკა? -არც კი მჯერა ტო, სად დაიკარგე?
-მე, მე. -ენა დაება ელენას.
-ამის დედაც, რა ფორმაში ხარ. -წელზე მოხვია ხელი უცნობმა. ელენა მის მკერდს ხელის გულებით მიაწვა, უცნობს უკან დახევა არც უფიქრია, პირიქით უფრო ახლოს მიიზიდა მისი სხეული და ცალი ხელი საჯდომზე აუთამაშა. -კარგი, რას ჭირვეულობ? მომენატრე. -ამბობს უცნობი და ტუჩებზე ეკვრის.
--------------------------------------

-იდიოტო. -მოძალადის მკლავებიდან თავის დაღწევას შეეცადა ელენა, სწორედ ამ დროს ანკაც მათ გვერდით აისვეტა.
-გამარჯობა ლადო. -ლადო მეხდარტყმულივით იხევს უკან, წამებში იაზრებს რეალობას.
-დამავიწყდა რომ ტყუპისცალი გყავს.
-მერამდენედ უნდა ავეკიდო შარს შენს გამო. -შეუბღვირა ელენამ ანკას.
-წადი დალიე. -ტოლი არ დაუდო ანკამ და ელენამაც მარტო დატოვა ტყუპისცალი ყოფილ საყვარელთან.
-აუ რა მაგრა გევხართ ერთმანეთეს, იმედია მაპატიებ, რონ შენი დის ტუჩები დავაგემოვნე. -წელზე ხელის მოხვევას ეცადა ყოფილი საყვარელი.
-გეყოფა. -უხეშად მოიშორა ანკამ.
-რა გჭირს ტო? -შეუბღვირა ბიჭმა. -როდის აქეთაა ესეთი უკარება გახდი?
-მას მერე რაც შეყვარებული ვარ.
-შენ? -სიცილი ვერ შეიკავა ბიჭმა და როდესაც ანკას სერიოზულ გამომეტყველებას მზერა გაუყარა თავადაც დასერიოზულდა. -სერიოზულად ამბობ?
-ხო.
-ვინ არის ის იღბლიანი? -გაუღიმა ბიჭმა.
-ექიმია.
-ოჰო. ეგრევე ვარსკვლავების მოწყვეტა დაიწყე პატარა? -ცხვირზე ხელი დაკრა ბიჭმა და მეგობრულად აკოცა ლოყაზე. -გამიხარდა შენი ნახვა, შენ
დას ბოდიში მოუხადე უხერხული ინციდენტისთვის.
-აუცილებლად. -ყოფილ საყვარელს ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობა ანკა და იქეთ გაიხედა სადაც ელენა ეგულებოდა, მაგიდასთან მხოლოდ ლუკა შენიშნა. -სადაა? თვალებით კითხა ლუკას?
-იქ. თითით ანიშნა ლუკამ დარბაზში მოცეკვავე ელენასკენ. ანკას სისხლმა თავში აასხა, მისკენ დაიძრა, მკლავში წაავლო ხელი და შეანჯღრია.
-რა გინდა? -შეუბღვირა ელენამ.
-გეყოფა ტრა*ის ქნევა. წავედით.
-ხო აი მოვდივარ. -ახარხარდა ელენა.
-მთვრალი ხარ.
-მერე რა?
-წამოდი ელენა.
-რამ გადაგრია?
-ასეთს ვერ გიტან, ასეთს ვერ გიყურებ, ეს შენ არ ხარ, გამოფხიზლდი ეს ფარსი რისთვის გჭირდება? რა ჩაიფიქრე, მე მიხდი სამაგიეროს? რისთვის? -ცრემლები ვეღარ შეიკავა ანკამ.
-წავედით. -ტყუპისცალის ცრემლები ვერ აიტანა ამ უკანასკნელმა და გასასვლელისკენ დაიძრა.
***
მისაღების დივნის სხვა და სხვა მხარეს მისვენებული ტყუპები ერთმანეთს უსიტყვოდ კარგა ხანს უცქერდნენ.
-ახლა რა იქნება? -სიჩუმეს არღვევს ანკა.
-რას გულისხმობ?
-შენ ცხოვრებას.
-ხვალ სამსახურში მივდივარ, რა უნდა იყოს. ჩვეულებრივად გაგრძელდება ყველაფერი ზუსტად ისე როგორც აქამდე.
-ელენა.
-რა გინდა ანკა?
-რამეში მადანაშაულებ?
-არა, მხოლოდ სიტუაცია მჭრის ჭკუიდან. -ირონიულად გაიღიმა ელენამ. -ეს მხოლოდ მე შეიძლებოდა დამმართნოდა ხომ ასეა.
-რა შემიძლია შენთვის გავაკეთო?
-არაფერი. წავალ დავიძინებ. ღამემშვიდობის.
-ღამემშვიდობის. -კარგა ხანს დარჩა ანკა მისაღებში გაშოტილი. ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას დახედა.
-მიყვარხარ. -წერს ვოვა.
-მეც.
-რა გჭირს?
-არაფერი.
-ელენა როგორ არის?
-ცუდად.
-ახლა მოვრჩი სმენას. გინდა მოვიდე?
-არა.
-ანკა.
-ღამემშვიდობის ვოვა.
-ღამემშვიდობის ანკა... -ანკამ ცრემლი ვეღარ შეიკავა, თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა.
***
-დილამშვიდობის შეფ. -ღიმილით შეიჭრა ელენა დირექტორის კაბინეტში.
-დაბრუნებას გილოცავ ლამაზო. -ლოყაზე აკოცა გელამ ელენას. მას განსაკუთრებულად უყვარდა ეს გოგო და ყოველთვის არჩევდა სხვა ჟურნალისტებისგან.
-ჩემთვის რამე არ გაქვს?
-რა გინდა?
-სადმე ვერ გამიშვებ?
-ვინმეს გაურბიხარ? -გაუღიმა მიხვედრილმა უფროსმა.
-დაახლოებით.
-საფრანგეთზე რას იტყვი?
-შესანიშნავია.
-ბარგი ჩაალაგე, ხვალვე მიდიხარ.
-შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა შეფ. -ყელზე მოეხვია ბედნიერი ელენა უფროს.
***
-მოდი აქ. -სხეულზე მჭიდროდ აიკრო ვოვამ ანკა. -მომენატრე. -ნაზი კოცნა დაუტოვა ყელზე. ანკამ თავი უკან გადააგდო, თვალები დახუჭა და თითები ნაზად ააცურა მის გულზე. ენა ყურთან აასრიალა ვოვამ და სასურველი ქალის სხეული კიდევ უფრო მჭიდროდ აიკრო სხეულზე. ანკამ ფრთხილად წაიღო ხელი ქამრისკენ და მის გახსნას შეუდგა. ვოვამ ხელი კრა და ისიც უმწეოდ გაიშოტა საწოლზე, წამში გააშიშვლა მისი სხეული და კარგად შეათვალიერა.
-რა იყო? -გაუღიმა ანკამ.
-იდეალური ხარ. -თითები მშრალ ტუჩებზე გადაუტარა, ფრთხილად ჩააცურა ხელი ყელიდან ქვემოთ. ენით მოხაზა კერტები და ახლა ჭიპისკენ გადაინაცვლა, ანკას სხეული ადუღდა და მთელი არსებით მეტს ითხოვდა მისგან.
-ვოვა. -ამოიხრიალა ყრუდ.
-ჯერ არა. -გაუღიმა ვოვამ და თითი ნაზად გადაუტარა სა*ოზე, ანკამ ტუჩზე იკბინა და ახლა ამ ქვეყნად ყველაზე მეტად სურდა ვოვას ტუჩებს დაწაფვოდა, მაგრამ ის აშკარად განზრახ აჭიანურებდა მისთვის ამ სიამოვნების მინიჭებას. -უბრალოდ მოდუნდი.-გავარვარებულ სა*ოზე ფრთხილად გადაუტარა თითები.
-ჯანდაბა. -ბალიში სახეზე აიფარა ანკამ და მთელი სხეული დაეჭიმა. კიდევ რამოდენიმეჯერ გაიმეორა ვოვამ იგივე და ანკა უკვე სხეულის სრულ აფეთქებას განიცდიდა. მოულოდნელად ვოვამ ბალიში ააცალა სახიდან და წყურვილით გამშრალ ტუჩებზე დაეწაფა.
-ცოლად გამომყევი. -ამბობს მასში გამეფებული ვოვა. ანკას სხეული ხევდება, ვნება სადღაც ქრება, მის სხეულს ეიფორია მომენტალურად ტოვებს და ყველაფერს განიცდის სიხარულის გარდა. ის ქრება ისევე როგორც ვოვა. მისი მკლავებისგან ითავისუფლებს თავს, სხეულს უხმოდ შორდება, ფანჯარასთან მიდის, სიგარეტს უკიდებს და როგორც იქნა ვოვას მზერის ღირსად ხდის.
-ეს აუცლებელი იყო?
-არ გინდა ჩემი ცოლობა?
-ახლა არა.
-მიზეზი?
-ახლა არა ვოვა.
-აბა როდის? როცა შენი და თავის პირადს ააწყობს?
-არ გაბედო მასზე ასე ლაპარაკი?
-ისე იზავთ ბოლოს ორივე მარტო დარჩებით. -ტანსაცმელი ჩაიცვა ვოვამ, კართან შედგა და ანკას კიდევ ერთხელ შეავლო თვალი. -მიყვარხარ ანკა! მერე კარი გაიჯახუნა და წავიდა. ანკამ წყალი გადაივლო, კარადიდან ვისკი გამოიღო და დალევა დაიწყო.
-რას აღნიშნავ? -თავზე წაადგა სახლში მოულოდნელად დაბრუნებული ელენა.
-ისევ მარტოხელა ვარ. -გაუღიმა ანკამ. ელენა ადგილზე შეშდება.
-რატომ?
-რა მნიშვნელობა აქვს.
-მაშინ მეც დამისხი. -ჭიქა მიაწოდა ტყუპისცალს, მანაც პირამდე შეუვსო. -ჩვენ გაგვიმარჯოს, მარტოხელა ტყუპებს. -გაიცინა ელენამ და გადაკრა.
-გაგვიმარჯოს. -ჭიქა ბოლომდე გამოცალა ანკამაც.
-ხვალ საფრანგეთში მივდივარ მივლინებით.
-ჩააწყე ხომ? -ღიმილით გაკრა ანკამ ფეხი.
-აჰამ. მედარდები აქ დასატოვებლად.
-კარგად ვიქნები.
-დარწმუნებული ხარ?
-კი. ანსამბლში დავბრუნდი დრო მაინც არ მექნება სისულელეზე ფიქრისთვის.
-ვოვასთან რა მოხდა?
-ცოლობა მთხოვა.
-მერე? -თვალები შუბლზე აუვიდა ელენას.
-მზად არ ვარ.
-მიზეზი?
-ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რომ ვინმესთან პასუხისმგებლობაში უნდა ვიყო.
- ოჯახი ბედნიერებაა ანკა.
-ვიცი მაგრამ ამ ეტაპზე ამისთვის მართლა არ ვარ მზად.
-იმედია ისევ ისე არ იქნება როგორც ვოვას გამოჩენამდე იყო.
-ისევ ისე ფიზიკურად ვერ იქნება. შევიცვალე.
-ამას ვხედავ. -გაუღიმა ელენამ.
-მათეზე რატომ თქვი უარი. ვოვას გამო?
-არა. -ამოიოხრა და ვისკი მოსვა. -აღნოჩნდა რომ ცოლს ჩემ გამო გაშორდა, ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე, არ შემიძლია სხვის უბედურებაზე ბედნიერების აწყობა.
-ისინი მაინც დაშორდებოდნენ ელენა.
-მაგრამ ისე მოხდა რომ ჩემი მიზეზით დაშორდა. ეს ძალაინ რთული აღმოჩნდა.
-გიყვარს არა?
-ხო
-დაფიქრდი კარგი? მათე კარგი ადამიანია.
***

საფრანგეთიდან დაბრუნებული ელენა სახლში მარტო იყო, სტატიას წერდა როდესაც კარზე მოულოდნელად დარეკილმა ზარმა ფიქრები დაუფრთხო. დაუპატიჟებელი სტუმრის მიღება არ სურდა და წაიყრუა, მაგრამ სტუმარი არ მოეშვა და გაბმული ზარით ააწიოკა იქაურობა.
-რა ჯანდაბაა. -ჩაიბურტყუნა და კარის გასაღებად წავიდა. -საკეტი ჩხუბით გადაწია და როდესაც კარში ასვეტებულ მათეს შეფეთა სიტყვა პირზე შეაშრა.
-აქ რას აკეთებ?
-გაგიმარჯოს. -ოთახში შეიჭრა მათე და კარი ხმაურით მიაჯახუნა.
-იქნებ ჩამოაგდო. -შეუღრინა ელენამ.
-აგინაზღაურებ. -ცალყბად გაიღიმა მათემ და პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა. მაცივარი გამოაღო, ლუდი გამოიღო და ერთი ბოთლი სულმოუთქმელად ჩაცალა.
-ზედმეტი ხომ არ ვარ?
-თუ გინდა შემომიერთდი. -თვალი ჩაუკრა ამ უკანასკნელმა და სავარძელში ჩაეშვა. ელენას გაეღიმა, თან გაბრაზდა მათეს ასეთი შემოჭრის გამო მაგრამ უფრო გაეღიმა. -მოყევი როგორ ხარ? როგორ მიდის საქმე? -ისე კითხულობს მათე კაცი იფიქრებს დიდი ხნის მეგობრები არიანო, ელენამ წარბები შეათამაშა, ლუდი თავისთვისაც გამოიღო და მის პირდაპირ მდგარ სავარძელში ჩაჯდა.
-რისთვის მოხვედი?
-მოგიკითხე.
-შეგეძლო დაგერეკა.
-არ მიპასუხებდი.
-მართალი ხარ. -სიგარეტს მოუკიდა ელენამ და მათეს სურვილით ანთებულ მზერას თვალი აარიდა.
-არაფერი გადაწყვიტე?
-რაზე?
-ნერვებზე ნუ დახტიხარ ელენა, ჩემ მოთმინებას ნუ ცდი...
-ნუ მიწვევ.
-კიდევ მე გიწვევ? ერთ წამში დამიკიდე, კაცს რომ ეკითხა გიყვარდი. -ელენამ პასუხი არ დაუბრუნა. მზერა ფანჯარას მიაპყრო და მოძალებულ ემოციას უკუგდება აიძულა. -მომენატრე. -ლუდის ბოთლი იქვე დადგა მათემ და ელენას წინ ფეხმორთხმით დაჯდა, მუხლის თავზე თითები აუთამაშა, ელენამ სხეულზე ეკლები იგრძნო და ეს მათეს შეუმჩნეველი არ დარჩენია. -მოკვდები რომ აღიარო როგორ მოგენატრე? -ტუჩი ნაზად შეახო მუხლზე და ნაზი კოცნა დაუტოვა დაძაბულ ელენას, თითი მოუსვენრად ააცურა მის ფეხზე და კაბის სათავე ფრხილად აასრილა ისე, რომ სულ გაუშიშვლა ფეხები. ელენამ ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი და გამშრალი ტუჩები გაუაზრებლად გაილოკა, მათემ ახლა უფრო ზემოთ დაუტოვა კოცნა, მუხლიდან ფრთხილად აუყვა და ტუჩების ცმაცუნით ქვემოდან ზევით გადაინაცვლა. სავარძელში გახევებულად მჯდარ ელენას გულმა ძლიერად ძგერა დაუწყო. სხეული სურვილით აენთო.
-მათე.
-ჩშ. -ტუჩზე თითები მიაბჯინა ამ უკანასკნელმა და ყელზე ვნებით დააწება ტუჩები. თითი ნაზად ჩააცურა ყელიდან მკერდისკენ და ელენამაც სრულებით დაკარგა თავზე კონტროლი.
-მეტი არ შემიძლია. -ამოიხრიალა ელენამ მათეს თმებში წვდა და მთელი ძალით თავისკენ მიიზიდა, ტუჩებზე დააცხრა და მონატრებული კოცნის სიტკბოება შეიგრძნო. მათემ წამში ააფრიალა მისი სხეული ხელში და საძინებელში შეიყვანა.
***
ელენა მათეს თმებზე თამაშით ირთობდა თავს და მის შიშველ სხეულზე გართხმული ბედნიერების ნირვანაში დაცურავდა.
-ახლა რა იქნება?
-ახლა ვეღარ მომიშორებ.
-არ მინდა შენი მოშორება, მაგრამ სინდისს რა მოვუხერხო.
-თეკლა კარგად იქნება, ვოვას ის გერმანიაში მიყავს, ოპერაციას გაუკეთებენ, ფეხზე დააყენებენ.
-მართლა? -გულწრფელად ანთებული თვალები შეანათა ელენამ საყვარელ მამაკაცს.
-ხო. -ამბობს მათე და ალერსით დაწითლებულ ტუჩებზე კიდევ ერთხელ ეკვრის. -ვოვაც დამშვიდდა ბოლოსდაბოლოს დაიჯერა რომ მე არ დამიგორებია მისი და.
-სერიოზულად? -კიდევ უფრო გაბედნიერდა ელენა.
-ხო ელენა სერიოზულად.
-ეს ამბავი ანკას უნდა ვუთხრა. დღეს საღამოს ჩამოდის ალბათ სიხარულით მეცხრე ცას ეწევა.
-როგორ არის ანკა.
-ნორმალურად. თავს ერევა.
მთელი საღამო ალერსში გაატარეს, მონატრებული გრძნობების გამომზეურებით გული იჯერეს ალერსით დაღლილები ძილის მშვიდ საუფლოში გაფრინდნენ.
***
-ელენა დავბრუნდი, ოლა... სახლში ხარ? -საძინებლის კარი შეაღო ანკამ და როდესაც მათეს სხეულზე დამხობილი მშვიდ ძილში წასული ელენა დაინახა, სახეზე ღიმილმა გადაურბინა. კარი ფრხილად გამოხურა და სამზარეულოში გავიდა. სიგარეტს მოუკიდა, კიდევ ერთხელ წარმოუდგა მათი ბედნიერი სახეები თვალწინ და ბედნიერებისგან შეაჟრჟოლა. ტელეფონის ვიბრაციამ რეალობაში დააბრუნა. ეკრანს დახედა.
-ჭირვეულო მომენატრე. -თვალები გაუბრწყინდა ანკას და სასწრაფოდ პასუხი აკრიფა.
-ხუთი წუთია რაც სახლში შემოვედი. ნახევარ საათში შენთან ვიქნები.
-გელოდები. მიყვარხარ. -არ აგვიანებს პასუხი და ანკაც ბედნიერებით იბადრება.
***
ანკამ ძლივს გაბედა მონატრებული შეყვარებულის კარზე ზარის დარეკვა. წელსზემოთ შიშველმა ვოვამ კარი გაუღო საყვარელ ქალს, მისი ნახევრად შიშველი სხეულის დანახვისას ანკამ სახე დამანჭა და მომენტალურად მისი სურვილით აენთო, მომღიმარი ვოვასკენ გადადგა ნაბიჯი და სხეულზე აეკრო.
-ღმერთო ჩემო როგორ მომენატრე. -ტუჩებზე მოწყურებული დაეწაფა...
ვნებიანი სექსის შემდეგ ანკას ვოვას გულზე მოეთავსებინა თავი და მთელი სხეულით მასზე იყო აკრული. ვოვა მის შიშველ სხეულზე თითებს სინქრონულად აცურებდა, ორივეს ბაგეს მონატრებული სიყვარულის ღიმილი აპობდა.
-გერმანიაში სამსახური შემომთავაზეს. -სიჩუმე გაარღვია ვოვას ხმამ და ანკაც მომენტალურად დაიძაბა. -კლინიკა რომელმაც სამსახური შემომთავაზა, საცხოვრებელი სახლითაც უზრუნველმყოფს და ასევე ჩემი დის მკურნალობის ხარჯებსაც დაფარავს. მონაცემებს უკვე გაეცვნენ და მპირდებიან, რომ მის ფეხზე დაყენებას შეძლებენ.
-შესანიშნავია. -ამოიდუდღუნა ანკამ. -ვოვამ ნიკაპი ხელით აუწია, ტუჩებში აკოცა და მზერა გაუყარა.
-წამოხვალ ჩემთან ერთად? -ანკას თვალის კუთხეში ცრემლი დაუკითხავად ჩამოგორდა, ტუჩები ნაზად შეახო თვალებზე და ცრემლი კოცნით შეუმშრალა.
-ჰო. წამოვალ. -ღიმილით უპასუხა ანკამ. ვოვამ ჯერ ვერ გაიაზრა ნათქვამი და როდესაც საყვარელი ქალის ბაგიდან წამოსროლილი სიტყვის აზრს ჩაწვა ბედნიერებით ღრიალი დაიწყო. მთელი სხეული დაუკოცნა და ოთახში წინ და უკან ხტუნვას მოყვა.
-მართლა წამოხვალ? -მკლავებში წვდა ანკას.
-ჰო. წამოვალ. -ტუჩებზე დააცხრა ანკა. -როდის მივდივართ?
-ერთ კვირაში.
***
სამზარეულოს მაგიდას შემომსხდარი დები ერთმანეთს თვალს არ წყვეტდნენ. სთქმელს გონებაში ალამაზებდნენ და საუბრის დაწყების შანს ეძებდნენ.
-ვოვას შევურიგდი. -საუბარი წამოიწყო ანკამ.
-მე მათეს. -ღიმილით პასუხობს ელენა.
-გერმანიაში გადადის საცხოვრებლად, იქ სამსახური შესთავაზეს, მეც მივდივარ.
-მერე ცეკვა?
-ვოვა ცეკვაზე მეტად მიყვარს. იქ სტუდიას გავხსნი და გერმანელებს ქართულ ცეკვას ვასწავლი ვფიქრობ შესანიშნავი იქნება.
-ჰო კარგი იქნება.
-თქვენ რა გეგმები გაქვთ?
-ჯერ მოგზაურობას ვაპირებთ.
-შესანისნავია.
-მომენატრები.
-მეც.
-უშენოდ მართლა გამიჭირდება.
-ორსულად ვარ ელენა.
-რა? -სიხარულისგან არაამქვეყნიური ხმა აღმოხდა ელენას.
-ხო. დეიდა გახდები. -ელენა ტყუპისცალს მივარდა. გულში ჩაიკრა და ცრემლები ვეღარ შეიკავა.
-ღმერთო ჩემო როგორ მიხარია შენი ამბავი. გამარჯობა პატარა. -ხელით შეეხო ტყუპისცალის მუცელს და ჯერ არ დაბადებულ დიშვილს საუბარი დაუწყო.
***
ანკა და ვოვა გერმანიაში გაფრინდნენ, თეკლაც თან წაიყვანეს. ვოვა საკმაოდ წარმატებული გინეკოლოგი იყო, თეკლას მკურნალობა კარგად მიდიოდა და უკვე ხელჯოხით სიარულიც შეეძლო. ექიმი მას სრულ გამოჯამრთელებას დაპირდა და ისიც მონდომებით ასრულებდა ყველა მის დანიშნულებას. ანკა მზრუნველი და მოსიყვარულე ცოლი იყო, მართლაც გახსნა პატარა სტუდია და გერმანელ ბავშვებს ქართულ ცეკვებს ასწავლიდა. ბედნიერი იყო, საყვრელ საქმეს აკეთებდა, საყვარელ მამაკაცთან ცხოვრობდა. მუცლით საოცნებო კაცისგან შვილს ატარებდა..
ელენამ და მათემ მთელი მსოფლიო შემოიარეს. არ დატოვეს ქალაქი თუ სოფელი, მათი სიყვარული დღითიდღე უფრო ძლიერდებოდა. ერთმანეთის გარეშე წამსაც არ ატარებდნენ, ერთმანეთს მუდამ თავალებში შესციცინებდენ და ერთმანეთის სიყვარულით სრულ ბედნიერებას განიცდიდნენ.
***
ერთი წლის შემდეგ...
-დაბადებისდღეს გილოცავ. -ეუბნება გივი მეუღლეს და მისთვის საგულდაგულოდ დაკრეფილ ვარდებს აწვდის.
-მადლობა. -ცრემლიანი თვალებით გამოართვა ამ უკანასკნელმა მეუღლეს თაიგული და ტირილი ვეღარ შეიკავა.
-რა გატირებს?
-პირველი წელია როცა მათ გარეშე ვხვდები ამ დღეს. ყოველ წელს ჩამოდიოდნენ წელს კი არც ერთი არ მოვიდა. -გულისტკივილი გაანდო მეუღლეს და ვარდებს სევდანარევი მზერა კიდევ ერთხელ შეანათა.
-შენს ადგილას ამაზე აღარ ვინერვიულებდი. -ხელით ანიშნა ეზოსთან გაჩერებულ მანქანაზე. ციალამ თვალები ხელით მოიჩრდილა და როდესაც მანქანიდან გადმოსული ტყუპების რეალობა ირწმუნა ისტერიული კივილი ატეხა.
-გეგონა არ მოვიდოდით? -ყელზე მოეხვია ელენა დედას.
-გილოცავ დე. -ახლა ანკა მოეხვია აცრემლებულ დედას.
-იცოდი ხომ? -გაგულისებული მზერა სტყორცნა ციალამ მეუღლეს.
-ჰო. -ჩაიხითხითა გივიმ და ტყუპებს წელზე შემოარტყა სიბერით დაძაბუნებული მკლავები.
-შვილიშვილს ხელში არ აიყვანთ? -ღიმილით ჩაერთო ვოვა ოჯახის საუბარში. -დაბადებისდღეს გილოცავთ. -გაუღიმა ციალას და ბატარა ბიჭი ხელებში გადაუწვინა.
-მადლობა შვილო მადლობა. -მერე ბავშვს დახედა და ლამაზი ცხვირპირი დაუკოცნა.
-მომავალ წელს უფრო მეტნი მოგილოცავთ. -უკნიდან აეკრო ცოლის სხეულს მათე და მუცელზე მზრუნველად მოეფერა.
-რატომ არ მითხარი დამპალო. -სიხარულით ახუნტრუცდა ანკა და დას მოეხვია.
-სიურპრიზ. -მხრები აიჩეჩა ელენამ და ყველამ გაიცინა.
***
-რაზე ფიქრობ?
-მათი ცქერით ვტკბები. უყურებდა ციალა ბაღის შუაგულში ქმრებთან სიამტკბილობით გართულ ტყუპებს და პატარა ანდრეას.
-ხო ეს ბედნიერებაა. -ლოყაზე აკოცა გივიმ ცოლს და მხარზე ხელი მოხვია.
-საუკეთესო დაბადებისდღეა.
-გეთანხმები. გაუღიმა ცოლმა და მის მხარზე მიასვენა თავი.


დასასრული


-----------------------------

ავტორის შენიშვნა:

პირველ რიგში მინდა ორიოდე სიტყვით აგიხსნათ თუ რატომ დავასრულე ისტორიის წერა ასე მოულოდნელად... ბევრი აზრი მიტრიალებდა თავში იმასთან დაკავშირებით თუ, როგორ უნდა წარმემართა ტყუპების ცხოვრება, მაგრამ გულწრფელად გეტყვით ვერ გავიმეტე ეს გოგონები რაიმე ცუდი ისტორიისთვის, ამიტომ გადავწყვიტე აქ, ახლა და ამ მომენტში დამესრულებინა ასე ვთქვათ... ამგვარი "ბანალური ოჯახური" სიტუაციით მათი ისტორია. შესაძლოა ზოგიერთს ამის გამო არ მოგეწონოთ ეს ისტორია, თუმცა ვიმედოვნებ სწორად გაიგებთ იმას რასაც ახლა ვწერ. პერსონაჟების მიმართ გაჩენილმა სხვა და სხვა დამოკიდებულებამ რაც აფსოლუტურად ჯანსაღი და მისაღებია ჩემთვის როგორც ავტორისთვის გადამაწყვეტინა რომ ყველაფერი ასე დასრულებულიყო.

მეორეც, მინდა მადლობა მოგიხადოთ გულწრფელი ემოციებისთვის რომელთაც თითოეული თქვენგანის კომენტარის წაკითხვისას განვიცდიდი, ამ ისტორიის მსვლელობაში (ჰალუცინოგერს) ბევრი ახალი მკითხველი შეემატა და იმედი მაქვს ისიამოვნეთ და ახალ ისტორიასაც როდესაც შემოგთავაზებთ მხოლოდ "დასქროლვით" არ გაატარებთ და მასაც წაიკითხავთ... ძველებო:) სახელებს არ ჩამოვთვლი, მიყვარხართ მე თქვენ და არ ვიცი რამდენ ხანში დაგიბრუნდებით მაგრამ ყველანაირად ვეცდები, რომ ეს მალე მოხდეს და ახალი კიდევ უფრო გემრიელი ისტორიაშემოგთავაზოთ.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. ველი თქვენს საბოლოო შეფასებებს ამ ისტორიასთან დაკავშირებით...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Nini

არანაირი ბანალურობა♥️♥️მე ძალიან მომეწონა♥️♥️ გელოდები ახალი ისტორიით♥️♥️

 



№2  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Nini
არანაირი ბანალურობა♥️♥️მე ძალიან მომეწონა♥️♥️ გელოდები ახალი ისტორიით♥️♥️



მადლობა საყვარელო. ჩემო ძველო მკითხველო ❤

 



№3  offline წევრი kora

შეიძლება ვინმესთვის ბანალური იყოს, მაგრამ ჩემთვის ბედნიერი დასასრული ზღვა ემოციის დამტევია და რაც მთავარია ასეთი დასასრულის მერე თითო ისტორია ემატება ხელახლა გადასაკითხთა სიას. კარგი გოგო ხარ და მართლაია გვიან აღმოგაჩინე მაგრამ უკვე მოვასწარი შენი ნიჭით აღფრთოვანება. წარმატებები!
--------------------
kira.G

 



№4  offline მოდერი ჰალუცინოგერი

kora
შეიძლება ვინმესთვის ბანალური იყოს, მაგრამ ჩემთვის ბედნიერი დასასრული ზღვა ემოციის დამტევია და რაც მთავარია ასეთი დასასრულის მერე თითო ისტორია ემატება ხელახლა გადასაკითხთა სიას. კარგი გოგო ხარ და მართლაია გვიან აღმოგაჩინე მაგრამ უკვე მოვასწარი შენი ნიჭით აღფრთოვანება. წარმატებები!


სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო :) მადლობა

 



№5  offline წევრი tako.izek

ძალიან მაგგარი დასასრული იყო.გეთანხმები გაწელვა ცუდი აზრი იქნებბოდა.ძალიან მომეწონა

 



№6  offline მოდერი ჰალუცინოგერი

tako.izek
ძალიან მაგგარი დასასრული იყო.გეთანხმები გაწელვა ცუდი აზრი იქნებბოდა.ძალიან მომეწონა



❤❤❤ მიხარია თუ მოგეწონა

 



№7  offline წევრი სიბილა

მისაღები დასასრული, ლამაზი ისტორია, საინტერესო საკითხავი და ახალის მოლოდინში ბევრი წარმატება ავტორს.

 



№8  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სიბილა
მისაღები დასასრული, ლამაზი ისტორია, საინტერესო საკითხავი და ახალის მოლოდინში ბევრი წარმატება ავტორს.


გამიხარდი ძალიან. ❤
მადლობა

 



№9 სტუმარი სტუმარი თიკო

პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ უნიჭიერესიხარ ისეთი დიდი სიამოვნება მივიღე რომ სიტყვებოთ ვერ გადმოგცემ ყოველდღე ვამოწმებდი დაიდო თუარა ახალი თავი :დდდდდ მოკლედ ძალიან მაგარი დასასრული ჰქონდა და იმედიმაქ მალე დაგვიბრუნდები ვგიჟდები შენს ისტორიებზე მართლა ოღონდ <3

 



№10  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სტუმარი თიკო
პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ უნიჭიერესიხარ ისეთი დიდი სიამოვნება მივიღე რომ სიტყვებოთ ვერ გადმოგცემ ყოველდღე ვამოწმებდი დაიდო თუარა ახალი თავი :დდდდდ მოკლედ ძალიან მაგარი დასასრული ჰქონდა და იმედიმაქ მალე დაგვიბრუნდები ვგიჟდები შენს ისტორიებზე მართლა ოღონდ <3


აუ გამებადრა სახე :-)
ძალიან დიდი მადლობა

 



№11 სტუმარი kati

Kargi iyo.velodebi axal istorias...

 



№12  offline მოდერი ჰალუცინოგერი

kati
Kargi iyo.velodebi axal istorias...


❤❤❤

 



№13  offline წევრი Onlyyou

Vaimeee xom vambob saocari xartqoo ❤❤❤ bolo momentshi cremlic ki wamomivida veli axal salcrebas sjengan❤

 



№14  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Onlyyou
Vaimeee xom vambob saocari xartqoo ❤❤❤ bolo momentshi cremlic ki wamomivida veli axal salcrebas sjengan❤



იქნება აუცილებლად ვეცდები მალე დაგიბრუნდეთ ისტორიით❤

 



№15 სტუმარი ნია

ჩემი ოქრო გოგო ხარ შენ და ვგიჟდები შენზე, აი ასეთ თბილ და სიყვარულით სავსე დასასრულს ვნატრობდი და რომ იცოდე როგორ გამახარე <3
უკვე იმ დონეზე ვარ შეყვარებული ყველა შენს ისტორიაზე, რომ რომელიმეს გამოყოფა მიჭირს <3
მათე არის საოცარი პერსონაჟი და ზუსტად ელენა სჭირდებოდა გვერდით და სხვა არავინ.
ანკამ ორსულობაზე პირველად დას რომ გაანდო ეს იყო საოცრება<3
"ვოვა ცეკვაზე მეტად მიყვარს" - აი აქ ჩანს ყველაზე მეტად როგორ შეიცვალა ეს გოგო <3
მიხარია თეკლაც რომ გამოჯანმრთელდა <3
დედ-მამის ბედნიერი ცრემლები მათი შვილების შემყურე იყო ემოციური მომენტი.
საერთო ჯამში ესეც საუკეთესოთა რიცხვებშია და მადლობა შენ ყველა ემოციისთვის <3 გელოდები ახალი ისტორიით <3

 



№16  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ნია
ჩემი ოქრო გოგო ხარ შენ და ვგიჟდები შენზე, აი ასეთ თბილ და სიყვარულით სავსე დასასრულს ვნატრობდი და რომ იცოდე როგორ გამახარე <3
უკვე იმ დონეზე ვარ შეყვარებული ყველა შენს ისტორიაზე, რომ რომელიმეს გამოყოფა მიჭირს <3
მათე არის საოცარი პერსონაჟი და ზუსტად ელენა სჭირდებოდა გვერდით და სხვა არავინ.
ანკამ ორსულობაზე პირველად დას რომ გაანდო ეს იყო საოცრება<3
"ვოვა ცეკვაზე მეტად მიყვარს" - აი აქ ჩანს ყველაზე მეტად როგორ შეიცვალა ეს გოგო <3
მიხარია თეკლაც რომ გამოჯანმრთელდა <3
დედ-მამის ბედნიერი ცრემლები მათი შვილების შემყურე იყო ემოციური მომენტი.
საერთო ჯამში ესეც საუკეთესოთა რიცხვებშია და მადლობა შენ ყველა ემოციისთვის <3 გელოდები ახალი ისტორიით <3



ცოტა არ იყოს ეკლებმა დამაყარეს ტანზე ❤❤❤ მადლობ შენ ჩემო პატარა მეგობარო რომ ასეთი ემოციური და თბილი ხარ

 



№17  offline აქტიური მკითხველი grafo

დასქროლვაზე გამეცინა, გულიანად თან :D :D :D.
ამ საიტს უხდება მხოლოდ და მხოლოდ "ბანალნი" დასასრულები, უბრალოდ მე უაზროდ წინ და უკან სირბილი არ მომწონს ხოლმე.

 



№18  offline მოდერი ჰალუცინოგერი

grafo
დასქროლვაზე გამეცინა, გულიანად თან :D :D :D.
ამ საიტს უხდება მხოლოდ და მხოლოდ "ბანალნი" დასასრულები, უბრალოდ მე უაზროდ წინ და უკან სირბილი არ მომწონს ხოლმე.


გრაფო გრაფო... სიმწრის ბუკეტო :-D

 



№19 წევრი naattii

როგორც ყოველთვის არ ვნანობ რომ შენი ისტორია წავიკითხე ❤

 



№20  offline მოდერი ჰალუცინოგერი

naattii
როგორც ყოველთვის არ ვნანობ რომ შენი ისტორია წავიკითხე ❤



ძალიან დიდი მადლობა ❤❤❤

 



№21  offline წევრი ცარიელი

მინიმმ სამ თავს ველოდებოდი კოდევ :დ თუმცა სიურპრიზებით ხარ სავსე :დ კარგი იყო მშვენიერი დასასრულია მაგრამ გავბანალურდრბი და გეტყვი რომ რაღაც დამაკლდა :დდ კარგი ხარ შენ ❤️❤️ უი ხოო რაც მთავარია მოდერის სტატუსს გილოცავ :D ❤️❤️❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№22  offline მოდერი ჰალუცინოგერი

მირრა
მინიმმ სამ თავს ველოდებოდი კოდევ :დ თუმცა სიურპრიზებით ხარ სავსე :დ კარგი იყო მშვენიერი დასასრულია მაგრამ გავბანალურდრბი და გეტყვი რომ რაღაც დამაკლდა :დდ კარგი ხარ შენ ❤️❤️ უი ხოო რაც მთავარია მოდერის სტატუსს გილოცავ :D ❤️❤️❤️


მაფლობა საყვარელო.
მეც დამაკლდა რაღაც :-) მართლა ოღონდ უბრალოდ ძალიან მოულოდნელად გადავწყვიტე დასრულება და ასე ვთქვათ "მარილიც" ამიტომ დააკლდა :-)

 



№23 სტუმარი სტუმარი მარიკო

მომენატრება ეს მოთხრობა ????????????

 



№24  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სტუმარი მარიკო
მომენატრება ეს მოთხრობა ????????????



❤❤❤

 



№25  offline წევრი triniti

Vaimee ra magari iyo dzalin momewona saocrad daasrule cota ki gamikvirda magram moxibluli var .male axali iatoriit dagvibrundi chemi saxit mudmivi mkitxveli aheizine

 



№26  offline მოდერი ჰალუცინოგერი

triniti
Vaimee ra magari iyo dzalin momewona saocrad daasrule cota ki gamikvirda magram moxibluli var .male axali iatoriit dagvibrundi chemi saxit mudmivi mkitxveli aheizine



მადლობა ძალიან დიდი. ❤❤❤ ხო თუ გამომყვები მალევე მიხვდები, რომ ზოგჯერ კი არა და ხშირ შემთხვევაში უცნაურ გადაწყვეტილებებს ვიღებ :-D

 



№27 სტუმარი მარიამი☺

მარათლა ძალიან კარგი იყო )))
ძალიან მომეწონა, დასასრული განსაკუთრებით კარგიიყო <3 <3 <3
ბევრი ასეთი კარგი რაღაცეებიდაწერეთ :)) <3
ველოდები ახალ ისტორიას <3

 



№28  offline აქტიური მკითხველი La-Na

პირიქით სულაც არ მომეწონებოდა ტყუპები ერთმანეთს რომ დაშორებოდნენ.ძალიან მომეწონა, რომ ორივემ დათმო სიყვარული დის გამო.ძალიან კარგი ისტორიაა და ველი შენს ახალ ნამუშევარს.მართალია კომენტარები არ დამიწერია,მაგრამ შენს ყველა ისტორიას ვკითხულობ
--------------------
ლანა

 



№29  offline მოდერი ჰალუცინოგერი

La-Na
პირიქით სულაც არ მომეწონებოდა ტყუპები ერთმანეთს რომ დაშორებოდნენ.ძალიან მომეწონა, რომ ორივემ დათმო სიყვარული დის გამო.ძალიან კარგი ისტორიაა და ველი შენს ახალ ნამუშევარს.მართალია კომენტარები არ დამიწერია,მაგრამ შენს ყველა ისტორიას ვკითხულობ


ძალიან მახარებს ამის მოსმენა. მადლობა ❤

მარიამი☺
მარათლა ძალიან კარგი იყო )))
ძალიან მომეწონა, დასასრული განსაკუთრებით კარგიიყო <3 <3 <3
ბევრი ასეთი კარგი რაღაცეებიდაწერეთ :)) <3
ველოდები ახალ ისტორიას <3


❤❤❤

 



№30  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ზუსტად ასეთი დასასრული შეეფეერებოდა. ძალიან მომეწონა.
გელი ახალი ისტორიით❤️
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent