05:15 (1) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

05:15 (1)


29-07-2018, 02:08
ავტორი tasusuna
ნანახია 580

05:15 (1)

05:15
____________________________________________
შვიდი სრულდებოდა,რომ გამეღვიძა.
სამსაათიანი ძილის შემდეგ თავს კიდევ უფრო გამოფიტულად ვგრძნობდი..
ბოლო პერიოდში დატრიალებულმა ამოუხსნელმა მოვლენებმა ჩემი ძილი სამუდამოდ დააფრთხო..
ამას უკვე იმდენად შევეჩვიე,რომ სრულიად ბუნებრივად წამოვდექი საწოლიდან და,
დილის ცვარისგან დანამული სარკმლები გამოვაღე.
ცივმა და,
ოდნავ ნესტიანმა სიომ სახეზე დაუდევრად ჩამოყრილი მოკლე თმა ამიბურდა და,
უკმაყოფილოდ გავეცალე ფანჯრებს.
ოთახიდან გამოსულს,სამზარეულოში შუქი კვლავინდებურად ანთებული დამხვდა..
მიუხედავად იმისა,რომ დაწოლამდე შუქი ჩავაქრე და,დაძინებამდე ორჯერ გადავამოწმე..
ამოვიოხრე და ,
ქაფქაფა ყავა ფრთხილად მოვსვი.
პირველად,როცა შუქი ანთებული დამხვდა,ყურადღება არ გავამახვილე და,ჩემს გაფანტულობას დავაბრალე..
მაგრამ,როცა ამან ინტენსიური სახე მიიღო,ცოტა დავფრთხი და,
დაკვირვება დავიწყე..
მას შემდეგ დამერღვა ძილიც და,აგერუკვე მეორე თვეა,
მხოლოდ ამაზე ვარ კონცენტრირებული..
ვცდილობ ფაქტები შევაგროვო და ერთმანეთს დავუკავშირო,მაგრამ,
უშედეგოდ..
ხანდახან ისიც მიფიქრია,ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ხომარაა ეს ყველაფერითქო,მაგრამ,მას შემდეგ,რაც ყველაფრის ფირზე აღბეჭდვა დავიწყე,
ჩემს სიმართლეშიც დავრწმუნდი..
კადრებშიც გარკვევით სჩანს,თუ როგორ ინთება გამთენიისხანს სამზარეულოში სინათლე..
ამაზე საუბარი რადენჯერაც დავიწყე,იმდენჯერ მსმენელისგან უარყოფითი ემოციები მივიღე და,
გადავწყვიტე,რომ ყველაფერი ჩემში შემენახა..
მათ არც ვკიცხავდი,
სამხილების მიუხედავად,ესყველაფერი დაუჯერებლად და,
წარმოუდგენლად სჩანდა..
რადგან ბინაში ახალი გადმოსული ვიყავი,მეზობლებს არც ვიცნობდიდა,მათთან ამ საკიტხზე ლაპარაკსაც ,ბუნებრივია,ვერიდებოდი..
საინტერესო კი ისიყო,რომ ისენიც თვალშისაცემად გამირბოდნენ..
ამას მხოლოდ მაშინ დავაკვირდი,როცა ,რამოდენიმეჯერ განზრახ ამარიდეს თვალი და,სალამზეც არ მიპასუხეს..
ამან კიდევუფრო ჩამაფიქრა,სულში აშლილი შიში კი ცხრაკლიტურში გამოვკეტე და,
ძირფესვიანად შევუდექი ვიდეომასალისბქექვასა და,
ინფორმაციის მოძიებას..
მაგრამ,რაც უფრო ვუღრმავდებოდი ყველაფერს,მითუფრო ვიკარგებოდი ლაბირინთში..
ვცადე დავკავშირებოდი ადამიანს,რომლისგანაც ეს ბინა ვიყიდე,მაგრამ,ყოველჯერზე ოპერატორის გაზეპირებულ სიტყვებს ვისმენდი..
დროდადრო მოვეშვი..
პასუხგაუცემელ კითხვებს შევეგუე..
უკვე ბუნებრივად მივიღე ყოველდილით ანთებული შუქი და,
უძილობაც ორგანიზმში გამიჯდა..
თუმცა,კამერას არასდროს ვრთავდი,მიუხედავად იმისა,რომ უკვე კვირებია,მასალისთვის არ გადამიხედავს..
განვლილმა ორმა თვემ
იმდენად მიმაჯაჭვა სახლსა და ინტერნეტს,რომ მეგობრებს საგრძნობლად ჩამოვშორდი..
ამან მხოლოდ ახლა გამიჩინა დისკომფორტის გრძნობა და საკუთარი თავი გავკიცხე.
მტკიცედ გადავწყვიტე,რომ
დღეს სახლიდან გავსულიყავი და,ტატა მაინც მენახა,თორემ,უკვე,კარჩაკეტილობისგან ვგრძნობდი ფერს როგორ ვკარგავდი.
პირველის წუთები იყო,ბინა რომ დავტოვე და,
კიბეებზე რომ დავეშვი..
მიუხედავად იმისა,რომ მეექვსეზე ვცხოვრობდი,ლიფტით არასდროს ვსარგებლობდი..
ეს ჩემი პანიკური შიშის ბრალი იყო..
სადარბაზოდან როგორც კი გავედი,
უსიამოვნო შეგრძნებამაც არ დააყოვნა.
მარცხენა მხრიდან წამოსულმა
უარყოფითმა ენერგიამ თითქოს ძალა გამომაცალა.
რამდენიმე თვალმა დაჟინებული მზერით გამომაცილა და ამან,ძალიან დამთრგუნა.
ავტომობილი მოღუშულმა
დავძარი და,
ტატას სახლისკენ გავემართე.
მესამე თუ,მეოთხე ზარზე როგორც იქნა კარს თმაარეული,ნამძინარები გოგო მიღებს და,თვალებგაფართოებული მიყურებს.
-სიზმარში ვარ ??-ხმაზეც დაეტყო გაოცება და,ჩამეღიმა,
ზღურბს გადავაბიჯე და მოვეხვიე.
-მომენატრე ტატ!
-არც ხარ ღირსი რომ გიპასუხო!-წარბს მოჩვენებითი სიბრაზით წევს,მაგრამ,მაინც ეღიმება.-სად იკარგები ხოლმე ნაინა?-კითხვით მომმართა,თან სამზარეულოში შემიძღვა და,ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა..
-ხელთავიდან ნუ მომაყოლებ ,გთხოვ -მობეზრებით ვიქნევ ხელს და მაგიდიდან სიგარეტის კოლოფს ვიღებ.
-ბოლო მითხარი,რამე გაარკვიე?-ინტერესით ჩამეკითხა და საფერფლე და ფინჯნით ყავა დამიდო წინ.
ტატა ერთადერთი იყო,რომელიც,ოდნავი ინტერესით მიუდგა ადრე ჩემს მონათხრობს.
-ვერც ვერაფერი!-იმედგაცრუებულმა
ამოვილაპარაკე და,სიგარეტს მოვუკიდე-მგონი,ყველაფერი სისულელეა!
მოკლედ,შევეშვირა ამ საქმეს!- გადაწყვეტილება გავაცანი და კმაყოფილ ტატას ავხედე.
-მაგაზე კარგს ვერაფერს მეტყოდი,რა გამოდის,ძველი ნაინა გვიბრუნდება? -წარბები ალმაცერადამითამაშა და,ნახევრამდე ჩამწვარი სიგარეტი გამომართვა.-თუ ეგრეა,მაშინ დღეს ერთ ადგილას გამომყევი და,საღამოს ცოტა დავლიოთ,რას იტყვი?
-მშვენიერი იდეაა,განტვირთვა ნამდვილად მჭირდება!
_____
შუაღამე კარგა ხნის დამდგარი იყო,ტაქსიდან ძლივსძლივს რომ გადმოვედიდა,სადარბაზოსკენ ბანცალით წავედი.
ალკოჰოლი საკმაოზე მეტად მომკდებოდა და,ფეხზე სიარული საგრძობლად მიჭირდა..
პირველი სამი საფეხურის ავლის შემდეგ მივხვდი,რომ მეექვსემდე ვერ ავაღწევდი და ბევრი ყოყმანის გარეშე შევედი ლიფტშიი...
უსიამოვნო შეგრძნებამმ მომენტალურად დამიარა,როგორც კი კარებები მიიხურა და,
მბჟუტავ განათებაში მარტო დავრჩი..
გამაცია,
სისუსტე კიდევუფრო მომერია და,
ქერქგადამძვრალ იატაკზე ჩავცურდი.
ყურადღების გასაფანტად კედლების თვალიერება და ამოკაწრული სიტყვების გაშიფვრა დავიწყე.
გამაჟრჟოლა..
ამაკანკალა..
-ლუკა ხატისკაცი..
იმდენჯერ მომხვდა თვალში,რომ გონებაში ღრმად ჩამელექა..
რამდენჯერაც კი თვალს მოვკრავდი ამ სახელს და გვარს,იმდენჯერ სულში მტკივნეულად მივლიდა ქარბორბალა..
ხელი ფრთხილად გადავატარე სულ ქვევით,მკაფიოდ გამოხატულ ინიციალებს და,
დენდარტყმულივით გავერიდე უცებ,როცა
გავიაზრე რას ვაკეთებდი..
ფეხზე ძალდატანებით წამოვიმართე და იმწამს გაღებული ლიფტიდან ჩქარი ნაბიჯით გამოვედი..
თითქოს განვთავისუფლდი,ოდნავ მოვეშვი და,ბინის კარები შევაღე..
ხელით ძლივს მივაგენი ჩამრთველს და,
როგორც კი შემოსასვლელში შუქი ავანთე,
ადგილზევე გავშეშდი..
ჩემს პირდაპირ,თეთრ,
განიერ კედელზე
გარკვევით,
გაკრული ხელით ეწერა
-ლუკა ხატისკაცი"
_______
ისეეე მაჟრიალებს რო არ ვიციი....
წერისასისეთი შიშის გრძნობამეუფლებოდა,ჩემი თავის მიკვირდა...
ისე მაინტერესებს რას ფიქრობთ რო არ ვიცი..
რას ელით ამ ისტორიიდან?
რა შთაბეჭდილება დაგრჩათ??
მგონი,ძალიანმპატრაბთავია (ტელეფონში ვწერ და ვერ ვსაზღვრავ) და,შეიძლება ჯერ დასკვნები ვერ გამოიტანოთ,მაგრქმ,სულსწრაფიბვარ,
ვეღარ ვითმენ ..:
(წინა ისტორია არ იფიქროთ,რომმმივატოვე,ნოუთბუქის დამტენი გამიფუჭდა და,ვეღარ ვტვირთქვ,როგორც კი გავაკეთებ,იმწამსვე დავდებ :) )
მიყვარხართ და გელით რა!
თქვენი:ანასტასიაскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Llllll

Gaagrdzele ❤️

 



№2  offline წევრი tasusuna

Llllll
Gaagrdzele ❤️

რა თქმა უნდა ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



№3  offline წევრი ბელუ შეროზია

აი, კითხვისას ვგრძნობდი თითოეული წინადადება როგორ მითრევდა,
პირველ რიგში გეტყვი, რომ ვგიჟდები ჰორორზე!!!
ამ ჟანრს ვერცერთი სხვა ვერ შეცვლის, რადგან მაზოხისტურად მსიამოვნებს ის შიში, რომელსაც კითხვისას ან თუმდაც მსგავსი ფილმის ყურებისას ვგრძნობ!
შენმა ისტორიამ კი დასაწყისისთვის უჩვეულოდ დამაინტერესა
ძალინ, ძალიან მინდა, რომ ასე გააგრძელო და მომდევნო თავებში არ იკოლს ჩემში იმ ემოციებმა რაც ახლა ვიგრძენი, პირიქით უნდა იმატოს რადგან ბოლომდე საკმარისი არც იყო.
ეს ნაკლებობა კი პატარა თავს დავაბრალოთ და ვიმედოვნებმოცულობას გაზრდი wink
წარმატებები!

 



№4 სტუმარი Shorena kiladze

Vaime useti dazanuli da daxorklili viyavi mteli sxeulit ver carmoidgen.saintetesoa vpikrob lukas ragac kavshiri akvs am binastan da naina unda daexmaros .ravici ravicivnaxot aba ra ikneba

 



№5  offline წევრი tasusuna

ბელუ შეროზია
აი, კითხვისას ვგრძნობდი თითოეული წინადადება როგორ მითრევდა,
პირველ რიგში გეტყვი, რომ ვგიჟდები ჰორორზე!!!
ამ ჟანრს ვერცერთი სხვა ვერ შეცვლის, რადგან მაზოხისტურად მსიამოვნებს ის შიში, რომელსაც კითხვისას ან თუმდაც მსგავსი ფილმის ყურებისას ვგრძნობ!
შენმა ისტორიამ კი დასაწყისისთვის უჩვეულოდ დამაინტერესა
ძალინ, ძალიან მინდა, რომ ასე გააგრძელო და მომდევნო თავებში არ იკოლს ჩემში იმ ემოციებმა რაც ახლა ვიგრძენი, პირიქით უნდა იმატოს რადგან ბოლომდე საკმარისი არც იყო.
ეს ნაკლებობა კი პატარა თავს დავაბრალოთ და ვიმედოვნებმოცულობას გაზრდი wink
წარმატებები!

უიჰ,მადლობა ბელუ,მოცულობა რა თქმა უნდა გაიზრდება,იმედია,მოლოდინს გავამართლებ ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

Shorena kiladze
Vaime useti dazanuli da daxorklili viyavi mteli sxeulit ver carmoidgen.saintetesoa vpikrob lukas ragac kavshiri akvs am binastan da naina unda daexmaros .ravici ravicivnaxot aba ra ikneba

ნამდვილად არის კავშირი,ვნახოთ შემდეგ თავში რა კარტები გაიხსნება..
მადლობა,რომ კითხულობ ❤️❤️❤️❤️

 



№6  offline წევრი ცარიელი

კიდევ კარგი ახსენე წინა ისტორია :დ თორემ უნდა მეთქვა აუცილბლად. კიდევ კარგი ღამე არ წავიკითხე :დ მომწონს.. ჯერ არაფერი ვიცი ამიტომ დასკვნებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ლუკა ხატისკაცი ჩემს ტვინშიც ჩასახლდა უკვე :დდ გელოდებიი ❤️❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№7  offline წევრი tasusuna

მირრა
კიდევ კარგი ახსენე წინა ისტორია :დ თორემ უნდა მეთქვა აუცილბლად. კიდევ კარგი ღამე არ წავიკითხე :დ მომწონს.. ჯერ არაფერი ვიცი ამიტომ დასკვნებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ლუკა ხატისკაცი ჩემს ტვინშიც ჩასახლდა უკვე :დდ გელოდებიი ❤️❤️

მირაა ❤️❤️❤️❤️
მადლობა ძალიან დიიიდიიი ❤️❤️❤️❤️

 



№8  offline წევრი londoni

დავინტრიგდიი... მომეწონა და ველი შემდეგს❤️

 



№9  offline წევრი tasusuna

londoni
დავინტრიგდიი... მომეწონა და ველი შემდეგს❤️

მადლობა ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent