წითელი ღამე /16 » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ღამე /16


29-07-2018, 11:47
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 1 235

წითელი ღამე /16

ფიქრი ვატო სანიკიძეზე და მის ცხოვრებაზე... იმდენად დიდ არეულობას იწვევდა, ჯობდა საერთოდ არ მეფიქრა. თუმცა, როცა მასთან ვსაუბრობდი, როცა თავისი წარსული მომიყვა, როცა ყველაფერი მითხრა, რაც ტკივილს აყენებდა... ერთ რამეს მივხვდი. მივხვდი, რომ არ მქონდა უფლება მეწუწუნა, არ მქონდა უფლება უკეთესი ცხოვრება მეთხოვა, როცა მართლაც უკეთესი ცხოვრება მქონდა, სხვებთან შედარებით. ფსიქოლოგიური მომენტია, როცა რაღაც გაქვს და კიდევ უფრო მეტს ითხოვ... სწორედ ეს აუფასურებს ადამიანებს და სწორედ ასე გავუფასურდი მეც, როცა მამაჩემს ეგოისტურად მოვექეცი და ზრდასრულ ადამიანს, თავისი გრძნობები ვერ ვაპატიე.
მისი პრობლემების შემდეგ, ჩემი იმენად გაუფერულდა, თითქოს გადამავიწყდა კიდეც.
ვატო სანიკიძე, ბავშვობიდან დაჩაგრული იყო, ოჯახური ძალადობის მსხვერპლიც იყო და კიდევ ძალიან ბევრი მიზეზი არსებობდა, რაც მის არსებობას, საფრთხის ქვეშ აყენებდა და ამის გამო, სიცოცხლისთვის ბრძოლაც კი უწევდა.
თუმცა, მქონდა ერთი მიზეზი, რის გამოც, მისი შეძულება შემეძლო... მკვლელობა.
მან საკუთარი მამა მიშკას მოაკვლევინა. ეს იყო ერთი წინადადება, რომლიც სრულიად მანადგურებდა.
იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, იმდენად სწრაფად და მარტივად, წარმოდგენაც არ მქონდა, როგორ უნდა გაგრძელებულიყო ჩვენი ურთიერთობა.
როცა მითხრა რომ მოვეწონე, იმდენად არასერიოზულად და უემოციოდ ჟღერდა მისი სიტყვები, თავიდანვე ვიფიქრე რომ ამას სპეციალურად აკეთებდა. უბრალოდ ჩემი რეაქცია აინტერესებდა, ან ჩემი ინტერესი მის მიმართ... ზუსტად არ ვიცი, რა აინტერესებდა, მაგრამ მისი გრძნობები ჩემს მიმართ სერიოზული რომ არ არის, ეს ზუსტად ვიცოდი.
იმ ღამით, როცა სანიკიძეს ველაპარაკე და ორი ჭიქა ყავაც დავალევინე, ალკოჰოლური სასმელის იმიტაციით, მალევე დაურეკეს და წავიდა. მე კი, ფიქრებარეული დავრჩი ფანჯარასთან, სიგარეტით ხელში. იმდნად იყო ჩემი გონება არეული, ვერც ვიაზრებდი რაზე ვფიქრობდი, ან საერთოდ თუ ვფიქრობდი რამეზე...
წარმოუდგენელია... ზუსტად ერთ ქმედებას, შენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.
შენს ცხოვრებაში პრობლემების ან ბედნიერების შემოტანა... ზუსტად ერთ ქმედებას, რომელიც მაქსიმუმ ხუთი წუთი გაგრძელდეს.
საინტერესო იყო ცხოვრება. თავისი მოსალოდნელი მოულოდნელობებით.
ამოუცნობი მოვლენებით და შეუცნობელი ადამიანებით.
და ბოლოს,
ყველა ფიქრს თუ ქმედებას, მაინც იმ მრავალპასუხიან, ან ბევრისთვის უპასუხო კითხვებამდე მივყავართ:
როგორ შეიქმნა ადამიანი.
საიდან მოვდივართ და სად მივდივართ.
რა აზრი აქვს ჩვენს არსებობას, თუ მაინც უნდა დავიტანჯოთ.


*

- შემოდი, - ვუთხარი კარში ჩახერგილ კაკის, რომელიც დილის ათ საათზე დამადგა, გამოუძინებელ, თმა და აზრარეულს.
ჯერ ეჭვის თვალით მიყურებდა, ალბათ ფიქრობდა სხვასთან ხომ არ მოვხვდიო, მაგრამ ჩემი მამაკაცური ხმა რომ ამოიცნო, ეგრევე შემოვიდა.
- ვიცოდი რაღაცას რომ გააჩალიჩებდნენ, - მითხრა მკაცრი ხმით და მზერა ფეხებიდან ამაყოლა, შემდეგ თმასთან გაჩერდა და დანანებით გადააქნია თავი.
- რა?! - დილის ათი საათი იყო, ოთახიდან რომ გამოვედი და მთვრალი კაცის ნაბიჯებით დავიწყე მოძრაობა, ზარის ხმა დაუღალავად ტვინში მირტყამდა, კარი გავაღე და ვინ დამხვდა?! კაკი, ადამიანი რომელიც ჩემს ტვინში ჩაქუჩის როლს არანაირად არ შეწყვეტდა.
- ბალიშში ბომბი ჩაგიდეს? - მკითხა და საკუთარ თავში დარწმუნებული, მეორე ოთახში შევიდა. მე ნერვებმოშლილი სახით სარკეში ჩავიხედე და თითებით თმების გასწორება ვცადე. რა თქმა უნდა, მხოლოდ ვცადე.
- დილის ათზე რომ დამადექი, ხაში უნდა გაჭამო, თუ რა გინდა? - ჩემი გაღიზიანებული ტონი, ადვილად შესამჩნევი იყო.
- ხაში არა, მაგრამ მალე ტორტს გაჭმევ. - მხრები აიჩეჩა და სარკის წინ მჯდომმა, თმების გასწორება დაიწყო. ამ ჩვევის გამო, თავიდან მაგრად დავცინოდით... დათუნა დასცინოდა, ნიაკოზე მეტად, შენ უფრო იპრანჭებიო და ამით გოგოობაჩამორთმეულ ნიაკოსაც აღიზიანებდა.
- დაბადების დღე არავის არ აქვს და რა ხდება?! - ვკითხე დაეჭვებულმა. რა დროს ტორტი იყო, დილის ათ საათზე.
- მოდი, სანამ ტორტის ჭამის მიზეზებზე ვილაპარაკებთ, მანამ სხვა საკითხი განვიხილოთ. - მითხრა მშვიდი, აუღელვებელი ტონით და სიგარეტს მოუკიდა. მისგან მსგავსი ტონი ცოტა გამიკვირდა და დაინტერესებულმა კარგად შევათვალიერე. - მოკლედ, ხო იცი, როგორ მიყვარხარ და გაფასებ? - ხმა უფრო დაეძაბა, მე კი, შვებით ამოვისუნთქე.
- რა თქმა უნდა, - ვუპასუხე სწრაფად და გავიცინე.
- ცოტა ზედმეტი მომივიდა გუშინ, რა. ძაან ავიჭერი და თავი ვეღარ გავაკონტროლე, ხო გესმის?
- ვიცი, ჰო. - დავასწარი ისევ. აქ კი დამიბღვირა და საპასუხოდ ბალიშიც მესროლა.
- გოგო, მაცადე ლაპარაკი! ყოველდღე კი არ გელაპარაკები ასეთ თემებზე! - მე ვთქვი, კაკი შეცვლილი მეჩვენა-მეთქი?! დაივიწყეთ. დაბრუნდა უკვე! - რას ვამბობდი, ანუ... მაგრად გავჭედე, ნიაკოსაც ვეუხეშებოდი მთელი დღე, ხო იცი ჩემი ხასიათი, არა?! კაროჩე, რა! ზედმეტი რომ მომივიდა, ვაღიარებ, პროსტა იმას არ გეუბნები რომ შენს საქციელს ვამართლებ. - მშვიდი ტონალობა, ბოლოს მაინც გაღიზიანებულით შეცვალა. მეც დანანების ნიშნად, თავი დავუქნიე.
- ჩემს საქციელს მეც არ ვამართლებ, კაკი. - ჩავილაპარაკე ჩემთვის და მზერა ავარიდე.
- ბაზარი არაა, ჩვენზე დამოკიდებული არ უნდა იყო, პროსტა როცა ასეთ შარში ხარ, უნდა გვითხრა, ტო! მაგრად გაგიმართლა რამე რომ არ დაგიშავეს, იმ ს*რებმა. - ფეხზე წამოდგა კაკი და ჩემს მუხლებთან ჩაიმუხლა. - მე კიდე, სულ სხვა ამბების გამოც ვიყავი არეული და ზედმეტად გადაჭარბებული რეაქციაც მქონდა.
- რა ხდება? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- მოკლედ, ნიაკოს ხელი უნდა ვთხოვო, რა. - დაიწყო შეპარვით, თან ნერვიულად თმას ისწორებდა, ბოლოს ისე უცებ მომაყარა, გააზრებაც ვერ მოვასწარი.
ჩემი გაოგნებული სახე რომ დაინახა, გაეცინა.
ეს ამბავი იყო სრული შოკი ჩემთვის... მართალია, ყველამ კარგად ვიცოდით რომ ერთხელ და სამუდამოდ, ეს დღეც დადგებოდა, მაგრამ იმდენად, იმდენად გაწელეს რომ ყველანაირი იმედი გვქონდა გადაწურული.
- რატო მეღადავები, კაკი? - თავიდან გაოგნებული სახე მქონდა, მაგრამ მერე გამეცინა, მეგონა მეხურებოდა... თუმცა, ჩემს რეპლიკაზე სახე დაასერიოზულა, ყურებიდან ბოლიც გამოუშვა და მეც მივხვდი რომ სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებდა. - ვაიმე..?! არ არსებობს!- წამოვიყვირე და ჩემი წამოყვირებით შეშინებულ კაკის, ზურგზე შევახტი. - ნუთუ, ეს დღეც დადგა?! - ვეკითხებოდი ჩემს თავს და აჟიტირებული, ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი. - ქორწილი, ჩემი საუკეთესო მეგობრის! მეტირება... - ზედმეტად გადავაჭარბე მოსალოდნელ ემოციებს და კაკის დაბღვერილი მზერაც მივიღე საპასუხოდ.
- მოიცა, საუკეთესო მეგობარში მე მიგულისხმე თუ ნიაკო? - მკითხა თვალებდაწვრილებულმა.
- ამ... ახლა შენ, ნიაკოსთან ნიაკო. - მხრები უდარდელად ავიჩეჩე და გავეკრიჭე.
- აჰა, უთხარი ახლა ასეთ აფერისტს ექსკლუზიური ინფორმაცია. - ხელი ჩაიქნია კაკიმ.
- მოიცა, მარტო მე ვიცი? - ვკითხე და ისეთი მზერით გავხედე, გასაკვირი არ იქნებოდა, ჩემი თვალები თუ გაანათებდა.
- კიდე იმ ქალმა, ბეჭედი რომ მომყიდა. - მითხრა კაკიმ და ჩაეცინა. მე კიდევ, სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი და იქედან გადმოვყურებდი მიმდინარე მოვლენებს. - ქორწილი ზუსტად ერთ კვირაში იქნება!
- მოიცა, ამდენი ხანი იმიტომ ითმენდი, ქორწილი ერთ კვირაში რომ გადაგეხადა?! - ვკითხე დაეჭვებულმა... დავიჯერო, ვინმემ ნიაკოს მოტაცება გადაწყვიტა და ამის გამო, კაკი ქორწილს აჩქარებს?!.. ჩემს ფიქრებზე, ვინმემ კარგი ბრაზილიური სერიალი უნდა გადაიღოს, ვაღიარებ.
- აუ, პროსტა არ შემიძლია ეს ერთ თვიანი მზადება რომ იციან, ყველაფერი სწრაფად და მარტივად! - ხელები კმაყოფილმა გაშალა და ნიშნისმოგებით გადმომხედა.
- ნუ, ჰო, კარგი! ყველაფერი ისე იქნება, როგორც ნიაკოს უნდა? - ვიფიქრე, რაიმე მინუსს მოვუძებნი, რომელიმე საკითხში მაინც ჩავჭრი-მეთქი, მაგრამ არაფერიც, ეს ხომ იდეალური კაკი იყო!
- ეგრე რომ არ იყოს, შენი აზრით, ცოლად გამომყვება?! - გაეცინა კაკის. მართალია, ნიაკოს ქოთქოთი ორივემ კარგად ვიცით და რამე თუ არ მოეწონა, ტერორისტული დაჯგუფების წევრიც გახდება და ყველას ჰაერში აგვწევს. - კაროჩე, წავედი, საქმეები მაქვს და იცოდე, არაფერი წამოგცდეს! - სწრაფად წამოდგა ფეხზე და კარისკენ წავიდა.
- როგორ მიბედავ ეგეთი რაღაცის თქმას, ცხოველო ადამიანო?! - დავუყვირე სახლიდან თითქმის გასულს.
ფეხზე წამოვდექი. უჩვეულოდ კარგ ხასიათზე ვიყავი. თუმცა, ძალიან მაგარი მიზეზი მქონდა პოზიტიური განწყობისთვის, რომელიც ყველა პრობლემის დავიწყების საშუალებასაც მომცემდა, მომდევნო ერთი კვირა.


*

ლიფტში შესულს, ლამის ცეკვაც დამეწყო. თუმცა, აქ მოსულს, საერთოდ არ მქონდა ისეთი განწყობა, როგორიც სახლში... ადრე თუ გვიან, მაინც დადგებოდა ეს დღე და მოვიდოდი სამსახურში, სადაც კიდევ კარგი ეკა არ დამხვდებოდა. როგორც გავიგე, ღრმა დეპრესიაში იყო და რომელიღაც ქვეყანაში აპირებდა წასვლას, ტაილანდური დეპრესია რომ გადაეტანა.
სასურველ სართულზე რომ აღმოვჩნდი, ლიფტიდან გავედი და სწრაფი ნაბიჯებით გავუყევი დერეფანს. ეკას ტაილანდური დეპრესიის გამო, მისი საქმის გაკეთება მე მომიწევდა, რაც ჩემში რომელიღაც ქვეყნის დეპრესიას მაინც იწვევდა.
ჩემს სოროში ფეხი რომ შევაბიჯე, იმდენად მწარედ დავეჯახე საშინელ აურას, ხასიათგაფუჭებულმა, ლამის ტირილიც დავიწყე. ფეხების ბაკუნით, სკამზე დავჯექი და ლეპტოპი ჩავრთე. უაზროდ ვიჯექი და ვუყურებდი ვორდის ფაილს, რომელიც სავსე იყო ტექსტებით, წინადადებებით, ვიღაც გამოგონილი ადამიანების ისტორიებით... იმდენად ჭრელი იყო ტექსტი, თვალებიც კი ამეწვა. სწრაფად მოვამზადე ცივი ყავა და ტექსტის კითხვა დავიწყე. ერთ პრიმიტიულ წინადადებას, სამჯერ ვკითხულობდი, იმდენად არ მაინტერესებდა. ფაქტობრივად, ჩემს გონებაზე ვძალადობდი, ძალით რომ აღექვა ეს უინტერესო ტექსტი...

- რა მჭირს, - ჩავილაპარაკე ჩემთვის და თავი მაგიდაზე დავდე. ზედმეტად დიდი უხასიათობა, დიდმა ბედნიერებამ რომ ჩაანაცვლა, ალბათ ჩემმა ორგანიზმმა ვერ იტანა და საბოლოოდ, ცუდი რეაქცია ჰქონდა. იმდენად მელანქოლიურ განწყობაზე ვიყავი, წარსულზე ფიქრს თავიდან ვერ ვიშორებდი. შიგნიდან, გონების ხმა მესმოდა, ყვიროდა რომ აღარ მეფიქრა, მაგრამ ეს უფრო უარესი იყო ჩემი მდგომარეობისთვის, იმიტომ რომ, ჩემი ტვინი, საპირისპიროდ მოქმედებდა.
ალბათ, კიდევ დიდხანს ვიჯდებოდი ასე და ვიფიქრებდი, კარის გაღება და ნაბიჯების ხმა რომ არ გამეგო. თავი სწრაფად დავუბრუნე პირვანდელ ფორმას და შემოსულ ადამიანს გავხედე.
- ვატო? - ვკითხე გაკვირვებულმა, ნაცნობი სხეული რომ ამოვიცანი. აქ რა უნდოდა?! გასაგებია რომ მამამისს ეკუთვნოდა გამომცემლობის ნახევარი, მაგრამ ვატო აქ..?!
- აჰა, ანუ უფროსი არ არის და ყვეალაფრის უფლება გვაქვსო? - იმდენად სერიოზული ტონით მკითხა ჩემს ჩაძინებულ მდგომარეობაზე, ეჭვიც კი შემეპარა, მართლა ვატო იდგა ჩემს წინ თუ მისი ორეული. - კაი, ნუ დაიძაბე, ვხუმრობ. - ჩემს სახეზე ხარხარი ატეხა ვატომ და ჩემს წინ, რბილ სავარძელში ჩაეშვა. - უნდა გენახა, რა სახე გქონდა. - ჩუმად ფხუკუნებდა სანიკიძე, ჩემს ამჯერად გაბრაზებულ სახეს რომ უყურებდა.
- აქ რა გინდა? - ვკითხე დაეჭვებულმა და თვალები დავაწვრილე.
- ჩემია, შემოვიარე, დავხედე თანამშრომლებს, რა უნდა მინდოდეს, მეგი? - მიპასუხა უცოდველი ხმით და ხელები გაშალა. - თუმცა, უკმაყოფილო ვარ. - დაამატა ბოლოს.
- უკაცრავად?! ჯერ ერთი, ეს შენობა ეკას საკუთრებაა, მერე მეორე, დაუკაკუნებლად რა უფლებით მივარდები ოთახში? - გაკაპასდი მე. ისედაც ცუდ ხასიათზე ვიყავი. მე კიდევ, ხასიათის ერთადერთი მდგომარეობა მქონდა; თუ ცუდად ვარ, ადვილი შესაძლებელია ვინმე შემომაკვდეს.
ამიტომ ჩემი მეგობრები, აუცილებლად მერიდებიან და მარტო მტოვებენ.
- კლანჭები დამანახე, მეგან. - მითხრა კმაყოფილმა, თითქოს ჩემი ამ მდგომარეობაში ნახვა იყო მისი გეგმა. - გამომცემლობა ეკას კი არა, ჩემია. - დაამატა ბოლოს.
- ვმუშაობ, შეგიძლია გახვიდე.
- კაი, მართლა, რა გჭირს? - დასერიოზულდა სწრაფად და იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო.
- მარტო ეკას არ აქვს დეპრესიები, - ჩავილაპარაკე ჩემთვის.
მაუსის ისარს უაზროდ დავატარებდი ზემოთ-ქვემოთ.
- შენი დეპრესია რუსეთიდან ხომ არ იღებს სათავეს? - მკითხა და ჩემს რეაქციაზე კვლავ ჩაეცინა. რა უნდოდა, ვატო სანიკიძეს ჩემგან?!
კითხვა, რომლის პასუხიც ვერა და ვერ გავიგე.
აშკარა იყო, არ მოვწონდი, ისე როგორც მე მეგონა, თუმცა სხვა რა მიზანი უნდა ჰქონოდა ჩემთან მიმართებაში, ამას ვერ ვიგებდი.
- შესაძლოა, - ვაღიარე და ინდიფერენტული სახით დავუბრუნდი ლეპტოპის ეკრანს.
- ვწუხვარ რომ ამის მიზეზი მე ვარ. - კვლავ სერიოზულ სახეს და ტონს ინარჩუნებდა სანიკიძე. გაკვირვებულმა ავხედე, თითქოს რაღაცაში გამოვიჭირეო, ისეთი სახე მქონდა.
- ვატო?
- ჰო, - მიპასუხა სწრაფად, ჩემი რეაქციით დაბნეულმა. ალბათ იფიქრა რომ გავგიჟდი.
- ჩემგან რა გინდა? გულწრფელად მიპასუხე. - იმდენად მაინტერესებდა ამ კითხვაზე პასუხი, თვალებშიც კი კითხვისნიშნები მეხატა. ჩემს პასუხზე ჩაეღიმა. სიგარეტი ამოიღო, აუჩქარებლად მოუკიდა... თითქოს სპეციალურად აკეთებდა ყველა მოქმედებას ძალიან ნელა. ფეხი მეორეზე გადაედო და უცნაური მზერით მიყურებდა... ისეთი მზერა ჰქონდა, ვერაფრის წაკითხვას რომ ვერ შეძლებდი მის თვალებში.
კვლავ ამოუცნობ ობიექტად რჩებოდა ჩემთვის ვატო სანიკიძე.
- უცნაური კითხვა... - ჩაილაპარაკა ორაზროვნად და მზერა ფანჯრისკენ გადაიტანა.
სულ ასე აკეთებდა, როცა სერიოზულ თემებზე იწყებდა ლაპარაკს.
- თუმცა ლოგიკური, - აღვნიშნე და მის მზერას, თვალი გავაყოლე.
- ალბათ, ლოგიკურიც. - დაამატა მან, - არ ვიცი, იცი?! - მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა. - ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, მომწონხარ! როცა დაგინახე, როცა ჩხუბის დროს გამაჩერე, როცა ასეთი სიმამაცე გამოიჩინე და ადამიანი გადაარჩინე, ძალიან მომეწონე. იმ წამს, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორი გარეგნობა გექნებოდა, უბრალოდ მომეწონე და მორჩა! გულში გავიფიქრე, ან ძალიან სულელია, ან სიცოცხლე მობეზრდა-მეთქი, მაგრამ ისიც კარგად ვიცოდი რომ ამ ორიდან, არცერთი არ შეესაბამებოდა შენს მდგომარეობას. - ეწეოდა, სანთებელას ხელში ნერვიულად ათამაშებდა და თან ერთ წერტილს უყურებდა. - თუმცა, ვიცი რომ მშვიდობაძე მოგწონს, მე კიდე, ზედმეტ ჩარევებს არ ვაპირებ. - დაამატა გადაჭრით და მხოლოდ ახლა გადმომხედა.
- სიმართლე გითხრა, მეც ვიფიქრე რომ მოგეწონე, მაგრამ არა როგორც გოგო... უბრალოდ, როგორც მეგობარი... ჩემი აზრით, ჯერ ვერ იაზრებ შენს გრძნობებს... - დავიწყე არეულად ახსნა. გადაჭრით არაფრის დამტკიცება არ შემეძლო, არც სიტუაციიდან თავის დაძვრენას ვცდილობდი, უბრალოდ მისი ქცევები სულ სხვა მოწონებაზე მეტყველებდა... ვხვდებოდი რომ ვატო სანიკიძე ჩვეულებრივი ბიჭი არ იყო და არც ასეთი ჩვეულებრივი მოწონება შეეძლებოდა. დარწმუნებულიც კი ვიყავი, ერთხელ მართლა რომ მოსწონებოდა გოგო, სრულიად გააფრენდა და მის სიგიჟეებს ბოლომდე გამოამჟღავნებდა, ისე როგორც ვატო სანიკიძეს შეეძლო...
- ეგრე გგონია? - გადმომხედა ეჭვით.
- არ მინდა ცუდად იფიქრო, არც თავის დაძვრენას ვცდილობ, უბრალოდ ხო, მე ასე ვფიქრობ. მიუხედავად რაღაც მიზეზებისა, მაინც ზედმეტად იდეალური ბიჭი ხარ და მართლა, მთელი გულით რომ მოგეწონება ვინმე, დარწმუნებული ვარ, სრულიად სხვა ადამიანი გახდები. - ვუხსნიდი მთელი გულწრფელობით, მას კი ეღიმებოდა. - არ იფიქრო რომ ცუდი ადამიანი ხარ... ყველა ადამიანში არის კარგიც და ცუდიც, უბრალოდ სხვადასხვა დროს ამჟღავნებენ თავიანთ თვისებებს. მე საკმაოდ ბევრჯერ გამოვამჟღავნე ჩემი ცუდი მხარე...
- მეგი, მეგი... - ჩაილაპარაკა უცნაური ღიმილით. თვალებითაც კი იღიმოდა საინკიძე. - რაღაცნაირი გოგო ხარ, ტო! აი, ვერ ვხსნი, ისეთი. ვერ ვხვდები, მომწონხარ როგორც გოგო, როგორც მეგობარი, და, ძმაკაცი... ზოგჯერ, ისეთ თემებზე მელაპარაკები და იმდენად გულწრფელი ხარ, გულიც კი მიჩუყდება. - თავის ნათქვამზე გაეცინა სანიკიძეს, - არ გამიბაზრო, ოღონდ. - დაამატა ბოლოს და ამჯერად მე გამეცინა.
ზედმეტად უცნაური ურთიერთობა გვქონდა მე და ვატოს. ვერ გაგვეგო, როგორ მოვედით აქამდე, როგორ გავიცანით ერთმანეთი, ან როგორ გავუგეთ ერთმანეთს ასე მალე...
- არ მესმის, პირველი შეხვედრის დიალოგიდან, ამ დიალოგამდე როგორ მოვედით. - მხრები აიჩეჩა და ისევ სივრცეს გახედა.
- ზედმეტად ბევრი რამ აღმოგვაჩნდა საერთო... - ჩავილაპარაკე უცნაური ღიმილით, - მე კიდევ, ერთ რამეს მივხვდი. ადამიანს სანამ კარგად არ გაიცნობ, ზედაპირულად არ უნდა შეაფასო. ვერასდროს ვიფიქრებდი, ისეთი თუ აღმოჩნდებოდი, როგორიც ხარ.
- შენ ზუსტად ისეთი აღმოჩნდი, როგორიც მეგონე. - გაეცინა ვატოს.
- შეიძლება... უბრალოდ, ზოგი თავის თავს ზედმეტად მალავს, ზოგი ზედმეტად ამჟღავნებს.
- ჩემი პირადი ფსიქოლოგი რომ იყო, არ გინდა? ძაან მამშვიდებს ასეთი საუბრები, - სიცილს ვერ იკავებდა სანიკიძე. მეც მეცინებოდა მის რეპლიკებზე.
- მე ფსიქოლოგობას შევითავსებ, შენ ეს ტექსტი წაიკითხე. - ვუთხარი თვალების ტრიალით და ლეპტოპის ეკრანი მისკენ მივაბრუნე. თვალი სწრაფად გაადავლო და ისეთი მზერით ამომხედა, თითქოს ამჟავებული საჭმელი ჭამა.
- არ მჭირდება ფსიქოლოგი, ძაან მაგრად ვგრძნობ თავს. - ლეპტოპი მაგიდაზე დააბრუნა და გადაჭრით მითხრა. - მეგან, თქვენთან საუბარი ზედმეტად სასიამოვნოა, თუმცა უნდა დაგტოვოთ. - კარისკენ წასულმა, მითხრა მოწიწებით და მასში არსებული მთელი თავაზიანობით,- აბა, შენ იცი. სწორად იფიქრე, დეპრესიიდან გამოდი, მეტი წყალი, ნაკლები ყავა. - მომაყარა კარში მდგომმა და ხელის აქნევით დამემშვიდობა.

იყო მომენტები, როცა პატარა ბავშვივით იბნეოდა, ან ზუსტად ისეთი სახით მისმენდა, ბავშვებს რაიმე საინტერსო ამბავს რომ უყვები. მასში იყო რაღაც განსაკუთრებული... იყო რაღაცები, ბევრ ადამიანს რომ მოხიბლავდა და დააინტერესებდა. შემეძლო, დარწმუნებით მეთქვა რომ ამოუწურავი იყო. თუმცა, შემეძლო თქმა რომ მე მას ისე არ მოვწონდი, როგორც მიშკას... და იმის თქმაც ზედმეტი დარწმუნებით შემეძლო რომ ისე ვერასდროს ვერ მომეწონებოდა, როგორც მიშკა.


*

- მეგი, ისეთი რაღაც უნდა გითხრა, გაგიჟდები! - მირეკავს აჟიტირებული ნიაკო, მე კი ეშმაკურად მეღიმება.
- მიდი, აბა! - ვუთხარი ყალბი ინტერესით. ვითომ არაფერი არ ვიცოდი.
- მოემზადე! - ჩამყვირა ტელეფონში, - მოკლედ, კაკიმ ხელი მთხოვა და ქორწილი გვექნება, გოგო. - ცრემლებამდე მისული ნიაკოს აღელვებული ხმა, კიდევ უფრო მაბედნიერებდა. - ვიცი, ალბათ შოკში ხარ და იმიტომ ვერ იღებ ხმას! მეც ეგრე ვიყავი რომ მითხრა. ახლა აივანზე ვარ, ვერ მოვითმინე რომ არ დამერეკა. - სწრაფად მელაპარაკებოდა, ალბათ კაკის გამოეპარა, ინფორმაციის გასავრცელებლად. - მოკლედ, ხვალ ჩემთან გამოდი და ყველაფერს მოგიყვები.... მეგი, ამოიღე ხმა, მოკვდი?
- ვაიმე, ნიაკო, შოკში ვარ! - ჩავძახე ისე, თითქოს გამიკვირდა. მაგრამ აშკარა იყო რომ ზედმეტად უნიჭო ვიყავი.
- შე უნამუსო ადამანო, ისეთი ხმა გაქვს, თითქოს ყველაფერი იცოდი! - აქოთქოთდა ნიაკო და ლამის ტელეფონიდან გამოძვრა.
- თითქოს?! - ჩავიხითხითე ეშმაკურად და თავზე ორი პატარა რქის ამოსვლას ვიგრძენი. - მეც დღეს გავიგე და ნუ ხარ პანიკაში, რა! რელაქს, ცოტა! ხო იცი, რომ ყველაზე მეტად ეგ ამბავი გამიხარდა?! რომ მითხრა, გეფიცები, ლამის ვიტირე. ძალიან მიყვარხართ! - სიყვარულის ახსნის დროს, ზედმეტად ემოციური ვიყავი... კვლავ შემომაწვა მელანქოლია. მოგონებები. ფიქრები.
- ვიცი რომ გიხარია, მჯერა! - ამოიტირა ბედნიერმა, - მომისმინე, იმათ შენ უთხარი, ახლა უნდა გავიქცე, თორე კაკი ამ ულამაზეს ბეჭედს წამართმევს, - გაეცინა ბოლოს და ტელეფონი გამითიშა.
წარმოუდგენლად არაადეკვატური წყვილის ამბავიც მე უნდა გამევრცელებინა, ამიტომ ლიზის დავურეკე და სპიკერზე ჩავართვევინე, დათუნასაც რომ გაეგო და ზედმეტი პრობლემები აგვერიდებინა. თავიდან, არცერთი არ იჯერებდა, არ არსებობს, კაკი მეტყოდაო, ან რა ქორწილი, მაგათზე ადრე ჩვენ გვინდოდა დაქორწინებაო. მოკლედ, ორივემ გაიგიჟა თავი, ბოლოს როგორღაც გავაგებინე მათ ტვინებს რომ არ ვატყუებდი და ჯერ ლიზის კივილი მესმოდა, მერე დათუნას „ფუ, მაგათი... მე როგორ არ მითხრეს.“ ამ ამბით არანაკლებ აჟიტირებულ წყვილს, ტელეფონი გავუთიშე და გზა გავაგრძელე ჩემი სახლისკენ.

დღე #1
the night we met

პირველი დღე, მისი საბოლოო წასვლიდან.
იმდენად ემოციური იყო, მთელი დღე საწოლში ვიწექი და ვიხსენებდი, როგორ შევხვდით პირველად...
ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ძალიან დიდი ხნის წინ იყო,
ღამე, როცა ჩვენ შევხვდით ერთმანეთს.
წითელი ღამე - პირველად დავინახე მიშკა მშვიდობაძე და მისი გადარჩენის ინსტიქტი, კიდევ უფრო გამიძლიერდა.
როცა დავინახე, უკვე ვიცოდი რომ მას ვენდობოდი.
უკვე ვიცოდი, რომ ძალიან ბევრს ნიშნავდა.
უკვე ვიცოდი, რომ ჩვეულებრივი ადამიანი არ იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში.
პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩემი ინტუიცია არ შეცდა და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გულის სიღრმეში ვფიქრობდი.
მშვიდობაძე იმაზე მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე მეგონა...

დღე #2
When the night was full of terrors,
And your eyes were filled with tears...

მეორე დღე, მისი საბოლოო წასვლიდან.
ემოციური ფონი, კიდევ უფრო იზრდებოდა, მონატრებასთან ერთად.
თვალებს ვახელ. ოთახში შემოჭრილ მზის სხივებს, მზერას ვუსწორებ, მიუხედავად თვალების წვისა.
ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მას ვეღარასდროს შევხვდებოდი.
საკუთარი გრძნობების მეშინოდა, როცა ვიაზრებდი, რამდენად დიდი ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში. გონებაში. მთლიანად ჩემში.
ვხვდებოდი რომ მისით შეპყრობილი ვხდებოდი და შიშით, კანკალს ვერაფერს ვუხერხებდი.
თვალებს ვხუჭავ. სრული სიბნელეა. მხოლოდ ფერად წერტილებს ვხედავ, შავ ფონზე.

დღე #3
I've been searching for a trail to follow again
Take me back to the night we met

მესამე დღე, მისი საბოლოო წასვლიდან
ემოციურად უარესად დამძიმებული, კვლავ მონატრებასთან ერთად.
გამახსენდა, როგორ ვაკვირდებოდი მის გარეგნობას, როცა დაჭრილი ჩემს სახლში იწვა.
როგორი აღფრთოვანებული თვალებით დავცქეროდი ზემოდან.
მაშინ, სულ არ მეგონა, ერთმანეთს კიდევ თუ შევხვდებოდით, მაგრამ გულის სიღრმეში, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, კიდევ მენახა მისი სახე.

ის უცნაური დღეები მახსენდება, ერთად რომ ვიყავით.
მისი სახლის სახურავზე, როცა ერთმანეთს მეორედ შევხვდით.
ჩემი სახლის სახურავზე, როცა კოკისპირულად წვიმდა.
კლუბის აივანზე, სრულ სიბნელეში, აქა-იქ წითელი განათებით.
ჩემს სახლში, უცნაურად რომ შეამოაღწია და საკუთარ თავზე უარი მათქმევინა.

დღე #4
I had all and then most of you, some and now none of you.
I don't know what I'm supposed to do, haunted by the ghost of you.
Take me back to the night we met...

მეოთხე დღე, მისი საბოლოო წასვლიდან და ჩემი ათვლის დასასრული.
ემოციური ფონი, სხვა პრობლემებთან ერთად, უფრო მძიმე ჩანს, ვიდრე აქამდე.
ვიაზრებ, თუ როგორ გაგიჟებით მენატრება ადამიანი,
რომელიც მე თვითონ გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან.
ნეტავ, შემეძლოს დროის დაბრუნება და რაღაცების შეცვლა...
ნეტავ, კვლავ მის სახურავზე ვიყო და მის განადგურებულ სახეს ვუყურებდე, ვეუბნებოდე რომ არაუშავს, მე შენს გვერდით ვიქნები, არსად წავალ, ერთად გადავლახავთ.
არარეალური ფიქრები, კიდევ უფრო ამძიმებს ჩემს მდგომარეობას.
ერთადერთი, რისი დანამდვილებით თქმაც შემიძლია, არის ის რომ,
მიშკა მშვიდობაძეზე უგონოდ ვარ შეყვარებული.

დღეების დასასრული,
მისი დაბრუნების იმედით შეპყრობილი.



* * *

როცა ვიცოდი რომ დასრულებამდე ორი თავი რჩებოდა,
ვერანაირი გზით ვერ დავწერე ერთი სიტყვაც…
ახლა, დასრულებამდე ერთი თავი რჩება.

მოკლედ, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერს ისე გაიგებთ, როგორც მე ვწერ.
ანუ, ვატოს პიროვნებაზეც, მიშკაზეც და მეგიზეც, რომელმაც ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე არ ვწერ იდეალურ, უშეცდომო ადამიანებზე, ამიტომ სრული უფლება გაქვთ რომელიმე არ მოგწონდეთ და გძულდეთ კიდეც...
და კიდევ, ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანებში, როცა ერთმანეთს ზედაპირულად აფასებენ. ყველაზე მეტად მაღიზიანებდა ეს თვისება, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს აქვს.
იმედია, ყველაფერს სწორად გაიგებთ!
ძალიან დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის და ასევე, ძალიან დიდი მადლობა ჯანსაღი კრიტიკისთვის, რჩევებისთვის, რომლებიც მეხმარება უკეთესად ვწერო.
პ.ს ისეთი ბიჭი ვერ ვნახე, ვისაც ვატოს ვუწოდებდი, ამიტომ მოდი, დარჩეს ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ :დ

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი ნინი

უძალიანესად კარგიი იყო მართლა ოღონდ მსიამოვნებს ამ ისტორიის კითხვა და მადლობა შენ ამისთვის მოკლედ ველი ბოლო თავს იმედია არდააგვიანებ :დ❤❤❤

 



№2  offline წევრი ცარიელი

მარგოო, მართალი ხარ ზედაპირულად არ უნდა შევაფასოთ ადამიანები. მე პირადად ზედაპირულად ვატოზე ისთებს ვფიქრობდი რომ... მაგრამ ახლა ერთ-რთი საუკეთესო პერსონაჟია.. ძალიან მაგარი ხარ ❤️
ფინალს ძაან ველოდები ❤️
მაგრამ იმდენად შევეჩვიე გამიჭირდება ამათ გარეშე ❤️
პ.ს. ნიკი შევიცვალე :დდ
mirandaa31 ძველი ნიკია :დდ
საუკეთესო გოგო ხარ ❤️❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№3 სტუმარი Qeti qimucadze

Margo tavidanve momconda vato. Arsheizleba chxubshi erti mxare iyos damnashavee, saocari tavi iyo, zustad gavige rac gindoda getqvaaaa, yvelaferi vshesabamisad da realurad vitardebaaa. Yochaggg, ar shecyvito ceraaa, zaan magari stili gaqvss da sityvata maragiiiii, punqtuaciaa, yochagggg

 



№4  offline წევრი møøn šhinė

ყოჩაღ. ❤
ასეც ვიფიქრე, ზუსტად ამიტომ არ ვწერდი ვატოზე არაფერს, შესანიშნავი თავი იყო, ძალიან არმინდა რომ დასრულდეს მაგრამ რასვიზამთ.
ჩემი საყვარელი სიმღერის ტექსტი გამიხარდაა❤
ზუსტად ვადარებდი 'დაჟე; წინა თავში ვაპირებდი დაწერას ეს სიმღერაუხდებათქო მაგრამ იმდენს ვწერ ხოლმე მავიწყდება მერე რაღაცეების დაწერა, ძაან მოუხდა ეს სიმღერაც და ემის bAck to black.
დარწმუნებული ვარ რომ კარგი დასასრული იქნება ❤წარმატებები

 



№5  offline წევრი მარიკუნაა♥️

მე, მარიკუნას...
არ მომწონს ვატო.
არა და მომკალი!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№6  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი ნინი
უძალიანესად კარგიი იყო მართლა ოღონდ მსიამოვნებს ამ ისტორიის კითხვა და მადლობა შენ ამისთვის მოკლედ ველი ბოლო თავს იმედია არდააგვიანებ :დ❤❤❤

ნინი, ძალიან დიდი მადლობა!!
მიხარია თუ კითხვა გსიამოვნებს heart_eyes heart_eyes

მირრა
მარგოო, მართალი ხარ ზედაპირულად არ უნდა შევაფასოთ ადამიანები. მე პირადად ზედაპირულად ვატოზე ისთებს ვფიქრობდი რომ... მაგრამ ახლა ერთ-რთი საუკეთესო პერსონაჟია.. ძალიან მაგარი ხარ ❤️
ფინალს ძაან ველოდები ❤️
მაგრამ იმდენად შევეჩვიე გამიჭირდება ამათ გარეშე ❤️
პ.ს. ნიკი შევიცვალე :დდ
mirandaa31 ძველი ნიკია :დდ
საუკეთესო გოგო ხარ ❤️❤️

მეც გამიჭირდება, მაგრამ რას ვიზამთ, უაზროდ გაწელვას, ისევ დასრულება ჯობია :დ <3
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! heart_eyes

Qeti qimucadze
Margo tavidanve momconda vato. Arsheizleba chxubshi erti mxare iyos damnashavee, saocari tavi iyo, zustad gavige rac gindoda getqvaaaa, yvelaferi vshesabamisad da realurad vitardebaaa. Yochaggg, ar shecyvito ceraaa, zaan magari stili gaqvss da sityvata maragiiiii, punqtuaciaa, yochagggg

ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარს შენი კომენტარების კითხვა! <3
ძალიან მიხარია ყველაფერს სწორად რომ იგებ! <3
kissing_heart heart_eyes

møøn šhinė
ყოჩაღ. ❤
ასეც ვიფიქრე, ზუსტად ამიტომ არ ვწერდი ვატოზე არაფერს, შესანიშნავი თავი იყო, ძალიან არმინდა რომ დასრულდეს მაგრამ რასვიზამთ.
ჩემი საყვარელი სიმღერის ტექსტი გამიხარდაა❤
ზუსტად ვადარებდი 'დაჟე; წინა თავში ვაპირებდი დაწერას ეს სიმღერაუხდებათქო მაგრამ იმდენს ვწერ ხოლმე მავიწყდება მერე რაღაცეების დაწერა, ძაან მოუხდა ეს სიმღერაც და ემის bAck to black.
დარწმუნებული ვარ რომ კარგი დასასრული იქნება ❤წარმატებები

მუნ შაინ,
ყველაზე დიდი მადლობა შენ!
ჰო, ეს სიმღერა ძალიან უხდება ამათ ისტორიას და თან ვეცადე რომ შესაბამისი საუნდტრეკები დამედო ისტორიისთვის :D მიხარია რომ აღნიშნე და მოგეწონა! grin
heart_eyes

მარიკუნაა♥️
მე, მარიკუნას...
არ მომწონს ვატო.
არა და მომკალი!

შენ, მარიკუნას,
ყველანაირი უფლება გაქვს არ მოგწონდეს და როგორ მოგკლა?! :D smile <3

 



№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

მაალე დაიდება შემდეგი თავი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent