ჰალუცინაცია (სრულად) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰალუცინაცია (სრულად)


29-07-2018, 21:20
ნანახია 4 432

ჰალუცინაცია (სრულად)

მაინც სად იწყება და სად მთავრდება ურთიერთობებში ზღვარი?! რა არის წრფელი და რა ყალბი?! რა შეგვიძლია მივუტევოთ ერთმანეთს და რა არა?! ეს კითხვები მუდამ უპასუხოდ რჩება, ურთიერთობები რაღაც დონემდე იდეალურია, შემდეგ ჩნდება ბზარი, შეიძლება ეს იყოს ღალატი, თუნდაც ყურადღების მოდუნება, ან სხვა რამით დაინტერესება, რამაც შესაძლოა ურთიერთობაში ნეიტრალური ზონა შექმნას, აღმაფრენა, წამიერი სისუსტე და შესაძლებელია, წლების მანძილზე წამებით შექმნილი იდეალური ურთიერთობა, ფერფლად იქცეს. ისტორია, რომელიც მინდა მოგითხროთ, არც ისე დიდი დროა გასული რაც მე, თქვენს მონა- მორჩილს, ანა ნებიერიძეს გადამხდა თავს.
ოცდათხუთმეტი წელი სულ ახლახანს შემისრულდა, თუმცა უკვე მოვასწარი გამომევლო ისეთი რაღაცეები რაც სულიერად დამაჩოქებდა და ამდენივე წლის მოხუცად მაქცევდა, ჯერ კიდევ სიცოცხლით სავსე, თუმცა უსულო სხეულად და გაფერმკრთაელბული სულის უთავბოლოდ მატარებლად ჩამომაყალიბებდა..
ბავშობაში, როგორც ყველას, მეც მეგონა, რომ ცხოვრება ერთი ლამაზი ზღაპარი იყო, რომ გავიზრდებოდი, როგორც ყველა ქალი მეც გავთხოვდებოდი, გავაჩენდი შვილებს, ვიქნებოდი მოსიყვარულო ცოლი და დედა; თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი არც ისეთი ზღაპრული აღმოჩნდა როგორიც, ერთი შეხედვით, ჩემმა მშობლებმა ჯერ კიდევ ბავშობაში ჩამინერგეს, ჯერ ისევ განუვითარებელ გონებაში. საკმაოდ უდარდელი ბავშობა მქონდა, ერთი განებივრებული გოგონა ვიყავი, რომელსაც ყველა ახირებას წამში უსრულებდნენ, ყველა თავს მევლებოდა და მეც ამ ყველაფერს ხან ბოროტად ვიყენებდი ხანაც კეთილად. მამაჩემი წამყვანი ტელეკომპანიის მთავარი აქციონერი იყო და შესაბამისად ფინანსურად უზრუნველყოფილნი ვიყავით. სკოლაში საკმაოდ კარგად ვსწავლობდი. მიუხედავად ფინანსური მდგომარეობისა, არასოდეს გამომიყენებია ბოროტად და ჩემთვის დაკისრებულ მოვალეობას, რაც საწყის ეტაპზე ჩემი მხრიდან სწავლას გულისხმობდა, დაუზარებლად ვასრულებდი. დედას სხვა არაფერი ევალებოდა გარდა იმისა, რომ ჩემთვის სათანადო ყურადღება დაეთმო და არაფერი მომკლებოდა. ასეც იყო, დავდიოდი ცეკვაზე, სიმღერაზე, აქტიურად ვმონაწილეობდი ამა თუ იმ შეჯიბრებაში, იქნებოდა ეს ინტელექტუალური თუ სპორტული აქტივობა. დამყოლი და მშვიდი ბუნების ბავშვი ვიყავი და არასოდეს შემიქმნია მშობლებისთვის რაიმე პრობლემა ჩემი ქცევებით. ყველაფერს წესისამებრ ვასრულებდი და ყველა ბედნიერი იყო.
სკოლა წარჩინებით დავამთავრე და უნივერსიტეტშიც საკმაოდ მაღალი ქულებით ჩავირიცხე, საუკეთესო ჯგუფში „ამოვყავი თავი“ და ასე გაგრძელდა ჩემი წარჩინებით სკოლის დამთავრება, კიდევ უფრო წარჩინებული საუნივერსიტეტო სწავლით. დაახლოებით ორი კვირის დაწყებული იქნებოდა უნივერსიტეტში სწავლა, როცა ჩვენს ჯგუფში სოფო გადმოვიდა. სწორედ მასზე მინდა გესაუბროთ დღეს, ჩემგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანზე, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ მთელი ცხოვრება თავდაყირა დამიყენა, ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი მშვიდი ცხოვრება, ერთ ღამეში, სრულ ქარცეცხლად აქცია.
სოფო საშუალო სიმაღლის, საოცრად გამხდარი გოგონა იყო, მუქი წაბლისფერი თმით და რაღაცნაირად სევდიანი თაფლისფერი თვალებით. ძალიან ნაზი სახის ნაკვთები ჰქონდა, თუმცა ვიზუალისაგან საპირისპიროდ, უხეში ქცევები ახასიათებდა. მისი სული კი სხეულის საპირისპიროდ იყო მოწყობილი, სხეული უფრო ნაზი და ბავშური ჰქონდა, სულიერად კი გაუწონასორებელი და უნებისყოფო იყო, ის იყო ადამიანი რომლის დანახვისას იფიქრებდით, რომ ის არის სათუთი, გულჩათხრობილი, რაღაც განსხვავებული, სინამდვილეში ის მოსიარულე ნაღმი იყო. პირველსავე შეხვედრისას უსიამოვნო დამოკიდებულება გამიჩნდა მის მიმართ, ის იყო სუსტი, თხელი აღნაგობის, მე ვიტყოდი, ავდმყოფური, ყოველგვარ სიღრმესა და მიმზიდველობას მოკლებული (პირადად ჩემთვის), არაფრით გამორჩეული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა, აი ისეთი ერთს რომ შეხედავ, უმალ ზურგს შეაქცევ და წამსვე დაგავიწყდება... მაგრამ... მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ჩავწვდი მისი პიროვნების არსს და მას მერე, მოსვენებას არ მაძლევდა, ნამდვილ აკვიატებად მექცა. ბობოქარ, გამუდმებით ინტერესის აღმძვრელ, ბრწყინვალე, ამოუწურავ ქალად აღვიქვამდი, ვაღიარებ სამუდამოდ გამომაწყვდია თავის „ბადეში“.
ზოგიერთი ადამიანი, არც მეტი არც ნაკლები ხაფანგია, რომელშიც შეუძლებელია არ გაება, მეც ერთ-ერთი მათგანი გახლდით, რომელიც გაება და სოფოს ტუსაღი გახდა.
ლექციაზე სულ უკან ჯდებოდა და კონტაქტშიც არავისთან შედიოდა. ლექციის დასრულებისთანავე კი ჩანთას ხელს დაავლებდა და აუდიტორიას ისევე უსიტყვოდ ტოვებდა როგორც მთელი ლექციის მსვლელობისას იქცეოდა. მას არასოდეს ეკითხებოდა არც ერთი ლექტორი არაფერს, თითქოს ყველამ იცოდა, რომ მისგან პასუხს ვერ მიიღებდნენ. ხშირად ვფიქრობდი, ალბათ რომელიმე პარლამენტარის შვილია, თორემ ამ ჯგუფში, ასეთი დაბალი დონის ინტელექტით ვერ მოხვდებოდა. მართალია მისი ინტელექტის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ხმა რომ ამოეღო, კიდევ მეტად წამიხდებოდა მის მიმართ წარმოდგენა. თითქოს ვერავის ამჩნევდა, საკუთარ სამყაროში გამოკეტილიყო და უკიდეგანო უფსრკულში გადაჩეხილიყო, რაც დრო გადიოდა მით მეტად დამაინტერესა მისმა გაუთავებელმა სიჩუმემ, თუმცა არასოდეს მიფიქრია გამოვლაპარაკებოდი.
ვინ იცის სადამდე გასტანდა მისი ეს სიჩუმე...
ერთ მშვენიერ, მზით განათებული დღის ფონზე, როცა გაზაფხული ახალი დამდგარი იყო და აუდიტორიაშიც სხვაგვარი სიხალისე და სითბო იღვრებოდა, ბოლო ფანჯრის მინასთან სოფო ისევ ისე, ჩუმად იჯდა და გარეთ იყურებოდა, თითქოს არც კი ისმენდა ლექციის მსვლელობას. ლექტორი კი ამ დროს თავისუფალ, არა ლექციისთვის დამახასიათებელ თემაზე გვესაუბრებოდა, კერძოდ, მისი მონოლოგი ცხოვრებასა და მის თანმდევ, ავბედით ქარტეხილებს ეთმობოდა. როლში ზედმეტად შესული, ოდნავ აღელვებული ტონით, აჩქარებულად, ერთმანეთის თანმიმდევრობით გვიხატავდა ამა თუ იმ საშინელებას, მთელი აუდიტორია სულგანაბული ვუცქერდით ლექტორს, რომელიც თითქოს აღგზნებულიც კი იყო ამ მონოლოგით. თითქოს ცდილობდა, ეჩვენებინა, თუ რა სასტიკ დროებაში ვცხოვრობდით და რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით, იმ მომენტში, ალბათ უმრავლესობას შიშის ჟრუანტელმა დაუარა, ლექტორის მკაცრი მაგალითების გამო, თუმცა სოფო რომელიც ფანჯარაში იყურებოდა, ძველებური თავდაჯერებული სიმშვიდით, არაფრად აგდებდა ლექტორის ამ უეცარ აღგზნებას. როცა პატივცემულმა მკაცრი „ლექცია“ დაასრულა, შუბლზე ოფლი მოიწმინდა და სკამზე ჩამოჯდა. ისეთი სიჩუმე ჩამოდგა, აუდიტორიაში ბუზის გაფრენის ხმასაც გაიგონებდით.
- სულაც არ ვთვლი, რომ მართალი ხართ! გაისმა აუდიტორიის ბოლოდან ხმა და მოულოდნელად, გაოგნებულმა აუდიტორიამ, ერთი ამოსუნთქვით მივაბრუნეთ თავი იქით საიდანაც ხმა წამოვიდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს სოფომ წარმოთქვა, ჯერ ჩვენს გაოცებულ სახეებს შეავლო სევდიანი თვალები, შემდეგ ლექტორს გახედა, რომელიც სათვალიდან გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა ამ სიფრიფინა, თითქმის ფერდაკარგულ გოგონას. მან კი განაგრძო. - „ცხოვრების მოულოდნელობები და თავსატეხები, ის რაც კონკრეტულ მომენტში საშინელებად გეჩვენება, მერე მშვიდ გონებაზე აცნობიერებ, რომ სწორედ ეს "საშინელებები” ჰქმნის შენს ცხოვრებას და იმედს გისახავს სამომავლოდ. რაც უფრო მძიმე ქარტეხილი გატყდება თავს, მით უფრო არაფრად გეჩვენება უბრალო განსაცდელი, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გხვდება. ეგუები, რომ ცხოვრება ასეთია“. აუდიტორია ამ რამოდენიმე წინადადებამ მთლიანად მონუსხა.
- და ვინ თქვა ეს? იკითხა ლექტორმა, უკვე მერყევი ტონით.
- მე პატივცემულო...
- და თქვენ ვინ ხართ?
- სოფო გულაროვა.
- და მაინტერესებს, კონკრეტულად ეს სიტყვები ვინ თქვა - სოფო?
- გითხარით, მე პატივცემულო.
- ანუ შენ გინდა თქვა, რომ ეს შენი შეხედულებაა ცხოვრებაზე?! ასეა ხომ?
- დიახ...
- საინტერესო მსჯელობაა, თუმცა ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, როგორ შეიძლება ცხოვრება მიიღო ისეთი როგორიც არის.
- ეს თქვენი პრობლემაა...
- როგორ ბედავ?
- რას პატივცემულო?
- შემეწინააღმდეგო იმაში, რაც ასეთი ჭეშმარიტებაა.
- და ვინ ქადაგებს ამ ჭეშმარიტებას? თქვეენ? და რის საფუძველზე? განა რა იცით ცხოვრების შესახებ, გარდა იმისა რაც წიგნებში ამოგიკითხავთ, თავი ყველაზე ჭკვიანი „სნობი“ გგონიათ და გადაწყვიტეთ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ვიწყებთ ცხოვრებას, თქვენი შეხედულებები თავზე მოახვიოთ. თქვენი შეხედულება მეტად ძველმოდური მეჩვენება, რაც არ უნდა მკაცრი იყოს ცხოვრება, ჩვენ მისი შემადგენელი ნაწილები ვართ და ვერავინ გვაიძულებს მასზე ისე ვიფიქროთ, როგორც ჩვენ არ გვსურს.
- ახლავე დატოვე აუდიტორია! დღის ბოლოს, კი დეკანთან ერთად შევალთ, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს განსახილვევლი, მაგრამ არა აქ, სადაც ჯანსაღი ცხოვრება სუფევს, შენ კი ამ საზოგადოებას აშკარად არ ეკუთვნი.
სოფო უხმოდ ადგა, ჩანთა აიღო და გასასვლელისკენ გაეშურა. ლექტორმა დაბალი ხმით რაღაც მიაძახა, თუმცა ვერ გავიგე რა უთხრა, სოფო უცებ გაჩერდა მისკენ შებრუნდა და გამომწვევად მიახალა.
- თქვენ თქვენი ცხოვრება ისე ვერ წარმართეთ, როგორც გსურდათ და ახლა ჩვენ, ახალგაზრდებს გვიწამლავთ გონებას თქვენი შეხედულებებით, შეიძლება ბევრი გეთანხმებათ, თუმცა მე არა! სიამოვნებით დავტოვებ აუდიტორიას, რადგან აქ ჩემთვის ყოვლად უინტერესო თემის შესახებ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ, აზრთა კორიანტელის გულისგამაწვრილებელი აურა სუფევს.
ლექტორი იმდენად ანერვიულდა ხმა ვერ გასცა, სოფომაც ოთახი დატოვა. აუდიტორიაში ისევ სიჩუმე ჩამოწვა და არავის სურდა ხმის ამოღება.

იმ საღამოს სახლში უგუნებოდ მივედი და მშობლებმაც წამსვე დამაყარეს კითხვები მე კი პირველად, მართლა გულწრფელად, არ ვიცოდი რა მჭირდა და რატომ ვერაფერს ვამბობდი. ოთახში გამოვიკეტე და დიდხანს ვფიქრობდი გოგონაზე, რომელმაც ლექტორი თავისი მშვიდი და აუღელვებელი ხმითა და არგუმენტებით ასე გამოიყვანა წყობიდან. მეცინებოდა, თან ინტერესი მკლავდა, მაინტერესებდა რა მოხდებოდა როცა დეკანთან შევიდოდნენ, იმედი მქონდა რომ მეორე დღეს ყველაფერს შევიტყობდი.
მეორე დღეს სოფო პირველ ლექციაზე არ გამოჩენილა, არც მეორეზე, არც შემდგომ ლექციებზე. ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს რაღაც უნდა გამერკვია, თუმცა კერძოდ რა, ამას ვერ ვხვდებოდი. დღის ბოლოს კი, როცა დეკანის კაბინეტს ჩავუარე მივხვდი რისი გაკეთებაც მსურდა და ოთახის კარზე დავაკაკუნე, კარი ოდნავ შევაღე და დეკანთან შევედი.
- შეიძლება?
- შემოდი. გისმენ.
- მე ანა ნებიერიძე ვარ, თქვენი სტუდენტი, მინდოდა გუშინდელი ამბავი მეკითხა, რომელიც ერთ-ერთ ჩვენს ჯგუფელს ეხება.
- გისმენ, რა გაინტერესებს?
- მაინტერესებდა, გუშინ ბატონ ლევანსა და სოფოს შორის რაღაც უთანხმოება მოხდა, დღეს კი სოფომ პირველად გააცდინა ლექციები. გარიცხეთ?
- სოფო შენი მეგობარია?
- დიახ. დაბნეულად ვუპასუხე.
- იცოდი, რომ სერიოზული პრობლემები ჰქონდა?
- რა პრობლემები?
- კერძოდ ნარკოტიკები, დალევა, ციხე.
- არა! ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ! ამ მოულოდნელი იმფორმაციის მოსმენით ძალიან შევშფოთდი.
- მაშინ ჩემი კეთილი რჩევა იქნება, მისგან თავი შორს დაიჭირო!
- კი მაგრამ...
- თუ ეს დაგამშვიდებს, არ გამირიცხავს, გამოჩნდება. მისთვის მოულოდნელი ეფექტები ყველაზე სახალისოა, ამაში გუშინ სავსებით უნდა დარწმუნებულიყავი.
- კარგით, უკაცრავად დრო დაგაკარგვინეთ.
- არაფერია. მე კარგად ვიცი ვინც ხარ, ეცადე სოფოსთან და მის მსგავსებთან საქმე არ დაიჭირო, არამგონია შენმა მშობლებმა მოგიწონონ.
- გმადლობთ და ბოდიში. აცახცახებული გამოვედი დეკანის კაბინეტიდან, ნეტავ რა მაკანკალებდა, მე ხომ სულ ახლახანს შევიტყვე, რომ ადამიანი, რომელიც თითქოს წამით მომეწონა კიდეც, თავისი განსხვავებულობით, სინამდვილეში შავი სამყაროს ტყვე ყოფილა. მოკლედ, ღრმად ამოვისუნთქე და იმ დღიდან სოფოს არსებობა საერთოდ დავივიწყე.

ცხოვრება გრძელდებოდა ისე, როგორც მანამდე. თითქმის ერთფეროვანი და ყოველგავრ ინტერეს მოკლებული. არც კი ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა, მეგობრები ბევრი მყავდა, თუმცა ესეც ერთფეროვნების ერთ-ერთი შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი იყო. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჩემს ოჯახს ფინანსურად არ უჭირდა, თუმცა ფული ნამდვილად ვერ მეხმარებოდა სულის სიმშვიდე მომეპოვებინა და სახეზე გულწრფელი ღიმილი ამსახვოდა. წარმოდგენა არ მქონდა რა მჭირდა.
ამ ამბებიდან არც ისე დიდი დრო იყო გასული, როცა სოფო კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე; ისევ ბოლო მაგიდასთან დაჯდა და ისევ დაუსრულებლად გასცქეროდა ჰორიზონტს, თუმცა ამჯერად ყველამ ვიცოდით, რომ ის ყველაფერს კარგად ისმენდა. უნივერსიტეტის ეზოში განცალკავებით ჯდებოდა და წიგნაკში რაღაცაეებს ხატავდა. ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა, თუმცა ახლოს მისვლას არავინ ცდილობდა. იმ დღეს, როდესაც, არც ერთი ჩემი მეგობარი არ იმყოფებოდა უნივერსიტეტში, მას შორიდან კარგა ხანს ვუცქერდი და ბოლოს გადავწყვიტე მივსულიყავი. დღემდე, როცა ამ დღეს ვიხსენებ, ვერაფრით გამიგია, თუ რამ მიბიძგა ამ საქციელისაკენ.
-მშვენიერი ნახატია, ვუთხარი როცა დავხედე. ბლოკნოტი ნელა დახურა და ამომხედა. ასე ახლოდან არასოდეს ჩამიხედავს მის თვალებში, რომელიც ისეთი უძირო და სასოწარკვეთილი იყო, რომ სისხლი გამეყინა. თითქოს ცივი მზერა, სინამდვილეში კი საოცრად სევდიანი თავლები ჰქონდა. ხმა არ გამცა, თავი ჩახარა. - მე ანა ვარ, განვაგრძე. თუმცა უცებ გამაჩერა...
- ვიცი ვინც ხარ.
- ხოო? მაინც ვინ ვარ?
- ჩემი ჯგუფელი, რომელსაც დღეს არც ერთი მეგობარი გვერდით არ ჰყავს და გადაწყვიტა გამომელაპარაკოს.
- გულთმისანი ხარ?
- არა, პირდაპირი. გულწრფელად ჩამეცინა და შევატყვე, მასაც როგორ გაეღიმა.
- რა მოხდა მაშინ დეკანთან?
- არაფერი, ისაუბრეს, მე თამაშგარე ვიყავი.
- ეგ როგორ?
- არ გეწყინოს, არ მიყვარს საუბარი.
- ეგ ვიცი, მაგრამ მინდა გაგიცნო.
- რისთვის?
- უბრალოდ ინტერესი დაარქვი, არ ვიცი, რაც გინდა.
- დარწმუნებული ხარ?
- მგონი კი.
- კარგი წამოდი.
- სად?
- ჩემს თავს გაჩვენებ.
- ახლა? ლექცია გვეწყება ათ წუთში.
- შემიძლია ეგ ლექცია მე ჩაგიტარო. მგონი ხვდები, აქაური ლექტორები ჩვენს დონეს დიდად ვერ აღემატებიან.
- კარგი და სად მივდივართ?
- თითო ჭიქა დავლიოთ.
- მე არ ვსვამ.
- მაშინ შენს წილსაც მე დავლევ.
- იცი, არ მინდა ცუდად გამიგო, მაგრამ...
- ანა წამოდი! არ ვიცი რატომ, მაგრამ საკუთარ თავს, რომელსაც წასვლა უნდოდა და ჩემს შინაგან მეს, რომელიც დარჩენას მთხოვდა, ყურადღება აღარ მივაქციე, გონებიდან ამოვიგდე ომი, რომელიც გააჩაღეს... და სოფოს გავყევი...
ორი კვირაც არ გასულა იმ დღიდან, როცა სოფოს დამსახურებით სახლში პირველად მივედი ნასვამი. მშობლები გაოცებულნი მიცქერდნენ. მე, რომელსაც არასოდეს დამილევია, ერთ მშვენიერ დღეს, წაქცევამდე მთვრალი, ძლივს „ავიტანე“ საკუთარი თავი სახლში. აღარც კი მახსოვს იმ დღეს რამდენი დავლიეთ, მან თავისთან ამიყვანა. სახლი, რომელიც იმდენად უბრალო იყო, მახსოვს კარის ზღურბლთან როგორ შევჩერდი, ჩემთვის ვფიქრობდი, ნუთუ ეს გოგო აქ ცხოვრობს. მართალი ვიყავი, როცა მდიდარი მშობლების შვილი მეგონა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ოჯახიდან ჯერ კიდევ მაშინ წამოვიდა, როცა მამა გარდაეცვალა. ძლივს გამომიტყდა, დედამის მამის გარდაცვალების შემდეგ საყვარელი გაუჩენია, რომელიც სოფოზე ძალადობას ეცადა, თუმცა დედამ ეს არ დაუჯერა და სოფოც იძულებული გახდა დედისგან მოშორებით ამ „ჯურღმულში“ ეცხოვრა. წარმატებული დედის წარუმატებელ შვილს უწოდებდა საკუთარ თავს. აღმოჩნდა, რომ დედა საერთოდ არ ზრუნავდა მასზე, თუმცა ეს ფაქტი მას დიდად არ აღელვებდა, მიჩვეული იყო დამოუკიდებლად თავის გატანას. ბინა, რომელშიც ქირით ცხოვრობდა, ერთ პატარა ოთახს შეადგენდა, სადაც ერთი საწოლი, მაგიდა და რამოდენიმე სკამი იდგა, პატარა ფანჯარა ზედ გზის პირას გადიოდა და რადგანაც ეს ოთახი საერთო საცხოვრებლის სარდაფს უფრო გავდა ვიდრე ბინას, საკმაოდ ცივი და ნესტიანი იყო. კუთხეში გიტარა იდო, რომელზეც, როგორც შემდგომ აღმოჩნდა ფანტასტიურად უკრავდა; მაგიდაზე ფურცლები ეყარა, რაღაც უცნაური ნახატებით აჭრელებული. ოთახის ერთ კუთხეში, იატაკზე ეყარა უამრავი წიგნი. კარადა გამოაღო და თვალი მხოლოდ სასმლის ბოთლებს მოვკარი, ფანჯრის რაფაზე კი სიგარეტის ცარიელი კოლოფები ეწყო. კედლებზე თავისივე ნახატები ჩამოეკიდებინა და ასე, ერთ პატარა ოთახში გამოკეტილი, ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს. ძალიან ბევრი დავლიეთ და ნამდვილად არ მახსოვს რაზე ვსაუბრობდით, მხოლოდ ის მახსოვს, რომ დროის შეგრძნება სრულებით დავკარგე და როცა გონს მოვედი, უკვე შებინდებული იყო. ამ უცნაურ ადამიანს დავემშვიდობე და სახლში წავედი.
გათენდა თუ არა, უჩვეულო სიხალისით წამოვხტი, რაღაც გაცისკროვნებული სახე მქონდა, ღიმილი მომეფინა, ისე როგორც არასდროს, მიხაროდა სიცოცხლე, მიხაროდა გათენება, მიხაროდა მზე, მიხაროდა ყველაფერი რაც ხდებოდა. დედასაც, კი რომლისთვისაც ალბათ მეხუთე კლასის შემდეგ არ მიკოცნია, თბილად მოვეხვიე და ვაკოცე. გაოცებული და თვალცრემლიანი შემომციცინებდა და სიტყვა ვეღარ დაეძრა. მე, რომელიც ყოველ დილით ბუზღუნით გამოვდიოდი საძინებლიდან, დღეს უეცრად ასეთმა ლაღმა და სრულიად სხვა ადამიანმა გავიღვიძე. მიყვარდა ყველა და ყველაფერი, რაც კი ირგვლივ მოძრაობდა. დედასთან ერთად ყავა მხიარულად დავლიე და უნივერსიტეტში წავედი. სახლიდან გამოსვლისას გავიგონე, დედაჩემმა როგორ უთხრა მამაჩემს. - მგონი ანა შეყვარებულია. გამეღიმა, არ შევიმჩნიე და კარი გავიხურე. უნივერისტეტში მივედი თუ არა სოფო თვალებით მოვძებნე. ის ისევ აუდიტორიის ბოლოში მოთავსებულიყო. მასთან მივედი, თავი არ აუწევია ისე მითხრა: - გუშინ კარგი იყო, თუმცა შენთვის ამდენი რამ არ უნდა მომეყოლა. ვერ აღვწერ რა გრძნობამ შემიპყრო, თითქოს მოხუცი ვიყავი, რომელსაც ქარმა ყავარჯენი ააცალა და ეხლა სადაცაა წაიქცეოდა. უხმოდ გავეცალე და ჩემს ადგილს მივუბრუნდი. ლექციის მსვლელობისას არც ერთი სიტყვა არ მესმოდა, რამოდენიმეჯერ გავხედე სოფოს, რომელიც ისევ ისე, უკიდეგანოდ გასცქეროდა ჰორიზონტს, თვალიც კი გავაპარე იქითკენ, საითაც იყურებოდა, თუმცა ღრუბლების გარდა ვერაფერი დავინახე. დილის უეცარი სიხალისე წამებში დაიმსხვრა, ვერ მივხვდი რა დამემართა, ორი დღის შემდეგ თავი დავანებე სოფოზე ნერვიულობას და რეალურ ცხოვრებას დავუბრუნდი.
ერთ საღამოს, მე და ჩემი მეგობარი ბიჭი, გურამი თავისთან სახლში ვისხედით, (ჩვენ რაღაც სიმპატიის მაგვარი გვქონდა ერთმანეთის მიმართ, თუ სიმართლეს თვალებში ჩავხედავთ, ჩვენი მომავალი ჯერ კიდევ ბავშვობაში იყო გადაწყვეტილი. ეს ურთიერთობა ორი წარმატებული ოჯახის დაზავებას და კარგ გარიგებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ახალგაზრდა წყვილის თავაშვებულ სიყვარულს. მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ მე და გურამს ერთმანეთი არ გვიყვარდა. გვიყვარდა, ძლიერადაც კი, მაგრამ არჩევანის უფლება რომ გვქონოდა, შესაძლოა ერთმანეთი არც არასდროს აგვერჩია.) ერთი სიტყვით მასთან ვისხედით, როდესაც ჩემს ტელეფონზე უცხო ნომრიდან ზარი შემოვიდა, რაოდენ უცანურიც არ უნდა იყოს, ეს სოფო იყო, მთხოვდა მასთან მივსულიყავი. დამაბნია მისმა სასოწარკვეთილმა ხმამ და გურამს ვთხოვე გავეყვანე, რადან უკვე გვიანი იყო. ისიც გამყვა და სოფოსთან მივედით. არასდროს დამავიწყდება ის კადრი, რომელიც მასთან დამხვდა, იატაკზე მუხლებით იდგა და გულამომჯდარი ტიროდა, თმები აწეწვოდა, თვალები ჩასისხლვოდა, იატაკზე წამლის რამოდენიმე ცარიელი ფლაკონი ეგდო, მოცელილივით დავეშვი მის წინ მუხლებზე და გულწრფელად ამატირა მისმა სასოწარკვეთამ. „არავინ მყავდა, რომ დამერეკა“, ძლივს ამოილუღლუღა ეს სიტყვები და ჩამეხუტა, სისხლი გამეყინა, მკლავები მაგრად მოვხვიე და როგორც უმწეო ბავშვი ისე ჩავიკარი გულში, საავადმყოფოში წავიყვანოთ, ჩამესმა გურამის ხმა, როგორც ჩანს საკმაოდ ბევრი აბი აქვს მიღებული. გურამმა მისი სიფრიფანა სხეული ხელში აიტაცა და მანქანის უკანა სავარძელზე თითქმის ნახევრად მკვდარი დაასვენა. იმ ღამით ექიმებმა სოფოს თავი სასწაულით გამოგლიჯეს სიკვდილს ხელიდან.

- დილამშვიდობის!
- აქ რას აკეთებ?
- როგორ ფიქრობ, მას შემდეგ რაც შენს გამო წუხელ გამოვიარე, აქ მარტოს დაგტოვებდი?
- მთელი ღამე აქ იყავი?
- მთელი ღამე გდარაჯობდი.
- რატომ?
- რომ არ გაგღვიძებოდა და ისევ არ გეცადა .
- არც მინდოდა.
- აბა რატომ დალიე ამდენი გამაყუჩებელი?
- არ გინდა წახვიდე და დაისვენო? გამოუძინებელი და დაღლილი სახე გაქვს.
- არ მინდა მარტო დაგტოვო სოფო.
- არაფერი მიჭირს, წადი.
- თუ დაგჭირდები დამირეკავ?
- აუცილებლად და მადლობა რომ წუხელ მოხვედი...
- თავს გაუფრთხილდი, ჯერ ადრეა სიცოცხლის ასე დასრულება!
- ხომ გითხარი არც მიფიქრია.
- კარგი, წავალ და მოგვიანებით მოვალ, ექიმმა თქვა, რომ რამოდენიმე დღე აქ უნდა გაატარო.
- არავითარ შემთხვევაში, სანამ წახვალ ექიმს დაუძახე.
- სოფო...
- კარგი, მხოლოდ ერთი დღე.
- შევთანხმდით!

ამ დღის შემდეგ, სოფოს მიმართ საშინლად შემიპყრო მზრუნველობის სურვილმა. მას გვერდიდან აღარ ვშორდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ამის წინააღმდეგი იყო. მინდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი, მისი ცხოვრების თანამონაწილე გავმხდარიყავი, სულ მასზე ვფიქრობდი, მაშინაც კი მენატრებოდა, როცა ჩემთან არ იყო. რატომღაც მისით მოვჯადოვდი და მის გარდა ვერავის ვამჩნევდი. თავიდან ბედნიერებამ მოიცვა მთელი ჩემი სხეულიც და გონებაც, თუმცა დროთა განმავლობაში სიხარული ტანჯვად მექცა, რადგან მის გარეშე წამითაც კი ცუდად ვგრძნობდი თავს. როგორც კი ჩემგან წავიდოდა, საშინელი სიცარიელე და მარტოობა მიპყრობდა; გურამსაც ვეღარ ვაქცევდი სათანადო ყურადღებას, იმდენად ვიყავი სოფოს არსებობით დატყვევებული; მისი ცქერისას სინაზესა და რაღაც უცნაურ განცდას შევიგრძნობდი, ეს იყო ენით აღუწერელი, არაამქვეყნიური ნეტარება. მასზე ფიქრისას ჭიანჭველებიც კი დამირბენდნენ მთელ სხეულში, ასეთი რამ არასოდეს განმეცადა. როცა სოფო საუბრობდა, სულგანაბული ვუსმენდი, არ მინდოდა შემეწყვეტინებინა. ხან საოცარ რამეს იტყოდა, ხანაც სულელურს, თუმცა მე მაინც ვგიჟდებოდი მის ბავშურ, გულწრფელ ტიტინზე. ზოგჯერ თვალები აუციმციმდებოდა, ეს ძირითადად მაშინ, როცა რამე ძალიან გაახარებდა. ამ დროს, მე საერთოდ მავიწყდებოდა ვინ ვიყავი, მხოლოდ მისი ბედნიერება მანიჭებდა ამგვარ განცდას; თუ ოდნავ მოიღუშებოდა, წამსვე მთელი სხეული მეყინებოდა, აღარ ვიცოდი რა მეღონა, რომ ის ბედნიერი ყოფილიყო, ის ხვედრი შემემსუბუქებინა, რაც მკაცრმა ცხოვრებამ მას არგუნა.
სოფო ნიჭიერი იყო; თავის ასაკთან შედარებით გაცილებით მეტი იცოდა, მე მას თითქმის ყველაფერში ვესადაგებოდი გარდა ერთისა, ის მეტად თავაშვებული ცხოვრებით ცხოვრობდა, მისთვის ნარკოტიკი და მამაკაცები დღის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი იყო. ბევრს ვკამათობდით ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა იშვიათად თუ დამითმობდა და ერთი ორი დღით ამ ყველაფერზე უარს იტყოდა, მერე ისევ აიშვებდა. ცოტა დრო დაგვჭირდა, რათა ჩვენ ორნი ვქცეულიყავით ერთ განუყოფელ ნაწილად, მე მისი გავხდი, ის ჩემი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ერთმანეთის გარეშე ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდა. ის იყო ადამიანი, ვინც მე მჭირდებოდა, მე კი ის ვიყავი, ვინც მას სჭირდებოდა, რათა ეცხოვრა. მე ის საკუთარი ცხოვრებისაგან უნდა დამეცვა. მას ნამდვილად გააჩნდა უნარი, რაიმე საოცარი შეექმნა, ამისათვის კი ბიძგი და გვერდში დგომა სჭირდებოდა.
მახსოვს ერთხელ ისე დათვრა, ქუჩაში ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხრია, მერე მეორე და სანამ უბნის პოლიციამ არ დააკავა არ მოისვენა. განყოფილებაში წაიყვანეს, მე ვეცადე გირაო გადამეხადა, თუმცა მშობლის ხელმოწერა მოითხოვეს და მეც იძულებული ვიყავი სოფოს დედისთვის დამერეკა. სიმართლე უნდა ვთქვა და ბევრი ხვეწნა-მუდარა არ დამჭირვებია, მალევე მოვიდა დედამისი, გირაო გადაიხადა, საბუთებს ხელი მოაწერა და სოფოს მანამ დაელოდა სანამ არ გამოუშვეს. მეც იქვე ვიცდიდი, სოფო განყოფილებიდან გამოვიდა და დედას მიუახლოვდა; ამ უკანასკნელმა კი სახეში გაარტყა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მახსოვს თუ როგორ ამიტანა სიცივემ, ერთიანად მოვწყდი, მოვიცელე და ლამის ჩავიკეცე; ნაბიჯი ვერ გადავდგი ატირებული სოფოსაკენ, რომელიც მუხლებზე დაცემულიყო, თავი ხელებში ჩაერგო და გულამომჯდარი ტიროდა. ბოლოს კი გამწარებულმა მომახალა: „-იცი რატომ გავაკეთე ეს? იცი რატომ ჩავლეწე მინები? იცი რატომ დავაჭერინე პოლიციას ჩემი თავი? იმიტომ, რომ დედა მომენატრა და მინდოდა მენახა, მე ხომ სხვაგვარად ის თავისთან არ მიშვებს“. ამ სიტყვების გაგონება და ჩემი ატირება ერთი იყო, მაშინ გავიფიქრე, რა უნდა მოხდეს, რომ ეს გოგო ბედნიერი იყოს-მეთქი. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რაც მას შეავსებდა, იმ სიცარიელეს შეუვსებდა რასაც დაემონებინა. თითქოს მისი სული ბნელ ჭაობად ქცეულიყო და ხავსი მთლიანად ფარავდა, თითქოს დემონი ჩასახლებოდა, რომელიც საღად აზროვნების უნარს უკარგავდა. სისხლის მაგივრად მჟავე, აქოთებული მდინარე მიედინებოდა მის ძარღვებში, ის ვერ ამჩნევდა ვერაფერს კარგს, თუმცა კი მის ირგვლივ კარგი ნამდვილად არაფერი ხდებოდა. მე ის შემებრალა, ვაღიარებ მე თავდაპირველად მის მიმართ სიბრალული ვიგრძენი და არა სიყვარული, შემებრალა და რატომღაც ჩემთვის სულერთი არ იყო მისი ცხოვრება. შემებრალა თუმცა მისი გაცნობა საკმარისი აღმოჩნდა ისე შემყვარებოდა მხოლოდ მისით მეარსება, უსუსურ, დაუცველ ბავშვს გავდა. მე დედა არ ვიყავი, თუმცა მისთვის საყრდენი და იმედი გავხდი.
- რამე მოხდა?
- არა, რატომ მეკითხები?
- მითხრეს რომ გონება დაკარგე.
- არაფერია, კარგად ვარ.
- დარწმუნებული ხარ?
- კი ანა, აბსოლუტურად.
- და არ გინდა ყოველი შემთხვევისათვის ექიმს გაესინჯო? მე გაგყვები.
- ხომ გითხარი კარგად ვარ, არაფერი მჭირდება მართლა, ალბათ გადავიღალე.
- ამაში გეთანხმები, რაც შენ ნარკოტიკებს იყენებ და...
- აღარ გააგრძელო, საჭირო არაა, თუ ვერ შეამჩნიე გეტყვი, რომ ორი კვირაა არავისთან ვყოფილვარ.
- სიმართლე გითხრა, ეგ უფრო მაშინებს...
- კარგად ვარ, დამიჯერე.

გარკვეული პერიოდის შემდეგ სოფოს ცვლილება შევატყე. ეს მის ხასიათსა და ვიზუალზე მძაფრად აისახა, თითქოს გამოიფიტა, უფრო მეტად გაუფერულდა, გახდა, თვალებიც ჩაუშავდა, რაღაც გარდაიქმნა მასში და ვერაფრით ავხსენი რა, ხასიათიც საშინლად შეეცვალა, უფრო მეტად დანაღვლიანდა, თავსაც მარიდებდა, კონტაქტს გაურბოდა, ლექციებს აცდენდა, აღარც ჩემთან რჩებოდა, ზარებზეც იშვიათად მპასუხობდა, ძალიან შევშფოთდი, ამას შეშფოთებას ვერც ვუწოდებ, ეს უფრო სიკვდილთან მიახლოვებას გავდა, რადგან როგორც მან დაკარგა საკუთარი თავის კონტროლი, ასევე ვიყავი მეც. ვფიქრობდი, რომ მის თავს რაღაც ამბავი იყო, მთელი ერთი კვირა ვიტანჯებოდი. მერე საგონებელში ჩავარდი, როგორ სჯობდა _ ჩემი ეჭვები გამეზიარებინა, თუ ისე დამეჭირა თავი თითქოს არაფერი ხდებოდა. მე გაურკვევლობის გრძნობამ შემიპყრო და მანამ ვერ ამოვისუნთქებდი, სანამ მის შესახებ სრულ სიმართლეს არ შევიტყობდი.
ერთმანეთის მიყოლებით, ზედიზედ, ხუთი დღე, უნივერსიტეტში არ გამოცხადდა. არც ტელეფონს პასუხობდა, მხოლოდ ერთი შეტყობინება დამიტოვა, რომელშიც ბოდიშს მიხდიდა და პატიებას მთხოვდა. ასევე მთხოვდა, ცოტა ხნით მარტო დარჩენის უფლება მიმეცა. ხუთი დღე, ეს იყო სიგიჟის ბოლო მწვერვალი, მეტს ვეღარ გავუძლებდი. ამიტომაც, ხუთი დღის შემდეგ, სახლში ისე დავადექი წარმოდგენაც არ ჰქონდა ჩემი ვიზიტის შესახებ. გასაკვირია, მაგრამ სოფოს ბინა გამოუცვლია, ახალი მისამართი კი ძველმა მეზობელმა არ იცოდა, მისი ნომერი გამორთული იყო. თავდაპირველად შიშმა ამიტანა, რა არ ვიფიქრე, თუმცა ბოლოს ბრაზი მომერია მისი ასეთი საქციელის გამო, მე ხომ ამას არ ვიმსახურებდი. სახლში წავედი, ოთახში შევიკეტე და არავის დანახვა არ მინდოდა. უძილობა დამეწყო, ჰალუცინაციები; ამ გოგოს არსებობა ერთიანად მანადგურებდა, უბრალოდ სატანა იყო, რომელმაც ჩემი გონება მოწამლა და დაიმონა, არაერთხელ ვეცადე მასზე ინფორმაციის შეგროვებას, თუმცა ვერაფერს გავხდი. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. თითქოს მიწამ ჩაყლაპა. ერთ მშვენიერ დღესაც უბრალოდ ადგა და გაუჩინარდა, ყველაფერი რაც იყო, წამში, დაუფიქრებლად მოისროლა სანაგვეზე და ვინ იცის, იქნებ თვითონაც სანაგვეზე ამოყო თავი, ამის გაფიქრებაზეც კი გული მიწვრილდებოდა, მიუხედავად სიბრაზისა ძალიან ვღელავდი, უბრალოდ მინდოდა გამეგო, რომ კარგად იყო, რომ ცოცხალი იყო და არაფერი უჭირდა. მერე კი, თუ უნდოდა ჯანდაბაშიც წასულიყო, მე ხომ მეცოდინებოდა, რომ მისთვის ყველაფერი გავაკეთე. ასე გავატარე მტანჯველი ერთი თვე, სრულიად არაადეკვატური გავხდი, საკუთარი სუნთქვაც კი მაღიზიანებდა, ვერავის ვიტანდი და მეგონა ყველა რაღაცას მატყუებდა.
სოფოს გაუჩინარებიდან თვეზე მეტი გავიდა, ერთ დილას, რაღაც სხვაგვარი განწყობით გავიღვიძე, თითქოს სოფო დამვიწყებოდა, თითქოს გული თავისუფლად ცემდა, სისხლიც უფრო გამალებით მოძრაობდა შეშუპებულ ძარღვებში, ფანჯარაში შემოჭრილი მზის სხივებიც აღარ მაღიაზიანებდა, პირიქით, სახე მივუშვირე ღია ფანჯრიდან მზის მწველ სხივებს და წამიერად მთელი სხეული გამითბა. ჩიტების ხმა, რომლებიც მუდამ მაღიზიანებდა, იმ დილას, რატომღაც საოცრად ჰარმონიულად ჩამესმა ყურში, სულში მწვდებოდა და თითოეულ კიდურს მითრთოლებდა. სოფო არც კი გამხსენებია... უეცრად ვიგრძენი, სიყვარული მომწყურებია, იმ ჩიტებივით მომინდა ფრენა, რომლებიც ჩემ წინ ასე ლაღად დაფრიალებდნენ. ვიგრძენი, მომინდა გურამის სუნთქვა შემეგრძნო, მისი ტუჩები შემხებოდა და მისი ძლიერი მკლავები ჩემს სხეულზე ისე ლაღად ამოძრავებულიყო, როგორც ფრინველები მოძრაობდნენ ჰაერში. ტანზე ჩავიცვი და ღიმილიანი სახით მასთან წავედი, ვგრძნობდი როგორ მსურდა და მზად ვიყავი ამ სურვილის მისაღებად.
- აქ რას აკეთებ?
- მომენატრე, რამდენი დღეა სახლიდან არ გავსულვარ, შენი ნახვა მომინდა.
- რატომ არ დამირეკე?
- რამე მოხდა? მეგონა ჩემი ნახვა გაგახარებდა, სახლში არ შემომიშვებ?
- სჯობს გავიდეთ, მოსახურს ავიღებ.
- რატომ? რა ხდება?
- დედაჩემია სახლში.
- მერე რა, როდის აქეთაა დედაშენთან მმალავ, გამატარე. მიუხედავად გურამის წინააღმდეგობისა სახლში მაინც შევედი, იქ კი დედამისი არ დამხვდა... მეგობარი, რომელსაც ამდენი ხანი დავეძებდი... მაგობარი, რომელსაც ამდენი რამ გავუკეთე, მეგობარი, რომლის გამოც ამდენი ვიტანჯე, მეგობარი, თუ მას ეს სიტყვა კიდევ შეეფერება ჩემი საქმროს საწოლში, მშვიდ ძილს მისცემოდა.
- ანა, აგიხსნი, ოღონდ ჯერ დამშვიდდი!
- შემომხედე, მშვიდად ვარ, მაგრამ შენ რა უნდა ამიხსნა, თქვენ ორმა მე რა უნდა ამიხსნათ? სოფომ სწორედ ამ დროს გაიღვიძა და გაოცებული თვალებით გვიყურებდა ხან მე ხან გურამს. ამაზე სულ გამოვედი წყობიდან. შენ! შენ ავადმყოფო, სირცხვილი და თავმოყვარეობა საერთოდ დაკარგე არა? მივახალე ჯერ კიდევ მძინარეს და ყელში ვწვდი, საშინელი სიტყვებით გავკიოდი, გურამმა მისი თავი ძლივს გამომგლიჯა ხელიდან, შემდეგ მას მივუბრუნდი, სახეში გავარტყი და იქედან ისე თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი გურამი ვეღარ დამეწია. ალბად მთელი დღე უთავბოლოდ ვიხეტიალე. ტკივილს ვგრძნობდი, სიცარიელეს, იმედგაცრუებას, გურამზე არ ვბრაზობდი, სოფოზე ვბრაზობდი. მან, ადამიანმა, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო, ვერ ვხვდებოდი ეს როგორ გამიკეთა. მან, რომელსაც ასე მივენდე და მთელი ჩემი სითბო და სიყვარული ვაჩუქე როგორ მიღალატა. მე ხომ იმ აზრსაც ვეგუებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირდა რა ცხოვრებითაც ის ცხოვრობდა. ნუთუ სხვასთან ყოფნა არ შეეძლო, რატომ მაინც და მაინც გურამი, რატომ მაინც და მაინც იმ ერთადერთი ადამიანის საქმრო, რომელსაც მართლა უანგაროდ და გულწრფელად უყვარდა ის ვინც სიყვარულის ღირსი სულაც არ ყოფილა. ალბად რამდენ რამეს მატყუებდა, ყველაფერი წამში დატრიალდა, ნუთუ ყველაფერი ფარსი იყო. ამაზე ვფიქრობდი და საკუთარ თავზე ვბრაზობდი, ბოღმა მახრჩობდა ჩემი უსუსურობის გამო, იმის გამო, რომ ჩემს ზურგს უკან ეს საშინელი ადამიანი, ვინ იცის, რამდენს დამცინოდა. წამში დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი. მე გავბოროტდი, ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა, აღარც მეგობრობის მჯეროდა, აღარც სიყვარულის, აღარც ურთიერთობების, საერთოდ საკუთარი არსებობისაც კი აღარ მჯეროდა.
სახლში მივედი, მშობლებს ჩემი გამგზავრების შესახებ ვაცნობე და მათი წინააღმდეგობის მიუხედავად ბრიტანეთში გავემგზავრე.
ცხოვრების გაგრძელება გამიჭირდა. ყოველი დილა წარსულის მოგონებებით იწყებოდა, მთელი დღე მათთან ერთად უთავბოლოდ დაეხეტობოდა სივრცეში, ღამე კი სოფოს სახით მთავრდებოდა, რომელიც ჩემი საქმროს საწოლში იღვიძებდა. ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა. ხშირად მახსენდებოდა ჩემი ლექტორის შეხედულება ცხოვრების შესახებ და ახლა ვხვდებოდი მისი სიტყვების ჭეშმარიტებას, სოფოს მსჯელობა კი მხოლოდ ახლაღა მეჩვენებოდა, ნამდვილი სატანის პირიდან წამოსროლილ, ცინიკურ დამოკიდებულებად. ერთმა ბეწომ, ანგელოზის სახეს და ტვინს ამოფარებულმა გოგომ, ასე როგორ დამიმახინჯა სული, აი ეს მაცოფებდა. მე კი, განტევების ვაცი, სანამ უდაბნოში დავეხეტებოდი, უფლებას ვაძლევდი ცხოვრებით დამტკბარიყო, ხოლო შემდეგ, როგორც კი შანსი მომეცემოდა მას საკუთარი ხელებით გავანადგურებდი. გული მაშინ მქონდა გატეხილი, თორემ მერე შეხორცდებოდა, ცხოვრება ხომ ასეთია, წრეა, სადაც მუდამ ერთი და იგივე მეორდება; ის წავა? არაუშავს, სხვა მოვა და ისევ შევძლებდი სიყვარულის პოვნას.

ცხოვრება ნელ-ნელა კალაპოტს უბრუნდებოდა. ვსწავლობდი, მსოფლიოს ვეცნობოდი, გათხოვებაზე, ოჯახსა და შვილებზე საერთოდ აღარ ვფიქრობდი; ეს ჩემთვის აღარ არსებობდა, ნელ-ნელა წარსულიც უფრო ნაკლებად მაგონდებოდა და ძილითაც შედარებით მშვიდად მეძინა. ვფიქრობდი, სოფო იყო მხოლოდ და მხოლოდ სურვილი, მაგრამ სურვილი ტვირთია, რომლის გარეშეც ადამიანი მშვენივრად ძლებს. მე სოფო დამავიწყდა, ისევე როგორც გურამი, ისევე როგორც მათთან გატარებული ყოველი წამი და ისევე როგორც საერთოდ ის, რომ ისინი ოდესღაც მაინც არსებობდნენ ჩემ ცხოვრებაში, ეს უბრალოდ ცუდ სიზმრად დარჩა, მე ვცოცხლობდი, მათ გარეშე, მათგან შორს და უფრო კარგად.
ერთ დილით ტელეფონის ზარმა მშვიდი ძილი დამიფრთხო, ყურმილი ავიღე და ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი თვალები საათის ციფერბლატს დავაკვირდი, რომელის სულ რაღაც დილის 6 საათს აჩვენებდა
-როგორ ხარ? ისმის ყურმილს მიღმა დედაჩემის სევდიანი ხმა.
-მშვიდობა გაქვთ, ასე ადრიანად რატომ რეკავ?
-შენი ხმის გაგონება მომინდა.
-დედა ხვდები, რომ ძალინ არადამაჯერებელ არგუმენტს მეუბნები, მითხარი რა ხდება, ვამბობ და უკვე საწოლზე ვზივარ, ცუდი ამბების მოლოდინში გულის ცემა ლამის ყელში ამომაჯდა.
-ანა, გურამი იყო მოსული.
-ხომ გთხოვე, რომ მის შესახებ, უფრო სწორად მათ შესახებ არანაირი იმფორმაციის გაგება არ მსურს
-ხო მაგრამ.
-არავითარი მაგრამ, ყურმილს ვახეთქებ. თავი ხელებში ჩავრგე და დიდი ხნის შეკავებულ ცრემლებს გარეთ გამოსვლის საშუალლება მივეცი, ტკივილს ისევ ისე შევიგრძნობდი როგორც თვეების წინ. როცა ტირილით გული ვიჯერე ტანზე ჩავიცვი და ახლომდებარე ბარს, რომლის ხშირი სტუმარიც ვარ დალევის მიზნით ვესტუმრე, ამოჩემებულ მაგიდასთან მოვკალათდი და ვისკი შევუკვეთე.
-ვისკისთვის ძალიან ადრეა ენ, მეუბნება ლუკასი რომელიც ჩემი გამოჩენის დღიდან ჩემ შებმას ამაოდ ცდილობს. თავში მონოტორულად მიელვებს მის მიმართ ვნებიანი აზრები.
-და რას მთავაზობ?
-რამე უფრო მსუბუქს, კოქტეილს მოგიმზადებ.
-კარგი, ვამბობ მე და ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას ვხსნი. უზარმაზარი ტექსტი ავტორი დედაჩემია. მივხვდი რომ დილანდელი საუბრის გაგრძელებას ასე ცდილობდა ამიტომაც ტექსტი წაკითხვის გარეშე წავშალე.
-გასინჯე, ამბობს ლუკასი და კოქტეილს მაწვდის.
-გემრიელია, ვეუბნები და ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი. არ ვიცი რამდენი ჭიქა დავლიე და არც ის ვიცი ლუკას გაცილება თავად ვთხოვე თუ საკუთარი ინიციატივით მიმაცილა ნომრამდე, მახსოვს ოთახში შესვლისთანავე კისერზე მოვხვიე ხელები და მის კოცნას შევეცადე.
-ღმერთო ჩემო ენ ძალიან მთვრალი ხარ ამბობს ის და მიშორებს.
-მეორე შანსი არ გექნება ვეუბნები გამომწვევად და უეცრად კედელზე აღმოვჩნდი აკრული. ორი წუთი ჭირდება ჩემს გასაშიშვლებლად. ალბათ ძალიან ბევრი მეძინა, რადგან როდესაც გავიღვიძე თავი ისე მტკიოდა გული მიმდიოდა. ლუკასი წასული დამხვდა, საბანი ავწიე და შიშველ სხეულს ზიზღით შევხედე, მერე ზეწარი შემოვიხვიე და სააბაზანოში შევედი, საკუთარი დასიებული სახის დანახვაზე, სოფოს სახე წარმომიდგა და ამ მომენტში ვიგრძენი რომ მას უფრო ვგავდი ვიდრე საკუთარ თავს, ამის გაფიქრებაზე ნიჯარა მომენტალურად წავბილწე, მერე იქვე ჩავიკეცე.
ამ დღის შემდეგ გადავწყვიტე რომ არასოდეს გავეკარებოდი სასმელს, არც შემთხვევითი სექსით დავკავდებოდი ოდესმე. გადავწყვიტე საკუთარი თავი დამებრუნებინა. დედას მკაცრად მოვუჭერი რომ არასოდეს ეხსენებინა ეს ორი ადამიანი და ისიც სევდიანი ხმით დამემორჩილა.
დღეს, როცა ამ ამბავს ვწერ, თხუთმეტი წლის წინ მომხდარ ამბავს, ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ ამ ისტორიას ოდესმე მივუბრუნდებოდი. ისტორიას რომელმაც დიდი ტკივილი მომაყენა. ერთ ღამით, როცა საშინელმა კოშმარმა გამომაღვიძა, არ ვიცი რატომ, მაგრამ მხოლოდ სოფოს ნაღვლიანი თვალები წარმომიდგა წინ, ვერ ვარკვევდი, ცხადი იყო, სიზმარი თუ უბრალოდ ჰალუცინაცია. შუქი ავანთე ნოუთბუქი გავხსენი და სოციალურ ქსელში შევძვერი. პირველი სოფო მოვძებნე, რომელიც იმ ამბიდან მეორე დღესვე დავბლოკე, მის გვერძე შევედი, უკანასკნელად საიტზე სამი წლის წინ ყოფილა შემოსული. უცებ გამიშეშდა ხელი, გვერდს ჩავუყევი, სტატუსები გადავიკითხე, რომელთა შორისაც, ძირითადად პატიებას ითხოვდა და მხოლოდ ერთ ზარს; გული ამიჩქარდა, სურათებში შევედი და ბევრი არაფერი დამხვდა, მხოლოდ რამოდენიმე ფოტო, ისიც ძალიან ძველი. შემდეგ გურამის გვერძეც შევედი, ისიც დაბლოკილი მყავდა, მასთან ყველაფერი რიგზე იყო, სტატუსებიც, ფოტოებიც, მხოლოდ ერთმა ფოტომ მიმაყინა ადგილზე, ეს სოფოს ფოტო იყო, რომელიც ინვალიდის ეტლში იჯდა და ირგვლივ ბავშვები ეხვივნენ. აი აქ, ამ მომენტში ვიგრძენი, როგორ გამიჩერდა გული, მე მოვკვდი, გარდავიცვალე, ამქვეყნად აღარ ვიყავი. მეხდაცემულივით წამოვხტი, ტელეფონს ვეცი და დედაჩემს დავურეკე. მერე არაფერი მახსოვს... აზროვნების დაბრუნებასთან ერთად, თბილისში, სოფოს საფლავთან ვიდექი.

სწორია აზრი, იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი მხარე არასოდეს არის მართალი, რომ თუ გინდა სიმართლის არს და სისწორეს ჩაწვდე, ორივე მხარეს უნდა მოუსმინო და შემდეგ გამოიტანო განაჩენი. ტყულ და მართალ მხარეებს შორის, არ უნდა გამოიტანო დასკვნები, ფაქტების გარეშე და არ უნდა გაბოროტდე მაშინ, როცა მიზეზი ჯერ არ იცი. სოფო გულაროვა გარდაიცვალა ტანჯვით, მიუტევებლობითა და უპატიოდ... მისი სული, ვინ იცის, სიმშვიდეს როდისღა მოიპოვებს, მე მართალი ვარ? მე ხომ მას ზურგი ვაქციე, იქნებ იყო ისეთი რამ, რასაც მე არ მეუბნებოდა, იქნებ იყო მიზეზი, რის გამოც ასე მოიქცა
მისი გარდაცვალების შესახებ დედამ არაფერი მითხრა, რადგან სასტიკად ავუკრძალე მისი სახელის ხსენება. სამწუხაროდ სულის სიმშვიდე მაშინ დავკარგე, როცა გურამმა, რომელიც თბილისში დაბრუნების შემდეგ ვნახე, სოფოს დატოველბული ბლოკნოტი გადმომცა. ეს იყო ტკივილისაგან გატანჯული ადამიანის მწარე და გულწრფელი აღსარება, რომელსაც სურდა, ჩემთვის სიკვდილამდე როგორმე მოეწვდინა, მე კი ის სამუდამოდ მყავდა მოკვეთილი. არ ვიქნები მართალი, თუ ერთი ადამიანის მხრიდან დანახულ ისტორიას მოგითხრობთ. აი რა დაწერა აღსარებისას სოფომ...
... მე მინდა წარსულის სიბილწე გამოვისყიდო, შევძლებ კიი? სანამ ამას მოვახერხებ, ალბათ ისტორია კიდევ ერთ სრულ ბრუნს მოასწრებს! ვინ ვარ მე?! ადამიანი?! ან იქნებ პირუტყვი?! ან იქნებ ცხოველი?! თუ სატანა?! რომელი მათგანი..? მე დავიბადე... დავიბადე, რათა მეტანჯა, რათა ცხოვრებას დავეჩაგრე, რათა და გაუთავებლად რათა... რამდენი რამ ვნახე, რამდენი ვეცადე, შევეცადე... რისთვის?! ვისთვის?! დედაჩემმა როცა სახლიდან გამომაგდო ყველაფერმა აზრი დაკარგა, არ დამიჯერა, იმ ნაბიჭვარმა გაიმარჯვა, ვინც ცდილობდა საკუთარი გერი გაეუპატიურებინა. რატომ არავის სჯერა ჩემი?! მე ხომ ასეთად არ დავბადებულვარ?! მე ხომ ასეთად ცხოვრებამ ჩამომაყალიბა.
ეს ჩემი ლექტორიც საერთოდ ჭკუიდან მშლის, რაებს ამბობს, სულ ვცოფდები, განა არ ვიცი რომ მართალია... თუმცა ვკვდები, როცა ვუფიქრდები, მართლაც და რა საშინელი რამეა ცხოვრება. ყველაფერს აზრი აქვს დაკარგული. ანაზე მინდა მოგიყვეთ როგორი უცნაური ვინმეა, რაღაცნაირად მშვიდი და მორცხვი, საყვარელი გოგოა, თუმცა ვერ ვხვდები ჩემით რატომ დაინტერესდა, მე ხომ ყველას ვეზიზღები, მას კი რატომღაც ჩემი ამბები აინტერესებს. ვგრძნობ ხოლმე, როგორ მიყურებს მალულად და მეღიმება, რატომ ვაინტერესებ. მე ხომ ვიცი, მას ისევე როგორც სხვას, კარგს ვერაფერს მოვუტან. მე ხომ სარეველა ვარ, რომელიც მუსრს ავლებს ყველაფერს, ნუ თუ ის გველია, რომელიც სარეველაშიც კარგად გრძნობს თავს, რადგან სწორედ აქაა დაცული. სისულელეა, შეხედავ და მიხვდები ვინ არის, უაზროდ თბილი და ტკბილი, რაღაცნაირი, ვერც კი ვხსნი როგორი.
ჩემი ისტორია უკვე მოძველდა, დამძიმდა, ტარება შეუძლებებლია და თანდათანობით ისეთი „სერიოზული“ გახდა, იძულებული გავხდი ზავი დამედო, განა აწმყოს შევეჩვიე და წინ წასვლის სურვილი არ მაქვს?! მომავლის იმედის ძებნაში ვერც კი მივხვდი, რომ საკუთარი თავის ფერმკრთალ აჩრდილად ვიქეცი და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ის, ის ერთადერთი, რომელიც გულწრფელად შევუშვი ჩემ შავბნელ სამყაროში. ჩემ დასერილ გულს მალამოდ მოედო მისი არსებობა, ჩემი სული თითქოს ბარტყს დაემსგავსა, იმ უმწეო ბარტყს, რომელიც დედის დაუხმარებლად ფრთებს ვერ ამოძრავებს. მიუხედავად საკუთარ თავთან ჭიდილისა, მას უფლება მივეცი, ჩემი გონების მფლობელი და მბრძანებელი გამხდარიყო. უცნაური მეგობარია, გამომდინარე, ალბათ, ჩემი უცნაური შეხედულებისა აბსოლუტურად ყველაფრის მიმართ. ერთადერთ რამეზე ვკამათობთ, ეს კი ჩემი ამორალური დამოკიდებულებაა კაცებისა და ნარკოტიკების მიმართ. ხშირად მინდა მას ეს სურვილი ავუსრულო, თუმცა, რატომღაც არ ვუთმობ და ისიც ვიცი გულს როგორ ვტკენ. არ იმჩნევს, ან ცდილობს არ დავინახო, რომ ტკივა, თუმცა ვიცი, ვგრძნობ, მაგრამ ჩემთვის „რეალური ცხოვრება“ მუდამ უბრალო ისტორია იყო, რომელიც ვიღაცამ სამყაროს პატივსაცემად შექმნა და ქცევის წესები დააკანონა. სწორედ ეს არის დავისა და კონფლიქტის მთავარი მიზეზი. ჩემთვის ამორალური ჩემი საქციელი კი არა, ისაა, რამაც მე ასეთად ჩამომაყალიბა. ალბათ ეს მისთვის მიუღებელია, ან გაუგებარია, რადგან მსგავს სიძნელეებსა თუ ფაქტებს არასოდეს შეხვედრია; თუმცა ამაზე ვერასოდეს შევთანხმდებით. ჩემთვის დღე თენდება და ღამდება, მისთვის დღე უკვე ღამიდან იწყება, თავმოყვარეა და უნდა მეც ასეთი ვიყო; მე კი თავმოყვარეობად სხვა რაღაცეები მიმაჩნია და არა ჩემი გართობა ამა თუ იმ მამაკაცთან. ვიცი, გარკვეულწილად, სწორედ ჩემი შეხედულებაა, ამ საკითხში, მცდარი და არა მისი, თუმცა ასეთი ვარ და ის, ალბათ, ასეთს მიტანს, ან ვერ მიტანს და უბრალოდ თვალებს ხუჭავს. დროის კონტროლი უნდა მესწავლა, საკუთარი თავისათვის უფლება არ უნდა მიმეცა სურვილის მონა გავმხდარიყავი. თავი უნდა მეიძულებინა, რომ ვიღაცეების გამოგონილი წესები დამეცვა. წესები რომლებსაც ბოლომდე ვერც გავიგებდი. სანაცვლოდ უფრო მისაღები ვიქნებოდი ამჟამინდელი თბილისისთვის.
ჩემ გამოჩენას უნივერიტეტში უჩვეულო შედეგი არ მოჰყოლია. მე ახლაც, ისვე როგორც აქამდე, ჩემს სამყაროში გამოკეტილი, უკანა მერხთან ვჯდები და სივრცეს გავყურებ. ყველას ჰგონია, რომ აქ არ ვარ, სინამდვილეში აქ ვარ, თუმცა რისთვის?! ახალს ვერაფერს გავიგებ, თუმცა ეს ისეთივე „სავალდებულოა“ როგორც ის, რომ ყოველ დილით ავდგე და ღამის ნაკვალევი ცხელი აბაზანით ჩამოვირეცხო. ხშირად ვარ განხილვისა და ჭორაობის ობიექტი, თუმცა არ მაღელვებს ეს ფაქტი; სულაც არ მაინტერესებს, მიმიფურთხებია ყველაფრისათვის, რასაც ჩემზე ფიქრობენ; მეტსაც გეტყვით, მე თავიდათავი ვარ ყველა იმ გაუგებრობისა და შეცდომის, რომელზეც გაუთავებლად თხზავენ ლეგენდებს; მე ვარ ყველა მითქმა-მოთქმისა და უხამსობის სათავე.
იმ დილას, როცა ანა პირველად გამომელაპარაკა, თითქმის ფიზიკურად ვგრძნობდი მის შიშს, ვგრძნობდი, თუ როგორ უსველდებოდა სხეული ნერვიულობისაგან და თუმცა, ქარი ჯოჯოხეთური ხმაურით დაშლიგინებდა ხის ტოტებში, მაინც მესმოდა, როგორ უცემდა გული, ლამის მკერდიდან ამოვარდნოდა. მას ჩემი ეშინოდა, იმის ეშინოდა რისი გაკეთებაც მისთვის შემეძლო, უფრო სწორად მისმა „კეთილისმსურველებმა“ შთააგონეს, რომ რაიმე ცუდის გაკეთება შემეძლო. მიუხედავად ყველაფრისა, წამიერი ინტერესის გამო, ყველაფერზე უარი თქვა და ჩემს თხოვნას წამში დათანხმდა; ბავშური აღტყინებით შევხვდი ამ ამბავს და მე ის გავიტაცე, გავიტაცე?! ჩემთვის, ჩემს სამყაროში გავიტაცე... არც მიფიქრია მისთვის თავგზა ამერია, მაგრამ ასე მოხდა, მე ის მოვნუსხე, მოვაჯადოვე და ჩემი გულწრფელი აღსარებით ჩემს ერთგულ მსმენლად და მოტრფიალედ ვაქციე, ასე დაიწყო ჩვენი უცნაური მეგობრობა... მერე რა მოხდა? დიდი დრო გავიდა, წლები, თუმცა ისტორიას ქრონოლოგიურად მივყვები, სხვა რაღა დამრჩენია, მე ხომ მხოლოდ ხელის მტევნებიღა შემომრჩა საღი, რომლებსაც ჯერ კიდევ შესწევთ ძალა ცრემლნარევი, ტკივილით გაჯერებული, არც ისე დიდი ისტორია, უბრალოდ ამ დღიურში, როგორც თავისი ბოლო სიყვა ისე გადმოიტანონ. დავუბრუნდები იმ ადგილს სადაც გავჩერდი. ერთი სიტყვით მე, ანასათვის იდეალურ მეგობრად ვიქეცი, ის კი ჩემთვის ნამდვილი მფარველი ანგელოზი გახდა. მის გარეშე წამით არ შემეძლო სიცოცხლე, ჩემთან იყო და მაინც მენატრებოდა. მუდამ იმის ცდაში ვიყავი, რაც შეიძლება მეტი დრო გამეტარებინა მის გვერდით; ისიც ანალოგიური დაავადებით იყო მოჯადოვებული და ჩვენ ორნი, ვიქეცით ერთ ღრმა ქვევრად, რომლის ფსკერიც საერთოდ არ სჩანდა, გადავეშვით საოცრად ჰარმონიული ურთიერთობის მორევში და ამოსვლას არც ერთი არ ვფიქრობდით. ეს ურთიერთობა ორივესთვის იმ ადგილად იქცა, სადაც სულისა და სხეულის სრულ ჰარმონიას ვღებულობდით, ორი მეგობრის უცნაური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. მკითხველისთვის საკმაოდ გაუგებარი იქნება ეს ყველაფერი, თუმცა მარტივად რომ ავხსნა, აი რა იყო ეს... გზააბნეული გოგო და ჩემი მფარველი მეგობარი, რომელიც ცდილობდა ჩემგან ყველასათვის საყვარელი ქმნილების გამოძერწვას.
მისმა ოჯახმა ისეთი სიყვარულით მიმიღო, როგორიც ჩემი ოჯახიდან საერთოდ არ მახსოვდა. ეს მეგობრობა დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ჩემი გაუთავებელი შეცდომები, რომლებსაც ანა ვეღარ მპატიობდა, ის ცდილობდა იმ გზით მევლო, რომელიც სწორად მას მიაჩნდა. მე მას ვეთანხმებოდი თუმცა ხშირად არა, არა იმიტომ, რომ ეჭვი მეპარებოდა, უბრალოდ გავკადნიერდები და მე ასე ცხოვრება არ მსურდა, ეს კი მისთვის გაუგებარი იყო. ყოველთვის როცა ეგონა, რომ რაღაც შედეგს მიაღწია, მე ან ვინმეს საწოლში აღმოვჩნდებოდი, ანაც ზედმეტი სითავხედის გამო პოლიციის განყოფილებაში მიკრავდნენ თავს, ის მაინც მორჩილად იტანდა ყველაფერს. ერთ დილას თავი ცუდად ვიგრძენი, მისთვის არ მითქვამს ისე წავედი ექიმთან, ანალიზები ჩავიტარე და თუმცა, დარწმუნებული ვიყავი ჯამრთელობის მხრივ, სერიოზული პრობლემა არ მექნებოდა, თავს მაინც აფორიაქებულად ვგრძნობდი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შედეგები სულაც არ აჩვენებდა, რომ მე ჯამრთელი ვიყავი, პირიქით ჩემი მდგომარეობა არც ისეთი სახარბიელო აღმოჩნდა; ხერხემლის ძვლები ისეთი დასუსტებული აღმოჩნდა, რომ ექიმებს მხოლოდ ის გაუკვირდათ ფეხზე როგორ ვიდექი. ანალიზები ჩამიტარეს, თუმცა იმედს მოცემა არც კი უცდიათ, სათქმელი პირდაპირ მითხრეს, მე ძვლის ტვინის დაავადება აღმომაჩნდა და მალე სიარულს ვეღარ შევძლებდი. ალბათ ადვილი წარმოსადგენია რა ხდებოდა ჩემ თავს, რა აზრები და ფიქრები მიტრიალებდა თავში, ქაოსურად ირეოდა განვლილი ცხოვრების ესა თუ ის კადრი და მხოლოდ სხეულში მოზღვავებულ სიმხურვალესა და მწველ ცრემლებს ვგრძნობდი, ხელ-ფეხი ყინულის ლოდივით მექცა, თუმცა კი მთელი სხეული სიმწრისგან გავარვარებული მქონდა. არ ვიცოდი რაზე მეფიქრა, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, არ ვიცოდი ვისთვის მიმემართა, მხოლოდ იმას ვგრძნობდი და ვფიქრობდი, რომ ანას ასეთ მდგომარეობაში არ უნდა ვენახე. სასოწარკვეთამ მთლიანად დამიმონა და მივხვდი, რომ მის უკვე მეექვსე ზარსაც არ ვუპასუხე; მასთან საუბარი არ მინდოდა, რადგან ჩემ ხმაში მყისვე იგრძნობდა სასომიხდილი ადამიანის სიკვდილნარევ შიშს, ამიტომ შეტყობინება გავუგზავნე, სადაც დროსა და ცოტა ხნით მარტო ყოფნას ვითხოვდი. შინ მისულს, არ ვიცოდი რა მეკეთებინა, დედას დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, თუმცა უარი განმიცხადა; შემდეგ ანას შეყვარებული გურამი მომაგონდა და მისი ნომერი ავკრიფე, გაუკვირდა ჩემი ზარი, თუმცა როგორც შემდგომ მითხრა, ჩემმა ხმამ შეაშინა და რადგანაც კარგად იცოდა ანასათვის რა მნიშვნელოვან პიროვნებას წარმოვადგენდი, შეხვედრაზე მალევე დამთანხმდა და ერთ მყუდრო კაფეში დავსხედით. ძალიან ბევრი დავლიე, ისე რომ ხმა არც ამომიღია; გურამი მოთმინებით მელოდა როდის მოვრჩებოდი სმას, არც კითხვებით შევუწუხებივარ, როცა მივხვდი, ჩემი ორგანიზმი მეტს ვერ აიტანდა, დალევას თავი დავანებე და გურამს ვთხოვე რამოდენიმე დღით მასთან დარჩენის უფლება მოეცა. კი მაგრამ... მახსოვს გურამის გაოცებული სახე, კი მაგრამ... რა ხდება სოფო? პრობლემები გაქვს? ისევ სამართალდამცავებთან? დამალვა გჭირდება?
- არა გურამ! უბრალოდ იქ, სადაც ვარ, ვეღარ გავჩერდები, სულ რამოდენიმე დღით, სანამ რამეს ვიპოვნი.
- ანასთან რატომ არ მიდიხარ?
- მან არ უნდა გაიგოს ეს ამბავი.
- რატომ? მიზეზი მასშია? იჩხუბეთ?
- არა, რას ამბობ! უბრალოდ მითხარი შემიძლია თუ არა რამოდენიმე დღით შენთან დავრჩე, გპირდები ძალიან მალე ვიპოვნი ადგილს, სადაც გადავალ.
- კარგი სოფო, პრობლემა არაა, თუმცა მაინც ვერ ვხდები ანას რატომ არ ეუბნები და საერთოდაც, რამდენჯერ დაგირეკა რაც აქ ვართ, შენ კი არ პასუხობ.
- უბრალოდ ნურაფერს მკითხავ.
- კარგი, როგორც გინდა, წამოდი, ბარგი ჩაალაგე...
ასე და ამგვარად, ბარგი ჩავალაგე და ანას შეყვარებულთან გადავედი, ის ისეთი თავაზიანი აღმოჩნდა, თავისი საძინებელიც კი დამითმო, თვითონ კი ლოჯში გასაშლელ ტახტზე ეძინა. მეორე დღეს გურამს ვთხოვე ჩემზე არ იდარდო, თავს მივხედავ-მეთქი და ისიც სამსახურში წავიდა, გასაღები დამიტოვა; მზრუნველი მეგობრის როლი შეითავსა და განმიცხადა, მოდი გადასვლას ნუ იჩქარებ ჯერ გონს მოეგე, აშკარად რაღაც ხდება შენს თავსო, მე არ შემაწუხებ რამდენ ხანსაც გინდა დარჩიო. ამ სიტყვების შემდეგ თავს უფლება მივეცი და ის დღე, შინ, საწოლში ნებივრობაში გავატარე. სოფოს ზარებს ისევ არ ვპასუხობდი, მისი ნახვა ყველაზე ნაკლებად მინდოდა, ის მე საოცრად მჭირდებოდა, მაგრამ მისი ნახვა, ეს იგივე იყო, დანახვისთანავე მოვმკვდარიყავი, რადგან ჩემი მდგომარეობის გაგების შემდგომ, მის ცრემლიან თვალებს ვერაფრით გავუძლებდი, გული გამიჩერდებოდა და ლეშად ვიქცეოდი. ვიწექი და ვფიქრობდი, თუ როგორ მოვქცეულიყავი, ასეთ მდგომარეობაში ორი დღე დავყავი, მესამე დღეს კი დედის სანახავად წავედი. ყოველგვარი შესავლის გარეშე, ჩემი ამბავი ვუთხარი...
- დედა, მე მალე სიარულს ვეღარ შევძლებ...
- ეს რას ნიშნავს?
- ავად ვარ.
- მე დიდი ხანია ვიცი, რომ ავად ხარ, შენი ავადმყოფობა ნარკოტიკი და ტყუილებია.
- არა დედა, მე ავად ვარ, აი ანალიზები. დედაჩემმა ანალიზის შედეგები წაიკითხა და თითქოს სახის მიმიკა არც შეცვლია, მხოლოდ წარბი აწია და ხმა ოდნავ გაებზარა.
- როდის გაიგე?
- რამოდენიმე დღის წინ.
- ექიმმა რა გითხრა? ოპერაცია შესაძლებელია?
- იმედი არ აქვთ.
- დიდი ხანია გაწუხებს?
- წელიწადზე მეტია წელის არეში ტკივილს ვრძნობდი, თუმცა ამ ბოლო დროს წამლები ვეღარ მშველოდა, ექიმსაც ამიტომ მივმართე.
- მე რატომ არაფერი მითხარი?
- შენ ისე იყავი გართული შენი კარიერით და საყვარლით ჩემი ამბები არც არასდროს გაღელვებდა...
- არ მინდა შენთან კამათი, მოსახური აიღე, ჩემს ექიმთან წაგიყვან.
- საჭირო არ არის, შენგან არაფერი მინდა, მინდოდა გცოდნოდა ამდენ ნარკოტიკს იმისთვის არ ვიღებდი რომ მეკაიფა, არც სასმელს ვეტანებოდი სიამოვნების გამო, უბრალოდ ტკივილს ვიყუჩებდი, ახლა კი მომიტევე, უნდა წავიდე...
დედაჩემის კაბინეტიდან საოცრად მშვიდი გამოვედი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ქალი, რომელმაც შეძლო დედის ხმა ერთხელ მაინც გაებზარა; მერე რა, რომ ამის მიზეზი ჩემი ჯამრთელობა იყო, მთავარი ის იყო, მე დედა დავინახე, დედა, ოდნავ გატეხილი მზერითა და ხმით.
ასე, ანასაგან მალულად, არ ვიცი რამდენ ხანს დავყავი გურამთან, ალბათ ერთი თვე. ყოველდღე ვებრძოდი საკუთარ თავს, რათა მისი ნომერი არ ამეკრიფა, ვერაფრით გადავლახე მისი ნახვის შიში, ან რა მაშინებდა, ის ხომ ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო. მეგობარი, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა სცოდნოდა, რომ ცოცხალი ვიყავი და ძველებურად მიყვარდა, თუმცა მე მას არ ვურეკავდი. ერთ საღამოს, ბარში დავჯექი და სასმელი შევუკვეთე, თავს კარგად არ ვგრძნობდი, როცა ორი ბიჭი ამეკიდა, შევატყვე, რომ თავს ადვილად ვერ დავიძვრენდი, ამიტომ გურამს დავურეკე და მანაც მომაკითხა. სახლში უგონოდ მთვრალი მიმიყვანა და საწოლზე მიმაწვინა, მახსოვს როგორ გამხადა ტანზე, წინააღმდეგობა ვერც გავუწიე, აზრი ჯერ კიდევ შერჩენილი მქონდა და ცრემლი მომერია, მეგონა ჩემი მდგომარეობით სარგებლობას აპირებდა და ამიტომ ავტირდი. წამებში გამახსენდა ანა და სიკვდილი მომინდა, მან კი საბანი დამაფარა, შუბლზე პატარა ბავშვივით მაკოცა და მახსოვს ღიმილით მითხრა: „რა გატირებს სულელო?! დაიძინე ახლა არაფერი გემუქრება...“ ღიმილი მომერია და ტკბილად დამეძინა. როცა თვალები გავახილე, ანა შეშლილი სახით მიცქერდა, გონს ვერ მოვედი ისე მეცა და გამარტყა, მერე გურამს ეცა და უკანმოუხედავად გავარდა...
ანამ ყველაფრის აუხსნელად მიმიხურა კარი, არც ჩემი და არც გურამის ნახვა არ ისურვა. ბევრი ვურეკე, შეტყობინებებიც ვუგზავნე, მაგრამ არც ერთხელ მიპასუხა. სახლშიც მივაკითხე, თუმცა ის გამგზავრებული დამხვდა, ცხოვრება წამებში დასრულდა. ანას მიზეზი ნამდვილად გააჩნდა, ჩემი პიროვნებისათვის უნდობლობა გამოეცხადებინა, თუმცა მე მისთვის არასდროს მიღალატია, ის იმდენად იყო ჩემს მიმართ უნდობლობით გამსჭვალული, რომ ყველაზე საზიზღარი რამის წარმოდგენაც კი შეძლო ჩემთან დაკავშირებით. მე წამებში უარმყო და ჩემი ნახვაც აღარ ისურვა. ვბრაზობ მხოლოდ საკუთარ თავზე, ჩემი ბრალია, ჩემი ქცევებითა და ქმედებებით მასში უნდობლობა თვითონვე გავაღვივე და მხოლოდ ჩემი ბრალია რაც გადამხდა. ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა, წამში დასრულდა სიყვარულითა და თავგადასავლებით დახუნძლული მეგობრობა. მე მარტო აღმოვჩნდი, სრულიად უცხო ვიყავი მისთვის და ჩემთვის სიცოცხლის არც-ერთი მიზეზი არ არსებობდა.

მას შემდეგ ბევრმა წელმა განვლო, ჩემი ცხოვრება რადიკალური გახდა წინა ცხოვრებისგან. დიდხანს ვცდილობდი ანასათვის ხმის მიწვდენას, თუმცა ერთ დღესაც უბრალოდ მივხვდი, წარსული უნდა დამევიწყებინა, მისთვის დავიწყების თუ არა მიყუჩების უფლება მაინც უნდა მიმეცა. ძალიან მალე აღმოვჩნდი ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული, დედაჩემის ბევრი მცდელობის მიუხედავად, ფეხების გაჯანსაღება ვერანაირმა ოპერაციამ შეძლო, თავიდან ფეხებმა დეფორმირება განიცადეს, ცოტა მოგვიანებით კი უბრალოდ დამპალ ძაფებად იქცნენ და საზიზღარი შესახედაობისანი გახდნენ. მე სავარძელში ჩავჯექი და ასე განვაგრძე რამოდენიმე წლიანი სიცოცხლე; ტკივილი გაუსაძლის დაღს ასვამდა ჩემ შინაგან სამყაროს, გავხდი უფრო მეტად ჩაკეტილი ვიდრე აქამდე. მოგვიანებით უნარშეზღუდული ბავშვების თავშესაფარში დავიწყე სიარული, სადაც დედას კვირაში სამი დღე დავყავდი, ეს ჩემი სურვილი იყო, მინდოდა იმ ადამიანების გარემოცვაში გამეტარებინა ჩემი დარჩენილი სიცოცხლის მეტი წილი დრო, რომელთაც ესმოდათ ჩემი ტკივილის, წარსულისა და აწმყოს სახეცვლილი მდგომარეობა, მე მათი მესმოდა, მათ ჩემი და მათ გარემოცვაში ყოველთვის ლაღად ვგრძნობდი თავს. გურამი ხშირად მოდიოდა ჩემ სანახავად, ჩვენ დავმეგობრდით და მისი თავისუფალი დრო მუდამ მე მეთმობოდა. ეს იყო ორი გატანჯული ადამიანის გულწრფელი, თბილი ურთიერთობა, რომელთაც საერთო წარსული და ტკივილი გააჩნდათ, ეს ანა იყო, ანა, რომელსაც სიმართლე არასდროს შეუტყვია. გურამს დიდი დრო დასჭირდა ახალი ურთიერთობის დასაწყებად, რაშიც მნიშვნელოვანი როლი სწორედ მე ვითამაშე, ის ნამდვილად იმსახურებდა მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას, მან კარგი ცოლი შეირთო და ისინიც ჩემი ხშირი სტუმრები იყვნენ.

დღეს, როცა ამ ყველაფერს ვიხსენებ, ჩემი სხეული სრულიად დაუძლურებული და სასომიხდილია. აღსარება იმისათვის მჭირდება, რომ ჩემმა სულმა ნანატრ სიმშვიდეს ეზიაროს. მე არ ვიცი ხვალ შევძლებ თუ არა გაღვიძებას, ჩემი სხეული ჭუჭყიან ჩვრად იქცა, რომელიც ძალიან მალე ნაგავსაყრელზე მოსასროლი გახდება. მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, სიკვდილამდე კიდევ ერთხელ დავნებდე ჩემი მეგობრის გულწრფელად მზრუნველ, მეგობრულ, მკლავებს. აკაკნკალებული მოვექცე მის მკალვებში, ავტირდე და შემდეგ მოვკვდე...

p.s... სოფო გულაროვა, ამ წერილის დაწერის შემდეგ, მისსავე ოთახში, ტკივილისაგან გაწამებული და მედიკამენტების ზედმეტი დოზის მიღების შედეგად, საკუთარმა დედამ გარდაცვლილი იპოვნა.


დასასრული...

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი სამხარა ძეეე

სიტყვები უძლურია.....

 



№2  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სამხარა ძეეე
სიტყვები უძლურია.....



ვფიქრობ მოგეწონა :-)
❤❤❤

 



№3  offline წევრი მარიკუნაა♥️

ზოგადად, იშვიათად ვარ ასე,
ყოველი სიტყვის გარეშე დარჩენილი.
მინდა, რომ რამეს ვურტყა მანამდე, სანამ არ დავიცლები.

ძალიან მაგარი ხარ შენ ამისთვის.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№4  offline მოდერი ჰალუცინოგერი

მარიკუნაა♥️
ზოგადად, იშვიათად ვარ ასე,
ყოველი სიტყვის გარეშე დარჩენილი.
მინდა, რომ რამეს ვურტყა მანამდე, სანამ არ დავიცლები.

ძალიან მაგარი ხარ შენ ამისთვის.



ძალიან გამიხარდა შენი დანახვა ❤

 



№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

სიტყვები არ მყოფნის მართლა

 



№6  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სტუმარი მარიამი
სიტყვები არ მყოფნის მართლა


თუ ისიამოვნე სიტყვები არც გჭირდება ❤

 



№7  offline მოდერი ჰალუცინოგერი

მირრა
გითხარი თუ არა :დდ გამოუშვი სხვებიც :დ ❤️



:დ :დ :დ
ჰო, დავფიქრდები ამაზე :დ

 



№8  offline წევრი ანი ვეშაგური

აუუ ამეტირაა.ძალიან მაგარი გოგო ხარ❤ ყოჩაღ ველოდები სხვა ისტორიებსაც .

 



№9  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ანი ვეშაგური
აუუ ამეტირაა.ძალიან მაგარი გოგო ხარ❤ ყოჩაღ ველოდები სხვა ისტორიებსაც .



იქნება , იქნება ❤❤❤

 



№10  offline წევრი სიბილა

აი ამიტომ უნდა გაარკვიო ჯერ და მერე გადაირიო, ან გადაირიო,მაგრამ ადამიანს ახსნის საშუალება მისცე, ნდობა ცოტა მაინც უნდა გქონდეს.არადა, ესეც შედეგი... კარგი ისტორიაა, კარგად დაწერილი, კიდევ წავიკითხავ,ავტორო, ველი შემდეგ ნაწარმოებს, აქამე ყველა მომეწონა.წარმატებები.

 



№11  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სიბილა
აი ამიტომ უნდა გაარკვიო ჯერ და მერე გადაირიო, ან გადაირიო,მაგრამ ადამიანს ახსნის საშუალება მისცე, ნდობა ცოტა მაინც უნდა გქონდეს.არადა, ესეც შედეგი... კარგი ისტორიაა, კარგად დაწერილი, კიდევ წავიკითხავ,ავტორო, ველი შემდეგ ნაწარმოებს, აქამე ყველა მომეწონა.წარმატებები.



ძალიან გამახარე ❤

 



№12 სტუმარი ია

ვიტირეეე,,გული დამეწვა(((

 



№13  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ია
ვიტირეეე,,გული დამეწვა(((



❤❤❤ ზოგჯერ ტირილიც კარგია. მე პირადად მიყვარს ისტორიები რომლებიც ცრემლსაც იწვევს. ასეთი ისტორია უფრო დიდხანს გრჩება ადამიანს გულში ❤

 



№14 სტუმარი Nini

ს ა ო ც რ ე ბ ა♥️

 



№15  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Nini
ს ა ო ც რ ე ბ ა♥️



მადლობა <3 <3 <3 ... შენთან დაკავშირება მინდა და როგორ? :)

 



№16 სტუმარი Nini

ჰალუცინოგერი
Nini
ს ა ო ც რ ე ბ ა♥️



მადლობა <3 <3 <3 ... შენთან დაკავშირება მინდა და როგორ? :)

სამწუხაროდ აქ ვერ ვრეგისტრირდები ;(

 



№17 სტუმარი სტუმარი Ucxo

Guli gamicherda. Sxeulis titioeuli wertili mtkiva. Suli mewvis adamiano. 24 wlis kacma pirvelad vitire istoriaze. Chemma dam acremlebuli tvalevit cxvirwin chamomido telefoni da slukunit mitxra. "Es unda waikitxo".
Guli tu ar gamicherdeba ar mgonia. Ici rogori grdznogaa? Titqos gulze rkinis xeli momichires. Vegar vsuntqav. Da xo adamianis suli sxeulze mdzimea imdenad mdzime rom ert adamians misi tarebaa gauchirdeba. Rom mixvde ras vgrdznob axla chem akankalebul sxeuls unda xedavde. Rogor minda axla chagexuto adamiano. wminda da-dzmuri gulit. Chemi gulis ritmis shecvla rtulia. Maladec shen guls, gonebas da xelebs. Kisershi michers guliscema.

 



№18  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სტუმარი Ucxo
Guli gamicherda. Sxeulis titioeuli wertili mtkiva. Suli mewvis adamiano. 24 wlis kacma pirvelad vitire istoriaze. Chemma dam acremlebuli tvalevit cxvirwin chamomido telefoni da slukunit mitxra. "Es unda waikitxo".
Guli tu ar gamicherdeba ar mgonia. Ici rogori grdznogaa? Titqos gulze rkinis xeli momichires. Vegar vsuntqav. Da xo adamianis suli sxeulze mdzimea imdenad mdzime rom ert adamians misi tarebaa gauchirdeba. Rom mixvde ras vgrdznob axla chem akankalebul sxeuls unda xedavde. Rogor minda axla chagexuto adamiano. wminda da-dzmuri gulit. Chemi gulis ritmis shecvla rtulia. Maladec shen guls, gonebas da xelebs. Kisershi michers guliscema.



მოკლედ რა უნდა ვთქვა? :) ცრემლი და ემოცია ისე გამეჩხირა ყელში ასეთი კომენტარის წაკითხვის გამო, რომ კომპიუტერის ეკრანს შეეყინა მზერა. ავდექი დილით, გავემზადე, წავედი სამსახურში და საგულდაგულოდ დავარცხნილი ემოცია და გონება ამ ერთმა კომენტარმა მომენტალურად ამიშლა. დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის და რაც მთავიარი ასეთი ლამაზი დილისთვის. <3 <3 <3
და მადლობა შენს დას რომ ამის წაკითხვა გირჩია :)

Nini
ჰალუცინოგერი
Nini
ს ა ო ც რ ე ბ ა♥️



მადლობა <3 <3 <3 ... შენთან დაკავშირება მინდა და როგორ? :)

სამწუხაროდ აქ ვერ ვრეგისტრირდები ;(


უი რატო? :-(

 



№19 სტუმარი Nini

ჰალუცინოგერი
სტუმარი Ucxo
Guli gamicherda. Sxeulis titioeuli wertili mtkiva. Suli mewvis adamiano. 24 wlis kacma pirvelad vitire istoriaze. Chemma dam acremlebuli tvalevit cxvirwin chamomido telefoni da slukunit mitxra. "Es unda waikitxo".
Guli tu ar gamicherdeba ar mgonia. Ici rogori grdznogaa? Titqos gulze rkinis xeli momichires. Vegar vsuntqav. Da xo adamianis suli sxeulze mdzimea imdenad mdzime rom ert adamians misi tarebaa gauchirdeba. Rom mixvde ras vgrdznob axla chem akankalebul sxeuls unda xedavde. Rogor minda axla chagexuto adamiano. wminda da-dzmuri gulit. Chemi gulis ritmis shecvla rtulia. Maladec shen guls, gonebas da xelebs. Kisershi michers guliscema.



მოკლედ რა უნდა ვთქვა? :) ცრემლი და ემოცია ისე გამეჩხირა ყელში ასეთი კომენტარის წაკითხვის გამო, რომ კომპიუტერის ეკრანს შეეყინა მზერა. ავდექი დილით, გავემზადე, წავედი სამსახურში და საგულდაგულოდ დავარცხნილი ემოცია და გონება ამ ერთმა კომენტარმა მომენტალურად ამიშლა. დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის და რაც მთავიარი ასეთი ლამაზი დილისთვის. <3 <3 <3
და მადლობა შენს დას რომ ამის წაკითხვა გირჩია :)

Nini
ჰალუცინოგერი
Nini
ს ა ო ც რ ე ბ ა♥️



მადლობა <3 <3 <3 ... შენთან დაკავშირება მინდა და როგორ? :)

სამწუხაროდ აქ ვერ ვრეგისტრირდები ;(


უი რატო? :-(

არ ვიცი ნამდვილად:( ვცადე gmailის მეშვეობით მაგრამ მეუბნება რომ სახელი და gmail უკვე გამოყენებულია

 



№20  offline მოდერი სალანდერი

ეს რაღაც სხვა იყო.
დავიწყოთ პერსონაჟებით.
სოფო. - სოფო საკუთარი ემოციური ორეულის მსხვერპლი გახდა. ცხოვრება, მესმის რთული ცხოვრება გამოიარა, მაგრამ მას ჰქონდა იმის ძალაც და ტვინიც რომ სხვანაირად ეცხოვრა.
გავბრაზდი მასზე, მაგრამ მაშინ არა როცა ყველაფერს ურევდა, მარტო მაშინ გავბრაზდი, დღიურში რომ საკუთარი თავი უარყო და სხვა ადამიანად ყოფნა მოინდომა. ჰო არაპირდაპირ, მაგრამ სოფომ უარყო მთელი თავისი არსება, ინანა და ამ სინანულს არ ვაპატიებ. ჯანდაბაშიც წასულა.
ანა. - ანა გულისამრევი იყო. არაფრით განსხვავებული იმ ლექციებზე მსხდომი სხვა სტუნდენტებისგან. შეგრძნება დამრჩა რომ მხოლოდ "განსხვავებული ტიპობა" მოინდომა და იმიტომ დაუახლოვდა სოფოს. ვიცი რომ ასე არ იყო, არ ჩაგიფიქრებია მაგრამ ანა "მასიური" იყო. ამიტომ დაიჯერა რომ სოფომ გააკეთა ის რასაც არასდროს გააკეთებდა. გულის სიღრმეში ყველაფერს ელოდა სოფოსგან და ეს მის მიმართ სიმპათიის ქონის უფლებას არ მაძლევს. გულის სიღრმეში მას სჯეროდა მასის და არა სოფოსი.
გურამი? - გურამი თავისივე უსუსურობის მსხვერპლია, ამ ორი ქალისაც, მაგრამ უფრო თავისი უსუსურობის. არავითარი დატვირთვა არ ჰქონია ჩემთვის ამ პერსონაჟს, უბრალოდ პაიკი იყო, რომელიც სოფოს და ანას ისტორიისთვის გჭირდებოდა. სერიოზულადაც კი ვერ აღვიქვი.
სოფოს დედა. - სახელი არ გიხსენებია მგონი. ამაზრზენი პირუტყვი. პირუტყვებს შეურაცხყოფას ვაყენებ კიდევ. ქალი რომელოც კარგი დედა არ არის, უბრალოდ არ არის არანაირი არსება.
ისტორია? - ყველაფერი იყო აქაც. მეგობრობა, ღალატი, ტყუილი, განსხვავებულობა, სიყვარული, იმედგაცრუება, სტანდარტები, ჩარჩოები და ამ ჩარჩოების რღვევის გამუდმებული სურვილი თუ მცდელობა.
ჰო ჩარჩო დაარღვიეს, მაგრამ იქედან გასვლის ძალა არცერთს აღარ დარჩა.
ამ შემთხვევაში ჩარჩოს დეფექტი უმნიშვნელოა.
ანას მეტად უნდა ებრძოლა, სოფოს საკუთარი მე არ უნდა უარეყო.
ავტორი? - გენიოსია. გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მერე რა რომ ვერ ვიტან. smirk

 



№21  offline წევრი Lineta

ერთხელ ვიღაცამ მითხრა: "არ შემხვედრია ძლიერი ადამიანი რთული წარსულის გარეშე"-ო და ამ ისტორიის კითხვისას პირველად ეს ფრაზა ამომიტივტივდა გონებაში. ჩემი აზრით ყველამ საკუთარ წილ სოფოს ატკინა.
დედამისზე უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა. არ არსებობს არცერთი ენის ლექსიკონში სიტყვა რომელიც ამ ქალის უგულობას აღწერს.
მაგრამ "ქალის"? განა ქალია? დედააა?
მაგრამ ანა იმდენად ამაზრზენი და გულისამრევია რომ სოფოს დედას გადააჭარბა. განა იმიტომ რომ მეტი მოეთხოვებოდა?
არა!
უბრალოდ სოფო მას უფრო ენდობოდა.
ის უფრო უყვარდა.
მისგან უფრო ეწყინა/ეტკინა.
ალბათ უნდობლობა უფრო ვიდრე დაკარგვა.
გურამის ყველა გამოჩენა საჭირო იყო წრის შესაკრავად მგონი. როგორც პერსონაჟი ძალიან "მესუსტა".
ისტორია ძალიან "მეძლიერა" სამაგიეროდ.
გკითხულობ
გკითხულობ
გკითხულობ და არ მყოფნი ❤

 



№22  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Lineta
ერთხელ ვიღაცამ მითხრა: "არ შემხვედრია ძლიერი ადამიანი რთული წარსულის გარეშე"-ო და ამ ისტორიის კითხვისას პირველად ეს ფრაზა ამომიტივტივდა გონებაში. ჩემი აზრით ყველამ საკუთარ წილ სოფოს ატკინა.
დედამისზე უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა. არ არსებობს არცერთი ენის ლექსიკონში სიტყვა რომელიც ამ ქალის უგულობას აღწერს.
მაგრამ "ქალის"? განა ქალია? დედააა?
მაგრამ ანა იმდენად ამაზრზენი და გულისამრევია რომ სოფოს დედას გადააჭარბა. განა იმიტომ რომ მეტი მოეთხოვებოდა?
არა!
უბრალოდ სოფო მას უფრო ენდობოდა.
ის უფრო უყვარდა.
მისგან უფრო ეწყინა/ეტკინა.
ალბათ უნდობლობა უფრო ვიდრე დაკარგვა.
გურამის ყველა გამოჩენა საჭირო იყო წრის შესაკრავად მგონი. როგორც პერსონაჟი ძალიან "მესუსტა".
ისტორია ძალიან "მეძლიერა" სამაგიეროდ.
გკითხულობ
გკითხულობ
გკითხულობ და არ მყოფნი ❤



დღეს მგონი მთლიანად "გადამღეჭე" და ეგ არის ❤
მადლობა ძალიან დიდი

 



№23  offline წევრი Likuna16

"ენით აუღწერელი არაამქვეყნიური ნეტარება" არის შენი ისტორიების კითხვა ჩემთვის.
ყოველთვის თავს ვიკავებ ხოლმე კომენტარის დატოვებისგან მაგრამ ამ ისტორიამ იმდენად მომიცვა, იმდენად მატკინა რომ მინდოდა ჩემი აზრი გამეზიარებინა.
ანა კარგი გოგო იყო მაგრამ საშინლად მოიქცა,უაზროდ და დაუფიქრებლად.
სოფოზე არ ვიცი რა ვთქვა,იმის შემდეგ რაც გადაიტანა კიდევ კარგად შეინარჩუნა ადამიანური სახე(თუ ამას ადამიანურს დავარქმევთ).
სოფოს დედას ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვას ვუსურვებ :) .
დანარჩენი ისე ვგრძნობ თავს რომ მგონია გულზე ფეხი დამაჭირეს.
და კიდევ
"ენით აუღწერელი,არაამქვეყნიური ნეტარება" ხარ შენს ისტორიებთან ერთად.
მადლობა ამ ემოციისთვის.

 



№24  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Likuna16
"ენით აუღწერელი არაამქვეყნიური ნეტარება" არის შენი ისტორიების კითხვა ჩემთვის.
ყოველთვის თავს ვიკავებ ხოლმე კომენტარის დატოვებისგან მაგრამ ამ ისტორიამ იმდენად მომიცვა, იმდენად მატკინა რომ მინდოდა ჩემი აზრი გამეზიარებინა.
ანა კარგი გოგო იყო მაგრამ საშინლად მოიქცა,უაზროდ და დაუფიქრებლად.
სოფოზე არ ვიცი რა ვთქვა,იმის შემდეგ რაც გადაიტანა კიდევ კარგად შეინარჩუნა ადამიანური სახე(თუ ამას ადამიანურს დავარქმევთ).
სოფოს დედას ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვას ვუსურვებ :) .
დანარჩენი ისე ვგრძნობ თავს რომ მგონია გულზე ფეხი დამაჭირეს.
და კიდევ
"ენით აუღწერელი,არაამქვეყნიური ნეტარება" ხარ შენს ისტორიებთან ერთად.
მადლობა ამ ემოციისთვის.



რა ვუყო ჭიანჭველების იმ არმიას, რომლებიც ახლა ჩემ სხეულზე ასე შესამჩნევად დარბიან blush

მადლობა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent