05:15 (2) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

05:15 (2)


30-07-2018, 00:25
ავტორი tasusuna
ნანახია 444

05:15 (2)

დაზაფრული ერთ ადგილას ვიყავი გაშეშებული და ნაბიჯს ვერ ვდგამდი..
სულში შიში ბობოქრობდა,
სხეული კანკალს აეტანა.
მინდოდა მეყვირა,მაგრამ სიტყვაც ვერ დავძარი.
გული გამალებით მიცემდა და ვგრძნობდი,თუ ოდნაც მაინც არ დავმშვიდდებოდი, საგულედან ამოვარდებოდა..
თავის ხელში აყვანა ვცადე,
ერთ ადგილზე გაშეშებულმა ღრმად სუნთქვა დავიწყე,
პირველ ჯერზეუშედეგოთ,თუმცა,წუთის შემდეგ სიმსუბუქე ვიგრძენი და,
გათოშილი სხეული მოძრაობას დავუბრუნე..
აკანკალებული ხელი წარწერისკენ გავიშვირე და მისკენ ნელი ნაბიჯით წავედი.
საათზე მეტს ვაკვირდებოდი თითოეულ ასოს,მაგრამ ამაოდ..
თითქოს ისინი კედელს შეზრდოდნენ,
არც საღებავის ,
არც კალმის,
არც რაიმე მსგავსის კვალი..
მხოლოდ მკაფიოდ გამოსახული სახელი დაგვარი,რომლის წარმოშობაც სრულიად გამოფხიზლებულმა ვერ დავადგინე..
დროის გასვლის შემდეგ,თითქოს საღი გონება დამიბრუნდა და,ოდნავ დავმშვიდდი..
სამზარეულოში ფეხარეული გავედი,
გამოსაცოცხლებლად ცივი წყალი შეუჩერებლივ ჩავცალე და,
სივრცეს თვალი მოვავლე..
05:15 წუთს აჩვენებდა საათის ისრები,
ღამეც თითქოს გაცრეცილიყო..
შიშს თითქოს გაევლო,თუმცა,სხეულიმაინც მიკანკალებდა.
გამოსვლამდე შუქი განზრახ ჩავაქრე და,
ისისიყო საძინებელში უნდა შევსულიყავი,
მსხვრევის ხმამ რომ მყისიერად მიმაბრუნა..
თვალები მოვავლე ოთახს და,იატაკზე მიმოფანტულ ბროლის ნამსხვრევებს გაოცებულმა დავხედე..
ნაბიჯი ფრთხილად გადავდგი სამზარეულოსკენ,
ემოციებისგან ვგრძნობდი,გული მეწურებოდა..
წარწერას გვერდი სწრაფად ჩავუარე და,
რა დროსაც დავაპირე,შუქი ამენთო,
იმწამს განათდა ირგვლივ ყველაფერი და,
მოულოდნელი შიშისგან გონება მმომენტალურად დავკარგე..
სანამ საბოლოოდ გავითიშებოდი,მთელ სხეულში საკვირველად მომედო განცდა,თითქოს ოთახში მარტო არ ვიყავი...
______
ტელეფონის გაბმულ ზარს სიბნელიდან მომენტალურად გამოვყავარ...
ფეხზე ადგომის თავი არ მაქ,
მობილურამდე ხოხვით მივდივარ და
გაბრუებული ვპასუხობ.
-სად ხარ ნაინა ამდენ ხანს,დილის მერე გაბმულად გირეკავ!-ტელეფონიდან ტატას ბრაზმორეული ხმა მესმის და ოდნავ ვფხიზლდები.
ხელებზე ვეყრდნობი და დივანზე ვცოცდები.
-რომელი საათია?-ძლივს ვიხებ ხმას და თვალებს ვახამხამებ რო მხედველობა დავიწმინდო.
-12 სრულდება,რა გჭირს შენ?- ხმაში შიში გაეპარა...
-არაფერი,უბრალ..-
საპაასუხოდ მომზადებული სიტყვები ჰაერში გამიშეშდა,როცაგამთენიისხანს მომხდარი გამახსენდა..
მომენტალურად წამოვხტი და ,
დივნის თავზე კედელს თვალებგაფართოებული ჩავაკვირდი..
დუმილი რამდენიმე წუთს გაგრძელდა,
ტელეფონიდან ტატას შეშფოთებული ხმა მესმოდა,თუმცა კი ხმას ვერ ვცემდი..
გაოგნებული და,
შოკირებული ვიდექი
კედელთან და
სასწაულებრივად გამქრალ წარწერას უშედეგოდ ვეძებდი..
კანკალისაგან სხეულში სისუსტე ვიგრძენი და ხალიჩაზე ფეხმორთხმით დავეშვი..
ტელეფონი გაჭირვებით მოვიქციე ხელებში და ,
ტატას აკანკალებული,შიშნარევი ხმით ძლივსგასაგონად ჩავძახე..
-ახლავე მოდი,გთხოვ!
_______
გაშეშებული,ურეაქციოდ ვიჯექი ხალიჩაზე და ვგრძნობდი,რომ ვიღაც მანჯღრევდა.
უმოქმედობისგან მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა და,
გატოკებაც მიჭირდა.
დაბინდულ მხედველობას ვერ ვიწმენდდი,
ბურუსში ვიყავი გახვეული და მხოლოდ
გონებაში ჩალექილ სახელს ვიმეორებდი წამდაუწუმ..
ოთახი რომ გაივსო ტკბილი სუნამოს სუნით მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე და,
ჩემ წინ გაგიჟებულ თვალებს ღრმად ჩავაკვირდი..
-ნაინა,როგორ შემაშინე!- გამტყდარი ხმით ამოიტირა ჩემ წინ ჩამომჯდარმა ტატამ და ძლიერად ჩამიკრა.-უკვე აღა ვიცოდი რა მექნა,გაუნძრევლად იჯექი და, რაღაცებს ბუტბუტებდი..ძალიან შემეშინდა..- თავი ხელებში მოიქცია და,უსუსურად ამოისრუტუნა..
ძალაგამოცლილი ოდნავ წამოვიწიე და სავარძელში მოწყვეტით ჩავესვენე.
სამზარეულოსკენ წუთით ვიყურებოდი,შემდეგ კი,ტატას გავხედე.
-მგონი ვგიჟდები..-სადღაც შორიდან,ძლივსგასაგონად ამოვილაპარაკე და,ჩავახველე..
-ეს ყველაფერი სცდება უკვე ლოგიკურს..ტატა,ძალიან მეშინია.-აკანკალებული ხელები ძლიერად შემოვიჭირე მკლავებზე და თვალები მაგრად დავხუჭე..ტატა თავჩახრილი მისმენდა,სახეზე ეჭვი ასახვოდა.-რა გავაკეთო არ ვიცი,რა დავიწყო,საიდან,როგორ,რა გამოვიკვლიო,რა მოვიძიო.
ღმერთო!
მხოლოდსახელი ვიცი,მარტო ამით რას გავხდები ტატა,არავინ მესაუბრება,არავინ მიყვება,არავინ!
გესმის?
აქრაღაც ხდება ,რაღაც ძალიან ცუდი და,
რა მოვიმოქმედო არ ვიცი..-თავი ჩავხარე და გაოცებულ ტატას გავხედე.
-სახელი? საიდან გაარკვიე?-ენის ბორძიკით ძლივს ამოთქვა..
-თვითონ მითხრა...ლუკა ხატისკაცი..-მოკლედ მოვუჭერი,წამოვდექი,ადგილზე გაშეშებულს გვერდი ავუარე და,სამზარეულოში გავედი.
სკამზე ჩამოვჯექი და ფეხები ავკეცე,
მზერა იმ ადგილს დავასვე,სადაც დილით გამოვფხიზლდი და,
ფიქრებს გავყევი..
-ლუკა ხატისკაცი!-გონება მხოლოდ ერთსადაიმავეს იმეორებდა...
გამუდმებით..
წამდაუწუმ..
შეუჩერებლად..
-რაღაც უნდა არსებობდეს!-ხელის გულები მაგრად მოვიჭირე საფეთქლებზე..
უსუსურობისგან ამაკანკალა.
საკუთარი თავისადმი ზიზღის გრძნობა გამიჩნდა..
ასეთი უმოქმედო არასდროს ვყოფილვარ..
მარცხენა მხარე აუტანლად ამეწვა და,
ოდნავ მოვეშვი,
ღრმად ამოვისუნთქე და,
ფილტვებს ოდნავი თავისუფლება მივეცი.
-ნაინა!-მოულოდნელობისგან შევხტი და,აჩქარებულ გულზე ხელი მივიდე..
ფეხზე წამოვდექი და ხმის მიმარულებით წავედი,
ტატა ჩემს ოთახში აღმოვაჩინე ლეპტოპთან..
სახეზე ინტერესი აღბეჭდვოდა..
წამით გამომხედა დაისევეკრანს მიუბრუნდა..
-ინტერნეტში ვეძებდი და მგონი რაღაცას მივაგენი..მაგ სახელით მხოლოდ ხუთი ადამიანი მოიძებნა ,ნაინა,მაგრამ ერთმა განსაკუთრებით დამაინტერესა..
ბოლოს აქტიური 2 წლის წინ იყო..
მასზე ბევრს არაფერს წერენ,მაგრამ,აბა ფოტოები ნახე!-მასთან მიხმო და,ეკრანი ჩემკენ შემოაბრუნა..
ნანახმა სრულებით მომიცვა..
ტკივილისაგან ვიგრძენი სახე როგორ დამეღარა..
ხელები ტუჩებზე მივიდე რომ ყელიდან წამოსული ბგერები ჩამეხშო.
ეკრანიდან სრულიად ახალგაზრდა ,23-25 წლის მამაკაცი მიცქერდა,რომელსაც ხელში ბროლის პატარა ფინჯანი ეჭირა..
ფინჯანი,რომლის ნამსხვრევებიც ჯერ კიდევ ეყარა სამყოფელში..
-წარმოუდგენელია!-ძლივს ამოვილაპარაკე და,ძალაგამოცლილი ჩავესვენე იატაკზე მაგრამ,ეკრანისთვის თვალი არ მომიცილებია..
ფოტოს თვალებარეული ვაკვირდებოდი და,
თითოეულ ნაკვთს ვსწავლობდი..
სახიდან მზერა ფოტოს ფონზე გადავიტანე.
სიშავის მიუხედავად მარტივად გავარჩიე ნაცნობი ოთახი..
სხვა სურათზეგადასვლას ვაპირებდი,როცა კუთხეში,
კიდევ ერთი ადამიანის სახე დავლანდე..
თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს,რომ
როგორმე მზერა დამეწმინდა,
ვცდილობდი ფოტოს მიღმა გამეხედა და,
სახის ნაკვთები ამომეცნო..
წუთის შემდეგ,ელდანაკვრალივით წამოვიწიე და,
ტატას გააფთრებული
მზერა ვტყორცნე.
-ეს ქალი ვიცი!-მთელი ხმით წამოვიყვირე და ოთახიდან ჩქარი ნაბიჯით გავვარდი.
კარები გამოვაღე და კიბეებზე თავქუდმოგლეჯილი დავეშვი..
რიგით მესამე სართულზე უცებ შევჩერდი და ინერციით კედელს ოდნავ მივეჯაზე.
ტკივილს ყურადღება არ მივაქციე და მუქ კარიჩნად გაღებილ რკინის მასიურ კარებს მუჭები დავცხე.
ენერგიას ვეღარ ვიკავებდი.
სხეულიდან წამოსულ სიბრაზესა და ტკივილს ერთიანად ვიცლიდი და დასისხლიანებულ მუჭებს უფრო მძლავრად ვიქნევდი...
-გააღეთ!-მთელი ხმით ვიყვირე და კარებს ნაბიჯით მოვცილდი.
სუნთქვა ამრეოდა,გული ამოჯდომას ლამობდა,
მთელი სხეული მებრძოდა,მაგრამ,სიმხნევეს ვინარჩუნებდი..
ხელწბით მაგრად დავეყრდენი მუხლება და,
ღრმად ამოვისუნთქე.
თვალებიდან შეუმჩნევლად წამოსული ეული ცრემლი სისხლიანი მუჭით მოვიწმინდე და,
იმწამს გაჩხაკუნებულ კარებს მზერა დავასვე.
საუკუნედ გაიწელა წამები..
კარი ფრთხილად გაიღო და ზღურბლიდან ქალის მოხუცმა სახემ გამოანათა.
ნაკვთებზე ამოუხსნელი ემოცია ეხატა..
თითქოს ყველაფერს მაგრამ,
ამავდროულად,
აფსოლუტურ სიცარიელეს გადმოსცემდა მისი უკუნითი თვალები.
მხოლოდ წამით ჩავაკვირდი,შემდეგ კი ჩემი ყურადღება მის ზურგსუკან მდგარმა სხეულმა
მიიბყრო.
მამაკაცის გაცრეცილი ლანდი დაჟინებით მიცქერდა და,თვალებიდან წარმოუდგენელ სხივს გამოსცემდა..
სხეულში დავლილმა
შიშმა ენერგია მთლიანად გამომაცალა და,კედელთან მოწყვეტით ჩავეშვი..
ლუკას გამოსახულებას თვალმოუცილებლად ვაკვირდებოდი და,ნელნელა მასში ვიკარგებოდი.
ვგრძნობდი,როგორ მიცახცახებდა მთელი სხეული და,
ცივი ხელების შევიგრძენი..
ქალის დაკოჟრილმა მკლავებმა ძლივსძლივს წამომაყენა და,ჩაბნელებულ ოთახში ფეხისთრევით შემიყვანა.
მაშინ,როცა გონება საბოლოოდ დამეწმინდა,
ლუკას გამოსახულება უკვალოდ გამქრალიყო,
წინ კი,
ქალი მეჯდა,რომელიც ფოტოში ამოვიცანი..
გამაცივა,დივნიდან სუსტად წამოვიმართე და,
უფსკრულისფერ თვალებში ტკივილიანად ჩავაკვირდი.
ქალი დუმდა,თუმცა,წუთის მერე მოტეხილი,სევდაშეპარული,ტკივილიანი ბგერები დაეკიდა ოთახში..
-როგორც იქნა,მოხვედი,ნაინა!-სევდიანად წარმოთქვა ქალმა და,ენაჩავარდნილს
მზერა გამისწორა.....
_______
თქვენ მე მაბედნიერბთ!!
არ ვიცი,რა ვთქვა რომ თქვენდამი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო..
მადლობა,უდიდესი,რომ მოგწონთ!!
მიყვარცართ და როგორ ყოველთვის მაინტერესებთ,
თუ რას ფიქრობთ ამ თავზე?
შემდეგიდან რას ელით?
იმედია იმედები გავამართლე.
(მოცულობასუბრალოდ ვერ ვსაზღვრავ ნოუთში ვკრებ და არ ვიცი რა როგორაა,ამიტომ,ნავსიაკი პაჟარნოე :დდდ მაპატიეატ)
თქვენი:ანასტასიაскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი

ძააააააალიან მაგარია! ყოჩაღ ! იწვევს ინტერესს, ინტრიგას, შიშს! მაგარია! იმედები გაამართლა კი არა გადააჭარბა მოლოდინს! ასე განაგრძე! კიდევ უფრო ინტერესით ველოდები შემდეგ თავს! ნუ ზომაზე და იმაზე რომ არ მყოფნის და მინდა უკვე შემდეგი და ბოლომდე აღარ ავღნიშნავ????????????????good job!????

 



№2  offline წევრი მარიკუნაა♥️

რა ჯანდაბამ წამაკითხა ეს ღამის ორ საათზე,
დებილი თუ არ ვიყო.

ანასტასია♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№3  offline წევრი tasusuna

მარიკუნაა♥️
რა ჯანდაბამ წამაკითხა ეს ღამის ორ საათზე,
დებილი თუ არ ვიყო.

ანასტასია♥️

მარიკუნა,რა კარგი ხარ ❤️❤️❤️❤️❤️❤️

ძააააააალიან მაგარია! ყოჩაღ ! იწვევს ინტერესს, ინტრიგას, შიშს! მაგარია! იმედები გაამართლა კი არა გადააჭარბა მოლოდინს! ასე განაგრძე! კიდევ უფრო ინტერესით ველოდები შემდეგ თავს! ნუ ზომაზე და იმაზე რომ არ მყოფნის და მინდა უკვე შემდეგი და ბოლომდე აღარ ავღნიშნავ????????????????good job!????

ვაიმე,რამაგარი ხარ ❤️❤️❤️❤️
მადლობა შენ ერთგულებისთვის ❤️❤️❤️

 



№4 სტუმარი Shorena kiladze

Vaimree gamiskda guli ra iyo es zaan magaria upro sainyereso xdeba .veli shemdegs chemo kargo

 



№5  offline წევრი tasusuna

Shorena kiladze
Vaimree gamiskda guli ra iyo es zaan magaria upro sainyereso xdeba .veli shemdegs chemo kargo

შორე,მადლობა ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



№6  offline წევრი tasusuna

მირრა
ვაიმე ესრა იყოო?? ლუკას სავარაუდოდ დახმარება სჭირდება, რა სახის ეგ ნამდვილად არ ვიცი.. და რათქმაუნდა ნაინა უნდა დაეხმაროს.. ნუ ჯერ ისევ ვერ ვხვდები ვერაფერს.. მაინტერესება ამ ქალთან რააკავშირეს ლუკას.. ან რაზე ისაუბრებენ ეს ორნი.. მოკლედ რაა ძალიან ჩამთრევია.. გელოდები ტას ❤️

მირა ❤️❤️❤️❤️ ძააან დიდი მადლობა რა ❤️❤️❤️ ვნახოთ აბა რაზე ილაპარაკებენნ ????????????

 



№7 წევრი ბელუ შეროზია

ძალიან ძალიან მაგარი იყო!!!
როგორ მაინტერესებს ვინ არის ის ბიჭი და როგორ მოკვდა grimacing
წინა თავზე შედარებით დიდი იყო, თუმცა მაინც პატარა მომეჩვენა.
მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას heart_eyes

 



№8  offline წევრი tasusuna

ბელუ შეროზია
ძალიან ძალიან მაგარი იყო!!!
როგორ მაინტერესებს ვინ არის ის ბიჭი და როგორ მოკვდა grimacing
წინა თავზე შედარებით დიდი იყო, თუმცა მაინც პატარა მომეჩვენა.
მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას heart_eyes

მადლობა,ბელუ ❤️❤️❤️
შევეცდები უფრო გავზარდო ❤️❤️❤️❤️❤️

 



№9  offline წევრი izabella

ჩამთრევია, საინტერესოდ იკითხება, ინტრიგა ხომ არის და არის. ძალიან მომწონს, ველოდები ახალ თავს.

 



№10  offline წევრი tasusuna

izabella
ჩამთრევია, საინტერესოდ იკითხება, ინტრიგა ხომ არის და არის. ძალიან მომწონს, ველოდები ახალ თავს.

მადლობა აა ❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent