ნადირობა № 7 » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა № 7

30-07-2018, 00:39
ავტორი Life is Good
ნანახია 2 519

ნადირობა № 7

გამარჯობაათ!! ესეიგი ეს თავი ისეთ მდგომარეობაში მყოფმა დავწერე..თუ არ გაამართლა თქვენი იმედები არ გამიკვირდება!

მუხლს საკმაოდ აცდენილი გაშლილი სარაფანი ეცვა. ფეხზე გადადებულ ფეხს ნერვიულად აქანავებდა და თლილ თითებს შორის მოქცეულ სიგარეტს დაუნდობლად სრესდა.მარცხენა ხელის თითებით გრაცოოზულად გადაიწია წინ ჩამოშლილი წაბლისფერი თმა და მისკენ მომავალ მამაკაცის სილუეტს სანახევროდ მოჭუტული მზერით დააკვირდა.
-დამაგვიანდა?-მის მოპირდაპირედ გამოსწია სკამი მამაკაცმა და დაჯდა.
-მთელი ათი წუთით...-სიგარეტის შუაზე გადატეხილი ღერი საფერფლეზე დააგდო და მამაკაცს უტეხი მზერა შეანათა სახეში.რომელმაც, სიგარეტს მოუკიდა და სკამის საზურგეს მიყრდნობილმა ორაზროვანი ღიმილით უპასუხა.
-შეუკვეთავთ რამეს?-თავზე წამომდგარმა ახალგაზრდა გოგონამ გამოარკვია ორივე.
-რამე მაგარს დავლევდი-კითხვისნიშნით სავსე მზერით გახედა ქალს
-კარგი, მეც იგივეს დავლევ-მაგიდაზე დაწყობილი თითები ერთმანეთში ახლართა ქალმა.მიმტანი გოგონა უსიტყვოდ გაეცალა მაგიდას.
-აბა...რაღაც გქონდა ჩემთვის სათქმელი...-მაგიდასთან გადმოიხარა მამაკაცი და შეთქმულივით დაუწია ტონს.
-ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია...-მხრები აიჩეჩა ქალმა.-გირჩევ ,თორნიკე არეშიძეზე შეაგროვოთ ინფორმაცია.
-ვერ გავიგე?-გაოცება გამოესახა სახეზე მამაკაცს.
-მამაჩემზე...
-აი მესმის შვილი-გაიცინა მამაკაცმა.-რისი მინიშნება გსურს ამით მარიამ?
-არ ჩანხართ დამწყები ბატონი გამომძიებელო და უნდა ხვდებოდეთ რისი მინიშნებაც მსურს....-ფართოდ გაიღიმა მარიამმა და მარგალიტებივით ჩამწკრივებული ქათქათა კბილები გამოაჩინა ...შემდეგ ენა შინდისფერი ტუჩსაცხით შეღებილ ქვედა ბაგეზე გადაიტარა და მაგიდას დაეყრდნო იდაყვებით.-თორნიკე არეშიძე არც იმდენად უფრთო ანგელოზია როგორადაც თავს აჩვენებს საზოგადოებას.
-ის მამაშენია მარიამ...-სახეზე ირონიანარევი ღიმილი გაუკრთა მამაკაცს.
-ის მამაჩემი არ არის.მამინაცვალია!კარგი კაცი იყო ავთო...ზედმეტად კარგი და ყველაზე მეტად მიყვარდა-ხმა გაუტყდა ქალს,თმებში თითები შეიცურა და ჩამოივარცხნა.უცნაურად დაძაბული მოეჩვენა მამაკაცს არეშიძე.
-ძალიან ვწუხვარ...-სიგარეტის ღერი საფერფლეზე დაასრისა ნიკამ.-სხვა რისი თქმა შეგიძლია ჩემთვის?ეს ზედმეტად ზერელე ინფორმაცია დიდად ვერაფერში დამეხმარება!
-ვფიქრობ ,ისედაც საკმაოდ ბევრი გითხარი-ჩაიცინა გოგონამ და იმ წუთს მოტანილი ვისკის ,მუცელ განიერი ჭიქიდან მუქი სითხე მოსვა..ტუჩზე შერჩენილი წვეთები ენით გაილოკა და გამომცდელად დააკვირდა გამომძიებელს რომელიც თვალმოუშორებლად უყურებდა.
-კარგი-მხრები აიჩეჩა ნიკამ.
-მაგდა გაბრაზებულია შენზე-უცებ შეცვალა თემა მარიამმა .
-ჩემზე ბევრია გაბრაზებული...-გაეცინა დათუნაშვილს -გადავიტან როგორმე.
-ვფიქრობ,ცუდად მოექეცი!-სახე დაუსერიოზულდა გოგოს.
-აქ მორალის წასაკითხად მომიყვანე მარიამ?-მაგიდისკენ გადაიხარა ნიკა-მაგდა ისეთი ქალია მხოლოდ ერთი რამისთვის თუ გამოიყენებ...ის ერთი რამ კი სექსია მარიამ.რაზეც, უარი ნამდვილად არ უთქვამს და არც მე შემითრევია საწოლში ძალით...ვფიქრობ მისგან სულ მცირე მადლობას უნდა ვისმენდე და რის გამოც ეს დეტალებში გეცოდინება უკვე...თუ შენც დაგაინტერესებს ჩემი ტემპერამენტი საწოლში იცი სადაც უნდა მომძებნო.-მომხიბვლელად გაუღიმა გაოგნებულ ქალს მამაკაცმა და წამოდგა.-უღრმესი მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის...ჩემსა და მაგდას ურთიერთობაში კი დამიჯერე და ნუ ჩაერევი...ყველაფერი, რომ გვერდით გადავდოთ ელემენტარული ეთიკის საქმეა პატარავ...
პასუხს აღარ დალოდებია ცინიკური მზერა ერთხელ კიდევ შეავლო ქალს თავით ფეხამდე და იქაურობა ისე დატოვა როგორც გამოჩნდა.მარიამმა კი სწრაფად მოიმარჯვა ტელეფონი და სახელის გარეშე ჩაწერილ ნომერზე სწრაფად გადარეკა.
-სატყუარა, როგორც შენ ეძახი! უკვე გადაგდებულია და ვნახოთ რამდენად სწრაფად წამოეგება დიდი თევზი ანკესს
-კარგი გოგო ხარ ძვირფასო!-მამაკაცის ჩახლეჩილ ბარიტონში სიამოვნების ნოტები გაკრთა.
-არაფერს...-გაიცინა მარიამმა და ჭიქაში დარჩენილი ვისკი ერთ ყლუპად გამოცალა.

* * *
უზარმაზარი მისაღები ოთახის იატაკზე იჯდა,ზურგით სავარძელზე მიყრდნობილი და მუხლებზე გადაშლილ სქელტანიან წიგნს ტანჯული სახით დაჰყურებდა.უკვე ორი საათი ცრდილობდა თავში ერთი სიტყვა მაინც შესვლოდა მაგრამ, იმდენად გონებაგაფანტული იყო ასოები უთავბოლოდ დაფრინავდნენ ფურცელზე და გონება წაკითხული ინფორმაციის გააზრებაზე სასტიკ უარს აცხადებდა. კარის ხმამ მიიქცია მისი ყურადღება და სულ მალე ოთახის ზღურბლზე მოზრდილი პარკით ხელდამშვენებული დათუნაშვილი გამოჩნდა ...დაღლილი სახით და უძილობისგან სიწითლე შეპარული თვალის გუგებით.იატაკზე მჯდომი ლიზას დანახვაზე გაეღიმა და მისკენ დაიძრა.
-რასშვრები პატარა გენიოსო?-დაიხარა და მისკენ თავაწეულ ქალს შუბლზე ფრთხილად შეახო მხურვალე ტუჩები.
-ვმეცადინეობ-სახე დამანჭა ლიზამ.
-ჩემი გონიერიი...
-შენი დებილი უფრო მომიხდებოდა-ტუჩები დაბრიცა ლიზამ-ერთი სიტყვაც კი არ შემდის თავში და ხვალ, უეჭველი "ჩავისვრი" გამოცდაზე.
ნიკას გაეცინა და სამზარეულოს დახლისკენ დაიძრა.პარკი დადო და მაცივარი გამოაღო საიდანაც, ცივი წყლის ბოთლი გამოიღო და მაღალ ჭიქაში დაისხა.სულმოუთქმელად გამოცალა და დახლზე იდაყვებით დაყრდნობილმა გახედა მისკენ მომზირალ ლიზას.
-გადავივლებ...რამე ვჭამოთ და დაგეხმარები კარგიი?-თვალი ჩაუკრა იატაკიდან წამომდგარ გოგონას რომელიც, მისკენ მსუბუქი ნაბიჯებით მიიწევდა.თხელი ელასტიკი და განიერი,მოკლემკლავიანი მაისური ეცვა.ფეხშიშველი მიაბიჯებდა და იმდენად მსუბუქი და ჰაეროვანი ჩანდა იფიქრებდით ნაზი ნარნარით იატაკს ფეხს არ აბიჯებსო.
-რამე უნდა მოვამზადოო?
-მაქსიმუმ ბუტერბროდები ლიზიკო...ნაადრევად სიკვდილი არ მინდა-სიცილით უჩქმიტა ლოყაზე წარბაწეულ ქალს. რომელიც მის მოპირდაპირე მხარეს მაღალ სკამზე მოკალათდა.
-ბატონოო?! და შენ ფიქრობ,რომ მე საჭმლის მომზადების საიმშიც კი არ ვარ?
-აბა ხაარ?-გაიცინა ნიკამ დახლს შემოუარა და ქალის წინ ასვეტილი ისე რომ მისი თვალებისთვის მზერა არ მოუწყვეტია ფეხებსშორის მოექცა.
-ბოდიში მომიხადეთ ბატონო გამომძიებელო!-მკერდზე გაშლილი ხელისგულები მიაბჯინა ერგემლიძემ.
-ღმერთოო... როგორ გამიმართლა?!-სიცილით ახედა ჭერს ნიკამ და სკამის სახელურებს დაეყრდნო-მადლობა...მადლობაა!!
-ვიღაც სააბაზანოს უმიზნებდა-გაიცინა ქალმა და მის სახესთან ზედმეტად მოახლოვებული ნიკას სახის გამო სუნთქვა წამით შეეკრა.ვენებში ნელ- ნელა დაიწყო მხურვალე სისხლმა მოძრაობის სიჩქარის მატება და შხუილით გაიჭრა წინ...
-ვაპირებდი კომპანიონობის გაწევის შემოთავაზებას...-თავი ოდნავ მარცხნივ გადახარა მამაკაცმა და ქალის სავსე ბაგეებზე შეაჩერა მზერა.
-ზურგი უნდა გაგიხეხო?-გაიცინა ლიზამ.
-რა უფანტაზიო ხარ ...-ცხვირი აიბზუა ნიკოლოზმა სიცილით-რამე უფრო სასიამოვნოს შემოთავაზებაც შემეძლო...მაგრაამ,გადავიფიქრე!
-კარგიი-პერანგის საყელოში ჩაავლო თითები ქალმა და თავისკენ მისწია.-წასვლამდე ხარკის გადახდა მოგიწევს...
-ძვირიაა?
-თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე და შენ არანაირი სამომავლო გეგმები არ გაგვაჩნია და დამატებული ამას არც პლატონურად შენზე შეყვარებას ვაპირებ და დღე და ღამეს შენზე ფიქრში გასწორებას ძალიან ძვირი დაგიჯდება!-ეშმაკურად ასწია წარბები ლიზამ.
-არ მახსოვს ამ თემაზე ვისაუბრეთ?-შუბლი შეჭმუხნა მამაკაცმა და გაწევას შეეცადა მაგრამ ლიზის საყელოში ჩავლებულმა თითებმა შეაჩერა.
-არა და არც ვაპირებთ...უბრალოდ ჩვენს ტერიტორიებს პატიოსნად ვინაწილებთ-გაიღიმა ლიზამ-ახლა უბრალოდ მაკოცე და შემდეგ, წადი და გადაივლე წყალი...
-კარგით ახალგაზრდავ...მაშ ასე...გადადებული სეანსი გრძელდება სახელწოდებით ვაკოცოთ ლიზას-ზედ ქალის ტუჩებთან ამოილაპარაკა სიცილით ნიკამ და ხმის ამოღებაც არ დააცადა ისე დაეძგერა ბაგეებზე.წვრილ წელზე ძლიერად შემოხვია ხელები და მთელი ტანით მჭიდროდ მიიკრა მკერდით, მკერდზე.-გემრიელო!!
გაჭირვებით მოსწყდა აკრუტუნებული ქალის ტუჩებს და უკან უკან დაიხია..-გადავივლებ და მერე შევჭამ...ნუ შენზე გემრიელი არ მგონია იყოს ეგ საჭმელი მაგრამ...ძალიან მშიაა
-კარგიი-მომხიბლავად გაიღიმა ერგემლიძემ და ტუჩებზე ენის წვერი გადაიტარა.
-ჯანდაბა!-აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო ისე ეცა დათუნაშვილი და თითები ყბებზე ჩაავლო-ესე, რომ აკეთებ წითელი მენთება ტვინში-თითების მოჭერისგან წინ გამოწეული ტუჩები მომთხოვნად დაუკოცნა და წამში აიტაცა ხელში...-წამოდი ერთად გადავივლოთ!
-საჭმელიი?-კისერზე მოხვია მკლავები ქალმა და შუბლით დაეყრდნო შუბლზე.
-საჭმლის დედაც...შენ ყველაზე გემრიელი ხარ!გამოვყ@ლევდი ხოო? არა იასნია მაგრად გამოვყ@ლევდი!-საკუთარ კითხვას თავადვე გასცა პასუხი და აბახანის კარი ფეხით შეხსნა დათუნაშვილმა.

* * *
-მორჩი ლიზიკო წუწუნს...ეს ერთი თავიც ჩამაბარე და ხვალ დარწმუნებული ვარ უმაღლეს ქულას თუ არა ...ნუ, რაღაცას მაინც მიიღებ-გაიცინა ნიკამ რომელიც იატაკზე დაგებულ მაღალბეწვიან ნოხზე მოკალათებულიყო და კედელს ზურგით მიყრდნობილი საოცარ კარგ ხასიათზე მდგარი, ძალიან ხალისობდა ლიზას წვალებით...რომელიც ,წუწუნით იკლებდა და ძლივს გაზუთხულ საგამოცდო მასალას აბარებდა...ხოლო ერთი და იგივე კითხვის რამოდენიმენაირ ფორმაში დასმის შემდეგ რასაც, მთელი ეს დრო აკეთებდა დათუნაშვილი ნერვები ეშლებოდა და ანთებული თვალებით უღრენდა გახალისებულ მამაკაცს.
-ოხ...გვისწავლია ხუმრობა!
-რა ბოთე ხარ!- კისერზე მოხვია ხელი მამაკაცმა ახლოს მიიზიდა და ყბის ძვალზე ხმაურით აკოცა.
- ნიკოლოზ!შენს კუბოს დავდგამ ამ "ზალაში"-მხარზე ხელი მიარტყა სიცილით ლიზამ-ნუ დამცინი.
-არ დაგცინი-გაიცინა ნიკამ
-აბა, ახლა რას აკეთებ?!-წარბები შეყარა ქალმა
-ვიცინი ლიზიკოო...
-აუ მეც დებილი ვარ რაა...-ხელისკვრით მოიშორა ახარხარებული მამაკაცი ერგემლიძემ და გაბუტული სახით დაიხია უკან.-შენ რა უნდა მასწავლო?
-უმადური რომ იქნები ადამიანი-თვალები აატრიალა ნიკამ-მე ,რომ გასწავლი ლიზიკოო...მაგას ვერანაირი ლექტორი ვერ გასწავლის-თვალი ჩაუკრა გაბუტულ ქალს და უცებ დასერიოზულდა-კაი მორჩა...აღარ დაგცინებ ბო@ზიშვილი ვიყო...შენ პანიკობ ლიიზ...მშვენივრად იცი და დამიჯერე მართლა ჩააბარებ მაგ დედანატყნავ გამოცდას.უბრალოდ, დამშვიდდი...კარგად გამოიძინე და ხვალ იქნები... სუპერ-მოწონების ნიშნად აუწია თითი მამაკაცმა.-ჩემი გენიოსააა...მოდი აქ.-ხელები გაშალა და თავისკენ ანიშნა-ჰე მოდი...სანამ გადავიფიქრე და ავყვირდი!
-შემეშინდა ხომ იცი...-ცხვირი აიბზუა ქალმა მაგრამ ,მაინც მიიწია მამაკაცისკემ და მის გაშლილ მკლავებში...მჭიდროდ რომ შენოეხვია ფისოსავით გაიტრუნა.
-წამოდი ,დავწვეთ და გამოიძინე-შუბლზე ფრთხილად აკოცა მამაკაცმა და წამოსადგომად უბიძგა..წამოდი..წამოდი...
თავად წამოდგა პირველი და ერგემლიძეც წამოაყენა...მისაღებში შუქი გამორთო და თავისი საძინებლის მოპირდაპირედ უკვე, ლიზას ოთახად მონათლული უზარმაზარი ოთახისკენ წაიყვანა.
-ისე ,შენს საძინებელში რატომ არ მეპატიჟებიი?-წარბები შეკრა ინტერესით ერგემლიძემ და სწრაფად გადახადა საწოლს შინდისფერი გადასაფარებელი.
-იქ დაწოლას არ გირჩევ -ჩაიცინა ნიკამ და მაისური სწრაფად გადაიძრო თავზე.
-რატომ?
-იმიტომ, რომ იმ საწოლზე ბოზების მთელი არმია მყავს ნახმარი და ნამდვილად არ მხიბლავს იქ შენთან ერთად ძილი-თვალი ჩაუკრა მამაკაცმა და საწოლის მარჯვენა მხარე დაიკავა.-იასნია შუქს შენ აქრობ...
-მე რატოომ?!-აბუზღუნდა უკვე საწოლზე მოთავსებული ლიზა.
-იმიტომ, რომ პატარა ხარ!-გაიცინა ნიკამ და საწოლიდან წამოწეულს საჯდომზე მიარტყა ხელი.
ჩამრთველი გაჩხაკუნდა და ოთახი უკუნმა სიბნელემ მოიცვა...სულ მალე დათუნაშვილმა ქალის მხურვალე სხეულის შეხება იგრძნო და სასიამოვნო არომატმა ერთიანად მოიცვა მისი ორგანიზნი.კისრის ქვემოთ ფრთხილად შეუცურა მკლავი და მისი თავი გულზე მიიხურა. შუბლზე ფრთხილად შეახო ტუჩები და ამოიჩურჩულა.
-ტკბილ სიზმრებს გისურვებ პატარა!
-შენც...ამოიდუდუნა ერგემლიძემ და მყუდროებაში ჩაძირულები სულ მალე გაეხვივნენ ძილის სასიამოვნო მარწუხებში.

* * *
- ჯოლოგავას ჭიქიდან აღებული ანაბეჭდები და მკვლელობის ადგილზე აღებული საერთოდ არ დაემთხვა ერთმანეთს...სამაგიეროდ,ლოთი თენგიზას "რეზიდენციიდან" მოტანილი ნიმუშები ვინმე ირაკლი სანოძეს ეკუთვნის!-ექსპერტიზის პასუხები გაუწოდა მეგობარს ლადომ.
-ვის?-სახე შეჭმუხნა ნიკამ და თითქოს დაფიქრდა საიდან ეცნობოდა ეს სახელი და გვარი...მერე ერთიანად გაუნათდა გონება და იფეთქა.
-ეგ ნა@ბიჭვარი!!! მაგის დედაც!!...-ბრაზისგან ყბა დაეჭიმა და სწრაფად გავარდა ექსპერტიზის ოთახიდან სადაც გაკვირვებულმა ლადომ მხრები აიჩეჩა რაც "ვერაფერი გავიგეო"-ს ნიშნავდა. მაღალი ფინჯნიდან მოსვა მაცოცხლებელი სითხე და საქმეს მიუბრუნდა.ნიკამ კი გიჟივით აირბინა კიბეები და გურამის კაბინეტში შეაჭრა დაუკაკუნებლად სადაც ,წერეთელი და სამადაშვილი ფურცლებში თავჩარგულნი რაღაცას ცხარედ განიხილავდნენ.
-გურამ!-ყურადღება არ მიუქცევია ნინიას გაკვირვებული მზერისთვის ისე შესძახა:-დაკავების ორდერი და ჯგუფი მჭირდება გორში მივდივართ...ირაკლი სანოძის ასაყვანად.
-გასაგებიაა...-ყოველგვარი ახსნა განმარტების მოთხოვნის გარეშე დაჰყვა დათუნაშვილის მოთხოვნას სამადაშვილი და სულ მალე გორისკენ მიმავალ მაგისტრალზე კრიმინალური პოლიციის რამოდენიმე მანქანა მიიწევდა დიდი სიჩქარით წინ.
-სტაჟიორი სად გყავთ?-უკანა სავარძლიდან ინტერესით გადმოხედა გიორგის და ნიკას დუეტს წერეთელმა.
-გამოცდა აქვს დღეს და გაგვენთავისუფლა-უპასუხა გიორგიმ როდესაც შეამჩნია რომ დათუნაშვილი ხმის ამომღები არ იყო.
-მაგისგან მეეჭვება კარგი გამომძიებელი დადგეს-სავარძელს მთელი მახევარი ტანით მიეყრდნო წერეთელი და სარკიდან იმ წუთს მოშტერებული დათუნაშვილის თვალებს შეანათა თბილი მზერა.
-და შენ ვინ გტ@ყნავს?!-კბილებში ზიზღით გამოსცრა ნიკამ-კეთილი ინებე და ხმას ნუ იღებ სანამ,მანქანიდან კინწისკვრით არ გადამიგდიხარ!
-ნიკა!-გამაფრთხილებლად გადახედა მეწყვილეს ლაღიძემ.
-კარგი...-ცალი ხელი ასწია ნიკოლოზმა და სიგარეტს მოუკიდა.-უბრალოდ მისი ხმა ,რომ მესმის სურვილი მიჩნდება პირდაპირ შუბლში დავაჭედო ტყვია!-დააკონკრეტა მამაკაცმა და მთელი გზა ხმა აღარცერთს აღარ ამოუღიათ.
ირაკლი სანოძის საცხოვრებელი სახლი გორის გარეუბანში მდებარეობდა 5 სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე.უბანში გამოჩენილ პოლიციის მანქანებს არც ისე კეთილგანწყობილი მზერით შეხვედრიან იქ მაცხოვრებლების უმეტესობა.სეირის საყურებლად ეზოებში,რომ გამოიშალნენ და თითოეულ დეტალზე დაკვირვებულ თვალს არ აშორებდნენ მანქანებიდან გადნოშლილ ახმახ ფორმიანებს.ზარის დარეკვის შემდეგ კარი თავად პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა სანოძემ გაუღო და ირონიულად ნომღიმარ დათუნაშვილს დააკვირდა.
-გამარჯობა!-გაუცინა ნიკოლოზმა-ბატონო ირაკლი თქვენ დაკავებული ხართ მოქალაქე თენგიზ ტატუნაშვილის მკვლელობის ბრალდებით.თქვენ გაქვთ დუმილის უფლება რადგან, ყოველი თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვა ...შეიძლება გამოყენებული იქნას თქვენს წინააღმდეგ სასამართლოში.
-მეღადავებიი?!-გაეცინა სანოძეს და როგორც კი დათუნაშვილის გაყინული მზერა დაიჭირა სახიდან ღიმილი წამში ჩამოერეცხა.
-რას მატყობ ღადაობის?-წარბი ასწია დათუნაშვილმა-ულვაშებში მეცინებაა?!
-სისულელეს აკეთებ დათუნაშვილო და იცოდე ეს არ შეგრჩება.-მისკენ ხელბორკილის დასადებად დაძრულ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია.
-შეგიძლია მესროლო!-ტუჩები დაბრიცა დათუნაშვილმა და ეზოსკენ გაემართა უკნიდან კი აღრიალებული სანოძის პასუხი გამოჰყვა უხილავ ფარდად.
-ეჭვი არ შეგეპაროს!!
ეზოში იდგა ლაღიძესა და წერეთლის კომპანიაში და საკუთარი მანქანის კაპოტზე მოთავსებულ საქაღალდეში დაპატიმრების ოქმს ადგენდა ზურგს უკან ხელებ გადაგრეხილი . სანოძე რომ გამოათრიეს.
-განანებ დათუნაშვილო! მე არ ვიყო ირაკლი სანოძე შენ ეს შეცდომა.ცხვირში ძმრად, რომ არ ამოგადინო!~პოლიციის მანქანის გამოღებულ უკანა კართან შედგა მამაკაცი...
-მასე ქენი...-ხელი ისე აუწია ნიკამ არც კი ამოუხედია.
მერე იყო პატარა ჩოჩქოლი ...აკივლებული წერეთელი და გამაყრუებელი გასროლის ხმა.
ნიკოლოზ დათუნაშვილის მკერდიდან ინერციით დაჯახებული ტყვიის გამო სისხლმა შხეფებად გამოასხა და მის წინ მდგარ წერეთელს სახეზე შეესხურა...ერთიანად მოხეთქილი ტკივილმა მუხლები მოკვეთა და ფრთხილად ჩაცურდა გავარვარევულ ასფალტზე.
-შენი !-იღრიალა ლაღიძემ და სახეზე ნეტარება აკრულ სანოძეს ცხრამილიმეტრიანი ტყვია პირდაპირ თვალებსშორის დაახალაскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი ეირინ

ვაუ სულ არ ველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას❤ძალიან საინტერესო იყო და შემდეგი უფრო საინტერესო იქნება დარწმუნებული ვარ❤აუ მალე დადე რა❤

№2  offline წევრი Someone wandering

ბოლოს რა მოხდა, რა იყო ესს.. ვაიმეე
დარწმუნებული ვარრ ნიკაა გაოჯანმრთელდება მაგრამ,იმდენად მოულოდნელი იყოო
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ,რომ მინდა წერეთელა და ნიკას ჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამოუყალიბდეთ, ვიცი რატომაც წაკბინა ლიზა ნინიამ,მოწვა რომ ლიზა ნიკასთან წევს. ჰმმ, არ მინდა რომ ნინია ისე გამოიყვანო თითქოს ნიკასგან რამეს ელის,უყვარს? არ ვიცი, მაგრამა რ მინდა ასე იყოს, ეს ალბათ ძველი გრძNობებია
ძველი ისტორია არ ამძლევს საშუალებას რომ ნინია არ მიყვარდეს, სწორედ ამიტომ არ მინდა რო ნიკა და ეგ მგლებივით ერეოდნენ ერთმანეთს. საავადამყოფოშ ლიზას რეაქცია ხო ძაალიაან მაინტერესებს დაა ნინიასა და ნიკას მომენტები ხო ვაფშე

№3  offline წევრი Gvantsa_g

საინტერესოა, თან ძალიან! ძალიან მაგრად წერ, მომწონს შენი სტილი, წარმატებები!

№4 სტუმარი Tamara

როგორ გამიხარდა ახალი თავი!! რამდენადაც დეტექტიურ ხაზთან ერთად რომანტიულის გავლენა ამდენად დიდია, შესაბამისად გამორიცხულია ამ გავლენის ქვეშ არ მოვექცე. ამიტომ ავტორო, შენი დახმარება მესაჭიროება!! რამდენადაც შენი არჩევანი ლიზაზე შეჩერდა, მინდა შენი ხედვა დამანახო რატომ?
აი როგორ ვცდილობ მომეწონოს ეს პერსონაჟი-ლიზა, უზომოდ ვცდილობ და ვერ ვარწმუნებ ჩემს თავს, არ გამომდის არაფერი :)) თან, იგნორირებაც არ მინდა, რადგან მსურს იგივე აჟიტირებით მივუდგე როგორც წინა მოთხრობებს.
კითხვები? უამრავი... თითქოს სუსტი ტიპაჟია? ნუ მამაკაცის დომინანტი ხაზი ყველა ნაწარმოებშია, და მაინც დანარჩენ ქალ პერსონაჟებთან განსხვავებით თითქოს ზედმეტად სუსტია. დავაბრალებდი წინა მოთხრობების გავლენას, და აქ მეორე კითხვა მაწუხებს? მიიქცევდა კი ეს პერსონაჟი ჩვენი გამომძიებლის სათანადო ყურადღებას რომ არა ურთიერთობას წინ გასწრებული მისი გახდილი სხეული? და ა.შ და ა.შ. მოკლედ სრული დისონანსი მჭირს :))))
ავტორს უმორჩილესად ვთხოვ, თუნდაც ერთ არგუმენტს რის გამოც მას თავად მოსწონს ეს პერსონაჟი-ლიზა, თუ მისი სახასიათო შტრიხების უფრო მეტ გახსნას უნდა დაველოდო?? ????????❤️❤️

№5 სტუმარი სტუმარი ნინა

აიი მალე მალეეე
დადეე რაა! ❣️❣️ ძაალიან კარგი ისტორიაა ????

№6  offline წევრი kora

ძალიან საინტერესო თავი იყო, ბევრი კარტი გაიხსნა და გამოძიებაც ვგონებ უკვე მიიწევს საბოლოო პასუხებისკენ. თავიდანვე არ მომწონდა მარიამი და დავწერე კიდეც მისი მონაწილეობაც დიდი იქნება ამ საქმეშითქო.
ლიზა ერთადერთი ქალი პერსონაჟია ამ ისტორიაში, რომელიც არანაირ უარყოფით ემოციას არ იწვევ და პირიქით, ყველაზე გამორჩეულია ჩემს თვალში. თუმცა, დიალოგი სამომავლო გეგმებზე მცირე საუბრისას არ მომეწონა. ესეთი კაცი გყავდეს და სულ მცირე მოწონებას არ გრძნობდე უგრძნობი უნდა იყო. ნიკა თავიდანვე შემიყვარდა და ეგრე ახლოს მყავდეს სულ გავაფრენდი ემოციებისგან და ეს გოგო რას ეუბნება :დდ ნუ ახლა ნიკა თუ დაიჭრა, ვფიქრობ მისი დაკარგვის საფრთხე მიახვედრებს ლიზიკოს ეს ნიღაბ ამოფარებული სიტყვები არ შეყვარებაზე სისულელე რომ იყო. ისეთი გოგოა, მგონი იმეტიჩრა და არ დაანახა ნიკას თორემ რომ არ ქონოდა გრძნობა არც დაწვებოდა მგონი მასთან :დ
მოუთმენლად ვუცდი შემდეგ თავს, არ მყოფნის ისე მაგრა წერ, წინა ისტორიებიც წავიკითხე და ჩემს ფავორიტთა სიას შეგმატე <3
--------------------
kira.G

№7 სტუმარი Tiko

Au ar minda ro nikas ninia ese dzalian sdzuldes, ubralod megobrebad mainc darchnen. Ki niniam dzalian didi shecdoma daushva magram shecdomisgan aravin vart dazgveulebi tanac aset dampal cxovrebashi sadac yoveldgiurobistvis gviwevs brdzola.

№8  offline წევრი დარინა

ნინია ძალით რატომ აღიზიანებს ნიკას ეჭვიანობისგან რომ სკდება დარწმუნებული ვარ ნიკას ხასიათი კარგად იცის წარსულს აღარ დაუბრუნდება და ნუთუ იმრდ აქვს რომ მას კიდევ შეხედავს თავის ადგილზე მოჯდეს და დაანებოს ჩვენი ბიჭის ნერვებზე თამაშს, ლიზიკო სწორედ იმიტომ მომწონს რომ ასეთი დაუცველი და სუსტია, მას ნიკასნაირი ძლიერი მამაკაცი სჭირდებააა, ვნახოთ იქნებდა თავისი მაქსიმუმი ჯერ არ გამოუვლენიაა, როგორ მაინტერესებს მისი რეაქცია ნიკას დაჭრას რომ გაიგებს, აუ სიტუაცია აულ აირია ეჭვი მოკლედ ყველაზე მაქვს, ოჰო მარიამიც მაგარი გაქნილი ვინმე ყოფილაა, რატომღაც თავიდანვე არ მომწონდააა.

№9  offline წევრი ცარიელი

ჯანდაბა ნიკოლოზ არაფერი დაგემართოს ბიჭო.. ფეფოო მშვენიერი თავია რას ერჩი :დ ექსტრემალურ სიტუაციაშიც მშვენივრად შეგძლებია წერა ❤️
--------------------
ხელმოწერა

№10  offline მოდერი Life is Good

მირრა
ჯანდაბა ნიკოლოზ არაფერი დაგემართოს ბიჭო.. ფეფოო მშვენიერი თავია რას ერჩი :დ ექსტრემალურ სიტუაციაშიც მშვენივრად შეგძლებია წერა ❤️

მადლობა მაგრამ...ცხენის დოზა დამამშვიდებლის,ორი გამაყუჩებლის და სამი გულის წამლის მერე...ენა მთელი დღე გაბუჟებული რომ მქონდა...ხელზე გადასხმის სისტემა მჩხვლეტდა:)) და ტვინი დახშული მქონდა ეს გამოვიდააა...პატარა და უინტერესო თავიი...

დარინა
ნინია ძალით რატომ აღიზიანებს ნიკას ეჭვიანობისგან რომ სკდება დარწმუნებული ვარ ნიკას ხასიათი კარგად იცის წარსულს აღარ დაუბრუნდება და ნუთუ იმრდ აქვს რომ მას კიდევ შეხედავს თავის ადგილზე მოჯდეს და დაანებოს ჩვენი ბიჭის ნერვებზე თამაშს, ლიზიკო სწორედ იმიტომ მომწონს რომ ასეთი დაუცველი და სუსტია, მას ნიკასნაირი ძლიერი მამაკაცი სჭირდებააა, ვნახოთ იქნებდა თავისი მაქსიმუმი ჯერ არ გამოუვლენიაა, როგორ მაინტერესებს მისი რეაქცია ნიკას დაჭრას რომ გაიგებს, აუ სიტუაცია აულ აირია ეჭვი მოკლედ ყველაზე მაქვს, ოჰო მარიამიც მაგარი გაქნილი ვინმე ყოფილაა, რატომღაც თავიდანვე არ მომწონდააა.

დღეს გაიგებს ლიზიკო:))

Tiko
Au ar minda ro nikas ninia ese dzalian sdzuldes, ubralod megobrebad mainc darchnen. Ki niniam dzalian didi shecdoma daushva magram shecdomisgan aravin vart dazgveulebi tanac aset dampal cxovrebashi sadac yoveldgiurobistvis gviwevs brdzola.

რა მაინტერესებს იციით? რეალურად ადამიანი რომელიც სიგიჟემდე გიყვარდა ის კი არ დააფასებს შენს სიყვარულს და მეტიც ისე იტყვის უარს შენზე არც დაფიქრდება და ამას დამატებული...ყველაზე ბოლო იგებ,რომ შენი საყვარელი ქალი მიდის და გტოვებს როგორ შეიძლება არ შეგძულდესჩ და მეგობრად დარჩეე? კიი ისტორიაა და აქ ბევრი რამ მოსულა...იმ ადამიანზეა დამოკიდებული ვინც ამ ისტორიას წერს მაგრამ,ცოტა რეალობასთან ხომ უნდა იყოს ახლოს? მე პირადად ნინიას და ნიკას ჰარმონია უბრალოდ ვერ წარმომიდგენია და ვერანაირად ვერ დავამეგობრებ და რა ვქნაა:))

kora
ძალიან საინტერესო თავი იყო, ბევრი კარტი გაიხსნა და გამოძიებაც ვგონებ უკვე მიიწევს საბოლოო პასუხებისკენ. თავიდანვე არ მომწონდა მარიამი და დავწერე კიდეც მისი მონაწილეობაც დიდი იქნება ამ საქმეშითქო.
ლიზა ერთადერთი ქალი პერსონაჟია ამ ისტორიაში, რომელიც არანაირ უარყოფით ემოციას არ იწვევ და პირიქით, ყველაზე გამორჩეულია ჩემს თვალში. თუმცა, დიალოგი სამომავლო გეგმებზე მცირე საუბრისას არ მომეწონა. ესეთი კაცი გყავდეს და სულ მცირე მოწონებას არ გრძნობდე უგრძნობი უნდა იყო. ნიკა თავიდანვე შემიყვარდა და ეგრე ახლოს მყავდეს სულ გავაფრენდი ემოციებისგან და ეს გოგო რას ეუბნება :დდ ნუ ახლა ნიკა თუ დაიჭრა, ვფიქრობ მისი დაკარგვის საფრთხე მიახვედრებს ლიზიკოს ეს ნიღაბ ამოფარებული სიტყვები არ შეყვარებაზე სისულელე რომ იყო. ისეთი გოგოა, მგონი იმეტიჩრა და არ დაანახა ნიკას თორემ რომ არ ქონოდა გრძნობა არც დაწვებოდა მგონი მასთან :დ
მოუთმენლად ვუცდი შემდეგ თავს, არ მყოფნის ისე მაგრა წერ, წინა ისტორიებიც წავიკითხე და ჩემს ფავორიტთა სიას შეგმატე <3

მოწონებით როგორ არ მოსწონს...ავღნიშნე კიდევაც,რომ დანახვის წუთიდან დიდი სიმპათიებით განიმსჭვალა ნიკოლოზის მიმართ ერგემლიძე...მაგრამ:)) მააგრამ...საუბარი არ ჰქონიათ ხოო სამომავლო გეგმებზე ჯერ ჯერობით...ეს მცირე გამოხტომაც გამომდინარე ნიკას ქალებისადმი დამოკიდებულებას მოჰყბა რაც მშვენივრად იცის ლიზიკომ.უბრალოდ აგრძნობინა,რომ არაფერში არ ავალდებულებს და არც ისტერიკების დადგმას აპირებს.22 გოგო საკმაოდ ჩამოყალიბებული ადამიანია უკვე და კარგად იცის რა სურს და რა არაა:)) ვნახოთ დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს...ნელ ნელა წავალთ წინ..დავხვეწავთ ურთიერთობებს და გამოძიებაც საინტერესოდ განვითარდება.პირველად ვწერ ეგრედ წოდებულ დეტექტიურ ისტორიას და არ ვიცი რა გამომდის.რაც შეეხება ამ თავს დაბინდული ტვინით დავწერე...მიწიდან ათ მეტრზე ვიყავი მგონის და კი ეტყობა რაც გამოვიდა smile

Tamara
როგორ გამიხარდა ახალი თავი!! რამდენადაც დეტექტიურ ხაზთან ერთად რომანტიულის გავლენა ამდენად დიდია, შესაბამისად გამორიცხულია ამ გავლენის ქვეშ არ მოვექცე. ამიტომ ავტორო, შენი დახმარება მესაჭიროება!! რამდენადაც შენი არჩევანი ლიზაზე შეჩერდა, მინდა შენი ხედვა დამანახო რატომ?
აი როგორ ვცდილობ მომეწონოს ეს პერსონაჟი-ლიზა, უზომოდ ვცდილობ და ვერ ვარწმუნებ ჩემს თავს, არ გამომდის არაფერი :)) თან, იგნორირებაც არ მინდა, რადგან მსურს იგივე აჟიტირებით მივუდგე როგორც წინა მოთხრობებს.
კითხვები? უამრავი... თითქოს სუსტი ტიპაჟია? ნუ მამაკაცის დომინანტი ხაზი ყველა ნაწარმოებშია, და მაინც დანარჩენ ქალ პერსონაჟებთან განსხვავებით თითქოს ზედმეტად სუსტია. დავაბრალებდი წინა მოთხრობების გავლენას, და აქ მეორე კითხვა მაწუხებს? მიიქცევდა კი ეს პერსონაჟი ჩვენი გამომძიებლის სათანადო ყურადღებას რომ არა ურთიერთობას წინ გასწრებული მისი გახდილი სხეული? და ა.შ და ა.შ. მოკლედ სრული დისონანსი მჭირს :))))
ავტორს უმორჩილესად ვთხოვ, თუნდაც ერთ არგუმენტს რის გამოც მას თავად მოსწონს ეს პერსონაჟი-ლიზა, თუ მისი სახასიათო შტრიხების უფრო მეტ გახსნას უნდა დაველოდო?? ????????❤️❤️

მართებული კითხვაა ჩემო კარგო...კარგი უბრალოდ მეც გკითხავ ლიზა თუ არა აბა სხვა ვინ და პასუხს რომ მივიღებ შენი არჩევანის შესახებ მერე მე დაწვრილებით დავკონკრეტდები რატომ ლიზა და არა დავუშვათ მარიანი,ნინია ან სხვა ვინმე laughing მე მიყვარს ამგვარი პოლემიკა და სხვათა შორის შემიძლია თამამად გეკამათო და განვავრცო ჩემი მოსაზრება ზემოთხსენებულის შესახებ.მადლობა თქვენ ასეთი კარგები რომ ხართ kissing_heart

Someone wandering
ბოლოს რა მოხდა, რა იყო ესს.. ვაიმეე
დარწმუნებული ვარრ ნიკაა გაოჯანმრთელდება მაგრამ,იმდენად მოულოდნელი იყოო
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ,რომ მინდა წერეთელა და ნიკას ჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამოუყალიბდეთ, ვიცი რატომაც წაკბინა ლიზა ნინიამ,მოწვა რომ ლიზა ნიკასთან წევს. ჰმმ, არ მინდა რომ ნინია ისე გამოიყვანო თითქოს ნიკასგან რამეს ელის,უყვარს? არ ვიცი, მაგრამა რ მინდა ასე იყოს, ეს ალბათ ძველი გრძNობებია
ძველი ისტორია არ ამძლევს საშუალებას რომ ნინია არ მიყვარდეს, სწორედ ამიტომ არ მინდა რო ნიკა და ეგ მგლებივით ერეოდნენ ერთმანეთს. საავადამყოფოშ ლიზას რეაქცია ხო ძაალიაან მაინტერესებს დაა ნინიასა და ნიკას მომენტები ხო ვაფშე

ნინია კარგი ადამიანია...მაგრამ ცუდი საყვარელი გამოდგა.წინა ისტორია სხვა იყო უბრალოდ იქ მთავარმა გმირმა თავიდანვე დაასტოპა ესე რომ ვთქვათ და არ მიუშვა ახლოს...უფრო მეგობრულად მიუდგა და აიძულა უკან დახევა.გიგასგან საპირისპირო რეაქციები რომ წამოსულიყო რაც სინამდვილეში წამოვიდა დამერწმუნეთ იქაც ცუდი საყვარელი იქნებოდა.რაც შეეხება მეგობრობას...მე მაგალითად ყოფილთან არასდროს ვიმეგობრებდი რადგან ყოფილია და არასწორად კი არა არაეთიკურად მეჩვენება...ნუ ეგ მე...ვნახოთ რა მოხდება...:))

ეირინ
ვაუ სულ არ ველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას❤ძალიან საინტერესო იყო და შემდეგი უფრო საინტერესო იქნება დარწმუნებული ვარ❤აუ მალე დადე რა❤

მალე დადეზე სულ მეღიმებახოლმე...ამაზე მალე ფიზიკურად არანაირად არ გამოდის...მთელი დღე უმდა ინდე მაშინ და წერის მეტი საქმე არ გქონდეს რადგან ერთ თავს...მინიმუმ 3 საათი და ჩემი ფილტვების ნახევარი ეწირება( ბარათელის არ იყოს ვიცი რომ ბევრს ვეწევი მაგრამ..ვერ გადავეჩვიე ამ მკვლელ ჩვევას) სახლში თუ ვარ..მე და დავდივარ ოთახებში იღლიაში ამოჩრილი ლეპტოპით smile და ჩემი შვილი დამდევს გაბზუებული ცხვირით და ცუდოს ძახილით რადგან ის განაგებს ყველაფერს:)) შინაგან საქმეთა მინისტრია. მალე იქნება...მადლობა რომ მელოდებით kissing_heart

Gvantsa_g
საინტერესოა, თან ძალიან! ძალიან მაგრად წერ, მომწონს შენი სტილი, წარმატებები!

კარგი გოგო ხარ შენ გვანცა kissing_heart და უდიდესი მადლობა შენ ჩემგააან...აი ძაან დიდი (ცის ხელა) smile

№11  offline წევრი kora

იმის კითხვა გამომრჩენია თუ ვინაა ეგ ირაკლი? შეილება გამომრჩა და იყო აქმდეც ნახსენები ეგრევე რომ გაახსენდა მისი სახელი ნიკას. უცებ მარიამის შეყვარებულზე ვიფიქრე მაგრამ მაგას მგონი საბა ქვია. თუ ვინმე გამარკვევთ კარგია, თუ არადა საღამოს სამსახურიდან მოსულს ძალა თუ შემრჩა გადავიკითხავ წინა თავებს ისევ :) :D
--------------------
kira.G

№12  offline მოდერი Life is Good

გაგარკვევ:)) ირაკლი არის შიოს..გორელი გამომძიებლის თანაშემწეე...სასაფლაოზე გიენასავით რომ დასდევდა კუდში ჩვენ ბიჭებს smile

მე მოგიხდით ბოდიშს შეცდომა მაქვს გაპარულიი :(( ერეკლე ჰქვია და რატომ და შეცდომით მიწერია.იყოს ირაკლი ხომ მაპატიებთ laughing

№13  offline წევრი ბელუ შეროზია

ჰმმ...რა პირქუში ყოფილა ჩვენი მარიამი,
რა დროს დამთავრდა, ლამის ლეპტოპში ჩავძვერი :დდ
როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ხარ ავტორ/

№14 სტუმარი Makukuna

გადასხმა და ამდენი წამლები რატო დაგჭირდა, ხომ მშვიდობა გაქვს?

№15  offline წევრი kora

Life is Good
kora
იმის კითხვა გამომრჩენია თუ ვინაა ეგ ირაკლი? შეილება გამომრჩა და იყო აქმდეც ნახსენები ეგრევე რომ გაახსენდა მისი სახელი ნიკას. უცებ მარიამის შეყვარებულზე ვიფიქრე მაგრამ მაგას მგონი საბა ქვია. თუ ვინმე გამარკვევთ კარგია, თუ არადა საღამოს სამსახურიდან მოსულს ძალა თუ შემრჩა გადავიკითხავ წინა თავებს ისევ :) :D

kora
იმის კითხვა გამომრჩენია თუ ვინაა ეგ ირაკლი? შეილება გამომრჩა და იყო აქმდეც ნახსენები ეგრევე რომ გაახსენდა მისი სახელი ნიკას. უცებ მარიამის შეყვარებულზე ვიფიქრე მაგრამ მაგას მგონი საბა ქვია. თუ ვინმე გამარკვევთ კარგია, თუ არადა საღამოს სამსახურიდან მოსულს ძალა თუ შემრჩა გადავიკითხავ წინა თავებს ისევ :) :D

გაგარკვევ:)) ირაკლი არის შიოს..გორელი გამომძიებლის თანაშემწეე...სასაფლაოზე გიენასავით რომ დასდევდა კუდში ჩვენ ბიჭებს smile

მე მოგიხდით ბოდიშს შეცდომა მაქვს გაპარულიი :(( ერეკლე ჰქვია და რატომ და შეცდომით მიწერია.იყოს ირაკლი ხომ მაპატიებთ laughing

ის მახსოვდა შიოს ლაქიას ერეკლე რომ ერქვა. ყველა პერსონაჟის სახელი მახსოვს და მაგიტომ ავირიე. მადლობა პასუხისთვის :)
--------------------
kira.G

№16  offline მოდერი Life is Good

Makukuna
გადასხმა და ამდენი წამლები რატო დაგჭირდა, ხომ მშვიდობა გაქვს?

ეხ დავბერდიიი :)) წნევა,კიდევ მაღალი შაქარიი...ზოგადად ტკბილი ვარ ძალიან smile ხოდა სამსახურში წამიღო...დავრჩი გაღიმებული და სასწრაფო ზედმეტად მობილიზებული აღმოჩნდა

№17  offline წევრი tamuna.s

რა დროს შენი წნევები და შაქარია გოგო, თავი არ წაიქციო იცოდე. :დდ ჩემი საწყალი ნიკოლოზი როგორ დაჭრა იმ დედააფეთქებულმა, მარგამ კი მიიღო შუბლში ტყვია, ვენაცვალე გიორგის მარჯვენას :დდ ჩემი აზრით ნიკას დაჭრა ლიზას და მას უფრო დააახლოვებს და გრძნობაც უფრო გაღვივდება. ესეიგი ოფიციალურად შენი და შენი ისტორიების ფანი ვარ ჩემო კარგო. ყოველი ახალი თავი სულ უფრო და უფრო საინტერესო და ჩამთრევი არის. ველოდები შემდეგ თავს.

№18  offline წევრი cicino

რა ინტრიგა დატოვე, შემდეგ თავს ველოდები მალე დადე.

№19  offline აქტიური მკითხველი grafo

არა, რაა. მაგდას ძმადნაფიცისგან არც ველოდი სხვა რამეს. მარიამი ღორი.
ლიზას ტერიტორიების უნიჭო მონიშვნაზე გამეცინა. ტიპი ხმას არ იღებს და არიქა, თუ დამახვევინა იცოდეს თავიდანვე მეც მარტო სექსი მინდოდაო.
მეტი გრძნობა მინდა. მეტი ურთიერთობა და დოზირებული ზეგზი.

№20  offline მოდერი Life is Good

grafo
არა, რაა. მაგდას ძმადნაფიცისგან არც ველოდი სხვა რამეს. მარიამი ღორი.
ლიზას ტერიტორიების უნიჭო მონიშვნაზე გამეცინა. ტიპი ხმას არ იღებს და არიქა, თუ დამახვევინა იცოდეს თავიდანვე მეც მარტო სექსი მინდოდაო.
მეტი გრძნობა მინდა. მეტი ურთიერთობა და დოზირებული ზეგზი.

წარბაწეული ღიმილი სადააა?! flushed არ ყოფილაა...ამ ისტორიის დაწერამდე თუ არ მოვკვდი...მერე სურათს გადავიღებ smile მიღებულია ყველა შენიშვნა და ჩანიშნული...

№21 სტუმარი ია

რა ქენი გუდუნა ეს? ეს გამახსენდა უცებ)))) აუფ დამიარა კოჭებამდე,ეს რაიყო კაცო ჰაა? გამძვრება ახლა სული მომავალ თავამდეე,,სუპეერ

№22 სტუმარი Tamara

აი "გრაფო"-ს დავეთანხმები და მგონი უფრო მეტად დავაკონკრეტებ ჩემი ლიზას პერსონაჟისადმი ანტიპათიის მიზეზს. მეტი ურთიერთობა და გრძნობა, აი რა მაკლია! კითხულობ წინა ისტორიების გმირების გრძნობებზე და გრძნობ როგორ გავსებს ეს ყველაფერი. აქ, კი თითქოს მართლაც და სხვა არჩევნის არ არსებობის გამო იქნა შერჩეული ლიზას პერსონაჟი ან ძალიან ადრე შედგა მათი სიახლოვე...?? მოკლედ, საერთოდ არ მყოფნის გრძნობები და ეს ბუნდოვანობა მაწუხებს ქ-ნო ავტორო ????????????????

აშკრად სმაილის აღმნიშვნელი სიმბოლოები ვერ აღიქვა ჩემმა კომენტარმა, კითხვის ნიშნები კომენტარის ბოლოს ჩემი ბრალი არაა :)))))))))))

№23  offline მოდერი Life is Good

unamused unamused გავიჭედეთ...პირველი შემთხვევაა ჩემი ისტორიის მთავარ ქალ გმირს რომ ვერ ვიტან...არ ვიცი ვის როგორ გინდათ მაგრამ, ვფიქრობ მაქვს უფლება მე როგორც მინდა ისე დავწერო ...ვითვალისწინებ თქვენს აზრს თან, ძალიან მაგრად მაგრამ smile smile მოდი მე ჩემებურად შევუბერავ რაა...და თქვენ ბოლოს გამლანძღეთ

№24  offline წევრი tamuna.s

100%-ით გეთანხმები, ჯობია შენ შენებურად შეუბერო, დარწმუნებული ვარ ბოლოს ყველა კმაყოფილი დარჩება.

№25  offline წევრი დარინა

ვერ ვხვდებიიი ლიზის რას ერჩიან, მშვიდი წყნარი უბრალო გოგოა, სწორედ ეს უბრალოება მომწონს მე მასშიიიი, მარიამით ან თუნდაც ნინიათი რატომ მოიხიბლენ ვერ ვხვდებიიი, ნინია ერთი კარიერისტკა აააა რომელიც სულ არ შეეფერება ჩვენს ბიჭს, მარიამი კი ვგრძნობ რომ ნინიაზე არანაკლებია, მე ძალიანაც მომწონს შენი გადაწყვეტილება სწორედ ლიზიკოს შეულია ნოკას ქალებისადმი ნდობის დაბრუნებააა, მიყვარს ეს ისტორია და ეს წყვილიიი, ახლა მარტო ნიკაზე ვნერვიულობ.

№26 სტუმარი ნია

Life is Good
unamused unamused გავიჭედეთ...პირველი შემთხვევაა ჩემი ისტორიის მთავარ ქალ გმირს რომ ვერ ვიტან...არ ვიცი ვის როგორ გინდათ მაგრამ, ვფიქრობ მაქვს უფლება მე როგორც მინდა ისე დავწერო ...ვითვალისწინებ თქვენს აზრს თან, ძალიან მაგრად მაგრამ smile smile მოდი მე ჩემებურად შევუბერავ რაა...და თქვენ ბოლოს გამლანძღეთ

მე როგორც ლიზას გულშემატკივარს ძალიან არ მომეწონა შენ რომ თურმე ვერ იტან ამ გოგოს... რთულია შემდეგი თავები წავიკითხო და იგივე ემოციები დამრჩეს, არსებულ ქალ პერსონაჟებში ლიზას გარდა არცერთი არ მომწონს და კიდევ ახლის შემოყვანა ხიბლს დაუკარგავს ისტორიასაც, ასე რომ შენც არ გაწყენინებ მერე წუწუნით და ჩემს ნერვებსაც მოვუფრთხილდები, ჯობია აღარ წავიკითხო...

№27  offline წევრი Tamara Tamo

Life is Good
unamused unamused გავიჭედეთ...პირველი შემთხვევაა ჩემი ისტორიის მთავარ ქალ გმირს რომ ვერ ვიტან...არ ვიცი ვის როგორ გინდათ მაგრამ, ვფიქრობ მაქვს უფლება მე როგორც მინდა ისე დავწერო ...ვითვალისწინებ თქვენს აზრს თან, ძალიან მაგრად მაგრამ smile smile მოდი მე ჩემებურად შევუბერავ რაა...და თქვენ ბოლოს გამლანძღეთ

რას ამბობ, არანაირად არ ვაპირებ, პირიქით, ისე მომწონხარ ავტორო! უბრალოდ შთაბეჭდილების გაზიარება დავარქვათ,და თუ არა ავტორს აბა ვის გავუზიაროთ! არანაირი კრიტიკა, შენი ისტორია მხოლოდ შენია და ჩვენ კი ერთგული მკითხველები ვიქნებით.

P.S. სხვათა შორის, იგრძნობა რომ ვერ იტან, გადამდე ეგ ემოცია :)))) დაველოდოთ როდის შეგიყვარდება :)))

№28 სტუმარი uhuu

liziko dzaalian sakvarelia da rom ar arsebobdes mariami mtlianad miskne viknebodi magram ragac tavidanvee dzaalian momecona mariams da nikas shoria gavhenili ragac ravici rac iko prosta exla vegar gavige ra tipia eg gogo da isev lizasken var mokled ra vilaparake ver gavige

№29  offline წევრი masho777

ნიკა და ნინია ისევ ერთად თუ იქნებია კარგი იქნება..

№30  offline წევრი elene2619

ნეტა იცოდე როგორ მომწონს <3 ძალიან იშვიათია რო ველდოებოდე მოუთმენლად რომელიმე იტორიას და ეს ისტორია უდაოდ ერთ-ერთია ჩემთვის <3 ძალიან კარგად წერ <3

Life is Good
unamused unamused გავიჭედეთ...პირველი შემთხვევაა ჩემი ისტორიის მთავარ ქალ გმირს რომ ვერ ვიტან...არ ვიცი ვის როგორ გინდათ მაგრამ, ვფიქრობ მაქვს უფლება მე როგორც მინდა ისე დავწერო ...ვითვალისწინებ თქვენს აზრს თან, ძალიან მაგრად მაგრამ smile smile მოდი მე ჩემებურად შევუბერავ რაა...და თქვენ ბოლოს გამლანძღეთ

მე პირადად როგორც მკითხველი ვფიქრობ, რომ აუცილებლად ისე უნდა წარმართო სიუჟეტი როგორც შენი ხედვააა და არასე როგორ მკითხველს უნდა. რა თქმა უნდა ჩვენი მკითხვეის აზრი მნიშვნელოვანია მწერლისთვის, მაგრამ პირველ რიგში შენ უნდა იყო კმაყოფილი რომ ჩვენც იგივე გრძნობა დაგვეუფლოს. ჩემი პოზიცია კი უცვლელია ძალიან მომწონს და ნებისმიერი განვთარების შემთხვევაში კითხვას არ შევწყვეტ <3 წარმატებები შენ <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent