ჩემი ბოროტი ტყუპისცალი (12) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბოროტი ტყუპისცალი (12)


30-07-2018, 13:14
ავტორი Farvana
ნანახია 472

ჩემი ბოროტი ტყუპისცალი (12)

ნამდვილი ოჯახივით ვისაყზმეთ.ძალიან მომეწონა.ჩემი მშობლები და მათთან ერთად გატარებული დღეები გამახსენდა.ჩემი ძამიკო ისე ჭდა ვითომ დიდი ხნის დაბმული ყავდათ.საუზმეს მოვრჩით და საერთო ოთახში შევიკრიბეთ.
-აბა გენერალო ვირთაგვა გისმენთ!სამხედრო ჩესტი გავუკეთე და ყველამ სიცილი დაიწყო.
-გეყოთ!სერიოზულ საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ.გერმანიაში დაცვის სამსახურში მეგობრები მყავს.რაღაცეები ვიჩალიჩე და საუკეთესო დაცვას გამოაგზავნიან.
-ცხოვრებით აქ ვიცხოვრებთ?
-არა,იქედან გამომდინარე,რომ ყველას ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს,თბილისში გავალთ.ადგილს მალე შევარჩევთ.ისეთი უნდა იყოს ყველამ ერთად რომ ვიცხოვროთ.ცალ-ცალკე საშიში და ადვილად ხელმისაწვდომები ვიქნებით.
-შეგვიძლია მამაჩემის სახლში ვიცხოვროთ,ეხლა იქ მაინც არავინ იქნება.
-შეიძლება გაყიდეს.
-არამგონია ვინმეს დომებოდა იმ სახლის ყიდვა სადაც შვილმა მშობლები დახოცა.თან იმ სახლს კარგად ვიცნობთ მეც და გეგაც.შეგვილია დაგეგმარება თავიდან შევადგინოთ და სუსტი წერტილები ვუპოვოთ სახლს.
-მართალს ამბობს კატო.ჩემი აზრით საუკეთესო ვარიანტია.ვერ ავირჩევთ სახლს რომელზედაც არაფერი ვიცით.შეიძლება მარია მივიდეს და თავის გემოზე გადააწყოს.--მაია--
-სწორია,მაშინ დღევანდელი საქმე ბარგის ჩალაგება და იქ გადასვლა იქნება.შემდეგ დაგეგმარებას მივხედავთ,რაც შეიძლება მალე უნდა მოვაგვაროთ დაცვის სამე.მერე თქვენს წვრთნაზე უნდა გადავიდეთ.უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია,დაცვისთვის ნამდვილად არ გვეცლება.
-კარგი,მაშინ დავიწყოთ.ორი საათისთვის ყველას ბარგი გვქონდა ჩალაგებული.მანქანებში ჩავსხედით და თბილისისკენ გავეშურეთ.მალე მივედით დიდ სახლთან,რომელიც ისევ ისე ძველებურად იდგა.მხოლოდ დასუფთავებილი და გაწმენდილი იყო.ის ძველი სითბო და სურნელი მაინც იგრძნობოდა.ამ სახლში გავიზარდე,მისი თითოეული კედელი,მისი თითოეული კუთხე ვიცი.ჩემი სახლი ისე ძალიან მომმატრებია რომ თვალებიდან ცრემლები წამომივიდა.ჩემი მშობლების ხმაური,თუნდაც ყვირილი,ჩემი და გეგას წივილ-კივილი,ჟრიამული,ათასი აითბოთი გატარებული დღე.ვეღარ გავუძელი კარებთან ჩავიმუხლე და ტირილი დავიწყე.მაშინვე ჩემი ძამიკო მოვიდა და ჩამეხუტა.
-ვიცი დაიკო რასაც გრძნობ.მეც იგივე დამეუფლა.სახლია,უსულოა,მაგრამ მაინც მომენატრა,ბევრი მოგონება გვაკავშირებს.ბევრი წყენა,ბევრი ტკივილი,ბევრი მხიარულება და ბევრი სითბო.ვიცი მტკივნეული ამასთან შეგუება მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ.ცრემლები უნდა მოვიწმინდოთ და ვიბრძოლოთ ჩვენი მშობლების ხსოვნისთვის.არ უნდა დავუშვათ რომ მტერი ბედნიერი იყოს,ჩვენი უბედურებით.ძალა უნდა ვილოვოთ საკუთარ თავში და ახალი ძალებით ვიბრძოლოთ.
-გეთანხმები ძამიკო,კარგია რომ შენც მაინც ხარ ცოცხალი.ძალიანიხარია რომ ჩემთან ხარ შენ და ყველა თქვენგანიაძლვთ ძალას რომ ვიბრძოლო,თქვენ რომ არა,შეიძლება მებრძოლა მაგრამ დავმარცხდებოდი.მადლობა თქვენ იმისთვის რომ არსებობთ.
-კარგი ეხლა სახლში შევიდეთ და დანარჩენს მივხედოთ,დროა ყველამ ახალი ცხროვრება დავიწყოთ,შევეგუოთ რომ ყოველდღე ბრძოლა მოგვიწევს ერთმანეთის დასაცავად.--დევიდი--
-მართალს ამბობს კატო დროა პირველი ნაბიჯი გადავდგათ ბრძოლისკენ.
თავს ძალა დავატანე და სახლში შევედით.ავეჯი და საერთოდ ყველაფერი იქ იყო.არაფერი შეცვლილი.
-იცით რა?თუ გვინდა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი ახალი გვჭირდება.
-ყოჩაღ ჯატო.უკვე მომწონს შენი შემართება.მაგრამ ვერავის ვენდობით.ყველა საეჭვო პირია.
-ხო ამ შემთხვევაში მართალი ხარ.მაშინ იყოა ის რაც არის,უ ბრალოდ ახალი ცხო რება ვისწავლოთ.
ყველაფერი მივალაგეთ.გოგონებმა სახლის დალაგება დავიწყეთ.ყველა ნივთი რაც გვქონდა ამოვალაგეთ.ყველაფერი მივალეგეთ,ღამის ორ საათამდე ვიმუშავეთ.ისეთი დაღლილები ვიყავით ვახშმისთვის არავის ეცალათ.წყალი გადავივლე და ლოგინში შევწექი.ანდრეა რა თქმა უნდა მის ოთახში არ გაჩერდა და ჩემთან მოვიდა.
-უკაცრავად მაგრამ მგონი ჩემს პურად ოთახში იჭრებით?
-კარგი ერთი.მაინც ერთად დავიძინებთ და რა აზრი აქვს.
-კარგი ჰო.
თავი გულზე დავადე და დავიძინე.ასე მშვიდად არასოდეს მძინებია.დილით ანდრეას კოცნამ გამაღვიძა.
-არ გათენებულა ჯერ.
-ვიცი,უბრალოდ მინდა დეივს სამაგიერო გადავუხადო.შენ კი სპეციალისტი ხარ ამ საქმეში.
-მომწონს ეგ გეგმა.
ჩავიცვით და ძირს ჩავედით.
-ეხლა რა უნდა ვქნათ?
-მმმ..ზუსტად!,ტაფები და ქვაბები აიღე და მომყევი.
კიბეზე ავედით,დეივის ოთახის კარები გავაღე და შიგნით შევედით.
-იცოდე შემდეგ სხვებთან გავდივართ.
-რა თქმა უნდა.
-მოემზადე..დავიწყოთ.
მალე მთელ სახლში ტაფების ხმა ისმოდა.ისეთი ხმა ქონდა თითქოს -ადექით მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.
-თქვენ სულ გააფრინეთ ხო?!
-არა,სიძე ბატონი,უბრალოდ ჭკუას გასწავლით.კატო,დანარჩენების რიგია.
მთელი სახლი ბრახუნის ხმამ მოიცვა.ყველა დაფეთებული გამოვარდა ოთახიდან.მე და ანდრემ მოვასწარით და ჩვენ ოთახში შევიკეტეთ.
-ვსო რა ეხლა მართლა დაგ*ვენძრევა ორივეს.
-ვითომ რატომ?შენი იდეა იყო.
-შენც მონაწილეობდი ასე რომ არავინ დაგვინდობს.საათ ნახევარი ოთახში ვიყავით გამოკეტილები.შემდეგ ძირს ჩავედით,ყველანი მაგიდასთან ისხდნენ და საუზმობდნენ.
-ეე,მაგიდას ორი თეფში აკლია.ალბათ დაგავიწყდათ.
-არაფერიც დაგვიწყებია.
-რატო?დაიკო მშიერი გამწირავ?
-კი,ღირსი ხართ ორივე.ადექით და თვითონ მოამზადეთ.
-შანსი არა,მე მომზადება არ ვიცი.
-კვერცხი მაინც შეწვი კატო.
-არ გირჩევ ძმაო.
-ვითომ რატომ.მაგასაც განახებ თუ არ შევწვავ.
-ანდრეა თუ ძმა ხარ არ გინდა.ჩემი დაა და ვიცნობ.
-ასეთს რას აკეთებს?
-გეგა გაფრთხილებ ხმა არ ამოიღო თორე გეფიცები გარეთ გაგსვამ.
-გავიზარდე გოგონი და ვეღარ მომერევი.
-ახლა მე მიპასუხე რატომ არ უნდა ვჭამო კატოს შემოქმედება?
-ერთხელ შეწვა 16 წლის ასაკში
კვერცხი.ერთადერთხელ და მთელი ოჯახი დაგვწამლა,ერთი კვირა მის გარდა საავადმყოფოში ვიწექით.რა ჯანდაბა შეურია შიგნით თვითონაც არ იცის.
-კატო ჩემი ცოლი რო გახდებოდი მშიერი უნდა მოგეკალი.
-დიდი ამბავი ეხლა.წახვიდოდი მაღაზიაში მზა საკვებს მოიტანდი.
-მე რომ სახლში გაკეთებული მიყვარს.
-ჰო აბა რა ზუსტად შენ გამო ვისწავლი საჭმლის კეთებას.
-დაიკო ხო ხედავ ვის ხელში ჩავარდი?შენ მაინც მაჭამე.
-არც გაბედო და საჭმელს ხელი არ მოკიდო.როგორიც ხარ ზუსტად შენნაირი იპოვე.აბრძანდით ეხლა ორივე გვრიტი და რაც გინდათ ის ქენით.
-დიახაც ვიზამ,მაინც მოვამზადებ რამეს.
-ვნახოთ.
რა ჯანდაბას ვაკეთებდი მე თვითონაც არ ვიცოდი.სალათის ფურცლები და კიდევ რა ბოსტნეულიც იყო ყველაფერი გამოვიყენე.დიდის ამბით მიყურებდნენ რას ვაკეთებდი.ნუ საბოლოოდ რაღაც გამომივიდა.იმედს ვიტოვებდი რომ გემრიელი ც მაინც იყო.ორ თეფშზე გავანაწილე,ანდრეა მაგიდას მოუსკუპდა ვითომ დიდი ნახელავი მქონებოდეს.პირველმა მე დავაგემოვნე,საზიზღარი,საძაგელი არ ვიცი უვარგის საჭმელს კიდევ რას ეძახიან აი ზუსტად ისეთი იყო.მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და მაინც გადავყლაპე,ამდრეამ რო შეხედა არაფერი მომივიდა თვითონაც გასინჯა,მას კი ჩემგან განსხვავებით დიდი რეაქცია ქონდა.
-გოგო საჭმელია თუ მარილი,რა ჯანდაბის გემო აქ?იცი მაინც რა გააკეთე?
გეგამ ფხუკუნი დაიწყო,სხვებმა კი სიცილი ატეხეს.
-დამცინეთ ხო დამცინეთ.წავვალ მე სახლიდან და ნახავთ მერე.
-აა ახლავე მივდივარ თავი უნდა მოვიკლა.-გეგა-
-დიდუ ჩემი სიკვდილი ახლა.რაიო რა თქვა მივდივაროო?სა ბაბუაჩემთან მიდის ერთი ძაან მაინტერესებს.-ვირთაგვა-
-ეს იმერული კილო სად ჯანდაბაში აიკიდე?
-იმერეთში.
-კატო,გეფიცები იარაღით რო დამადგეს თავზე და შემი ცოლად მოყვანა მაიძულონ,მოვკვდები და არ მოგიყვან.
-იქნება გეკითხა მე არ მიბდა შენი ცოლობა.
-ვსო,დღეს საქმეები გვაქვს.პირველ რიგში წესები შევადგინოთ.
-რა წესები?
-მოქცევის წესები.
პირველი: ყველა არმაინტერესებს გვიან დაწვა,ერთობა და თუ მუშაობდა,დილით ცხრისთვის ყველა ამდგარი იყავით.
მეორე: არ გავიგონო არცერთის უმიზეზო სიცილი.
მესამე:ერთმანეთს არ წაკბენთ.
შემდეგ: სახლიდან ვინმე ისე არ გავა რომ დაცვა არ გაყვეს.არ იცოდეს ოჯახის წევრმა მაინც.სახლში მოვდივართ ცხრა საათზე მაქსიმუმ ათზე.ვინც სალში იქნება ვარჯიშობს და საბრძოლო წვრთნას გადის.
-არის სერ.
-დღეს დაცვის ბიჭები მოვლიან,დაცვის სისტემას დაამონტაჟებენ.გეგა და კატო მათ სახლის ყოველ კუთხეს აჩვენებთ.
-გასაგებია.
-მაია შენ და მე ჩვენს სამსახურს მივხედავთ.
-ანდრეა შენ ამათი მეთაურობა გევალება.კესო შენს განკარგულებაში სამზარეულოა.სოფია შენ კატოსთან იქნები.
წასასვლელები წავიდნენ.მე და გეგა დავჯექით და ყოველი წერტილის აღნიშვნა დავიწყეთ ფურცელზე.გადავწყვიტეთ სათითაოდ შეგვემოწმებინა.მე და სოფია სარდაფში გაგვწესეს,დანარჩენები საიდუმლო გზას დაადგნენ.სარდაფში ბნელოდა,ნესტიანი და ჭუჭყიანი ჰაერი,სუქი ავანთეთ და თვალიერება დავიწყეთ.ყველაფერს ვნახულობდით,განსაკუთრებით კედლებს.ვერაფერი ვიპოვეთ,მე და სოფი მალე მოვრჩით.
-კატო ავიდეთ ზემოთ და ვუთხრათ რომ არაფერრია აქ.
-მოიცა რა.რაღაცეები დავათვალიროთ.
-მაინც რა.
-აქ ყუთებია,რომლებშიც ძველი ფოტოალბომები ინახება.
-როდინდელი?
-ჩემი ბებია-ბაბუის დროინდელი.
-ვა ძაან მაგარი.
-მოდი იმ კუთხიდან დავუწყოთ.
ათასი ხარახურა ვიპოვეთ,ჩემი და გეგას პირველი ველოსიპედები.ძველებური აკვანი,ძველი მაგიდები და კიდევ 12ბ
ბევრი რამ.ყუთები გავხსენით,ჩემი და გეგას ფოტოები ვიპოვეთ.მამიკოს და დედიკოს ქორწილის ფოტოებიც.ბევრი ლამაზი ფოტოები ვიპოვეთ.ძალიან გავერთეთ.ბევრიც ვიცინეთ.სოფია ყუთებს ხსნიდა და ფოტოებს ათვალიერებდა.მე დავასრულე და ახალი ყუთის ძებნა დავიწყე.კუთხეში განცალკევებით მდგარი ყუთი შევნიშნე.ყუთს წარწერა ქონდა "საუკეთესო საძმო" ,დაახლოებით მივხვდი რა იქნებოდა.მამაჩემის და მისი ძმადნაფიცების ფოტოები.გავხსენი,თავზე საერთო ფოტო იდო,მამაჩემი,ძია გიორგი და კიდევ ვიღაც კაცი,სახე მეცნობოდა მაგრამ ვერ ვიხსენებდი,თავი დავანებე ამაზე ფიქრს და სხვა ფოტოების ძებნა დავიწყე.ფოტოები არა მაგრამ რაღარ საბუთები ნამდვილად ვიპოვე.ფოტო ამოვატრიალე და ისე და დავდე.ბევრი საბუთი იყო.მათი წაკითხვა მინდოდა მაგრამ აქ არა.ყუთს ხელი დავავლე და ჩემს ოთახში წავედი.ბიჭებიკიდევ არ იყვნენ მოსულები,სოფიამ ცოტა ხანი კიდევ მინდა დარჩენაო და დავტოვე. ოთახში ავედი,ყუთი ბოლომდე ამოვატრიალე და ყველაფერი საწოლზე დავყარე.კარები და ფანკრები ჩავკეტე არ მინდოდა ვინმე თავს წამდგომოდა.საერთო ფოტო ჩემს კარადაში შევინახე.პირველი საბუთი გავხსენი.მამაჩემის სრული ბიოგრაფია იყო.დამაინტერესა და წავიკითხე. დავით ახვლედიანი დაბადებული 1974 წლის 12 ოქტომბერს.კიდევ ასეთი ბევრი უინტერესო რამ.ბოლო გვერდებზე კი საოცრებები ეწერა.პოლიციის მიერ გამოწერილი რამდენიმე ჯარიმა,საკმაოდ სოლიდური თანხით.აქვე რამდენიმე დაკავების ორდერი.რამმდენიმე საჩივარი.ორდერი გაცემული იყო მამაჩემის სახელზე,როგორც ნარკოდილერზე.შეუძლებელია მამაჩემი ნარკომოვაჭრე ვერ იქნებოდა.ის ყოველთვის ხალხს ეხმარებოდა და ნარკომოვაჭრეებს ებრძოდა.მისი სხვა სახელიც ნათანიელ კრუგერი ვნახე.არა მამაჩემი იმ კაცის მეგვარე ვერ იქნებოდა.
მიწყენილმა დავდე საბუთები,ახლა მეორე ვმახე,რომელსაც გიორგი ლომთაძე ეწერა.აქაც თითქმის იგივე რაც მამაჩემთან.მისი სახელი ჯონათან კრუგერი.
მესამე საბუთი წავიკითხე და შოკში ჩავვარდი ვინმე მალხაზ ვარდოსანიძე.ისეთივე ბიოგრაფია როგორც წინა ორს.თავიდან ვინმე უბრალო მეგონა მაგრამ სახელი რომ წავიკითხე გავითიშე.ვეღარ ვაზროვნენდი.სუნთქვაც კი მიჭირდა.მისი სახელი ჯონ კრუგერი.ამდენი წელი მამა და ბიძა მატყუებდა,ისინი მსხვილი ნარკოდილერები იყვნენ,უფრო კონკრეტულად როგორც თავიანთ თავს უწუდობდნენ მსოფლიოს საუკეთესო მაფიოზები.ტირილი მინდოდა მაგრ ცრემლი არ ჩამომდიოდა,მამა რომელიც მიყვარდა და პატივს ვცემდი მსოფლიო დონის დამნაშავე იყო.ახლა მივხვდი ჩემი და რასაც გულისხმობდა,მან იცოდა ბინ იყო მამაჩემი სინამდვილეში.მაგრამ კრუგერმა რატომ შეუწყო ხელი მარია მათ მოკვლაში თუ კი ერთ მხარეს იყვნენ?იქნებ ყველაფერი შეიცვალა?რაღაც მოხდა თორე ისე ერთმანეთს არ გადაემტერებოდნენ.საბუთები გვერდით გადავდე და სხვა საბუთები შევამოწმე.ერთ-ერთი გამომძიებლის საქმე იყო.უფროსწორად მის მიერ გამოძიებული საქმე.წაკითხვა დავიწყე გამომძიებელ-დეტექტივი ლადო კვიცარიძე აღწერდა ამ სამის დანაშაულს.მთელი საქმე გადავიკითხე,როგორც ჩანს ეს სამი უბრალოდ წევრები კი არა ნამდვილი ძმები იყვნენ.ბიოლოგიუტლრი ძმები.რომლებსაც ეს ადგილი მემკვიდრეობით ერგოთ.მათ საქმიანობას მარტო კარკოტიკები არ წარმოადგენდა,მათ შემოქონდათ და გაქონდათ იარაღი.დაქირავებულ მკვლელთა მთელი რაზმი ყავდათ.საკმაოდ გაწვრთნილი და სრაფი ხალხი ყავდათ.ზოგიერთი მათ დაუმარცებელსაც კი ეძახოდათ.სამივე სხვადასხვა ქვეყანაში იყვნენ,მამაჩემი -საქართველი,გიორგი-გერმანია და მალხაზი-ნორვეგია.სამი უნსხვიკესი ტრანზიტი ქვეყანა.თითოეულს მხოლოდ ერთი უნდა ემართა სამუდამოდ.გიორგი ჯერ კიდევ გერმანიაში იყო,სავარაუდოდ ჯონის მთავარი ადგილსამყოფელი ნორვეგიაა.იქ შეიძლება მისი ნახვა და პასუხის გება.მამაჩემი დამნაშავე იყო მაგრამ ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს.მითუმეტეს ძმისგან,მეგობრისგან და პარტნიორისგან.დედაჩემი რა შუაში იყო?ვერ ვხვდებოდი.ბოლო რაც დარჩა ეს წერილი იყო.კონვერტზე "კატიას" ეწერა.კონვერტი მთლიანად გავხიე.დაკეცილი ფურცელი და გასაღები გადმოვარდა.ძალიან პატარა გასაღები,ალბათ სეიფის იყო.ფურცელი გავშალე და წაკითხვა დავიწყე.
"ჩემო სიცოცხლე,კატია მე შენ ძალიან მიყვარხარ,მიუხედავად იმისა რომ ჩემი შვილი არა ხარ.მხოლოდ შენ ხარ ამომავალი ვარდკვლავი ჩემ ცხიმოვრებაში.მხოლოდ შენ ხარ სუფთა და გულიბრყვილი,შენი ძამიკოც ასეთია,მაგრამ შენ მაინც სხვა ხარ.ვიცი ამ წერილს თუ კითხულობ ე.ი ყველაფერი იცი.მე კი უკვე მკვდარი ვარ.ვიცი ალბათ ჩემზე ბევრ ცუდს იფიქრებ.ბევრჯერ ვცადე იმ დაწყევლილი საქმიდან გასვლა.თავიდანაც არ მინდოდა მაგრამ მე მემკვიდრე 12გ
ვიყავი.მამაჩემის სიტყვას ვერ გადავიდოდი.არცერთ ძმას არ გვქონია ჩვენი არჩევანი,მხოლოდ სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობდით.მას ვემორჩილებოდით.რომ ეთქვა ერთმანეთი დახოცეთო უნდა დაგვეხოცა.სამივე ძმა მაქსიმალურად ვცდილობდით რომ ყველაფერი კარგად გაგვეკეთებინა არ გვინდოდა ერთმანეთის განადგურება.მაფიის წევრი საბოლოოდ 18 წლის ასაკში გავხდი.მაშიმ დავიფიცე რომ ოჯახს არ ვუღალატებდი,მათ დავიცავდი და მათ ბინძურ საქმეებს გავაკეთებდი.თუ ფიცს დავარღვევდი მშვიდად შეხვდებოდი იმ სასჯელს რომელსაც მომოსჯიდნენ.რამოდენიმე წელი მათ ვემორჩილებოდი ერთ დღეს ქუჩაში ვსეირნობდი,ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მარტო სიარული,განსაკუთრებით ტყეში.დაცვას გამოვეპარე და ხალხში გავერია,ქუჩაში ვნახე ქალი რომელსაც შვილი ურტყამდა.საზოგადოება მის ირგვლილ იყო შეკრებილი მაგრამ არავინ ეშველებოდათ.ბიჭი კი უმოწყალოდ სცემდა დედას.იქვე მყოფ შემსწრეს ვკითხე თუ რატომ სცემდა.მან მითხრა რომ ბიჭი დიდი ხნის განმავლობაში ღებულებდა ნარკოტიკებს.ოჯახი სულ გააღატაკა.უნდოდა ის ბინა გაეყიდა რომელშიც ცხოვრობდა.დედამ პოლიცია გამოიძახა მაგრამ ვერაფერს გახდნენ.დედა ქუჩაში გამოვიდა და ხალხს დახმარებას თხოვდა.მისმა შვილმა კი დაიჭირა და სცემდა.როცა ვკითხე თუ რატომ არ ერეოდნენ უბრალოს გაიღიმეს და მორჩა.თითქოს მათ სიამოვნებდათ ამ სცენოს ყურება.მონდოდა დავხმარებოდი მაგრამ ვერ გავბედე.ისევ ჩემმა წესებმა შემიშალა ხელი.სახლში რომ მივიდე ამ ფაქტზე ვფიქრობდი.ვერ მოვისვენე,გადავწყვიტე ჩუმად მემოქმედა.პოლიციის ოფიცრებს ჩუმად ვაწვდიდი ბარიგების სახელებს.შემდეგ ეჭვი აიღეს და გავჩერდი.რამოდენიმე წელში დედაშენი შევერთე.მე ოჯახის გზა ავირჩიე.ასევე აირჩია გიორგიმაც.მაგრამ წესები ჩვენზე კვლავ ვრცელდებოდა.პოლიციასთან კავშირი არც შემდეგ შემიწყვეტია.ვიცოდი რომ ჯონი-მალხაზი სიმართლეს გაიგებდა.ჩემო გოგონა მე მზად სასჯელის მისაღებად.დაიმახსოვრე არ დასაჯო ადამიანი რომელიც ამას ჩაიდენს.მხოლოდ მისი დამკვეთი დასაჯე,ყველას აგებიე პასუხი.და ბოლოს ალბათ გაგიჩნდება კითხვა თუ რისია ეს პატარა გასაღები.სეიფის გასაღებია.სეიფში ყველაფერია რაც დაგჭირდება.აქ ვერ ვწერ სეიფის ადგილსამყოფელს.ჭკვიანო გოგო ხარ და მიაგნებ მას.ყველაფერი ჯონის შესახენ.კატია ერთხელ და სამუდამოდ გაანადგურე ის ცოდვის ბუდე.მხოლოდ შენ შიგიძლია ამის გაკეთება.მხოლოდ შენ გაქვს ის ძალა რითაც მათ დაამარცხებ.მინდა გთხოვო დაიცავა გეგა.მას არ მოკლავენ მაგრამ როგორც მემკვიდრეს მოაკითხავენ.არ დაუშვა ამ საქმეში გაერიოს.გთხოვ დაიცავი.
მიყვარხარ ჩემო გოგონა!"
ყელში ცრემლები ბურთივით მომაწვა მინდოდა მთელი ძალით მეტირა,მებღავლა,მაგრამ არა ასე ჩემს სისუსტეს გამოვლენ.ეს კი არ მაწყობს.ახლა ორჯერ ძლიერი უნდა ვიყო,უნდა შევძლო და უნდა ვიბრძოლო.მამას იმედს ვერასოდეს გავუცრუებ.ვერ შევძლებ არ შევასრულო პირობა.გასაღები ჯიბეში ჩავიდე.თავი ზემოთ ავწიე და მხოლოდ ახლა შევამჩნიე თუ როგორ დაღამებულა.კარებზე ბრახუნის ხმა ისმოდა,ანდრეას შეშლილი თან ახლდა.გამოვფხიზლდი და კარები გავაღე
-გოგო შენ სულ გააფრინე ხო?ამდენი ხანია ვაკაკუნებ და ხმას არ მცემ.
-ვერ გავიგე.
-რა ვერ გაუგე,ჩემი ხმა მთელ თბილისს ესმოდა.
-ხოდა შემოგემტვრია კარები.
-კიდე მე მიბრაზდები?
-შენ არა ანდრეა.მე ჩემს თავს ვუბრაზდები.მაინც ვერ შევიკავე თავი და რამდენიმე "კურცხალი" გადმომივარდა.ანდრეას ჩავეხუტე.
-მინდა ყველას გელაპარაკოთ.ჯონზე რაღაც გავარკვიე.
-აქ ოთახში?
-კი.
-კარგი ჩავიდეთ.
ძირს ჩავედით.სკვინჩა მოვარდა და ჩამეხუტა თითქოს შორს ვყოფილიყავი სადმე.ყველა მოსული იყო.დაცვაც,დაცვის რეჟიმიც კი დაუმონტაჟებიათ სახლში.
-მომისმინეთ ყველამ რაღაც უნდა ვთქვა.კრუგეეზე ახალი ინფორმაცია მაქვს და ის ნამდვილად გამოგვადგება.
-რა ინფორმაცია.
ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოვყევი,საბუთების,წერილის და გასაღების შესახებ.ჩემი ძმა გაკვირვებული მიყურებდა ისევე როგორც დეივი,არც მან იცოდა მამის საქმიანობა.ისიც შოკში.აქამდე ჩვენ მხოლოდ სანახევროდ ნათესავები ვიყავით ეხლა კი ნამდვილი ბიამძაშვილები.
-შეუძლებელი მამა ასეთი არ იქნებოდა.მე ის ყველაფერს მეუბნებოდა.
-მეც ასე ნეგონა მაგრამ შევცდი.ვწუხვარ თუ შენი იმედები დავამსხვრიე.
-არა უშავს,შენგან თუ არა სხვიაგან ხომ მაინც გავიგებდი?
-რა თქმა უნდა.
-იცი დაიკო რა ვერ გავიგე?რატომ არ უნდა მოვკლათ მარია?მაბ ხომ ყველაფერი წაგვართვა?
-ეს მისი სურვილი არ ყოფილა,ისიც ისევე ყავთ ტყვედ როგორც შენ ყავდით.ახლა კი ვხვდები რას გულისხმობდა მარია თავის სიყვებში.
-სიყვებში?!ის მხოლოდ ჩხუბობდა და იმუქრებოდა.
-მან ცალკე ყურში
12დ
ჩამჩურჩულა.
-მაინც რაო იმ გ ელისწიწილმა.
-"კრუგერი,ამ კაცზე ბევრი მოიძიე.ძალიან მიყვარხარ დაიკო!"
-უყვარხარ?შენ რა დამცინი?გაგვანადგურა,ცხოვრება წაგვართვა,მშობლები რომლებიც გვიყვარდა,არ აქვს მნიშვნელობა როგორები იყვნენ.ერთმანეთს დაგვაშორა და ახლა ამას ამბობს?ცინიზმია და მეტი არფერი.ჩემზე უფროსი ხარ,შენ უნდა ცნობდე კარგს და ცუდს და არა მე.მე უნდა მასწავლიდე და მარაგიბდე და არა პირიქით.
-მოუცა რას ამბობ ანუ არ ვენდო?სულ ცოტათი მაინც?
-საერთოდ არ უნდა ენდო.
-მართლა?!მაშინ შენ რატომ გენდე?ყველაზე მეტად შენ ვერ მიტანდი,გძულდი,ბავშვობიდან საშინლად მექცეოდი და მაინც გენდე.მას რატომ არ ვენდო?ის კაცთან ცხოვრობს რომლის ნათქვამ სიტყვასაც ვერ გადააბიჯებს.ის მხოლოდ მას ემორჩილები.
-ყოჩაღ დაიკო მადარებ მკვლელს,ქურდს,ნარკომანს და არ ვიცი კიდევ რა ვუწოდო.მე შევიცვალე,მივხვდი დანაშაულს და გამოვასწორე.ვერ გადააბიჯებს? ეს ხომ სასაცილოა?
-და რატომ არ შეიძლება ისიც შეიცვალოს?რატომ არ შეიძლება მანაც გამოისყიდოს დანაშაული?სასაცილო რა არის?ის რომ თავს ვერ აღწევს?
-შეუძლებელია ადამიანის გამოსწორება.მე ხომ დავიხსენი?მე ხომ წამოვედი?ხო ადგეს და წამოვიდეს.
-მაშინ გამოდის რომ შენ არ გამოსწორებულხარ,ისეთივე საშიში ხარ როგორც ადრე.შენთვის ადვილი სათქმელია,შენ არაფერს დაგიშავებენ სულელო,შენ მათი პრინცი ხარ,მათი მომავალი მეფე,მათ შენ ცოცხალი სჭირდები.შენ გამოგიშვეს.მარია კი ერთი უბრალო წევრი და მონაა,რომელსაც ფიცი აქვს დადებული და ვერ გადავა.თუ გადავა უნდა მოკვდეს.ის იმას აკეთებს რასაც ეტყვიან.მამაჩემმა იცოდა როგორი იყო მათნაირები,მარიას ადგილზე მყოფები.ამიტომ იცოდებდა მათ.და მე მას არ შევეხები.
-აქამდე შენს მხარეს ვიყავი,მაგრამ ახლა გეგას ვეთანხმები.ძალიან უცნაურია არა?წერილში ის წერია რაც მარიას აწყობს.ხაფანგში მიგვიმწყვდევს და ყველას დაგხვოცავს.დავიჯერო ეს გინდა?გინდა რომ ყველა დაკარგო?მგონი მართალი თქვა როცა თქვა რომ გსიამოვნებს როცა ოჯახის წევრებს გიკლავენ.ცუდად არ გამოგო მაგრამ არადწორად მსჯელობ.მაპატიე.
ვერ მოვითმინე და სახეში მაგრად დავარტყი,მეც მეტკინა,მაგრამ მისი ასეთი ლაპარაკი ვერ ავიტანე.ვერ ავიტანე მისი ჩემს ოჯახზე შეხება.ანდრეას შემდეგ ყველამ სათითაოდ გამკიცხა.სოფია იყო მხოლოდ ჩუმად და ხმას არ იღებდა.არ ვიცი თავს რატომ იკავებდა.შეიძლება რაიმრ ცუდის თქმა სურდა და თავი შეიკავა.ან სათქმელი არ ქონდა.ასეთ ხალხთან ვერ დავჩებოდი,გარეთაც არ გამიშვებდნენ.ავდექი და სარდაფში ჩავედი,კარი შიგნიდან ჩავკეტე,სინათლე ავანთე და იქ დავჯექი.სიბნელეს ვერ ვიტან.ვიჯექი და ყველაფერზე ვდიქრობდი.მიუხედავად ანდრეას ხვეწნა-მუდარისა ზემოთ არ ავედო.მარტო მინდოდა ყოფნა.მთელი ღამე გავატარე სარდაფში.ძილი არ მინდოდა,მაგრამ ჩამეძინა.დილით გავიღვიძე,თვალები მოვავლე ოთახს თითქოს რაღაცას ვეძებდი.ხოდა ვიპოვე,კედელზე პატარა აინათლე ურტყამდა.თავიდანვიფიქრე რომ მომეჩვენა,მაგრამ შყქი ჩავაქრე,სინათლე მაინც იყო.კვლავ ავამთე და იმ წერტილთან მივედი.პატარა ჭუჭრუტანა იყო.შიგნით გავიხედე რაღაცეებო ჩანდა მინდოდა უფრო მეტად დამენახა.ნაჯახი მოვძებნე და შიგნით შევედი.კიდევ ერთი პატარა ოთახი.ოთახში მაგიდა და ერთი საწოლი იდგა.მაგიდაზე ფურცლები ეყარა.რამდენიმე წავიკითხე და მამაჩემის წერილის პირვანდელ სახეს წარმოადგენდა.დანარჩენები აღარ წამიკითხავს.საბარუდოდ სეიფი აქ უნდა ყოფილიყო.ყველგან მოვძებნე საწოლიც კი ამოვატრიალე,მაგრამ ვერაფერი ვიპოვე.შესალოა სადმე კედელში იყოს.არ ვიცი.მაგიდის ფეხში დატნეულო ფურცელი დავინახე.მაგიდა გამოვწიე და ვნახე.ჩემი ნახატი,პატარა ეომ ვიყავი მაშინ დავუხატე მას.სადაც ფურცელი ავიღე იატაკი ამოწეული იყო.ქაჩვა დავიწყე,მაგრამ ვერ მოვერიე.ნაჯახი რო ჩამერტყა ვაიდა დამეზიანებია?!რამე სხვა საგანი მინდოდა.რაღაც. იპოვე და ამოვიღე.იქ კი საშუალო ზომის სეიფი იდო.მას ვერაფრით ამოვწევდი ვინმესთვის უნდა დამეძახებია,მაგრამ არა ისინი ხომ არაფერში მეთანხმებიან?!ვეწვალე მაგრამ ვერ ამოვიღე.ჯანდაბას,გადავლახე და სიამაყე და დაძახება გადავწყვიტე.დიდი წვალება არ დამჭიერნია,ანდრეას კარები ჩამოუმტვრევია და ქვემოთ იყო.
-კატო,ვინმეს ხომ არ ეძებ?
-გეგას.
-შემილია მე დაგეხმარო.
-მე გეგა მჭირსება და არა შენ.
-კარგი რა,რა დავაშავე ,უბრალოდ აზრი გამოვთქვი.ხოდა ერთ ადგილას შეიკვეხე.გეგაააა.
-კატო.
-არ გაბედო და ხელით შემეხო.
-მოიცა იქ რა სინათლეა?
-აქეთ გამოდი!შენი საქმე არ არის!
-საინტერესოა,კიდევ ერთი ოთახი.
-გამოდი.
ხელზე გაჩვა დავიწყე არ მონდოდა სეიფი ენახა.საზიზღარმა კი ხელი გამაშვებია,იმდენად 12ე
ვექაჩებოდი თავი ვეღარ შევიკავე და წავიქეცი.თავი მივარტყი,მაგრამ მძიმედ არა.გველი მაშინვე ჩემთან გაჩნდა.
-კარგად ხარ?ხო არ გტკივა?ისე ამხელა ქალი რამ წაგაქცია.მოდი აგაყენებ.
-ხელი გამიშვი,შენი დაცმარება არ მჭირდება.
-როგორც გინდოდეს.
ხელი გამიშვა და ისევ ძირს დავეცი.ზევით წავიდა,მე კიდე დახმარება მჭირდებოდა.
-გეგააა.
-არ არის გეგა სახლში ტყუილად ნუ წიკვინებ.
-დეივი?
-არც დეივი.
არადა გოგო ამას ვერ ამომაწევიებს.სხვა გზა მქონდა? არა.
-კარგი ანდრეა,მაინც შენ გაიმარჯვე.
-რატომ?
-შენი დახმარება მჭირდება,სეიფი უნდა ამომაღებიო.
-მხოლოდ ერთი პირობით.
-შენი დებილური პირობებისთვის ნამდვილად არ მცხელა.
-ხოდა შენ თვითონ ამოიღე მერე.
-რა პირობა გაქვს?
-ეს უკვე მომწონს.მაკოცე და დაგეხმარება.
-სხვა მთხოვე.
-არა?!
ხომ შეიძლებოდა სხვა ვარიანტი აერჩია?მაინცდამაინც ეს?მივედი და უცებ ვაკოცე.
-ეს კოცნა არ იყო.
-მეტის ღირსი არ ხარ.
-სადაა სეიფი?
-იატაკში.
ერთად ვექაჩეთ,ძალიან რთული აღმოჩნდა.თითქოს ქვემოთ რაღაც ექაჩებოდა და არ გვატანდა.საბოლოოდ გოგოებსაც დავიძახეთ და როგორც იქნა ამოვიღეთ.ქვემოთ კი უკუნი სიბნელე იყო,თითქოს ქვემოთ კიდევ იყო ოთახი.
-მგონი კიდევ ერთი ოთახია.
-ფარანი მოიტანეთ და ვნახოთ.რა ჯანდაბაა სახლის თუ ლაბირინთი ვერ გავიგე.ამ ოთახების შესახებ არაფერი იცოდით?
-საიდან უნდა მცოდნოდა?წინასწარმეტყველი კი არ ვარ.
-მოვიტანეთ,რამოდენიმე წამო იღეთ.
-ვნახოთ ქვემოთ რა არის.
ჯერ ჩავანათეთ,შემდეგ კი მე და ანდრეა ჩავძვერით.გასაღები და სეიფი მაიას დავუტოვეთ.ეს ოთახი არ იყო უფრო საცავს გავდა.ოთახში ირგვლივ მივანათეთ,დიდი რაოდენობით ნარკოტიკები,ძვირფასეულობა და ნაღდი ფული,სავარაუდოდ,გათეთრებული.ზემოთ ამოვედით.
-მაია პოლიცია უნდა გამოიძახო,შენ ვისაც ენდობი აქ დიდი რაოდენობით ნარკოტიკია.
-ახლავე.
-ანდრეა სეიფი უნდა გავიტანოთ.
-ეს სამხილია.
-მომისმინე ვიცი რაც არის მაგრამ ეს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თქვენთვის.გასაღები მომეცი.
-როგორც გინდოდეს.
სეიფი ჩემს ოთახში ავატანიე.
-უნდა გავხსნა.
გავხსენი შიგნით საბუთები,რუკები და პატარა ყუთი იდო.
მაშინვე გამოვიღეთ ყველაფერი და წაკითხვა დავიწყეთ.
საბუთები კრუგერების ოკახის მიერ გადატანილი ნარკოტიკების რაოდენობას და დროს აღნიშნავდა.აქვე იყო იმ ადამიანთა ჩამონათვალი ვინც მათ უნდა დაეხოცათ.ყუთში უბრალო კულონი იდო ზუსტად ისეთი როგორიც მე მქონდა.მასზე კი ჩემი ძმის სახელი იყო ამოკაწრული.კიდევ ერთი საბუთი იყო რომელიც ჩვენთვის დავიტოვეთ,პოლიციისთვის არ მიგვიცია.ყველაფერი რაც ვნახეთ წაოღეს.ჩვენი დაჟინებული თხოვნით დაკითხვა ადგილზევე გაიმართა.როგორც იქნა წავიდნენ.საღამოს გეგა და დეივიც მოვიდნენ.მე და ანდრეამ გადავწყვიტეთ საბუთის შესახებ გვეთქვა.მანამდე ყველაფერი მოვუყევით რაც ვნახეთ.
-რაღაც უნდა ვთქვათ.
-ყველაფერი ითქვა მგონი.
-ჯერ არა.
-რას მალავთ თქვენ ორი.
-სეიფიდან ერთი საბუთი მათთვის არ მიგვიცია.
-რა საბუთი.
-კრუგერის ადგილასამყოფელის და ტრანზიტების ახალი სია.
-ტრანზიტის სია მიეცით თქვენ უკვე.
-ის ძველი იყო.ესენი კი ახლებია.უკანასკნელი 1 წლის.
-თქვენ რა სულ გააფრინეთ ხო,რატომ არ მიეცით პოლიციას.
-მაია გაჩერდი ისინი სწორად მოქცნენ.შეასალოა ვინმე ყავდეთ მოსყიდული.
-სიტუაციას მე ვაკონტროლებ ასე რომ..
-მერე რა რახან შენ აკონტროლებ ეს იმას არ ნიშნავს რომ თანხას არ აიღებენ.
-როგორც გინდოდეთ.
-დრივ იქნებ დროა პასუხი ვაგებიოთ.
-ჯერ არა.თქვენ სამმა იარაღის სროლაც კი არ იცით.თან საკმარისი სამხილები გვჭირდება.ხვალიდან მომზადებას დაიწყებთ.ჩვენი ერთ-ერთი დაცვა გაგწვრთნით.გეგა მათი ადგილსამყოფელის და თავდამსხმელების იმიტაციას შექმნის.
-გასაგებია.
ვივახშმეთ და დავიძინეთ.ანდრეამ ისევ ჩემთან ძილი გადაწყვიტა.
-უკაცრავად მაგრამ ზედმეტები ხო არ მოგდის?
-არა.
-დამაძინე ეხლა.
-არა.
-რას ქვია არა.
-სალაპარაკო გვაქვს.
-შუაღამით?
-დილით ჩვენ არ გვცალია და.
-კარგი მიდი გისმენ.
-აწი დრო დიდად არ გვექნება.სულ ვარჯიშს და შენი დის დევნას უნდა დავუთმოთ.თან ისიც არ ვიცით ამ ომში რა მოხდება შეილება რომელიმე მოკვდეს კიდეც.
-ნუ ბოდიალობა რაღაცეებს.არავინ არ მოკვდება.დამაძინე ეხლა.
-არ დამისრულებია ადამიანო.
-რა დავაშავე ღმერთი ასეთი ეს ხისთავიანი რო შემხვდა.
-ვაგრძელებ და მომისმინე.კარგს იზამ ჩემკენ თუ გადმობრუნდები.ასე ჯობია.ე.ი ორივეს გვიყვარს ერთმანეთი,კი მართალი ვკბენთ ერთმანეთს მაგრამ მაინც გვიყვარს.იქედან გომდინარე რომ ვიცი შენი ხასიათი ომს რო დავასრულწბთ შეილება აღარ მოგინდეს ჩემზე დაქორწინება.ამიტომ ვფიქრობ კარგი იქნება ჩვენს
12ვ
სიყვარულს ოფიციალურ სახეს მივცემთ.ბოლო ბოლო ქურდივით მაინც აღარ მოიწევს გადმოპარვა შენს ოთახში.მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე.თუ დრო იქნება ჩემი შვილების დედა.უნდა გკითხო მაინც,ცოლად გამომყვები?
-რავიცი ეხლა,შენს ლაპარაკს რო დავუგდე ყური ნამდვილად არ მინდა შენნაირი ჩლუნგი შვილები მყავდეს.თან მერე უფრო მეტად მომშლი ნერვებზე და უფრო მეტად მომიწევს შენი დაცვა.მაგრამ გეთანხმები რომ მიყვარხარ და მერე დრო არ გვექნება,რაც არ უნდა იყო ჩლუნგი შვილები მყავდეს მირჩევნია ვიდრე ნორმალური და სხვისგან.ასე რომ თანახმა ვარ.
მთელი ძალით ჩავეხუტე.ბედნიერი ნამდვილად ვიყავი და ეს მომწონდა კიდეც. ჩახუტებულებს ჩაგვეძინა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი nia

dzaan kaia mara male gaarkvian yvelaferi ra

 



№2 წევრი Farvana

nia
dzaan kaia mara male gaarkvian yvelaferi ra


მალე გაარკვევენ

 



№3 სტუმარი სტუმარი მარიკო

გთხოვ მალე არ დაასრულო რა ამ მოთხრობის კითხვა ძალიან დიდიად მიხარია და გთხოვ ესეთი დიდი თავები დადე❤❤❤

 



№4 წევრი Farvana

კა
სტუმარი მარიკო
გთხოვ მალე არ დაასრულო რა ამ მოთხრობის კითხვა ძალიან დიდიად მიხარია და გთხოვ ესეთი დიდი თავები დადე❤❤❤



კარგი დიდ თავებს დავდებ მაგრამ როდის დასრულდება ეგ არ ვიცი

 



№5  offline მოდერი ჰაიკო

თაკო კარგია.მაგრამ ზოგი სიტყვა შეცდომით გაქვს,მაგალითად "სამხედრო ჩესტი" არა, მაგას მხედრული სალამი ჰქვია. დომებოდა არა,ნდომებოდა. სასვენი ნიშნები გაკლია.საერთო ჯამში კარგია.აზრი კარგია.მოცულობა კარგია.მოკლედ სიტყვების მართლწერას ცოტა მეტი ყურადღება მიაქციე და სულ ესაა.წარმატებები,არ გეწყინოს კრიტიკა.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№6 წევრი Farvana

არ მწყინს უბრალოდ ტელეთი ვწერ.რო მგონია გავასწორე მანდ მაქ შეცდომა.მეც ნერვები მეშლება თავიდან რო ვკითხულობ

 



№7  offline მოდერი ჰაიკო

tako.izek
არ მწყინს უბრალოდ ტელეთი ვწერ.რო მგონია გავასწორე მანდ მაქ შეცდომა.მეც ნერვები მეშლება თავიდან რო ვკითხულობ

არაუშავს,მეც ტელეთი ვწერ ხოლმე.მაგრამ მაიმც გადაავლე ხოლმე ორჯერ-სამჯერ თვალი სანამ ატვირთავ.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№8 წევრი Farvana

ჰაიკო
tako.izek
არ მწყინს უბრალოდ ტელეთი ვწერ.რო მგონია გავასწორე მანდ მაქ შეცდომა.მეც ნერვები მეშლება თავიდან რო ვკითხულობ

არაუშავს,მეც ტელეთი ვწერ ხოლმე.მაგრამ მაიმც გადაავლე ხოლმე ორჯერ-სამჯერ თვალი სანამ ატვირთავ.


აწი გავითვალისწინებ.მასლობა შენიშვნისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent