05:15 (3) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

05:15 (3)


31-07-2018, 22:52
ავტორი tasusuna
ნანახია 276

05:15 (3)

-ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო...
მანამ,სანამ ლუკა და,მისი მშობლები აქ გადმოვიდოდნენ საცხოვრებლად..
დაახლოებით,30-35 წლის წინ..
ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი,ჩვენს მეზობლად ერთი ოჯახი რომ გადმოვიდა..
რომ
შეხედავდი,გულს უხაროდა..
ლამაზები,ზრდილობიანები,მშვიდები იყვნენ..
მეზობლები კარგად შევეწყვეთ,
ზედმეტადაც კი..
ჩემს ოჯახში მიღებული სტუმრები იყვნენ ,განსაკუთრებით კი,
მაკა..
კარგი მოსაუბრე,საინტერესო,განათლებული პიროვნებაიყო.
ჩემი ასაკის იყო და,კარგად ვუგებდით ერთმანეთს..
უკვე ახლო მეგობრად მიმაჩნდა,
ყველაფერს ვუზიარებდი და,
მის მოცემულ რჩევა-დარიგებას ყოველთვის ვითვალისწინებდი..
მაგრამ,დროის გასვლის შემდეგ,
ჩემს მეუღლეს ვატყობდი,რომ მაკას სტუმრობა არ სიამოვნებდა..
დავინტერესდი,ჩავეკითხე,
მისგან კი მხოლოდ ერთადერთ სიტყვას ვისმენდი,
რომ ჩამოვშორებოდი მას..
მაშინ არ მესმოდა,მაგრამ,სიფრთხილეს კი ვიჩენდი.
დავუკვირდი და,გაანალიზება დავიწყე მისი ქმედებების..
ყოველთვის,როცა სახლში შემოვიპატიშებდი,
იმწუთიდან ყოველი კუთხის თვალიერებას იწყებდა..
თითქოს რაღაცას ან,ვიღაცას ეძებდა..
ეს მანამდე არასდროს შემიმჩნევია,იმ დღის შემდეგ კი,ყოველთვის გაფაციცებით ვაკვირდებოდი..
როდესაც ოთახში წამით მარტო ვტოვებდი,
შემოსვლისას გამუდმებით წიგნების თაროსთან მხვდებოდა,
წიგნით ხელშიი..
3/4 ჯერ ვათხოვე კიდეც..
იმ ავადსახსენებელ დღემდე,
ერთი კვირით ადრე,
ჰიუგოს-საბრალონი მთხოვა და,უყოყმანოდ გავატანე..
ერთი კვირის თავს კი,
შემზარავი კივილი მაღვიძებს,
გამთენიისხანს.
კივილს მამაკაცის განწირული ღრიალიც სდევდა..
გული ამომიჯდა,
სასწრაფოდ გავაღვიძე ჩემი მეუღლე და,
რამოდენიმე მეზობლის თანხლებით,
ხმას გავყევით.
თითქოს გული მიგრძნობდაო..
ვხვდებოდი,
ჯოჯოხეთური ხმა მაკამდე რომ მიმიყვანდა და,
არც შევმცდარვარ.
როგორც კი კარს გავუსწორდით,
სხეულის სისუსტე ვიგრძენი..
გიორგის,ჩემს მეუღლეს,გაფითრებულმა გავხედე.
5 თუ 6 კაცი გახევებულები ვიდექით..
შესვლა ვერ გაგვებედა..
იქ,შიგნით,ვხვდებოდით,ჯოჯოხეთი რომ ტრიალებდა და,
მის შესაჩერებლად გამბედაობას ვერავინ ვიკრეფდით..
მეშინოდა,
მთელი სხეული გაუსაძლისად მტკიოდა,
კანი მეწვოდა..
შეშლილი სახით ვიდექი და,
არაადამიანურ კივილს ვისმენდი..
ვეღარ გავუძელო..
ძალამოცემული უცებ ვეცი კარს და,
ჩემდაგასაკვირად,
ღია აღმოჩნდა.
ინერციით შეღებულ კარებში წავიქეცი..
შიშისგან გული გამალებით მიცემდა,
უკნიდან გიორგის ყვირილი გავიგონე..
სიტყვები კი,ვერ გავარჩიე..
რომ წამოვდექი,მხოლოდ მაშინ ვიგრძენი სისველე..
თეთრი,მუხლამდე კაბა მეცვა,რომელიც მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი.
ემოციებისგან მთელი ხმით დავიკივლე და,
გიორგისკენ შევბრუნდი,
რომელიც შეშლილი სახით მიყურებდა..
შემოსასვლელად ნაბიჯი გადმოდგა,
მაგრამ,
კარები ისეთი სიძლიერით მიეხეთქა ჩარჩოს,
რომ კარადაზე შემოდებული ბროლის ფინჯანი ნამსხვრევებად იქცა..
შიშიგან ენა წამერთვა,
სიტყვავერ დავძარი..
გულგახეთქილი შევბრუნდი და,
ჩემ
პირდაპირ,სამზარეულოდან გამოსული მკრთალი შუქის ფონზე,
კედელზე აკრული უსულო სხეული დავლანდე..
მკვლელს მისთვის მრავლობითი ჭრილობა მიეყენებიდა და,
სამზარეულოს დანებით კედელზე აეკრა..
შემზარავი სურათი იყო..
ენაჩავარდნილი წუთზე მეტ ხანს ვუყურებდი კაცის სისხლისგან დაცლილ სხეულს..
გაფაჩუნებამ და,
ფანჯრის გაღების ხმამ გამომაფხიზლა აგონიიდან..
სამზარეულოში ქალის სუსტმა
სხეულმა წამიერად გაირბინა..
მკრთალი განათების ფონზე ძლივს გავარჩიე მასში მაკა..
ძალამოცემულმა უცებ დავედევნე მას,
მაგრამ,
დავაგვიანე.
როცა სამზარეულოში სიმწრით შევვარდი,
ის უკვე ფანჯრის რაფაზე იდგა და,
სანამ რეაგირებას კოვახდენდი,
დამასწრო და, გადახტა..
გასაოცარი კი ის იყო,
როცა ფანჯრიდან გადავიხედე,
რომ მისი სხეულისთვის შემეხედა,
იქ,
ქვევით,
ასფალტზე
არათუ ქალი,
არამედ ვერცერთი სულიერი ვერ დავლანდე..
გაოგნებისგან და,
განცდილი შიშისგან
იქვე ჩავიკეცე..
ვერც ის გავიგე,როგორ შემოანგრიეს ჩარაზული კარები..
ვერც ის,თუ როგორ გამიყვანა ოთახიდან გიორგიმ,
იმ დღის შემდეგ,
სრული კვირა აგონიაში ვიყავი..
მაღალი სიცხით ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი..
არც არავის ეგონა,რომ გადავრჩებოდი,მაგრამ,ღმერთმა არ გამწირა..
თუმცაკი,სიკვდილს ვნატრობდი..
ნახულმა შიშმა კიდევ დიდგანს გასტანა..
ფაქტის ამოხსნა კი,ვერავინ შეძლო..
ამ დღის შემდეგ,
სახლი 10 წლით გამოიკეტა..
10 წლის შემდეგ კი,
კორპუსს ახალი ოჯახი ეწვია..
პატარა,ხუჭუჭთმიანი ბიჭით,
სახელად ლუკა,
გვარით-ხატისკაცი..-
მოხუცმა თხრობა დაასრულა,წყალი ხარბად მოსვა და,
ცრემლებად დაღარული სახე ხელის გულით ჩამოიწმინდა..
სულგანაბული,
შოკირებული,
ენაწართმეული ვუსმენდი ის აღსარებას და,
ხმასაც ვერ ვძრავდი..
მოსმენილმა სრულიად მომიცვა..
სხეულს დავლილი კანკალი ტკივილში გადამზრდოდა..
ხელები სისხლის ჩაქცევამდე მომეჭირა მკლავებისთვის და,
გაფართოებული თვალებით ვაკვირდებოდი ჩემ წინ მჯდომს..
-შემდეგ?-ძალიან შორიდან,ძლივს გასაგონად ამოვუშვი ბგერები...-შემდეგ რა მოხდა??
-წყნარი,მშვიდი,ხუჭუჭა,ოქროსთმიანი ბავშვი იყო ლუკა..
ისეთი შვილი,ნებისმიერი დედა რომ ინატრებდა..
მენუფალმა არ მაჩუქა ჩემი საკუთარი,ამიტომ,
განსაკუთწბულად ვუდგებოდი მას..
თითქოს,მასში,ჩემს არ გაჩენილ შვილს ვხედავდი..
მისი მშობლები არაჩვეულებრივი ხალხი იყო..
მაგრამ,მათთან კონტაკტს მაინც ვერიდებოდი..
უკვე შიში მქონდა ყველაფრის...
იმ დაწყევლილ ბინაში არ მსურდა ვინმეს ეცხოვრა და,
ლუკაც მენანებოდა იქ გასაჩერებლად..
ისიც,არც კი ვიცი რატომ,მოკედლებული იყო ჩემზე და,
დღის უმეტეს ნაწილს აქ ატარებდა...
მისი დედ-მამა მუშაობდნენ და,
მხოლოს საღამოს თუ მოიკითხავდნენ ლუკას,თუმცა,ამას საყვედურით არ ვამბობ,გაჭირვების პერიოდში მათი ელემენტარული ნამუშევარი ლუკას ლუკმა-პური იყო..
თვალსა და ხელშუა იზრდებოდა..
მისი შემხედვარე თითქოს ჩრდილს ეფარებოდა ჩემი მტკივნეული წარსული..
19 წლამდე მასში ვერანაირ ცვლილებას ვატყობდი..
ჩვეულებრივი მოზარდი იყო,
უნივერსიტეტში წარმატებით ჩააბარა და,
წარჩინებით სწავლობდა..
თითქოს არც არაფერი,
მდორედ მიედინებოდა ცხოვრება..
ყოველთვის იცოდა შემოვლა,მოკითხვა,
დღე არ გავიდოდა
ხუთი წუთით მაინც რომ არ გვსტუმრებოდა..
მისი 20 წლის იუბილე იყო..
ბევრი ხვეწნის შემდეგ,გავბედე და,
ავედი მათთან სახლში..
როგორც კი ზღურბლს გადავაბიჯე,
თავი შეუძლოდ ვიგრძენი..
ვცდილობდი ცუდად ყოფნა არ შემეჩნია,
მაგრამ,
თითოეული კუთხის დანახვისას,
გული თითქოს მესერებოდა..
საათის შემდეგ გადავლახე შიში და ფორიაქი,
მაგრამ,
მოსვენებას მაინც ვერ ვპოულობდი..
ადგილზე ვერ ვჩერდებოდი,
მხოლოდ სახლიდანგასვლისას შევამჩნიე,ბროლის ფინჯანი იდო სუფრაზე..
ზუსტად ის,
წლების წინ რომ დაიმსხვრა...
ერთი სიკვდილი გავათავე სახლში ჩასვლამდე..
იმის წარმოდგენაც კი მზარავდა,რომ
შეიძლება ლუკას რამე დამართნოდა.
გიორგის გავუმხილე ,მაგრამ,არ დაიჯერა.
იმის შემდეგ,სულ ვაკვირდებოდი..
თითქოს ის ბროლი იყო ანდამანტივით რომ იზიდავდა უბედურებას..
თითქოს ის იყო ყველაფრის საწყისი..
მერე,ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდა..
კვირა გადიოდა,არც კი გვიკითხავდა,არავის..
დედამისი ღელავდა,შველას მთხვდა,მაგრამ,ვერ მოვიხელთესანახავად..
სულ ცუდ წრეშიიყო,
გუმანით ვგრძნობდი,უბედურება რომ გვიახლოვდებოდა..
მოსვენება სულ დავკარგე..
პასუხებს ვეძებდი,მაგრამ,არსად არაფერი იყო..
ხელმოსაჭიდი არაფერი მქონდა..
ზამთრის პერიოდი იყო,
ყველაფერი ზუსტად რომ განმეორდა..
გამთენიისხანს,სარღაც ექვსის 10-15 წუთისგანმავლობაში,
ქალის არაადამიანური კივილი გავიგონეთ.
ვცადე,მაგრამ,ლოგინიდან ვერც კი წამოვდექი..
სიმწრისგან ხელები დავიკაწრე,თითქოს,
მივეყინე საწოლს..
გულგამსკდარმა კივილით ავიკლე მთელი სადარბაზო,
შველას ვითხოვდი,რომ ვინმეს წამოვეყენებინე,
გიორგი მაიმცდამაინც იმ დღესმორე იყო სამსახურში...
გული გასკდომას მქონდა,
ვისმენდი ხალხის შეშფოთებულხმებს და,ვერაფერს ვაკეთებდი.
ათიწუთის შემდეგ,ჩემი ყურადღება ფანჯარასთან გამკრთალმა ლანდმა მიიბყრო...
წამი იყო ზმანება,მაგრამ,მასში იმ დაწყევლილი ქალის სახე მაინც გავარჩიე..
მხოლოდ ამის შემდეგ შევძელი წამოვმდგარიყავი..
სული დამელია,სანამ ზევითავიდოდი.
შეკრებილი ხალხიდან ერთიც კი არ იყო უსულო სხეულთან მიახლოებული.
გული მომიკვდა...
მარტოდმარტოიწვა,სისხლის გუბეში...
დედ-მამა შორიახლოს,დაჩოქილები ტიროდნენ,მასთან მისვლაკი ვერ გაებედათ...
სახეზე შიში ჰქონდა შემხმარი...
მთლიანად დაღაროდა ლამაზი ნაკვთები...
ადამიანისმიყენებული ჭრილობა თითქოსარ იყო,მაგრამ,
როგორც კი ჩავიმუხლე,
მის ზურგზე ნაკუწებად დამსხვრეული ბროლის კრისტალები იყო...
ეს ყველაფერი ორი წლის წინ მოხდა..
გამთენიისხანს..
მას შემდეგ,დღე არ გასულა,რომ
მისთვის არ მელოცოს,მაგრამ,შენმა დანახვამ დამარწმუნა,რომ
მე ვერაფერს ვშველი,
მისი სული კვლავ ჯოჯოხეთშია....
ქალმა თხრობა დაასრულა,
მე კი,
გაშეშებული,
დაბნეული და,
კიდევ უფრო დაკარგული
ვიჯექიის წინაშე..
-გუშინ,ბროლის ფინჯანი გატყდა...ჩემთან,სახლში..
-ძლივს ამოვიძახე,ქალის აშლილმა სახემ დამზაფრა,სუნთქვა შემეკრა.
-ეს ცუდის მომასწავებელია,ნაინა,ფრთხილად იყავი!-კანკალით მომიგო..
-ვგრძნობ,რომ უნდა დავეხმარო,მაგრამ,არ ვიცი როგორ..-ჩაფიქრებულმა ავხედე და,მზერა ოთახს მოვავლე.
წამოვდექი..
-არ ვიცი რატომ,მაგრამ მგონია,რომ წიგნებს რაღაც აკავშირებს ამ ყველაფერთან...-თაროებს მივუახლოვდი და,ენციკლობედიებს ხელი გადავუსვი.
-ჰიუგოს გარდა,რომელი წიგნი წაიღო? -მოხუცს მივუბრუნდი და,ინტერესით ჩავაკვირდი.
ქალი წამოდგა,წიგნებს თვალი გადაავლო და,სქელყდიანი,გაცრეცილი "და ვინჩის კოდი" მომაწოდა.
წიგნს გარეგნულად არაფერი განსაკუთრებული არ ეტყობოდა..
თითქოს ყველაფერი წესრიგშიც იყო,
მაგრამ,
გადავშალე თუარა,
ოთახი მყრალი სუნით აივსო..
სწრაფად ვმოქმედებდი..
ყოველ ფურცელს სათითაოდ ვამოწმებდი,
ვგრძნობდი,რომ რაღაციმალებოდა შიგნით,
ის,რაც გასაღები იქნებოდა ყველაფრის..
არც შევმცდარვარ..
ფურცლებს შორის,
კიდევ ერთი ქაღალდის ნაგლეჯი ვიპოვე,
რომელსაც უცნობი სახელი და გვარი ეწერა..
გაოცებულმა ნაწეერი მოხუცებულს გადავაწოდე,
წამში შევატყვე,როგორ შეეცვალა გამომეტყველება....
ფერი დაკარგადა ,აკანკალებული კიდურებით დამეყრდნო.
-ეს..
ეს ხომ მაკას მეუღლეა..
ეს მისი სახელია.
-თუ ასეა,მაშინ "საბრალონი"-ც უნდა ვიპოვოთ..
მასში ალბათ ლუკას სახელია,
თუ წიგნს ვიპოვით,ლუკაც გათავისუფლდება..
-ახალი აღმოჩენით გახარებულმა წიგნი სასწრაფოდ დავხურე და სახლი დაუმშვიდობებლად დავტოვე..
თითქოს სიხალისე შემძინა,სხეულში უზღვავი ენერგია მომაწვა..
თუ სწორი ვიყავი,
ეს დაგვეხმარებოდა ორივეს,რომ ცხოვრება გაგვერგრძელებიდა..
მე დედამიწაზე,მას კი,
ჩვენგან შორს..
______
გილოცავთ,საიტის სრულფასოვან დაბრუნებას!!!
აბა,რას ფიქრობთ,მოგწონთ??
ძალიან მიხარიხართ <3
მიყვარხართ და,ყველაფერს მირჩევნიხართ..
ველი შეფასებებს..
თქვენი:ანასტასიაскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ბელუ შეროზია

სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი!
ომგ :დ
ასეთი ემოციები მხოლოდ მარიამ ნატროშვილის ისტორიებს და "ჰაიკოს -წყურვილს" მოაქვს!
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჰორორს მაინც სულ სხვა ხიბლი აქვს :)
შენ რათქმაუნდა კარრგი ხარ, მაგრამ თავები გაზარდე ))
გელოდები <3

 



№2 წევრი tasusuna

ბელუ შეროზია
სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი!
ომგ :დ
ასეთი ემოციები მხოლოდ მარიამ ნატროშვილის ისტორიებს და "ჰაიკოს -წყურვილს" მოაქვს!
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჰორორს მაინც სულ სხვა ხიბლი აქვს :)
შენ რათქმაუნდა კარრგი ხარ, მაგრამ თავები გაზარდე ))
გელოდები <3

ბელუ,მეტს ვერ ვშვები :(
შევეცდები შემდეგში უფრობვრცელი იყოს..
მადლობა რომ მგწონს და კითხულობ ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



№3 სტუმარი eli

კითხვისას ვცახცახებ,არ ვიცი რატომ.ძალიან მაგარია,იმედია,შემდეგი მალე იქნება.

 



№4 წევრი tasusuna

eli
კითხვისას ვცახცახებ,არ ვიცი რატომ.ძალიან მაგარია,იმედია,შემდეგი მალე იქნება.

ხვალ საღამოს საათებში უკვე იქნება შემდეგი,მადლობა ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



№5  offline წევრი უცნაური მე

უმაგრესია ყოჩაღ ტასო.

ისე არ მეგონა ლუკა მკვდარი თუ იქნებოდა :( მაინც.. ვნახოთ აბა რა მოხდება, მაინტერესებს ძალიან.

 



№6 წევრი tasusuna

უცნაური მე
უმაგრესია ყოჩაღ ტასო.

ისე არ მეგონა ლუკა მკვდარი თუ იქნებოდა :( მაინც.. ვნახოთ აბა რა მოხდება, მაინტერესებს ძალიან.

უცნაურო გოგოც,მადლობა ❤️❤️❤️

 



№7 სტუმარი სტუმარი Natka

Wina tavs ar gaagrzeleb?

 



№8 წევრი tasusuna

სტუმარი Natka
Wina tavs ar gaagrzeleb?

თუ წიმა ისტორიას გულისხმობთ,დამტენი გამიფუჭდა ნოუთბუქის და,სამწუხაროდ ვერ ვდებ.
ამ დღეებში გავაკეთებ და,ისტორიასაც ავტვირთავ

 



№9  offline წევრი londoni

rodis dadeb axals?))

 



№10 წევრი tasusuna

londoni
rodis dadeb axals?))

უკვე დავდე,დაარედაქტირებენ და შწგეძლებათ სრულად წაიკითხოთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent