ფსიქოპატების დედოფალი (თავი 2) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქოპატების დედოფალი (თავი 2)


31-07-2018, 22:56
ნანახია 177

ფსიქოპატების დედოფალი (თავი 2)

წინა თავში:
-ანკა...-გავიგე ჩემი სახელი და უკან გავიხედე საიდანნაც ბგერები მოდიოდა. უკან მიხედილს კი, ის დამხვდა რაზეც ვერასდროს ვიფიქრებდი. გაშეშებული ვიდექი და ვუყურებდი, ვერ ვხვდებოდი წარმოსახვა იყო თუ სინამდვილე. მხოლოდ ვუყურებდი . პარალიზებული გავხდი. ვერ ვმოძრაობდი .მინდოდა იქაურობას მოვშორებოდი,გავქცეულიყავი, მაგრამ ამას ვერ ვაკეთებდი. ღმერთო ჩემო ნუთუ ეს სინამდვილეა?!

-გამარჯობა ანკა, როგგორ ხარ?-ცუდად ვარ, აღარ შემიძლია .შავ თვალებში ვიყურები და მათში ვიკარგები.-კარგად ხარ? -ის მიახლოვდება და ხელს მკიდებს...მისი ცივი ხელები ცოტა არ იყოს მსიამოვნებს.ბოლოს ხმის იოგები მიბრუნდება და ლაპარაკის უნარი მეძლევა.
-აქ რას აკეთებ?
-კარგი რა ანკა,არ მეტყვი მიხარია შენი ნახვა და...
-არა. ა ქ რ ა ს ა კ ე თ ე ბ?-ვაწყვეტინებ და კითხვას ვუმეორებ ამჯერად დამარცვლით.
-ძმაკაცთან ვრჩები,ხუთი თვით.მომენატრე.
-მოგენატრე?
-კიი ანკა მომენატრე. რაც წამოხვედი,იმ ღამიდან შენზე ვფიქრობ.
-იმ ღამეს შენ გადაწყვეტილება მიიღე!
-მაგრამ მალევე მივხვდი რომ შევცდი.
-.-ხმას ავუწიე და იოგები დამეჭიმა. გული ამიჩქარდა, ცრემლები ჩამისრიალდა ლოყაზე...
-ანკა კარგგად ხარ?-მესმის ლუკას ხმა და შვებას ვგრძნობ.
-ლუკა...-ვეხუტები მას და თავს დაცულად ვგრძნობ.
-დემეტრე აქ რას აკეთებ? აქ როგორ ბედავ მოსვლას?-ლუკამ ხელი დამავლო და წვეულებიდან გამომიყვანა.ჩემი სახე ხელებში მოიქცია და გამიღიმა-ჩემო გოგო ყველაფერი კარგად იქნება . არ ინერვიულო, წამოდი წავიდეთ.
-ტასო და კოტე?
-ტასოს კოტე მოიყვანს.
-კარგი... მანქანის კარი გავაღე და შიგნით ჩავჯექი.ლუკას ვუყურებდი, და მახსენდებოდა ის პატარა ბიჭი,რომელიც ყოველთვის მიცავდა . ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. მახსენდება ის დღე როცა ლუკამ ჩემ გამო იჩხუბა და მეღიმება.
-რა ხდება?-გაკვირვებული მიყურებს ლუკა.
-ის რომ მუდამ ჩემი დამცველი იყავი. ჩემი ძამიკო ხარ.
-ღმერთო, ზოგჯერ რა თბილი ხარ.-ამ სიტყვების გაგონებაზე მოვიღუშე.
-შეგიძლია სანამ ტასო მოვა ჩემთან დარჩე?
-რათქმაუნდა დაიკო -იცინის ლუკა .რაც ჩემს გაბრაზებას იწვევს. ამ ლაპარაკში მივედით ჩემს კორპუსთან . მანქანიდან გადმოვედი და სიცივეე ვიგრძენი.ლუკამ ხელი გადამხვია, სახლში ავედით და კარი გავაღე.ჩანთა კუთხეში მივაგდე და მისაღებში გავედი.
-რამეს დალევ?
-კი ვისკის.
-როგორც ინებებთ!-თავს ვუკრავ და ვისკის ასაღებად მივდივარ.ტელეფონში საათის სანახავად ვიხედები და ვხედავ 9 დანარეკს, ყველა უცნობი ზარია.ერთი თითის გადასმით ვაქრობ დანნარეკებს და ლუკასთან მივდივარ ვისკით ხელში.
-აი ვისკი და აი ჭიქებიც.
ლუკამ ვისკის ბოთლი ხელში აიტაცა და დასხმას შეუდგა .
-ჩვენ გაგვიმარჯოს ანკა. და იმ ნაბი*ვარს ყურადღება არ მიაქციო.-მას თავის ქნევით ვეთანხმები და მდივანზე ვგორდები.

ორი საათის შემდეგ, მე და ლუკა უკვე გალეშილები ვიყავით. თვალები დავხუჭე, რეალობას ცოტახნით დავემშვიდობე და ჩემს ილუზიებში გადავიკარგე.

დილით ტასოს ხმა მაღვიძებს. ვიღაცას გამალებით ეჩხუბება. რაც თავის ტკივილს უფრო ამწვავებს.
-სულელი ხარ ლუკაა? ჰომ იცი რომ ანკა არ სვავს, ამდენი რატომ დაალევინე?
-უბრალოდ ცუდად იყოო.-უდარდელად ამბობს ლუკა.
-რა დაემართა ეგეთი რომ ამდენი დაალევინე?
-დემეტრე დაბრუნდა!-ვიძახი ოთახიდან გამოსული,ყველა ჩუმდება.იქაურობა დუმს და ეს უფრო მაგიჟებს .ბოლოს დუმილს ტასოს კვნესა არღვევს.
-აჰჰ.რააა?
-ჰომ ის დაბრუნდა...
ტანსაცმელს ვიცმევ და გავრბივარ. არა მარტო ლუკასგან და ტასოსგან, არამედ ჩემი თავისგანაც. გზაზე მივდივარ. წვიმა იწყება და მეც ვმშვიდდები , წვიმა ყოველთვის სულს მიმშვიდებდა.უცებ მანქანის სიგნალის ხმა მესმის. წელის მხარეს მწვავე ტკივილს ვგრძნობ. ვეცემი როგორც დაჭრილი ირემი და შველას ველი. თვალებს ვხუჭავ და სიჩუმე ისადგურებს.სიჩუმე და აღარაფერი სხვა...



ავტორის შენიშვა: ვიცი რომ პატარა თავია მაგრამ აქ უნდა შემეწყვიტა წერა <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი buterfly

მართლა პატარაა ,იმედი მაქვს შემდეგში უფრო დიდს დადებ. კარგია და მოუთმენლად ველი ახალ თავს kissing_heart heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent