ნაკაწრები 5 თავი » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკაწრები 5 თავი


31-07-2018, 23:25
ავტორი lullaby
ნანახია 1 015

ნაკაწრები 5 თავი

***
2016 წელი, 11 ივლისი
საღამო

ექიმი ახალს არაფერს მეუბნება. ბექა ისევ სასუნთქ აპარატზეა დამოკიდებული. მშობლები კი ვერაფრით ეგუებიან იმ ფაქტს, რომ მათ შვილს აღარაფერი შეუძლია გარდა იმისა, რომ აპარატის დახმარებით ისუნთქოს.
დაახლოებით სამი თვის წინ, როცა სამეგობრო ბარში ვიკრიბებოდით ჯგუფის წვეულების დასაგეგმად, ბექამ დაიგვიანა, შემდეგ კი ექიმებმა გვითხრეს, რომ ბიჭს სიცოცხლეს მხოლოდ ხელოვნურად სუნთქვის აპარატი გაუხნაგრძლივებდა. წვიმიანმა დღემ ავარია გამოიწვია, ავარიამ - კომა. შემდეგ კი გვითხრეს, რომ მანქანის მუხრუჭებს პრობლემა ჰქონდათ. რამდენიმე დღე საავადმყოფოს არ ვშორდებოდით, ბექას მშობლებს და ლელას არ ვტოვებდით, მაგრამ შემდეგ აგვიკრძალეს. მშობლებს ჩვენი იქ ყოფნა უმძიმდათ. მადლობა გადაგვიხადეს და პირობა ჩამოგვართვეს, რომ გაუქმებულ წვეულებას აღვადგენდით.
ლელას მაინც ინტენსიურად ვურეკავდი, ვწერდი. არ მინდოდა, რომ მარტო დამეტოვებინა. ხანდახან, როცა ადამიანს მტკივნეული ცხოვრების პერიოდი აქვს, მარტო ყოფნა ურჩევნია, მაგრამ ლელას იმდენად უყვარდა ადამიანების გარშემო ტრიალი, რომ მარტო დასარჩენად ვერ ვიმეტებდი. რადგან საავადმყოფოში ვერ მივდიოდი და ისიც დღე და ღამე იქ იყო, ვეღარ ვხვდებოდი. ბოლოს ნატას დაკრძალვაზე ვნახე. არაფერია იმაზე საშინელი, როცა ტკივილს ტკივილი ემატება ახალი, ძლიერი ტალღით. მთელი დღე ერთად ვიყავით, მაგრამ მას შემდეგ ერთმანეთს აღარ შევხმიანებივართ.
ახლა აქაა, საავადმყოფოშია და გარეთ მელოდება. ექიმთან ხვეწნა და მუდარა მჭირდება, რომ ბექასთან ცოტა ხნით შემიშვას. სულ ათ წუთს მაძლევენ, ხალათით და პირბადით მფუთავენ და რეანიმაციაში მაცილებენ.
აქ განსაკუთრებით დგას ტკივილის და სიმძიმის სუნი. აქ უარესი შემაშფოთებელი სიჩუმეა, ვიდრე გარეთ დერეფნებში. ამ ცალკეულ გალაქტიკაში, აპარატის წრიპინია ერთადერთი წერტილი, რომელიც სიცოცხლეს განასახიერებს, და ეს სიცოცხლეც უმეტყველოა.
ტანში მცრის, როცა ბექას ვხედავ. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ის ჩემი მეგობარია, რომელსაც სიცივესა და სიცხეზე ლოყები უწითლდებოდა, სიცილისას ცხვირი ეჭმუხნებოდა და კომპლიმენტის მიღებისას მუქ ლურჯ თვალებს თავმომწონედ აბრიალებდა. ახლა ისეთი გამხდარია, როგორც ფოთოლგაცვენილი ხე ზამთარში; ისეთი ფერმკრთალია, როგორც ძველი, მტვრიანი ფურცელი; ისეთი სუსტია, ვერ იფიქრებ, რომ ოდესღაც მკლავჭიდში საკმაოდ ძლიერი თენგო დაამარცხა. ვუყურებ და მგონია, რომ პირში ჩაჩრილი მილი ახრჩობს. მგონია, რომ ამოვაცალო, მოისვენებს. ვენებსა და მკერდზე დაკრული მილები თითქოს საწოლს აჯაჭვებენ. ყელში გაჩენილი სიმძიმე საშინლად მტკენს.
თითებით ხელზე ვეხები და ოდნავ ვუჭერ. ერთი წამით ვკრთები, ისეთი ცივია. თუ ოდნავ მაინც გრძნობს და ესმის, მინდა იცოდეს, რომ არასოდეს დამვიწყებია.
- უშენოდ ჩვენს სამეგობროს ელფერი დაეკარგა. ყველაფერი ისე აღარაა, როგორც იყო. ბექა, მეშინია, რომ დავიშლებით. - ვამბობ და ვგრძნობ, როგორ მეჭიმება ყელზე ძარღვები. - ნატას აღარ, მაგრამ შენ შეგიძლია დაბრუნება.
ცრემლებს ვიწმენდ, უკნიდან ექთნის ხმა მესმის, გასვლის დროაო.
- ეცადე, გთხოვ. - ვამბობ ჩუმად, კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს ბავშვად ქცეულს და უკან ვიხევ. ზურგზე რაღაც მეჭიდება და ნაბიჯებს მიმძიმებს. მენანება მისი ამ სიცივეში დატოვება.


***

2016 წელი, 12 ივლისი
საღამო

გუშინდელი საღამო ჩემს ფიქრებში ფინჯანში დარჩენილი ყავის ნალექივით ჯდება. მთელი დღეა გონებიდან არ ამომდის ბექას ნატანჯი სხეული და ლელას ჩამქრალი, ამოღამებული თვალები. ვერაფრით ვადარებ, წარსულში ბედნიერებისგან და სილამაზისგან სავსე წყვილს ამ ორ ადამიანს. მერე ნატა მახსენდება და ცახცახს ვერ ვაკავებ. ჩემი ცხოვრება ასეთი დიდი დანაკლისისითვის ჯერ მზად არ იყო. გეგმებში ნატას სიკვდილი და ბექას თითქმის სიკვდილი არ ეწერა. რაღაც მოხდა ისეთი, რამაც ჩემი და მათი მომავლის გზები გაყარა. ამ „რაღაცაზე“ ფიქრით ვგრძნობ, რომ შინაგანად ვიფიტები.
გადის წამები, ამ საშინელებებს მოსდევს კალე, მისი მომნუსხველი, თავბრუდამხვევი და უამრავკითხვისნიშიანი აურა და არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. რატომ გამოჩნდა ეს ადამიანი თავისი ვნებებით ჩემი ცხოვრების იმ პერიოდში, რომელიც ყველაფერ კარგს თვალებზე აფარებს ხელებს და სინათლის დანახვის საშუალებას არ აძლევს. არ მინდა დავიჯერო, რომ კალე შეიძლება იყოს ის, ვისთან ერთადაც ამ სიმძიმეებს მოვერევი. არ მინდა, რადგან ვიცი, მათესთან ახალი მიზეზით ვიგრძნობ თავს დამნაშავედ. თუმცა, ფაქტი ერთია, კალეს შემდეგ ჩემდაუნებურად ყველა ტკივილზე ნაკლებად ვფიქრობ, და თუ ვფიქრობ, შედარებით უცრემლოდ. ირონიულია, როგორ შეიძლება, ბიჭმა, რომელიც სურათს და ადამიანს ერთ მნიშვნელობას ანიჭებს, ანგელოზის როლი მოირგოს ჩემს სამყაროში?!
ღმერთო! კალე და ანგელოზი!
- აქ ხარ? - მესმის მათეს ხმა და დაბლა ვიხედები. ბიჭი ჩემი კალთიდან შუბლშეკრული მიყურებს. - ხუთი წუთია ფილმი დავაპაუზე და რეაქცია არ გაქვს.
- ბოდიში, ჩავფიქრდი. - მის რბილ თმაში ჩარჩენილ თითებს თვალებზე ვაფარებ და მეცინება.
- უკვე მოვასწარი შენი განწირული თვალების დანახვა. ხელებს მიჭერს და გულზე იწყობს. - ისევ ბექაზე გინდა საუბარი?
- არა, არ მინდა. მიდი, ჩართე ფილმი. - მათე იჭვნეულად მაცილებს მზერას და ტელევიზორისკენ იცვლის გვერდს. თითებით ისევ მის თმას ვეთამაშები. რვა წელია მე და ის ვმეგობრობთ და თმა ერთადერთხელ, საბერძნეთიდან ჩამოსული ბებიის ხათრით დაიმოკლა. ვაღიარე, უხდებოდა დავარცხნილ-დალაგებული ვარცხნილობა, მაგრამ მე მისი დაუდევარი, მოგრძო ხვეულები მერჩივნა. ალბათ თვითონაც, რადგან სალონში დღემდე სიგრძის შესანარჩუნებლად დადის. - ვგიჟდები შენს თმაზე. - უნებურად მცდება მომღიმარს. მათეს ეცინება, მაგრამ ფილმის ყურებას განაგრძობს. - გაიგე, რა გითხარი?
- გავიგე.
- უზრდელო!
- რატომ? - ცალი თვალით იხედება ზემოთ.
- მადლობა მაინც გეთქვა.
- მადლობა. - მხრებს იჩეჩავს და ისევ ფილმს უბრუნდება. მეც მას ვბაძავ. იდიოტი ვერა ფილიპ ლომბარდს კლავს. ოუენების მაგიდაზე ერთი ჯარისკაციღა რჩება.
- ეს ხომ ათასჯერ გაქვს ნანახი. - ვოხრავ.
- შენც.
- გადაახვიე მაინც...
- რა არ გასვენებს?
- არაფერი. - ვბუტბუტებ. სახლში გრილა, მაგრამ მათეს მხურვალე თმების გამო უკვე მცხელა. ფილმი როგორც იქნა სრულდება. ეს კინომანი ტიტრებსაც კი შეჰყურებს. - სხვათა შორის, ჩემი ნაყიდი მაისური ეცვა. - ვერ ვისვენებ და მაინც ვეუბნები. არ მომწონს, რომ იმ გოგოს შესახებ არაფერი ვიცი.
მათე ნელა ატრიალებს თავს კალთაში და ქვემოდან თვალებგაფართოებული იყურება. შემდეგ ნელ-ნელა ეპარება ღიმილი და გულიანად ხარხარს იწყებს. მობეზრებით ვატრიალებ თვალებს და გასაჩუმებლად ვცდილობ პირზე ავაფარო ხელები, მაგრამ არაფერი გამომდის. ახლა მათე ალბათ ფიქრობს, რომ ვეჭვიანობ. და კი, ასეცაა. ალბათ იმიტომ, რომ ის გოგო ჩემში უნდობლობას იწვევს.
- მხოლოდ მაგიტომ არ მოგეწონა? - მეკითხება ძლივს დაშოშმინებული და ეშმაკურად იღიმის.
- პირველ რიგში ის არ მომწონს, რომ არაფერს მიყვები. ერთხელ ერთმა სიმპატიურმა ახალგაზრდამ მითხრა, რომ ჩვენს გოგოებსა და ბიჭებზე საუბარს არ უნდა გავქცეოდით.
მათეს ნელ-ნელა უქრება სახიდან ღიმილი, ცოტა ხნით ჩუმდება და ჩემს თითებს ათვალიერებს. ვიცი, რომ სწორად არ ვიქცევი. აქამდე მინდოდა, რომ მათეს ვინმე ჰყოლოდა. უმეტესად ალბათ იმიტომ, რომ მე ბოლომდე გავთავისუფლებულიყავი. მაგრამ ახლა, როცა იმ შავგვრემანი გოგოს ღიმილი მახსენდება, სულაც არ მხიბლავს მისი და ჩემი მეგობრის საერთო მომავალი. მინდა, რომ მათე ჩემგან თავისუფალი იყოს, მაგრამ არა ნებისმიერთან.
- დიდი ხანი არაა, რაც მას ვიცნობ და მოსაყოლიც ბევრი არაფერია. - ამბობს ბოლოს.
- არაა იმიტომ, რომ გეგმები არ გაქვს, თუ იმიტომ, რომ ჩემთან არ გინდა ამაზე საუბარი?
- გეგმებზე ფიქრი ადრეა მირა. - არც ისე ხალისით ეღიმება. - რაც გაინტერესებს მკითხე.
- უბრალოდ ის მომიყევი, რისი გამხელაც გინდა.
- მე შენ არაფერს გიმალავ. რაც იყო, თავადაც ნახე, წვეულებაზეც და გუშინაც.
წვეულების ხსენებაზე უსიამოვნოდ მაყრის ეკალს. არადა ის, რაც მახსენდება, სრულიად საპირისპირო, ამაღელვებელ გრძნობებს უნდა იწვევდეს ჩემში. არა, ნამდვილად არ ივარგებს ჩაციება. ალბათ თვითონაც ცდილობს. რაც შეეხება იმ შავგვრემანის ღიმილს... მათე სულელი არაა.
- ესე იგი არ მოგეწონა. - ქვემოდან მიყურებს შუბლშეკრული. ჩემს თითებს არ ეშვება.
- არაა, არის მასში რაღაც... - ბორჯომში კალეზე მის მიერ ნათქვამს ვიხსენებ და ვიმეორებ. მათეს შუბლი ეხსნება და ღიმილით, უკმაყოფილოდ აქნევს თავს.
- მეხსიერებას ვერ დაგიწუნებ. - აღნიშნავს. - გასაღები იპოვე?
- კი, სამსახურში ვნახე, ჩანთაში მქონია, ერთ მიუვალ ჯიბეში. თემის შეცვლის მცდელობას გიფასებ.
- კარგი. - ჩემი კალთიდან თავს იღებს მათე, დივანზე ფეხმოკეცილი ჯდება, ცალ ხელს საზურგეზე შლის და მიყურებს. - მომწონს ლინდა, საყვარელი სიცილი აქვს. - თავს სასაცილოდ აქნევს. - ვნებიანი ტუჩები და მადისაღმძვრელი სურნელი აქვს. - თვალებს გრძნობით ხუჭავს და ჰაერს ჭარბად ისუნთქავს. - სასწაულ ყავას ამზადებს, არც საუბარშია მოსაწყენი და რაც მთავარია, საწოლშიც ძალიან მაგარია. - ცალყბად იღიმის.
თვალებგაფართოებული, გაშტერებული ვუყურებ და სადაცაა, გამომშრალი პირისგან ხველა ამიტყდება.
- გინდა კიდევ დავწვრილმანდე? კარგი...
- იდიოტო! - მუშტს ვურტყამ მკლავზე და დივანიდან ვდგები. სამზარეულოსკენ წასულს, მათე ეშმაკურ მზერას მაყოლებს და ნიკაპს სავარძლის საზურგეზე დებს. - რაში მაინტერესებს, რას აკეთებთ საწოლში.
- ხომ გითხარი, არაფერს გიმალავ მეთქი?!
- ყველაფერს ისე იგებ, როგორც გაწყობს.
- სამაგიეროდ გულახდილი ვარ.
მისი სიტყვები გულს მწყვეტენ. მათეს ზურგს ვაქცევ და ნიჟარაში ჩადებულ ორ ყავის ფინჯანს ვუყურებ. რატომ არ ესმის, რომ მასთან კალეზე საუბარი არ შემიძლია? მეც მეგონა, რომ ბორჯომში ეს საკითხი მოვაგვარეთ, მაგრამ ეს ასეთი მარტივი არაა. და მისთვის რატომაა? წყალს ვუშვებ და ხელებს ვისველებ.
იქნებ?... იქნებ ქრება? ან გაქრა? ვითომ იმ სიყვარულმა გაიარა? ჩვენი მეგობრობა ამას შეძლებდა? დრო ამას შეძლებდა? მახსენდება მათეს თვალები, მისი ხმის ტემბრი, როცა მითხრა, რომ ვუყვარდი და ეს მოგონება ჩემს პირვანდელ აზრს მთლიანად უკარგავს ძალას. ვგრძნობ, როგორ მიჩქარდება გული. ნერვიულობისგან თითები მეყინება. მიხარია, რომ მათე ასეთი ძლიერია, მაგრამ ჩემს განცდებს ეს ფაქტი ოდნავადაც ვერ ამსუბუქებს.
უკნიდან ნელი ნაბიჯების ხმა მესმის. ფინჯანს ვიღებ და მის გარეცხვას ვიწყებ. მათე ჩემ გვერდით დგება, ხელისგულებით ნიჟარას ეყრდნობა და ზემოდან დამყურებს. მისი თბილი და საიმედო აურა ოდნავ მამშვიდებს და დაჭიმულ კუნთებს მოდუნების საშუალებას ვაძლევ.
- შენი გაბრაზება არ მინდოდა. - მის ხმას მართლაც ეტყობა სინანული.
- შენ არაფერ შუაში ხარ, მათე.
- არც შენ და შეწყვიტე ყოველ ჯერზე თავის დადანაშაულება. მირა, გგონია შენთან მეგობრობას ვინმე ან რამე მაიძულებს? მისმინე, - მხარზე ხელს მადებს და თავისკენ მაბრუნებს. მისი ჩამუქებული, მწვანე თვალების შემყურეს ყოველგვარი მხნეობა მეკარგება. - შენ ხომ იცი, რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის. არ მინდა, ჩემთან მიმართებაში რაიმეს გამო თავს ძალას ატანდე, მირა. უბრალოდ, მოიქეცი ისე, როგორც გინდა. იცვლები და ეს მეც მცვლის. არ მინდა, რომ ეს გამძაფრდეს.
- ვგრძნობ, რომ რაღაცას გავაფუჭებ... - ყელში რაღაც მეჩხირება. სავარაუდოდ ჩემი გაუმაძღარი ეგოიზმი და სიტყვას მაწყვეტინებს.
- იცოდე მაინც, ამას რატომ ამბობ. - თავს აქნევს ის და ჩემს სახეს ხელებში იქცევს.
- ვიცი.
- ეცადე, ასე არ მოხდეს. და თუ მაინც, ორივე ერთად გამოვასწორებთ. ანგელოზი არც მე ვარ მირა. - მათე ჩემკენ იხრება და შუბლზე მკოცნის.
გულში მეცინება. ცოტა ხნის წინ, კალე, რომელსაც კარგად არც კი ვიცნობ, ანგელოზად მოვნათლე. ბიჭი კი, რომელიც ჩემი თავშესაფარია, ამბობს, რომ ანგელოზი არაა. როგორ შეიძლება, ამის შემდეგ საკუთარი თავი არ დავახრჩო? მათეს წელზე ვხვევ ხელებს და თავს მკერდზე ვაკრობ. მისი გულისცემა ისეთი მშვიდია, ყელში გაჩხერილ დაძაბულობას მაშინვე ალბობს.
- და ახლა, ამ დეპრესიულ გამომეტყველებას თუ არ მოაშორებ, იმასაც გეტყვი, რისი ტატუ აქვს ლინდას უკანალზე. - მუქარასავით ჟღერს მისი ნათქვამი. სიცილი მიტყდება, თავს ვიღებ და შუბლზე ვკრავ ხელს.
- ნამდვილი იდიოტი ხარ, მათე. - თავს ვაქნევ. - ბათუმში ისიც მოდის? - მას და საკუთარ თავს სიტუაციის განმუხტვაში ვეხმარები. უკან ვიხევ და მეორე ფინჯანს ვრეცხავ. ბიჭი ტუჩის კუთხეს ზემოთ სწევს და თითებს ნიჟარაზე ათამაშებს. - რა ხდება?
- სიმართლე გითხრა, ბათუმის იდეა დიდად არ მხიბლავს. - ამბობს ნირწამხდარი. მაგიდიდან ვაშლს იღებს და გემრიელად კბეჩს.
- რა? რატომ?
- არ ვიცი... - მხრებს იჩეჩავს. ცოტა დაბნეული მეჩვენება და ეს ფაქტი მაკვირვებს. - თან გრაფიკა მაქვს დასამთავრებელი.
- იქმადე ორი კვირაა, მათე.
- ვერ მოვასწრებ. ოთხი ოთახის დიზაინზე ერთად ვმუშაობ. ვერც ვერავის ჩავაბარებ.
- გინდა, რომ ბათუმში უშენოდ წავიდეთ? - წარბები შუბლზე ამდის. - მათე, ახლავე მითხარი, სინამდვილეში რა ხდება. შენ თქვი, ბათუმის იდეა არ მხიბლავსო. საქმე ამასთან რა შუაშია?
ბიჭი ოხრავს და თავს აქნევს.
- სვავი ხარ! არაფერი „სინამდვილეში“ არ ხდება მირა. ახლა თაგვივით თხრას ნუ დაიწყებ, თორემ კატას იპოვი. - თითებს კაკვავს და მხარზე მაჭერს.
- თემიდან ნუ უხვევ! - უკმაყოფილოდ ვმუწავ ტუჩებს. - საქმეს ზაფხულის დასვენება შენთვის არასდროს შეუფერხებია. არ მაინტერესებს, სულ რომ გამოგაგდონ, ბათუმში წამოხვალ.
მათე ერთხანს თავგადახრილი მიყურებს, შემდეგ ეცინება, ჩემკენ იხრება და ლოყაზე მკოცნის.
- კარგი, კარგი, მაშინ მოვდივარ... და ლინდაც მოდის. - თითს მიქნევს. - ახლა, წავედი, ცოტას წავიმუშავებ და დავიძინებ, ძილინებისა. - თვალს მიკრავს და უკან იხევს.
- ძილინებისა, გაიძვერავ.

მოგონება

***
2010 წელი, 30 ივლისი
ღამე

უკვე ორი საათი იქნება, რაც წყლის პირას ვსხედვართ და ჭრიჭინების ხმაურს ვუსმენთ. დაჩიმ იქვე დაბანაკებული ტურისტებისგან ერთჯერადი ჭიქები იჩუქა და მოპარული ღვინოც უკვე ნახევარს ჩასცდა. საკმაოდ ნასვამი ვარ და წინა ღამის შემდეგ საშინლად მეძინება. მაგრამ არ მინდა ამ ღამის დათმობა. ვერ ვიმეტებ მოლივლივე წყალზე არეკლილ მთვარეს მარტო დასატოვებლად. ვარსკვლავებით აბრჭყვიალებული ცა ღიმილისას ანთებულ დაჩის თვალებს მაგონებს. ღამის იდუმალი, მომნუსხველი ხმები რომანსივით ჟღერენ ჩემს მხრებთან. არასოდეს მქონია ასეთი რომანტიკული საღამო, ასეთი რომანტიკული ფიქრებით.
- მირა. - ჩუმად ამბობს დაჩი. მის მხარზე თავჩამოდებულს განძრევაც კი არ მინდა.
- ჰო. - ვოხრავ და მის ხელს ვუყურებ, რომელშიც მობილურს ატრიალებს
- მგონი ცოტა აგრილდა.
- არც ისე.
- და გეძინება კიდეც.
- არც ისე.
დაჩი იცინის. ჩემკენ ბრუნდება და ჩამოშლილ თმას ყურს უკან მიწევს. ერთხანს ღიმილით მიყურებს, შემდეგ მიახლოვდება და ლოყაზე საკმაოდ დიდხანს მაკრობს ტუჩებს. ღვინისგან შემსუბუქებულს საკმაოდ მალე მერევა სიამოვნების განცდა და ოდნავ მაჟრჟოლებს. თვალებდახუჭული ჩუმად ვიპარავ მისგან წამოსულ ბალახის და წყლის სურნელს.
- წასვლა არც მე მინდა. - ამბობს დაჩი და თითებს ჩემი წარბიდან ნიკაპამდე ფრთხილად ასრიალებს.
- მზე დაგველოდება?
- სხვა გზა არ აქვს. ხვალისთვის გამოძინება გჭირდება.
- ალბათ. - მხრებს ვიჩეჩავ. წარმოვიდგენ იმ ფაქტს, რომ ხვალ მთელი დღე ლაშქრობაში უნდა გავატარო და ჩემდა გასაკვირად ეს ამბავი დიდად არ მახარებს. - იქნებ თქვენც წამოსულიყავით? - ვთავაზობ დაჩის. ის კი იღიმის.
- იცი, აქ რომ მოვდიოდი, ყველა დღე დაგეგმილი მქონდა. გული მიგრძნობდა, რომ რაღაც ხელს შემიშლიდა, მაგრამ მიზეზი თუ ასეთი სასიამოვნო და ასეთი ლამაზი იქნებოდა, ვერც ვიფიქრებდი.
ლოყებზე სიმხურვალეს ვგრძნობ და მეღიმება. ორი წამით სახეზე თითებს ვიტარებ და ისევ ბიჭს ვუყურებ.
- უცნაურია არა?
- უცნაურია. - მეთანხმება. - მაგრამ ვერ წამოვალთ. ხვალინდელი ლაშქრობა თქვენია.
მესმის, ამიტომაც აღარ ვაცივდები. ვდგებით და სანაპიროს კოტეჯებამდე ნელა მივუყვებით. მისვლამდე ბიჭი რამდენჯერმე მოსულ შეტყობინებას პასუხობს და ვატყობ, როგორი ბედნიერი გამომეტყველება აქვს. ეს ფაქტი მაფიქრებს, მაგრამ თავს ვიკავებ და არაფერს ვეკითხები. რაც არ უნდა იყოს, ეს ღამე მინდა, რომ ღიმილით დამთავრდეს.
ეზოს კუთხიდან ვხედავ, ჩემს მეგობრებს კოცონი უნთიათ და ხმაურობენ. დაჩის კოტეჯიდან მუსიკის ხმა გამოდის. ბიჭი ჩემ წინ დგება და თვალებში მიყურებს.
- მზეს ისევ იქ შევხვდეთ. - ამბობს ის.
- ზეგ დილით.
- და ყველა შეკითხვაზე გიპასუხებ.
ჯერ ვცბები, მაგრამ ვხვდები, რომ მან ყველაფერი შეამჩნია და კმაყოფილს მეღიმება.
- ძილინებისა, მირა.
- ძილინებისა.
ერთმანეთს ნელა ვშორდებით და ჩვენი კოტეჯებისკენ მივდივართ. კოცონთან ბავშვები ათასნაირი მრავალმნიშვნელოვანი შეძახილებით მხვდებიან და მიუხედავად იმისა, რომ თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ, მათ ხუმრობებზე მაინც მეცინება. ცოტა ხანში ვამჩნევ, რომ მათე იქ არ არის და ის-ისაა ბიჭების კოტეჯის აივანზე ავდივარ, რომ ბიჭი ოთახიდან გამოდის. ჩემ დანახვაზე თითქოს შვებით ოხრავს და მხარით კარს ეყრდნობა. ვუყურებ მის დაჟინებულ მზერას და არ ვიცი, რატომ ვერაფერს ვამბობ. გული უცნაურად მიძგერს. არ მინდა ვაღიარო, რომ ეს რაღაც დანაშაულის შეგრძნებაა.
- მირა, - ამბობს ის და ქვემოდან მიყურებს. - კარგად ხარ?
- კარგად ვარ.
- კარგია. - ხარბად ისუნთქავს მათე ჰაერს, ჩემკენ იხრება და შუბლზე მკოცნის. - ძილინებისა, დილით შევხვდებით.



***
2010 წელი, 31 ივლისი
მეოთხე დღე

ჯერ დილის ცხრა საათია და უკვე საშინლად ცხელა. წყლით და ხემსით მომარაგებულები ლაშქრობას ავენისიდან ვიწყებთ. პირველად წმინდა გიორგის ეკლესიას ვნახულობთ, რომელიც მოქმედი არაა, მაგრამ ახალგაზრდობა მას მაინც სტუმრობს. იქვე ახლოს ნატვრის ხეს ვაწყდებით და გოგოები ყიჟინით მირბიან. ლელა დაუფიქრებლად ხევს თავის ბენდენას ოთხ ნაწილად და ხელებში გვაჩეჩებს. ამბობს, რამე ისეთი ჩაუთქვით, წილში მეც რომ გავიდეო. სანამ სურვილებზე ვფიქრობთ, ბიჭები მოშორებით მობეზრებული სახეებით გველოდებიან.
ბოდრუმისკენ წამოსულებს უკვე საკმაოდ ძლიერად გვაჭერს მზე. გზა დიდია, ამიტომ თვით მოლაქლაქე ნატაც კი ჩუმად მოაბიჯებს. ჩემი ნატვრის ხის სურვილი ძალიან ზოგადი გამოვიდა, თუმცა ბედნიერება ერთადერთი რამაა, რაც ადამიანს ყოველთვის სჭირდება. მეცინება, როცა გუშინდელ ღამეს ვიხსენებ. ვითომ ისევე გაგრძელდება ეს ყველაფერი, როგორც დაიწყო? გასცდება ანანურს ჩემსა და დაჩის შორის გაჩენილი მიზიდულობა, თუ როგორც ნატამ უწოდა, საზაფხულო რომანად დარჩება? ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასე არ მოხდეს. მთავარია, მონდომება მხოლოდ ჩემი მხრიდან არ იყოს.
ის-ისაა ოთო ყვირის, ეკლესიას ვხედავო, რომ მობილურზე დაჩის შეტყობინება მომდის.
„ - ალბათ გვიან დაბრუნდები.“ - მწერს ის. მეღიმება და ბავშვებს ვავლებ თვალს, რომ არავინ შემნიშნოს.
„ - ალბათ.“ - ვპასუხობ.
„ - ხომ გახსოვს, რომ ხვალინდელ მზესთან პაემანი გვაქვს?“
„ - გუშინ არც ასე დავმთვრალვარ.“
„ - იცი, თურმე შოთამ გვიცნო.“ - იცინის დაჩი.
„ - რა? ვაიმე! ღმერთო, რა სირცხვილია.“ - ჩემდაუნებურად ტუჩებზე ვიკრობ თითებს.
„ - ნუ ღელავ, სიტუაცია ავუხსენი და რომ ვუთხარი, ძალიან მაგარი ღვინო გაქვსთქო, თავიდან დაიბადა. ასე, რომ აღარც ახსოვს.“
მეცინება. მალე აღმართზე ვიწყებთ ასვლას და დაჩის დროებით ვემშვიდობები.
ბოდრუმის ეკლესიიდან ულამაზესი ხედი იშლება. თავად ეკლესია მწვანეთია გარშემორტყმული. ჩრდილში საოცარი სიგრილე და შვებისმომგვრელი სიწყნარეა. მიუხედავად იმისა, რომ მარტონი არ ვართ. ის-ისაა სანთლების დასანთებად ვაპირებთ შესვლას, რომ კარიდან ვხედავთ, შიგნით ახალგაზრდა წყვილი იწერს ჯვარს. თან მხოლოდ მეჯვარეები ახლავთ. ლელას მაშინვე ბექა მოჰყავს, მკლავზე ეხვევა და ეჩურჩულება, მე და შენ ჯვარს ასე დავიწერთო. ბექა თმას უჩეჩავს და შუბლზე ჰკოცნის. ამ ორი წყვილის შემყურეს, გული სიხარულით მიჩქარდება.
ბოდრუმიდან უკან ვბრუნდებით. ერთი საათის გზის გავლის შემდეგ, ველზე ვჩერდებით, ცოტას ვნაყრდებით და ბადბინტონით საკმაოდ დიდხანს ვთამაშობთ. ქანცგაწყვეტილები წყალში ჩავდივართ და ვგრილდებით. რვა საათი ხდება, როცა სახლისკენ ვიღებთ გეზს და შინ ახლადდაღამებულზე ვბრუნდებით. ეზოში შესვლისთანავე დაჩის კოტეჯს ვავლებ თვალს, საიდანაც მუსიკის ხმა გამოდის და ფანჯრებში მოცეკვავე გოგოებსაც ვხედავ. ის-ისაა საწოლზე ვენარცხები, რომ დაჩის მესიჯი მომდის.
„ - კარგად გამოიძინე.“
„ - არ დაგეძინოს.“ - ვპასუხობ და სანამ დასაბანად წავიდოდე, გოგოებს დილის გეგმის შესახებ ვუყვები.



***

2016 წელი, 17 ივლისი
ღამე

ჩემი კორპუსიდან გამოვდივარ და ახმაურებულ ქუჩას მივუყვები. აუტანელი სიცხის მიუხედავად, ბარში მისვლას ფეხით ვამჯობინებ. არც ისე შორსაა. მოულოდნელად, ცას ელვა ანათებს და ქუხილიც არ აყოვნებს. ნარინჯისფრად განათებულ ქუჩას მივუყვები და ის საღამო მახსენდება: ხმაური ბარში, ვისკის ჭიქები, ცეკვა, სიცილი, შემდეგ ზარი და ბექას ავარიის ამბავი. სიცივისგან და სიცხისგან ერთდროულად მცრის. ვცდილობ მოგონებები თავის ადგილას დავაბრუნო, მაგრამ მათ აწმყოში, ჩემთან ერთად უნდათ ყოფნა.
კალესთან დარეკვას ვცდილობ, მაგრამ ანგარიშზე არ მაქვს. იქვე „ფეიბოქსთან“ ვჩერდები და ეკრანზე სენსორებს ვაწვები. კორპუსის წინ, სადაც ავტობუსი ჩერდება და გაჩერებაზე აღარავინ რჩება, ქუჩა დროებით თავისუფლდება და ჩემ ყურადღებას ერთი ფიგურა იპყრობს. თვალში ალბათ იმიტომ მხვდება, რომ ამინდთან შეუფერებლად აცვია. მუქი შარვალი და მუქი გრძელმკლავიანი ზედატანი, რომლის მოზრდილი კაპიუშონიც მთელ სახეს უფარავს. კედელთან დგას, ცალი ფეხი მასზე აქვს მიბჯენილი, ხელები ზედატანის ჯიბეებში უწყვია და სავარაუდოდ ზემოთ იყურება.
მობილურზე თანხის დაჯდომის შეტყობინება მომდის და გაფანტული გონება მასზე გადამაქვს. ჩეკს სანაგვეში ვაგდებ და გზას ვაგრძელებ. ის-ისაა კალეს ნომერს ვპოულობ, რომ მისი ზარი შემოდის. მეკითხება, სად ვარ. ამბობს, სახლიდან ახლა გამოვედი და ბარში მალე ვიქნებიო. გზაჯვარედინზე გაჩერებული, პატარა ტყავის ზურგჩანთას მხრებზე ვიკიდებ და ყურსასმენებს ვიკეთებ. მალე ზებრაზე გადამსვლელებს ვუერთდები და ინსტიქტურად უკან ვიხედები. შუქნიშანთან ერთადერთი ადამიანი დგას - ის კაპიუშონიანი. წელში გამართული, მოქმედებისთვის მზადმყოფის შთაბეჭდილებას ტოვებს და ასე მგონია, პირდპირ მე მიყურებს. თავს ვხრი და ზებრას ბოლომდე გავდივარ. შორტის ჯიბიდან მობილურს ვიღებ და მუსიკას ვცვლი. საშინლად ცხელა. იქვე მაღაზიაში შევდივარ და ცივ წყალს ვყიდულობ. გამოსულს, ოთოსგან შეტყობინება მომდის. როგორც ჩანს, ყველას ერთ ტექსტს გვიგზავნის: პაემანი კი არაა, ნახევარი საათია გიცდითო. ნაბიჯს ვუჩქარებ. ცაზე ისევ ელავს. სანამ ამერიკაში წავიდოდა, ყველაზე ხშირად, მისი მიზეზით ვიკრიბებოდით. უყვარდა ყველაფრის თავი და თავი რომ თვითონ იყო. ალბათ ეს თვისება დღემდე შემორჩა და არც აპირებს მის მიტოვებას.
ხმაურიანი ქუჩიდან, შედარებით მშვიდი დასახლებისკენ ვუხვევ და ქუჩის ბოლოში, შორიდანვე ვხედავ სასურველი ბარის იისფერ განათებას. მთელ სიგრძეზე მანქანების გრძელი მწკრივია. აქაურობა განათებით დიდად ვერ დაიკვეხნის. ჩაბნელებულ ტროტუარს ვათვალიერებ და ვხედავ, როგორ უხვევს ჩიხიდან ვიღაც. რამდენიმე ნაბიჯში ვხვდები, რომ ისევ ის კაპიუშონიანია, რომელიც ჩემ კორპუსთან და გზაჯვარედინთან შევნიშნე. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, მხრებგამართული, ჩრდილივით მძიმედ მოაბიჯებს. რაც უფრო მიახლოვდება, მეტად მაფორიაქებს. ეს რანაირი დამთხვევაა? რატომ მხვდება ეს ადამიანი ნახევარი საათის განმავლობაში უკვე მესამედ? ყურსასმენებში მაშინვე ვაპაუზებ მუსიკას და სუნთქვაშეკრული, კუნთებდაჭიმული მივაბიჯებ. კაპიუშონიანი მიახლოვდება და შემაწუხებელი დაძაბულობა მოაქვს. მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ და ვერც კი ვახერხებ მისთვის თვალის შევლებას, ისე მივლის გვერდს. ფილტვებიდან ჰაერს ვათავისუფლებ და ერთი წამით ვყოვნდები. უკან შეფარვით ვიხედები და ვხედავ, როგორ უხვევს იმ ქუჩაზე, საიდანაც მე მოვედი.
იდიოტი და მშიშარა ხარ, მირა!


***

ბარში შესულს შორიდანვე მხედავს ოთო და შვებით შლის ხელებს. მეგობარს, ვუღიმი, მასთან მივდივარ და მაგიდასთან ვჯდები. ოთო ჩემთვის ცივ შეიკს უკვეთავს და სანამ მოიტანდნენ, დაგვიანებულებზე წუწუნსაც ასწრებს. მე და ის ბოლოს მაშინ განვმარტოვდით, როცა ნატასა და მათეს შესახებ უნდოდა დალაპარაკება. ორივესთან ყველაზე ახლო ურთიერთობა მე მქონდა, ამიტომ იმედი ჰქონდა, რომ ჩემი დახმარებით მათ შორის რამე შეიცვლებოდა. ასე ვთქვათ, საიდუმლო მაჭანკალის როლში წარმოვედგინე. მაგრამ, მალევე მიხვდა, რომ არაფერი გამოვიდოდა და დანებდა. ცოტა ხანში კი ამერიკაში გაემგზავრა.
ახლა ჩემ წინ ზის. ისე იქცევა, როგორც ძველი მარტივი, მუსუსი და თავკერძა ადამიანი, მაგრამ მის წვეულებაზევე შევამჩნიე, რომ ის ოთო აღარაა, ამერიკაში წავლამდე რომ იყო. ის, რადაც თავს ჩვენ გვაჩვენებს, ალბათ წარსულის შენარჩუნების მცდელობაა.
ის-ისაა მეკითხება, შენს პირადში რა ხდებაო, რომ ბარში შემოსულ კალეს და თენგოს ვხედავთ. ოთო იმასღა მეუბნება, შენთან სალაპარაკო მაქვსო და შემდეგ ყურადღება მათზე გადაგვაქვს. კალე ლოყაზე (თუმცა საკმაოდ ახლოს ტუჩებთან) მკოცნის და ჩემ გვერდით ჯდება. დაღლილს ჰგავს. ჩაწითლებული ქარვისფერი თვალები უჩვეულოდ უელავს. მამჩნევს, რომ ვათვალიერებ, ჩემკენ იხრება და მეუბნება:
- შენთან ერთად განმარტოება მერჩივნა.
- იქნებ დასვენება უფრო?
- მართალია, - თავს გვერდით ხრის. - სურათებს ვამუშავებდი. - თვალებს ისრისავს და გახელვისას ვამჩნევ, რომ უარესად წითლდებიან. - ზედმეტი მომივიდა, მაგრამ დასვენებას ყოველთვის მოვასწრებ. - თითებს მუხლზე მადებს და სწრაფად და ფაქიზად ასრიალებს ზემოთ. სანამ ჩემი გამოღვიძებული ვნება საშიშ ფაზაში გადავიდოდეს, მის ხელს ვიჭერ. ვაჩერებ, მაგრამ არ ვუშვებ და გამაფრთხილებლად ვუღიმი. კალე ცოტა ხნით ჩვენს ხელებს დაჰყურებს, შემდეგ მხარზე მკოცნის და მაგიდასთან მოსულ მიმტანს უბრუნდება. ქუხილის ხმა ბარში მოლივლივე მუსიკას ერწყმის.
ამასობაში თეონაც მოდის, გვესალმება და კოქტეილ უკვეთავს. სანამ მის დაბნეულ სახეს ვათვალიერებ, გოგოს მიღმა ფანჯრიდან ჩანს, როგორ ხვდებიან ერთმანეთს მათე და მისი ლინდა. ბიჭი წელზე ჰხვევს ხელს და კარს უღებს. თენგო და თეონა გოგოს შემფასებლური მზერით ესალმებიან. მათე მიღიმის და ვერ ვხვდები, მხოლოდ მე მეუბნება გამარჯობას, თუ ყველას ერთად.
ჩვენი შეკრება ბათუმში წასვლის იდეას ეფუძვნება, თუმცა მასზე საუბარი დიდხანს არ გრძელდება. ცოტაოდენ ალკოჰოლს ვიღებთ და რამდენიმე წუთიანი საერთო საუბრის შემდეგ ვიშლებით. მოსვლიდან ორი საათი ისე გადის, ვერ ვიგებ.
- რა ხდება? - გვერდით მიჯდება თეონა და თვალებს მობილურზე მოლაპარაკე ლინდასკენ აპარებს. მხრებს ვიჩეჩავ. - ამ გოგოს უკვე მეორედ ვხედავ მათესთან ერთად. ხომ იცი, ეს რა იშვიათობაა?
- ვიცი. - ვოხრავ და ბართან მჯდომ მათესა და ოთოსკენ ვიხედები. ოთო ლაპარაკობს, მათე უსმენს და დროდადრო უარყოფის ნიშნად აქნევს თავს. - რაღაც არ მგონია გაამართლოს, თუმცა, ვინ იცის.
- ჯერ-ჯერობით მასში მხოლოდ ის მომწონს, რომ არ გვიძვრება. - ამბობს თეონა. მეცინება. - წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა, ის რომ ნატას დაენახა?
- არც მინდა წარმოდგენა. - თავს ვაქნევ და ნატას ანთებულ თვალებს გონებიდან ვიფანტავ. მათე სიგარეტს უკიდებს და ოთოს მოსმენას განაგრძობს. გარეთ საშინლად წვიმს და გადაღებას სავარაუდოდ ჯერ არ აპირებს. სადაცაა ღამის თორმეტი საათი შესრულდება.
- ჯობია წავიდე. - ამბობს თეონა, თავის ჩანთას იღებს და ჩემკენ იწევა. - ერთად წასვლას შემოგთავაზებდი, მაგრამ მგონი მარტო აღარ ხარ. - ორაზროვნად იღიმის ის და ჩვენ უკან მდგარ თენგოსთან მოლაპარაკე კალეზე მანიშნებს. - მომწონხართ ერთად.
- შენებურად არ გააბუქო. - ვუცინი, მაგრამ გულის სიღრმეში მსიამოვნებს მისი სიტყვები.
- შენ კი შენებურად არ შეიბოჭო. უფრო ვრცლად შემდეგ განვიხილოთ. - თვალს მიკრავს ის და ლოყაზე მკოცნის. დანარჩენებსაც ემშვიდობება და მიდის. შიგნიდან ვხედავ, როგორ აჩერებს ტაქსის და თავზეჩანთადაფარებული ჯდება მასში.
ის-ისაა კიდევ ერთხელ ვამოწმებ საათს, რომ მხრებზე ხელების შეხებას ვგრძნობ, რომლებიც ფრთხილად ცურდებიან და ყელზე მეხვევიან. კალე ზურგიდან ჩემკენ იხრება და ყურზე მკოცნის. მისი ცხელი ამონასუნთქი სხეულზე მეხვევა და მათრობს. ვხედავ, როგორ გვავლებს თვალს მობილურში ჩამძვრალი ლინდა და ცალყბად იღიმება. თავს კალესკენ ვაბრუნებ და ტუჩებზე ვკოცნი. ვგრძნობ, რომ სიამოვნებასთან ერთად კიდევ რაღაც მეხვევა გულზე და ვერ ვხვდები, რა. ბიჭი ლოყაზე მეფერება და ქვედა ტუჩზე მსუბუქად მკბენს. მეღიმება.
- მგონი შენი მეგობრის გოგო გავანაწყენეთ. - სიცილით, შეთქმულივით მეჩურჩულება კალე. მაგიდის იქით ლინდა აღარ ზის. ვიცინი და კმაყოფილებას არ ვიმჩნევ. - აქ რამე გეგმები გაქვს?
- ოთოს უნდოდა ჩემთან საუბარი. - ვეუბნები და ყელზე შერჩენილ მის თითებს ვიჭერ. კალე მობეზრებით ატრიალებს თვალებს.
- ვერ გადადებთ?
- რა გინდა? - სიცილს ვერ ვიკავებ.
- იცი რაც. - მკერდისკენ აცურებს თითებს. სწრაფად ვაჩერებ.
- გააფრინე, ხო? - თვალებს ვუბრიალებ, მაგრამ მკაცრად მაინც არ გამომდის. აქეთ-იქით ვიხედები იმის დასადგენად, ხო არავინ გვიყურებს და ვხედავ, როგორ ჩამოდის მათე ბარის მაღალი სკამიდან, ლინდას პოულობს და ისე, რომ არც გვემშვიდობება, ბარიდან მასთან ერთად გადის. მისი გაღიზიანებული გამომეტყველება მთრგუნავს.
- ო-ოო... - ღიღინებს კალე, ჩემ გვერდით ჯდება და პირში ზეთისხილს იგდებს. ოთოსკენ ვიხედები და მის მიერ გადაკრული არაყი კარგზე არაფერზე მიმანიშნებს. როგორც ჩანს, რაღაცაზე იკამათეს.
- რა ხდება აქ? - ხელებგაშლილი გვიახლოვდება თენგო. კალე მხრებს იჩეჩავს. თენგო ჯიბიდან მობილურს იღებს და როგორც ვხვდები, მათეს ურეკავს. - ერთი წამი დაასტოპე რაა, დაგეწევი... - ლაპარაკით გადის ის გარეთ და წვიმაში უჩინარდება. ვდგები და სანამ ოთოსკენ წავიდოდე, კალესკენ ვბრუნდები.
- წადი, კარგი? - ვეუბნები მას და ზემოდან დავყურებ. - უნდა გავარკვიო, რა მოხდა.
- დაგელოდები, ხელს არ შეგიშლით. - თავს აქნევს და კოლოფიდან სიგარეტის ღერს იღებს. ვოხრავ.
- კალე, წადი. დაღლილი ხარ და მინდა, რომ გამოიძინო. ხომ იცი, რომ აქვე ვცხოვრობ.
- არ მინდა, რომ მარტო წახვიდე. - უკან აბრუნებს სიგარეტს, ფეხზე დგება და თვალებში ჩამყურებს.
- არ წავალ, ოთო გამაცილებს, ან ტაქსს გავაჩერებ. - უნებლიედ კაპიუშონიანი სილუეტი მახსენდება და საკუთარ თავს ყოყმანს ვატყობ. ასევე კალესაც. ერთხანს მიყურებს, შემდეგ თმას ყურს უკან მიწევს და ტუჩებზე მსუბუქად მკოცნის.
- მიხვალ თუ არა, მომწერე, კარგი? - პასუხის მომლოდინედ მაჩერდება. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და კარამდე ვაცილებ. ზურგჩანთას მხრებზე ვიკიდებ და ოთოს გვერდით, ბართან ვჯდები. ბიჭი ჩაფიქრებული მავლებს თვალს და სალფეთქის ჩხირით დაქუცმაცებას განაგრძობს. ვხვდები, რომ მომხდარზე ლაპარაკი არ უნდა.
- ის მაინც მითხარი, რას ეხება? - დაჟინებით ვუყურებ. ოთო უარის ნიშნად თავს აქნევს.
- მენდე მირა, ამაზე საუბარი არ ღირს.
ხმის ტემბრზე ეტყობა, რომ საკმაოდ ნასვამია, ამიტომ აღარ ვაცივდები.
- კარგი. და ის, რაზეც მანამდე გინდოდა ლაპარაკი?
- საჭირო აღარაა, დღეს ყველაფერი ნათელი გახდა. - იღიმის წარბებაწეული.
- რაზე ამბობ?
- რაზე და... - ოხრავს ოთო, ჩხირს თითებს ჰკრავს და უმისამართოდ ისვრის. - ანუ შენ და კალე და მათე და ლინდა? - თავს აქნევს ჩაცინებით.
- ჩემთან საუბარი ამაზე გინდოდა? - შუბლს ვკრავ.
- ხო.
- მთლად ასეც არაა, მაგრამ... ორივე ურთიერთობა ახალია, ოთო... ვერაფრის პროგნოზს ვერ გავაკეთებ.
- ამაზე ილაპარაკე მათესთან? - გვერდულად მიყურებს.
- რამდენჯერმე.
ოთო უხმოდ მიქნევს თავს და ცოტა ხნით ჩუმადაა.
-და მათესთანაც ამაზე იკამათე? - წყენა მერევა ხმაში.
- არა.
- ოთო...
- მირა, ისედაც ბევრს ვატრაკებ და საკუთარ თვითშეფასებას ნუ დამაკარგვინებ, კარგი? - მიღიმის, ჯიბიდან საფულეს იღებს და ბარმენს ფულს აწვდის. შემდეგ ჩემკენ ბრუნდება და მკლავზე მადებს ხელს. - არაფერზე იფიქრო. ის ბიჭი, კალე, როგორც ჩანს თავისი საქმის ტიპია. იმედია ასე გაგრძელდება. ყველაფერი ისე აღარაა, როგორც იყო, ხოდა, არ მინდა, რომ ჩემს მეგობრებს გამუდმებით გული სტკიოდეთ. ჩამოვედი და ვხედავ, რომ რაღაცები შეცვლილია. ვიცი, ეს ბუნებრივია, მაგრამ მაინც ვცდილობ გაშლილი წრის შეკვრას. იმედი მაქვს, ამასობაში არაფერს ავურევ.
- ოთო, - მეღიმება მის სიტყვებზე და მის თითებს ჩემსას ვადებ. - არევის უფლებას არავინ მოგცემს.
- ხოო, თქვენი იმედი მაქვს. - იცინის ისიც. - აბა, დავახვიოთ?
- დავახვიოთ.
ოთო მობილურს იღებს და ბარიდან გავდივართ. წვიმას გადაუღია და ოდნავღა წინწკლავს. გრილი წვეთების ჩემს სხეულზე შეგრძნება მსიამოვნებს. არ მინდა, ნასვამს გზა გავუმრუდო და ძლივს ვიყოლიებ, რომ სახლში მარტო წავიდე. შემდეგ კალესთვის მიცემული პირობა მახსენდება, მაგრამ... მე ხომ აქვე ვცხოვრობ? ტაქსში ჩამჯდარს ხელს ვუქნევ და ნელა მიმავალ მანქანას თვალს ვაყოლებ. წვიმისგან გასუფთავებულ ჰაერს ხარბად ვუშვებ ფილტვებში და მობრუნებისას, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, მანქანის მიღმა მდგარ ადამიანს ვამჩნევ. ისევ მას, კაპიუშონიანს. ტანზე ეკალი მაყრის და გაუცნობიერებლად მეუფლება შიშის გრძნობა. ოთოსკენ ვიხედები. ტაქსი უხვევს და უჩინარდება. ვცდილობ იქ მდგომს არ მივაშტერდე, ვბრუნდები და სწრაფი ნაბიჯებით მივუყვები გზას. იდიოტივით, ახლა ვნანობ, რომ ოთოს უარი ვუთხარი და ვიწყებ იმაზე ოცნებას, რომ სადაცაა ტაქსი გამოჩნდება.
ცაზე ისევ ელავს. ღმერთო, მთელი ღამე უნდა იწვიმოს? ნეტა კალე თუ მივიდა სახლში? როგორც ვიცი, არც ის ცხოვრობს ძალიან შორს. მათემ და ოთომ რაზე იკამათეს? მათე მეტყვის? ჩემი ყურსასმენები სადაა? ფუუ, მგონი ბარში დამრჩა. საკუთარ თავს ვიჭერ იმაში, რომ ყველაფერზე ვფიქრობ, უკან ჩამოტოვებულის გარდა. მომენტალურად ვჩერდები და მიუხედავად იმისა, რომ ბარში დაბრუნებას არ ვაპირებ, მაინც უკან ვიხედები. დიახ, გული მიგრძნობდა. კაპიუშონიანი სილუეტი გზის ჩემ მხარესაა და დაახლებით ოც მეტრში მოაბიჯებს. მაშინვე ვბრუნდები და ვგრძნობ, როგორ მეყინება ხელები. ჯანდაბა! ვერ ვიჯერებ, რომ ვიღაც მანიაკი ამეკიდა; ვერ ვიჯერებ, რომ მთელი ორი საათი ბართან იდგა და მელოდებოდა, როდის გამოვიდოდი. ღმერთო!
ცაზე ისევ ელავს და ისეთი საშინელი ქუხილი მოსდევს, შიშისგან ვხტები. ისედაც დათრგუნულს, უარესი მემართება. აქეთ-იქით ვიხედები, არავინ არაა დახმარების თხოვნა რომ დამჭირდეს, ვერავის მივმართავ. უნდა გადავამოწმო, ხომ არაფერი მეჩვენება. ძალას ვიკრებ, უკან ვიხედები და ვჩერდები. ისიც ჩერდება და არც კი ცდილობს იმის, დამალვას, რომ მე მომსდევს. ზედატანის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დგას და ნახევარი ტანით შენობის სიბნელეს ერწყმის. ვერც ვაცნობიერებ, ისე ვბრუნდები და გავრბივარ. უკან ერთი წამით ვიხედები. ისიც მორბის.
არა! არა! არა!
ნაბიჯს ვუჩქარებ და რამდენადაც შემიძლია სწრაფად გავრბივარ. ჩაბნელებული ქუჩის ბოლოში ვხედავ ხმაურიან გზის პირს. ცოტაც, ცოტაც. იქ ხალხია, იქ არაფერი მოხდება. ღრმა სუნთქვისგან ყელი და ფილტვები ნელ-ნელა მეკაწრება. ვცდილობ შიშმა ორიენტაცია არ დამაკარგვინოს. მანქანებს შორის სწრაფად ვძვრები და ქუჩის მეორე მხარეს გადავდივარ. ისიც იმავეს აკეთებს. ღმერთო, მალე, მალე! ფეხი გადაადგი, მირა!
ისევ ქუხს და ორ წამში კვლავ წვიმას იწყებს. ისევ უკან ვაბრუნებ თავს. მეწევა. ღმერთო, მეწევა. თვალები მემღვრევა და მალე ჩემი ღაწვები ცრემლებს და წვიმის წვეთებს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევენ. უკან მიხედვა აღარ მინდა. არ მინდა დავინახო, როგორ მიახლოვდება, როგორ მავლებს ხელს... არ მინდა, არ მინდა... და ის-ისაა ცენტრალურ ქუჩაზე გავდივარ, რომ თვალი მაინც გამირბის.
იქ აღარავინაა. ჩემს უკან არავინაა. ის წავიდა. წავიდა? ვითომ თავი დამანება? ხალხმა შეაშინა? განათებამ? არ მჯერა. ვერ ვიჯერებ, რომ ასე უცბად დანებდა. გულამოვარდნილი პირით ვსუნთქავ და წვიმის წვეთებს ვყლაპავ. ხელებს ატკიებულ ელენთაზე ვიდებ და რამდენადაც შემიძლია, იმდენად დაჟინებით ვზვერავ გარემოს. საეჭვო რომ არაფერი ჩანს ვბრუნდები, ჯიბიდან მობილურს ვიღებ და გზაჯვარედინისკენ მივაბიჯებ. რამდენიმე გამვლელის იჭვნეულ მზერასაც ვიპყრობ. ტელეფონში მათეს ნომერს ვპოულობ და ვრეკავ, მაგრამ გათიშული აქვს. ააახ! მათე! ჯანდაბა! ჯანდაბა! რა თქმა უნდა, აბა რაა... მაინცდამაინც ახლა, როცა ასე მჭირდება.! კიდევ ერთხელ ვცდილობ, მაგრამ არაფერია.
ნაბიჯს ვუჩქარებ. ღმერთო, მთავარია, სახლში მივიდე. შუქნიშანთან ვჩერდები, თავს მაღლა ვწევ და სახეს გახშირებულ წვიმას ვუშვერ. გავარვარებულ ლოყებს ოდნავ აგრილებს. დამშვიდდი, მირა, დამშვიდდი. ალბათ მართლა წავიდა. ნამვიდალ წავიდა.. აქ ხალხია. ქუჩაში ვერაფერს გაბედავს. არაფერი დამემართება. არაფერი...
მაგრამ მობილურში მაინც ვპოულობ კალეს ნომერს. არ ვიცი, რა ვქნა. არ ვიცი, დავრეკო თუ არა. იმ წამს წითელი ინთება და მეც ზებრაზე მივაბიჯებ. სუნთქვაც შედარებით მწყობრში დგება და აღარც სხეული მიცახცახებს შემაშინებლად. ტელეფონს ნერვიულად ვუჭერ ხელს. როგორც კი ზებრას ვამთავრებ, შუქნიშანზე მწვანე ინთება. ინსტიქტი მაინც მოითხოვს უკან მოტოვებული გზის გადამოწმებას. ხოდა, მეც ვბრუნდები. ის კი იქ დგას. იქ, სადაც ერთი წუთის წინ მე ვიდექი. მოსიარულე მანქანებს მიღმა მისი ხელებდაშვებული სხეული შემზარავად გამოიყურება. ტუჩები მებრიცება. არა, ღმერთო! ისევ? რა უნდა ჩემგან? მაშინვე ვბრუნდები, გავრბივარ და კალესთან ვრეკავ. სანამ შუქნიშანზე წითელი აინთება, დამალვა უნდა მოვასწრო. ვერ დავუშვებ, რომ სახლამდე მდიოს. არ მინდა იცოდეს, სად ვცხოვრობ.
და უცბად ყველაფერი ყირავდება. წამიერად საფეთქლებში საშინელ წვას ვგრძნობ. მან იცის სადაც ვცხოვრობ! მან იცის. ის ჩემს კორპუსთან იდგა, როცა სახლიდან გამოვედი. შეიძლება ბინა არა, მაგრამ კორპუსი ნამდვილად იცის. ნერვებისგან მთელი სხეული მეჭიმება და მუხლებში სიმძიმეს ვგრძნობ. წვიმის ხმა ყურთასმენას მიხშობს და გვიან ვიგებ, როგორ მეძახის მობილურში კალე.
- მირა! გესმის ჩემი? მირა!
- კალე, კალე... - ვჩერდები, უკან ვტრიალდები, გარემოს ვავლებ თვალს. იქ არ ჩანს. არავინაა, მაგრამ ალბათ სადღაც აქაა, რადგან ასე უცბად შორს არ წავიდოდა.
- მირა, რა ჯანდაბაა? რა გჭირს? რა მოხდა? - ყვირის ბიჭი.
- ის... ის აქ იყო. წეღან აქ იყო. კალე, ვიღაც მომდევს! - ხმა მითრთის. ყელში რაღაც იბერება და მტკენს.
- რა? ვინ მოგდევს, რას ამბობ მირა? სად ხარ?
- ვიღაც... არ ვიცი... ვიღაც. გთხოვ, მოდი, გთხოვ...
- სად ხარ, გამაგებინე! შენ ხომ ტაქსით აპირებდი წასვლას? ამის დედაც... მირა!
- სახლთან ვარ. მალე ჩემს კორპუსთან ვიქნები. ცოტა ხნის წინ აქ იყო. შენ სად ხარ? შორს ხარ?
- ეს-ესაა ტაქსიდან გადავედი. ახლავე გავაჩერებ სხვას.
- მალე რა, გთხოვ, მალე. ბარიდან ამეკიდა. უფრო სწორად სახლიდან წამოსვლისას, მაგრამ მაშინ ყურადღება არ მივაქციე. ბართან მელოდებოდა, გესმის? წეღან გზაჯვარედინთან დავინახე, მაგრამ ახლა... ღმერთო, რა უნდა ჩემგან, კალე? - ტირილს ვერ ვიკავებ.
- დამშვიდდი, კარგი? დამშვიდდი. უბრალოდ იარე. არ გაჩერდე.
- კარგი, მივდივარ...
- მაგის დედაც... მირა, შენს კორპუსს სხვა შესასვლელი არ აქვს? პირდაპირ სახლისკენ ნუ წახვალ. შეძლებ?
- კალე, მან მგონი... - ისევ უკან ვიხედები და თვალები მარტივად აღიქვამენ ჩემგან დაახლოებით ორმოც მეტრში მდგარ შავ ფიგურას. - ღმერთო, აქაა, კალე... აქაა. ისევ...
- გაიქეცი, მირა, გესმის? გაიქეცი და არ გათიშო!
ჩართულ მობილურს მუჭში ვიქცევ და გავრბივარ. კორპუსთან ერთი ჩიხია. იქ კი სადღეღამისო მაღაზია, რომლის უკანა გასასვლელიც პირდაპირ ჩემი კორპუსის ეზოში შედის. მთავარია, იქამდე ისე მივაღწიო, რომ არ დამინახოს. სანამ შესახვევამდე მივიდოდე, გაფაციცებით ვეძებ ლურჯ-წითელ მოციმციმე განათებებს, მაგრამ ჩემ ბედზე, არც ერთი პატრულის მანქანა არ ჩანს. ჩიხში შეხვევისას გვერდით ვიხედები. კაპიუშონიანი ისევ არსად ჩანს. ჯანდაბა! რას აკეთებს? ამას როგორ ახერხებს? მობილურს დავყურებ. კალე ისევ ხაზზეა.
- კალე, აქ ხარ?
- აქ ვარ. მოვდივარ მირა. თხუთმეტ წუთში შენთან ვიქნები. კარგად ხარ? ისევ მანდაა? სად ხარ?
- არ ჩანს. ჩიხში შევედი. აქვე მაღაზიაა და იქ შევალ ახლა. მგონი თავი დავაღწიე.
- კარგია, მშვიენიერია. მაინც არ გათიშო, გესმის?
- არა. ერთი წუთით... - მობილურს ვიშორებ და ვცდილობ, ნაცნობ გამყიდველს ნორმალური ღიმილით გავუღიმო. ქალი გაზეთის კითხვას თავს ანებებს და გკვირვებული მათვალიერებს. ვუხსნი, რომ წვიმაში მოვყევი და აქეთ მოვხვდი. სანამ ის ამინდზე წუწუნებს, მე მაღაზიის კარს ვამოწმებ. ღმერთო, იმედია, კვალი ავურიე. შეიძლება ჩიხში შემოუხვიოს, მაგრამ, იმედია, მაღაზიაში შემოსულს ვერ დამინახავს. ვჩქარობ, გამყიდველს მისი უკანა კარით სარგებლობის ნებართავს ვთხოვ და ისიც უყოყმანოდ მიმიძღვის. მაღაზიიდან გასული მადლობას ვეუბნები და ეზოს ვკვეთ. მის მზერას ვგრძნობ და ოდნავ ვმშვიდდები. მაგრამ ერთიანად სველს და დამფრთხალს ცახცახი არ მიჩერდება. ის-ისაა ისევ კალესთან ვაპირებ დალაპარაკებას, რომ მობილურის ბატარეა ჯდება. - ფუ, ამის დედაც!.. - ნერვებაყოლილს ხმამაღლა მცდება გინება. აქეთ-იქით ვიხედები. ჩემ წინ კორპუსის ჩაბნელებული შესასვლელია. ვუყურებ და ასე მგონია, იქაურობა ჩემკენ გამოწვდილი ხელებითაა სავსე. თითებს სახეზე ვიკრობ, იქ შესვლა არ მინდა. იქ შესვლა არაფრით არ მინდა, მაგრამ ვხვდები, რომ სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს. იქნებ დაველოდო? იქნებ კალეს აქ დაველოდო? ერთადერთი, რაც კორპუსს ანათებს, მრიცხველების წითელი ნათურებია. არა, აქ დგომა არ მინდა. ნუ ხარ მშიშარა, მირა. ის ხო უკან ჩამოიტოვე? ახლა სახლში ახვალ, კარს ჩაკეტავ და კალეს იქ დაუცდი.
თმას უკან ვიწევ, ჯერ ნელა მივდივარ კორპუსისკენ, შემდეგ კი ნაბიჯს ვუჩქარებ და ის-ისაა კიბის მოაჯირს ვეჭიდები, რომ მთავარი შემოსასვლელის ღია კარში სილუეტს ვხედავ. მოულოდნელობისგან ვხტები, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტიქტი სწრაფად იწყებს მოქმედებას. ადგილს ვწყდები და კიბეზე ვიწყებ ასვლას, მაგრამ ის თითქმის მაშინვე მეწევა, რამდენიმე საფეხურზე ასულს მაჯაში მავლებს ხელს და კედელზე უხეშად მანარცხებს. თავს ცუდად ვურტყამ და ვყვირი, მაგრამ ჩემი ხმა პირზე აფარებულ მის თათმანებიან თითებში იკარგება. საშინელი ტკივილისგან თავი მიბრუის. ყურებში რაღაც მიწივის, მაგრამ მაინც ვიქნევ ხელებს და მისგან გათავისუფლოებას ვცდილობ მანამ, სანამ ყელზე რაღაც ბასრს და ცივს არ ვგრძნობ. მაშინვე ვჩერდები და კედელს ათრთოლებული ვეკვრი. ცრემლებისგან დაბინდული თვალებით მხოლოდ მის ჩრდილს ვხედავ და იმასაც გაცრეცილს. კაპიუშონში ერთი დიდი სიცარიელე, სიბნელე და ქვესკნელია.
- რა გინდა?! - ვყვირი, მაგრამ საკუთარი გაწყვეტილი ხმა მოგუდულად ჩამესმის. პირიდან ვერგამოღწეულ ჰაერს, უკან ვყლაპავ. ხელის გულს ნელა მაშორებს ტუჩებიდან, თითქოს საუბრის ნებას მრთავს, მაგრამ სათქმელი აღარაფერი მაქვს. თითებს ნელა ასრიალებს ქვემოთ და ყელზე მაჭერს. მისი სუნთქვის ხმა მესმის. აუტანლად, გამაღიზიანებლად მშვიდი და აუღელვებელია. დანას ნელა აცურებს და მაისურს აწვება. თავს გვერდით ხრის და ორი წამით ჩერდება. თითქოს ერთობა იმით, რასაც აკეთებს. თხელი ქსოვილი ზეწოლას ვერ უძლებს და იხევა. - არ გინდა... - ვამბობ და თვალებს მაგრად ვხუჭავ. მას არც ესმის. ყელზე კიდევ უფრო მაწვება და თავს მაღლა მაწევინებს. ვგრძნობ, როგორ იყოფა ორად ჩემი მაისური. სადაცაა შიშშერეული ადრენალინი გულს გამიხეთქავს. თითები ვეღარ ერევიან თავშეკავებას და ჩემგან დამოუკიდებლად მიიწევენ მისკენ. ხელებს მხრებში ძლიერად ვურტყამ,, მაგრამ არაფერი გამომდის. ის სულ ოდნავ ტორტმანდება, შემდეგ თმაში მავლებს ხელს და დანას ისე ძლიერად მაბჯენს ყელზე, ასე მგონია კანს მიღმა აღწევს. გამძვინვარებული ფშვინავს და თმას ძლიერად მქაჩავს. დანიანი ხელი უდნავ უცახცახებს, ქვემოთ აცურებს და ვგრძნობ, როგორ იხსნება კანი ლავიწთან. ტკივილს კბილებს შორის ვამწყვდევ, მაგრამ მაინც აღწევს გარეთ. ის ისევ პირზე მაფარებს ხელს, სწრაფად მაბრუნებს და კედელს ლოყით მაყრდნობს. რამდენიმე წამით თმაში ჩავლებულ თითებს მაჭერს, შემდეგ მიშვებს და ვერ ვხედავ, როგორ მშორდება.
კედელზე ვსრიალდები და კიბეზე ვჯდები. სახეზე ხელებს ვიფარებ და ტირილით ვცდილობ დამშვიდებას. ლავიწზე ჭრილობა საშინლად მეწვის და ჯერ კიდევ მგონია, რომ მისი დანა ჩემს ყელზეა. ჭრილობაზე თითებს ვიდებ და სისხლის სითბოს ვგრძნობ. შემდეგ მახსენდება, რომ თითქმის უკვე სახლში ვარ. აქ ჯდომა მზარავს, შუაზე გაჭრილ მაისურს მკერდზე ვიკრობ და სწრაფად ავრბივარ კიბეზე. ჩემს კართან ვჩერდები და ხელის ცახცახით ვცდილობ გასაღების საკეტზე მორგებას.
ის-ისაა გონებაში აზრად მივლის მათესთან ასვლა, რომ კიბეზე სწრაფი ნაბიჯების ხმა მესმის. კარს მაშინვე ვაღებ, სახლში შევდივარ, ვკეტავ და ვაყურადებ. რამდენიმე წამში აკაკუნებებ და შეშინებული ვაშორებ თავს მეტალს. სათვალთვალოში ვიხედები და კალეს რომ ვხედავ შვებით ვოხრავ. კარს მაშინვე ვაღებ და ზღურბლზე შეჩერებულს ვეხუტები.
- აქ ვარ, დამშვიდდი. - ამბობს ჩუმად, თავზე მკოცნის და ზურგზე მეფერება. თავის შეკავება არ გამომდის და ვტირი. - მირა, კარგად ხარ? - თავს ვუქნევ, მაგრამ კარგად არ ვარ. თუმცა, მისი სიმხურვალე, რომელიც სველი მაისურის შიგნიდან აღწევს, ნელ-ნელა მამშვიდებს. - რამე მითხარი. - თავს მიჭერს, მათვალიერებს და ვხედავ, როგორ ეკვრება შუბლი. - ამის დედაც! - თავს აქნევს გაღიზიანებული, სახეზე მეფერება და თვალებში მაჩერდება. - რამე დაგიშავა? ხომ არაფერი დაგიშავა? მითხარი.
- არა... - მის მაისურზე ჩემი ჭრილობიდან დატოვებულ წითელ ლაქას ვხედავ. - თითქმის არა. - ვამბობ და ისევ ვეხუტები.
- იქნებ პოლიციაში დაგვერეკა? - შეპარვით მეკითხება.
- რისთვის... არაფერი დამინახავს. არც არაფერი წაუღია. ჩემი შეშინება უნდოდა და გამოუვიდა. უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ...
- მაგრამ, კიდევ რომ განმეორდეს ამაზე არ ფიქრობ? - შემცბარი ავლებს თვალს ჩემს მოშიშვლებულ მკერდს. გახეული მაისურის კიდეებს იჭერს და ნასკვავს.
- თუ კიდევ განმეორდება, დავრეკავ, მართლა.
- მირა! - კბილებში სცრის ის.
- ახლა სახლიდან გასვლა არ მინდა. არც ვინმე სხვის დანახვა მინდა. სახლში მინდა ყოფნა და ჩემ გვერდით შენ სრულიად საკმარისი ხარ. - ნერვები მღალატობს და ხმა ოდნავ მიტყდება. კალე ოდნავ ეშვება
- კარგი, დამშვიდი. მოდი აქ, - მხრებზე მხვევს ხელს, ოთახში შევდივართ და დივანზე მსვამს. ზურგიდან ჩანთას მხსნის, თვითონ ჩემ წინ იმუხლებს და თითებს მიჭერს. - თუ ასე თავს მშვიდად იგრძნობ და წინააღმდეგი არ ხარ... არა, არ გეკითხები. ამაღამ შენთან დავრჩები. ხომ არ გირჩევნია, ცხელი წყალი გადაივლო?
- მოგვიანებით.
- კარგი. - თავს აქნევს კალე. - ბამბა და სპირტი სად გაქვს?
- შეეშვი, არ გინდა...
- მირა, გეყოფა. უბრალოდ მითხარი სადაა.
მეც აღარ ვეწინააღმდეგები. კალეს აფთიაქის ყუთი მოაქვს. ჭრილობას ფაქიზად წმენდს და თან სულს უბერავს წვის შესამსუბუქებლად. მისი სველი თმიდან ჩამოღვრილ წვეთს ვუყურებ, რომელიც საქმეზე კონცენტრირებულ, მაგრამ აქედან შორს მყოფ თვალებში ჩასდის. კალე შუბლზე ხელს ისვამს და თმა თითებით ლამაზად ევარცხნება. მეღიმება. მის შემხედვარეს ისე მეღიმება და ისეთი სიმშვიდე მეუფლება, თითქოს ათი წუთის წინ ვიღაც მანიაკი ყელზე დანას არ მაბჯენდა.
- რა მოხდა? - ერთ წამში იჭერს ჩემს მზერას.
- სულ სველი ხარ.
- სანამ მეორედ გავაჩერე ტაქსი... - თავს უკმაყოფილოდ აქნევს. - ტელეფონი რო გაგეთიშა...
- გმადლობ, რომ მოხვედი. - კალე ჭრილობაზე წებოვან ლენტს მაკრავს და მის გარშემო საჩვენებელ თითს ფრთხილად ასრიალებს. - ახლა ბევრად უკეთ ვარ. შენს შემდეგ უკეთ ვარ.
- მირა... - მის ხმაში საყვედურთან ერთად თანაგრძნობაც ჟღერს. მუხლებზე დგება, თითებით ლოყებზე მეფერება და ჯერ ტუჩებზე მკოცნის, შემდეგ ნიკაპზე, მერე ლოყაზე და ისევ ტუჩებს უბრუნდება. ეს ფრთხილი და მსუბუქი შეხება გონებაში მბრუნავ ბნელ სურათებს ნელ-ნელა უკარგავს ძალას და სხეულში ჯერ კიდევ შემორჩენილ ადრენალინს მიმართულებას უცვლის. ჩემი ტუჩები მომთხოვნები ხდებიან და ხელებსაც ადვილად იყოლიებენ. თითებს ბიჭის მხრებზე ვაწყობ და მაისურს მუჭებში ვბღუჯავ. კალე სახეზე მეხება.
- მირა... ხომ არ ჯობია, დაიძინო? - ამბობს ის. ხმა ოდნავ ჩახლეჩილი, სახე კი არეული აქვს.
- არა. - ლაპარაკი არ მინდა. ისევ ვკოცნი და თითებს მის თმაში ვმალავ.
- დასვენება გჭირდება. - ჩურჩულებს.
- შენ მჭირდები. - ვამბობ ამ ღამისთვის უკანასკნელ სიტყვებს და არც საკუთარი თავით გაოცებას ვიმჩნევ. კალე ჩემგან განსხვავებით ერთხანს ყოყმანობს, მაგრამ მალევე ვგრძნობ მის თითებს მკერდზე. ასე მგონია ჩემს გულისცემას მისი კანი იწოვს. თავის შეკრულ ნასკვს ხსნის და ორად გაჭრილ მაისურს მხრებიდან მაშორებს. ყურებში ჩამესმის ნაჭრის გახევის ხმა და უსიამოვნოდ მცრის. ბიჭის სახეს ვიჭერ და ჩემკენ ვიზიდავ. რაც უფრო ახლოსაა მისი გამყინავი სურნელი, მით უფრო ვმშვიდდები. კალე წელზე მაკრობს გაშლილ ხელისგულებს, დივანზე მაწვენს და ტუჩებს ყელზე მაბჯენს. ისეთი ვნებით და ისე ძლიერად, რომ თავი რბილ მატერიაში მეფლობა. ერთი წამით სუნთქვა მიჩერდება. შემდეგ ვაცნობიერებ, რომ ეს დანა არაა და ვცდილობ, მთელი თავისი სიმხურვალით შევიგრძნო ეს კოცნა. ბიჭის თითოეული შეხება თითო წვეთ მოუთმენლობას მიღვივებს და ადუღებული სისხლი შეგრძნებებს მიასმაგებს.
მის მაისურს ვავლებ თითებს და სწრაფად ვაძრობ. კალე ზემოდან დამყურებს. ქარვისფერი თვალები ზაფხულში დანთებული კოცონივით მხურვალედ უელავს. სველი კანი მოძრაობისას აბრეშუმივით უბზინავს და შეხებას მემუდარება. გულის ფეთქვას და სურვილს ვეღარ ვიმორჩილებ, მის მკლავებს ვიჭერ და ჩემკენ ვიზიდავ. ნელა იხრება, თითებს ჩემს თმაში ურევს და ლოყაზე ცხვირით და ტუჩებით ერთდროულად მეკრობა. სველი კოცნით მოიწევს ვნებისგან მფეთქავი ბაგეებისკენ და ის-ისაა ტუჩებს ვხსნი, რომ ჩერდება. ერთი წამით მავლებს ანთებულ თვალებს და ოდნავ ქვემოთ ცურდება. ორივე ხელისგულს მუცელზე მადებს და ისევ ჩემკენ გამოურბის მზერა. მოხრილი თითებით ქვემოთ მიიწევს და საკუთარ ქმედებას ისე აკვირდება, თითქოს ცდილობს, გეგმა არ ჩააგდოს. ერთი წამიც და შორტის სალტეს ეჭიდება. გახსნილი ღილის ადგილს მისი ტუჩები იკავებენ. ცხელი სუნთქვა და ტუჩების სისველე ლამის გულს მიჩერებენ. სიამოვნებისგან თავბრუდახვეული თვალებს ვხუჭავ და შეგრძნებებით განვაგძობ მისი მოძრაობის დანახვას.


პ.ს. სიურპრიზიიიიი
ოთხშაბათს დავდებთქო კი ვთქვი, მაგრა, ვერ მმოვითმინე და ;დდ
ამას ისიც დაემატა, რომ საიტის "გადარჩენის" ამბავმა გამახარა ^^
ხოდა აქვე, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ ასეთი ძირეული კომენტარებისთვის... გეფიცებით, სიხხარულისგან თვალები მიწყლიანდება თქვენს აზრებს და ეჭვებს რომ ვკითხულობ და უზომოდ ბედნიერი ვარ ^^

რაც შეეხება ისტორიას, მეხუთე თავიდან განსაკუთრებით იმატებს დაძაბულობა და არც დავარდება ტემპი... ამ ეტაპიდან ყველაფერი გაცილებით გართულდება პერსონაჟებისთვის. იმედია ისიამოვნებთ დაძაბულობით ;) ^_^скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი abezara98

ალბათ მოვკვდები, მათე რომ აღმოჩნდეს მთავარი ბოროტმოქმედი. უკვე იმდენად შემაყვარა თავი, რომ ვერ გადავიტან უბრალოდ ❤❤ ხოო, ეს მანიაკი კაპიუშონში ჩვენი მკვლელია, არა? ჰმმ... ახლა საერთოდ დავიბენი. მირას მაინც რაღას ერჩის? უფრო სწორად, ამ სამეგობროს რას ერჩის? მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას ❤❤

 



№2 წევრი დარინა

კალეს გარდა ყველა იყოს მკვლელი თანახმა ვარ, საოცრად მომწონს ეს პერსონაჟიი, მოკლედ ისეთ ინტრიგაში გვაგდებ ერთ თავში თუ ვფიქრობ ეს არის მკვლელიმეთქი მეორე თავში გადავიფიქრებ, ისე ჩამითრიააა ერთი სული მაქვს როდის დაიდება ახალი თავები, მომკალით და მათეს პერსონაჟი ჩემს გულამდე ვერ მოვიდააა, რაღაცნაირა არ მომწონს და რა გავაკეთოოო.

 



№3  offline წევრი ჟიზელი

ჰოლიიიიიიიი ფაააააქ...
მუხლები ამიკანკალდა...
უბრალოდ ისე დავიძაბე ,მგონი კითხვისას არ ამომისუნთქავს... ფსიქოპატია ჩვეულებივი და რა ჯანდაბა ხდება, რა?!
ვახ ოთო და მათე,რაღაცა ნიტოა, ხო იცი...

 



№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

შოკში ვარ და ვერაფერს ვერ დავწერ...
"ყველაფერში იდეალური მათე" არა???!!!
ვნახოთ რა იქნება. გულის სიღრმეში ბოლომდე იმედს ვიტოვებ რომ მათე "არც ისეთი იდეალური" იქნება როგორც წინა თავის კომენტარში დავწერე.
უმაგრესი ხარ. ისე შემეშინდა ალბათ დიდი ხანი ღამით გარეთ ვერ გავალ. რეალურად ვიგრძენი საფრთხე და ის "უცნობი" მირას კი არა მე მომსდევდა... უკვე იმასაც ვფიქრობდი საით გავქცეულიყავი კორპუსთან მისული. ძალიან მაგარი იყო... ემოციებში ვარ...
და ბოლოს დიდი მადლობა სიურპრიზისთვის...

 



№5  offline მოდერი Yvavi.

ჩემს დეპრესიას მხოლოდ ეს თუ უშველიდა ><
აუუუუუუ დაძაბულობა უკვე მომწონს, თან რა სასიამოვნოდ ნეიტრალდება კალეთი და მირათი მოკლედ რაა :დდ
ხშირად შეგაწუხოს ხოლმე “ვერ მოთმენამ” არ მეწყინება 3:)

 



№6 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან დავიძაბე ეს რა იყო.გეგონება მეც იქ ვიყავი და მირასთან ერთად გავრბოდი.ეს კაპიშონიანი ჩვენი მკვლელია ალბათ ხო ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი რატომღაც მათეს შევადარე.როგორ ამრიე ჩემო საყავრელო ვეღარ გავიგე უკვე ისე დავიბენი ყველაზე ეჭვი მაქ უკვე და მათეზეც.ან იქნებ სამეგობროდან სულ არავინ.რავიცი რავიცი.ან ეს დაჩიც რო მეეჭვება წარსულიდან ტყუილად ხომ არ არი რომ იხსენებ არა?იქნებ სულაც ეგ არი მკვლელი.მირასთან ერთად იყო და ვის წერდა ნეტავ?ბევრი ვარაუდები მაქ აზრები და რა არის ეს ისე ავირ დავირიე ამ ჩემ აზრებში.ის კი ვიცი რომ ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად ისეთი კარგია ისეთი დაძაბული კითხულობ და უფრო და უფრო გიყოლიებს არ გინდა რომ მორჩეს.

 



№7  offline წევრი Steppenwolf

არ მომწონს კალე... ვერ ვიტან.

რა სისულელეა როგორ შეიძლება მათე იყოს მკვლელი და მირა ვერ ხვდებოდეს :დ ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდან იცნობს, იცის მისი სურნელი, მისი მიხვრა-მოხვრა, მისი ფიგურა, მისი სიარული, მისი ქცევები ასე ახლოს უახლოვდება და ვერ ხვდება თუ არა ვერც ამსგავსებს?:)

 



№8 წევრი ბელუ შეროზია

ბექა, ბექა
ჰმმ...იქნებ რამე გაიგო და ამიტომ გააჩუმეს?
უცნაურად მომეჩვენა მუხრუჭების ამბავი.
აი საოცრად ამიჩქარდა გული მირას ის ვიღაც რომ მისდევდა,
ცოტა დამაკლდა რომ მეც არ მეყვირა "გაიქეცი"თქო :დდ
მათე ისევ გაქრა თავდასხმის დროს, მაგრამ მაინც მგონია,
რომ მათე არაფერშუაშია :დ ალბათ იმიტომ ვერ ვადანაშაულებ, რომ მომწონს და არ მინდა დაჯერება, იმის რომ ის ცუდია.
შენი ბოლოს გაკეთებული კომენტარის წაკითხვის შემდეგ კი ავჟიტირდი :დ
ოო, როგორ მოუთმენლად ველოდები მოვლენების განვითარებას heart_eyes

პ.ს იმის თქმა არასდროს მომბეზრდება რომ შენ ხარ საოცრება!
შეუცვლელი ჩემთვის heart_eyes heart_eyes

 



№9  offline ახალბედა მწერალი lullaby

abezara98
ალბათ მოვკვდები, მათე რომ აღმოჩნდეს მთავარი ბოროტმოქმედი. უკვე იმდენად შემაყვარა თავი, რომ ვერ გადავიტან უბრალოდ ❤❤ ხოო, ეს მანიაკი კაპიუშონში ჩვენი მკვლელია, არა? ჰმმ... ახლა საერთოდ დავიბენი. მირას მაინც რაღას ერჩის? უფრო სწორად, ამ სამეგობროს რას ერჩის? მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას ❤❤

კი ბატონო მკვლელია და მირას ან სამეგობრობს რას ერჩის მაგას ნელ-ნელა გაიგებ ;)

დარინა
კალეს გარდა ყველა იყოს მკვლელი თანახმა ვარ, საოცრად მომწონს ეს პერსონაჟიი, მოკლედ ისეთ ინტრიგაში გვაგდებ ერთ თავში თუ ვფიქრობ ეს არის მკვლელიმეთქი მეორე თავში გადავიფიქრებ, ისე ჩამითრიააა ერთი სული მაქვს როდის დაიდება ახალი თავები, მომკალით და მათეს პერსონაჟი ჩემს გულამდე ვერ მოვიდააა, რაღაცნაირა არ მომწონს და რა გავაკეთოოო.

რა პრობლემაა ყველა ვერ იქნება მისაღები პერსონაჟი.. თქვგზას თუ გიბნევ ეგ კაია :დდ ვეცდები მალე დავდო მეევსე თავი <3

ჟიზელი
ჰოლიიიიიიიი ფაააააქ...
მუხლები ამიკანკალდა...
უბრალოდ ისე დავიძაბე ,მგონი კითხვისას არ ამომისუნთქავს... ფსიქოპატია ჩვეულებივი და რა ჯანდაბა ხდება, რა?!
ვახ ოთო და მათე,რაღაცა ნიტოა, ხო იცი...

შენი კომენტარები :დდდდ ნიტოა აქ თქვენთვოს ყველაფერი ;) და მიხარია რომ მოგეწონა ^^

 



№10  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

იცი ახკა რაღაც ეჭვი გამიჩნდა, რომელიც რეალიბასთან ადე თუ ისე ახლოა... ჯერ-ჯერობით ჩემს ეჭვს ჩემთვის დავიტოვებ მკვლელთან დაკავშირებით და დაველოდები შემდეგ თავებს... ძალიან მაგარი ისტორიას ...

 



№11 სტუმარი სტუმარი ნინა

ვახ, ბექას ამბავი ცოტა საეჭვოა, ხო იცი. არ გამოვრიცხავ, პოტენციურ მკვლელს გაეჩალიჩებინა.
იმ ფსიქოპატის გამოჩენამ საერთოდ ამრია ეხლა ;დდ რა ბოროტი ხარ ;დ
დაჩის მესიჯების ამბავიც საინტერესოა.
ვნახოთ, რას გვიმზადებ ;დ

 



№12 სტუმარი makukuna

ვახ, ამ ფსიქოპათის გამოჩენას არ ველოდი. კიდევ უფრო ჩახლართე სიტუაცია. საერთოდ მგონია, რომ ყველაფერი წარსულიდან გრძელდება. ერთადერთ კალეს დიდად ვერ ვაკავშირებ წარსულთან, მაგრამ თენგო ხომაა კავშირში და კალეც მისი მეგობარია. მე კალეს მაინც გამოვრიცხავ, რაღაცნაირად მომწონს ეს ბიჭი.
ბექას მუხრუჭების ამბავი, გასაღების დაკარგვა, სახლში აჩრდილები - ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია ეტყობა. თან ამ უცნობს აშკარად არ უნდოდა გოგოს მოკვლა, შეშინება უნდოდა და მოახერხა კიდეც. აქაც რაღაც იმალება, თუ ვიღაცამ დაავალა, აშკარად ეს დაავალა - შეშინება და არა მოკვლა.
აი, მათესეც ნაკლები ეჭვები მაქვს. ის, რომ კარგი პიროვნება ჩანს, არ ნიშნავს რომ მკვლელი შეიძლება არ იყოს. უბრალოდ, შენ ისე წარმოაჩენ, რომ თითქმის ყველა გზა მათესთან მიდის - ნატას მომაბეზრებელი ქცევები, იმ საღამოს ნატასთან კამათი, მირას ვერ დაკავშირება მასთან, ნახევარი საათი დაკარგვა, მირას მეზობლად ცხოვრება, საერთო გასაღები, ამ საღამოსაც გამორთული ტელეფონი - მოკლედ ყველაფერი ეს სერიოზულ საფუძველს ქმნის მათეზე ეჭვის მიტანის. მაგრამ, მე სწორედ ამდენი მინიშნების გამო მაქვს მასზე ყველაზე ნაკლები ეჭვი, ასე ადვილად არ ამოგვახსნიებდი შენ მკვლელის ვინაობას. თან კონტრარგუმენტებიც მაქვს smile , მგონი მათე არ გაუშვებდა გარეთ მკვდარი ნატას სანახავად, საყვარელ ქალს. არც ტელეფონს გამორთავდა, თუ ვინმეს დაავალა მისი შეშინება, ხომ იცოდა, რომ გოგო მასთან დარეკავდა პირველი. მით უმეტეს, რომ წარსულში რაღაც ძალიან სტრესული შეემთხვა მირას და ამდენი ნერვიულობისთვის არ გაწირავდა მგონი მათე. რა ვიცი, რა ვიცი. მაგარი ინტრიგანი ხარ, ვიღაცა ხარ, მარიამ heart_eyes
და საერთოდ, მაინტერესებს პოლიცია ხომ იძიებს ამ საკითხს და ალბათ ყველა რესტორანში მყოფს დაკითხავდნენ. რა ალიბი აქვს ამ პერსონაჟებს. მგონი, გამოძიების ამბებს შეგნებულად გვიმალავ.
მირა - რა ვიცი, ასეთი გოგოები არ მიყვარს, კაცს რომ არც ხელს კრავენ და არც ახლოს უშვებენ. თვითონ კომფორტულად გრძნობენ თავს და სხვაზე არ ფიქრობენ. რა ვიცი, რა ვიცი smile

გელოდებით, მოკლედ blush

 



№13  offline ახალბედა მწერალი lullaby

უცნობი ქ
შოკში ვარ და ვერაფერს ვერ დავწერ...
"ყველაფერში იდეალური მათე" არა???!!!
ვნახოთ რა იქნება. გულის სიღრმეში ბოლომდე იმედს ვიტოვებ რომ მათე "არც ისეთი იდეალური" იქნება როგორც წინა თავის კომენტარში დავწერე.
უმაგრესი ხარ. ისე შემეშინდა ალბათ დიდი ხანი ღამით გარეთ ვერ გავალ. რეალურად ვიგრძენი საფრთხე და ის "უცნობი" მირას კი არა მე მომსდევდა... უკვე იმასაც ვფიქრობდი საით გავქცეულიყავი კორპუსთან მისული. ძალიან მაგარი იყო... ემოციებში ვარ...
და ბოლოს დიდი მადლობა სიურპრიზისთვის...

ვაი ვაი როგორ მიხარია რო ასეთ ემოციებს გიტოვებს სალ... ^^ ხოო მათეს იდეალირობაში თქვენ გაერკვიეთ, მე ხელი არ მაქვს მაგასთან :დდდ
ხოდა კიდევ შენი ეჭვი მაინტერესებს ზალიან და აქ თუ არა პირადად მაინც მითხარი გოგონი ;)

Yvavi.
ჩემს დეპრესიას მხოლოდ ეს თუ უშველიდა ><
აუუუუუუ დაძაბულობა უკვე მომწონს, თან რა სასიამოვნოდ ნეიტრალდება კალეთი და მირათი მოკლედ რაა :დდ
ხშირად შეგაწუხოს ხოლმე “ვერ მოთმენამ” არ მეწყინება 3:)

აი ხასიათზე რომ ვმოქმედებ, ყველქზე მაგარია და ზალიან მიხარია ^^ ვეცდები არ გაწყენინო ხოლმე :დდდ

სტუმარი თამო
ძალიან დავიძაბე ეს რა იყო.გეგონება მეც იქ ვიყავი და მირასთან ერთად გავრბოდი.ეს კაპიშონიანი ჩვენი მკვლელია ალბათ ხო ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი რატომღაც მათეს შევადარე.როგორ ამრიე ჩემო საყავრელო ვეღარ გავიგე უკვე ისე დავიბენი ყველაზე ეჭვი მაქ უკვე და მათეზეც.ან იქნებ სამეგობროდან სულ არავინ.რავიცი რავიცი.ან ეს დაჩიც რო მეეჭვება წარსულიდან ტყუილად ხომ არ არი რომ იხსენებ არა?იქნებ სულაც ეგ არი მკვლელი.მირასთან ერთად იყო და ვის წერდა ნეტავ?ბევრი ვარაუდები მაქ აზრები და რა არის ეს ისე ავირ დავირიე ამ ჩემ აზრებში.ის კი ვიცი რომ ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად ისეთი კარგია ისეთი დაძაბული კითხულობ და უფრო და უფრო გიყოლიებს არ გინდა რომ მორჩეს.

რა თქმა უნდა, დაჩი ტყუილად არ შექმნილა, პირიქით, ასე, რომ ცოტა ლოდინის შემდეგ ყველაფერს მიხვდები ;) იმედია მანამდე არ მოგბეზრდება ;) ზალიან მხარია, რომ ასე გითრევს და მოგწონს ^^

Steppenwolf
არ მომწონს კალე... ვერ ვიტან.

რა სისულელეა როგორ შეიძლება მათე იყოს მკვლელი და მირა ვერ ხვდებოდეს :დ ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდან იცნობს, იცის მისი სურნელი, მისი მიხვრა-მოხვრა, მისი ფიგურა, მისი სიარული, მისი ქცევები ასე ახლოს უახლოვდება და ვერ ხვდება თუ არა ვერც ამსგავსებს?:)

გეთანხმები, ამ კუთხით სრულიად მართალი ხარ.. . ადამიანს რომ საკუთარ თავზე მეტად იცნობ, წესით შეფუთულიც უნდა იცნო... აგრამ სტრესის დროს ფიქრობ ამ ყველაფერზე? იქნებ შიში გაბნევს და ვერც სუნს გრზნობ და ვერც ვერაფერს ხედავ? დეტალებს მით უნეტეს?

ბელუ შეროზია
ბექა, ბექა
ჰმმ...იქნებ რამე გაიგო და ამიტომ გააჩუმეს?
უცნაურად მომეჩვენა მუხრუჭების ამბავი.
აი საოცრად ამიჩქარდა გული მირას ის ვიღაც რომ მისდევდა,
ცოტა დამაკლდა რომ მეც არ მეყვირა "გაიქეცი"თქო :დდ
მათე ისევ გაქრა თავდასხმის დროს, მაგრამ მაინც მგონია,
რომ მათე არაფერშუაშია :დ ალბათ იმიტომ ვერ ვადანაშაულებ, რომ მომწონს და არ მინდა დაჯერება, იმის რომ ის ცუდია.
შენი ბოლოს გაკეთებული კომენტარის წაკითხვის შემდეგ კი ავჟიტირდი :დ
ოო, როგორ მოუთმენლად ველოდები მოვლენების განვითარებას heart_eyes

პ.ს იმის თქმა არასდროს მომბეზრდება რომ შენ ხარ საოცრება!
შეუცვლელი ჩემთვის heart_eyes heart_eyes

ჩემო კარგო, უღრმესი მადლობა კომპლიმენტისთვის და ვეცდები დიდხანს არ გალოდინო შემდეგ თავამდე... კი ბექას ამბავი საიდუმლო არაა და კი ამ ამბავთან კავშირი აქვს. ამის შეფუთვა არც მიცდია. რა კავშირი აქვს, ამას მოგვიანებით გაიგებ ;)

სტუმარი ნინა
ვახ, ბექას ამბავი ცოტა საეჭვოა, ხო იცი. არ გამოვრიცხავ, პოტენციურ მკვლელს გაეჩალიჩებინა.
იმ ფსიქოპატის გამოჩენამ საერთოდ ამრია ეხლა ;დდ რა ბოროტი ხარ ;დ
დაჩის მესიჯების ამბავიც საინტერესოა.
ვნახოთ, რას გვიმზადებ ;დ

კი, ბექას ავარიას ამ ამბავთან კავშირი აქვს, რა კავშირია ვნახავთ ამას ;)

makukuna
ვახ, ამ ფსიქოპათის გამოჩენას არ ველოდი. კიდევ უფრო ჩახლართე სიტუაცია. საერთოდ მგონია, რომ ყველაფერი წარსულიდან გრძელდება. ერთადერთ კალეს დიდად ვერ ვაკავშირებ წარსულთან, მაგრამ თენგო ხომაა კავშირში და კალეც მისი მეგობარია. მე კალეს მაინც გამოვრიცხავ, რაღაცნაირად მომწონს ეს ბიჭი.
ბექას მუხრუჭების ამბავი, გასაღების დაკარგვა, სახლში აჩრდილები - ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია ეტყობა. თან ამ უცნობს აშკარად არ უნდოდა გოგოს მოკვლა, შეშინება უნდოდა და მოახერხა კიდეც. აქაც რაღაც იმალება, თუ ვიღაცამ დაავალა, აშკარად ეს დაავალა - შეშინება და არა მოკვლა.
აი, მათესეც ნაკლები ეჭვები მაქვს. ის, რომ კარგი პიროვნება ჩანს, არ ნიშნავს რომ მკვლელი შეიძლება არ იყოს. უბრალოდ, შენ ისე წარმოაჩენ, რომ თითქმის ყველა გზა მათესთან მიდის - ნატას მომაბეზრებელი ქცევები, იმ საღამოს ნატასთან კამათი, მირას ვერ დაკავშირება მასთან, ნახევარი საათი დაკარგვა, მირას მეზობლად ცხოვრება, საერთო გასაღები, ამ საღამოსაც გამორთული ტელეფონი - მოკლედ ყველაფერი ეს სერიოზულ საფუძველს ქმნის მათეზე ეჭვის მიტანის. მაგრამ, მე სწორედ ამდენი მინიშნების გამო მაქვს მასზე ყველაზე ნაკლები ეჭვი, ასე ადვილად არ ამოგვახსნიებდი შენ მკვლელის ვინაობას. თან კონტრარგუმენტებიც მაქვს smile , მგონი მათე არ გაუშვებდა გარეთ მკვდარი ნატას სანახავად, საყვარელ ქალს. არც ტელეფონს გამორთავდა, თუ ვინმეს დაავალა მისი შეშინება, ხომ იცოდა, რომ გოგო მასთან დარეკავდა პირველი. მით უმეტეს, რომ წარსულში რაღაც ძალიან სტრესული შეემთხვა მირას და ამდენი ნერვიულობისთვის არ გაწირავდა მგონი მათე. რა ვიცი, რა ვიცი. მაგარი ინტრიგანი ხარ, ვიღაცა ხარ, მარიამ heart_eyes
და საერთოდ, მაინტერესებს პოლიცია ხომ იძიებს ამ საკითხს და ალბათ ყველა რესტორანში მყოფს დაკითხავდნენ. რა ალიბი აქვს ამ პერსონაჟებს. მგონი, გამოძიების ამბებს შეგნებულად გვიმალავ.
მირა - რა ვიცი, ასეთი გოგოები არ მიყვარს, კაცს რომ არც ხელს კრავენ და არც ახლოს უშვებენ. თვითონ კომფორტულად გრძნობენ თავს და სხვაზე არ ფიქრობენ. რა ვიცი, რა ვიცი smile

გელოდებით, მოკლედ blush

კომენტარის პირველ ნაწილში გეთანხმები და ყველაფერში მართალი ხარ ;) მეორე ნაწილს რაც შეეხება, კი, მათე კარგი ბიჭი ჩანს, მაგრამ თუ ის ის მათე აღარაა და შეიცვალა, თუ ფსიქოპატია? მაშინ ვის აინტერესებს მირას შეეშინდჭბა თუ არა? ააღელვებს მკვდარი მეგობრის ნახვა თუ არა? პოლიცია კი იზიებს, მაგრამ მკვლელი სუფთად მუშაობს და კვალზე ვერ გადიან. ალიბები ყველას აქვს და ამაზე ყურადღება არ გამიმახვილებია, ეს ალბათ უფრო ბოლოს, კვანზის გახსნისკენ იქნება თვალსაჩინო. ზააალიან დიდი მადლობა, რომ ასე უკვირდები ყველაფერს და არც დაწერა გეზარება.. მადლობა კომპლიმენტისთვისაც <3

 



№14  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ოჰ, რაა როგორ მინდა რაღაცები დავწერო მაგრამ არა, არ გამოვა. ჩემი აზრი კი იცი. ისევ თავიდან განციცადე ყოველი ემოცია, განსაკუტრებით მათესთან ეპიზოდმა იმოქმედა, ოთო შემეცოდა და კალე ნერვებს მიშლის რააა.

 



№15 სტუმარი makukuna

მარიამ, კიდე ინტრიგნობ ეხლა შენ და ვერ წამომაგებ, იცოდე bowtie და ვისაც წაკითხული აქვს, მათი კომენტარები ჩემი აზრით საპირისპიროდ უნდა გაიგო, აშკარად ისინიც ინტრიგნობენ, ასე მგონია smile

ფსოქოპათია ავადმყოფობაა ჩემი აზრით და რაღაცაში აუცილებლად გამოვლინდება, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ელემენტარულ ქცევაში. რავი მე ასე ვფიქრობ. შეიძლება უფრო შურისძიებასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი რაა. აი დაჩის ამბების შემდეგ მგონი უფრო შესაძლებელი იქნება მსჯელობა. რაღაც კავშირები იქნება წარსულსა და აწმყოს შორის.

მოკლედ, არ გვალოდინო heart_eyes heart_eyes

 



№16 სტუმარი სტუმარი

მირასნაირი გოგოები მგონი არაფრის ღირსები არიან ???????? რატო ყავს მათე ასე ახლოს ვერ ვხვდები და რატო ურჩევს გოგოებს? რატო ახსენდება გასაჭირში პირველივე დამხმარედ მათე?მოკლედ ჩამოყალიბდეს რა უნდა მათესგან . მკვლელს რაც შეეხება კალე არაა -კალეს ტელეფონზე ელაპარაკებოდა იმწუთას როცა ეს კაპიშონიანი მოყვებოდა უკან. მათეზე არც ვიცი უკვე რა ვიფიქრო :(

მარიამ შენ რომ ნიჭიერი და კარგი გოგო ხარ მაგაზე ლაპარაკი ზედმეტია ????????

 



№17  offline ახალბედა მწერალი lullaby

ლორელაი
ოჰ, რაა როგორ მინდა რაღაცები დავწერო მაგრამ არა, არ გამოვა. ჩემი აზრი კი იცი. ისევ თავიდან განციცადე ყოველი ემოცია, განსაკუტრებით მათესთან ეპიზოდმა იმოქმედა, ოთო შემეცოდა და კალე ნერვებს მიშლის რააა.

დაწერ და ვნახოთ მერე როგოგრ შემომხედავ თვალებში :დდ
და მიხარია, რომ მმეორედ წაკითხვისასაც არ კარგავს ეფექტს ნაწერი ^^

makukuna
მარიამ, კიდე ინტრიგნობ ეხლა შენ და ვერ წამომაგებ, იცოდე bowtie და ვისაც წაკითხული აქვს, მათი კომენტარები ჩემი აზრით საპირისპიროდ უნდა გაიგო, აშკარად ისინიც ინტრიგნობენ, ასე მგონია smile

ფსოქოპათია ავადმყოფობაა ჩემი აზრით და რაღაცაში აუცილებლად გამოვლინდება, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ელემენტარულ ქცევაში. რავი მე ასე ვფიქრობ. შეიძლება უფრო შურისძიებასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი რაა. აი დაჩის ამბების შემდეგ მგონი უფრო შესაძლებელი იქნება მსჯელობა. რაღაც კავშირები იქნება წარსულსა და აწმყოს შორის.

მოკლედ, არ გვალოდინო heart_eyes heart_eyes

აღარ გალოდინე დიდხანს და დავდე წეღან ახალი თავი... მიუხედავად იმისა, რომ მოგონება არაა იქ, იმედია, რაღაცებს მაინც მიამატებ შენს ეჭვებს და ვნახოთ აბა რას იტყვი ;)

სტუმარი
მირასნაირი გოგოები მგონი არაფრის ღირსები არიან ???????? რატო ყავს მათე ასე ახლოს ვერ ვხვდები და რატო ურჩევს გოგოებს? რატო ახსენდება გასაჭირში პირველივე დამხმარედ მათე?მოკლედ ჩამოყალიბდეს რა უნდა მათესგან . მკვლელს რაც შეეხება კალე არაა -კალეს ტელეფონზე ელაპარაკებოდა იმწუთას როცა ეს კაპიშონიანი მოყვებოდა უკან. მათეზე არც ვიცი უკვე რა ვიფიქრო :(

მარიამ შენ რომ ნიჭიერი და კარგი გოგო ხარ მაგაზე ლაპარაკი ზედმეტია ????????

კი, მირა არაა იდეალური გოგო, თუმცა ძალიან მკაცრიც არ მინდა ვიყო მის მიმართ... პირველ რიგში გოგოებს არ ურჩევს... თავს იმით იმართლებს, რომ მათესთვის კარგი უნდა, მაგრამ ალბათ ეჭვიანობს... გასაჭირშიც რომ პირველი მათე ახსენდება, ეგეც ნორმალურია, რადგან რვა წელი მეგობრობა ცოტა არაა, პირიქით... და კი, ჩამოყალიბება კი ნამდვილად უჭირს და იმედია ბოლოსკენ გადაწყვეტს რა უნდა )))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent