წითელი ღამე /17. დასასრული/ (+16) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ღამე /17. დასასრული/ (+16)


1-08-2018, 08:47
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 1 091

წითელი ღამე /17. დასასრული/ (+16)

თავი 17



- ნიაკო, საოცრება ხარ! - ვუყურებდით კიბეზე ჩამომავალ, კიდევ უფრო გალამაზებულ ნიაკოს და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით, განსაკუთრებით კი, ჩემს გვერდით მდგარი, სმოკინგში გამოწყობილი, საოცარად სიმპათიური კაკი, რომელიც თვალებიდანაც კი, ბედნიერებას ასხივებდა, მისი თვალწარმტაცი გარეგნობის გამო.
იმდენად უხდებოდა თეთრი კაბა, მკრთალი მაკიაჟი და ბედნიერი ღიმილი რომ ბედნიერების ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.
ტანზე მომდგარი, გრძელი კაბა, კიდევ უფრო ნათლად გამოჰკვეთდა მის უნიკალურ ფორმებს. წელსქვემოთ შეუმჩნევლად ჩახსნილი კაბა, სიარულის დროს, მოხდენილად იშლებოდა და ოდნავი მოძრაობისასაც, მის გრძელ და სწორ ფეხს მოხდენილად აჩენდა.
ტალღოვანი, თითქმის ხვეული თმა, აბურდულად აეწია. ვერც იფიქრებდით რომ განზრახ, თუმცაღა თავის კაბას და მაკიაჟს, ძალიან უხდებოდა ეს უბრალო თმის დიზაინი, რომელიც, მაკიაჟთან ერთად, მის ბუნებრივ სილამაზეს უფრო მეტად უსვამდა ხაზს.
მე და ლიზი, თვალებგაფართოვებული მზერით ვუყურებდით ამ საოცარ ქმნილებას და ვერ ვიჯერებდით რომ ეს უღმერთოდ ლამაზი და ნაზი გოგო, ნიაკო იყო.
მართალია რომ ამბობენ, ბედნიერი ღიმილი, რომლის დროსაც, შენი თვალებიც კი იღიმის, სულ სხვა სილამაზეს სძენს ადამიანსო. ისიც სწორედ ამ ბედნიერების მსხვერპლი იყო.
- მადლობა, გოგოებო! - პირველად ვხედავდი ასეთ ანერვიულებულ და აწითლებულ ნიაკოს, რომელიც ადგილზე გაქვავებულ კაკის, ხელს არ უშვებდა.
თითქოს დღეს, საერთოდ სხვა ადამიანად გარდაიქმნა.
- კარგი რა, ნია, - ჩავიქნიე ხელი მობეზრებულმა. მართალია, მისი დაძაბული სახე, ძალიან მართობდა, მაგრამ თან საშინლად მიშლიდა ნერვებს. - რა პანიკებში ხართ, მომავალი ცოლ-ქმარი?! არაფერი არაა სანერვიულო, ხომ იცით რომ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება! - გადავხედე მალე აწ უკვე ცოლ-ქმარს ბღვერით და მათი რეაქციების შემყურე, გაკრეჭილ დათუნას, მხარზე თავი დავადე. პირველი და ალბათ უკანასკნელი შემთხვევა იყო, ასეთ სიტუაციაში, ნიაკოს და კაკის მე რომ ვამშვიდებდი.
- ვიცი, მაგრამ მენერვიულება მაინც და რა გავაკეთო?! - აღმოხდა მძიმე ამოსუნთქვასთან ერთად. იმდენად დაძაბული იყო, ლამის თითებიც დაემტვრია. - აუ, კაკი, ხმა ამოიღე თორე ჟურნალებში რომ წაიკითხავ სათაურს, ქორწილში ცოლმა ქმარი დახვრიტაო, მერე არ გაგიკვირდეს. - ცოტაც და ფეხებს ააბაკუნებდა ნიაკო. ჩვენ, ყველამ ვიცოდით ასეთი სიტუაცია რომ იქნებოდა მათ ქორწილში და ორი დღე ვვარჯიშობდით, სერიოზული სახეების მიღებაზე და მხოლოდ გულში ხარხარით შემოვიფარგლებოდით.
- წავიყვან მე ამას, ცოტას დავამშვიდებ და მოვალთ. - ნიაკოს რეპლიკაზე, ყურადღება არ მიუქცევია კაკის. ჩვენ გადმოგვხედა და მერე, მისი სიტყვებით აწითლებულ ნიაკოს, რომელიც წამებში ააორთქლა ადგილიდან.
- სულ გაგიჟდა ეს, რა დროს ეგაა? ვაგვიანებთ. - აქოთქოთდა ლიზი.
- ლიზ, შენც დამშვიდება თუ გინდა, პირდაპირ თქვი, პრაქტიკა არაა საჭირო, - ახარხარდა დათუნა, ჩემთან ერთად და კიდევ უფრო დაბღვერილი შეყვარებული, მკლავებში მოიქცია. - ჩვენც ხო არ მივცხოთ ქორწილი, ბარემ?
- ერთი კვირაა სრული საგიჟეთია და ძაან გთხოვთ, ქორწილის გარეშე გააკეთეთ ბავშვები, - ხელი ავიქნიე და ფურცლის ქნევა დავიწყე, მარაოს იმიტაციით.
- აუ ჰო, ამათი ქორწილის მერე, ცოლის მოყვანა აღარ მინდა. - თქვა დათუნამ და ეშმაკური მზერით დახედა ლიზის, - დღეს ღამე რომ მოგიტაცო, რა აზრის ხარ?
- მე მომწონს ეგ იდეა, - ვთქვი სრული სერიოზულობით, ისე თითქოს, ჩემზე ყოფილიყო დამოკიდებული პასუხი. ორივემ ამომხედა და მაგრძნობინა, მურმანის ეკალი ხარ, გვაცადე ლაპარაკიო, - რა? - მხრები ავიჩეჩე უდარდელად და ჩამეცინა.
- დათუნა, გააფრინე?
- შენც კითხე რა, - კვლავ ჩავეჭერი საუბარში დაბღვერილებს, - ჰო კარგით, რაც გინდათ ის ქენით, მერე ჩემთან არ მოხვიდეთ, ბავშვი მომინათლეო. - ვუთხარი მკვახედ და წყვილს გავეცალე.


*

- ნია, ნახე რა ბიჭი ვარ, დაიკიდე კაკი. - სერიოზული სახით მიუახლოვდა რეზი და ხელები გაშალა, მისი უნიკალური გარეგნობა, კარგად რომ შეგვეთვალიერებინა. - სანამ დროა, დავტყდეთ, - კვლავ ინარჩუნებდა სერიოზულ ტონს და გამომეტყველებას, მე და ლიზი კი სიცილს ვერ ვიკავებდით.
- სულ გაგიჟდი, ხო? - ჩუმი ხმით წამოიკივლა ნიაკომ და მოფლირტავე რეზის, თვალები დაუქაჩა.
- შენმა სილამაზემ გამაგიჟდა, ნია. - აღმოხდა სიყვარულით დამწვარი ადამიანის ხმით და არარსებული ცრემლი, თეატრალურად მოიწმინდა. - უთხარით გოგოებო, არ ვჯობივარ კაკის? - ამჯერად ჩვენ გადმოგვხედა და თვალი ეშმაკურად ჩაგვიკრა.
- შენთან შანსი რომ მქონდეს, დათუნას მივატოვებდი, - უპასუხა ლიზიმ იმავე მოფლირტავე ტონით და დათუნას მოახლოება რომ იგრძნო, ეგრევე გაჩუმდა.
- ვაიმე, როგორ გაკლიათ! - მათი შემყურე, მხოლოდ ამ დასკვნამდე მივედი და მოხარხარე რეზის, დანანებით გავხედე.

საპირფარეშოში შევედი და ჩემი თავი სარკეში კარგად შევათვალიერე;
ბუნებრივად ხვეულ წითელ თმას აღარ შევხებივარ და მიუხედავად სიცხისა, მაინც გავიშალე. მაკიაჟი ძალიან მკრთალად გავიკეთე, ლიზის დამსახურებით, რომელიც მაკიაჟის ნამდვილი სპეციალისტი იყო! ყოველთვის ზუსტად იცოდა რა მჭირდებოდა. ხოლო, კაბის დიზაინზე, თავად ვიზრუნე. ძალიან ღია ვარდისფერ ნაჭერზე, რომლის სიგრძეც მუხლს არ აღემატებოდა, ლურჯი ყვავილები ლამაზად გადანაწილებულიყო. წელზე მჭიდროდ შემოხვეული კაბის შეუმჩნეველი ქამარი, ჩემს სუსტ წელს უფრო კარგად გამოჰკვეთდა. მხრები მთლიანად მოშიშვლებული მქონდა, მხოლოდ ფართო მკლავი მალავდა ხელის მცირე ნაწილს, რომელიც წვრილი ნაჭრით, ყელისკენ მიიწევდა. განსხვავებული დიზაინის გამო, დილემის წინაშე არ ვმდგარვარ, მალევე ვიყიდე და ჩემი არჩევანით კმაყოფილი, ყოველ ხუთ წუთში სარკეში ვიხედებოდი. ლამის საკუთარი თავი პაემანზე დამეპატიჟებინა.

ჯვრისწერის და ხელისმოწერის შემდეგ, ყველანი ერთად წამოვედით დანიშნულების ადგილას. ხალხიც ნელ-ნელა ემატებოდა. ნიაკოს მოთხოვნით, ქორწილი ღია ცისქვეშ უნდა ყოფილიყო და მთელი ერთი კვირა, სრულ გადარბენაზე ვიყავით. თუმცა, ულამაზესი ადგილი იყო, თავისი ფერების შეხამებით და დიზაინით, რომლის განხორციელებაშიც, დიდი წვლილი მიმიძღვის. აღარავის გვახსოვდა მოახლოვებული გამოცდები და უნივერსიტეტის ბოლო წელი, მთლიანად ქორწილზე ვიყავით გადართული. მართალია, კაკი ამბობდა, თითქმის ყველაფერი მოგვარებულიაო, მაგრამ იმდენმა დეტალმა იჩინა თავი რომ მათ მოგვარებას, ბევრი დროც და ენერგიაც შეეწირა. კაკის დედა, ჩვენი საოცარი თინა, არც დროს და არც ფულს იშურებდა რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე ყოფილიყო.

საპირფარეშოდან გამოსულს და ჩემს ფიქრებში გართულს, თორნიკე შემეგება... ტყუილი იქნება თუ ვიტყვი რომ მისი ნახვა გამიკვირდა და არ ველოდი.
ძალიან მენატრებოდა, ეს საზიზღარი არსება, რომელიც დღეში ორჯერ, ნინას გამო მირეკავდა.

- მეგუშ, თვით სილამაზე ხარ! - ღიმილით მომახლოვდა თორნიკე და გადამეხვია. - აუ, მაგრად მომენატრე, ტო!
- თოკუშ, თვით სიმპათიურობა ხარ! - გავეწელე მეც და გავუცინე. - ნინას გამო დღეში ხუთჯერ მირეკავ და შეგიძლია ისეც მნახო ხოლმე.
- საქმეები მქონდა გოგო, რას მეძაბები. - სწრაფად დასერიოზულდა თორნიკე, მაგრამ წამში ისევ ისეთი არანორმალური გახდა, - დაგერეკა მერე, იქნებ შენს ზარს ველოდებოდი.
- ნინამ მკითხა შენზე, კაი ტიპიაო? მეთქი, რავი ნინა, შენ არ გამოგადგება, ძაან მექალთანეა-მეთქი და ხო სწორად ვუთხარი? - იმდენად სერიოზული ხმა მქონდა, თორნიკე სერიოზულად დაფიქრდა, მართლა ვამბობდი თუ ვატყუებდი. გაეცინებოდა, მერე მეორე წამს დასერიოზულდებოდა.
- მითხარი რომ მეღადავები. - ამოთქვა საწყალი ხმით და ხველა ატეხილს, ზურგზე ხელი ნაზად დავარტყი. სიმწრის ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და სწორედ ეს მინდოდა. ბოროტულად ვხითხითებდი გულში.
- კი, გეღადავები. - მისი საცოდავი სახის ყურებით დაღლილმა, ვაღიარე ბოლოს.
- მეზიზღები! დაგჭირდება რამე და ჩემთან გაქვს შანსი მინუს მილიონი! - დამემუქრა პატარა ბავშვივით და გაიბუსხა.
- თოკუშ, კინოს ბილეთი მაჩუქა ნინამ, ხოდა მე შემიძლია რომ საქმე გამომიჩნდეს და ვინმე ხომ არ გავუშვა ჩემს ნაცვლად?! აბა, მარტო ხო არ წავა, ცოდოა გოგო. - აფერისტული თვალების ფახულით გავხედე თორნიკეს, რომელსაც გამომეტყველება წამში შეეცვალა და უცნაური ღიმილით გადმომხედა.
- ძაან კაი, შენი შანსები მინუსებიდან ამოსვლას იწყებს. - თვალი ჩამიკრა კმაყოფილმა და დემეტრესკენ წავიდა, რომელიც მზერით რაღაცას ანიშნებდა.

ხელი ჩავიქნიე და გარემოს დათვალიერება დავიწყე. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ძალიან თანამდროვედ იყო მოწყობილი, ქორწილი მაინც ქართულ ღრეობას ემსგავსებოდა. გაუთავებელი სადღეგრძელოები, პატარძალი მეჯვარემ გამოიცეკვოს და მსგავსი რამეები, ჩემში საშინლად უსიამოვნო გრძნობებს იწვევდა.
ამას ისიც აღრმავებდა რომ ქორწილში გიორგისთან ერთად, თეონაც იყო. მართალია, ყველანაირად ვცდილობდი შევგუებოდი ამ ფაქტს, მაგრამ ჯერ ძალიან მიძნელდებოდა. მოკლედ, აქეთ ოჯახი, იქეთ სიყვარულით დამწვარი თორნიკე, რომელიც დაუღალავად ნინას დაკერვას ცდილობდა. მართალია, ნინასაც მოსწონდა თორნიკე, მაგრამ ჯერ მაინც არ აღიარებდა ბოლომდე და მის წამებას განაგრძობდა.

*

დაღლილობისგან ერთიანად გათიშული გამოვედი გარეთ, ერთადერთი რაც მინდოდა, სუფთა ჰაერი და სიმშვიდე იყო.

- ბუმერანგივითაა, რამდენჯერაც არ უნდა წავიდე, მაინც შენთან ვბრუნდები.
ღამის სიბნელეში და ლამპიონების მკრთალ განათებაში, მხოლოდ მისი უნაკლო გარეგნობის აღქმას ვახერხებ და ადგილზე ვიყინები. თვალს არ ვაშორებ მონატრებულ მშვიდობაძეს. თვალები ცრემლებით მევასება.
როგორ მენატრებოდა... ამ საშინელი გრძნობის სიმძაფრეს, მხოლოდ ახლა განვიცდი.
- გენატრებოდი, არა? - ჩაეცინა მშვიდობაძეს. კვლავ აგრძელებდა ჩემი ფიქრების კითხვას. ხმის ამოღება არ შემეძლო, მოულოდნელობისგან გამოწვეული შოკი იმდენად დიდი იყო.
- მიპასუხე, მეგან, გენატრებოდი? - გამიმეორა კითხვა. იმდენად მშვიდი და ვნებიანი ხმა ჰქონდა, რომ არა ჩემს გვერდით აღმართული კედელი, წონასწორობას ვეღარ შევიკავებდი და მის წინ, გონებასაც დავკარგავდი.
გაყინული, ნერვიულობისგან გაოფლილი ხელით თმა უკან გადავიწიე და რამდენიმე ნაბიჯი მისკენ გადავდგი.
- ჰო, მენატრებოდი, მიშკა. - ვაღიარე ჩემი გრძნობები და თვალებზე მოწოლილ მჟავე სითხეს, გასაქანი მივეცი. - იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგიდგენია.
თვალებმოჭუტული მიყურებდა, თითქოს არ ელოდა ჩემს ასეთ აღიარებას. სიგარეტს ეწეოდა და ნახევარი ტანით, მოაჯირს იყო მიყრდნობილი.
როგორც ყოველთვის, შავები ეცვა. გრძელი ფეხები გაშლილი ჰქონდა და ადგილიდან არ იძვროდა.
- შენ? - ვკითხე გაუაზრებლად. მე თვითონაც გამიკვირდა გულში ნათქვამი, მართლა რომ გავაჟღერე.
- შენი აზრით, აქ რატომ ვარ? - მკითხა ღიმილნარევი ხმით.
ხმა ვერ ამოვიღე.
- წამომყვები?
- სად? - ვკითხე გაკვირვებულმა, დაბალი ხმით.
- წამო, რა. - მუდარასავით გაისმა მისი ხმა, თან ჩაეღიმა.
თანხმობის ნიშნად, მხოლოდ თავი დავუქნიე და მის ნაბიჯებს უკან მივყევი. არ მეხებოდა. მხოლოდ სწრაფად მიიწევდა წინ, ისე რომ არც მიყურებდა. რამდენიმე წუთში მის მანქანასთან აღმოვჩნდით;
- გთხოვთ, - მითხრა დიდი მოწიწებით და მასში არსებული მთელი გრაციოზულობით გამიღო მანქანის კარი. ის დღე გამახსენდა, უნივერსიტეტში რომ მომაკითხა, მანქანაში ძალით რომ ჩამტენა, თან კარი რევერანსით გამიღო.
ზუსტად ამ მომენტზე გავაჩერე დრო და საკუთარ თავს არ მივეცი უფლება, იმ დღის დასასრულიც გამეხსენებინა. ხმას არცერთი არ ვიღებდით.
ჩუმად ვაპარებდი მზერას მისკენ და იდეალური პროფილის შესწავლას ვცდილობდი, მიუხედავად იმისა რომ უკვე ძალიან კარგად ვიცოდი.
საჭეზე დადებული გრძელი თითებისკენ გადავიტანე მზერა. ერთი სული მქონდა, როდის ვიგრძნობდი მის კანს ჩემსაზე. თუმცა, მისი სურნელის შეგრძნებაც, ძალიან დიდი ბედნიერება იყო იმ წამს.
მანქანა ნაცნობ ადგილას გააჩერა და მანიშნა რომ გადავსულიყავი. კვლავ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა წინ, მე კი, დასჯილი ბავშვივით უკან მივყვებოდი. პულსი ისე მქონდა აჩქარებული, ხელზე წამიერი შეხება და ეგრევე იგრძნობდა ამას.
სახლის კარი რომ გააღო და შიგნით შევედით, მხოლოდ მაშინ შემობრუნდა ჩემკენ. ხელი თმაზე ჩამოატარა, შემდეგ სახეზე. წამით, თვალები მიმელულა, როცა მისი გლუვი კანი, ჩემს თმაზე, შემდეგ კი სახეზე ვიგრძენი. მისი თვალები, ბედნიერების და სევდის საოცარ კონტრასტს ქმნიდა. სწრაფად ჩამოუშვა ხელი, თითქოს გამოერკვაო და ოთახის შუაგულისკენ წავიდა. სავარძელში ჩაეშვა და ადგილზე გაქვავებულს, გადმომხედა.
- სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ, ჯერ უნდა ვილაპარაკოთ. - დაიწყო მტკიცედ, თან მძიმედ სუნთქავდა. - მიუხედავად იმისა რომ მეზიზღება ასეთი სერიოზული საუბრები.
- ჰო, უნდა ვილაპარაკოთ. - ვუთხარი და ზურგით კედელს მივეყრდენი.
- მოკლედ... ამ თემაზე ლაპარაკი, არც ისე ადვილია. თუმცა, ვერსად გავექცევით. თავიდანვე რომ არ ვილაპარაკეთ, ბევრი გაუთვალისწინებელი პრობლემა შექმნა. - სრულიად ვეთანხმებოდი მის ნათქვამს... თავიდანვე რომ გველაპარაკა უფრო მეტი, არცერთი დავუშვებდით შეცდომებს. - მოკლედ რომ ვთქვა, არც შენთვის და არც ჩემთვის, არ არის მარტივი იმის გააზრება, რაც ჩავიდინე. მე ადამიანი მოვკალი და ვერცერთი ვერ დავივიწყებთ ამას. - მუხლებზე იდაყვებით ეყრდნობოდა და ერთ ხელს, ნერვიულად ისვამდა სახეზე. რთული მისახვედრი არ იყო რომ ძალიან ნერვიულობდა.
- ერთი წუთი მომისმინე, მიშკა. - გავაწყვეტინე სწრაფად, არ მინდოდა გაეგრძელებინა და ისე დასრულებულიყო ჩვენი დიალოგი, ჩემი სათქმელი ვერ მეთქვა. - ყოველთვის შენ მიხსნი, ყოველთვის შენ იდანაშაულებ საკუთარ თავს და ყოველთვის შენ ამბობ ბოლო სიტყვას. როცა გინდა მიშვებ, როცა გინდა მიბრუნებ. ჩვენს ურთიერთობაში, ყველაზე ბევრი შეცდომა მე დავუშვი, ნივთვით რომ ვიქცეოდი. იმდენი გაუაზრებელი შეცდომა დავუშვი, მთელი ცხოვრების მანძილზე რომ არ დამიშვია... გამიჭირდება ამის ახსნა, მაგრამ შენი წასვლის შემდეგ, მივხვდი რამდენად უსარგებლო ვიყავი... სიმართლე გითხრა, ისიც მიკვირს, ჩემთან რომ იყავი საერთოდ. - მის მზერას თვალი ავარიდე. არ მინდოდა ემოციების გამო ხმა გამტყდომოდა. მინდოდა მტკიცედ მესაუბრა და ყველაფერი პირდაპირ მეთქვა, რასაც ვფიქრობდი. - ყველანაირად გამოუცდელი ვიყავი... არასდროს მქონია ადამიანებთან ურთიერთობა, თუ ჩემს მეგობრებს არ ჩავთვლი. ბევრი პრობლემა გადავლახე და თავი ძალიან ძლიერი მეგონა, მაგრამ სულ ტყუილად... ბოლო დროს ისე ვიქცეოდი რომ ყველაზე სუსტი ადამიანისაც კი მშურდა. - ირონიულად ჩამეცინა ჩემს ნათქვამზე. - მინდა ყველაფერი დღესვე გავარკვიოთ; როგორც ჩემი მდგომარეობა, ისე ვატო სანიკიძესთან ურთიერთობაც. - ჩემგან ამ სახელი და გვარის გაგება საოცრად გაუკვირდა, - მოკლედ... გავიცანი ვატო სანიკიძე და ცოტათი მეგობრული ურთიერთობაც კი გვაქვს... ყველაფერი ვიცი.
- რა?! - აღმოხდა გაოცებულს. ჩემმა სიტყვემა მასში რა გრძნობა გამოიწვია, ამას ვერ ვხვდებოდი, თუმცა ძალიან გაკვირვებული რომ იყო, ეს მის სახეზეც ნათლად აისახებოდა.
- მომისმინე, რა. - ვიცოდი რაღაცის სათქმელად ემზადებოდა, ამიტომ ისევ გავაწყვეტინე. - არ არის ვატო ცუდი ადამიანი. ბევრი რამ გადაიტანა. ხომ იცი, მედალს არასდროს აქვს ერთი მხარე. ვატოს მხრიდან რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, ვერ გავამტყუნებთ. ეზიზღებოდა თამაზი და როცა შენთან შესახვედრად მოდიოდა, ხელი არ შეუშლია. მიუხედავად იმისა რომ ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაინც ვფიქრობ რომ თამაზი ღირსი იყო.
- მეგი, მეღადავები?! - სიმწრით გაეცინა მიშკას. - რა სიმართლე იცი? ან საერთოდ, რა მეგობრობა? სანიკიძეს რომ ევასები, არ იცი ეგ?
- მიშკა, უბრალოდ დაივიწყე წარსული. ვიცი რომ ძნელია, მაგრამ ყველაფერზე რთული, დაშვებული შეცდომების გააზრება იყო. მე შენ აქ, ამ სახლის სახურავზე მიგატოვე და ამაზე ფიქრიც დიდ ტკივილს მაყენებს... - ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, ხმაც საგრძნობლად ჩამვარდნოდა. - ვიცი, რატომ დაიწყო ეს ყველაფერი და აღარ მოგცემთ უფლებას, ერთმანეთს ზიანი მიაყენოთ, იმის გამო რომ თამაზმა ძველი სიყვარული ვერ დაივიწყა. ისედაც სულელური მიზეზი, დიდ გორად იქცა და მგონი საკმარისია ამდენი ტანჯვა! ვატო არც შურისძიებას აპირებს და არც რაიმეს უსამართლოდ წართმევას.
- ომის დაწყების მიზეზი, მეც ახლახანს გავიგე... ეკამ მითხრა. - ირონიულად ჩაეცინა მშვიდობაძეს. - ის ფაქტი რომ სანიკიძეს მოსწონხარ, გამორიცხავ?
- სისულელეა! მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, იმას არ ნიშნავს რომ ჭკუა სულ დამეკარგა და ვერ ვხვდები, ვის მოვწონვარ და ვის არა! - ვუთხარი მტკიცედ და მხრებში გავსწორდი. - თამაზის შესაჩერებლად, სხვა ვერაფერს მოიმოქმედებდით.
- როგორც ჩანს, თამაზის მოშორება ყველას ძალიან უნდოდა.
- ეგრეა, - დავეთანხმე ჩუმი ხმით. - მამაშენი როგორაა? გამოუშვეს?
- ჰო... ძალებს და ძველ სიდიადეს იბრუნებს, - ირონიულ ტონს არ კარგავდა მშვიდობაძე. - მაგრამ ახლა ამის დრო არაა... მომენატრე, მეგან. - თქვა დაბალი ხმით და მომიახლოვდა. - იცი, რის ფასად მიჯდებოდა იქ ყოფნა, როცა ვიცოდი რომ ძალიან დიდიხანი ვერ გნახავდი? - ჩემს სახესთან ჩურჩულებდა. - საოცრად ლამაზი და სექსუალური რომ ხარ, მითქვამს?! - არ მკოცნიდა. ტუჩებს მთელს სახეზე დააცოცებდა და უბრალოდ ნაზად მეხებოდა. მიშკა არასდროს ყოფილა ასეთი ჩემთან და ახლა რომ ვუყურებდი მის ყოველ განსხვავებულ მოქმედებას, სახე და თმა ერთი ფერის მიხდებოდა.
კედელთან ამაკრა და მთელი სხეულით მომეკრო. მისი ერთი შეხება და ჩემი სხეული დაშლას იწყებდა. მისი ერთი შეხება და აზროვნების უნარი სადღაც ქრებოდა. აღარ მაინტერესებდა რა იქნებოდა მომავალში, როგორ გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა... ახლა არაფერზე არ ვფიქრობდი, გარდა მისი შეხებისა. მისი ტუჩები ჩემს კანზე, იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა... აღწერაც კი ჩემს შესაძლებლობას აღემატებოდა.
აკანკალებული ხელები მკერდზე მივაბჯინე, თვითონ კი, სუნთქვაგახშირებულმა სველი ტუჩები ყელზე ჩააცურა და ხელები მჭიდროდ მომხვია წელზე. სუნთქვაშეკრულს, ცხელი ჟრუანტელი მივლიდა, როცა მისი ენა, მფეთქავ არტერიასთან გაჩერდა. სწრაფი მოძრაობით, მკერდისკენ ჩააცოცა ტუჩები და ხმამაღალი კვნესა ვეღარ შევიკავე. ტუჩზე ვიკბინე, როცა ხელები კაბის ქვეშ შეაცურა... თუმცა, კაბა საკმაოდ მოუხერხებელი აღმოჩნდა, ამიტომ ზედა ნაწილი მთლიანად მომაშორა და წამით მოშორებული, კვლავ მჭიდროდ ამიკრა სხეულზე. ფეხებთან დაცურებულ კაბას ყურადღება აღარ მივაქციე, როცა ველურივით, მოწყურებული დამეტაკა მონატრებულ ტუჩებზე... ყველა ადგილი მეწვოდა, სადაც კი მეხებოდა…
წამში მოიშორა მაისური და ისიც კაბის გზას გაუყენა. მუცელზე შემისვა და მეორე ხელით, ბიუსტჰალტერი მომაშორა სხეულიდან.
- მიშკა, - წამოვიკვენე, როცა მისი ცხელი ტუჩები მკერდზე შემეხო... თავის მოთოკვა წარმოუდგენელი იყო, როცა საშინლად მინდოდა მე - ის და მას - მე.
ჩემი გაყინული და აკანკალებული თითები მის მკერდზე ავასრიალე, შემდეგ პრესზე და უცნაური კონტურების ხაზვა დავიწყე. დავინახე, ჩემი შეხებისას როგორ გააჟრჟოლა მთელ სხეულზე და ნასიამოვნებს ჩამეღიმა. მიყურებდა… მის თვალებში ცეცხლი გიზგიზებდა. დაძარღვული ხელი, ლავიწიდან ყელზე გადაიტანა და ოდნავ მომიჭირა, რამდენიმე წუთი ასე მიყურებდა... უყურებდა ჩემს არეულ სახეს. ჩემს სხეულს, რომელიც მისი შეხებისგან, ერთიანად იწვოდა. რამდენიმე წამში კი კვლავ ტუჩებზე დამაცხრა, როგორც იცოდა, მთელი ვნებით და სიუხეშით. ხელებს მის ზურგზე დავაცოცებდი და ვცდილობდი უფრო მეტად შემეგრძნო მისი სხეული. მინდოდა ყველა დეტალი ზედმიწევნით შემესწავლა.
- მაგიჟებ, - მითხრა ვნებისგან ჩახლეჩილი ხმით და ყელზე კბილები მომდო, ვნებიან კოცნასთან ერთად. ხელი თმებში შევუცურე და ჩემკენ დავქაჩე, მინდოდა კიდევ ეკოცნა, უფრო მეტი ვნებით...
- ვეღარ ვითმენ. ჩემი უნდა იყო, წითურო. - ბრძანებასავით გაიჟღერა მისმა ხმამ. წამებში მიმაწვინა საწოლზე და ქვედა საცვალი სწრაფად მომაშორა. ქამრის გახსნა დაიწყო.
ვნებისგან ერთიანად აკანკალებულმა, შარვალი მოიშორა და ხელი წელზე მომხვია, მეორე კი ბარძაყზე მომიჭირა. გავიგე როგორ ამოიგმინა. შიშის ტალღამ ერთიანად დამიარა მთელს სხეულზე, ოფლმა დამასხა და თვალები ამემღვრა. ჩემში ორი ადამიანი იბრძოდა; ერთი, რომელსაც ძალიან ეშინოდა და მეორე, რომელიც სურვილისგან მთლიანად იწვოდა.
ხმამაღალი კვნესა ვერ შევიკავე, როცა საშინელი ტკივილი ვიგრძენი. უცნაური ტკივილი იყო, თითქოს სიამოვნებასაც ვგრძნობდი, მაგრამ ნაკლებად. ვერ ვხვდებოდი სად მტკიოდა, იმდენად მქონდა გააზრების უანრი დაკარგული. ხელი თეთრ მატერიას მაგრად მოვუჭირე და ერთიანად დაძაბული, მიშკას სხეულს ავეკარი. თვალებდაბინდულმა, მხოლოდ მის ვნებისგან შეშლილ სახეს ვკიდე თვალი. ვცდილობდი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და დაძაბულობა მომეხსნა, მაგრამ ძალიან რთული იყო. უმისამართოდ დავაცოცებდი ხელებს მის სხეულზე და თვალებში ცრემლჩამდგარი ვუყურებდი მის მოძრავ სხეულს. მშვიდობაძემ ჩემი რეაქცია იგრძნო და ხელი წელზე მომიჭირა, შემდეგ კი, ძალიან ნაზად მაკოცა. იმდენად ნაზად რომ მისგან გამიკვირდა.
მისი შეხება,
მისი გახურებული თითები ჩემს მუცელზე, ყველანაირ ტკივილს მავიწყებდა... ერთიანად გათიშულს, მხოლოდ მისი ღრმა ოხვრა ჩამესმა და ემოციებისგან დაცლილმა, მხოლოდ თვალების დახუჭვა მოვახერხე.

*

რამდენიმე საათი იყო გასული, რაც სახურავზე ვიჯექით. კედელზე მიყრდნობილებს, დროის შეგრძნება დაკარგული გვქონდა. ვუყურებდით, როგორ ეფინებოდა მთვარეს სიბნელე, რომელსაც ნელ-ნელა წითელი ფერი ცვლიდა. აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი, როცა სრული დაბნელების დრო დადგა და ჩვენს წინ არსებულ მთავრეს, წითელი ფერი საბოლოოდ გადაეფინა. ჟრუანტელმა დამიარა, იმის გააზრებისას რომ მე ეს მოვლენა საკუთარი თვალებით დავინახე.
- ორმაგად გაწითლდა ჩვენი ღამე, - ჩაეცინა მიშკას და მზერა ჩემს თმებზე გადაიტანა.
- საოცრებაა, არა?! - ვკითხე და მთვარეს ერთიანად მონუსხულმა ავხედე. - საოცრებაა და თან საშიშიც... სამყარო სავსეა ამოუცნობი მოვლენებით, - პასუხის გაცემა არ დავაცადე, ისე ვთქვი და თავი მის მუხლებზე დავდე. თმებზე მეფერებოდა, მე კი, მხოლოდ წითელ ღამეს ვუყურებდი.
- რაღაცნაირი, განსხვავებული შეგრძნებაა, როცა წითელ მთვარეს უყურებ. - ჩაილაპარაკა მისთვის და ჩემს თმებში თითების ხლართვას, კვლავ აგრძელებდა. - ის ღამე გამახსედა... პირველად რომ შეგხვდი, - ჩაეცინა ბოლოს.
- პირველი წითელი ღამე. - გამეცინა მეც. სწრაფად წამოვწიე თავი და იქვე დადებული ყავის ჭიქა ავიღე. ჯერ კიდევ ცხელი იყო.

- Wise men say, Only fools rush in,
But I can't help falling in love with you - წამიღერა დაბალი ხმით და უცნაური მზერით გადმომხედა.
- Take my hand,Take my whole life, too
For I can't help falling in love with you - გავაგრძელე ტექსტი და მის გაბრწყინებულ თვალებზე, გულიანად გამეცინა.
სრული სიგიჟე იყო მიშკა მშვიდობაძე,
სრული სიგიჟე იყო მასთან ერთად გატერებული ერთი წუთიც
და სრული სიგიჟე იყო ყველაფერი, რაც მას ეხებოდა.

*

ეპილოგი


აღარ ვგრძნობ ცივ ასფალტს,
აღარ ვგრძნობ შეხებას... აღარ მესმის ვიღაცის კივილი.
აღარ მესმის, სასწრაფოს გამაყრუებელი ზუზუნი.
იქ, სადაც მე ვარ, არავინაა... იქ, სადაც მე ვარ, ჩემს გარდა, არავინაა ნამყოფი.
არავინ არღვევს გამეფებულ და დამაფიქრებელ სიჩუმეს.
მინდა ვიყვირო. მინდა ყველას ვუთხრა; დაარღვიეთ სიჩუმე, ამოიღეთ ხმა...
მაგრამ ამის ნაცვლად, თვალებს ვხუჭავ და მხოლოდ წყვეტილ ხაზებს, შავ წერტილებს და სიცარიელეს ვხედავ.
თვალებს ვახელ.
კარი გააღე?! - მესმის ნაცნობი ხმა. ისევ ის,- ვიღაც გულის ამოძახილი.
სწრაფად ვაღებ რკინის კარს და გამაყრუებელ სიჩუმეს ვეჯახები.
არის აქ ვინმე?! - ვიკითხე დაბალი ხმით.
მომენტებში მხოლოდ რაღაცის ზუზუნი ისმის.
სრულ სიწითლეს მოეცვა აქაურობა.
იქ, სადაც მე ვარ...
ღმერთო, ნახეთ...როგორი ლამაზია ქალაქი, სადაც ღამეც კი წითელია.


დასასრული.


***

ესეც დასასრული.
ყველაზე მეტად, ამ თავის დაწერა გამიჭირდა. უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და დიდი იმედი მაქვს, დანაკლისის გრძნობა არ გაგიჩნდათ და კმაყოფილი ხართ.
თუ მოგეწონათ ან არ მოგეწონათ, მაინც გამიზიარეთ თქვენი აზრი, რადგან ამ ისტორიის კომენტარებში, ყველანაირ აზრს გადააწყდებით:
დადებითი, უარყოფითი, საშუალო ან არცერთი.
და ყველა ადამიანს, ძალიან დიდი მადლობა!
მადლობა თბილი სიტყვებისთვის, რჩევებისთვის, უბრალოდ აგრესიული კომენტარებისთვის :დდ
ისტორიის წერისას, დიდ ყურადღებას ვაქცევდი სიმღერების სწორად არჩევას და ვინც აღნიშნა ეს, ძალიან გამახარა!

არ ვიცი, დავწერ თუ არა კიდევ რამეს. ჩემი პირველი სერიოზული ისტორიაა, რომელიც ძალიან მოულოდნელად გამოვაჩინე ხალხში... და თუ კიდევ დავწერ რამეს (ნუ, რაღაც იდეები მაქვს) ამ ისტორიაზე ბევრად უკეთესი იქნება და იმედია წაიკითხავთ ^^

მოკლედ, ახლა სათქმელს თავს ვერ ვუყრი, არადა ბევრი რამის თქმა მინდა...
გელოდებით, რა... ველოდები თქვენს შეფასებას.
თუ კითხვები გაგიჩნდებათ, ან გაცნობა გინდათ ჩემი, დამიმატეთ facebook-ზე - Margo Tokyo.



скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი მარიკუნაა♥️

მომეწონა მარგო,
ძალიან მომეწონა!

და შენც ძალიან მომწონხარ!
♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 




არ მინდოდა დასრულებულიყო((❤❤

 



№3 სტუმარი სტუმარი Salomee

♡Martla sauketeso♡♡ iyo tan mindoda dasrulebuliyo♡ tan ara magram ras vizamt bolos mainc unda dasrulebuliyo....ucnauri ♡iyo zogierti ram rac wigns♡☆ xibls aniwebda,martalia ☆☆argicnob ♡arvici♡ vin xar ♡magram gulwrfelad ☆vambob rom kargi ♡mwerali xar ♡namdvilad,ise agwerdi☆ yovel qcevas rom sityvebic♡ armyofnis da imedia kidev ☆☆gaagrdzeleb raime♡ axali istoriis ♡daweras romelic ☆gansxvavebuli☆☆☆ iqneba♡♡♡ witeli☆☆☆☆ gamisgan♡♡♡♡♡ da☆☆☆☆☆☆ sxva♡ ra metqmis☆☆ bevr warmatebas☆☆ gisurveb ♡♡cxovrebashi da am ♡♡istoriebis ☆☆sashualebit♡ filmis ☆☆gadagebasac.♡♡

 



№4 სტუმარი Qeti qimucadze

Rogori realuri da gamartuli istoria iyo, iseti dasasruli hqondaaa. Me gavige cudad tu es yvelaferi komashi myofma ganicadaa da tu ubralod camis dachera iyo, saocrebaaaa

 



№5 სტუმარი elene

სამწუხაროდ გვიან ვნახე და პირველი მეორე მესამე თავი წაშლილია?

 



№6  offline წევრი møøn šhinė

იცი რა კარგიხარ?
იცი როგორ მომეწონა დასასრული?
სახიდან ღიმილი არ მშორდება... ისე მიყვარს ბედნიერი დასასრულები ❤❤
ძალიან, ძალიან კარგი ისტორია იყო.
სიყვარული ვიცი მე ასეთი ❤ ისიც კი არ იცოდა საქართველოში რა ელოდა და მაინც ჩამოვიდა მონატრების გამო ❤
ცხოვრება სულ ბედნიერებით სავსე ვერ იქნება მაგრამ შეგვიძლია გავიბედნიეროთ დღეები საყვარრლ ადამიანებთან ერთად, ვინც გვიყვარს და ვისაც ვუყვარვართ. ❤
ეს არის ჩემი ერთ ერთი ფავორიტი ❤
პ.ს
can't help fallin in love ყველაზე მეტად მოუხდა ❤

 



№7  offline წევრი უცნაური მე

ძალიან კარგი იყო. მომეწონა. სიამოვნებით წავიკითახავ სხვა ისტორიებსაც.

 



№8  offline წევრი Margo Tokyo

მარიკუნაა♥️
მომეწონა მარგო,
ძალიან მომეწონა!

და შენც ძალიან მომწონხარ!
♥️

მიხარია რომ მოგეწონა!! heart_eyes

ელენე ქობელაშვილი
არ მინდოდა დასრულებულიყო((❤❤

არც მე laughing
მადლობა რომ წაიკითხე! heart_eyes

სტუმარი Salomee
♡Martla sauketeso♡♡ iyo tan mindoda dasrulebuliyo♡ tan ara magram ras vizamt bolos mainc unda dasrulebuliyo....ucnauri ♡iyo zogierti ram rac wigns♡☆ xibls aniwebda,martalia ☆☆argicnob ♡arvici♡ vin xar ♡magram gulwrfelad ☆vambob rom kargi ♡mwerali xar ♡namdvilad,ise agwerdi☆ yovel qcevas rom sityvebic♡ armyofnis da imedia kidev ☆☆gaagrdzeleb raime♡ axali istoriis ♡daweras romelic ☆gansxvavebuli☆☆☆ iqneba♡♡♡ witeli☆☆☆☆ gamisgan♡♡♡♡♡ da☆☆☆☆☆☆ sxva♡ ra metqmis☆☆ bevr warmatebas☆☆ gisurveb ♡♡cxovrebashi da am ♡♡istoriebis ☆☆sashualebit♡ filmis ☆☆gadagebasac.♡♡

ასეთ შეფასებას ნამდვილად არ ველოდი! flushed
უდიდესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის!! აი, ძალიან გამაბედნიერე! heart_eyes
მადლობა რომ წაიკითხე და მოგეწონა <3

Qeti qimucadze
Rogori realuri da gamartuli istoria iyo, iseti dasasruli hqondaaa. Me gavige cudad tu es yvelaferi komashi myofma ganicadaa da tu ubralod camis dachera iyo, saocrebaaaa

მკითხველზეა დამოკიდებული როგორ გაიგებს დასასრულს...
თუმცა, თქვენი ვერსიაც მისაღებია და მომწონს grin
ძალიან დიდი მადლობა! heart_eyes

elene
სამწუხაროდ გვიან ვნახე და პირველი მეორე მესამე თავი წაშლილია?

არ არის წაშლილი

møøn šhinė
იცი რა კარგიხარ?
იცი როგორ მომეწონა დასასრული?
სახიდან ღიმილი არ მშორდება... ისე მიყვარს ბედნიერი დასასრულები ❤❤
ძალიან, ძალიან კარგი ისტორია იყო.
სიყვარული ვიცი მე ასეთი ❤ ისიც კი არ იცოდა საქართველოში რა ელოდა და მაინც ჩამოვიდა მონატრების გამო ❤
ცხოვრება სულ ბედნიერებით სავსე ვერ იქნება მაგრამ შეგვიძლია გავიბედნიეროთ დღეები საყვარრლ ადამიანებთან ერთად, ვინც გვიყვარს და ვისაც ვუყვარვართ. ❤
ეს არის ჩემი ერთ ერთი ფავორიტი ❤
პ.ს
can't help fallin in love ყველაზე მეტად მოუხდა ❤

მუნ შაინ,
შენც ძალიან კარგი გოგო ხარ!
მიყვარს შენი კომენტარების კითხვა და ძალიან დიდიიიიი მადლობააა! heart_eyes heart_eyes

უცნაური მე
ძალიან კარგი იყო. მომეწონა. სიამოვნებით წავიკითახავ სხვა ისტორიებსაც.

მადლობაა heart_eyes
მიხარია რომ მოგეწონა! <3 <3

 



№9 სტუმარი სტუმარი ნათია

Dzalian magari iyo agprtovanebuli var sheni nichierebit am motxrobis wakitxva erti didi bedniereba iyo dzalian visiamovne kitxvisas <3 au erti kitxva maqvs iqneb mitxra dasuratebuli rom gaqvs vin arian es gogo da bichi <3

 



№10 სტუმარი მედელაინ

მშრალი დასასრული იყო მაგრამ მაინც კარგგი ისტორიაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent