გვირილების დედოფალი (თავი 10,დასასრული) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვირილების დედოფალი (თავი 10,დასასრული)

1-08-2018, 11:18
ავტორი teengirllove
ნანახია 600

გვირილების დედოფალი (თავი 10,დასასრული)

თავი 10

ბრმაც კი შეამჩნევდა ,როგორ გაფითრდა ,ლურჯი თვალები ორმაგად დიდი გაუხდა,გული ისე აუჩქარდა მეც კი გავიგე ხმა ,ცოტახანიც და გული წაუვიდოდა იოანეს ხელები ,რომ არ შეეშველებინა. ღრმად გადაყლაპა ნერწყვი და თავი მოთოკა,რომ მაგრად დამდგარიყო,გაბოროტებული თვალები ავის მომასწავლებლად შეანათა ორივეს
-ლიზა ,ლიზიკო ! - მოჩვენებითი ღიმილით წამოვიდა მისკენ ,შავი თმა უკან გადაეტკიცა ,სქელი წარბები,კეხიანი ცხვირი, შავი ჩამქრალი თვალები ,ტანზე შავი კლასიკური შარვალი და ამავე ფერის პერანიგი ეცვა ,წინ ოდნავ ჩახსნილი - ეს იყო გეგა დადიანი..გაშეშებულ ელიზას,რომელსაც მაგრად ჩაებღუჯა იოანესთვის ხელები ,სწრაფად მივარდა , ხელები შემოხვია და მიიხუტა -ამდენი ხანი გეძებდი ,როგორ ვინერვიულე - მოშორდა და საკოცნელად დაიხარა ,მაგრამ ლიზამ თავი გასწია
-თქვენ ვინ ხართ? - ახლაღა ამოითო გაოცებულმა იოანემ ხმა ,კაცმა ახლა მას შეხედა ,ერთი აათვალიერა
-მე გეგა დადიანი ვარ ,ლიზას ძმა - ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა ,მაგრამ იოანემ არ ჩამოართვა ,ერთი აათვალიერა უნდობლობით სავსე მზერით ,ელიზას ცალი ხელი მაგრად ჩასჭიდა ,მეორე მხარზე შემოხვია
-წამოდი ელიზა ,ოთახში ავიდეთ - კიბეებისაკენ აიღო გეზი
-ერთი წუთით,მე სალაპარაკო მაქვს - შეაჩერა
-რამე მნიშვნელოვანია?-ირონიულად ჰკითხა
-იოანე ,შვილო,შემოდით საქმე აქვს ხალხს - იქედან გასცა ნორამ ხმა
-მაგრამ ელიზას არ უნდა მათთან საუბარი !
-ლიზა ,უნდა ვილაპარაკოთ - მკაცრად გადახედა დას
-იოანე ,დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ - იოანეს ახედა ,მანაც თავი დაუქნია და ყველანი მისაღებში შევიდნენ ..
აქ კიდევ ერთი კაცი იდგა,შუახნის ,ხელში ჯოხი ეჭირა ,ჭაღარა თმა ,დანაოჭებუილი კანი ,ბნელი თვალები და დიდი ცხვირი უმშვენებდა პირი-სახეს , სახეზე წარბს ზემოთ გრძელი შრამი ჰქონდა ,რომელსაც ეტყობიდა ,რომ ახალი იყო.. იოანემ იგრძნო ,როგორ აცახცახდა გოგონა ,იმდენად აიტანა კანკალმა მის დანახვაზე ნაბიჯი ძლივს გადადგა
-ნუ გეშინია - ჩუმად უჩურჩულა და საფეთქელთან სველი კოცნა დაუტოვა,იქვე ჩამოჯდნენ..
-მე აქ ჩემი დის წასაყვანად მოვედი - დაიწყო გეგამ
-დიახ დიახ ,წაიყვანეთ - სიხარულით დათანხმა ნორა
-ერთი წუთით , ელიზას არსადაც არ წაიყვანთ ! -იოანემ ორივეს მრისხანედ გადახედა - ის ჩემთან ცხოვრობს ,ჩემთან არის და აქედან ფეხს არ მოიცვლის!
-რას ქვია არ წავიყვანთ,შენ ვინ ხარ ამიკრძალო!
-მე მისი შეყვარებული ვარ ! -გეგამ ჯერ იოანეს გადახედა გაოცებულმ,შემდეგ ელიზას
-აი თურმე რატომ არ მიყვებოდი გურამს!
-შენ სულ გამოს*** - ფეხზე წამოხტა - ასეთი ახალგაზრდა ,ლამაზი და ჭკვიანი გოგო ამ მოხუცს უნდა შეტენო?
-ეგ არ არის შენი საქმე !
-მე არსად არ გატანთ მას ,თუ საჭირო იქნა წავიყვან აქედან ,მაგრამ თქვენ არ გაგატანთ!
-მის მაგივრად რატომ იღებ გადაწყვეტილებას ! -გეგმა იქვე აცახცახებულ გოგოს გადახედა - ელიზა ,ამოიღე ხმა ,ამოიდგი ეგ დამპალი ენა და უთხარი რომ მომყვები!- გოგონამ შეშინებული თვალები მიაპყრო ორივეს ,ფეხსე წამოდგა და გეგას წინ მდგარ იოანეს მიუახლოვდა
-მე აქ ვრჩები ! - თქვა და ძმის მოქნეული ხელი ,რომ აეცილებინა იოანეს უკან გახტა
-შე პატარა - უღრიალა - თავის დროზე უნდა მეცემე მაგრად ,რომ ამდენი ვერ გაგებედა - სიტყვა არ ქონდა დამთავრებუჯლი სახეში მუშტი,რომ მიიღო,იოანე პერანგში ჩაბღაუჭებოდა,ძირს დაეგდო და სახეში უშენდა მუშტებს ,გეგაც უწევდა წინააღმდეგობას
-ახლავე შეწყვიტეთ! - დაიღრიალა ნორამ,გურამი იოანეს მივარდა და ფეხზე წამოდყენება სცადა
-გაჩერდით ,გეგა შეწყვიტე ! - ორივეს უღრიალა ,იმხელა და ისე მტკიცე ხმა ჰქონდა მომენტალურად დაუჯერეს ,გეგა ფეხზე წამოდგა ,გახეთქილ ტუჩზე თითი გადაისვა და აქოშინებულ იოანეს ავისმომასწავლებელი მზერა სტყორცნა
-ამას არ შეგარჩენ - თითი დაუქნია
-მას აქედან მანამ ვერ გაიყვანთ სანამ არ მოუნდება ! ძალით ვერავინ წაიყვანს ! და შენ ან რომელიმე ,კიდევ ერთხელ დააკარებთ თითს ,ან თუნდაც რამე ისეთს ეტყვით -ორივეს გადახედა - ჩემი ხელით გამოგჭრით ყელს ! -კბილებს შორის გამოსცრა ,ნორაც და ელიზაც ადგილზე გაშეშდნენ,გაოგნებულები უყურებდნენ გაცეცხლებულ იოანეს ,რომელიც თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ,წარბიდან სისხლი სდიოდა და ღრმად სუნთქავდა ,გოგონა ნელა მიუახლოვდა და მკლავზე ჩამოეკიდა ,თვალებში ჩახედა ,ანიშნა დამშვიდდიო
-რა თქმა უნდა ძალით ვერავინ წაიყვანს - მშვიდად დაიწყო გურამმა და ყალბად გაიღიმა
-გურამ! - გაოცებულმა შეყვირა გეგამ
-მაცადე -ხელის აწევით გააჩუმა -ჩვენ ელიზას აქედან ძალით წაყვანას არ ვაპირებთ,თვითონ აირჩევს სად დარჩება..მხოლოდ ერთს გთხოვთ -გაოგნებულ გოგონას და იოს გახედა - მასთან პირისპირ მინდა საუბარი
-არავითარ შემთხვევაში
-იოანე ხო? მისმინე ,ეს გოგო ჩემი საცოლე იყო,გინდა ასაკობრივი სხვაობა იძახე და გინდა ფიზიკური,იყო და ეს ვერ შეიცვლება..რახან საცოლეს მართმევ,იმის უფლება მაინც მომეცი პირისპირ ველაპარაკო,შემდეგ გადაწყვეტს წამოვა თუ არა
-ელიზა მარტო არ დარჩება თქვენთან ! - მტკიცედ თქვა
-ეს თვითონ გადაწყვიტოს - გაფითრებულ გოგონას გახედა ,პირდაპირ შეანათა შავი თვალები და ყველასგან შეუმჩნევლად რაღაც ანიშნა
-იოანე ,დაველაპარაკები - მისთვის თვალი არ მოუშორებია ისე თქვა ,იოანემ შეწინააღმდეგება სცადა თუმცა უშედეგოდ,გოგონა გურამს თავისი ოთახისკენ გაუძღვა ..

***
-გისმენ ! - ცდილობდა უშიშარი ტონი ჰქონოდა ,კაცს პიდაპირ შეანათა ზღვისფერი თვალები და დაელოდა რას ეტყოდა ..გურამმა ერთი მოათვალიერა ოთახი,ღიმილი სადღაც გაქრა ,ჯოხი იქვე მიაგდო და მაგრად მოუჭურა ხელი მკლავზე-გამიშვი - ტკივილისგან სახე დაემანჭა
-შე პატარა გველო,გეგონა სამუდამოდ დამემალებოდი? - ზიზღით გამოსცრა -გეგონა ასე ადვილად დამისლტებოდი ხელიდან?
-გამიშვი მტკივა
-ჯერ სად ხარ ..სიცოცხლეს გაგიმწარებ,ჩემს თავზე დაჯ*** არ გაპატიებ..შენ შენი სულელი ძმა ან შეყვარებული ხომ არ გგონივარ ,სულს ამოგგლიჯავ იცოდე ! - ხელი უშვა და თმაში შეიცურა თითები
-მე იოანესთან ვრჩები..შენ არ გამოგყვები! - ძალა მოიკრიბა და მაინც ამოიღო ხმა
-ხოდა..მაგ შენ იოანეს ტვინში რომ დავახლი ტყვიას ,მერე აღარ იჭიკჭიკებ ასე - ღიმილით შეხედა ,პირდაპირ თვალებში ..გოგონა ცოტახანს უტეხად უყურებდა ,ხმას არ იღებდა ,კაცმა დაინახა როგორ აუთრთოლდა ქვედა ტუჩი
-ვერ გაბედავ -ღონემიხდილმა თქვა
-დარწმუნებული ხარ? - პიჯაკს შიგნით შეიყო ხელი და შავი იარაღი გამოაჩინა -ერთი გასროლა,ორი კურდღელი - ჩაისისნა
-იოანეს ხელს არ დააკარებ,იცოდე მოგკლავ! - დაიღირლა და ჩასარტყმელად მოემზადა ,თუმცა დაუჭირა ხელები
-მოისვენე ,თორემ მთელი ოჯახის სიკვდილს გაყურებინებ..მე გეგა კიარ ვარ, ისე მოვკლავ ყველას ხელი არ ამიკანკალდება..შენი აზრით მამაშენი ვინ მოკლა?
-მამა? ის ,სიმთვრალეს გადაყვა-ხმააკანკალებულმა უთხრა,კაცმა ერთი გადაიხარხარა
-შე სულელო ბავშვო..ხო ეგრე თქვეს,სინამდვილეში მე მოვკალი
-შენ? არ მჯერა ,შენ მისი მეგობარი იყავი,მას ვერ მოკლავდი!-ცრემლები წამოუვიდა
-გეყოს სისულელეები,ამას შემდეგ დაწვრილებით მოგიყვები..მანამდე გადაწყვიტე რას იზამ
-რა უნდა ვქნა ?
-ან წამოხვალ და ცოლად გამომყვები ,ან უყურე როგორ იცლება სისხლისგან ,რა ქვია? იოანე ხო- გოგონას ცრემლები გადმოცვივდა ,იატაკზე დაემხო და თავი ხელებში ჩარგო
-მეზიზღები..ამას ვერ გააკეთებ
-ვნახოთ,მოკლედ მე ქვევით ჩავალ,ზუსტად ხუთ წუთში თუ არ ჩამოხვალ ,სროლის ხმა აქ ამოაღწევს - ჩაისისნა და ელიზა მარტო დატოვა ოთახში..

***
-ელიზა სად არის,რა უქენი ! -ყვირილით მივარდა კიბეებზე ჩასულს
-დამშვიდდი ყმაწვილო,არაფერი მიქნია,ვისაუბრეთ..ვთხოვე დაფიქრებულიყო ,ჩამოვა მალე - ყალბი ღიმილით აუარა გვერდი და ნორას მიუჯდა ..ყველა მოთმინებით ელოდა როდის ჩამოვიდოდა ,ბოლოს ნაბიჯების ხმაც გაისმა ..
-ელიზა! -სწრაფად მივარდა იოანე და გულში ჩაიკრა -ხომ კარგად ხარ ? მეგონა რამე დაგიშავა -მაგრად მიიხუტა ,ელიზამ თვალები დახუჭა ,უკანასკნელად შეისუნთქა საყვარელი კაცის სურნელი ,,მაპატიე " ისე დაიჩურჩულა არავის გაუგონია ,თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა ,თუმცა მისთვის შეხედვას ვერ ბედავდა
-აბა რა გადაწყვიტე ლიზა? -გურამი ფეხზე წამოდგა ,შორიდან ყველასგან შეუმჩნევლად დაანახა იარაღი ,გოგონას ლამის გული შეუწუხდა ,სახეზე ფერი აღარ ედო,ხან იარაღს გახედავდა ხან იოანეს
-ელიზა ,რა გჭირს?-იოანე მის სხეულს მოშორდა და წარბშეკრული დააკვირდა
-მე ,მივდივარ იოანე ..- თვალებში არ შეუხედავს ისე უთხრა
-რას ქვია მიდიხარ ,სად მიდიხარ? -ბიჭს მთელი სხეული დაეძაბა
-მათთან,სახლში..გურამს მივყვები -მთელი სახე სველი ჰქონდა
-ელიზა ,შენ ძალიან..ძალიან ცუდად ხუმრობ და მე საერთოდ არ მეცინება - ხელები გულზე დაიკრიფა
-მე არ ვხუმრობ იოანე..მე ...მე..-ტუჩები მოილოკა და თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს -მე მინდა ..წასვლა ..
-რა?
-ხო,მე მათთან მივდივარ !
-შენ არ გინდა მათთან წასვლა..არსადაც არ გიშვებ ,მე არ გიშვებ გესმის! - დაიღრიალა
-მაგრამ მე მინდა..- ამოიკვნესა
-თვალებში შემომხედე..შემომხედე და მითხარი რომ გინდა მასთან ! -კატეგორიული ხმა ჰქონდა ,გოგონა უტეხად დაყურებდა იატაკს -ელიზა!
-ლიზა უთხარი რომ გინდა წამოსვლა -საუბარში ჩაერია გაგა
-იოანე მე მივდივარ - გვერდის ავლა და ნაბიჯის გადადგმა დააპირა ,თუმცა ძლიერმა მკლავებმა შეაჩერეს ,მოულოდნელად ჩაიკრა გულში
-მე არსად გაგიშვებ შენ..უშენოდ ვერ ვიცოცხლებ,გთხოვ ასე ნუ იქცევი..ნუ გეშინია -ყურში უჩურჩულა ,გოგონამ გურამს შეხედა რომელიც ავისმომასწავლებლად უყურებდა ორივეს,კაცმა თვალით ანიშნა მოშორდი თორემ ვესვრიო,ლიზამაც გამბედაობა მოიკრიბა ,მთელი ძალით კრა ბიჭს ხელი
-მე არ მიყვარხარ..მე მათთან მინდა ,მე იქ მივდივარ და შენ ვერ დამიშლი! -უღრიალა ,იოანე გაოგნებული უყურებდა მას
-არ მჯერა !
-მე მივდივარ ,ხო მივდივარ -თვალები შეანათა -მე მინდა წასვლა ! -მშვიდად უთხრა თან თვალებში უყურებდა ..იო ცოტახანს ჩუმად იდგა ,შემდეგ თავი ჩახარა
-მე დაგაბრუნებ ! -ისე თქვა ,მხოლოდ გოგონას რომ გაეგო ..

***
,,მე დაგაბრუნებ " მთელი ორი დღე ეს სიტყვები უტრიალებდა თავში,თავის ძველ ოთახში საწერ მაგიდასთან მჯდარს ,თავი ხელზე დაეყრდნო და იოანეს ფოტოსურათს შეჰყურებდა
-შენ ვეღარ დამაბრუნებ - ცრემლები ღაპაღუპით ჩამოუგორდა ,კალამი მაგიდაზე დადო ,ფურცელი ოთხად მოკეცა და დამხმარე ქალს დაუძახა,ქაღალდი მას გადასცა ,უთხრა რა მისამართზე უნდა წაეღო,თვითონ ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს, დედის მედალიონს მაგრად მოსჭიდა ხელები,სწორად გაწვა ,თავი უკან გადასწია ,ხელები ისე რომ მედალიონისთვის არ მოუშორებია მუცელზე დაიწყო ..
-შენ ვეღარ დამაბრუნებ - თვალები დახუჭა ,თვალწინ მხოლოდ მისი სახე ედგა ,შავი თვალები,თვალები რომელიც ტკივილს ასხივებდნენ,იმედგაცრუებასა და უსიცოცხლობას,როცა უთხრა მივდივარო -მაპატიე -თითქოს მას ელაპარაკებოდა ,ბოლო ცრემლიც ჩამოუგორდა ,ოთახში ანთებული სანთლის ალი კი ჩაქვრა და სრულმა სიბნელემ მოიცვა ..

***
მის ოთახში,წიგნების თაროს გვერდით მდგარ დივანზე იჯდა და ოთხად დაკეცილ ქაღალდს შლიდა ,რომელიც ახლახანს მიუტანა ვიღაც ქალმა..კითხვა დაიწყო თუ არა ,მაშინვე კანკალმა აიტანა ,მთელი სხეული დაეჭიმა,სხაპასხუპით კითხულობდა
,თითქოს გული უგრძნობდა ბოლოში კარგი არაფერი დახვდებოდა ..კითხვა დაასრულა ,ცოტახანს აზრზე მოსასვლელად თვალები დახუჭა ,შემდეგ გაახილა ,ხელში მქონე ფურცელი მოკუჭა ,იქვე მიაგდო და კისრისტეხით გავარდა სახლიდან..
ვერ მიუსწრო..
დააგვიანდა ..
უკვე აღარ იყო..
აღარ სუნთქავდა..
ის წითელი კაბა ეცვა რომელიც თვითონ აჩუქა ..
თვალები დაეხუჭა ,ქერა თმა ბალიშზე გაეშალა ,წითელი ტუჩები გათეთრებოდა ,სახეც გათეთრებოდა..
სულ ცივი იყო,გაყინული,თოვლივით თეთრი..
მომენტალურად ისე დღე გაახსენდა პირველად რომ ნახა ,მაგრამ მაშინ სხვა იყო..
მაშინ სუნთქავდა..
ახლა აღარ..
დააგვიანა , მეორედ ვეღარ გადაარჩინა..
ყველაფერი სიკვდილის სუნით იყო გაჟღენთილი,ყველაფერს ავადმყოფური ფერი დასდებოდა ,ყელში რაღაც ბურთი გაჩხეროდა და ცოტა აკლდა არ აღრიალებულიყო,მთელი სხეული აუტანელი ტკივილით ეწვოდა ,რასაც ჰაერის უკმარისობა ემატებოდა და ლამის იქვე წაქცეულიყო,გრძნობდა როგორ ეჭიმებოდა სხეული,როგორ ფეთქავდა ძარღვები,გრძნობდა როგორ დუღდა შიგნიდან და აცახცახებული ,მუხლებზე დამხობილიცკი ვერ ინარჩუნებდა წონასწორობას ..
იმდენად დიდი ლოდი აწვა გულზე ,რომ უკვირდა,აქამდე როგორ არ გაუსკდა..ასეთი ტკივილი არასდროს ეგრძნო, ასე არასდროს ყოფილა ,ჯერაც ვერ გაეაზრებინა მომხდარი,ვერასდროს იფიქრებდა მსგავსი სიცარიელის განცდა თუ დაეუფლებოდა..
ეს უსასრულობას უტოლდებოდა ,მთელ სხეულში დატრიალებულ ქარიშხალს ..ერთ ადგილას გაშეშებული დაჰყურებდა ,უგონოდ მწოლ სხეულს და თვალებ არ უჯერებდა,თავი ფილმში ეგონა,იმდენად უცხო,დაუჯერებელი და შემაშფოთებელი იყო ყოველივე..
ტკიოდა ..მისი ელიზა ტკიოდა ,მისი ღიმილი ,ლურჯი თვალები,უშრეტი ენერგია ,ბავშვურად ალალი ,საოცრად კეთილი ადამიანი,მისი გული,ჰაერი,სუნთქვა ტკიოდა..
აქამდე ხასხასა ,მხიარული ფერებით გაფერადებული არსებობა ,უკუნივით შავმა შეცვალა ..
აქ აღარ იყო იმედი..
იმედი იმისა რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნებოდა ,გაცილებით ლამაზი..ეს იმედი მოკვდა..
როცა მის ცივ ხელს შეეხო,მაშინ იგრძნო რომ ის აღარ არსებობდა ,მასთან ერთად მოკვდა და დასაფლავდა..იოანე და ელიზა აღარ არსებობდა..
საშინელი ტკივილი მოდიოდა ,ფილტვებთან,მარცხენა მხრიდან ..ყრუ,ღრმა ტკივილი,ამას ვეღარ უძლებდა ,ტკივილი ძლიერდებოდა ,ზევით ამოდიოდა და ბოლოს საშინელ,შემაძრწუნებელ ღრიალს ამოყვა ..

**
-იოანე სად არის? - იკითხა შავებში გამოწყობილმა ქალმა
-ის წავიდა -პასუხობს ახალგაზრდა გოგოს ხმა
-სად წავიდა?
-მონასტერში. .მონასტერში წავიდა ,თქვა რომ აქ სიცოცხლეს ვერ გააგრძელებდა ,მას (ელიზას ) კი ეს სურდა ,ამიტომ წავიდა ..ბერად წავიდა..
-სად?
-იქ,სადაც გვირილები ხარობენ,იქ სადაც ის დაასაფლავეს..იქ სადაც ის გაიცნო
-სვანეთში - დაიჩურჩულა ქალმა
-სვანეთში -დაეთანხმა გოგონაც..

**
,,იოანე!

წავედი..ხო წავედი,ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ ვიფიქრებდი,რომ ამის გაკეთება მომიწევდა..
არც ვიცი რა გითხრა,როგორ დავიწყო ..ბოლოს წერილი რომ დავწერე პატარა ვიყავი,მაშინაც დედამ მაიძულა ..თოვლის ბაბუას ვწერდი ..
მე კარგად ვარ ,ჩემს ძველ ოთახში ვზივარ და ყველაფერს ვალაგებ გონებაში,უკვე რამდენჯერ დავფიქრდი..მივხვდი არ შემიძლია,უშენობა არ შემიძლია,შენი შავი თვალების გარეშე არ შემიძლია,უბრალოდ ვერ ვიცოცხლებ..
გონებაში სულ შენი ხმა ჩამესმის,ვოცნებობ რაც შეიძლება მალე დაგინახო..თვალები ხომ სიტყვებზე მეტს ამბობენ..
მე ქურდი ვარ იოანე..ხო ქურდი,შენი სურათი მოვიპარე ,ხო,წამოსვლამდე მოვახერხე და წამოვიღე ..ახლაც მას ვუყურებ,მინდა შეგეხო,შევიგრძნო შენი სითბო..
არ ვიცი რა დავარქვა ამ გრძნობას ,ზოგი ცხოვრებაში გამართლებას ეძახის ,ზოგიც იღბალს,მე ვფიქრობ რომ იღბლიანი ვარ..ხო იღბლიანი იმ მხრივ ,რომ შენ შეგხვდი..
მენატრები,შენი სურნელი მენატრება ,სუნი რომელიც ღრუბელივით მერტყმის,როდესაც გულში მიკრავ,დღესაც სულში მაქვს ის სურნელი შენს ჟაკეტს ,რომ ასდიოდა..აი მაშინ სულ,რომ დავსველდი და მათხოვე ,ეგ ჟაკეტიც თან მაქვს ,აქ მიდევს და გულში მაქვს ჩაკრული ,ამით ცოტა ვიმსუბუქებ ტკივილს ,მონატრებით განცდილ ტკივილს..
48 საათი გავიდა ..ამ დროის განმავლობაში არ მინახიხარ..არ დამლაპარაკებიხარ ..
ჩემო ძვირფასო,შენი დაკარგვის იმდენად მეშინია,რომ ვერ წარმოიდგენ,მაპატიე..მაპატიე,რომ ასე ,ახსნის გარეშე წავედი,მაპატიე რომ მოგატყუე..
სხვა გზა არ მქონდა ,ჩემს სიცოცხლეს შენი მირჩევნია ,შენს სიკვდილს ვერ გადავიტანდი,თავს უფლებას არ მივცემდი შენი თავი წამერთვა ამ სამყაროსთვის,ჯეკოსთვის,ანასთვის,ნორასთვის და ნიკასთვის..მათ ვერ მივცემდი უფლებას შენთვის რამე დაეშავებინათ..
არ იდარდო,ჯერ მაქვს დრო,ასე ადვილად არ მოვკვდები,ჯერ ყველაფერი უნდა ვთქვა,ყველაფერი რასაც ვგრძნობ..
გახსოვს ,ჩვენი პირველი შეხვედრა? ვაღიარებ,თვალი რომ გავახილე და დაგინახე ,უკვე ვიცოდი ,რომ ძალიან შემიყვარდებოდი..შემდეგ სულ ვჩხუბობდით,ისევ ჩემი მიზეზით,სულ შენი იყავი მართალი ,მაგრამ არ ვთმობდი, შენთან ჩხუბი მომწონდა ,შენი ანთებული თვალები,შეკრული წარბები და ძლიერად მოკუმული ტუჩები მომწონდა..მიუხედავად იმისა ,რომ არ მიცნობდი,რომ გაბრაზებდი მაინც მივლიდი,გვერდიდადან არ მშორდებოდი და სიცხიანს გულში მიკრავდი..
ეს ორი თვე საუკეთესო პერიოდი იყი ჩემს ცხოვრებაში,მილიონი გულითადი მადლობა იმისთვის,რომ ერთი ჩვეულებრივი გოგოს ცხოვრებაში ასეთი სიხარული შემოიტანე..
ახლა ამას ვწერ და თვალები ცრემლით მევსება ,გული გამალებით მიცემს ,ხელები მიკანკალებს და სუნთქვა მიჭირს ,ალბათ წამლების დოზა მოქმედებს ,ეს იმწამს გადავწყვიტე ,მანდედან რომ წამოვედი,თითქოს უკვე წინასწარ ვიცოდი,ჩემი ამბის დასასრული..
ახლა ,ყველაზე ადვილი ალბათ იმის თქმა იქნებოდა ,რომ მიყვარხარ,მაგრამ გამოგიტყდები და გეტყვი,რასაც მე ვგრძნობ ,უფრო მეტია..შენ ,,მე ხარ " ,სულ ჩემში ხარ ,ჩემი გულის ცემა ხარ,ჩემი ფიქრი და სიცოცხლე .. შენთან მე -მე ვარ,შენთან სულიერი თავისუფლება მაქვს ,შენთან ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ,რომ ბედნიერი ვარ..დროის შეგრძნება მეკარგება და არ მყოფნი !..ამიტომ მეშინია უშენობა..
ჩემს შიშად იქეცი ! შიშად და რა აუტანელია ეს შიში ! უშენობის შიში ! ..უშენოდ ვკვდები !..
უკვე სხეული მიბუჟდება ,კანი ლურჯდება და ვხვდები ,დროა დავტოვო აქაურობა..
მაპატიე ..მაპატიე ჩემი სისუსტე ..მაპატიე ,რომ ამხელა ტკივილისთვის გიმეტებ ..
ჩემი უკანასკენლი სურვილი იქნება იცოცხლო,ცხოვრება გააგრძელო და ბედნიერი იყო..
მე სულ შენთან ვიქნები,ვერ დამინახავ ,მაგრამ მიგრძნობ..
არ შეგეშინდეს ! ჩვენი სიყვარული იმდენად დიდია ,რომ უჩემოდაც იცოცხლებს ..
არ შეგეშინდეს ! რადგან მე მეშინია ..
მიყვარხარ ! გახსოვდეს ეს ..
მე ვერ გთხოვ ,რომ ყოველთვის ასე გიყვარდე ,მაგრამ გთხოვ,რომ დამიმახსოვრო ისეთი,როგორიც გიყვარვარ..
შენი ,,გვირილების დედოფალი " ''

დასასრულიскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი ჵჵჵჵ

Ratom aseti dasasruli? guli damwyda.

№2  offline წევრი morieli

Auu kargi raaa ????????????????????

№3  offline წევრი meocnebe avadmyopi

გაგაფრთხილე,გთხოვე წინა თავში გითხარი რომ არ მოგეკლა გითხარი,რომ ზუსტად იმ დღეს როდესაც სავარაუდო დასასრული გითხარი მაშიანაც გაგლანძღე,მართალია მწყინს მტკივა ,მაგრამ ეგ შენი გადასაწყვეტი იყო,ვერ შეგედავები უბრალოდ ახლა მხოლოდ შემიძლია ჩემი აზრი დავაფიქსირო,შემიძლია გაგკიცხო,გითხრა რომ საშინელება იყო თუმცა არა ეს ესე არ ყოფილა,ნამდვილად იმსაურებდა ეს ისტორია ასეთ შესანიშნავ დასასრულს,მერე რა რომ მოკვდა ბევრია დამიჯერე ძალიან ბევრი ისტორია ისეთი სადაც მთავარი გმირი კვდება,თუმცა ეგეთი ისტორიაა პირველი რომაა ჩემთვის,ვერ ვიტირე ასეთი ემოციური დასასრული იყო ,მაგრამ ვერ ვიტირე,არ ვიცი ალბათ თავიდანვე კარგ დასასრულს ველოდებოდი და განძრახული მქონდა რომ არ ვიტირებდი,მაგრამ გეტყვი,რომ იყო საოცარი იყო საოცარი ხარ შენ მიყვარს ეს ისტორია,მისი თითოეული თავი და აწ უკვე ემოციური დასაასრული...შეიძლება ბევრისთვის იმაზე უკეთესი დასასრული იყო რომელიც უნდოდათ და ახლა იღიმიან ,მაგრამ მე ,განსხვავებული აზრი მაქ მაგრამ მსგავსი,რათქმაუნდა იმაზე ბევრაად უკეთესი იყო ვიდრე ველოდი თუმცა ვერ გავაცილებ ლიზა ღიმილით,პირიქით ძალიან მოვიწყინე,ერთადერთი რაც მახარებ არის რომ შენ ავტორმა ყველაზე სწორი დასასრული შეარჩიე და არ შეცდი....

გოგონავ როცა ახალ თავს აგვიანებდი ან რამის წაკითხვა მინდოდა ვკითხულობდი,თითქმის ჩემი საყვარელი ადგილები დავიზეპირე ნუ ძაან კარგად არა მაგრამ დავიზეპირე,დამიჯერე ყველა შენი ისტორია მაქვს წაკითხული მაგრამ თავები არასდროს გადამიკითხია ხოლმე,ეს იყო რაღაც განსხვავებული დასასრულიც კი განსხვავებული იყო ის მხიარული განწყობა რომელიც პირველ თავებში გვაგიჟებდა ახლა სევდამ ჩაანაცვლა სევდაც რომელიც ღიმილს იმსახურებს,დასასრულს ვკითხულობ და ერთმანეთს ანაცვლებენ როცა ამას ვაანალიზებ დასასრული კარგი იყო რაზეც მეღიმება მაგრამ აი ელიზას სიკვდილი არც ისე სწორედ ესაა სევდის მიზეზი,ორი მიზეზი,რომელიც ორ რადიკალურ გრძნობას,ერთმანეთს აჯახებენ,ერთმანეთთან რეაქციაშიც კი არ მოდის უბრალოდ ერთმანეთ აქარწ*ლებენ.

პირველი ისტორია რომელიც კარგად და აამავდროულად ცუდად დამთავრდა...
პირველი ისტორია რომელზეც მინდოდა მეტირა,მაგრამ რა ვქნა რომ ვერ ვიტირე...
პირველი ისტორია სადაც მთავარი პერსონაჟი მოკალი...
პირველი ისტორია სადაც ნინას მანია გადმოგედო...
პირველი ისტორია რომელიც ასეთ მდგომარეობაში დაწერე...

მიყვარხარ და გნატრობ heart_eyes heart_eyes

№4 მოდერი ლათინო

არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა persevere ასეთი რთული არ მეგონა ლიზას სიკვდილი,ასეთი რთული არ მეგონა იოანეს წასვლა,ასეთი რთული არ მეგონა ის წერილი,სამი გვერდი რომ გამოგივიდა ...ჩემი დასასრული იყო,ისეთი როგორიც მე მინდოდა.ვიცოდი რომ ყველაფერი კარგად გამოგივიდოდა,მაინც შეძლებდი რომ ჩემში რაღაც ემოცია გამიგეწვია,იდეალური არ იყო მაგრამ მიახლოვებული იყო
..ვისაც უნდა გამომიხტეს და მითხარს მეგობრობის ხათრით ნუ უწერ კომენტარებსო,ვუპასუხებ! ვისაც რა უნდა ის უწოდოს მაგრამ ეს ისტორია განსხვავებულია,სულ სხვანაირი. blush უბრალოდ მონაწილე უნდა გახდე,რომელიღაც ოთახის კუთხეში უნდა დაჯდე და უყურო როგორ წერს ლიზა წერილს,მერე მეორე ოთახის კუთხეში დაჯდე და უყურო როგორ კითხულობს ამას იოანე. მერე ფანჯარასთან დადგე და მზერით გააცილო მონასტრისკენ მიმავალი ....ჰო,ძაან ავურიე მაგრამ რა ვქნა,არ შემიძლია სხვანაირად. ყველაფრის თქმა მინდა მაგრამ ვერ გეტყვი,უბრალოდ ვიფიქრებ no_mouth ახლა წესით უნდა ვიღვრებოდე მარა ფეხიფეხზე გადადებული,წყნარად ვზივარ და ლამისაა ტელეფონი გავბურღო თვალებით,უკვე ჩავფიქრდი და თვალები მიშტერდება blush წინა თავიც ახლა წავიკითხე,ველოდებოდი,მერე ერთმანეთთან უნდა დამეკავშირებინა, ეს იყო დასასრული რომლემაც ისტორიის წინა თავებიც შეცვალა. როცა თავიდან გადავხედავ ისტორიას სულ, სულ სხვანაირად ჩავუღრმავდები,ალბათ...მაგრამ ახლა,ეს ჩემი დასასრულია!!! heart_eyes blush

№5 მოდერი gogona migraciidan

დიდიხანია წავიკითხე თუმცა, ხომ იცი ყაჩაღი მყავდა სახლში პატარა ზვიგენით მუცელში, ამიტომ ცოტა მოგვიანებით გიწერ კომენტარს.
არ ვიცი რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის დასასრული კი არა, საოცრება იყო ნამდვილი საოცრება.
ელიზა ერთ გოგოს მახსენებს, ჩემს გოგოს რომელმაც იმის გამო რომ სხვას არ ტკენოდა თავად ეტკინა, მან იოანეა სიცოცხლე ამჯობინა.
განაჩენი გამოუტანა თავს, მაგრამ საუკეთესო განაჩენი.
მომეწონა, ძალიან მომეწონა ისე მომეწონა რომ სიტყვები არ მყოფნის.
ნამდვილად ვერ გადმოვცემ იმ ემოციას რაც განვიცად3, არ ვიცი გქონდა თუ არა რამე შეცდომა, რადგან ისე ვიყავი ჩართული ისტორიაში არაფერს არ ვაქცევდი ყურადღებას. ( ეს რატომ ვახსენე მიხვდები)
ნამდვილი საოცრება იყო და იცი რატომ?
ისე კარგად აღწერე ყველაფერი, თავი იქ მეგონა ფულმადაც კი წარმოვიდგინე.
წარმოვიდგინე მომენტი როგორ დასცქერის, ელიზას გარდაცვლილ სხეულს იოანე.
მადლობა შენ, მადლობა რომ 3ს საოცრება შექმენი, ნამდვილად საოცრება.
შენ, შენ კი შეუდარებელი.
შენ ხარ ჩემი პირადად, ჩემი საოცრება გოგო ❤

№6  offline წევრი teengirllove

ჵჵჵჵ
Ratom aseti dasasruli? guli damwyda.

ravi tavidanve ase mindoda

meocnebe avadmyopi

mec miyvarxar chemo gogo ,madloba aseti gulwrfelobistvis

ლათინო
არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა persevere ასეთი რთული არ მეგონა ლიზას სიკვდილი,ასეთი რთული არ მეგონა იოანეს წასვლა,ასეთი რთული არ მეგონა ის წერილი,სამი გვერდი რომ გამოგივიდა ...ჩემი დასასრული იყო,ისეთი როგორიც მე მინდოდა.ვიცოდი რომ ყველაფერი კარგად გამოგივიდოდა,მაინც შეძლებდი რომ ჩემში რაღაც ემოცია გამიგეწვია,იდეალური არ იყო მაგრამ მიახლოვებული იყო
..ვისაც უნდა გამომიხტეს და მითხარს მეგობრობის ხათრით ნუ უწერ კომენტარებსო,ვუპასუხებ! ვისაც რა უნდა ის უწოდოს მაგრამ ეს ისტორია განსხვავებულია,სულ სხვანაირი. blush უბრალოდ მონაწილე უნდა გახდე,რომელიღაც ოთახის კუთხეში უნდა დაჯდე და უყურო როგორ წერს ლიზა წერილს,მერე მეორე ოთახის კუთხეში დაჯდე და უყურო როგორ კითხულობს ამას იოანე. მერე ფანჯარასთან დადგე და მზერით გააცილო მონასტრისკენ მიმავალი ....ჰო,ძაან ავურიე მაგრამ რა ვქნა,არ შემიძლია სხვანაირად. ყველაფრის თქმა მინდა მაგრამ ვერ გეტყვი,უბრალოდ ვიფიქრებ no_mouth ახლა წესით უნდა ვიღვრებოდე მარა ფეხიფეხზე გადადებული,წყნარად ვზივარ და ლამისაა ტელეფონი გავბურღო თვალებით,უკვე ჩავფიქრდი და თვალები მიშტერდება blush წინა თავიც ახლა წავიკითხე,ველოდებოდი,მერე ერთმანეთთან უნდა დამეკავშირებინა, ეს იყო დასასრული რომლემაც ისტორიის წინა თავებიც შეცვალა. როცა თავიდან გადავხედავ ისტორიას სულ, სულ სხვანაირად ჩავუღრმავდები,ალბათ...მაგრამ ახლა,ეს ჩემი დასასრულია!!! heart_eyes blush

madloba chemo kargo, arc vici ra vtqva

gogona migraciidan
დიდიხანია წავიკითხე თუმცა, ხომ იცი ყაჩაღი მყავდა სახლში პატარა ზვიგენით მუცელში, ამიტომ ცოტა მოგვიანებით გიწერ კომენტარს.
არ ვიცი რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის დასასრული კი არა, საოცრება იყო ნამდვილი საოცრება.
ელიზა ერთ გოგოს მახსენებს, ჩემს გოგოს რომელმაც იმის გამო რომ სხვას არ ტკენოდა თავად ეტკინა, მან იოანეა სიცოცხლე ამჯობინა.
განაჩენი გამოუტანა თავს, მაგრამ საუკეთესო განაჩენი.
მომეწონა, ძალიან მომეწონა ისე მომეწონა რომ სიტყვები არ მყოფნის.
ნამდვილად ვერ გადმოვცემ იმ ემოციას რაც განვიცად3, არ ვიცი გქონდა თუ არა რამე შეცდომა, რადგან ისე ვიყავი ჩართული ისტორიაში არაფერს არ ვაქცევდი ყურადღებას. ( ეს რატომ ვახსენე მიხვდები)
ნამდვილი საოცრება იყო და იცი რატომ?
ისე კარგად აღწერე ყველაფერი, თავი იქ მეგონა ფულმადაც კი წარმოვიდგინე.
წარმოვიდგინე მომენტი როგორ დასცქერის, ელიზას გარდაცვლილ სხეულს იოანე.
მადლობა შენ, მადლობა რომ 3ს საოცრება შექმენი, ნამდვილად საოცრება.
შენ, შენ კი შეუდარებელი.
შენ ხარ ჩემი პირადად, ჩემი საოცრება გოგო ❤

shenki chemi piradi saocrebaa ,gyvarob <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent