,,გურული ლამაზმანი" 5თავი » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,გურული ლამაზმანი" 5თავი


1-08-2018, 18:20
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 862

,,გურული ლამაზმანი

- რას აკეთებ?
_ ღამის თორმეტ საათზე თავზე წამოადგა ლიკას ძმა.
- მოდი ძმაო, მოდი.
_ სიცილით ამბობს გოგო.
- ეს არ გამითვლია.
_ თვალები ჭყიტა როდესაც, კომპიუტერის ეკრანზე კაკი გამოჩნდა გოგოსთან ერთად.
- პორნოს უყურებ გოგო?
- არა ძმაო რა პორნო.
- ღმერთო ჩემო.
_ ბოლო ხმაზე ახარხარდა ლაშა როდესაც, გოგოს არა ამქვეყნიური კივილი გაიგო.
- შენ გაუჩალიჩე?
- კი მაგრამ მე კაკისთვის გავაჩალიჩე, რა ვიცოდი გოგოს თუ მოათრევდა.
- მაკარონები რამ ჩაგაყრევია?
- აბა რა მექნა?
_ ჩამქრალი ხმით ჩაილაპარაკა რადგან, მის დაგებულ მახეში კაკის ნაცვლად უცხო გოგო გარბს.
- მოიცა ახლა იქნება მაგარი.
_ უეცრად შეჰკივლა როდესაც დაინახა როგორ შევიდა კაკი სააბაზანოში.
- მოიცა იქაც ხომ არ დაუმონტაჟე რამე?
- არა ძმაო გაგიჟდი? ახლა მაგის ავლადიდება მაყურებინე.
- ახლა რომ შიშველი გამოვიდეს ხომ ხარ ღირსი?
_ ბოლო ხმაზე ხარხარებს ლაშა.
- ღმერთო შენ მიშველე.
_ მალევე აუფარა თვალებზე ხელი როდესაც, კაკი მართლა შიშველი გამოვარდა სააბაზანოდან და სირბილი დაიწყო.
- ვინ ჯანდაბა იყო ჩემს სახლში?
_ ბოლო ძმაზე ყვირის ბიჭი.
- რა უქენი?
- ისეთი არაფერი.
- ლიკა დახუჭე თვალები, რას მიაშტერდი?
_ თავში წამოარტყა ხელი დას.
- ააჰ ხო უი.
_ დაბნეულმა წამოიძახა გოგომ და თვალზე ხელი აიფარა.
რომ ჩაიცმევს დამიძახე.
- მოგკლავ მახარაძე, მოგკლავ.
_ მალევე გაისმა ბიჭის არანორმალური ყვირილი.
როდესაც მთელ სახლში ბოლო ხმაზე ამღერდა გოგო შევიდა კაფეში.
- ლიკა შენ არა ხარ ნორმალირი.
_ სიცილით ამბობს ლაშა.
- როგორ შემოვიდა ის გადარეული ჩემს სახლში.
_ ყვირილს არ წყვეტლა კაკი.
- მეტის ღირსი ხარ გაგუა.
_ სიცილით ამბობს გოგო და კომპიუტერს რთავს.
სააბაზანოში შედის, წყალს ივლებს და ეგრევე საწოლზე ეხეთქება.


  - არა ის გოგო ნამდვილად გამაგიჟებს.
როგორ შემოვიდა ჩემს სახლში?
_ წინ და უკამ სიარულს არ წყვეტს ბიჭი.
- მოვკლავ გეფიცები, ანდაც საიდან გაიგო მაკარონზე რომ მოვატყუე?
კიდევ რაღაცას გამიკეთებდა, მხოლოდ ამას არ დაჯერდებოდა.
_ მთელი სახლი თავდაყირა დააყენა თუმცა მეტი ვერაფერი ნახა.
- მოიცა, მოიცა მას ხომ კატების ეშინია.
_ ეშმაკურად ჩაიცინა ბიჭმა.
- მე შენ განახებ სეირს.


_ დილით ადრიანად გაეღვიძა მახარაძეს, დილის პროცედურებს მალევე მორჩა გაემზადა და ქვემოთ ჩავიდა.
ოთახს თვალი მოავლო თუმცა იქ არავინ დახვდა, მსუბუქად ისაუზმა და სახლი მალევე დატოვა.
უაზროდ ხეტიალობდა ქუჩაში, არ იცოდა რა გაეკეთებინა.
ფეხით მიუყვებოდა ქუჩას, მეტროში ჩასვლას აპირებდა როდესაც მის წინ შავი მანქანა გაჩერდა.
გონზე მოსვლაც ვერ მოახერხა, ისე ჩატენა ორმა ახმახმა მანქანაში.
გაბრძოლება სცადა თუმცა უშედეგოდ, ცხვირზე თეთრი ნაჭერი ააფარეს და მალევე გაითიშა.
გონსმ მოტივებულ შენობაში მოვიდა, სკამზე მიმბული.
 გარემო მოათვალიერა თუმცა იქაურობა ვერ იცნო.
- არის აქ ვინმე?
_ ყვირილით ამბობს გოგო.
- ჰოუუუ არის მეთქი აქ ვინმე?
_ უფრო აუწია ხმას.
- გამარჯობა.
_ მალევე წამოადგა თავზე უცნობი მამაკაცი.
- ვინ ხარ?
_ დაბნეულმა აათვალიერა კაცი.
- ნუ გეშინია შენთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებთ.
- როგორ დამაიმედე.
_ ცინიკურად ჩაილაპარაკა გოგომ.
- მე ვახტანგ კახიანი ვარ.
- რა მინდა აქ?
- ლიკა ჩვენ უკვე დიდი ხანია შენ გაკვირდებით.
ვიცით რომ საქართველოში ერთადერთი, ქალი ხარ რომელიც საუკეთესოდ ფლობს კრივს.
მხოლოდ შენ ხარ ის ვინც, არა ქალებს არამედ მამაკაცებს ებრძოლები.
ისიც ვიცით ვინ იყო შენი ოსტატი.
- ძალიან კარგი, მიხარია რომ ასე დაგაინტერესეთ მაგრამ აქ რა ჯანდაბა მინდა?
- ნუ მაწყვეტინებ.
ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში გაკვირდებოდით,  შენი ფიცხი ხასიათი ბოლომდე შევისწავლეთ.
ვაკვირდებოდით შენს შევარდნებს, დაკითხვების კაბინეტში.
არ გიკვირდა რატომ არავინ გეწინააღმდეგებოდა?
- არა. არ მიკვირდა რადგან, იქ ბიძაჩემის გავლენით ვსარგებლობდი.
- რომ არა ჩვენ, ვერც ბიძაშენის გავლენა გიშველიდა.
ჩვენ რომ არ გვდომოდა, ამდენს ვერ გაბედავდი.
- ვინ ხარ ასეთი?
- გსმენია რამე უშიშროების გასაიდუმლოებულ სამსახურზე?
_ ლიკას წინ ჩამოჯდა კაცი.
- გასაიდუმლოებული თუ არის, მე როგორ გავიგებდი?
- მოკლედ ჩვენი სამსახური, ქვეყნის დაცვაზე არის ორიენტირებული.
ჩვენ ქვეყანას ტერორისტებისგან ვიცავთ, არა მხოლოდ ტერორისტებისგან.
- მე რომელი ტერორისტი მნახეთ?
- შენ იმიტომ არ გაკვირდებოდით რომ ტერორისტი ხარ, არამედ იმიტომ რომ შენთან თანამშრომლობა გვინდა.
_ სერიოზული ხმით ამბობს კაცი.
- ფარული კამერაა ხო? რა თანამშრომლობა, რა ტერორისტები, რა უშიშროობა? თქვენ სიცხე ხომ არ გაქვთ?
- ჩვენ შეგვიძლია მოგიხსნათ პირობითი.
- რატომ უნდა მომიხსნათ? იყოს რა ხელს მიშლის.
თქვემ ბიძია არა ხართ ნორმალურები.
_ განა არ უნდოდა, ყოველთვის უნდოდა მახარაძეს მისი ქვეყნისთვის რაღაც მნიშვნელოვანი გაეკეთებინა.
მიუხედავად მისი სიგიჟისა, მიუხედავად იმ ცხოვრებისა რა ცხოვრებითაც ცხოვრობდა.
მიუხედავად იმისა რომ მას თითქოს და "ეკიდა" ქვეყნის პრობლემები, მას ყველაზე მეტად შესტკიოდა მის ქვეყანაზე გული.
- უახლოეს მომავალში თბილისში ტერაქტი იგეგმება.
- დაიგეგმოს მერე. თქვენ რას მიკეთებთ?
- ჯაშუში გვჭირდება.
ზუსტად არ ვიცით რა ადგილას იგეგმება, ასე ვერ გავრისკავთ.
ქვეყანას საფრთხეს შევუქმნით, ამიტომ ვინმე ისეთი გვჭირდება ვისაც ჩავნერგავთ მათთან.
ლიკა ვიცით თუ როგორი ერთგული ხარ შენი ქვეყნის, 27 წლის განმავლობაში ერთხელაც არ გადაგიკვეთავს საზღვარი.
ვიცით როგორი მნიშვნელოვანია შენითვის შენი ქვეყანა.
ამიტომაც არ გაინტერესებს გექნება თუ არა პირობითი.
- ნინი გაუშვით.
_ ბოლო ხავს ეჭიდება მახარაძე, რადგან ეშინია შეცდომა არ დაუშვას.
მან ხომ ყველაზე კარგად იცის როგორი ხასიათები აქვს, იცის რომ თავს ვერ შეიკავებს და ვიღაცას აუცილებლად მოკლავს.
- ნინის იცნობენ.
- ჩემგან რა გინდათ?
- ლიკა უკვე ხომ ვთქვი რაც გვინდა.
შენი დახმარება გვჭირდება.
- არ შემიძლია.
_ ჩამქრალი ხმით ამოილაპარაკა გოგომ.
- თუ გეტყვი რომ შენი და და სიძე აღარასოდეს გაგეკარებიან, დათანხმდები?
- მოკლავთ?
_ თვალები გაუფართოვდა გოგოს.
- რასაც გვეტყვი იმას გავაკეთებთ.
ასევე შენი დეიდაშვილის მოგზავნილ კაცსაც მოგაშორებთ.
- ვინ კაცს?
- ეჰ ლიკა, ლიკა იმაზე სულელი ყოფილხარ ვიდრე მეგონა.
- სულელი იქნება ახლა თუ გგლიჯე აქედან.
_ გაბრძოლება სცადა გოგომ.
- უკვე რა ხანია ვიღაც გითვალთვალებს, ვიღაც რა ის კაცი ვისზეც შენი გათხოვება უნდოდათ.
ის ძალიან საშიშია, თუ მის წინადადებას არ დათანხმდები.
შენს ოჯახს საქმეს შეუქმნი.
- თუ მას მომაშორებ და ჩემს დეიდაშვილს ციხეში გაუშვებთ,
 დავთანხმდები თქვენს წინადადებას.
- გასაგებია.
- რა მევალება?
- ფარული აგენტი იქნები.
ამის შესახებ კი არავის არაფერს ეტყვი.
- არც ჩემს ძმას?
_ ჩაუდუდღუნა გოგომ.
- ამაზე არც შენს თავს არ უნდა ელაპარაკო.
- კარგი ჰო.
ახლა გამიშვით რომ მიმაბით აქ.
- იცოდე არანაირ შეცდომას არ გაპატიებთ.
თუ რამე ისე არ წავა როგორც დაგეგმილია, შენს თავს თავად უნდა უშველო.
- ამ ყველაფერს მხოლოდ იმისთვის ვაკეთებ, რომ ჩემს ქვეყანას და ჩწმა ოჯახს დავეხმარო.
თორემ იცოდეთ მე საერთოდ არ მაინტერესებს მთავრობა.
- ვიცით.
- კაცის მოკვლა მომიწევს?
- სროლა ხომ იცი?
- პატარები ვიყავით მე და ნინი, ბატონმა შალვამ სროლა რომ გვასწავლა.
- ძალიან კარგი.
ახლა შეგიძლია წახვიდე ხვალ ჩვენ თავად დაგიკავშირდებით.
_ ხელებო შეუხსნა გოგოს, დაემშვიდობა და იქაურობა სასწრაფოდ დატოვა.
- ღმერთო შენ მიშველე.
_ ხელები აღმართა ჰაერში გოგომ, კართან მდგომ ბიჭს თავი დაუკრა მოვდივარო და მალევე აეკიდა უკან.


_ მთელი ღამე მოუსვენრად წრიალებდა საწოლში, ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა რა გააკეთა.
უნდოდა ლაშასთვის ყველაფერი მოეყოლა, მას ხომ ძმისთვის არასოდეს არაფერი დაუმალავს.
გული სტკიოდა, მის ყველაზე დიდ საიდუმლოს ძმას რომ უმალავდა.
- ეს რა გააკეთე ლიკა.
რას დათანხმდი საერთოდ იაზრებ?
_ გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა და თვალები დახუჭა.
ღამის სამი საათი იყო, საშინელი კატის კნავილი რომ ჩაესმა ყურში.
თავიდან სიზმარი ეგონა, მაგრამ როდესაც ხმა უფრო კარგად გაიგო ფეხზე გაგიჭებული წამოხტა.
სინათლე აანთო და საღამურებით დაიწყო სირბილი.
- რა ჯანდაბა უნდა ჩემს სახლში კატას?
_ ბოლო ხმაზე კივის გოგო.
- ლაშა, ლაშა მიშველე.
_ სულ ცოტა აკლდა და ბოლო ხმაზე ატირდებოდა.
- ლაშა.
_ ბოლო წვეთი იყო როდესაც ავანთან მოესმა კატის ხმა.
ტირილი აუვარდა და კართან ჩიკეცა.
ფეხები მოკეცა, ხელები მოხვია და თავი შიგნით ჩარგო.
- გააჩუმეთ.
_ ტირილით ამოილაპარაკა გოგომ.
ეშინოდა ყველაზე მეტად, ამ ქვეყნად კატების ეშინოდა.
უფრო მათი კნავილის ეშინოდა, არ უყვარდა ვერ იტანდა კატებს.
პატარა იყო სულ რაღაც ცხრა წლის, სოფიმ საწყობში კატასთან ერთად რომ ჩაკეტა, მთელი დღე იქ მასთან ერთად გაატარა.
საშინელ სიბნელეში მხოლოდ, ლიკა და ის საზზღარი კატა იყო, მწვაბე თვალებით.
მას შემდეგ შესძულდა, სიბნელე, მწვანე ფერი და კატები.
მას შემდეგ საშინლად ეშინია, მწვანე ფერის, სიბნელეში ძილოს, და კატის კნავილის.
ბავშვობის ტრავმას ვერც დიდობაში დააღცია თავი, დღემდე ახსენდება ის საშინელი ღამე.
და დღემდე პატარა ბავშვივით ტირის.
- გაამორთეთ ეს ხმა.
_ მალევე გაისმა ლაშას არაადამიანური ყვირილი.
- გამორთეთ მეთქი.
_ ისევ დაიყვირა ბიჭმა, და იქვე მდგარი ყვავილის ქოთანი გაუქანა მანქანას.
ხმაც მალევე გაქრა.
- მე შენთან ვარ ლიკ.
_ ხელები მოჰხვია დას, ხელში აიტაცა და საცოლში ჩააწვიმა.
- არ წახვიდე.
სუსტი ხმით ეუბნება ძმას და თვალებს ხუჭავს.


_ დილით ადრიანად გაეღვიძა, გუშინდელი ღამის გახსენებისას უაზროდ გასცრა სხეულში, მეორე მხარეს გაიხედა სადაც ლაშა იწვა.
მოწყვეტით აკოცა ძმას შუბლზე, ფეხზე წამოდგა და აბაზანაში შევიდა.
წყალი მალევე გადაივლო გაემზადა და  ქვემოთ ჩავიდა, სადაც მისაღებში მყოფი ნინი დახვდა.
- დილამშვიდობის ნი.
_ ღიმილით მიესალმა მეგობარს და გადაეხვია.
- დილამშვიდობის.
_ გულში ჩაიკრა მონატრებილი გოგო.
- ლიკ რაღაც უნდა გკითხო?
_ მალევე მოიშორა გოგო.
- რა ხდება?
_ მეგობრის საქციელმა დააბნია.
- დღეს დილით პირობითი მოგიხსნეს.
- უი მართლა.
_ ვითომც არაფერიო ისე ეუბნება.
- რა გააკეთე ლიკა?
_ გაბრაზებული თვალები მიანათა მეგობარს.
- რა გავაკეთე?
- პირობითის მოხსნა ასე ადვილად არავის შეუძლია, შენ რაღაც გააკეთე თორემ პირობითს არავინ მოგიხსნიდა.
ლიკ გთხოვ მითხარი რა გააკეთე?
- ნინი ხომ იცი შენთვის არასოდეს არაფერი დამიმალავს, მაგრამ ამის თქმა მართლა არ შემიძლია.
_ თავი დახარა გოგომ.
- არ მენდობი?
_ სიმწრით გაუღიმა ჯაჭვლიანმა.
- ხომ იცი რომ საკუთარ თავზე მეტად გენდობი?
- რატომ არ მეუბნები რა მოხდა?
- დამიჯერე ნი, სიმართლის დამალვით ყველას ვიცავ, მათ შორის შენც.
- კარგი.
_ თვალზე მომდგარი ცრემლო მოიწმინდა ჯაჭვლიანმა და გასასვლელისკენ აიღო გეზი.
- მაპატიე ნი
_ მეგობრის ცრემლის მიუხედავად სიმართლე მაინც არ გაამხილა.
- თუ ოდესმე გადაწყვეტ მითხრა, იცი სადაც უნდა მომძებნო.
_ მხოლოდ ამას აბობს და სახლიდან გადის.

- ბატონო ვახტანგ, მის წინ ავტირდი კიდეც თუმცა ჩემმა ცრემლებმაც არ იმოქმედა.
ის ამ საიდუმლოს სიკვდილის ფასადაც დაიცავს.
- ძალიან კარგი.
_ ბედნიერი ხმით ჩაილაპარაკა კაცმა და ტელეფონი გათიშა.

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი manana

არ ველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას , კარგია, მომწონს ...

 



№2  offline წევრი tako.izek

ძალიან ძალიან მომწონს.გემრიელად ვიცინე და იქნე შემდეგ უფრო მალმალ-მალლე დადო თავები?

 



№3  offline მოდერი gogona migraciidan

tako.izek
ძალიან ძალიან მომწონს.გემრიელად ვიცინე და იქნე შემდეგ უფრო მალმალ-მალლე დადო თავები?


ზოგადად ძალიან მალ-მალე ვდებ, უბრალოდ ბოლო თავზე ძალიან დიდი აბები ატყდა, რაც არ უნდა ყურადღებას ვაქცევდე მაინც გხვდება გულზე.
ამიერიდან უფრო მალე დავდებ ❤

manana
არ ველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას , კარგია, მომწონს ...


საერთოდ არავინ არ ელოდა ამას, მაგრამ სანამ გაიგებდნენ მაქამდე.
კაფგი არგავიხსენებ წარსულს, მიხარია რომ კითხულობთ ❤

 



№4 წევრი ბელუ შეროზია

ჰმ...გვალოდინე ქალბატონო და
პატარა თავით დაბრუნდი.
ვგონებ მალე დაიძაბება სიტუაცია ,
როგორც ყოველთვის საინტერესოსთან ერთად სახალისო თავი იყო <3
აღარ გვალოდინო კარგო heart_eyes

 



№5 სტუმარი Ani

Auuu magari oyo magrad vicine... male dade ra

 



№6  offline მოდერი gogona migraciidan

ბელუ შეროზია
ჰმ...გვალოდინე ქალბატონო და
პატარა თავით დაბრუნდი.
ვგონებ მალე დაიძაბება სიტუაცია ,
როგორც ყოველთვის საინტერესოსთან ერთად სახალისო თავი იყო <3
აღარ გვალოდინო კარგო heart_eyes


ჩემო ბელუ მიხარია რომ მოგეწონა, გპირდები არ დავაგვიანებ ❤

Ani
Auuu magari oyo magrad vicine... male dade ra

მიხარია რომ მოგეწონათ, აუცილებლად მალე ავტვირთავ ❤

 



№7  offline წევრი teengirllove

auu ra saibteresoaa..dzaan momwons lika,au kakis momentze imdeni vicine ,imdeni ro ai ar ici,xo meored vkitxulobdi mara mainc..jigari xar ra ,miyvars es istora ,sxvatashoris lasha miyvars dzaan ,nu ratqmaunda achus mere ...vaime chemi achu, qxla gaglandzgavdi mis hamo mara tavs shevikaveb :)))))

 



№8  offline მოდერი gogona migraciidan

teengirllove
auu ra saibteresoaa..dzaan momwons lika,au kakis momentze imdeni vicine ,imdeni ro ai ar ici,xo meored vkitxulobdi mara mainc..jigari xar ra ,miyvars es istora ,sxvatashoris lasha miyvars dzaan ,nu ratqmaunda achus mere ...vaime chemi achu, qxla gaglandzgavdi mis hamo mara tavs shevikaveb :)))))


ჩემი გოგო, მიუხედავად იმისა რომ ცუდად ხარ გადასხმებზე შეერთებული მაინც წაიკითხე.
ძალიან მიხარია რომ წაიკითხე, ჩემო ლამაზო და ისიც მიხარია რომ მოგეწონა.
არ ვიცი რა გითხრა მაბედნოერებ შენ მე ❤
როგორ გეძახიან ვამპირიო არა ( წენა სიტყვას სპეციალურად არ ვამბობ)
ჩემი ვამპირი მიყვარხარ შენ მე ❤

 



№9  offline წევრი nigita

ჩემი აზრით აკაკი (კაკი) ძალიან საშინლად მოიქცა რა სხვა რამე უნსა მოეფიქებინა საკმაოდ არ მომეწონა ეს იდეა , სხვა მხრივ კი მართლაც რომ საკმაოდ დაიძაბება და უფრო საინტერესო გახდება .... ისე ღირსი კი იქნება მისი და და დემეტრე ძალიან სასტიკად დატანჯოს და დასაჯოს ....... ველოდები შემდეგ

 



№10  offline მოდერი gogona migraciidan

nigita
ჩემი აზრით აკაკი (კაკი) ძალიან საშინლად მოიქცა რა სხვა რამე უნსა მოეფიქებინა საკმაოდ არ მომეწონა ეს იდეა , სხვა მხრივ კი მართლაც რომ საკმაოდ დაიძაბება და უფრო საინტერესო გახდება .... ისე ღირსი კი იქნება მისი და და დემეტრე ძალიან სასტიკად დატანჯოს და დასაჯოს ....... ველოდები შემდეგ


კაკის ეს ამბავი ასე რომ არ შერჩება ხომ იცი :დდდ
ახალ თავს სულ მალე შემოგთავაზებთ, მიხარია რომ კითხულობთ ❤

 



№11  offline აქტიური მკითხველი La-Na

არ ვიცი წინა თავში რა მოხდა და რა ამბები ატყდა, მაგრამ ძალიან რომ მომწონს ეს კი ვიცი.ბევრიც ვიცინე და ძალიან მომეწონა ასე რომ განვითარდა მოვლენები.ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 



№12  offline მოდერი gogona migraciidan

La-Na
არ ვიცი წინა თავში რა მოხდა და რა ამბები ატყდა, მაგრამ ძალიან რომ მომწონს ეს კი ვიცი.ბევრიც ვიცინე და ძალიან მომეწონა ასე რომ განვითარდა მოვლენები.ველი ახალ თავს


ლანუკა საყვარელო ძალიან მიხარია რომ მოგწონს, მადლობა შენ რომ კითხულობ ❤
ახალ თავს მალე შემოგთავაზებთ.

 



№13 სტუმარი ნინო კუპრაშვილი

ძალიან კარგია, ზალიან მომწონს

 



№14  offline მოდერი gogona migraciidan

ნინო კუპრაშვილი
ძალიან კარგია, ზალიან მომწონს


მიხარია რომ მოგქონთ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent