ნადირობა №9 » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა №9


2-08-2018, 00:59
ავტორი Life is Good
ნანახია 2 302

ნადირობა №9

-გინდა მაგრად ვცემოო?!-გაიცინა მამაკაცმა და ნახევრად მოჭუტული ნაცრისფერი თვალები შეანათა წერეთელს-არა მგონია ჩემზე გიჟი ოყოს.
-როგორ გამიმართლა ჩემი ბებრუხანა ქმარი "განგსტერია"-სიცილით მიარტყა ფეხზე ხელი მამაკაცის გვერდით მჯდარმა ახალგაზრდა ქალმა.
-ღმერთო შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს!-თვალები აატრიალა მამაკაცმა და ყბებში მოჰკიდა ხელი ,ტუჩებზე ხმაურით აკოცა და სიცილით უთხრა:-მე მგონის ბავშვი გეძახის ...მოიყვენე ესეთი ცოლი ბავშვიც კი ჩემი გასაზრდელია...
-საწყალო...-ტუჩები დაბრიცა ქალმა და სკამიდან წამოდგა.მამაკაცმა კი სიგარეტს მოუკიდა და წინ მჯდომ წერეთელს დააკვირდა:-გაიჭედე ნინია...არ გიცდია შენი ცხოვრება სხვანაირად წარგემართა...გაცნობის დღიდან გაკვირდები და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ...იმ სხვას კი სამწუხაროდ არ უნდიხარ.
-რავქნა?-ტუჩები დაბრიცა სატირლად წერეთელმა.
-ჩემგან რჩევას ელოდებიი?-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.-მაინც არ ითვალისწინებ და რა გავაკეთოო? მართლა ხომ არ მივუვარდები და ჩამოვუღებ ყბას იმ შენს ნიკოლოზს?ამის დედას შევ@ეცი...გადამრევ შენ მე...უბრალოდ...აი სულ პაწაწინაზე მაინც ,რომვხედავდე იბრძვი მისთვის ან, გსურს წარსულის დაბრუნება შე@ვეცი ყველაფერს ნინია...მართლა დედას მოვუტყნავდი მაგ კაცს მაგრამ თუ არ უნდიხარ რა გავაკეთოო?!ღმერთო რა გატირეებს?! ჩემი მეგობარი ხარ მაგრამ ტაშს ვერ დაგიკრავ შენი ჩადენილი სისულელის გამო გესმის? კაცი ვარ და ანალოგიური რომ გამიკეთოს სალომემ...-ხელი სახლის მიმართულებით გაიშვირა...-შენნაირად, რომ მოიქცებ ბო@ზისშვილი ვიყო არ ვაპატიებ...მართლა არ ვაპატიებ და იცი რა მძღრენიც ვარ-გაეცინა-შენ რას ელოდებიი?!
-არაფერს-ამოისრუტუნა ქალმა.
-დროა უბრალოდ დაამთავრო თვითგვემა...აღარაფერი გამოსწორდება.წადი ამის დედაც...უბრალოდ ადექი და წადი ცხოვრება დაიწყე...სხვისი გრძნობების დაფასება ისწავლე და წარსულის წიგნი დახურე.დროა უკვე...გესმის? დროაა..
-მერე რა იქნება?-სველი ღაწვები ხელისგულებით შეიმშრალა ქალმა.
-ვანგას ვგავარ ?ამის დედაც-გაიცინა კაცმა...
-აწყობილი გაქვს გენაცვალე ცხოვრება და ცხვირის იქით ვერაფერს ხედავ-გაეცინა ნინიას...
-სხვა რამესაც ვხედავ ნინიკო...პროსტა შენ არ გეტყვი ეგ მარტო მე და ჩემი პრინცესას საქმეა-იმ წუთს გამოჩენილ ქალს მოხვია წელზე ხელი რომელსაც, ხელში პატარა ბიჭუნა ეჭირა და მუხლებზე დაისვა.-ეს კიდე მამას დორბლიანია...
-ბებერი გარყვნილი...-გაეცინა ორივე ქალს...
-აუ რატო შემეცით?
-მე არაფერი მითქვამს-მხრები აიჩეჩა წერეთელმა და ბავშვის გამოსართმევად გასწია წინ ხელები-მომიყვანეთ ჩემი ნათლული...ჩემი პრინცი დღითი ღრე რამხელა ხდები შეენ?
-იმედია წესიერი რამეები დაანათლე წერეთელოო...-წარბის აწევით გახედა მამაკაცმა.-როგორ არ მინდა გარბოდე და მოგსდევდე საცემად.
-ეს ვერარის ხოო...-გაიცინა ნინიამ და ბავშვს ლოყები დაუკოცნა-მამაშენი ვერარის აშკარად პატარავ...
-მომისმინე-კალთაში მჯდარი ქალის კისრიდან თავი ასწია მამაკაცმა-არ გინდა სოფელში წახვიდე ჩემებთან?ცოტას დაისვენებ...მამაჩემს ყანა ჰქონია გასათოხნი და ენერგიას დახარჯავ...ნუ კაი გეღადავები წადი,დაისვენე,დაფიქრდი ჰაერსაც გამოიცვლი და ტვინში დალექილ სისულელეებსაც გაანიავებ იქიდან დაბრუნებული კი თუ ისევ მაგ აზრზე იქნები მაშინ მივიდეთ და სახე ავახიოთ ჩვენს გამომძიებელს...-გაეცინა-ჩემი ხელით გიყიდი ლონდონის ბილეთს და აეროპორტში ხელსაც დაგიქნევ თვალზე მომდგარი ცრემლებით...მერე სკაიპში ვიჭორაოთხოლმე კლიმაქსიანი დაქალებივით და მომავალი განვიხილით...ლარის კურსი...მომატებული პენსია...ან რავი რა დედისტყვნაზე ლაპარაკობენ სიბერეში.ახლა კი უბრალოდ ცხვირი ნუ გაქვს ჩამოშვებული,წადი სახლში მოაგროვე შენი ნივთები და მე ჩაგიყვან და ჩაგაბარებ ბებიაჩემს...ჯობია შენთვის გეუბნები ბავშვს გეფიცები..დამიჯერე ნი..წადი და ჩემოდანი გაამზადე.

* * *
საათის ისრები ღამის პირველს აჩვენებდა ეზოში განთავსებულ მაგიდასთან მხოლოდ და მხოლოდ ნიკა და კოტე დარჩენილიყვნენ რომელიც, პოლიეთილენის ჭიქიდან ლუდს წრუპავდა და მეგობარს თვალს არ აშორებდა.
-გამიკვირდა...ნინის მერე ჩვენთვის არავინ გაგიცვნია.-ჩამოწოლილი დუმილი დაარღვია კოტემ.
-ხოო...
-არ გიყვარს ნიკოლოზ...-მოზრდილი ყლუპი ხმაურით გადაუშვა კისერში მამაკაცმა და დაბალ წვერზე ხელისგული ჩანოისვა.
-ხოო...
-მერე რას აპირებ?
-არაფერს...-მხრები აიჩეჩა ნიკამ.
-ნინა?
-ნინა...ნინა...-ორივე ხელი თავზე გადაისვა ნიკამ ნერვიულად და დაძაბული ყბებით სიგარეტს ძლივს მოუკიდა.-ნინა...აქ არის-შუბლზე საჩვენებელი თითი მიიკაკუნა-და აქაც...-ის თითი მკერდზე გადაიტანა.-არ მიდის გესმის? ვცრდილობ...ხო ,მთელი ეს დრო ვცრდილობ და ვერ ვაგდებ...ან მე ვარ ზედმეტად სუსტი...ან, ის არის იმაზე მეტი ვიდრე მგონია...ვერ ვაგდებ დედას შ@ევეცი...ღმერთო ჩემო არ გამომდის-ხმა გაუტყდა დათუნაშვილს-რა არ ვცადე...როგორ არ მოვინდომე...გამოსავალი ერთადერთია თავის დაბრედვა...
-ატრაკებ-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი კოტემ.-ატრაკებ შენს ძმობას გეფიცები.
-არ ვატრაკებ...ეგრეა.თავს არ დავიბრიდავ.. გულს ვერ უბრძანებო ვიღაც სუსტმა ყ@ლემ წამოაყრანტალა და ჩვენც ,უტრაკო გამტრაკებლები...ავყევით იმ სი@რის მოსაზრებას.ვუბრძანებ
..კიი შენს ძმობას გეფიცები ვუბრძანებ კოსტიკ...გულს ვინ ჰკითხავს ჩემი არაა?! ხოდა მე როგორც მინდა გულსაც ესე მოუნდება...უბრალოდ ცოტა დროა საჭირო...ამ ცოტამ კი წლები შეადგინა და კიდევ რამდენი ხანი გაგრძელდება ნიხუია...ეს გოგო-ხელი სახლის მიმართულებით გაიშვირა-ჩემი შანსია...გადარჩენის შანსი...თუ არ შემიყვარდა...თუ ჩემს გულს ვერ მოერია...გესმის? უნამისო ვიყო ჯერ მივალ და იმ ძუკნას დავბრედავ...ახლა აქ რომ ზის...ჩემს ტვინში და თავისუფლების საშუალებას არ მაძლევს მერე კი მეც დავიბრიდავ თავს!გესმის? არ მინდა...მე ნინის გარეშე არ მინდა და ეგ არის საშინელება ხვდები? არ ვაპატიებ...მაგრამ არც სუნთქვა შემიძლია!ღმერთო ,რომ ვხედავ თავს ძლივს ვიკავებ...არ ვიცი ეს რა ჯანდაბაა კოსტა...არ ვიცი რა უბედურება მჭირს მაგრამ ის იმდენად მეტია...ჩვეულებრივო ყ@ლე ვარ.-ფილტვებიდან სიგარეტის კვამლი გამოუშვა და ჰორიზონტს გახედა.
-მესმის...
-არ გესმის...რომ გესმოდეს უნდა იგრძნო ძმაო.არ გირჩევ...უბრალოდ ვნატრობ, რომ არავინ გამოსცადოთ...არ გირჩევ...არანაირად...ჩემი თავი თუ მეცოდებოდეს ჩემი დედაც...უბრალოდ ეს ბავშვი მეცოდება შარში გაყო თავი და არ ვიცი რამდენად ძლიერია...არ ვიცი...შეძლებს კი გამიგოს...არანაირად არ ვიცი.ჯანდაბა ...-სიგარეტის ნამწვი მოისროლა და სახეზე აიფარა ხელები.-სექსი მაქვს და საერთოდ არ ვარ მასთან...რა დედამოტყნული ვარ ხვდებიი? ქალთან ვწევარ და ვერ აღვიქვავ მის ვინაობას...და ეს ავტომატურად ხდება...რომ მკითხოს რაფერის თვალები მაქვსო ....სავით ვეტყვი ლურჯითქო...მივქარე და ახლა არაფერი დამრჩენია გარდა იმის რომ ვცადო მაინც შევიყვარო...ამისთვის კი ნინის ნახვა მჭირდება...უბრალოდ მისვლა და დასრულება ერთხელ და სამუდამოდ.
-მერე ადექი და მიდი...დაელაპარაკე...
-ესე უცებ ადექი და მიდი არ გამომდის...მზად არ ვარ საბოლოოდ ვუთხრა წადი შენიცთქო...არ ვიცი რა იქნება მაგრამ ვიცი რომ...ის ვინც მე მჭირდება, რომ გადავრჩე ახლა ჩემს საძინებელში...ჩემს საწოლში წევს და ტკბილად სძინავს.ის ხავსია რომელსაც ვეჭიდები და ვნახოთ რამდენად ძლიერია.

* * *
დაკითხვის ოთახში დათუნაშვილი და ჯოლოგავა ერთმანეთს მზერას არ აშორებდნენ და ხმის ამოღებას არცერთი არ ჩქარობდა.
-გინდა?-ჯიბიდან ამოღებული მალბოროს კოლოფი გაუწოდა მამაკაცს ნიკამ მანამდე კი თავად მოუკიდა.
-მადლობა-ერთი ღერი ამოაცურა კოლოფიდან ვალერიმ და ნიკას მომარჯვებულ ცეცხლზე მოუკიდა.
-რამდენ ხანს ვისხდებით ასე?-სკამის საზურგეს მიეყრდნო დათუნაშვილი.
-არ ვიცი...-მხრები აიჩეჩა ჯოლოგავამ.
-მამაშენი ამოთხარეს და კაცმა არ იცის სად ჯანდაბაში წაიღეს მისი ნეშტი.დედაშენს თავი გაუხეთქეს და ზედ მიაყოლეს ის შენი ნათესავი ახალგაზრდა გოგოც...-წინ გადმოიხარა ნიკა-ოღონდ, მანამდე სადაც კი დირკა ჰქონდა ყველგან გაჟიმეს და პახოდუ ცემაში ამოხადეს სული...მატლებდასეული და ჩამპალი ცხედრები ვიპოვეთ და შენ ,ამ დროს შენს ბარში ბოზებთან ერთობი...ნუ მამენტ ვინ როგორ განიცდის ყ@ლეზე მაგრამ ,მე ვიძიებ ამ საქმეს და რაც მსურს დროულად და ხარისხიანად ბოლომდე მიყვანაა.
-ამ მონოლოგით მე არ უნდა მომართავდე-მის პოზას მიმართა ჯოლოგავამაც და წინ გადახრილი ჩააშტერდა უტეხად თვალებში.-ჩემს ძვირფას დას გაესაუბრე.
-ის სხვა რამეს იძახის...
-იმიტომ, რომ დამპალი ძუკნაა...-ხელი აიქნია ვალერიმ.
-დედმამიშვილის ასეთი თბილი დამოკიდებულება პირველად ვნახე-გაეცინა ნიკას.
-სულ ფეხებზე მკ@იდი...ის ძუკნა მოათრიეთ და გამოწურეთ ბოლომდე იმან, იმაზე მეტი იცის ვიდრე თქვენ გგონიათ და არც ისეთი ანგელოზია.
-ერთი მიზეზი მაინც დამისახელე რითაც შეიძლება ეჭვი შევიტანო შენს უდანაშაულობაში...
-მემკვიდრეა...
მხრები აიჩეჩა კაცმა.
-და შენ?
-მე მოძულებული უძღები შვილი რომელზეც, ხელების შეწმენდა ადვილია რადგან გზიდან აცდენილი წყალწაღებული ნარკომანი ვარ...
-მაგრამ შენ არ ხარ ნარკომანი-თვალები მოჭუტა ნიკამ.
-ეგ იმ დამპალ ავთოს უთხარი მიწიდან რომ ამოიღეს...
-და იქნებ შენ გააკეთე ეს ყველაფერი ? გაბოროტებული და მოძულებული ხარ..ყველაფერთან ერთად მემკვიდრეობის გარეშე დარჩი?-გაეღიმა ნიკას.
-გამორიცხული არაფერია...დაკითხეთ ქალბატონი ეკატერინე მას ბევრად მეტი მიზეზი აქვს ამ ყველაფრის ჩასადენად ვიდრე მე.-წარბები შეკრა ჯოლოგავამ-ის პატარა ბოზანკალაც დაკითხეთ...კრავის ტყავში გადაცმული აფთარი...მარიამზე გეუბნები.
-საინტერესოაა-ჩაილაპარაკა ნიკამ...-შიო ანდრონიკაშვილზე რას მეტყვი?
-ეგ "დიდი მამას "გადაცმული აგენტი იყო პოლიციაში...როცა ფული ძღრენივით გაქვს ერთი ორი ნაცნობი აუცილებელია მაღალ ეშელონებში.შიო ჩემი ყ@ლის მფარველი იყო მაგრამ, ფულს იღებდა და ბევრ რამეზე ხუჭავდა და ახუჭინებდა თვალს უფროსობას...აქედან გამომდინარე ავთოც მშვიდად იყო და ხელსაც არავინ არაფერში უშლიდა.სანამ ქალბატონმა ეკატერინემ თავისი ნაბუშარი არ მიუგდო და გველის წიწილი არ გაგვაზრდევინა უბეში თვითონ კი ახალ გამომცხვარ მეცნიერს...თორნიკე არეშიძეს გადაუშალა ფეხები.არ ვიცი რა მოსწონს სათვალიან პიჟონში ...-მხრები აიჩეჩა-ან ზედმეტად ჭკუიანია ეს ჩვენი თორნიკე ...ან არა და ოქროს კვერცხები და ბაჯაღლოს ყ@ლე აბია...
-როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ავთოს და არეშიძეს?
-არანაირი...-მხრები აიჩეჩა ჯოლოგავამ.-იცი რას გეტყვიი?-ხმა საეჭვოდ დაიდაბლა ვალერიმ.-იმ პატარა ძუ@კნას უთვალთვალეთ არ იცი რა სასწაულის მოწმე შეიძლება გახდე კაცი
..-ორაზროვნად გაიღიმა ვალერიმ.და სკამის საზურგეზე გადაწვა.
-კარგიი...-საქაღალდე აიღო ნიკამ და წამოდგა.
-შეგიძლია ნებისმიერ დროს მოხვიდე და ვისაუბროთ ასე ტკბილად-ხელები გაშალა ჯოლოგავამ-ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ.ნიკამ უსიტყვოდ შეაქცია ზურგი და ოთახი დატოვა.
კაბინეტში არ დახვდა გიორგი ამიტომ ბევრი არ უფიქრია დერეფანში გამოვიდა და თანამშრომლების პატარა ჯგუფისკენ გაემართა.
-ვაკო-ახალგაზრდა ბიჭს მიმართა დათუნაშვილმა რომელიც ყავას იმზადებდა თავისთვის და უფროსის დაძახებაზე სწრაფად აისვეტა მის წინ.
-პატარა საქმე უნდა დაგავალო...აი-ჯიბიდან ამოღებული სურათი გაუწოდა მამაკაცს-ამას უთვალთვალე.ყველაფერი მაინტერესებს...სად დადის,ვისთან...რას აკეთებს..დღეში რამდენჯერ შედის ტუალეტში ეგეც კი მაინტერესებს.ყველაფერი ფირზე აღბეჭდე და მანამ არ მოაშორო თვალი სანამ ჩემთვის საინტერესროს არაფერს იპოვნი...
-კარგი...-გამოცოცხლდა ვაკო და სურათი ცოცხლად ჩამოართვა.-ყავას დავლევ და გავალ...
-კარგი.-თავი დაუქნია ნიკამ და დერეფანში გამოჩენილი გიორგისკენ გაემართა.
-გაარკვიე ახალი რაამე?
-არაფერი...-მხრები აიჩეჩა გიორგიმ და იმ წუთს გურამის კაბინეტიდან გამომავალ გურამს და მაღალ მამაკაცს გახედა.
-ეს ვინ არის?-ახალი აგენტი...წერეთელი შეცვალა.
-რა?-სახე მოერყა დათუნაშვილს.
-ხმა არ გამცე ამ თემაზე-ხელი ცხვირწინ გამაფრთხილებლად დაუქნია გიორგიმ და თავისი კაბინეტისკენ გაემართა.
-ლაღიძეე!!-უკან გაჰყვა დათუნაშვილი მეგობარს.
-არანაირი ნინია წერეთელი...გესმიის? არანაირი წერეთელითქო.
-ნუ გაატრაკე.-გაეცინა ნიკას-ანდრონიკაშვილზე ახალი არაფერია?
-არაფერი...ჯერ ჯერობით სიწყნარეა...რა გითხრა ვალერიმ?
-რაღაცეები იბოდიალა...ხელს თავის დას ადებს...არაპირდაპირ მაგრამ მაინც.ისე სიმართლე თუ გონდა არც მე მომწონს ეგ ქალბატონი.უბრალოდ მიზეზი არ მაქ აქ მოვათრიო...ისე გასაუბრებით კი არაფერს ამბობს.საბავშვო ბაღია ის ამას ადებს ხელს ეს იმას და კაროჩე...
-და იქნებ ვალერი მართალია?-სავარძელში შესწორდა გიორგი.-იქნებ მართლა ეკატერინე ჯოლოგავაა ამ აბურდული გორგლის თავი?
-და რაა? რაქნა წავიდა და ჯერ დედას გაუხეთქა თავი მერე მამა ამოთხარა...
-ამას არავინ ამბობს ...მით უმეტეს ქალბატონი ეკატერინე სულაც არ იყო ავთოს ცოლის შვილი.
-აბა ვინ იყო?-მაგიდას დაეყრდნო ნიკა.
-ავთოს საყვარლისგან ჰყავდა რომელიც, მის მშობიარობას გადაჰყვა...
-ვისი ვისაშია აღარ ვიციი...-სახეზე ნერვიულად ჩამოისვა ხელები ნიკამ.-არაფერი არ მაქ...აი ვაბშე არაფერიი..ერთი შეხედვით რა ჩემიყ@ლის გამოძიებაა მაგრამ მიდი გამოიძიე აბა? მკვდრები...ვინცკი რამე იცოდა ყველა მკვდარია...რა გავაკეთო? ანდრონიკაშვილი უნდა ავალაპარაკო მაგრამ რანაირად?
-ცემით ფონს ვერ გავალთ...მეტიც, იჩივლებს და აქეთ მოგვდებენ შარს...-ამოიოხრა გიორგიმ.
-მაგის დედაც...მომეცი ანდტონიკაშვილის პირადი საქმე...-მაგიდაზე ხელები დაჰკრა დათუნაშვილმა.-ნიკოლოზის დროინდელი ნაძაღლარია და არ მგონია საქმე იმდენად სუფთა ჰქონდეს ვერაფერი გამოვჩხრიკო.
-ოჰ...-გაიცინა ლაღიძემ.-ტიპი ეგეთი ყ@ლეც არაა შენთვის ხელჩასაჭიდი რამე, რომ დაეტოვებინა...
-კაცმა არ იცის გიორგი...კაცმა არ იცის..-მოზრდილი საქაღალდე დაითრია დათუნაშვილმა და თავის მაგიდას მიუჯდა-ცხოვრება სიურპრიზებით გვანებივრებს.
-ხოო ეგ მართალია.
-რაო რა მითხარი სად წავიდა წერეთელიოო?!-თავი არ აუწევია დათუნაშვილს ისეთი უდარდელი ტონით ჰკითხა.
-რავიცი ,საქმეზე უარი თქვა და მე მგონის ვაბშე ინგლისში აპირებს წასვლას ის....ოხ შენიიი...-უცებ მიხვდა ლაღიძე ,რომ ასე ჩვეულებრივად ჩაუკაკლა მეგობარს ყველაფერი და სიტყვა შუაზე გაუწყდა.-შე ახ@ვარო!-მაგიდაზე მთელი ძალით დაარტყა ხელი.
ნიკას კი გაეცინა და მე რა შუაშივარ მზერით ამოხედა მეგობარს.შემდეგ კი ისევ საქაღალდეს დაუბრუნდა.

* * *
შიო ანდრონიკაშვილი ბედნიერი სახით დაემშვიდობა ოჯახის წევრებს და ჭიშკარი ხმაურით გამოიკეტა.დღეს გვიანობამდე უწევდა განყოფილებაში ყოფნა რაც ,საშინლად ესიკვდილებოდა მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა 40 წელი შეალია ამ განყოფილებაში ყოფნას.სუფთა ცხოვრებით არასდროს უცხოვრია მაგრამ, როდესაც პატარა ქალაქის პოლიციის უფროსი ხარ...მიზერულ ხელფასზე ზიხარ და ზურგს უკან ყბადაღებული,დამშეული იჯახი გიდგას როცა კაცი ხარ ც უნდა გაანძრიო და რამე გააკეთო ...რამეს კი ნამდვილად აკეთებდა და ამ არაფრისმომცემ რამეში საკმაოდ კარგად უხდიდა თავის დროზე ბატონი ავთო...მერე ქვეყანაც აირია და ავთოც ქვეყანასთან ერთად.გაწუწკდა და სხვა უფრო მაღალ ეშელონებში მდგარი მფარველის ძებნა დაიწყო..დაპირება კი დაწინაურების შესახებ კვლავ დაპირებად დარჩა და ახლაც ხასიათ წამხდარი მიაბიჯებდა სამსახურისკენ.გვერდში მიყოლილმა მანქანამ საეჭვოდ რომ დაუმუხრუჭა ფეხებთან.ანდრონიკაშვილი მოულოდნელობისგან შეცბა და ერთი ნაბიჯით უკან გახტა...წამში იცნო გამომძიებელი დათუნაშვილის ჯიპი და ის ის იყო აზრზე მოსული იერიშზე გადასვლას აპირებდა მძღოლის მხარეს დაბურული შუშა,რომ ჩამოიწია და მომღიმარი ნიკოლოზის სახე გამოჩნდა.
-მოგესალმებით ბატონო შიო!-ღიმილი ყურებამდე გაერღვა და შავი სათვალე შეისწორა.-საით გაგიწევიათ? წამობრძანდით მიგიყვანთ...
-არ შეწუხდეთ, მივედი უკვე...
-წამოდი, წამოდი...არ ვწუხდები.-ანდრონიკაშვილი შეწინააღმდეგებას აპირებდა დათუნაშვილს სახიდან ღიმილი რომ ჩამოერეცხა და ერთმანეთზე ძლიერად დაჭერილ ყბის ძვლებში ცივად გამოსცრა-დაჯექი მანქანაში!
სადღაც ხუთ წუთიანი მგზავრობის შემდეგ შედარებით მიყრუებულ ჩიხში შეიყვანა მანქანა დათუნაშვილმა და გადავიდა.
-აქ რა ჯანდაბა გვინდა?-მას მიბაძა ანდრონიკაშვილმაც.
-ვფიქრობ ბევრი გვაქვს სალაპარაკო ხოო...-გაიცინა ნიკამ და მანქანიდან გადმოტანილი მოზრდილი საქაღალდე კაპოტზე დაახეთქა.-აქ...იმდენი მასალაა შენი მინიმუმ 20 წლით ჩაყუდება რომ შევძლო ბატონო გამომძიებელო...კონტრაბანდა,ნარკოტიკი,ბორდელები,კიდევ ჩამოვთვალოო? ავთანდილ ჯოლოგავას მოჯმული გაგქონდა ...სამაგიეროდ, იმდენს გიხდიდა რომ მეფესავით ცხოვრობდი...მერე რა მოხდა?-ჩაეცინა ნიკას და ერთ ადგილზე გაქვავებულ ანდრონიკაშვილს სახეში ჩააცქერდა.
-რა გინდა?-შეცვლილი ხმით ამოიხრიალა ანდრონიკაშვილმა.
-სიმართლე-ხელები თეატრალურად გაშალა ნიკამ-სრული სიმართლე.
-არანაირი სიმართლე არ არსებობს..
-კარგიი მაშინ გავაგრძელებ...შენი ქალიშვილი კატო ალასანიაში სწავლობს,შენი ვაჟი სასულიერო სემინარიაში...ქალბატონი ანდრონიკაშვილი საშუალო სკოლის დირექტორია გორში..შეენ მშვენიერი რეპუტაცია გაქვს განყოფილებაში..მეე- საქაღალდე აიღო ხელში ნიკამ~ ყველაფერი ფეხებზე მკი@დია....მოგინგრევ ამ ზემოთხსენებულ რეპუტაციას და დაგტოვებ ჩამოლაბორანტებულთა სიაში...მატროსოვს ვერა მაგრამ, გლდანის ციხეში ერთ საკანს აიცილებლად გამოგიყოფ...სასიამოვნო მეზობლებითურთ...აბა რას იტყვი?
-ჯანდაბა-თავზე ორივე ხელი შემოიწყო ანდრონიკაშვილმა.მშვენივრად იცოდა თავისი მიქარულების გადამკიდეს ოც წელს მართლა არავინ აკმარებდა.
-რა გავაკეთოო?
-სიმართლე ილაპარაკე შიო...სიმართლე.
-კარგიი..სანოძე ოთხი წლის უკან ჯოლოგავას რეკომენდაციით მიიღეს სამსახურში ჩემი მარჯვენა ხელი იყო და ამავდროულად დამხმარე ჯოლოგავას საქმეებში.დიდად არ მომწონდა მაგრამ ,გამოჭერილი ვყავდი იმ ნაბიჭვარს და ხმას ვერ ვიღებდი...ყველა შავ საქმეს რასაც ჯოლოგავა ატრიალებდა მე ვასუფთავებდი და ისე ვაკეთებდი ეჭვი რომ არავის გასჩენოდა არაფერში...
-მერე რა მოხდა?-სიგარეტს მოუკიდა ნიკამ.
-ერთ ღამესაც სამი მოზრდილი ყუთი ჩამოვიდა კონტეინერით რომელშიც, გასული საუკუნის არტეფაქტები ინახებოდა და მისი ღირებულება სავარაუდოდ მილიონებს შეადგენდა შავ ბაზარზე...სახლში მივიტანეთ ეს ყველაფერი და მისი სიძე...მეცნიერი თორნიკე არეშიძე ჩამოვიდა და მან შეაფასა არტეფაქტების ღირებულება...დანარჩენი არ ვიცი ჩვენ ვინ რას გაგვაგებინებდა.-ნერვიულობისგან ათრთოლებული თითებით სიგარეტს მოუკიდა და ღრმად შეისუნთქა ჰაერი.
-ჯოლოგავას და არეშიძეს როგორც ვიცი ცუდი ურთიერთობა ჰქონდათხო?
-არა ბოლოს მოხდა ...თითქოს მათ შორის შავმა კატამ გაირბინა...დაჟე ,მის დაკრძალვაზეც კი არ ჩამოსულან არავინ...ქალბატონი ეკატერინეც მოემდურა მამამის...ქმრის მხარე დაიჭირა...
-რა იქნებოდა მიზეზი რის გამოც მიცვალებული ამოთხარეს საფლავიდან? ოღონდ მამნამდე მისი ცოლი გაისტუმრეს საიქიოში...
-არ ვიცი...მართლა არაფერი არ ვიცი ამ ამბებთან დაკავშირებით.-ხელები გაასავსავა ანდრონიკაშვილმა.
-რას მიმალავ შიო?-გამომცდელად ჩააშტერდა სახეში დათუნაშვილი.-შენ სანოძის საქმიანობაზეც არაფერი იცოდი თავის დროზე რომ გკითხეს...
-აბა რა გეგონა?-ჩაეცინა ანდრონიკაშვილს-მისი ჩაშვებით საკუთარ თავსაც საბრთხის ქვეშ ვაყენებდი...
-ხომ იცი სასჯელი არ აგცდება მაინც...არ ჯობია ბოლომდე ითანამშრომლოო? მე კი შევეცდები სუფთაზე თუ არა ხეელი მაინც წაგახმარო...-მხრები აიჩეჩა ნიკამ.
-შვილებს გეფიცები მართლა არაფერი არ ვიცი..გეფიცები...
-კიდევ ვინ იყო ჯოლოგავასთან ზედმეტად ახლოს?
ანდრონიკაშვილმა შუბლი შეჭმუხნა..თითქოს იხსენებსო ბოლოს სახე გაუნათდა.
-მერაბი...ხოო მერაბ გვაზავა მისი ადვოკატი.იმან იმაზე მეტი იცის ვიდრე წარმოგიდგენია
-და სად უნდა ვიპოვოთ ეგ გვაზავა?
-რათქმა უნდა არეშიძესთან-მხრები აიჩეჩა კაცმა-მათი ოჯახის ადვოკატია.
ამ დროს დათუნაშვილის ტელეფონი აწკრიალდა ნომრისთვისაც არ დაუხედია ისე უპასუხა.
-გისმენთ!
-ნიკა ,გლდანის ნაგავსაყრელზე ადამიანის ძვლები იპოვეს ადგილობრივებმა...ძაღლს ამოუთრევია.თავიდან ცხოველის ეგონათ მაგრამ შეცდნენ...
-მერე?
-წინასწარმა ექსპერტიზამ აჩვენა რომ ეს ავთანდილ ჯოლოგავას ძვლებია.
-მაგის დედაც-გაეცინა დათუნაშვილს-თბილისამდე ჩამოიტანეს ტო?
-ესე გამოდის...
-კარგი გიორგი,მადლობა მიხედე მანდ საქმეს მე გორში ვარ.-პასუხს აღარ დალოდებია ისე გათიშა და შარვლის წინა ჯიბეში ჩაიცურა ტელეფონი.
-ჯოლოგავა ვიპოვეთ...უფრო სწორად რაც მისგან დარჩა.რაც ძალიან გაურკვეველია ჩემთვის...ან რატომ ამოთხარეს ან რატომ გადაყარეს? ვის რაში ჭირდებოდა მისი ძვლები?-ინტერესით გახედა ჩუნად მდგარ ანდრონიკაშვილს.
-ჯოლოგავა არც არაფერში არ სჭირდებოდათ-ამოისუნთქა შიომ.
-აბა?
-კუბო ...კუბო ბატონო გამომძიებელო!-გაეცინა ანდტონიკაშვილს.
-რაიყო ოქროს ჩასასვენებელი ჰქონდაა?-ნიკასაც ჩაეცინა.
-შეუფასებელი...
-ჯანდაბა ...რა გინდა რომ მითხრა?
-ზუსტად არ ვიცი მაგრამ ჩემი ეჭვები თუ გამართლდა მაშინ იმ კუბოში იყო ისეთი რამ რაც ვიღაცას ძალიან აწყობდა
-ამის დედაც-მანქანის კაპოტზე დაარყყა ხელი დათუნაშვილმა.
-ვფიქრობ თანამშრომლობა გამოგვივა-ორაზროვნად გაიღიმა მამაკაცმა.
-და სანაცვლოდ რას ელოდებიი?-წარბი ასწია ნიკოლოზმა.
-ამას-საქაღალდეზე მიანიშნა თავით ანდრონიკაშვილმა.-პენსიაში გასვლამდე დიდი დრო ისედაც არ დამრჩენია...-ჰორიზონტს გაუღიმა შიომ-მინდა მშვიდად გავიდე პენსიაში და სახლში მჯდარმა სიბერე შევირგო.
-ეგ ყველას უნდა ბატონო შიო მაგრამ არის რიგითი კოდექსები რომელსაც ვერ გადახვალ...
-გასაგებია მაგრამ მაშინ როდესაც თქვენი ლიფტი მწვერვალებისკენ მიიწევს ჩემი უკვე ჟანგმოდებულია და ბნელ შახტშია გაჩხერილი-სევდა შეეპარა ანდრონიკაშვილს ხმაში.
-გავხსნათ ეს საქმე ბატონო შიო და დანარჩენზე მერე შევჯერდეთ...ეს-საქაღალდეს დაარტყა ხელი-ეს შენთან იყოს...დროებით.წინააღმდეგ შემთხვევაში გაფრთხილებ ეს უბრალოდ ასლებია...ორიგინალი კი ისეთ ადგილზე მაქვს ეშმაკიც ვერ მიაგნებს.
-კარგით-საქაღალდე ფრთხილად ჩამოართვა მამაკაცმა და ბნელ ჩიხს მხრებში მოხრილი...მძიმე ნაბიჯებით გაუყვა ცენტრალური გზისკენ.
* * *
საწოლზე დადებულ ჩემოდანში დაუდევრად ტენიდა კარადის საკიდიდან ჩამოხსნილ ტანისამოსს და ერთი სული ჰქონდა დროულად გასცლოდა იქაურობას .სული ისე ეხუთებოდა სუნთქვა უჭირდა და ტაქიკარდია ჰქონდა.კარზე დარეკილმა ზარმა სწრაფად მოიყვანა გონზე...თითქმის სირბილით გადაჭრა მისაღები და საკეტი გახსნა.
-ჯერ არცკი ჩამილაგ...-სიტყვა პირზე შეაშრა როდესაც კარის ჩარჩოზე მხრით მიყრდნობილი დათუნაშვილი დაინახა.ერთბაშად მოხეთქილმა ემოციებმა ადგილზე გააქვავა...თითქოს გულმა რამოდენიმე დარტყმაც გამოტოვა და ვენებში ადუღებული სისხლი შხუილით მიაწყდა ტვინს.
-სად გარბიხარ?-სევდიანად ჩაეცინა დათუნაშვილს და სახლში დაუკითხავად შეაბიჯა.ნინია კი გახევებული იდგა კარში და ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა.ჯანდაბა...ის აქ იყო...მის სახლში ...მის სასტუმრო ოთახში...იდგა და ისეთი სახით უყურებდა სიკვდილი ერჩია ქალს.
-გავიგე სამსახურიდან წამოსულხარ-ჯიბებში ხელწბჩაწყობილი მზერას არ აშორებდა ქალს და მუშტებად ჰკრავდა ხელებს.
-ასე სჯობდა...-მოიფიქრა კარის დახურვა წერეთელმა და მისაღებისკენ გაემართა.
-ვისთვის ჯობდა?-ჩაეცინა დათუნაშვილს-შენთვის? თუ ჩემთვის? შენ რა იცი რა სჯობდა ნინი? შენ რა იცი ჩემთვის რა ჯანდაბა სჯობდა?!
-ნიკა-ნიკაპი აუკანკალდა სატირლად ქალს.
-ნუ მაწყვეტინებ ამის დედაც!-იღრიალა ნიკამ და ძლიერად მიარტყა ფეხი სავარძლებს შორის მდგარ მაგიდას.-შენ რა იცი რა სჯობდა? არც არაფერი...არაფერი არ იცი ...არც იცოდი და არც გეცოდინება...მაშინ...უბრალოდ რომ ამდგარიყავი და თავიდანვე ჩემთვის ყველაფერი გეთქვა...ეს დედანატყნავი ვერ გაგიგებდიი?! მითხარი ისეთი შეუგნებელი ვარ რომ ვერ გაგიგებდიი? არ დაგეხმარებოდიი?! გამეცი პასუხი
..შენ გეკითხები გამეცი პასუხითქო! ჩემი კარგიც მოვტყან შეენ-ქალისკენ გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი რომელმაც უკან დაიხია და კედელს აკრულმა ცრემლიანი მზერა შეანათა გაცოფებულ მამაკაცს- შენ სულში ჩამაფურთხე...არაკაცად ჩამთვალე...ხო ჩვარი გამომიყვანე..ჩვეულებრივი ჩვარი რომელზეც როცა გაგისწორდება მიხვალ და ფეხებს გაიწმენდავ...ისე გადაწყვიტე ყველაფერი თითქოს ჩვენი ურთიერთობა მარტო შენზე იყო აგებული...თავი სამყაროს ცენტრი გეგონა და მე ერთი ყ@ლე ნიკა შენს ირგვლივ ვტრიალებდი
ჯანდაბა, გაგაღმერთე ნინია-სახე მოენგრა დათუნაშვილს და ხმა ჩაეხლიჩა-ჩემი ყველაზე მთავარი მოგეცი...გული...შემიყვარდი სიგიჟემდე და შენ რა გამიკეთე?-ორივე ხელით კედელს მიეყრდნო და ხელებსშორის მოქცეულ ქალს ზემოდან დააჩერდა რომელსაც სახეზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.
-სიგიჟემდე შეგიყვარე...ამის დედაც-მთელი ძალით მიარტყა ქალის თავს ზემოთ ,კედელზე გაშლილი ხელის გული.
-მაპატიე.-ამოიჩურჩულა წერეთელმა და სახეზე ხელები აიფარა-მაპატიე...მაპატიეეე!!! მაპატიე ნიკა.ესეთი უსუსური ,რომ ვიყავი და ვარ,შენი სიყვარულიც მაპატიე...უჩემოდ გატარებული წლებიც მაპატიე...მაპატიე საერთოდ ,რომ ვსუნთქავ...მაპატიე დებილივით მთელი ცხოვრება, რომ მიყვარდი და შეშინებული ვერ ვბედავდი შენსკენ ნაბიჯის გადმოდგმას რადგან ვიცოდი არ მაპატიებდი.ჩემი სილაჩრე მაპატიე..ძალიან გთხოვ მაპატიე...მაპატიე ,რომ მიყვარხარ გეხვეწები მაპატიე- კედელზე ჩაცურდა და იატაკზე ჩამჯდარმა სახიდან ხელები არ ჩამოუწევია ისე აქვითინდა.
-ყველა წასვლა და დაბრუნება მაპატიე...შენ მაინც მაპატიე გთხოვ რადგან საკუთარ თავს არადროს ვაპატიებ...არასდტოს ვაპატიებ, რომ ჩემი აღარ ხარ და ის უჰაერობა შენი წასვლის მერე, რომ მგუდავს საბოლოოდ მომიღებს ბოლოს...
-მიიღე რისთვისაც წახვედი? მიაღწიე მიზანს ნი?შემდგარი ქალი ხარ...დაფასებული და მაღალკვალიფიციური გამომძიებელი...ყველგან ფეხზე ადგომით გხვდებიან მაგრამ, მე აღარ გყავარ...ხო ,არადა უბრალოდ შეგეძლო ეს ყველაფერი ერთად გადაგველახა...სიხარულიც წყენაც შენი წარმატებაც...ისე უბრალოდ ამომშალე შენი ცხოვრებიდან საერთოდ არ გიფიქრია მე რა დღეში ვიქნებოდი?-გვერდით დაჯდა მამაკაცი და თავი კედელს მიაყრდნო.-უბრალოდ ერთად და არა ცალცალკე.
-ნიკა..
-არ გინდა ნინია...აღარ გინდა...ყველაფერი ნათქვამია და გარკვეულია...შენ ისევ გარბიხარ.მე არასდტოს გაპატიებ და ასე ჩემი გულის დედაც...ტვინისაც და საერთოდაც ჩემი დაბადების ამხელა შეცდომა რომ იყო...უშენოდ ...-ტუჩები დაბრიცა მამაკაცმა-უშენოდ არაფერია...არა ფერიი...ამოგშლი...შენს თავს გეფიცები ამოგშლი აქედანაც -შუბლზე მიიფო თითი -და აქედანაც...გპირდები ნინი ამოგშლი...უბრალოდ დრო მინდა...ხო ,დრო შენ იმდენი ხარ მთელი ჩემი არსება შენით არის გაჟღენთილი და ახლა აქ ჩემს გ ერდით ,რომ სუნთქავ და მე უბრალოდ არ შემიძლია შემოვბრუნდე და შეგეხო...ეს მანადგურებს.მანგრევს და ჩემი კარგიც მოვტყან სიგიჟემდე მიყვარხარ-ათრთოლებული ხელები სახეზე აიფარა მამაკაცმა.
-უბრალოდ ჩამეხუტე-გაპარული ხმით ამოილაპარაკა ქალმა და სუნთქვა შეკრული დაელოდა უარს...რაც უარეს ტკივილს მიაყენებდა ისედაც მის გულზე დარჩენილ ღია ჭრილობებს.თვალები დახუჭა და სმენა დაეძაბა...ნიკამ.სახიდან ხელები ჩამოსწი და ამღვრეული თვალებით დააკვირდა მისი ცხოვრების სიყვარულს სუნთქვაშეკრული ,რომ ელოდა პასუხს...თმები სახეზე ჩამოშლოდა და ტირილისგან დასიებული ტუჩები საყვატლად ჰქონდა დაბერილი ცრემლისგან სველ სახეზე მარგალიტებივით კიაფობდნენ მარილიანი ბურთულები რომლებიც, გზას იკვლევდნენ და ლავიწებისკენ ჩვეულებრივ,სადა მაისურის საყელოში იკარგებოდნენ.კისერზე ნერვიულობისგან ლურჯი კაპილარები გამოსჯდომოდა მკერდში გული კი ისე ხმაურობდა თავის ბაგა ბუგით აყრუებდა ოთახს.ფრთხილად გასწია ხელი და კისერზე მოხვია.ქალს თვალები არ გაუხელია ისე აუთრთოლდა ტუჩები წამიც და უკვე საყვარელ სურნელს ისუნთქავდა.დათუნაშვილის ძლიერ მკლავებში გახვეულს სახე მის კისერში ჩაერგო და დაუნანებლად ასველებდა მის მაისურს.ნიკას იმდენად მჭიდრო ჩაეკრა ქალი გულში სუნთქვაც უჭირდა მაგრა ამ მომენტში ყველაფერი ფეხებზე ეკიდა...მონატრებისგან ამწვარ თითებსში წვას გაევლო...არეული გულ-მუცელი დამშვიდებოდა და სურნელი...ყველგან მისი სურნელი ტრიალებდა და მთელი არსებით ჟღინთავდა.მკერდთან საყვარელი ქალის აძგერებულ გულს გრძნობდა და კისერში მისი ცხელი ამონასუნთქი ეფრქვეოდა.
-მაპატიეე...-ზღვისფერი თვალები შეანათა ქალმა.-ნიკ..
-არ შემიძლია-თვალები დახუჭა მამაკაცმა და შუბლზე შუბლით დაეყრდნო.-ღმერთო, არ შემიძლია ნინ ზედმეტად დედამოტყნული ხასიათი მაქვს..არ შემიძლია ჩემო პატარავ...მაპატიე -ქვედა ტუჩზე საჩვენებელი თითი გადაატარა ქალს ფრთხილად და მისი თვალებიდან დაუკითხავად ჩამოგორდა ორადა ორიცალი კურცხალი...შემდეგ კი დაიხარა და ტირილისგან დასიებულ ტუჩებზე ფრთხილად შეეხო... ეს რაღაც ელექტროდენის მოკლე ჩართვასავით იყო...ნაცნობი არომატი და დახშული გონება.მის კისერზე შემოხვეული ქალის სუსტი მკლავები და ათრთოლებული ხელებით თავს ზემოთ გადამძვრალი მაოსური...ეხებოდა სიგიჟემდე მონატრებულ სხეულს და ყურებში გაჟღერებული საამო ბგერები საერთოდ თიშავდა რეალობისგან ეს სიგიჟე იყო...სასიამოვნო სიგიჟე...გონებას რომ გიბინდავს.იღებ რაც გსურს მაგრმ ვერ ძღები..მეტი და მეტი გინდა ...ნაზად ეხები მონატრებულს და გულის წასვლამდე დაცემული პულსი...ვნებში გაყინული სისხლი და ტვინში წითლად ანთებული განგაშის სიგნალი.
-ჯანდაბა...-ამოიგმინა დათუნაშვილმა და შიშველ მკერდზე მიხუტებული ფრთხილად მოიშორა..-არ შემიძლია...უბრალოდ არ შემიძლია...
-კარგი-გაჭირვებით გაიღიმა წერეთელმა და მაისური მიაწოდა.-აი..აიღე.
-მადლობა-სწრაფად გადაიცვა მაისური მამაკაცმა და იატაკიდან წამოდგა.-წავალ ხოო...
-კარგი...
-კარგად ნინი-მის წინ გაჩერებულ ქალს ფრთხილად მიეფწრა ლოყაზე-ბედნიერებას გისურვებ.
-შენც...-თავისით გადმოლახეს ცრემლებმა ჯებირები და სახე დაუსველეს ქალს.ნიკამ ფრთხილად შეუმშრალა ცრემლები და მისკენ დახრილმა ყბის ძველზე ნაზად აკოცა....
-ნიკა..
-გაპატიე ნინიაა...შენს თავს გეფიცები გაპატიე..დროა შენ აპატიო ახლა შენს თავს.-სევდიანად გაუღიმა და სწრაფად დატოვა სახლი.ნინია ცოტა ხანს სახეზე ხელებაფარებული იდგა და ადგილიდან არ იძვროდა...შემდეგ კი კედელთან გადაინაცვლა და ზუსტად იმ ადგილზე დაჯდა სადაც მანამდე ნიკოლოზი იჯდა და ისევ ტრიალებდა მისი სურნელი.მუხლებზე მკლავები შემოიხვია და ამოისლუკუნა.
-შენ კი მაპატიე ნიკოლოზ მაგრამ მე ჩემს თავს არასდროს ვაპატიებ...
უზარმაზარ ოთახში კი სევდას და სიმარტოვე ს დაესო ბინა.

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline ადმინი შამანი

ჯერ ამ თავამდე არ მოვსულვარ,მაგრამ კომენტარს აქ ვაკეთებ რომ წაიკითხო. რომელი თავებიც წავიკითხე,იქიდან გამომდინარე სასიკვდილოდ მინდა,რომ ნინია და ნიკა იყვნენ ერთად. ლიზიკო , ეგ პერსონაჟიც კი ნერვებს მაწიწკნის.საერთოდ რომ არსებობდა ნიკას გვერდით joy joy
ყველაფრის მიუხედავად მაინც მომწონს ნინია. კი, დააშავა. პირველ რიგში ერთმანეთის მეგობრები იყვნენ,ერთად ცხოვრებაზე რომ არაფერი ვთქვათ და ბოლოს გააგებინა მისი გადაწყვეტილება ნიკას.მაგრამ ამის გამო ნიკა ლიზასთან?! ეგ ორნი, ქიმიის არ მქონე წყვილი ძალიან დიდი,შავი ღრმული იქნება, ხოდა ავდგები და იმ ღრმულში გადავეშვები მეც, ეგენი თუ ერთად დარჩნენ.
--------------------
ა.ა.

 



№2  offline წევრი Tamara Tamo

რა მაგარია განსხვავებულ საათობრივ სარტყელში რომ ვცხოვრობ და შემიძლია პირველმა წავიკითხოოო :)) მადლობა ფეფო, მონდომებისა და სიტყვის ასრულებისთვის

 



№3  offline წევრი Someone wandering

+ვაიმე არ შემიძლიააააა
ძალიან ცუდადდ ვარ,შესანიშნავი იყოო აი რა ვთქვაა
გიგას გამოჩენდა სრული ფურორი იყო ჩემტვის
იმდენად სულშიჩამწვდომი იყო ნინია და ნიკა,რომ გული ამოვარდნას მაქვს. ნინიას ვეღარ ვიხილავთ ნეტავ? მაინტერესებს, თუუ არც შენ იცი? ყვეალფერი გასაგებია, ლიზის იმედი მაქვს,ძლეირი გოგო იქნება! ჩემი ნინია როგორ მიყვარს
ჩემი გიგა და ნინია საუკეეთესო მეგობრები არიან, დედა რას ვიფიქრებდი შვილის ნათლია თუ იყოოო

 



№4  offline წევრი Tamara Tamo

რა მაგარია განსხვავებულ საათობრივ სარტყელში რომ ვცხოვრობ და შემიძლია პირველმა წავიკითხოოო :)) მადლობა ფეფო, მონდომებისა და სიტყვის ასრულებისთვის

მდააა...... whatever (როგორც ამერიკელები იტყოდნენ) ნინია თუ ლიზი თუ ვინც გინდა. ეს ემოციებია მთავარი. კარგი იყო.
გამოძიების თემაც მძაფრდება...

 



№5  offline წევრი Someone wandering

შამანი
ჯერ ამ თავამდე არ მოვსულვარ,მაგრამ კომენტარს აქ ვაკეთებ რომ წაიკითხო. რომელი თავებიც წავიკითხე,იქიდან გამომდინარე სასიკვდილოდ მინდა,რომ ნინია და ნიკა იყვნენ ერთად. ლიზიკო , ეგ პერსონაჟიც კი ნერვებს მაწიწკნის.საერთოდ რომ არსებობდა ნიკას გვერდით joy joy
ყველაფრის მიუხედავად მაინც მომწონს ნინია. კი, დააშავა. პირველ რიგში ერთმანეთის მეგობრები იყვნენ,ერთად ცხოვრებაზე რომ არაფერი ვთქვათ და ბოლოს გააგებინა მისი გადაწყვეტილება ნიკას.მაგრამ ამის გამო ნიკა ლიზასთან?! ეგ ორნი, ქიმიის არ მქონე წყვილი ძალიან დიდი,შავი ღრმული იქნება, ხოდა ავდგები და იმ ღრმულში გადავეშვები მეც, ეგენი თუ ერთად დარჩნენ.

მეც რომ ეს ორი ერთად მინდაა ცხადიაა მარგამ ავტორს გადაწყვეტილი აქვს,რადგან აღნშნავს ყოველტვის რომ ნინია და ნიკა ერთად არ წარმოუდგენიაა. საოცარი თავი იყოო საოცარი განცდებით

 



№6 სტუმარი uhuu

auu niniaa
ai liza ar magizianebs vafshe rogorc umravlesobas magraam ragac aklia am gogos arc qimia ar aris mat shoris ravici aba ninia martla carmoudgenelia magram ikneb rame moxdes da ertad ikvene

 



№7 სტუმარი სტუმარი ნინო

მოკლედ გადავიკითხე ყველა არეაკითხული თავი და ყიველშემთხვევაში ჩემთვის დავაზუსტე რაღაცეები, მართალია ძალიან ემოციური იყო და ძალიან რეალური ნიკას და ნინიას მთელი დიალოგი და ნიკა ძალიან, ძალიან მმაგარი ვიღაცაა, მაგრამ ვერაფრით გავამართლებ ქალს, რომელმაც ჯერ ასე მიაგდო "საყვარელი" ადამიანი და მერე მისი "სიყვარულით" გაგიჟებულმა იცვალა პარტნიორები და თანაც მათთანაც ისეთივე სიამოვნებას განიცდიდა, მე ვფქრობ სურვილიც და სიამოვნებაც მხოლოც საყვარელ ადამიანთან შეიძლება განიცადო, ამ შემთხვევაში ლიზიკო ჯერჯერობით უფრო კარგი პიროვნებაა ჩემთვის მიუხედავად იმისა, რომ არც მას ვამართლებ, მაგრამ უფრო ნაკლებად სულელურია მისი დაუფიქრებელი ნაბიჯი, მოეწონა პატარა გოგო უსიმპათიურესი ნიკა, ალბათ თვისებებიც და იმ პირობებში უბრალოდ თავი აღარ გააკონტროლა :-) ნუ ეს ჩემი პირადი შეხედულებებია ველი შემდეგ თავებსს

 



№8  offline წევრი elene2619

მიუხედავად იმისა რომ ნინიასაც და ნიკასაც უყვართ ერთმანეთი ჩემი როგორც მკითხველის აზრით არაფერი გამოუვათ. ნიკა ვერ დაივიწყებს ნინიას ამდენ გაქცევას და ჩამოუყალიბებელ საქციელს. ლიზა მემეტება ნიკასთვის თუ შეძლებს რო შეაყვაროს თავი. მინდა რო ძლიერი ქალი აღმოჩნდეს ლიზა <3 ხოლო ნიკას დამოკიდებულებას რაც შეეხება ლიზას მიმართ მისთვის რიგითი ქალი და ღამის გასართობი არ არის.... მომწონს ეს წყვილი და შენი წერის სტილი ხო საერთოდ <3 ზედმეტი ბანალრობის და "ქიმიების" გარეშე წერ რაც უფრო რეალურია <3 წარმატებები შენ და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3

 



№9 სტუმარი სტუმარი ნინი

შამანი
ჯერ ამ თავამდე არ მოვსულვარ,მაგრამ კომენტარს აქ ვაკეთებ რომ წაიკითხო. რომელი თავებიც წავიკითხე,იქიდან გამომდინარე სასიკვდილოდ მინდა,რომ ნინია და ნიკა იყვნენ ერთად. ლიზიკო , ეგ პერსონაჟიც კი ნერვებს მაწიწკნის.საერთოდ რომ არსებობდა ნიკას გვერდით joy joy
ყველაფრის მიუხედავად მაინც მომწონს ნინია. კი, დააშავა. პირველ რიგში ერთმანეთის მეგობრები იყვნენ,ერთად ცხოვრებაზე რომ არაფერი ვთქვათ და ბოლოს გააგებინა მისი გადაწყვეტილება ნიკას.მაგრამ ამის გამო ნიკა ლიზასთან?! ეგ ორნი, ქიმიის არ მქონე წყვილი ძალიან დიდი,შავი ღრმული იქნება, ხოდა ავდგები და იმ ღრმულში გადავეშვები მეც, ეგენი თუ ერთად დარჩნენ.

მგონი ავტორმა უნდა გადაწყვიტოს მაგრამ მაინც ვფიქორბ რომ ნიკა არუნდა დაუბრუნდეს წარსულს, არც იმის მჯერა სიყვარულის გამო ყველაფერს რომ ივიწყებენ, უბრალოდ თუ ნიკას პერსონაჟი ნინიას დაუბრუნდება ეს იქნება ჩვეულებრივი საცოდავი, დამონებული კაცის პერსონაჟი, ქალებს კი ასეთი კაცები არ სსჭრდებათ, ლიიზიკოს რაც შეეხხება ვფიქრობ რომ ეს გოგო ერთ მთლიან საოცრებას ქმნის, მისი უბრალოებით!! ერთი სიტყვით იმდენად მრავალფეროვნებაა რომ სიტყვები არ მყოფნის!! საოცრებაა

 



№10 სტუმარი გეისიეყევბდვ

ქალს რომელსაც არ შეუძლია დააფასოს კაცის ამხელა სიყვარული :) საპატიებელი არარის თავიდანვე არმიმწონდა ეს პერსონაჟი :) ლიზიკო კიდე საოცრებაა ჩვეულებრივი სიფსიხე ყოველ დღე ველოდები რაღაც სასწაულს ლიზასა და ნიკოლოზს შორის და გული მწყდება ეს ალქაჯი რომ უყვარს ისევ და ამ საწყალ გოგოს იყენებს :)))) პატარა ობლად და უპატრონოდ გაზრდილ გოგოს რომელიც საკვები პურის საშოვნელად თავპირს იგლეჯს :)))

 



№11 სტუმარი სტუმარი ნინო

და კიდევ ჩემთვის ნიკა ორივეს ერთდ აღებულს ჯობია მთელი მისი შინაგანით და ემოციებით და არცერთი შეეფერება :-) ნინია იმიტომაა ნინია, რომ მიკას უყვარს თან ასე, როგორც კი გადაიყვარებს მისგან მხოკოდ ჩამოუყალიბებელი ამორალური ადამიანი დარჩება უამრავი შეცდომით, რაც შეეხება ლიზის ძალიან მშრალია ან ყოვეკშენთხვევაში ჯერ არ ჩანს მისი პუროვნება მისი დადებითი და ძლიერი მხარეები ძალაინ მარტივია, ქარაფშიტობაა ჩემის აზრით იწვე ადამიანთან, რომელსაც იცი არ უყვარხარ და საერთოდ რამდენ ხანს გაგრძლედება ეს " ურთიერთობა" ისიც კი არ იცი ძალიან დაუფიქრებელი ნაბიჯია და უფრო აუფერულებს მის პიროვნებას. იმედია ვცდები და გაგვაცნობს თავს როგირც ჩამიყალიბებული პიროვნება, რომელსაც გააჩნია პრინციპები. :-)

ქიმიას რაც შეეხება ნიკას და ნინიას შორის იმიტომაა ქიმია, რომ ნიკას უყვარს თორემ იმას ქიმია ყვეკასთან აქვს:-) და ლიზის და ნიკას შორის არაა იმიტომ, რომ ნიკას არ უყვარს და არც ის ჩანს არსად რომ ლიზის უყვარს იქნება სიყვარული იქნება ქიმიაც, მაგრამ ჯერჯერობით იმდენად შორსაა ეს ამ ორს შორის, რა უნდა მოხდეს, რომ გაჩნდეს არ ვიცი, იმდენად ბანალურად და უემოციოდ ხდება მათ შორის ყველაფერი დიიდ ემოციად მხოლოდ ავტორის ჯადოქრობა თუ გადააქცევს :-)

 



№12  offline წევრი kora

ხომ ძალიან მეცოდება ნინია და მენანება ამ ტკივილისთვის, მაგრამ ამის დედაც, ლიზიკოზე უფრო მეტად ვარ შეყვარებული და სუნთქვა შემეკრა სანამ ნიკოლოზი იქ ნინიას სასტუმრო ოთახში კედელს მიყრდნობილი იხუტებდა ქალს, რომელიც ამდენია მასში... და ამ დროს მის სახლში ის ლიზაა, რომელიც ყიველგვარ იმედებსაა მოკლებული და ფაქტობრივად გრძნობების სათამაშოდაა ქცეული... არ მემეტება ეს გოგო ასეთი ტკივილისთვის. ნიკამ მგონია რომ საბოლოოდ დატოვა ნინია და საკმაო ღირსეული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან ახლა იმ სახლიდან წასვლა. ის რომ ახლა ნინიასთან თავდავიწყებას მისცემოდა მერე უფრო გაუჭირდებოდა მისი პატიება. მანამ სანამ ლიზა საკუთარ სახლში ყავს ყველაზე დიდი ნაგავი იქნებოდა ჩემს თალში ახლა რომ ნინისთან დარჩენილიყო. ან უნდა დაამთავროს ლიზასთან და მერე გადადგას ნაბიჯი, თუმცა მეეჭვება ამის მერე ლიზას მიტოვება მოუნდეს, რადგან ეს "ბავშვია" მიზეზი რატომაც შეძლო და ნინის აპატია...
რაც შეეხება გამოძიებას, იმდენად აირია ყველაფერი რომ მართლა ვერ გაიგებ ვინ ვინაა.
ემოციური თავი იყო, ოღონდ ეს ემოცია მას შემდეგ განვიცადე რაც მეორედ წავიკითხე ეს თავი, რადგან პირველ გადაკითხვაზე უჰაერობა მახრჩობდა, უბრალოდ ვიყავი ლიზა და უბრალოდ მგუდავდა ნინია...
საუკეთესო ისტორიების საუკეთესო ავტორი ხარ <3
--------------------
kira.G

 



№13  offline წევრი დარინა

ჩემი ბრალი არ არის უბრალოდ წინა ისორიაში ვერ ვიტანდი ნინიას პერსონაჟს და მითუმეტეს ნიკოლოზის ამბების მერე საერთოდ აღარ მეხატება გულზეე, რაც დათესა ის მოიმკა ნინიამ, მეც იმის მჯერა და მწამს რომ თუ მამაკაცი არ გიყვარს მასთან სექსი ვერანაირ სიამოვნებას ვერ მიიღებ, შეიძლება უმრავლესობა არ დამეთანხმოს მაგრამ მე ასე მწამს, ნინიას ნიკა არ უყვარდააა, ახლა წავიდეს იმ თავის ლონდონში და იყოს მარტო საერთოდ არ მეცოდება, უგულო ვარ მის მიმართ, მგონია რომ ნიკასაც აკვიატებული ყავს უკვეეე, მომწონს ლიზააა და საერთოდ ნიკოლოზი არ იმსახურებს ამ ბავშვს, ვერ ვხვდები ლიზასგან მეტს რას ითხოვენ 22 წლისაა მაგრამ ის ჯერ კიდწვ ბავშვია. ამ გამოძიებამ ისე დამაბნია ისევ პირვანდელ ვერსიას დავუბრუნდიიი, კვლავ ჩაგვიხლართე.

 



№14  offline წევრი Tamara Tamo

ლიზიკოსთან არც არის და ჯერ არც ყოფილა!! მამაკაცი რომელიც ქალთანაა და ამ დროს სრულიად სხვა ქალს ხედავს და ოცნებობს მის ადგილას, როგორ წარმოგიდგენიათ..??? ჩვენი მთავარი გმირი იმ ასაკშია როცა მამაკაცმა წესით ზუსტად იცის რას და ვის მიმართ როგორ გრძნობს. მისი პრინციპებიც მისი პრობლემაა. ასეთი გრძნობები უკვალოდ არ ქრება, ამის ილუზია არავის გქონდეთ! ყველაფერი დანარჩენი გააზრებული გადაწყვეტილებებია მის რეალობაში

 



№15 სტუმარი ann

ნიკოლოზში ნინიაა ბევრი, ჩემში კი ლიზია იმდენად ბევრი რომ ძვლები ამტკივდა იმის წარმოდგენისას რომ ნიკა შეაჩერებდა იმ ქალს და არ გაუშვებდა. შვებით ამოვისუნთქე, როცა აპატია და წამოვიდა.
ემოციების აფეთქება მჭირს ახლა და ჯერ გონს მოვალ მერე კი დავწერ უფრო ვრცლად ამ თავზე <3
პ.ს. ძალიან გთხოვ მითხარი რამდენი თავია სავარაუდოდ დარჩენილი? თუ დაიჯერებ ამ ისტორიის გამო გადავდე დასასვენებლად წასვლა :დ მთაში მივდივარ სადაც უინტერნეტობა და ამ ისტორიის ბოლომდე წაუკითხაობა მომკლავს :დ

 



№16 სტუმარი Nana

Niniaaaa mikvars
Rogor itanjeba tavisi shecdomebis gamo
Kvelas nikas tanjvaze laparakobs , niniaze ki aravin piqrobs , ikneb rogor uchirs
Es banaluroba da ucbat seqsis shemdeg liza sheukvarda ar shemidzlia da ra gavaketo , mwerlis gadawkvetilebas pativs vcem magram amas jobia ubralod marto darches nika , ubralod aravin ar kavdes .. aucilebelia ninas gadakvareba sxva qalis daxmarebit shedzlos ? Ubralod ikos marto da daikidos kvela sanam martla ar sheukvardeba , am uazro seqsualuri motxovnilebebis dakmayopilebis gareshe
Es chemi azria mxolod ratkaumnda

გეისიეყევბდვ
ქალს რომელსაც არ შეუძლია დააფასოს კაცის ამხელა სიყვარული :) საპატიებელი არარის თავიდანვე არმიმწონდა ეს პერსონაჟი :) ლიზიკო კიდე საოცრებაა ჩვეულებრივი სიფსიხე ყოველ დღე ველოდები რაღაც სასწაულს ლიზასა და ნიკოლოზს შორის და გული მწყდება ეს ალქაჯი რომ უყვარს ისევ და ამ საწყალ გოგოს იყენებს :)))) პატარა ობლად და უპატრონოდ გაზრდილ გოგოს რომელიც საკვები პურის საშოვნელად თავპირს იგლეჯს :)))


Pirvel rigshi nikas ar sheutavazebia tabidan seqsi , es lizam moindoma , arc sikvaruli da ertguleba sheupicia.. ranairad ikenebs roca sheipara da sacxovrebeli adgili misca da urtiertoba mxolod gogos gadawkvetilebit aqvs
Nu gavasawbt an lizas dzalian gtxovt , tavisi dawkebulia kvelaperi

Nana
Niniaaaa mikvars
Rogor itanjeba tavisi shecdomebis gamo
Kvelas nikas tanjvaze laparakobs , niniaze ki aravin piqrobs , ikneb rogor uchirs
Es banaluroba da ucbat seqsis shemdeg liza sheukvarda ar shemidzlia da ra gavaketo , mwerlis gadawkvetilebas pativs vcem magram amas jobia ubralod marto darches nika , ubralod aravin ar kavdes .. aucilebelia ninas gadakvareba sxva qalis daxmarebit shedzlos ? Ubralod ikos marto da daikidos kvela sanam martla ar sheukvardeba , am uazro seqsualuri motxovnilebebis dakmayopilebis gareshe
Es chemi azria mxolod ratkaumnda

გეისიეყევბდვ
ქალს რომელსაც არ შეუძლია დააფასოს კაცის ამხელა სიყვარული :) საპატიებელი არარის თავიდანვე არმიმწონდა ეს პერსონაჟი :) ლიზიკო კიდე საოცრებაა ჩვეულებრივი სიფსიხე ყოველ დღე ველოდები რაღაც სასწაულს ლიზასა და ნიკოლოზს შორის და გული მწყდება ეს ალქაჯი რომ უყვარს ისევ და ამ საწყალ გოგოს იყენებს :)))) პატარა ობლად და უპატრონოდ გაზრდილ გოგოს რომელიც საკვები პურის საშოვნელად თავპირს იგლეჯს :)))


Pirvel rigshi nikas ar sheutavazebia tabidan seqsi , es lizam moindoma , arc sikvaruli da ertguleba sheupicia.. ranairad ikenebs roca sheipara da sacxovrebeli adgili misca da urtiertoba mxolod gogos gadawkvetilebit aqvs
Nu gavasawbt an lizas dzalian gtxovt , tavisi dawkebulia kvelaperi

 



№17  offline წევრი ჟიზელი

ალასანია არა "საქართველოს უნივერსისტეტი" ჰქვია ჩემს UG- ის :დ

 



№18  offline მოდერი Life is Good

ჟიზელი
ალასანია არა "საქართველოს უნივერსისტეტი" ჰქვია ჩემს UG- ის :დ

მე ხო წინასაუკუნის ვარ და ეგ მაკატიე:))

 



№19  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

არანაირად არ ვამართლებ ნინიას. მის გამო გული მაინც მწყდება მაგრამ არანაირად არ ვარ იმის მომხრე რომ ნიკა შეურიგდეს და ისევ ერთად იყვნენ. ნინია გადაშლილი ფურცელია,რომლის უკან გადაშლას და დაბრუნებას არანაირი აზრი აქვს. ერთი ადგილის ტკეპნა.
ლიზიკო... არ ვიცი სხვები რო ამბობენ ვერაფერს ვგრძნობო, მე რა ვთქვა. იმდენად მომწონს ეს პერსონაჟი ნიკას რო არ შეუყვარდეს მართლა ვერ გადავიტან. გული ძალიან დამწყდება. პირვლივე გამოჩენიდან მომწონს ეს გოგო. ზუსტად ისეთია როგორიც ნიკას სჭირდება. არის მათ შორის ქიმია, უბრალოდ ჯერ ვერც ჩვენ ვხედავთ და ვერც ნიკა და ლიზი :დდდ
გამოგიტყდები და თავიდან გიოსთვის უფრო მინდოდა ლიზი. არ მემეტებოდა მექალთანე ნაგავი ნიკოლოზისთვის.
მაგრამ......
იმდენად საყვარლები არიან...
ერთად უნდა დარჩნენ. არ აქვს უფლება ნიკას ლიზი არ უყვარდეს. ან პირიქით.
გამოძიება კიდე ძაან მაგათამბავთან შედარებით:დ
იმის მიუხედავად რომ საოცრად წერ.
ნუ რას ვიზამთ... არასდროს ვამმჯობინებდი სასიყვარულოს დეტექტივს.
მეტი ლიზიკო და ნიკააააა ^^
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№20 სტუმარი სტუმარი ნანა

არაჩვეულებრივად წერ! თითქმის კამათი მიდის ნინია თუ ლიზი? ორი ქალი, ორივე შეყვარებლი ნიკაზე და დიახ ლიზიც შეყვარებულია! ეს ზუსტად ვიცი, სხვანაირად არგამოარრჩევდა უამრავი ქალიდან მას ნიკა.ღირსეულია და მისი საშუალებით უნდა გათავისუფლდეს გულით და გონებით ნინიასგან. რომ გათავისუფლდება ესეც ფაქტია! მათი შეხვედრა, საუბარი, შეხება და გაჩერება! მე ასე ვფიქრობ... ვნახოთ შენ რას გადაწყვეტ ავტორო. ბოლოს აუცილებლად უნდა გავიმეორო: საოცარი მუხტი მოაქვს შენს სამივე ნაწარმოებს! მიმაჯაჭვა მასთან. ბევრი მინდა გიკითხო!... ❤️❤️❤️

 



№21  offline მოდერი Life is Good

ლუნი.
არანაირად არ ვამართლებ ნინიას. მის გამო გული მაინც მწყდება მაგრამ არანაირად არ ვარ იმის მომხრე რომ ნიკა შეურიგდეს და ისევ ერთად იყვნენ. ნინია გადაშლილი ფურცელია,რომლის უკან გადაშლას და დაბრუნებას არანაირი აზრი აქვს. ერთი ადგილის ტკეპნა.
ლიზიკო... არ ვიცი სხვები რო ამბობენ ვერაფერს ვგრძნობო, მე რა ვთქვა. იმდენად მომწონს ეს პერსონაჟი ნიკას რო არ შეუყვარდეს მართლა ვერ გადავიტან. გული ძალიან დამწყდება. პირვლივე გამოჩენიდან მომწონს ეს გოგო. ზუსტად ისეთია როგორიც ნიკას სჭირდება. არის მათ შორის ქიმია, უბრალოდ ჯერ ვერც ჩვენ ვხედავთ და ვერც ნიკა და ლიზი :დდდ
გამოგიტყდები და თავიდან გიოსთვის უფრო მინდოდა ლიზი. არ მემეტებოდა მექალთანე ნაგავი ნიკოლოზისთვის.
მაგრამ......
იმდენად საყვარლები არიან...
ერთად უნდა დარჩნენ. არ აქვს უფლება ნიკას ლიზი არ უყვარდეს. ან პირიქით.
გამოძიება კიდე ძაან მაგათამბავთან შედარებით:დ
იმის მიუხედავად რომ საოცრად წერ.
ნუ რას ვიზამთ... არასდროს ვამმჯობინებდი სასიყვარულოს დეტექტივს.
მეტი ლიზიკო და ნიკააააა ^^

გამომდინარე იქიდან რომ პირველად ვწერ დეტექტიურს პლუს სიყვარული..ცოტა დასახვეწი ვარ მაგ ამბავში:)) ცოტა კი არა კარგად.არ მინდა რომ ერთმა მეორეს გაასწროს და რავიცი რა გამოდის კი ვხედაავთ.მადლობა დიდი

სტუმარი ნანა
არაჩვეულებრივად წერ! თითქმის კამათი მიდის ნინია თუ ლიზი? ორი ქალი, ორივე შეყვარებლი ნიკაზე და დიახ ლიზიც შეყვარებულია! ეს ზუსტად ვიცი, სხვანაირად არგამოარრჩევდა უამრავი ქალიდან მას ნიკა.ღირსეულია და მისი საშუალებით უნდა გათავისუფლდეს გულით და გონებით ნინიასგან. რომ გათავისუფლდება ესეც ფაქტია! მათი შეხვედრა, საუბარი, შეხება და გაჩერება! მე ასე ვფიქრობ... ვნახოთ შენ რას გადაწყვეტ ავტორო. ბოლოს აუცილებლად უნდა გავიმეორო: საოცარი მუხტი მოაქვს შენს სამივე ნაწარმოებს! მიმაჯაჭვა მასთან. ბევრი მინდა გიკითხო!... ❤️❤️❤️

უღრმესი მადლობა kissing_heart

 



№22  offline აქტიური მკითხველი grafo

კამათი ხდება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანების 99% თავისუფალი არ არის საკუთარ ნებასთან და იმას აკეთებენ, რაც სხვას უნდა.
ლიზას გმირი უარყოფითია, რადგან გოგო იმას აკეთებს რაც უნდა და ვისთანაც უნდა. რა უნდა ექნა, ნიკოსთან აბაზანაში ბანაობის მერე, გასულიყო და მარტოს დაენ@ძრია?! :))))). და გააგრძელებდა პატიოსნად და მიდმივად "სველ" მგდომარეობაში ცხოვრებას.
ცაო დასეტყვე!
მამას დორბლიანი...მამას შემმოვევლე მე. უყურე შენ, როგორ ჩაძმაკაცებულან. ძალიან გამიხარდა. გიგას სეანსების იმედი მაქვს. ასე მკაცრად დაუდგეს ნინიას და იქნებ გამოაფხიზლოს. შვილო, შეცდომა ვის არ მოსვლია. დავიწვი სენი საცოდაობით. როდემდე ვიკითხო ყელსი ბურთ გაჩხერილმა. თუ არ აპატიებ, ამ არ პატიებასთან ერთად მშვიდად ცხოვრება მაინც ისწავლე. ბავშვივით იქცევი, რომელსაც ამოჩემებული სათამაშო წაართვეს.

 



№23 სტუმარი makukuna

არ მომეწონა ასე გულაჩუყებული და ასლუკუნებული ნიკოლოზი worried

ჩემი ბარათელი heart_eyes heart_eyes

გიგა და ნიკოლოზი ერთ ისტორიაში ნამეტანია heart_eyes ფეფო გაუფრთხილდი რა ჩვენს ნერვებს და ჰორმონებს smile

 



№24 სტუმარი katie

მომწონს შენი წერის სტილი, ფრაზები, პერსონაჟები, მე შენ მომწონხარ!!:)))) რაც შეეხება ისტორიას: შევეცი ისეთ სიყვარულს სადაც პატიება არ მოსულა...))) წარმოდგენა არ მაქვს როგორი ფინალი ექნება ისტორიას თუმცა მგონია რომ ორივენაირი დასასრული ლოგიკური იქნება (ადიულტერს ვგულისხმობ :დდდ) . წარმატებები!!!

 



№25 სტუმარი სტუმარი ნინო

თავისუფლება ცოტა სხვა ცნებაა,. ლიზისგან კი იმიტომ გვირკვირს ასეთი საქციელი და იმიტომ ვერ ვამართლებთ რომ მასზე ძალიან ცოტა რამ ვიცით და რაც ვითით იქიდან გამომდინარე ლიზი სუკ არ არის ის პიროვნება ზუსტადაც ვინც ვისნმეს გამო წარსულში ან ახლა ანძრევს, არსად წერია რომ ვინმეს მიანრთ ჰქონოდა ლტოლვა მანამდე ან ნიკას დანახვაზე, მის გამოხედვაზე, ხმაზე ან შეხებაზე ჟუანტელი უვლიდეს და გონებას კარგავდეს, ოცნებობდეს ნიკას შეხებაზე და ჰოპ და ვეღარ გაუძლო ძალიან მარტივად ჰოპ და ქალიშვილმა გოგო გადაწყვიტა მამაკაცთან დაწოლა ზუსტად ამიტომ ვერ ვამართლებთ. რაც ვიცით ლიზაზე იქიდან გამომდჯნარე სულ სხვა ტიპაჟია და არა ჰორმონებ მოწოლილი გოგო თავგადასავლებით სავსე.

სტუმარი ნინო
თავისუფლება ცოტა სხვა ცნებაა,. ლიზისგან კი იმიტომ გვირკვირს ასეთი საქციელი და იმიტომ ვერ ვამართლებთ რომ მასზე ძალიან ცოტა რამ ვიცით და რაც ვითით იქიდან გამომდინარე ლიზი სუკ არ არის ის პიროვნება ზუსტადაც ვინც ვისნმეს გამო წარსულში ან ახლა ან@ძრევს, არსად წერია რომ ვინმეს მიანრთ ჰქონოდა ლტოლვა მანამდე ან ნიკას დანახვაზე, მის გამოხედვაზე, ხმაზე ან შეხებაზე ჟუანტელი უვლიდეს და გონებას კარგავდეს, ოცნებობდეს ნიკას შეხებაზე და ჰოპ და ვეღარ გაუძლო ძალიან მარტივად ჰოპ და ქალიშვილმა გოგო გადაწყვიტა მამაკაცთან დაწოლა ზუსტად ამიტომ ვერ ვამართლებთ. რაც ვიცით ლიზაზე იქიდან გამომდჯნარე სულ სხვა ტიპაჟია და არა ჰორმონებ მოწოლილი გოგო თავგადასავლებით სავსე.

 



№26 სტუმარი eli

რამდენიც არ უნდა იძახოს ნიკამ ნინია მიყვარსო, მე მგონია, არ უყვარს. საქმე იქით მიდის, რომ ნიკას ლიზი შეუყვარდეს, ეს კი ნიშნავს, რომ არ უყვარდა ნინია თორემ ამდენი წელი თუ ვერ დაივიწყა, ახლა ასე უცებ წარმოუდგენელი მგონია. ყველზე მეტად ნინია მეცოდება, საშინელება არის ოყო უბედური და თან ისე,რომ დამნაშავე მხოლოდ თავად იყო. ზოგადად მაინც მგონია , რომ ნინიას პერსონაჟი არ იმსახურებს ასეთ ცუდ დასასრულს.

 



№27  offline წევრი masho777

ვის არ მოსვლია შეცდომა? ესე სასტიკად რომ ლანძღავთ ნინიას მეორეშანსს ყველა იმსახურებს....უშეცდომო არავინაა

 



№28  offline მოდერი Life is Good

მოდი რა ვქნათ იციით laughing ნიკას წესიერი,პატიოსანი გოგო მოვუძებნოთ...მამაკაცშე ნაკოცნი კი არა შეხედულის რომ არ იქნება...ქორწილამდე რა ზეგზიიი კოცნაც რომ არ მოსულა მისთვის...კაცმა ხელი თუ გადახვია ზნაჩიტ ცოლად არ უნდა და ...ხო კიდევ სისველე ჩაფსმული რომ ჰგონია და ...მოკლე კაბა და უმკლავებო მაისური ზნედაცემულობის პიკია.წარბები ცხოვრებაში არ ამოუპუტია და სიგარეტის მოწევას თუ დაიწყებს ზნაჩიტ მალე ყავასაც დალევს...კიიიდევ...თბილისი მარტო ვაკე რომ არის და სოსისებს არ ჭამს რადგან ნიკოლოზის დროინდელმე ბებიამ დაარიგა მაგას მხოლოდ გარყვნილები აკეთებენო და . ეს ყველა ზემოთჩამოთვლილ კრიტერიუმს თუ არ დააკმაყოფილებს ჩემს ნიკოლოზს ისე ოჯახში არ შემოვაყვანინებ...სწერვა დედამთილი ფეფო smile

 



№29 სტუმარი სტუმარი ნინო

სოსისებზე და ყავაზე არაფერს ვამბობ მაგრამ რატომ გგონიათ რო დასაცინები არიან გიგოები, რომლებისთვისაც ქორწილამდე კოცნა მისაღები არაა სისველე არ იციან რა არის და სექსი რო ერთი რამდენიმე საათიანი პროცესი კიარა ეტაპებად დაყოფილი აქტია :-)

 



№30  offline მოდერი Life is Good

სტუმარი ნინო
სოსისებზე და ყავაზე არაფერს ვამბობ მაგრამ რატომ გგონიათ რო დასაცინები არიან გიგოები, რომლებისთვისაც ქორწილამდე კოცნა მისაღები არაა სისველე არ იციან რა არის და სექსი რო ერთი რამდენიმე საათიანი პროცესი კიარა ეტაპებად დაყოფილი აქტია :-)

21 საუკუნეში ვერ დამაჯერებთ რომ გოგომ მით უმეტეს ლიზას ასაკის არ იცის რა არის სისველე და ნაკოცნი არ აქვს მამაკაცზე...აი შანსი არაა მაშინ მთლად ნილოსიდან მოსული ნიანგი უნდა იყოს smile ბოდიშით შეუარწყოფას არავის ვაყენებ მაგრამ ვერ დავიჯერებ...ვერანაირად...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent