სისხლში მოცეკვავე (დასასრული) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლში მოცეკვავე (დასასრული)


2-08-2018, 09:02
ნანახია 441

სისხლში მოცეკვავე (დასასრული)

ნაწარმოები „სისხლში მოცეკვავე“ არის დეტექტიური ჟანრის, სადაც იძიებენ ახალგაზრდა ქართველი ბალერინის, ლიზა მეტრეველის მკვლელობას. მოქმედება ორ ქვეყანაში-აშშ-ში და საქართველოში ხდება. გამოძიებას ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი და პარალელურად, სტუდენტები ნიკა ხურცილავა და ფაბიანა ვერდინო ატარებენ.
იდუმალებით მოცული მკვლელობა საზოგადოების დიდი ინტერესს იწვევს... არავინ იცის, რა მოხდა სინამდვილეში და როგორ დასრულდება გამოძიება.

თავი 56
რიჩარდ ფერგესმა ნიკასთან და ფაბიანასთან შეხვედრის შემდეგ დეტექტივებთან მორიგი შეხვედრა მოაწყო:
-მოკლედ ასეთი სიახლე გვაქვს. ნიკა ხურცილავამ და მისმა შეყვარებულმა ძალიან კარგი ამბავი მოიტანეს. ახლა, რაც ხელში მიჭირავს, ეს ლიზა მეტრეველის მიერ შექმნილი სიმბოლოებია და მათ გასწვრივ კი თითოეულის შესატყვისი ქართული ანბანის ასო, რომელიც დღიურის ბოლოს დაწერილს მარტივად გვიხსნის. ეს ფურცელი ლიზას ქართველმა მეგობარმა გადასცა ნიკას და ფაბიანას. წერილში წერია, რომ რძალმა სრულიად შემთხვევით ლუსი მილერის საიდუმლო გაიგო. როგორც აღმოჩნდა, ქალბატონი ლუსი შვილიშვილს ვაქცინების ნაცვლად გამოხდილ წყალს უკეთებდა. მოგვიანებით, ბავშვი ტეტანუსით დაავადდა და სწორედ ეს გახდა დაღუპვის მიზეზი. ამ ამბავს საგულდაგულოდ მალავდა და როცა გაიგო, რომ ლიზამ მისი საიდუმლო შეიტყო, ამიტომ გადაწყვიტა, თავიდან მოეშორებინა.
ფერგესმა სათვალე მოირგო და ინგლისურად ნათარგმნი წერილის შინაარსი გააცნო დეტექტივებს.
-და ვაქცინების ამბავი თავის დროზე რატომ არ გასკდა?-იკითხა რებეკამ.
-დაგავიწყდა? ბავშვის პედიატრი თავად ლუსი მილერი იყო. –შეახსენა მარკმა.
-როგორც მაშინ გადამოწმდა, ბავშვის ისტორიაში აბსოლუტურად ყველა აცრა იყო დაფიქსირებული, ამიტომ ბებიაზე ეჭვი არავის მიუტანია და ეს უბედურ შემთხვევას მიაწერეს.
-დედამთილი როგორ მიხვდა, რომ რძალმა ყველაფერი შეიტყო?
-აქ წერია, იმ დღეს, ლიზა ერთ-ერთი წარმოდგენის ბილეთებით მიდიოდა დედამთილის სახლში, რომ მისთვის და მოსამსახურისთვის გადაეცა. თამარი სახლიდან გადიოდა, როცა ლიზა სახლთან მანქანით დაუნახავს. ალბათ, მოგვიანებით თავად მოსამსახურემ უთხრა, რომ ლიზა მათთან უნდა მისულიყო. ლუსის კი რადგან რძალი იმ დღეს საერთოდ არ დაუნახავს, ალბათ, რაღაც იეჭვა ან არ არის გამორიცხული, ლიზა თავად დაენახა. ფაქტია, რომ როგორღაც შეიტყო.
-ლიზა წერს, რომ არ აპირებდა, ეს საიდუმლო ვინმესთვის გაენდო. გამოდის, რომ არაფრის გამო არიან ეს გოგო და მისი ჯერ არ დაბადებული ბავშვი მოკლული.
-ლუსის შეეშინდა, რომ სიმართლეს გაამჟღავნებდა. ეს ამბავი კი ძალიან ძვირად დაუჯდებოდა.
რებეკას და მარკის საუბარში კაპიტანი ჩაერთო:
-მოკლედ, დეტექტივებო, თუ რატომ მოკლა ლუსი მილერმა თავის რძალი, ამის მოტივი უკვე ცნობილია, გადავდივართ შემდეგ გეგმაზე- პირველ რიგში ლუსის მოსამსახურე უნდა დავიბაროთ და გავესაუბროთ, წესით ბევრი რამ უნდა იცოდეს, ვნახოთ რას იტყვის. მანმადე კი ამ ფურცელს ექსპერტებთან გადამოწმება სჭირდება და თუ დადასტურდა, რომ ნამდვილად ლიზას ხელით არის დაწერილი, მაშინ კიდევ უფრო თამამად შეგვიძლია ვიმოქმედოთ.


თავი 57
ლუსი მილერის მოსამსახურეს დებორა გარეტი ესაუბრა. მასთან საუბრისას 9 დეკემბრის დილა დეტექტივისთვის მეტად დამაფიქრებელი აღმოჩნდა. ქალბატონი თამარი იგივეს ამბობდა, რაც ნიკას და ფაბიანას უთხრა. თუ ლუსი მილერი მას 08:45 საათზე საძინებელ ოთახში დახვდა, ამ დროში ვერანაირად მოახერხებდა მანჰეტენიდან სახლში დაბრუნებას. ამავდროულად მეტად საყურადღებო იყო ის ფაქტი, რაც აზრა ბჰაიტის მკვლელობის დღეს ლუსის მოსამსახურეს დაემართა. როგორც ამბობდა, ზოგადად არც ერთ ღამეს კარგად არ ეძინა, ძილი დარღვეული ჰქონდა და თითქმის სულ ფხიზლობდა. წინა ღამეს კი ძილი საკმაოდ ადრე მოერია და დროზე ადრე შევიდა დასაძინებლად, ხოლო მეორე დილას გვიან გაეღვიძა და აღმოაჩინა, რომ მაღვიძარამ არ დარეკა. დეტექტივის შეკითხვაზე, თუ როგორ მაღვიძარას იყენებდა იგი, თამარმა უპასუხა, რომ ჩვეულებრივი საათის მაღვიძარა ჰქონდა, რომელიც საწოლთან ახლოს, ტუმბოზე ედგა. აღნიშნული ფაქტი ეჭვს ბადებდა, რომ სავარაუდოდ აზრა ბჰაიტის მკვლელობის წინა ღამეს ლუსი მილერმა თამარს საძილე აბი დაალევინა და მაღვიძარა გამოურთო, ხოლო ლიზას მკვლელობის დღეს დიდი ალბათობით საათის ისრები გადაწია.
ამასობაში პოლიციამ აზრას მეგობრისგან მთავარი სამხილი მოიპოვა –ჩუმად გადაღებული ვიდეო, რომლითაც ყოფილი ექთანი თავის ექიმს აშანტაჟებდა. მასზე კარგად ჩანდა, როგორ უკეთებდა ბებია შვილიშვილს ნამდვილი ვაქცინის ნაცვლად გამოხდილ წყალს.
საქმეში იდო მოწმის აღწერის მიხედვით შედგენილი დამნაშავის ფოტო-რობოტიც, რომელიც ქალბატონი ლუსი მილერის გარეგნობას ძალიან ჰგავდა.
ყველაფერს ისიც დაერთო, რომ ექსპერტებისგან მოსული პასუხი დადებითი აღმოჩნდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ნიკას და ფაბიანას მიერ პოლიციისთვის წარდგენილი მარიკო მიქავასგან მოპოვებული ფურცელი ნამდვილად ლიზა მეტრეველის ხელით იყო დაწერილი და სიმბოლოები სწორედ ისე იშიფრებოდა, როგორც ეს მანმადე იყო პოლიციისთვის ცნობილი.
ახლა, საკმარისი სამხილები დაგროვდა, რომ ლუსი მილერისთვის მიეკითხათ. მას ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევდა პასუხების გაცემა.



თავი 58
დეივიდ მილერი სამხრეთ დაკოტადან ნიუ-იორკში ჩავიდა. დაახლოებით დილის 11:00 საათი იყო, როცა სახლის კარი შეაღო. სამზარეულოში ქალბატონი თამარი დახვდა, ყავას იმზადებდა. როდესაც დეივიდი დაინახა, ნერვიულობას უმატა:
-აჰ, დეივიდ, თქვენ ხართ?
-ჰო, სხვა ვინმეს ელოდებით?
-დედათქვენს ველოდები, ორი დღეა არსად ჩანს, ვერც ტელეფონზე ვუკავშირდები, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, ძალიან ვღელავ.
დეივიდმა დედამისს მობილურზე გადაურეკა, მაგრამ ვერც ის დაუკავშირდა:
-გამორთული აქვს. რამე ხომ არ უთქვამს, როცა სახლიდან გადიოდა?
-მეგობრებს უნდა შევხვდეო.-მხრები აიჩეჩა თამარმა.
-რომელ მეგობრებს უნდა შეხვედროდა?
-არ ვიცი, მაგრამ ვისი ტელეფონის ნომერიც ვიპოვე, ყველას დავურეკე და არავინ არაფერი იცის.
-ეს ამბავი არ მომწონს.- დეივიდს სახეზე აღელვება დაეტყო.
კარზე ზარის ხმა გაისმა. დეივიდი სასწრაფოდ მის გასაღებად წავიდა და ხელთ პოლიცია შერჩა.
-თქვენ? –გაოცებული შეჰყურებდა ნაცნობ სახეებს.
-დიახ, დეივიდ. ჩვენ დედათქვენს ვეძებთ, სახლშია?
-რატომ კითხულობთ? –დაბნეული უყურებდა კაპიტანს და დეტექტივებს, ვერაფერი გაეგო.
პოლიციელებმა მისი დაპატიმრების და ბინის ჩხრეკის ორდერი აჩვენეს. დეივიდი თვალებს არ უჯერებდა მის წინ განვითარებულ მოვლენებს. რამდენიმე წუთში მთელი სახლი თავდაყირა დადგა. სამწუხაროდ, რასაც ეძებდნენ, ის სამხილები ადგილზე არ აღმოჩნდა, მაგრამ ლუსი მილერის საძინებელში საძილე აბებს მიაგნეს, რომლებიც მოსამსახურე ქალბატონის თქმით ლუსი მილერის ყოველდღიურად მისაღები წამლების სიაში არ იყო. ეს კიდევ მეტად აძლიერებდა დეტექტივების ეჭვს, რომ ქალბატონ თამარს აზრა ბჰაიტის მკვლელობის წინა ღამეს სწორედ ეს ტრანკვილიზატორი ჰქონდა მიღებული. პოლიციამ ლუსის სავარცხლიდან თმის ღერი წაიღო, რათა შემდგომში ბოლო მკვლელობის ადგილას დაფიქსირებული დნმ-ის ნიმუშისთვის შეედარებინათ.
სამწუხაროდ, ექსპერტებისგან დნმ-ის ნიმუშების შედარებისას დადებითი პასუხი მოვიდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ლუსი მილერი ნამდვილად იმყოფებოდა აზრას სახლში...


თავი 59
ვიდრე ლუსი გადაწყვეტილებას მიიღებდა, დიდ ხანს იფიქრა. მარტივი ნამდვილად არ იყო, რასაც აპირებდა, მაგრამ იცოდა, რომ პოლიცია მალე დაადგებოდა მის კვალს და დროულად უნდა ემოქმედა. ერთადერთი, ვისზეც ფიქრობდა, დეივიდი იყო, მეტი არავინ და არაფერი აღელვებდა. ფურცელი და კალამი მოიმარჯვა და აკანკალებული ხელით შეუდგა წერილის წერას. როცა დაამთავრა, ტექსტს კიდევ ერთხელ გადახედა და სკამიდან სიკვდილმისჯილივით წამოდგა. ემოციებისგან ნელ-ნელა იწრიტებოდა და სხეულის სიმძიმეს გრძნობდა. საწოლისკენ ტაატით გაემართა და მიესვენა. თვალები დახუჭა და საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენისთვის მომზადება დაიწყო. დრო აღარ ითმენდა... უკვე მხნეობაც შეემატა, მტკიცედ დასწვდა ბასრ დანას და ჯერ ერთი იდაყვის ვენაზე გადაისვა ღრმად და არტერიაც მიაყოლა, შემდეგ მეორე მკლავზეც იგივე გაიმეორა. უცბად იჩქეფა სისხლმა და სხეულის შიგნით დაგროვილი ტკივილი და ბოღმა გადმოხეთქა. წამით შვება იგრძნო, შემდეგ წვის შეგრძნებამ ძალიან შეაწუხა და ტკივილში გადაუვიდა. არტერიისგან გადმოსულმა ალისფერმა სისხლმა თბილად ჩამობანა ის ტკივილიც და მერე წარმოუდგენელი სიმშვიდე იგრძნო, რომელიც ნელ-ნელა სისუსტეში გადადიოდა. თვალების წინ ფერადი, წვრილი ბურთულები აუთამაშდნენ, სხეული საოცრად შეუმსუბუქდა და თითქოს ზეცაში დაიწყო აფრენა.

***
პოლიცია პენსილვანიის შტატში, კერძოდ პოკონოში, ლუსი მილერის ძმის საკუთრებაში არსებული სახლის მისამართს მიადგა. გარაჟში ლუსის მანქანა იდგა და მიხვდნენ, რომ მკვლელი იქ აფარებდა თავს. სახლში შესვლისას საოცარი სიჩუმე იყო... პირველი სართული დაათვალიერეს, მაგრამ ლუსი იქ არ დახვდათ. მეორე სართულზე საძინებლის კარი რომ შეაღეს, მოულოდნელი სურათის მომსწრენი გახდნენ: გონებადაკარგული ლუსი მილერი გადაჭრილი ვენებიდან და არტერიებიდან სისხლისგან იცლებოდა. სასწრაფოს გამოუძახეთ! – დაიყვირა ერთ-ერთმა დეტექტივმა და ლუსის პულსის შემოწმება დაუწყო. გული ნელა, მაგრამ ჯერ კიდევ ფეთქავდა, სუნთქვაც შესუსტებული ჰქონდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ძალიან მალე მოვიდა, მაგრამ ექიმების მისვლისას, მომაკვდავის გულმა ბოლოჯერ გაიბრძოლა და სამუდამოდ გაჩერდა. ოთახის ერთ კედელზე დედას შვილისთვის საკუთარი სისხლით დაეწერა: “Please, forgive me David”. საწოლთან წერილი შენიშნეს, რომელიც დეივიდისთვის იყო:
საყვარელო დეივიდ, ვიდრე ჩემს ცოდვებზე სხვები გეტყოდნენ, მირჩევნია, ამ წერილში თავად აგიხსნა ყველაფერი. ჰო, წერილში იმიტომ, რომ ვიცი, ვეღარ გნახავ და არ მინდა, მთელი ცხოვრება გტანჯავდეს იმაზე ფიქრი, მაინცდამაინც შენ რატომ შეგხვდა ისეთი დედა, რომელიც საყვარელი ადამიანების სიკვდილის ქურუმად გექცა.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა პატარა ენდრიუ ჩემი დაუფიქრებელი საქციელის გამო დაიღუპა. პედიატრად მუშაობის დროს, ხშირად მინახავს აცრის შემდგომი გართულებები, რომლებიც შემდეგ უხარისხოდ მომზადებული ვაქცინისთვის დამიბრალებია. ბევრი მშობლების მსგავსად, არც მე მომწონდა და მეც მიჭირდა ბავშვების აცრა, რადგან დღემდე არსებობს ეჭვები, რომ ვაქცინაციამ შესაძლოა აუტიზმი, დამბლა და კიდევ ბევრი რამ გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, ჩემს პროფესიულ ვალდებულებებს ყოველთვის პირნათლად ვასრულებდი და ყველა მშობელს ვარწმუნებდი, რომ მათი შვილების ჯანმრთელობისთვის სჯობდა, აეცრათ, მაგრამ როცა საქმე ჩემს შვილიშვილს შეეხო, შიშმა მძლია და უკან დავიხიე, რადგან ენდრიუ ისედაც სუსტი და ალერგიული ბავშვი იყო და რამე რომ დამართვოდა, ვერ გადავიტანდი. ვიცოდი, ევას ჩემს გადაწყვეტილებაში ვერ დავარწმუნებდი, ამიტომ როცა ბავშვს აცრა უწევდა და დედამისს ჩემს ოფისში მოჰყავდა, გამოხდილ წყალს ვუკეთებდი, ხოლო შემდეგ მისთვის განკუთვნილ ვაქცინას ვანადგურებდი. რეალურად, ბავშვი მხოლოდ რამდენიმე ვაქცინით მყავდა აცრილი, მხოლოდ იმით, რაც ყველაზე დიდ საფრთხედ მივიჩნიე. ერთ-ერთი აცრისას, როცა ენდრიუს გამოხდილ წყალს ვუკეთებდი, ექთანმა შემომისწრო და ყველაფერი დაინახა. მიხვდა, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ არ მაგრძნობინა და არც არაფერი უთქვამს, ხოლო მორიგი აცრისას, როცა ბავშვს ტეტანუსზე აცრა უწევდა, ფარულად, მობილური ტელეფონით გადაიღო ვიდეო და ჩუმად შეინახა. გავიდა ხანი და ჩემდა საუბედუროდ, ენდრიუ ტეტანუსის ბაქტერიით დაინფიცირდა. ხმას ვერ ვიღებდი, იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ეს შედეგი ჩემთვის. ცოცხალმკვდარი დავდიოდი, რადგან ბავშვის სიკვდილში დამნაშავე მე ვიყავი. ვერავის გეტყოდით, არა იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას გავურბოდი, არამედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი შენს დაკარგვად დამიჯდებოდა და ამას ვერ გადავიტანდი. გადავწყვიტე, რომ არაფერი მეთქვა და მთელი ცხოვრება ამ ტკივილით და ცოდვით მეცხოვრა. აზრამ ჩემი დაშანტაჟება დაიწყო და დუმილის სანაცვლოდ, ყოველთვიურად ფულს ითხოვდა. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ერთ დღეს, როცა ჩემს მიმართ, ტელეფონით მორიგ შანტაჟს ეწეოდა და უფრო მეტ თანხას მთხოვდა, მოულოდნელად სახლში ლიზა შემოვიდა და შემთხვევით ჩვენს საუბარს მოჰკრა ყური. მას ჩემთვის არაფერი უთქვამს, უბრალოდ ფანჯრიდან დავინახე დაბნეული როგორ გარბოდა მანქანისკენ. როცა საძინებლიდან გამოვედი, შევნიშნე, რომ მისი ცალი საყურე კარებთან ეგდო და მივხვდი, ყველაფერი მოისმინა. მოგვიანებით, თამარმა მითხრა, ლიზა ჩვენი სახლისკენ მოდიოდა, გზაში შემხვდაო. მაშინვე გადავურეკე და ვკითხე, ჩვენთან ხომ არ ყოფილხარ-მეთქი და უცნაური და აღელვებული ხმით იუარა, მოულოდნელად სხვა საქმე გამომიჩნდა და გზიდან მივბრუნდიო. მისმა პასუხმა კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა, რომ ჩემი საიდუმლო იცოდა, ამიტომ იმის მიუხედავად, რომ ლიზა ძალიან მიყვარდა, ვერ დავუშვებდი, შენთვის სიმართლე ეთქვა და სამუდამოდ შეგძულებოდი. როცა ფლორიდაში კონფერენციაზე ჩახვედი, იქიდან დამირეკე, მომიკითხე და მითხარი, რომ მშვიდად იმგზავრე, მივხვდი, რომ ჯერ კიდევ არაფერი იცოდი. ამან დამამშვიდა და შემდეგ უკვე ჩემი სურვილის წინააღმდეგ ეს საშინელი გადაწყვეტილება მივიღე- შენს მეუღლეს სახლში მივაკითხე და სიცოცხლე მოვუსწრაფე. მას შემდეგ, თითქმის ყოველ ღამე მტანჯავს ერთი და იგივე კოშმარი, სადაც ლიზა დაჭრილია, მაგრამ მაინც შეუპოვრად ცეკვავს. დაღლილი და ძალაგამოცლილი, მაგრამ ისევ დაუმორჩილებელია, სწორედ ისე, როგორც სიცოცხლეში იყო. ტიულეს საცეკვავო კოსტიუმი და პუანტები სისხლში ეღებება, ძირს ხშირად ეცემა, მაგრამ დგება და სისხლის გუბეში აგრძელებს ცეკვას. მე მას “სისხლში მოცეკვავე” ვუწოდე.
აზრა ბჰაიტი ეჭვობდა, რომ ლიზას მკვლელობაში მე ვიყავი დამნაშავე, ამიტომ ჩემი შანტაჟი და მუქარა განაგრძო. როცა მიხვდა, რომ მისთვის ყოველთვიურად გადასახდელი თანხის გაზრდას აღარ ვაპირებდი, ჩემს შესაშინებლად შენ და ნათია მეტრეველს წერილები გამოგიგზავნათ. მთელი ამდენი ხნის მანძილზე მისი განუწყვეტელი სატელეფონო ზარები და მუქარები ჩემზე იმდენად დიდ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენდნენ, ერთ დღეს, წყობიდან გამომიყვანა და სამუდამოდ გავაჩუმე.
აი, ასე ვიქეცი ნამდვილ ბორომოქმედად და საკუთარი თავი იმ დონეზე შემძულდა, არც ერთი წუთი აღარ მიღირს სიცოცხლედ, მაგრამ გთხოვ, დამიჯერო, ნამდვილად არ მინდოდა, ასე დამთავრებულიყო ყველაფერი. თავადაც გარემოებების მსხვერპლი ვარ, თუმცა კარგად ვაცნობიერებ, რომ ჩემი საქციელის გამართლება არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება ისიც, რომ ეცადო, საკუთარი დანაშაული სხვებს გადააბრალო და თავად პასუხისმგებლობებს გაურბოდე, ამიტომაც მინდა ვაღიარო, ჩემი სიძისთვის, ლორენის ქმრისთვის ვაპირებდი, ლიზას მკვლელობა დამებრალებინა და პოლიციისთვის დროებით მაინც, კვალი ამერია. კიდევ კარგი, გონს დროზე მოვეგე.
დეივიდ, ვიჩოქებ პირველ რიგში შენს წინაშე და პატიებას გთხოვ, რომ საყვარელი ადამიანები წაგართვი. პატიებას ვთხოვ ევას, რადგან ცხოვრება ჯოჯოხეთად ვუქციე. ასევე ვემუდარები ნათია მეტრეველს, რომ შემინდოს, იმისთვის რამხელა ტკივილიც მივაყენე.
თავს განაჩენი უკვე გამოვუტანე-იმ დანით მოვიკლავ თავს, რომლითაც ლიზა და აზრა გამოვასალმე სიცოცხლეს. ვიცი, ზიზღის ღირსი ვარ და ცოცხალი რომ დავრჩე, მთელი ცხოვრება შენგან მხოლოდ ამ გრძნობას უნდა ველოდო. ისიც ვიცი, რომ ამას ვერ გავუძლებ, რადგან შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ. ამიტომ არა ციხეს, არამედ შენს სიძულვილს გავექცევი და სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებ.
მშვიდობით, დეივიდ!
საწოლზე, სადაც მიცვალებული ესვენა, სისხლით მოთხვრილი ორი ნივთი ნახეს- ბავშვის სათამაშო და ვარდისფერი პუანტები. დეივიდმა ენდრიუს სათამაშო დათუნია და ლიზას მასწავლებლისგან ნაჩუქარი პუანტები ამოიცნო...
***
დეივიდ მილერი შეშლილივით მიუყვებოდა სამანქანო გზებს და თავადაც არ იცოდა, სად მიდიოდა. უეცრად, ეკლესიას მოჰკრა თვალი, ავტომობილი გააჩერა და შიგნით შევიდა. იქაურობა მრევლისგან დაცარიელებულიყო და მხოლოდ რამდენიმე კაცი დარჩენილიყო. მამაკაცი მლოცველებისთვის განკუთვნილ გრძელ სკამზე ჩამოჯდა და თვალები ხატებს მიაპყრო, წუთით შვება იგრძნო.
-ვინ უნდა იყოს? –გაკვირვებული სახით გადაულაპარაკა პასტორს მეუღლემ.
-შეეშვი, ალბათ, ღმერთთან განმარტოება და საუბარი სურს. –ხელით დააკავა ქალი შუახნის მამაკაცმა.
დეივიდს სახეზე ფერი დაჰკარგვოდა და თვალები ჩაწითლებოდა. დიდ ხანს იჯდა გარინდებული უფლის ტაძარში და ცრემლები უნებურად იკვალავდნენ გზას სახის ნაკვთებზე. ცოტა ხანში, ლუღლუღს მოჰყვა:
-რა დანაშაული მიმიძღვის შენს წინაშე, რომ ასე დამსაჯე? რით დავიმსახურე? –მღვრიე გონებით სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს დეივიდი. – საკუთარმა დედამ გამწირა, ვიღას უნდა ვენდო ამ “დამპალ” დედამიწაზე?! დამეხმარე, მასწავლე როგორ ვიცხოვრო ამდენი ადამიანის ცოდვებით დამძიმებულ სამყაროში. ნეტავ ერთი მიზეზი მაინც ვიცოდე, რომლის გამოც ცხოვრების გაგრძელება მიღირს. – თავი დახარა განადგურებულმა მამაკაცმა.
-სტივ, მგონი ეს კაცი შენი ყოფილი კარდიოლოგი უნდა იყოს, ვინც სამი წლის წინ გითხრა, რომ გულზე ოპერაცია გჭირდებოდა. –ყურადღებით აკვირდებოდა ქალი დეივიდს.
-ექიმი მილერი, უთუოდ ის არის. –პასტორმა მეუღლეს გადაულაპარაკა და მისკენ გაემართა.
მამაკაცი დეივიდს მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა: -როგორ ბრძანდებით, ექიმო მილერ?
დეივიდმა უცნაურად ახედა პასტორს, თითქოს არ ეცნო, მაგრამ ხელი მაინც ჩამოართვა.
-ალბათ, ვერ მიცანით, მაგრამ მე დღემდე მახსოვხართ. თავს შეგახსენებთ, პასტორი სტივენ კოქსი გახლავართ, სამი წლის წინ, თქვენმა დიაგნოზმა სიცოცხლე შემინარჩუნა. რა დამთხვევაა, არა? –სიხარულით შესცინოდა მამაკაცი ექიმს.


დ ა ს ა ს რ უ ლ ი

-----
დასრულდა "სისხლში მოცეკვავე" და არ ვიცი თქვენ რას გრძნობთ, მაგრამ მე ძალიან განვიცდი, რაც მოხდა. დიდი ხანია, ამ ნაწარმოებზე ვმუშაობ და ამდენი ხნის განმავლობაში, თითოეული პერსონაჟი ისე გავითავისე, გამოგიტყდებით და ცოტა მიმძიმს კიდეც, რომ დღეს უნდა დავემშვიდობო. ალბათ, დროულიც იყო, წელიწადზე მეტია, მათი ცხოვრებით, ნაღველით და სიხარულით ვცხოვრობ, მაგრამ არაუშავს, ახლა ახალ პერსონაჟებთან შეხვედრის დროა. რაღაც პერიოდით, ისევ შევუძვრები ვიღაცას სულიერ სამყაროში და მერე თქვენამდე მოვიტან.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მკითხველს, იმისთვის, რომ ჩემს ნაწარმოებს დრო დაუთმო, გაეცნო და დროდადრო არც კომენტარებს იშურებდა, რომ მიმხვდარიყავი, რამდენად სწორად მიმყავდა თხრობა.უნდა ვაღიარო, რომ გამორჩეულად კარგი ლოგიკის და ინტუიციის მკითხველი მყავდა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო კომენტარების მხრივ აქტიურები: მირანდა, ქეთი ქიმუცაძე, მარიამ კაკაბაძე, ცირა და ციცინო კიკნაძე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. იმედი მაქვს, ისიამოვნეთ.
საუკეთესო სურვილებით,
ავტორიскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი მარინა

სიამოვნებით წავიკითხე, კარგად წერთ, უზომოდ მომწონს და მოუთმელნად ველოდები რამე ახალს♥️

 




სტუმარი მარინა
სიამოვნებით წავიკითხე, კარგად წერთ, უზომოდ მომწონს და მოუთმელნად ველოდები რამე ახალს♥️

მადლობა, მარინა. მიხარია, რომ მოგეწონათ heart_eyes

 



№3 სტუმარი Qeti qimucadze

Vaimeee, ici lusi shemwcodaaa, erti uneblie danashaulis gamo namdvil borotmoqmedad iqcaaa. Is ufro vgacamda, vidre msxverplebi, zalian visiamovne da moutmenlad velodebi momdevnosss, uhhh, radazabuli siujeti iyoooo, yochag sexniavvv da madloba shenn

 



№4 სტუმარი სტუმარი თამარი

ძალიან ვისიამოვნე. ქართული დეტექტივი და ასე კარგად დაწერილი და გადმოცემული მკითხველისთვის ნამდვილად შედევრია.ყველა დეტალი აწონ-დაწონილი, დიალოგი.გრძნობები, ემოციები, ყველა ჯესტი და მოქმედება გადმოცემულია ისე, რომ მზად არის უკვე ერთი ფილმი რომ გადაიღონ. აუცილებლად ველოდები რაიმე ახალ დეტექტივს კიდევ.ვფიქრობ, თუ ამის ნიჭი აღმოგაჩნდა რაც ნამდვილად გაქვთ, არ უნდა გაჩერდეთ. წარმატებებს გისურვებთ.

 




Qeti qimucadze
Vaimeee, ici lusi shemwcodaaa, erti uneblie danashaulis gamo namdvil borotmoqmedad iqcaaa. Is ufro vgacamda, vidre msxverplebi, zalian visiamovne da moutmenlad velodebi momdevnosss, uhhh, radazabuli siujeti iyoooo, yochag sexniavvv da madloba shenn

ლუსის ცხოვრებით ვცხოვრობდი მთელი ნაწარმოების განმავლობაში. ისიც ხომ გამბედაობა და სიძლიერეა, მოერიო ამხელა ტკივილს, რასაც ატარებდა და მაინც ისე აგრძელებდე სიცოცხლეს, რომ სხვებს თავი მოაჩვენო, არაფერი მომხდარა.

სტუმარი თამარი
ძალიან ვისიამოვნე. ქართული დეტექტივი და ასე კარგად დაწერილი და გადმოცემული მკითხველისთვის ნამდვილად შედევრია.ყველა დეტალი აწონ-დაწონილი, დიალოგი.გრძნობები, ემოციები, ყველა ჯესტი და მოქმედება გადმოცემულია ისე, რომ მზად არის უკვე ერთი ფილმი რომ გადაიღონ. აუცილებლად ველოდები რაიმე ახალ დეტექტივს კიდევ.ვფიქრობ, თუ ამის ნიჭი აღმოგაჩნდა რაც ნამდვილად გაქვთ, არ უნდა გაჩერდეთ. წარმატებებს გისურვებთ.

ვაიმე, მადლობა ასეთი შეფასებისთვის heart_eyes დეტექტივის წერა თავის სპეციფიკას მოიცავს, რომელსაც არ უნდა გადაუხვიო და ძირითად თემას არ ასცდე, ამიტომ, როგორც შინაარსმა მომცა საშუალება და სადამდეც "გამიშვა" შევეცადე, დროებით გამოძიებისთვისაც მომეწყვიტეთ ხოლმე და სხვა თემებით დროებითი განტვირთვა გაგეკეთებინათ. მიხარია, თუ მოგეწონათ heart_eyes

 



№6 სტუმარი სტუმარი ლიკა

ღმერთო ნამდვილი საოცრება იყო... ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ დასასრულს. საერთოდ დეტექტივის ჟანრის ნაწარმოებები მიყვარს და ეს მოთხრობაც კიდევ უფრო ამძაფრებს ჩემს სიყვარულს. ამ ჟანრის ნაწარმოებების შექმნა რთულია და ყველა მნიშვნელოვანი თუ წვრილმანი დეტალებიც გათვალისწინებული უნდა იყოს. შენ კი ყველა მოლოდინს გადააჭარბე. შენგან დიდი მწერალი დადგებოდა.❤❤????????????????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent