ქარწაღებულნი (თავი 1) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარწაღებულნი (თავი 1)


2-08-2018, 11:15
ავტორი ბიბი
ნანახია 275

ქარწაღებულნი (თავი 1)

წარმოუდგენელია, რაღაცები ძვლივს გვახსოვს რაღაცები კი არასდროს გვავიწყდება. მრავალი წლის შემდეგ პირველად მოვარგე კარს გასაღები და საკეტიც უხმაუროდ გადავატრიალე. კარი გავაღე თუარა მზის შუქზე გამოჩნდა მტვრის ნაწილაკები რომელიც სახლში დაფრინავდა, მეც გაუბედავად შევედი, მზის სათვალეს არ ვიშორებდი, არც ის მინდოდა ვინმეს გაეგო რომ სახლის კარი ღია იყო, რაც შემეძლო სწრაფად დავდე ჩანთა მტვერიან ხალიჩაზე და კარი მივხურე.უ-ხ-მ-ა-უ-რ-ო-დ.
ძველი სქელი ფარდები გადავწიე და ფანჯარა გავაღე. რადგან მტვერს იმდენად დაეოსებინა მინები, სინათლე არ აღწევდა სახლში. ყველაფერი შეფუთული იყო, თეთრი ზეწრები ჰქონდა ავეჯს გადაკრული და მეც არ ვჩქარობდი მათ გაშიშვლებას, ან რას მომიტანდა მათი ხილვა, მხოლოდ მოგონებების ზღვაში გადამაგდებდა და მიდი მერე და იცურე. კაცმა არ იცის ნაპირამდე როდის მიაღწევ.
ერთადერთი რაც ჯერ კიდევ ნათლად ჩანდა, ჩარჩოში ჩასმული სურათი იყო, ისიც რათქმაუნდა დიდი რაოდენობით მტვერით იყო დაფარული, ხელში ავიღე, შევამჩნიე პალტო ოდნავ დამსვროდა მტვრით , ჩავიფერთხე. გავიხადე მაგრამ ადგილი ვერ მოვუძებნე, შემოსასვლელში დავბრუნდი და ჩემოდანზე გადავკიდე. ჩარჩოს სული შევუბერე, ახლა უკვე გამოჩნდა სახეები. დედა, მამა, სანი, მარიამი. ვეცადე საკუთარი თავი მეპოვნა მაგრამ ვერ შევძელი.
ფოტო ამოვიღე და დავხედე 2011 წელი. ჰო ამდროს უკვე შორს ვიყავი, მერე მოხდა ყველაფერი ის რაც ამ სახლს დაემართა. როგორ შეიძლება შენი ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი მოგონება ერთ წერტილში იყოს, ერთ ჰაერში, ერთ ადგილას იყოს გამოკეტილი. მერე მიხვიდე გააღო და გარეთ გამოუშვა.
ძველი, იტალიური ეზო. ქალაქის ცენტრში მდებარე, სხვას აქ არც არავის ვიცნობდი, მხოლოდ 6 ოჯახს და ესეც უცნაური თანაოფარდობა იყო. იყო ბებია-ბაბუების თაობა თითქმის ყველა ტოლები, მერე დედ-მამის თაობა მოდიოდნენ ისიც ასევე, მერე ჩვენი განუყრელების. ნეტა ახლა როგორ ცხოვრობდნენ. ისევ ისეთი ხალისით ატარებდნენ საღამოებს?! ისიც კი არ ვიცოდი ისევ აქ ცხოვრობდნენ თუ არა.
ნელ-ნელა მოვიარე მთელი სახლი, ჩემი ნავსაყუდელი, მოგონებების ბუდე. სიცოცხლისა და სიკვდილის დასაწყისი.
საერთო ოთახში რომ შევედი წამით სიცივემ ამიტანა, მთლიანად ამაკანკალა, თავიდან მეგონა იმის ბრალია კოკაინი რომ ახლახანს გადავაგდემეთქი და სურვილი ცოტა მაინც დასაოკებლად სიგარეტს მოვუკიდე, აქამდე არასდროს მომეწია ამ ოთახში. რევოლუციონერი არ ვიყავი მაგრამ მარტივი სურვილი მქონდა მინდოდა როცა მაამჩემს ამ ოთახში დაასვენებდნენ მის კუბოში ჩამეფერფლა სიგარეტი რომელიც ასე ეზიზღებოდა.
აივნის კარი გამოვაღე. ჯერ კიდევ დილის 12 საათი იყო. ქუთაისი ამ დროსაც კი მკვდარია და ახლაც არ აყოვნებდა ახლაც არ თმობდა სადავეებს და არ აპირებდა გამოფხიზლებას. ქუჩაში სულ რამდენიმე მანქანა დადიოდა. მზე ხარბად ისროდა სხივებს. მიყვარდა შემოდგომის მზე, სევდიანი, თბილი, ნოსტალგიური იყო. ჩემს ცისფერ პერანგს წამში თეთრად გადააქცევდა. ცოტახანს ასე ვიდექი, მზეს ვეფიცხებოდი და ჩემი საყვარელი ქალაქის სურნელით ვივსებდი ფილტვებს, მერე მომშივდა, საშინელმა შიმშილის გრძნობამ ამიტანა. ესეც კოკაინის გადაგდებას დავუკავშირე და მაღაზიაში წავედი. რამდენიმენაირი ორცხობილა, გაზაიანი სასმელი და რამდენიმე კოლოფი სიგარეტი ვიყიდე, რათა მეტჯერ აღარ დამჭირვებოდა სახლიდან ცხვირის გამოყოფა.
იტალიურ ეზოში რასაც ვერასდროს გვერდს ვერ ჩაუვლი მეზობელია. ეზოში შესულს აივნიდან ვიღაცის მწველი მზერა ვიგრძენი, არ მინდოდა გამეხედა შეიძლება ვერც ვეცნე თუ არ შევიმჩნევდი, მაგრამ როგორც ყველა სამეზობლოს აქაც გვყავდა ადამიანი რომელიც ჩრდილზეც კი გიცნობდა, ასეთი იყო გულიკო დეიდა.
-დათა შვილო შენ ხარ?-სიხარულით, იმედითა და ათასგზის მონატრებით გადმომძახა.
-გულიკო დეიდა?!-ვითომ აქამდე შეუმჩნეველი იყო ისე შევიცხადე, სწრაფად პარკი ძირს დავდე და კიბეზე ავედი, რომელიც ჩემი სახლისკენ არ მიდიოდა.-როგორ ხართ.-გადავეხვიე. რომ გადავეხვიე მერე გავაცნობიერე თურმე რა მენატრებოდა აქაურობაში, ადამიანები, რომლებსაც მთელი ცხოვრება ვიცნობდი.
-კარგად შვილო, შენ როგორ ხარ?! როგორ მოგვენატრე, როდის ჩამოხვედი? ძნელია ჰო ალბათ შენთვის ამდენი წლის მერე დაბრუნება, თან რაც საწყალ მამაშენს დაემართა.
-ჰო გულიკო დეიდა, ძნელია, ძნელი-გაუაზრებლად დავეთანხმე.-ბოდიში ახლა დაგტოვებთ ბევრი საქმე მაქვს, სახლის ყველა კუთხეს მიხედვა ჭირდება.
-ჰო მესმის შვილო, ნიას და გიროგის ძალიან გაეხარდებათ შენი ნახვა, საღამოს მოვლენ.
-ძალიან კარგი-ნაძალადევად გავუღიმე და კიბეები ჩავირბინე. ანუ ნია და გიორგი ისევ აქ არიან. და დანარჩენები, დანარჩენები სად ან როგორ არიან, ხან ძალიან მინდოდა გამეგო, ხან კი საერთოდაც არ მაინტერესებდა.
ასეთი ხასიათი მქონდა, რაღაცას თუ ავიჩემებდი აუცილებლად მივიღებდი მაგრამ რაც უმნიშვნელო იყო ბოლომდე უმნიშვნელოდ რჩებოდა და ერთადერთი ვინც მთელს სამეზობლოში შეიძლებოდა მდარდებოდა სალომე იყო. ოქროსთმიანი სალომე. მერე რა რომ შავი იყო მისი თმა. ჩემთვის ოქროს ფერი იყო და მორჩა.
მთელიდღე სახლში გავატარე, ნაჭუჭში გამოვიკეტე თითქოს. აივნის კარი ღია მქონდა, მტვერი, სიგარეტის კვამლი და ჩემი სუნთქვის ხმა იქიდან გადიოდა ქუჩაში. თვალები ამეწვა, ისე ამეწვა კივილი მინდოდა, ეს კი ნამდვილად კოკაინის ბრალი იყო. ცხელი წყალი მინდოდა, შევყუდებოდი და აღარასდროს გამოვსულიყავი, მაგრამ წყალი არ მოდიოდა, ისევე როგორც არ იყო ელექტრო ენერგია და გაზი. ან საიდან უნდა ყოფილიყო.
მთელი სხეული ამიკანკალდა, კედელს მივეყრდენი და ძირს დავჯექი, შავი ჯინსი ისვრებოდა მაგრამ ახლა უკვე მეკიდა, მთავარია არ გავგიჟებულიყავი. ხელები გამიწითლდა ვუყურებდი როგორ მიცახცახებდა მთელი სხეული როგორ დამეძაბა ძარღვები და თავს ვერ ვაკონტროლებდი, ხელით მოვძებნე სიგარეტი მოვუკიდე და ნერვიულად დავიწყე მოწევა. უკვე მერამდენედ მქონდა შეტევა, თვითმფრინავშიც კი დამემართა, გავაგიჟე ჩემს გვერდით მჯდომი ახალგაზრდა გოგო, ვერ გაიგო რა მჭირდა. ან რა უნდა გაეგო?! ამას ხო მოხერხება უნდა, 30 წლის ასაკში ჯერ კოკაინზე დამოკიდებული გახდე და მერე გადააგდო.
კარებს მივუახლოვდი, ვიცოდი მთელი მშობლების თაობა ახლა გარეთ იყო და ჩემს ჩამოსვლას განიხილავდა მაგრამ როგორ?! როგორ აფასებდნენ ამას, საცოდავს მეძახდნენ?! თუ მამაჩემს ეძახდნენ საცოდავს ?! ასეც იყო და ასეც უნდა ყოფილიყო, მერე სახლში შევიდოდნენ და დედა შეებრალებოდათ. გამწარებული ქალი, დედა, ცოლი. ასე იყო, ყველამ კარგად იცოდა რას წარმოადგენდა “საწყალი მამაჩემი.”
ჯობდა ყველაფერი პირში ეთქვათ, დემონსტრაციულად გავაღე კარი და ოლიმპიური სიმშვიდით გავედი აივანზე, სიგარეტს მოვუკიდე და მოაჯირს დავეყრდენი თითქოს სახლში მიშლიდნენ მოწევას.
-დათა შვილო, როგორ ხარ?-ჩემი კარის მეზობელი ნუნუ დეიდა მომვარდა და გადამეხვია.
-კარგად ნუნუ დეიდა თქვენ როგორ ხართ?
-არამიშავს შვილო, აბა როგორ უნდა იყო აქ?!-თვალი მოავლო ეზოს- როდის ჩამოხვედი? შენი და ძმა სად არიან? დიდიხანია არცერთი გამოჩენილა.
-დღეს ჩამოვედი, დღეს, სადმე აქ იქნებიან არ ვიცი.-გავუღიმე ნაძალადევად და ირგვლივ მიმოვიხედე.
-სად იყავი? როგორ მოგვენატრე ყველას. ჰო იცი ყველას როგორ უყვარხარ, გეგა და ნიკო მალე მოვლენ, გაგიჟდებიან რო დაგინახავენ.
-მაგათ კიდე გაგიჟება უნდათ?!-გულწრფელად გამეღიმა გეგას და ნიკოს გახსენებაზე. სიგარეტი ბოლომდე ჩამეწვა ხელში და ეზოში მოვისროლე.-აქ რა ხდება? სად არიან სხვები?-ცარიელ ეზოსა და აივნებს თვალი მოვავლე.
-ახლა ჯერ ადრე შვილო, ყველა სამსახურშია. გეცოდინება ალბათ, ბაჩომ და გიორგიმ ცოლი მოიყვანა, მალე გეგაც მოიყვანს. თეკლაც გათხოვდა მაგრამ თითქმის სულ აქ არის. ჯავახიები გადავიდნენ.რავიცი აბა თითქმის არაფერი შეცვლილა სხვა რაც შენ წახვედი.-და სალომე?! სალომე რატო არ ახსენა?! იცოდა?! იცოდა რაც მოხდა ?! ნუთუ ყველამ ყველაფერი იცოდა. თვალები სალომეს ფანჯრებთან შევაჩერე და გამიშტერდა. ისევ აქ არის ?! ისევ აქ ცხოვრობს?! მარტო ეს კითხვა მიტრიალებდა თავში მაგრამ პირში ენა არ მიბრუნდებოდა რომ ეს მეკითხა.
-ძალიან კარგი იმედია მალე მოვლენ რომ ვნახო. მეც ყველანი ძალიან მომენატრეთ.
-ამდენი წელი როგორ არ ჩამოხვედი? ბავშვები ყველას დაბადებისდღეზე გელოდენ, შენც და შენ და-ძმასაც.
-რავიცი აბა ნუნუ დეიდა, შენც ხომ იცი აქ ცხოვრება არასდროს მინდოდა. თან ბევრი საქმე მქონდა. ახლა მოვიცალე და ჩამოვედი.-ეზოში გამაყრუებელი ქალის კივილი გავიგონე.
-დათააა?! დათააა?!-ყვიროდა და თან თავქუდმოგლეჯილი მორბოდა ჩემი სახლისკენ.-დათა?! ნუთუ მართლა?! ჩამოხვედი?-როგორც იქნა კიბე ამოირბინა და გულში ჩამეკრა.
-ნიაკო.-მეც მოვეხვიე, შეუძლებელი იყო ეს გოგო არ გყვარებოდა. აქ ამ ეზოში ყველაფერი ხდებოდა, ბრაზი, ჩხუბი, სიხარული, დაპირისპირება, შერიგება. ნია კი ის ადამიანი იყო, ვისი გაბრაზებული სახეც არავინ იცოდა, არც მოწყენილი. ის ადამიანი იყო ვინც ყოველთვის მშვიდობის მტრედად, თეთრ ხელთათმანად გვევლინებოდა. ისე მომეწება გაჭირდებოდა მისი მოშორება სანამ თავად არ ისურვებდა.-ნუ გამგუდავ ჭკუასუსტო.-ძველებურად წავკბინე, მეც კი ამიჩუყდა გული. როგორ შეიძლლებოდა ამდენი წლის დაკარგული ჯერ ასე მოვნატრებოდი და მერე ასე შემხვედროდა.
-შენ, შე საზიზღარო!-როგორც იქნა დაასრულა ჩემი მოსიყვარულება და ხელი მკრა კარისკენ.-ამდენი წელი, ამდენი წელი როგორ არ გაგახსენდით არცერთი?! ნუთუ შენთვის არაფერს ვნიშნავდით?!
-ნიაკო! გეყოფა.-მხრებში ხელი მოვუჭირე.-როგორ არ მახსენდბოდით სულელო, რეებს იძახი. ან როგორ არ მიყვარხართ.-კიდევ ერთხელ მოვხვიე ხელი და ჩავეხუტე.


ყველაფერი შეიძლება ადამიანმა დაივიწყოს, მაგრამ ვერასდროს შეძლებდს დაივიწყოს ბავშვობა, როგორიც არ უნდა იყოს ის. ჩემი ბავშვობა კი განსხვავებული იყო, ხანდახან მგონია რომ სამი კიარა ოთხნი ვიყავით ოთხი ტყუპი მაგრამ ორი ჩემში გაერთიანდა, მე ის ვიყავი ვინც ყველას უყვარდა, ვინც ყველაზე კარგ მეგობრად მიაჩნდათ, ყოველშემთხვევაში ასე ამბობდნენ, მაგრამ ეს კარის ზღურბლს იქით ხდებოდა. სახლში სხვა რამ ტრიალებდა მიუხედავად იმისა რომ ჩემი და ძმა ზუსტად ჩემნაირები იყვნენ, ასაკითაც კი მაინც მე ვიყავი ერთადერთი ვისაც სილურჯეები და შერყეული ფსიქიკა ქონდა. ვინც გამუდმებით რაღაცას მალავდა და ყოველთვის უმჟღავნდებოდა.
მარიამი ჩვეულებრივი გოგო იყო, მაგრამ ის იყო ერთადერთი ვისთანაც საუბარი შემეძლო ბოლომდე გახსნილად. სანი თავისი გატაცებებითა და მისწრაფებებით იყო ყოველთვის დაკავებული ამიტომ არასდროს უსმენდა მამას და არც ვინმე სხვას, თავისუფალი დრო კი მხოოდ ერთს ნიშნავდა რომ ჩვენ სამნი ვერთიანდებოდით და ერთი შეკრული ძალა ვიყავით, ვერავინ ვერ გვამარცხებდა, ვერცერთი მხრიდან. მარიამი ჩვენი საყრდენი იყო, ჩვენი საძირკველი. ალბათ იმიტომ რომ გოგო იყო. ან იმიტომ რომ ჩხუბის დროს მხოლოდ მას შეეძლო შევეჩერებინეთ, ასეთი კი ჩემი და სანის ცხოვრებაში ბევრი იყო. კარგი იქნებოდა მამასთვისაც ასეთი პრესტიჟი ყოფილიყო მარიამი.
სახლში სადაც ვიდექი და ხარბად ვისუნთქავდი მტვერს ბევრი ადგილი იყო, საიდუმლო ადგილები სადაც ისეთ რაღაცებს ვინახავდი რაც მხოლოდ ჩემი იყო.
ნეტავ კიდევ თუ შემორჩა ამ სახლს ის ხიბლი რაც ჩემს ბავშვობაში ქონდა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სახლი მაგრამ განსაკუთრებული ბევრი რამით. ჩვენ სამს ჩვენი სამყარო გვქონდა, ჩვენი კუთხე, ჩვენი ნავსადგური. სადაც ვარსებობდით. მანსარდის ტიპის ოთახი ჩემი და სანის ოთახში, ანუ მარიამის ოთახი და ჯადოსნური კარი რომელიც სახურავზე ადიოდა.
ყოველთვის მაწუხებდა ფაქტი რომ ქალაქის ცენტრში ვცხოვრობდი სულ ხმაური, მანქანები, საშინელი სუნი, სივრცეს ვერ ვგრძნობდი არადა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა, ასეთ დროს როცა ჩიტებისა და ხეების ხილვის მეტი არაფერი მინდოდა სახურავზე ავძვრებოდი, იქ არც მანქანების ხმა ისმოდა და ვერც შენობებს ვხედავდი, დავწვებოდი და ცას ვუყურებდი, თან საშვალება მქონდა საკმაოდ პატარა ასაკში სიგარეტი მომეწია და ჩემი თავისუფლება ამით მომეპოვებინა თუნდაც მცირე ხნით. მარიამი ხელში მყავდა შეკლული ღამღამობით ავძვრებოდი მასთან ერთად და უამრავ რამეზე ვსაუბრობდით, მასზე, ჩემზე და მამაზე. ძირითადად ის ლაპარაკობდა მე კი ჩუმად ვუსმენდი და ყელში მახრჩობდა მისთვის უთქმელი სიტყვები.
მარიამი თავიდანვე, ბავშვობიდანვე მედიცინამ გაიტაცა, სანი რაგბს თამაშობდა, მე კი პატარაობიდანვე მოვიწამლე თეატრით. ძირითადად მარტო დავდიოდი, არცერთ სპექტაკლს არ ვტოვებდი. ხელოვნებით ვიკვებებოდი, ჯერ გიტარაზე დაკვრა ვისწავლე მერე კი ფორტეპიანოზე ვცადე სწავლა თუმცა აქ ბევრ დაბრკოლებას გადავაწყდი და თითის ფალანგები ისეთ დღეში ჩავიგდე გირატას ხელშიც ვეღარ ვიჭერდი.
მთელ სკოლას აინტერესებდა რას ვუკრავდი ასეთს რომ ყოველკვირაში თითებს ვიტეხდი, მამასთვის უნდა ეკითხათ. ალბათ 12 წლის ვიყავი მთელი დღე სკოლაში, მერე ახალგაზრდულ დასში და სახლში დაღლილი მოსული პიანინოს მივუჯდებოდი, მამას მისი ხმა აწუხებდა, ამბობდა რასაც აკეთებ ან საუკეთესოდ გააკეთე ან შეეშვიო. თან თუ ნასვამი იყო გაუფრთხილებლად მოვიდოდა და ფორტეპიანოს სახურავს პირდაპირ თითებზე მირტყამდა, თან ყვიროდა რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა და უნდა შემეწყვიტა სრულიად უსარგებლო საქმიანობა.
მახსოვს პირველად რომ ასე მოიქცა სახლიდან გავიქეცი, წასასვლელი არსად მქონდა, ან სად უნდა წავსულიყავი 12 წლის ბავშვი ეზოში დავჯექი და მხოლოდ შურისძიების გრძნობით ვივსებოდი. ყველასთვის ახსნა მჭირდებოდა თუ რატომ იქცეოდა მამაჩემი ასე, სალომე კი ამას არ მეკითხებოდა, არ აინტერესებდა რა მიზეზით მქონდა თითი მოტეხილი უბრალოდ მოდიოდა და მივლიდა, როცა არ შემეძლო ჩემს მაგივრად წერდა, როცა მტკიოდა მოდიოდა და მიყუჩებდა ყველა ტკივილს. მისი თმის სურნელი ყველა ტკივილს მავიწყებდა და ენერგიით მავსებდა, ისეთით რომ შემეძლო ავმდგარიყავი და ორმეტრიანი მამაჩემისთვის სახე გამენგრია.


ნიაკო ქარივით ჩავიდა ეზოში საღამოს მოვალო და წავიდა. სახლში დავბრუნდი. კედლებს ვაკვირდებოდი, ჩვენი ნაკვალევი აქ იყო. აქ იყო ცხოვრებ რომელი მკლავდა, სუნთქვის საშვალებას მითრგუნავდა. ფორტეპიანოსთან მივედი და ზემოდან დაფარებული თეთრი ზეწარი გადავაძრე. ხელი გადავუსვი ნაჭდევებზე რომელიც ჩაქუჩით მიაყენა მამამ. რამდენიმე კლავიში ჩამტვრეული იყო… ვერ ვისწავლე მასზე დაკვრა. მის მერე აღარაფერზე დამიკრავს.
ისევ საშინლად მომშივდა. იატაკზე დავჯექი და ვჭამე. მთელი კოლოფი სიგარეტი მოვწიე ლამის, ვგრძნობდი როგორ მეწვოდა თვალები სარკეში ჩახედვა არ მჭირდებოდა ვიცოდი წითელი მქონდა და სთვალე გავიკეთე, ნელ-ნელა შებინდდა და სანთლები ავანთე. შუქი ჯერ კიდევ არ ჩამირთავს.
ფიქრებმა წამიღო. ვიცოდი მალე გაიგებდნენ ჩემი და ძმა რომ ჩამოვედი და უეცრად, ხმაურიანად დამადგებოდნენ თავზე. მარიამის ოთახში ავირბინე, აქ ისევ ისე იყო ყველაფერი როგორც დავტოვე, კედელზე გაკრული ნახატები, ძირითადად ორგანოების. ლოგინზე დამჯდარი სათამაშო დათვი და წიგნი ლოგინთან. კედელზე გაკრული ორიგამის პეპლები და ჩიტები. მხიარული გოგო იყო მარიამი, ფერადი, ღიმილიანი, მე არ მგავდა. მაგიდის უჯრა გამოვაღე და ფოტოები ამოვიღე. ყველგან ისინი იყვნენ მე კი ყოველთვის უკანა პლანზე. არავის უნდოდა კადრში გამოვეჩინე. მთელი ბავშვობა მტანჯავდა ფიქრი რატომ ვიყავი გარიყული. ხშირად საკუთარ თავს თავადვე ვრიყავდი, ვიმალებოდი, ხმის ამოუღებლად ვაქცევდი ყველას ზურგს და მერე მიკვირდა, რატომ არავის უნდოდა ჩემთან ყოფნა, ჩემთან თამაში.
ისევ ეზოში გავიხედე, სალომეს სახლიდან სინათლე გამოდიოდა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. ყავა მინდოდა, ძალიან მინდოდა ცხელი ყავა, მისი ორთქლით რომ ნიკაპი გეცვარება და საოცარ სურნელს აფრქცევს. ნუნუს დავუკაკუნე, ვთხოვე ყავა დამალევინეთ თუ შეიძლებათქო, მანაც უარი არ მითხრა გამიმზადა, თავისთვისაც გაიმზადა და გარეთ დავდექი, დავიღალე და კიბეზე ცამოვჯექი, სათვალეს არ ვიშორებდი. სალომეს სახლს ვუყურებდი, ნუნუ ამბებს მიყვებოდა ისტორიებს ყველაზე , როცა წასული ვიყავი მაგრამ სამწუხაროდ სალომეს არ ახსენებდა.
-შენ?! შენ აქ რა გინდა ?! -კიბეზე შედგა ნიკო და მის უკან მომავალი გეგა ნელი ნაბიჯით წამოეწია.
-არ შემიძლია ჩემს სახლში მოსვლა?-ძლივს გავუღიმე, ისე მქონდა დაჭიმული სახის კუნთები მეგონა სადაცაა და კანი გამისკდებათქო.
-დათა, მართლა შენ ხარ?-გაოცებული ღიმილით მომიახლოვდა ნიკო და სათვალის მოძრობას ეცადა.
-ჰო რათქმაუნდა მე ვარ.-ფეხზე წამოვდექი და სათვალეც არ დავანებე.-ვინ უნდა იყოს სხვა?! ნიკო უეცრად მომეხვია, ისე მომეხვია როგორც ჯარიდან დაბრუნებულებს ეხვევიან ხოლმე. მეგონა სადააცაა და ჰაერი აღარ მეყოფა და გავიგუდებითქო.
-როგორ მენატრებოდი, ასე როგორ მოგვექეცი?!-ახლა გეგა გადამეხვია იგივე ტემპში. ნუნუს გავხედე, თვალებში ცრემლები ჩაუდგა.
-გიო, ბაჩო.-ხმამაღლა დაიყვირა ნიკომ-გამოდით ბიჭო, ნახეთ ვინ ჩამოვიდა. გიოს სახლიდან დედეამისი გამოვიდა, ვიცი და გიორგი ჯერ არ მოსულაო. ბაჩოს კარები მოგვიანებით გაიღო. რაგაღრიალების ძახილით გამოვიდა გარეთ და უცებ გაშეშდა და მზერა ჩემკენ შეაჩერა. უცებ გამოირბინა დაშორების მანძილი.
-ჩემი სიმპატიური!-ყურებამდე გაკრეჭილი კეფაზე მომკიდა ორივე ხელი და თავისკენ მიმიზიდა.
-სად არის შენი და?-დიდხნიანი ჩახუტების შემდეგ ძლივს დავიძვრინე თავი და ვკითხე.
-გათხოვდა, ჰო გეცოდინება ალბათ. გათხოვდა კარგი სიძე მყავს. ახლა ორ თვეში ბავშვსაც ელოდება. ახლავე დავურეკავ და ვეტყვი მოვიდეს, გაგიჟდება რო დაგინახავს.-ყველა რატო გიჟდება ჩემს დანახვაზე?! რა დავტოვე ასეთი მათ გულებსი და ტვინებშითქო ვფიქრობდი. და სალომე?! სალომეს რატო არ დაუძახა.-ანა გადავიდა ჰო იცი ?
-ჰო ვიცი ნუნუ დეიდამ მითხრა, ნიაკო კი ვნახე.
-ჰო, ანას სახლში ჯერ არავინ გადმოსულა. დაკეტილი აქვთ მოდის ხოლმე ისე ხშირად.
-გაყიდეს თუ ?
-არა,არა. უბრალოდ საკუთარი სახლი იყიდეს ამის გაქირავება უნდოდათ მარა, რავიცი ძმაო არ გამოდის რა.-ღიმილით მიყვებოდნენ ეზოს ჭორებს.-შენ რჩები?
-ჰო ცოტახნით ვრჩები, მაგრამ სახლში არაფერი მაქ, არც დენი არც წყალი არც გაზი.-სალომეს კარი გაიღო. ჯანდაბა გული ისე ამიჩქარდა, კოკაინი, კოკაინი მინდოდა მხოლოდ, არა ვერ შევხედავდი, ბაჩოს ამოვეფარე.
-რა ხდება?! რა ჟივილ-ხივილია? აივანზე გადმოდგა.
-ვა სალი, დათა ჩამოვიდა. მოდი!-მიახალა გეგამ.
-უი რა კაია, სამუშაო მაქვს და მერე მოვალ.-სწრაფად შევიდა სახლში.
ადგილზეგავიყინე ან გავქვავდი, არ ვიცოდი ამ მდგომარეობას რა ერქვა,როცა ვერ ინძრევი როცა არ გესმის, ვერ აცნობიერებს რა ხდება მხოლოდ მისი სახე და თმების ნელი მოძრაობა. ბაჩოგვერდით გავწიე და სახლში შევედი. კედელს ვეყრდნობოდი, ძალიან მეხვეოდა თავბრუ მეგონა სადაცაა და წავიქცევითქო ბანცალ-ბანცალით მივედი ოთახამდე და ძირს დავწექი. არვიცი რამდენხანს ვიწექი ასე გაუნძრევლად, ერთადერთი რასაც ვგრძნობდი მტვრის სურნელი იყო. გაშტერებული ვუყურებდი აივნის ღია კარს, დავინახე როგორ დაღამდა, და მერე როგორ მოემატა სინათლე ცას. ნელ-ნელა უფრო მკაფიო გახდა ეს სინათლე.
გავიგონე როგორ ცდილობდა ვიღაც კარის გაღებას. კარს მივუახლოვდი.
ვინ უნდა ყოფილიყო თანაც სახლის გასაღებიც ქონდა. როგორც იქნა საკეტი გადაატრიალა.
კარი გაიღო.
-მარიამ.-კიდევ ერთი გაშეშება, გაყინვა, უმოძრაობა.

---
ველოდები თქვენს შეფასებას, თუ მოგწონთ გავაგრძელებ.
მოკლედ გამიზიარეთ თქვენი აზრი, კარგიცდა ცუდიც.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი tako.izek

ზალიან მომეწონა..აუცილებლად გააგრელე.

 



№2  offline მოდერი ჰაიკო

კარგია ნამდვილად
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№3  offline წევრი ბიბი

tako.izek
ზალიან მომეწონა..აუცილებლად გააგრელე.

ჰაიკო
კარგია ნამდვილად

მადლობა heart_eyes

 



№4  offline წევრი უცნაური მე

კარგია ძალიან მომეწონა და გაგრძელებას ველოდები.

 



№5  offline წევრი ნეფერტარი

ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ სათაური? იმ ცნობილ ქარწაღებულს მაგონებს,
არადა ეს სულ სხვა რამეა. თუ სათაურს შეცვლით უფრო მეტი ნახვები ექნება.

 



№6  offline წევრი naniko mindia

Gagzele kargi istoria chans warmatebebi
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 



№7  offline წევრი ბიბი

უცნაური მე
კარგია ძალიან მომეწონა და გაგრძელებას ველოდები.

მადლობა
ნეფერტარი
ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ სათაური? იმ ცნობილ ქარწაღებულს მაგონებს,
არადა ეს სულ სხვა რამეა. თუ სათაურს შეცვლით უფრო მეტი ნახვები ექნება.

რავიცი, ახლასათაურის შეცვლა მგონი გვიანია ;დ

naniko mindia
Gagzele kargi istoria chans warmatebebi
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

მადლობა, განვაგრძობ აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent