მე და ჩემი ფსიქოლოგი (1 თავი) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ჩემი ფსიქოლოგი (1 თავი)

2-08-2018, 12:12
ნანახია 3 339

მე და ჩემი ფსიქოლოგი (1 თავი)

ჩვეულებისამებრ დილის შვიდ საათზე დაყენებულმა მაღვიძარამ მშვიდი ძილი დამიფრთხო და მეც საწოლში სხეულის გაწელვით დავიწყე დილა. გემრიელი „გაზმორების“ შემდეგ საწოლზე წამოვჯექი, ღია ფანჯრიდან ნიავი ოდნავ ირხეოდა მზე კი ახალი ამოსული იყო და სათანადოთ ჯერ არ გაეთბო მიდამო. აბაზანაში შევედი და მძინარე სხეული გრილ წყალს მივუშვირე, აბაზანის კედლებს ხელის გულებით მივეყრდენი და კეფა უფრო მკვეთრად მივუშვირე წყალს, ხუთი წუთი მაინც დავყავი ამ მდგომარეობაში, გონებაში დაუკითხავად შეპარული მელანქოლია ბაგეზე ღიმილს მგვრის, ტანზე ეკლებს მაყრის და მაიძულებს წყლისგან გამოწვეულ ეიფორიას მალე დავაღწიო თავი. ონკანი დავკეტე, პირსახოცი შემოვიხვიე და მისაღებში გავედი. ჩაიდანი გასქურაზე მოვათავსე და წყლის ადუღების მოლოდინში სიგრეტს მოვუკიდე.
-დილამშვიდობის. -წელზე გუგას ძლიერ მკლავებს ვგრძნობ და ყელზე მისი ვნებიანი ტუჩებიც ათამაშდა.
-დილამშვიდობის. -გავუღიმე და მის კოცნას კოცნით ვუპასუხე.
-მოხდა რამე?
-რატომ მეკთხები?
-სევდიანი მეჩვენები.
-სწორად აღნიშნე გეჩვენები. -აკივლებულ ჩაიდანს დავწვდი და ყავა გავიმზადე, ფანჯრის რაფაზე შემომჯდარ გუგას შევხედე, რომელიც ახლაც ისევ ისეთი ვნებაშლილი თვალებით მიცქერდა, როგორც სამი წლის წინ, როდესაც გავიცანი. -დღეს სოფი ჩამოდის. -თვალი ავარიდე გუგას, თუმცა ვიგრძენი როგორ შეიცვალა მისი გამომეტყველება სოფის სახელის გაგონებისას.
-ანუ შენი დემონი ბრუნდება? -ნაძალადევი ღიმილი აისახა მის სახეზე
-ეჭვიანობ?
-უნდა ვიეჭვიანო?
-არა.
-მაშინ არ ვეჭვიანობ. -რაფიდან ჩამოხტა და წელზე შემომარტყა ხელები. -უბრალოდ არ მინდა ისევ აგრიოს.
-ვერ ამრევს. -გავუღიმე და კოცნა მოვპარე.
-დარწმუნებული ხარ?
-კი.
-როგორც ვხვდები დღეს გვიან დაბრუნდები, კარგი შევეცდები ჩემთვისაც გამოვნახო რამე გასართობი. ისე რამდენი წელი გავიდა?
-ხუთი.
-საინტერესო შეხვედრა იქნება, ხომ არ წამოგყვე?
-არა რა თქმა უნდა.
-კარგი. -ჩემი ჭიქიდან ყავა მოსვა და ოთახიდან გავიდა, სავარძელში ჩავესვენე და სიგარეტის ღრმა ნაფაზი შევუშვი ფილტვებში, მე და სოფის შეხვედრის სცენა ასჯერ მაინც წარმოვიდგინე თუმცა ზუსტად ვიცოდი წარმოდგენილი სცენებისგან რადიკალურად განსხვავებული შეხვედრა გვექნებოდა. სოფის ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, თითქმის მთელი ბავშობა, ჩემზე ხუთი წლით უფროსია და შესაბამისად უფრო სერიოზულიც, ის ფსიქოლოგია. ყავა დავლიე და თავის მოწესრიგებას შევუდექი. თხუთმეტ წუთში მზად ვიყავი მასთან შესახვედრად, მობილურზე შეტყობინება გავუგზავნე და დანიშნული ბარისკენ ავიღე გეზი, იქ შესულს სოფი უკვე მისული დამხვდა, ტრადიციულად ბარის კუთხის მაგიდა აერჩია და ამის დანახვისას ღიმილმა გადამირბინა. ისევ ისეთია, ავადმყოფურად სუსტი, მოკლე წითელი თმით, არაორდინალური ჩაცმითა და საინტერესო თვალებით, როგორც კი შემნიშნა ფეხზე უხერხულად წამოდგა, თვალები შემანათა და ჩემს მიახლოებას ალბათ გულის ფანცქვალით დაელოდა.
-გამარჯობა სოფი.
-გამარჯობა ენიტა. -ამბობს და ჩემს შემდგომ ნაბიჯს მოუთმენლად ელის. მისკენ გადავდგი ნაბიჯი და ლოყაზე ნაზად ვაკოცე, მისი სუნთქვა მკვეთრად ვიგრძენი და სურნელი, ის სურნელი რომელიც ყოველთვის ძალიან მომწონდა, მხრები უხერხულად შევათამაშე და მის წინ მოვთავსდი.
-როგორ ხარ?
-შენ?
-შესანიშნავად.
-მიხარია.
-რამდენი ხნით დაბრუნდი?
-ჯერ არ ვიცი, ჩემს მეუღლეს საქმე აქვს თბილისში და მას გამოვყევი.
-ბავშვი როგორ არის?
-კარგად მადლობა. -რამოდენიმე წამი უხერხული სიჩუმე ისადგურებს, ის ჩვეულებისამებრს ვისკს უემოციოდ წრუპავს, მე კი შავ ღვინოს მივირთმევ და მის დაბნეულ ქმედებებს თვალს არ ვაშორებ, მთელი სიცხადით შევიგრძნობ მის დაძაბულობას და რაოდენ ბოროტულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს სიამოვნებასაც კი მანიჭებს. -კარიერაში რა ხდება?
-ასე ვთქვათ ზენიტში ვარ. -გავუღიმე, ჩანთიდან ჩემი ბოლო წიგნი ამოვიღე და წინ დავუდე. -სახსოვრად გაგატან. ჯერ გაიდვაშიც არ გამოსულა.
-მადლობა. -სახელს დახედა თუ არა ფერი ეცვალა, კითხვანარევი მზერა მომაპყრო. -სერიოზულად?
-კი სერიოზულად.
-პრობლემებს შექმნი, საზოგადოება გაგაქილიკებს.
-ეს უბრალოდ წიგნია.
-მას არ მიიღებენ და შენ მთელ კარიერას რისკის ქვეშ აყენებ.
-ძალიან ადრე კარგი ფსიქოლოგი მყავდა, მან მასწავლა, რომ რისკის გარეშე ცხოვრებას არც აზრი აქვს და არც მიზანი.
-ხო მაგრამ.
-მაშინ არ ვეთანხმებოდი მის აზრს ახლა კი ვეთანხმები. კიდევ იმასაც ამბობდა, რომ საკუთარი სურვილებით უნდა იცხოვრო და არა საზოგადოების დაწესებული კანონებით, რას იტყვის ხალხი? მე ხომ არ ვერევი მათ ცხოვრებაში, არ განვიკითხავ და არ ვქილიკობ.
-კრიტიკას დაგაყრიან.
-არაუშავს. ვინმემ ხომ უნდა ამოიღოს ხმა ამის შესახებ.
-შენი ქმარი რას ამბობს?
-მე არ მყავს ქმარი.
-ნუ ერთად ხომ ცხოვრობთ?
-არა, ზოგჯერ ერთმანეთს ვხვდებით.
-ვერ გავიგე.
-საჭიროც არ არის. -სოფი ისევ ჩუმდება და ვისკს წრუპავს. -გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა?
-არა. -მზერას მარიდებს ეს უკანასკნელი.
-მე მახსოვს, ის თუ გახსოვს სად შევხვდით ერთმანეთს?
-არა.
-მე მახსოვს, ის თუ გახსოვს პირველი დიალოგი რის შესახებ გვქონდა?
-არა. -მეღიმება.
-რა თქმა უნდა არ გახსოვს. შენთვის მე თავიდანვე პაციენტი ვიყავი, შეშლილი, გზააბნეული გოგო, რომელსაც თითქოს დახმარების ხელი გაუწოდე.
-ასე არ იყო.
-მართლა? მაშ როგორ იყო. -წამში ვიგრძენი როგორ ავდუღდი.
-არ მინდა ამაზე საუბარი.
-მე მინდა.
-გეყოფა გთხოვ, ეს დიდი ხნის წინ მოხდა. -ორივე ვჩუმდებით, ჩემი მზერა სივრცეში იყინება და ფიქრები წარსულში სამოგზაუროდ ემზადებიან, სოფი კი დაჟინებით მიცქერს და ჩემში დამალული გრძნობების გაშიფვრას ახლაც ისევე ცდილობს, როგორც წარსულში ჩატარებული ყოველი სიანსის დროს აკეთებდა. -შეცვლილი ხარ.
-საუბრის წამოწყება თავის თავზე აიღო.
-ვიცი.
-ჩაკეტილი ხარ.
-არ მჭირდება შენი ფსიქოთამაშები სოფი. აღარ მჭირდება, საჭიროზე მეტი დოზით შეარყიე ჩემი ფსიქიკა, რა გინდა ხომ გამოძერწე ჩემგან ის რაც თავად ვერ გახდი.
-შენი ფსიქიკის შერყევა არ მიფიქრია, მე ის მინდოდა დაგენახა რაც შენში იყო, მისთვის გარეთ გამოსვლის საშუალება მიგეცა და ამით ტკბობის სიამოვნება მიგენიჭებინა საკუთარი თავისთვის. -ჩემში ახარხარებული დემონი ვერ დავიმროჩილე და ბარის კედლები ჩემმა შემზარავმა ხარხარმა გაარღვია. გააზრებისთანავე თვალებით მოვუხადე იქ მყოფ საზოგადოებას ბოდიში და მთელი ცინიზმი სოფისკენ მივმართე.
-სერიოზულად? და ფიქრობ სიამოვნება მივიღე იმით რაც მაიძულე?
-მე არაფერი დამიძალებია ენიტა, მე მიგიყვანე ზღვარზე რათა გრძნობები სააშკარაოზე გამოგეფინა.
-და მერე დამტოვე. შენთვის უბრალოდ კარგი ექსპერიმენტი ვიყავი, საცდელი ბაჭია. ხომ გაერთე რაც მთავარია, ის რომ დღეს საუკეთესო ხარ შენს სფეროში ვფიქრობ ჩემზე ჩატარებული ცდების დამსახურებაა, თამცა ვიმედოვნებ ჩემსავით სხვა აღარ გაებმება შენს გათვლილად დაგებულ მახეში, თუ კიდევ აბამ ხალხს?
-გეყოფა. -შემიღრინა სოფიმ.
-სიმართლე ყოველთვის მწარეა. -სკამის ზურგს მთელი სიძლიერით მივეკარი და ღრმად ჩავისუნთქე, საკუთარ თავს დამშვიდება ვაიძულე და როგორც ყოველთვის ახლაც შესანიშნავად გამომივიდა აშლილი გონებისთვის კონტროლ გამეწია. -კარგად გამოიყურები.
-შენც.
-დღეს საღამოს რა გეგმები გაქვს?
-არაფერი.
-გინდა კლუბში წავიდეთ?
-წავიდეთ.
-შენი ქმარიც წამოვა?
-არა.
-კარგია. ბავშვიც ჩამოიყვანე?
-არა ბანაკშია, გერმანიაში.
-გასაგებია. მომიყევი ახლა როგორ ხარ?
-ისევ ისე, ბავრი პაციენტი მყავს, თავისუფალ დროს თუ რა თქმა უნდა მაქვს ვხატავ, ერთი სიტყვით არაფერი შეცვლილა.
-ისევ ბევრს სვამ?
-როგორც შენ. -იღიმის.
-შენ ქმარს მოუყევი?
-არა.
-რატომ?
-ვერ გაიგებს, ისევე როგორც შენს წიგნს ვერ გაიგებს საზოგადოება. ამის სააშკარაოზე გამოტანა საერთოდ როგორ იფიქრე?
-ეს შენ არ გეხება.
-მეხება ენიტა, თან როგორ მეხება, დარწმუნებული ვარ ამ წიგნში მთელი ჩვენი ისტორია გაქვს ასახული.
-რა გადარდებს, ის რომ ვინმე ამოგიცნობს? თუ ის რომ სასწორზე ჩემი კარიერა დევს? -გავუღიმე და პასუხის მოლოდინში სიგარეტს მოვუკიდე.
-ორივე. -სივრცე გაარღვია მისმა გაბზარულმა ხმამ.
-ჯერ გენახა რა წერია.
-გადაუშლელადაც ვხვდები რა წერია.
-არამგონია და იცი რა, მართალი ხარ, საზოგადოება ამას ვერ მიიღებს. თავადაც ვერ მიიღე შენი ისტორია სხვას როგორ უნდა მოსთხოვო მისი მაღება.
-მისმინე არ მინდა შენთან კამათი, ამდენი წლის მერე ჩამოვედი და მეგონა ერთად დავსხდებოდით, მშვიდად მოვწრუპავდით სასმელს, ვისაუბრებდით და ერთმანეთს აზრებს გავუზიარებდით.
-როგორც ადრე?
-თუნდაც.
-ხომ იცი რომ ეს შეუძებელია.
-რატომ?
-ახლა ან ჩემთან თამაშს მოეშვი ან არადა მთელი ხუთი წლის საგულდაგულოდ დავარცხნილ ემოციებს თავს მოვხსნი და სახეში შეგახეთქებ თითოეულ წამს, ყოველგავრი შელამაზების გარეშე. -სოფი უხმოდ ადგა, ჩანთას დაწვდა და გასასვლელისკენ დაიძრა, მიმავალს მზერა გავაყოლე და მისი შეჩერება არც მიფიქრია. ბარმენს კიდევ ერთი ჭიქა სასმელი შვუკვეთე, მისთვის ნაჩუქარი წიგნი, რომელიც რა თქმა უნდა არ წაიღო ჩემკენ მოვასრიალე, გადავშალე და ასჯერ წაკითხული საკუთარი ისტორიის ასმეერთედ წაკითხვა დავიწყე...

***

მე და ჩემი ფსიქოლოგი
პროლოგი:

გამარჯობა. პორველ რიგში მინდა მოგმართო შენ, ხო აი შენ, ვისაც ახლა ეს წიგნი გიჭირავს ხელთ და ფიქრობ ღირს თუ არა მისი ბოლომდე ჩაკითხვა. ვერ დაგაძალებ, ვერ გაიძულებ, ვერ გირჩევ, ვერ მოგთხოვ. არჩევანი შენთვის მომინდია. ხო შენთვის, მხოლოდ შენთვის. მე არავინ ვარ, უბრალო ადამიანი, სწორედ ისეთი როგორიც შენ, ისეთივე ემოციებითა და აზრებით როგორც შენ, მორალურიც და ამორალურიც, მოსიყვარულეც და უხეშიც, შეშლილიც და ჯამრთელიც, გენიოსიც და სულელიც. ადამიანი ვარ ადამიანური სისუსტეებითა თუ სიძლიერით. ეს ისტორია არ ემსახურება არატრადიციული ადამიანების ისტორიების პროპაგანდას. ეს უბრალოდ ისტორიაა, და თუ შენ გსურს გაეცნო ჩემს, ანიტა პატარაიას დემონებსა და ანგელოზებს მომყევი და ჩემთან ერთად იარე ამ ემოციურად მერყევი ისტორიის კვალდაკვალ. ვერ დაგპირდები რომ ყოველი წამი შენთვის მისაღები ან მისაბაძი იქნება მაგრამ შემიძლია ერთი რამ დანამდვილებით გითხრა. ცხოვრება მრავალსახიანია, ადამიანებიც მრავალსახიანები არიან. აქ არ იქნება აღწერილი "საყვარელი" "უცოდველი" გოგო-ბიჭების ისტორია. აქ იქნება ყველაფერი რაც კარგად შენიღბულია ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ ადამიანები ვართ და მე მინდა დავარღვიო ის ფენომენი რასაც ქვია. მე ამას არასოდეს გავაკეთებდი. ვფიქრობ შენ, ვინც ახლა ამ პროლოგს კითხულობ უკვე გადაწყვიტე მომყვები თუ არა ამ გზაზე. ამიტომ მოდი პირდაპირ თხრობას დავიწყებ.
ყველაფერი ასე დაიწყო...

-------------------------------

დავბრუნდი, :) და დავბრუნდი ცოტა უცნაურად, მოვედი დილით სამსახურში ჩავრთე ლეპტოპი და ის ის იყო უნდა განმეთავსებინა გამზადებული ისტორიის პირველი თავი, რომ მომენტალურად ახალი ისტორიის წერა დავიწყე გონებაში :დ ნუ ვინც წერთ დამეთანხმებით, რომ ასეთი რაღაცეები ხდება ხოლმე, არ ვიცი რატომ და რის გამო გადავწყვიტე კონკრეტულად ასეთი ისტორიის დაწყება, მაგრამ მინდოდა რაღაც ახალი მომეტანა თქევნამდე, ვნახოთ როგორ გაამრთლებს ექსპერიმენტი :) ველი თქვენს შეფასებებს.
პ.ს რადგან ეს თავი ამ დილით დავწერე და პირდაპით ვანთავსებ იმედი მაქვს მომიტევებთ თუ ჩემგან მიჩვეულ პუნქტუალურობას ცოტათი ავცდები.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 სტუმარი სტუმარი xxx

არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე იქნება ისტორია?

№2  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სტუმარი xxx
არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე იქნება ისტორია?

ეს არის ისტორია საფიოსექსუალ ადამიანებზე. არატრადიციულ ორიენტაციაზე არა. ინტელექტუალურ ინტერესზე როდესაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მიზიდულობა რომელი სქესის მიმართ გაგაჩნია.

№3  offline წევრი ბელუ შეროზია

ჰომ...საინტერესო ჩანს,
განსხვავებული.
ცოტა პატარა თავი კი იყო, მაგრამ იმედი მაქვს შემდეგში გაზრდი :)
ველოდები გაგრძელებას!

№4  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ბელუ შეროზია
ჰომ...საინტერესო ჩანს,
განსხვავებული.
ცოტა პატარა თავი კი იყო, მაგრამ იმედი მაქვს შემდეგში გაზრდი :)
ველოდები გაგრძელებას!

იმის ფონზე რომ ერთ საათში დავწერე :)
მადლობა, იქნება მალე <3 <3 <3

ძალიან საინტერესო და განსხვავებული ჩანს❤

№6  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ელენე ქობელაშვილი
ძალიან საინტერესო და განსხვავებული ჩანს❤

მადლობა ❤

№7 სტუმარი ტატო

ოჰ როგორი სკანდალური ისტორია ჩანს, დიდად ვაფასებ ასეთ სითამამეს )) ისე მე სულ ვკითხულობ შენს ისტორიებს რომ იცოდე, მომწონს შენი წერის სტილი და გამართულობა

№8  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ტატო
ოჰ როგორი სკანდალური ისტორია ჩანს, დიდად ვაფასებ ასეთ სითამამეს )) ისე მე სულ ვკითხულობ შენს ისტორიებს რომ იცოდე, მომწონს შენი წერის სტილი და გამართულობა

არ მოგატყუებ პირველივე ისტორიიდან მახსოვხარ და სულ ვფიქრობდი მადევნებდი თუ არა თვალს. ❤
გამიხარდა რომ დაგინახე ❤

№9  offline წევრი marikuna (1)

ესეიგი დაგიბრუნდი ჩემო საყვარელო დიახ დიახ ველოდებოდი განსხვავებულ მოთხრობას გიჟურს ემოციურს ეს არის რაც მე უნდა წაიკითხო. საზოგადოების აზრი ყოვეთვის საინტერესოა მაგრამ ვფიქრობ რომ ენისთვის არა. რაც სოფის სახიფათო და საინტერესო პიროვნებაა
გიგი ჯერ გზა ამებნე ვფიქრობ კარგი პიროვნება იქნება

№10  offline მოდერი ჰალუცინოგერი

marikuna (1)
ესეიგი დაგიბრუნდი ჩემო საყვარელო დიახ დიახ ველოდებოდი განსხვავებულ მოთხრობას გიჟურს ემოციურს ეს არის რაც მე უნდა წაიკითხო. საზოგადოების აზრი ყოვეთვის საინტერესოა მაგრამ ვფიქრობ რომ ენისთვის არა. რაც სოფის სახიფათო და საინტერესო პიროვნებაა
გიგი ჯერ გზა ამებნე ვფიქრობ კარგი პიროვნება იქნება

არ არსებობს, არ მჯერა. ნუთუ მართლა შენ ხარ? :-) როგორ დამეკარგე :-(

№11  offline წევრი marikuna (1)

ჰალუცინოგერი

დიახ დიახ დავბრუნდი, ბოდიში დაკარგვისთვის, მაგრამ აწი სულ აქ ვარ და ხშირად წავიკითხავ და სულ მოუთმენლად დაველოდები შენ მოთხრობას. შენი სტილით ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ და წარმატებები ახალ თავს ველოდები ???????? .

№12  offline მოდერი ჰალუცინოგერი

❤❤❤

№13  offline წევრი marikuna (1)

პირადს თუ ნახე გამახარებ ????????

№14 სტუმარი Nini

დამაინტრიგებელია... დამაინტერესა ძალიან უბრალოდ სწორად გავიგე თუ არა მაინტერესებს... არატრადიციული ორიენტაციის ადამიანია ანიტა? არ გეწყინოს მაგრამ საშინლად არ მიზიდავს მათზე დაწერილი ისტორიები და ფილმები და წინასწარვე თუ მეცოდინება გამიხარდება :) ისე ხომ იცი რომ საუკეთესო მწერლად მიმაჩნიხარ ♥️ მხოლოდ ეს მოთხრობა საჩემო არაა მგონი :/

№15  offline წევრი Nini_

Nini

ამ ნიკით ვიქნები ამის მერე :)

№16  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

გამიხარდა შენი დაბრუნება , მაგრამ ...
სამწუხაროა :///
ნახვამდის
--------------------
Your love is all I need to feel complete.

№17  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Nini_
Nini
დამაინტრიგებელია... დამაინტერესა ძალიან უბრალოდ სწორად გავიგე თუ არა მაინტერესებს... არატრადიციული ორიენტაციის ადამიანია ანიტა? არ გეწყინოს მაგრამ საშინლად არ მიზიდავს მათზე დაწერილი ისტორიები და ფილმები და წინასწარვე თუ მეცოდინება გამიხარდება :) ისე ხომ იცი რომ საუკეთესო მწერლად მიმაჩნიხარ ♥️ მხოლოდ ეს მოთხრობა საჩემო არაა მგონი :/

ამ ნიკით ვიქნები ამის მერე :)

საფიოსექსუალია. უყვარს კაცები და ინტელექტი. :-)
არ ვიცი ვერ დაგაძალებ წაკიათხვას :-)
თუმცა გული დამწყდება თუ წახვალ

ლუნი.
გამიხარდა შენი დაბრუნება , მაგრამ ...
სამწუხაროა :///
ნახვამდის

კარგი ❤ ეს შენი გადასაყვეტია. შემდეგ ისტორიაში იქნებ ისევ შემომიერთდე :-)

№18  offline წევრი Mercury

ძლივს რაღაც ახალი ოო ბოჟეეე
რამდენი ხანია არ წამიკითხავს შენი მოთხრობაა
ერთი ვაბშე გამოვტოვე უუუფ
ნუ არაუშავს დავუბრუნდები :დდ
პრობლემა გადაჭრილია
მოკლედ რაა
პირველი თავიდან მომწონს ხოლმე შენი მოთხრობები
აღმოჩენა ხარ ჩემთვის
ანუ ერთ-ერთი საუკეთესო ფორლავზე
ამ მომენტში კი პირადად ჩემთვის ერთადერთი:დდ
აი უეჭველი ვიცოდი რომ ამ თემას შეეხებოდი
ნუ რა არის ეს ტყუპების (ზოდიაქო:დ) თანდაყოლილი ინტუიციაა ბიჯოოს
უკვე ვხედავ რაღაც რაღაცებს ჰმმ:დდ
სოფია არ დამევასა
გუგა ჩემია
აუუუ ყველა გუგა კარგი მგონია უუფ
ენიტა იზ მაი მამაა
ვგიჟდები მწერალ პერსინაჟებზე
დაა
რაც არ უნდა იყოს
რაც არ უნდა მოხდეეს
მეე მაააიინცც მოოვააალ:დდდ

დაა წაგიკითხააავ.

№19  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Mercury

აჰ... ანუ გამოტოვე ხო? კარგი კარგი კარგი. დავიმახაოვრებ ????

№20  offline მოდერი სალანდერი

ვაუ, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ.
ეს ტაბუდადებული თემაა და ძალიან მიხარია, როცა ვინმე ასე მკვეთრად არღვევს დაწესებულ სტანდარტს.
ასეთ ისტორიებს სპეციფიური მკითხველი სჭირდება და მიხარია რომ ამან არ შეგაშინა.
მოკლედ, კარგი ხარ შენ ავტორო, ვეცნობი ხოლმე შენს სიახლეებს და აქ ძალიან მომინდა თქმა.
ყოჩაღ და მოგყვები.

№21  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სალანდერი
ვაუ, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ.
ეს ტაბუდადებული თემაა და ძალიან მიხარია, როცა ვინმე ასე მკვეთრად არღვევს დაწესებულ სტანდარტს.
ასეთ ისტორიებს სპეციფიური მკითხველი სჭირდება და მიხარია რომ ამან არ შეგაშინა.
მოკლედ, კარგი ხარ შენ ავტორო, ვეცნობი ხოლმე შენს სიახლეებს და აქ ძალიან მომინდა თქმა.
ყოჩაღ და მოგყვები.

თვით სალანდერი გამოჩნდა ჰორიზონტზე? ??❤
მადლობა ❤

№22  offline წევრი Nini_

მოგყვები იმიტომ რომ შენში ეჭვი არ მეპარება და ვიცი რომ ცუდს არაფერს დაწერ ♥️

№23  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Nini_
მოგყვები იმიტომ რომ შენში ეჭვი არ მეპარება და ვიცი რომ ცუდს არაფერს დაწერ ♥️

❤❤❤

№24  offline წევრი ტატულიკა

დაწერე ის რასაც წერ და არა მკითხველის სასურველი ისტორია, წინა ისტორიებზეც მგონი დიდი გავლენა იქონია მკითხველის აზრმა, რაც პირადად ჩემთვის სულაც არაა საინტერესო, ჩემი რჩევაა დაწერო ის რაც შენ მოგწონს და გინდა და არა ზოგიერთი მკითხველის სასურველი lovestory და happy end, შენ განსხვავებული სწორედ ამ თამამი თემებით ხარ და გთხოვ არ დაემსგავსო სხვებს

№25  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ტატულიკა
დაწერე ის რასაც წერ და არა მკითხველის სასურველი ისტორია, წინა ისტორიებზეც მგონი დიდი გავლენა იქონია მკითხველის აზრმა, რაც პირადად ჩემთვის სულაც არაა საინტერესო, ჩემი რჩევაა დაწერო ის რაც შენ მოგწონს და გინდა და არა ზოგიერთი მკითხველის სასურველი lovestory და happy end, შენ განსხვავებული სწორედ ამ თამამი თემებით ხარ და გთხოვ არ დაემსგავსო სხვებს

დიდი მადლობა <3 <3 <3

№26  offline წევრი სიბილა

თვით სალანდერ)))ოჰოოო აი ისტორია კი იმედია ბოლომდე საინტერესო დარჩება, ანუ არ მინდა რამე დაემართოს)) და თუ არააამაგარი იქნები.ველი ახალს და წავიკითხავ ბოლომდე

№27  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სიბილა
თვით სალანდერ)))ოჰოოო აი ისტორია კი იმედია ბოლომდე საინტერესო დარჩება, ანუ არ მინდა რამე დაემართოს)) და თუ არააამაგარი იქნები.ველი ახალს და წავიკითხავ ბოლომდე

მიხარია რომ აქ ხარ ❤

№28  offline წევრი ნეფერტარი

ძალიან საინტერესო იდეაა. როგორ განვითარდება თემა და ფაბულა ავტორის ხელოვნებაზეა დამოკიდებული. ვნახოთ რას შემოგვთავაზებთ.
ძალიან კარგი იქნება თუ დიალოგიებს ძალიან არ გაწელავთ. ეცადეთ იყოს მოკლე. ეფექტური და მკვეთრი.
სიამოვნებით დაველოდები გაგრძელებას.

№29  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ნეფერტარი
ძალიან საინტერესო იდეაა. როგორ განვითარდება თემა და ფაბულა ავტორის ხელოვნებაზეა დამოკიდებული. ვნახოთ რას შემოგვთავაზებთ.
ძალიან კარგი იქნება თუ დიალოგიებს ძალიან არ გაწელავთ. ეცადეთ იყოს მოკლე. ეფექტური და მკვეთრი.
სიამოვნებით დაველოდები გაგრძელებას.

ეა ის ისტორიაა სადაც დიალოგებს გავყავართ საბოლოო ისტორიაზე. ასე რომ ვერ დაგპირდებით მათ შემცირებას. რადგან ენიტას და სოფის ლაკონური დიალოგები მრავლად იქნება სწორედ ამ დიალოგებში განისაზღვრება მათი ხასიათი, დამოკიდებულება და აზროვნება. ❤

№30  offline წევრი elene2619

აუ როგორ გამახარე <3 ყოველი შენი ახალი ისტორია სულ სხვადასხვა ემოციით მავსებს <3 შენი პუნქტუალურობა ხო საერთოდ შოკში მაგდებს <3 ეარმატებები შენ დასაწყისი მომწონს <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent