მე და ჩემი ფსიქოლოგი (2 თავი) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ჩემი ფსიქოლოგი (2 თავი)


3-08-2018, 12:33
ნანახია 2 507

მე და ჩემი ფსიქოლოგი (2 თავი)

მე და ჩემი ფსიქოლოგი
პროლოგი:

გამარჯობა. პორველ რიგში მინდა მოგმართო შენ, ხო აი შენ, ვისაც ახლა ეს წიგნი გიჭირავს ხელთ და ფიქრობ ღირს თუ არა მისი ბოლომდე ჩაკითხვა. ვერ დაგაძალებ, ვერ გაიძულებ, ვერ გირჩევ, ვერ მოგთხოვ. არჩევანი შენთვის მომინდია. ხო შენთვის, მხოლოდ შენთვის. მე არავინ ვარ, უბრალო ადამიანი, სწორედ ისეთი როგორიც შენ, ისეთივე ემოციებითა და აზრებით როგორც შენ, მორალურიც და ამორალურიც, მოსიყვარულეც და უხეშიც, შეშლილიც და ჯამრთელიც, გენიოსიც და სულელიც. ადამიანი ვარ ადამიანური სისუსტეებითა თუ სიძლიერით. ეს ისტორია არ ემსახურება არატრადიციული ადამიანების ისტორიების პროპაგანდას. ეს უბრალოდ ისტორიაა, და თუ შენ გსურს გაეცნო ჩემს, ანიტა პატარაიას დემონებსა და ანგელოზებს მომყევი და ჩემთან ერთად იარე ამ ემოციურად მერყევი ისტორიის კვალდაკვალ. ვერ დაგპირდები რომ ყოველი წამი შენთვის მისაღები ან მისაბაძი იქნება მაგრამ შემიძლია ერთი რამ დანამდვილებით გითხრა. ცხოვრება მრავალსახიანია, ადამიანებიც მრავალსახიანები არიან. აქ არ იქნება აღწერილი "საყვარელი" "უცოდველი" გოგო-ბიჭების ისტორია. აქ იქნება ყველაფერი რაც კარგად შენიღბულია ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ ადამიანები ვართ და მე მინდა დავარღვიო ის ფენომენი რასაც ქვია. მე ამას არასოდეს გავაკეთებდი. ვფიქრობ შენ, ვინც ახლა ამ პროლოგს კითხულობ უკვე გადაწყვიტე მომყვები თუ არა ამ გზაზე. ამიტომ მოდი პირდაპირ თხრობას დავიწყებ.
ყველაფერი ასე დაიწყო...




----------------------------------------------------
შუაღამე იყო, ოჯახში ჩემი უხასიათობის გამო ატეხილი მორიგი კიმფლიკტის შემდეგ, სახლის კარი ხმაურით გავიჯახუნე და თბილისის სუსხიან ქუჩას თავი შევაფარე, თავზე კაპიშონი მოვირგე, სადარბაზოზს შესასვლელთან სიგარეტს მოვუკიდე და ქუჩას ფეხით ჩავუყევი. გულში გამეფებული სიცივე მომენტალურად შეერწყა ზამთრისთვის მახასიათებელ სუსხს და სხეული იმაზე მეტად ამეწვა ვიდრე აქამდე. თვალზე მომდგარ ცრემლს ახლაც ისევე ვაიძულე თავის კუთვნილ ადგილას დატეულიყო, როგორც ყოველთვის და ნელი ნარნარით უმისამართო სვლა განვაგრძე.
ჩემი მშობლები ჯერ კიდევ მაშინ გაიყარნენ, როდესაც მე სულ რაღაც რვა წლის ვიყავი. მამას დალევა უყვარდა და ძირითადი კომფლიქტი სწორედ ამის გამო მოსდიოდათ, დედა ბევრს მუშაობდა, რომ ოჯახი ერჩინა მამა კი მისი წვალებით შემოტანილი ფულის უბანში განიავებით იყო დაკავებული და უნდა ითქვას, რომ ამაში უდაოდ უბადლო გახლდათ. აგრესიული არასოდეს ყოფილა მაგრამ მისი არსებობა დედას ცხოვრებაში ტვირთი უფრო მეტად იყო ვიდრე შვება, ამიტომაც ერთ მშვენიერ დღეს ყოველგვარი სკანდალის გარეშე, ხელი მომკიდა და მისი ცხოვრებიდან სრულებით წაშალა ჩვენი კვალი. მამას ჩვენი დაბრუნება არც არასოდეს უცდია. დედის მხრიდან ხომ ზედმეტი იყო ამაზე ფიქრი. სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლის სტატუსი მანამ მეჭირა, სანამ უფროსკლასელ ბიჭზე ყურებამდე შეყვარებული არ გავხდი, როგორც კი ჩემ ცხოვრებაში, სიყვარულს მივეცი შემოსვლის საშუალება, სწორედ მაშინ აირია ჩემი თითქოსდა საათივით აწყობილი ცხოვრება.
ბევრი მეგობარი არასოდეს მყოლია, სკოლის პერიოდში ორ გოგოსთან ვმეგობრობდი და სულ ეს იყო ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანთა ჩამონათვალი. როდესაც გიო გავიცანი მეშვიდე კლასელი, სულელი გოგო ვიყავი. სპორცმენი იყო და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს მეც გოგოების იმ კატეგორიაში გავერიე, რომელთათვისაც სპორცმენი ბიჭები ყველაზე სასურველი მამრები იყვნენ. მოკლედ მიუხედავად ჩემი მოკრძალებული ჩაცმისა, ლამაზი ყოველთვის ვიყავი და ეს მის მახვილ მზერას არ გამოპარვია. შეხვედრა დავიწყეთ და ასე გახდა ის ჩემ ცხოვრებაში პირველი მამაკაცი, მის მიმართ გაჩენილი გრძნობები იმდენად ძლიერი იყო, რომ ყველაფერზე უარს ვამბობდი მის გვერდით გატარებული ხუთი წუთის სანაცვლოდ. ასე ჩამოვშორდი ყველაფერს განსაკუთრებით კი წიგნებს, რომელებთანაც ასეთი მჭიდრო მეგობრობა მაკავშირებდა. გიომ როგორც კი გული მოიჯერა უპრობლემოდ, ყოველგვარი ახსნის გარეშე მიმატოვა და სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი ხასიათის რადიკალური ცვლილება. აუტანელ ადამიანად ვიქეცი, ჩაკეტილი გავხდი, მძულდა ყველა და ყველაფერი რაც და ვინც ჩემს ირგვლივ მოძრაობდა. ეს იყო იმ პერიოდისთვის მახასიათებელი ასაკობრივი დეპრესია და სხვა არაფერი, თუმცა მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი და მეგონა ცხოვრება დასრულდა. ზუსტად ამ დროს გავიცანი სოფი...
***
-გამარჯობა. -მეუბნება უცნობი გოგონა და ცდილობს მტკვარში გადასახტომად მომზადებული ჩემი სხეული ხიდიდან ღიმილით ჩამოხსნას. მის მისალმებას უპასუხოდ ვტოვებ და მზერა წყლის ზედაპირზე გადამაქვს.
-არ გინდა ვისაუბროთ?
-არა.
-ყავა დავლიოთ.
-არ მინდა.
-გინდა ერთად გადავხტეთ? -გაიღიმა უცნობმა და ხელი ფრთხილად შემახო მოაჯირს ჩაფრენილ თითებზე. შეხებისას მომენტალური ეიფორია ვიგრძენი და რომ არა მისი სისხარტე აუცილებლად წყალში ჩავარდებოდი. -დაგიჭირე. ამბობს გოგონა და მკლავში ჩაფრენილ ხელს თავისკენ ქაჩავს. არ ვეწინააღმდეგები, პირიქით ვეხმარები, რომ ჩემი სხეული სამშვიდობოს გაიტანოს. იქვე ხიდთან ფეხმორთხმით ვჯდები და ჰაერს ღრმად ვსუნთქავ.
-მედალს არავინ დაგკიდებს. -ვამბობ თვალებდახუჭული.
-რისთვის?
-ჩემი გადარჩენისთვის.
-მე სოფი ვარ. -ამბობს გოგონა და ჩემ გვერდით ჯდება.
-ენიტა. -ვპასუხობ სივრცეში მზერა გაყინული. -მე ენიტა ვარ.
-ასეთი სახელი არასოდეს გამიგია. -გამიღიმა სოფიმ.
-არც მე.
-რა გაწუხებს ენიტა?
-არაფერი.
-არაფრის გამო იკლავდი თავს?
-ხო.
- სუსტების საქმეა, შენ სუსტი ხარ?
-ხო.
-ასე რატომ გგონია?
-თავს ვიკლავდი, ესე იგი სუსტი ვარ.
-რამდენი წლის ხარ?
-ხვალ თხუთმეტის ვხდები.
-ანუ ხვალ ავღნიშნავთ?
-არასოდეს ავღნიშნავ.
-გამონაკლისზე რას იტყვი?
-რა აზრიაქვს?
-ჩემთვის აქვს აზრი.
-არც კი მიცნობ.
-ხოდა გაგიცნობ. -როგორც იქნა მზერა მის ფერმკრთალ სახეს მივაპყარი და ახლაღა შევნიშნე, რომ ჩემ გვერდით, საშინლად სუსტი, შეიძლება ითქვას ავადმყოფურად სუსტიც კი, ასე ოციოდე წლის გოგონა იჯდა და თვალს არ მაშორებდა.
-ავად ხარ?
-არა. -იღიმის სოფი. -ჭამა არ მიყვარს.
-გეტყობა.
-წავიდეთ? -ფეხზე წამოდგა და სუსტი მტევანი გამომიწოდა.
-სად?
-გავისეირნოთ. -ორიოდე წუთის ფიქრის შემდეგ მის ხელს ფრთხილად დავეყრდენი და უხმოდ გავუყევით უმისამართოდ გზას. -მოწევ? -სიგარეტის კოლოფი გამომიწოდა.
-ჰო. -ერთ ღერს ვიღებ და ვუკიდებ.
-მომიყევი შენ შესახებ.
-მოსაყოლი არაფერია. ტრადიციული მოზარდისთვის მახასიათებელი რიგი პრობლემით მაქვს ტვინი გამოტენილი, სულ ესაა.
-თუ კი აცნობიერებ იმას, რომ ეს ასაკობრივია თავს რატომ იკლავ.
-არაფრის შეცვლა არ შემიძლია, მე კი ვერ ვიტან უსუსურობის განცდას.
-სცადე და ვერ შეცვალე?
-ჰო.
-ბიჭის ამბებია?
-ჰო. -ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. -რა გაცინებს? -მოულოდნელად ჩემკენ შემობრუნდა, ხელი ფრთხილად შემახო სახეზე და თვალებში ჩამხედა, მოულოდნელი ქმედებით ცოტა არ იყოს დავიზაფრე და გულიც ამიჩქარდა.
-ღირს კი შენს ნერვიულობათ? -ჩამჩურჩულა ყურში და მისი ამგვარი სიახლოვე კიდევ უფრო დაეტყო ჩემს აღელვებულ გულისცემას. -უხეშად გავითავისუფლე მისი ხელებიდან სახე და უკან დავიხიე.
-ლესბოსელი ხარ? -ვეკითხები მოურიდებლად.
-არა. შენ?
-არა.
-ძალიან კარგი. -ამბობს ღიმილით და გზას აგრძელებს. აღელვებულ გულს დამშვიდება ვაიძულე, ჩემ წინ მიმავალ სიფრიფანა სხეულს თვალს ვერ ვწყვეტდი, მინდოდა გავყოლოდი, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდნენ, გონებაში გაჩენილი საგიჟეთი მხედველობას მიქვეითებდა. -მოდიხარ? -მეძახის ისე, რომ ჩემკენ არც ბრუნდება. პასუხგაუცემლად გადავდგი ნაბიჯი და მალევე დავეწიე.
-რამდენი წლის ხარ?
-ოცის.
-სად ცხოვრობ?
-არსად და ყველგან?
-ეგ როგორ?
-ჩვეულებრივ.
-მიწიერი არსება ხარ?
-ისეთივე როგორც შენ. -გამიღიმა და წამით ისევ ის მრავლისმთქმელი თვალები გამიყარა. -სიცივემ მომენტალურად ამიტანა და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე. რა გჭირს?
-უცანური ხარ.
-თავს შენ იკლავდი და მე ვარ უცნაური?
-მაინც უცნაური ხარ.
-შენ ხომ მოგწონს უცნაური ადამიანები?
-შენ რა იცი?
-თავადაც ესეთი ხარ.
-მე ჩვეულებრივი ვარ.
-და მე ეშვები მაქვს თუ ფრთები? -გაიღიმა სოფიმ და ამ ორაზროვანი საუბრით ისედაც არეული გონება სრულიად ამიწეწა. -წამოდი, წამოდი მინდა რაღაც გაჩვენო.
-და სად მივდივართ?
-იქ სადაც ყველა შენს კითხვაზე იპოვი პასუხს.
-გვიანია, სახლში უნდა წავიდე.
-ნახევარი საათის უკან თავს იკლავდი, მე რომ არა ასეც მოიქცეოდი და დღეს კი არა საერთოდ ვერასდროს მიხვიდოდი სახლში ხომ ასეა?
-კარგი, წავიდეთ. -გონებაში მომენტალურად გამჯდარი ამ ადამიანის ინტერესის გამო შეწინააღმდეგებას ვეღარც ვახერხებ, წამებში ვინუსხები და მისი ინტერესი ერთიანად მაბრმავებს, ჩემში შემოჭრილ ეიფორიას ვერაფრით ვხსნი და ვერც მის თვალებში ვახერხებ რაიმე პასუხების ამოკითხვას. ადამიანებთან ურთიერთობას ყოველთვის გავურბოდი თუმცა სოფის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად ვითარდებოდა. ამ გოგომ დანახვის წამიდან მომნუსხა, მიზეზი ვერაფრით ავხსენი, თუმცა არეული გონება რომ კიდევ მეტად ამირია ამაში ორი აზრი არ არსებობდა.
მთაწმინდამდე უხმოდ ვიარეთ. ერთ-ერთი სახლის სხვენზე, კიბის საშუალებით ამიყვანა და როდესაც აღმოვაჩინე, რომ ამ სხვენს საცხოვრებლად იყენებდა ელდა მეცა, ტანში უსიამოვნოდ გამცრა და აღშფოთება შიშში გადამეზარდა. იატაკზე უწესრიგოდ მიყრილ ნივთებს ფეხი კრა და ასე გაათავისუფლა ჩემთვის დასაჯდომი ადგილი. სხვენის ერთ კუთხეში საღებავით გასვრილი ტილოების მთა იდგა, ყველაგან სიგარეტის ნამწვავები ეყარა. ერთი კედელი სავსე იყო დალუქული ყუთებით, სწორედ ამ კუთხემ მიიპყრო ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება.
-აქ რა გაქვს?
-პასუხები.
-რისი?
-ყველაფრის.
-შეგიძლია მარტივად მელაპარაკო? ქარაგმების გარეშე?
-გახსენი და ნახავ. -პირველივე ყუთს დავწვდი და თავი მოვხსენი. არ გამიკივირდა როდესაც ხელში წიგნებით პირამდე გატენილი ყუთი შემრჩა. მივყევი და ყველა ყუთი გავხსენი. აქ ყველაფერი იყო დაწყებული ვაჟადან დამთავრებული ბალზაკით.
-საიდან გაქვს?
-ვიპარავ. -გამიღიმა სოფიმ და ს შეხვევა დაიწყო.
-ღადაობ ხომ?
-როგორ ფიქრობ მაქვს იმის რესურსი რომ ამდენი წიგნი შევიძინო? -თვალი მოავლო ოთახს და შეხვეული პირთან მიიტანა. -მოწევ?
-არასოდეს მომიწევია.
-მართლა? -შემიძლია გაგასინჯო.
-კარგი. -მის წინ ფეხმორთხმით ვჯდები და ს მოწევის შედეგად მოსალოდნელი რეაქციების შიშით მთელი სხეული მეოფლება.
-ნერვიულობ?
-ხო.
-რატომ? შენ ხომ თავს იკლავდი?
-ძალიან იდუმალი ხარ სოფი.
-არც ისე. მიდი. - გამომიწოდა და მეც ორი ნაფაზი ზედიზედ მოვქაჩე. -ერთიც მიაყოლე და გეყოფა. -ისე ვიქცევი როგორც მეუბნება და რეაციის მოლოდინში ვგრძნობ თვალებში როგორ მიბნელდება.
არ ვიცი მართლა იმოქმედა თუ ფსიქოლოგიური მომენტი მჭირდა, მაგრამ სხეული რომ გამითბა, გონება რომ ამერია და პეპლებს რომ ვხედავდი ეს ფაქტი იყო. ვუცქერდი ჩემ წინ მჯდომ სოფის, რომელიც თვალს არ მაშორებდა და მის მზერაში გაურკვეველ სურვილებს ვამჩნევდი, მაშინებდა მაგრამ ინტერესი გამიჩნდა, სწორედ იმ შიშის ამოხსნა მინდოდა, რასაც ეს გოგო იწვევდა ჩემში. მისი თითები გაუაზრებლად მოვიქციე ხელში და კარგად დავაკვირდი. ისეთი თხელი თითები ქონდა ლამის ლანდი გასდიოდა. მტევნები ცივი, ზუსტად ისეთივე ცივი, როგორც თვალები, სახე ირონიით გაჟღენთილი, თხელი ფერმკრთალი ტუჩები, მაღალი ყელი, ფაქტიურად გამჭვირვალე კანი, ყველა კაპილარი ისე მკვეთრად ეტყობოდა მის სხეულს კარგად დახატულ ანატომიას უფრო გავდა ვიდრე რეალურ ადამიანს. ხელის გული ამომიბრუნა და თითები ფრთხილად გადამიტარა, ამას ისე აკეთებდა, რომ მზერას წამით არ მაშორებდა. სიცივეში ვიძირებოდი და შიშთან ერთად რაღაც ახალს და განსხვავებულს ვგრძნობდი. გულის ცემას უკვე ყელში ვგრძნობდი და აი მოხდა ის რასაც არ ველოდი. მზერა მის ტუჩებზე გამიშეშდა და გაუაზრებლად პირიც გამიშრა. თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა ტუჩზე გამარჯვებული ღიმილი აესახა და სახე ძალიან ახლოს მომიტანა. -უბრალოდ მოეშვი. -თხელი, ყინულივით ცივი ტუჩები ნაზად შემახო ყელზე, წამიერად თვალები დავხუჭე და როგორც კი მისი სუნთქვა ტუჩებთან ვიგრძენი, შეშლილი თვალები შევანათა და ფეხზე გიჟივით წამოვიჭერი.
-რა ჯანდაბას აკეთებ?
-რა გავაკეთე?
-შეშლილი ხარ?
-როგორ ფიქრობ? -ისე მშვიდად მეკითხება, რომ წამით ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი წარმოსახვა მგონია. -სახლში წადი. -მეუბნება ღიმილით და მეც გაუაზრებლად ვემორჩილები.
***
-უკაცრავად. -რელაობაში მაბრუნებს ბარმენი. -თქვენი ტელეფონი ძალიან დიდი ხანია შეუჩერებლივ რეკავს იქნებ უპასუხოთ. -გამიღიმა და მარტო დამტოვა. ეკრანს დავხედე ათი გამოტოვებული ზარი და ათივე გუგასგან. დარეკვის ღილაკს ხელს ვაჭერ და...
-კარგი რა ენიტა. -მესმის ყურმილს მიღმა მისი შეშლილი ხმა.
-ვერ გავიგე გუგა.
-სად ხარ?
-სახლში მივდივარ.
-მარტო ხარ?
-ხო.
-გინდა მოვიდე?
-არა.
-მაინც აგეშალა ხომ ნერვები?
-კარგად ვარ.
-დღეს მნახავ?
-არამგონია.
-ასეც ვიცოდი. -გაღიზიანება დაეტყო ხმაში.
-გეყოფა კარგი? -შევუღრინე და ტელეფონი გავთიშე. ახლაღა შევნიშნე გაუხსნელი სმს. ტექსტის ავტორი სოფი იყო...
"მახსოვს სად შეგხვდი, მახსოვს პირველი დიალოგი, მახსოვს ყველაფერი" -წლების მანძილზე დალაგებული ემოციების საღერღელი ამეშალა და ბარი ნერვებდაგლეჯილმა დავტოვე. სახლში შევედი თუ არა მოგონებები უარესად მომეძალა, თავს ვერაფერს ვუხერხებდი. უთავბოლოდ დავეხეტებოდი ოთახიდან ოთახში, როდესაც კარზე ზარი გაისმა.
-აქ რას აკეთებ? -ვეკითხები ჩემ წინ ასვეტებულ გუგას თუმცა პასუხის ნაცვლად ის კედელზე მანარცხებს, სახეს ხელებში იქცევს და ყელზე საშინელ ნაკბენს მიტოვებს. აშლილი ემოციებს კონტროლს ვერ ვუწევ და მის აგრესიას საკუთარს ვუერთებ. წამში ვრჩები ტანსაცმლის გარეშე და გუგას ხარბ მზერას ვაწყდები.
-მინდიხარ.
-ვიცი. -ვამბობ და ყელზე ვეხვევი.



скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი სიბილა

რა იყო ახლა ეს...გადმომცვივდა თვალები და ოდნავ პირღიამ ჩავიკითხე, არა, არ გავოცდი, ისე ეწერა რომ იქ ვიგრძენი თავი...

 



№2  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სიბილა
რა იყო ახლა ეს...გადმომცვივდა თვალები და ოდნავ პირღიამ ჩავიკითხე, არა, არ გავოცდი, ისე ეწერა რომ იქ ვიგრძენი თავი...


:-) :) ენიტა მწერალია ყოველთვის ისე გააკეთებს, რომ თავი იქ გაგრძნობინოს :) აბა სცადე და შეეწინააღმდეგე :დ

 



№3  offline მოდერი სალანდერი

დამაინტრიგე და გელოდი.
იდეაში თავებად რომ იდება იმ ისტორიებს დასრულებამდე არ ვკითხულობ, მაგრამ. . .
ეს ღირს და თან, რადგან ვიცი შენი პუნქტუალურობის ამბავი, ცოტა მშვიდად ვარ.
ძალიან მომწონს სოფი და არაფერი შემიცვლის წარმოდგენას.
სხვა დანარჩენი პერსონაჟები ძალიან "მესუსტება" ჯერ და მერე ვნახოთ.
ჩამთრევად და საინტერესოდ დაიწყე და იმედი მაქვს ასევე გაგრძელდება.
ძალიან მომწონს ისტორიაც და ავტორიც მოკლედ.
ახლა რამდენიმე შენიშვნა მაქვს.
კონფლიქტი და არა კომფლიქტი.
სპორტსმენი და არა სპორცმენი.
ფეხები არ მემორჩილებოდა, მემორჩილებოდნენ აღარ უნდა.
ნერვიულობად და არა ნერვიულობათ.
მრავლისმთქმელი თვალები გამიყარა არ მომხვდა ყურში კი არა და თვალში კარგად, აი თვალი თვალში გამიყარა, ან მრავლისმთქმელი მზერა მომაპყრო, ან რამე მსგავსი უკეთესი იქნებოდა მგონი.
ესეთი არა, ასეთი.
სწრაფად რომ წერ რედაქტირებას ვერ ახერხებ ეტყობა და არის რაღაცები გაპარული, თუმცა ეგ პრობლემა ნაკლებადაა.
გელოდები.
წარმატებები ❤

 



№4  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სალანდერი
დამაინტრიგე და გელოდი.
იდეაში თავებად რომ იდება იმ ისტორიებს დასრულებამდე არ ვკითხულობ, მაგრამ. . .
ეს ღირს და თან, რადგან ვიცი შენი პუნქტუალურობის ამბავი, ცოტა მშვიდად ვარ.
ძალიან მომწონს სოფი და არაფერი შემიცვლის წარმოდგენას.
სხვა დანარჩენი პერსონაჟები ძალიან "მესუსტება" ჯერ და მერე ვნახოთ.
ჩამთრევად და საინტერესოდ დაიწყე და იმედი მაქვს ასევე გაგრძელდება.
ძალიან მომწონს ისტორიაც და ავტორიც მოკლედ.
ახლა რამდენიმე შენიშვნა მაქვს.
კონფლიქტი და არა კომფლიქტი.
სპორტსმენი და არა სპორცმენი.
ფეხები არ მემორჩილებოდა, მემორჩილებოდნენ აღარ უნდა.
ნერვიულობად და არა ნერვიულობათ.
მრავლისმთქმელი თვალები გამიყარა არ მომხვდა ყურში კი არა და თვალში კარგად, აი თვალი თვალში გამიყარა, ან მრავლისმთქმელი მზერა მომაპყრო, ან რამე მსგავსი უკეთესი იქნებოდა მგონი.
ესეთი არა, ასეთი.
სწრაფად რომ წერ რედაქტირებას ვერ ახერხებ ეტყობა და არის რაღაცები გაპარული, თუმცა ეგ პრობლემა ნაკლებადაა.
გელოდები.
წარმატებები ❤



:დ:დ დიადმა სალანდერმა ჩემთვისაც მოიცალა :დ
ხო ეგ არის დილით ვწერ და ვდებ :) დაგვიანებას და უპუნქტუალურობას დახუჭე ახლა თვალი მსგავს გაპარულ შეცდომებზე :)

მადლობა

 



№5  offline მოდერი სალანდერი

ჰალუცინოგერი
ჰალუცინოგერი

დავხუჭე გაპარულებზე :დ
ეს განმეორებადები იყო და იმიტომ ვთქვი :დ
ჰოდა ახლა რატო მოვიცალე კომენტარების საწერად და აქამდე რატომ არ "ვშვროდი", მაგას ხვალ რომ ახალ თავს დადებ, თუ მომეწონება იქ გეტყვი :დ

 



№6  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სალანდერი
ჰალუცინოგერი
ჰალუცინოგერი

დავხუჭე გაპარულებზე :დ
ეს განმეორებადები იყო და იმიტომ ვთქვი :დ
ჰოდა ახლა რატო მოვიცალე კომენტარების საწერად და აქამდე რატომ არ "ვშვროდი", მაგას ხვალ რომ ახალ თავს დადებ, თუ მომეწონება იქ გეტყვი :დ



ოჰ განცხადება ისეთი ხმამაღალია რო.. . :-)

 



№7  offline წევრი eremar

პროლოგმა ბულგაკოვი გამახსენა :)

 



№8  offline მოდერი ჰალუცინოგერი

eremar
პროლოგმა ბულგაკოვი გამახსენა :)


არა ბულგაკოვო აშკარად არ ვარ...
მაგრამ იცით რა მაინტერესებს? თუ ღმერთი არ არსებობს მაშინ ვინ განაგებს ადამიანთა ბედს ან ვინ ამყარებს სამყაროში წესრიგს? :დ

 



№9  offline წევრი ბელუ შეროზია

კარგი ხარ!
ეს ისტორიაც კარგია blush
როგორც წინა თავში ავღნიშნე განსხვავებული და ჩამთვრევი.
სიმართლეს გეტყვი , პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და
სურვილი მიჩნდება სხვებიც წავიკითხო!
ასეც მოვიქცევი. ))
სოფი,სოფი...ჯერ-ჯერობით არც ისე კარგი წარმოდგენა მაქვს მასზე :დდ მაგრამ მოდი წინასწარ არაფერს ვიტყვი და დაველოდები შემდეგ თავებს.
ვინ იცის იქნებ საწინააღმდეგო მიმართულებით შემობრუნდეს ჩემი წარმოდგენა ამ პერსონაჟისადმი. kissing_heart

 



№10 სტუმარი სტუმარი Chikochiko

შენეული ისტორიაა ანი, მოულოდნელობებით აღსავსე, უკვე ვგრძნობ წინ დიდი ამბები გველის. დღეს ძლივს მოვიცალე კომენტარი დამეტოვებინა, რთული დღე მქონდა:დდ ჯერ-ჯერობით ზოგადი წარმოდგენაც ძნელია ამ პიროვნებებზე, როცა ვიცი შენგან როგორი სიურპრიზები გველის ხოლმე:დდ . ასე რომ ახლა თავს ვიკავებ მათი შეფასებისგან. ამიტომაც მიყვარს შენი ისტორიები, რომ არ ჰგავს სხვებს. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვახერხებ ხშირად შემოვიდე საიტზე, მაინც გამოვნახავ დროს ამ ისტორიისთვის❤

 



№11  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ბელუ შეროზია
კარგი ხარ!
ეს ისტორიაც კარგია blush
როგორც წინა თავში ავღნიშნე განსხვავებული და ჩამთვრევი.
სიმართლეს გეტყვი , პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და
სურვილი მიჩნდება სხვებიც წავიკითხო!
ასეც მოვიქცევი. ))
სოფი,სოფი...ჯერ-ჯერობით არც ისე კარგი წარმოდგენა მაქვს მასზე :დდ მაგრამ მოდი წინასწარ არაფერს ვიტყვი და დაველოდები შემდეგ თავებს.
ვინ იცის იქნებ საწინააღმდეგო მიმართულებით შემობრუნდეს ჩემი წარმოდგენა ამ პერსონაჟისადმი. kissing_heart


მიხარია რომ რიგით მეოთხე ისტორიაზე მაინც შემომიერთი :დ

სტუმარი Chikochiko
შენეული ისტორიაა ანი, მოულოდნელობებით აღსავსე, უკვე ვგრძნობ წინ დიდი ამბები გველის. დღეს ძლივს მოვიცალე კომენტარი დამეტოვებინა, რთული დღე მქონდა:დდ ჯერ-ჯერობით ზოგადი წარმოდგენაც ძნელია ამ პიროვნებებზე, როცა ვიცი შენგან როგორი სიურპრიზები გველის ხოლმე:დდ . ასე რომ ახლა თავს ვიკავებ მათი შეფასებისგან. ამიტომაც მიყვარს შენი ისტორიები, რომ არ ჰგავს სხვებს. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვახერხებ ხშირად შემოვიდე საიტზე, მაინც გამოვნახავ დროს ამ ისტორიისთვის❤


მიუხედავად იმისა რომ შესანიშნავად იცნობ ანისეულ ისტორიებს, მეგონა ეს ისტორია უბრალოდ არ მოგეწონა.
ძალიან გაიხარდა შენი დანახვა. მართლა. ხომ იცი პირველი ხარ ვინც love.ge -ზე შემნიშნა და ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი მკითხველი და შემფასებელი ხარ ????

 



№12  offline წევრი ტატულიკა

ისეთი იყო როგორსაც ველოდი, მაგრამ შეცდომები მომხვდა თვალში და გამიკვირდა შენგან ))

 



№13  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ტატულიკა
ისეთი იყო როგორსაც ველოდი, მაგრამ შეცდომები მომხვდა თვალში და გამიკვირდა შენგან ))


აუ ხო ვიცი. უბრალოდ მართლა ამ დილით დავწერე და ავტვირთე ეგრევე :დ ვერ მოვითმინე

 



№14  offline წევრი სნობი

დიდი ხანია ვაკვირდები ამ საიტზე რამოდენიმე ავტორს მათ შორის შენ. არასოდეს გამჩენია კომენტარის გაკეთების სურვილი მაგრამ ახლა იმისთვის რომ გითხრა ის რასაც ვფიქრობ არ დავიზარე და რეგიატრაციაც კი გავიარე. ;)

ღმერთო ჩემო...არ ხარ შენ ნორმალური . ყოჩაღ შენ ამ თამამი ნაბიჯისთვის. შესანიშნავი ხარ და მადლობ რომ ამდენად განსხვავებული ხარ ყოველგვარი აქ გამეფებული ბანალურობისგან.
წინა ისტორიებს შევეხები. ი-რეალური გოგონა ერთ-ერთი საუკეთესოა რაც კი საიტზე ისტორიები წაიკითხავს.
არ ვიცი მას რომელიმე სხვა ისტორიით თუ ჩაანაცვლებ მაგრამ ეს ახალი ისტორია ზუსტად ვიცი სრული შოკი იქნება და გამძლეობას გისურვებ. მე მოგყვები :-)

 



№15  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სნობი
დიდი ხანია ვაკვირდები ამ საიტზე რამოდენიმე ავტორს მათ შორის შენ. არასოდეს გამჩენია კომენტარის გაკეთების სურვილი მაგრამ ახლა იმისთვის რომ გითხრა ის რასაც ვფიქრობ არ დავიზარე და რეგიატრაციაც კი გავიარე. ;)

ღმერთო ჩემო...არ ხარ შენ ნორმალური . ყოჩაღ შენ ამ თამამი ნაბიჯისთვის. შესანიშნავი ხარ და მადლობ რომ ამდენად განსხვავებული ხარ ყოველგვარი აქ გამეფებული ბანალურობისგან.
წინა ისტორიებს შევეხები. ი-რეალური გოგონა ერთ-ერთი საუკეთესოა რაც კი საიტზე ისტორიები წაიკითხავს.
არ ვიცი მას რომელიმე სხვა ისტორიით თუ ჩაანაცვლებ მაგრამ ეს ახალი ისტორია ზუსტად ვიცი სრული შოკი იქნება და გამძლეობას გისურვებ. მე მოგყვები :-)



ვაიმე :-) დავმუნჯდი :დ მადლობა

 



№16 სტუმარი მელა

ახლა ისე ცუდად ვიყავი რომ რავი სასწრაფოდ მჭირდებოდა ფორლავი.
სათაურმა დამაინტერესა ჯერ)
მერე ნიკმა
მაგასაც ვაკვირდები ხოლმე
მომეწონა ძალიან
განსხვავებულია
მიუხედავად იმისა რომ ორი თავი წავიკითხე ზედიზედ, არ მეყო)))
იმედია ასე გააგრძელებ რავი
შენს ნამუშევარს პირველად ვკითხულობ.
იმედია სხვასაც ჩამოვუქროლებ და აზრს შეგატყობინებ აუცილებლად.
და ხო ხასიათი გამომიკეთე.
ამ მოთხრობით ხასიათის გაუმჯობესება?
ცოტა ალოგიკურია, მაგრამ ახლა კარგად ვარ.
გაიფანტა დეპრესია ცოტა ხნით.))

 



№17  offline მოდერი ჰალუცინოგერი

მელა
ახლა ისე ცუდად ვიყავი რომ რავი სასწრაფოდ მჭირდებოდა ფორლავი.
სათაურმა დამაინტერესა ჯერ)
მერე ნიკმა
მაგასაც ვაკვირდები ხოლმე
მომეწონა ძალიან
განსხვავებულია
მიუხედავად იმისა რომ ორი თავი წავიკითხე ზედიზედ, არ მეყო)))
იმედია ასე გააგრძელებ რავი
შენს ნამუშევარს პირველად ვკითხულობ.
იმედია სხვასაც ჩამოვუქროლებ და აზრს შეგატყობინებ აუცილებლად.
და ხო ხასიათი გამომიკეთე.
ამ მოთხრობით ხასიათის გაუმჯობესება?
ცოტა ალოგიკურია, მაგრამ ახლა კარგად ვარ.
გაიფანტა დეპრესია ცოტა ხნით.))



მადლობა და მოიშორე რა დეპრესია, ცოტა ცნით კი არა საერთოდ. ისედაც ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყანაზე

 



№18  offline წევრი marikuna (1)

ჩემი სიტყვების გარეშეც იცი რომ კარგი ხარ ვგიჟდები შენ წინა მოთხრობაზე ახლებსაც ნელ-ნელა წავიკითხავ. ახლა კი მოდი ამ თავის შეფასებას დავიწყებ სოფის ეს ქმედება ძალიან მომწონს მარა სხვენში რატო ძინავს? უფრო მეტად ენის ინტერესმა სოფისადმი დამაინტერესა თავიდან რომ ეკითხება
-ლეზბოსელს ხარო?
-არა შენი
-არაო
ყველაზე მეტად კი ენისა მეჩვენებოდა სუსტი სოფი კი მისი გადამრჩენელი შეიძლება სასტიკად მოექცა ენტას მარა რომ არ გადაერჩინა რა მოხდებოდა ის ხომ უბრალოდ მოკვდებოდა. ყველაზე მთავარია რა მოხდება მერე მე კიდე შემდეგ თავს ველოდები პ.ს ძალიან მიყვარხარ უბრალოდ გუშინ ვერ მოვიცალე სამაგიეროდ ახლაც არაა გვიანი.

 



№19  offline მოდერი ჰალუცინოგერი

marikuna (1)
ჩემი სიტყვების გარეშეც იცი რომ კარგი ხარ ვგიჟდები შენ წინა მოთხრობაზე ახლებსაც ნელ-ნელა წავიკითხავ. ახლა კი მოდი ამ თავის შეფასებას დავიწყებ სოფის ეს ქმედება ძალიან მომწონს მარა სხვენში რატო ძინავს? უფრო მეტად ენის ინტერესმა სოფისადმი დამაინტერესა თავიდან რომ ეკითხება
-ლეზბოსელს ხარო?
-არა შენი
-არაო
ყველაზე მეტად კი ენისა მეჩვენებოდა სუსტი სოფი კი მისი გადამრჩენელი შეიძლება სასტიკად მოექცა ენტას მარა რომ არ გადაერჩინა რა მოხდებოდა ის ხომ უბრალოდ მოკვდებოდა. ყველაზე მთავარია რა მოხდება მერე მე კიდე შემდეგ თავს ველოდები პ.ს ძალიან მიყვარხარ უბრალოდ გუშინ ვერ მოვიცალე სამაგიეროდ ახლაც არაა გვიანი.




მეც ჩემო პატარა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent