"ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება" (თავი 1) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება" (თავი 1)


3-08-2018, 13:59
ავტორი tako.izek
ნანახია 243

-არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ.მთავარია რაც შენ გინდა ის განახორციელო.როცა მომენტი დგება აირჩიო ცხოვრების ახალი ეტაპი,ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონო.იცოდე ფეხს სად დგამ,რამდენად შეგიძლია ჩახვიდე მის სიღრმეში და ისე მოიქცე როგორც საქმე მოითხოვს.როდესაც მომავალ პროფესიას ირჩევ უნდა იცოდე მას რა სირთულეები მოსდევს,უნდა იცოდე მზად ხარ თუ არა იბრძოლო წარმატების მისაღწევად.შეძლებ კი აჯობო სხვებს როცა კონკურენციის დონე პიკს აღწევ.შეძლებ რომ ერთი-ერთი საუკეთესო გახდე?
შეძლებ რომ გზიდან არ გადაუხვიო და ყველაფრის ფასად მიაღწიო წარმატებას?თუ მზად ხარ და გაქვს ყველა უნარი ჩათვალე რომ მსოფლიო შენია.ჩათვალე რომ შენზე ძლიერი არავინ იქნება.იცოდე როდესაც ახალ ცხოვრებას დაიწყებ შენ თავს უთხარი "მე ყველაზე ძლიერი ვარ,რატომ უნდა მაჯობონ სხვებმა".ამ დევიზით იარე,არავის მისცე უფლება იყოს შენზე ძლიერი,მაგრამ არც ის დაუშვა რომ შენზე სუსტები იყვნენ.თუ გაქვს შესაძლებლობა დაეხმარე მათ,მაგრამ არა შენი დამარცხების ხარჯზე.ამ სიტყვებს ეუბნებოდა ქალბატონი მაყვალა მის ერთადერთ ქალიშვილ ბაიას.ბაია კი ყურადღებით უსმენდა დედის დარიგებებს ყოველთვის უსმენდა და ითვალისწინებდა.დედამ ხომ ყველაფერი იცის.დედა ყოველთვის მართალს ამბობდა.დედამ ყველაფერი გამოცადა და ბევრი ისწავლა.მან ჯერ არ იცოდა წინ რა ელოდა,არ გამოუცდია ცხოვრების ის სიმწარე და ტკივილი რაც დედამ გამოიარა.თვითონაც გაიარა მაგრამ არა ისეთი როგორიც დედამ.მხოლოდ დედის სიტყვებს ენდობოდა.ყოველთვის გაღიმებული და ბედნიერი დადიოდა როცა იცოდა სახლში ასეთი დედა ყავდა,იცოდა რომ ვიღაც ყოველთვის ელოდა.ყოველთვის უნდოდა ყოლოდა ძმა ან და მაგრამ საუბედუროდ მამამისი მისი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა.დისა და ძმის ნუგეშს მის მეგობარ თაკოსთან ნახულობდა.ორი განუყრელი მეგობარი.ორი და,შეიძლება ითქვას ძმაც.თაკოს ყავდა უფროსი ძმა დიმიტრი,რომელიც ავღანეთში იბრძოდა ბოლო ხუთი წლის განავლობაში.მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.არც ოჯახთან ჰქონდა სახარბიელო ურთიერთობა.ამიტომ პატარაობიდან ბიჭურ ცხოვრებას იყვნენ შეჩვეულნი.თაკოსაც მამა ყავდა გარდაცვლილი.იმისთვის რომ ეარსებათ,ყოველდღე საჭმელი ქონოდათ არანაირ საქმეს ერიდებოდნენ.მეზობლებს სათბურებში,ვაზში დაყვებოდნენ.ფულს შოულობდნენ და ოჯახს არჩენდნენ.რაც დრო დახარჯეს ერთიანად აუნაზღაურდათ ორივეს.ბაიას ძალიან უნდოდა იურიდიულზე ჩაებარებინა.თაკოს სამედიცინო სურდა.მთელი ერთი წელი თავდაუზოგავად მეცადინეობდნენ.მათი მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ ახალი ცხოვრება ჰქონებოდათ.აღარ უნდოდათ ტანჯვაში ეცხოვრათ.წელებზე ფეხს იდგამდნენ რომ მათი ოცნებები აესრულებინათ.გოგონებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ მშობლების იმედები არ გაეცრუებინათ.მთელი წელი არც ნორმალურად ძინებიათ,არც ნორმალურად უჭამიათ,მხოლოდ წიგნი და მეცადინეობა.თუ გინდათ რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ თავი არ უნდა დაზოგოთ.ყველაფერი უნდა გააკეთოთ რაც თქვენს ძალებს არ აღემატება.მაქსიმალურად ეცადეთ რომ იყოთ საუკეთესოები.გამოცდები მშვიდად ჩააბარეს.ნერვიულობით არცერთს უნერვიულია.კმაყოფილები იყვნენ იმ შედეგით რაც დადეს.იცოდნენ რომ ჩააბარებდნენ,მაგრამ მარტო ჩაბარება არაფერია,მათ დაფინანსებაც ჭირდებოდათ.ამ ორს კი ნამდვილად ჰქონდათ იმედი.იმედს არასდროს კარგავდნენ.იმედით ცოცხლობდნენ და არსებობდნენ.დარჩენილი ერთი თვე ტანჯვაში გაატარეს.პასუხები არა და არ იდებოდა.დასასვენებლადაც ვერსად მიდიოდნენ,მათთვის ზაფხული სახლში ყოფნა და მუშაობა იყო.როდესაც ქალაქიდან მოდიოდნენ სტუმრები სულ მათზე ჭორაობდნენ და დაცინოდნენ.მშობლები კი ურჩევდნენ რომ მათ არ აყოლოდნენ.ისინი გათამამებული და ფუფუნებაში გაზრდილი ბავშვები იყვნენ.არ იცოდნენ რას ნიშნავდა სიცოცხლისთვის ბრძოლა,მათ მხოლოდ მშობლების ჯიბის გაფხეკა ეხერხებოდათ.ვერ აცნობიერებდნენ რომ ოდესღაც მშობლები აღარ ეყოლებოდათ,მაშინ კი ნამდვილად ინანებდნენ.სწორედ მაშინ გაახსენდებოდათ მათი დაცინვა და ინანებდნენ.თქვენ არაფერი გაკლდებათ იმით რომ მუშაობთ.ეს შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ.თქვენ ორნი ისეთ მწვერვალებს მიაღწევთ რომლებზედაც ისინი ვერ იოცნებებენ.შეიძლება ოცნებობენ და მიაღწიონ კიდევ მაგრამ მამიჯოს ფულით.ისინი ისეთი ძლიერები და ნასწავლები ვერ იქნებიან როგორიც თქვენ.ეცადეთ თქვენი თავი მაქსიმალურად წარმოაჩინოთ.დასრულდა პასუხეს გაგებაც,ორივე დარწმუნებულები იყვნენ რომ ას პროცენტიან დაფინანსებას მიიღებდნენ.მათი იმედები არ გაცრუებულა,მათ სასურველ უნივერსიტეტში,სასურველ ფალულტეტზე დაფინანსებით მოხვდნენ.გოგონებს გაუმართლათ რომ ერთად იყვნენ.მშობლები შეპირდნენ რომ ბინას უქირავებდნენ
და ერთად იცხოვრებდნენ.დრო დადგა ამ ორმა გოგომ ცხოვრებისგან ის მიიღონ რაც დაიმსახურეს.ორივე მზადაა ახალი ცხოვრების დასაწყებად,მზად არიან შეცვალონ მათი მომავალი და იცხოვრონ იმ ცხოვრებით რომელიც აქამდე არ ქონიათ.დედებისგან რჩევა-დარიგებები მიიღეს.როგორც წესი ბებიებს ხომ ვანსაკუთრებული რჩევები აქვთ?
-ბებია,თბილისში ათასი გადარეული დადის.ქალაქია ბებია.ცუდი არაფერი გააკეთოთ,არ ჩავარდეთ იმ ჭორიკანა მგლების ხახაში.სახელს და ნამუსს შეგირცხვენე.არ ყავთ გოგოებს,არ იაროთ ღამით მარტო.ასე მარტივად და უბრალოდ არავის ენდოთ.ყველა თქვენნაირი გულუბრყვილო არ არის.ბიჭებისგანაც თავი შორს დაიჭირეთ.მარა თუ ზრდილობიანი და კაი ოჯახის შვილი იქნება ქე გაყევით ცოლად.
-მადლობა ბები ასეთი დარიგებისთვის.ორივე გოგომ ბებოს ხმაურით აკოცეს.მათ ხომ ერთი ბებო ყავდათ,რომელიც ძალიან უყვარდათ.გოგონები დაადგნენ ახალ გზას.პირველ დღეს რა თქმა უნდა დედიკოები გაყვნენ.ისინი პირველად მიდიოდნენ ქალაქში,წარმოდგენა არ ქონდათ რა ხდებოდა,როგორი ცხოვრება ჩქეფდა იქ.მითუმეტეს როცა ჭორების ქალაქში მიდიხარ,თუ რაიმე ცუდს, უხამსს და სახოგადოებისთვის უვარგისს ქმედებას ჩაიდენ უკვე ხარ,შენზე მთელმა ქალაქმა იცის.მანამ ილაპარაკებენ სანამ ჰოროზონტზე ახალი მსხვერპლი არ გამოჩნდება.მშობლებმა უბრალო,მყუდრო და გოგონებისთვის საკმარისი ზომის ბინა იქირავეს,ბოლოჯერ დაარიგეს და მშობლები უკან სოფელში დაბრუნდნენ.მართალია გოგონებმა იქ მხოლოდ ტკივილი და ტანჯვა ნახეს,მაგრამ მათ რაღაცნაირად მაინც მოენატრათ,გულში რაღაც ჩაწყდათ.მოემზადნენ,ახალ გარემოს მალე შეეჩვივნენ.გადაწყვიტეს გაესეირნათ,გარემო კარგად უნდა დაეთვალიერებინათ,აინტერესებდათ იყო თუ არა ახლო მანძილზე პარკი.ქალაქების ქუჩები კარგად დაათვალიერეს,პარკის მსგავსი კი ვერაფერი იპოვეს.უკან დაბრუნდნენ,გზაში კი ჭორაობდნენ და იცინოდნენ.ძალიან ბედნიერ და უდარდელ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.სოფელშიც ასეთები იყვნენ თუ კი რაიმე სასაცილოს გაიგებდნენ მათი ხმამაღალი სიცილი ყველაფერს აყრუებდა.
-თაკ,წარმოიდგენდი რომ ეხლა აქ ვიქნებოდით?
-რატომაც არა,ჩვენ ხომ ჭკვიანები და ლამაზები ვართ?
-ჩემი მატრაკვეცა.
-ვითომ თავად არ უყვარდეს თავის ქება.
-მიყვარს მაგრამ საზოგადოებაში არა.
მთელი გზა სიცილ-კისკისში გაატარეს.ვერც კი შეამჩნიეს როგორ მივიდნენ უცხო კორპუსთან.თავიდან მათი ეგონათ,ეს კორპუსიც ზუსტად იმავე ფერებში იყო რა ფერშიც მათი.კიბეები აიარეს თავიანთ "ბინას" მიადგნენ.გასაღებით კარები ვერ გააღეს,ბევრს ეცადეს მაგრამ ვერ გააღეს.იმდენი იწვალეს ბოლოს კარი ვიღაც წელზევით შიშველმა ბიჭმა გაუღო.
-ბიჭებო მოვიდნენ.ყოჩაღ ქალბატონებო არ მეგონა თქვენთან ასეთი სწრაფი მომსახურება თუ იყო?არც ის მეგონა ასეთი ლამაზი კახპები თუ ყავდათ.ბიჭმა ეს თქვა მაიას უკანალზე ხელი მოარტყა,თან გაიცინა.ბიჭს კი საკმაოდ ძლიერად მოხვდა სახეში.ცხვირიდან სისხლმა იწყო დენა.
-ბაი,მგონი კორპუსი შეგვეშალა,ჯობია აქედან წავიდეთ.
-ახლავე.
ბაია ცოფებს ყრიდა,კორპუსიდან მაშინვე გამოვარდნენ.
-მოიცადე ბაი,სად გარბიხარ?ვერ გეწევი.
-უნამოსო ,არა ვინ გონია თავი.ხელიც მომარტყა და თან კახპა მიწოდა.ნაძირალა.
-კარგი რა მე მაინც შემიბრალე,ფეხები მეტკინა.
-მაპატიე თაკ,ისე გავბრაზდე შენ სულ დამავიწყდი.
-კარგი არა უშავს.მთავარია იქედან წამოვედით და იმ ვაჟბატონს ჭკუა ასწავლე.
-აღარ მინდა ამის გახსენება.
კითხვა-კითხვი მიაგნეს თავიანთ კორპუსს.იმდენად დაღლილები და დაქანცულები იყვნენ,მხოლოდ წყლის გადავლება შეძლეს.ორივეს მშვიდად დაეძინა.მეორე დღიდან უნივერსიტეტის ცხოვრება იწყებოდა.დილით გაემზადნენ და წავიდნენ.ერთმანეთს დილით დაემშვიდობეს და უნივერსიტეტის გზას დაადგნენ.ბაიას ცხრილის გაგება სურდა რომ შემდეგ სამსახური ეშოვა.არ უნდოდა ზედმეტ ტვირთად დაწოლოდა დედას.უნივერსიტეტში მისულს მაშინვე შეეგება ლექტორი და წაიყვანა.ბაიკომ იცოდა რომ მას როგორც ას პროცენტიანი დაფინანსების მქონეს დააჯილდოებდნენ.მის სპეციალობაზე ასეთი მხოლოდ ხუთი იყო.ყველას ფასიანი საჩუქრები გადასცეს.ცერემონია როგორც დასრულდა ცხრილი იპოვა და ჩაიწერა,რამდენიმე გოგოს დაცინვა კი გაიგონა მაგრამ ყურადღება არ მიაქცია.ორივე მეგობრის მშობლებმა რაც შეძლეს მხოლოდ ის ტელეფონი უყიდეს.ორივეს ერთი ჰქონდათ,შეთანხმდნენ რომ ერთი დღით ერთს ექნებოდა მეორე დღით მეორეს.ცხრილის მიხედვით დღეს მხოლოდ ორი ლექცია ჰქონდა.ლექტორებს შეხვდებოდნენ,სტუდენტები ერთმანეთს გაიცნობდნენ.აუდიტორიის ნომერი წაიკითხა და წავიდა.ოთახში მოხერხებული ადგილი მოძებნა და ლექტორის მოსვლას დაელოდა.აუდიტორიაში სტუდენტები ცოტანი იყვნენ.წინ დაჯდომა დიდად არ მოსწონდა,მარცხენა მხარეს მეორე რიგში დაჯდა.ნელ-ნელა შემოემატათ ბავშვები.თავისთვის იჯდა და რვეულის უკანა მხარეს თამაშობდა.ბავშვობიდან ხატვა უყვარდა,კარგად გამოსდიოდა,უბრალოდ სახატავი მასალა არ ქონია.გვერდით ისე მიუჯდნენ ვერც გაიგო.
-ვა,ნახე?!მხატვარი იურისტი გვყოლია.
-უკაცრავად?გვერდით მჯომს გახედა და მისი გაკვირვება ორმაგად გაიზარდა.მის გვერდით ის ბიჭი იჯდა რომლის ბინაშიც მისი აერია.მაგრამ ბაია რის ბაიააა?!არც კი შეიმჩნია.
-იცით მეცნობით.მგონი ერთმანეთს უკვე შევხდით.
-უკაცრავად მაგრამ არ მახსოვს მენახათ.თქვენნაირ ქედმაღალ და ამპარტავან ადამიანს მარტივად დავიმახსოვრებდი.
ბაიკო ადგა სხვა ადგილზე გადაჯდომა სცადა,არ სურდა ამ ადამიანის გვერდით ყოფილიყო.იცოდა რომ ასეთი ბიჭებისგან კარგს არ უნდა მოელოდე.
-სად მიდიხარ?
-სხვაგან მსურს დაჯდომა,ცუდი ადგილი ავარჩიე.
-კარგი მაშინ მეც შენთან ერთად გადმოვჯდები,არც მე მომწონს ეს ადგილი.
-გმადლობთ,დაცვა არ მჭირდება.მარტო მიყვარს ყოფნა,არ მიყვარს როცა ვინმე ჩემს მყუდროებას არღვევს.საკმაოდ ირონიულად და ხასგაზმით მიუთითა რომ თავი დაენებებინა.საკუთარი თავით ამაყი და ბედნიერი იყო.გასვლა უნდოდა მაგრამ ბიჭი არ აძლევდა საშუალებას.ბაიმ გაიფიქრა "რა მოხდება რომ უბრალოდ ავდგე და გადავაბიჯო?მაგრამ არა მეორე დღეს ყველა ჩემზე ილაპარაკებს.არადა რა კარგი იქნებოდა."
-უკაცრავად თუ შეიძლება გამატარეთ.
-არა,აქ ყოფნა მომწონს.აქედან ტყვიაც ვერ ამაყენებს.
-მომისმინეთ!ზუსტად ამ დროს ლექტორი შემოვიდა,სხვა გზა არ ქონდა,კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა.ლექტორი სტუდენტებს გაეცნო.
-მოგესალმებით!მე აკაკი ბარათაშვილი ვარ,მე სამოქალაქო სამართალს გასწავლით.მე გაგეცანით ეხლა თქვენი ჯერია.მოდით თქვენგან აუდიტორიის მარცხენა მხრიდან დავიწყოთ.წინ ორი ბავშვი იჯდა ნათია და საბა.ჯერი მეორე მერხს მოუწია.
-თუ შეიძლება თქვენი სახელი და მითხარით რატომ ჩააბარეთ.
-პატივცემულო,მე გიგი დადიანი ვარ.მე თქვენი სტუდენტი ვარ,მესამე კურსზე ვარ უბრალოდ თქვენი საგანი ჩამრჩა და ეხლა ვაბარებ.
-მოწადინებული სტუდენტი.ჩემთვის ჩავილაპარალე,მაგრამ როგორც ჩანს ცოდნით აყვავებულმა გაიგონა.
-თქვენს გვერდით,გოგონა თუ შეიძლება თქვენზე გვითხარით..რატომ ჩააბარეთ ამ სპეციალობაზე.სკამიდან ზლაზვნით წამოდგა,თითქოს ვინმე გადაარჩენდა და ამ მდგომარეობიდან იხსნიდა.
-პატივცემულო,მე ბაია მახათაძე ვარ.ბავშვობიდან მსურდა პროკურორი ან დეტექტივი გამოვსულიყო.
-გასაგებია!მგონი შენ ას პროცენტიანი გრანტით ხარ კიდევ ოთხ სტუდენტთან ერთად.
-დიახ,პატოვცემულო.
-წიგნის ჭია..გიგიმ თავისთვის ჩაიბურდღუნა ისე რომ ბაიას გაეგო.
-შეგიძლია დაბრძანდე.
თავი დაუქნია და დაჯდა..მკვკელი თვალებით გახედა გიგის მაგრამ მალევე დაივიწყა.სხვებმაც გააცვნეს თავი,დიდად ყურადღება არ მიუქცევია.ისევ თავის რვეულში ხატავდა.როდესაც ლექტორმა წიგნების ჩამოთვლა დაიწყო მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა.მაშინ გააცნობიერა რომ გიგი მთელი ამ ხნის მანძილზე უყურებდა.ნათია და საბა გაიცნო.საკმაოდ კარგი და მხიარულები აღმოჩნდნენ.წიგნები და პირველი სასწავლი ლექცია ჩაინიშნა.ორივე ლექტორი ძალიან მოეწონა.როგორც კი დასრულდა ბიბლეოთეკაში მაშინვე გაიქცა,მალევე დარეგისტრირდა და სასურველი წიგნები იშოვა.სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა,არც ისე შორს იყო მისი ბინა.გვერდით გიგი ამოუდგა და მასთან ერთად განაგრძო გზა.
-საინტერესოა მგონი ერთსადაიმავე ქუჩაზე ვცხოვრობთ..გადაწყვიტა ბიჭისთვის ხმა არ გაეცა,მოწყინდებოდა და გაჩუმდება.შენც არ მომიკვდე.
-იცი რა?დავფიქრდი და მივხვდი,შენ ის გოგო ხარ ჩემს ბინაში შემოღწევას რო ცდილობდა თუ არა..იცი რა?შემიძლია ქსეროქსები გათხოვო,ძალიან ბევრი მაქვს.ნამდვილად არ დაგჭირდება ამდენი წიგნი.კარგი თუ არ გინდა არ მოქცემ.ისე,საიდან ხარ?აქაური რომ იყო დიდი ხნის წინ გავიგებდე შენზე.გოგო იკადრებ და გამცემ ხმას?რა ენა გადაყლაპე.ელემენტარული ზრდილობაც არ გაქვს?არადა ადამიანი რო შემოგხედავს იფიქრებს,წესიერი,ზრდილობიანიაო შენ კი საპირისპიროს ამტკიცებ.
-ზრდილობაც მაქვს და ელემენტარული კულტურაც რომ ვინმეს პასუხი გავცე,მაგრამ შენნაირ ტიპებს ნამდვილად არა.დავიჯერო ისეთი სულელი ხარ,ვერ ხვდები თავი დამანებო?
-ვხვდები მაგრამ არ მინდა.
-მე მინდა.
-რა უჟმური ვინმე ხარ.
დაუმშვიდობებლად ავიდა ბინაში.თაკო ჯერ კიდევ არ მოსულიყო.
-შესაძლოა ახალი მეგობრები გაიცნო და მათთან ერთადაა.
სადილის მომზადება დაიწყო.მაგიდა მალე გაშალა.თაკოს დაელოდა.სანამ თაკო მოვიდოდა მისი საჩუქრები გახსნა.შიგნით ლეპტოპი და რამოდენიმე საინტერესო წიგნი იდო.წიგნები გვერდით გადააწყო.ლეპტოპის ჩართვა სცდა მაგრამ არ გამოუვიდა.თავი დაანება და წიგნებთან ერთად დადო..თაკო ისევ არ ჩანდა,არ სურდა მარტოს ესადილა.ლექციებს გადახედა რომელიც შაბათისთვის უნდა ესწავლა.დიდად არ ერთულა.პირველი ლექციის სწავლა დაიწყო,დაახლოებით საათნახევარში საკმაოდ კარგად იცოდა.კიდევ ქონდა დრო და უფრო კარგად მოემზადებოდა.ცხრილი გადაამოწმა,ყველა ლექცია და სემინარი დილის სმენაში ქონდა.თავისუფლად შეეძლო დღის მეორე ნახევარში ემუშავა.განცხადებები უნდა ენახა,იკადრა და მეზობელთან გავიდა ლეპტოპის ჩასართავად.ახალგაზრდა ბიჭმა გაუღო,ასწავლა თუ როგორ უნდა ჩაერთო და გამოეყენებინა,მადლობა გადაუხადა.ბინაში დაბრუნებულმა ვაკანსიების ძებნა დაიწყო,რამოდენიმე საინტერესო იპოვა,CV გააგზავნა.უკვე ცხრა საათი სრულდებოდა,თაკო კი არ ჩანდა.ტელეც არ ქონდა რომ დაერეკა.ძალიან ნერვიულობდა,დივანზე მოკალათდა, დაელოდა.იმდენხანს ელოდა რომ ჩაეძინა,ღამის პირველი საათისთვის გაეღვიძა,როცა თაკო მოვიდა.თვალები მოფშვნიტა და მეგობარს დააკვირდა,რომელსაც ტანსაცმელი ერთიანად დახეული ქონდა.
-თაკ რამე შეგემთხვა?
-დამშვიდდი არაფერი მჭირს,ძალიან კარგად ვარ.თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით ჩამოუვიდა,მუხლები მოეკვეთა და ძირს დავარდა.ბაი მაშინვე მივარდა და ჩაეხუტა.
-რაღაც მოხდა და არ მეუბნები.შემომხედე და მითხარი..თავი ააწევინა,ცისფერ თვალებში ჩააშტერდა,რომლებიც ამღვრეული და განადგურებული იყო.თავი ძირს დახარა,დამნაშავე ბავშვივით.ძალიან ჩუმად,ისე რომ ხმას თან გაიგებდი თან ვერა,ამოისლუკინა
"გამაუპატიურეს"
მხოლოდ ეს თქვა,ბღავილი მორთო.ბაია შოკში იყო,ვერ აზროვნებდა,საერთოდ ვერაფერზე ფიქრობდა,არც მეგობრის განწირული ყვირილი ესმოდა.ნანობდა რომ აქ ჩამოვიდა,ნანობდა რომ მეგობარს ვერ მიხედა.მაგრამ ამ მდგომარეობაში დიდ ხანს ვერ იქნებოდა.შესაძლოა თაკოს რაიმე მოეწია თავისი თავისთვის.გონზე მოეგო და მეგობრის დამშვიდება სცადა.არც იცოდა რამდენად გამოუვიდოდა ცხოვრება დანგრეულო მეგობრის დაწყნარება.ხელი მოკიდა და აბაზანაში წაიყვანა,თითქოს ამ ტალახს წყალი ჩამორეცხდეს.ორი საათი დაყვეს წყლის ქვეშ მყოფებმა.ვერ დატოვებდა მეგობარს,მისი მოვალეობა მასზე ზრუნვა,მისი გვერდში დგომა თაკოს ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.აბაზანიდან გამოიყვანა და მის საწოლში დააწვინა,თვითონაც გვერდით მიუწვა.თაკოს ბაიას მკერდზე პატარა ბავშვით ეძინა.ისეთი ალალი და წმინდა სახე ქონდა რომ ვერავინ იფიქრებდა ამ პატარა გოგოს რამე თუ შეემთხვა.მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს ბაიას,ნებისმიერ დროს უნდა დახმარებოდა მეგობარს.ფიქრობდა ყველაფერზე რაც მოხდა,როგორ უნდოდა ორი წუთით დაბრუნებულიყო წარსულში და თაკო დაეხსნა.ის არ იმსახურებდა ასეთ ტკივილს.ცხოვრებისგან ბევრი იტანჯეს,ასე არ უნდა მომხდარიყო,ისინი ხომ ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ?რატომ?ყოველთვის პატიოსანი და მართალი ადამიანი რატომ უნდა ისჯებოდეს?!ერთხელ და სამუდამოდ სამართალმა არ უნდა იზეიმოს და ყველამ ის მიიღოს რაც დაიმსახურა?რატომ?ბაიას გონება მხოლოდ ამ კითხვას იმეორებდა.მხოლოდ ეს კითხვა იყო მისი ახალი საზრუნავი,როგორმე მეგობარი უნდა გამოეყვანა მდგომარეობიდან,როგორმე უნდა გადაერჩინა,თუ საჭირო იქნებოდა სიცოცხლესაც გაწირავდა,ოღონდ მას ეთქვა.არ დაუშვებდა მისი და,მეგობარი,სულის ნაწილი და არ ვიცი კიდევ ვინ,ასე დატანჯულიყო.არ დაუშვებდა იმ ნაძ@ირალას ცოცხალს ევლო დედამიწაზე,მისი სიბინძურით დაემძიმებინა დედამიწა.თუ იპოვნიდა საკუთარი ხელით გამოუყვანდა განაჩენს.თუ კი ეცოდინებოდა რომ მისი მეგობარი მშვიდად და ბედნიერი იქნებოდა.ისე ჩაეძინა ფიქრებში გართულს ვერც კი შეამჩნია თაკო როგორ გაეპარა,როცა კივილი და ხალხის განწირული ხმა მოესმა მხოლოდ მაშინ გაეღვიძა.როცა თაკო ვერ დაინახა მიხვდა რაც ხდებოდა,კარებში გასვლა უნდოდა მაგრამ გარედან იყო ჩაკეტილი.კარების გამტვრევა სცადა მაგრამ არ გამოუვიდა.ოთახში სკამი იპოვა რომლითაც ცდილობდა გაღებას,მაგრამ ვერაფერი გააწყო.კიდევ სცადა კარების გამტვრევა,მაქსიმალურად შორიდან გაიქცა და მიზანს მიაღწია.უკვე გარეთ იყო.დაინახა მისი მეგობარი აივნის მოაჯირზე იდგა და გადახტომას ცდილობდა.არც კი უფიქრია რომ მოლაპარაკებას დაიწყებდა,ან რაიმე სისულელეს ეტყოდა,ყველაზე კარგი გამოსავალი სწრაფი მოქმედება იყო.რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად სწრაფად და ჩუმად მიუახლოვდა.მეგობარს წელზე ხელები მაგრამ მოხვია და უკან დაქაჩა.ფართხალებდა მაგრამ მაინც შეძლო ჩამოყვანა.ქვემოდან ხალხის მშვიდი და დაწყნარებული ხმები ისმოდა.გოგონა შიგნით შეიყვანა და ჩაეხუტა,თან მის ლანძღვას არ წყვეტდა.
-შემ რა სულ გაგოჟდი?რას იტყვის დედაშენი როცა ამას გაიგებს?ჩემზე არ გიფიქრია?ჩვენ ხომ დები ვართ?ხომ იცი როგორ მეტკინებოდა შენთვის რომ არ მომესწრო?
-ვიცი,მაგრამ არ შემიძლია ამ სირცხვილით და ტკივილით სიარული.როცა მახსენდება საკუთარ თავზე გული მერევა.
-გაჩუმდი!შენ არაფერი დაგიშავებია,შენ არ გითხოვია მისთვის ასე მოგქცეოდა,თუ თავს მოიკლავ ამით რამე შეიცვლება?მხოლოდ შენ დაზარელდები,ის კი ისევ თავისუფალი ივლის,იცი რამდენს გაუმწარებს სიცოცხლეს?შენი სიკვდილი მისთვის შვება იქნება,არ დაისჯება იმისთვის რაც ჩაიდინა.შენ არაფერი დაგიშავებია.შემომხედე!ვიცი რთულია ამ ყველაფრის ასე უბრალოდ დავიწყება მაგრამ სხვა გზა არ გაქვს.სანამ დაივიწყებ პოლიციაში მივიდეთ და ვუჩივლოთ.
-არ შემიძლია.ძალიან მტკივნეული თემაა და ვერ ვისაუბრებ.
-ვიცი რომ ასეა,ისიც ვიცი რომ გაგიჭერდება,მაგრამ მითხარი გინდა სხვასაც ასე მოექცეს?გინდა შენი ტკივილი შერჩეს და ბედნიერმა განაგრძოს ცხოვრება.ალბათ,რთულია და მე არ მესმის მაგრამ იმას ნამდვილად ვხვდები რომ ერთადერთი გზა მისი და დასჯა და დატანჯვაა.არ მოგცემ უფლებას დაიტანჯო იმის გამო რაშიც შენ არ ხარ დამნაშავე.გპირდები როცა დაკითხვაზე შეხვალ მეც შენთან ვიქნები.
-მპირდები?
-გპირდები.
ცრემლები მოწმინდა,აბაზანაში შეიყვანა და ცხელი წყლის ქვეშ დატოვა.მანამდე თვითონ ტანსაცმელი მოუძებნა და გარეთ დაელოდა,მალე გამოვიდა პირსახოც შემოხვეული,ტანსაცმელი ჩაიცვა.მეგობარს თვალს არ აშორებდა,ვეღარ დაუშვებდა მას რამე მოსვლოდა.ავტობუსს გაყვნენ,პოლიციის შენობის წინ იდგნენ.თაკო ჯერ კიდევ ფიქრობდა შესულიყო თუ არა.ვერ გადაეწყვიტა რა ექნა.მაგრამ მისი მეგობრის ყოფნა სტიმულს აძლევდა,გამხნევების შანსს აძლევდა.ძალიან რთულია იყო განადგურებილი,ნატრობდე სიკვდილს,ოცნებობდე რაიმე მოხდებოდეს და იქ არ შესულიყავი,მტკივნეულია ისაუბრო იმაზე რაც გუშინ მოხდა.მოყვე ყველაფერი ისე თითქოს კარგად ხარ.როცა იცი რომ შენს შიგნით საშინელი ტკივილია.რთულია მიიღო ნორმალური გადაწყვეტილება და საკუთარ თავს ანგარიში გაუწია,მაგრამ როცა იცი გვერდით გყავს მეგობარი,რომელიც მზადაა ყველაფერი გააკეთოს შენთვის,იცის თუ რა ჯობია,მაშინ ყველაფერი უფრო მარტივი გეჩვენება.გგონია რომ სამყარო უფრო კარგი და ჯანსაღია.ვეღარ ამჩნევ იმ სიბინძურეს რომელშიც ყველაა ჩაძირული.ბოლომდე ენდობი მას,თუნდაც უფსკრულში გექაჩებოდეს, მაინც მიყვები.




________________
შესაძლოა იფიქროთ თუ რა კავშირშია სათაური და მოთხრობა ერთმანეთთან,მალე გამოჩნდება მათი კავშირი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი უცნაური მე

დასაწყისი კარგია, მომეწონა. უბრალოდ რატომ შეემთხვა ამ გოგოს ეს ვერ ვხვდები, ვერ ვიტან მოძალადე კაცებს. ნუ მოკლედ ველოდები გაგრძელებას, საინტერესოდ წერ.

 



№2  offline წევრი tako.izek

უცნაური მე
დასაწყისი კარგია, მომეწონა. უბრალოდ რატომ შეემთხვა ამ გოგოს ეს ვერ ვხვდები, ვერ ვიტან მოძალადე კაცებს. ნუ მოკლედ ველოდები გაგრძელებას, საინტერესოდ წერ.


მადლობა,მიზეზსაც და საერთოდ ყველაფერს აწი გავიგებთ.მადლობა რომ წაიკითხე

 



№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

საინტერესო დასაწყისია ... მომეწონა.. ❤ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები .. ის გოგო შემეცოდა ????...

ცოტა უსამართლოა რატომ შეემთხვა ამგოგოს ეს?

 



№4  offline წევრი tako.izek

სტუმარი მარიამი
საინტერესო დასაწყისია ... მომეწონა.. ❤ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები .. ის გოგო შემეცოდა ????...

ცოტა უსამართლოა რატომ შეემთხვა ამგოგოს ეს?






მადლობა რომ კითხულობ,ყველაფერს აწი გავიგებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent