იყოს ჩვენში ლურჯი (თავი1) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყოს ჩვენში ლურჯი (თავი1)


3-08-2018, 15:41
ნანახია 189

იყოს ჩვენში ლურჯი (თავი1)

ამბობენ უსასრულობაში თუ დაიკარგები ვეღარ გიპოვიანო. მე კიდევ იმდენი უსასრულობა გამოვიცვალე, ვერ მივხვდი სად უნდა დავრჩენილიყავი. ალბათ იმიტომ ვიცვლიდი რომ სიყვარულის მეშინოდა. მე არ ვიყავი მარტივი ადამიანი. ღმერთმა ყველას მისცა გული მაგრამ მე ის ყინულით ჩავანაცვლე. ცივი გავხადე და მერე მეთვითონ გადავაგდე. ჩემი გული მეთვითონვე გავტეხე, გაგიგიათ ასეთი რამე? რათქმაუნდა სად მოისმენდით და ამიტომაც გიყვებით ახლა ჩემს ისტორიას. ალბათ, აქედანვე ფიქრობთ, გული თუ არ აქვს რომ წერს ტვინიც ეყოფაო, მაგრამ იქნებ დროთა განმავლობაში ეს ყინული ცეცხლად გადაიქცეს და ამ ცეცხლში სიყვარულსაც შეეჩვიოს, ასე ძალიან რომ ეშინოდა მისი. მე მეშინოდა სიყვარულის. მეშინოდა, რომ შემიყვარდებოდა მეშინოდა, რომ მომენატრებოდა მეშინოდა, რომ ვერ დავივიწყებდი მეშინოდა, რომ სიყვარულის გამო მოვკვდებოდი ოდესღაც, სადღაც მიტოვებულ და მკიგდებულ ადგილას სადაც, ვერც კი მიპოვნიდნენ და ვერც კი შეამჩნევდნენ რომ მოვკვდი და კიდევ გარდავიცვალე უსასრულობაში. რატომ მქონდა მაინდამაინც მე ყინული? ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ ყინულის შეყვარებას შევძლებდი. აი ამიტომ მეშინოდა ყველაფრის. სინამდვილეში, არ ვიყავი საშიში, ლამაზი ვიყავი, მაგრამ ვის რად უნდა შენი სილამაზე თუ ყინული გექნება. სხვათაშორის ჩემი გეგმები მქონდა, მაგრამ უსასრულობიდან უსასრულობაში ყველა გეგმა ქრებოდა და ცუდი მიზნები აღწევდა ჩემში და მერე მანადგურებდა. არ მეგონა თუ, მე, ყინულს ვინმე მოკვდავი შემიყვარდებოდა. მოკვდავი იმიტომ გამოვიყენე, რომ ჩემი თავი ზედმეტად დამესაჯა და ადამიანს რომელსაც გული არ აქვს, მოკვდავიც არ ვუწოდე ან, გული თუ არ მქონდა საერთოდ ადამიანიც როგორ ვუწოდე ჩემ თავს. ხოდა ასე ხშირად მომდის ხოლმე ჩხუბი საკუთარ თავთან.
არვიცი ყველგან უსასრულობას რატომ ვეძებდი. ამიტომ მივიდიოდი ხოლმე ხშირად ზღვაზე. საინტერესო ის იყო, რომ მე მივდიოდი, მაგრამ არ ჩავდიოდი შიგნით. ალბათ ის მაშინებდა რომ მე ჩეულებრივ ადამიანად არ ვგრძნობდი თავს და მეშინოდა ამ არაჩვეულებრივ ხალხს ჩემთვის რამე რომ დაეშავებინა. ზღვაზეც ღამე მივდიოდი ხოლმე, მივდიოდი რა ვიპარებოდი, ეგეც ნაკლებად რომ გამომდიოდი ყველაზე სასაცილო ეგ არის ამ ბოროტებაში. ზოგჯერ როგორ ირონიულია ეს სამყარო, მაგრამ სამყაროს რას ვერჩით როცა ჩვენ ვართ ირონიის მეფეები.

ვერ ვხვდები, ზღვა უფრო უსასრულოდ ღრმაა თუ, გზა უფრო უსასრულოდ გრძელი. ან მე რომელი გზით მომიწევდა სიარული. სინამდვილეში, არცერთი გზა არ ამირჩევია. თვითონ მოვიდა გზა ჩემთან, ის გზა მოვიდა რომელმაც შენამდე მომიყვანა და ჩემი გაყინული გული გაადნო. ამბობდნენ, ვერ იმკურნალებ და ცივი იქნებიო, მარტო დარჩებიო, იქნებ, წამალიც ეგ იყო მატო, რომ დავრჩებოდი და ზიანს ვერავის ვერ მივაყენებდი. რა უცნაურია, მე მეგონა მე ვატკენდი მოკვდავს გულს. თუმცა, ყინულიც ხომ დნება. არ მინანია, არცერთი წუთი, ახლაც, რომ შემეძლოს შენთან ერთად გავქრებოდი დედამიწიდან. არ ვიცი, თუმცა, ყველაზე კრგად მე ვიცი. ის არ იყო კარგი, მაგრამ არც ცუდი არ ყოფილა, მას არ ქონდა ყინული, მაგრამ მე უფრო მეტად მიყვარდა.
მოკლედ, რადგან ჩემ პირადზე ვართ იმასაც გეტყვით, რომ 17 წლის ვარ და მხოლოდ ერთ ადამიანთან მაქვს კონტაქტი. დათა, ჩემთან ერთად ცხოვრობს, ჩემი იდიოტი დეიდაშვილი, სულ არ ვკიდივარ ?! მოკლედ, სულ ერთობა ეს ბიჭი. საერთოდ არ მაკრიტიკებს. ალბათ, ამიტომაც ვარ ასეთი მარტოსული.
ყველაფერი ზამთარში დაიწყო. ამ დროს, ვგრძნობდი ჩემი ყინული კიდევ უფრო, რომ იყინებოდა, ცივდებოდა და ძლიერად აღწევდა ჩემში. ხანდახან, მგონია გატყდება და მოვკვდები მეთქი.
მე ხომ გიჟი ვარ ამიტომ, ზამთარშიც მივდიოდი ხოლმე ზღვაზე. ვიცმევ. ჩემს ქერა თმას მაღლა ვიწევ და უცბად ვიკრავ. იმდენი ტანსაცმელი ჩავყარე ჩანთაში, მეგონა, ზამთარი უსასრულოდ გაგრძელდებოდა. ვიღებ ჩემს ზურგჩანთას და ნელი ნაბიჯებით მივუყვები გაყინულ ქუჩას, გეგონება, პირველად ვათვალიერებდი. ზამთრის პირველი დღეა და მე როგორც ყინულს, არ მცივა. ამ, გლდანში ხო, სულ კაები და სულ შავები იჩითებიან. ხანდახან, ამ ბიჭებს, რომ ვუყურებ ვფიქრობ, მათი გული უფრო ცივია ვიდრე, ჩემი ყინული მეთქი. უცბად, ნაბიჯს ვუჩქარებ და ვფიქორბ ვინმემ რამე არ მომაძახოს. თუმცა, მე ვინ რა უნდა მითხრას, დათას დეიდაშვილი არ ვარ ? აი, რომ ვფიქრობ სწორედ მაგის საპირისპირო ხდება. ზუკა რაღაც რეპლიკებს მესვრის და ვფიქრობ, რომ ჩემი პასუხი სულაც არ აინტერესებს და ამიტომ გზას ვაგრძელებ. როცა, ნიკუშა ლაპარაკს იწყებს:
- რას აკეთებ , ვიკაა, დათას დეიდაშვილი.
- არ ვიცოდი.
- ბოდიში მოუხადე.
- ბოდიშს მე, არავის მოვუხდი.
- მოუხადე მეთქი!
- ბოდიში.
აი, კიდევ ერთხელ დავწრმუნდი ამ ბიჭის, იდიოტობაში. დედამ ასწავლა ბოდიში არ მოიხადოო თუ, მამიკო ეჩალიჩებოდა. ვითომ, კაი ბიჭია და რა უპასუხისმგებლოა ზუკა. მეც კიდე დებილი ვარ რა, რა მალაპარაკებს ამდენს ზუკაზე, ვინმეს მაინც ველაპარაკებოდე ჩემთვის, რომ ვბუტბუტებ. მარშუტკამდეც მივედი. ქობულეთში მივდიოდი ხოლმე. საღამოს, ბულვარში ჯდომა და იქიდან ზღვის სურნელი და მისი ყურება მიყვარდა. სიმართლე გითხრათ, მანამდე არავინ მოახლოებია ჩემს სკამს და ვხვდები, ეს ნაცრისფერთვალება, როგრო მოდის ჩემსკენ და ცხელი კაპუჩინო როგორ მოაქვს. ბიჭები არ მაინტერესებდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძალიან მესიამოვნა.
- შეიძლება?
- თუ შემომთავაზებ ყავას, რა თქმა უნდა.
- აიღე, შენთვის არის.
- გმადლობ.
- ამ საღამოს, თან, ამ ყინვაში აქ, ხშირად ხარ ხოლმე?
- თითქმის სულ აქ ვარ.
- მერე, რატომ არ გიცნობ?
- ალბათ, იმიტომ, რომ სულ ბოლო სკამზე ზიხარ ხოლმე.
- მაკვირდები ხოლმე?
- არა, თვალი მეპარება ხოლმე.
- რა სასაცილო ხარ.
პირველი დიალოგი ბიჭთან რომლიც, ცუდად არ დამთავრებულა. დავიბენი. ნეტა, მართლა ისეთი კარგია როგორიც ჩანს? სანამ მე ამაზე ვფიქრობდი მივხვდი, რომ ამ ბიჭს ჩემ ფიქრებზე ეღიმებოდა. ნეტა, რას ხვდებოდა, რომ ეღიმებოდა.
- კიდევ დიდი ხანი მიყურებ თუ, მეტყვი შენ სახელს ?
- ვიკა მქვია. მარტო გოგოებთან ხარ ასეთი თავდაჯერებული თუ, სხვებთანაც კარგად გამოგდის ?
- შეიძლება. ამდენი ხანი ჩუმად ყოფნის შემდეგ, ლაპარაკიც გცოდნია, ისე, სანდრო მქვია, სანი.
- ძმაკაცები სანდრექსას გეძახიან, სანი ?
- საიდან გამოიცანი?
- დამშვიდდი, ვანგა არ ვარ.
- სხვებსაც ასე ამშვიდებ ხოლმე ?
- ფსიქოლოგი, ხომ არ ვარ ყველა დავამშვიდო.
- მერე, რა დიდი ფსიქოლოგია სჭირდება მეგობრების დამშვიდებას.
- მეც არ ვფიქრობდი, ასეთი საყავრელი გოგო მარტო რატომ ზის თქო ?
- შენ საიდან იცი, რომ საყვარელი ვარ?
- დამშვიდდი, ვანგა არ ვარ.
სანდრექსა ნახე, ჩემს სიტყვებსაც, რომ იმეორებს. ვგიჟდები ამ ბიჭის თავდაჯერებულობაზე. ნეტა, შეყვარებული თუ ყავს? ეყოლება, ისეთი საყვარელი ნაცრისფერი თვალები აქვს. მოიცა, მე ვთქვი ბიჭზე საყვარელი თქო ? მგონი, ნელ-ნელა ვგიჟდები.
ახლა, სასტუმროში ვარ და უკვე დავწექი. ვიძინებ. კარგი, გატყუებთ, რა დამაძინებს, სანიზე ჩავფიქრდი. ნეტა, მართლა უნაკლოა ? რომც იყოს მე რა ? მაინც არაფერი გამოგვივა. ხანდახან, ჩავფიქრდები ხოლმე ასეთი დაბალი შეფასება რატომ მაქვს საკუთარ თავზე. კიდევ ბევრს ვფიქრობდი და როგორღაც დაძინებაც მოვახერხე.
დილით დათამ დამირეკა. ნეტა, რა მოელანდა ამ ბიჭს ? ქობულეთში, რომ მოვდივარ დღისით, მარტო წიგნებს ვკითხულობ. ჩაცმა დავიწყე და წიგნის საყიდლად გავედი. ყავისფერი კონტური წავისვი და წამწამები ნაზად ავიპრიხე. დათას, რომ ვენახე გაოცდებოდა. არასდროს არაფერს ვიყენებდი და ამ კოსმეტიკას რაღატო ვყიდულობდი ხოლმე ?
ამ ქობულეთში ხო ქუჩები უნდა ეძებო, ისეთი ცოტაა. აღმაშენებელზე გავდივარ და სანის ვხედავ. შავი ჯინსი და თეთრი მაისური ეცვა, ძალიან მომწონდა მისი ჩაცმულობა. გოგოები ხო სანდრექსას ბალეშიკობენ. მეთქი, დამინახავს, წამოდგება და მნახავს თქო, გავიფიქრე. ოცნებაც ვერ მოვასწარივიღაც, ბარბი, რომ მოვიდა, სანიმ გადაკოცნა და ორივე გაქრნენ. არ მინდოდა მეფიქრა, რომ სანის შეყავრებული ყავდა. იმ წამსვე დავბრუნდი სასტუმრო ოთახში.
რაღაც ძალიან მეტკინა. ვფიქრობდი, გული არ მაქვს და აბა, ასე ძალიან რა მტკივა თქო. დივანზე წამოვწექი, ფეხები მოვკუმე და საკუთარ თავს ძლიერად ჩავეხუტე. ნეტა, დათა აქ იყოს მეთქი, გავიფიქრე. ხო ვკიდივარ, მაგრამ მოწყენილობის უფლებას არასდროს მაძლევს. და აი, დათა რეკავს. ხმაზე არ ვიცი რა სჭირდა.
- ვიკა, რამით დამაწყნარე თორე მოვკვდები.
გამიკვირდა, სანი ასე არასდროს ლაპარაკობს ხოლმე. არც გრძნობების გამოხატვა უყვარდა ხოლმე და რა დაემართა.
- ნუ სულელობ, დათა! რა მოხდა ?
- ელენიკო...
აზრზე არ ვიყავი ელენიკო ვინ იყო, მაგრან დათა, აშკარად არ იყო კარგად ამიტომაც გავაგრძელე საუბარი.
- რა სჭირს ელენიკოს?
- წავიდა.
- კარგი რა, დაბრუნდება, დათას მონატრებას ვინ გაუძლებს.
- მართლა წავიდა.
- ვერ ვიჯერებ, წავედი და ასე მალე როგორ შეიცვალე? მისმინე, მაშინ არ არის ეგ გოგო შენი ღირსი და მორჩა. იცოდე, რომ ჩამოვალ მოწყენილობა არ დამანახო :) ღიმილი გიხდება და სულ გაღიმებულს უნდა გიყურებდე.
- ვიკა როგორ გაზრდილა ნახე, რა.
- ვაა, ვაა იხოდები უკვე?
- ვიკუნ, წავედი, ზუკა მოვიდა და დაგირეკავ მერე.
ზუკა? ზუკაა.. ზუკაა...
ოჰჰ, ეს ბიჭი სულ ნერვებს მიშლის.
თავს საშინლად ვგრძნობ. მეგონა, სანის, რომ ველაპარაკებოდი მარტო ჩემი იყო. ახლა, კი, ვიღაც გოგოს ხელი მოკიდა და სადღაც წაიყვანა. არა, ნუ, ლამაზი იყო, მაგრამ სანის არ შეეფერებოდა. რეებს ვბოდიალობ რა. აზრებს ვერ ვალაგებ, შენამდე გზა, რომ ვისწავლო.
ფანჯრის რაფაზე ვჯდები და თავს მუხლებში ვრგავ. სანის თავდაჯერებულობას ვიხსენებ და მინდა მეც მასსავით ვიყო. "ჩეინს" ჩავრთე და ჩამძინებია. რომ გავიღვიძე, 9 საათი იყო. ზღვის სურნელი მომენატრა, თან, ზღვა დამეხმარებოდა დღევანდელის გადატანაში. ჩავიცვი და წავედი. აღამეშენებელზე, რომ გავედი სანის გარდა ყველა ჯოკრის მაგიდასთან იჯდა. ვიფიქრე, ეს ბიჭი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა მეთქი და უფრო გავბრაზდი. ნეტა, გაბრაზების უფლება მქონდა?
სანაპიროს ვუახლოვდები და სანი, ბულვარის როგორც ყოველთვის ბოლო სკამზე მარტო იჯდა და რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი naniko mindia

Ragac kai chans veli shemdegs warmatebebi
❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 



№2  offline წევრი buterfly

კარგია. საინტერესოდ წერ. ველოდები შემდეგ თავს. ❤❤❤❤❤❤

 



№3  offline წევრი ბიბი

ცოტა ბავშური მომეჩვენა ისტორია, მაგრამ გააგრძელე ვნახოთ რა იქნება

 




naniko mindia
Ragac kai chans veli shemdegs warmatebebi
❤️❤️❤️❤️

მადლობაა innocent innocent

ბიბი
ცოტა ბავშური მომეჩვენა ისტორია, მაგრამ გააგრძელე ვნახოთ რა იქნება

heart_eyes heart_eyes
buterfly
კარგია. საინტერესოდ წერ. ველოდები შემდეგ თავს. ❤❤❤❤❤❤

აუცილებლად heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent