წყურვილი ნაწილი III, თავი 10 (18+) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი III, თავი 10] (18+)


3-08-2018, 17:52
ავტორი ჰაიკო
ნანახია 350

წყურვილი [ნაწილი III, თავი 10] (18+)

სალემში წყვდიადი გამეფებულიყო, მოსახლეობას შუაღამის ტკბილი ძილით ეძინა. ოკეანიდან მონადენი გრილი სიო დინჯად არხევდა ქუჩების ჩაყოლებაზე ჩარიგებული ხეების უკვე შეყვითლებულ და შემოდგომის სუნთქვაშეპარულ ფოთლებს. ამ პატარა ქალაქის მყუდროებას ადგილობრივი შერიფის დეპარტამენტის მხოლოდ ორი საპატრულო ეკიპაჟი იცავდა. მეტი არც იყო საჭირო, სალემი მშვიდი ქალაქად მიიჩნეოდა, თუ არ ჩავთვლით ბოლო ოთხ-ხუთ თვეს.
ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მიტოვებულ სახლთან, რომელშიც დროდადრო ქალაქის საიდუმლო საბჭო იკრიბებოდა, ხეების ჩრდილს შეფარებული იდგა შავი, მოძველებული "მერსედესი", მაშუქები გამორთული ჰქონდა, თითქოს მფლობელს არამკითხე თვალთაგან საკუთარი არსებობის დაფარვა ჰქონდა გადაწყვეტილი.
მანქანაში ორი ადამიანი იჯდა, საჭესთან მოთავსებულიყო მაღალი, მკაცრი გამომეტყველების მამაკაცი, რომლის ბოროტად მოელვარე შოკოლადისფერ თვალებს შუაღამის წყვდიადიც კი ვერ ჰფარავდა, მას ტყავის ქურთუკი და შავი ჯინსის შარვალი ემოსა ირმის ტყავისგან დაწნული მძიმებალთიანი ქამრით.
მეორე მამაკაცი ასევე ახოვანი და შეუვალი ჩანდა, მის შავ თვალებში დროდადრო ცეცხლი და გამძვინვარება იელვებდა ხოლმე, ასაკით აშკარად უმცროსი ჩანდა საჭესთან მჯდომთან შედარებით, თუმცა აღნაგობით სულაც არ ჩამოუვარდებოდა მეგობარს, რაზედაც მისი დაჭიმული, დაკუნთული სხეული მეტყველებდა, ხელში მოუთმენლად ათამაშებდა ინდიელთა წესისამებრ შექმნილ მოკლეტარიან ტომაჰავკს და ტყის ჩაბნელებულ კორომს გამჭრიახი, მახვილი მზერით ჩხრეკდა.
საჭესთან მჯდომს ხელში მობილური ტელეფონი მოემარჯვებინა და ნომრის აკრეფით იყო დაკავებული, მცირე ხნის შემდეგ ტელეფონი სიჩქარის გადამრთველ კოლოფთან მოათავსა, ყურში გაკეთებულ უკონტაქტო მიკროფონს ოდნავ მიუკაკუნა თითი და როდესაც დარწმუნდა მიკროფონის და ტელეფონის სინქრონში, CALL სენსორს მსუბუქად დააწვა.
პარალელურ რეჟიმში, მანამ, სანამ უპასუხებდნენ, საჭესთან მჯდომმა პირში სიგარეტი გაირჭო და ოდნავ წინ გადაიხარა და ამ დროს მთვარის სუსტმა სხივმა მისი ნაიარევი გაანათა, რომელიც წარბიდან იწყებოდა, თავს კვეთდა და კისერთან სრულდებოდა.
მანქანის სალონი სიგარეტის მსუბუქი, ცისფერი და არომატული კვამლით აივსო.
- რაფაელ, - ყურსასმენში გაისმა გაღიზიანებული ხმა, - უკვდავობა იმის პრივილეგიას არ იძლევა, რომ შუაღამისას ძილს მიფრთხობდე...
- ბოდიში, - უხეშად ჩაიცინა მამაკაცმა და ცხვირიდან ორტოტად გამოუშვა კვამლი, - არ მეგონა, წურბელებსაც თუ გქონდათ ძილის ბედნიერება.
ამ სიტყვებს დაახლოებით ათწამიანი პაუზა მოჰყვა.
- უკაცრავად, ვის ველაპარაკები? - ყურსასმენში მოისმა შეფარულად გაბრაზებული და ზრდილობიანი ხმა.
- იმას, ვინც შენს წყეულ სიცოცხლეს დიდი სიამოვნებით წაგართმევს, - მიუგო მამაკაცმა.
- მომისმინე, - დაიზუზუნა ყურსასმენმა, - არ ვიცი ვინ ხარ, ან სად ხარ, ან რაფაელის ტელეფონი საიდან მოხვდა შენს ხელში, მაგრამ გპირდები...
მეტის თქმა ვეღარ მოასწრო, მამაკაცმა ტელეფონი გათიშა, ყურსასმენი ყურიდან გამოიღო და უხეშად მიაგდო ტელეფონის გვერდით.
- ჰეიტემ, რას ვაპირებთ? - ჰკითხა გვერდით მჯდომმა.
- ჩვენ მათ ყველას გავანადგურებთ, - დაიღრინა ჰეიტემმა და ტყის სიმშვიდე ძრავის გუგუნმა გაჰკვეთა, - როგორც კი მარველი შემოგვიერთდება, მაშინვე მოქმედებას დავიწყებთ.
- მოკლევადიან გეგმებზე გეკითხები, - დააზუსტა გვერდით მჯდომმა.
- მეზერს, ჩვენ პირველყოფილი ჰიბრიდები ვართ, - მიუგო ჰეიტემმა, - არც უმაღლეს საბჭოს, არც პირველყოფილებს, არც ჯადოქრებს და არც მაქციებს წარმოდგენა არ აქვთ, რომ ჩვენ ვარსებობთ, ორი პირველყოფილი, ვინც მე გარეგნობით მცნობდა, უკვე მკვდარია, - ჰეიტემმა სიძულვილით გახედა უკანა სავარძელზე დაგდებულ სასიკვდილო სიას, სადაც უკვე გადაეხაზა "რაფაელი" და "ფრანკლინი".
გვერდით მჯდომს, რომელიც ჰეიტემმა "მეზერსად" მოიხსენია, აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ თავი დაუქნია და ლამპიონის შუქით განათებულ გზას გახედა, რომელიც სალემის ცენტრალურ უბნებს აკავშირებდა გარეუბანთან...

*****

ექიმის სახლში გადაყვანას და მისი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნას სულაც არ მოუხდენია დადებითი გავლენა შავგვრემანი პირველყოფილის ჯანმრთელობაზე. მას კვლავ მაღალი სიცხე, ჰალუცინაციები, გონების არევა და შეუხორცებელი ჭრილობიდან სისხლდენა სტანჯავდა. ლუციუსი და მია ჯეკსონი კვლავინდებურად გვერდიდან არ შორდებოდნენ სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვულ უკვდავს და ზედმიწევნით ასრულებდნენ ექიმ ტომპსონის მითითებებს, მან რამდენჯერმე მოახდინა სისხლის გადასხმა და ამან თითქოს რამდენიმე საათით შვება მოჰგვარა ავადმყოფს, თუმცა ჰიბრიდის შხამის შემოტევა ძალიან ძლიერი იყო, მას ისევ ერეოდა გონება, ისევ ბოდავდა და აღგზნებული, აელვარებული თვალებით მიიწევდა სადღაც, ხან გულამოსკვნილი ტიროდა, ხანაც გიჟივით, გაშმაგებული ღრიალებდა და ექიმის ოთახს ბილწსიტყვაობით ავსებდა.
ბოლო რამდენიმე დღე რებეკა არ გამოჩენილა, გაბრიელის მიერ დაგეშილი მარკუსი სადღაც ახლო-მახლოს დაძრწოდა, მაგრამ მიას ვერ პოულობდა, ლუციუსმა მას სასტიკად აუკრძალა ექიმის სახლიდან ფეხის გადგმა და არგუმენტად უსაფრთხოება მოიყვანა, ქერა ვამპირმა იმდენად დამაჯერებლად ახსნა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები, რომ გოგონას აღარაფერი ეთქმოდა, ლუციუსმა სასხვათაშორისოდ ისიც დაამატა, უცებ კოვაქსი რომ გონს მოვიდეს, შენ აუცილებლად მის გვერდით უნდა იყო და სხვა არავინო.
მიას გულში ძალიან ესიამოვნა ლუციუსის სიტყვები, გოგონა ისედაც ხვდებოდა, რომ ქერა პირველყოფილის მისდამი უნდობლობით გაჟღენთილი დამოკიდებულება სწრაფად და აშკარად იცვლებოდა მეგობრობისკენ.
ამ საღამოს ლუციუსი და ექიმი მეორე სართულზე მდებარე კაბინეტში განმარტოვდნენ. ექიმმა ჭიქებში ბურბონი ჩამოასხა და ერთი ჭიქა ფანჯარასთან დაფიქრებით მდგარ ვამპირს მიაწოდა.
ლუციუსმა თავის ოდნავი დაქნევით გადაუხადა მადლობა და სასმელი მოსვა. ექიმი ბუხრის წინ მდგარ ორი სავარძლიდან ერთ-ერთში ჩაეშვა.
- ექიმო, - მიმართა ლუციუსმა, - მინდა ზუსტად მითხრათ, რამდენი დღე... ანუ ხომ ხვდებით რასაც ვგულისხმობ?
- დიახ, დიახ, - თავი დაუქნია ექიმმა, - მაგრამ ვწუხვარ, მისტერ ლუციუს, რა იქნება ხვალ ან ზეგ, ამის წინასწარმეტყველება არ შემიძლია, ფაქტია, რომ არც ისე დიდი დრო დარჩა..
- ჯანდაბა, - დაიღრინა ლუციუსმა და ექიმს შიში შეეპარა, - სასწრაფოდ გვჭირდება რამე ისეთი, რაც მას დაეხმარება, - ის სწრაფადვე დამშვიდდა და ექიმის გვერდით გამოიჭიმა, - მის ჯეკსონის შესახებ ვფიქრობდი, როგორც უკვე იცი, მასში უძლიერესი ჯადოქარია, მაგრამ არ ვიცი მისი უნარები როგორ გამოვაღვიძო.. იქნებ ეს მაინც დაგვხმარებოდა რამეში.
ექიმი წამოდგა, ჭიქა ხელმეორედ შეივსო და ლუციუსს გახედა.
- იქნებ ძლიერი ემოციური მუხტი სჭირდება?
- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ქერა უკვდავმა.
ამ დროს პირველ სართულზე მდებარე შემოსასვლელი კარის ზარმა მელოდიური ხმა გამოსცა.
- ახლავე დავბრუნდები, - თქვა ექიმმა და კარის გასაღებად გასწია, ლუციუსმა დაეჭვებული მზერა გააყოლა.
ექიმმა კიბეები მკვირცხლად ჩაირბინა, კარს მიუახლოვდა და სათვალთვალო ხვრელში გაიხედა, შემდეგ სწრაფადვე მოშორდა კარს აღელვებული.
- ჯანდაბა...
- რამე გართულება გვაქვს? - მშვიდად იკითხა მის ზურგსუკან წამიერად გაჩენილმა ლუციუსმა.
- ეე... დიახ, შეიძლება ასეც ითქვას, - მიუგო ექიმმა.
ზარი კიდევ ერთხელ დარეკეს.
- ვინ არის? - დაინტერესდა ლუციუსი.
- შერიფი... ის ჩემი მეგობარია, - სწრაფად თქვა ექიმმა და ქვეცნობიერად გადაეღობა კარს, თითქოს ვამპირისგან მეგობრის დაცვა სურდა.
- უთხარი, რომ ვერ მიიღებ, - მტკიცედ თქვა ლუციუსმა.
- აზრი არ აქვს, - თავი გააქნია ექიმმა, - ის ჩემი მეგობარია, რამდენიმე დღეა ზარებზე და შეტყობინებებზე არ ვპასუხობ, ახლა სახლში მომაკითხა, ის ძალიან ეჭვიანი და მიხვედრილი ადამიანია, არ წავა, თუ არ გავუღებ, კარს შემოამტვრევს.
ლუციუსს წამიერად სისასტიკე ჩაუდგა ცისფერ თვალებში.
- ნუ მაიძულებ, რამე დავუშავო.
ექიმი ადგილზე გაიყინა.
- თქვენ... რას გულისხმობთ, თუ ის აქ ძალით შემოვა, თქვენ მას...
- მოვკლავ, - ცივად დაასრულა ლუციუსმა, - ხომ არ დაგავიწყდა, ექიმო, სრულიად საიდუმლოდ, ჩვენ ასე შევთანხმდით.
- დიახ, - სწრაფად დაეთანხმა შეშინებული ექიმი, - რამეს მოვიფიქრებ, არ შემოვუშვებ.
ექიმმა სწრაფად გამოაღო კარი, გავიდა და ზურგსუკან მოიკეტა.
კართან ერთი ნაბიჯის მოშორებით იდგა შერიფი კრამერი, დაძაბული, ყურადღებით მომზირალი, ერთი ხელში ფანარი ეჭირა, მეორე კი ლეგენდარული "მაგნუმის" ბუდეზე მოეთავსებინა.
- გამარჯობა, შერიფო.
- ალდო... - გაწელა შერიფმა, მეგობარი ყურადღებით შეათვალიერა და შემდეგ მეორე სართულის განათებულ ფანჯრებს ახედა, - კარგად ხარ?
- დიახ, რა თქმა უნდა, - მიუგო ექიმმა.
- დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი რიგზეა? - ექიმის პასუხი მაინცდამაინც დამაჯერებლად არ მოჩვენებია შერიფს.
- დიახ, აბსოლიტურად, - თავი დაუქნია ექიმმა, - სტუმრად დეიდაშვილი მყავს, ამიტომ კლინიკიდან შვებულება ავიღე..
- დეიდაშვილი? - ჩაეკითხა ეჭვით მოწამლული შერიფი, - არ მახსენდება, რომ შენ ის ოდესმე ჩემთან გიხსენებია.
ექიმი გაბრაზდა, ძლივს თოკავდა დაჭიმულ ნერვებს, უკვე ზღვარზე იყო. მის ზურგს უკან, ოთახში სისხლისმსმელი არსება იცდიდა და სადაცაა მოთმინება გამოელეოდა, ეს უჯიათი შერიფი კი წასვლას სულაც არ ჩქარობდა და სასიკვდილო საფრთხეში იგდებდა თავს.
- ანუ არაფერი გიჭირს? - კვლავ ახედა მეორე სართულის ფანჯრებს შერიფმა, - ზარებს და შეტყობინებებს რატომ არ პასუხობ?
- ტელეფონი დაზიანდა, - იცრუა ექიმმა.
- მართლა?
- დიახ, მართლა! - უკმეხად ისროლა მოთმინებიდან გამოსულმა ექიმმა, - შერიფო, თუ ჩემს დასაპატიმრებლად ხარ მოსული, მაშინ დაპატიმრების ორდერი წარმომიდგინე, თუ არადა აქედან მიბრძანდი.
შერიფი გაკვირვებული მიაშტერდა, იფიქრა, ექიმი გაგიჟდაო, მაგრამ მეორე წამს ტუჩები ეშმაკურმა ღიმილმა მოუბრიცა.
- მშვენიერი იდეა მომაწოდეთ, - ჩუმად თქვა შერიფმა და მოულოდნელად ხელბორკილი დააძრო, ექიმი სახით კარზე ააყუდა და სწრაფად შეუკრა ხელები, - მისტერ ტომპსონ, ბრალად გედებათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა, დაპატიმრებული ბრძანდებით, შეგიძლიათ მოითხოვოთ ადვოკატი ან სახელმწიფო თავად დაგინიშნავთ, ასევე გაფრთხილებთ, რომ თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვები შესაძლოა სასამართლოში თქვენსავე წინააღმდეგ იქნას გამოყენებული..
- რას აკეთებ? - ძლივს დაიჩურჩულა გაოგნებულმა ექიმმა, როდესაც შერიფმა "პიკაპის" კარი გამოაღო.
შერიფს არაფერი უპასუხია, საჭეს მიუჯდა და დიდი სისწრაფით გაშორდა ექიმის სახლს, როდესაც დიდი მანძილი გაიარა, მანქანა შეაჩერა, ექიმს ხელბორკილი მოხსნა, სიგარეტს მოუკიდა და მკაცრი მზერა შეავლო მეგობარს.
- არ მეტყვი, რა ხდება? ბოლო დროს შენს თავს აღარ ჰგავხარ.
ექიმმა ტომპსონმა არ იცოდა, თუ რამდენად დაკვირვებული შეეძლო ყოფილიყო შერიფს.
ექიმს არაფერი უპასუხია, ფანჯრიდან ცას გაჰყურებდა, შემდეგ ამოიოხრა და შერიფისკენ შემობრუნდა.
- კარგი.. მეტის დამალვა აღარ შემიძლია... მოგიყვები ყველაფერს..

******

გაბრიელი და სალაზარი ტყის ზოლში როგორც ქანდაკებები, ისე იდგნენ, დაძაბულნი, თავები ოდნავ მაღლა აეწიათ და ჰაერს ყნოსავდნენ.
- არაფერია, - თქვა ბოლოს სალაზარმა, - სუნი აქ მთავრდება.
- ეს რაღაა? - გაბრიელი დაბლა დაიხარა, ბალახზე შემხმარი ალისფერი სითხე ძლიერი თითებით მოსრისა და ცხვირთან მიიტანა, შემდეგ შეშფოთებული მზერა ბალახში უწესრიგოდ გაბნეულ ნაცრისმაგვარ მასაზე გადაიტანა და ყურადღებით დააკვირდა, - ჯანდაბა... გამორიცხულია...
- რა ხდება? - მოტრიალდა სალაზარი, რომელიც ტყის ზოლის ჩვეულ ხმაურს უსმენდა.
- ისინი აქ არიან, - ხელი მაღლა ასწია გაბრიელმა, ნაცრისმაგვარი მასისთვის თვალი არ მოუშორებია, - ზუსტად აქ... - მან კვლავ დაყნოსა ბალახს შემხმარი სისხლი, - ეს რაფაელია...
სალაზარი სწრაფი ნაბიჯით მიახლოვდა და ეჭვით მიაჩერდა პრიმუმთა კლანის მეთაურს.
- რას გულისხმობ?
- ამის დედაც... ეს რაფაელის სისხლია, - წელში გაიმართა გაბრიელი და გარემოს სასტიკი მზერა მოავლო, - ეს ნაცარი კი ისაა, რაც მისი სხეულისგან დარჩა... ვის შეეძლო ეს ჩაედინა?
სალაზარმა თვალები მოჭუტა.
- გგონია რაფაელი მოკლეს?
- მგონია, რომ ის თავს არ მოიკლავდა, - ბრაზით გამოეპასუხა გაბრიელი, - ვინ ჩაიდენდა ამას? კოვაქსი კვდება, ლუციუსი კანონს იცავს და გამორიცხულია, კონორი ვერ გაბედავდა და ვერც შეძლებდა ამას, დარჩა მარკუსი...
- მაგრამ ის ხომ ჩვენთან არის?
- არაფერს გამოვრიცხავ, - მიუგო გაბრიელმა, ხის გადანაჭრელზე ჩამოჯდა და ფიქრს მისცა თავი.
სალაზარი გამოკვკევას დაუბრუნდა და მცირე ხნის შემდეგ გაბრიელი მკსმა ხმამ გამოარკვია, სალაზარს ზუსტად მსგავსი რამ აღმოეჩინა, რაც მცირე ხნის წინ გაბრიელს.
- ფრანკლინი, - ბოღმით დაისისინა გაბრიელმა, როდესაც სისხლის სუნი შეიგრძნო, - ისიც მოკლეს, აქ, ორივე ერთად, ორი უხუცესი, ჯანდაბა... ვიღაც გვებრძვის, ვიღაც ძლიერი და უხილავი...
- ვიღაც ძლიერი და უხილავი, - უცხო, სასტიკმა ხმამ შეარხია მდორე ჰაერი.
გაბრიელი და სალაზარი წამსვე შებრუნდნენ ხმის მიმართულებით და ყურადღებით დააკვირდნენ ორ უცხო მამაკაცს, რომლებიც ტყის ზოლიდან აუჩქარებელი ნაბიჯით გამოვიდნენ და მათ სიახლოვეს ოციოდე იარდის მოშორებით შესდგნენ. ისინი სრულებითაც არ ჰგავდნენ ადამიანებს, რომლებსაც გაბრიელის და სალაზარის შიში უნდა ჰქონოდათ.
- ბატონებო, ვინ ბრძანდებით? - იკითხა გაბრიელმა.
ნაიარევიანმა მამაკაცმა ჩაიცინა და ქურთუკი გაიხადა, იგივე მოიმოქმედა მისმა თანამგზავრმაც, მათი ეს მუქარაშერეული მოქმედება გაბრიელის ფხიზელ თვალს რათქმაუნდა არ გამოჰპარვია.
- სიბერე შემოგეპარა, გაბრიელ? - ცინიკურად იკითხა ოდნავ წინ მდგომმა, შავი ჯინსის შარვალში და მძიმე ჩექმებში გამოწყობილმა.
გაბრიელს მაშინვე ეცნო მისი ხმა და თვალებში სისხლი მოაწვა, ენით შეიგრძნო წვეტიანი ეშვები, პირში კი დამდნარი ფოლადის არომატი იგრძნო.
- ეს შენ ხარ, - დაიღმუვლა გაბრიელმა და წამის მეასედში საბრძოლო პოზაში იდგა, - რაფაელის ტელეფონით შენ მელაპარაკე... შენ დახოცე ისინი, ჩემი მეგობრები, ამისთვის პასუხს აგებ.
- მეზერს, გაიგე რა თქვა მოხუცმა? - ღიმილით მიუბრუნდა მამაკაცი თანამგზავრს.
- მოხუცია, ეპატიება, ჰეიტემ, - გაიკრიჭა მეორე.
"ჰეიტემი", "მეზერსი", ეს სახელები არასდროს სმენოდა გაბრიელს, მაგრამ დაუფიქრებლად თავდასხმაც არ შეიძლებოდა, ამ უცნობებმა შეძლეს წარმოუდგენელი რამ, მოკლეს ორი უხუცესი, ამ დრომდე გაბრიელი დარწმუნებული იყო, რომ მსგავსი რამის ჩადენა მხოლოდ მარკუსს შეეძლო, ახლა კი ზებუნებრივ სამყაროში, იმ სამყაროში, რომელსაც ხუთი თითივით იცნობდა გაბრიელი და სადაც თავს როგორც თევზი - წყალში, ისე გრძნობდა, სრულიად ახალი და ამოუცნობი, ძლევამოსილი ძალა შეემატა, პირველყოფილ ვამპირთა კლანის მეთაურს დაფიქრება მართებდა.
მაგრამ დაფიქრება არ დასცალდა, თვალი შეასწრო, როგორ ჩამოეზარდათ უცნობებს საზარელი, მოელვარე ეშვები, თვალებმა კი უცნაური შეფერილობა მიიღო, ეს იყო წითელის, შავის და ყვითელის მოელვარე ნაზავი, ჯოჯოხეთურად საშინელი, ტრანსფორმაციისთანავე ჰეიტემი და მეზერსი წამის უსწრაფესად მოსწყდნენ ადგილს, როგორც მოჩვენებები-იმდენად სწრაფად მოძრაობდნენ.
- რა ჯანდაბაა, - დაიღრიალა სალაზარმა.
მეზერსი აჩრდილივით გაჩნდა მის წინ, მკერდში ფეხის ტერფით ძლიერი დარტყმა მიაყენა და ხეებისკენ მოისროლა.
გაბრიელმა წამში გაიაზრა, რომ მისი მრავალსაუკუნოვანი არსებობა ბოლო წამებს ითვლიდა, ამიტომ შებრუნდა და უკანმოუხედავად, ლანდივით გასხლტა ტყის სიღრმეში ისე, რომ სალაზარისთვის იოტისოდენა ყურადღებაც კი არ მიუქცევია, რომელიც უკბე წამომდგარიყო ფეხზე, ოდნავ წელში მოხრილი იღრინებოდა და დროდადრო მარცხნივ და მარჯვნივ ბრუნავდა, საიდანაც ფრთხილი ნაბიჯით უახლოვდებოდნენ უცნობი თავდამსხმელები.
- დაგვნებდი და უმტკივნეულოდ მოგკლავთ, სისხლისმსმელო, - ეშვები გააელვა მეზერსმა და თავდასხმისთვის გამზადებული ოდნავ მოიხარა წელში.
- მოიცადე, - შეუძახა ჰეიტემმა და გაოცებულმა დაყნოსა სალაზარისგან მომავალი ჰაერი.
- რა ხდება? - უკმაყოფილოდ იკითხა მეზერსმა, განწირული სალაზარისთვის თვალი არ მოუშორებია.
- ჯანდაბა... ის ვამპირი არ არის.
- რა თქვი? - შეჩერდა მეზერსი და თავგადაპარსული ჰიბრიდი დაკვირვებით შეათვალიერა.
- დაყნოსე, - ურჩია ჰეიტემმა.
მეზერსმა თვალები დახუჭა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ თვალები გაუფართოვდა.
- მაქცია... ვამპირი... ჯანდაბა...
- ჰიბრიდი, - ეშვები გააელვა ჰეიტემმა და სალაზარს შეავლო თვალი, - მეგობარო, შენ რა, გაბრიელის პირადი პროექტი ხარ?
- ზრდილობით არ გამოირჩევი, - დაიღრინა სალაზარმა, - თქვენ ვინ ხართ?
- ნება მომეცი გაგეცნო, - დამცინავად დახარა თავი მეზერსმა, - მე მეზერსი მქვია, ეს-ჰეიტემია... ჩვენ პირველყოფილი ჰიბრიდები ვართ... ასე რომ, გაგიმართლა, თანამოძმეებს არ ვკლავთ.
სალაზარმა სიტყვის თქმა ვერ მოახერხა, პირდაღებული შეჰყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს, ბოლოს მიხვდა, რომ ისინი მის მოკვლას არ აპირებდნენ და ოდნავ დამშვიდდა.
- მაშ ასე, - ხეს მიეყრდნო ჰეიტემი, - ყველაფერი მაინტერესებს ამ დამპალი წურბელის და მისი დამქაშების შესახებ.. გაბრიელს ვგულისხმობ რა თქმა უნდა... აბა, დაიწყე... скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი უცნაური მე

ამ კოვაქსს როდის უნდა დააყენო საშველი :D გამოაკეთე ახლა დამაკლდა ძალიან :) ამ ისტორიაში მგონი ყველაზე მეტად თუარა ძალიან ბევრზე მეტად შერიფი კრამერი მომწონს :) ეს ჰეიტემი ძალიან მაინტერესებს.. მიასთან რა აკავშირებს? მალე ველოდები იცოდე ახალ თავს ;)

 



№2  offline მოდერი ჰაიკო

უცნაური მე
ამ კოვაქსს როდის უნდა დააყენო საშველი :D გამოაკეთე ახლა დამაკლდა ძალიან :) ამ ისტორიაში მგონი ყველაზე მეტად თუარა ძალიან ბევრზე მეტად შერიფი კრამერი მომწონს :) ეს ჰეიტემი ძალიან მაინტერესებს.. მიასთან რა აკავშირებს? მალე ველოდები იცოდე ახალ თავს ;)


დააცადე კაცს ცუდად ყოფნა, ბიჭოს:D:D კრამერი ნამდვილი მამაკაცია :) ჰეიტემზე მალე გაიგებთ სიმართლეს. მადლობა კომენტარისთვის:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№3  offline წევრი Farvana

ყველაფერი საინტერრსოდ იხლართება.ძალიან გამიხარდა ახალი თავის ნახვა,ველი შემდეგ თავს

 



№4  offline მოდერი ჰაიკო

tako.izek
ყველაფერი საინტერრსოდ იხლართება.ძალიან გამიხარდა ახალი თავის ნახვა,ველი შემდეგ თავს


გმადლობ:) შევეცდები მალე დავდო მომდევნო.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№5 სტუმარი ნჰნ

+18 რატო? //

 



№6  offline მოდერი ჰაიკო

ნჰნ
+18 რატო? //


იმიტომ რომ სისხლი და მკვლელობების სცენებია.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№7 წევრი ბელუ შეროზია

დღეს მეც მოვიცალე როგორც იქნა )
პირველ რიგში გეტყვი, რომ მაკლია ეს პერსონაჟები და მათთან "ყოფნა" :დდ
ეგ იმიტომ, რომ იშვითად დებ და თან არც ისე მოზრდილ თავებს! imp
ხოო ეს ჰეიტემი რას იჭიმება ასე კი მაინტერესებს :დ ჩვენი სამი პირველყოფილიც ეწერა თავის სიაში და ცოტა არ იყოს შემაძრწუნა ამ ფაქტმა :დ
ვფიქრობ და არ ვიცი ისეთი რა უნდა დაეშავებინათ მისთვის, რომ ყველას ამოხოცვა მოინდობა...არ ვიცი რა!
კოვაქსს რაც გაუკეთა გაბრიელმა იმაზე უარესს რას უზამდნენ ვითომ ჰეიტემს?
მარკი ოო როგორ მომენატრა :დ ეს პერსონაჟიც ძალიან მაკლია.
ნეტა მარკუსში ცოტა რაოდენობით მაინც გაიღვიძებდეს მარკი worried

კარგი ბატონო ამ თავში მე ამით დავასრულებ, შენ კი არ გვალოდინო იცოდე! kissing_heart

 



№8 სტუმარი სტუმარი Chikochiko

ეს არის ისტორია, რომლის კითხვა არასოდეს მომბეზრდება. პატარა იყო ეს თავი თუ მე მეჩვენება, უცებ შემომეკითხა. ვინ არის ეს პირველყოფილი ჰიბრიდები და ასე უჩუმრად როგორ და ვინ შექმნა ისინი? და რა აკავშირებთ მიასთან საინტერესოა. ახლა არ მითხრა, მოთმინება იქონიეო:დდ ყველაზე ზე ისტორიაა და თავხედურად ვითხოვ რაც შეიძლება მალე ახალ თავს.

 



№9  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

რატომ მგონია რომ პირველყოფილი ჰიბრიდები ტალიამ შექმნა სანამ ცოცხალი იყო? და ის ვინც ტალიას გვამს თმა შეაჭრა ჰეიტემი იყო ალბათ. მიასაც იმიტომ იცავს მასში ტალია რომ არის ჩასახლებული...
მოკლედ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ერთადერთი გული იმქზე მწყდება რომ სულ უფრო ნაკლებს წერ მარკუსსზე არადა ყველაზე მეტად ეს პერსონაჟი მაინტერესებს.
იმედი მაქვს პირველყოფილი სამეული და ჰიბრიდები შეთანხმებას მიაღწევენ.

 



№10 სტუმარი ნჰნ

გასაგებია უბრალოდ ჩემთვის ეგ სცენები ნორმალურად მივიღე და საიტიდან გამომდინარე +18 როაწერიათ უწმაწურობებზეა მაგიტომ გამიკვირდა... კარგი წარმატებები

 



№11  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამიხარდა რომ გამოჩნდი.როგორ მაინტერესებს ჰეიმეტი რას ერჩის მათ.იმედია მელა გაგვარკვევ
--------------------
ლანა

 



№12  offline მოდერი ჰაიკო

ბელუ შეროზია
დღეს მეც მოვიცალე როგორც იქნა )
პირველ რიგში გეტყვი, რომ მაკლია ეს პერსონაჟები და მათთან "ყოფნა" :დდ
ეგ იმიტომ, რომ იშვითად დებ და თან არც ისე მოზრდილ თავებს! imp
ხოო ეს ჰეიტემი რას იჭიმება ასე კი მაინტერესებს :დ ჩვენი სამი პირველყოფილიც ეწერა თავის სიაში და ცოტა არ იყოს შემაძრწუნა ამ ფაქტმა :დ
ვფიქრობ და არ ვიცი ისეთი რა უნდა დაეშავებინათ მისთვის, რომ ყველას ამოხოცვა მოინდობა...არ ვიცი რა!
კოვაქსს რაც გაუკეთა გაბრიელმა იმაზე უარესს რას უზამდნენ ვითომ ჰეიტემს?
მარკი ოო როგორ მომენატრა :დ ეს პერსონაჟიც ძალიან მაკლია.
ნეტა მარკუსში ცოტა რაოდენობით მაინც გაიღვიძებდეს მარკი worried

კარგი ბატონო ამ თავში მე ამით დავასრულებ, შენ კი არ გვალოდინო იცოდე! kissing_heart

ბელუ იშვიათად იმიტომ ვდებ რომ სამსახურიდან გამომდინარე ძალიან მოუცლელი ვარ სამწუხაროდ, ამისთვის ბოდიშს ვიხდი გულწრფელს.
თავებს რაც შეეხება, მეც მივხვდი რომ ბოლო დროს პატარა თავებს ვდებ და აუცილებლად გამოვასწორებ.
ჰეიტემს რაც შეეხება, მალე, ძალიან მალე ყველაფერს გაიგებთ მის შესახებ, მომდევნო თავში რაღაც ნაწილს მაინც.
მარკს/მარკუსს რაც შეეხება ისიც მალე გამოჩნდება.
მადლობა შენ რომ ერთგულად მომყვები.

სტუმარი Chikochiko
ეს არის ისტორია, რომლის კითხვა არასოდეს მომბეზრდება. პატარა იყო ეს თავი თუ მე მეჩვენება, უცებ შემომეკითხა. ვინ არის ეს პირველყოფილი ჰიბრიდები და ასე უჩუმრად როგორ და ვინ შექმნა ისინი? და რა აკავშირებთ მიასთან საინტერესოა. ახლა არ მითხრა, მოთმინება იქონიეო:დდ ყველაზე ზე ისტორიაა და თავხედურად ვითხოვ რაც შეიძლება მალე ახალ თავს.

ჩიკო მადლობა კომენტარისთვის და ერთგულებისთვის. არ მოგჩვენებია, პატარა თავი იყო, მაგრამ იქ დასრულდა სადაც ლოგიკურად უნდა დასრულებულიყო. მოთმინების მოკრება არ გჭირდება, დღეს დავდებ მომდევნო თავს.

უცნობი ქ
რატომ მგონია რომ პირველყოფილი ჰიბრიდები ტალიამ შექმნა სანამ ცოცხალი იყო? და ის ვინც ტალიას გვამს თმა შეაჭრა ჰეიტემი იყო ალბათ. მიასაც იმიტომ იცავს მასში ტალია რომ არის ჩასახლებული...
მოკლედ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ერთადერთი გული იმქზე მწყდება რომ სულ უფრო ნაკლებს წერ მარკუსსზე არადა ყველაზე მეტად ეს პერსონაჟი მაინტერესებს.
იმედი მაქვს პირველყოფილი სამეული და ჰიბრიდები შეთანხმებას მიაღწევენ.

უცნობო მადლობა რომ დაიწყე ამ ისტორიის კითხვა, ან შეიძლება დიდი ხანია დაიწყე და ეხლა დააკომენტარე, გეტყვი რომ მკითხველის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია და საკმაოდ საინტერესო იდეებს ვპოულობ ხოლმე მათში :)
მარკუსს რაც შეეხება, ამ ისტორიის არცერთი პერსონაჟი მთავარი პერსონაჟი არ არის, ნებისმიერი შეიძლება მოკვდეს, ან ნებისმიერი რაღაც შეიძლება მოხდეს. ყველა პერსონაჟი თანაბარმნიშვნელოვნად მიყვარს, გაბრიელიც კი, ამიტომ ნურაფერს გამორიცხავთ.

ნჰნ
გასაგებია უბრალოდ ჩემთვის ეგ სცენები ნორმალურად მივიღე და საიტიდან გამომდინარე +18 როაწერიათ უწმაწურობებზეა მაგიტომ გამიკვირდა... კარგი წარმატებები

ნჰნ მადლობა რომ წაიკითხე და "ბოდიშს" ვიხდი, თუ 18+ გამო პორნოგრაფიული ისტორია გეგონა და ამან შეგიყვანა შეცდომაში ;) კეთილი სურვილებისთვის მადლობას გიხდი.

La-Na
გამიხარდა რომ გამოჩნდი.როგორ მაინტერესებს ჰეიმეტი რას ერჩის მათ.იმედია მელა გაგვარკვევ

ლანა მადლობა კომენტარისთვის. დიახ, მალე გაგარკვევთ ჰეიტემის პიროვნებაში.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№13 სტუმარი სტუმარი ლენა

უცნობი ქ
რატომ მგონია რომ პირველყოფილი ჰიბრიდები ტალიამ შექმნა სანამ ცოცხალი იყო? და ის ვინც ტალიას გვამს თმა შეაჭრა ჰეიტემი იყო ალბათ. მიასაც იმიტომ იცავს მასში ტალია რომ არის ჩასახლებული...
მოკლედ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ერთადერთი გული იმქზე მწყდება რომ სულ უფრო ნაკლებს წერ მარკუსსზე არადა ყველაზე მეტად ეს პერსონაჟი მაინტერესებს.
იმედი მაქვს პირველყოფილი სამეული და ჰიბრიდები შეთანხმებას მიაღწევენ.

აუ მეც და თავიდან ისე დაიწყო, რომ რავი რა. მისგან უფრო მეტს მოველოდები, მაგრამ არ ჩანს. და ხო საშინლად არ მინდა ეს ჰეიტემი მარკუსზე ძლიერი იყოოს

მარკუსზე ვაფანატებ. მიაზე კიდე გაბრაზებული ვარ რა მალე დაივიწყა მარკი , საწყალმა ბიჭმა მის გამო თავი გაწირა და ამან ორჯერ შეხვდა კოვაქდ და საერთოდ აღარ ახსოვს. მარტო კოვაქსი აინტერესებს. და ის მომენტი რომ იყო სიგარეტზე , მარკუსს რომ იგივე ჩვევები აქვს როგორიც მარკს, მიას ხომ ჰქონდა იმედი , რომ მასში გააღვიძებდა მარკს . მოკლედ რა მიამ იმედები გამიცრუა, კოვაქსი მომწონს , ჯესიკასი მესმიის თუ რატომ მოხდა ეს მაგრამ ეს მის არ მომწონს და რა ვქნა. რაღაცნაირი ტიპაჟია რა ზედმეტად ჰუმანური ყველაზე, რომ ღელავს , მაგრამ ეს მისი ღელვა ერთ კვირასაც არ უძლებს , ადვილად ივიწყებდ მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს , როგორც მარკი , ჯესიკა და კეი დაივიწყაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent