მე და ჩემი ფსიქოლოგი (3 თავი) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ჩემი ფსიქოლოგი (3 თავი)

4-08-2018, 11:28
ნანახია 2 632

მე და ჩემი ფსიქოლოგი (3 თავი)

-აქ რას აკეთებ? -ვეკითხები ჩემ წინ ასვეტებულ გუგას თუმცა პასუხის ნაცვლად ის კედელზე მანარცხებს, სახეს ხელებში იქცევს და ყელზე საშინელ ნაკბენს მიტოვებს. აშლილი ემოციებს კონტროლს ვერ ვუწევ და მის აგრესიას საკუთარს ვუერთებ. წამში ვრჩები ტანსაცმლის გარეშე და გუგას ხარბ მზერას ვაწყდები.
-მინდიხარ.
-ვიცი. -ვამბობ და ყელზე ვეხვევი.
-------------------------------------------

-რაო იმ დემონმა? -მეკითხება საწოლში გართხმული გუგა და თითებს მკერდზე მითამაშებს.
-იმ დემონს სოფი ქვია. -ვიღიმი, მის თითს ხელს ვკიდევ და ენით ვეხები. სახეს მუჭში იქცევს და მკოცნის. -რაღაც ძალიან უხეში ხარ. -მისგან გავითავისუფლე თავი და სარკისკენ დავიძარი, შიშველ სხეულს თვალი შევავლე და ყელში გაჩენილი სისხლჩაქცევის გამო გუგას გაბოროტებულუ მზერა ვესროლე. -ხომ იცი ვერ ვიტან როცა ასე იქცევი. ხვალ პრეზენტაცია მაქვს, ეს რა არის?
-არაუშავს შეეცადე ისეთი კაბა შეარჩიო რომ არ გამოჩნდეს. -ზურგზე ამეკრო და ჩალურჯებაზე ფრთხილად გადამიტარა ტუჩები.
-ვერ გიტან. -ხელი ვკარი, ხალათი შემოვიცვი და სამზარეულოში გავედი.
-მეც მიყვარხარ. -მომაძახა გუგამ და ბრაზი მომენტალურად ღიმილში გადამეზარდა. ვისკი დავისხი, სიგარეტს მოვუკიდე, მაგიდაზე დადებულ წიგნს ხელი დავავლე და ჩანიშნულ გვერძე გადავშალე.
***
სახლში შესვლისთანავე დედის ყვირილს ყურადღება რა თქმა უნდა არ მივაქციე, საძინებლის კარი ხმაურით გავიჯახუნე და საწოლზე მოწყვეტით დავეშვი.
-ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა ენიტა, რა გჭირს? -შვუღრინე საკუთარ თავს და აჩქარებულ გულს მუშტი დავუშვი დასაწყნარებლად. ზამთრის სუსხის მიუხედავად ფანჯარა ბოლომდე გამოვაღე და სახე ცივ ჰაერს მივუშვირე, აფორიაქებული სხეული ცახცახში გადამეზარდა და გაუაზრებლად დაბატონებულმა ფიქრებმა საბოლოოდ ამჭრა. თვალწინ მხოლო სოფის ირონიანარევი სახე მედგა და ვერაფრით ვახერხებდი მისი მოჩვენების გონებიდან განდევნას. საწოლის ქვემოდან სიგარეტის კოლოფი გამოვაძვრინე, ხელის ცახცახით მოვუკიდე და თავი ფანჯარაში გავყავი. -ვინ არის, ვინ არის, ვინ არის. -გონებაში მხოლოდ ეს ორი სიტყვა მიტრიალებდა, როგორც კი მის ტუჩებს წარმოვიდგენდი და ყელზე დაკრული მისი ცივი ბაგე მახსენდებოდა სისხლი მომენტალურად მეყინებოდა, მუცელში ტალღებს ვგრძნობდი და ტახიკარდია უკვე პიკს აღწევდა, ის ღამე რა თქმა უნდა თვალებდაჭყეტილმა გავატარე და სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი, როგორც იქნა ირიჟრაჟა, მზემ ამოსვლა ინება და მეც საწოლიდან წამოვხტი. პირი დავიბანე, კიბე ჩავირბინე და სადარბაზოში გავარდი. გარეთ გასულმა თვალები დავხუჭე და ფილტვებში ცივი ჰაერი შევუშვი, წინა ღამის კოშმარი სადღაც გამქრალიყო, მოულოდნელი ეიფორია მიძინებულიყო და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაბრუნებოდა, სახეზე ღიმილმა გადამირბინა და თავისუფლების უკეთ შესაგრძნობლად მკლავები განზე გავშალე.
-დილამშვიდობის. -მესმის ზურგს უკან სუსტი ხმა. ხელები ჰაერში მიშეშდება, თვალებს ფართოდ ვახელ და ფრთხილად ვტრიალდები მისკენ.
-აქ რას აკეთებ? როგორ მომაგენი?
-გუშინ გამოგყევი.
-რატომ?
-შემეშინდა ისევ არ გეცადა . -დაბადების დღეს გილოცავ. -ამბობს სოფი და საგულდაგულოდ შეფუთულ ამანათს მაწვდის.
-ეს რა არის?
-ნახე. -ამბობს და სიგარეტს უკიდებს. ამანათს ვხსნი და ხელში ფროიდის წიგნი მრჩება სახელწოდებით, "ფსიქოსექსუალური განვითარების თეორია" სოფის გაოცებულ თვალებს ვაპყრობ.
-პრობლემები არ მაქვს სოფი.
-ვიცი. -გამიღიმა და შებრუნდა.
-სად მიდიხარ?
-სახლში.
-შეიძლება წამოვიდე?
-სკოლაში არ მიდიხარ?
-დღეს დაბადების დღე მაქვს. -ვამბობ ღიმილით.
-წამოდი. -ფეხდაფეხ ავედევნე და გზას გავუყევით.
-არ გცივა? ვეკითხები მისი ჩაცმულობით ცოტა არ იყოს გაოცებული.
-მე არასოდეს მცივა.
-რატომ?
-იმიტომ რომ ბევრ ალკოჰოლს ვიღებ და შესაბამისად ჩემი სხეული მისი ზემოქმედების ქვეშ მუდამ მშვენივრად გრძნობს თავს.
-და რატომ სვამ?
-კითხვებმა რომ არ შემაწუხოს.
-რა კითხვებმა?
-აი იმ კითხვებმა რასაც ახლა შენ სვამ. -გამიღიმა სოფიმ და ფაქტიურად მითხრა რომ გავჩუმებულიყავი, ამ გოგოს მიმართ ყოველწამიერად მიმძაფრდებოდა ინტერესი, უფრო და უფრო მსურდა მისი იდუმალების ამოხსნა, ვგრძნობდი ვეჯაჭვებოდი და იმასაც ვგრძნობდი, რომ ასეთი რამ არასოდეს დამმართნია. ხელში ჩაბღუჯულ წიგნს კიდევ ერთხელ დავხედე.
-რატომ ფროიდი? და რატომ ფსიქოსექსუალური განვითარების თეორია?
-გჭირდება.
-საიდან იცი? -მოულოდნელად სოფი ჩემკენ შემობრუნდა გაყინული თითები ყელზე მომხვია, თავისკენ ახლოს მიმიზიდა და ჩამჩურჩულა.
-ქალიშვილობა ადრე დაკარგე, ახლაც ემოციურად ხარ მიჯაჭვული ყოფილ პარტნიორთან, მას მერე არავინ გყოლია, გგონია ცხოვრება დასრულდა, სინამდვილეში კი ცხოვრება შენ წინ არის, გადაშლილია, უბრალოდ ეცადე შეამჩნიო და წაიკითხო, იგრძნო, შიგრძნო. ყურთან ათამაშებული მისი ტუჩები შევიგრძენი და სხეულიც დამიბუჟდა. სახე უკან გადავწიე და ცივ თვალებში მზერა გავუყარე.
-გრძნეული ხარ?
-არა. -გამიღიმა და ხელები მომაშორა. -გინდა ცხოვრება ისწავლო?
-კი.
-კარგია. წამოდი. -დავემორჩილე და უხმოდ გავყევი. ბევრი სიარულის შემდეგ ერთ მიყრუებულ ადგილას გავჩერდით. -დაჯექი. -მეუბნება და ქვის ლოდზე მითითებს, მეც ვჯდები, ისიც ჩემ წინ ფეხმორთხმით ჯდება და სახეზე მომენტალური სიამოვნება ესახება. ზურგჩანთა გახსნა და ვისკის ბოთლი ამოიღო. -დალიე. -მაწვდის სასმელს.
-არ მინდა.
-დალიე. -იმეორებს ღიმილით.
-რა რჯულის ადამიანი ხარ?
-შენი რჯულის.
-არ მომწონს ასე რომ ლაპარაკობ.
-როგორ?
-არ ვიცი, რაღაცნაირად.
-ხო და როცა მიხვდები როგორ ვლაპარაკობ ამიხსენი კარგი?
-ყველასთან ასე იქცევი?
-ვინ ყველასთან?
-საზოგადოებასთან.
-მე ასოციალური ვარ. იცი ეს რას ნიშნავს?
-კი ვიცი. მაშინ ჩემთან რატომ საუბრობ?
-შენც ასოციალური ხარ, მაგრამ ეს ჯერ არ იცი.
-შენ საიდან იცი?
-მე ბევრი რამ ვიცი.
-მაინც?
-მაგალითად ვიცი ახლა რაზეც ფიქრობ?
-და რაზე ვფიქრობ? -ვკითხულობ და ვისკის მოზრდილ ყლუპს გამშრალ ყელში ვუშვებ.
-მოდი შენ თვითონ მითხარი რა გინდა, ასე უფრო საინტერესო იქნება.
-მე მინდა რომ გაგიცნო.
-თუ შემიგრძნო? -ვისკის ბოთლი გამომართვა და ახლა თვითონ მოსვა. -ნუ იბნევი, ბუნებრივია რომ გრძნობები გიჩნდება.
-რას ბოდავ?
-ახლა რომ გაკოცო რას იზამ?
-თავში რაღაცას ჩაგცხებ. -ვამბობ და უკვე მზად ვარ საკუთარი ნათქვამის სისრულეში მოსაყვანად.
-კარგი ჰო კარგი. -იღიმის სოფი. -რა გჭირს? გეხუმრე.
-ასე ნუ მეხუმრები.
-პატარა ბავშვს გავხარ, პრინციპში ხარ კიდეც.
-არ ვარ ბავშვი.
-ვითომ? დამიმტკიცე.
-რატომ მიწვევ?
-მეე?
-ჯანდაბა სოფი მოეშვი ასე ლაპარაკს. -გიჟივით ვეცი და ხელები ყელში წავუჭირე, წინააღმდეგობის გაწევის არანაირი სურვილი, ჩემს მკლავებში განაბული, ჩვეული ირონიით მიცქერდა და მისი ცივი თვალები კიდევ მეტს მთხოვდნენ. -გაჩერდი, გაჩერდი-მეთქი. -დავიღრიალე და კიდევ უფრო მოვუჭირე ხელები.
-რაღას ელოდები. -ძლივს მოახერხა ამის თქმა და დანებების ნიშნად ხელები განზე გაშალა. როგორ მინდოდა მისი ირონიისთვის ბოლო მომეღო, ბაგეზე ასახული ღიმილის დარღვევა სულს მიწეწავდა, სახე ახლოს მივუტანე.
-თუ ასე საუბარს გააგრძელებ, ერთხელაც თავს ვერ მოვერევი. -ვამბობ და ხელს ვუშვებ. მშვიდად დაიზილა ყელი და თითქოს იმედგაცრუებული მზერა მომაპრყო.
-უფრო ძლიერი მეგონე. -თქვა და სიგარეტს მოუკიდა.
-შემეძლო გამეგუდე.
-არ შეგეძლო.
-შემეძლო.
-შენ გაგუდვა არ გსურდა, სხვა რამ გსურდა და ვერ შეძელი.
-რა მსურდა?
-იცი რაც.
-რა?
-მე! -ისევ ირონია აისახა მის ბაგეზე და მერე მხოლოდ ის მახსოვს, რომ სახეში მთელი ძალით გავარტყი. -ხომ ვთქვი, აი მტკიცებულებაც. -გადაიხარხარა სოფიმ.

***
-დემონი გირეკავს. -წიგნიდან რეალობაში დამაბრუნდა გუგამ და ტელეფონი მომაწოდა.
-ბატონო. როგორც გინდა. -ვპასუხობ და ტელეფონს ვთიშავ.
-რა უნდოდა?
-აქ უნდა მოსვლა.
-არც გაბედო მასთან დაწვე. -შემიღრინა გუგამ.
-პირველი, არ ვაპირებ მასთან დაწოლას, მეორეც ეს ჩემი სახლია და მესამეც ბოლო პერიოდია ძალიან ზედმეტი ხომ არ მოგდის?
-ენიტა სამი წელია ერთმანეთს ვხვდებით, იმის უფლებაც არ მაქვს, რომ შენ ცხოვრებაში კორექტირება შევიტანო.
-კორექტირება? -გამეღიმა გუგასგან წამოსროლილი ამ სიტყვის გამო. -იცი ეგ რას ნიშნავს?
-მეკაიფები კიდეც? -მკლავში მწვდა და ტუჩებში მაკოცა.
-ხომ არ დაგავიწყდა შენზე რამდენი წლით უფროსი ვარ, გინდა შეგახსენო?
-ვიცი ენიტა, მახსოვს რომ მე სულ რაღაც ოცდაორი წლის დამწყები ჟურნალისტი ვარ და შენ ჩემზე რვა წლით დიდი ხარ, რომ შენ შემდგარი მწერალი ხარ და მე უბრალოდ შენი რიგითი თაყვანისმცემელი, რომელსაც გაუმართლა და შენს სარეცელს იყოფს.
-მართალია, ახლა კი გთხოვ ჩაიცვი და ყოველგვარი პანიკის გარეშე დატოვე ჩემი ბინა, კიდევ ერთი ასე მოულოდნელად როგორც დღეს გამომეცხადე აღარ მოიქცე, მე შენზე ვნერვიულობ, რას იტყვიან? ასაკიან ქალს ხვდებაო. გავუღიმე და ვაკოცე.
-აუტანელი ხარ.
-ვიცი. წადი ჩაიცვი სოფი მალე მოვა და არ მინდა აქ დახვდე. -მთელი არსებით ვიგრძენი, როგორ არ უნდოდა ჩემგან წასვლა მაგრამ კარგად იცოდა შეწინააღმდეგებას არანაირი აზრი რომ არ ქონდა, ამიტომ უხალისოდ ჩაიცვა, კართან შედგა და იმედგაცრუებულმა შემომხედა. -არ გინდა გუგა, ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე, ამაზე ხომ თავიდანვე შევთანხმდით? -მისი გამხიარულება კოცნით ვცადე თუმცა არ გამომივიდა. -დაგირეკავ.
-ვიცი, როგორც კი სექსი მოგინდება მაშინვე დამირეკავ. -გუგამ კარი გააღო და კარზე ზარის დასარეკად ხელშემართულ სოფის შეეფეთა.
-მეგონა მარტო იყავი. -უხერხულად გაიღიმა სოფიმ.
-უკვე მივდივარ. -ამბობს გუგა, ყველაზე ბავშური რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა სწორედ ის გააკეთა. დემონსტრაციულად მომხვია ხელი და ტუჩებში მაკოცა.
-შემოდი. გზას ვუთმობ სოფის.
-ამ ბავშვთამ წევხარ? -ჩვეული ირონია დამაყარა სოფიმ.
-საწოლში სულაც არ არის ბავშვი.
-იმედია.
-სიტყვაზე არ მენდობი?
-არ ჩაიცმევ? -მეღიმება. სამზარეულოში ვისკია, შეგიძლია დაისხა. ახლავე მოვალ. -საძინებლში შევედი და სარკის წინ შევჩერდი.
როგორც კი საკუთარ გამოსახულებას თვალი მოვკარი წამიერი სისუსტე მთელ სხეულში გამიმძაფრდა. ჰაერი ყელში მომაჯდა და ემოციების შეკავების მიზნით, რითმული სუნთქვა დავიწყე. სულ რამოდენიმე წამი დამჭირდა გონებაში გაღვიძებული დემონის მისაძინებლად და სხეულის ტემპერატურაც ჩვეულ ნორმას დაუბრუნდა. სხეულზე მოკლე სარაფანი მოვირგე და სამზარეულოში შევედი. მაგიდასთან მჯდომი სოფი გადაშლილ წიგნს ღიმილით უცქერს, გადავწყვიტე კითხვაში ხელი არ შემეშალა და მის ზურგს უკან იატაკზე მოვთავსდი. სიფრიფანა ზურგს მივაშტერდი და მაისურში მკვეთრად გამოჩენილი მალების დათვლას მოვყევი, მზერა თეთრ სუსტ ფეხებზე გადავიტანე, სიფრიფანა კანის ქვეშ ისევ ისე მკვეთრად რომ ემჩნეოდა თითოეული კაპილარი. მაღალი ყელი ქონდა და მოკლე თმის გამო მთელი კისერი მის შესაგრძნობლად მიწვევდა. გამშრალი ტუჩები გაუაზრებლად გავილოკე და იმის გაფიქრებამ, რომ ეს გოგო ისევ მსურდა მომენტალურად გამომიყვანა მდგომარეობიდან, ხელები გამიოფლიანდა და მათ ნერვიულ სრესას მოვყევი. დაახლოებით ათი წუთი ვითმინე ეს გაუსაძლისი სიჩუმე. ბოლოს ავდექი , მის სხეულს ფრთხილად მივუახლოვდი და თითები ნაზად შევახე ყელზე. წამიერმა დაძაბულობამ მოიცვა მისი სხეული.
-ახლა მაინც აღიარე.
-რა?
-რომ აი ამ მომენტში. -წიგნის სტიქონისკენ მიმითითა. -ძალიან გინდოდა ჩემი კოცნა მაგრამ ვერ გაბედე.
-არ ვიცოდი რა მინდოდა. მაშინ არ ვიცოდი.
-ახლა ხომ იცი.
-კი ახლა ის ვიცი რომ შენ გინდა ჩემი კოცნა. -მისი სახე ხელებში მოვიქციე და სახე ახლოს მივუტანე. ზუსტად ისე როგორც ეს მან გააკეთა პირველად. -ვცდები?
-და რას ელოდები?
-ფროიდის წიგნი თან გაქვს? -ხელი გავუშვი და სიგარეტს მოვუკიდე.
-არა.
-როგორ მოხდა შენ ხომ მის გარეშე არასდროს მოძრაობდი.
-გავიზარდე.
-მეც.
-ვხედავ ახლა ბევრად ძლიერი ხარ. სურვილების კონტროლი გაცილებით უკეთ გამოგდის, კარგად ნიღბავ.
-მოეშვი ფსიქოანალიზს, მე შენი პაციენტი დიდი ხანია აღარ ვარ. -მითხარი რისთვის მოხვედი.
-მინდა რომ ეს წიგნი გაყიდვაში არ გაუშვა.
-მეკაიფები?
-არა.
-რატომ?
-ყველაფერს არევ.
-ყველაფერს რას?
-შენს ცხოვრებას. ჩემ ცხოვრებას. -ჩემში გამეფებულ ირონიას ვერ ვერევი და სიცილი მივარდება. -რა გაცინებს ენიტა?
-თხუთმეტი წლის შეშინებულ ენიტას მაგონებ.
-ჩემზე ძლიერი არ ხარ და ტყუილად მებრძვი.
-მე არ გებრძვი სოფი. რა გინდა? რა უფლებით მოდიხარ და მითითებ რა გავაკეთო? არ გეყო წარსულში ჩემში გაცოცხლებული დემონების გამო რა სიამოვნებასაც იღებდი?
-ეს დემონები შენში ახლაც არიან.
-ჰო არიან და კარგს იზამ თუ აღარ ეცდები მათ გაღვიძებას.
-ეს წიგნი არ დაბეჭდო.
-ხვალ პრეზენტაცია მაქვს და სტუმრების სიაში უკვე ჩაგწერე.
-ენიტა. -დაიღრიალა სოფიმ და სიფრიფანა ხელებით მწვდა ყელში.

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი სალანდერი

ანიიი, როგორ გელოდი.
კარგი დავიწყოთ იმით, რატომ ვერ ვტოვებდი აქამდე კომენტარებს.
იმიტომ, რომ ავტორი მაკლდა.
საერთოდ კომენტარებს მაშინ ვტოვებ როცა ნაწერი ან ძალიან მაგარია, ან ძალიან გულისამრევი.
შენი ნაწერები ბოლომდე ვერცერთხელ ვერ მოდიოდა და მგონი ამას ველოდი, მგონი კი არა და ამას ველოდი, ამ ავტორს მთელი თავისი დიდებულებით.
ყველა სიტყვის შესრუტვა რომ მომინდებოდა და ავტორისთვის იმის გაზიარება, რომ ძალიან მაგარი ვინმეა.
ამ ისტორიას რაც შეეხება მესამე თავი წავიკითხე, არც ერთი ფრაზით, ან სიტყვით იმედგაცრუება არ მიგრძვნია.
არაფერი ზედმეტი არ მომხვედრია და არაფერი არ დამკლებია.
სოფი ისევ ძალიან მომწონს, ენიტა ისევ მეტისმეტად მესუსტება და მგონია რომ თუ სოფი მოინდომებს ისევ "მოარჯულებს" მაგ შენს ენიტას.
ძალიან მინდა ამ გოგოზე მეტის გაგება, რაღაცნაირად ჩამთრევი და უცხო პერსონაჟია.
მოკლედ სოფის ვფანობ რა :დ
ენიტა არც წყალია და არც ღვინო ჯერ, თან მე იმ უკანსაკნელის უფრო მესმის ვიდრე ენიტასი.
ძალიან მაგრად მომწონს ხალხის ფსიქიკით მოთამაშე ადამიანები და მგონია რომ სოფის მშვენივრად გამოსდიოდა და თუ მოუნდება ისევ გამოუვა.
ძალიან დიდ პატივისცემას იწვევ, მკითხველთან დამოკიდებულებით, კრიტიკის რირსეულად მიღება რომ ყველას არ შეუძლია ძალიან ბევრჯერ დავრწმუნდი, ასევე უდიდესი პატივისცემა იმოსთვის რომ მთელი პასუხისმგებლობით ეკიდები იმას რასაც აკეთებ და საუკუნეები არ ველოდებით ახალ თავს.
მკითხველს პატივს სცემ და შესაბამისად ჩვენს თვალშიც იმსახურებ პატივისცემას.
მოკრედ ძალიან კარგი ხარ, გელოდები და წარმატებები ❤

№2  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სალანდერი

სალანდერ შენი გულის მოგება მარტივი არ არის :დ
მიხარია რომ როგორც იქნა ჩაგითრიე :დ

№3  offline წევრი სნობი

უფ..... დავიწყოთ....

პირველი: ერთი ამოსუნთქვით ხომ ჩავიკითხე.
მეორე: თითოეულ სიტყვას ხომ ვგრძნობდი.
მესამე: სოფის იდუმალება მეც ისევე მითრევს როგორ ენიტას და სასაწაულად მომწონს ეს გოგო.
მეოთხე: საზოგადოებავ გამოდით!!! აი ისტორია!!!
მეხუთე: არ ხარ შემ მიწიერი და სწორედ ამიტომ ვგიჟდები შენზე.

ყოჩაღ ავტორო.

№4  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სნობი
უფ..... დავიწყოთ....

პირველი: ერთი ამოსუნთქვით ხომ ჩავიკითხე.
მეორე: თითოეულ სიტყვას ხომ ვგრძნობდი.
მესამე: სოფის იდუმალება მეც ისევე მითრევს როგორ ენიტას და სასაწაულად მომწონს ეს გოგო.
მეოთხე: საზოგადოებავ გამოდით!!! აი ისტორია!!!
მეხუთე: არ ხარ შემ მიწიერი და სწორედ ამიტომ ვგიჟდები შენზე.

ყოჩაღ ავტორო.

:დ :დ :დ
სნობი.... რა კარგი ვინმე ხარ :) მადლობა

№5 სტუმარი Aravin

Mainteresebs rato weren am saitze msgavs istoriebs.ambob arapers vuwev reklamaso magram es istoria ukve areklamebs msgavs uertiertobebs...ar aris es jansagi da swori.gaukugmartrbuli survilebia.aravin momaweros panatikosi qristiani xaro.msgavsi kavshirebi unda shemcirdes da ara gaizardos.mosawonia es tqventvis avtoro?tu ubralod ityvit rom mwerali xart da wert imas rac xdeba samyaroshi?mash rit agvudget win da shevewinaagmdegot am yovelives?nebis tavisupleba mogveca adamianebs magram nishnavs ki es imas rom gasaqani mivcet im survilebs rac ar aris dawesebuli?wesebi araa imistvis rom dairgves.es kanonzomierebaa rac aucilebelia.ubralod chemi azri davapiqsire.msgavsi istoriebi ubralod met cdunebas da interess iwvevs adamianshi mitumetes roca sacduri ar aris cota isedac...imedia chemi komentari landzgvis sagani ar gaxdeba:)

№6 წევრი ბელუ შეროზია

კარგი ხარ, მე ახალს ვერაფერს გეტყვი blush
ვფიქრობ ისტორია მეორდება, მაგრამ ამჯერად სოფი იქნება ენიტა :დ
ძალიან პუნქტუალური ხარ, რაც მახარებს!
ეჭვიც არ მეპარება, რომ წინ კიდევ უფრო საინტერესო რაღაცეები გველის))

№7  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Aravin

მე ვიქნები პირველი ვინც ნებისმიერს წინ აღუდება ვინც შენს კომენატრს უპატივცემოულოდ მიუდგება. მესმის და თან ძალიან კარგად იმისა რასაც ამბობთ. თუმცა მე მართლა არ ვწერ ისეთს არაფერს რაც მართლა არ ხდება ყოველივე ჩვენგანის ცხვირწინ. ერთი თხოვნა მექნება თუ კითხვის გაგრძელებას აპირებთ, ნუ მიუდგებით ამ ისტორიას როგორც ორ გოგოში გაჩენილ ემოციას, ყურადღება მიაქციეთ ცალ-ცალკე ორივეს და არა ერთად :) მადლობა

ბელუ შეროზია
კარგი ხარ, მე ახალს ვერაფერს გეტყვი blush
ვფიქრობ ისტორია მეორდება, მაგრამ ამჯერად სოფი იქნება ენიტა :დ
ძალიან პუნქტუალური ხარ, რაც მახარებს!
ეჭვიც არ მეპარება, რომ წინ კიდევ უფრო საინტერესო რაღაცეები გველის))

<3 <3 <3 მადლობა საყვარელო

№8 სტუმარი Aravin

Ki es yovelive xdeba zustad amas vambob mec da vamateb imas rom es ar unda xdebodes...rodesac amis kidev aseti apishirebaa meti survili uchndeba adamians...meti sisustis gamovlena.calcalke orive qmnis ert realobas...da es realoba swored is razec visaubre...madloba sheni damikidebulebistvis romelsac gamoxatav mkitxvelis mimart))sxva vegarapers vityvi isedac mixvdebodi chems azrs)

№9  offline მოდერი ჰალუცინოგერი

კი მივხვდი :-)

№10  offline წევრი სიბილა

მოდით, პირველ რიგში თვალი გავუსწოროთ რეალობას:ასეთი სურვილები არსებობდა და არსებობს. და თუ ვინმეს არ მოსწონს, დაფარვისკენ არ უნდა მოუწოდებდეს. აფიშირებაც და დაფარვაც ერთნაირად იწვევს ამ ყველაფერს თუ კარგია)))) და თუ არ გამოამზეურე, ვერც გაიგებ , კარგია, თუ ცუდი. ავდამყოფობაა თუ ჯანმრთელობა.როგორ ვნანობ, თავის დროზე ჩაფიქრებულ მსგავს ჩანახატს ფურცელზე გადმოტანა და მზის სინათლე რომ არ ვაღირსე.მოდი, ბოლომდე მოვუსმინოთ ავტორს, და მერე განვსაჯოთ ან ის, ან ისტორია, ან ორივე ერთად, ან არცერთი. წერე, ავტორო, ძალიან საინტერესოა და თანდათან უფრო მეტად მითრევს ეს ისტორია. და როცა, დასასრულს წავიკითხავ, მოდი, მე თავად გადავწყვეტ რა სად მითრევს. ეს ცხოვრება არ უნდა იყოს ისე დაწერილი, სადმე ჩამითრიოს. ღუზა ჩემს ქმართან მაქვს ჩაშვებული და მერე რა იქნება, ამ ისტორიას რატომ უნდა დავაბრალო?მგონი. სულ პირიქით.
პ.ს.ჩემი პატივისცემა ყველას აზრს.

№11  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სიბილა

მადლობა. მეც სწორედ ამას ვამბობ. ვერაფერი მოგერევა შენ როგორც პიროვნებას თუ შენში ნამდვილად არ ცხოვრობს ის "დემონი" რომელიც სოფიმ ერთი დანახვით შენიშნა ენიტაში ... ❤❤❤

№12  offline წევრი marikuna (1)

ჩემო საყვარელო მე ყოველთვის მოგყვები,რადგან უფრო და უფრო მითრევ მოთხრობაში, ცხოვრება ძნელია, დიახ სოფი ამტკიცებს ამას,ზუსტად იგივი გამოიარა მგონი რაც ენიტამ , ვფიქრობ?რომ ეს საუკეთესო მოთხრობა! რატომ? შიგნით ძალიან დიდი აზრია. მოზარდებს თავგზას უბნევენ დიდები,რა ხდება,როდესაც ისინი თამაში გითრევენ ? ეს ყველაფერი შეიძლება ალოგიკური,მაგრამ ყოველივე ჩვენგან შეძლევა დაემართოს ეს, რომ ვკითხულობდი უბრალოდ მეც მასში ვიყავი,ოღონდ მესამე პირი,უფრო კარგად ვხედავ,აღვიქვავდი.გუგას მგონია რომ ენიტა შეუყვარდ, მაგრამ ენტას ისეთი ძლიერი გრძნობაა არ აქვს გუგას მიმართ. მას უფრო სოფი იზიდავს,რადგან მან მისგან დემონი გახადა გაანადგურა, ენიტა ფიქრობს, რომ ძლიერია, მაგრამ მგონია, რომ სოფი თავის ჭკუაზე ათამაშებს.
საყვარელო ანი ძალიან მიყვარხარ და ველოდები რათქმა უნდა ახალ თავს უფრო დიდს ვიცი,რომ არ გვალია,მარა არ მყოფნის და რა ვქნა. ????

№13  offline მოდერი ჰალუცინოგერი

marikuna (1)

მადლობა მარიამ. გაზრდის რა მოგახაენო შევეცდები. მაგრამ ვერ დაგპირდები და კიდევ მეგობრებო ვინც მკითხულობთ ხვალ ვერ შემოგთავაზებთ ახალ თავს. ჩემი პატარა გოგონას იუბილეა და დედა ხვალ მთელი დღე დედა უნდა იყოს ხომ მეთანხმებით ?
მადლობა ყველას ❤❤❤

№14  offline წევრი სნობი

რა ვქნა რომ სამჯერ წავიკითხე უკვე :D

№15 სტუმარი Len55

Am istoriam ,,lurji yvelaze tbili peria'' gsmaxsena ratomgac

№16  offline წევრი ნიკე

ისტორია მომწონს, რაღაცნაირია რა, ჯერ ვერ ვხსნი. პერსონაჟების მიმართ ჩემი განწყობაც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

ავტორო, შენი დამოკიდებულება ნებისმიერი აზრის მქონე მკითხველის მიმართ შესანიშნავია.

იშვიათად მინახავს ამ საიტზე ასეთი თავდაჭერილი მწერალი. <3

№17  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ნიკე
ისტორია მომწონს, რაღაცნაირია რა, ჯერ ვერ ვხსნი. პერსონაჟების მიმართ ჩემი განწყობაც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

ავტორო, შენი დამოკიდებულება ნებისმიერი აზრის მქონე მკითხველის მიმართ შესანიშნავია.

იშვიათად მინახავს ამ საიტზე ასეთი თავდაჭერილი მწერალი. <3

ერთი ორი თავიც და მერე უფრო მკვეთარად გამოჩნდება თითოეული პერსონაჟის ხასიათი.

მადლობა. მე მიყვარს ყველა მკითხველი. ყოველთვის ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნები მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მათ აზრს პატივი არ სცე ❤

მადლობა კომპილმენტისთვის

№18  offline წევრი melanqoliki

Axlaxans wavikitxe samive tavi da survili gamichnda axal tavs davelodo . Madloba avtors amistvis <3

№19  offline ადმინი შამანი

ანიი ,<3 მე ხომ ვეღარ მოვახერხე ტყუპების ბოლო თავზე კომენტარის დატოვება , მაგრამ გამოვასწორებ,გპირდები! <3 <3 რაც შეეხრბა ამ ისტორიას , დღეს შემომეკითხა ეს თავი,ხოდა ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი ჩაბს,ხვალ აუცილებლად დაციწყებ თაციდან კითხვას და მალე დაგეწევით ^_^ <3 <3
--------------------
ა.ა.

№20  offline მოდერი ჰალუცინოგერი

შამანი
ანიი ,<3 მე ხომ ვეღარ მოვახერხე ტყუპების ბოლო თავზე კომენტარის დატოვება , მაგრამ გამოვასწორებ,გპირდები! <3 <3 რაც შეეხრბა ამ ისტორიას , დღეს შემომეკითხა ეს თავი,ხოდა ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი ჩაბს,ხვალ აუცილებლად დაციწყებ თაციდან კითხვას და მალე დაგეწევით ^_^ <3 <3

გამიხარდი ანინე ❤❤❤

№21  offline წევრი Nini_

დღეს აღარ გელოდოთ ხო?

№22  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Nini_
დღეს აღარ გელოდოთ ხო?

არა დღეს ვერ ავტვირთავ :-)

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent