ფსიქოპათების დედოფალი (თავი 3) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქოპათების დედოფალი (თავი 3)


4-08-2018, 15:34
ნანახია 146

ფსიქოპათების დედოფალი (თავი 3)

წინა თავში:.უცებ მანქანის სიგნალის ხმა მესმის. წელის მხარეს მწვავე ტკივილს ვგრძნობ. ვეცემი როგორც დაჭრილი ირემი და შველას ველი. თვალებს ვხუჭავ და სიჩუმე ისადგურებს.სიჩუმე და აღარაფერი სხვა...
თვალებს ვახელ და ოთახს ვათვალიერებ. ყველაფერი თეთრია.გვერდზე ვიხედები და სავარძელში მოკალათებულ მძინარე ქერა ბიჭს ვხედავ. ადგომას ვცდილობ მაგრამ უშედეგოდ, წელის მწვავე ტკივილი ისევ უკან მაბრუნებს. ბალიშში თავჩარგული ზლუქუნს ვიწყებ. როცა მახსენდება რა მოხდა უფრო და უფრო ვუმატებ ცრემლების სრიალს ლოყებზე.ბიჭი იღვიძებს და გაშტერებული მიყურებს, ბოლოს მძლივს სათქმელს ენის ბორძიკით მეკითხება:
-კარგად ხარ?
-მეტიც არ შეიძლება!-მას თვალებში ვუყურებ და ვხვდები რომ ის დამეჯახა.-შენ დამეჯახე ხომ?-ვეკითხები ბუტბუტით.ის მიყურებს ერთხანს გაშტერებული, შემდეგ აანალიზებს ჩემს შეკითხვას და მპასუხობს:
-მე შემთხვევით... ვერ დაგინახე,ბოდიში!-ის დარცხვენილი თავს ხრის. მე კი სიბრაზე მაწვება და რაც პირზე მადგება ყველაფერს ვამბობ:
-ბოდიში? როგორ გგონია შენი ბოდიში ამაყენებს ფეხზე? შენი ბოდიში ჩემს ტკივილს წაიღებს ? შენი ბოდიში შემაძლებინებს წავიდე ჩემს სამსახურში და იმ ხალხს დაველაპარაკო რომელიც ჩემს მისვლას ელოდება? რას გააკეთებს შენი ბოდიში? -თავის გაკონტროლება მიჭირს. ბიჭი ხმას არ იღებს , იატაკს მიშტერებია.
-ბოდიში არ მინდოდა!- ამ სამმა სიტყვამ ჩემში ომი გამოიწვია. გული და გონება იბრძოდნენ. ბიჭმა გაკვირვებული ამომხედა ,შემდეგ გამიღიმა და მითხრა.
-ნუ იხდი ბოდიშს მართალი ხარ! ყველაფერს ავანაზრაურებ!
-არ არის საჭირო!-შეკამათებას ვცდილობ მაგრამ უშედეგოდ.
ამ დროს კარი იღება და ტასო შემოდის, რომ მხედავს თვალის გუგები უდიდდება და სწრაფი ნაბიჯებით ჩემსკენ მოდის.
-ანკა როგორ ხარ? ყველაფერი კარგადაა? -მაყრის კითხვებს და როცა უცნობ ბიჭს ხედავს ჩუმდება, მასთან მიდის და ხელს უწოდებს.
-გამარჯობა! მე ტასო ვარ!-ბიჭი გაკვირვებული ართმევს ხელს და ჩემსკენ იხედება.
-ალექსანდრე! სასიამოვნოა შენი გაცნობა !-უღიმის ტასოს და მზერა ჩემზე გადმოაქვს.
-ანკა, უნდა წავიდე, ხვალ დილით მოვალ , გამოჯანმტელებას გისურვებ !-ის კარისკენ ტრიალდება და პალატას ტოვებს. კარს მივშერებივარ ჩაფიქრებული, სანამ ტასოს ხმა არ ჩამესმის ყურში,:
-ანკა ეს ვინ იყო? ძალიან სიმპათიურია!-იღიმის ის
-ბიჭი!-ვეუბნები უხეშად და თვალებს ვხუჭავ.-ტასო დასვენება მინდა, სახლში წადი .
-კარგი!-ილუზიებში ვიკარგები , ვტოვებ რეალურ სამყაროს და იქ მივდივარ სადაც ყველაფერი შესანიშნავია! სადაც ყველა კარგადაა ,როგორც ყოველთვის. მაგრამ რაღაც შეიცვალა !

როდესაც მეღვიძება, თეთრ ხალათიან მამაკაცს ვხედავ, წვეთოვანში წამალი შეჰყავს. იგი როცა მამჩნევს მიღიმის და მეუბნება:
-ძლიერი გოგონა ხარ! ზეგ გაგწერთ!
-პრობლემები არ შემქმნია?
-არა ყველაფერი კარგადაა! ახლა კი უნდა დაგტოვოთ ნახვამდის!-თავს მიკრავს დამშვიდობების ნიშნად და პალატაში მარტო მტოვებს.უკვე დაღამებულია. თვალებს ვხუჭავ მაგრამ ვეღარ ვიძინებ . ისევ ფიქრებში ვიკარგები და ვფიქრობ წარსულზე , იმ წარსულზე რომელმაც უამრავი ტკივილი მომაყენა , მაგრამ ამასთნ ერთად გამაძლიერა.ტირილს ვიწყებ . ნელნელა უფრო ვუმატებ და გონებაში მხოლოდ ერთი სახელი მიტრიალებს. დემეტრე.
-რატომ ? ეს რატომ ჩაიდინე?-ვტირი გაუჩერებლად სანამ ძილი არ მომაწვება და არ ჩამეძინება.

დილით გაღვიძებულს ალექსანდრე მხვდება. როცა მხედავს საღეზე ღიმილი გადაეშლება.
-როგორ ხარ?
-დღეს არამიშავს!-ვპასუხობ უდარდელად.
-წვენი არ გინდა? წეღან მოვიტანე.-წვენს მისხავს და მაწვდის.-ფორთოხლის წვენია, ტასომ მითხრა უყვარსო!-ღმერთო ჩემო ტასო, ეხლა რაღაც ხლართავ.
-მადლობა! ჰომ მართალი უთქვია.
-ექიმმა მითხრა რომ ხვალ გაგწერს , დილიდ 10 საათზე.
-ჰომ გუშინ მეც მითხრა.-წვენს ვსვამ და ცარიელ ჭიქას მას ვუწვდი.
-მე ალექსანდრე გელაური ვარ. 26 წლის. მხოლოდ მამა მყავს.მამა მზრდიდა ბავშვობიდან.
-რას აკეთებ?
-გაცნობას ვცდილობ. შენზე მომიყევი.
-ანკა ჩოხელი. 25 წლის. ფსიქოლოგი. ორივე მშობელი მყავს. შენ რა პროფესიის ხარ?
-ბიზნესმენი. მამაჩემს სამშენებლო ობიექტების ბიზნესი აქვს. მას ვეხმარები.
-ოუუ გასაგებია. კარგია , წარმატებები!
-მადლობა. შენ და ტასო დიდი ხანია რაც მეგობრები ხართ?
-საკმაოდ! 6წელია რაც მეგობრები ვართ!
-ძალიან განსხვავდებით.-იღიმის ის.
-ჰომ.ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა.
-კარგი როგორც იტყვი.-ტელეფონის წკრიალი ისმის. ალექსადრე ტელეფონს პასუხობს და პალატიდან გადის. ცოტახანში ბრუნდება და ბოდიშს იხდის .
-უნდა წავიდე საქმე გამომიჩნდა.
-კარგი მიდი.
-ჰომ მართლა, შენი ტელეფონის ნომერი ჩამაწერინე.
-595453265 ! ესაა.
-კარგი!-ალექსანდრე ნომერს სწრაფად იწერს და პალატიდან ქრება.მოწყენილი ცოტახანს კარს მივჩერებივარ, ტელეფონს ვიღებ და შეტყობინებებს ვკითხულობ. უცნობი ნომრისგან შემოსულ შეტყობინებას ვხსნი და ვკითხულობ:
„ანკა დემეტრე ვარ! ლაპარაკი მინოდა მაგრამ ვიცი არ მომისმენდი. ამიტომ გადავწყვიტე შეტყობინება მომეწერა. „ ვიწექი და ვკითხულობდი მის შეტყობინებას. უამრავ თავის მართლებას, უამრავ ბოდიშს , მაგრამ არაფერი გამკვირვებია სანამ ბოლოში არ ჩავედი.
„იმ ღამეს რაც მოხდა ჩემი ბრალი არ იყო. ნება მომეცი აგიხსნა რა მოხდა.ანკა ვიცი შეიძლება არ დამიჯერო,მაგრამ, მე ისევ მიყვარხარ!“
ამ შეტყობინებამ ისევ ტირილისკენ მიბიძგა. ღმერთო დამეხმარე . როგორ მოვიქცე ? გონებამ და გულმა ისევ ბრძოლა დაიწყეს. მთელი ჩემი ცხოვრება გონებას ვუჯერებდი. მაგრამ საკმარისია. გულს დავუჯერე, და იმედი მაქვს არ შევცდი!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი სნობი

:-( შვილო...

 



№2  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სნობი
:-( შვილო...

შენ ძაან სტრანნი ხარ.
:)

 



№3  offline წევრი სნობი

ელპინი
სნობი
:-( შვილო...

შენ ძაან სტრანნი ხარ.
:)


რატომ? :-)

სნობი
ელპინი
სნობი
:-( შვილო...

შენ ძაან სტრანნი ხარ.
:)


რატომ? :-)

ვიცი :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent