წყურვილი ნაწილი III, თავი 11 (18+) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი III, თავი 11] (18+)

4-08-2018, 18:30
ავტორი ჰაიკო
ნანახია 304

წყურვილი [ნაწილი III, თავი 11] (18+)

სექტემბერი იდგა, მშვიდი, წყნარი, გრილი. ახალი სასწავლო წლის პირველი დღე. თომას ჯეფერსონის სახელობის კოლეჯის ეზოში აურზაური და უწესრიგობა სუფევდა. ჰაერიც კი გაჯერებული იყო სტუდენტების ულევი ენერგიით, მხიარულებით და ახალგაზრდული სულით.
მია ჯეკსონი რამდენიმე თანაკურსელთან ერთად კოლეჯის ძირძველი შენობის კუთხეში მდგარი ასწლოვანი მუხის ძირას გრძელ სკამზე მოკალათებულიყო, გოგონები ათასგვარ საკითხზე მსჯელობდნენ, თუ საერთოდ ამ სუსტი, უმშვენიერესი სქესის არსებათა ლაპარაკს მსჯელობად ჩავთვლით. სასაუბრო თემა კი უაღრესად აუცილებელი და საჭირბოროტო იყო - ვინ როგორ გაატარა ზაფხულის არდადეგები, ვინ სად გაატარა - ცხელ, ჩახუთულ მეგაპოლისში, კალიფორნიის მზიან სანაპიროზე, მაიამის ცნობილ პლიაჟზე ლაჟვარდოვანი ოკეანის თანხლებით თუ უბრალოდ ნიუ-მექსიკოში და ტეხასში ბებია-ბაბუასთან, რანჩოზე, ცხენების და ველური ბუნების გარემოცვაში, ამ საუბარში გამორიცხული იყო მამრობითი სქესის წარმომადგენლებსაც არ შეხებოდნენ, ვინ სად გაიცნო, როგორ გაიცნო, როგორი გარეგნობა ჰქონდა, საუბრის მანერა, აღნაგობა, როგორი კოცნა იცოდა, სექსში გამოუცდელი იყო თუ უაღრესად გამოცდილი პროფესიონალი და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც თანამედროვე ამერიკელი ახალგაზრდების სასაუბრო თემას.
მია ჯეკსონი მხოლოდ დროდადრო თუ ჩაერთვებოდა ხოლმე საუბარში, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმეს ჰკითხავდნენ, გოგონა ზრდილობიანად იღიმებოდა და "დიახ" და "არა" პასუხებით შემოიფარგლებოდა, თანაკურსელებმა უკვე მოასწრეს მისი გაცნობა და იცოდნენ, რომ გოგონა გულჩათხრობილი იყო და ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, არაფრის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს არ გამოხატავდა, ამიტომაც არ უკვირდათ მისი ასეთი გულჩათხრობილობა.
ამ დროს კი მია ჯეკსონი ფიქრებით კოლეჯიდან შორს დაჰქროდა, გონებით ახლა ექიმ ალდო ტომპსონის სახლში იყო, იქ, სადაც სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე აუტანელი ტკივილებისგან იტანჯებოდა შავგვრემანი პირველყოფილი. მასზე ფიქრი ძალიან სტანჯავდა გოგონას, მთელი სულით და გულით უნდოდა, მაგრამ ვერაფრით ვერ ეხმარებოდა, შუბლზე ცივი, სველი ტილოების გამოცვლა რომ კოვაქსს ვერ გამოაჯანმრთელებდა, ეს აშკარა იყო. ფიქრებით ლუციუსსაც გადასწვდა, მია ამჩნევდა, რომ ბოლო დროს თითქოს შეიცვალა, თითქოს უფრო ჩაფიქრებული და მკაცრი გახდა, მზერა უკიდურესად ცივი გაუხდა, ჩაიკეტებოდა ხოლმე ექიმთან ერთად კაბინეტში, რაღაც თემებზე მსჯელობდნენ, შემდეგ გამოვიდოდა კვლავ ჩაფიქრებული, ოთახში ბოლთას სცემდა და ხმას არ იღებდა, გოგონამ ისიც შენიშნა, რამდენჯერმე დაფიქრებით რომ შეათვალიერა ლუციუსმა, ისე, თითქოს გასაყიდი საქონელი ყოფილიყოს, ეს შემფასებლური მზერა მიას არ ესიამოვნა, ხვდებოდა, რომ ლუციუსი რაღაც გეგმას ამზადებდა, რომელშიც მთავარ როლს გოგონა შეასრულებდა, მაგრამ რა გეგმა იყო ეს და ვის წინააღმდეგ ან ვის საკეთილდღეოდ იყო მიმართული, ამას ვერანაირად ვერ მიხვდა. ქერა ვამპირმა მას ექიმის სახლის დატოვება სასტიკად აუკრძალა, მაგრამ როდესაც გოგონამ დამაჯერებელი არგუმენტები მოუყვანა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ლუციუსი მოიღუშა, მცირე ხანს ფიქრობდა და შემდეგ იძულებული გახდა დასთანხმებულიყო, განათლება ხომ ყველას სჭირდება, თუმცა მიამაც იცოდა და ლუციუსმაც, რომ გაბრიელი ამ კოლეჯში ლექციებს ატარებდა, ამიტომ გოგონა დარწმუნებული იყო, რომ ლუციუსი მართალია სულაც არ ჩანდა მის სიახლოვეს, მაგრამ ეს ხომ საერთოდ არ ნიშნავდა იმას, რომ აქ არ იყო და მის უსაფრთხოებას არ იცავდა? მოვლენები რომ სასურველი მიმართულებით არ განვითარებულიყო, მიამ იცოდა, რომ ლუციუსი წამიერად გაჩნდებოდა მის გვერდით.
- მია, - ფიქრებს მოსწყვიტა მელანიმ, ბავშვივით მრგვალსახიანმა, ლამაზმა, ჭორფლიანმა გოგონამ.
- მმმ... დიახ, ბოდიში, მელ, რაღაცაზე ჩავფიქრდი და..
- არაუშავს, - მხიარულად გაიცინა მელანიმ, - წამოდი, შემოსასვლელის მოპირდაპირედ ახალი სწრაფი კვების ობიექტი გაიხსნა და რამე ვიყიდოთ.
გოგონები წამოდგნენ. მიამ ფრთხილად და დაკვირვებით მოავლო თვალი კოლეჯის ეზოში შეკრებილი ხალხის უზარმაზარ მასას. გაბრიელი და მია ჯეკსონზე დაგეშილი მისი ხალხი გოგონასთვის სიცოცხლის წასართმევად ყველაფერზე იყვნენ წამსვლელნი, მაგრამ არც იმდენად ტვინგაყინულები იყვნენ, რომ ეს ამდენი ხალხის თანდასწრებით გაეკეთებინათ, "ვამპირთა კოდექსი" ყველაფერზე მაღლა იდგა, ის ფაქტობრივად ე.წ. "ღამის მონადირეების" ბიბლიას, წმინდა წიგნს წარმოადგენდა და მის ცნებებს არაფრის დიდებით არ დაარღვევდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, წიგნის მცველის და მართლმსაჯულების ულმობელი მახვილის - ქერა და შეუბრალებელი პირველყოფილის სამართლიანი რისხვა არ ასცდებოდათ.
- კარგი, წავიდეთ, - მიამ დააპირა, მეგობრებს გაჰყოლოდა, მაგრამ შესდგა, მისი ყურადღება რაღაცამ მიიპყრო, უფრო კარგად რომ დააკვირდა, მიხვდა, რომ რაღაც კი არა, ვიღაც იყო. ის მათი სკამის მოპირდაპირე სკამზე იჯდა, საზურგეს მიყრდნობოდა, თხელი ქურთუკი სრულებითაც ვერ უფარავდა ახოვან, მძლავრ სხეულს, ხელში გაზეთი ეჭირა და ვითომ გულისყურით ჩაჰკირკიტებდა, შავი სათვალე მოერგო, მაგრამ გოგონამ მაინც იგრძნო, რომ შავი სათვალის უკან დამალული თვალები მის ყოველ მოძრაობას აკონტროლებდა. ლუციუსის მონაყოლის და აღწერილობის მიხედვით, ეს მამაკაცი გაბრიელის არცერთ თანამოაზრეს არ ჰგავდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც გოგონამ შეამჩნია, ის იყო, რომ მარცხენა ხელის არათითზე არ უბრწყინავდა გვირგვინოსანი ბეჭედი.
- მია, მოდიხარ? - მოესმა გოგონას.
მიამ თავი დააქნია, უცნობი კიდევ ერთხელ შეათვალიერა და გოგონებს გაჰყვა. გონებაში საკუთარ პარანოიაზე გაეცინა, მართალია ის ისეთ მოვლენებში იყო ჩართული, ვერავინ რომ წარმოიდგენდა, მაგრამ ბოლოსდაბოლოს ეს სამყარო მის გარშემო ხომ არ ბრუნავდა? ეს მამაკაციც იქნებ სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ვინც შვილის პირველ დღეს ესწრებოდა კოლეჯში? მიამ გადაწყვიტა, რომ ნებისმიერი უცნობისგან მტრის ხატის შექმნა არ იყო სასურველი და გონივრული საქციელი, ამიტომ გული დაიმშვიდა და გოგონებს გაჰყვა, მის უსაფრთხოებას ხომ ლუციუსი იცავდა, რომელიც მიას აზრით სადღაც ახლოს იყო და განუწყვეტლივ უთვალთვალებდა და აკონტროლებდა სიტუაციას.
- ამბობენ ოფიციანტი ძალიან სიმპათიური ბიჭიაო, - თვალი ჩაუკრა მელანიმ და კისკისით გადაკვეთა გზა.
მია უკან მიჰყვა, თან მარცხნიდან და მარჯვნიდან მომავალ მანქანებს გაფაციცებული აკვირდებოდა, რომ რომელიმე არ დასჯახებოდა გზის გადაკვეთის დროს, ამიტომ ვერ შენიშნა საკანალიზაციო ხვრელი, რომელიც საგზაო სამსახურის დაუდევრობის გამო თავმოხდილი იყო დატოვებული, მასში, ამ სამმეტრიან ჭაში ჩავარდნა სიკვდილს თუ არა, მინიმუმ კიდურების მოტეხილობას მაინც გამოიწვევდა.
გოგონა ჭასთან შესდგა, მარცხნიდან მომავალი მანქანა გაატარა და როდესაც ნაბიჯი გადადგა, მოულოდნელი რამ მოხდა. ვიღაცამ იმდენად მსუბუქად და სწრაფად აიტაცა, რომ როდესაც მია გონს მოვიდა, უკვე ტროტუარზე იდგა.
მიამ ჭას გახედა, მიხვდა, რომ ვიღაცამ მისი ძვლები დამტვრევისგან გადაარჩინა, ღრმად ამოისუნთქა და შებრუნდა, რომ გადამრჩენელისთვის მადლობა გადაეხადა, თავი ასწია და ადგილზევე გაიყინა, მის გვერდით ზუსტად ის მამაკაცი იდგა, რომელიც მუხის ქვეშ შეამჩნია კოლეჯის ეზოში და რომელიც როგორც მოეჩვენა, უთვალთვალებდა. მაგრამ მის დანახვას არ გამოუწვევია გოგონას იმ დონეზე გაოცება, როგორც მის მზერას, უცნობს მზის სათვალე მოეხსნა და თბილი, შოკოლადისფერი თვალებით უყურებდა, დედამისის თვალებით...
- მადლობას გიხდით, მე... - მიას ენა დაება და პირდაღებული შეაჩერდა უცნობს თვალებში.
- მადლობის გადახდა არ არის საჭირო, - ხმაც თბილად ჟღერდა და მიამ უეცრად ისე უსაფრთხოდ იგრძნო თავი, როგორც არასდროს.
- დიახ... მე.. უბრალოდ ვერ შევამჩნიე, რომ ჭას თავსახური მოხდილი ჰქონდა.
- არაუშავს, - კვლავ გაიღიმა უცნობმა, - მიხარია, რომ დაგეხმარეთ, ახლა კი უნდა წავიდე, - უცნობმა გოგონას თავი დაუკრა, შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა.
გოგონამ თავი დააქნია და თვალი გააყოლა ხალხის ბრბოში მტკიცე ნაბიჯით მიმავალს, მისგან თითქოს მამაშვილური სითბო მოდიოდა, საოცარი მზრუნველობა და უსაფრთხოება.
მიამ გზა გადაკვეთა და სწრაფი კვების ობიექტის წინ მდგარ მეგობრებს შეუერთდა. მელანი ღიმილით შეეგება და ეშმაკურად მოჭუტა თვალები.
- თვალი მოგკარით, რომ საუბრობდით, - თქვა მან ჩუმად, - მართალია ჩვენზე ასაკით უფროსია, მაგრამ ძალიან მომხიბლველია, მამაკაცურია, დილით გაგვესაუბრა მხარდაჭერი გუნდის გოგონებს...
მია გაოცდა, მაგრამ როგორღაც შეძლო ემოციების მოთოკვა.
- მოიცადე, შენ რა, მას იცნობ?
- რა თქმა უნდა, - გაიცინა მელანიმ.
- ვინ არის?
- ახალი მოსულია კოლეჯში, კოლეჯის ფეხბურთის გუნდის ახალი მწვრთნელია, მისტერ ჰეიტემ ვესტმორლენდი, ხომ კარგად ჟღერს?
- ძალიან, - მელანის აღტაცება არ გაუზიარებია მიას, მისი ტვინი გამალებით მუშაობდა, გონების თვალით გაზომა მანძილი მუხასა და გზის შუაგულში მდებარე ჭას შორის, ჩვეულებრივი ადამიანი ასე სწრაფად ვერ დაფარავდა ამხელა მანძილს, რომ გოგონა ჭაში ჩავარდნისგან ეხსნა, შეუმჩნევლადაც ვერ გამოჰყვებოდა უკან, ეზოდან გამოსვლისას მიამ უკან მიიხედა და ის მამაკაცი კვლავ გაზეთში ჩაძირულიყო, რჩებოდა მხოლოდ ერთი ვარიანტი...
- ჯანდაბა, - აღმოხდა მიას და ჰამბურგერი ჩაკბიჩა.
- რა მოხდა? - წამსვე მოტრიალდა მელანი.
- ეე... არაფერი, ჰამბურგერი ძალიან მწარეა, ალბათ კეტჩუპი აქვს ზედმეტი, - იცრუა მიამ და სცადა გონებაში ჩაებეჭდა ამ ვიღაც ჰეიტემ ვესტმორლენდის სახე, თვალები კი არასდროს დაავიწყდებოდა..

*****

მას შემდეგ, რაც შერიფმა ექიმი გაიტაცა, დიახ, გაიტაცა, მოტყუებით წაიყვანა, ლუციუსი ხომ პირველყოფილი ვამპირი იყო, მათი საუბრიდან და ჩურჩულიდან სიტყვა არ გამოჰპარვია, მარტივად მიხვდა, რომ შერიფმა რაღაც იყნოსა და ექიმი წაიყვანა, თუმცა მეორე დღეს, ნაშუადღევს ალდო ტომპსონი სახლში დაბრუნდა და ლუციუსს განუცხადა, შერიფმა ჩემთვის სიმართლის გამოძალვა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდაო, ლუციუსი მხოლოდ ძლივსშესამჩნევი ღიმილით დაკმაყოფილდა.
ამ დილას ექიმმა ტრადიციულად გაუკეთა გადასხმა კოვაქსს და როდესაც ავადმყოფს სახე დაუმშვიდდა და თვალი გაახილა, ლუციუსს სახეზე კმაყოფილება გადაეფინა, ის წამოდგა, კოვაქსის საწოლზე ჩამოჯდა და ექიმს გახედა.
- დაგვტოვეთ, ექიმო.
ალდო ტომპსონმა თავი დაუქნია, შპრიცი და გადასხმის სხვა საჭირო მოწყობილობები სწრაფად მოაგროვა და ოთახიდან გავიდა. ლუციუსი ერთხანს აყურადებდა, როდესაც დარწმუნდა, არავინ გვისმენსო, შემობრუნდა და კოვაქსის ოფლით დაცვარულ სახეს შეავლო მზერა.
- როგორ ხარ?
- უკეთესადაც ვყოფილვარ, - ირონიულად გამოეპასუხა შავგვრემანი პირველყოფილი.
ლუციუსმა ჩაიცინა.
- ეგ მართალია, უკეთესადაც ყოფილხარ. ექიმი ჩემს სისხლს გისხამს და ჯერჯერობით ვახერხებთ ჰიბრიდის შხამის შეჩერებას, ველოდი, როდის დაგიბრუნდებოდა ცნობიერება, შენთან რაღაც მაქვს განსახილველი, შენი რჩევა მჭირდება.
კოვაქსმა თვალები დაცინვით მოჭუტა.
- ჯანდაბა, რა პატივია, თვით ლუციუსი მეკითხება რჩევას, ამას ყველაზე გაბედულ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი.
- მორჩი, - ჩაიფრუტუნა ლუციუსმა, წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.
- კარგი, - მკლავებს დაეყრდნო კოვაქსი, ოდნავ მაღლა წამოიწია და საწოლის თავს მიეყრდნო.
- მოკლედ ვიტყვი.. მარკუსი მის ჯეკსონის მოსაკლავად დაგეშა გაბრიელმა, დაარწმუნა, რომ ტალია, რომელიც მასშია, ყველას საფრთხეს გვიქმნის, მარკუსის გარეშე გაბრიელის წინააღმდეგ არაფერი გამოგვივა, თან ამჟამად მარკუსი ჩვენს წინააღმდეგაა, ეს კი ჩვენს ისედაც მინიმალურ შანსებს ანულებს, ერთადერთი გზა მათ წინააღმდეგ....
- მიაში ტალიას უნარების გაძლიერებაა, - ღიმილით დაასრულა კოვაქსმა, - სიგარეტს მოუკიდე და მომაწოდე...
ლუციუსმა თხოვნა შეუსრულა და ბოლთის ცემა განაგრძო.
- ზუსტად, - თქვა მან, - ერთადერთი ტალიას შეუძლია მათი შეჩერება, ეს მანამ უნდა მოვახერხოთ, სანამ მარკუსი მიას დაიმარტოხელებს, ეს კი ადრე თუ გვიან მაინც მოხდება.
კოვაქსს არაფერი უთქვია, ჩუმად ეწეოდა სიგარეტს. ლუციუსი მოლოდინით შეჰყურებდა.
- ერთი იდეა მაქვს, ცოტა გიჟურად ჟღერს, - თქვა ბოლოს კოვაქსმა.
- გისმენ, - ლუციუსი ფანჯარასთან მდგარ სავარძელში ჩაეშვა და თითები გადააჯვარედინა.
- მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რომ მიას სხეულში ტალია გავაძლიეროთ, - მტკიცედ მოსხიპა შავგვრემანმა უკვდავმა.
ამ სიტყვებმა ლუციუსის გაკვირვება გამოიწვია, მაგრამ არაფერი უთქვამს, ერთხანს კოვაქსს მისჩერებოდა.
- ის ჩვენი ერთადერთი იმედია, - თქვა ბოლოს.
- არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი, - ღიმილით მიუგო კოვაქსმა, - როგორც მარკუსი იტყოდა.
- კარგი... გამანდე შენი გიჟური გეგმა, - დანებდა ლუციუსი.
- ჩვენ ტალიას სხეული უნდა ვიპოვოთ, - თქვა კოვაქსმა, - და მასში ტალიას სული უნდა დავაბრუნოთ.
ამჯერად ლუციუსმა ვერ შეძლო გაოცების დაფარვა, ის ფეხზე წამოვარდა და კოვაქსს მიახლოვდა.
- არ დაგავიწყდეს, რომ შენ ლაპარაკობ მსოფლიოს ზებუნებრივ ისტორიაში უძლიერეს ჯადოქარზე, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინ უგზო-უკვლოდ გაქრა, ვის შეუძლია მის მოძებნაში დაგვეხმაროს? არსებობს ასეთი?
- დიახ, არსებობს, - გაიღიმა კოვაქსმა.
- ვინ?
კოვაქსი საწოლთან მიდგმულ ტუმბოს გადასწვდა, წყლის ჭიქა აიღო, ერთი მოყუდებით დაცალა და ტუჩები ხელის ზურგით მოიწმინდა.
- მე, მე ვარ ის, ვინც მის შესახებ ყველაფერი იცის.
ლუციუსმა მეტყველების უნარი დაკარგა, ძლივს მოაბრუნა პირში ენა.
- შენ? ამით რის თქმა გინდა?
- სალემის კუდიანთა სამსჯავრო ხომ გსმენია? - მოხერხებულად მოეწყო კოვაქსი საწოლში, თუმცა სახეზე ოფლმა გამოჟონა, გადასხმამ თავისი მოვალეობა შეასრულა, ახლა კი ჰიბრიდის შხამი იწყებდა შემოტევას.
- დიახ, - მიუგო ლუციუსმა.
- იმ სამსჯავროზე ტალია მეისონი სიკვდილით დასაჯეს, - განაგრძო კოვაქსმა, - იმ ღამეს, სანამ გათენდებოდა, მე მისი თმის ნაწილი მოვიპარე, ხოლო მეორე დილას აღმასრულებლებმა მისი სხეული ზუსტად იმ ადგილას დაფლეს, სადაც ამჟამად მია ჯეკსონის სახლია, სახლი ზედ მის საფლავზე დგას.
- რა? - კიდევ ერთხელ გაოგნდა ლუციუსი, - ტალიას სხეული აქ, სალემშია დაკრძალული და გაბრიელმა ამის შესახებ არაფერი იცის?
- ის იმიტომ ჩამოვიდა აქ, რომ მისი სხეული ეპოვა და გაენადგურებინა, - დაბეჭდა კოვაქსმა, - იცის, რომ აქ არის, მაგრამ კონკრეტულად სად, წარმოდგენა არ აქვს.
- ჯანდაბა, - თქვა ლუციუსმა, წამოდგა და ჩვეულებრივზე სწრაფად გაიარ-გამოიარა ოთახში.
- მაგრამ მანამდე მე უნდა გამოვჯანმრთელდე როგორმე, - დაასრულა კოვაქსმა, - ისევ სიცხე მიტევს... ლუციუს, თუ მე რამე დამემართება, შენ ეს აუცილებლად უნდა გააკეთო, - კოვაქსმა საუბრის ტემპს აუჩქარა, - ტალიას თმა, რომელიც მე მოვჭერი, ჩემი შავი, იტალიური კოსტიუმის სარჩულშია, ტალიას გასაღვიძებლად ის აუცილებლად დაგჭირდებათ, ჯადოქარიც დაგჭირდებათ, ვინც შელოცვას ჩაატარებს... მე... - კოვაქსი უღონოდ დაეცა ბალიშზე და გონი დაკარგა.
ლუციუსმა მხარზე მაგრად მოუჭირა ხელი.
- მეგობარო, არ დავუშვებ, რომ რამე დაგემართოს, ცოტაც გაუძელი და აუცილებლად გადაგარჩენ, ცოტაც გაუძელი..

*****

დაღამდა. მიამ მეგობრებთან ერთად ბევრი ისეირნა და ავტობუსით დაბრუნება გადაწყვიტა ექიმის სახლში, გაჩერებაზე ჩამოვიდა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა, ქუჩის გადაღმა ჩამუქებულ ხეივანს შიშით გახედა და ექიმის სახლისკენ მიმავალ ტროტუარს სწრაფი ნაბიჯით გაუყვა, მოულოდნელად გზა უცნობმა გადაუღობა, საშუალო სიმაღლის იყო, შავებში ჩაცმული, თვალებზე კაპიშონი ჩამოეფხატა, ამიტომ გოგონამ ვერ შეძლო მისი სახის გარჩევა.
- რა გნებავთ? - უკან დაიხია მიამ.
- ვწუხვარ, - დაიღრინა უცნობმა და ალესილი ეშვები გამოაჩინა, - გაბრიელს ხელს უშლი, ძვირფასო...
მან მეტის თქმა ვერ მოასწრო, გვერდიდან რაღაც დაეტაკა ელვის უსწრაფესად, უცნობი მოძალადე ტროტუართან მდგომ მანქანას დაეჯახა, მაგრამ დაბლა დაცემა არ აცადეს. ვიღაცა ფოლადივით მტკიცე მარცხენით სწვდა ყელში, მანქანას მიაყუდა და სასტიკი მზერით ჩააჩერდა.
- სისხლისმსმელო, ამ გოგონას თავს რატომ არ ანებებთ? რით ვერ მიხვდით, რომ ეს სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისთვის? - ამ სიტყვებთან ერთად შოკოლადისფერთვალებიანმა მამაკაცმა მარცხენა მოიქნია, მისმა თითებმა უბედური მოძალადის მკერდი შელეწა, გულს შემოეჭდო და წამის შემდეგ მორღვეული გვამი ასფალტზე გაიშხლართა.
მია ჯეკსონს ადგილიდან დაძვრა ვერ მოეხერხებინა, იმდენად სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. ის გაოგნებისგან და შიშისგან გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა მამაკავს, რომელმაც ჯერ კიდევ დილას მისი ძვლები ჭაში ჩავარდნით გამოწვეული დამსხვრევისგან იხსნა.
- შენ... შენ...
- დიახ, ისევ მე ვარ, - პირქუშად გამოეხმაურა მამაკაცი, - ნუ გეშინიათ, ის უკვე ვეღარაფერს გავნებთ, - ვამპირის გვამზე მიუთითა.
- თქვენ... თქვენც ვამპირი ხართ? - აღმოხდა გოგონას.
- უარესი, - თითქოს ტკივილით და ბოღმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ვამპირის გვამი მხარზე მოიგდო, - ფრთხილად იყავით და ტკბილ ძილს გისურვებთ, მის ჯეკსონ.
ის მოჩვენებასავით გაუჩინარდა და გოგონა პირდაღებული დატოვა. მია ერთხანს სისხლით მორწყულ ასფალტს მიშტერებოდა, შემდეგ სწრაფი სირბილით დასტოვა ადგილი და რამდენიმე წუთში უკვე სამშვიდობოს - ექიმის სახლში იყო.
მისი წასვლიდან რამდენიმე წამის შემდეგ ხეების ჩრდილიდან სხვა, ახალგაზრდა მამაკაცმა გამოაბიჯა და იმ მხარეს გაიხედა, საითაც გოგონა გაუჩინარდა, მობილური ამოიღო და ჩამონათვალში სასურველი ნომერი შეარჩია.
- ჰეიტემ... მე ვარ, ძმაო, მეზერსი, - მშვიდად ჩასძახა ტელეფონს, - ის უკვე წავიდა... ჰო, ალბათ უკვე ექიმის სახლში იქნება, ამაზე ნუ იფიქრებ... რა თქმა უნდა... შეგიძლია მენდო... შენ შენს საქმეს მიხედე, მის უსაფრთხოებას მე დავიცავ... კარგი, კარგი, - მეზერსმა ღიმილით გათიშა ტელეფონი და დააპირა, გოგონას კვალს გაჰყოლოდა, როდესაც გზის გადაღმა, ხეების ჩრდილქვეშ ლანდი შეამჩნია, ის ხომ პირველყოფილი ჰიბრიდი იყო, არაფრის შეშინებია, ან რატომ უნდა შეშინებოდა? ყურადღებით დააკვირდა და როდესაც მისმა მახვილმა თვალმა ლანდის იდენტიფიკაცია მოახდინა, ფართოდ გაიღიმა.
მეზერსის ღიმილის ობიექტი ნელი ნაბიჯით გამოვიდა ხეების ჩრდილიდან და მეზერსის წინ შესდგა. ეს იყო დაახლოებით ოცდახუთი-ოცდაათი წლის მამაკაცი, შავი თვალებით, მეჩხერი წვერით და მოდურად დაყენებული თმით, ტანისამოსზე ეტყობოდა, რომ მხოლოდ ცნობილ და ძვირ ბრენდებს სცემდა პატივს.
- ჰეიტემის შეტყობინება მივიღე, - თქვა მან ეშმაკური ხმით და მეზერსი თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა, - როგორც ვხედავ, მხიარულება უჩემოდ დაგიწყიათ, ეს რა წესია, ძმაო.
- მარველ, - გაიცინა მეზერსმა და მეჩხერწვერიანს გადაეხვია მაგრად, ბეჭებზე რამდენჯერმე დაუტყაპუნა ხელი, - ჰეიტემს ძალიან გაახარებს შენი ჩამოსვლა, მხიარულებას რაც შეეხება, ჯერ მხოლოდ ახლა იწყება, წამოდი, აქ ერთი მცირე საქმე მაქვს..

*****

მია ექიმის მიერ მისთვის გამოყოფილ ოთახში ბოლთას სცემდა და მომხდარ ფაქტზე ფიქრობდა, გადაწყვიტა, სანამ ჰეიტემ ვესტმორლენდზე ყველაფერს არ გაარკვევდა, მანამდე ლუციუსთან სიტყვაც კი არ დაეძრა. ფიქრი ტუმბოზე შემოდებულმა ტელეფონის ზუზუნმა შეაწყვეტინა, უკმაყოფილო სახით განბლოკა ეკრანი და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას დააკვირდა.
"გაცნობებთ, რომ თქვენი სწავლის საფასური თომას ჯეფერსონის სახელობის კოლეჯში მიმდინარე და მომავალი სასწავლო წლის ჩათვლით სრულად დაფარულია. "
- ეს რაღაა? - ჩაილაპარაკა გოგონამ, დაბნეული სახით რამდენჯერმე გადაიკითხა და შემდეგ კოლეჯის ცხელი ხაზის ნომერი აკრიფა, რომელიც ოცდაოთხსაათიან უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდა კოლეჯის სტუდენტების და მომსახურე პერსონალის ინფორმაციით უზრუნველყოფას.
- გამარჯობათ, მია ჯეკსონი ვარ, თქვენი კოლეჯის სტუდენტი, მაინტერესებს, ვინ შემოიტანა თანხა ჩემს ანგარიშზე? - იკითხა, როდესაც უპასუხეს.
- თქვენი პირადი ნომერი, თუ შეიძლება, თქვენს ვინაობას გადავამოწმებთ, - სთხოვეს ზრდილობიანად.
გოგონამ დამარცვლით დაუსახელა პირადი ნომერი.
- მმმ... დიახ, მის ჯეკსონ, თქვენს ანგარიშზე ჩაირიცხა თანხა მისტერ ჰეიტემ ვესტმორლენდის მიერ, გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით, სხვა კითხვა ხომ არ გაქვთ რაიმე?
- არა, გმადლობთ, - მიუგო მიამ, ტელეფონი გათიშა და ძალაგამოცლილი დაეშვა საწოლზე. აშკარა ხდებოდა, რომ ჰეიტემ ვესტმორლენდი სულაც არ იყო უბრალოდ ვიღაც ჰეიტემ ვესტმორლენდი, მან ორჯერ გადაარჩინა უკვე და მისი სწავლის საფასურიც გადაიხადა, ვინ იყო, საიდან მოვიდა, რატომ იცავდა მის სიცოცხლეს და რატომ ზრუნავდა მასზე? ამ კითხვებზე პასუხი კი აუცილებლად უნდა მიეღო გოგონას, ამისთვის კი იდუმალ მზრუნველთან გასაუბრება იყო საჭირო, მარტო, პირისპირ..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი ბელუ შეროზია

დეედა!! scream scream joy joy
ახლა ყველას და ყველაფერს ველოდი ოღონდ შენ არა!! :დდდ
ოჰ ღმერთი არ დაგივიწყებს ასეთ სიკეთეს და ჩემს ასეთ გახარებას joy joy
მიყვარხარ მე შენ!! :დდ კაი ეხლა წავე წავიკითხო, თან სახის მიმიკასაც დავიყენებ სანამ გიჟად არ შემრაცხეს სახლში joy

№2  offline მოდერი ჰაიკო

ბელუ შეროზია

მიდი წაიკითხე:) მადლობა:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№3  offline წევრი უცნაური მე

ყოჩაღ, ძალიან კარგი თავი იყო. ვიცოდი წინდახედული კოვაქსის ამბავი, დიდი გაიძვერა ტიპია:) მალე გამოაკეთე რა. ჰეიტემი კარგი ტიპია ძალიან, მეზერსი და მარველიც მომეწონა )) გაბრიელი მაინც ვერ ისვენებს რაა. მშვენიერი თავი იყო და მალე ველოდები ახალ თავსაც.

№4  offline მოდერი ჰაიკო

უცნაური მე
ყოჩაღ, ძალიან კარგი თავი იყო. ვიცოდი წინდახედული კოვაქსის ამბავი, დიდი გაიძვერა ტიპია:) მალე გამოაკეთე რა. ჰეიტემი კარგი ტიპია ძალიან, მეზერსი და მარველიც მომეწონა )) გაბრიელი მაინც ვერ ისვენებს რაა. მშვენიერი თავი იყო და მალე ველოდები ახალ თავსაც.

გაბრიელი მხოლოდ საფლავში მოისვენებს, ალბათ;) კოვაქსი ძალიან ეშმაკი და ჭკვიანია:) მიყვარს შენი კომენტარები უცნაურო;) :)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№5  offline წევრი tako.izek

ძალიან მაგარი იყო.არ ველოდი ახალ თავს ასე მალე.ვერ წარმოიდგენ როგორ გამეხარდა.კინაღამ კივილ-წივილი დავიწყე.ვერც კი წარმოდგენ როგორ მიყვარს ეს მოთხრობა.ველი შემდეგ თავს

№6  offline მოდერი ჰაიკო

tako.izek
ძალიან მაგარი იყო.არ ველოდი ახალ თავს ასე მალე.ვერ წარმოიდგენ როგორ გამეხარდა.კინაღამ კივილ-წივილი დავიწყე.ვერც კი წარმოდგენ როგორ მიყვარს ეს მოთხრობა.ველი შემდეგ თავს

მადლობას გიხდი იმისთვის რომ კითხულობ:) ალბათ ხვალ იქნება შემდეგი, ან ზეგ, ზუსტად ვერ ვიტყვი.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№7  offline წევრი ბელუ შეროზია

მდაა...ნუთუ ჰეიტემი მიას ბიძაა?
საინტერესოა...საინტერესო.
„უძალიანკარგესი იყო, როგორც ყოველთვის!
რაღაც სიმპათიები გამიჩნდა ჰეიტემის მიმართ :დ კი ჟღერს უცნაურად წინა თავში დატოვებული კომენტარიის შემდეგ, მაგრამ ასეა.
ნეტა მარკუსი მისცემდეს კოვაქსს ანტიდოტს თუ რაცაა :დ მისი იუმორი შესამჩნევად მაკლია  არ ვიცი რა უნდა გააკთოს მან ისეთი, რომ შემდეგში ვინანო ეს სიტყვები :დ

პ.ს მე ისევ მარკის ფანკლუბში ვეწერები და კვლავ მის მოლოდინში ვარ! ( სანამ არ გააქტიურებ მას ყველა თავში მის ხსენებაში ვიქნები იცოდე და ხოშიანადაც მოგაბეზრებ თავს)
პ.ს.ს ამდენ ხანს არ ვკითხულობდი უბრალოდ ინტერნეტი ამიჯანყდა და ძლივს ვტოვებ ამ კომენტარს :დ

№8  offline მოდერი ჰაიკო

ჰეიტემი მიას ბიძა??? არამგონია, არვიცი :) არცერთი მკითხველი თავს არ მაბეზრებთ, პირიქით, რაც შეიძლება მეტი კომენტარი, მეტი კრიტიკა და ყოველი მომდევნო თავი წინაზე უკეთესი იქნება.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№9  offline წევრი ბელუ შეროზია

ჰაიკო

რა ინტრიგანი ვინმე ხარ! imp joy
აბა მიას დედის თვალები რატომ ქონდა? :დ ნუ მიასთვის "ვიღაც" მაინც იქნება :დდ

№10  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოოო საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. მე ის მაინტერესებს კოვაქსი ტალიას სიკვდილის დროს ხომ ჯერ არ იყო პირველყოფილი. ტალიამ ხო რებეკა ჯადოქრად აქცია და მალევე მოკლეს მერე კი პირველყოფილები რებეკამ შექმნა ასე არ იყო? ტალიამ ხო მხოლოდ გაბრიელი შექმნა?
და კიდევ ვიმედოვნებ რომ მარკუსში მარკის ნაწილი გაიღვიძებს ანუ ზოგადად გრძნობები გაუჩნდება და უფრო გააქტიურდება ისტორიაში თორემ ყველაზე ძლიერი პირველყოფილი არის და საერთოდ არ ჩანს ისტორიაში, მე კიდევ მომწონს მარკუსი ძალიან და მას ველოდები როდის გამოჩნდება.
რაც შეეხება ჰეიტემს მომწონს ეს პერსონაჟი. შეიძლება მიას წინაპარია და იმიტომ იცავს ასე ან ტალიას გამო. არ ვიცი არ ვიცი ყველაფერს შემდეგი თავები გვაჩვენებს...

№11 სტუმარი eli

რა მაგარი არის, იმედია , შემდეგი მალე იქნება. ბევრი გვჭირდება ასეთი მოთხრობები. კოვაქსი ყველაზე მაგარია რა, მაკლდა წინა თავებში.

№12 სტუმარი სტუმარი ლენა

უცნობი ქ
ოოო საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. მე ის მაინტერესებს კოვაქსი ტალიას სიკვდილის დროს ხომ ჯერ არ იყო პირველყოფილი. ტალიამ ხო რებეკა ჯადოქრად აქცია და მალევე მოკლეს მერე კი პირველყოფილები რებეკამ შექმნა ასე არ იყო? ტალიამ ხო მხოლოდ გაბრიელი შექმნა?
და კიდევ ვიმედოვნებ რომ მარკუსში მარკის ნაწილი გაიღვიძებს ანუ ზოგადად გრძნობები გაუჩნდება და უფრო გააქტიურდება ისტორიაში თორემ ყველაზე ძლიერი პირველყოფილი არის და საერთოდ არ ჩანს ისტორიაში, მე კიდევ მომწონს მარკუსი ძალიან და მას ველოდები როდის გამოჩნდება.
რაც შეეხება ჰეიტემს მომწონს ეს პერსონაჟი. შეიძლება მიას წინაპარია და იმიტომ იცავს ასე ან ტალიას გამო. არ ვიცი არ ვიცი ყველაფერს შემდეგი თავები გვაჩვენებს...

მეც მარკუსს ვბალეშიკობ , მაგრამ სამწუხაროდ არ ჩანს. ის ყველაზე ძლიერი პირველყოფილია და საერთოდ არ ჩანს . და რაღაცნაირად ზუსტად გამოგყავს , თავიდან მარკუსი ისე დაასახელეთ რავი რა ნამდვილი სიკვდილის მანქანაო.
ერთი ის არ მომწონს რომ ძალიან ბევრი პერსონაჟი შემოგყავს მაგრამ ძველების განვითარება არ ხდება და თითქოს ივიწყეებ. რაღაც უფრო მეტს ველოდი ალფა მაქციისგან და მარკუსისგან , მათ მეორე შეხვედრას ალბ ათ . სულ დაივიწყე მაშინაც , ეგ პერსონაჟის მომწონდაა.
შინაარსი კარგია, მაგრამ მე ველოდები პერსონაჟების განვითარებას. ????????

№13  offline მოდერი ჰაიკო

ხალხო, ესეიგი: ჯერ მესამე ნაწილი არ დამთავრებულა და მეოთხე არ დაწყებულა და რაღაც ნაადრევად ჩამოწერეთ პერსონაჟები, ასე არ გამოვა. "რაღაც უფრო მეტს ველოდი" რას ნიშნავს? მე როგორც მაქვს ჩაფიქრებული პერსონაჟების განვითარება ზუსტად ისე მიდის. მარკუსი გაორების ზღვარზეა და მაგიტომ არ ჩანს, მას მია არ უყვარს, არც განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, ჯერჯერობით. რაც შეეხება ალფა მაქციას იგივეს გავიმეორებ:ეს ნაწილი ნახევარი დასასრულებელია და მეოთხე არ დაწყებულა ჯერ, ნაადრევად ნუ გამოიტანთ დასკვნებს ძალიან გთხოვთ.
ჰო, და კიდევ: ვისაც თავი მოგაბეზრეთ მე ან ჩემმა ისტორიამ, ან მიგაჩნიათ რომ ისტორია ძალიან გაიწელა და უაზრო გახდა, ან თუ უფრო მეტს ელოდით და იმედები გაგიცრუვდათ, შეგიძლიათ შეწყვიტოთ ისტორიის კითხვა, მე მხოლოდ მადლობელი ვიქნები რომ ოდესღაც კითხულობდით ამ ისტორიას.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№14  offline წევრი ბელუ შეროზია

კაი ახლა, არ გაბრაზდე! stuck_out_tongue_closed_eyes რომელმა გითხრა, რომ თავი მოაბეზრე? უყვარს ხალხს მარკი რა ქნან :დდ

№15 სტუმარი სტუმარი ლენა

ჰაიკო
ხალხო, ესეიგი: ჯერ მესამე ნაწილი არ დამთავრებულა და მეოთხე არ დაწყებულა და რაღაც ნაადრევად ჩამოწერეთ პერსონაჟები, ასე არ გამოვა. "რაღაც უფრო მეტს ველოდი" რას ნიშნავს? მე როგორც მაქვს ჩაფიქრებული პერსონაჟების განვითარება ზუსტად ისე მიდის. მარკუსი გაორების ზღვარზეა და მაგიტომ არ ჩანს, მას მია არ უყვარს, არც განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, ჯერჯერობით. რაც შეეხება ალფა მაქციას იგივეს გავიმეორებ:ეს ნაწილი ნახევარი დასასრულებელია და მეოთხე არ დაწყებულა ჯერ, ნაადრევად ნუ გამოიტანთ დასკვნებს ძალიან გთხოვთ.
ჰო, და კიდევ: ვისაც თავი მოგაბეზრეთ მე ან ჩემმა ისტორიამ, ან მიგაჩნიათ რომ ისტორია ძალიან გაიწელა და უაზრო გახდა, ან თუ უფრო მეტს ელოდით და იმედები გაგიცრუვდათ, შეგიძლიათ შეწყვიტოთ ისტორიის კითხვა, მე მხოლოდ მადლობელი ვიქნები რომ ოდესღაც კითხულობდით ამ ისტორიას.

მობეზრება რა შუაშია უბრალოდ მარკს და მარკუსს თავიდანვე ვბალეშიკობდი და ყოველ თავში მის შესახებ სულ ცოტა წერია და მაკლდება ხოლმე რა. ძაან მომწონს ეს ისტორია, მაგრამ მარკი მინდა რომ გამოჩნდეს ????????. მიას კი უბრალოოდ ვერ ვიტან , ასე ვთქვათ ჩ ჩემს გემოვნებაში არ ჯდება , არ მიყვარს ეგეთი პიროვნებები, რომლებიც მალე გივიწყებეენ . ზოგისთვის მია მისაღებია აი მე კი საშინლად არ მომწონს , მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ისტორია და შინაარსი ძალიან მომწონს , უბრალოდ პერსონაჟს ვერ ვიტან ამ გოგოს, თორემ დანარჩენებზე ვაფანატებ ჩემი მაღალი/მარკუსი, ლუციუსი, კოვაქსი, ჯესიკა, ჰეიტემიც კი მომწონს და ეს ახალი პერსონაჟი მარველიც. ეს ისტორია მართლა ძალიან მომწონს , მაგრამ ძალიან მენატრება მარკის და მიას ურთიერთობა და მარკიც , რატომღაც იმას საქციელი დანაშაულად მიმაჩნია მარკის წინაშე. ????????????????

№16  offline მოდერი ჰაიკო

სტუმარი ლენა

გასაგებია :) მადლობა, თქვენს აზრს პატივს ვცემ. გპირდებით რომ მარკი/მარკუსი აუცილებლად გამოჩნდება მომდევნო თავებში. ნაპერწკალი ღვივდება, კონფლიქტი მწვავდება და მარკუსი აუცილებლად ჩაერთვება საქმეში, აუცილებლად!
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№17 სტუმარი სტუმარი ლენა

ვაუ მართლა ძალიან კარგი. როდის დადებ ახალ თავს. ამ ისტორიის გამო დღეს გავათენე თავიდან ბოლომდე წავიკითხე . ????მაგრამ არ ვამბობ მართლა ძალიან მომწონს . მარკუსს კი ველიი

№18  offline მოდერი ჰაიკო

ზუსტად არ ვიცი,შეიძლება დღეს დავდო,ან ხვალ.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent