ბოსის შვილი (ნაწილი I) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოსის შვილი (ნაწილი I)


4-08-2018, 19:14
ავტორი პენელოპე
ნანახია 923

ბოსის შვილი (ნაწილი I)

თავი პირველი:
„სტუმარი“
ყველა სამზარეულოში ფუსფუსებდა, რადგან დღეს ჩვენი ბოსის შვილი მოდის. როგორც ჩვენთან - მოსამსახურე პერსონალს შორის გავრცელდა საკმაოდ სიმპათიური და განათლებული უნდა იყოს. ამიტომ ყველა მის დასახვედრად ემზადებოდა. მე სკამზე ვიჯექი და ველოდებოდი როდის დამავალებდნენ ისეთ საზიზღარ საქმეს, როგორიც საპირფარეშოს დასუფთავება იყო. მართალია, რეზინის ხელთათმანები მეკეთა მაგრამ ხელი მილიონჯერ მაინც მექნება დაბანილი.
-ვივიენ! - გაისმა ყველაზე მომაბეზრებელი ხმა. ეს ქალი მოსამსახურე პერსონალის უფროსია, ისეთივე უფლებები აქვს როგორიც ჩვენ. მაგრამ თავი ჩვენზე მეტად გააქვს და ჩვენზე ბრძანებლობს. ჩვენ კი იმიტომ ვერ ვიღებთ ხმას, რომ ჩვენი ბოსი - რიჩარდი მას ძალიან ენდობა. რიჩარდი ძალიან კარგი კაცია, თბილია და ნამდვილად არ ასრულებს „ბოროტი ბოსის“ როლს. ჩემ მიმართ ძალიან გულუბრყვილოდ არის განწყობილი და ნებას მრთავს, ხოლმე თავისი ცხენი - ჰენრი გავასეირნო.
-დიახ! - ოდნავ უხეშად ვუთხარი, რამაც გააბრაზა. სიმართლე გითხრათ, გულზე დიდად არ ვეხატები და მეც არ განვიცდი საპირისპიროს. ბავშვობიდან ვერ მიტანს, შესაბამისად მეც. როცა პატარა ვიყავი, მხოლოდ ბატონი რიჩარდი მექცეოდა თბილად, სხვა დანარჩენი ოჯახის წევრები კი თითქოს არარაობას ისე. ახლაც ასეა, მაგრამ ვიმედოვნებ თავისი შვილი ისეთივე კარგი ადამიანი აღმოჩნდება როგორიც თვითონს არის.
-წადი, ბაღი დაასუფთავე. - მივხვდი, რომ სულ სხვა საქმის დავალებას აპირებდა, მაგრამ ჩემმა უხეშობამ ძალიან გააბრაზა და ეს დამავალა. ყველაზე მეტად ბაღის დალაგება არ მიყვარს. შემოდგომისგან ჩამოცვენილი ფოთლები თითქმის ყოველდღე გასასუფთავებელია, აგრეთვე შინაური ცხოველების: ძაღლის, კატის და კურდღელის მოსაქმებული მე უნდა გავასუფთაო. ბატონი რიჩარდისთვის, რამდენიმეჯერ მითქვამს, რომ ცხოველებისთვის რამე ცალკე ადგილი გამოგვეყო, მაგრამ ის ყოველთვის ცივ უარზე იდგა და იმეორებდა „ცხოველბსაც სჭირდებათ თავიანთი კომფორტიო“. მერე კი გარაზებული გამოვდიოდი ოთახიდან, და საკუთარ თავს ვწყევლიდი.
ამ ფიქრებში გართულმა, ცოცხი ავიღე და ფოთლების ერთ ადგილზე მიხვეტა დავიწყე. გუშინ გავასუფთავე აქაურობა, ახლა კი საერთოდ არ ეტყობა, რომ გასუფთავებული იყო.
დაახლოებით ოცდაათი წუთი ვასუფთავებდი ბაღს, შემდეგ დაღლილ-დაქანცული კი იქვე, გრძელ სკამზე ჩამოვჯექი. პატარაობისას როცა ვბრაზდებოდი აქ მოვდიოდი ხოლმე, მერე დედაჩემი მაწყნარებდა, მეუბნებოდა, რომ როცა დიდი გოგო გავიზრდებოდი მეც ისეთივე კაბები და სხვა ძვირადღირებბული ნივთები მექნებოდა, როგორიც - ჯემას. ჯემა რიჩარდის ქალიშვია და ის ნამდვილად კარგი გოგოა, ჩემ მიმართ ისევე როგორც რიჩარდი თბილად არის განწყობილი.
დედაჩემი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ასთმა ჰქონდა. წამალი გაუთავდა და სახსრები არ ჰქონდა, რომ ეყიდა. მე ვემუდარებოდი, რომ ბატონ რიჩარდს გამოვართმევდი და შემდგომში დავუბრუნებდი, მაგრამ ყოველთვის ცივ უარზე იდგა. ამბობდა, რომ მას საკმარისზე მეტი გააკეთა ჩვენთვის და როგორმე გაართმევდა თავს, მაგრამ გარდაიცვალა. მახსოვს როგორ მისაყვედურა ბატონმა რიჩარდმა , დამტუქსა და ერთი თვე ცხენის გასეირნების უფლებას არ მაძლევდა. მეუბნებოდა, რომ ჩემთვის გეთქვა განა არ დაგეხმარებოდიო. მე ყველანაირად ვცდილობდი ამეხსნა, რომ დედაჩემი არ მაძლევდა ამის უფლებას, მაგრამ საბოლოო ჯამში დამნაშავე მაინც მე გამოვდიოდი. ჩემი ბრალიცაა. არ უნდა დამეჯერებინა დედაჩემისათვის.
რაც შეეხება მამაჩემს. მამაჩემი ერთი უღირსი და გაიძვერა კაცი ყოფილა. როცა მე დავიბადე მივუტოვებივართ და ამერიკაში გაქცეულა. არ ვიცი, ახლა ცოცხალია თუ არა მაგრამ მაინც და მიანც დიდი სურვილი არ მაქვს, რომ ვნახო. შესაძლებელია ახალი ცოლი ჰყვადეს და მისგან შვილებიც კი, რაც იმას ნიშნავს რომ შესაძლოა და ან ძმა მყავდეს. აი მათი ნახვის სურვილი კი ნამდვილად მაქვს.
მეუბნებიან, რომ დედას ვგავარ. მისი ზღვისფერი თვალები მაქვს და მასავით ნაზი ვარ. ქერა თმები და სისხლისფერი ტუჩები. ჩემი გარეგნობით მაინც და მიანც კმაყოფილი არ ვარ. სკოლაში ბევრს მოვწონებივარ მაგრამ ხელი მაშინ ჩაუქნევიათ, როცა იგებდნენ რომ მოახლე და მოახლის შვილი ვიყავი. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა ეს გულს მტკენდა და საღამოობით საკუთარ თავთან მარტო ვტიროდი. მეგობრები არ მყოლია, მაგრამ ვიმედოვნებ ეს წელი კარგი იქნება მეგობრების შესაძენად. ერთადერთი ჯემა იყო, რომელიც ჩემთან იშვიათად თუ მოდიოდა, მას საკუთარი საქმეები და მიზნები გააჩნდა ამიტომ ჩემთვის ვერ იცლიდა ხოლმე. მახსოვს, როგორ მიწოდეს მოსამსახურე როცა ჯემამ დამიცვა და ის გოგო მიწასთან გაასწორა. ჯემათი ძალიან ვამაყობდი, მაშინ გამაფრთხილა, რომ როცა ვინმე მსგავს რამეს მეტყოდა მასთან მივსულიყავი. მას შემდეგაც იყო ასეთი ბევრი შემთხვევა, მაგრამ ჯემასთან არ მივსულვარ დახმარების სათხოვნელად.
ხალხი ირეოდა. მივხვდი, რომ სტუმრის ჩამოსვლის დრო იყო. შავი მანქანა გამოჩნდა, ვერ ვიტყვი რა ფირმის იყო რადგან მანქანებში დიდად კი არა, საერთოდ ვერ ვერკვევი. მეც ჩემი უნიფორმა ჩამოვიფერთხე და მათი მიმართულებით წავედი.
-ვივიენ! - როგორ ვერ ვიტან ამ ხმას. - ჩვენი ახალი ბოსის ოთახი დაალაგე? დაგავე? - კითხვები მომაყარა, მე დავიბენი რადგან ჩემთვის მსგავსი რამ არავის დაუვალებია. ახლა კი როგორც ჩანს რებეკა მავალებს.
-ჩემთვის არავის უთქვამს, რომ...-გამაწყვეტინა.
-ჩქარა! ადი და ყველაფერი მოაწესრიგე! - დამიყვირა. მე სწრაფად ავირბინე კიბეები და ოთახში შევედი. მართლაც, რომ არეულობა იყო. მიკვირს რატომ არ დაალაგა ვინმემ. სწრაფადვე ახალი თეთრი თეთრეული გადავაფარე ლოგინს. ფარდები ერთმანეთს დავაშორე რათა მზის სხივები შემოსულიყო. სწრაფადვე გამოვგავე იქაურობა, უცებ თავის საშინელი ტკივილი ვიგრძენი და ლოგინზე დავემხე.
ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი . თვალები მეხუჭებოდა, ხელები ამიკანკალდა , უკვე ვტიროდი. ხმის ამოღება არ შემოძლო. რაღაც საშინელ ბგერებს გამოვცემდი და თავს აქეთ-იქით ვატრიალებდი. საბოლო ჯამში კი გავითიშე.
როცა გავიღვიძე ისევ იმ ოთახში ვიყავი, ამჯერად მარტო კი არა მთელი ხალხის ბრბო თავს დამტრიალებდა. ოდნა უხერხულად ვიგრძენი თავი, რადგან არასდროს ვყოფილვარ ყურადღების ცენტრში. წამოვიწიე რა წამსაც თავი უკან დავაბრუნე. სიჩუმემ დაისადგურა. ვფიქრობ ჩვენი ახალი ბოსი მოვიდა და ალიაქოთიც ამიტომ შეწყდა.

-ვივიენ თავს როგორ გრძნობ? - ღრმად ამოვისუნთქე, როცა იმ ერთადერთი ადამიანის ხმა გავიგე რომელსაც ვაინტერესებდი.
-გმადლობთ, ახლა უკეთ. - თვალები გავახილე, მაგრამ ქუთუთოები ამის საშუალებას არ მაძლევდა და საპირისპიროს აკეთებდა.
-დაისვენე. ჩვენ გავალთ - ფრთხილად დავუქნიე თავი. მერე კი ყველაფერი სიბნელემ მოიცვა.
თავი მეორე:
„ცხოვრება დაუნდობელია. შეილება ერთ წამს იყო, მეორე წამს კი - არა “
გქონიათ მომენტი, როდესაც თავი ყველაზე სულელი გგონიათ? ჰო..მე ახლა ზისტად ეს მომენტი მაქვს. ახალი ბოსის ლოგინზე ვწევარ, ის იმდენად რბილია, რომ ადგომა არ მინდა. არასოდეს მძინებია ასე კომფორტულად. ეს კი ჩემი ცუდად გახდომის მიზეზია. ვუმადლოდე უნდა ამ ავადმყოფობას, რომელმაც გუშინ იჩინა თავი. ალბათ ავადმყოფობა არცაა, რადგან ძალიან გადაღლილი ვიყავი. როგორც იქნა, ავდექი , ჩემი უნიფორმა მოვირგე ტანზე და სრულიად შემთხვევით მოვკარი თვალი მაღვიძარას რომელიც თორმეტ საათს უჩვენებდა. პირი დავაღე, მე ხომ ყოველთვის რვა საათზე ვდგებოდი. თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი, და ისიც მაღელვებს რომ რებეკას წუწუნს უნდა ვუსმინო მთელი დღე.
სწრაფად ჩავირბინე კიბეები რა დროსაც სრულიად უცნობ სხეულს შევეჯახე. მეგონა, რომელიმე თანამშრომელი იყო და უცებ გავეცლები-მეთქი რაც დავაპირე მაგრამ უცნობმა მკლავზე ხელი მომკიდა და მის პირისპირ დამაყენა. ზუსტად რომ უცნობი. აქამდე არასდროს მინახავს, მწვანე კაშკაშა თვალებით, კულულა თმებით და ამაყი, ბრაზიანი მზერით მიყურებდა.
-მგონი ძალიან გაგიგრძელდა სიზმრები - ირონიულად წარმოსთქვა და გაიღიმა. მე კი, დარცხვენილმა თავი დავხარე.
-ბოდიში, უბრალოდ გუშინ ..-გამაწყვეტინა, ვერ ვიტან როცა მაწყვეტინებენ, იქნებ რისი თქმა მინდა?
-გული წაგივიდა ჩემს ოთახში, ჩემს ლოგინზე. - უცნობის სტატუსი მაშინვე შეეცვალა როცა ეს სიტყვები მითხრა. და აი.. ჩვენი ახალი ბოსი, რომელიც მისი ირონიულობით განსხვავდება მამამისისგან.
-გასაგებია..-ამოვიბუტბუტე ჩემთვის.
-ჩემს ოთახში ვიქნები, ყავა ამომიტანე. არანაირი შაქარი! - უემოციოდ მითხრა, გამიკვირდა როცა მისი ირონიულობა სადღაც მიაგდო. მეც თავი გავაქნიე და სამზარეულოში შევედი რა დროსაც რებეკას გაღიზიანებულ მზერას შევეჩეხე.
-შენ გვიან ადექი, რაც იმას ნიშნავს რომ დასჯილი ხარ და უნდა გააკეთო..-მართალია ვთქვი როცა საუბარს მაწყვეტინებენ არ მიყვარს-მეთქი, მაგრამ ამჯერად საჭირო იყო მისთვის გამეწყვეტინებინა.
-ახალი ბოსისთვის ყავა მაქვს მისატანი. - ნიშნის მოგებით გავუღიმე, რა წამსაც მზერა შეეცვალა და ახლა ალბათ ასმაგად გაბრაზებულია ჩემზე.არაფერი უთქვამს, ყავის კეთებას შევუდექი. არანაირი შაქარი არ გამიკეთებია, ლანგარზე დავდევი რამდენიმე ტკბილეულთან ერთად და კიბეებზე აუჩქარებლად ავედი. ცალი ხელზე ლანგარი დავიკავე რათა დაკაკუნება შემძლებოდა,პასუხად კი: „შემოდი“ მივიღე. კარი ფრთხილად გავაღე. თვალები ვჭყიტე, როდესაც ლოგინზე წელს ზემოთ შიშველი ჩვენი ბოსის შვილი დავინახე. როცა შემომხედა გაიცინა ოდნავ ხმადაბლა, მეც სწრაფადვე მივედი მასთან და ლანგრიდან ყავის ჭიქა, რამდენიმე ტკბილი კანფეტი და ორცხობილა გადმოვიღე.
-მე გითხარი ყავა-მეთქი. ტკბილეული არ მითქვამს. - მკაცრად მითხრა. მართალია ყველა უხეშად მექცევა ამ სახლში, რიჩარდის და ჯემას გარდა, მაგრამ ვფიქრობ არაფერი დამიშავებია ისეთი რომ ჩემთან მიმართებაში ასეთი მკაცრი იყოს.
-მე მეგონა..- ისევ მაწყვეტინებს, რასაც მწყობრიდან გამოვყავარ.
-არ მაინტერესებს რა გეგონა. სადილი აქეთ ამომიტანე. - საპირისპირო მხარეს გადაბრუნდა და ზურგი მაქცია. კარი ფრთხილად მოვხურე.
სამზარეულოში ყველა ფუსფუსებდა, ზოგიც საჭმელს აკეთებდა, ზოგი კი დაღლილ-დაქანცული სკამზე იყო ჩამომჯდარი. ყოველთვის მიკვირდა რატომ სჭირდებათ ორ ადამიანს ამდენი მოსამსახურე, მართალია დიდი რანჩოა, მაგრამ სამი ადამიანი დაახლოებით ცამეტი მომსახურე პერსონალით.
სადილის დრო დადგა. მეც ლანგარზე დავაწყვე ის საკვები, რაც სუფრაზე უნდა იყოს. იმედია ამჯერად მაინც არ გამიბრაზდება. კარებზე დავაკაკუნე და შევედი. ნოუთბუქი ეკავა, ამჯერად ჩაცმული იყო. როცა შემამჩნია ოდნავ ჩაიღიმა. ტუმბოზე ლანგარი დავდე. უკან მოვბრუნდი რათა გამოვსულიყავი, მაგრამ მისმა ბოხმა ხმამ შემაჩერა.
-დედიკოს არ უსწავლებია შენთვის მისალმება? - თითქოს რაღაც ჩამწყდა. თითქოს არა, მართლა რაღაც ჩამწყდა, ხმის ამოღება ვერ შევძელი ისე წამოვიდნენ ცრემლები, არ მინდოდა მისთვის ეს დამენახა, მაგრამ მხარზე შეხებამ მაიძულა უკან მივბრუნებულიყავი. ჩემმა აცრემლიანებულმა თვალებმა გააკვირვა.
-რა მოგივიდა? - მხარზე ხელი დამადო, უხეშად მოვიშორე და იქიდან ელვის სისწრაფით გამოვვარდი. მართალია მან არ იცოდა, რომ დედაჩემი გარდაცვლილი იყო, მაგრამ მე ძალიან მეწყინა. მთელი ცხოვრებაა ამის დავიწყებას ვცდილობ, ვცდილობ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება, მაგრამ ყოველთვის მოდის ვიღაც და მახსენებს ამ ყველაფერს.
აცრემლიანებულმა სახლის უკან , ოდნავ მოშორებით ტყეში, სადაც განსატვირთად მოვდივარ იქ შევედი. როცა მოწყენილი, მარტოსული და განადგურებული ვარ ყოველთვის აქ ვარ. მახსოვს, პატარაობისას როგორ მოვდიოდით ჯემა და მე სკოლიდან, აქ ვისხედით ყოველთვის, განვიხილავდით სკოლის დღეს, ვავლებდით პარალელებს ცუდსა და კარგს შორის...

თავი ხეს მივადე, თვალები დავხუჭე და ტირილი განვაგრძე. მენატრება დედაჩემი , ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს. მინდა აქ იყოს, მოვიდეს და მითხრას რომ ყველაფერი კარგადაა.
მზე ჩავიდა. უკვე საკმაოდ მოსაღამოვდა, მაგრამ მე არ მინდა იქ დაბრუნება. არ მინდა იმ ბიჭის დამცინავ და ირონიულ მზერას შევხვდე. ვიცი, მტირალას დამიძახებს ან მსგავს რამეს მოიფიქრებს რათა გამამწაროს და გული მატკინოს, მაგრამ აღარ ვაპირებ ტირილს.
-მე არ ვიცოდი, - თვალები ვჭყიტე, როცა ნაცნობი ხმა გავიგე. გვერდით მომიჯდა, ერთადერთი რაც სიბნელეს ქარწყლავს პატარა ნათურაა, რომელიც ხეზეა ჩამოკიდებული. თვალლებში არ შემიხედავს, არ მინდა შევხედო.
-ახლა უკვე იცი, - ხელებით ცრელები მოვიწმინდე, და გვერდით გავიხედე, ყოველნაირად ვცდილობ მას არ შევხედო.
-იცი, რამდენი წელია ჩემი და და მამაჩემი არ მინახავს? როცა პატარა ვიყავი, არ მინდოდა დედაჩემისთვის დამენახვებინა თუ როგორ ვტიროდი.. მენატრებოდა ჯემა.. ეს სახლი.. ერთადერთი რაც გამაჩნდა დედაჩემი იყო. მას ყოველთვის ყველაფერზე წინ ვაყენებ. - მთელი საუბრის განმავლობაში მიყურებდა. მეც ვუყურებდი. ვიგრძენი თუ როგორი იმედგაცრუებულია..
-სად არის დედაშენი? იქ მარტო დატოვე? - ვეცადე თბილად გამომსვლოდა. ახლა უკვე აღარ მიყურებს, თითქმოს რაღაც სუსტი წეტილი ვუპოვე.
-აღარ არის - თვალები აუწყლიანდა. მეც მასე ვიყავი. ბევრი საერთო გვაქვს. უხეში ბიჭი, რომელიც ამდილით იყო თითქოს აღარ არის და არც აღარასდროს ყოფილა. მასში არის რაღაც კარგი, რის გამომჟღავნებას არ ცდილობს.
-ცხოვრება დაუნდობელია. შეილება ერთ წამს იყო, მეორე წამს კი - არა. - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.
-წავიდეთ! - ადგა და მანიშნა რომ მეც ავმდგარიყავი. უსიტყვოდ დავემორჩილე.

„ყველაზე კარგი საჩუქარი „
როგორ არ მინდა ამ წამს თბილი ლოგინის დატოვება და ჩემი უკვე შეწყვეტილი სიზმრის ჩემი ფანტაზიით გაგრძელება, მაგრამ სხვა გზა ნამდვილად არ მაქვს. დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალი დღე მაქვს. სკოლისათვის უნდა მოვემზადო და საყიდლებზე მე და ჯემა მივდივართ. ყოველთვის მომწონდა ჯემასთან ერთად საყიდლებზე სიარული, მაგრამ ეს წელიწადში ერთხელ ხდებოდა - სკოლის დაწყებისას. ამჯერად, უნიფორმის მაგივრად ჩვეულებრივი ყოველდღიური ტანსაცმელი მოვირგე. თეთრი იაფფასიანი მაისური და შავი მოტკეცილი შარვალი. ფეხებზე კი ოდნავ გაცვეთილი კედები მოვირგე. რაც ეს ტანისამოსი ვიყიდე, მის შემდეგ ერთი წელი ან უფრო მეტი გავიდა. ბოლოს როცა მე და ჯემა ვიყავით დედაჩემს იმაზე ნაკლები ფული გააჩნდა, რაც ოდესმე ჰქონია. რამდენიმე წელია ერთი და იგივე ჩანთით დავდივარ სკოლაში, რაც მუდმივი სალაპარაკო იყო. რა თქმა უნდა, წელსაც მოდაში იქნება ეს თემა.
ვიმედოვნებ, წლევანდელი წელი უარესი არ იქნება გასულ წელთან შედარებით. შესაძლოა ახალი მეგობრები თუ არა, მეგობარი მაინც შევიძინო. არ მინდა ჩემი სახელი მუდმივად საჭორაო თემა იყოს. ამხელა სკოლაში არ არის ისეთი ერთი ადამიანიც ვინც გამიგებს. ჯემა? ჯემა კარგი გოგოა, მაგრამ ჩემზე უფროსია და ჩემთან ხშირად ვერ ახერხებს ურთიერთობას.
-ვივიენ! უკვე მივდივართ, ცოტა იჩქარე! - ქვევიდან გავიგონე ჯემას ხმა. ჩემი ძველი, გაცვეთილი ჩანთა ავიღე და კიბეები ჩქარა ჩავირბინე.
-გამარჯობა ჯემა. - გავუღიმე და გადავეხვიე. ხელი ზურზე თბილად მომისვა, მერე მანიშნა, რომ გავსულიყავიტ. გარეთ როცა გავედით შავი მანქანა დამხვა. ფირმის დასახელებას ვერ შევძლებ, უკვე ცნობილი ფაქტის გამო. ჯემამ უკანა კარი გამიღო. მეც მოვთავსდი, ის კი წინ დაჯდა. მძღოლის დანახვისას პირი ღია დამრჩა. ის ბიჭი. რომლის სახელიც დღემდე არ ვიცი. სარკეში ჩაიხედა, რა დროსაც პირდაპირ ჩემს თვალებს შეხედა. მკაცრი თვალებით მიყურებდა, რატომღაც ვერ მივხვდი ეს რით დავიმსახურე.
არც ისე ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ჯემას ძმამ (მანამ სახელს გავიგებ, ასე უნდა დავასახელო) დიდი სავაჭრო ცენტრის წინ გააჩერა. მე ჯემას გვერდით მოვდიოდი, ჯემა კი თავისი ძმის გვერდით.
მრავალფეროვანი ნივთების დანახვისას ჯემამ ვეღარ მოითმინა და სადღაც დაიკარგა. მე კი წასვლა დავაპირე, წავიდოდი კიდეც, რომ არა მისი ხავერდოვანი ხმა.
-შეგიძლია ახალი კედები და ჩანთან იყიდო, ეს ძალიან გაცვეთილია. - არ ვიცი, რატომ აკეთებს ამ ყველაფერს და რატომ მტკენს გულს. თვალები ცრემლებით ამევსო, და რამდენიმე გადმომიგორდა კიდეც. ძალიან პირდაპირია.
-იმიტომ არ მითქვამს, რომ გეტირა. იმის თქმა მინდოდა რომ.. - ვიცი ახლა რასაც მეტყვის, ამიტომ ჯობია მე ვუთხრა.
-იმის თქმა გინდა, რომ მოახლე და მოახლის შვილი ვარ, რომ არ შევეფერები თქვენს ფენას, რომ ღარიბი, სულელი და ჩაკეტილი ვარ. ვიცი, გესმის? მე ყველაფერი ვიცი. ვიცი, რომ არ ვარ მდიდარი მამიკოს შვილი, ვიცი, რომ არ მაქვს ისეთივე ძვირადღირებული ნივთები როგორიც შენ, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ, არა? - არ მიყვირია, ჩვეულებრივად ველაპარაკებოდი. ხანდახან, ცრემლიღა შემიშლიდა საუბარში ხელს. მის მზერაში ვერაფერი ვერ ამოვიკითხე. იმით ვამაყობ, რაც ვთქვი. გულზე მომეშვა. გიჟივით გამოვვარდი სავაჭრო ცენტრიდან, შედარებით ნაკლები ხალხი, რომ იყო იქ მივედი და სკამზე ჩამოვჯექი. თავი ხელებში ჩავრგე და ვტიროდი. ყოველთვის ვტირი .. მაგრამ ეს არაფერს შველის.
რამდენიმე წუთი აქ გავატარე. გვერდით ვიღაც მომიჯდა. ვინ იქნებოდა ეს თუ არა „ის“. ხელში უამრვი პარკი ეჭირა.
-ვიცი ახლა თავს შეურაცხყოფილად იგრძნობ, მაგრამ მაშინ შეგიძლია გადამიხადო როცა შეძლებ. დროს მნიშვნელობა არ აქვს, არც არის საჭირო თანხის გადახდა, ვიცი რომ დაიჟინებ. - ჩემ პასუხს არც დალოდებია ისე წავიდა. მე კი, გაურკვევლობისგან არ ვიცოდი რა მექნა. მან ახლახანს მაჩუქა? თუ ამ საქციელით ბოდიშის მოხდა უნდოდა? ორივე საეწვოდ გამოიყურება. პარკები ძლივს ძლივობით ავიღე და მანქანისაკენ გავემართე. კარები ჯემამ გამიღო კვლავ. სარკიდან მიყურებდა, მე მის თვალებს ვხედავდი, თბილად შევხედე, ნიშნად „მადლობა“.

სახლში მოვედით. მე ჩემი ოთახისაკენ გავემართე როცა რებეკას მომაბეზრებელმა ხმამ შემაჩერა.
-ამდენი ფული საიდან გქონდა? როგორ მოახერხე ამის ყიდვა? - სიძულვილიანი მზერა მომაპყრო. არ ვიცოდი რა მეთქვა, სიმართლე რომ მეთქვა არ დაიჯერებდა ვიცი. ტყუილი, რომ მეთქვა მე ვიყიდე-თქო, ესეც არ გაჭრიდა.
-რებეკა თავი დაანებე! რა შენი საქმეა საიდან მოიტანა! - ღრმად ამოვისუნთქე, როცა ნაცნობი ხმა ჩაერთო საუბარში. რებეკამ უხმოდ დატოვა იქაურობა, მეც მას მივბაძე და ოთახში ავედი. პარკებში რაც იდო ის ერთბაშად, გიჟურად ამოვალაგე. ჩემი ყურადღება ქაღალდმა მიიპყრო:
„შენი გემოვნება არ ვიცი, მაგრამ ჩემი გემოვნებით შეგირჩიე. იმედია მოგეწონება. ჰარიxx“ ამ ყველაფერთან ერთად ისიც გამიხარდა, რომ მისი სახელი გავიგე. ჰარი. რა მშვენიერი სახელია. პარკებში იდო: ათი მაისური, ათი ჯინსი (ხუთი შავი, ხუთი კი ლურჯი) , ამდენივე კედები, და ორი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. თავი ზღაპარში მეგონა, სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა. ეს ჩემთვის ყველაზე კარგი საჩუქარი იყო. მადლობა ჰარის. თუმცა, ეს მას პირადად უნდა ვუთხრა.
ჰარის ოთახის კარებთან ვიდექი. რამდენჯერმე დავაკაკუნე და როცა თანხმობა მივიღე შევედი.
-არ მოგეწონა? - დანაღვლიანებული სახით შემომხედა.
-არა რას ამბობ. მადლობის სათქმელად მოვედი. მადლობა ჰარი, არ იყო საჭირო. - როცა გავააანალიზე რაც ვთქვი უცებ შევასწორე - მადლობა სერ, არ იყო საჭირო - უხერხულობისგან თავი დავხარე.
-საჭირო იყო, მხოლოდ იმისთვის რომ შენი გაბრწყინებული თვალები მენახა. - გამიღიმა, მისგან ასეთ საქციელს ნამდვილად არ მოველოდი. - სერ არა. თავი ბებერი მგონია. ჰარი დამიძახე - ორივემ ერთდროულად გავიცინეთ. ისე , კარგი ბიჭი ყოფილა ეს ჰარი.
თავი მეოთხე:
„ ჰენ-რი „
ძალიან მიხარია როცა ადამიანები არმექცევიან ისე, თითქოს მათ ფენას არ მივეკუთნებოდე. „ მდიდრულ ფენას“ . მართალია, მე არარაობა ვარ, არაფერი გამაჩნია და მოახლედ ვმუშაობ სთაილსების სახლში, მაგრამ მეც ვეკუთვნი იმ კატეგორიას, რომლის სახელიც - ადამიანია. ვფიქრობ, არ უნდა ვიყო სკოლაში მუდმივი განხილვის თემა, რომ მე მოახლე და მოახლის შვილი ვარ. ვერ ვხვდები რა არის ამაში სამარცხვინო? მე ვამაყობ კიდეც, რომ არ ვარ სხვაზე დამოკიდებული და ჩემით ვირჩენ თავს, რომ არ ვთხოვ გამუდმებით „მამიკოს“ ფულს. ეს უფრო სამარცხვინოა ვიდრე ის , რომ საკუთარი სახსრებით ცდილბ პურის ფული იშოვო.მაღვიძარას, რომ დავხედე ჯერ კიდევ ადრე იყო. ნახევარი საათი კიდევ მქონდა, რომ ძილით დავმტკბარიყავი, მაგრამ ეს შანსი არ გამოვიყენე და სააბაზანოში შევედი.
ჩემი უნიფორმა მოვირგე, ამჯერად: თეთრი დიასახლისებისთვის განკუთვნილი ფორმა, და ლურჯი კაბა რომელიც მუხლებს ოდნავ ქვემოთ იყო. შემდეგ წინსაფარით გადავიცვი და უკვე მზად ვიყავი ქვევით ჩასასვლელად. ჩემი ლოგინი გავასწორე და ქვევით ჩავედი. ქვევით კი შემდეგნაირი სიტუაცია დამხვდა:გამწარებული ჰარი უყვიროდა რებეკას. ამ სახლის ერთ-ერთ დამხმარეს აბიგეილთან მივედი, რომელიც საინტერესოდ უყურებდა ამ ამბავს
.-რა ხდება აბიგეილ? - ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე და ისე შევეკითხე. ის იმდენად იყო გართული ამ ამბით, რომ ვერც შემნიშნა და არც გაუგია ჩემი კითხვა. გავუმეორე რაც ვთქვი და ხელები თვალების წინ ავუფრიალე, ამჯერად გაიგო.
-მისტერ სთაილსი, იმიტომ უყვირის, რომ ვგონებ რებეკამ მას ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი მოპარა. - პირი დავაღე. ვიცოდი, რომ რებეკა ძალიან ცუდი ქალი იყო, მაგრამ მთლად ამას არ მოველოდი. უცებ, რებეკამ თითი ჩემსკენ გამოიშვირა და დაიყვირა.
-ის მან აიღო. დავინახე როგორ აიღო. - ვერც მოვახერხე პროტესტის გამოთქვა ისე მწვდა მკალვში ხელი ჰარიმ, რომ წავრბარბაცდი. სწრაფად ჩაავლო ხელი ჩემი წინსაფრის ჯიბეში იქიდან კი უმშვენიერესი ზარდახშა ამოვიდა. ვერ ვხვდები ის იქ საიდან აღმოჩნდა, მაგრამ შემიძლია დავიფიცო რომ თითი არ დამიკარებია.

-არა, არა. ეს რაღაც შეცდომაა. - თვალებაცრემლიანებულმა ვუთხარი, მაგრამ ის სიბრაზისგან გამწარებული იყო. ხელი უხეშად გამიჩვა. რამდენიმე წამი გვერდულად იყურებოდა მე კი მის პროფილს ვუყურებდი, როდესაც სრულიად მოულოდნელად ავღმოჩნდი იატაკზე.
მან დამარტყა.
მან დამარტყა.
მან დამარტყა.
მან დამარტყა.
ხელები ლოყაზე მივიდე, რომელიც მთლიანად ახურებული მქონდა. ბატონმა რიჩარდმა წამომაყენა. მისი თბილი მზერა ძალიან მესიამოვნა იმ წამს, და იმის იმედით რომ დამიცავდა ცოტა დავმშვიდდი
.-ჰარი! მას რამდენი წელია უკვე ვიცნობ და ვიცი რომ ის არაფერს მსგავს არ ჩაიდენდა! - ოდნავ ხმამაღლა, მკაცრად წარმოსთქვა. ჰარი არ მიყურებდა, რიჩარდს უყურებდა.
-მაგრამ მან ჩაიდინა. - კიბეებისაკენ წავიდა. გამომხედა.
- დაისჯები. - მხოლოდ ეს მითხრა და თვალთახედვას მიმოეფანტა. სრულიად უხალისოდ ვამზადებდი სადილს, ვახშამს, მერე დაღონებულმა გადავწყვიტე ჰენრი გამესეირნებინა. საღამო იყო, ასე შვიდი - რვა საათი. ჰენრი შავი, ძალიან ლამაზი და უწყინარი ცხენია. არ მივეკუთნები გოგოების იმ კატეგორიას, რომლებსაც ცხოველების ეშინიათ. პირიქით მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა, ბევრი ცხოველი ადამიანსაც სჯობია ხოლმე. ძალიან განვიცდი რაც ჰარიმ გამიკეთა, მისგან ამას ნამდვილად არ მოველოდი.მაგრამ საიდან გაჩნდა ეგ ნივთი ჩემს ჯიბეში?იქნებ რებეკამ ჩამიდო ან რამე? კარგი. მე ხომ ვიცი არა, რომ დამნაშავე არ ვარ. საჯინიბოში ზანტად შევაბიჯე და ჰენრის სადგომისაკენ წავედი. ტომი - ამ სახლის ერთ-ერთი მომსახურე პერსონალი ჯენრის საჭმელს უყრიდა მე რომ შემამჩნია დიდზე გამიღიმა.
-მე არ მჯერა. ვიცი, რომ ეგ რაღაცა რებეკამ ჩაგიდო. - ტომს ყოველთვის ვენდობი, ის გასაოცარი ადამიანია.
-ჰო.. მეც მაგას ვფიქრობ. ჰენრისთან მოვედი. უნდა გავასეირნო, თუ შეიძლება რა თქმა უდნა. - გავუღიმე. მან დაუყოვნებლი თავი დამიქნია. კარები გავაღე და შიგნით შევედი. ჩემი დანახვის თანავე დაიჭიხვინა.
-გამარჯობა. - ხელები მოვუსვი კისერთან. და გარეთ გამოვიყვანე. საერთოდ ცხენზე არასდროს დავმჯდარლვარ. ვიცი, როგორ უნდა ვატარო ცხენი, მაგრამ არ მინდა რამე მოუვიდეს.მამულის უკან ტყეა, სადაც ყოველთვის მე და ჰენრი შევდივართ ხოლმე. ახლაც არ ვღალატობთ ჩვენს წესს და ამას ვაკეთებთ.-იცი , დღეს ბოსის შვილი ჰარი, რომელმაც ტანსაცმელი მიყიდა, დღეს ქურდად მცნო მთელს მამულში. ძალიან შევრცხვი, მე არაფერი დამიშავებია, მას კი ჰგონია, რომ ეგ ზარდახშა მე მოვიპარე. - დაღონებულმა გადავწყვიტე ცოტა შემესვენა. ერთი ხის ძირას ჩამოვჯექი სადაც გასულ ღამეს მე და ჰარი ვიყავით. ლამპიონი მთვარის შუქზე ძალიან ლამაზი სანახავი იყო. ჰენრიც იქვე ჩამოჯდა. თავი მის მუცელს დავადე და თვალები დავხუჭე. ვფიქრობდი ყველაფერზე, იმ დღეზე, როდესაც ჰარი მოვიდა. საერთოდ მასზე არ უნდა ვფიქრობდე.გონება სახელი „ჰარი“-სგან გავიწმინდე და მთლიანად ჰენრის მივენდე.

მეორე დილით დიდი იმედი მქონდა, რომ ისევ იმ პოზაში გამეღვიძებოდა რითაც დავიძინე, მაგრამ შევცდი. ძალიან მწარედ შევცდი. ნაცნობ ოთახში ვიყავი, მაგრამ ეს ოთახი ჩემი არ იყო. ჰარი დავინახე რომელიცჩემს გვერდით იჯდა და მიყურებდა.
-აქ რატომ ვარ? - პირველი რისი თქმაც მოვახერხე ეს იყო.
-შენც დილამშვიდობისა.
-მითხარი.
-კარგად, შენ?
-ჰარი!
-ჰოო კარგი. გუშინ საშინლად წვიმნდა შენ კი სახლში არ იყავი. ქვევით ჩავედი რათა მომეძებნე, ტომიმ მითხრა რომ ჰენრისთან ერთად ტყეში წახვედი, ტყისკენ წასვლა დავაპირე, როდესაც ჰენრი დავინახე რომელიც მორბოდა. მე რომ დამინახა შეჩერდა და რაღაცნაირად მიმახვედრა, რომ იქით უნდა წავყოლოდი. მეც არ დავაყოვნე და იქ წამიყვანა სადაც შენ იყავი. რაღაც პლედი გეფარა თავზე ალბათ ჰენრიმ დაგახურა, აგიყვანე და ცხენზე ძლივს ძლივობით შემოგვსი, გირჩევ ცოტა დაიკლო წონაში. მერე მეც დავჯექი ცხენზე და მოგიყვანე. - მე ჰარისთან ერთად ვიჯექი ცხენზე? არ არსებობს.
-და მერე შენს ოთახში რატომ ვარ?
-ამდენი რამე მოგიყევი და მხოლოდ ეს კითხვა გაგიჩნდა? - თვალები გადავატრიალე, მაგრამ განაგრძო - მაგას ვერ გაიგებ. როდესაც ადგომა ვცადე და საბანი გადავიფარე ჩემს შიშველ სხეულს წავაწყდი რომელიც ლიფისა და ტრუსის ამარა იყო. დავიკივლე და საბანი მჭიდროდ გადავიფარე.
-რა ქენი? - დავიყვირე.
-დამშვიდდი. ტომის ვთხოვე და მან გაგხადა.
-რააა? - კიდევ უფრო დავიყვირე.
-კარგი ჰო. მე გაგხადე.
-რააა?
-ოოოო. ჯემა იყო კარგი.
-დაიფიცე?-
ჯემას გეფიცები. -ამოვისუნთქე.-კარგი შეგიძლია გახვიდე, უნდა ჩავიცვა.
-კი, რა თქმა უნდა. ისე .. - გაწელა. - ძალიან ლამაზი შავი ტრუსი გაცვია. - გაქცევა მოასწრო, ჩემი ბალიში კი კარს მოხვდა.
თავი მეხუთე:
ძალიან მიკვირს, ჯერ კიდევ გუშინ ქურდობას მაბრალებდა და გამარტყა კიდეც, დღეს კი ისე მხიარულადაა რომ ვერ ვიჯერებ. უბრალოდ ასეთი ცვალებადი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს. ძალიან მიხარია, რომ აწი სკოლაში მომიწევს წასვლა და მის სახეს ვერ ვნახავ ხოლმე. იქვე დადებული ჩემი უნიფორმა დავინახე, გუშინ ისე წავედი რომ არც კი გამომიცვლია. ჩავიცვი და საათს დავხედე, გამიმართლა, რომ შვიდი საათი იყო. ფრთხილად გავაღე კარები ჩემს ოთახში ასვლა ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა, ამიტომ კიბეებს ჩავუყევი, ბატონი რიჩარდის კაბინეტის კარი ოდნავ გაღებული იყო იქიდან კი ჰარის მკაცრი ხმა ისმოდა.
-მას გაათავისუფლებ სამსახურიდან! ვიცი რომ მან მოიპარა. - ხმა გაუმკაცრდა ჰარის, ის ჩემზე ამბობს, ფიქრობს რომ მე მოვიპარე.
-მას დიდი ხანია ვიცნობ, მას არ ჩაუდენია! - შეეპასუხა რიჩარდი.
-მაშ, გამოდის რომ ვივიენია დამნაშავე? მამა, ვიცი რომ ვივიენს არ მოუპარას უბრალოდ რებეკამ შეგნებულად ჩაუდო, ამიტომ აღმოჩნდა ასეთი ქაოსი. მისი ბრალია. - შევცდე, ცხოვრებაში ასე სასიამოვნოდ არასოდეს შევმცდარვალ, ის მენდობა. ძალიან მაგარია.
-ვიცი, რომ ვივიენს არ მოუპარავს, მაგრამ ვერც რებეკას დავადანაშაულებ. - თქვა თუ არა ეს ვიღაც მკლავზე მწვდა და შიგნით შემათრია.
-ნახეთ, ვიღაც პატარა გოგო თქვენს საუბარს ისმენდა. - მას კარამელისფერი თვალები ჰქონდა, ჰმმ.. სიმპათიურია.
-ლიამ, ხელი გაუშვი. - გაიცინა ჰარიმ და ჩემკენ წამოვიდა.
-მე .. მე მართლა არ ამიღია ის ნივთი. წარმოდგენაც კი არ მაქვს საიდან აღმოჩნდა ჩემს ჯიბეში.. - შეძლებისდაგვარად ვცდილობდი გარკვეულად მესაუბრა, მაგრამ ერთ ხანს ენა მაინც დამება.
-კარგი საყვარელო დამშვიდდი. ჰარის შენი სჯერა. მთავარი ხომ ესაა. - ვაუ. კიდევ ერთი სიურპრიზი. ლიამი ძალიან ირონიულია. მაინც რა იგულისხმა "მთავარი ხომ ესაა" - ში.
-შიგ გაქ ? -ჰარიმ თვალები გაადაატრიალა და ისე უთხრა.
-შეგახსენებ, რომ შენს წინ და ჩემს გვერდით, უმშვენიერესი მანდილოსანი დგას. - ლიამი ისევ განაგრძობს.
-ხო, მერე რა?
-რა და მასეთ სიტყვებს ნუ ლაპარაკობ.
-გამოვიდა ესეც პატიოსანი!
-ბიჭებო გეყოფათ! - ხარხარით თქვა რიჩარდმა. - მოდი წერტილი დავუვათ ამ ყველაფერს. ყველას ავუხსნი, რომ ვივიენი არაფერ შუაშია. - თქვა და თავისი ოთახი/კაბინეტი დატოვა. მეც მას გავყევი, მაგრამ ლიამის ხმამ შემაჩერა.
-თქვენი სახელი?
-ვივიენი.
-ასაკი?
-17.
-შეყვარებული?
-არ მყავს.
-მოგწონს ვინმე? თუმცა პასუხი უკვე ვიცი.
-რა?
-კარგი რა ლიამ, გამართე აქ სასამართლო. - დაიწუწუნა ჰარიმ.
-ცნობისთვის, ჰარი სასამართლოს ვერ იტანს. ბევრჯერა იქ ნამყოფი, გოგოების გამო. - ჩემთან ახლოს მოვიდა - ხომ გესმის ჰორმონებს ვერ აკონტროლებს ხოლმე. - ტუჩის კუთხეში ჩამეცინა.
ჰარი კი გაბრაზებული გვიყურებდა ჩვენ. ლიამი სასიამოვნო ადამიანი ჩანს, სახალისოა მასთან ყოფნა.
-მართლა? - ვკითხე ისე თითქოს მართლა დავიჯერე ეს ამბავი.
-ღმერთო ლიამ, გეყოფა. რა თქმა უნდა ეს არ არის სიმართლე. - ჰარი მამამისის სავარძელში დაჯდა და იმიტაციებს აკეთებდა თითქოს რიჩარდი ყოფილიყო. რაზეც გულიანად ვიხარხარეთ.

-კარგით. სამსახურს უნდა დავუბრუნდე. - მოწყენილმა ვთქვი, რადგან ნამდვილად არ მინდოდა სახალისო სპექტაკლის ჩაშლა.
-მოიცა, სკოლა როდოს იწყება? - ჰარი სავარძლიდან წამოდგა და ჩემს წინ დადგა. ლიამი კი ჩემს გვერდით იდგა.
-ხვალ. რატომ? - ვუპასუხე.
-ხომ გახსოვა იმ დღეს რა მოხდა? შენ არც კი გიყიდია შენთვის საჭირო ნივთები. - სულ დამავიწყდა. ვაპირებდი რიჩარდისთვის მეთხოვა ერთი-ორი საათით გავეთავისუფლებინე მაგრამ, აქ ხომ არეულობა დამხვდა.
-ჰო. როცა სამუშაოს დავასრულებ, ბოსს ვთხოვ რომ რამდენიმე საათით გამათავისუფლოს. - გავიღიმე და წასვლა დავაპირე მაგრამ მისმა ხმამ ისევ მიმაბრუნა.
-არ არის საჭირო. მე წაგიყვან, ახლა. - ჰომ. მომწონს ახალი ჰარი. თანაც ძალიან. ის ძალიან კეთილია, ბოლო რამდენიმე საათია არ დავუმცირებივარ. რეკორდი მოხსნა!
-არა.. - ლიამმა გამაწყვეტინა. მისი არსებობა საერთოდ დამავიწყდა, რადგან ჰარით ვიყავი გართული.
-მისმინე საყვარელო, რადგან ჰარი გთავაზობს წაგიყვანოს უნდა დათანხმდე. რადგან ის მხოლოდ მისთვის საყვარელ ადამიანებს აძლევს უფლებას იქ ჩასხდნენ. - პირი დავაღე. ანუ მე მიათვის საყვარელი ადამიანი ვარ?
-მას ნუ უჯერებ. ის როგორც ყოველთვის ტყუის.
-კარგი ჰო. კარგი იყო შენთან ერთად ვივიენ. დარწმიუნებული ვარ კიდევ შევხვდებით. - გამიღიმა და ჩამეხუტა. არ არსებობს, მისგან ის სითბო ვიგრძენი რაც არასოდეს არავისთან არ მიგვრძნია. თითქოს უფროსი ძმა მეხუტებაო. ხელები მეც წელზე მოვხვიე. ის სასწაულად თბილია.
-ნახვამდის, ლიამ.

6.

" კიდევ ერთი სილა & ცრემლები "

ხვალ სკოლაა. წელს, გასულ წლებთან შედარებით რა თქმა უნდა გასაჭორი თემა ვიქნები. მე კი, როგორც მჩვევია სკოლის ტვალეტში ვიქნები და ვიტირებ.

ჰარის ნაჩუქარ შავ შარვალს, თეთრ მაისურს და All Star - ის კედებს ვიცვამ. ახალ ჩანთაში წიგნებს ვალაგებ, რომელიც ჯემამ მაჩუქა ოდნავ გაცვეთილია მაგრამ საკმაოდ მოვლილი. თმებს ამჯერად ცხენის კუდად ვიკრავ და ბატონი რიჩარდის კაბინეტისაკენ მივდივარ. ვაკაკუნებ და როცა თანხმობას ვიღებს შევდივარ. მასთან აბიგეილია, ერთ-ერთი დამხმარე.

-შენთვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს. - ის ფართოდ იღიმს. - დღეიდან აბიგეილიც ივლის სკოლაში, შენთან ერთად. - სიხარულს ვერ ვმალავ და მას მთლი ძალით ვეხუტები. მასთან არასდროს მქონია ცუდი ურთიერთობა - პირიქით. ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ, მაგრამ დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ვაიოლეტთან ხშირად არ ვსაუბრობ.

-მაგრამ, მისი მეცადინეობა მოგიწევს სხვადასხვა საგნებში. - ის კვლავ იღიმის.

-დიდი სიამოვნებით.

მალევე გამოვდივართ კაბინეტიდან, შემდეგ კი ჯემასთან ერთად სკოლაში მივდივართ.

-დღეს რა გეგმები გაქვთ? - კითხულობს აბი.

-მე რაღაც საქმე მაქვს, ამიტომ დღეს მარტო მოგიწევთ წასვლა. სახლში გვიან დავბრუნდები. - ჯემას ეს საქციელი მაოცებს. დილიდან სურ რაღაცაზე ფიქრობს და ჩვენ თითქმის ყურადღებასაც არ გვაქცევს. საეჭვოა. ნეტავ რა საქმე აქვს?

ჩვენ ზრდილობისამებრ არაფერს ვკითხულობთ და სკოლის უზარმაზარ შენობაში შევდივართ.

აბიგეილი კლასში შემყავს. ის გაკვირვებულია ლურჯი კარადებით, ამბობს ჩემს დროს ასე არ იყოო. როგორც მან თქვა მხოლოდ 9 კლასი დაამთავრა, ჩვენ კი ახლა 11- ში ვართ. ორი წლის პროგრამა უნდა ვამეცადინო, არც ისე ადვილია.

იგი ჩემს გვერდით ჯდება. მასწავლებელი კლასში შემოდის და ყველას გვესალმება.

-და ჩვენი ახალი მოსწავლე, აბიგეილ, საყვარელო ადექი, აბიგეილ ლორენსი. - ვხედავ როგორი მზერით უყურებენ მას, მას არა - მის ფეხსაცმელს და ზურგჩანთას. ახლა იტირებს. არა. არა არა.

მას თვალებით ვანიშნებ, რომ ახლა არა. ისიც რაღაცნაირად იმშვიდებს თავს დ თავის ადგილას ჯდება.

არც ლანჩის დროს და არც გზაში ამ თემაზე არ გვილაპარაკია. მე მას სახლში უნდა დაველაპარაკო.

სახლში მივდივართ. გზაზე ვაიოლეტი გვხდება და ფართოდ გვიღიმის, გვეკითხება დღევანდელ დღეზე და ა.შ.

მერე, მე აბიგეილი ჩემს ოთახში ამყავს.

-მისმინე დღეს, რაც მოხდა.. - ის მაწყვეტინებს. ოდესმე მითქვამს,რო ვერ ვიტან როცა მაწყვეტინებენ?

-ეს დასაწყისია, არა? - ის ცრემლებს ძლივს იკავებს. არაფრის თქმა არ შემიძლია. მართალია. ეს დასაწყისია.

-მე როცა პირველად მივედი, სწორად ასეთი რეაქცია მქონდა. ტუალეტში ვატარებდი საათებს და ვტიროდი. გესმის? წარმოდგენაც არ გაქვს რა გადავიტანე და შენ უფლება არ გაქვს ჩემსავით უსუსური იყო. არ გაბედო! არც კი გაბედო და მათ თავი არ დაამცირებინო! ჩემსავით სულელი და გულუბრყვილო ნუ იქნები! გეფიცები, მე.. მე ვერ გადავიტან თუ შენ იგივე მდგომარეობაში დაგინახავ. - ვყვიროდი და თან ვტიროდი. ის კი უბრალოდ იჯდა და ცრემლებს უფლებას აძლევდა გზა გაეკვალა თავის ლოყაზე.

-რა გაყვირებს? - მთელი ხმით დამიღრიალა რებეკამ, რომელიც ახლახანს შემოვიდა ოთახში. მას ჰარიც და რიჩარდიც მოჰყვა.

-მაპატიეთ მე.. - ცრენლები მოვიწმინდე, არ ვიცოდი რა მეთქვა.
-რა უფლებით ყვირი? ვინ მოგცა ამის უფლება?

-ეს შენი სახლი არ არის! - დავუყვირე, რაზეც პასუხი გამცა, რომ არა აბი იატაკზე ავღმოჩნდებოდი. მან გამარტყა. ბოლო დროს ძალიან ბევრს მარტყამენ.

-მისმინე რებეკა! - ჰარიმ მან მკლავზე უხეშად მოჰკიდა ხელი და მისკენ მიატრიალა. - არანაირი უფლება გაქვს მას ასე ესაუბრო, თანაც გაარტყა. შენ არავინარ ხარ ამ სახლში, არავინ. და თუ ამას მეორეჯერ გაკეთებ, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. - დაუყვირა. მისი სიტყვები.. ეს ყველაფერი.. მან მე დამიცვა.

საბოლოოდ ოთახიდან ყველა გავიდა. მარტო დავრჩი, და ვფიქრობდი დღევანდელ დღეზე. ბატონ რიჩარდს კრინტიც კი არ დაუძრავს ამ საკითხთან დაკავშირებდით. ჰარიმ დამიცვა. რებეკამ გამარტყა.და ჯემა ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა სახლში.
ვიმეცადინე, ამასობაში კი ოდნავ მოსაღამოვდა. ახლა აბიგეილთან უნდა გავიდე, მასაც დავეხმარები.
კარზე დავაკაკუნე, როცა მისი მტკიცე და ნაზი ხმა გაისმა ოთახში შევედი.მას უამრავი წიგნი ერთად ეყარა მაგიდაზე რაზეც გავიცინე, მალევე სიცილში ისიც ამყვა, საბოლოოდ როცა დავწყნარდი ავუხსენი თუ რატომ შემოვედი:
-დავალებები შეასრულე? დაგეხმარები! - გავუღიმე და გვერდით მივუჯექი.
-იციი? რაღაც-რაღაცები გავაკეთე რაც მე-9 კლასამდე მასწავლეს. დანარჩენიც ვეცადე, მაგრამ .. - მხრები აიჩეჩა.
-ნუ ღელავ. - მას ვუთხარი ის საკითხები ეჩვენებინა რაც ვერ გაიგო. ვამეცადინე, დაახლოებით ცხრა საათამდე ვმეცადინეობდით როცა ყვირილის ხმა შემოგვესმა. ახლა რა ჯანდაბა ხდება?
ქვევით ჩავედით, იქ კი ჰარი გამწარებით ჩაჰყვიროდა ვიღაცას.
-რა ხდება? - ბატონ რიჩარდს ვკითხე.
-ჯემა. ის ჯერ კიდევ არ მოსულა, და ჰარის მოსწერა რომ მისი ძებნა შევწყვიტოთ. - პირი დავაღე. ჯემა? ეს ამას არ იზამდა. არ გაიქცეოდა.
-იცით დღეს მან .. - უხერხულად დავილაპარაკე რა დროსაც ყველამ მე მომაქცია ყურადღება.
-რა იყო? რამე გითხრა? - უხეშად მომმართა ჰარიმ, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი ყველაზე ნაკლებად მსურდა.
-მან თქვა, რომ ჩვენს მას არ დავლოდებოდით, რადგან საქმე მაქვს და გვიან დავბრუნდებიო. - მხრები ავიჩეჩე.
-რატომ არ მითხარი ვივიენ რატომ? - დაიყვირა ჰარიმ. - იქნებ მოგეტვინა, რომ ჯემას ძმას მქონდა უფლება მცოდნოდა სად დადის ჩემი და ამ შუაღამისას?! ამდენი როგორ ვერ მოტვინე! - ყვიროდა და ხელებს აქეთ-იქით იქნევდა. წამით ვიფიქრე, რომ კიდევ გამარტყამდა მაგრამ არა. მისმა მისტყვებმა კიდევ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მილიონჯერ მატკინეს გული. ის უხეშია, და სამუდამოდ ასეთად დარჩება.
რაც არ უნდა მოხდეს.
როოგრც არ უნდა მოხდეს.
ის მაინც ასეთია.
უხეში ჰარი, და გულუბრყვილო მე.
ჩვენს შორის მუდმივად კონფლიქტები იქნება, იმიტომ რომ ის უხეში ჰარი სტაილსია. მე კი გულუბრყვილო - ვივიენ გარსია.

უკვე ორი საათი გავიდა რაც ჯემას გამოჩენას ველოდებით, ჰარის ძლივს ვაკავებთ, რომ სახლიდან არ გავიდეს. უკვე მასაც დაეკარგა სურვილი რომ მოძებნოს და როგორც იქნა მიხვდა, რომ პოლიცია მიხედავს ყველაფერს.
ნომრიდან ვცადეთ დაკავშირება და ადგილმდებარეობის დადგენა, მაგრამ სიმ-ბარათი გაუქმებულია და უკვე შეუძლებელია ამით ჯემას მოძებნა.
მე და აბი ერთ ადგილას ვზივართ და ვტირით. ჰარი ბოლთას სცემს, რიჩარდი ტირის. და ჩემდა გასაკვირად რებეკაც ვერ ისვენებს, ვხედავ მის თვალებს როგორ ეპარება ცრემლები მაგრამ ის მაინც არ აპირებს ტირილს.
ჰარი უკანა კარიდან გადის და ამბობს, რომ უბრალოდ ეზოში გავა. მე კი გადავწყვიტე იმ ადგილას წავიდე სადაც პატარაობაში ჯემა და მე ვთამაშობდით, იმ ადგილას სადაც ჰარიმ წამომიყვანა. მე წინა კარიდან გავდივარ რადგან არ მინდა სადმე ჰარის შევეჩეხო.ერთი ლამპიონი უმოწყალოდ ანთია. სკამზე ვჯდები და უბრალოდ ვტირივარ. როცა გონს მოვდივარ და ტირილს ვწყვეტ, ვგრძნობ რომ რაღაცაზე ვზივარ. ეს ქაღალდია. და მასზე შემდეგი სიტყვები წერია:
" მხოლოდ ვივიენ გარსიას აქვს უფლება წაიკითხოს"
ეს ჯემას ხელწერაა. ნერწყვს ხმაურიანად ვყლაპავ და კითხვას ვიწყებ.
"დიდი იმედი მაქვს, რომ ამას შენ კითხულობ ვივიენ. ვიცი, ბევრს გული დაგწყვიტეთ მაგრამ მე ეს გადაწყვეტილება მივიღე.
გაინტერესებთ ალბათ მიზეზი? დამიჯერეთ ამის ცოდნა აუცილებელი არ არის. მე არც შეყვარებულთან ერთად და არც თავის მოკვლის მიზნით არ გავქცეულვარ, გპირდები რამენაირად მოგწერ ხოლმე, მაგრამ ჩემს მოძებნას ნუ შეეცდებით. მე არ მინდა მაგ სახლში ყოფნა.
მომიკითხე ყველა.
მიყვარხარ"
ცრემლები უგზო-უკლოდ დადიან ჩემს ლოყაზე. ვიღაც წერილს უხეშად მგლეჯს ხელიდან. ეს ჰარია. ის კითხვას იწყებს და გაბრაზებული მე მიყურებს.
-ეს სად იპოვე? - მბრძანებლური ტონით მეკითხება. მე ხელით ვანიშნებს, რომ აქ, ამ სკამზე. ჩემს გვერდით ჯდება და ოხრავს.
-მას ძალიან უყვარდი. - ის ამბობს, და მე ყურში უხეშად მხვდება სიტყვა წარსულში - უყვარდი.
-შენ იცი, არა მიზეზი რატომაც წავიდა? - მოულოდნელად ვეკითხები, ჩემი კითხვა აფიქრებს. თავს ფრთხილად მიქნევს.
-და რა არის ეს?
-შენი საქმე არ არის. - მეუბნება და მიყურებს, მე ოდნავ ვწითლდები ამიტომ გვერდით ვიხედები. უბრალოდ მიჩნდება კითხვა - რატომ ვძულვარ ასე.
-რატომ გძულვარ ასე, ჰარი? მითხარი თუ რამე დაგიშავე. - ვეუბნები ნამტირალევი ხმით. და ტირილს ვაგრძელებ.
-საიდან მოიტანე, რომ მძულხარ ვივიენ? - ის მშვიდი ტონით მეკითხება.
-მაშინ, ასე რატომ მექცევი? ერთ დღეს უმიზეზოდ მარტყამ, მეორე დღეს კი ისე თბილად მექცევი. ეს როგორ გავიგო? - ჩემს თითებს ვუყურებ და ისე ველაპარაკები.
ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია.
ის, მე და ეს ყველაფერი.
-ალბათ იმიტომ, რომ შენსავით არავინ მომწონებია. - რაო? ახლა, მან რა თქვა? მომწონხარო? ყველაფრის მიუხედავად სიმშვიდეს ვინარჩუნებ.
-და ამის გამო მექცევი ასე?
-არ მინდა გატკინო. - ის დგება.
-და შენ მაინც მტკენ. რატომ?
-არ მინდა შეგიყვარდე.
-მე არ მიყვარხარ.
-ვიცი, არც მე. უბრალოდ ნუ ცდილობს ჩემში იმ კარგის დანახვას, რაც არ მაქვს.
" ცრუ ჩვენება & კონფლიქტი "
ჰარი ამ სიტყვების შემდეგ უბრალოდ წავიდა. როგორც ყოველთვის, მე შოკირებული ვარ. მან მითხრა, რომ მოვწონვარ - ეს ერთი. მან მითხრა, რომ არ უნდა შემიყვარდეს- ეს ორი. და მან იცის ჯემას გაქცევის მიზეზი. უნდა გავარკვიო, ყველაფერი უნდა გავარკვიო.
სახლში ოდნავ გვიან შევედი. თორმეტი საათი იქნებოდა. ყველას ეძინა, მაგრამ დარწმუნებული ვარ აბიგეილი მე მელოდება. კიბეებს მივუყვებოდი, როცა ნაცნობი ხმა გავიგე.
-მოდი აქ. - აბი იყო, ჩემს ოთახში შესულა. სწრაფად შევედი შეიგნით. მან კი ყველაფრის მოყოლა დამავალა.
რა ვქენი?
ყველაფერი მოვუყევი. ყველა დეტალი - ჰარის შესახებ.
ბოლოს კი მან მკითხა.
-გიყვარს? - პირი დავაღე გასაპროტესტებლად, მაგრამ მალევე მოვკუმე.
მიყვარს?
არა. ის ნამდვილად არ მიყვარს.
-არა.. არ ვიცი. არა. - დაბნეულად ვთქვი.
-შენი აზრით, რა არის ჯემას გაქცევის მიზეზი?
-არ ვიცი. უნდა გავარკვიო.
მერე, კიდევ ვისაუბრეთ რაღაც-რაღაცეებზე, ბოლოს კი ის ჩემ ოთახში დარჩა და ერთად დავიძინეთ.
დილით აბის ხმამ გამაღვიძა, მატყობინებდა, რომ სკოლაში გვაგვიანდებოდა.
აბის ჩემი შავი შარვალი და თეთრი კედები ვაჩუქე, რომელიც ჰარიმ მიყიდა. მაისური აქვს, რომელზეც გოგოა გამოსახული. ჩემს ჩანთასაც ვაძლევდი, მაგრამ უარი მითხრა.
ქვევით, პოლიცია იყო მოსული ჩვენების ასაღებად. მე და აბის დაგვიძახეს.
-როგორც გავიგეთ, თქვენ მის ჯემა ანიე სტაილსის მეგობრები ხართ. შეგიძლიათ გვითხრათ, რამე უცნაური ხომ არ შეგიმჩნევიათ? - ჰარის გავხედე, რომელმაც თავი მსუბუქად გააქნია. ასე, რომ..
ტყუილის თქმა მომიწევს.
-არა, არანაირი. - თავი გავაქნიე.
-კარგით გმადლობთ.
რამდენიმე წუთში წავიდნენ, ჩვენ კი ღრმად ამოვიოხრეთ. აბის ვანიშნე, რომ წავსულიყავით.
-ვივიენ. ერთი წუთით, შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ? - ჰარის ხმამ ადგილზე გამყინა. თავი მსუბუქად დავუქნიე. შევამჩნიე აბიგეილს როგორ ჩაეცინა. პასუხს მოვთხოვ.
მან რიჩარდის კაბინეტში შემიყვანა. ორივე ერთმანეთის პირისპირ დავსხედით.

-მისმინე. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები უნდა მოვიდნენ ჩემთან, ამიტომ მინდა ადრე მოხვიდე. ჰენრი უნდა გაკაზმო სასეირნოდ მიგვყავს. - უემოციოდ მიყურებს და ბრძანებლური ტონით მეუბნება.
-მაგრამ დღეს სკოლაში გვიანობამდე უნდა დავრჩე, აქ სხვებიც ხომ არიან, ტომი გააკეთებს. - ფრთხილად ვეუბნები, რომ რამე არ შემეშალოს.
-მე გითხარი. ეს შენი გადასაწყვეტი არ არის. - ოდნავ ხმამაღლა და ძალიან უხეშად მეუბნება. კარგი.
თავს ვუქნევ, ეს კი თანხმობის ნიშანია. იქიდა უხმოდ გამოვდივარ, აბის ვუყვები მისი ამ საქციელის შესახებ, ის უბრალოდ ამბობს, რომ ძალიან ცვალებადი ხასიათი აქვს. მართალია, ის ცვალებადია.
სკოლაში ყველაფერი კარგად მიდის, არ მეგონა ამას ოდესმე თუ ვიტყოდი, მაგრამ ჩვენდამი ჭორაობამ იკლო. ეს ძალაინ კარგია. ყველა მეკითხება ჯემას ამბავს, მე კი უბრალოდ თავს ვაქნევ, რომ არაფერი ვიცი. ეს სიმართლეა. მე არაფერი ვიცი, ის წავიდა. ან გაიქცა, მაგგრამ რატომ?
როგორც ჰარიმ დამაბარა მე და აბი ადრე ვბრუნდებით სახლში. ერთად დავითხოვეთ თავი ლიტერატურისა და ხელოვნების გაკვეთილზე.
სახლში სამარისებური სიჩუმე იდგა. ყველა თავის საქმეს უხმოდ აკეთებდა, სამზარეულოში რებეკა და ვაილოტი იყვნენ, გარეთ ბაღს ასუფთავებდნენ, საჯინიბოში კი ტომი და რიჩარდი იყვნენ, რიჩარდი ალბათ ცხენების მოსანახულებლად შევიდა. ჰარის ვერსად ვხედავ და ეს ოდნავ მამშვიდებს. ვერ ვხვდები, რატომ მომიყვანა ადრე მხოლოდ და მხოლოდ ცხენის გასაკაზმად.ჩანთას აბის ვაძლევ რომ ჩემს ოთახში აიტანოს. მე კი საჯინიბოში შევდივარ.
-გამარჯობა. - ტომის და რიჩარდს ვესალმები ისინიც მხიარულად მესალმებიან.
-ვივიენ, ასე ადრე რატომ მოხვედი? - ტომი მეკითხება. მე თან ვპასუხობ და თან ჰენრის სადგომში შევდივარ:
-ბატონმა ჰარიმ მითხრა, რომ ადრე მოვსულიყავი. - მხრებს ვიჩეჩ. რიჩარდი მიღიმის, ღმერთო გუშინ ქალიშვილი დაკარგა დღეს კი ისე მხიარულადაა. რა ხდება?
-ბატონო რიჩარდ, ჯემასთან დაკავშირებით რამე ახალი ხომ არ არის? - ის დაბნეულად მიყურებს, შემდეგ კი მპასუხობს.
-არა. არაფერია. - და უკანმოუხედავად გარბის.
-უცნაურია. - ამბობს ტომი, მე კი ვანიშნებ, რომ გააგრძელოს.- გუშინ ჯემა გაიქცა, დღეს კი ისე იქცევა ვითომც არაფერი. - თან ამბობს და თან ურიკიდან ცხენების საჭმელს იღებს რომ დაუყაროს.
-ხო. უცნაურია. - ჩემთვის ჩავიბუტბუტე და ჰენრის მოვეფერე.
-შეიძლება გავისეირნო, ტომი? - ვეუბნები ღიმილით.
-კარგი რა. ჩემგან ნებართვას რატომ იღებ. - ის იცინის. არა, მან ვერ გაიგო.
-შენ ვერ გაიგე. შეიძლება ვიჯირითო? - მას ხელიდან ცხენების საჭმელი უვარდება და ძირს ეყრება.
-რა? - ის პირს აღებს. მე კი მეცინება.
-ნუ გეშინია, ჯირითი ვიცი. - ენას ვუყოფ და ცხენზე ვჯდები. ის ჭიხვინებს. დარწმუნებული ვარ უხარია. საჯინიბოდან ცხენზე ამხედრებული გამოვდივარ, ყველა მე მიყურებს. მათ შორის ჰარიც. მე ვიხრები, და ჩემთვის ვჩურჩულებ:
-მიდი ჰენრი, ვაჩვენოთ რა შეგიძლია. - თოკს ვაქნევ რა დროსაც ის მთელი სიჩქარით მიექანება რობი რუნდოლფის ყანისაკენ, რომელიც სრულიად მწვანე ველია.რობის ბაბუას ვეძახი, ძალიან კარგი კაცია.
-გამარჯობა, ბაბუაა. - ვყვირი და თოკს ხელებს ვუშვებ, ყორიზონტალურად ვშლი და მთლიანად ვენდობი ჰენრის. თვალებს ვხუჭავ, რათა შევიგრძნო ბუნება .. ჰაერი.. ჰენრიი .. და ეს გამომდის. მე ვგრძნობ. ამ წამს ყველაზე და ყველაფერზე ბედნიერი ვარ.
ცოტახანს კიდევ ვიჯირითეთ, შემდეგ კი ჰენრი თავისი სადგომისაკენ დავაბრუნე.
სახლში შევედი, სკოლის ტანსაცმელიც კი არ გამომიცვლია. კიბეებზე ავდიოდი, როცა ჰარის ხმა შემომესმა.
-ცხენი მზად არის? - მისკენ მივბრუნდი, შავი შარვალი, შავი მაისური შავი ქამარი და შავი კედები ეცვა. სერიოზულად?
-კი, მზად არის. - თავი დავუქნიე და ისე ვუთხარი.
-დღეს ლიამი მოვა.
-კარგია. - არ ვიცი რა ვუპასუხო, ამიტომ მხოლოდ ამით შემოვიფარგლები.
-და სხვებიც მოვლენ. - დაამატა.
-ესეც, კარგია.
-რატომ მარიდებ თავს? - უეცრად მეკითხება, თან კიბეებზე ვართ. ვინმემ რომ დაგვინახოს რას იფიქრებს?
-სულაც არა.
-მისმინე, მესმის რომ გინდა გაიგო ჯემას გაქცევის მიზეზი, მაგრამ.. - მას ყვირილის ხმა აწყვეტინებს. ეს რებეკას ხმა, ბატონი რიჩარდის კაბინეტიდან. ჩვენ ჩქარა მივდივართ და კარს ვაღებთ,
-რა ხდება? - ჰარი ხმადაბლა კითხულობს.
-არაფერი. - პასუხობს რებეკე და ზიზღით სავსე მზერას მტყორცნის.
-მას ასე ნუ უყურებ! - უმარცვლავს ჰარი. მე კი მიკვირს, ამას რატომ აკეთებს. მუდმივად რატომ მიცავს მის წინაშე.
-მამა, ამიხსნი? - ჰარი აგრძელებს.
-არაფერი შვილო, უბრალოდ რაღაცაზე წავკამათდით. - ვიცი, რომ სტყუის. აქ რაღაც სხვა ამბავია. და ეს პირდაპირ კავშირშია ჯემასთან.
-რებეკა, წადი შენი საქმე აკეთე. - ჰარი რებეკას უხეშად მიმართავს. ის გადის. კაბინეტში მარტო ჩვენ ვართ.
-ვივიენ, შენ გაინტერესებს არა ჯემას გაქცევის მიზეზი? მამა, რას იტყვი მან ხომ უნდა იცოდეს, არა? - ჰარი ირონიული ტონით გაჟღენთილ სიტყვებს წარმოსთქვამს. რიჩარდი კი "არა არა" მზერით იყურება.
-ერთი სიტყვით რებეკა მამაჩემის საყვარელია. ამიტომ გაიქცა ჯემა. - მე თვალებს რამდენჯერმე ვახამხამებ, რომ გავააანალიზო ახლა რა თქვა. ვუყურებ, ბატონ რიჩარდს, რომელიც ამის ჩამდენი არასოდეს მეგონა. მოიცა, რა?
რებეკა?
მაინც და მაინც ის გველი?
ჯემა?
-ეს არ არის სიმართლე. - ვამბობ და სიტყვებს ერთმანეთზე ძლივს ვაბამ.
-მას ჰკითხე. - მე რიჩარდს ვუყურებ, ის კი თავს ფრთხილად მიქნევს. ოთახიდან უკანმოუხედავად გამოვრბივარ და ჩემს ოთახში ავდივარ.
მოიცა, რა?
" კიდევ ერთი საიდუმლო & საოცარი გარდასახვა"
როდესაც შენი ცოლი გარდაცვლილია და მან ორი უმშვენიერესი არსება - შვილი დაგიტოვა, გაჩუქა, მას ასე უნდა მოექცე? მისი სული საფლავში მილიონჯერ მაინც გადატრიალდებოდა. ვერ ვხვდები, როგორ უნდა უღალატო შენს მკვდარ ცოლს, ორ შვილს, იმ გველ, უზრდელ და თავხედ ქალთან.
ვიცი, არანაირი უფლება არ მაქვს ჩემი ბოსი განვსაჯო, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა ჩემთვის და დედაჩემისთვის, მაგრამ ეს მაინც არ არის სწორი საქციელი.
აი, თურმე რატომ წავიდა ჯემა. აი, თურმე რატომ ენდობა ასე ძალიან რიჩარდი რებეკას. ალბათ, მოწამლა და ამიტომ უჯერებს, თორემ გამორიცხულია რიჩარდი მის ნამდვილ სახეს ვერ ხედავდეს.
და, დღემდე ვერ ვხვდები, რატომ ჩამიდო მან ჰარის ზარდახშა ჩემს ჯიბეში?
ისევ უმარავი, რამ არის გაურკვეველი.
აბი შემოვიდა ჩემთან და როცა შემატყო რომ ჰაერში დავფრინავდი ყველაფრის მოყოლა მთხოვა. მე დიდხანს ვიფიქრე, ეს ჩვენი ბოსის საიდუმლო იყო, მაგრამ ამას ჩემს საუკეთესო მეგობარს ვერ დავუმალავდი. როცა მოვუყევი დავაბარე რომ არავისთვის ეთქვა, მაშინ კი ასეთი პასუხი გამცა:
-სამარე ვარ! - ორივემ გავიცინეთ.
უკვე კარგად იყო წყვდიადი ჩამოწოლილი, ბინდიც დაჰკვროდა ჩემი ფანჯრის წინ გადაშლილ მთებს. ჰარის მეგობრების მოსვლის დრო იდგა.
მე ყველაფერი მოგვარებული მქონდა. მანამდე ჩემი გაკვეთილებიც ვისწავლე და აბიც ვამეცადინე.
ქვევით ჩავედი და სამზარეულოსაკენ გავეშურე. მხოლოდ რებეკა იყო. მან გაიგო?
-იმედია არავის ეტყვი. - ხმადაბლა მითხრა. მან, რომ იცოდეს აბის რომ ვუთხარი შუაზე გამგლეჯს.
-ნუ ღელავთ. - ყველაფრის მიუხედავად, მას თქვენობით მივმართავ და არასოდეს გავუკეთებ ისეთ რამეებს რასაც თვითონ მე მიკეთებს.
-იცი, დედაშენი კარგი ქალი იყო. - ის იღიმის. და შემიძლია ჩემი მკვდარი დედა დავიფიცო, რომ მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტად უხდება ღიმილი. მე ვიღიმი, არა იმიტომ რომ თბილი ტონით მითხრა, არც იმიტომ რომ დედაჩემი შეაქო, უბრალოდ ის ახლა, ამ მომენტში კარგი ქალი ჩანს.
-რატომ იღიმი? - მიყურებს გაურკვევლად.
-თქვენ ძალიან გიხდებათ ღიმილი. - ვამჩნევ, რომ წითლდება. თვალს მარიდებს და გვერდით იხედება. - ხშირად გაიღიმეთ ხოლმე. - მან გამომხედა და ისევ გაიღიმა. აღარ შემიძლია, ცოტაც და შემიყვარდება ეს ქალი.
-ალბათ, ახლა ფიქრობ ასე თბილად იმიტომ გექცევი რომ რაც გაიგე იმის შესახებ არავის უთხრა. - თავს ხრის. თითქოს რცხვენიაო.
-ეს არც კი მიფიქრია.
-შემიყვარდა. - თავს მაღლა სწევს, თვალებზე ცრემლები აქვს მომდგარი. - და მიყვარდა მაშინაც. - მისი თვალებიდან ჩანჩქერივით ჩამოდის ცრემლები. მე მის დამშვიდებას ვცდილობ მაგრამ საერთოდ არ გამომდის.
-ვივიენ, რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ დამპირდი. დამპირდი, რომ არავის ეტყვი. - ის მიყურებს. მე თავში ერთადერთი სიტყვა "აბიგეილი" მიტრიალებს. - შენი საუკეთესო მეგობრის გარდა. - კვლავ იღიმის და მე შვებას ვგრძნობ. ის კარგი ქალია.
ის შესანიშნავი ქალია.
-ჯემა და ჰარი ჩემი შვილები არიან. - ჩემს რეაქცია ვერაფრიტ ვერ აღვწერ. ეს შეუძლებელია, ჰარიმ მითხრა რომ დედამისი მოკვდა.- მისმინე, ეს არავინ იცის რიჩარდის და ვაიოლეტის გარდა. - ცრემლებს იწმენდს და მაშტერდება - დედაშენმაც იცოდა ვივიენ. - წარმოვიდგენ ვაიოლეტს, დედაჩემს და რებეკას ერთად. სამი ქალი. რომელიც საუკეთესო მეგობრები იყვნენ და არიან.
-ეს როგორ? ჰარიმ მითხრა, რომ დედამისი მოკვდა?
-ის ასე ფიქრობდა. მას, იქ ლონდონში ჩემი და სზრდიდა, და მას ეგონა რომ რიჩარდი და "დედამისი" დაშორებულები იყვნენ. - არ მჯერა. ვერ ვიჯერებ. ეს რა ხდება ამ სახლში?
-და თქვენი და სად არის?
-ის მოკვდა. მას კიბო ჰქონდა. - ცრემლების ახალი ნაკადი მოდის, როდესაც სამზარეულოში ჰარი შემოდის. ნეტავ გაიგო?
-რა ხდება? არ მითხრა, რომ კარგი ქალის როლი მოირგე? - ის ცინიკურად იცინის. ახლა, წარმოვიდგენ საკუტარ თავს რებეკას ადგილას. ის განადგურებულია. საკუთარი შვილი ამცირებს.
მაგრამ მაინც, რატომ არ იყვნენ რებეკა და რიჩარდი ერთად?
-არაფერია მისტერ სთაილს. - საკუთარ შვილს ფორმალურად მიმართავს. რა საშინელებაა.
-ვივიენ, ბიჭები მალე მოვლენ, სახლში ამდენი მოსამსახურე ხართ, და ჯერ სუფრაც არ არის გაწყობილი. დროზეე! - ბოლო სიტყვა ხმამაღლა წარმოსთქვა. მართალია, სახლში ამდენი მოსამსახურეა და მაინც და მაინც მე რატომ მიწევს ამ საქმის გაკეთება. სკოლაში დავდივარ და სამეცადინო მაქვს! ვერ ხვდება?

ყველა დასაძინებლად არის წასული. აბიგეილიის და ჩემს გარდა. ჰარიც აქვეა. მისი მეგობრები აგვიანებენ, ამიტომ ძალიან განერვიანებულია. სუფრა გაწყობილია, ყველაფერი მზად არის მაგრამ ჰარი მაინც არ გვეშვება. არ გვაძლევს უფლებას დავიძინოთ რადგან რამე რომ დასჭირდეთ აქ უნდა ვიყოთ.
აბის ყველაფერი მოვუყევი. მას კი რამდენიმე წამი პირი ქონდა ღია, და ამბობდა მეც მინდა მისი ღიმილის დანახვაო.
ზარის ხმა გაისმა, მე და აბიმ კი ამოვისუნთქეთ, როგორც იქნა. დიდი კარები გავაღეთ, იქ კი ლიამის გარდა ვერავინ ვერ ვიცანი.
-გამარჯობა, ვივიენ. - გამიღიმა და ჩამეხუტა. რატომ ვგრძნობ მის მკლავებში თავს დაცულად და რატომ ვიღებ მისგან იმ სითბოს, როგორსაც არავისგან ვიღებ. რა არის ეს?!
-გამარჯობა, ლიამ. - მეც ვუღიმი და მათ შიგნით ვიპატიჟებ.
-როგორც იქნა, სად ჯანდაბაში იყავით აქამდე. - ჰარი გაბრაზებული მაგრამ მაინც სიცილნარევი ხმით ამბობს.
-ცოტა შეგვაგვიანდა. ვიღაცა სასადილოდან ვერ გამოვათრიეთ. - თქვა შავგრემანმა ბიჭმა და ქერას გახედა. ჰარიმ ამოიოხრა.
-ვივიენ, შენს მეგობარს არ გაგვაცნობ? - ლიამის უეცარმა კითხვამ დამაბნია. ჰარის არ მოსწონს ასეთი რაღაცეები. მეშინია არ მეჩხუბს დო არ დამამციროს. ჩემი თავი დიდად არ მადარდებს, უბრალოდ აბიგეილის კარგად ყოფნა ჩემთვის მნიშვნელოვანია.
-დიახ, რა თქმა უნდა. ეს აბიგეილია, ეს კი ლიამი. - მე მხოლოდ ლიამი გავაცანი, რადგან სხვები არ ვიცი ვინ იყვნენ. ლიამმა ხელი გაუწოდა, აბიმ ჩამოართვა, მაგრამ ლიამი ხელზე ნაზად ეამბორა. აი ეს მესმის.
-კარგი. თქვენს საქმეს მიხედეთ. - ჰარი თვალები გადაატრიალა. ჩვენ სამზარეულოში შევედით. აბის რაღაცეებს ვესაუბრებოდი ის კი საერთოდ არ მისმენდა. ვიცი, ახლა რაზეც ფიქრობს.
-ის მოგეწონა არა. - ცალი წარბი ავუწიე.
-როგორ მიხვდი?
-რა სულელი ხარ. ხომ იცი, რომ მასეთი ბიჭები ჩვენ არასოდეს შემოგვხედავენ. - მე ნაღვლიანად ჩავილაპარაკე.
-ვიცი.. - მხრები აიჩეჩა.

უკვე ღამის თორმეტი საათი იყო. ყველა წავიდა ლიამის გარდა. ის ამ საღამოს აქ დარჩება. მესმოდა როგორ იცინოდნენ ჰარი და ლიამი. მე და აბი კი ჯერ კიდევ არ დავწოლირვართ.
ლიამი სამზარეულოში შემოვიდა. გაგვიღიმა.
-ვივიენ, შეიძლება დავილაპარაკოთ? - მე თავს ვუქნევ. მიკვირს, ამ შუაღამისას რაზე უნდა მელაპარაკოს.
სახლის უკან, იმ ადგილას სადაც მუდმივად დავდივარ, სადაც მე და ჯემას უამრავი რამ გაგვიკეთებია, სწორედ იქ მივყავარ. გრძელს სკამზე ვჯდებით.
-ჯემას წასვლის მიზეზი იცი, ხომ ასეა? - მას წამიერად ვუყურებ, შემდეგ კი ფრთხილად ვუქნევ თავს თანხმობის ნიშნად.
-მისმინე, ვიცი რომ ჰარი მუდმივად გეჩხუბება, ცუდად და უსამართლოდ გექცევა, მაგრამ ის ასეთი არ არის. ასეთი მაშინ გახდა, როცა დედამისი გარდაიცვალა. მანქნის უკანა მხარეს არავის არ აჯენს, რადგან ბოლოს მან დედამისი იჯდა. სახლიდანაც იმიტომ წამოვიდა, რომ მანდ გაჩერება აღარ შეეძლო. ის კარგი ადამიანია. - ყველაფერი მესმის. ყველაფერს ვგებულობ. მაგრამ ის ქალი, დეიდამისი იყო და არა დედამისი.
-კარგი, მაგრამ მე ამას რატომ მიყვები?
-ის გიყვარდება ვივიენ. - პირს ვაღებ, მაგრამ შემდეგ ვფიქრობ. ეს სიმართლეა? ნუთუ, ეს მე ვარ?
-შენ, რა იცი?
-მას ეშინია, რომ შეგიყვარდება შენ ის. ჰარის არ უყვარხარ. თავს ძალა დაატანე, რომ არ შეგიყვარდეს, თორემ შემდეგ გული ძალიან გეტკინება. - ის სევდიანად მიღიმის. ვაფასებ მის მზრუნველობას.
-გპიდები, რომ არ შემიყვარდება.
სახლში შევდივართ, ლიამი დასაძინებლად მიდის, აბი როგორც ჩანს უკვე წასულა თავის ოთახში. სამზარეულოში გავდივარ რათა ვნახო ყველაფერი წესრიგშია თუ არა.იქ კი ჰარი მხვდება.
-ღამე მშვიდობისა. - ონკანიდან წყალს ვუშვებ და ჭიქაში ვასხამ. დალევას ვაპირებ, როცა ის ამბობს:
-ლიამი რაზე გელაპარაკა? - არ ვიცი რა ვუთხრა. ის მაინც გაიგებს.
-უნდა გითხრა? - ცოთა სითამამით ვეკითხები, რაც მას აღიზიანებს.
-კი, უნდა მითხრა. რადგან დარწმუნებული ვარ ჩემზე საუბრობდით. - ჭიქა რომელიც ეკავა თავის ადგილას დადო. მეც იგივე გავაკეთე.
-ის რაც შენ, სწორედ ისე და სწორდ იმ ადგილას. - თვალებს ვჭუტავ, რომ ჩემი გაღიზიანება ნათლად გამოვხატო.
-არ მითხრა, რომ შეგიყვარდი? - ის ცინიკურად იცინის.
-ეს არ მოხდება. - თვალებს ვატრიელებ თავდაჯერებული. ის მიახლოვდება, მე კი საერთოდ არ ვინძრევი. ჩემთან ძალიან ახლოს მოდის. კისერს უყურებს, შემდეგ ყურის მიმართულებით მიდის და ბიბილოზე ნაზ და ოდნავ უხეშ კოცნას მიტოვებს. - მაშინ, ასეთი რეაქცია რატომ გაქვს? - ის ძალიან მომაჯადოვებელი ხმით საუბრობს. კისერზეც მკოცნის. მე ოდნავ უკან ვიწევ, რომ მოვიშორო. ჰარი თვალებში მიყურებს და მაშტერდება.
-თვალებმა გაგყიდეს, ვივიენ. - იღიმის და სამზარეულოდან გადის.
და მოხდა ის რისიც მეშინოდა.
თვალებმაც გამყიდეს.
გრძნობებმაც.
გულმაც.
ყველამ და ყველაფერმა.
ის შემიყვარდა.
მე პირობა დავარღვიე.
ის უგულო.
უხეში.
ჩემი ბოსი.
ჰარი სთაილსი შემიყვარდა
" ახალი ოჯახი"
იმ ღამეს თვალიც არ მომიხუჭავს. ანდა, როგორ მოვხუჭავდი. ვფიქრობდი ლიამის სიტყვებზე: " არ შეგიყვარდეს, თირემ გული ძალიან გეტკინება ". რატომ მეტკინება გული? ვიცი, რომ ჰარის არ ვუყვარვარ და არც არასოდეს შევუყვარდები, მაგრამ ის ისეთს რას გამიკეთებს რომ გულს მატკენს. თუმცა, ვფიქრობ მისმა საუკეთესო მეგობარმა უკეთ იცის ვიდრე მე.
მაღვიძარას ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან. გამოვრთე და მოწესრიგება დავიწყე სკოლისათვის. დღეს ბევრი გაკვეთილი არ გვაქვს. ბოლო ფიზკულტურაა, მაგრამ ფეხბურთის თამაშს ან ვარჯიშს არ ვაპირებ. უბრალოდ წამოვალ, მაინც არავინ შემამჩნევს.
გზაში აბიგეილს ყველაფერი მოვუყევი.
-მაინც ვერ ვხვდები, ასე რატომ გიყურებს? - ის ჰარიზე ამბობს,რომ მუდმივად რაღაცნაირად მიყურებს.
-გეყოფა თუ ღმერთი გწამს. - სიცილით ვეუბნები და სკოლაში შევდივართ.
დღემ ისევ ჩვეულებრივად ჩაიარა. მიკვირს რატომ არ გვამცირებენ ისევ.
ვამაყობ რომ გვერდით აბისნაირი მეგობარი მყავს, ის კეთილი და ჭკვიანია. აგრეთვე სანდომიანი.
როგორც უკვე ვთქვი, ფიზკულტურას არ დავსწრებივართ ისე წამოვედით სახლში. სახლში შესვლას ვაპირებდი, როცა ტომიმ დამიძახა ერთი წუთი მოდიო.
აბიგეილს გავხედე.
-კარგი. ჩანთას მე ავიტან. - ჩაიბუზღუნა. ლოყაზე ვაკოცე და ჩანთა გავუწოდე. უსიტყვოდ ესმის ჩემი.
საჯინიბოში შევედი. ტომის ურიკით დაჰქონდა ცხენებისთვის საჭმელი. სწორედ მაშინ მივუსწარი, როდესაც ჰენრისათვის უნდა მიეწოდებინა ულუფა.
-აბა, გისმენ? - მე ვეკითხები და ჰენრის სადგომის კარს ვაღებ. ის ჭიხვინებს, რაზეც ვიღიმი.
-იცი, გუშინ ჰარი მოვიდა ჩემთან. მითხრა ცხენს ვივიენი გაამზადებსო ჩემი მეგობრებისთვის უნდა გავისეირნოთო, მაგრამ არ გაუსეირნიათ, ხომ არ იცი რატომ? - თვალებს ჭუტავს და ისე მეკითხება. ამისთვის დამიძახა? ჰარის ვერ კითხავდა?
-მეგობრებმა დაიგვიანეს და ამიტომ. რატომ, რამე მოხდა? - ვეუბნები და სადგომიდან გამოვდივარ.
-არა, არაფერი უბრალოდ მაინტერესებდა. - ის მიღიმის. ტომი ძალიან კარგი ბავშვია. ბავში კი არა უკვე ზრდასრულია, სკოლა რამდენიმე წლის წინ დაამთავრა. ორი წელია აქ ჩამოვიდა, სთაილსების მამულში. იმ ბაბუასთან ცხოვრობს, რომელიც წეღან ვახსენე.
-მისმინე, ჯემაზე ახალი არაფერია? - მეკითხება და შუბლიდან ოფლს იწმენდს.
-არა, სამწუხაროდ. - ვამბობ და მახსენდება რებეკა, რომელთანაც აუცილებლად უნდა ვილაპარაკო. მართალია ჩემი საქმე არ არის, მაგრამ რახან მენდო ბოლომდე მოუწევს თქმა, თუ რა თქმა უნდა ამის სურვილი აქვს.
-ვივიენ, სიმართლე გითხრა აქ სულ სხვა რამის გამო დაგიბარე. - შევამჩნიე როგორ გაუჭარხალდა სახე. მერწმუნეთ, ახლა პამიდორზე უფრო წითელია.
-აბა, მიდი დროზე. - გავიცინე და ვანიშნე დაეწყო.
-ლორენი ხომ იცი? მოსამსახურე ამ სახლის. ხვალ მისი დაბადების დღეა, რამე მინდა ვაჩუქო მაგრამ არაფერი მომდის თავში. შენ რა გაგიხარდებოდა? - აი თურმე რა. პირდაპირ ვერ მითხრა, ღმერთო რა იდიოტია. ჩემსავე ფიქრებზე გამეცინა და იმაზე დავიწყე ფიქრი რა გამიხარდებოდა მე. რა თქმა უნდა ჰარისგან რამე.
მოიცა, რა?
ის რა შუაშია.
შეწყვიტე ვივიენ! დროზე!
-სუნამო? - დაეჭვებით ვკითხე.
-ოდნავ, მოძველებული არ არის?
-ჰო, მართალია. რავი, მე ის გამიხარდებოდა რას გულით იქნებოდა ნაჩუქარი. - მხრები ავიჩეჩე.
-ძალიან ძალიან მაგარი ხარ ვივ! - დაიყვირა და მომეხვია.
-ასეთი რა გითხარი? - გავიცინე.
-მადლობა, მადლობა. თუ გამომივა შენც მალე გაიგებ.
სახლში შევედი და გეზი სამზარეულოსკენ ავიღე. სამზარეულოში მხოლოდ ვაიოლეტი იყო. იქ არ შევსულვარ, უკან გამოვბრუნდი. დროა, მეც მივხედო სახლის საქმეებს, უკვე რამდენი ხანია სკოლაში დავდივარ და სახლისთვის საერთოდ არ მცალია. ჩემგან ეს ოდნავ უპასუხისმგებლო საქციელიცაა. ჩემს ოთახში ავედი და ჩემი უნი-ფორმა ჩავიცვი. უკვე რამდენიმე დღეა არ მცმევია და თითქოს მომენატრა.
ბაღში გავედი.
ვეჭვობ, ჩემს მერე აქ არავის დაულაგებია. რებეკაც ვერ აკონტროლებს , ბოლო დროს იმდენი ამბები მოხდა, რომ..
ცოცხი ავიღე და იქაურობა მივალაგე. მე დაღლილი იმ სკამზე ჩამოვჯექი, რომელშიც ვჯდები ხოლმე და დავიწყე ფიქრი.
რაზე?
ჰარიზე.
ჯემაზე
რიჩარდზე.
ჩემზე..
ლიამის სიტყვებზე..
რა შეიცვალა ჰარის ჩამოსვლის შემდეგ?
ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში.
მოვიდა და ამირია თავ-გზა. მოვიდა და შემაყვარა თავი. ჯანდაბა ჰარი სთაილს! წყეულიც იყოს შენი სახე

ბაღის დასუფთავების შემდეგ
ჩემს ოთახში ავდივარ. დროა, გაკვეთილები ვისწავლო. ხვალ მათემატიკა არ მაქვს ამიტომ წიგნს გვერდით ვდებ, ინგლისურს და ფიზიკას მალევე ვსწავლობ. როცა საბოლოოდ ყველა საგანს ვამთავრებ აბიგეილის ოთახისკენ მივდივარ. კარს ნებართვის გარეშე ვაღებ. ის მაგიდასთან ზის და მეცადინეობს. მონდომებულია რასაც ვაფასებ, ასევე ნიჭიერი.
-აბა, დაწერე დავალებები? - ვუღიმი და გვერდით ვუჯდები.
-ფიზიკის გარდა ყველა დავწერე, რამდენად სწორია ეგ უკვე არ ვიცი. - ის მხრებს იჩეჩს. მათემატიკის რვეულს ვუყურებ, ყველაფერი სწორად აქვს, ასევე სხვა საგნებიც. იდეალურია.
მეცადინეობას მალევე ვრჩებით, აბი დაღლილია ამიტომ იძინებს. მე კი ქვევით ჩავდივარ, რომ რამე ვჭამო. ძალიან მშია.
სამზარდულოში საბედნიეროდ არავინ არ არის. ალბათ საღამოსთვის გარეთ ამზადებენ საჭმელს. მე მაცივრიდან პომიდორს ვიღებ, შემდეგ კიტრს. წვრილად ვჭრი ორივეს და ჯამში ვაწყობ, შემდეგ ხახვსაც ვუმატებ სალათის ფურცლებს დაჭრილად და მაიონეზს. ეს ჩემი ყველაზე საყვარსლი საჭმელია.
-შეიძლება მეც ვჭამო? - ნაცნობი ხმის გაგონებისას ადგილზე ვიყინები.
-დიახ. რა თქმა უნდა, - ვეუბნები და მისთვისაც ვდებ თეფშს და დანა-ჩანგალს.
ორივე სუფრას ვუსხდებით და უხმაუროდ ვჭამთ. დუმილს არავინ არღვევს და ვეჭვობ ვინმემ მაინც დაარღვიოს. ასე სასიამოვნოდ არასდროს მივახშმია.
-როგორი იყო დღეს სკოლაში? - ის ამთავრებს ჭამას და ხელებს მაგიდის გარშემო ალაგებს.
-ძალიან კარგი. - მოკლე პასუხით შემოვიფარგლები.
-როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას? - ვერ ვხვდები რაზე მელაპარაკება.
-ვერ ვხვდები.
-კარგადაც ხვდები ვივიენ, რატომ იქცევი ისე თითქოს გუშინ ამ ადგილას არაფერი მომხდარიყოს! - ოდნავ უხეშად, თუმცა მაინც ჩუმად მითხრა.
-და როგორ გინდა, რომ მოვიქცე? ვიტირო? - თვალებაცრემლიანებული ვეუბნები.
-მე გაგაფრთხილე. ხომ გაგაფრთხილე ვივ, რომ არ უნდა შეგიყვარდე.
-შენ გამაფრთხილე, მაგრამ მე არ გავითვალისწინე, ჰარი. - ერთადერთ ცრემლს მის წინაშე ვაგორებ ლოყაზე და წასვლას ვცდილობ, როცა მისი შეხება მკლავზე მაჩერებს.
-გული გეტკინება.
-ვიცი.
-გირჩევ, აღარ შემხვდე ხოლმე.
-არ შეგხვდები.
-გაწყენინე?
-არ ვიცი.
-გაწყენინე ვივიენ?
-კი!
-მაპატიე.
-რა გაპატიო, ჰარი?
-შეგიძლია წახვიდე. - მკლავზე ხელს მიშვებს. მეც არ ვაყოვნებ ისე მივდივარ აბიგეილის ოთახში, კარს ისე ხმაურიანად ვაღებ, რომ აბი უკვე ჩემს წინ დგას და მამშვიდებს. არ მეკითხება რა მოხდა, უბრალოდ მამშვიდებს - აი რატომ მიყვარს ის.
-მის წინ ვაღიარე, რომ მიყვს აბი! ჯანდაბა! - ვტიროდი და არ ვწყნარდებოდი! -მან დამამცირა! აბუჩად ამიგდო!
-იქნებ . . - ის ჩერდება და მასთან ერთად მეც.
-რა იქნებ?
-იქნებ დროა, მას არ მისცე ამის უფლება. შენ ხომ შეძელი და სკოლის დამცირებები აიტანე, იქნებ მანაც შეწყვიტოს ვივ. - "ვივ" სწორედ ასე მომართა ჰარიმ რამდენიმე წუთის წინ.

ის ამას არ შეწყვეტს! - უკვე მოვრჩი ტირილს და ბოლო ცრემლი ჩემი ხელით მოვიწმინდე.
-რომ შეწყვიტოს?
-არამგონია. მაგრამ მე თავს ავარიდებ მას, საერთოდ არც შევხვდები და ამით გადაწყდება ყველაფერი. - გავიღიმე. მაგრამ ეს ღიმილი სულაც არ იყო გულწრფელი.
* * *
ზამთრის სუსხმა ყველაზე ადრე ჩვენს მამულს მოაკითხა. აქ, ამ გადაკარგულ მთებში ყველაზე ადრე მოდის ზამთარი. მიყვარს წელიწადის ეს დრო, თავისი სიცივით და გრილი აურით.
ნოემბერია, ჰელოუინი რამდენიმე დღეშია და როგორც ყველა ჩვენც ვემზადებით ამისთვის.
ერთი თვე გავიდა რაც გადავწყვიტე ჰარის გავცილებოდი. მას ხშირად ვეჩეხები ხოლმე გზაზე მაგრამ უთქმელად ვშორდებით ერთმანეთს. თითქმის ერთი თვეა არ გვილაპარაკია. და არც დიდი სურვილი მაქვს ოდესმე დაველაპარაკო.
სკოლიდან ახლახანს დავბრუნდი. ხვალ და ზეგ სკოლა არ მაქვს, შემდეგი ორი დღეც რადგან ჰელოუინის დღესასწაულის გამო არდადეგები გამოაცხადეს.
-ვივიენ, ნათურებს ვერ დაჰკიდებ კედლებზე? - რებეკა თბილად მიღიმის.
-რა თქმა უნდა, - საპასუხოდ მეც ვუღიმი. კიბეს კედელზე ვადგამ. ნათურებს ხელში ვიღებს და კიბეზე ავდივარ. პატარა საკიდებზე ვამაგრებ, ბოლო საკიდთან მიწვდომას ვცდილობ მაგრამ კიბე გვერდით ირხევა. მაინც არ ვნებდები და იატაკზე უნდა ავღმოჩნდე, როცა ვიღაცის მკლავები მიჭერს. რამდენიმე წამი თვალებს არ ვახელ.
-შეგიძლია გაახილო, - ის ხავერდოვანი ხმა... რომელიც ერთი თვეა არ მომისმენია..
თვალებს ვახელ და ნათლად ვხედავ მის ბალახისფერ თვალებს. წამოდგომაში მეხმარება. მე მას ვუყურებ.
-გმადლობ. - ოდნავ ვუღიმი.
-შემდეგში ფრთხილად იყავი, ამას კი თავი დაანებე ვინმე უფრო მოხერხებული გააკეთებს. - ის იცინის. მე ამას არც შეურაცხყოფად არ ვიღებ და არც დამცირებად. მან უბრალოდ იხუმრა.
-ჰო, ვინმე უფრო მოხერხებული. - მეც ვიცინი. შემდეგ ჰარი სხვა ოთახში გადის და ჩემთან რებეკა მოდის.
რებეკასთვის არ მიკითხავს მისი ისტორიის დეტალები,მაინც ჩავთვალე რომ ჩემი საქმე არ არის.
-ვივიენ, შეგიძლია ბატონ რიჩარდს ყავა შეუტანო? - ის მხარზე ხელს მისვამს.
-კი, თუ გზაში ისიც არ დამექცა. - მე ვიცინი.
-ამდენადაც არ ხარ მოუხერხებელი. - ისიც იცინის.
ყავას მალევე ვადუღსბ ლანგარზე ორცხობილებთან ერთად ვდებ და კაბინეტისაკენ მივდივარ. მესმის, როგორ ეჩხუბება ჰარი რიჩარდს რაღაცაზე. უფრო ახლოს მივდივარ რომ გავიგო.
-როგორ შეიძლება ის მისი და იყოს! - ამბობს რიჩარდი.
-ლიამის მამამ გარკვევით თქვა ყველაფერი! მისი გვარი გარსია კი არა პეინია! - ამ სიტყვების გაგონებისას ლანგარი ხელიდან მივარდება და ცრემლები მომდის სახიდან.
კარებს ჰარი აღებს და გაბრაზებული მიყურებს.
-რა გაიგონე? - კბილებში სცრავს.
-მე.. მე.. მე ლიამის და ვარ? - ბორძიკით ვამბობ. ჰარი თავს აქნევს, რიჩარდი კი უბრალოდ დგას.
დიახ, მე ლიამის და ვარ.
ვივიენ გარსია კი არა - ვივიენ პეინი
ჰელოუინი "
ჩემს ოთახში ვზივარ და ვუსმენ აბიგეილს, რომელიც რაღაცას ბუტბუტებს თავისთვის. მე მას სულაც არ ვუსმენ. ვფიქრობ, ჩემს ოჯახზე.. მამაჩემზე.. ჩემს ძმაზე, რომელიც ჰარის საუკეთესო მეგობარია. მან, ალბათ უკვე იცის ყველაფერი. ნაბიჭვრად ჩამთვლის და ჩემი დანახვაც არ მოუნდება, ვიცი. მე ყველაზე უიღბლო ვარ და მითუმეტეს ასეთ სერიოზულ ამბავში არ გამიმართლებს, ვიცი რომ არც ჩემი ძმა და არც მამაჩემი არ მიმიღებს.
-აბი, შეიძლება ვივიენს ველაპარაკო? - მესმის ჰარის ხმა. - ცალკე. - ამატებს და ჩემს წინ ჯდება. კარი იღება და შემდეგ ისევ იხურება. ჰარისთან საუბარი ახლა ყველაზე ნაკლებად მინდა.
-ვივ.. - ხელს ლოყაზე მადებს და ცრემლს მიწმენდს. მე მას ვაშტერდები, ის კი - მე. მთელი ძალით მიხუტებს. მეც არ ვეწინააღმდეგები და მის მკლავებში ვექცევი. უფრო მეტად ვტირი. ვტირი, იმიტომ რომ მე მყავს ოჯახი. იმიტომ, რომ მიყვარს ჰარი. იმიტომ, რომ ამ ყველაფრით უბედური ვარ.
-ვივ, დამშვიდდი გთხოვ. - ჰარი თავზე ნაზად მკოცნის. ახლა, ვმშვიდდები.
ვწყნარდები.
ჰარის მკლავებში.
-ის არ მიმიღებს ხო? ლიამი ნაბიჭვრად ჩამთვლის. - ჰარის მოვშორდი, მაგრამ ადგილი არ შემიცვლია.
-მასე ასე ნუ ფიქრობ. ლიამი არ არის ეგეთი, ვივ. ხვალ საღამოს, ჰელოუინზე აქ იქნება. - ჰარი იღიმის. დედამისის ღიმილი აქვს, ზუსტად.
-მართლა?
-მართლა.
თავს ვუქნევ. ის გადის.
ჩემი ოჯახი. მამა და ძმა.
* * *

ყველაფერი მზად არის. ახლა, სტუმრების მოსვლის დროა. ლიამიც მოდის. ჯერ-ჯერობით არ ვარ დარწმუნებული ის მამაჩემთან ერთად მოვა თუ მარტო, მაგრამ ის უფრო მანაღვლებს მიმიღებს თუ არა.
ჩვეულებრივ ტანსაცმელში ვარ გამოწყობილი. თმები როგორც ყოველთვის კოსად მაქვს შეკვრული. კედელს ვარ მიყრდნობილი. აბიგეილი ჩემს წინ დგას და ბუტბუტებს. რა თქმა უნდა, მას ყველაფერი ვუთხარი, და ის ყოველწამს იმეორებს " ეს რა ხდება ამ სახლშიო " . მართლაც, რა ხდება ამ სახლში?
ჯერ იყო და, რიჩარდის ამბავი. მერე, ჯემას გაქცევა. ახლა კი ეს.
კარზე ზარის ხმა გაისმა.
გული ამიჩქარდა.
ფეხები მეკვეთება იმის გააზრებაზე, რომ ახლა აქ, ჩემი ძმა უნდა შემოვიდეს.
-გაჩერდით! - კარისკენ მიმავალ რებეკას დაუძახა ჰარიმ. - კარს ვივიენი გააღებს. - მე შემომხედა და მანიშნა წამოდიო.
მე ყოყმანით ვყვები მას. ჰარიც ჩემს გვერდითაა. კარის სახელურს ვწევ და ვაღებ. წინ ლიამი დგას. მე მაშტერდება. მეც ვაშტერდები.
- იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ვიდრე იყო ვივიენ პეინის ძმა - წამით ვაცნობიერებ რას ამბობს, მაგრამ ის მთელი ძალით მიხუტებს. ჩემი ძმა.
ის ჩემი ძმაა.
ვგრძნობ, როგორ მისველდება ლოყები ცრემლისგან, და იმასაც ვგრძნობ როგორ ისმის ირგვლივ ტაში.
რამდენიმე წამის შემდეგ ერთმანეთს ვშორდებით. ხელი-ხელ ჩაკიდებულები შევდივართ.
-ჰელოუინის დღესასწაულს გილოცავთ! - ლიამი ყველას გასაგონად ყვირის. მისი ყვირილი და მუსიკების ბოლო ხმაზე ჩართვა ერთია.
ასეთი ხმაურიანი ჰელოუინი ჩემს ცხოვრებაში არ მქონია.
ყველა ცეკვავს, აბი ჩემთან დგას და მეხუმრება აწი ლიამთან საქმე შენ უნდა ჩამიწყოო. ორივე ვხარხარებთ, როდესაც რებეკა გვიახლოვდება.
-რა ხდება გოგოებო? - ის გვიღიმის.
-ღმერთო! მართლაც, რომ ისეთი ღიმილი გაქვთ, როგორსაც ვივიენი მიყვებოდა. - აბიგეილი იცინის. რებეკა კი წითლდება.
-გმადლობთ გოგოებო. - შემდეგ კი გვტოვებს.
ჰარი, ლიამი და კიდევ სამი ბიჭი დივანზე სხედან და სვავენ. ის სამი ბიჭი, რომელიც ვახსენე ისინი არიან რომლებიც ჰარის ესტუმრნენ.
ლიამი გვანიშნებს აქეთ მოდითო. აბიგეილი ოდნავ ყოყმანობს, მაგრამ ძალით მივათრევ.
-მოდით გოგოებო, გავიცნოთ ერთმანეთი. - ამბობს ქერა. ეს ის ქერა, რომლის გამო მაშინ დააგვიანდათ.
-ეს ზეინი - მანიშნა შავთმიან ბიჭზე, რომელიც მიღიმის - ეს ლუი - ცისფერთვალება. - ეს ნაილი. - ეს ის ღორმუცელა. - ეს კი ვივიენი და აბიგეილი, ხომ სწორად ვთქვი? - აბიგეილს ეკითხება.
-დიახ. - მორცხვად პასუხობს აბიგეილი. ისე, უნდა ვიფიქრო მათ წყვილზე.
ყველა საცეკვაოდ გადის. ლიამი და აბი ერთად ცეკვავენ ( ცეკვა თუ ჰქვია ამას). სხვებიც სადღაც მიმოიფანტნენ. მარტო მე და ჰარი დავრჩით ერთმანეთის პირისპირ.
ჰარი დგება და გვერდით მიჯდება. ვერ ვხვდები რას აკეთებს.
-შესანიშნავი ძმა გყავს. - არ მიყურებს.
-ვიცი. - სიამაყით ვამბობ.
-პირველი ჰელოუინია დედაჩემის გარეშე. - ჰარი მიყურებს. მე კი საერთოდ არ ვუყურებ. დარწმუნებული ვარ, თვალებში რომ ჩავხედო მომინდება ყველაფრის თქმა მისთვის. დედამისი აქაა. მის თვალწინ.
-პირველი ჰელოუინია დედაჩემის გარეშე - მეც ვამბობ - და ჯემას გარეშე. - ვამატებ და ამჯერად მას ვუყურებ.
-სამწუხაროდ, მე არც ერთხელ არ გამიტარებია ჰელოუინი ჯემასთან. - ჭიკას, რომელიც ამდენი ხანი ხელში ეკავა მაგიდაზე დებს. - ლიამი ამ სახლიდან წაგიყვანს, რაც იმას ნიშნავს რომ ნაკლებად ვნახავთ ერთმანეთს. - ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. მე არ ვიცი, ლიამი მართლა წამიყვანს?
-არ ვიცი, ლიამი მართლა წამიყვანს თუ არა. - მხრებს ვიჩეჩ და მას ვუყურებ.
-თუ წაგიყვანს, მომენატრები. - ეღიმება. ჩემს ხელს იღებს და თითებს ერთმანეთში ხლართავს. - შენ? შენ არ მოგენატრები ხოლმე? - ისევ იღიმის. ოდნავ ხმამაღლა ამბობს, რათა გამაყრუებელი მუსიკის ხმა გააჩეროს. - მიპასუხე. - თითებზე ოდნავ მიჭერს.

-არ ვიცი. - საერთოდ არ ვიცი რა ვუპასუხო.
-მიპასუხე-თქო. - მკაცრად იმეორებს.
-კი.
-რა კი? - არ მანებებს და თითებზე უფრო მიჭერს, თანაც ამაზე ეღიმება.
-მომენატრები. - ახლა აღარ მიჭერს და მიღიმის. თითქოს, პასუხით დაკმაყოფილდაო.
-ტელეფონს, როცა იყიდი ლიამს გამოართვი ჩემი ნომერი და მომწერე. თუ არა და, მე გამოვართმევ შენს ნომერს ლიამს. - კითხვას გისვამთ: რატომ მოქმედებს ის და მისი ღიმილი ჩემზე ასე?
რატომ მაქვს ასეთი რეაქცია?
დარწმუნებული ვარ ახლა პამიდორზე, ჭარხალზე და ყველაფერზე მეტად წითელი ვარ.
-კარგი.
-მომწონს როცა წითლდები. - ხელს მიშვებს. მეორე ხელი დივნის ზედაპირზე უდევს, ჩემს ზურგს უკან.
-გეყოფა. - ვეუბნები, ისე რომ გაიგოს.
-რა?
-ასე მოქცევა.
-რამე დავაშავე?
-კი ჰარი, ძალიან ბევრი რამე დააშავე. - ამდენი ხნის შემდეგ ვამბობ სიტყვა " ჰარი "-ს.
-ჩემს სახელს კარგად წარმოსთქვამ.
-ღმერთო! როდის შეეშვები ჩემი ნერვების მოშლას?
-კარგი, კარგი. - იცინის ამჯერად ხმამაღლა. როცა წყნარდება ისევ აგრძელებს ლაპარაკს - რახან, ეს შენი ბოლო დღეა ამ სახლში მინდა რაღაცეები გითხა. - გონებაში ვნატრობ რომ ეს " რაღაცეები " რამე კარგი იყოს.
-ბოდიში, პირველივე დღეს რომ გაწყენინე. - მახსენდება ის სოტყვები რომელიც მაშინ მითხრა როცა ყავა შევუტანე. - ბოდიში, რომ გაგარტყი - მახსენდება ესეც. - სავაჭრო მაღაზიაშიც რომ დაგამცირე - ესეც კარგად მახსოვს. - ჯემას გაქცევის დღესაც რომ გიყვირე. ხომ მაპატიებ? - ვერ ვიჯერებ ამას, რომ ჰარი მეუბნება.
-ამას იმიტომ აკეთებ, რომ ლიამის და ვარ?
-არა, ჩემ მკვდარ დედას გეფიცები არა. - მის სიტყვებზე მეღიმება.
-გპატიობ. - ვუღიმი.
ჰარი დგება და წასვლას აპირებს,როცა ჩემი ხმა აჩერებს.
-ჰარი, ლიამის მამა კარგი კაცია?
-არა, ლიამის მამა კარგი კაცი არ არის. - ვიღუშები - ლიამის და ვივიენის მამაა კარგი კაცი. - მას ვუყურებ და მეცინება. ესეიგი, ყველაფერი იდეალურადაა.
-გმადლობ, ჰარი.
ბოლოს და ბოლოს ჰარი მიდის. ვფიქრობ იმაზე თუ რა მოხდება.
ძალიან მინდა ვიცოდე რატომ? რატომ არ ვიცოდი აქამდე ეს ყველაფერი! დედაჩემმა რატომ დამიმალა.
სამზარეულოში გავდივარ, ყველაფერს ვეხები, იმას რასაც დედაჩემი ეხებოდა ხოლმე.
სკამებს.. მაგიდასს.. ონკანსს.. ყველაფერს.
-ვივ.. შენ გეძებდი. - ნაცნობი ხმისკენ ვიხედები. ეს ჰარია. ანდა, არა ეს ჰარი არ არის.
ეს ჰარია - გიტარასთან ერთად.
ესეც, შესაძლებელია?
ვხედავ როგორ კეტავს კარს. რაც მუსიკის ხმას ახშობს.
-მისმინე, შენზე ძალადობას არ ვაპირებ ასეთი სიფათი ნუ გაქვს - ეცინება და მეც მეცინება. - ხო. ახლაც ნუ გაქვს ესეთი სიფათი, გიტარაზე ვიცი დაკვრა და გთხოვ ნუ გიკვირს. რაღაც მინდა მოგასმენინო. - ამბობს და მანიშნებს რომ დავჯდე. სკამზე ვჯდები, ისიც ჩემს პირდაპირ.
გიტარას იმარჯვებს.
პირველ აკორდს უკრავს, შემდეგ მეორესაც და ბოლოს მის ხმასაც ურთავს ამ ყველაფერს:
Settle down with me
Cover me up
Cuddle me in
Lie down with me
And hold me in your arms
And your heart's against my chest, your lips pressed to my neck
I'm falling for your eyes, but they don't know me yet
And with a feeling I'll forget, I'm in love now
Kiss me like you wanna be loved
You wanna be loved
You wanna be loved
This feels like falling in love
Falling in love
We're falling in love - ყოველი სიტყვა, ყოველი ბგერა, გულიდან ამოდის. ეს ყველაფერი ჩემში შინაგანად შემოდის და არ მაძლევს უფლებას გარეთ გავუშვა. მისი შესანიშნავი ხმა, დამატყვევებელია.
თვალებს ვხუჭავ და მას მთელი ჩემი არსებით, მთელი ჩემი გრძნობით ვუსმენ :
Settle down with me
And I'll be your safety
You'll be my lady
I was made to keep your body warm
But I'm cold as the wind blows so hold me in your arms
Oh no
My heart's against your chest, your lips pressed to my neck
I'm falling for your eyes, but they don't know me yet
And with this feeling I'll forget, I'm in love now
Kiss me like you wanna be loved
You wanna be loved
You wanna be loved
This feels like falling in love
Falling in love
We're falling in love
ჰარი ამთავრებს. არ ვიცი ახლა რას აკეთებს რადგან თვალები დახუჭული მაქვს. ეს-ესაა თვალები უნდა გავახილო, რომ მის ტუჩებს ვგრძნობ ჩემსაზე და დაუფიქრებლად მეც ვყვები ამაში.
დღეს კი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე დავრწმუნდი, რომ საბოლოოდ შემიყვარდა
უხეში.
უზრდელი.
ჩემი ბოსი.
ჰარი სთაილსი.
-----
თუ აქამდე მოაღწიეთ, ბოდიშს გიხდით, რომ რამდენიმე წუთი თუ საათი უაზრობაში გაატარეთ.
ეს ჩემი პირველი ისტორიაა, ამიტომ დამენანა უაზროდ ყოფილიყო კომპიუტერის ფაილში შენახული. ამიტომ ავტვირთვე.
კიდევ არის რამდენიმე ნაწილი, მაგასაც მალე დავდებ.
ვიცი, სისულელეა, ცუდად მაქვს დაწერილი, ბევრი შეცდომებია, უემოციოა, მაგრამ მაინც იყოს რა..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი ევრიკა

კი, მახსოვს ადრე იდო საიტზე.
ჰარი ჩემი კუმირია.
ვერ ვიტყვი, რომ შესანიშნავია. როგორც თვითონ ამბობ, ბევრი შეცდომებია.
მაგრამ, წინად როდესაც იდებოდა ვგიჟდებოდი და ახლაც ძალიან მიყვარს. heart_eyes heart_eyes
მეორე ნაწილსაც წავიკითხავ :*

 




ნუ შეცდომები კი არის მაგრამ სასიამოვნო წასაკითხია ❤❤

 



№3  offline წევრი Mariami^^)

აუუძალიანნ მომეწონაა მალე დადე რაა❤️

 



№4  offline მოდერი სალანდერი

პირველი რამდენიმე ხაზი წავიკითხე და არ შემიძლია.
მომსახურე პერსონალია ეგ.
ღმერთმანი '________'

 




uemocio?? gadaob??:ddd es gogo rodesac tiroda mec vtirodi. sashinlad momewona da ra vqna dzalian dzalian minda axali nawilis wakitxvaa.
--------------------
"Do not be satisfied with other stories, create your own myth." !!! Writing is my life.

 



№6  offline წევრი პენელოპე

სალანდერი
პირველი რამდენიმე ხაზი წავიკითხე და არ შემიძლია.
მომსახურე პერსონალია ეგ.
ღმერთმანი '________'

კიდევ კარგი ბოლომდე არწაიკითხე ;დდდ
საშინელებები მიწერია :დ

ციფერთვალაგოგო
uemocio?? gadaob??:ddd es gogo rodesac tiroda mec vtirodi. sashinlad momewona da ra vqna dzalian dzalian minda axali nawilis wakitxvaa.

მთლად მასეც არ გინდა ახლა ;დ

 




პენელოპე
სალანდერი
პირველი რამდენიმე ხაზი წავიკითხე და არ შემიძლია.
მომსახურე პერსონალია ეგ.
ღმერთმანი '________'

კიდევ კარგი ბოლომდე არწაიკითხე ;დდდ
საშინელებები მიწერია :დ

ციფერთვალაგოგო
uemocio?? gadaob??:ddd es gogo rodesac tiroda mec vtirodi. sashinlad momewona da ra vqna dzalian dzalian minda axali nawilis wakitxvaa.

მთლად მასეც არ გინდა ახლა ;დ

ახლა უკვე ნერვებს მიშლი"დდდ სხვების აზრი საერთოდ არ მაინტერესებს მთავარია მე მომეწონა. heart_eyes kissing_heart
--------------------
"Do not be satisfied with other stories, create your own myth." !!! Writing is my life.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent