ბოსის შვილი (ნაწილი II) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოსის შვილი (ნაწილი II)


5-08-2018, 14:42
ავტორი პენელოპე
ნანახია 641

ბოსის შვილი (ნაწილი II)

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახალი სამყარო ტრიალებს ჩემს ირგვილ. ახლად ვიბადები და ყოველივე ეს მიხარია. ბედნიერებისგან არ ვიცი რა ვქნა. ეს ჩემი პირველი კოცნა იყო. ჰარი ფრთხილად მაშორებს მის ბაგეებს და თვალებში მიყურებს. -ეს პირველი კოცნა იყო, ხომ ასეა? - გიტარა ისევ კალთაში უდევს და ისე მეკითხება. თავს მორჩილად ვუქნევ. - მოგეწონა? - ისევ მეკითხება და მე ისევ თავს ვუქნევ. სირცხვილისგან არ ვიცი რა ვქნა. - კარგია. - მიღიმის და დგება. გასვლას აპირებს, მაგრამ მე ამის უფლებას არ ვაძლევ და ვეძახი:
-შენ, ჰარი? - ნელა ბრუნდება ჩემსკენ. - შენ მოგეწონა? - სკამზე ვზივარ იმის მოლოდინში, თუ როგორ დამამცირებს. მაგრამ მისი პასუხი ყველაზე გამაოგნებელია:
-შენ ერთადერთი მიზეზი ხარ რის გამოც დილით თვალის გახელა მინდა, ვივ. - თავს აქნევს და უკან მოუხედავად გადის.
***
ჩემოდანში ბოლო ნივთს ვალაგებ და ბოლოჯერ ვავლებ ჩემს ოთახს თვალს. ამ დილით ლიამი მოვიდა და მითხრა რომ სახლში უნდა წავსულიყავით. ძალიან მიხარია. თავისუფლებას ვეღირსები. უსამართლო აქნება რომ ვთქვა აქ შებოჭილი ვიყავი-თქო მაგრამ ეს მაინც სულ სხვა იქნება. მამა და ძმა. ჩემოდანი არ არის მძიმე, რადგან იმდენი ბარგი არ მქონდა, რომ მძიმე ყოფილიყო. ქვევით ყველა მე მელოდება. ჰარის ვავლებ თვალს, რომელიც დივანზე ზის. ლიამის გვერდით. პირველად რიჩარდთან მივდივარ. -გმადლობთ ყველაფრისთვის რაც ჩემს გამო გააკეთეთ. - ვუღიმი და ვეხუტები. შემდეგ ყველა ჩემს თანამშრომელს ვემშვიდობები, ახლა ჯერი ტომიზეა. მასაც ვეხუტები რა დროსაც ის ყურში მიჩურჩულებს: - შეიძლება მალე ქორწილში მოგიწიოს მოსვლა. - ჩემთვის მეცინება. აი თურმე რა ჰქონია ჩაფიქრებული. რებეკასთან მივდივარ და ვჩურჩულებ - თქვენს საიდუმლოს საფლავში ჩავიტან, მანამდე კი იმედი მაქვს ის გაიგებს. - მზერას ჰარისკენ ვაპარებ. რებეკა სევდიანად მიღიმის. -აბიი.. სკოლაში შევხვდებით. - აბიგეილსაც ვემშვიდობები. ჰარის ჯერია. არ ვიცი რა ვქნა, როგორ მივიდე. გუშინ მისი სიმღერა და მერე... დივანთან ახლოს მივდივარ და ხელებს ერთმანეთში ვხლართავ. ჰარი დგება. მე მიყურებს. -ნახვამდის, ჰარი. - ვუღიმი. -ნახვამდის, ვივ - მსიამოვნებს " ვივ"ს რომ მეძახის, მაგრამ უცებ.. -ენ. - მან ჩემი სახელი დამარცვლა. გაბრაზებულად წარმოსთქვა. ნეტავ ამჯერად რა დავუშავე. გამბედაობას ვიკრებ და მას ვეხუტები. ხელებს ვგრძნობ წელზე და ყურში ჩუმად მიჩურჩულებს - ტელეფონზე არ დაგავიწყდეს. -არ დამავიწყდება. -მოგაკითხავ, აუცილებლად. - მიღიმის და მშორდება. -წასვლის დროა. - ლიამის ხმა ფიქრებიდან მარკვევს.
***

სახლიდან მე და ლიამი გამოვდივართ. ჩემს წინ შავი მანქანა დგას, ლიამისია. უკან აბი და ჰარი მოგვყვება, სხვები ალბათ სახლში დარჩნენ. ის-ისაა მანქანაში უნდა ჩავჯდე, რომ ჰარის ხმა მისკენ მიბრუნებას მაიძულებს.
-ვიღაცისთვის დამშვიდობება დაგავიწყდა. - ჰარი ამბობს და მზერას საჯინიბოსკენ, აპარებს. რგორ დამავიწყდა, მასთან დამშვიდობება. უკანმოუხედავად გავრბივარ. ჰენრი უცნაურად იქცევა.
-გამარჯობა, ჰენრი. - ხელს ვუსვამ - დასამშვიდობებლად მოვედი. - ცრემლნარევად ვუყურებ. - მოგაკითხავ, ხოლმე.
საბოლოოდ საჯინიბოდან გამოვდივარ. ვხედავ როგორ იცინიან ჰარი და ლიამი. მათთან აბიგეილიც დგას.
-ნახვამდის. - მათ საერთოდ ვემშვიდობები და მანქანაში, წინ მგზავრის ადგილას ვჯდები.
მგზავრობამ მშვენივრად ჩაიარა. ლიამი მეკიტხებოდა ყველაფერს, რა მუსიკას ვუსმენდი, ვინ მომწონდა და ა.შ. ბოლოს მაინც ჰარიზე ჩამოვარდა საუბარი:
-მასთან.. გიყვარს, არა? - დააეჭვებით მკითხა.
-არ ვიცი, ლიამ. - ჩემთვის უჩვეულო ხმით ვპასუხობ.
მეტი არაფერი უკითხავს.
სახლი უზარმაზარი იყო, კარი მოახლემ გაგვიღო და შიგნით შეგვიპატიჟა. ისე მექცეოდა თითქოს ამ სახლის დიასახლისი ვყოფილიყავი.
ლიამმა ხელი ჩამკიდა. დიდ კიბეებზე აუჩქარებლად ავედით. ოთახის კარები გააღო და... ბუმ!
ყველაზე ლამაზი მამაკაცი მთელ მსოფლიოში.
-გაიცანი, ვივიენ. მამაშენი - რობინ პეინი. - ლიამმა გაიცინა. რობინი - მამაჩემი წამოდგა. ჯერ მკაცრად შემათვალიერა, ახლა ალბათ დამცინებს მეთქი და..
-როგორ მომენატრე. - წარმოსთქვა და წამის მოულდნელად ჩამეხუტა.
რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს?
***
გაკვირვებული ვუსმენ მამაჩემს. ის მიყვება თუ როგორ დაუმალა დედაჩემმა ჩემი არსებობა. რადგან დედაჩემის ძმა, ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო. ანუ, მას ჩემი დაბადება არ უნდოდა. ამიტომ მან, მამაჩემს ეს ამბავი დაუმალა და გაიქცა. საბოლოოდ კი სთაისლების სახლში ამოყო თავი. მამამ, მითხრა, რომ ჰარი რაღაცაზე ელაპარაკებოდა ლიამს და ამ დროს ახსენა " ვივინე გარსია"- ო . მერე, კი ყველაფერი გაირკვა. შენი ბავშვობის ფოტო ვნახეთო და..

როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანის ცხოვრება ერთ წამში?
გუშინ, ერთი უსუსური ადამიანი ვიყავი, რომელსაც არც არაფერი გააჩნდა ოჯახის ჩათვლით, ახლა კი მდიდარი მამა და ძმა მყავს, რომლებიც უსაყვარლესები არიან.
ნამდვილად არ ველოდი, მამაჩემი თუ ასეთი კარგი კაცი იქნებოდა. რამდენიმე დღის წინ, მეგონა რომ ერთი გაიძვერა კაცი იყო. თანაც, დედაჩემი სულ მიყვებოდა, რომ ნარკომანი და ლოთი იყო, ასე რომ სხვა რა უნდა მეფიქრა.
ჩემი დიდი ოთახში ვარ და გაფაციცებიტ ვათვალიერებ ნივთებს. ვაღებ კარადას რომელიც ტანსაცმლითაა სავსე.ყველაზე ძვირიანი ბრენდებიდან, ვერ ვიჯერებ რომ ეს ჩემია.

ტუმბოზე ახალი ტელეფონი მხვდება. ვირებ და ჰარის სიტყვები მახსენდება. უცხო ნომრიდან შეტყობინება მომდის:
"ხვალ საღამოს ტომის ქორწილში ხარ დაპატიჟებული.
იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს აუცილბელად მოდი. თორემ, მოგაკითხავ და ძალით წამოგათრევ.
რამე კარგი ჩაიცვი. "
ბოლო სიტყვები: "რამე კარგი ჩაიცვი" .
რა ჩავიცვა?
თანაც ეს შეტყობინება გუშინ საღამოს დაახლოებიტ რვა საათისთვის არის მოწერილი. ანუ ქორწილი დღესაა. შავ შარვალს და თეთრ საროჩქას ვიცვემ. ფეხზე კი შავი კედები. ესეც ასე.
ქვევით ჩავდივარ. სუფრა უკვე გაშლილია. ლიამი და რობინი მე მელოდებიან.
-დილამშვიდობისა. - მათ ვესალმებ. ისინიც იგივეს იმეორებენ.
-დღეს ქორწილია, ხომ ასეა? - ლიამი ეშმაკურად იღიმის.
-შენც ხარ დაპატიჟებული? - ვეკითხები და პომიდვრის ნაჭერს ჩანგალს ვარჭობ.
-მეც? მამა, უთხარი რა ამ ძუკნას, რომ დიდ ლიამ პეინს ესაუბრება. - ლიამი სასაცილოდ იმანჭება. ამაზე კი გულიანად ვიცინით.
-მამა.. - ჩემი ასეთი მიმართვა მას აკვირვებს. - მადლობა ყველაფრისთვის. - მორიდებით თავს მიქნევს.
-ლიამ, ერთად წავიდეთ ხომ დღეს? - ლიამს ვეკიტხები. მაგიდიდან ვდგებით და დივანზე ვჯდებით.
-არა. შენთან ვიღაც უნდა მოვიდეს.
-რა? არა. მე მასთან ერთად არ წამოვალ.
-მამა! უთხარი რამე. - ლიამი იცინის.
-შენი შეყვარებულია? - მამაჩემიც ერთვება. ვერ ვიტან მათ!
-არ წავყვები!
-ხომ გახსოვს ვივ, " წამოდი თორემ ძალით წამოგათრევ. რამე კარგი ჩაიცვი" - ჯანდაბა მან იცის.
-შენ, წაიკითხე?
-ჰმ.. - მამა და ლიამი კიდევ კარგა ხანს ხარხარებენ.

-შვილო, შარვლით ქორწილში არ წახვიდე. საღამოს კაბა ჩაიცვი. - მამაჩემი თავზე ხელს მისვამს და მეფერება.
-მამა, მე არ მინდა მასთან ერთად წასვლა. - ვიღუშები და ვეხუტები.
-რატომ? ცუდად გექცევა?
-არა.. უბრალოდ ის ძალიან ამოუცნობია. - მხრებს ვიჩეჩ.
-მაგრამ, შენ ეს მოგწონს. ხომ ასეა? - მას შეუძლია ერთი შეხედვით წამიკითხოს. მიყვარს ჩემი ახალი ოჯახი.
-არ ვიცი. გუშინ.. - მამას ვშორდები და თვალებში ვუყურებ. - მე მას ვაკოცე. - თავს ვხრი, რადგან ძალიან მცხვენია.
-ნუ გრცხვენია საყვარელო. - ახლოს მიზიდავს.
-ვივიენ, ახლა კი მიდი მოემზადე, სანამ მოვიდა და ძალიტ არ წაგათრია. - ლიამი ხარხარებს. მე კი მისი მოკვლის სურვილი უფრო და უფრო მიმძაფრდება.
-მოკეტე, ლიამ. - თითის ქნევით ვემუქრები.
-გეყოფათ ბავშვებო! - რობინი ორივეს გვამშვიდებს.
ჩემს ოთახში ავდივარ. კარადაში ვიხედები, მაგრამ ვერაფერს ვერ ვხედავ საღამოს კაბისნაირს. თანაც, ფული არც კი მაქვს რომ ვიყიდო და მამაჩემსაც ვერ ვთხოვ. კარზე კაკუნია. ამას მიჩვეული არ ვარ. კარი იღება და შიგნით ლიამი შემოდის.
-დაკაკუნება საჭირო არ არის, ლიამ. - თბილად ვუღიმი.
-მისმინე, ეს შენი საკრედიტო ბარათია - ხელში საკრედიტო ბარათი უჭირავს - საკმარისი თანხა, თუ კიდევ დაგჭირდა შეგიძლია უბრალოდ გვითხრა. კარგი? - მიღიმის.
-არ იყო საჭირო. მადლობა. - ვეხუტები.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ.

* * *
შავს კაბას ვიცმევ, რომელიც რამდენიმე საათის წინ ვიყიდე, ლიამთან ერთად. მუხლების ოდნავ ზევით არის და ტანზე მომდგარია. ყელზე ყელსაბამს არ ვიკეთებ, რადგან არ უხება.ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია, შავი ფერის. მაკიაჟის გაკეთება არ მიყვარს და არც არასოდეს გამიკეთებია, თუმცა მაინც ვთვლი რომ ბუნბრივად უფრო კარგად გამოვიყურები.
იმაზე ფიქრი, რომ ჰარიც იქ იქნება მანერვიულებს.
ჩემს ოთახში ლიამი შემოდის იმის შესატყობინებლად რომ უკვე დროა. ქვევით ჩავდივართ.
-აბა, ჭკვიანად. - მამა გვიღიმის. ასეთი ბედნიერი ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. მყავს ოჯახი, ძმა და მამა. რომლებიც დამცავენ. არ ვიქნები სკოლაში გასაჭორი თემა და ყველაფერი კარგად იქნება.
ყოველშემთხვევაში ასე ვიმედოვნებ.
კარს ვარებთ და ვხედავ ნაცნობ მანქანას.
ჰარიმ მომაკითხა.
-ლიამ, ამიხსნი? - ლიამს მკაცრად ვუთხარი.
-აქ ასახსნელი არაფერია ვივ, მან თქვა, რომ მოვიდოდა და მოვიდა კიდეც.
-ის იმ შემთხვევაში მოვიდოდა თუ მე არ წამოვიდოდი.

ეს ჩემი ბრალი არ არის, ვივიენ. - ლიამმა ონდავ მკაცრად მითხრა, რამაც მიმახვედრა რომ სულელურად ვიქცეოდი. შავი მანქანიდა, რომლის პატრონიც ჰარი იყო, თვით ჰარი გადმოვიდა. ჩვენი მიმართულებით წამოვიდა.
-საღამო მშვიდობისა. - მოგვესალმა. სრულიად ამოუკითხავი სახე ჰქონდა.
ლიამი ტავის დაკვრით მიესალმა და თავისი მანქანისკენ წავიდა. მალევე დაძრა და წავიდა. მე და ჰარი ერთმანეთის პირისპირ ვიდექით.
-აბა, არ წამოხვალ? - ცალი წარბი ასწია.
-დიახ. - მორცხვად ვთქვი და მისი ავტომობილისკენ ავიღე გეზი. მისგან არც ველოდი, რომ კარს გამიღებდა ამიტომ პირდაპირ ჩავჯექი და მგზავრის ადგილი დავიკავე ჰარის გვერდით.
სიჩუმე იყო. ვერ ვიტან სიჩუმეს, თანაც ასეთ სიტუაციაში.
თავიდან ვერ ვიგდებ იმ ფრაზებს, რომლებიც ჰარიმ მითხრა.
"შენ ერთადერთი მიზეზი ხარ, რის გამოც დილით თვალის გახელა მინდა"
რას უნდა ნიშნავდეს?
"მომწონხარ"
"მომენატრები"
ღმერთო. რა ხდება ჩემს თავს?
ახლა კი მის მანქანაში ვზივარ და ქორწილში მივყავარ.
-კარგად ხარ? - მეკითხება, როდესაც ჩემს დაძაბულობას ამჩნევს.
-კი. - ვიტყუები, რადგან მე სულაც არ ვარ კარგად.
ის კოცნა..
სიმღერა..
ჯანდაბა! როგორ უხდება გიტარა.
ხმის ამოუღებლად მივედით სახლამდე. სადაც განათებული იყო ყველაფერი. სახლის უკანა ეზოში გამორთულიყო წვეულება.
ტომის ვერსად ვამჩნევდი, ესეიგი არ დაგვიგვიანია. ძალიან კარგი.
ავტომობილიდან გადმოვედი, წასვლა დავაპირე როცა ჰარის ხმამ შემაჩერა.
-ძალიან ლამაზი ხარ. - თვალები დავხუჭე, რათა სასიამოვნოდ შემოსულიყვნენ ეს სიტყვები ჩემში.
-მადლობა. - მას გავხედე. უბრალოდ მიყურებდა, მისი უხეში თვალებით და.. მე ეს მომსწონს.
მანიშნა რომ წავსულიყავით.
აბიგეილს ვერსად ვერ ვხედავდი, ამიტომ სახლში შესვლა გადავწყვიტე.
-გამარჯბა. - გავიღიმე. ყველამ მე მომაქცია ყურადღება.
-ღმერთო, ვივიენ. - რებეკამ ხელები გაშალა და ჩამეხუტა. ჰარის მზერა მომხვდა თვალებში რომელიც გაბრაზებული მიყურებდა.
ყველას მივესალმე და იქ წავედი სადაც ჰარი იდგა.
-რა მოხდა, ჰარი? - მას ვკითხე. შემომხედა.
-როდიდან გახდით მეგობრები? - ჩუმად მაგრამ ძალიან გაბრაზებული ტონით მითხრა.
-ჰარი..
-გაჩუმდი. ის ძუკნა, ვიცი მამაჩემიც არ არის მართალი რადგან მისი საყვარელი სახლში ჰყავს. შენ არ გავქს უფლება მას კარგად მოექცე და თავი ბედნიერად აგრძნობინო, იმის შემდეგ რაც მან გაგიკეთა! - ირგვლივ მიმოვიხედე, არ მინდოდა ვინმეს ეს საუბარი გაეგო. უკვე ყველა გასულიყო, ალბათ იწყება ქორწილი.
-ჰარი ის არ არის ! - ასეთი სიტყვები ჩემს ცხოვრებაში არ მითქვამს, მაგრამ ის მაიძულებს.
-მაშინ რა არის? მძულს. ჩემი მთელი არსებით მძულს, მის გამო წავიდა ჯემა სახლიდან.
-გთხოვ გაჩერდი! - ვყვიროდი და თვალებიდან ცრემლები მომდიოდა. ვეღარ ვუძლებდი იმას, რომ უდანაშაულო ადამიანს ცილს წამებდა. რომ დედამისი სძულდა.
-რა გჭირს? - მომიახლოვდა და ჩემთან შეხება სცადა, მაგრამ მოვიშორე.
-არ გაბედო! არ შემეხო! - ცრემლები მოვიწმინდე და გარეთ გავედი

სწორედ იმ მომენტს მივუსწარი როდესაც ტომის თანხმობა უნდა ეთქვა. მათ ერთმანეთს აკოცეს.
ერთი წამით ჩემი და ჰარის თავი წარმოვიდგინე და მაშინვე ვინანე, რადგან დავინახე როოგრ მიყურებდა ჰარი ძალიან გაბრაზებული თვალებით.
მან საკუთარ დედას უწოდა.
მართალია, მას გონია რომ ის რიჩარდსი საყვარლია მაგრამ.. ჰარის ბრალი არაფერია, მაგრამ მე სიმართლე ვიცი და ამის მოსმენა უბრალოდ აუტანელია.
ჯანდაბას შენი თავი ჰარი!
უკვე მრგვალ მაგიდებს ვუსხედით, როდესაც აბიგეილი მოვიდა ჩემთან. ულამაზესი იყო, თქვა რომ ჰარიმ უყიდა, რადგან გაიგონა როგორ ვტიროდიო. მომწონს ასეთი ჰარი. მას ყველაფერი მოვუყევი და გაოცებული მისმენდა.
-მან სიმართლე უნდა გაიგოს. - თქვა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
-ვიცი.. მას სრული უფლება აქვს იცოდეს, როცა ის გაიგებს რომ მეც ვიცოდი.. უბრალოდ მომკლავს. - თავი ჩავხარე.
-მაგრამ შენ რებეკამ გითხრა, რომ არ გეთქვა.
-ის გაბრაზებული ძალიან.. - სიტყვა გამიწდა როცა ჰარი დავინახე ზემოდან დაგვყურებდა.
-ვინ ვივიენ? ვინ გაიგებს? - კბილებში გამოსცრა.
-არ... არავინ.. - სიტყვები ერთმანეთს ძლივს მოვაბი და ავდექი.
-ნუ მატყუებ!
-არ გატყუებ მართლა! - მეტი დამაჯერობლობისთვის ხელებიც ავაქნიე.
-ვინ მოგკლავს ვივიენ? - ხელი მკლავზე მომიჭირა. ტკივილსგან ვცახცახებდი.
-ჰარი მტკივა! -

რა ხდება? - ლიამის ხმის გაგონებისას ჰარიმ ხელი გამიშვა. ღრმად ამოვისუნთქე, მკლავი მთლიანად დაწითლებული მქონდა.
-არაფერი. - ჰარის ნაცვლად მე ვუპასუხე. აბი გაშტერებული იდგა.
-რა მოხდა ჰარი? - ლიამმა ხმამაღლა თქვა.
-ბოდიში. - ჰარი მრისხანედ ამომხედა და უკანმოუხედავად გაუჩინარდა.
-უბრალოდ..- ცრემლები წამსკდა და ლიამს მთელი სხეულით ჩავეხუტე. - ვეღარ ვუძლებ, გესმის.. - ვტიროდი. ლიამი ხელს თმებში მისვამდა.
ცრემლები მოვიწმინდე და საპირფარშოში წასვლა გადავწყვიტე.
სახლის კარები გავაღე არავინ იყო. შუქი არსად არ ენთო. ტელეფონიტ გავანათე იქაურობა სანამ სინათლეს ავანთებდი უხეშად მომკიდეს მკლავზე ხელი და მიმაბრუნეს.
-ამაღამ, კარგად გავერთობით. - რაღაცის სათქმელად პირი დავაღე თუმცა, წამში ყველაფერი სიბნელემ მოიცვა.
თავი : 12.
ცხოვრებაში არაფერი იმალება. ჩემი საიდუმლო, რომელსაც ნამდვილად ვერ ვუწოდებ " ჩემს " მალე გამნჟღანვდება. არ შემიძლია ვუყო ჰარის, რომელიც საკუთარ დედას შეურაცხყოფას აყენებს. რებეკას რომელიც ყველაზე თბილი ქალია დედამიწაზე და რიჩარდს, მას გრძნობები სააშკაროოზე არ გამოაქვს, მაგრამ გული შესტკივა თუნდაც უმნიშვნელო რაღაცაზე.
მე ვერ დავმალავ ამ საიდუმლოს. თუნდაც იმიტომ, რომ ეს მე შინაგანად მღრღნის, მფიტავს და მაიძულებს მოვატყუო ჰარი.
ის ჰარი, რომელიც მე მიყვარს.
ახლა, არც კი ვიცი სად ვარ. ვიღაც ტიპმა ხელი პირზე ამაფარა, ერთხანს გათიშული ვიყავი ახლა კი სრულ სიბმელეში მარტო ვარ. ვგრძნობ, რომ იატაკზე ვზივარ რადგან ჩემს ქვემოთ არსებული საგანი სულაც არ არის ფუმფულა ლოგინი. ყველაფრის მიუხედავად არ მეშინია. ჰარის სახის დანახვის შემდეგ, თუ როგორ მომექცა იგი, მის შემდეგ რაც მის გამო გადავიტანე უკვე აღარაფერს ვგრძნობ. მან გამანადგურა. მთელი ჩემი გრძნობები, ემოციები, ყველაფერი დადებითი რაც მქონდა ჩემი სულიდან დაუკითხავად წაიღო. ჩემი ბრალია. არ უნდა შემყვარებოდა.
-გაგიღვიძავს. - ვიღაცის სარკაზმით გაჟღენთილი ხმა ფიქრებიდან უეცრად მარკვევს. შუქს მთელ ოთახში ანთებს და ვხვდები, რომ მე ახლა სარდაფში ვარ. რა ჯანდაბა მინდა აქ?
-ვინ ხარ? - რბილი ტონით ვეკითხები. სულაც არ მინდა მასთან პრობლემები. თუმცა, ის უმიზეზოდ სულაც არ მომიტაცებდა.
-ნიკი დამიძახე. - ფართოდ მიღიმის - ძალიან მაინტერესებს სად არის ჰარი. რამდენი ხანი გავიდა? ერთი, ორი თუ სამი საათი? სად არის შენი ძმა? საუკეთესო მეგობარი? ჰარი? ნუთუ, ერთობიან და შენ დაავიწყდით - ჩემს გარშემო წრეს არტყამს. ჩემი გონების მოწამვლას ცდილობს. მაგრამ ის უკვე მოწამლულია სიტყვა " ჰარი"-თ.
-თავი დამანებე! - ვუყვირი.
-მისმინე ვივიენ, იცი ჰარი ვინ არის? ან შენი საყვარელი ძმა? საერთოდ იცი ისინი რა თამაშს თამაშობენ? - ხმადაბლა, გარკვევით და უხეშას მესაუბრება.
-რას ბოდიალობ?
-ოქტომბერი იყო. ჰელოუინის წინა დღე. ზუსტად ერთი წლის წინ. მე და ჩემი შეყვარებული ერთად უნდა შევხვედროდით, მაგრამ მან მითხრა რომ სხვა უყვარდა. და ეს სხვა, ჰარი იყო. კარგი, ერთი წამითაც კი არ მიფიქრია იმაზე რომ მან მიღალატა. მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცი და გავუშვი. რამდენიმე დღის შემდეგ, ვანესა ჩემთან მოვიდა ნამტირალევი იყო, თქვა რომ ჰარიმ გამოიყენა. ჯერ ძალით, თავი შეაყვარა შემდეგ კი მიაგდო. მას არ გააჩნია გრძნობები, ვივიენ. გამოგიყენებს და მიგაგდებს. შენმა ძმა, სწორედ რომ შენმა ძმა შეუწყო ხელი ვანესას ხელში ჩაგდებაში! ჩვენ ვმეგობრობდით. არ მინდა იგივე დაგემართოს. შენ უდანაშაულო ხარ! - ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ გაინტერესებთ რა მოხდა? - არაფერი. პირი ღია მქონდა. თვალებიდან ცრემლები მომდიოდა. სრულიად განადგურებული ვიყავი.
-ამას, რით დაამტკიცებ? - ძლივს ამოვილუღლუღე.
-მათ ჰკითხე. მაგრამ თავის გამართლება თუ დაიწყეს არ დაუკერო. ისინი გონებას მოგიწამლავენ!
-ნიკ.. მე.. არც კი ვიცი რა ვთქვა. - ცრემლი მოვიწმინდე და მას ავხედე.
-მეგობრები ვიყოთ, კარგი? - ფართოდ გამიღიმა. მის ღიმილზე მეც გამეღიმა.
-კარგი.
***
ჩემს ცხოვრებაში არაფერი არასდროს არ არის იდეალური. ჰარი ცდილობს, ჩემს ხელში ჩაგდებას მხოლოდ ერთი ღამისთვის. დღეიდან ყველაფერი სხვა გვარად იქნება. არ მინდა მის მახეში გავება.
მინდა ისევე დაიტანჯოს, როგორც მე. ის იგრძნოს, რასაც მე ვგრძნობ. და თავი ისეთივე გამოყენებულად იგრძნოს, როგორც მე ვგრძნობ ახლა.
შეუმჩნევლად ვუერთდები ქორწილის წვეულებას, აბიმ და ლიამმა მკითხეს თუ სად ვიყავი ამდენი ხნით, მე კი ვუპასუხე რომ უბრალოდ წამოვწექი. ჰარის ვერსად ვამჩნევ. ჩემი თვალები და გონება მას დაეძებს, უბრალოდ უნდა ერთი წამით შეხედონ მას. თვალებზე და გონებაზე მეტად ეს გულს უნდა. ვერაფერს ვუხერხებ ამ წყეულ გულს!
-ვივ, სახლში წავიდეთ. - ლიამი მაჯის საათზე იხედავს და მერე, მე მიბრუნდება. თავს ნელა ვუქნევ და მანქანისკენ მივემართები.
-შეიძლება მე წავიყვანო ვივიენი? - მომენტალურად ხმის მიმართულებით ლიამი და მე ვიხედავთ.
-რა თქმა უნდა. - ლიამი ეშმაკურად იცინის. სულაც არ ვარ მის ხასიათზე. თანაც იმ ყ ელაფრის შემდეგ რაც გავიგე. ანუ, ჰარის გეგმაში ჰქონდა ის გოგო შეყვარებულს დაშორებოდა ხელში ჩაეგდო, წაერთვა ის რაც მას უნდოდა და შემდეგ უვრალოდ მიაგდო. გეგმა გაამართლა. და ამ ყველაფერში ჩემი ძმაც უწყობდა ხელს.
-მე ლიამთან ერთად მინდა წასვლა. - ნერწყვს ხმაურიანად ვყლაპავ და ჰარის რეაქციას ველოდები.
-უნდა ვილაპარაკოთ. - საბოლოოდ თავს ვუქნევ, მას ვემორჩილები. მართალია, უნდა ვილაპარაკოთ.
მის მანქანაში ვსხედვართ. ძრავას რთავს და რამდენიმე წუთი ხმას არც ერთი არ ვიღებთ.
-აბა? - ამ სასიამოვნო დუმილს ვარღვევ და მას ვესაუბრები. დაძაბულია, როცა საჭეს მართავს. ეს ალბათ დედამისის გამოა.
-ვიცი, რომ რაღაც ჯანდაბას მიმალავ. - წამიერად ჩემსკენ იხედება შემდეგ კი ისევ გზას უყურებს.
-არაფერსაც არ გიმალავ.
-მაშინ, რაზე ამბობდი?
-ანგარიში უნდა გაბარო? ჩემს საუკეთესო მეგობარს ველაპარაკებოდი! - გაღიზიანებული ხმამაღლა ვამბობ.
-ტონს ნუ უწევ!
-შემიძლია ავუწიო! მე შენი მოსამსახურე უკვე აღარ ვარ ჰარი! - ვუყვირი. - უკვე აღარ. - ბოლო სიტყვებს ისევ ვიმეორებ, ოღონც ამჯერად ჩუმად.
-არ მინდა გათამამდე.
-არ ვთამამდები.
-მპირდები, რომ ისევ ის ვივიენი იქნები, რომელიც პირველ დღეს კიბეებზე დამეჯახა?
-გპირდები.
-კარგია.
-რატომ, ჰარი? - არ ვიცი ამ ყველაფერს რა დავარქვა.
-რა, რატომ?
-მისმინე! შენ მეუბნები ისეთ რამეებს, რაც მაიძულებს სხვანაირად ვიფიქრო. მიგყავარ მანქნით სახლში როდესაც ლიამს თავისუფლად შეუძლია მიმიყვანოს. მიმღერი სიმღერას, მკოცნი.. - ამ მომენტში ვჩერდები - შემდეგ ასე უხეშად მექცევი. ამას, რა დავარქვა?
-რაც გინდა.
-ჰარი, რატომ მექცევი ასე?
-ვივიენ. მე ვერ ვიქნები ის ბიჭი, რომელიც ყოველდღე სადღაც დაგპატიჟებს. ის ბიჭი, რომელიც ყვავილებს მოგართმევს, ის ბიჭი რომელიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებს. მე არ შემიძლია, გესმის? - შოკში ვარ. ეს რა იყო?
-სულაც არ არის საჭირო შეგიძლია თუ არა, მთავარია გინდოდეს. - ვეუბნები და ნერწყვს დაძაბულად ვყლაპავ პასუხის მოლოდინში.
-რა გინდა, რომ გითხრა?
-სიმართლე.
-მე მიყვარდა ერთი გოგო რომელსაც გული ვატკინე. ის ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარულო იყო. - მანქანას აჩერება. ვააანალიზებ, რომ სახლში ვარ.
-იყო? - კითხვის დასმას წესიერადაც ვერ ვახერხებ ისე აერთებს მის ბაგეებს ჩემსას. წამით ჩერდება. თითქოს თანხმობას ელოდებაო. მე კი ამ თანხმობას კოცნით ვუდასტურებ. პირს ვაღებ, რომ თავისუფლად შეძლოს ენით მოძრაობა ჩემს პირში. მშორდება.
-არ მინდა დაგკარგო, ვივიენ. - ჩურჩულებს და ხელს ლოყაზე მისვამს.
-არ დამკარგავ.
-დროებით. - ამბობს და მშორდება.
მანქანიდან გადავდივარ. ხელს ვუქნევ და სახლში შევდივარ. ლიამი მოსულა. მამა და ლიამი დივანზე სხედან. ვათ ვუახლოვდები და ბოლო ხმაზე ვყვირი:
- რა ჯანდაბას მიკეთებს ჰარი ედვარდ სტაილსი?

ლიამი და მამა გაკვირვებული მიყურებდნენ, რამდენიმე წამში კი ხარხარი დაიწყეს. ოდესმე ვთქვი თუ როგორ მძულს ესენი?
ღამე მშვიდობისა არც კი მისურვებია ისე ავედი ჩემს ოთახში. ხუთი საათი იყო, ამიტომ უნდა დამეძინა. ტანსაცმელი გავიხადე და ლოგინში შევწექი.
მაინც ვერ მივხვდი, რატომ მომიტაცა ნიკმა თუ ამის თქმას აპირებდა? იქნებ არ უნდოდა ჰარისთვის საკუთარი თავი დაენახვებინა? მათ რამე კონფლიქტი მოუვიდათ? რა თქმა უნდა, მოუვიდოდათ ამ ყველაფრის შემდეგ.
ოჰ, ჰარი! კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ არ უნდა შემიყვარდეს ჰარი სტაილსი: გამომიყენებს. თუმცა, უკვე ხომ მიყარს.
ვერ ვიტან, როცა მას ვატყუებ. მომკლავს, როცა გაიგებს რომ მე ვიცოდი ამის შესახებ.
ხვალ სკოლაა. სულ არ მახსოვდა, თუმცა გაკვეთილები წინასწარ მომზადებული მქონდა ამიტომ სანერვიულო არაფერი მაქვს.
ფიქრებიდან ტელეფონის წრიპინი მარკვევს. ვიღაცისგან შეტყობინებაა.
From: Harry
" კარგად ხარ? " - თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მან მაკოცა და სრული შოკი იყო. იმას, რომ გოგო გამოიყენა და მიაგდო, იმას რომ ვიღაცა მისი უკანასკნეკი სიყვარულია, კი ძალიან კარგად ვარ.
To:Harry.
" კარგად. რატომ? "
პასუხის მოლოდინში ეკრანს რამდენჯერმე ვუყურებ.
From: Harry
" არა, უბრალოდ შეგეკითხე. აბიგეილს ვინ ამეცადინებს? მას ხომ სჭირდება მეცადინეიბა? "
ამაზე სულ არ მიფიქრია. რა სულელი ვარ. აბის სკოლაში ჩავუტარებ გაკვეთილებს, ან სახლში წამოვიყვან.
To:Harry.
" შეგიძლია ხვალისთვის მოამზადებინო, შემდეგ კი კოლაში ან სახლში ვამეცადინებ? გთხოვ. "
მე ახლა მას ვთხოვე. ან დამცინებს, ან არ შემისრულებს. ორივე ძალიან ცუდია.
From:Harry.
"კარგი, არაა პრობლემა. დაა, ჩვენ როდის შევხვდებით? უკვე მენატრები ( სიცილის ემოცია) "
თამაში გინდა სტაილს?! მოდი ვითამაშოთ!
To:Harry
" ნუთუ? ჰარი სტაილსს ვენატრები? "
From:Harry
"შენ წარმოიდგინე და - ჰო. ვივიენ, სერიოზულად ხვალ თავისუფალი დრო ხიმ გაქვს? "
To:Harry
" კი მაქვს, მაგრამ შენთვის - არა. ( თვალის ჩაკვრის ემოცია ) "
From: Harry.
"მაგასაც ვნახავთ. იმედია დამესიზმრები "
ამ ბოლო დროს ძალიან რომანტიული გახდა თუ მე მეჩვენება?
ჰარისი არ ვიცი, მაგრამ მე კი დამესიზმრა თვით ჰარი. ჯანდაბა, რა საყვარელია!
9:00
მაღვიძარას გამაყრუებელმა ხმამ მთელი ოთახი მოიცვა. ერთი ხელის ქნევით ჩამოვაგდე თუმცა წრიპინი მაინც არ შეუწყვეტია. სხვა გზა ნამდვილად არ მქონდა ამიტომ ავდექი. სკოლისათვის მოვემზადე. გუშინ ჩალაგებული ჩანთა ავიღე, ზურგზე მოვიკიდე და ქვევით ჩავედი. არავინ იყო ამდგარი, გარდა ჩვენი მოსამსახურისა. მას თბილად დავემშვიდობე.
სახლის მძღოლმა დაიჟინა,რომ მამაჩემმა დაავალა სკოლაში წავეყვანებინე, ამიტომ სხვა არჩევანი არც მქონდა - დავთანხმდი.
წვიმის წვეთებმა ჯერ ნელ-ნელა შემდეგ კი კოკისპირულად დაიწყეს დენა.
არ ვიცი, რატომ, როგორ, ან რანაირად მაგრამ მუდმივად ვფიქრობ მასზე. მიყვარს- ეს ბუნებრივია, ბუნებრივია რა სიმტომებიც ახლა მაწუხებს, მაგრამ ეს.. უცნაურია?! სახლში სადაც ოდიდგანვე ვმუშაობდი, ახლა შემიძლია სტუმრად მივიდე. არ მჯერა და ეს ოდნავ დაუჯერებელიცაა, მე სხვა ვარ. მაგრამ, მე მას დავპირდი.
მე ისევ ის ვივიენ პ ე ი ნ ი ვიქნები, რომელიც ჰარის კიბეებში ჩამოსვლისას დაეჯახა.
* * *

ჯეის თბილად დავემშვიდობე და სკოლაში შევედი. მესმოდა, როგორ ჩურჩულებდნენ რაღაც-რაღაცეებს, მაგრამ ყურადღება საერთოდ არ მიმიქცევია. აბი მალევე ვიპოვე. ერთმანეთს გადავეხვიეთ და მან მოყოლა დაიწყო:
-ჰარიმ შესანიშნავად მამეცადინა. - ფართოდ გაიღიმა. კლასში შევედით, ჩვენ-ჩვენი ადგილები დავიკავეთ. ზარის დარეკვამდე ხუთი წუთი რჩებოდა. მე, მოვუყევი ყველა დეტალი - გუშინდელიდან მოყოლებული დღემდე - ჰარის შეტყობინებები, ნიკის შეხვედრა.
-ნიკი არ ჩანს საიმენდო. გთხოვ, მას ნუ ენდობი. - დამწუხრებულად მომიგო აბიგეილმა. ვაფასებ მის მზრუნველობას. წარმოდგენაც კი არ მაქვს, რომ არა ის - ვის მოვუყვებოდი ჩემსზე ამდენს.
ამასობაში ზარიც დაირეკა. მთელი სამი წუთი მოვანდომე ამ ამბის მოყოლას, ძალიან ზოზინა ვარ.
გაკვეთილებმა ჩვეულ რიტმში - ნორმალურად ჩაირა. რომ არა ჰარი, და ჩემი საიდუმლოებები ერთი შეხედვით ნორმალურ თინეიჯერს ვგავარ. ჰარის გამოჩენის დღიდან, მუდმივად პრობლემებში ვეხვევი. რატომ ხდება ასე?
აბი, ამ შაბათ-კვირას სახლში დავპატიჟე. ვუთხარი, რომ მე მოვაკითხავ და წამოვიყვან. თანაც მინდა საჩუქარი გავუკეთო.
სახლში დაღლილ-დაქანცული მივედი. ახლა საჭმელის ჭამის და ძილის მეტი არაფერი მინდა.
-როგორ გაატარე დღე საყვარელო? - მამამ, ხელი მხარზე მომითათუნა.
-შეიძლება, ვილაპარაკოთ? - ვუთხარი და სამზარეულოს სკამზე ჩამოვჯექი. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, ჩვენს მოსამსახურე - ვაილას კი ანიშნა, რომ გასულიყო.
-ამ შაბათ-კვირას ჩემი საუკეთესო მეგობარი, მინდა დავპატიჟო სახლში. ხომ შეიძლება? - გავუღიმე და ისე შევხედე. ვიცი, რომ საწინააღმდეგო არაფერი ექნება, მაგრამ მე მაინც უნდა გადავამოწმო.
-ის, გოგო რომელიც ლიამს მოსწონს?- პასუხად სულ სხვას ველოდი " რა თქმა უნდა...", ამის მაგივრად კი რა მივიღე.
-რაა? - ერთი შევკივლე შემდეგ კი კმაყოფილმა გავიცინე.
-ლიამი ხშირად საუბრობს, ჩემთან და ჰარისთან საკუთარ გრძნობებზე. - ჰარის ხსენებაზე სახეს ვმანჭავ.
-ჰარიც საუბრობს საკუთარ გრძნობებზე შენთან? - ნერწყვს ხმაურიანად ვყლაპავ. მოუთმენლად ველოდები მის პასუხს.
-იცი, ის რთულია. მისი გაგება ერთეულებს შეუძლიათ. ის სხვანაირად ფიქრობს. ფიქრობს, რომ სიყვარული არ არსებობს. ფიქრობს, რომ არასოდეს არავინ შეუყვარდება, ის ძალიან რთულია. - ვიცი, რომ რთულია, მაგრამ მას თუ სიყვარულის არ სჯერა რატომ მითხრა ეს სიტყვები: " ერთი გოგო მიყვარდა მას გული ვატკინე, ის ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარულია".
ვის გულისხმობდა?
რას გულისხმობდა?
-შვილო, კარგად ხარ? - მამაჩემი დგება და ჩემთან მოდის. ვამშვიდებ, რომ არაფერია.
ჭამის შემდეგ ჩემს ოთახში ავდივარ, გაკვეთილებს სრულიად უხალისოდ ვამზადებ. შემდეგ კი ლოგინზე ვწვები.
ვცდილობ, გონებაში წარმოვიდგინო ჰარის პირველი და უკანასკნელი სიყვარული. მუდმივად ერთ სურათს ვხედავ: ჩემს სახეს.
ძალიან ბანალურია?
* * * *
დღევანდელი დღით დაღლილმა გადავწყვიტე წამოვწოლილიყავი და დამეძინა. თვალების დახუჭვას ვაპირებდი როდესაც ტელეფონის გამაყრუებელი ხმა გაისმა. რეკვა არ შეწყვიტა, გაბრაზებულმა ისე ავიღე ტელეფონი და ჩავწყვირე:
-რა იყო? - შემდეგ გავააანალიზე, რომ არც კი დამიხედავს ვინ იყო.
-გცალია? - ამ მსოფლიოში, პლანეტაზე, ყველგან, აბსოლუტურად ყველგან ყველას ხმა რომ მომასმენინო ისე არავისი არ მომეწონება როგორც მისი. იმ ერთადერთის, რომელმაც თავისი თავი ჩემს გულში დაიმკვიდრა.
-ამ.. არც კი დამიხედავს თუ შენ იყავი. - პასუხის მოლოდინში ტუჩზე ვიკბინე.
-ვივიენ, გცალია? - ისეთი ხმა აქვს აშკარაა მოწყენილია.
-კი. რატომ? - წარბებს ვაერთებ და ჩემს წინ მდგობ სარკეში, რომ ვიხედები საკუთარი თავის მეშინია.
-მოემზადე, სადმე წავიდეთ კარგი? - უცნაურად მეჩვენება ის რომ არ ბრძანებლობს ჩემზე. ძალიან უცნაური ხმაც აქვს.
-კარგი. და რამე მოხდა? - პასუხს რამდენიმე წამის განმავლობაში არ მცემს. რაც იმას ნიშნავს, რომ რამე ნამდვილად მოხდა. -კარგი. გელოდები. - ვამატებ.
თიშავს. ახლა კი ერთი რამ მაწუხებს: რა მოხდა?
რა ჩავიცვა?
იმის გათვალისწინებით, რომ გარეთ საშინლად სცივა, გრძელმკლავიან მაისურს და შემდეგ კი ქურთუქს ვიცვამ. ფეხზე კი, შავ შარვალს და ბათინკებს. ჩანთას ვიღებ, ქვევით ჩავდივარ, არავინ არ არის. ლიამს ტელეფონზე ვწერ რომ ცოტახნით გავდივარ. ჩვენს ბაღს გავდივარ დიდ ჭიშკარს ჯეი მიღებს. რამდენიმე წამში კი ჰარის მანქანა ჩერდება. უხმოდ ვჯდები. ჰარი ძრავას ამუშავებს და წამის მეასედში ადგილიდან წყდება.
რახან უკვე ზამთარია ძალიან ადრე ღამდება, ამიტომ უკვე მოსაღამოვებული იყო. მზე ნელ-ნელა ჩადიოდა.
ხმას არც ერთი არ ვიღებთ. არც ის - არც მე. სულაც არ ქმნის ეს დისკომფორტს, სასიამოვნო სიჩუმე, რომელიც მომწონს.
მანქანას დიდი ტბის წინ აჩერებს. რომლის არსებობა არც კი მსმენია. ტბის წინ ორი ხეა, მათ შორის კი ხის სკამი.
უხმიდ გადმოვდივართ. ტბისკენ მივდივართ და სწორედ იმ ორი ხის შორის სკამზე ვჯდებით.
-რა მოხდა, ჰარი? - დამწუხრებული ვეკითხები. არ მიყურებს, შესაბამისად მიწევს მის პროფილს ვუყურო.
იდეალური არსებაა.
-ვივიენ, - ხმადაბლა ამბობს - მე არ ვარ უგულო. მართალია რაღაც-რაღაც საკითებში ვერ გაგიგო და სრულიად საპირისპიროს ვფიქრობ რასაც შენ, მაგრამ მე სიყვარული შემიძლია. არ ვიცი ეს როგორ გითხრა. ვიფიქრე, რესტორანში წაგიყვან როგორ ფილმებშია-მეთქი, მაგრამ ეს ძალიან ბანალური იქნებოდა. არ მინდა ვინმე შეგეხოს ჩემს გარდა და ვინმეს შეეხო - ჩემს გარდა. ეს უკვე აღარ არის მოწონება, აღარ არის უბრალო გატაცება და ამას თამამად შემიძლია დავარქვა - სიყვარული. მიყვარხარ ვივიენ პეინ, მთელი ჩემი არსებით! - შოკისგან პირს იმხელაზე ვაღებ, რომ ადამიანის ერთი თავიც შეეტევა. ცრემლები მომდის, და არც კი ვიცი მას რა ვუთხრა.
სანამ რამის თქმას, მოვახერხებ ის ჩვენს ბაგეებს ერთმანეთს აერთებს. კოცნაში ვყვები, ნაზად თუმცა მაინც ოდნავ უხეშად შვრება ამას. რამდენიმე წამში მშორდება.
-ჰარი, მე.. მე არ შემიძლია. - თავს ვაქნევ. - მე არ ვგრძნობ იგივეს შენს მიმართ - არ ვიცი ეს რა ჯანდაბამ მათქმევინა იმ მომენტში, მაგრამ მივხვდი რომ ჰარისთვის ეს სიტყვები სილის გაწნის, ყვირილის, დამცირების და ნებისმიერი რამის რაც მან მე გამიკეთა, იმაზე უარესი იყო.
ვდგები და ტაქსის ვაჩერებ. მის თვალებს ბოლოჯერ ვავლებ თვალს, და ვხვდები რომ სწორედ ის იგრძნო რასაც მე ვგრძნობდი მისი ყოველი დამცირებისას.
თავი : 13
ვხედავდი მის თვალებს მაგრამ უკან მაინც არ ვიხევდი. ტაქსი ნელა, თუმცა ჩემთვის ძალიან სწრაფად მიდიოდა. არ მინდიდა ჰარის დატოვება, მან სიყვარული ამიხსნა მე კი უარი ვუთხარი. ამას ვინანებ, თუმცა უკვე ვნანობ. ვიცი, სულელი ვარ მაგრამ რაც ჩაფიქრებული მქონდა ის ავასრულე. მინდოდა ეგრძნო ის რაც ნიკის შეყვარებულმა იგრძნო მაშინ როცა გამოიყენა, და მინდოდა ეგრძნო ის რასაც მე ვგრძნობდი.
სახლში როცა მივედი გაშლილი სუფრა დამხვდა. ახლა ყველაზე მეტად აბისთან საუბარი მინდოდა, ამიტომ ლიამს ვთხოვე აბიგეილი მოეყვანა. ის კი რა თქმა უნდა სიხარულით დამთანხმდა. ოთახში ავედი. ლოგინზე ყოველნაირად გამოფიტული დავესვენე, არც ტანსაცმელი გამომიცვლია და არც არაფერი. ჰარი - ის არ არის იდეალური სულიერად, მას ბევრი ნაკლი აქვს თუმცა ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს. არავინ არის იდეალური. ის უხეშია, მკაცრი, სამართლიანი და ზოგჯერ საყვარელიც კი. მას მე შევუყვარდი და ეს სრული სიგიჟეა, თუმცა ეს რეალობაა. რეალობას კი წინ ვერაფერი ვერ აღუდგება.
კარს მიღმა აბის და ლიამის ხმა შემომესმა. ავდექი და კარი გამოვაღე.
-საღამო მშვიდობისა - ვუთხარი მას და გადავეხვიე. ცრემლები მახრჩობდა მაგრამ ლიამი იქ იდგა ამიტომ ჯერ-ჯერობით ტირილს არ ვაპირებდი. ლიამი წავიდა, შესაბამისად მე და აბი ოთახში შევედით.
-ძალიან ლამაზი სახლია. - გამიღიმა და ლოგინზე ჩამოჯდა.
-ჰარიმ მითხრა, რომ ვუყვარვარ. - ვთქვი და ტირილი დავიწყე. ერთი კი შეიყვირა მაგრამ მერე ჩემთან მოვიდა.
-მერე, რა გატირებს?
-უარი ვუთხარი. - მას ჩავეხუტე და ყველაფრის მოყოლა დავიწყე. ვბუტბუტებდი. იმ საღამოს აბი ჩემთან დარჩა, თქვა რომ ჰარი განადგურებული დაბრუნდა სახლში
* * * *
დილით მაღვიძარამ - სახელად ლიამმა შეგვატყობინა, რომ სკოლაში უნდა წავსულიყავით. თვალები ფართოდ გავახილე.
-როგორ გეძინა? - აბის ვკითხე და საბანი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე.
-შესანიშნავად. გმადლობ ვივ. - გამიღიმა და ჩემსკენ მოიწია. გულში ჩავიკარი.
-გინდა, ჩემთან, რომ გადმოხვიდე საცხოვრებლად? - ვკითხე რა დროსაც მობრუნდა და მკითხა:
-მერე, დედაჩემი? -ისიც მოვიდეს. გთხოვ.
-არა, ასე არ შეიძლება. - გამიღიმა. -თუ ვაიოლეტი დაგვთანხმდა შენ მაინც გაჩერდი ჩემთან ცოტახანი. - ვუთხარი მუდარით აღსავსე ხმით.
-კარგი.
* * * *
ლანჩს მივირთმევდით სკოლაში, როდესაც ერთმა კითხვამ გამიელვა.
-აბი, გუშინ ლიამმა რომ მოგიყვანა რა მოხდა? - წარბი ავუწიე.
-არაფერი. რა იყო? -მე ყველაფერს გიყვები, შენ კი არაფერს მიყვები შენზე. - გაბუტულმა ვუთხარი
-კარგი.. უბრალოდ, რაღაცებზე ვისაუბრეთ, მეტი არაფერი. - სერიოზულად მითხრა. მას ვენდობი. ვიცი, რომ არასოდეს არაფერს არ დამიმალავს. და ისიც ვიცი, რომ აბიც მენდობა. მასთან თავისუფლად შემიძლია ნებისმიერ რამეზე საუბარი, კამათი და ასე შემდეგ. ძალიან მიყვარს და ვაფასებ ყველაფერს, მის ზრუნვას..
სკოლიდან გამოვედით, აბიმ დამიბარა, რომ დედამის დაელაპარაკებოდა და შემატყობინებდა. ჯეიმ ჯერ აბი, შემდეგ კი მე წამიყვანა სახლში. გაკვეთილების მომზადება, როცა დავამთავრე ქვემოთ ჩავედი. დივანზე დავჯექი, დღეს საღამოს მამა და ლიამი კომპანიაში იყვნენ. დღეს ისიც გავიგე, რომ კომპანიას ხუთი კაცი, მათ შორის მამა და რიჩარდიც ხელმძღვანელობენ. დიდი კომპანია აქვთ, ფოტოები ვნახე. ზარის ხმა გაისმა. კართან მე მივედი და გავაღე. მოულოდნელობისგან შევყვირე:
-ნიკ?
* * *
-კარგი, ნიკ. გავიგე, რომ ჰარი არ არის კარგი. - უკვე მილიონჯერ ვუმეორებ მას, მაგრამ არა. ისევ თავისას იჟინებს. მას ნაწილობრივ ვენდობი ნაწილობრივ კი არა. მინდა, რომ ლიამის და რობის დაბრუნებამდე წავიდეს.
-კარგი, ნიკ. უკვე საღამოა და ხვალ ადრე უნდა ავდგე. - ვუთხარი და უხერხულად გავუღიმე.
-დიახ, რა თქმა უნდა. - ადგა. კარისაკენ წავიდა. სახეული გამოვსწიე, როცა ნაცნობი სხეული შევნიშნე.
-ჰარი? - ჩემმა ხმამ ისე გაიჟღერა თითქოს მისი დანახვა ახლა ყველაზე მეტად გამიხარდა, სანამ იმას გავააანალიზებდი, რომ ნიკიც აქ იდგა.
-შენ აქ რა გინდა? - უხეშად მიმართა ჰარიმ ნიკს. მე დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა.
-მე მისი მეგობარი ვარ. ხომ ასეა, ვივიენ? - ნიკი ახლა მე მომიბრუნდა. თავი დავუქნიე და ჰარის შევხედე. დარწმუნებული ვარ ჰარიც იმავეს მეტყვის რასაც ნიკი მეუბნებოდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჰარის შემთხვევაში ნიკის ნდობა არ შეიძლება.
ნიკი წავიდა. გვერდზე გავიწიე, რომ ჰარი შემოსულიყო. შემოვიდა თუ არა დაიყვირა: - მასთან რა გესაქმება ვივიენ?! - მთელი ხმით დამიყვირა.
-ნუ მიყვირი ჰარი! - მეც არ დავაკელი. გულში ვლოცულობდი, რომ ჩვენს მოსამსახურეს არაფერი არ გაეგო.
-ის ძალიან ცუდია! ის გავნებს ვივიენ! - მუდარით აღსავსე ხმით მითხრა. წამით დავიჯერე კიდეც, მაგრამ არა.
-შენ მისი შეყვარებული გამოიყენე ჰარი! გესმის ეს რას ნიშნავს? - უკვე ვტიროდი. იმიტომ,. რომ ის გოგო მეცოდებოდა და იმიტომაც რომ მის ადგილას ჩემს თავს წარმოვიდგენდი და უარესად ვხდებოდი.
-მე ის მიყვარდა! - მისი პასუხი მაშოკებს. მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარული ის გოგო ყოფილა. სწორედ მასზე თქვა და არა ჩემზე.
-მაშინ, ასე რატომ მოექეცი?
-მან მითხრა, რომ ნიკი უყვარდა. გესმის? როცა მე მისი ქალიშვილობა ფეხ-ქვეშ გავთელე, აი სწორედ მაშინ მითხრა?! ამას არ გავუკეთებდი ეს რომ მცოდნოდა. - დივანზე ჩამოჯდა. მეც გვერდით მივუჯექი.
-შენ გიყვრდა, არა? - ხელები მკერდთან გადავაჯვარედინე. მერწმუნეთ, ის ამ წამს აუტანელ ტკივილს გრძნობს!
- მთელი არსებით. არ მეგონა კიდევ თუ შემიყვარდებოდა. ყოველთვის, როცა მიყვარდება იმედგაცრუებას ვგრძნობ. შენ მე უარი მითხარი ვივიენ, - ის მიყურებს - ეს კი იმას ნიშნავს, რომ უარი შენს გრძნობებს უთხარი ვივიენ. ეს კარგად დაიმახსოვრე. - ცრემლები მაისურს მთლიანად მისველებს.
ვნანობ უარი რომ ვუთხარი, ახლა კი არ ვიცი ეს როგორ გამოვასწორო. ეგოისტურად მოვიქეცი.
-მაპატიე. - ვჩურჩულებ და თვალებს ვხუჭავ. ვცდილობ გავიხსენო ის დღე როცა მივხვდი, რომ ჰარი შემიყვარდა. " თვალებმა გაგყიდეს, ვივიენ " .
-შენ ამის უფლება არ გქონდა. - დგება. - თუნდაც, რომ გადაიფიქრო მე აღარ ვარსებობ შენთვის. შენ გქონდა შანსი, რომ გეთქვა სიმართლე. ვიცი, რომ იგივეს გრძნობ, მაგრამ იმდენად ეგოისტი ხარ რომ ამის აღიარება არ გინდა. მძულხარ, და ამას მალე დაგიმტკიცებ! ვნანობ, რომ შემიყვარდი! - უკანმოუხედავად გადის. მე ვიკეცები და ბოლო ხმაზე ვტირი. ჩემი ბრალია, რომ უარი ვუთხარი. შანსი მქონდა. ყველაზე დიდი შანსი რომ ჩემი ცხოვრება შემეცვალა, შანსი იმისა რომ ბედნიერი გავმხდარიყავი. ეს შანსი კი ხელიდან გავუშვი.
მე მას უარი ვუთხარი საპასუხოდ კი მისი სიძულვილი დავიმსახურე!
საღამოს თორმეტი საათი იყო, მამა და ლიამი არ დაბრუნებულან. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩვენი მოსამსახურე სახლში საერთოდ არ ყოფილა. წერილი დატოვა სადაც ეწერა, რომ დედამისის მოსანახულებლად წავიდა. ერთ დროს, მეც ვატარებდი ტიტულს " მოსამსახურე " ახლა, კი დიდი ბიზნესმენის, რობინ პეინის შვილი ვარ.
და მე შანში მქონდა, რომ ჰარი სტაილსის შეყვარებულის ტიტული მომერგო, მაგრამ ეს შანსი ჩემი ხელით გავანადგურე.
ოთახში ასვლას ვაპირებდი, ზარის ხმა რომ გაისმა. ახლა რა ჯანდაბა მოხდა.
კარი გავაღე, და არც მეტი არც ნაკლები ჰარი შემეჩეხა.
-დედაჩემის არსებობა რა უფლებით დამიმალე ძუკნავ? - მისი სიტყვებისათვის ყურადღება საეთოდ არ მიმიქცევია, რადგან ვინც მის გვერდით იდგა ეს სრულიად მოულოდნელი იყო:
-ჯემა? - ბოლო ხმაზე შევყვირე.

So, Sorry "
ლიამი თმებზე მეფერება. მამშვიდებს, ამას ისე სასიამოვნოდ აკეთებს, რომ ქუთუთოები მეხუჭება. ძილი მინდა მაგრამ ვერ ვიძინებ. მინდა დავიყვირო, მაგრამ ხმა არ ამომდის. მძულს საკუთარი თავი, ყველაფრის გამო. ჰარის და ჯემას რაც გავუკეთე. მე მათ საკუთარი დედის არსებობა დავუმალე, ამაზე უარესი არ ვიცი რა უნდა გაუკეთო კაცს. ლიამი, ოთახიდან გადის. ალბათ, ფიქრობს რომ უკვე მძინავს. არადა ძილი საერთოდ არ მეკარება.
გაინტერესებთ რა მოხდა?
არაფერი.
ჰარიმ გამლანძღა, საშინელებები მითხრა, შეურაცხყოფა მომაყენა მაგრამ, გეფიცებით ისეთ სიტყვებს სახეში სილა გაეწნა ჯობდა.
" ნამდვილი ძუკნასავით მოიქეცი, კიდევ ერთი მიზეზი რატომაც ეგოისტი ხარ, არ გინდოდა ბედნიერი ვყოფილიყავი, მძულხარ! ხარ! მოახლე და მოახლის შვილი ხარ, ვწყევლი იმ დღეს როდესაც შემიყვარდი. ჩემს თვალში მოახლედ დარჩები, რაც არ უნდა მოხდეს. "
ამ სიტყვების გამეორება ძალიან რთულია. მან პოტენციურად მიწასთან გამასწორა. დედაჩემს შეურაცხყოფა მიაყენა, დედაჩემს რომელიც ახლა, სრულიად უდანაშაულო ასვენია მიწაში.
დეე, მენატრები..
რა თქვა ჯემამ?
" ჩემი მეგობარი აღარ ხარ "
მისი სიტყვებიდან მხოლოდ ეს გავიგე, რადგან ჰარის ლანძღვით შოკში ვიყავი ჩავარდნილი. მათი წასვლის შემდეგ მამა და ლიამი მოვიდნენ. მოვუყევი რაც ჩავიდინე.. ახლა კი, აქ უსულოდ ვწევარ.
* * * *
დღეს პარასკევია. წინ შაბათი და კვირა მაქვს, აბიგეილი უნდა მესტუმროს. სრულიად უხალისოდ ვემზადები სკოლისათვის, საუზმეს არც კი მივირთმევ ისე მივდივარ სკოლაში. მანქნის სარკეს ვადებ თავს თვალებს ვხუჭავ და სრულიად უნებართოდ მომდის ცრემლები. არ შემიძლია ამდენი ტკივილი, დავიღალე.
-კარგად ხარ? ხომ არ გავაჩერო? - ჯეის ხმას ექსტაზიდან გამოვყავარ.
-არა. გააგრძელე, ყველაფერი რიგზეა. - ვეუბნები, ისე რომ თვალებს საერთოდ არ ვახელ. ისევ ექსტაზში ვარ.
***
-ანუ, ჯემა თავისით მოვიდა? - აბიგეილს ვეკითხები, რადგან მომიყვა რომ ჯემამ სახლის კარები შემოაღოო.
-და, როგორ გაიგეს? - კიდევ ვამატებ კითხვას.
-მგონი რიჩარდის და რებეკას საუბარი გაიგეს, გავიგონე როგორ თქვა, რებეკას დაზე უნდა დაქორწინებულიყო რიჩარდი იძულებით, როცა რებეკა ორსულად ჰარიზე ყოფილა. რებეკას და მიუტოვებია და რებეკასთან ერთად აქ გამოქცეულა. მერე ჯემაც გაჩნდა დაა.. რიჩარდის მშობლებმა სხვა გზა არ მისცეს, თურმე ჰარი მაგ ქალისთვის მიუციათ. ჯემა კი აქ იზრდებოდა. - მხრები აიჩეჩა და რადიატორზე ჩამოჯდა.
- თურმე, რატომ იზრდებოდა ჰარი იქ. - გაოგნებულმა დავამატე.
-რებეკა განადგურებულია. საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ ჰარი და ჯემა. - ნაღვლიანად თქვა.
-წარმომიდგენია. - მაგიდაზე ხელები დავაწყვე, ამასობაში კი ზარიც დაირეკა.
საღამოს, როცა გაკვეთილების სწავლას მოვრჩი ლიამი შემოვიდა და მითხრა, რომ საქმიან შეხვედრაზე მიდიოდნენ და მეც წამოვსულიყავი. დავთანხმდი, რადგან სახლში მარტო დარჩენა საერთოდ არ მინდოდა იმ ფაქტის შემდეგ რაც გუშინ მოხდა.
მანქანაში ჩავსხედით და გავეშურეთ საქმიან შეხვედრაზე. ეს ცოტა უცნაურად ჟღერს. მოახლე და მოახლის შვილი ვარ, მაინც.
სახლი დიდი და მდიდრული იყო. შიგნითა ინტერიერიც თანამედროვე და დახვეწილი, ერთი სიტყვით იდეალური. სახლში შესვლისას დავინახე ნაცნობი სახეები - ზეინი, ლუი ნაილი დაა... ჰარი. ის აქ ყოფილა. ლიამს გავხედე, მან უბრალოდ მხრები აიჩეჩა.
-ღამე მშვიდობისა. - ყველას მივესალმე და ლუის გვერდით დავჯექი. ჩემს გვერდით არავინ იჯდა. ლიამი ჰარის მოუჯდა გვერდით. მამა კი რიმელიღაც ოთახში შევიდა.
-როგორ ხარ? - მკითხა ლუიმ სინანულით აღსავსე მზერით, რა თქმა უნდა მან იცის ყველაფერი.
-ცუდად, რა თქმა უნდა. - თავი დავხარე და თვალები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე, რომ არ მეტირა.
-არ იტირო, ის გიყურებს. - მითხრა ჩუმად.
-შეიძლება ჰაერზე გავიდე? - მას ვკითხე, ამჯერად ხმამაღლა. ყველა მე მომაშტერდა.
-უკანა კარიდან გადი, პირდაპირ და მარცხნივაა. - მითხა და გამიღიმა. - თუ გინდა... - გავაწყვეტინე.
-არა, მე თვითონ მივაგნებ.
გაიცინა. კარგია მათთან, ყველა კარგები არიან.
ლუის მიერ მოცემულ ინსტრუქციას მივყევი და გარეთ გავედი. ულამაზესი ბაღია.
იქვე, გრძელ სკამზე ჩამოვჯექი.
ნაბიჯების ხმა მესმოდა, ვიცოდი ვინც იქნებოდა, არ მიმიხედავს და არც ავმდგარვალ. მხოლოდ, მოვემზადე მორიგი დამცირებისათვის.
-რატომ მოხვედი? - ბუნებრივია, აინტერესებს რატომ ვეჩეხები გამუდმებით თვალში.
-არ ვიცოდი, აქ თუ იქნებოდი. - ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე, ცოტა აცივდა მე კი, მხოლოდ ჯემპრი მაცვია. თანაც ოდნავ ამოღებულია.
-გუშინ.. ზედმეტი მომივიდა.
-არაფრის ახსნა არ არის საჭირო.
-არც ვაპირებდი ახსნას. - გაიცინა. ეს უფრო, ირონიულ სიცილს გავდა. - ძალიან მატკინე გული.
-მე? მე, ჰარი? შენ როგორ მოიქცეოდი, დედაჩემს რომ ეთხოვა შენთვის მსგავსი რამ? - დედაჩემის ხსენებაზე ცრემლები წამსკდა - იმ ქალს, რომელიც გუშინ მიწასთან გაასწორე. - დავამატე. გამწარებული ვიყავი.
-მე, ასეთ რამეს არ დაგიმალავდი.
-მართლა? მაშინ, გახსოვს როგორ გავიგე ის რომ ლიამის და ვარ? ეს რატომ დამიმალე? - ვყვიროდი. -
მე არ მინდოდა, ძალიან გამიჭირდა იმის თქმა, რომ იგივეს არ ვგრძნობდი. დიახ! მე ეგოისტი ვარ და ეგოისტურად მოვიქეცი, ამას არც ვუარყოფ.. ბოდიში.. უკვე მილიონჯერ მოგიხადე.. თუ გინდა წავიდე , შეგიძლია მითხა. - ცრემლები მოვიწმნდე. დიდი იმედი მქონდა, რომ დარჩენას მთხოვდა.
-წადი. დაახვიე ჩემი ცხოვრებიდან. არ მინდა მუდამ იმაზე ვფიქრობდე, როგორ ხარ.. სად ხარ.. არ მინდა მუდამ შენ მესიზმრებოდე, არ მინდა გიყურო და შენი შეხების უფლება არ მქონდეს..არ მინდა, რომ ჩემი - არ იყო. შენ ეგოისტი ხარ. დამიმალე დედაჩემის არსებობა, დამიმალე ნიკმა რაც გითხრა, დამიმალე ყველაფერი რაც ჩემი ცხოვრების შეცვლის შანსი იყო. შენ მომატყუე ვივიენ, ამის პატიება კი შეუძლებელია. - ბოლო ორი დღის განმავლობაში ხუთი ტონა ცრემლი მაინც მექნება დახარჯული.
-კარგი. კარგი, ჰარი. - ღრმად ამოვისუნთქე, და წამოვდექი.
-დედაშენს არ ვიცნობდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შესანიშნავი ქალი იქნებოდა. მხოლოდ იმიტომ, რომ ის შენი და ლიამის დედაა. ბოდიშს გიხდი, დედაშენის შეურაცხყოფისათვის. ბოდიშს გიხდი, იმ სიტყვებისათვის რაც გითხარი! - ხელებს იანევდა და ყვუროდა. - მაგრამ, მე.. პირველად მას შემდეგ, გესმის? - მივხვდი, რომ იმ გოგოს შესახებ ამბობდა. პირველად მას შემდეგ, მე შევუყვარდი.
-რა ერქვა მას?
-ლუნა. მისი სახელი ლუნაა. - გაიღიმა. - გუშინ, დავფიქრდი და.. მივხვდი, რომ იმ გრძნობასთან რასაც მე შენს მიმართ განვიცდი, მისი სიყვარული არაფერი იყო. - უკვე მერამდენედ. მერამდენედ უნდა ვიგრძნო ორი გრძნობა ერთდროულად : სიყვარული და სიძულვილი.
-რაც, იმ დღეს მითხარი შეიძლება მაგის პასუხი ხელახლა გაგცე? - თავი დავხარე. არ ვიცოდი,რას მეტყოდა.
-მიდი.
-იმ დღეს...- გამაწყვეტინა.
-უბრალოდ თქვი!
-მიყვარხარ, ჰარი! - ვთქვი თუ არა ცრემლებმა ხელახლა იწყეს დენა.
ათი, ოცი, ან უფრო მეტი წამი ველოდებოდი მის პასუხს, ბოლოს კი:
-გახდები ჩემი შეყვარებული? - ხმამაღლა გავიცინე. რაზეც მისი გაკვირვებული სახე დავინახე
-არა, ჰარი. მე ნამდვილად არ დავახვევ, შენი ცხოვრებიდან! - კიდევ ერთხელ გავიცინე.
-გული გამისკდა დამპალო! - ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.
თამამად შემიძლია ვთქვა, უბედნიერესი ვარ!
თავი : 15.
ამჯერად, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ამას მეტჯერ აღარ გავიმეორებ. ვიცი, მან საშინელებები მითხრა, რისი ღირსიც ვიყავი, მაგრამ უბრალოდ უარი ვერ ვუთხარი. ასე ადვილად ვერ დავთმე ის.. ვიინც დედაჩემს შეურაცხყოფას აყენებდა მუდამ მტრად მივიჩნევდი, მაგრამ ის ჰარია. ჰარი სტაილსი, რომელიც ჩემი მთელი არსები შემიყვარდა. დამნაშავე ვარ ბევრ რამეში, არ უნდა დამეჯერებინა ნიკითვის, არც უნდა დამემალა მისთვის რებეკას ამბავი. ყველაფრისდა მიუხედავად, მე მაინც დავთანხმდი და დარწმუნებული ვარ რომ ამ გადაწყვეტილებას არასოდეს ვინანებ.
შაბათ-კვირაა, რაც იმას ნიშნავს, რომ აბიგეილი ჩემტან რჩება. ის ძალიან გახარებულია, იმ ფაქტით, რომ ჰარი და მე ერთად ვართ. ახლა, ოთახში ვართ და იმაზე ვჩხუბობთ თუ რომელ ფილმს ვუყურო.
-ამ.. აბი, შენთვის საჩუქარი მაქვს, სულ დამავიწყდა. - წამიერად გამახსენდა, რომ მას რაღაც ვუყიდე. უჯრა გამოვაღე და პატარა, ცელოფნის პარკში გახვეული ნივთი მივაწოდე.
-ღმერთო ჩემო, ეს ხომ IPhone 6_ია. - დაიკივლა და მთელი ძალით ჩამეხუტა. ძალიან მიხარია, რომ გავაბედნიერე თან ვიცი, რომ ტელეფონი არასოდეს ჰქონია. ჩემსავით.
-მოდი, გასწავლი. - გავიცინე და საწოლზე მოვკალათდით.
როგორც უწინ აღვნიშნე, აბი ძალიან სწრაფად სწავლობს ყველაფერს. მათ შორიც ნახევარ საათში მოახერხა ისეთი ელემენტარული რაღაცების სწავლა, როგორიცა : დარეკვა, შეტყობინების გაგზავნა, კონტაკტებში დამატება. ასევე ვასწავლე როგორ უნდა მოიხმაროს სოციალური ქსელი. ორივემ ერთად გავხსენით Facebook და ჩვენი პირველი სელფიც ავტვირთეთ.
დილის თორმეტი საათი იყო ქვევით, რომ ჩავედით ლიამი და ჰარი დაგვხვდნენ. მამაჩემი სამსახურშია.
-დილა მშვიდობისა - მხიარულად მივუგეთ მათ და დივანზე ჩამოვჯექით.
-დღეს, სადმე ხომ არ წავსულიყავით? - ლიამმა წამოიწყო. - რამდენი ხანია სადმე არ წავსულვარ. - თავი უკან გადააგდო და ამოიხვნეშა.
-მართალია, სადმე წავიდეთ. გავერთოთ. - დაამატა ჰარიმაც.
-კლუბში თუ მიდიხართ მაშინ მე და ვივიენს იქ არავინ შეგვიშვებს. - იმედგაცრუებულმა წარმოსთქვა აბიმ.
-კარგი, მაშინ რესტორანში წავიდეთ. ამ საღამოს. - თქვა თუ არა მისმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო. - რა ჯანდაბა გინდა? ჰოო კარგი. კარგი-თქო ვა, ნუ შემეცი. კარგი ბიჭო ჰარიც მოვა. კი ვივიენიც და მისი ლამაზი დაქალიც - ამაზე ყველას გაგვეცინა - შენ, შიგ გაქვს? - ტელეფონი გამორთო და ისევ ჩამოჯდა. - ზეინი იყო. ჩვენთან მოდით გავერთოთო. - გაიცინა. აბის შეხედა. ღმერთო ის სულმთლად წითელია. მე მეგონა ჩემზე მეტად არავინ წითლდებოდა ასე, თურმე ვცდებოდი.
-მზად ხართ გოგოებო წავიდეთ? - ჰარი წამოდგა. ღმერთო, რატომ მიყვარს ასე ძალიან?!

ლიამის მანქნით წავიდით, წინ აბი იჯდა. უკან მე და ჰარი.
-რა გაცინებს? - მითხრა, მაშინ როცა პატარა ღიმილმა გადამკრა.
-მიხარია. - გავიცინე და თავი მხარზე დავადე.
-ძალიან გთხოვთ, პორნოს ნუ მაყურებინებთ. - ლიამმა გადაიხარხარა, რაზეც აბიც აჰყვა.
-რა ხარ, ლიამ. - ჰარიმ გაიცინა და შუა თითი აუწია.
-ეე, ბიჭო. - ლიამმაც არ დააკლო და ამჯერად ორივე ხელის, ორივე შუა თითი აუწია. უკვე აღარ შემეძლო იმხელაზე ვიცინოდი.
საბოლოოდ მივაღწიეთ, ზეინის სახლს. ეს სახლიც არანაკლებ მდიდრულად არის მოწყობილი, როგორიც ლუის იყო.
-გამარჯობა. - ყველას გადავეხვიე. აბიც ყველას გაეცნო. ძალიან სასიამოვნო აურაა, ყველა თბილად გექცევა და შენც, შესაბამისად თბილად ექცევი მათ. ეს მათ აბედნიერებს და შენც ბედნიერი ხარ. რომ არ გამოჩენილიყო ჰარი, ლიამი, აბიგეილი ან ეს ბიჭები ჩემს ცხოვრებაში ახლა ალბათ ბაღს ან საჯინიბოს ვასუფთავებდე იქნებოდა. მე მომწონს ჩემი ახალი ცხოვრება, მაგრამ წარსულს ვერსად ვერ გავექცევი. არც მინდა რომ გავექცე რადგან სამარცხვინო არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ თავს ვირჩენდი, ჩემი შრომით და არა სხვის ხარჯზე. ახლაც მინდა სადნე სამსახური დავიწყო, რომ მთლიანად მამაჩემს არ დავაწვე ზურგზე. მ,ართალია, ის მამაჩემია და უფლება აქვს ჩემზე იზრუნოს, თუმცა აქ სულ სხვანაირი სიტუაციაა.
-რაზე ფიქრობ, ვივ? - ჰარის ხმამ ექსტაზიდან გამომიყვანა. დარწმუნებული ვარ ჰარის ეჩვენება, რომ ძალიან უცნაურად ვიქცევი. ეს იმის ბრალია, რაც ბოლო დღეებში მოხდა.
-არაფერზე, უბრალოდ ჩავფიქრდი. - დამაჯერებლად გავუღიმე. თავი ოდნავ დამიქნია. მანამ სანამ მე ვფიქრობდი, ბიჭებს პიცა და კოკა-კოლა მოუტანიათ.

უკვე საღამო ხანი იყო, დღეს ძალიან კარგად გავერთეთ. ფილმებს ვუყურეთ, რაზეც დიდი ჩხუბიც კი მოგვივიდა. ჩვენი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ რესტორანში წავიდოდით ჩაფლავდა, რადგან ყველანი ძალიან დაღლილები ვიყავით. აბი, ძალიან კარგად შეეწყო აქაურ გარემოს. ყველას დაუმეგობრდა, მაგრამ თვალი მაინც ლიამისკენ ურბოდა რაზეც მე და ჰარი ჩუმად ვიცინოდით ხოლმე. უნდა დაველაპრაკო ლიამს, აბისთან დაკავშირებით.
სახლში წავედით, წასვლა თუ ერქვა ამას. ნახევარი საათი მაშინ შევყოვნდით, როცა ჰარი და აბიგეილი იმაზე ჩხუბობდნენ თუ ვინ დაჯდებოდა წინ. საბოლოოდ ჰარიმ გაიმარჯვა და გაბრაზებული აბი მთელი გზა დაბღვერილი იჯდა.
ჰარი ამ საღამოს ჩვენთან რჩება, რაც ძალიან კარგია. მამაჩემი სახლში არ დაგვხვდა, ალბათ ისევ კომპანიაშია. აბიგეილი განრისხებული ჩამოჯდა დივანზე, ჰარი გვერდით მიუჯდა. დარწმუნებული ვარ მისი კიდევ უფრო გაბრაზება უნდა.
-მებუტები? - საყვარლად ჰკითხა. აბიმ პასუხი არ გასცა.
-აბიი? - ჰარიმ გაიცინა. - ლიამს მოსწონხარ.
-რააააააა? - ყველა ერთხმად ავხარხარდით, პასუხს მომთხოვს, მაგრამ ეს მართლაც სასაცილო იყო.
-კარგი, ვიხუმრე. მას შეყვარებული ჰყავს. - ლიამს გავხედე, მან თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.
-გასაგებია. - ჩაიბუტბუტა და ზევით ავიდა.
-ჰარი რა იდიოტი ხარ! მას აწყენინე! - ვუთხარი ჰარის ხმამაღლა.
-კარგი, რა უბრალოდ ვიხუმრე. - მხრები აიჩეჩა, მაგრამ ახლა ნამდვილად გაბრაზებული ვარ მასზე და ჩემ თავზე. მე როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი, აბი ყოველთვის მამშვიდებდა და მე რა გავუკეთე.
მათთვის არაფერი მითქვამს ისე ავირბინე კიბეები და ჩემს ოთახში შევედი. აბის თავზე ბალიში ჰქონდა დაფარებული მაგრამ მაინც ისმოდა მისი ქვითინის ხმა.
-აბი.. ვიცი იდიოტურად მოვიქეცი. ბოდიში. - ბალიში მოვაშორე და თავი ავაწევინებინე.
-შენ არაფერ შუაში ხარ.. მე იმის, გამო ვტირი რომ..
-ვიცი ჰარიც იდიოტია.
-ვივიენ, შენი ძმა შემიყვარდა.
თავი : 16.
" სხვა შეიყვარე "
ვიცოდი, რომ მას ლიამი მოსწონდა, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა თუ შეუყვარდებოდა. ვიცი, ლიამს მოსწონს ის თუმცა არამგონია უყვარდეს. არ მინდა გული ვატკინო ამიტომ ამას არ ვეუბნები. კარგად მახსოვს ჩემი თავი როდესაც მას ვუთხარი, რომ ჰარი მიყვარდა. არ მინდა იგივენაირად დაიტანჯოს, ამიტომ ლიამს დაველაპარაკები ამ თემასთან დაკავშირებით.
აბი ჩემთან ერთად იყო ოთახში. ხვალ სკოლა არ იყო რაც ბედნიერეს მხდიდა, მაგრამ გაკვეთილები მაინც სასწავლი მქონდა.
დილით ჩვენდა გასაკვირად ადრე გავიღვიძეთ. მე შხაპი მივიღე და მოვწესრიგდი, შემდეგ სააბაზანოში აბი შევიდა და ისიც მოწესრიგდა. ლოგინზე ზევიდან დაწვა და ტელეფონი აიღო ხელში. მეც გვერდით მივუწექი.
-ოჰ, ჰარის ახალი პოსტი ნახე. - ტელეფონი მომაწოდა, რომ წამეკითხა.
-"Okey Baby, I am Silly. sorry xx " - წავიკითხე თუ არა გავიცინე. ჰარი ამ ბოლოს დროს ძალიან კარგადაა. მიხარია, რომ არ ყვირის. რამდენადაც სულელურად არ უნდა ჟღერდეს ეს.
ქვევით ჩავედით, ლიამი და ჰარი სამზარეულოში იყვნენ და თუ არ ვცდები, ჩაის მიირთმევდნენ.
-დილა მშვიდობისა ლიამ, - ოდნავ გავიცინე, როცა აბი მხოლოდ ლიამს მიესალმა.
-გამარჯობა ვივიენ. - ჰარი მოვიდა და გადამეხვია. ორივე ძალიან სასაცილოდ იქცევა, ვინმემ რომ დაგვინახოს ეგონებათ ბავშვები არიანო.
-და.. რას ვაპირებთ დღეს? - ლიამს და ჰარის მივუბრუნდი.
-თქვენ ხვალ სკოლა გაქვთ, ხომ ასეა? - ჰარიმ გაბრაზებულად შემოგვხედა. - გაკვეთილები ისწავლეთ! - ვიმედოვნებდი, რომ ხუმრბდა თუმცა სრული სერიოზულობით მითხრა.
გაკვეთილების სწავლას მოვრჩით და ქვევით ჩავედით იმისთვის, რომ მათთვის გვეხარებიინა ეს ამბავი, მაგრამ ქვევით არავინ არ დაგვხვდა. მე და აბიმ გადავწყვიტეთ საყიდლებზე წავსულიყავით, რადგან ძალიან უაზროდ და უსაქმურად ვიჯექით სახლში. ჩემთვისაც ახალი აქაური გარემო, მაგრამ თან და თან ვეჩვევი. ბევრი ბოდიალის შემდეგ ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიას მივაგენით. აბიმ მითხრა, რომ საპირფარეშოში გავიდოდა. მე კი, გადავწყვიტე დამეთვალიერებინა ირგვლივ ყველაფერი. გამახსენდა, როგორ დამამცირა ერთ-ერთ მაღაზიაში ჰარიმ, შემდეგ კი თავისი ნაყიდი ტანსაცმელი მაჩუქა. იმ დღეს რა საყვარელი იყო.. არ მჯერა , რომ მისი შეყვარებული ვარ.
-ვივიენ? - ნაცნობი ხმა მესმის. ეს ხმა ნაცნობია, მაგრამ არა სასიამოვნო ჩემთვის.
-ნიკ? - უხერხულად ვამბობ, რადგან ძალიან არ მინდა მასთან საუბარი.
-როგორ ხარ? - ისე მეხუტება და ხელებს წელზე მხვევს, მე უხერხულად ვიშორებ და ვპასუხობ:
-ძალიან კარგად. შენ? - ზრდილობის მიზნით ვეკითხები, თორე სულაც არ მაინტერესებს როგორ არის.
-მისმინე, ჰარისთან რა ხდება. იმედია აღარ გაწუხებს. - ეშმაკურად მიღიმის. სულაც არ მომწონს ეს ღიმილი და ვიცი, რომ რაღაც ცუდი აქვს ჩაფიქრებული.
-მე და ჰარი შეყვარებულები ვართ, ნიკ. - ვუღიმი. სახიდან ფერი გადაუვიდა, გაფითრდა. ვერ ვხვდები, რატომ აწუხებს ჩემი ბედი ასე, თუ უბრალოდ უნდა, რომ დამტანჯოს?!
-რაა? ეს ძალიან ცუდი ხუმრობაა ვივიენ. - ხარხარებს, იმედი აქვს, რომ მეც დავიწყებ სიცილს და ვეტყვი: " ჰოო არ გამომივიდა ეს ხუმრობა" თუმცა, ეს სულაც არ არის ხუმრობა. ეს ჩემი რეალობაა.
-არა, ნიკ. მე და ჰარის ერთმანეთი გვიყვარს. - ხელებს მკერდთან ვიჯვარედინებ, ძალიან მაინტერესებს მისი პასუხი
-შენ დადგუმი სპექტაკლი ხარ. გგონია ჰარი გიყვარს? ჰაჰა, ძალიან ცდები. მას მხოლოდ ერთი ღამისთვის უნდიხარ, გამოგიყენებს და მიგატოვეს. შენ ის არ გიყვარს, რადგან არასოდეს გყვარებია გგონია რომ გიყვარს, ეს ასე სულააც არა. გეშინია მისი დაკარგვის რადგან მისგან გამოწვეული შარმი ძალიან მოგწონს, ის გამოგიყენებს ვივ...

-ასე ნუ მეძახი!
-მას მხოლოდ უნდიხარ.. მეტი არაფერი.
-შენ არაფერი იცი!
-მე ვიცი, ვიცი რომ რაღაც ტყუილებით გამოგიჭედა ტვინი.. შენ გეშინია, ნუ აკეთებ იმას რასაც ის გიბრძანებს! ნუ ტირიხარ მის გამო, ვივ... ის გულს გატკენს.
-თავი დამანებე თუ ღმერთი გწამს!
-მას ნუ ენდობი!
-გაეთრიე.
-არ შეიყვარო. ვივიენ, არ შეგიყვარდეს.
-მე ის უკვე მიყვარს.
-ეს ასე არ არის!
-ეს ასეა. მორჩა და გათავდა. - დავუყვირე მთელი ხმით. მაღაზიაში ყველამ ჩვენ შემოგვხედა, მაგრამ დავაიგნორე - შენ მომატყუე ნიკ. რაღაც სისულელეები მითხარი ჰარიზე, სრული ტყუილი. ეს რატომ გამიკეთე?! - ცრემლები წამომივიდა. როცა რამე კარგი ხდება, ამას სულ მოსდევს ცუდი. არასოდეს ვარ ბედნიერი და არც კი ვიცი რატომ.
-ინანებ ამ სიტყვებს. ამას გპირდები. - ეს მითხრა და გავიდა. სიმართლე, რომ ვთქვა ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, მაგრამ მე ჰარის ვენდობი და ვიცი, რომ ტყუილს არასოდეს მეტყვის. თანაც ლიამი ხომ მისი საუკეთესო მეგობარია და..
-რა გაყვირებდა? - აბიმ ხელი მხარზე დამადო და ჩემი სახის დანახვისას კითხვა შეასწორა: - რა გატირებს?
* * *
აბიგეილი წყალს მაწვიდს, რათა დავლიო. საახეზე ფერი საერთოდ არ მადევს, მეშინია იმის , რომ ნიკი ჩამიშხამებს ყველაფერს და არ შეჩერდება. ჩემი ისტორია მოთხრობას გავს, თითქოს მთავარი პერსონაჟი ვარ და როგორც მოთხრობებშია ყველაფერი ცუდი მე მატყდება. არ მინდა მოთხრობის პერსონაჟი ვიყო. მე ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვარ, რომელმაც არ იცოდა საკუთარი ოჯახის არსებობა.. მინდა ვიყო ერთი ჩვეულებრი გოგო, რამდენიმე წუთით მაინც..
რახან ხვალ სკოლა გვაქვს აბი სახლში უნდა წავიყვანო. ჯეის ვუთხარით, რომ ტაქსით წავიდოდით, ისიც დაგვთანმხდა. ღრმად ჩავისუნთქე, როცა ნაცნობ ადგილს მოვკარი თვალი. ირგვლივ ყველა ფუსფუსებდა თავისებურად.. რებეკასაც მოვკარი თვალი, რომელიც ისეც სახლს ალაგებდა..
ტაქსიდან გადმოვედი თუ არა, ყველა ჩემს ირგვლივ შეიკრიბა, გადამეხვივნენ.. ყოველტვის მსიამოვნებს მათთან შეხვედრა. სახლში შევედით, ლიამი და ჰარი დივნაზე ისხდნენ რიჩარდთან ერთად.
-გოგოებო? - რიჩარდმა მხიარულად იკითხა და გადაგვეხვია. - როგორ ხარ, ვივ? - თვალს ჰარისკენ ვაპარებ, რომელიც თვალებში საერთოდ არ მიყურებს.
-კარგად, თქვენ? - რიჩარდს ვცილდები და დივანზე ვჯდები. ლიამი გაბრაზებული მიყურებს, ჰარიც ასევე. ძალიან მაინტერესებს, ამჯერად მაინც რა დავაშავე?!
-ვივიენ, ერთი წუთიტ წამომყევი. - ჰარი დგება. მე ვყოვნდები. - დროზე! - მკაცრად ამბობს, მე კი მისი მეშინია რადგან ვიცი, როგორიცაა გაბრაზებული. თავის ოთახში შედის და მეც მივყვები. კარს კეტავს. მაშინებს რასაც აკეთებს.
-სად ჯანდაბაში იყავი დღეს? - მიყვირის ბოლო ხმაზე. ისეთი ხმა აქვს ვეჭვობ გარშემო ნივთები შეაზანზარა. შემიძლია დავიფიცო, რომ ასეთი გაბრაზებული არასოდეს ყოფილა.
-მე და აბიი.. საყიდლებზე ვიყავით. - ცრემლმორეული ვეუბნები და კარს ვეყუდები. ჩემსკენ იწევს, მანძილს აქრობს. ტელეფონი ჯიბიდან ამოიაქვს და ფოტოს მაჩვენებს, სადაც მე და ნიკი ჩახუტებულები ვართ.
-ეს არის შენი საყიდლები? - ღრიალებს. - მიპასუხე ვივიენ! ხომ გითხარი მას არ შეხვდე-მეთქი. რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო? - ყვირის და გარშემო ნივთებს ყველაფერს იატაკზე ყრის რაც კი ხვდება. მე ვიკეცები ხელებს პირზე ვიფარებს და ვტირი.
და ცხოვრებაში პირველად მე მისი შემეშინდა.
-არ მომიახლოვდე! არ გაბედო, ჰარი! - ვხვდები, რომ პანიკაში ვარ მაგრამ მე მისი მოახლოება არ მინდა. მგონია, რომ რაღაცას დამიშავებს. ისევ გამარტყამს, როგორც მაშინ. ისევ მიყვირებს, როგორც ყოველთვის..
-ჩემი გეშინია? - ის მაინც არ წყვეტს და მიახლოვდება. ჩემს პირდაპირ მუხლებზე ეშვება და იგივე პოზას ღებულობს როგორშიც მე ვარ ახლა. - ხომ ხედავ არა, რომ არაფერი გამოგვდის? ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით ნორმალური წყვილი ვივიენ.. - თავს ხრის, თითქოს ნანობს.. ნანობს, რაღაცას მაგრამ არ ვიცი რას.. ვიცი, ჩემი კითვის პასუხი გულს მატკენს, მაგრამ მაინც არ ვნებდები:
-რას ნანობ, ჰარი?
-მაპატიე, რომ შემიყვარდი ვივ.. - და აი.. სიტყვები, რომლებმაც ნაწილებად გამგლიჯეს, სიტყვები რომლებიც დარწმუნებული ვარ ჩემი ცხოვრების შეცვლის წერტილია.. ის ნანობს..
-ნიკი აქეთ გადამეხვია ჰარი.. - ჩახლეჩილი ხმით ვეუბნები.
-როგორ არ გესმის ვივ? შენ არაფერ შუაში ხარ, პრობლემა ჩემშია. მიმოიხედე გარშემო, შეხედე რა გავაკეთე, ისე რომ შენი ბრალი არაფერი იყო. გაბრაზებული კონტროლს ვკარგავ და არ ვიცი რას ვაკეთებ, შენ გავნე და ამისთვის ბოდიშს გიხდი, მაგრამ მე არ ვარ იდეალური შეყვარებული შენთვის.. შეცდომა დავუშვი.. ცხოვრება დაგინგრიე.. სხვა შეიყვარე. უფრო ბედნიერი იქნები. - შეწინააღმდეგებას ვაპირებდი, მაგრამ უცებ მივხვდი. ის მართალია.
მან ბევრჯერ მავნო, მატკინა ეს ვაპატიე კიდეც მაგრამ რა ქნა. ისე აგრძელებს ამას. დროა მეც ვისწავლო ჭკუა და ნორმალურად ვიცხოვრო მის გარეშე.. მაგრამ რა ვუყო ამ წყეულ გულს, რომელიც სრულიად საპირისპიროს მეუბნება.
ვერასოდეს ვერ შევიყვარებ სხვას..
თავი : 17.
" გპირდები "
ზამთრის სუსხიანი ამინდი ისევ ჩვეულ რიტმშია. კარზე ნოემბერმა მოგვიკაკუნა, თოვლი მთებში უკვე მოსულია და დიდი ალბათობით ბარამდეც მალე ჩამოაღწევს. ლონდონში თავისებურად ცივა, სუსხია და გარეთ გამოსვა შეუძლებელია თუ ოდნავ შეფუთული მაინც არ ხარ. სახლში ვარ და ვისვენებ, როგორც იქნა შაბათ-კვირა დადგა. მთელი ეს დრო გადატვირთული ვიყავი, პირველი სემესტრი, რომ მთავრდება გამოცდები მექნება და მე სრული ანშლაგით ვემზადები ამ ყველაფრისათვის.
ტელეფონს ხელში ვიჭირავ და ინსტაგრამში შევდივარ. ამ სკოლის გადამკიდე, სოციალური ქსელით დიდი ხანია არ მისარგებლია. პირველივე ხაზზე ვხედავ ჰარის და აბიგეილის ფოტოს. ჰარის უდევს და, თან ტექსტი აქვს დართული: " მიყვარხარ, დაო ". ძალაინ საყვარლად გამოიყურება ორივე.. ჰარისთან მას შემდეგ არ მისაუბრია რაც ვიჩხუბეთ. უფრო სწორედ, დავშორდით. ჩვენს შორი ყველაფერს წერტილი მაშინ დაესვა, როცა იმ დღეს ბოლო ხმაზე, გამწარებული მიყურებდა. დავრწმუნდი, რომ მისი შეცვლა არასოდეს მოხდება.
რაც შეეხება, ლიამს და აბის.. იმდენად ვიყავი სწავლაში გართული რომ ლიამთან დალაპარაკება ვერც კი მოვახერხე. აბის სკოაში თუ ვხედავ, თორე ისე მასთანაც არ ვყოფილვარ. ჯემა სკოლაში ვნახე, რაღაც-რაღაცებზე ვისაუბრეთ.. უბრალოდ ვართ როგორც ნაცნობები. რებეკასთვის ჯერ ისიც კი ვერ უპატიებიათ, რაც დაუმალა მათ. საკუთარ სახლში, ისევ მოახლის ტიტული აქვს. არ ვიცი რიჩარდი ამ დროს რას აკათებს, ვერაფერი გამიგია მათი. უბრალოდ, წარმოდგენა არ მაქვს.. გაიგო დედაშენის არსებობა და ის არც კი მიიღო.
ლიამი კარზე აკაკუნებს და მეუბნება, რომ ქვევით ჩამოვიდე. სახლში ლინდა არ არის ( მოახლე ), ამიტომ ალბათ სტუმრები მოვიდნენ და უნდა რაიმე გავუკეთო.
კიბეებზე ჩავიდვარ და ადგილზე ვიყინები, როდესაც ყველას აქ ვხედავ: აბიგეილს, ჯემას, ლუის, ნაილს, ზეინს და.. ჰო, ისიც მოვიდა. მხოლოდ მას ვუყურებ, ისიც მე მიყურებს და წამით ვერავის ვამჩნევ, წამით ყველაფერი ჩერდება და მე ვდგავარ, ვერ ვინძრევი.. ისევ იმოქმედეს, მისმა თვალებმა ჩემზე.. ოჰ, მისი მზერა როგორ მომნატრები მკაცრი და ამაყი ჰარი სტაილსი.
-საღამო მშვიდობისა. - ყველას ერთდორულად მივესალმე და მხოლოდ ჯემა გადავკოცნე, რადგან ის კარგა ხანია არ მინახვას, ბიჭებს კი თითქმის ყოველდღე ვხედავ. მართალია, ჰარიც არ მინახავს, მაგრამ..
-როგორ ხართ? - ყველას ერთად ვეუბნები, თუმცა მე მხოლოდ მისი პასუხი მაინტერესებს. მხოლოდ მისი.
-მისმინეთ, დღეს საღამოს წავიდეთ კლუბში და გავერთოდ ბოლო დონეზე. - რა თქმა უნდა, ეს წინადადება ვისი იქნებოდა თუ არა ლუისი?
-ცოტა ოდენ გართობაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. - გავიცინე, რა დროსაც ჰარი ყურადღება პირდაპირ ჩემსკენ იყო მომართული.
-დავაი, აათრიეთ უკანალები. მივდივართ. და ჰო, ჩვენს გარეშე არსად წავიდეთ. დავთვრებით და ჩვენი წაყვანა თქვენ მოგიწევთ - ზეინმა თვალი-თვალში გაგვიყარა და გამოგვაჯავრა.
-მეტი საქმე არ მაქვს, შენ წამოგათრიო. თანაც ნასვამი. - აბიგეილმა ცხვირი აიბზუა.
-და ლიამზე რას იტყვი? - ზეინს მოკლავს.
-ვერ გიტან, მალიკ! - მუჯლუგუნი ჰკრა აბიმ.

* * * *
- წინ მე ვჯდები, მორჩა და გათავდა! - არ ეშვებოდა აბი, ჰარის. უკვე მერამდენჯერ ჩხუბობენ ამის გამო ვერ ვხვდები.
-აბიგეილ, გოგოებს არაფერი ესაქმება წინ. წადი უკან! - ჰარიმ ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა. მე აბის მხარეს ვიყავი, რადგან თუ ჰარი უკან დაჯდებოდა მოუწევდა ჩემს გვერდით დაჯდომა და ეს სრულიად მაწყობდა. მხოლოდ ერთხელ მინდა მისი სურნელი შევიგრძნო.
-გოგომ რომ არ იყო, კარგად ვიცი რასაც გიზამდი! - ჰარი გაბრაზებული წამოვიდა უკან. როცა დაინახა, რომ ადგილი მხოლოდ ჩემს გვერდით იყო ამომხედა და რამდენიმე წუთის შემდეგ დაჯდა. ძალიან მჭიდროდ ვიჯექით რაც ყველას მხრიდან დისკომფორთს და ხშირ ოხვრებს იწვევდა.
-კალთაში ჩამიჯექი! - მითხრა ჰარიმ და ჩემი აწევა სცადა.
-რა? - ვკითხე გაკვირვებულმა.
-უბრალოდ გააკეთე ეს, ვივ.. - ჩემი მოფერებითი სახელის გაგონებამ სრულ ექსტაზში შემიყვანა და ვერც კი გავაცნობიერე ისე ავღმოჩნდი ჰარის კალთაში.
-კომფორტულად ხარ? - ყურთან ახლოს ჩამჩურჩულა. ბავშვები ისეთი გაბრუებულები იყვნენ ვერც კი შეგვამჩნიეს ჩვენ, ან უბრალოდ არ იმჩნევდნენ. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.
-კი.. - ოდნავ გაწელვით ვთქვი. ჰარიმ ხელები მუცლის გარშემო შემომილაგა და მჭიდროდ დამიჭირა. ერთი სიტყვით, ასე კომფორტულად არასოდეს მიმგზავრია.
მანქნის გაჩერებისთანავე ყველა ჩამოვხტით ერთდროულად.როგორც ჯემამ თქვა,ის ზეინის კალთაში იმყოფებოდა. სხვები კი მთელი გზა წუწუნებდნენ, ოღონც მე ეს არ გამიგია, რადგან სრულიად სხვა სამყაროში ვიყავით.
მართალია სრულწლოვნები არ ვართ, თუმცა ეს პრობლემა ბიჭებმა მალევე მოაგვარეს. ისინი ცხნობილები არაინ თურმე ამ კლუბში და მარტივად შეგვიშვეს. გოგოები დაესივნენ მათ, მხოლოდ ჰარის ვუყურებდი როგორ ეკიდებოდნენ გოგოები კისერზე და ლამის ეჭვიანობისგან ცეცხლი წამეკიდა. თუმცა, მე ვინ ვარ რომ მასზე ვიაჭვიანო? არავინ, ასე რომ მოვდუნდი.
-დღეს უნდა დავთვრე. - ჯემას და აბის ხმამაღლა შევძახე და მათთვის განკუთვნილი არაყი ბოლომდე გამოვცალე.
* * * *
-ვივიენ, საკმარისია. - ვიღაცამ, სავარაუდოდ კი ჰარიმ, შენობიდან გამათრია. სახეზე არ დამინახავს, სუნით მივხვდი.
-გამიშვი უნდა დავლიო. შემომხედე, საერთოდ არ ვარ მთვრალი. - გავიცინე და ხელები მის კისერზე შემოვაწყვე რომ არ წავქცეილიყავი.
-ჰო აბა, საერთოდ. - გაიცინა და ჩამეჭიდა. ხელში ამიყვანა, მანქანაში მომათავსა, ღვედი შემიკრა და მანქანა დაძრა.
-სახლში არ წამიყვანო. - თვალებ დახუჭულმა ვუთხარი, აზრზე საერთოდ არ ვიყავი რას ვამბობდი და რას ვაკეთებდი. უბრალოდ, მხოლოდ ის მინდოდა რომ მასთან ვყოფილიყავი. - მომენატრე ჰარი. რამდენი ხანია..შენი ხმა არ გამიგია.
-იცი რატომაც მოხდა ეს. გთხოვ თავიდან ნუ იწყებ!
-სახლში არ წამიყვანო. თუ გინდა ქუჩაში ჩამომსვი, ოღონც სახლში არ მინდა. - ცრემლები ჩამომიგორდა, ეს ალბათ იმიტომ, რომ მთვარი ვიყავი და ემოციები მომერია.
-რა გავაკეთო ვივიენ? რა?! - დაიყვირა. მანქანა გააჩერა და მომაშტერდა.
-იცი, რას მივხვდი დღეს. ადამიანის შეცვლა საჭირო არ არის, რომ ბედნიერი იყო. ისეთი მინდა იყო, როგორიც ხარ. - წელში გავსწორდი და მის პასუხს დაველოდე.
-რას მთხოვ?
-არ შეიცვალო, ჩემს გამო არ ღირს..
-ხომ იცი, რომ გატკენ?
-ვიცი.
-ბედნიერი ვერ იქნები.
-ვიქნები!
-არ გახოსვს რა გავაკეთე?!
-ჰარი თუ ყველაფერს სხვა კუთხით შეხედავ, სულაცარ იზამ იმას რაც გააკეთე. თუ ბოლომდე მომენდობი და ჩემს გვერდით იქნები, არ მოგიწევს ეჭვიანობა. მიყვარხარ და შენ ეს იცი. მართალია ახლა ნასვამი ვარ და არც კი მახსოვს რეები დავლიე, მაგრამ არც სიმთვრალე, არც შენი დამცირებები , და არც არაფერი არ შეცვლის ჩემს სიყვარულს შენ მიმართ. მიყვარხარ ჰარი ედვად სტაილს და რა გავაკეთო?! - გრძნობები დავცალე. დავცალე ის სიტყვები, რომლის თქმაც ამდენი ხანია მინდა მისთვის. რომელიც არც კი დამიგეგმავს, მაგრამ უბრალოდ მე შემიყვარდა და ამას ვერაფერს ვუხერხებ.
თვალები დავხუჭე და ცრემლებს უფლება მივეცი გადმოსულიყო, მალევე კი მისი ტუჩები ვიგრძენი ჩემს ბაგეებზე. კოცნაში ავყევი. გარშემო ვერაფერს ვგრძნობდი გარდა მისი ხელებისა. მომშორდა და შემომხედა:
-მართალია ჩემზე უკეთ ახსენი სიყვარული, მაგრამ.. - გულწრფელად გაიცინა. მეც გამეცინა ამაზე. - მთვრალი ხარ, ამიტომ ჩემთან მიმყავხარ. ხვალ კი თუ ამ სიტყვებს ინანებ, გეფიცები ჩემი ხელით დაგახრჩობ!
-არ ვინანებ. გპირდები
მხოლოდ ჩემთვის ვივიენ "
თვალები ერთმანეთს მაგრა დავაჭირე, თუმცა ოთახში ანთებული სინათლე მაინც არ მაძლევდა ამის უფლებას. თვალები ძალიან რთულად, მაგრამ მაინც სწრაფად გავახილე და სრულიად ნაცნობ ოთახში ამოვყავი თავი. გვერდით გავიხედე, ჰარი მშვიდად თვლემდა. შევანჟღრიე, მაგრამ უშედეგოდ. საბანი გადავიძრე, ამაფორიაქა იმან, რომ ტანზე პიჟამო მეცვა. გუშინდელიდან მხოლოდ ის მახსოვს, რომ ძალიან მთვრალი ვიყავი. ჰარის კიდევ ერთხელ გავკარი მუჯლუგუნი და ამან ნამდვილად გაამართლა.
-დილა მშვიდობისა, პრინცესავ. - გამეკრიჭა. შემდეგ კი, ოდნავ აიწია და ბალიშს დაეყრდნო. მას არაფერი ეცვა წელს ზემოთ, რაც დისკომფორტს მიქმნიდა.
-აქ რა ჯანდაბა მინდა? - არც კი მივსალმებივარ ისე მივაყარე ის რაც მაინტერესებდა. ძალიან არ მინდა გავიგო, ის რისი გაგებაც არ მინდა. იმედია სიმთვრალეში არ ვაკეთებ ცუდ რაღაცეებს.
-მოიცა არ გახსოვს? გუშინ პირი ვერ გაგაჩერიბინე, ისე მთხოვდი ო. - შევკივლე ამის გაგონებაზე. ვანიშნე გაეგრძელებინა. - მე თავიდან აურზე ვიყავი, მაგრამ... აი შენც ხედავ. - ჩემზე მიმანიშნა. შოკში ჩავვარდი, ფერი გადამივიდა. ერთი სიტყვით ავადმყოფს ვგავდი. მცხვენოდა იმის რაც ჩავიდინე გასულ ღამეს.
-კარგი არ მოკვდე, ვიხუმრე. - ჰარიმ ბოლო ხმაზე გაიცინა. მე გაქვავებული ვიჯექი ლოგინზე ის კი სიცილისგან ჩაიკეცა. მან მომატყუა, ხომ შეიძლებოდა ჭკუიდან გადავსულიყავი.
-ვერ გიტან! - დავუყვირე და ბალიში მთელი ძალით მოვისროლე მისი მიმართულებით.
-მართლა არ გახსოვს გუშინ რაც მითხარი?! - სერიოზულად შემომხედა. გამიკვირდა ასეთი ცვლილება, არ ვიცი გუშინ ასეთი მას რა ვუთხარი. მკაცრაად მიყურებს, თითქოს რამე დამეშავებინოს.
-ხომ დამპირდი არ ვინანებო? - ლოგინზე ჩამოჯდა, ჩემს წინ.
-რა გითხარი, ჰარი? - ვუთხარი თუ არა მობილური ამოიღო. ვერ მივხვდი რას აკათებდა მანამ, სანამ ჩემი ხმა არ გავიგე. ჩემი ხმა ჩაუწერია სადაც მას სიყვარულს ვუხსნი და ვპირდები, რომ მეორე დღეს ამას არ ვინანებ.
-ბოდიში, რომ დამავიწყდა. - თავი დავხარე, თვალებში ვერ ვუყურებდი. მიუხედავად იმისა, რომ არ მახსოვს მე მაინც არ ვნანობ ჩემს სიტყვებს.
-მიყვარხარ, ვივ. - მომეხვია. მეც მოვხვიე ხელები და თავი მის კისერში ჩავრგე. - გპირდები, უბედნიერესი იქნები.
* * * *
ქვევით ჩავედი. ჯერ კიდევ არ იყო მზე ამოსული, დაახლოებით რვა საათი იქნებოდა. ნაცნობ და უკვე ძალიან მონატრებულ სამზარეულოში შევედი. მოგონებები ამომიტივდივდა. როგორ მიმღერდა ჰარი, აქ სიმღერას. როგორ ვისაუბრეთ მე და რებეკამ, სწორედ მაშინ მივხვდი რომ არაჩვეულებრივი ქალი იყო. სამზარეულოში რებეკა შემოვიდა. შემომხედა და ძალიან მაგრა გადამეხვია.
-ოჰ, ვივიენ. სწორედ ეს მაკლდა ამდენი ხანი. - მომშორდა. მისი თვალები ნამტირალევს გგავდა და ეს სრულიად ბუნებრივია.
-მომიყვები, რა მოხდა?! - სამზარეულოს სკამებზე ჩამოვსხედით. მან მოყოლა დაიწყო:
-გახსოვს რა ცუდად გექცეოდი მაშინ? ღმერთო, როგორ მცხვენია დედაშენის. ხომ იცი, ვიოლეტი მე და დედაშენი რა კარგი მეგობრები ვიყავით. როგორც შენ, ჯემა და აბიგეილი ხართ. - თუმცა ჯემა არ არის ისე როგორც მაშინ. მე მას ვერ ვუყვები ვერაფერს ისე როგორც აბის.. ამას ვერ ვეტყვი რებეკას, არ მინდა გული ეტკინოს. - მე უბრალოდ შენი მშურდა, ასე იმიტომ გექცეოდი. მშურდა რომ დედაშენს შენი თავი გვერდით ჰყავდა,. მე კი შორიდენა მიწევდა მეყურებინა ჯემასთვის.. შენ სასწაუი იყო. ძალიან ლამაზი პატარა ბავშვი და ახლაც ხარ. ამიტომაც მოსწონხარ ჩემს შვილს. იცი, ჰარიმ მითხრა, რომ დედად მხოლოდ მაშინ მაღიარებდა თუ მოვინანიებდი იმ რაღაცებს რაც შენ გაგიკეთე. შენ იცი, ხომ იცი მე ჯერ კიდევ მაშინ მოგიყევი ყველაფერი როცა აქ იყავი. ჰარიმ ამის შესახებ არ იცის, თუ როგორი კარგი ურთიერთობა გვქონდა. მე.. - ცრემლები წასკდა და გაჩერებას არ ლამობდა. - მე უბრალოდ მინდა ჩემი შვილები გვერდით მყავდეს, ჯემამ მაპატია, მაგრამ ის... რთულია ჰარი. ძალიან რთული. - მოვეხვიე და ხელებს ზურგზე ვუსვამდი. არ იმსახუროს დაიტანჯოს, მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარ შვილებთან ყოფნა არ შეეძლო.
-დედა.. - ნაცნობი ხმის მიმართულებით გავიხედეთ მე და რებეკამ. იქ ჰარი იდგა. თვალები წყლით ჰქონდა სავსე და ის.. ტიროდა.
-დედა! - დაიძახა და მას მთელი ძალით ჩაიხუტა. გამეცინა და უბრალოდ მეც ვიტირე, კარგად მახსოვს როგორ მინდოდა ჰარის გაეგო ყველაფერი. ეს რაღაც სასწაული იყო. მადლობა რებეკას, ამ მშვენიერი არსებისათვის.
* * * *
*რამდენიმე დღის შემდეგ*
-არა, აბიგეილს ეს მოეწონება! - ვუთხარი ჰარის და დიდ, უშველებელ დათუნიაზე ვანიშნე. ჩვენ იმაზე ვჩხუბობთ რა მოეწონება აბიგეილს დაბადების დღეზე. მისი დაბადების დღე დღეს არის, ჩვენ სიურპრიზს ვუწყობთ და დიდ წვეულებას ვგეგმავთ. მხოლოდ ჩვენები იქნებია, სხვა არავინ.
-მისმინე, აბიგეილი ხომ იცი როგორი წუწუნაა! მოდი მას ეს არ მოეწონება! მოდი ლიამი ვაჩუქოთ! - გადაიხარხარა , მაგრამ ჩემგან ძალიან მწარე მუჯლუგუნი მიიღო.
-კარგი რა, რა გჭირს. მას მართლა მოსწონს ლიამი. - თვალები აატრიალა. სათამაშოეების სექციას მოვშორდი და სუვენირების სექციისაკენ წავედი. სწორედ ამ დროს ჩაირთო მაღაზიაში Adele - Love in The Dark. ვგიჟდები ამ სიმღერაზე. ჰარიმ ხელები წელზე მომხვია და დამატრიალა.
-ერთი ცეკვა, პრინცესავ. - გაიცინა, მაიძულა მოვხვეოდი და ნელა დავუყევით მუსიკის რიტმს. ეს იმდენად არარეალური იყო, რომ თავი სიზმარში მეგონა. მისი ცხელი სუნთქვა კისერზე სასიამოვნოდ მეხეთქებოდა, მისი თითოეული შეხება სასწაული იყო. ცეკვის დასასრულს რევერანსი გააკეთა, სიმართლე გითხრათ წარმოდგენაც კი არ მაქვს ეს ვის გაუკეთა, ალბათ უფრო საკუთარ თავს.
-კარგად ცეკვავ. - შევაქე რაზეც ოდნავ წამოწითლდა.
-ვივიენ, უკვე თორმეტი საათი ჩვენ კიდევ არაფერი შეგვირჩევია აბისთვის. გეუბნები ლიამი ვაჩუქოთ-მეთქი! - ისევ გაიციინა ამჯერად კი მეც ავყევი.
-ბავშვებო რამე აარჩიეთ?! - ლუი და ზეინი მოვიდნენ ჩვენთან. ბიჭებიც ჩვენთან ერთად იყვნენ.
-ვერაფერი და ნაილი, ჯემა და ლიამი სად არიან? - იკითხა ჰარიმ. ლუიმ თვალები აატრიალა. - ოღონდ არ მითხრა, რომ ამ სავაჭრო ცენტრს რესტორანი აქვს. - ლუიმ თავი დაუქნია რაზეც ჰარიმ გადაიხარხარა. მივხვდი, რომ ნაილზე ამბობდნენ.

მე და ჰარი ისევ დავუყევით სექციებს ბოლოს კი, მე ის დიდი უშველებელი დათუნია ავარჩიე. ჰარიმ კი, საღამოს წითელი კაბა. უმშვენიერესი კაბა იყო და დარწმუნებული ვარ აბიგეილიც უმშვენიერესი იქნება ამაში. ვაიძულებ ამსაღამოს ჩაიცვას.
დანარჩენების საჩუქრები უცნობი იყო, არავინ არაფერს ამბობდა განსაკუთრებით კი - ლიამი. ჰარი რამდენჯერმა წაელაზღანდარა, მაგრამ ის ჩუმად მართავდა მანქანას.
-მამიკოო! - დავიყვირე სახლში მისულს და მამაჩემს გადავეხვიე. ძალიან მომენატრა უკვე ორი დღეა რაც სამსახურის საქმეებზე დარბის და ჩვენთვის საერთოდ ვერ იცლის.
-აბიგეილს ძალიან მაგარი კომპიუტერი მოვუტანე! - გაიცინა და ყუთზე მანიშნა. ყველაზე მაგარი მამა მყავს მსოფლიოში.
წვეულება ჩემს სახლში იმართება ლიამის დაჟინებული თხოვნით. აბიმ ამის შესახებ არაფერი იცის. ყველა აქ იყო, რებეკა და ვიოლეტის ჩათვლით. ვიოლეტი უმარავ მადლობას მიხდის, თუმცა ვეუბნები რომ თავისი შვილი უფრო მეტს იმსახურებს. რიჩარდის აქ არის, აბი კი სახლშია. მასთან კი ჰარი გავუშვი, რომ მოიყვანოს. ლიამს რაღაც აქვს ჩაფიქრებული მაგრამ აზრზე არ ვარ, რა. ვიცი განსაკუთრებული საჩუქარი იქნება აბისთვის.
კარები გაიღო თუ არა, იმ კაბაში გამოწყობილი აბიგეილი დავინახე, რომელიც ჰარიმ აჩუქა. პირი დააღო თუმცა არავინ აცალა რადგან ყველამ ერთად დავიწყეთ სიმღერა: - Happy Birthday to you, Happy Birthday to you, happy birthday dear Aby, happy birthday to you! - სიტყვებით ვერ ავღწერ ისეთი გახარებული იყო, გადამეხვია ყველას ეხუტებოდა და მადლობას უხდიდა. ზეინს ვაიძულე სიმღერებისთვის დაეკლო, როცა ნორმალურად ისმოდა გარშემო გამოვაცხადე, რომ საჩუქრების დარიგების დრო იყო! მე ჩემი დათუნია მივეცი, ჰარიმ კი იმ კაბის გარდა, ყელსაბამიც გაუკეთა სადაც ეწერა " most of all Whisperev " რაზეც გულიანად ვიხარხარეთ. ნაილმა მაისური წარწერით: " Fuck baby, It's My Birthday " ზეინმა კი, მაისური რომელზედაც ზეინის ფოტო იყო გამოსახული.
-ამას სიამოვნებით ჩავიცვამ. - უთხრა აბიმ სიცილით. ლუიმ ქუდი აჩუქა, მამაჩემმა ჩვეულებრივ ლეპტოპი. რიჩარდმა გადაკოცნა და ხელზე სამაჯური გაუკეთა. რებეკამ ზარდახშა. ვიოლეტმა კი ბეჭედი, მისი თქმით ეს მემკვიდრეობით ერგო დედამისისგან. ჯემამ, ღვინო, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. დამრჩა ლიამი, რომელიც წარმოდგენა არ მქონდა რას აპირებდა, უბრალოდ იჯდა. როცა დაინახა, რომ ყველა მსა უყურებდა წამოდგა და ცენისაკენ გაემართა. დიჯეი ჩვენი ზეინი იყო, მას რაღაც ანიშნა და მუსიკები საბოლოოდ გამოირთო. მიკროფონი დაიჭირა და დაიწყო: - პირველ რიგში გილოცავ აბიგეილ, ახლა კი აქ რატომ ვდგავარ? - გაიცინა. - და, რატომ არ ვაჩუქე მას არაფერი? თქვენ წარმოიდგინეთ და მე მაქვს მისთვის საჩუქარი, და თუ ამ საჩუქარზე უარს იტყვი გეფიცებით ჭკუიდან შევიშლები. - აბიგეილ, ცოლად გამომყვები? - და ყველა გაირინდა. ყველა მის პასუხს ელოდა და...
-ღმერთო ჩემო ლიამ, რა თქმა უნდა, ლიამ... - დაიკივლა და მას მოეხვია, ზეინმა კი მუსიკებს ბოლო ხმაზე აუწია და დაიყვირა ყველამ იცეკვეთო. ჰარი მოვიდა და უკნიდან ჩამეხუტა. - ხომ გითხარი ლიამს ვაჩუქებ-მეთქი! - გაიცინა.
-ვერ ხარ, შენ! - გავიცინე და ტუჩებზე ვაკოცე. მე მას ვაკოცე პირველად. რა თქმა უნდა, ადდრეც მიკოცნია მაგრამ პირველ ნაბიჯს ყოველთვის ის დგამდა.
-როცა სკოლას დაამთავრებ, ჩემი ცოლი ხომ გახდები? - წელზე მომხვია ხელები, მისმა კითხვამ კი ძალიან დიდი უხერხულობა გამოიწვია. - ვივიენ! - მკაცრად მითხრა.
-ჰო. მარგრამ ჯერ სკოლა! ხომ იცი? - გავუცინე.
-ხო ვიცი, აბა 17 წლის რომ ხარ ისე არავინ დამითმობს შენ თავს. შენი და აბის ქორწილი ერთად გადავიხადოთ. - თვალი ჩამიკრა. ძალიან საყვარელია დღეს.
-კარგი გეყოფა. - გავიცინე. დივანზე ჩამოვჯექი გვერდით მომიჯდა და თავი ჩემს კისერში ჩარგო.
-რა ბედნიერები არიან! - მიმანიშნა აბი და ლიამზე, რომლებიც ცეკვავდნენ. - ერთი სული მაქვს დაგინახო თეთრ კაბაში, რომელიც მხოლოდ ჩემთვის გაცვია. - თითებზე მომიჭირა და ყელში ნაზად მაკოცა. - მხოლოდ ჩემითვის ვივიენ.
თავი - 19.
00:59
იმის შიში მაქვს, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და გავაცნობიერებ რომ ეს ყველაფერი, რაც ჩემს გარშემო ხდება სიზმარია. არ მინდა გავიღვიძო, რადგან სრულიად მომწონს აქ შექმნილი იდილია. ახლა, ჰარის სახლში ვართ ყველა და ვსაუბრობთ სამომავლო გეგმებზე. აბი ლიამის საცოლეა და როცა სკოლას დაამთავრებს მაშინათვე ერგება ლიამ პეინის ცოლის ტიტული. რა თქმა უნდა, ის გააგრძელებს სწავლას, ისწავლის უნივერსიტეტში ჩემთან ერთად. ჰარის ეკონომიური აქვს დამთავრებული და მალე იგივე კომპანიაში დაიწყებს მუშაობას სადაც ჩემი, ჰარის, ნაილის, ლუის, და ზეინის მამები მუშაობენ.
ჯემას, მე და აბიგეილი უფრო დავუახლოვდებით. ყველაფერი მოვუყევით, არც ერთი დეტალი არ გამოგვიტოვებია ჩვენს შესახებ. ისიც გვიყვება საკუთარ შეხედულებებს სხვა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მოგვიყვა პატარა ჰარის შესახებ, რაზეც გემრიელად ვიხარხარეთ. აბი რამოდენიმე დღე დასცინოდა ჰარის იმის გამო, რომ 7 წლამდე ლოგინში იფსამდა.
დეკემბრის ცივმა ნიავმა ყველაზე აქ, ამ გადაკარგულ მთებში სთაილსების რანჩოში შემოაღწია. მალე ალბათ მოთოვს კიდეც, ძალიან გასაკვირია როგორ არ მოთოვა აქამდე, ეს ხომ ლონდონია. ყველაზე ცივი ქალაქი.
რამოდენიმე თვეა ჩემი ცხოვრება ისეთია, როგორსაც ვერც კი წარმოვიდგენდი. მეშინია იმის, რომ ერთ დღესაც ეს ბედნიერება ჩამშხამდება. მაკვირვებს ის ფაქტი, რომ ნიკი არსად ჩანს. ან მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა. ან უბრალოდ ძალიან დიდი და საშიში დარტყმისათვის ემზადება და ხელსაყრელ მომენტს ეძებს. მე და ჰარის არ გვილაპარაკია ნიკზე და როგორც ვატყობ არც მომავალში ვაპირებთ ამას, რისიც მოხარული ვარ.
გამოცდები წუთი-წუთზე მომიკაკუნებს კარზე, მზად ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით ჩავაბარებთ. მეც, აბიგეილიც და ჯემაც.
-ადექით გოგონებო გაგვიანდებათ - ვაიოლეტი და რებეკა თავზე დაგვადგა სამივეს. გუშინ საღამოს ერთად დავწექით. დარწმუნებული ვარ ორივეს ის უფრო ანაღვლებს რომ მათ გამომცხვარ კექსებს ვერ შევჭამთ და სკოლაში უჭმელი წავალთ, თორემ არაფერიც არ გვაგვიანდება.
მოვწესრიგდით და ქვევით ჩავედი. რა თქმა უნდა, ბიჭები ისევ ძილ-ბურანში იყვნენ. მათ რა ანაღვლებთ, როდის უნდა ადგებიან და როდესაც უნდა დაიძინებ კიდევაც.
სკოლაში ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მე და ჯემამ A ავიღეთ გამოცდაზე. აბიგეილმა კი A+ რაზეც შურიანი თვალებით შევხედეთ. მან გაიცინა და მისი გესლიანი ენით მოგვახალა : - ვსაწვლობდი, თქვენ კიდევ ერთობოდით. აი შედეგიც. - ის ხუმრობს. სერიოზულად რომ ამბობდეს ალბათ თმებს ღერა-ღერა დავაგლეჯდდი.
საღამოს მე და ჰარიმ გადავწყვიტეთ ცოტა გაგვესერინა. ქურთუკი და შარფი მჭიდროდ მოვიხვიე და გარეთ გავედი. ჰარიც მალევე გამოჩნდა თავისი მანქნით და შუა ქალაქში გააჩერა. გადმოვედით, თითები ერთმანეთში ავხლართეთ და გზას გავუყევით. ნაცნობი სახე მომხვდა თვალში და ვცადე გვერდი ამევლო ისე, რომ ჰარის არ დაენახა მაგრამ სპეციალურად ჩვენს მიმართულებით წამოვიდა.
-ვიცოდი, რომ ბოლოს შენც შეგიყვარდებოდა. როგორც ჩანს ჰარი სტაილსზაც უყვარდება. - გაიღიმა და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ირონიული ღიმილი არ იყო. იყო ჩვეულებრივი, 22 წლის ბიჭის ღიმილი, რომელიც თბილი გამოხედვით დადიოდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამ ღიმილის პატრონი ნიკი იყო.
-რა გინდა ნიკ? - რაც შეიძლება უხეშად მიმართა ჰარიმ, ვფიქრობ რომ ამ უხეშობას ამჯერად ნამდვილად არ იმსახურებს.
-ბედნიერებას გისურვებთ, ჰარი. - ვამჩნევ, რომ თვალებზე ცრემლები აქვს ჩამდგარი. - ჩემი სიყვარული და ბედნიერება კი, კარგა ხნის წინ დაიღუპა. უკვე აღარ გადანაშაულებ. - მთელი გულწრფელობით ამბობდა.
-რატომ ინანე?
-ალბათ იმიტომ, რომ ის აღარ არის. და რომც ყოფილიყო ამას არასდროს მაპატიებდა.
-რას არ გაპატიებდა?
-მცდელობას თვენი დაშორებისა. მშვიდობით ბავშვებო! - გაგვიღიმა და წასვლა დააპირა როდესაც ჩემმა ხმამ შეაჩერა.
-სად მიდიხარ? - ვიცი ჰარის ამის გამო პასუხს მომთხოვს მაგრამ ის ისეთი გულწრფელი იყო...
-ამერიკაში. ლოციალური ქსელით დაგიკავშირდები ხოლმე. - მხარზე ხელი ნაზად მომისვა და მე ჩემი გული სითბოთი ამევსო. არ მეგონა ნიკზე ამას თუ ვიტყოდი ოდესმე, მაგრამ ის კარგი ადამიანია. ყველას მოსდის არა შეცდომა? მანაც არასწორად გაიგო და ამიტომ დააბრალა ჰარის ყველაფერი. იმედი მაქვს, კარგ გოგოს იპოვის და გადაწყვეტს მასთან ერთად გაატაროს მთელი ცხოვრება.

-ის კარგი ადამიანია. - თქვა ჰარიმ და მიმიხუტა. ვუყურებდით როგორ მიდიოდა ნიკი, ჩვენსკენ ერთხელ შემობრუნდა რა დროსაც მე და ჰარიმ ერთდროულად დავუქნიეთ ხელები. - იმედი მაქვს კიდევ შევხვდები. - მეც დიდი იმედი მაქვს. მაგრამ ვგონებ ეს შეუძლებელი იქნება, რადგან მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი წასვლა.
სახლში მისულს არავინ დამხვდა. ოდნავ გამიკვირდა, რადგან ასეთ დროს ყველა რიგზე ხოლმე. ჩვენი დამხმარეც არ იყო სახლში. მიმოვიხედე, უცნაური სიჩუმე იყო. იატაკზე დაღვრილი სისხლიც შევამჩნიე. პირი დავაღე, რომ მეკივლა, მაგრამ ტელეფონის ზარმა გადამაფიქრებინა. ტელეფონი ელვის სისწრაფით ავიღე.
-ვივიენ, ახლავე საავადმყოფიში მოდი. - ლიამის შეშინებული ხმა იყო. - რებეკა სიკვდილს ებრძვის. მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.

* * * * *
რამდენიმე საათია ტყუილ-უბრალოდ ვიცდით საავადმყოფოს დერეფანში. ექიმები არაფერს ამბობენ რაც ასმაგად მაშინებს. ყველა აქ არის. ჰარიც, რომელიც განადგურებულია და ერთ ადგილზე ვერ ისვენებს. მე დივანზე ვზივარ და ტელეფონს დავყურებ. ექიმებმა მოძრაობა დაიწყეს რამაც ფორიაქის მიზეზი მოგვცა. მთავარი ექიმი ჩქარა მოვიდა ჩვენთან და თქვა: - პირველი სისხლის ჯგუფი. სწრაფად, არავის გაქვთ? - მაშინვე გავაცნობიერე რაც თქვა. ყველამ თავი გააქნია უარის ნიშნად.
-მე მაქვს! - დავიყვირე, რა დროსაც ექიმს თვალები გაუნათდა. - მაგრამ იცით.. ციკლი მაქვს.. - უხერხულად ვთქვი, რადგან არ მინდა ამაზე საჯაროდ საუბარი.
-სისხლის გადასმა შეიძლება მაგრამ გაფრთხილებთ, საშიშია. - მითხრა ექიმმა. ამას არ შევუშინებივარ, რაც საჭიროა ყველაფერს გავაკეთებ რებეკასათვის.
-ეს თუ საშიშია იყოს. სხვა დონორს ვიპოვით. - თქვა ჰარიმ და მკაცრი თვალებით შემომხედა.
-დრო ცოტა გვაქვს. - თქვა ექიმმა და საათზე დაიხედა.
-დავიწყოთ! - ვთქვი და ექიმს გავყევი. იმედი მაქვს არც ისე მტკივნეული იქნება.

თვალები როცა გავახილე,პირველად ენერგიის ნაკლებობა ვიგრძენი. მერე თეთრი ხალათებით მოხეტიალე მედდები. თვალები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე, შემდეგ კი ისევ გავახილე, მაგრამ ისევ ისე. შემდეგ კი ვიგრძენი, როგორ მაკოცა ვიღაცამ შუბლზე, ჰარი იყო. მის სურნელს მილიონი ადამიანიდანაც კი გამოვარჩევ.
შემდეგ გავიგონე მედდის წვრილი ხმა: - დასვენება სჭირდება. გთხოვთ გარეთ დაელოდეთ.
თავი - 20. ( ეპილოგი )
როგორია დაუნდობელია ეს ცხოვრება, არა?! სწორედ, გუშინ მომღიმარი ადამიანი დღეს საავადმყოფოში წევს და სიცოცხლისათვის იბრძვის. იბრძვის, რომ თავისი შვილები, და მეგობრები არ დატოვოს ამ სასტიკ ცხოვრებაში მარტო. იბრძვის იმისთვის, რომ გაუმკლავდეს პრობლემებს ჩვენთან ერთად, იცინოს, იტიროს კიდეც. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც საკუთარი შვილებია. მან ის დრო უნდა აინაზღაუროს რომელიც დაკარგა წლების წინ.. ის დრო უნდა აინაზღაუროს, საკუთარ შვილებს სხვა, რომ ასწავლიდა და სხვა რომ აცვამდა. აი, სწორედ ამისთვის უნდა იბრძოლოს.
უშედეგოს ვიცდით საავადმყოფოს დერეფანში. არავინ სახლში არ მიდის. კი ხვდებიან, იმას რომ აქ ყოფნით ვერაფერს შეცვლიან, მაგრამ ეს მაინც რაღაც იმედს გვაძლევს ყველა ჩვენგანს. ასე, ყველა ერთად შეკრებილები შორიდან კარგი საყურებელი ვართ, მხოლოდ შინაგანად თუ ვიცით რა მწუხარების მატარებელია ჩვენი სული.
ყველა ეელოდება, როდის გამოვა ექიმი საოპერაციო განყოფილებიდან და იტყვის " გადარჩა ". ეს ის სიტყვაა, რომლის გაგონება უსაზღვრო სიხარულს მომანიჭებს. ჩემი პრობლემაც ესაა. როცა ყველაფერი თითქოს, ერთიშეხედვით დალაგებულია მაშინათვა ცუდი რამე ხდება. სულ რამოდენიმე დღე ვიყავით ყველანი ერთად, ისიც საბოლოოდ ჩაგვიშხამდა.
შუა ღამეა. ჰარი, ლიამი და დანარჩენები აივანზე არიან და სიგარეტს ეწევიან. რიჩარდის მდგომარეობას ნუ მკითხავთ, არც კი ვიცი რა დავარქვა მის მდგომარეობას. ის ცუდად არ არის, მის მდგომარეობას შემიძლია ვუწოდო - ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდად. რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს, რადგან ის მისი პირველი სიყვარული და საკუთარი შვილების მამაა; ჯემა დივანზე ზის. სიტყვას არ ამბობს, უბრალოდ ტირის; აივნიდან ყველა გამოვიდა, ჰარის გარდა. ვფიქრობ, დროა მას დაველაპარაკო. ერთი დღა უკვე ნორმალურად არც კი მისაუბრია მასთან. საფერფლეზე მილიონობით დევს სიგარეტი. ან ბიჭებმა მოწიეს ორ-ორი ან ჰარიმ მოწია მარტო. ვფიქრობ, მეორე ვარიანტი უფრო შეესაბამება სისწორეს, რადგან ის ახლაც ეწევა;
-მარტო დამტოვე, გთხოვ. - არც კი მიყურებს ისე მეუბნება. მისგან ეს ოდნავ მწყინს, ვიცი, ახლა რთული პერიოდია მისთვის, მაგრამ ჩემთან უხეშობით არაფერი არ გამოკეთდება.
-არ ვაპირებ, მარტო დაგტოვო. - ვეუბნები უკმეხად და ისეთივე პოზას ვიღებ როგორშიც ის არის ახლა: ხელებით ვეყრდნობი აივნის მოაჯირს. თავს აქნევს უკმაყოფილებისგან და მიყურებს.
-რატომ ხარ ასეთი ჯიუტი?! - კბილებში ცრის, მაგრამ უხეშად არ მეუბნება. მახარებს, ეს ფაქტი.
-რამდენიმე დღეა უკვე აღარ მილაპარაკია შენთან. სიჯიუტე აქ, რა შუაშია?! - ვეკითხები ნაწყენი ხმით, რაც მაზე ზეგავლენას ახდენს და მიხუტებს. მისი ოდიკოლონის სუნი კიდევ შერჩენია, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში საერთოდ არ ყოფილა სახლში. -ჭკუიდან შევიშლები მას რამე რომ დაემართოს. - ამბობს, თან მის დიდ ტორებს უფრო და უფრო მჭიდროდ მიჭერს. ნიკაპზე ვკოცნი, რაც მის გამოწვევას იწვევს. ტუჩებზა ნაზად მეხება.. მისი თითოეული შეხება უსაზღვრო სიხარულს, ბედნიერებას მანიჭებს. მუცელში არ ვგრძნობ პეპლების აფრენას, მაგრამ ვგრძნობ მსგავს, კიდევ უკეთებს რაღაცებს. - მომენატრე ვივიენ.. - ჩემს ყელთან ახლოს ჩურჩულებს, რა დროსაც მისი ცხელი, სასიამოვნო სუნთქვა მეცემა. ამას პირველად ვამბობ, მაგრამ მერწმუნეთ უკანასკნელი იქნება : აღგზნევებული ვარ.
ხელი-ხელ ჩაკიდებულნი შევდივართ დერეფანში. ვაიოლეტი თბილად გვიღიმის.. ექიმის ელვის სისწრაფიდ გამოვარდა ოთახიდან. ყველას მას მივხვივდით და ერთბაშად მივაყარეთ: - როგორ არის?
მან ღრმად ამოისუნთქა და სთქვა: - სტაბილურაად. რამდენიმე საათში გამოიღვიძებს.
შემდეგ არაფერი არ მომისმენია, რადგან მეცხრე კი არა, მეასე ცაზე ვიყავი. არავის ხმა არ მესმოდა, უბრალოდ ვიღიმოდი და მთელი ძალით ვეხუტებოდი ჩემს ძმას. მიხაროდა, რომ ცოცხალი ვიყავი და ამ ბედნიერების შეგრძნება მოვასწარი. მიყვარს რებეკა, იმისთვის რომ არ დაგვტოვა ბედის ანაბარა. და მიყვას იმისთვის, რომ მისი შვილი ჩემი შეყვარებულია. ჩემი მეორე ნახევარია. ან, უფრო სწორი იქნებოდა: მისი შვილი ჩემი მეორე მეა.
გავიდა დღეების, რებეკაც გამოკეთდა. გავიდა დღეები, და ახალი წელიც მოგვადგა კარზე. ყველა სახლის და ნაძვის ხის მორთვაში იყო გართული. გადავწყვიტეთ, რომ ყველას ერთად ჰარისთან აღგვენიშნა ახალი წლის შემობრძანება. ქალები, სამზარეულოში ფუსფუსებდნენ. მამაჩემი და რიჩარდი კი შეშას ჭრიდნენ ბუხრისათვის. და ასევე ცხენებს კაზმავდნენ. ახალი წლისათვის რიჩარდმა ყველა მომსახურე პერსონალი თავიანთ სახლში გაუშვა.ვაიოლეტის გარდა, რა თქმა უნდა.
-ვივ, ეს ნათურა აქ დავკიდო თუ აქ? - ჰარიმ კედელზე, შემდეგ კი ნაძვის ხეზე მიმითითა.
-სერიოზულად?! რა თქმა უნდა, ნაძვის ხეზე! - გავიცინე და ისე ვუთხარი. უკვე მემილიონედ მაინც მეკითხება მსგავს კითხვებს, რაც ჩემს ტინში ნერვულ სისტემას მიზიანებს. მისი ასეთი კითხვების შემდეგ, რომ შემხედოთ ერთი დიდი კომედია ვარ.
-ვიიივიენ, აბა გამისინჯე ამ სოუზს მარილი ხომ არ აკლია? ვივ, ეს სად დავდო? ვივიენ, ქათამი კარგად შეიწვა? ვივ, ხომ არ იცი წებო სად დევს? ვივ, წყალი დამისხი რა.. - ისე მომაყარეს ყველამ ერთ ბაშად ეს კითხვები, რომ პირველად რომლისთვის მეპასუხა ვერც კი მივხვდი. ამიტომ ყველა უპასუხოდ დავტოვე. ალბათ იმიტომ მეკითხება ყველა მე, რომ უსაქმურად მნახეს. სიმართლე, რომ ვთქვა ასეცაა. არაფერს ვაკეთებ.

ნაშუადღევს, გადავწყვიტე იქ წავსულიყავი სადაც დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ლიამს და მამაჩემს ვთხოვე გამომყოლოდნენ, ისინი კი დიდი სიხარულით დამთანხმდნენ.
მანქნიდან გადმოვაბიჯე. იმ საზარელ ადგილს მივუახლოვდი სადაც ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი ადამიანი მარხია. დიდ ქვაზე, დედაჩემის სახელის წაკითხვამ დიდი სევდა მომგვრა. მამას თვალები ცრემლებით აქვთ სავსე. ლიამი კი ზურგზე მეფერება. მისი საყვარელი ყვავილები - გვირილები მოვუტანე და ნაზად დავდე მიწაზე. ტირილი ამივარდა.. ვერც ვერავინ შემაჩერებდა, და არც მინდოდა რომ ვინმეს შევეჩერებინე.
-დედიკო, ჩემო საყვარელო დედიკო.. იცი?! პირველი ჰელოუინი მქონდა შენს გარეშე. ახლა კი, პირველი ახალი წელი იქნება შენს გარეშე. გახსოვს წინა წელს წინდები რომ მაჩუქე? შენი ხელით მოქსოვილი. მას საგულდაგულო ადგილი უკავია ჩემს კარადაში. გახსოვს, უფლება, რომ არ მომეცი რიჩარდისთვის მეთქვა შენი ავადმყოფობის შესახებ. ის ბოლო წუთები გახოსვს? როგორ მოკვდი?! დედა! ასე რატომ გამწირე. ხომ იცოდი, რომ მოკვდებოდი! დედაა.. - ხელი იმ ქვას მოვუსვი სადაც დედაჩემის სრული სახელი და გვარი წერია : ანამარია გარსია. - ეს შენი გვარი არ არის დედიკო.. ეს შენი გვარი არ არის! - დავუყვირე იმ უძრავ ქვას, თითქოს დედაჩემი ყოფილიყო!
ლიამმა ხელი ზურგზე მომისვა და დამამშვიდა. ახლა კი ჩემი ხმა ლიამის ხმამ შეცვალა: - დე, სიმართლე გითხრა არც კი გიცნობდი და ეს შენც იცი. მაგრამ მე კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, რომელიც მე მახსოვს. მაშინ ხუთი წლის ვიქნებოდი, ჰარისთან ერთად რიჩარდმა მეც წამიყვანა რანჩოში. შენ მაჭმევდი და მასმევდი, ისე მექცეოდი როგორც საკუთარ შვილს. მითხარი, რა საყვარელი ბავშვი ხარ ჩემი შვილის ტოლი ხარო.. მასავითთაფლისფერი თვალები გაქვსო.. მე მახოსვს ეს, შეენ? შენ გახსოვს?! - უკვე მოსმენა აღარ შემეძლო.. ის ისეთი ემოციებით ამბობდა, თან ხმამაღლა. დავიტანჯე მის შემყურე. იმის გამიფქრებაზე, რომ დედაჩემი ჩემთან არ არის, შინაგანად ვიწვები. რა იქნება, ის ჩემთან რომ იყოს?! სულ სხვანაირი იქნებოდა ყოველიფერი.
* * *
-ჰარი.. რამდენიმე საათში ახალი წელი შემოაბიჯებს. - გავუცინე და მის კალთაში მოვკალათდი.
-შენ ძალიან გამითამადი, ვივ. რა გჭირს?! - გაიცინა და მოღუტუნება დამიწყო. რომ მოგესმინათ ჩემი სიცილის ფორმები ალბათ საიქიოში გაისტუმრებდით საკუთარ თავს. - კარგი ცხენო, დამშვიდდი. - მითხრა ჰარიმ, და კიდევ უფრო მომიღუტუნა.
-სპილო ხარ!
-სიმპათიური სპილო, ხომ?
-არა. მე ვთქვი : სპილო.
-სიმპათიური სპილო?
-ჰარი!
-კარგი ჰო. - გადაიხარხარა. გულში ჩამიკრა. ვთქვი, რომ მის სურნელზე ვგიჟდები?
-ოუ, იცი რა გამახსენდა. ჩვენი პირველი შეხვედრა, ჩემს ლოგინზე რომ ჩაგეძინა. - გაიცინა. ამ ისტორიას ვერ ვიტან! როგორ იყო რომ მამცირებდა ხოლმე.
-კარგად მახსოვს, როგორ მამცირებდი.- ჩემს სიტყვებს არანაირი დისკომფორტი არ გამოუწვევია. პირიქით, ვიხსენებდით ძველ ამბებს და საკუთარ თავზე გვეცინებოდა. განსაკუთრებით სასაცილო ჰელოუინის ღამეს კიბიდან რომ ჩამოვგორდი ეგ იყო.
-ვივ, ხომ იცი რომ არაფერს გაძალებ? საერთოდ შენნაირი შეყვარებული ვინმეს ჰყავს? იცოდე, არასოდეს მოგერიდოს ჩემი. - თითის ქნევით დამემუქრა. - ნებისმიერ სხვას, ახლა თავისი გოგო უკვე ნახმარი და მიგდებული ეყოლებოდა. მაგრამ მე ასეთ რამეს არასდროს ჩავიდენ. ვიცი არ ხარ ისეთი ტიპის გოგო, რომელიც შეყვარებულთან დაწვება და ამის არანაირი წინააღმდეგი არ ვარ. ვაფასებ ასეთ ლოგიკას. შენთვის პირველი შენი ქმარი იქნება. ანუ მე. გაიგე ახლა? - ბოლოს გამიღიმა. მეც გავუღიმე. გამიხარდა ამ თემაზეც რომ მესაუბრა, რადგან ამასთან დაკავშირებით მე რაიმეს კითხვას ვერაფრის დიდებით ვერ გავბედავდი. მჯეროდა, რომ ჰარი გაიგებდა ჩემს სიტყვებს უთქმელად.. შემიძლია დარწმუნებული ვიყო, რომ ახლა ფიქრობთ რა ძველ მოდურიაო? სიმართლე გითხრათ, სულაც არ არის ეს ძველმოდური. თქვენი აზრით, ის უფრო კარგია შეყვარებულთან რომ წვები? იქნებ, მას მეორე დღეს დაშორდე ისეთი რაღაც რომ მოხდეს? ჩემთვის პირველი ჩემი ჰარი იქნება, ანუ ჩემი ქმარი.
*მესამე პირი*
რა გასაოცარია ცხოვრება, არა? გოგონა, რომელიც დიდი ხანი ტყუილში ცხოვრობდა, გოგონა, რომელსაც მუდმივად ამცირებდნენ, გოგონა რომელიც სკოლაში მოსიარულე მიცვალებული იყო ახლა ბედნიერია თავის ოჯახთან, მეგობრებთან ერთად. მოგატყუებთ, რომ გითხრა მას იმედი არ დაუკარგავს-მეთქი. მან იმედი მაშინ დაკარგა, როდესაც დედამისი მიწას მიაბარეს. იმედი არც არაფრის ჰქონია. მაგრამ ის ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა. იპოვა ოჯახი, მისთვის ფული საერთოდ ბოლო დონეზე იდგა. მთავარი იყო, მას ჰყავდა ოჯახი. ძმა და მამა. ერთადერთი რაც აკლდა დედამისი იყო. დედის ალერსს ის ვერავისგან ვერ მიიღებს, თუმცა იმ დიდ სიყვარულს რომელსაც თავისი მეგობრები უზიარებენ მას, უბრალოდ უსაზღვრი ბედნიერებას ანიჭებს.
რაც შეეხება, ჰარის. მათი სიყვარული რაღაცნაირად უცნაური და ამავდროულად ძალიან საინტერესოა. მათ ერთმანეთი სიცოცხლეზე მეტად უყვართ და ამას, ხოლმე ძალიან და ზოგჯერ საერთოდაც არ გამოხატავენ. იმ ჩხუბში, იმ დამცირებებში, იმ ყველაფერ ცუდშიც იყო რაღაც კარგი.. ჰარი იმიტომ ამცირებდა, რომ გრძნობდა უყვარდებოდა.. იმიტომ ეჩხუბებობდა, რომ მისი დაკარგვის ეშინოდა; ზოგი იფიქრებს, ჰარი არ იყო ვივიენის ღირსი, მაგრამ ცდებით.. მის გულში და გონებაში, რომ ჩაგეხედათ, რაც არ უნდა გასაკვრი იყოს ორივე ერთნაირად ფიქრობდა. გული მისკენ წასვლას უბიძგებდა, გონებაც იგივეს. მას ორნაირად არ უყვარდა ვივიენი, მას უყვარს ის, მორჩა და გათავდა. შეიძლება, ბევრჯერ გადაჭარბებულადაც მოქცეულა კიდეც, მაგრამ ეს ვივიენი სასიკეთოდ გააკეთე. მისგან თავის დასაღწევად გააკეთა. თუმცა საბოლოოდ, მაინც ერთად დარჩნენ და ერთად გაუდგნენ ამ დაუნდობელი ცხოვრების გზას. შეიძლება ცხოვრება ერთი წამია, მაგრამ მათ შეძლეს ეს ერთი წამი საუკუნედ ექციათ. მათი სიყვარული ზღაპარი არ არის, ეს რეალური ისტორიაა, რომელიც გულწრფელ სიყვარულზეა დაფუძნებული. მათი სიყვარული მეგობრობით არც კი დაწყებულა, მათი სიყვარული თვით სიყვარულით დაიწყო და აღარასოდეს დამთავრდება. მათ ერთმანეთი მაშინაც უყვარდათ როდესაც ჩხუბობდნენ, ახლაც უყვართ, და შემდეგაც ეყვარებათ, რადგან ეს ისეთი წმინდა გრძნობაა, რომ მისი უგულვებელყოფა მხოლოდ სატანებს შეუძლიათ. ჰარი და ვივიენი კი სატანები არ არიან. სიყვარული, ეს ხომ ღმერთისგან ბოძებული უნიკალური საჩუქარია. რომელიც შენს სულში საგულდაგულოდ უნდა შეინახო.

ნაშუადღევს, გადავწყვიტე იქ წავსულიყავი სადაც დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ლიამს და მამაჩემს ვთხოვე გამომყოლოდნენ, ისინი კი დიდი სიხარულით დამთანხმდნენ.
მანქნიდან გადმოვაბიჯე. იმ საზარელ ადგილს მივუახლოვდი სადაც ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი ადამიანი მარხია. დიდ ქვაზე, დედაჩემის სახელის წაკითხვამ დიდი სევდა მომგვრა. მამას თვალები ცრემლებით აქვთ სავსე. ლიამი კი ზურგზე მეფერება. მისი საყვარელი ყვავილები - გვირილები მოვუტანე და ნაზად დავდე მიწაზე. ტირილი ამივარდა.. ვერც ვერავინ შემაჩერებდა, და არც მინდოდა რომ ვინმეს შევეჩერებინე.
-დედიკო, ჩემო საყვარელო დედიკო.. იცი?! პირველი ჰელოუინი მქონდა შენს გარეშე. ახლა კი, პირველი ახალი წელი იქნება შენს გარეშე. გახსოვს წინა წელს წინდები რომ მაჩუქე? შენი ხელით მოქსოვილი. მას საგულდაგულო ადგილი უკავია ჩემს კარადაში. გახსოვს, უფლება, რომ არ მომეცი რიჩარდისთვის მეთქვა შენი ავადმყოფობის შესახებ. ის ბოლო წუთები გახოსვს? როგორ მოკვდი?! დედა! ასე რატომ გამწირე. ხომ იცოდი, რომ მოკვდებოდი! დედაა.. - ხელი იმ ქვას მოვუსვი სადაც დედაჩემის სრული სახელი და გვარი წერია : ანამარია გარსია. - ეს შენი გვარი არ არის დედიკო.. ეს შენი გვარი არ არის! - დავუყვირე იმ უძრავ ქვას, თითქოს დედაჩემი ყოფილიყო!
ლიამმა ხელი ზურგზე მომისვა და დამამშვიდა. ახლა კი ჩემი ხმა ლიამის ხმამ შეცვალა: - დე, სიმართლე გითხრა არც კი გიცნობდი და ეს შენც იცი. მაგრამ მე კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, რომელიც მე მახსოვს. მაშინ ხუთი წლის ვიქნებოდი, ჰარისთან ერთად რიჩარდმა მეც წამიყვანა რანჩოში. შენ მაჭმევდი და მასმევდი, ისე მექცეოდი როგორც საკუთარ შვილს. მითხარი, რა საყვარელი ბავშვი ხარ ჩემი შვილის ტოლი ხარო.. მასავითთაფლისფერი თვალები გაქვსო.. მე მახოსვს ეს, შეენ? შენ გახსოვს?! - უკვე მოსმენა აღარ შემეძლო.. ის ისეთი ემოციებით ამბობდა, თან ხმამაღლა. დავიტანჯე მის შემყურე. იმის გამიფქრებაზე, რომ დედაჩემი ჩემთან არ არის, შინაგანად ვიწვები. რა იქნება, ის ჩემთან რომ იყოს?! სულ სხვანაირი იქნებოდა ყოველიფერი.
* * *
-ჰარი.. რამდენიმე საათში ახალი წელი შემოაბიჯებს. - გავუცინე და მის კალთაში მოვკალათდი.
-შენ ძალიან გამითამადი, ვივ. რა გჭირს?! - გაიცინა და მოღუტუნება დამიწყო. რომ მოგესმინათ ჩემი სიცილის ფორმები ალბათ საიქიოში გაისტუმრებდით საკუთარ თავს. - კარგი ცხენო, დამშვიდდი. - მითხრა ჰარიმ, და კიდევ უფრო მომიღუტუნა.
-სპილო ხარ!
-სიმპათიური სპილო, ხომ?
-არა. მე ვთქვი : სპილო.
-სიმპათიური სპილო?
-ჰარი!
-კარგი ჰო. - გადაიხარხარა. გულში ჩამიკრა. ვთქვი, რომ მის სურნელზე ვგიჟდები?
-ოუ, იცი რა გამახსენდა. ჩვენი პირველი შეხვედრა, ჩემს ლოგინზე რომ ჩაგეძინა. - გაიცინა. ამ ისტორიას ვერ ვიტან! როგორ იყო რომ მამცირებდა ხოლმე.
-კარგად მახსოვს, როგორ მამცირებდი.- ჩემს სიტყვებს არანაირი დისკომფორტი არ გამოუწვევია. პირიქით, ვიხსენებდით ძველ ამბებს და საკუთარ თავზე გვეცინებოდა. განსაკუთრებით სასაცილო ჰელოუინის ღამეს კიბიდან რომ ჩამოვგორდი ეგ იყო.
-ვივ, ხომ იცი რომ არაფერს გაძალებ? საერთოდ შენნაირი შეყვარებული ვინმეს ჰყავს? იცოდე, არასოდეს მოგერიდოს ჩემი. - თითის ქნევით დამემუქრა. - ნებისმიერ სხვას, ახლა თავისი გოგო უკვე ნახმარი და მიგდებული ეყოლებოდა. მაგრამ მე ასეთ რამეს არასდროს ჩავიდენ. ვიცი არ ხარ ისეთი ტიპის გოგო, რომელიც შეყვარებულთან დაწვება და ამის არანაირი წინააღმდეგი არ ვარ. ვაფასებ ასეთ ლოგიკას. შენთვის პირველი შენი ქმარი იქნება. ანუ მე. გაიგე ახლა? - ბოლოს გამიღიმა. მეც გავუღიმე. გამიხარდა ამ თემაზეც რომ მესაუბრა, რადგან ამასთან დაკავშირებით მე რაიმეს კითხვას ვერაფრის დიდებით ვერ გავბედავდი. მჯეროდა, რომ ჰარი გაიგებდა ჩემს სიტყვებს უთქმელად.. შემიძლია დარწმუნებული ვიყო, რომ ახლა ფიქრობთ რა ძველ მოდურიაო? სიმართლე გითხრათ, სულაც არ არის ეს ძველმოდური. თქვენი აზრით, ის უფრო კარგია შეყვარებულთან რომ წვები? იქნებ, მას მეორე დღეს დაშორდე ისეთი რაღაც რომ მოხდეს? ჩემთვის პირველი ჩემი ჰარი იქნება, ანუ ჩემი ქმარი.
*მესამე პირი*
რა გასაოცარია ცხოვრება, არა? გოგონა, რომელიც დიდი ხანი ტყუილში ცხოვრობდა, გოგონა, რომელსაც მუდმივად ამცირებდნენ, გოგონა რომელიც სკოლაში მოსიარულე მიცვალებული იყო ახლა ბედნიერია თავის ოჯახთან, მეგობრებთან ერთად. მოგატყუებთ, რომ გითხრა მას იმედი არ დაუკარგავს-მეთქი. მან იმედი მაშინ დაკარგა, როდესაც დედამისი მიწას მიაბარეს. იმედი არც არაფრის ჰქონია. მაგრამ ის ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა. იპოვა ოჯახი, მისთვის ფული საერთოდ ბოლო დონეზე იდგა. მთავარი იყო, მას ჰყავდა ოჯახი. ძმა და მამა. ერთადერთი რაც აკლდა დედამისი იყო. დედის ალერსს ის ვერავისგან ვერ მიიღებს, თუმცა იმ დიდ სიყვარულს რომელსაც თავისი მეგობრები უზიარებენ მას, უბრალოდ უსაზღვრი ბედნიერებას ანიჭებს.
რაც შეეხება, ჰარის. მათი სიყვარული რაღაცნაირად უცნაური და ამავდროულად ძალიან საინტერესოა. მათ ერთმანეთი სიცოცხლეზე მეტად უყვართ და ამას, ხოლმე ძალიან და ზოგჯერ საერთოდაც არ გამოხატავენ. იმ ჩხუბში, იმ დამცირებებში, იმ ყველაფერ ცუდშიც იყო რაღაც კარგი.. ჰარი იმიტომ ამცირებდა, რომ გრძნობდა უყვარდებოდა.. იმიტომ ეჩხუბებობდა, რომ მისი დაკარგვის ეშინოდა; ზოგი იფიქრებს, ჰარი არ იყო ვივიენის ღირსი, მაგრამ ცდებით.. მის გულში და გონებაში, რომ ჩაგეხედათ, რაც არ უნდა გასაკვრი იყოს ორივე ერთნაირად ფიქრობდა. გული მისკენ წასვლას უბიძგებდა, გონებაც იგივეს. მას ორნაირად არ უყვარდა ვივიენი, მას უყვარს ის, მორჩა და გათავდა. შეიძლება, ბევრჯერ გადაჭარბებულადაც მოქცეულა კიდეც, მაგრამ ეს ვივიენი სასიკეთოდ გააკეთე. მისგან თავის დასაღწევად გააკეთა. თუმცა საბოლოოდ, მაინც ერთად დარჩნენ და ერთად გაუდგნენ ამ დაუნდობელი ცხოვრების გზას. შეიძლება ცხოვრება ერთი წამია, მაგრამ მათ შეძლეს ეს ერთი წამი საუკუნედ ექციათ. მათი სიყვარული ზღაპარი არ არის, ეს რეალური ისტორიაა, რომელიც გულწრფელ სიყვარულზეა დაფუძნებული. მათი სიყვარული მეგობრობით არც კი დაწყებულა, მათი სიყვარული თვით სიყვარულით დაიწყო და აღარასოდეს დამთავრდება. მათ ერთმანეთი მაშინაც უყვარდათ როდესაც ჩხუბობდნენ, ახლაც უყვართ, და შემდეგაც ეყვარებათ, რადგან ეს ისეთი წმინდა გრძნობაა, რომ მისი უგულვებელყოფა მხოლოდ სატანებს შეუძლიათ. ჰარი და ვივიენი კი სატანები არ არიან. სიყვარული, ეს ხომ ღმერთისგან ბოძებული უნიკალური საჩუქარია. რომელიც შენს სულში საგულდაგულოდ უნდა შეინახო.

***
თუ აქამდე მოაღწიეთ, ბოდიშს გიხდით, რომ რამდენიმე წუთი თუ საათი უაზრობაში გაატარეთ.
ეს "ფანფიქი" ძალიან ადრე დავწერე და შეცდომებითაა სავსე. ცოტა გადავავლე თალი, მაგრამ ისე უბრალოდ.
ვიცი, სისულელეა, მაგრამ მაინც არ მემეტებოდა "მისაგდებად".. კომპიუტერში, ერთ-ერთ ფაილში სრულიად უაზროდ იყო შემონახული და გული მწყდებოდა, რომ ჩემი პირველი ისტორია არსად მქონდა გამოქვეყნებული.
კი, ფეისბუქზე განთავსებული მქონდა, ძალიან ბევრი მკითხველიც ჰყავდა, ბევრს მოსწონდა და ბევრს - პირირიქთ, მაგრამ, სამწუხაროდ ის გვერდი გაუქმდა, შესაბამისად ჩემი ისტორიაც დაიკარგა.
ამიტომ, გადავწყვიტე აქ განმეთავსებინა.
უბრალოდ ისე იყოს.
დიდი მადლობა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

გული დამწყდა რომ დამთავრდა ამ ისტორიის წაკითხვამ ცხოვრების სტიმული შემმატა ამისათვის დიდი მადლობა

 



№2  offline წევრი პენელოპე

სტუმარი მარიკო
გული დამწყდა რომ დამთავრდა ამ ისტორიის წაკითხვამ ცხოვრების სტიმული შემმატა ამისათვის დიდი მადლობა

მიხარია heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent