წყურვილი ნაწილი III, თავი 12 (18+) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი III, თავი 12] (18+)


5-08-2018, 17:27
ავტორი ჰაიკო
ნანახია 352

წყურვილი [ნაწილი III, თავი 12] (18+)

....... საზარელი ღამე ჩამოწვა. უძლიერესმა ქარიშხალმა ჯერ ხეების კენწეროებს შეუტია, აახმიანა, ააჭრიალა, ერთმანეთს შეახეთქა, შემდეგ დაბლა ჩამოიწია და მძინარე ქალაქს სულისშემხუთავად დააწვა, ცის კაბადონზე ზღვაში გაბნეული მარგალიტებივით მბრწყინავი ვარსკვლავები შავმა, ბოროტმა ღრუბელმა დაფარა, შესქელდა, ჩამუქდა და სავსე მთვარის ცისფერი სხივები სრულიად გააძევა.
ტყის სიღრმეში, ლუციუსის საიდუმლო საცხოვრებელში აყვავებული სამოთხე გადასხვაფერდა, ცხოველებმა ხმაური შეწყვიტეს, ბუნაგებში შეიყუჟნენ და შიშისგან გაფართოებული თვალებით, ცხოველური შიშით ადევნებდნენ თვალს ბუნების მრისხანე შემოტევას. ლუციუსის ხისგან ნაგები სახლი ქარიშხალის ყოველ დაბერვაზე ჭრიალებდა, იტანჯებოდა..
შიგნით, ჩაბნელებულ ოთახში ფანჯარასთან მიდგმულ სარეცელზე მძლავრი სხეული ბორგავდა, თითქოს მის სულსაც შეჰხებიაო ბუნების უჩვეულო მძვინვარება, სხეული ეჭიმებოდა, დროდადრო ქვეცნობიერში გაელვებული სურათები სტანჯავდა და როდესაც პირს ოდნავ აღებდა აჩქარებული გულის დასამშვიდებლად ჰაერის ჩასასუნთქად, საზარელი, მოელვარე ეშვები მოუჩანდა, სახეზე გაწოლილი ნაიარევი თითქოს გაწითლდა, უფრო ღია შეფერილობა მიიღო, სადღაც შორს, მთების მწვერვალებისკენ ორი უდრეკი ღრუბელი ერთმანეთს დაეჯახა და ქუხილის ხმამ აღშფოთებული, აღრიალებული გარემო გააყრუა.
სარეცელზე მწოლიარე სწრაფი ნახტომით წამოიჭრა, ოთახის შუაგულში ოთხზე დახტა და ანთებული, გაველურებული თვალებით მიმოიხედა, თითქოს პირველად ხედავდა ოთახს, ერთიანად დაძაგრული სხეული ფოლადივით კუნთების და დაბერილი სისხლძარღვების ერთ, შესანიშნავ მთლიანობას ქმნიდა. მკერდიდან ყრუ ღმუილი ამოსდიოდა, ლოყებზე გაფართოებულ კაპილარებში მოძრავი ალისფერი სითხე თვალების მიმართულებით გადაადგილდებოდა.
მარკუსმა ფანჯარას გახედა, მისი უკიდურესად გამახვილებული სმენა ქოხში და ქოხის გარეთ გაღებულ უმცირეს ხმაურსაც კი იჭერდა.
სიზმრებისგან გაწამებული, ნელა წამოიმართა, ელვასავით სწრაფად გაჩნდა პირსაბანში, ონკანზე წყალი მოუშვა, სახეზე შეისხა და საკუთარ გამოსახულებას დააკვირდა სარკეში, სარკე კი სასტიკ, მძულვარე გამომეტყველებას ირეკლავდა.
მარკუსმა უცებ იგრძნო, როგორ დაუარა სიცივემ მთელ სხეულში, ფეხის თითებიდან შემოიჭრა, სხეული ამოირბინა და საფეთქლებს შემოუტია. სარკიდან მომზირალი პიროვნება თითქოს იყო და ამავე დროს არც იყო მარკუსი..
სარკიდან ნიშნისმოგებით შემოჰყურებდა, დაკვირვებით, მკაცრად მოკუმულ ტუჩებზე თითქოს ღიმილის ელფერი დაჰკრავდა, ზიზღის, სიბოროტის, ტკივილის...
- მე მარკუსი ვარ, - საკუთარ გამოსახულებას დაუღრინა სარკეში მარკუსმა, - ყველაზე ძლიერი არსება დედამიწის ისტორიაში, მე მარკუსი ვარ, მე მარკუსი ვარ, მე მარკუსი ვარ...
ასე იმეორებდა შეუჩერებლად მანამ, სანამ კიდევ ერთი თავზარდამცემი სიახლე არ აღმოაჩინა, სარკიდან მომზირალ მარკუსს ნაიარევი არ ჰქონდა...
- ეს რა... - მარკუსმა უკან დაიხია, შიშისგან გადარეულ თვალებს არ აშორებდა საკუთარ გამოსახულებას, შემდეგ სახეზე ხელი იტაცა, ანარეკლმაც იგივე გაიმეორა.
მარკუსმა თითებით იგრძნო ნაიარევის სიღრმე და ოდნავ დამშვიდდა, ანუ თვითონ ნამდვილად მარკუსი იყო, მაგრამ ვინ იყო მისი ანარეკლი? ის ფრთხილად მიახლოვდა სარკეს, პირსაბნის ნიჟარას დაეყრდნო და სარკიდან მომზირალ პიროვნებას თვალებში მიაშტერდა.
- მე მარკუსი ვარ... მარკუსი... ეს მე ვარ... შენ ვინ ხარ... ვინ ხარ?
მაგრამ ანარეკლი დუმდა, არ აპირებდა პასუხის გაცემას, ისევ ზიზღნარევი ღიმილით უყურებდა.
- ვინ ხარ? - დაიღრინა მარკუსმა, მოთმინება ელეოდა, - შენი დედაც, მითხარი ვინ ხარ, ხმა ამოიღე, როგორ ბედავ... ჰა-ჰა-ჰა... მე მარკუსი ვარ...
- შენ იცი, ვინც ვარ, - სადღაც გარედან მოისმა სუსტი, მილეული ხმა.
მარკუსი ხმის მიმართულებით შებრუნდა, წამის უსწრაფესად გაჩნდა ფანჯარასთან, ბუნების მეოხებით აბორგებულ გარემოს გამჭრიახი მზერა მოავლო, ყოველ სანტიმეტრს ჩხრეკდა, შემდეგ სწრაფი ნახტომით ვერანდაზე გაჩნდა, ხის კიბეები ჩაირბინა და სახლის წინ მდებარე მდელოს შუაგულში შესდგა.
- სად ხარ? - დაიღრიალა მან და ტყეში დაგუბებულ წყვდიადს გაუსწორა თვალი.
პასუხი არ მიუღია.
- მე მარკუსი ვარ, - გაიმეორა აჩემებული სიტყვები, თან ნელა, წრიულად ბრუნავდა და გარემოს სამას სამოცი გრადუსით ზვერავდა.
მისგან რამდენიმე იარდის მოშორებით, ტყის ზოლში ლანდმა გაირბინა, მარკუსი დაიძაგრა, სწრაფად შებრუნდა მისი მიმართულებით.
- მოდი... - დაიღრინა მან, - გგონია მეშინია? - მან ჭკუიდან შეშლილივით გადაიხარხარა, - არ მეშინია თქვენი, ყოველღამ სიზმრებში მოდიხართ, მაგრამ მაინც არ მეშინია, ვერაფერს დამიშავებთ, თქვენი დედაც... მოდი... მე მარკუსი ვარ... მე დაუმარცხებელი ვარ...
ამჯერად ზურგსუკან მოესმა მცირე ხმაური.
- მარკუს... - კვლავ დაილაპარაკა ვიღაცამ მისუსტებული ხმით.
- ვინ ხარ? - მარკუსს ხმაში შიში შეეპარა.
ქარიშხალმა იძალა, ცაზე ღრუბლები და სავსე მთვარის ცისფერი შუქი ერთმანეთს ცვლიდა.
- მარკუს... - ამჯერად ტყის სიღრმიდან გაისმა ძახილი.
- მოდი, - დაიღრიალა მარკუსმა, - აქ ვარ, გელოდები...
- წამოდი, ის აქ არის, ის აქ არის... - ხმა უფრო და უფრო შორიდან ისმოდა.
მარკუსმა გაუცნობიერებლად გადადგა ნაბიჯი და ხმას გაჰყვა, ტყეში გზას მიიკვლევდა, მოჩვენებასავით უხმაუროდ მიიწევდა წინ.
ხმამ ცენტრალურ მაგისტრალზე გაიყვანა, სადაც კანტი-კუნტად მოძრაობდნენ მანქანები. მარკუსის შეშლილის გამომეტყველების და შიშველი სხეულის დანახვისთანავე მძღოლები სისწრაფეს უმატებდნენ და გვერდს უქცევდნენ შუა გზატკეცილზე მდგარ უცნობს.
- სად არის.. - დაიგრგვინა მარკუსმა და მიმოიხედა, - სად ხარ, სად...
- აქ ვარ, - არსაიდან მოესმა, - დამელოდე, მოვდივარ...
ერთ-ერთმა მანქანამ სვლა შეანელა, მარკუსს გაუსწორდა და გაჩერდა. მძღოლმა გვერდითი შუშა ჩაუწია და სიბრალულით სავსე მზერით გამოხედა.
- მეგობარო, გზა ხომ არ აგებნათ? მეგობარო...ჩემი გესმით? მეგობარო!
მარკუსმა ახლაღა მიაქცია ყურადღება მისი ბედით დაინტერესებულ მძღოლს, შეათვალიერა, უკანა სავარძელზე ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი იჯდნენ, რომლებიც შიშშეპარული ცნობისმოყვარეობით უმზერდნენ.
- მე ვარ... - მოულოდნელად ბავშვმა დაილაპარაკა დემონური ხმით, - მე ვარ... აქ ვარ.. მოდი...
- შენ... ეს შენ ხარ? - მარკუსს თვალები სისხლით აევსო, პირიდან წამიერად ჩამოეზარდა მოელვარე ეშვები.
- ჯანდაბა... - შიშისგან გააცია მძღოლს და მანქანის დაძვრა დააპირა, მაგრამ წამის შემდეგ მისი მოგლეჯილი თავი გვერდით სავარძელზე დაეცა, კისრიდან ამოჩრილი არტერიებიდან სისხლმა იფეთქა და წინა საქარე შუშა წითლად შეღება.
მარკუსი მოჩვენებასავით სწრაფად შეიჭრა სალონში და წარმოსახვით დემონებს დაეძგერა, დამძიმებული ჰაერი ქალის და ბავშვის ხმაშეწყობილმა კივილმა გაარღვია...
რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანიდან ერთიანად სისხლში ამოსვრილი მარკუსი გადმოვიდა, წითლად შეღებილი ტუჩები დაუდევრად მოიწმინდა ხელით და მანქანას მიეყრდნო.
- აქ რა ჯანდაბა ხდება? - მოესმა ძალიან ნაცნობი, ცივი და ქედმაღლური ხმა და მანქანაზე მიყრდნობილ მარკუსს ქერა პირველყოფილი მიუახლოვდა.
მარკუსი მაშინვე დაიძაგრა, თვალები ჩაუსისხლიანდა და წამიერად მიიღო საბრძოლო დგომი.
- სამტროდ არ მოვსულვარ, - მოიღუშა ლუციუსი.
- მარტო ხარ? - მარკუსმა გაფაციცებული მზერა მოავლო გარემოს.
- ამალით არ დავიარები, - ცივად მიუგო ქერა ვამპირმა და მანქანას შეავლო თვალი, - ჯანდაბა... მარკუს, შენ რა, შეიშალე? ეს რა სასაკლაო მოგიწყვია?
მარკუსმა ბოროტად გაიცინა, მიიხედ-მოიხედა, თითქოს ეშინია, ვინმემ არ გაიგოსო და ლუციუსს ყურთან მიუტანა ტუჩები.
- ლუციუს, მე ისინი გავანადგურე, ჩემი დემონები, ახლა კარგად ვიქნები..
- ჯანდაბა, - დაიღრინა ლუციუსმა, - ეს უდანაშაულო ხალხია შენი დემონები? შეხედე, რა ჩაიდინე მარკუს, შენ ხომ ქალი და ბავშვი მოკალი, ბავშვი, უმანკო და უდანაშაულო, გესმის, მარკუს?
მარკუსს თვალებში გაოცება ჩაუდგა, რომელიც მალევე შეიცვალა თავზარდაცემული გამომეტყველებით, ის მანქანის სისხლით მორწყული სალონისკენ შებრუნდა.
- ჩემი დემონები... სად არიან ისინი...
- აქ არავინაა, - შეუბრალებლად ჟღერდა ლუციუსის ხმა, - გარდა უდანაშაულო კაცისა, მისი მეუღლის და ბავშვის, რომლებიც შენ დახოცე და მათი სისხლი დალიე.
- რა? რას ამბობ, ლუციუს... - აღმოხდა მარკუსს და სახე შეეშალა, - ეს... მე ჩავიდინე?.. ეს...
ის უღონოდ მიეყრდნო მანქანას და აკანკალებული ხელი სახეზე ჩამოისვა.
- მარკუს, რა გემართება?
- არ ვიცი, არ ვიცი... - მარკუსმა ძლივს მოუკიდა სიგარეტს და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
ლუციუსი მის გვერდით მიეყრდნო მანქანას და თვითონაც მოუკიდა სიგარეტს.
- ყველაფერი შენი გამოღვიძების შემდეგ დაიწყო, ჩემი ბრალია, უნდა გამეთვალისწინებინა, რომ სხვა სულის სხვა სხეულში გაღვიძებას აუცილებლად მოჰყვებოდა გვერდითი ჩვენებები და გართულებები... შენ შენს თავს არ ჰგავხარ, მარკუს.
- ვიცი, - ამოიოხრა მარკუსმა, - ის დრო მენატრება, ჩვენ ერთად რომ ვებრძოდით საერთო მტრებს, ჯანდაბა..
- მტერი ახლაც საერთო გვყავს, - ნიადაგი მოსინჯა ლუციუსმა და ფრთხილი მზერით გახედა მარკუსს, - შენ არასწორი მხარე აირჩიე, მარკუს.
- რას გულისხმობ?
- გაბრიელს.
მარკუსმა სიგარეტი ხელიდან გააგდო და მთელი ტანით შემობრუნდა, სახე ამჯერად ბრაზისგან შეშლოდა.
- თავიდან იწყებ? ისევ ჭკუის დარიგებას ცდილობ?
- ეს სიმართლეა, - მტკიცედ თქვა ლუციუსმა.
- ისიც სიმართლეა, რომ ტალია ყველას სასიკვდილო საფრთხეს გვიქმნის, - არ დაუთმო მარკუსმა.
- გეთანხმები, - დიპლომატია მოიშველია ლუციუსმა და ჩაახველა, - მაგრამ მე და კოვაქსს გეგმა გვაქვს.
მარკუსმა ჩაიცინა და ზურგზე ხელებდაწყობილმა გაიარ-გამოიარა ლუციუსის წინ.
- გეგმა, - თქვა მან, - ისევ ეს დამპალი გეგმები, ერთმანეთის ძირის თხრა, სიძულვილი... როდის უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი?
- მანამ არ დამთავრდება, სანამ გაბრიელი კლანის მეთაური და ხელშეუხებელია, - დაბეჭდა ლუციუსმა, - იქნებ მაინც მოგესმინა ჩვენი გეგმა და საკუთარი აზრი შემდგომ დაგეფიქსირებინა?
მარკუსმა უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა.
- კარგი, ამ ერთხელაც მოგისმენ.
ლუციუსმა დაწვრილებით გადასცა თავისი და კოვაქსის საუბრის შინაარსი და როგორც მოელოდა, მარკუსი უკიდურესად გაკვირვებული დატოვა.
- ჯანდაბა... წარმოუდგენელია!
- ეს ასეა, - თქვა ლუციუსმა, - შეგვიძლია ტალია გავაღვიძოთ, მარკუს, დაბრუნდი ჩვენთან, შენც იცი და მეც ვიცი, რომ გაბრიელმა საკუთარი საქციელიდან გამომდინარე მართვის სადავეები დაკარგა.. მან ჰიბრიდი შექმნა, ის არ გვენდობა!
- მე თქვენ არ გენდობით, - დაიღრინა მარკუსმა, - თქვენ იმ კუდიან გოგოს იცავთ... ჰო, რაღაც მინდა გითხრა, მას კიდევ ერთი დამცველი გამოუჩნდა.
ლუციუსმა თვალები მოჭუტა, ეს სიახლე იყო მისთვის.
- რის შესახებ საუბრობ?
- ამის გარკვევა შენი და შენი მეგობრებისთვის მომინდვია, - ჩაიცინა მარკუსმა, - მაგრამ არც ისეთი უგულო ვარ, როგორიც გგონივარ, ლუციუს.. ვიცი, რატომაც მოხვედი აქ, ანტიდოტი გჭირდება, რომ ის გაიძვერა გადაარჩინო.
- ის ჩემი მეგობარია, - ეშვები დაკრიჭა ლუციუსმა და წინ წარსდგა ნაბიჯი, - ჩვენი მეგობარი, თუ საერთოდ გესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა, ჩვენ შენ გამოგაღვიძეთ, ეს არაფერს ნიშნავს შენთვის?
მარკუსმა მორიგ სიგარეტს მოუკიდა, ერთხანს ბრაზით აკვირდებოდა ლუციუსს.
- ნუ ცდილობ ჩემს სინდისზე ითამაშო, გამოღვიძება მე არ მითხოვია თქვენთვის, თქვენ მე ჯოჯოხეთიდან კი არა, ჯოჯოხეთში დამაბრუნეთ!
ლუციუსი გაშრა, ამ დრომდე არასდროს უფიქრია ამის შესახებ, არ ეგონა, თუ ამ საკითხს ასე უყურებდა მარკუსი, ეგონა, რომ მადლიერი იყო და ეს რამეში მაინც წაადგებოდათ სასიკეთოდ.
- მოგცემ ანტიდოტს, - განაგრძო მარკუსმა ლუციუსის გაოცება, - მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ მადარდებს ის პიროვნულად და არც მეგობრად ვთვლი, მხოლოდ იმიტომ დაგეხმარები, რომ ის ჩემსავით პირველყოფილია და კლანის ყველა წევრის ვალია ერთმანეთს დახმარება აღმოუჩინონ.
- ანუ ჩვენთან არ დაბრუნდები? - იმედს არ ჰკარგავდა ლუციუსი.
- მოვიფიქრებ, - უპასუხა მარკუსმა, - ახლა კი შენი წასვლის დროა, ანტიდოტი ქოხში, სამზარეულოს კარადაში ინახება, შუშის ფლაკონში.
- კარგი, - მიუგო ლუციუსმა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და შემობრუნდა, - შენ რას აპირებ?
- აქაურობას უნდა მივხედო, - მანქანაზე მიუთითა მარკუსმა, - და რაღაც-რაღაცეებზე დავფიქრდე.
- შენი დაბრუნება ყველას გაგვიხარდება, - თქვა ლუციუსმა და მოჩვენებასავით გაუჩინარდა ტყეში, ქოხის მიმართულებით.

******

მია ჯეკსონი კოლეჯის სპორტდარბაზის შესასვლელთან იდგა და იმის გარკვევაში იყო, საკუთარი გადაწყვეტილება რას მოუტანდა, ერთი მხრივ ძალიან უნდოდა დაემარტოხელებინა კოლეჯის საფეხბურთო გუნდის იდუმალი მწვრთნელი და მისგან პასუხები მიეღო, მაგრამ მეორე მხრივ რაღაც ძალა აიძულებდა ამ გადაწყვეტილებაზე უარის თქმას.
ბოლოს, გადაწყვეტილება მაინც მიიღო, ჩანთა მკერდზე მიიკრა და მტკიცე ნაბიჯით შევიდა დარბაზში ზუსტად იმ წამს, როდესაც ვიღაც უცნობი გამოდიოდა, მას მხოლოდ სავარჯიშო ტრუსი ეცვა, წელსზევით გაშიშვლებულიყო და სავარაუდოდ საშხაპისკენ ჰქონდა გეზი აღებული, მან დიდსულოვნად დაუთმო გზა გოგონას, შეატარა და შემდეგ შემობრუნდა.
- უკაცრავად.
მია შემობრუნდა, ეს უცნობი ბიჭი შეჩერებულიყო, მეჩხერი წვერი და მოდურად დაყენებული თმა ჰქონდა.
- მე დამიძახეთ? - მიას არ ეცნო.
- დიახ, მაპატიეთ, თქვენ მის მია ჯეკსონი ბრძანდებით?
- და თქვენ ვინ ხართ?
- მარველი დამიძახეთ, - გაიღიმა ბიჭმა და ხელი გაუწოდა.
- სასიამოვნოა, მარველ, - ხელი ჩამოართვა გოგონამ, - მია ჯეკსონი.
- ვიცი, - მიუგო ბიჭმა და რატომღაც ყურადღებით შეათვალიერა, - ვინმეს ეძებთ აქ? დარბაზს ვგულისხმობ.
- მმმ... დიახ, მისტერ ვესტმორლენდის ნახვა მინდოდა, ხომ არ იცნობთ?
- ჩვენ მეგობრები ვართ, - გაიღიმა მარველმა.
- მეგობრები? - მია მაშინვე დაიძაბა, თითქმის დარწმუნებული იყო ჰეიტემი რასაც წარმოადგენდა, მარველი თუ მისი მეგობარი იყო, ესე იგი...
- დიახ, - ფიქრის ძაფი გაუწყვიტა მარველმა, - მაგრამ ამჟამად დარბაზში არ იმყოფება.
- მართლა? - იმედგაცრუებამ გამოჟონა გოგონას ხმაში, - და როგორ შეიძლება მასთან დაკავშირება?
მარველი ერთხანს ფიქრობდა, თვალებმოჭუტული უყურებდა გოგონას.
- შემიძლია ტელეფონის ნომერი მოგცეთ.
- ძალიან კარგი, - გაუხარდა გოგონას და მობილური მოიმარჯვა.
ნომრის ჩაწერის შემდეგ ბიჭი გულთბილად დაემშვიდობა და საშხაპეში გაუჩინარდა, მია დერეფანს უკან გამოჰყვა, ცარიელ აუდიტორიას მიაგნო, კარი მიიხურა და გულისფანცქალით დააწვა CALL სენსორს.
- გისმენთ, - ნაცნობი ხმა ამჯერად ციბად ჟღერდა.
- იცით, მე... მაპატიეთ, მე მია ჯეკსონი ვარ, აი ის გოგო...
- ვიცი, ვინც ხართ, - მკაცრად გააწყვეტინა ჰეიტემმა და გოგონა შეკრთა, - რა გნებავთ?
- ზუსტად არ ვიცი... თქვენთან შეხვედრა მინდა.
ამას რამდენიმეწამიანი პაუზა მოჰყვა ჰეიტემის მხრიდან.
- რატომ?
- რაღაც საქმე მაქვს... შეიძლება შევხვდეთ?
ისევ ხანმოკლე პაუზა, ჰეიტემი აშკარად ფიქრობდა.
- სად გინდათ შეხვედრა?
- არ ვიცი..
- კარგი, პირველ სართულზე, ახლავე, კაფეტერიაში, შევთანხმდით?
- დიახ, - ჩასძახა გახარებულმა მიამ, ტელეფონი დაუმშვიდობებლად გათიშა და სწრაფი ნაბიჯით გასწია კიბისკენ, რომელიც პირველ სართულზე ჩადიოდა.
კაფეტერიაში შესულმა მიამ ვრცელ ჰოლს თვალი მოავლო და მაშინვე შენიშნა ჰეიტემ ვესტმორლენდი, ის შორეული კუთხის მაგიდასთან იჯდა, წინ მხოლოდ ჭიქით წყალი ედგა.
მიამ კაფეტერია გადაკვეთა და მის მაგიდასთან შესდგა.
- გამარჯობათ, მისტერ ჰეიტემ.
- ჩემი სახელიც იცით? - გაიღიმა მამაკაცმა და სკამზე ანიშნა.
მია ჩამოჯდა და სახეში უტეხი მზერა მიაბჯინა, გადაწყვეტილი ჰქონდა, ყველა კითხვაზე მიეღო პასუხი.
- დიახ, ჰეიტემ ვესტმორლენდი, მწვრთნელი, ადამიანთან შედარებით საკმაოდ სწრაფი და ძლიერი, - ნიშნისმოგებით თქვა გოგონამ.
- შესანიშნავია, - უემოციოდ მიუგო ჰეიტემმა, - მიირთმევთ რაიმეს?
- არა, გმადლობთ, - თავი გააქნია მიამ.
- კარგი... ჩემი ტელეფონის ნომერი საიდან გაიგეთ?
- მარველმა მითხრა, ალბათ გეცნობათ ეს სახელი, ხომ?
- დიახ, მეცნობა.
- და რა, არ უნდა მოეცა?
ჰეიტემმა უკან გადაიწია და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
- რატომ მეჩხუბებით, მის ჯეკსონ? - ჰკითხა ღიმილით.
- არა... - დაიბნა გოგონა, - არ გეჩხუბებით, უბრალოდ..
- გაინტერესებთ თქვენი სწავლის საფასური რატომ გადავიხადე? - თბილად იღიმოდნენ ჰეიტემის შოკოლადისფერი თვალები, მიას დედის თვალების ზუსტი ასლი.
- დიახ, - თვალები დაბლა დახარა გოგონამ.
- მეცენატი ვარ, - გაიცინა ჰეიტემმა.
- დამცინით, მისტერ ჰეიტემ? - წამწამები ბრაზით ააფახულა მიამ.
- არა, არ დაგცინით, - მიუგო ჰეიტემმა და დასერიოზულდა, - კიდევ რამე გაინტერესებთ მის ჯეკსონ?
- დიახ, თქვენ მითხარით, რომ ვამპირზე უარესი ხართ, რა იგულისხმეთ?
- შემდეგ საკითხზე გადადით.
- შემდეგი საკითხი არ მაქვს, - კვლავ დაიბნა გოგონა.
- ძალიან კარგი, - ჰეიტემმა მაჯის საათს დახედა, - სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, მის ჯეკსონ, თავს გაუფრთხილდით, - ის წამოდგა და მია უპასუხოდ და გაბრაზებული დატოვა, მაინც ვერ მიიღო პასუხი კითხვებზე, ჰეიტემი აშკარად მიუდგომელი კლდე ჩანდა.

*****

ლუციუსი წინ და უკან სცემდა ბოლთას ოთახში და ხელში მოუთმენლად ათამაშებდა შუშის ფლაკონს, მია კოვაქსის საწოლზე ჩამომჯდარიყო და უხმოდ ადევნებდა თვალს. ლუციუსი მიას მონაყოლზე ფიქრობდა. ბოლო შესდგა და გოგონას გამოხედა.
- ჰეიტემ ვესტმორლენდი? არასდროს მსმენია მის შესახებ, როგორ გამოიყურება?
გოგონამ მოკლედ აღუწერა მისი გარეგნობა.
- ერთ რამეს ვერ ვხდები, - განაგრძო ლუციუსმა, - მან ორჯერ გადაგარჩინა და სწავლის საფასური გადაგიხადა, ანუ ჩვენ ერთ ნავში ვზივართ, რატომ არ მოდის ჩვენთან?
- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა გოგონამ და საწოლზე აბორგებულ კოვაქსს გახედა, - ეს საკითხი მოიცდის, ლუციუს, ახლა კი მას მივხედოთ.
- რა თქმა უნდა, - ლუციუსი სწრაფად გაჩნდა კოვაქსის საწოლთან და შუშის ფლაკონს თავი მოხსნა, ფლაკონში ბლანტი, ნაცრისფერი სითხე აღმოჩნდა, რომელსაც მოწითალო ფერი დაჰკრავდა.
ლუციუსმა ცხვირთან მიიტანა ფლაკონი და ღრმად შეისუნთქა.
- რა არის? - იკითხა მიამ.
- სისხლი და ნაცარი, - მიუგო ლუციუსმა, - არ ვიცი ვისი სისხლია, სავარაუდოდ ჰიბრიდის, ნაცარი კი ყოველ მიზეზგარეშე "ვერცხლის ფიჭვისაა"..
- მოიცადე, - შეაჩერა გოგონამ, - არ გიფიქრია იმაზე, რომ პირიქით, გაბრიელმა გამოატანა მარკუსს სხვა რაღაც, რაც კოვაქსის სიკვდილს დააჩქარებს?
ლუციუსმა თავი მტკიცედ გააქნია.
- მარკუსი ამას არ იკადრებს, აბა, რას ვაკეთებთ?
- ორი ვარიანტი მაქვს, - მიუგო მიამ, - ან ჭრილობაზე დავასხათ, ან დავალევინოთ.
ლუციუსი წამიერად ჩაფიქრდა.
- ვფიქრობ, ორივე ვარიანტი მისაღებია...
- მისტერ ლუციუსს ვეთანხმები, - წარმოთქვა კუთხეში ჩუმად მჯდარმა ექიმმა, - ორივენაირად გავაკეთოთ და თუ ეს მართლა ანტიდოტია, ერთ-ერთი მაინც მოგვცემს შედეგს.
- მომწონხარ, ექიმო, - დამცინავად გაიღიმა ლუციუსმა და შუშის ფლაკონი გაუწოდა, - გთხოვთ, მობრძანდით და თავიდან ამარიდეთ ეს უსიამოვნო პროცედურები...
ექიმმა თავი დაუქნია, საწოლზე ჩამოჯდა, ბამბა აიღო, ნაცრისფერ სითხეში დაალბო და ჭრილობა დაუმუშავა კოვაქსს, სითხე, რაც დარჩა, პირში ფრთხილად ჩაასხა.
- ახლა რა იქნება? - იკითხა მიამ.
- ახლა ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენია, - მიუგო ლუციუსმა, - ის ან მოკვდება, ან საბოლოოდ გამოჯანმრთელდება, იმედი ვიქონიოთ, რომ მეორე ვარიანტი გაამართლებს.
ის პირქუში სახით ჩაეშვა ფანჯარასთან მდგარ სავარძელში, თითები გადააჯვარედინა და დაფიქრებული გამომეტყველებით მიაჩერდა კოვაქსის დახუჭულ თვალებს...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი უცნაური მე

შესანიშნავი თავია! პირველ რიგში გეტყვი იმას რომ ასეთი განხვავებული რომ ხარ ამიტომ მომწონარ და ამიტომ ვკითხულობ შენს ისტორიას ასე სიამოვნებით. სულ მოლოდინის რეჟიმში ვარ რომ არ გამომეპაროს აალი თავის დადება:)
ისე ცხადად აღწერ მოვლენებს ასე მგონია კინოთეატრში ვზივარ და დიდ ეკრანზე ვუყურებ ჰოლივუდის ფილმს.
პერსონაჟები გყავს საოცარი ყველა თავისთავად განსხვავებული და საინტერესო. სახელებიც კი ყველას შესაფერისი აქვს. სულ აღვნიშნავ რომ კოვაქსი ჩემი საყვარელი პერსონაჟია, და უფრო იმიტომ რომ ჩემთვის საყვარელ ადამიანთან ვაიგივებ. მიყვარს მისი ცინიკური ღიმილი და შავი თვალები. იმედია შემდეგ თავში უკვე გამოჯანმრთელებულს ვიხილავთ.
შენ ავტორო მინდა გითხრა რომ სულ უნდა წერო და წერო, მაგრამ გვესმის შენიც სამსახური და ამბები..
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს. იმედია მალე შემოგვთავაზებ.
საუკეთესო ისტორია საუკეთესო ავტორით. ყველას არ შეუძლია მკითხველის გულის ასე მოგება:) წარმატებები შენ.

 



№2  offline მოდერი ჰაიკო

უცნაური მე
შესანიშნავი თავია! პირველ რიგში გეტყვი იმას რომ ასეთი განხვავებული რომ ხარ ამიტომ მომწონარ და ამიტომ ვკითხულობ შენს ისტორიას ასე სიამოვნებით. სულ მოლოდინის რეჟიმში ვარ რომ არ გამომეპაროს აალი თავის დადება:)
ისე ცხადად აღწერ მოვლენებს ასე მგონია კინოთეატრში ვზივარ და დიდ ეკრანზე ვუყურებ ჰოლივუდის ფილმს.
პერსონაჟები გყავს საოცარი ყველა თავისთავად განსხვავებული და საინტერესო. სახელებიც კი ყველას შესაფერისი აქვს. სულ აღვნიშნავ რომ კოვაქსი ჩემი საყვარელი პერსონაჟია, და უფრო იმიტომ რომ ჩემთვის საყვარელ ადამიანთან ვაიგივებ. მიყვარს მისი ცინიკური ღიმილი და შავი თვალები. იმედია შემდეგ თავში უკვე გამოჯანმრთელებულს ვიხილავთ.
შენ ავტორო მინდა გითხრა რომ სულ უნდა წერო და წერო, მაგრამ გვესმის შენიც სამსახური და ამბები..
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს. იმედია მალე შემოგვთავაზებ.
საუკეთესო ისტორია საუკეთესო ავტორით. ყველას არ შეუძლია მკითხველის გულის ასე მოგება:) წარმატებები შენ.



გმადლობ უცნაურო ასეთი ვრცელი, თბილი და ტკბილი კომენტარისთვის :) ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შენი შეფასებები, როგორც ერთგული მკითხველის და ა.შ :) კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას თბიკი სიტყვებისთვის და ყველაფრისთვის! :)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№3  offline წევრი Farvana

უკვე ძალიან მომწონა რომ ასე მალ მალე დებ.ძალიან საინტერესო თავი იყო როგორ მაინტერესებს რა მოუვათ? ველი შემდეგ თავს.

 



№4  offline მოდერი ჰაიკო

tako.izek
უკვე ძალიან მომწონა რომ ასე მალ მალე დებ.ძალიან საინტერესო თავი იყო როგორ მაინტერესებს რა მოუვათ? ველი შემდეგ თავს.


ვის რა მოუვა თაკო? :)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№5  offline წევრი Farvana

ჰაიკო
tako.izek
უკვე ძალიან მომწონა რომ ასე მალ მალე დებ.ძალიან საინტერესო თავი იყო როგორ მაინტერესებს რა მოუვათ? ველი შემდეგ თავს.


ვის რა მოუვა თაკო? :)




ანუ ვისი ცხოვრება როგორ რანაირად წაიმართებათქოო

 



№6  offline მოდერი ჰაიკო

tako.izek
ჰაიკო
tako.izek
უკვე ძალიან მომწონა რომ ასე მალ მალე დებ.ძალიან საინტერესო თავი იყო როგორ მაინტერესებს რა მოუვათ? ველი შემდეგ თავს.


ვის რა მოუვა თაკო? :)




ანუ ვისი ცხოვრება როგორ რანაირად წაიმართებათქოო


აჰაა, გასაგებია. ნელნელა ყველა კარტი გაიხსნება.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№7 სტუმარი სტუმარი ლენა

ძალიან მომეწონა, კარგია რომ მარკუსი გამოჩნდა, ვფიქრობ რომ მარკუსი დაბრუნდება მათთან, მაგრამ მისი გაბრაზება კოვაქსის მიმართ საფუძვლიანია. კოვაქსმა რაც გააკეთა არასწორი იყო ზურგში დანა ჩაარტყა, პირდაპირ არ შეებრძოლა როცა ტრანსში იყო მაშინ ჩასცა სარი. კოვაქსი მაინც მიყვარს ამ ყველაფრის მიუხედავად. მინდა მარკი დაბრუნდეს , დიდი სურვილი მაქვს მარკუსში მარკმა გაიღვიძოოს. მენატრება მარკი და მისი ხასიათი , ის ისტორიას სულ სხვა ელფერს სძენდა. მარკის მიას კეის და ჯესიკას ურთიერთობა კი ამ ზებუნებრივ სიგიჟეში რაღაც ადამიანურ ელფერს სძენდა

სტუმარი ლენა
ძალიან მომეწონა, კარგია რომ მარკუსი გამოჩნდა, ვფიქრობ რომ მარკუსი დაბრუნდება მათთან, მაგრამ მისი გაბრაზება კოვაქსის მიმართ საფუძვლიანია. კოვაქსმა რაც გააკეთა არასწორი იყო ზურგში დანა ჩაარტყა, პირდაპირ არ შეებრძოლა როცა ტრანსში იყო მაშინ ჩასცა სარი. კოვაქსი მაინც მიყვარს ამ ყველაფრის მიუხედავად. მინდა მარკი დაბრუნდეს , დიდი სურვილი მაქვს მარკუსში მარკმა გაიღვიძოოს. მენატრება მარკი და მისი ხასიათი , ის ისტორიას სულ სხვა ელფერს სძენდა. მარკის მიას კეის და ჯესიკას ურთიერთობა კი ამ ზებუნებრივ სიგიჟეში რაღაც ადამიანურ ელფერს სძენდა

იმედია მალე დადებ. ჩემი სახით შენ მუდმივი მკითხველი შეიძინა

 



№8 სტუმარი eli

იქნებ კოვაქსს უშველოს,მის გარეშე წარმოუდგენელია ეს მოთხრობა.მიყვარს მისი ირონიული საუბარი.ძალიან კარგი არია,იმედია,შემდეგი მალე იქნება.

 



№9 წევრი ბელუ შეროზია

ვაიჰ! scream გუშინ დაგიდია და მე ვერ ვნახე?
ძალიან კარგი იყო, როგორც ყოველთვის ავტორო. stuck_out_tongue_winking_eye
მარკუსით, რომ დაიწყე თხრობა გამიხარდა.
ინტერესი თუ ვინ არის ჰეიტემი უფრო და უფრო მატულობს.
მდაა იმედია წამალი უშველის ქოვაქსს.
მოუთმენლად გელოდები! kissing_heart

 



№10  offline მოდერი ჰაიკო

eli
იქნებ კოვაქსს უშველოს,მის გარეშე წარმოუდგენელია ეს მოთხრობა.მიყვარს მისი ირონიული საუბარი.ძალიან კარგი არია,იმედია,შემდეგი მალე იქნება.


ყველას ისე გიყვართ კოვაქსი, უკვე მეშინია რამე დავუშავო:D მადლობას გიხდი რომ კითხულობ.

ბელუ შეროზია
ვაიჰ! scream გუშინ დაგიდია და მე ვერ ვნახე?
ძალიან კარგი იყო, როგორც ყოველთვის ავტორო. stuck_out_tongue_winking_eye
მარკუსით, რომ დაიწყე თხრობა გამიხარდა.
ინტერესი თუ ვინ არის ჰეიტემი უფრო და უფრო მატულობს.
მდაა იმედია წამალი უშველის ქოვაქსს.
მოუთმენლად გელოდები! kissing_heart


უფრო ყურადღებით უნდა იყო ;)
არვიცი, იქნებ გაბრიელმა რამე საწამლავი გამოატანა მარკუსს;)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent