"ციხე ყოველთვის შეგნიდან ტყდება" (თავი 2) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ციხე ყოველთვის შეგნიდან ტყდება" (თავი 2)


5-08-2018, 17:53
ავტორი tako.izek
ნანახია 157

სულ ფეხის თრევით და უკან ხედვით შევიდა შიგნით.როგორ არ უნდოდა იქ ყოფნა,ნატრობდა მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩაეტანა.
-თაკ აქ დამელოდე მე მანამდე განცხადებას შევიტან შენი სახელით.
-კარგი.
-იცოდე რაიმე არ მოიფიქრო და არ გამაგიჟო.შენ ჩემი ჭკვიანი და ძლიერი გოგო ხარ.მალე მოვალ.
მეგობარს უყურებდა როგორ მიდიოდა პოლიციელთან,როგორ ცდილობდა მის დახმარებას.ერთი წუთით ყველაფერი დაავიწყდა,მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,რომ ასეთი მეგობარი ყავდა.ლოცულობდა მისი თავი უფალს არ წაერთმია.
-გამარჯობათ!განცხადების შემოტანა მსურს.
-გისმენთ.
-ჩემი მეგობარი თაკო ლელაძე გუშინ ღამით გააუპატიურეს.
-მოვალთ და დაზარებულს დავკითხავთ.მანამდე განცხადება დაწერეთ და ხელი მოაწერეთ.გმადლობთ ინფორმაციისთვის.
-ის აქ არის,აი იქ ზის.
-კარგით მაშინ დღესვე დავკითხავთ.
-ვიცი რომ არ შეიძლება და არანაირი უფლება მაქვს მაგრამ იქნებ როგორმე მასთან ერთად შემიშვათ დაკითხვაზე?
-როგორც თქვენ აღნიშნეთ ეს შეუძლებელია.
-მას დავპირდი,თუ იქ არ ვიქნები ხმასაც არ გაიღებს.გემუდარებით.
-გამომძიებელს გავესაუბრები ამ თემასთან დაკავშირებით,მანამდე კი ოფიცერი მიგაცილებთ ოთახდე.დაკითხვის ოთახამდე მიაცილეს ორივე გოგონა.გამომძიებელს ელოდნენ.მალე მოვიდა ოცდარვა წლამდე მამაკაცი,გვერდით ქალბატონი მოყვებოდა,მასზე უმცროსი.
-გამარჯობათ!მე გამომძიებელი ზურა ნაჭყებია ვარ.ოფიცერმა მითხრა თქვენი მდგომარეობის შესახებ,ისიც მითხრა რომ თქვენ უნდა შეყვეთ.მაგრამ ეს დაუშვებელია.ფსიქოლოგი იქნება ჩემთან ერთად.
-თქვენ არ გესმით.ის ერთ სიტყვისაც კი არ გეტყვით.
თაკო სლუკუნებდა არ უნდოდა მეგობრის გარეშე ყოფნა,მაგრამ მიცეს ნება?არა.ის ხმას არ გაიღებდა თუ კი მეგობარი არ ეყოლებოდა.დაკითხვის ოთახში შეიყვანეს,თაკო უბრალოდ იჯდა,ფსიქოლოგი ესაუბრებოდა და ცდილობდა როგორმე აელაპარაკებინა მაგრამ არა.ვერცერთმა ვერ შეძლო მისი დაკითხვა.საბოლოოდ,მივიდნენ დასკვნამდე რომ ბაია შეეყვანათ.
-ქალბატონო ბაია სხვა გზა არ გვაქვს უნდა შემოხვიდეთ.
-ეხლავე.
მეგობარს გვერდით მიუჯდა და მისი ხელები მისაში მოიქცია.ნელ-ნელა დამშვიდდა,თაკოს დაძაბულობის სინდრომი მოეხსნა.საუბარი დაიწყო,მაგრამ ენა ებმოდა.
-დღის რა მონაკვეთში შეგემთხვათ?
-დაა..ახლ..ოებით ღამის თორ..მეტ საა..თზე.
-შეგიძლიათ აღწეროთ?
-დიახ.
-ერთი წუთით მოიცადეთ.ფოტო რობოტი უნდა შევადგინოთ..კიდევ ერთ მამაკაცთან ერთად შევიდა.
-დაიწყეთ აღწერა.
-მაღალი,კარგი აღნაგობის,დაახლოებით ოცდაათწლამდე.მუქი ყავისფერი თვალები,რომლებიც თითქოს შავში გადადიოდა,სახის გამოკვეთილი ნაწილები.გამოკვეთილი ყვრიმალები.საშუალო ზომის შუბლი,ღია ყავისფერი თმები.
-საკმაოდ კარგად აღწერეთ.მას იცნობდით?
-კურსელებმა გადავწყვიტეთ კაფეში წავსულიყავით,მე არ მინდოდა,მაგრამ არ მომეშვნენ.ერთ-ერთი მიმტანი თვალს არ მაშორებდა.არ მქონია იმის შეგრნება რომ ცუდი ადამიანი იქნებოდა,პირიქით სანდომიანი სახე ქონდა.ჩემი ყურადღებაც მიიქცია.ამიტომ ავღწერე ასე კარგად.
-რომელ კაფეში იყავით?
-სახელი კარგად არ მახსოვს,მგონი "ველური ორქიდეა" იყო.
-გმადლობთ,საქმის დეტალებს ნელ-ნელა გაგაცნობთ.
ორივე გოგონა გამოვიდა შენობიდან,თაკომ თითქოს ამოისუნთქა,ბეჭებიდან დიდი ტვირთი მოეხსნა.მართალია ისეთი თავისუფალი და ლაღი ვერ იქნებოდა როგორც ადრე.სანამ სახლში მივიდოდნენ პარკში გაიარეს,სუფთა ჰაერი და განტვირთვა ჭირდებოდათ.განცალკევებით მდგომ სკამზე ჩამოჯდნენ.ბაია ამ ხნის მანძილზე თვალებს ირგვლივ აცეცებდა,ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა.სკამზე ჩამოჯდნენ და საუბარი განაგრძეს.
-აბა თაკ დღეს რა გავაკეთოთ?
-არ ვიცი.რას გულისხმობ?
-ვახშამს.
-არ ვიცი კარგი მზარეული შენ ხარ და შენვე მოამზადე.
ამ დროს ტელეფონზე დაურეკეს.პასუხი ბაიამ გასცა.
-გისმენთ.
-გამარჯობათ!ქალბატონი ბაია ბრძანდებით?
-დიახ.
-კომპანიიდან გაწუხებთ,არსებულ ვაკანსიაზე,თუ შეგიძლიათ ხვალ სამ საათზე მობრძანდეთ აღმაშენებლის 55.
-კარგით.
-ვინ იყო?
-სამსახურის დაწყება მინდა.
-აჰამ.
-ისე შენც დარეგისტრირდი,ერთად ვიქნებით.თან გულსაც გადააყოლებ.ახლოსაცაა.
-კარგი აზრია.თან მეორე სმენა ვარ.
-სახლში წავიდეთ და დროზე დარეგისტრირდი.
სახლში კვლავ ავტობუსით დაბრუნდნენ.გოგონა დარეგისტრირდა და ის დატანჯული დღე ფილმების ყურებაში გაატარეს.არცერთი არ გამოსულა გარეთ.არ უნდოდათ პირდაღებული მეზობლების ყურება,რომლებიც საზრდოს ელოდნენ.დილით ადრე გაიღვიძეს.ბაია უნივერსიტეტში წავიდა,თაკო კი მარტო დარჩა სახლში.ბაიას ნამდვილად ქონდა მეგობრის იმედი,იცოდა რომ თავს არ ავნებდა.ბოლო ბოლო მისი მშობლის და მისთვის გააკეთებდა.უნივერსიტეტში მაინც მოღუშულ ხასიათზე მიდიოდა.არც თვითონ იცოდა რატომ.ფეხით წასვლა ამჯობინა,ამჯერადაც გვერდს გიგი უმშვენებდა.ენას რა თქმა უნდა არ აჩერებდა.
-იცი რა?გუშინ ძალიან ვინერვიულე რომ არ მოხვედი.მეგონა ჩემზე გაბრაზდი და სიარულს აღარ აპირებსთქო.გუშინ ვიყავი მოსული,შენს მეზობლებს ვკითხე სად ცხოვრობდი.შენი ბინის მისამართი მითხრეს.ისიც მითხრეს რომ ვიღაც გოგო ცდილობდა თურმე აივნიდან გადმოხტომასო.ერთი წამით ვიფიქრე რომ შენ იყავი და ჩემს გამო აკეთებდი.
ბაია მთელი გულით და სულით გაიცინა,რამდენიმე გაკვირვებული გამვლელის ყურადღება კი დაიმსახურა მაგრამ არ აინტერესებდა.გიგი გაშტერებული უყურებდა,იმიტო კი არა რომ მას დაცინა,არამედ მის სიცილის გამო უფრო სწორი იქმებოდა მის ჭიხვინის.მართლა ცხენივით ჭიხვინებდა,გიგის შერცხვა და ტუჩებზე ხელი ააფარა.
-გოგო სიცილი მაინც ისწავლე.
-ძალიან მაგრად კი გამოგივიდა.ვითომ ახლა შენც მყავდე ალენ დელონი რო თავი მომეკლა.რა სისულელეებს ბოდიალობ?
-მე მეგონა იმ დღის უხეშობის გამო.
-ხო აბა ჩემს მშვენიერ სიცოცხლეს შენ გამო დავკარგავდი,მეტი საქმე არ მაქვს.
-მაშინ რა მოხდა?
-არ არის აუცილებელი ყველაფერი შენ იცოდე.
-მაინც გათქმევიებ.
-მაგასაც ვნახავთ.
აუდიტორიაში შევიდა,საბას და ნათიას ელოდებოდა,რომ გუშინდელი მასალა ჩაენიშნა.
-პრივეტ ბაია.
-პრივეტ.
-როგორ ხარ?გუშინ რატომ არ იყავი?
-საქმე მქონდა და ვერ მოვიცალე.
-აჰამ.
-რა მოგვცეს გუშინ შეგიძლია მითხრა?
-კი როგორ არა.
ყველაფერი ჩაინიშნა.
-ბაია ისე ერთმანეთი რომ უკეთ გაგვეცნო ცუდი აზრი არ იქნებოდა.
-რატომაც არა.
-მაშინ ჯერ მე დავიწყებ.ჩემი სახელი იცი ნათია სანიკიძე,დავიბადე და გავიზარდე თბილისში.მყავს ორი უფროსი ძმა.მამიკო და დედიკო.დედასთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს.სულ მეჩხუბება.ისე მექცევა თითქოს მისი შვილი არ ვიყო.ჩემი ძმები სულ გვერდში მიდგანან.მამიკოს გოგოსაც მეძახიან,სულ ყოველთვის მასთან ვარ,მამაჩემი ცნობილი ბიზნესმენია სანდრო სანიკიძე.კიდევ მყავს შეყვარებული გოგა კიკნაძე,ჟურნალისტიკის მესამე კურსზეა.ეხლა შენი ჯერია.
-კარგი მე ბაია მახათაძე ვარ,იმერეთის სოფელ *** .მე მხოლოდ დედა მყავს,მამაჩემი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა.ძმა ან და არ მყავს,მყავს მხოლოდ თაკო ლელაძე ჩემი მეზობელი,საუკეთესო მეგობარი,ჩემთვის დაც ძმაც ის არის.ერთსადაიმავა სიტუაციაში ვართ ორივე.
-შეყვარებული არ გყავს?
-არა
-რატომ შენ ხომ ძალიან ლამაზი გოგონა ხარ?
-უბრალოდ არასოდეს არ მესმის შეყვარებული ადამიანების.
-გასაგებია,და როცა სწავლას დავასრულებთ ხომ დამპატიჟებ შენს სოფელში?
-აუცილებლად.
-ძალიან კარგი.
ლექტორი მალე შემოვიდა,დღეს მხოლოდ ერთი ლექცია ქონდა,ყველაფერი ჩაიწერა რაც სჭირდებოდა და ბიბლიოთეკაში წავიდა.გუშინდელის წიგნები ვერ იშოვა.ქსეროქსაც ვერ გააკეთებდა ფული არ ქონდა.ბედად კი გიგი გაახსენდა,რომელმაც უკვე შეთავაზა.მაგრამ როგორია მიხვიდეთ ადამიანთან რომელსაც დასანახად ვერ იტანთ და რაიმე თხოვოთ.ეზოში იჯდა და გიგის გამოსვლას ელოდა.ძმაკაცებთან ღლაბუცის შემდეგ როგორც იქნა გამოაღწია,პირდაპირ ბაიასკენ წავიდა და. გვერდით მიუსკუპდა.
-იცი რა?მგონი მითვალთვალებდი.
-საიდან მოიტანე?უბრალოდ გელოდებოდი,საქმე მქონდა.
-რა საქმე გქონდა?
-შეგილია ქსეროქსები მათხოვო?
-ვწუხვარ მაგრამ არა.
-რატომ?
-არანაირი დამსახურება არ მიგიძღვის ჩემთან მიმართებაში.თუ ერთ სურვილს შემისრულებ მოგცემ.
-რა სურვილია.
-მაკოცე.
ტუჩები წინ გამოწია საკოცნელად,მაგრამ ბაიას მძიმე ჩანთა მოხვდა.
-არც იოცნებო.
-ხოდა იყავი ეგრე.
-ვიქნები.
გაბრაზებული გავარდა უნივერსიტეტიდან.სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა სახლში.
-ხეპრე,როგორ გამიბედა.
გაცხარებული იყო და ქალს როგორ დაეტაკა ვერც კი შეამჩნია.მალე უნდოდა მისულიყო ბინაში.კიბეებზე ადიოდა როდესაც გიგიმ დაიჭირა.
-ახლავე ხელი გამიშვი.რამდენს ბედავ.
-კარგი რა?!უბრალოდ გეხუმრე.მოგცემ იმ ქსეროქსებს.
-არ მჭირდება.
-გჭირდება და თან როგორ.წამოდი და მოგცემ.
-ვითომ რატომ უნდა გენდო?
-სხვა გზა არ გაქვს.
-კარგი.
ქსეროქსები მისცა.სამ საათამდე დრო იყო,გადაწყვიტა თაკოსთან ასულიყო და ენახა,მაგრამ ახლა უნიში იქნებოდა.გადაწყვიტა გაესეირნა და მაღაზიები დაეთვალიერებინა.გზა განაგრძო,ბევრი იბოდიალა,როგორც იქნა მოვიდა სამი საათი,შენობის წინ იდგა,გადაწყვეტილება კიდევ არ ქონდა მიღებული.
-ჯანდაბას რაც იქნება იქნება.
გასაუბრება მენეჯერთან ქონდა.
-გამარჯობათ!
-გამარჯობათ!
-გასაუბრების თაობაზე ვარ.
-დაბრძანდით..თქვენი სახელი და გვარი.
-ბაია მახათაძე
-გაქვთ თუ არა სამუშაო გამოცდილება?
-არა
კიდევ რამოდენიმე შეკითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა,მისდა საბედნიეროდ აიყვანეს.
-სამსახურს სამი საათიდან დაიწყებთ და საღამოს ცხრაზე დაასრულებთ.თქვენი მოვალეობაა:მაგიდების მომსახურება,შეკვეთების ჩაწერა.ათ დღიან სტაჟირებას გაივლით და შემდეგ დაიწყებთ სამსახურს.ეს ათი დღე ჩვეულებრივად ჩაგეთვლებათ სამუშაო დღეებში.თქვენი ხელფასი თვეში სამასი ლარი იქნება.წარმატებებს გისურვებთ!
-ნახვამდის!
ოთახიდან ბედნიერი გამოვიდა.სახლისკენ სიხარულით აღსავსე წავიდა.კიდევ უცნაური შეგრძნება დაეუფლა თითქოს მის სიახლოვეს ვიღაც იყო.არემარე მოათვალერა რომ ვერავინ შეამჩნია გზა განაგრძნო.პირველი სემესტრი წარმატებით დაასრულა ორივე გოგონამ.ორივე პრეზიდენტის სტიპენდიანტი გახდა.თაკომ რთულად მაგრამ შეძლო იმ საშინელი დღის დავიწყება.გამომძიებელი საქმეს იძიებდა მაგრამ ვერაფერი იპოვეს.იმ კაფეში მივიდნენ სადაც გოგონამ უთხრათ, ბიჭი იმავე დღეს წასულა,მას შემდეგ არავის უნახავს.თითქოს მიწამ ჩაყლაპა.ეს საქმე გაუხსნელ საქმეთა შორის მოათავსეს.გოგონების ცხოვრება შეიცვალა.ზამთარში უნდოდათ ჩასულიყვნენ სოფელში მაგრამ სამსახურს ვერ მიატოვებდნენ.ახალ წელს თაკო,ბაია,საბა,ნათია და ნინა(თაკოს ახალი მეგობარი) შეხვდნენ.მეგობრები ძალიან მხიარულობდნენ,ძალიან ბედნიერები იყვნენ.ნათიამ მეგობრები სახლში დაპატაჟა,ახალი წლის მეორე დღის აღსანიშნავად.
-თაკ წავიდეთ?
-რა თქმა უნდა.
-კარგი.
მოემზადნენ და წავიდნენ,ქვემოთ მანქანა ელოდებოდათ რომელსაც უნდა წაეყვანათ.ორივე ძალიან ლამაზად იყვნენ.თაკოს ყოველთვის იყვარდა პრანჭიობა,განსაკუთრებით რაც ქალაქში ჩამოვიდა.ბაიას სახეზე მაკიაჟს ვერავინ ხედავდა.არც ბანკეტზე ეჯეთე.მიუხედავად ამისა მაინც შესანიშნავი გოგო იყო.მალე მივიდნენ დანიშნულების ადგილას.დიდი ლამაზი სახლი,აუზით,უზარმაზარი შესასვლელი.კარებში ნათია დახვდათ.
-შემოდით,ოჯახის წევრებს გაგაცნობთ.
-დანარჩენები სად რიან?
-აქ არიან
-კარგი.
-გაიცანით ეს მამაჩემი სანდროა,დედაჩემი ეკატერინე,ჩემი ძმები ანდრეა და დათო.ისინი კი ჩემი ბიძაშვილები არიან.
-სასიამოვნოა თქვენი გაცმობა.
ხელი სათითაოდ ჩამოართვეს.როცა გვერდზე გაიხედეს თაკომ ხმის ამოღება ვეღარ შეძლო,თავბრუ დაეხვა და წაიქცა,რაც ნახა მასში შოკი გამოიწვია.ყველა მასთან მივიდა ოთახში დააწვინეს მოასულიერეს მასთან ბაია დატოვეს.
-თაკ იცი როგორ შემაშინე?
-ის არის.
-რას ამბობ ვერ გავიგე.
-ის არის.
-ვინ.
-ვინც ჩემზე იხმარა ძალა.
-რომელია?
ცოტა ხანი ჩუმად იყო.ძალა მოიკრიბა და მეგობარს გაყვა.
-აი ის აუზთან რომ დგას.
-ნაძირალა.ახლავე პოლიციაში დავრეკავ.პოლიციაში დარეკა,სიტუაცია გააცვნეს და მალევე გაჩდნენ ადგილზე.
-რა ხდება პოლიციას აქ რა უნდა?
-თაკო ლელაძეს ვეძებთ.
-აქ ვარ
-რომელია ქალბატონო?
-აი ის.ხელი იქით გაიშვირა სადაც ის ბიჭი იდგა.მალევე დააკავეს მოძალადე.
-რას აკეთებთ ჩემ ვაჟს რატომ აკავებთ?
-მან ახალგაზრდა გოგონაზე იხმარა ძალა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
-ცდებით ჩემი შვილი მთელ საქართველოში ყველაზე პატიოსანი ადამიანია.ის ამას არ ჩაიდენდა.ამ გოგოს მხოლოდ ფული უნდა და ამიტომ აბრალებს ჩემს ვაჟს.
-მე არავის ვაბრალებ,თქვენმა შვილმა პასუხი უნდა აგოს იმისთვის რაც ჩაიდინა.
-ენა გააჩუმე.პატარა სოფლელი,ჩამოვიდა და გონია რომ ფულს იშოვის.თუ გგონია ფულს გამოგვძალავთ ძალიან ცდებით.
ბაიას ძალიან ეტკინა მისი მეგობრის დამცირება,ვერ დაუშვებდა მისთვის შეურაცყოფა მიეყენებინათ.მართალია ძალიან თავშეკავებული და ზრდილობიანი იყო უფროსებთან,მაგრამ ეხლა სხვა დრო იყო.დრო იყო ამ კაცისთვის ჭკუა ვიღაცას ესწავლებია.
-მომისმინეთ,რახან ფული გაქვთ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფრის უფლება გაქვთ.არ გაქვთ უფლება დაუნგრიოთ ცხოვრება მათ,ვისაც დაცვა არ შეუძლია.თქვენი შვილი დამნაშავეა,მან პასუხი უნდა აგოს კანონის მთელი სიმკაცრით.ჩვენ თქვენი ერთი თეთრიც არ გვჭირდება,ჩვენ მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა გვსურს და მივიღებთ იმას რაც გვსურს.თქვენ უნდა ასწავლიდეთ შვილს ასეთი საქციელის დაუშვებლობაზე და პირიქით მას ამართლებთ.როცა გაიგეთ რაც გააკეთა ხელი უნდა შეუწყოთ პოლიციას თავისი სამუშაოს შესრულებაში.გასაგებია რომ თქვენი შვილია და ღელავთ.ჩვენც გვყვას მშობლები და არც ჩვენი მშობლები იმსახურებენ ასეთი ტკივილის გადატანას ერთი გაუზრდელი ადამიანის გამო,რომელსაც ბავშვობაში მოქცევის წესები არ ასწავლეს.არ ასწავლეს ქალი თუ რამდენად სუსტი და დაუცველია.ყველა ქალი ძლიერი არ არის.თქვენს შვილს კი არ უნდა გაენადგურებინა უნდა დაეცვა.თქვენი შვილი ისე დაისჯება როგორც საჭიროა და ამას თქვენ ვერ შეცვლით.
-ყოჩაღ!მიუხედავად იმასა რომ სოფლელი ხარ განათლებული ყოფილხარ.ძალიან მაინტერესებს სანდრო როგორ დაიშვი რომ შენს სახლში სიბინძურეში გაზრდილი ხალხი შემოუშვი?ეს ყველა ჩვენგანითვის დამცირებაა.
-ბიძია გეყოს!რახან მდიდრები ვართ ეს რამე პრივილეგიას არ გვანიჭებს.ისინიც ისეთივე ადამიანები არიან როგორებიც ჩვენ.თქვენ ამის თქმის უფლება არ გაქვთ.ოდესღაც თქვენც და მამაც ცხოვრობდით სოფელში.ძალიან გიჭირდათ,ზოგჯერ პურის ფულიც არ გქონდათ.თქვენ იცით რას ნიშნავს ამ მდგომარეობაში ყოფნა,წესით მათ არ უნდა დასცინოდეთ.პირიქით მათ მხარეს უნდა იყოთ.გუგა თუ დამნაშავეა დაისჯება.
-კარგი იქნებოდა შენი შვილისთვის ზრდილობა გესწავლა.ჩემი შვილი არ დაისჯება,ყველას გასწავლით ჭკუას თუ როგორ უნდა ენის ტლიკინი.
სახლს მაშინვე გაეცალა,პოლიციამ გუგა სანიკიძე წაიყვანა.თაკო და ბაია ვეღარ გაჩერდნენ ადგილზე სადაც მათ ღირსებას უვლიდნენ და თელავდნენ.სახლში მივიდნენ ერთად დაიძინეს.მალევე დაიწყო სწავლა და ყურადღება მასზე გადაიტანეს.ბაია ნათიას აღარ ელაპარაკებოდა,გოგო სულ დასდევდა შერიგებოდა.ან რა იყო მისი დანიშაული?მას ხომ არ აურჩევია ოჯახი?
-კარგი რა ბაია,მე ხომ არაფერი დამიშავებია?შემირიგდი რა?
-თავს დამანებებ?
-არასოდეს.
-იცი რა?შენ არაფერი დაგიშავებია,ამიტომ ჯობია შევრიგდეთ.
-იესსს..მთელი ძალით ჩაეხუტნენ გოგონები ერთმანეთს.აუდიტორიაში შევიდნენ და ლექციებს დაესწრნენ.ბატონი გიგი ისევ ბაიას გვერდით დაჯდა.
-აუ შენ ხო ვერ მოგიცილე რა?
-კიდევ სამი წელი ვერ მომიცილებ.
თავი გააქნია.ლექციები დასრულდა,ისევ ისეთივე რეჟიმი როგორიც პირველ სემესტრში.თაკო უკეთ იყო.
სახლში გვიან მიდიოდნენ,მაგრამ გართობას მაინც ასწებდნენ.
-თაკო დღეს რატომღაც ძალიან ბედბიერი ხარ.თან რატომ ემზადები?სად მიდიხარ?
-მერე გეტყვი რა?ეხლა მაგვიანდება..ლოყაზე ხმაურით აკოცა და კარებში გაუჩინარდა.მაინც ნერვიულობდა რამე არ მოსვლოდა,გადაწყვიტა ჩუმად გაყოლოდა.ქურთუკი მოიცვა და გაყვა.კარგა ხანს სდია,შემდეგ პირზე ხელი ააფარეს და მანქანაში ძალით ჩატენეს.






ამ დროს თაკო მის შეყვარებულთან იყო პაემანზე.ახალი ცხოვრება უკვე დაიწყო.ძალიან მოსწონდა ის ბიჭი,გულწრფელი,ზრდილობიანი,ყველა ის თვისება ქონდა რაც თაკოს მოსწონდა.იცოდა რომ მასთან ბედნიერი იქნებოდა.
-გამარჯობა თაკო როგორ ხარ?
-კარგად,შენ გიო?
-მეც.წამო შიგნით შევიდეთ.ჩვენთვის მდინარის ნაპირთან რომ მაგიდაა ის დავჯავშნე.იმედია მოგეწონება.
-ძალიან მომწონს ასეთი ადგილები.
-მე კი შენ მომწონხარ.
ბიჭი უკნიდან ჩაეხუტა,ცხვირი მის კისერში ჩარგო და მის სურნელს ხარბად შეისუნთქავდა.კისერში კოცნა დაუტოვა,რომელმაც თაკოს აფორიაქება გამოიწვია,გრნობები ერთიანად მოაწვა.ბიჭის მკლავებში გაიტრუნა არ სურდა ეს მომენტი დასრულებულიყო.ბიჭი კი ცხვირს არ წევდა ზევით.არც მას სურდა ამ მომენტის დასრულება.თავს ბედნიერად გრძნობდა,როგორც იქნა იპოვა ქალი რომელიც მთელი ცხოვრება ეყვარება.თავი ასწია და ყურში ჩასჩურჩულა:
-ძალიან მიყვარხარ თაკ!ლოყაზე ხმაურით აკოცა და მაგიდასთან დასხდნენ.
მთელი ღამე ერთად გაატარეს.ბიჭს წამითაც კი არ მიუტოვებია მარტო.სახლში მიაცილა.თაკო დაღლილი შევიდა,შუქი რომ დახვდა ანთილი იფიქრა ბაიას არ ეძინა.სამაზარეულოში შეამოწმა არ იქ იყო,საძინებელშიც და ყველგან მოძებნა,ვერსად იპოვა.შეშინებული დივანზე ჩამოჯდა.ტირილი დაიწყო არ სურდა მეგობარსაც ის ტკივილი განეცადა რაც მან.ოღონდა ახლა მის ადგილას ყოფილიყო.მეტს არ ნატრულობდა.



ბაიამ თვალები ძლივს გაახილა.გარშემო სიბნელე სუფევდა.მხოლოდ კარიდან შემოდიოდა ცოტაოდენი სინათლე.
-ვინ ხართ?აქ რატომ მომიყვანეთ?
ხმას არავინ სცემდა.ბევრჯერ გაიმეორა მაგრამ პასუხი არ იყო.შემდეგ საიდანღაც გაისმა.
-ტყუილად ცდილობ.აქ არავინ ჩამოდის.
-თქვენ ვინ ხართ?
-არ ვიცი,აქ დიდი ხანია ვარ.არაფერი მახსოვს.
-გასაგებია.
თავი დანანებით დახარა ძირს,მიხვდა რომ აქედან წასვლი არანაირი შანსი არსებობდა.აქ უნდა მომკვდარიყო სინნელესა და გაურკვევლობაში.ის მაინც სცოდნოდა რა დააშავა.კარები გაიღო,მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა რომელმაც წაიყვანა.ზემოთ აიყვანა,სკამზე მიაბეს და თავი ააწევინეა.
-იცი?მგონი მართლა გავხარ იმ ნაბიჭვარს.
-ვინ ხართ და ჩემგან რა გინდათ?
-ჩვენ მხოლოდ ფული გვინდა,მამაშენი ფულს გადაიხდის და წახვალ.
-მამაჩემი მკვდარია.
-ძალიან სასაცილო გოგო ხარ.
-ხელი მომაშორეთ.
-როგორ ჩანს დედაშენი არაფერს გიყვებოდა.იცი როგორი ბოროტია ქალია?
-დედაჩემი ანგელოზია რომელმაც მე გამაჩინა და გამზარდა.
-ცდები პატარა ქალბატონო ცდები.როცა ყველაფერს გაიგებ ძალიან გეტკინება,ჩვენ კი ძალიან ვიხალისებთ.პირი აუკარით.ვიდეო გადაუღეს და გააგზავნეს.ორ დღეში ისევ თავის ოთახში გაეღვიძა.ძალიან დაიბნა,თავიდან ყველაფერი სიზმარი ეგონა.როცა თაკო,ნათია და კიდევ რამდენიმე ადამიანი გაგიჟებული შემოვარდა,მხოლოდ მაშინ გააცნობიერა რომ ეს ყველაფერი რეალობაში მოხდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი უცნაური მე

თაკო ცუდი არარის. მაგრამ არის მაინც რაღაც შეცდომები. ცოტა ემოციაც დამაკლდა, თითქოს ზედაპირულად წერ. სანამ ატვირთავ გადაავლე ხოლმე თვალი და მიხვდები შენ თვითონაც. წარმატებები და ველიდები ახალ თავს. მაინტერესებს მოვკენების განვიტარება.

 



№2  offline წევრი tako.izek

უცნაური მე
თაკო ცუდი არარის. მაგრამ არის მაინც რაღაც შეცდომები. ცოტა ემოციაც დამაკლდა, თითქოს ზედაპირულად წერ. სანამ ატვირთავ გადაავლე ხოლმე თვალი და მიხვდები შენ თვითონაც. წარმატებები და ველიდები ახალ თავს. მაინტერესებს მოვკენების განვიტარება.



მეც ვიცი ცოტა უემოცუოდ დავწერე.მრ თვითონ რაღაცნაირ ხასიათზე ვიყავი და ისეთი ვერ გამომივიდა როგორიც მინდოდა.ძალიან ვწუხვარ,მომდევნო იმედია კარგი იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent