ნადირობა № 12 » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა № 12

5-08-2018, 21:43
ავტორი Life is Good
ნანახია 3 201

ნადირობა № 12

ნიკამ მეორე ხელი წელზე მჭიდროდ მოხვია ქალს და სხეულზე ძლიერად მიიხუტა.შემდეგ ,ხელი წელიდან ზურგის გავლით კისერზე გადაიტანა და ტუჩები ყბის ძვალზე შეახო, ყურისკენ გადაინაცვლა და ჩურჩულით გამოსცრა:
-სად არის მარიამ?
ქალმა კისერზე შემოხვია წვრილი მკლავები და ზედ ტუჩებზე ამოიჩურჩულა:
-ტელევიზორის უკან.-გარეშე თვალისთვის ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა ეს სცენა თითქოს, წყვილი ვნებიან ალერსში იყო ჩაძირული...მამაკაცმა მისი ფეხებიდან ხელი გამოსწია.თითები კაბის ბოლოში ჩაავლო და თავსზემოთ გადააძრო თხელი სარაფანი .შემდეგ ხელის გაკვრით კედელზე დაკიდებული ტელევიზორისკენ გაისროლა და ზედ შეხეთქებული მატერია ნახევრად ჩამოეფარა მცირე ზომის ეკრანს.მამაკაცი კი ფეხზე წამოდგა და შიშველ ქალს ზურგი აქცია რომელმაც, სწრაფად გაუყარა აბაზანის ხალათში მკლავები.
-გარეთ დამელოდე-ტუჩების მოძრაობით თქვა ქალმა. ხმამაღლა კი შეშფოთებული ხმით წამოიყვირა-რას აკეთებ? ჯანდაბა სად მიდიხარ?!...
-ეს თეატრალური დადგმა არ გამომგივა ჩემთან მარიამ!-ცივად გაეპასუხა დათუნაშვილი და კარი გაიჯახუნა..
მარიამმა სარაფანი ჩამოხსნა ტელევიზორიდან და უკმაყოფილო სახით გადაიცვა, მხრები აიჩეჩა კარისკენ დაიძრა და დერეფნისკენ გაემართა სადაც, დათუნაშვილი ელოდა ნერვიულად დაძაბული სახით.
-რა ჯანდაბაა?!-მკლავში სწვდა ნიკა.
-აბა რა გეგონა?-გაეცინა მარიამს-თორნიკე არეშიძის დაპატიმრებით ბევრს ვერაფერს შეცვლი..ის მკვლელი ნამდვილად არ არის...შეშლილი კი არის მაგრამ, სერიული მკვლელი, რომ იყოს ამისთვის გამბედაობა არ ეყოფოდა.
-საყვარელს იცავ?-გაეცინა დათუნაშვილს
-მე არავის არ ვიცავ-თვალები აენთო მარიამს-ჯანდაბა ,16 წლის ვიყავი რომ გამაუპატიურა...
-მერე ხმა ვერ ამოიღე?არსებობს ამისთვის კანონი და სამართალი რომელიც საკადრის პასუხს მოსთხოვდა იმ შეშლილ პედოფილს.
-ახლა არ გამაცინო!!-ირონია გაერია ქალს ხმაში და ხელები თეატრალურად გაშალა.-რა კანონზე მელაპარაკები როდესაც კანონიც და სამართალიც ერთეულებისთვის არის...მაშანტაჟებდა..მემუქრებოდა მოკვლით შემდეგ ,ეკათი მანიპულირებდა... თუ გაიგებს მე უფრო დამიჯერებს ვიდრე შენო და ასე გავჩუმდი...მაგრამ, ახლა აღარ გავჩუმდები! მე შვილი მყავს ნიკა-ხმა გაუტყდა მარიამს.-ჯანდაბა ჩემი შვილი სამი წლის არის...
-რა?-წვერზე ნერვიულად ჩანოისვა ხელი დათუნაშვილმა.
-ხოო და ნამდვილად არ მინდა ჩალით დაფარულ ქვეყანაში ვცხოვრობდე....არ მინდა, მეშინოდეს რადგან ჩემი შეშლილი მამინაცვალი... რომელიც, ეტაპობრივად დედამისთან წევს რამეს დაუშავებს...არ მინდა გესმის?!
-ამისთვის ყველაფერი უნდა მომიყვე მარიამ და სასამართლოშიც გამოხვიდე მოწმის სტატუსით...არეშიძეს არავინ გამოუშვებს. ციხეში თუ არა ფსიქიატრიულში მაინც გამოვკეტავ.უბრალოდ, მითხარი რახდება...რატომ არის ამდენი მიცვალებული და საერთოდაც რა ჯანდაბიდან დაიწყო ეს ყველაფერი?!
-ჯანდაბა... -ამოიოხრა ქალმა, დერეფნის იატაკზე დაჯდა და ზურგით კედელს მიეყრდნო-ავთანდილი, რომ არ იყო წმინდა წყლის ანგელოზი ეგ ჩემზე კარგად იცი ხოო?! ყველაფერი კი იმ დღეს დაიწყო როდესაც გასული საუკუნეების არტეფაქტები ჩაუვარდათ ხელში...რომელიც შავ ბაზარზე მილიონები ღირს...ავთოს გამდიდრება უნდოდა...თორნიკეს კი არტეფაქტების ხელში ჩაგდება და საბოლოო ჯამში ეს დაპირისპირება იმ დონემდე მივიდა, რომ ავთო ორი მეტრის სიღრმეზე დაფლეს არტეფაქტები კი უკვალოდ გაქრა.გაგიჟებული დაეძებდა არეშიძე და ბოლოს გაირკვა ,რომ გარდაცვლილს სასახლეში ჩააყოლეს დაკრძალვის დღეს.-სახეზე ხელები ჩამოსივა მარიამმა.
-ამას შეეწირა ბებიაშენი და მისი დამხმარე ქალიც ხოო...
-ესე გამოდის...-მხრები აიჩეჩა მარიამმა
-ანუ ბებიაშენიც თორნიკე არეშიძემ მოკლა?
-არა...არა ნამდვილად ვიცი რომ არეშიძეს არ მოუკლავს...ადვოკატი...ჩვენი ოჯახის ადვოკატიც ნადირივით პირდაფჩენილი დაეძებდა მთელი ამ დროსი მანძილზე იმ წყეულ არტეფაქტებს ...ღადაოობ?! მილიონები...მილიონები ჩაიტანა გაიძვერა ჯოლოგავამ საფლავში და ამაზე წარმოდგენა არავის ჰქონდა. საერთოდ არავის გარდა, ბებიაჩემის რომელმაც გააპატიოსნა მიცვალებული.
-მერე რა მოხდა?-ქალის გვერდით დაჯდა მოსმენილისგან შეძრული დათუნაშვილი.
-ღმერთო-ამოიტირა მარიამმა-მეშინია...ჩემს გამო არა ჩემი შვილის გამო.
-მომიყევი მარიამ თუ გინდა შენ და შენი შვილი უსაფრთხოდ იყოთ.რაც დროულად დავიჭერთ დამნაშავეს მით მალე მოგვარდება ყველაფერი.
-მპირდებიი?-ამღვრეული თვალები შეანათა ქალმა დათუნაშვილს.
-ამის დედაც...რამეს მატყობ ღადაობისას?!
-ჯანდაბა...ჯანდაბა..არ ვიცი რა მოხდა გორში...მართლა არ ვიცი გეფიცები.ერთი ის ვიცი, რომ მიცვალებული ამოთხარეს და სასახლე წაიღეს. ძვლები კი ნაგავსაყრელზე ძაღლების საღრღნელად დატოვეს.
-თორნიკემ იცოდა ამის შესახებ?
-რა გგონია მელაპარაკებოდა?-სახე დამანჭა მარიამმა.
-გააგრძელე...-სიგარეტს მოუკიდა ნიკამ.
-ამ ამბებიდან ორი კვირით ადრე ადვიკატი იყო მოსული. შეროზია...მერაბ შეროზია...არ ვიცი რა ილაპარაკეს მაგრამ, გაცოფებული წავიდა მერაბი ჩვენი სახლიდან.შემდეგ კი როდესაც შენ მოხვედი და დედას ესაუბრე ტელეფონზე დამირეკა და მომთხოვა ჩემი და ჩემი შვილის უსაფრთხოებისთვის შენთვის უნდა დამერეკა და თორნიკე არეშიძეზე რაღაც ინფორმაცია მომეწოდებინა რაც, გაიძულებდათ მასზე ნადირობა დაგეწყოთ.
-გასაგებია...
-გეფიცები დარწმუნებული ვარ რომ ბებია იმ შეშლილს არ მოუკლავს და აქ სხვა რამ ხდება...
-ჩვენი შეხვედრის ჩაწერა ვინ დაგავალა?-ყბის ძვლები დაეძაბა დათუნაშვილს...
-ადვოკატმა...შემდეგ ამ ვიდეოს სასამართლოში გამოვიყენებდით შენს წინააღმდეგ როგორც ძალადობა და სილ მცირე საქმიდან ჩამოგაშორებდნენ.როგორ ფიქრობ გაუჭირდებოდათ ვიდეოს ფირის თავის სასარგებლოდ დამონტაჟებაა-გაეცინა მარიამს.
-ახვარი...-იატაკს გაშლილი ხელი ძლიერად დასცხო დათუნაშვილმა და წამოდგა.-იმედი მაქვს იმ ადვოკატის ჩასმის შემთხვევაში გამოხვალ სასამართლოზე მოწმის სტატუსით...
-მეე?-ხმა აუკანკალდა ქალს და თვალები წამში აემღვრა.
-არა ბაბუაშენი ავთო...სად გყავს ბავშვი?
-სახლში რა თქმა უნდა...უბრალოდ არ ვამბობთ რომ ჩემია რადგან არ უნდა ქალბატონ ეკატერინეს მისი ოჯახი სხვების საქილიკო გახდეს-ჩაეცინა მარიამს.
-ჯანდაბა...არ მითხრა რომ ეგ ბავშვი...
-არაა!!!-შეჰყვირა ქალმა-არა...უბრალოდ ახალგაზრდული სისულელის ნაყოფია.სასიამოვნო ნაყოფი-უცებ შეეცვალა გამომეტყველება ბავშვის ხსენებაზე და თვალებში საოცარი სითბო ჩაუდგა ქალს.
-კარგი მარიამ..მადლობა ინფორმაციისთვის.
-იმედი მაქვს დაგეხნარება რამეში...
-მეც ამისი იმედი მაქვს..-გაუღიმა დათუნაშვილმა და სწრაფად დატოვა იქაურობა.მანქანაში ჩამჯდარმა სწრაფად აკრიბა ლაღიძის ნომერი და დაელოდა პასუხს.
-მერაბ შეროზიას სრული დოსიე მჭირდება...და არა მარტო დოსიე. ქონების ხარჯთაღრიცხვაც...სად რამდენი და რანაირი სახლი აქვს...კიდევ სად დადის ვის ხვდება და დღის ნებისმიერ მონეკვეთში რას საქმიანობს ბატონი ადვოკატი.
-რახდება, იპოვე რამე?
-ჯერ არ ვიცი მეგობარო...ჯერ არ ვიციი-ორაზროვნად ჩაილაპარაკა ნიკამ და მანქანის ძრავი ჩართო.ჯიპი სწრაფად გაიყვანა ცენტრალურ გზაზე და განყოფილებისკენ დაიძრა.

გამარჯობათ! ეს ყველაზე პატარა თავია რაცკი ოდესმე ამიტვირთია ამ საიტზე.უბრალოდ ვაფასებ თქვენს ერთგულებას,ვისაც მოგწონთ...ვინც მელით და მწერთ როდის დაიდება ახალი თავი.ძალიან დიდი მადლობა თქვენი მხრიდან ჩემს მიმართ გამოჩენილი,ყურადღების,სითბოს და სიყვარულისთვის.ძალიან დიდი მადლობა მათ ვინც უარყოფითად არის ჩემს მიმართ განწყობილი...მადლობა ალბათ ესეც საჭირო იყო.აქ დატრიალებული იმ ამბების მერე რაც აქ დაიწყო და კიდევ და კიდევ გრძელდებოდა და არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება...ჩემს ადგილზე ბევრი მიატოვებდა ყველაფერს და წავიდოდა.ხო აი ესე უბრალოდ დაიფარე ქუდი და წადი.წასვლა ადვილია,წასვლას ყოველთვის მოვასწრებ...ძნელია დადგე და გაუძლო იმ წნეხს რაც იყო და ალბათ იქნება ჩემთან მიმართებაში...კარგით ბატონო.მე არ ვარ სუსტი...მე შემიძლია ჩემი ნაშრომების...დიახ ნაშრომების ნამდვილად და არა ნაჯღაბნის როგორც აქამდე ვუწოდებდი.დაცვა...ვიცავ...და დავიცავ...მე აქ ვარ...ყველაფრის მიუხედავად და აქ ვიქნები ალბათ კიდევ დიდხანს.ძნელი იყო ამის გაძლება...რაღაც მომენტში სურვილიც კი დამეკარგა კიდევ რამე დამეწერა მაგრამ მერე დავფიქრდი და ჩემს თავს ვკითხე განა მზად ვარ მივატოვო ეს ყველაფერი? შემიძლია ჩემს მიმართ კეთილად განწყობილი ხალხის უბრალოდ მიტოვება და ზურგის შექცევა მათთვის? არა...ის ემოცია რაც თქვენგან მოდის...ყველაფერია...მაბედნიერებს...მახარებს და ყოველ დღეს მილამაზებს.მაშინ როდესაც ირგვლივ ათასი საფიქრალი,გასაჭირი და პრობლემაა თქვენ მეხმარებით მე ხვალ დილის 5 საათზე ლაღად ავდგე,წავიდე სამსახურში და დღე იმაზე მხიარულად და პოზიტიურად გავატარო ვიდრე მანამდე.
უღრმესი მადლობა ყველას განურჩევლად...მე თქვენ გაფასებთ...დედას გეფიცები! აი თქვენ დამაფასებთ თუ არა ეგ თქვენი გადასაწყვეტია ხალხო...რადგან მიუხედავად ყველაფრისა მე მაინც აქ ვარ...ფეფო აქ არის!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline აქტიური მკითხველი grafo

აუუ, "ანლაიქზე" დამეჭირა. ბოდიში ფეფო!
ოხხ, "პროფესორი" ნიკოლოზი. ღმერთოო, როგორ მაგრად იცნობს ქალებს. და შენ ყოჩაღ რომ ბანალურობით თავს არ გვაბეზრებ და ასე ანვითარებ ისტორიას!
წავიკითხე შენი "პოლიტიკური გამოსვლა"-ც. შენი "დედას გეფიცები" მკლავს, მაშინ როცა ვიცი რომ არ არის ცოცხალი და უნდა ვიარო ახლა ყელში ბურთგაჩხერილმა კარგა ხანს.
კარგად უნდა იყო.ძლიერი.
გაგაცინებ ახლა, ვეცდები მაინც : ჩემო ფეფო, არ დაგავიწყდეს ჩვენ ის ერი ვართ, ვინც ილია ჭავჭავაძე არ დავინდეთ და სასიკვდილოდ გავიმეტეთ და რა გიკვირს?! :D :D :D

№2  offline წევრი tamuna.s

მადლობა რომ აქ ხარ და აგრძელებ წერას, უზომოდ მიხარია ფეფო. შენი ერთგული მკითხველი ვარ და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

№3  offline წევრი kasunia

საოცრება ხაარ <3 ცოტა არ მეყო პატარა იყო ძალიან მაგრამ რაც იყო კაი იყო იმედია შემდეგი უფროო დიდიი იქნება <3გაფაასებ და არც იფიქრო ჩვენი მიტოვება :**

№4  offline წევრი kora

მოუთმენლად გელოდებოდი და ძალიან გამიხარდა ყველაფრის მერე ისევ ჩვენთან რომ ხარ. ძლიერი და მებრძოლო გოგო ხარ, სულ ასეთი უნდა იყო. უნდა იცავდე იმას რაც შენია და რისი კეთება პირველ რიგში შენ განიჭებს ბედნიერებას. მერე გაიხსენე ხოლმე ის უამრავი ადამიანი, ვინც გკითხულობთ და გვიყვარს შენი ისტორიები. მე პირადად უკვე თავიც მოგაბეზრე მგონი, სად არ მიგწერე, აქაც ჩატში, ფეისბუქზე გნახე და იქაც არ მოგასვენე :დდ მოკლედ, ისე ძალიან მიყვარს შენი დახვეწიი და გამორჩეული წერის სტილი მზად ვარ სუუულ სუულ გწერო რათა მიხვდე რამდენად გვიყვარხარ <3
ხო, ეს თავი არ მეყო, თუმცა, დავმშვიდდი და ერთი რაზეც ვფიქრობ ახლა ეს ლიზაა, რომელიც მეორე თავია მაკლია და მომენატრა უკვე :)
საუკეთესო ხარ <3
--------------------
kira.G

№5  offline წევრი დარინა

აი მართლა ძალიან ძალიან მიხარია იმ ყველაფერს რომ გაუძელიიი და ისევ ჩვენთან ხარ, ეს პატარა თავიც მაბედნიერებს, ძლიერი გოგო ხარ და გაფასებ რომ არ მიგვატოვე, მიხაია რომ აღმოგაჩინეეე და იმ წამის მადლობელი ვარ რა წამსაც ჩვენთან ყოფნა მოინდომე და შენი არაჩვეულებრივი ისტორიწბის წაკითხვის საშუალება მოგვეციიიი, მარიამი არ მომწონდა მაგრამ შემეცოდააა ბევრი გამოუვლია, მიხარია გამოძიება წინ რომ წაიწიააა.

№6  offline წევრი Someone wandering

სასიამოვნო თავი იყო,მიუხედავად იმისა,რომ პატარა იყო.
ჰმმ,მარიამი შემეცოდა,აიი რატომ არ უნდა გამოიტანო ადამიანმა დასკვნები წინასწარ :)) ისიც ასე თუ ისე მსხვერპლია
წარმატებები შეენ

№7  offline წევრი Firefly

მგონი პირველად ვტოვებ შენს ნაშრომზე კომენტარს :დ ყველა ძალიან მომწონს და მიყვარს. მომწონს ყველა პერსონაჟი თქვისი დაადებითით და უარყოფითით, ჟარგონებით და ბილწსიტყვაობით საერთოდ ყველაფერი მომწონს და ვისაც არ სიამოვნებს ჩაიაროს რა :დ
მთელი დღე გელოდი და დღესაც ლიზიკო არ გამომიჩინე (
გელოდები მოუთმენლად ❤
--------------------
M.T

№8 სტუმარი Nats

რატო არ გ”კიდია ვინ რას ამბობს ამდენი ბჭობა არცერ ნაწერს არ მოჰყოლია. 1 ადამიანიც რომ კითხულობდეს მაინც უნდა წერო. ჯერ ერთი გეტყვი რომ წერ საინტერესოდ, მერეც აქაურ ქონთენთზე გაცილებით კარგად. არის აქ ერთი ორი მწერალი ვის გამოც საერთოდ შემოვდივარ ამ საიტზე და მესამე შენ ხარ. მძულს ესე ცალცალკე თავების კითხვა უფრო წიგნების მოყვარული ვარ, დაჯდა წაიკითხა დაასრულა და ადგა. :) მაგრამ ერთადერთი ამის წაკითხვის დრო მაქვს როცა ბავშვს მივუწვები დასაძინებლად და შემარგე და მასიამოვნე ის 10 წუთი :). თუ გლანძღავენ კარგია ესეიგი შენზე საუბრობენ. Its life dear get over it ❤️

№9 სტუმარი makukuna

რახან შენ გამოჩნდი,რაა?! რაც მე დღეს მანერვიულე heart_eyes heart_eyes

ჩვენი ცოდვა არ მოგასვენებდა, რომ მიგეტოვებინეთ smile

ფეფოო heart_eyes heart_eyes heart_eyes

№10 სტუმარი სტუმარი ნანა

ცოტაა, ცოტაა ძალიან ცოტა... მადლობა რომ გამოჩნდი და ისევ ხარ! მომწონხარ ძალიან ❤️

№11 სტუმარი სტუმარი ნიკე

ძალიან გამიხარდა ახალი თავი რომ დამხვდა. ნიკაში რაღაცები მეც არ მომწონს, მაგრამ პერსონაჟის კრიტიკა არ ნიშნავს მწერლის კრიტიკას.

მარტივად რომ ვთქვა, ჯაყოს ხიზნებში თითქმის ყველა პერსონაჟი მაღიზიანებს და ამასთან ერთად რაღაცები გადამეტებული მგონია , მაგრამ ჯავახიშვილზე ვგიჟდები.

თუ ვინმეს მწერალი არ მოსწონს, ის არც წაიკითხავს მის შემოქმედებას. რაც მეტი გამოხმაურება და კამათი მოყვება ისტორიას მით უკეთესი, ე.ი ბევრი კითხულობ და ბევრს აინტერესებს.

წარმატებები.

ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღე რომ აგრძელებ წერას.

№12 სტუმარი სტუმარი duci

აუ მალე მორჩი რა რო ერთიანად წავიკითხო...ხელები გამირბის მაგრამ ლოდინი მკლავს მძაგს არ მინდა,იცი როგორ გეოდები გამგელებიული არ ქვია ამას გაცხოველებეული ველი ბოლოს მინდა ერთიანად წავიითხოო.ასე რო მალე რააა მინდა მინდა მინდა მინდა მალე მინდა ფეფუშ მალე ხოო

№13  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

მალე დადე გთხოვ ისე ველოდები ამ ჩემი ლიზას ამბებს უკვე სული მეხუთება წინა თავზეც დაგიტოვე კომენტარი და ახლაც იგივე მინდა გითხრა,არ მოუსმინო არავის კრიტიკას თუ ეს კრიტიკა ჯანსაღი არაა!

№14  offline მოდერი Life is Good

grafo
აუუ, "ანლაიქზე" დამეჭირა. ბოდიში ფეფო!
ოხხ, "პროფესორი" ნიკოლოზი. ღმერთოო, როგორ მაგრად იცნობს ქალებს. და შენ ყოჩაღ რომ ბანალურობით თავს არ გვაბეზრებ და ასე ანვითარებ ისტორიას!
წავიკითხე შენი "პოლიტიკური გამოსვლა"-ც. შენი "დედას გეფიცები" მკლავს, მაშინ როცა ვიცი რომ არ არის ცოცხალი და უნდა ვიარო ახლა ყელში ბურთგაჩხერილმა კარგა ხანს.
კარგად უნდა იყო.ძლიერი.
გაგაცინებ ახლა, ვეცდები მაინც : ჩემო ფეფო, არ დაგავიწყდეს ჩვენ ის ერი ვართ, ვინც ილია ჭავჭავაძე არ დავინდეთ და სასიკვდილოდ გავიმეტეთ და რა გიკვირს?! :D :D :D

მე შენ რომ მიყვარხარ ჯერ არ მითქვამს ხოო? მადლობა დიდი ჩემო თბილო

Firefly
მგონი პირველად ვტოვებ შენს ნაშრომზე კომენტარს :დ ყველა ძალიან მომწონს და მიყვარს. მომწონს ყველა პერსონაჟი თქვისი დაადებითით და უარყოფითით, ჟარგონებით და ბილწსიტყვაობით საერთოდ ყველაფერი მომწონს და ვისაც არ სიამოვნებს ჩაიაროს რა :დ
მთელი დღე გელოდი და დღესაც ლიზიკო არ გამომიჩინე (
გელოდები მოუთმენლად ❤

უღრმესი მადლობა...იქნება...ბევრი ლიზაც იქნება.

Someone wandering
სასიამოვნო თავი იყო,მიუხედავად იმისა,რომ პატარა იყო.
ჰმმ,მარიამი შემეცოდა,აიი რატომ არ უნდა გამოიტანო ადამიანმა დასკვნები წინასწარ :)) ისიც ასე თუ ისე მსხვერპლია
წარმატებები შეენ

მადლობა ჩემო კარგო

დარინა
აი მართლა ძალიან ძალიან მიხარია იმ ყველაფერს რომ გაუძელიიი და ისევ ჩვენთან ხარ, ეს პატარა თავიც მაბედნიერებს, ძლიერი გოგო ხარ და გაფასებ რომ არ მიგვატოვე, მიხაია რომ აღმოგაჩინეეე და იმ წამის მადლობელი ვარ რა წამსაც ჩვენთან ყოფნა მოინდომე და შენი არაჩვეულებრივი ისტორიწბის წაკითხვის საშუალება მოგვეციიიი, მარიამი არ მომწონდა მაგრამ შემეცოდააა ბევრი გამოუვლია, მიხარია გამოძიება წინ რომ წაიწიააა.

ძალიან დიდი მადლობა დარინა heart_eyes მართლა მაბედნიერებთ

kora
მოუთმენლად გელოდებოდი და ძალიან გამიხარდა ყველაფრის მერე ისევ ჩვენთან რომ ხარ. ძლიერი და მებრძოლო გოგო ხარ, სულ ასეთი უნდა იყო. უნდა იცავდე იმას რაც შენია და რისი კეთება პირველ რიგში შენ განიჭებს ბედნიერებას. მერე გაიხსენე ხოლმე ის უამრავი ადამიანი, ვინც გკითხულობთ და გვიყვარს შენი ისტორიები. მე პირადად უკვე თავიც მოგაბეზრე მგონი, სად არ მიგწერე, აქაც ჩატში, ფეისბუქზე გნახე და იქაც არ მოგასვენე :დდ მოკლედ, ისე ძალიან მიყვარს შენი დახვეწიი და გამორჩეული წერის სტილი მზად ვარ სუუულ სუულ გწერო რათა მიხვდე რამდენად გვიყვარხარ <3
ხო, ეს თავი არ მეყო, თუმცა, დავმშვიდდი და ერთი რაზეც ვფიქრობ ახლა ეს ლიზაა, რომელიც მეორე თავია მაკლია და მომენატრა უკვე :)
საუკეთესო ხარ <3

ჩემო თბილო...ძალიან.დიდი მადლობა...საერთოდ არ მაბეზრებ თავს.მომწერე როდესაც გაგიხარდეს...ეგრევე თუ ვერ გიპასუხებ რიგითი გარემოებების გამო..როგორც კი ვნახავ აუცილებლად მოგწერ kissing_heart

kasunia
საოცრება ხაარ <3 ცოტა არ მეყო პატარა იყო ძალიან მაგრამ რაც იყო კაი იყო იმედია შემდეგი უფროო დიდიი იქნება <3გაფაასებ და არც იფიქრო ჩვენი მიტოვება :**

heart_eyes kissing_heart

tamuna.s
მადლობა რომ აქ ხარ და აგრძელებ წერას, უზომოდ მიხარია ფეფო. შენი ერთგული მკითხველი ვარ და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

მეც უზომოდ მიხარია თქვენ რომ გიხარიათ...ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

№15  offline აქტიური მკითხველი grafo

ვჭამე და გამიარა ცოტა და გავაგრძელებ :D :D.
აი, რა ვერსია არ მქონდა, ნიკა დაამხობს თავზე ყველაფერს, ეჩხუბება, დაამცირებს, აღგზნებულს მიატოვებსმეთქი და ა.შ. და ა.შ. ...შენ კიდევ...არა, მართლა ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს შენი ისტორიების კითხვა.

პ.ს. მოიცა კაცო, შენ ახლა საჯაროდ სიყვარული ამიხსენი?! :D :D.
მორცხვანა :))).

№16  offline მოდერი Life is Good

დიახ ????????

№17  offline წევრი ann-ann

სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვა ამ თავმა, მარიამზეც რამდენად ცუდი წარმოდგენა მქონდა და როგორ შემეცოდა ეს გოგო:(
ნიკოლოზი მოწონების სიმაღლეზეა, არ დაგიმალავ და ძველი ნიკო მომენატრა :დდ
ჩემი ფავორიტი გოგო, ჩემი ლიზიკო დამაკლდა და იმედია შემდეგში გამოაჩენ <3
მადლობა რომ ისევ ჩვენთან ხარ და გვახარებ<3
არ მიყვარს ამ კითხვის დასმა მაშინ როცა ახლა დაიდო ეს თავი, მაგრამ იმდენად პატარაა მალე თუ ველოდოთ შემდეგს? მობილურის სენსორი ლამისაა შევიწირო იმდენჯერ ვამოწმებ საიტს :)

№18  offline მოდერი Life is Good

makukuna
რახან შენ გამოჩნდი,რაა?! რაც მე დღეს მანერვიულე heart_eyes heart_eyes

ჩვენი ცოდვა არ მოგასვენებდა, რომ მიგეტოვებინეთ smile

ფეფოო heart_eyes heart_eyes heart_eyes

ოოოხ...შენ რომ კომენტარს მიტოვებ...ვაიმე რავქნა ძააან მაგრად მიხარია..ჩვეულებრივი სიფსიხე მემართებახოლმე. kissing_heart smile

სტუმარი ნიკე
ძალიან გამიხარდა ახალი თავი რომ დამხვდა. ნიკაში რაღაცები მეც არ მომწონს, მაგრამ პერსონაჟის კრიტიკა არ ნიშნავს მწერლის კრიტიკას.

მარტივად რომ ვთქვა, ჯაყოს ხიზნებში თითქმის ყველა პერსონაჟი მაღიზიანებს და ამასთან ერთად რაღაცები გადამეტებული მგონია , მაგრამ ჯავახიშვილზე ვგიჟდები.

თუ ვინმეს მწერალი არ მოსწონს, ის არც წაიკითხავს მის შემოქმედებას. რაც მეტი გამოხმაურება და კამათი მოყვება ისტორიას მით უკეთესი, ე.ი ბევრი კითხულობ და ბევრს აინტერესებს.

წარმატებები.

ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღე რომ აგრძელებ წერას.

heart_eyes heart_eyes

მე ძალიან მომწონს შენი ნაშრომები❤ აუცილებლად უნდა გააგრძელო წერა ❤

№20  offline ადმინი შამანი

გამიხარდა, შენი ისტორიის ხილვა. ნუ,მე როგორც ნინას და ნიკას ფანს,ნინა მაკლია,მაგრამ ახლა არ გეგონოს,ან ჭკუას გარიგებ,რამისკენ მოგიწოდებ ან რამე.გავიგე და მესმის,რომ ამ ისტორიაში არაა მისი ადგილი, უბრალოდ თავიდანვე მომეწონა მისი პერსონაჟი :დდ წინა თავებში დამავიწყდა, აღმენიშნა,რომ ლიზას სსაქციელი მომეწონა ძალიან, აი ქალები რომ არიან,რომ იციან როგორ ატარონ კაცი თავის ჭკუაზე რაღაც მაგათ გავდა, ანუ ცბიერი და ჭკვიანი იყო.მიახვედრა ნიკა,რომ ჭირდებოდა ლიზა და სხვა ქალებივით არ იყო ის :დ ხო კიდევ, მარიამი შემეცოდა ძალიან.მართალია აქამდეც ლოიალური დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ,მაგრამ მაინც. ხოდა კიდე,ჯანდაბას ყველანაირი წყვილი,ნიკა ნინაიანად თუ ნიკა ლიზაიანად, ზოგადად ნიკას ნებისმიერი მეწყვილითურთ. ახლა ყველაზე მეტად გამოძიება მაინტერესებს მე!
ხოდა კიდე, ყველანაირი გინებების თუ ს*ქსის ცენის გარეშეც კი ახერხებ,რომ დამაინტრიგებლად და ძალიან კარგად წერო. ნუ მე კი მომენატრება ისეთი ნადირობა,მაგრამ წესები წესებია და.. bowtie innocent
მოკლედ წარმატებები და ველოდები შემდეგ თავ სულმოუთქმენლად... heart_eyes heart_eyes
--------------------
ა.ა.

№21  offline მოდერი Life is Good

ann-ann
სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვა ამ თავმა, მარიამზეც რამდენად ცუდი წარმოდგენა მქონდა და როგორ შემეცოდა ეს გოგო:(
ნიკოლოზი მოწონების სიმაღლეზეა, არ დაგიმალავ და ძველი ნიკო მომენატრა :დდ
ჩემი ფავორიტი გოგო, ჩემი ლიზიკო დამაკლდა და იმედია შემდეგში გამოაჩენ <3
მადლობა რომ ისევ ჩვენთან ხარ და გვახარებ<3
არ მიყვარს ამ კითხვის დასმა მაშინ როცა ახლა დაიდო ეს თავი, მაგრამ იმდენად პატარაა მალე თუ ველოდოთ შემდეგს? მობილურის სენსორი ლამისაა შევიწირო იმდენჯერ ვამოწმებ საიტს :)

ხვალ პატარა საქმე მაქვს და იმ პატარა საქმეზე გადაწყდება ჩემი მთელი თვის შრომითუნარიანობა.:)) ნუ ეს ჩემს სამსახურს ეხება და არა ისტორიას...ხვალ იქნება საღამოსკენ.მანამდე ფიზიკურად ვერ მოვახერხებ.

№22 სტუმარი სტუმარი ლიკო

აუ რომ იცოდე როგორ გამახარეე... წინა თავის კომენტარებს რაც შეეხება გასახსენებლადაც კი არ ღირს, ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის კისაღებია მაგრამ ის რაც იქ იწერებოდა ფუფ ნუღარ გაიხსენებ უბრალოდ და დაიკიდე რა❤უმმმმააააგრეეესი გოგო ხარ შენ და ვგიჟდებიი შენზე... გუშინ წავიკითხე შენი ყველა ისტორია რაც აქ გაქვს დადებული და გაღიარებ... გ ა ღ ი ა რ ე ბ ! ! ! ❤ ერთ-ერთი კიარა ყველაზე მაგარი, საუკეთესო, ხარ ამ საიტზე შენი ისტორიებითურთ❤ იმედია ადე გააგრძელებ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებ გემრიელობა გოგონავ ❤
ისტორიაზე ნუ რა ვთქვა, მადლობა ყოველი სიტყვისთვის... ეს ის შემთხვევაა როდესაც ისტორიის რამდენიმე მონაკვეთს ან მთლიან თავს რამდენჯერმე ვკითულობ...❤ ნიკოლოზი კიდე რა გავაკეთოოო... მინდა ასეთი კაცი დაა (((( ❤ ი ტოჩკა. :დ ❤❤❤

№23  offline მოდერი Life is Good

შამანი
გამიხარდა, შენი ისტორიის ხილვა. ნუ,მე როგორც ნინას და ნიკას ფანს,ნინა მაკლია,მაგრამ ახლა არ გეგონოს,ან ჭკუას გარიგებ,რამისკენ მოგიწოდებ ან რამე.გავიგე და მესმის,რომ ამ ისტორიაში არაა მისი ადგილი, უბრალოდ თავიდანვე მომეწონა მისი პერსონაჟი :დდ წინა თავებში დამავიწყდა, აღმენიშნა,რომ ლიზას სსაქციელი მომეწონა ძალიან, აი ქალები რომ არიან,რომ იციან როგორ ატარონ კაცი თავის ჭკუაზე რაღაც მაგათ გავდა, ანუ ცბიერი და ჭკვიანი იყო.მიახვედრა ნიკა,რომ ჭირდებოდა ლიზა და სხვა ქალებივით არ იყო ის :დ ხო კიდევ, მარიამი შემეცოდა ძალიან.მართალია აქამდეც ლოიალური დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ,მაგრამ მაინც. ხოდა კიდე,ჯანდაბას ყველანაირი წყვილი,ნიკა ნინაიანად თუ ნიკა ლიზაიანად, ზოგადად ნიკას ნებისმიერი მეწყვილითურთ. ახლა ყველაზე მეტად გამოძიება მაინტერესებს მე!
ხოდა კიდე, ყველანაირი გინებების თუ ს*ქსის ცენის გარეშეც კი ახერხებ,რომ დამაინტრიგებლად და ძალიან კარგად წერო. ნუ მე კი მომენატრება ისეთი ნადირობა,მაგრამ წესები წესებია და.. bowtie innocent
მოკლედ წარმატებები და ველოდები შემდეგ თავ სულმოუთქმენლად... heart_eyes heart_eyes

მადლობა heart_eyes

№24  offline წევრი elene2619

ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე ამ თავით heart_eyes საოცრად მმუხტავს შენი ყველა ისტორია... წერა კი არ უნდა შეწყვიტო პირიქით უფრო მეტი უნდა წერო <3 გგულშემატკივრობ მე შენ heart_eyes heart_eyes

№25  offline მოდერი Life is Good

სტუმარი ლიკო
აუ რომ იცოდე როგორ გამახარეე... წინა თავის კომენტარებს რაც შეეხება გასახსენებლადაც კი არ ღირს, ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის კისაღებია მაგრამ ის რაც იქ იწერებოდა ფუფ ნუღარ გაიხსენებ უბრალოდ და დაიკიდე რა❤უმმმმააააგრეეესი გოგო ხარ შენ და ვგიჟდებიი შენზე... გუშინ წავიკითხე შენი ყველა ისტორია რაც აქ გაქვს დადებული და გაღიარებ... გ ა ღ ი ა რ ე ბ ! ! ! ❤ ერთ-ერთი კიარა ყველაზე მაგარი, საუკეთესო, ხარ ამ საიტზე შენი ისტორიებითურთ❤ იმედია ადე გააგრძელებ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებ გემრიელობა გოგონავ ❤
ისტორიაზე ნუ რა ვთქვა, მადლობა ყოველი სიტყვისთვის... ეს ის შემთხვევაა როდესაც ისტორიის რამდენიმე მონაკვეთს ან მთლიან თავს რამდენჯერმე ვკითულობ...❤ ნიკოლოზი კიდე რა გავაკეთოოო... მინდა ასეთი კაცი დაა (((( ❤ ი ტოჩკა. :დ ❤❤❤

smile არადა არსებობენ ნამდვილად ასეთები..ერთი პირად საკუთრებაში მყავს 5 წელია და ისეა გაბმული თან ორივე ფეხით...მარტო ჩემია smile რაც შეეხება დანარჩენს...მადლობა თბილი სიტყვებისთვის.ძალიან დიდი მადლობაა...არვიცი მეტი რა ვთქვა heart_eyes

№26  offline წევრი Gvantsa_g

სასწაული ხარ, ვგიჟდები შენზე! heart_eyes
ძალიან მაგრად წერ და ასე გააგრძელე.
ზუსტად ვიცი რომ ყველაფერს იმაზე უკეთ შეძლებ ვიდრე წარმოგიგდეგნია!
ველოდები გაგრძელებას heart_eyes

№27  offline წევრი უცნაური მე

ფეფო ძალიან მაგარი ხარ ❤️ ეს თავი ისეთი მოცუცქნული იყო რომ წამებში შემომეკითხა, სამაგიეროდ საინტერესო რამეები გავიგეთ :დ ველოდები გამოძიებას უხ როგორ მაინტერესებს. ლიზიკო ნუ დაგვიჩაგრე :) გამოაჩინე ❤️❤️

№28  offline წევრი Mmariami)

მოკლედ, პირველი კომენტარია რომელსაც შენს ისტორიაზე ვწერ და რომელიც დიდი იმედი მაქვს რომ დაიწერება.
აქამდე ჯგუფში დავწერე პოსტი და არ ვიცი ჩემი რჩევა გაითვალისწინე თუ რისი ბრალია, მაგრამ დედ-მამის ტრიალიც არ მომხვედრია ცუდად თვალში ფაქტია.
ტაკ, ისტორიას რაც შეეხება:
იმდენად დიდი ხანია საიტზე აღარაფერი წამიკითხავს, აღარც ველოდებოდი რამე კარგი ისევ თუ იდებოდა.
ძალიან მომწონს, მართლა.
მოვლენებიც ძალიან საინტერესოდ ვითარდება.
წინა თავზე კომენტარები წავიკითხე და ისეთ შოკში ვიყავი არც კი ვიცი თავი როგორ შევიკავე რამის დაწერისგან.
ხალხნო, ამდენი ხნის მანძილზე ნიკა ვერ გაიცანით? რა გეგონათ? ერთი ფეხების გადაშლა და ვსიო ქალს ხსნიდა?!
ცოტა შოკში ვიყავი მართლა და ბოლომდე დარწმუნებული ნიკოლოზზში რომ ძალიან სწორად მოიქცეოდა.
ხო კიდევ, ძალიან მინდა ლიზამ შეძლოს და ნინია დაავიწყებინოს, ძალიან, ძალიან.
გამოძიებას რაც შეეხება ყველაფერი იმდენად ჩიხშია მეც კი ავირიე, მაგრამ ფაქტია ყველაფერი ოჯახის ადვოკატამდე მიდის, მაგრამ მარიამიც თითქოს მშიშარა პერსონაჟია, მაგრამ მგონია რო მანდაც რაღაც ხდება!
ვერც იმას მივხვდი კატოზე ამხელა ამბავი რატო ატყდა, ან ვინ და რატომ დაინახა ნიკას გრძნობები კატოს მიმართ.
ხო კიდევ
როგორც ავტორი - ავტორს გეტყვი რომ წერა არასდროს არ შეწყვიტო არავის გამო.
მანამდე წერე, სანამ საკუთარი სიამოვნებისთვის დაწერ და სანამ წერა ბედნიერებას მოგანიჭებს, ეგ ყველაზე მაგარი რამ არის და არავინ და არავის კომენტარი არ ღირს იმათ რომ წერა შეწყვიტო, ამ პატარა მაგრამ მაინც ძალიან დიდ დეტალზე, უბრალოდ გთხოვ რომ დამიჯერო.
პ.ს. ველოდები ახალ თავს (ღმერთო რამდენი ხანია, ეს აღარ მითქვამს).

№29 სტუმარი L

ფეფო კარგად ტერ ძალიან შეიძლება რაღაცეები დასახვეტია მაგრამ ამას თვითონ გამოასტორებ დროთა განმავლობაში ეს შენი ისტორიაა და გინდა ბილტსიტყვაობა იქნება დავროგორც გინდა ისე დატერ არ უნდა შეცვალო არაფერი არავის გამო ამ საიტზე დევს ისეთი ისტორიები რომ მათ ნამდვილად სჩირდებათ რჩევებიც და ევრი კრიტიკაც შენ ნამდვილად არა პირველად ვტერ კომენტარს და გულტრფელად გეტყვი არ შეცვალო არაფერი ტერე ი რაც გსიამოვნებს ვისაც არ მოსტონს არ ტაიკითხოს არავინ აძალებს ... თხოვნა მექნება უბრალოდ დიდი თავები დადე იმიტომ რომ არ მყოფნის ტარმატებები შენ ????

№30  offline წევრი tatuli)

პირველივე თავიდან ვკითხულობ და კომენტარზე თავს ვიკავებდი... მე ძალიან მომწონს ერთდროულად სასიამოვნო წასაკითხია მომენთსი ისე ვიძაბები მგონია მე ვიძიებ :D მადლობა ასეთი ისტორიისთვის და წარმატებებს გისურვებ... დაცემულნი წავიკითხე შენი ისიც ძალიან მომეწონა და ყველა შენ ისტორიას წავიკითხავ როგორც დრო მექნება... მყავს ამ საიტზე ფავორიტები და ერთ ერთი შემც ხარ უკვე... იმედია ამ ისტორიის გარდა კიდევ ბევრ სხვა საინტერესო ნაშრომსაც შემოგვთავაზებ... ვისაც სურვილი გვაქვს წავიკითხავთ ❤️ და დადებითადაც განვეწყობით უბრალოდ გემოვნების საკითხია ვიღაცასმოწონს ვიღაცას არა მთავარია შენს ერთგულ მკითხველს მოეწონოს მათ შორის უკვე მეც???????? წარმატებები კიდევ და კოდევ და ასეთი ვრცელი კომენტარია არ დამიწერია ????????????წლებია ამ საიტზე ვარ და ვკითხულობ თითქმის ყველას ისტორიას ვკითხულობ მაგრამ ამდენი არ მიტლიკინია????????❤️❤️❤️ ბოდიში თუ თავი მოგაბეზრე და კომენტარის კითხვა თუ დაგეხარა ეგეც არ მეწყინება მართალი გითხრა????❤️

კითხვის ნიშნის მაგიერ სიცილაკები დავწერე თუმცა არ გახსნა :/

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent