მე და ჩემი ფსიქოლოგი (4 თავი) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ჩემი ფსიქოლოგი (4 თავი)

6-08-2018, 10:31
ნანახია 2 625

მე და ჩემი ფსიქოლოგი (4 თავი)

-ჩემზე ძლიერი არ ხარ და ტყუილად მებრძვი.
-მე არ გებრძვი სოფი. რა გინდა? რა უფლებით მოდიხარ და მითითებ რა გავაკეთო? არ გეყო წარსულში ჩემში გაცოცხლებული დემონების გამო რა სიამოვნებასაც იღებდი?
-ეს დემონები შენში ახლაც არიან.
-ჰო არიან და კარგს იზამ თუ აღარ ეცდები მათ გაღვიძებას.
-ეს წიგნი არ დაბეჭდო.
-ხვალ პრეზენტაცია მაქვს და სტუმრების სიაში უკვე ჩაგწერე.
-ენიტა. -დაიღრიალა სოფიმ და სიფრიფანა ხელებით მწვდა ყელში.
---------------------------------------

-მიდი რაღას ელოდები. -დანებების ნიშნად ხელები განზე გავშალე.
-ჯანდაბა. -ხელები მომაშორა საფიმ, უკან დაიხია და გულიანად ახარხარდა.
-რა გაცინებს?
-მართლა თხუთმეტი წლის ენიტას ვგავარ. -ისევ გადაიხარხარა და სკამზე მოწყვეტით დაეშვა. ვისკის მოზრდილი ყლუპი მოსვა და ღიმილით შემომხედა. -მიხარია რომ ასეთი ხარ და მადლობა უნდა მითხრა ამისთვის.
-რისთვის სოფი? სატანისთვის? -მის წინ მოვთავსდი და ვისკი ჩემთვისაც დავისხი.
-ერთი უსუსური გოგო იყავი, ცხოვრებით შეშინებული, საკუთარი თავის არც ფასი იცოდი და არც შესაძლებლობები. შეხედე შენს თავს. ცხოვრება მშვენივრად ააწყე.
-და ფიქრობ რომ ამაში შენი დიდი წვლილი დევს არა?
-ასე არაა?
-სანაცვლოდ რას ითხოვ.
-მინდა რომ დაგხატო. -მზერა გამიყარა სოფიმ და ვისკი ეშმაკურად მოსვა.
-ისევ?
-ამჯერად შუაში არ გავჩერდები.
-დარწმუნებული ხარ?
-ჰო.
-როდის?
-ახლა.
-ხვალ პრეზენტაციის შემდეგ.
-შევთანხმდით. -ცოტა ხანს უხმოდ ვისხედით, მხოლოდ მზერას ვცვლიდით ერთმანეთში და როგორც ადრე ახლაც ლაბირინთების ხლართვით ვიყავით გართულები. სოფიმ წიგნს ხელი მოკიდა, თვალები დახუჭა და გადაშალა, მერე ღრმად ამოისუნთქა და მზერა სტრიქონებზე გადაიტანა.

***
არ არის ეს გოგო მიწიერი, დემონია, ხორცშესხმული დემონი. გიღიმის და ადგილზე გყინავს, გიყურებს და მთელ სხეულს მზერით გიბურღავს. გესაუბრება და ისე გნუსხავს მხოლოდ მას ამჩნევ, საკუთარი რეალობაც წარმოსახვა გგონია. ისეთი განცდა მაქვს თითქოს სხეულს ვტოვებ და მასში შევდივარ, ვინუსხები, ვკვდები, მერე ისევ ვცოცხლდები და ასე დაუსრულებლად. ზოგჯერ წარმოვიდგენ როგორ ცეკვავს და ყელი მიშრება, ეიფორიას ვერ ვუმკლავდები, ზოგჯერ მინდა, რომ მე ის ვიყო და ვიგრძნო სამყარო ზუსტად ისე როგორც ის გრძნობს, ამოუხსნელია, ამოუცბობი. ისეთი კარტებს რომ ბოლომდე არ გიხსნის, შენ კი ისე გშიფრავს როგორც რენდგენი და მგონი რენდგენზე გაცილებით უკეთაც. ისეთი სუსტია, ისეთი უსუსური მაგრამ სინამდვილეში ნაღმია და არ ვიცი ამ ნაღმზე გავლას ასე ძალიან რატომ ვცდილობ. ზოგჯერ ისე მიცქერს მთელი სხეული მეწვის, სისხლი დუღილს იწყებს და ვენების დახეთქვას გამალებით ცდილობს. მოულოდნელი ქმედებები ახასიათებს. უცებ მოგაშტერდება. ხან დადუმდება და სივრცეში იყინება. ამ დროს ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს რომ აი სადააცაა მის ნამდვილ სახეს დავინახავ, რომ ამ სიფრიფანა სხეულიდან გამოძვრება რაღაც უშველებელი მახინჯი არსება, თავს დამესხმება და სულს გამაფრთხობინებს. ღამით მესიზმრება, დღისით მელანდება. ჩემში დაუკითხავად შემოსახლდა და მე მისი განდევნა ერთი წამით აღარ მიცდია, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ქალები მოსწონს მაგრამ არასოდეს მინახავს მის გვერდით ქალი, პირიქით მამაკაცებს ისეთი ტემპით იცვლის მეშინია რამე არ აიკიდოს. თავის თავზე არასოდეს საუბრობს, თუ რამეს კითხავ ფროიდის ენით დაგიხაზავს ისეთ სქემას თავს და ბოლოს რომ ვერ გაიგებ და ბოლოს უბრალოდ თავს დაუქნევ. ის ამაზე გაიღიმებს და სიგარეტს ღრმა ნაფაზს დაარტამს. ათეისტია და მგონი ნელ-ნელა ჩემშიც ათეიზმი იღვიძებს. მასში ყველაფერი მომწონს. თითოეული დეტალი მიზიდავს და მაინტერესებს. თითოეული სიტყვა მნუსხავს და რაც უფრო ახლოს მივდივარ მასთან მით მეტად ვიძირები მის იდუმალებაში.

***
-სერიოზულად? -ღიმილით მომიბრუნდა სოფი.
-რა?
-ასე ძალიან მოგწონდა ჩემ გვერდით ყოფნა?
-უცნაური ხილი იყავი და შენი დაგემოვნების სურვილი მქონდა. -თვალი ჩავუკარი და გადავიხარხარე.
-ანუ აღიარებ რომ ქალები მოგწონს?
-არა, ვაღიარებ რომ საფიოსექსუალი ვარ და შენ მომწონდი.
-მოგწონდი თუ მოგწონვარ?
-ისევ ჩემ შეცდენას ცდილობ?
-არა. -მზერა ისევ წიგნზე გადაიტანა და რამოდენიმე ფურცელი გადაშალა.

***
ერთ საღამოს, დედასთან მორიგი ჩხუბის შემდეგ სოფის სანახავად ისე წავედი არ გავაფრთხილე და ეს ძალიან ვინანე. მასთან მისულს ისეთი სურათი მხვდება, რამაც ჩემი მისდამი გრძნობები წამში გამოფინა სააშკარაოზე. მის მორიგ პარტნიორთან სრულიად გახლართულს ჩემს დანახვაზე სახის მიმიკაც კი არ ეცვლება მე კი ისე ვშეშდები ამ სურათის ნახვით ჭკუიდან აჭრილი, რომ ლამის მთელი სხეული ამიფეთქდეს.
-რა ღორობაა. -ვამბობ და გასასვლელად ვემზადები.
-მოიცა. -ხელში მწვდა ჩემს გვერდით ასვეტებული სოფი და თავისკენ მიმაბრუნა.
-ჩაგეცვა მაინც.
-კარგი რა, რას იბუტები ენიტა. -ისევ ჩემი შეხება სცადა მე კი უკან დავიხიე.
-რა გჭირს?
-შენი მეგობარი შემოგვიერთდება? -საუბარში ჩაერთო საწოლზე გაშოტილი მამაკაცი.
-მოკეტე.
-მოკეტე.
-წამოვიყვირეთ მე და სოფიმ ერთხმად.
-რა გჭირთ?
-ტანსაცმელი აიღე და წადი. -მიუტრიალდა სოფი მის მორიგ საყვარელს და თვითონაც ჩაცმა დაიწყო. პირველად ვნახე აღელვებული, და პირველად ვიგრძენი, რომ ჩემი მდგომარეობა მისთვის სულერთი არ იყო. უცნობმა მალევე დაგვტოვა. სოფი უკვე ჩაცმული იჯდა ჩემ წინ და თვალს არ მაშორებდა, არც მე მიცდია მისთვის მზერის არიდება. პირველად ვიგრძენი ამ გოგოს მიმართ სიძულვილი. ყოველთვის ვიცოდი მისი აღვირახსნილი ცხოვრების შესახებ მაგრამ ფაქტს ასე ნათლად არასდროს შევსწრებივარ, ნანახით იმდენად გულისრევამდე ვიყავი მისული, რომ მთელი შიგნეული მეწვოდა. -არ მეტყვი რა გჭირს?
-კახ*ასავით იქცევი.
-იქნებ ვარ კიდეც.
-რა სიამოვნებას განიჭებს ასე ნე*ვში ცხოვრება. როგორ შეგიძლია ყველას მისცე უფლება, რომ შენი სხეული ფეხქევშ გაიფინოს?
-რაღაც სხვაგვარად აჭიკჭიკებული მეჩვენები. მგონი გაიზარდე იცი?
-გულს მირევ სოფი.
-მერე?
-არ გადარდებს რომ შენზე გული მერევა?
-შენ თუ ეს დაგამშვიდებს შეგიძლია აქვე აღებინო ენიტა.
-ავადმყოფი ხარ. მაგრამ იცი რა. ავადმყოფი კი არა საცოდავი არსება ხარ, ძალიან მაგარი გოგოს ნიღაბი აიკერე, სინამდვილეში ვინ ხარ?
-იქნებ შენ მითხრა ვინ ვარ. -სიგარეტს დაწვდა და გაუკიდა.
-იდიოტი ხარ, სასოწარკვეთილი, ძლიერ ნიღაბს ამოფარებული უბადრუკი არსება, უპრინციპო, უმორალო, უღმერთო.
-ოჰ ოჰ ოჰ. -გადაიხარხარა სოფიმ. -მგონი მართლა გაიზარდე იცი?
-როგორ შეგიძლია ასე მშვიდად ისმინო როცა შეურაცყოფას გაყენებენ?
-რა გინდა ენიტა ჩემგან?
-აღარაფერი. მივდივარ. შენ რაც გინდა ის გააკეთე, ისე იცხოვრე როგორც გსურს, მე არ მინდა შენთან რამე საერთო მქონდეს. აღარასოდეს! -ავდექი და კარისკენ დავიძარი.
-ენიტა! -ხმა გაარღვია სოფის ჩემთვის ჯერაც უცნობმა ხმამ. ადგილს ისე მივეყინე გეგონებოდათ ფეხები იატაკზე მიმილურსმნეს. -მობრუნდი! გაიმეორა იგივე ხმამ. ვბრუნდები. -დაჯექი! -ვჯდები. ის მიახლოვდება ნიკაპზე თითებს მკიდებს და მზერას მისწორებს. -იცი რა გაცოფებს? სურვილი! -დაასრულა ეს სიტყვა და ტუჩებზე კოცნა დამიტოვა.
***
-რატომ აღწერ ასე დეტალურად ყველაფერს?
-არ მოგწონს?
-მე ეს გავიარე, თავის დროზე რომ მომწონდა იმიტომაც ვაკეთებდი.
-მე კი მომწონს ამის ფურცელზე გადმოტანა.
-შენზე ვდარდობ. დამიჯერე, ვიცი რა მოყვება ამ ყველაფერს. იცი რას გიზამენ? ჩაგქოლავენ, არ გაგახარებენ ენიტა.
-ბოლოსდაბოლოს შენში დედობრივმა მზრუნველობამ გაიღვიძა?
-მოეშვი სარკაზმს.
-ნეტა საიდან გავხდი სარკასტული.
-ჩემგან რისი მოსმენა გინდა? იმის მინდოდა თუ არა შენთან სექსი? ხო მინდოდა მინდოდა, მომწონდი, მინდოდი, მსურდი. მხოლოდ შენ მსურდი. -წიგნს ხელი კრა და ისიც იატაკზე დავარდა. თვალი გადაშლილ გვერდზე მიშტერდება.
***
-ყოველ ღამით მისი სხეულის დაუფლების სურვილით მეძინებოდა.
***
-ენიტა.
-რა?
-დაფიქრდი გთხოვ.
-შენი წასვლის დროა სოფი.
სოფის წასვლის შემდეგ მშვიდად შევუდექი ხვალინდელი პრეზენტაციისთვის მზადებას, თავს დავაჯერე, რომ მისი ჩამოსვლა არაფერს ცვლიდა, რომ არ უნდა მიმეცა სურვილებისთვის გარეთ გამოსვლის საშუალება, რომ თუ ასე მოვიქცეოდი სანაცვლოდ ზუსტად იმას მივიღებდი რაც პირველად მივიღე. ერთხელ ხომ უკვე ვიგემე დამარცხების სიმწარე რაც იყო, მაშინ ბავშვი ვიყავი, ბავშური ემოციები მაწუხებდა და ვერც მოზღვავებულ ვნებას ვუწევდი სათანადო კონტროლს, ახლა კი გაცილებით უკეთ შემიძლია თავს, გულს და გონებას კონტოლი გავუწიო, შემიძლია ჩემი დემონი სამუდამოდ გამოვკეტო და დღის შუქი არასდროს ვაღირსო, კიდევ სხვა რამ შემიძლია და ზუსტად ეს სხვა რამ მიფრთხობს გონებას, შემიძლია სოფი გამოვიყენო, ვგრძნობ როგორ სურს ჩემთან ყოფნა, შემიძლია ისე მოვექცე, როგორც ის მე მომექცა და რა მოხდება შემდეგ? სულს დავიმშვიდებ მისი დამცირებით? გავთავისუფლდები მისთვის სამაგიეროს გადახდით? კიდევ არ ვიცი რა შეუძლია ჩემ დემონს, ამიტომ ფიქრებთან ჭიდილს დროებით თავს ვანებებ და გადავწყვიტე უბრალოდ ზავი დამედო მასთან. სოფი ისევ წავიდოდა, ეს გააზრებული მქონდა, მხოლოდ მისი საქართველოში ყოფნის პერიოდში არ უნდა მიმეცა უფლება არც მისთვის და არც საკუთარი თავისთვის, რომ წამებით გაკაფული ეკლიანი გზა ისევ ეკალბარდებით დაფარულიყო. ამ ფიქრებში მოფარფატეს არც კი მახსოვს როდის ჩამეძინა, დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა და როდესაც ეკრანზე პრეზენტაციის ორგანიზატორის სახელი ამოვიკითხე წამში გავიაზრე, რომ საკუთარ საღამოზე ვაგვიანებდი. -ნახევარ საათში ვიქნები. -ჩავძახე ტელეფონში და საოცარი სისწრაფით დავიწყე თავის მოწესრიგება.
***
-ბოდიში ჩამეძინა.
-არაუშავს. ჟურნალისტები როგორღაც დავაშოშმინე. -მეუბნება კირა და ტრიბუნისკენ მიმიძღვის. -კარგად გამოიყურები, ღელავ?
-ცოტას.
-ყველაფერი კარგად ჩაივლის.
-იმედია. -ტრიბუნაზე ფეხი შევდგი თუ არა დარბაზში გამაყრუებელი ტაში გაჟღერდა. შეკრებილ საზოგადოებას თავის დაკვრით ვიმესალმე, კირას გვერდით კუთვნილი სკამი დავიკავე და ნერვიულობით გამშრალი ყელი ცივი წყლით გავისველე.
-მზად ხარ? -მეკითხება კირა.
-კი.
-მაშინ დავიწყოთ. -ამბობს კირა. -ძალიან გთხოვთ კითხვები თანმიმდევრულად დასვით და ავტორს დასრულებამდე საუბარს ნურავინ შეაწყვეტინებს. პირველი თქვენ ხართ. -ხელით ანიშნა წინა რიგში მდგომ ახალგზრდა გოგონას.
-რატომ გადაწყვიტეთ ამ ტაბუდადებულ თემას შეხებოდით? და არ ფიქრობთ, რომ ამით შესაძლოა თქვენი ერთგულ მკითხველთა სია საგრძნობლად შემცირდეს?
-პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს სულაც არ არის ტაბუდადებული თემა, ჩვენ ადამიანები უბრალოდ გავურბივართ ყველა იმ რიგ პრობლემას თუ თემას რაც ასე მძაფრად და მრავლად არის ჩვენს ირგვლივ, რაც შეეხება მკითხველთა განაწყენებაზე, შემიძლია ერთი რამ გითხრა, ავტორი მე ვარ და მე ვწყვეტ რის შესახებ უნდა დავწერო. მადლობა.
-თქვენი ჯერია. -ახალგაზრდა ბიჭს მიუბრუნდა კირა.
-გამარჯობათ. მაინტერესებს რამდენად რეალურია ყოველივე ის რაც ამ წიგნში აღწერეთ.
-რეალურია.
-პირადის ასე სააშკარაოზე გამოტანა სარისკო ხომ არ არის?
-მე ვთქვი რომ ეს ჩემი პირადია? -გავუღიმე ჟურნალისტს და მანაც თავი დამანება. ახლა სხვა ურნალისტის კითხვამ გაიჟღერა აუდიტორიაში.
-ძალიან ბევრი მკითხველი გყავთ, მათ შორის არიან ოც წლამდე ახალგაზრდები, არ თვლით, რომ თქვენი ისტორია შესაძლოა მათი ფსიქიკისთვის საზიანო აღმოჩნდეს?
-ყველა ისტორიას ყავს თავისი ასაკისა და გემოვნების მკითხველი შესაბამისად მე მზად ვარ მივიღო გამოწვევა რაც შესაძლოა ამ ისტორიამ განაპირობოს.
-თქვენ არ ადასტურებთ, რომ ეს თქვენი პირადი ისტორიაა, მაგრამ ჩემს მიერ ჩატარებული გამოძიებაზე დაყრდნობით, თქვენ გყავდათ ფსიქოლოგი, რომელიც ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც წიგნში აღწერილი სოფის პერსონაჟი. ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით? -გაისმა დარბაზში ჩემთვის კარგად ნაცნობი ხმა და გაგულისებული მზერა იქეთ მივმართე საიდანაც გუგამ ეს კითხვა გააჟღერა. მის სახეზე ასახულმა პატივმოყვარეობის განცდამ წამებში დამაკარგვინა საკუთარ თავზე კონტროლი და რომ არა კირას მხრიდან მაჯაზე მოჭერილი ხელი თავს აუცილებლად დავკარგავდი. მისი შეხებით მალევე დავუბრუნდი რეალობას, წყალი მოვსვი და გუგას გავხედე.
-ახალგაზრდავ თუ იმის მოსმენა გსურთ ვარ თუ არა საფიოსექსუალი. გიდასტურებ რომ ხო. ვარ! -კირამ შეშლილი თვალები შემანათა.
-რა ჯანდაბას აკეთებ ენიტა?
-საზოგადოებას სკანდალი ჭირდება კირა.
-ასეთი არა. ჩაგძირავენ!
-ანუ აღიარებთ რომ ლესბოსელი ხართ? -დარბაზში გაჟღერებულმა კითხვამ კირას გაგულისებულ მზერას მომწყვიტა.
-მე ვთქვი რომ საფიოსექსუალი ვარ და ეს ნიშნავს რომ ჩემთვის მთავარი ინტელექტუალური ლტოლვაა და არა სქესი. -დარბაზის ბოლოდან მწველი მზერა ვიგრძენი და დავინახე როგორ დატოვა სოფიმ აუდიტორია. დარბაზში ატეხილმა ჩოჩქოლმა რეალობაში დამაბრუნა, თვალი დამსწრე საზოგადოებას მომავლე, ზოგიერთი გამწარებული რაღაცას ინიშნავდა წიგნაკში, ზოგიერთები ერთმანეთთან დიალოგში ჩაერთვნენ.
-უკაცრავად. -გაისმა დარბაზში ხმა, მაგრამ კირამ ხელის აწევით ანიშნა გაჩერება.
-დღეისთვის საკმარისია, შეხვერდა დასრულებულია. მკლავში ხელი წამავლო და გასასვლელისკენ გამათრია. -გააფრინე? ასეთი განცხადების გაკეთებას თუ ფიქრობდი ხომ არ ჯობდა ჯერ ჩემთან შეგეთანხმებინა.
-ასეთი რა გავაკეთე?
-შენი კარიერა დაასამარე. წარმოდგენა არ გაქვს ესენი რას გიზამენ, ცოცხლად შეგჭამენ, არ გაგახარებენ.
-არ მეშინია.
-ჩემი რჩევა გაითვალისწინე, ნომერი შეცვალე, სახლიდან ფეხი არ გამოდგა სანამ მე არ გეტყვი, ჩემ მეგობარს ვთხოვ შენ სადარბაზოსთან დაცვა დააყენოს, პაპარაცებსაც ერიდე.
-ხელბორკილებსაც ხომ არ დამადებდი?
-სიამოვნებით! სახლში წადი ენიტა და ჩემ მოსვლამდე არავისთან კონტაქტზე არ გამოხვიდე. საღამოს დაელოდე შენს მიერ გაჟღერებულ ამ ინფორმაციას რა სახით მიაწვდის თითოეული ჟურნალისტი საზოგადოებას. რაში დაგჭირდა ეს ყველაფერი? -შემიღრინა კირამ და მარტო დამტოვა. ტელეფონი ავიღე და გუგას შეტყობინება გავუგზავნე.
-სახლში წამიყვანე. -პასუხი არ აგვიანებს.
-მაპატიე სხვა გეგმები მაქვს.
-ლაწირაკი. -ჩავილაპარაკე გამწარებულმა, გარეთ ჯგროდ შეკრებილ ჟურნალისტებს თავი ძლივს დავაღწიე, პირველივე ტაქსში თავით გადავეშვი და იქაურობას გავეცალე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი სამხარა ძეეე

ისე წავიკითხე,რომ არ მსურდა დამთავრებული...მალე ველოდები ახალ თავს...მაგარი ხარ შენ:))

№2  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სამხარა ძეეე
ისე წავიკითხე,რომ არ მსურდა დამთავრებული...მალე ველოდები ახალ თავს...მაგარი ხარ შენ:))

მადლობა <3

№3  offline წევრი ტატულიკა

"შეურაწყოფა " და "ავღნიშნო" არ მომეწონა ))

№4  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ტატულიკა
"შეურაწყოფა " და "ავღნიშნო" არ მომეწონა ))

არც მე :)

№5  offline წევრი სნობი

მოდი მოვეშვათ გაპარულ შეცდომას. არ მჯერა რომ ამ ავტორმა შეურაწყოფისა და აღვიშნოს სწორი ფორმა არ იცოდეს.. რომც არ იცოდეს ეგეც არაუშავს. ისეთი ენით წერ, ისეთი საკითხავია თითოეული სტროფი..

რა ვქნა ავტორო, ძალიან მომწონსხარ. . .
ველოდები შემდეგ თავს.

ძალიან მომწონს სოფის იდუმალი პერსონაჟი. ენიტაც თავისებურად საყვარელია მაგრამ ვფიქრობ მაინც წაიმტვრევს ეს გოგო ცხვირს :-)

№6  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სნობი

მადლობა სნობი ❤
ვნახოთ ვნახოთ :-)

№7  offline წევრი ტატულიკა

"შეურაწყოფა"-ზე ადრეც დავაკომენტარე, თორემ არც მე შევიმჩნევდი )) ისე რომ მომწონს ავტორიც და ისტორიაც ეს თავადაც იცის ))

№8  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ტატულიკა
"შეურაწყოფა"-ზე ადრეც დავაკომენტარე, თორემ არც მე შევიმჩნევდი )) ისე რომ მომწონს ავტორიც და ისტორიაც ეს თავადაც იცის ))

მავნე ჩვევა, სხვა არაფერი :)

№9  offline წევრი ნიკე

დავვინტრიგდი და დავიბენი????

მაინტერესებს რა მოხდება და ჯერ ვარაუდიც კი არ მაქვს :დ

№10  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ნიკე
დავვინტრიგდი და დავიბენი????

მაინტერესებს რა მოხდება და ჯერ ვარაუდიც კი არ მაქვს :დ

:დ ჯერ მეც არ ვიცი რა მოხდება ოღონდ მართლა არ ვიცი :დ

№11  offline წევრი ბელუ შეროზია

მშვენიერი იყო, როგორც ყოველთვის!
ველოდები შემდეგ თავს.

№12  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ბელუ შეროზია
მშვენიერი იყო, როგორც ყოველთვის!
ველოდები შემდეგ თავს.

დიდი მადლობა... <3

მიხარია რომ მოგეწონა

№13  offline მოდერი სალანდერი

ვიცოდი ადრე დადებდი, მაგრამ ახლახან გამეღვიძა და ისეთი გამორთული მაქვს ტვინი, სამჯერ გადავიკითხე.
მოკლედ.
რენდგენი არა რენტგენი. (ორჯერ ზედიზედ გამოყენებული, საშინლად მომხვდა თვალში)
ჩემ, ჩემს, შენ, შენს, ჩვენ, ჩვენს, ურევ, ხან ერთ ფორმას იყენებ ხან მეორეს და როგორც წესი, არასწორად, მიაქციე ყურადღება.
რამოდენიმე რომ არაა ხომ იცი? რამდენიმე.
ნუ დანარჩენები, რომ ჩვევად გაქვს ვიცი და სანამ სხვები წუწუნებენ, მე მოვკეტავ.
რამდენიმე ადგილას, წინადადების გამართულობას ეჭვქვეშ ვაყენებ, მაგრამ ისედაც მიხვდები სად და როგორ, როცა გადაიკითხავ.
ახლა ისტორიას რაც შეეხება. - ძალიან მოკლედ გეტყვი რომ ყველას ერთად "შეგვისრულე" ჯერ-ჯერობით.
იდეალურად მიდიხარ, აი თუ ვინმეს სოფი-ენიტას ტიპაჟებთან შეხება ჰქონია მიხვდება რომ ძან "დეტალური" ხარ.
არანაირი არაფერი ზედმეტი, იდეალურად ზიხარ, ორივეს ფსიქიკაში და იდეალურად აჩვენებ.
სოფი, სოფი ისევ ისეთია რა, ერთი ტიპის მაგრამ იმდენად მაგარის, ცხოვრება-გონებას ისე დაგიბინძურებს წინააღმდეგობის გაწევაც არ მოგინდება. ძან ჩემებური გოგოა.
ენიტას რაც შეეხება უფრო მრავფეროვანია, აი ყველანაირი შეუძლია იყოს. საკმაოდ მაგარი ტიპი რომელსაც თავისი "სოფი" ძან ჩვეულებრივად დაადებილებს. იმიტომ რომ არც თვითონაა წინააღმდეგი.
მოკლედ კარგი ხარ რა, ბოლომდე ვენდობი შენს გონებას და ვიცი ასევე იდეალურად მიყვები როგორც მიდიხარ.
წარმატებებს არ გისურვებ, ცოტა ბანალურია, თან მე სხვა პონტში ვიყენებ მაგ სიტყვას :დ

№14  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სალანდერი

სალანდერ გელოდი გელოდი. :დ მთელი შენი კრიტიკით გელოდი :დ მაგრამ მგონი ისე აგითრიე "ხოტბასაც" აღარ იშურებ.
შეგვისრულე მომეწონა და ჯერ-ჯერობით ერთადერი ხარ ვინც სწორად მიდის პერსონაჟების ხასიათის კუთხით და ნეტავ რატომ? :დ

№15  offline მოდერი სალანდერი

ჰალუცინოგერი
ჰალუცინოგერი

ღმერთმანი, ქალი ტყუპისცალივით დამამგვანა და სწორად რომ მივდივარ რაღა გასაკვირია :დ
ნუ მე კი ცუდი იმიჯი მაქვს, მაგრამ პირდაპირი ვარ და ხოტბასაც არ ვიშურებ როცა ნამდვილია.
"შეგვისრულე" და რა გავაკეთო? :დ :დ

№16  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სალანდერი
ჰალუცინოგერი
ჰალუცინოგერი

ღმერთმანი, ქალი ტყუპისცალივით დამამგვანა და სწორად რომ მივდივარ რაღა გასაკვირია :დ
ნუ მე კი ცუდი იმიჯი მაქვს, მაგრამ პირდაპირი ვარ და ხოტბასაც არ ვიშურებ როცა ნამდვილია.
"შეგვისრულე" და რა გავაკეთო? :დ :დ

მომწონხარ სალანდერ ზუსტად ისეთი როგორიც ხარ ❤

№17  offline წევრი kora

საკმაოდ რთულადაა საქმე, თუმცა, სამწუხარო რეალობაა ის რაც აქ ამ ისტრიაშია მოყოლილი. არ უნდა ხდებოდეს მსგავსი რამ, მაგრამ ხდება და ამას ვერ შევცვლით. ჩვენი გადასაწყვეტია მივიღებთ თუ არა მათ ისეთებად როგორებიც არიან, თუ ქვებს დავუშენთ.
ცალ-ცალკე ორივე პერსონაჟი საინტერესოა. ერთად არცერთი. მგონი ამით ცხადია ჩემი პოზიცია, ერთადერთი ქვებს არ დავუშენ.
ჰომ, პირველად მომხვდა სადმე ჩემი სახელი ამომეკითხოს და იმდენად მომეწონა, არადა, ჩემს გარშემო მყოფებს რომ კითხო იმდენად უცნაურ-უცხოა სადღა გაჟღერდებაო :დდდ
მოკლედ, კარგი გოგო ხარ და ველოდები მოვლენების განვითარებას:)
--------------------
kira.G

№18  offline მოდერი ჰალუცინოგერი

kora
საკმაოდ რთულადაა საქმე, თუმცა, სამწუხარო რეალობაა ის რაც აქ ამ ისტრიაშია მოყოლილი. არ უნდა ხდებოდეს მსგავსი რამ, მაგრამ ხდება და ამას ვერ შევცვლით. ჩვენი გადასაწყვეტია მივიღებთ თუ არა მათ ისეთებად როგორებიც არიან, თუ ქვებს დავუშენთ.
ცალ-ცალკე ორივე პერსონაჟი საინტერესოა. ერთად არცერთი. მგონი ამით ცხადია ჩემი პოზიცია, ერთადერთი ქვებს არ დავუშენ.
ჰომ, პირველად მომხვდა სადმე ჩემი სახელი ამომეკითხოს და იმდენად მომეწონა, არადა, ჩემს გარშემო მყოფებს რომ კითხო იმდენად უცნაურ-უცხოა სადღა გაჟღერდებაო :დდდ
მოკლედ, კარგი გოგო ხარ და ველოდები მოვლენების განვითარებას:)

ჩემი თხოვნა იქნება რომ მთელი ისტორიის მანძილეზე სოფის და ენიტას უყურო ცალ-ცალკე და არა ერთად ❤❤❤

მადლობა შეფასებისთვის

№19 სტუმარი Tite

Salanderis "eshmaktan motamashis" didi gavlenaa, ar vambob ro egetia zustad an msgsvi mara gavlenaa paqtiaa

№20  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Tite
Salanderis "eshmaktan motamashis" didi gavlenaa, ar vambob ro egetia zustad an msgsvi mara gavlenaa paqtiaa

ძალიან დიდი ბოდიში სალანდერს ამისთვის მაგრამ მან ყველაზე კარგად იცის, რომ მისი ეს ისტორია წაკითხულიც არ მქვს :)
ასე რომ მაპატიე ტიტე თუ იმედები გაგიცრუე :)

№21 სტუმარი Tite

imas ra tqma unda ar ityvi wakitxuli maqvso :D
Paqtia zegavlena chans kanpeto )

№22  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Tite
imas ra tqma unda ar ityvi wakitxuli maqvso :D
Paqtia zegavlena chans kanpeto )

ცოტა მწარე კამფეტი ვარ რომ იცოდე :)
შენი აზრია და ვერ დაგიშლი როგორც გინდოდეს ისე იფიქრე. ეგ მე და სალანდერმა უფრო ვიცით ❤

№23  offline წევრი ქეთათო4

ძალიან კარგი სტილი გაქვს წერის❤
ინტრიგაც დევს ზუსტად ისეთი მე, რომ მაინტრიგებს :დდ
შემდეგი მალე დამიდე თორეე...
თორე მართლა მოგკლავ :დდდდ
მიყვარხარ

№24  offline მოდერი სალანდერი

ჰალუცინოგერი
Tite
imas ra tqma unda ar ityvi wakitxuli maqvso :D
Paqtia zegavlena chans kanpeto )

ცოტა მწარე კამფეტი ვარ რომ იცოდე :)
შენი აზრია და ვერ დაგიშლი როგორც გინდოდეს ისე იფიქრე. ეგ მე და სალანდერმა უფრო ვიცით ❤

ტიტეე, სიმართლე გითხრა არ მახსოვხარ, მაგრამ გამიხარდა შენ რომ გახსოვს ეშმაკი.
რაც შეეხება გავლენას, მე აშკარად არ მიგრძვნია. ისიც ზუსტად ვიცი, რომ ანის, ანდრეა არ წაუკითხავს და ისიც, რომ არც ერთ ხაზზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია ვინმეს. შესაბამისად პრობლემა არ არსებობს. ერთადერთი რითაც ეს ისტორია ეშმაკს შეიძლება უკავშირდებოდეს, ზედმეტად კარგი ტიპი მთავარი გმირი გოგოა. ის რომ მსგავსი ტიპის ისტორიები იშვიათად იწერება და აქამდე მხოლოდ ანდრეა არსებობდა არ ნიშნავს რომ დანარჩენები მისი გავლენით იწერება ან დაიწერება.
იმის ფონზე, რომ საიტის ისტორიების 90 პროცენტი ერთი სტილისაა, სოფის და ანდრეას არ უნდა გაუჭირდეთ თანაცხოვრება წესით.
ანი რაც შეგეხება შენ, საბოდიშო ამ პლანში არაფერიი გაქვს. მომწონს შენი დამოკიდებულება მკითხველთან და ეს არაერთხელ მითქვამს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავვს საჭირო თუ არასაჭირო რამეზე ბოდიში მოიხადო. უბრალოდ გააგრძელე ისე როგორც დაიწყე, მე შენი ფანი ვარ :დ

№25  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ქეთათო4
ძალიან კარგი სტილი გაქვს წერის❤
ინტრიგაც დევს ზუსტად ისეთი მე, რომ მაინტრიგებს :დდ
შემდეგი მალე დამიდე თორეე...
თორე მართლა მოგკლავ :დდდდ
მიყვარხარ

მადლობა ჩემო კარგო <3 მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყოველ დღე ავტვირთო ახალი თავი:) მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ :დ

№26  offline წევრი ქეთათო4

კი კი შენი მესმის ძალიან კარგად❤ წარნატებები

№27  offline წევრი melanqoliki

Dzalian gamixarda axali nawilis danaxva da siamovnebit chavujeqi. Komentarebs rac sheexeba mimsgavsebastan dakavshirebit da gavlenebze, adre mec mqonda istoria gogoze romelic mushaobda kafeshi da swavlobda fsiqologiurze. Mtavari gmiri tavis tavze yveboda warsulshi momxdar ambebs ixsenebda da agwerda urtiertobebs mat shoris qaltanac . Axla ratomgac es gamaxsenda da ar minda vinmes raime gavlenis qvesh myofi vegono an msgavsi ertaderti istoriis nawilebs vaqveyneb am saitze da isic fentezis janrisaa. Aq arasdros araferi wamikitxavs es istoria chemtvis pirvelia da madloba avtors rom gamichnda survili aq kitxvis.

№28  offline მოდერი ჰალუცინოგერი

melanqoliki

კეთილი იყოს შენი მობრძანება :-)

№29 სტუმარი სტუმარი ლიზა

kora
საკმაოდ რთულადაა საქმე, თუმცა, სამწუხარო რეალობაა ის რაც აქ ამ ისტრიაშია მოყოლილი. არ უნდა ხდებოდეს მსგავსი რამ, მაგრამ ხდება და ამას ვერ შევცვლით. ჩვენი გადასაწყვეტია მივიღებთ თუ არა მათ ისეთებად როგორებიც არიან, თუ ქვებს დავუშენთ.
ცალ-ცალკე ორივე პერსონაჟი საინტერესოა. ერთად არცერთი. მგონი ამით ცხადია ჩემი პოზიცია, ერთადერთი ქვებს არ დავუშენ.
ჰომ, პირველად მომხვდა სადმე ჩემი სახელი ამომეკითხოს და იმდენად მომეწონა, არადა, ჩემს გარშემო მყოფებს რომ კითხო იმდენად უცნაურ-უცხოა სადღა გაჟღერდებაო :დდდ
მოკლედ, კარგი გოგო ხარ და ველოდები მოვლენების განვითარებას:)

ანუ, ჩემი გადასაწყვეტია, შენი პიროვნების რაიმე კუთხით არ მოწონების შემთხვევაში, მოგკლავ თუ გაცოცხლებ?

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent