ქოქოსის სურნელი (3) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქოქოსის სურნელი (3)


6-08-2018, 16:18
ავტორი ჵჵჵჵ
ნანახია 359

ქოქოსის სურნელი (3)

ქორწილი ძალიან დამღლელი იყო. გასაკვირი ის არის, რომ იქ არცერთი მაქსიმეს ოჯახისწევრი არ მინახავს. თვითონ მთელი ქორწილის განმავლობაში მშვიდ მომღარ სახეს არ იშორებდა, და არც მე არ მაკლებდა ირონიას

გზა სახლისაკენ ძალიან დამღლელი აღმოჩნდა, ამდენმა, და დაძაბულობამ საბოლოოდ თავისი გაიტანა და მანქანაშივე ჩამეძინა.

დილით საშინელმა თავისტკივილმა გამაღვიძა, ცოტა დრო დამჭირდა იმის გასაანალიზებლად თუ რატომ ვიყავი მანქანაში, მეტს არც მოველოდი მისგან. კარი გავაღე და გეზი სახლისაკენ ავიღე. კარზე ზარი უნდა დამერეკა , როდესაც მაქსიმემ გააღო და ხელში რაღაც გასაღები შემომაჩეჩა
-როდესაც დავბრუნდები ყველაფერი წესრიგში დამხვდეს. ამ სახლში უკვე ორი წელია არავინ ყოფილა ასე, რომ წინ დიდი სამუშაო გელოდება მთელი სახლი შენი დასასუფთავებელია. დღეს საღამოს ჩემს მეგობრებთან ერთად დავბრუნდები და იმედია არ შემარცხვენ, სუფთად ჩაცვი და თმას ფორმა მიეცი, არ მინდა ვიღაცა მაწანწალის გამო ისინი დავკარგო.
-ახლა შენ მომისმინე...
-ხმა! აქ , იმისთვის არ მომიყვანიხარ. რომ შენ გისმინო. შეეცადე თვალში არ მომხვდე და წესიერად მოიქეცი.
-მე შენი მოსამსახურე, არ ვარ, რომ შენი კაპრიზები ვასრულო...
-იმის თქმას, ცდილობ, რომ ჩემი ცოლი ხარ?!
-რა სისულელეა, ამით იმის თქმა მინდა, რომ არაფერსაც არ გავაკეთებ, გაიგე?!
-ენას უკან ნუ მიბრუნებ, ნუ გავიწყდება ვისი ნაშიერი ხარ, რომ მოვინდომო წამში გაგანადგურებთ შენც და შენს არაჩვეულებრივ ოჯახსაც,-შეტრიალდა და მანქანისაკენ აიღო გეზი, მაგრამ მალევე გაჩერდა და შემოტრიალდა-და დიახ ამ სახლში, როგორც მოსამსახურე ისე იქნები, ოღონდ ერთი განსხვავბით უნიფორმა არ გეცმება-თვალი ჩამიკრა და ახლა ნამდვილად წავიდა.
-ვერ გიტან!-ჩავილაპარაკე თვალცრემლიანმა და სახლში შევედი.
ნამდვილი სადისტია! ცხოველი! მამაჩემის ცოდვების გამო მე რატომ მსჯის, მე ხომ არაფერი დამიშავებია მისთვის?! რატომ მინადგურებს ცხოვრებას? მეზიზღება მაქსიმეც და საერთოდ ყველა.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გადავწყიტე, რომ სახლი დამეთვალიერებინა და დამესუფთავებინა, ყველაფერი მტვრიანი იყო, თორემ მის ბრძანებას არავითარ შემთხვევაში არ შევასრულებდი.

სახლი საკმაოდ დიდი და ჰარმონიულია, თანამედროვე ინტერიერითაა ყველაფერი კეთილმოწმობილი, რაც გასაოცარ კონტრასტს ქმნის საერთო ჯამში.
ყველაფერის დასუფთავებას, რომ მოვრჩი საათი რვას უჩვენებდა, მეც დაღლილმა მდივანზე ჩამოვჯექი და თვალები დავხუჭე.


ჩემი და 17 წლის არის ძალიან ლამაზი ქერა სრიალა თმით, სწორი კურნოსა ცხვირი აქვს და თაფლისფერი თვალები.ძალიან ლამაზია ჩემი ციცქნა.
ორი წლის წინ მერვე სართულიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც დაინვალიდდა, როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვას. ორი თვის წინ სოფელში წავიდა, რომელიც საკმაოდ შორს არის ქალაქიდან. ბოლო პერიოდში ყოველთვის ერიდებოდა საზოგადოებაში გასვლას, ალბათ იმ მიზეზით, რომ ვერ იტანდა იმ მზერას, რომელსაც საზოგადოებისაგან გრძნობდა. ბევრჯერ დაველაპარაკე ამ თემაზე, მაგრამ ყოველთვის თავისას გაიძახოდა, რომ მე მისთვის კარგი მინდა და ამით მის დამშვიდებას ვცდილობდი.
ერთი მხვრივ მესმის მისი მაგრამ არ მინდა, რომ ასე გამოეყოს საზოგადოებას.
ორი კვირის წინ სოფელში წავიდა დიდი ხანია არ დაურეკავს ტელეფონიც აქ დატოვა არ მინდა ვინმემ შემაწუხოსო, ბევრი ვეხვეწე, მაგრამ თავისი მაინც გაიტანა და ტელეფონი დატოვა ამიტომაც რათქმაუნდა ჩემი ქორწილის შესახებაც არაფერი გაუგია. თან ამის ახსნა ტელეფონით არ მინდოდა ვიცი, რომ ინერვიულებს და არ მინდა ჩემი პრობლემები მოვხვიო თავს.

გადავწყვიტე, რომ დამერეკა მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ტელეფონი გათიშული იდო მის საძინებელში. სასწრაფოდ ავიღე ტელეფონი და გადავრეკე, ჩემდა გასაკვირად ზარი გავიდა
რამოდენიმე ზარის შემდეგ კი დავითმა მიპასუხა
-ოჰ, გისმენ ქალბატონო, აქ რა დაგრჩენია?
-ანასტასია დამალაპარაკე.
-არ სურს შენთან საუბარი.
-რას ჰქვია არ სურს. უთხარი, რომ მარიამი ვარ.
-არ უნდა შენთან საუბარი არ გესმის?
-რატომ!
-კიდევ ვერ გამიცანი ხომ!
-რათქმაუნდა ამ ყველაფერშიც შენი ხელი ურევია, რა უთხარი რით მოუწამლე გონება რა უთხარი ასეთი?
-ტონს დაუწიე! იცოდე ისე ვიზამ, რომ სულ ამოგშლი მისი ცხოვრებიდან.
-მეზიზღები! ვერ გიტან გაიგე? გაზღვევინებ პასუხს გაგებინებ ყველაფრისთვის!-ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. ფეხები მდივანზე ავიტანე და თავი მუხლებს ჩამოვადე.
ეზოდან მანქანის ხმა შემომესმა ამიტომაც გადავწყვიტე, ოთახში ავსულიყავი. კიბეებზე ავდიოდი კარი, რომ შემოხსნეს ვიცოდი მაქსიმე და მისი მეგობრები იქნებოდნენ, ამიტომაც ისე, რომ უკანაც არ მიმიხედია ერთ-ერთ ოთახში ავედი და საწოლში შევწექი. ახლა მხოლოდ ტირილი თუ გამათავისუფლებდა, დაგროვილი ემოციებისაგან. ამიტომ ცრემლებს უფლება მივეცი, ჩემს სახეზე გაეკვლიათ გზა. ხუთი წუთი არ იყო გასული, როდესაც ვიღაცამ კარები შემოგლიჯა და გიჟივით წამავლო ორივე მკვლავში ხელი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Mako

Kargia magram es mocucqnuli tavi ar meyo,agar daagviano moutmenlad veli

 



№2  offline წევრი იზუკა

ამდენი დაგვიანების მერე ცოტა დიდ თავს ველოდი ..როგორ მაინტერესებს არადა

 



№3  offline წევრი ჵჵჵჵ

Mako
Kargia magram es mocucqnuli tavi ar meyo,agar daagviano moutmenlad veli


Madloba didi shevecdebi ar davagviano <3

იზუკა
ამდენი დაგვიანების მერე ცოტა დიდ თავს ველოდი ..როგორ მაინტერესებს არადა



Madloba didi. ver vaxerxeb magram shevecdebi agar davigviano.

 



№4 სტუმარი სტუმარი lia

nazalaxev dawerils gavs gaadide tavebi

zalian nu agvianeb

kargi istoriaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent