მე და ჩემი ფსიქოლოგი (5 თავი) +18 » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ჩემი ფსიქოლოგი (5 თავი) +18

7-08-2018, 10:16
ნანახია 2 562

მე და ჩემი ფსიქოლოგი (5 თავი) +18

-სიამოვნებით! სახლში წადი ენიტა და ჩემ მოსვლამდე არავისთან კონტაქტზე არ გამოხვიდე. საღამოს დაელოდე შენს მიერ გაჟღერებულ ამ ინფორმაციას რა სახით მიაწვდის თითოეული ჟურნალისტი საზოგადოებას. რაში დაგჭირდა ეს ყველაფერი? -შემიღრინა კირამ და მარტო დამტოვა. ტელეფონი ავიღე და გუგას შეტყობინება გავუგზავნე.
-სახლში წამიყვანე. -პასუხი არ აგვიანებს.
-მაპატიე სხვა გეგმები მაქვს.
-ლაწირაკი. -ჩავილაპარაკე გამწარებულმა, გარეთ ჯგროდ შეკრებილ ჟურნალისტებს თავი ძლივს დავაღწიე, პირველივე ტაქსში თავით გადავეშვი და იქაურობას გავეცალე.
--------------------------------------------

ასჯერ მაინც ავკრიფე მობილურზე გუგას ნომერი თუმცა ასჯერვე უპასუხოდ დატოვა.
-იდიოტი. -ტელეფონი საწოლზე მოვისროლე და სარკეში საკუთარ ანარეკლს შევეფეთე. -სერიოზულად? -შევუღრინე იქედან მოცქირალ დემონს. -გაეთრიე ჩემი ცხოვრებიდან, უფლებას არ მოგცემ გონებას ისევ დაეპატრონო. მუშტი სარკეს დავუშვი და სხეული მინის ნამსხვრევებში სრულიად ჩავმარხე. არ მახსოვს ბოლოს როდის ვიტირე თუმცა ახლა, რომ თვალების კუთხეში ცრემლი ვიგრძენი ეს კიდევ უფრო დიდი სტრესი აღმოჩნდა ჩემთვის. ემოციებს კონტროლი ვერ გავუწიე და ბოლო ხმით ავღრიალდი. -საფიოსექსუალი? -ამის გაფიქრებაზე ტირილი ხარხარში გადამეზარდა და ემოციებგარეცხილს მალევე ჩამეძინა. არ ვიცი რამდენი საათი მეძინა მაგრამ თვალი, რომ გავახილე და ჯერ კიდევ შეშუპებული თვალები ფანჯარას მივაპყარი მივხვდი, რომ კარგა ხნის დაღამებული იყო. ტელეფონს დავხედე, არც ერთი შეტყობინება, არც ერთი ზარი. -უცნაურია გავიფიქრე და გუგას ნომერი კიდევ ერთხელ ავკრიფე. ისევ დუმილი. ემოციები ცხელი წყლით ჩამოვირეცხე, შავი ღვინო დავისხი და ტელევიზორის წინ სავარძელში მოვთავსდი. საინფორმაციო გამოშვება ჩავრთე და მაშინვე კირა გამახსენდა. ყველა არხი ერთი და იმავე სიუჟეტს ატრიალებდა.
"ენიტა პატარაიამ აღიარა, რომ ლესბოსელია"
"მისი საიდუმლო სააშკარაოზე გამომზეურდა"
-ლესბოსელი? თქვენ *იგ ხომ არ გაქვთ? -ავბუტბუტდი ჩემთვის და ტელევიზორი გამოვრთე. დიდი დრო დამჭირდა თავის ხელში ასაყვანად. ტელეფონის ეკრანს დიდხანს ვუცქირე ბოლოს ძალა მოვიკრიბე და სოფის შეტყობინება გავუგზავნე.
-შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
-გზაში ვარ. -მომდის პასუხი იმავე წამს. ნახევარ საათში კარზე ზარი გაისმა. დამძიმებული სხეული ძლივს ავათრიე და კარი გავაღე.
-რას გავხარ? -მეუბნება შემოსვლისთანავე სოფი.
-მეუღლეს რა უთხარი?
-რომ ისევ ისეთი იდიტი ხარ როგორც ადრე.
-დამამშვიდე. მადლობა.
-მე გაგაფრთხილე ენიტა. რისი დამტკიცება გინდოდა? რომ ჩემზე ძლიერი ხარ? ხომ იცი რომ ასე არ არის, არც ყოფილა და არც იქნება.
-მოეშვი რა დემაგოგობას.
-რისთვის დამირეკე?
-არ ვიცი.
-შესანიშნავად იცი.
-იქნებ შენ მითხრა ასე უფრო საინტერესო იქნება?
-ენიტა. -გაიღიმა სოფიმ. -ჩემზე ამას ვერ გამოიყენებ. -მის ცივ თვალებს მზერა გავუსწორე და მასში გამეფებული ირონია ისევ ისე მძაფრად შევიგრძენი, როგორც ადრე.
-კარგი. -ვამბობ და მასთან იმდენად ახლოს მივდივარ, რომ მის სუნთქვას საკუთარივით ვგრძნობ. მზერა მის ფერმკრთალ ტუჩებზე მიშეშდება, ცერა თითი ფრთხილად შევახე მის ცივ ბაგეს, გაუაზრებლად ვიკბინე ტუჩზე. ჩემი ხელი სახიდან მოიშორა და ახლა თვითონ შემიცურა თითები კეფაზე. თვალები დავხუჭე და დემონის მოსალოდნელი გაღვიძების მოლოდინით სხეული სრულებით ამიფეთქდა, მუცელში წვა ვიგრძენი და უჰაერობით გონებაც დამებინდა. ყელიდან ფრთხილად ჩააცურა თითები ბეჭისკენ და კაბის სალტი მხარზე ჩააცურა. თვალებს ვახელ და ისევ იმ ცივ, იდუმალ თვალებს ვეფეთები. ტუჩები ფაქტიურად ტუჩებზე შემახო და არც შემახო.
-გაიხადე ენიტა! -ჩურჩულებს სოფი და მე უკვე გონება სრულად არეული მაქვს. ტუჩს ოდნავ მახებს ყურთან. -გაიხადე უნდა დაგხატო! -ამბობს და მშორდება.
-მეკაიფები ხო? -ამოვიყვირე სასოწარკვეთილმა.
-გაიხადე. -ამბობს სოფი. -და მითხარი მოლბერტი სად გაქვს?
-აივანზე. ყველაფერი იქ არის. დიდი ხანია აღარ დამიხატავს.
-მოვიტან. -ამბობს და აივანზე გადის.
-ჯანდაბა ენიტა. თავი ხელში აიყვანე. -შევუბღვირე საკუთარ თავს და ამასობაში სოფიც დაბრუნდა.
-ისევ ჩაცმული ხარ? - მეკითხება და ყველაფრის გამზადებას იწყებს. სარაფანი გავიხადე. -ეგეც. -მიმითითა საცვლისკენ და მეც დავემორჩილე. -შიშველი გაცილებით საინტერესო ხარ. -თვალით სავარძლისკენ მიმითითა და მეც დავემორჩილე. -შეგიძლია წიგნიდან რომელიმე თავი წაიკითხო? -ტელევიზორთან დადებულ სკანდალურ წიგნს მაწვდის. მერე ცოტა ხანს მიყურა, ფუნჯი აიღო და ხატვა დაიწყო მე კი წიგნი გადავშალე და სტრიქონების გაჟღერებით დავკავდი.
***
-ასე ნუ მიყურებ.
-როგორ?
-მიწვევ.
-მერე?
-არ მინდა სოფი, ამ თამაშში ვერ ამიყოლიებ.
-შენი აზრით შენში ჩაკეტილი გრძნობები თამაშია და სხვა არაფერი? -დარწმუნებული ხარ? -ირონიულად ჩაიქირქილა და წამში მოიქცია ჩემი სახე გაყინულ ხელებში. მზერა გამიყარა და ქვედა ტუჩზე ენა გადაისვა. -რატომ ვარ დარწმუნებული, რომ საშინლად გიზიდავ. -მისი ხელები უხეშად მოვიშორე და ხელი ვკარი.
-ნერვებს მიშლი.
-ენიტა ჩემგან რატომ არ მიდიხარ? -მეკითხება და სიგარეტს უკიდებს.
-არ ვიცი.
-იცი.
-ვერ ვიტან ჩემ ნაცვლად რომ საუბრობ.
-მაშინ თავად ისაუბრე. -მომიახლოვდა. პირიდან სიგარეტის ბოლი გამოუშვა და სახეში შემაბოლა, ხელი ავიქნიე და თვალები დავხუჭე. სწორედ ამ დროს მისი ტუჩები ჩემსაზე ვიგრძენი. მისი კოცნა ორ წამზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა თუმცა ეს ორი წამი საკმარისი იყო, რომ ჩემი გული ჩვეულ მდგომარეობას საგრძნობლად აცდენოდა, სხეული გამეყინა, სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა, ტვინი გაითიშა. სოფიმ უკან დაიხია კიდევ ერთი ღრმა ნაფაზი დაარტყა და ჩვეული ირონიით გამბურღა.
-სოფი.
-რა.
-რატომ აკეთებ ამას?
-მე იმას ვაკეთებ რაც შენ გინდა მაგრამ ვერ ბედავ, გეშინია მაგრამ არ ვიცი რისი, გსურს მაგრამ სურვილებს ეწინააღმდეგები. რატომ აკეთებ ენიტა ამას, ჩემი გეშინია? -სიგარეტი კედელზე მიასრისა და ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი.
-გაჩერდი სოფი.
-ყოველთვის იმის საპირისპიროს რატომ ამბობ რაც გსურს? -ის უკვე ჩემ წინ იდგა და მისი თითები ჩემს გახევებულ ყელზე ფრთხილად ასრიალდა. წამი დამჭირდა იმისთვის, რომ მისი სხეული კედელს მიმენარცხებინა. მისი სიფრიფანა სხეული ოდნავ მოიხარა და ტკივილით სახე აელეწა. ახლოს მივედი და ერთი ხელი ყელზე მივაბჯინე, მეორე ხელით სახე დავუჭირე, მის ცივ თვალებს მზერა გავუსწორე.
-შეშლილი ხარ. -ვამბობ და ტუჩებში ვკოცნი, ისიც მომენტალურად მყვება.
***
-რას აკეთებ? -წიგნის კითხვას თავს ვანებებ და სოფის ვუცქერ, რომელიც კითხვაში გართულს შეუმჩნევლად მომიახლოვდა და ყელზე ფუნჯი დამისვა.
-გაჩერდი. -ხელი მკრა და ისევ სავარძელზე დაბრუნება მაიძულა, შიშველი სხეული ჩვეული სარკაზმით შემითვალიერა, ფუნჯი საღებაბში დაასველა და მკერდს ნაზად გადაატარა.
-გეყოფა სოფი. -ძლივს ამოვთქვი და თვალები დავხუჭე. მან ისევ იგივე გააკეთა და ამჯერად მუცელი შემიღება წითლად. -გთხოვ სოფი. -უკვე ვატყობდი როგორ ვერ ვიჭერდი ჩემში მიძინებულ დემონს.
-უბრალოდ მოდუნდი. -ამბობს სოფი და ახლა ფეხზე ვგრძნობ ფუნჯის სინქრონულ ცეკვას.
-დემონი ხარ.
-შენი დემონი. -იღიმის სოფი და ფეხებშორის ასრიალებს სველ ფუნჯს.
-შენი დედაც სოფი. -წამოდგომას ვეცადე მაგრამ ისევ პირვანდელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
-რატომ მეწინააღმდეგები ენიტა, ხომ იცი რომ მაინც დამარცხდები?
-არ დავმარცხდები.
-უკვე დამარცხდი. იღიმის სოფი, ფუნჯი პირთან მოაქვს და კბილებით მის დაჭერას მაიძულებს, გააზრებულად ვემორჩილები, შეწინააღმდეგების არც ძალა მაქვს და არც სურვილი. თითებს ფრთხილად ასრიალებს ყელიდან მკერდისკენ, წრიულ მოძრაობას აკეთებს და ახლა ქვემოთ აცურებს. ფეხზე ფრთხილად გადაატარა მუდამ გრილი ხელი და უკვე სა*ოზე ვგრძნობ მის რითმულ ცეკვას. თვალები დავხუჭე და დემონს უფლება მივეცი სხეულს ისევე დაპატრონებოდა როგორც გონენას. ოთახი სოფის შემზარავმა ხარხარმა გაარღვია და მეც მყისიერად ვბრუნდები რეალობაში. -ღრმერთო ჩემო ენიტა, იმედი გამიცრუე, მეგონა ჭკუა ისწავლე, მაგრამ სულაც არა, ისევ ისეთი უმწეო და უსუსური ხარ როგორიც ადრე. -ხარხარებდა ბოლო ხმაზე, სავარძლიდან უხმოდ წამოვჯექი, ძირს დაგდებულ საცვალს დავწვდი და ჩავიცვი, სხეულიდან საღებავები მოვიშორე და ჩავიცვი, ვისკი დავისხი, სიგარეტს მოვუკიდე და ჩემს ახარხარებულ დემონს შევხედე.
-რა გაცინებს?
-მაპატიე. -ამბობს სოფი, მართლა უფრო ძლიერი მეგონე.
დიდხანს ვისხედით უხმოდ. მხოლოდ მზერის საშუალებით ვკონტაქტობდით. სივრცეში ჩაკარგული სოფი ჩვეული ირონიით აბოლებდა სიგარეტს. შიგადაშიგ მზერა ჩემზე უშეშდებოდა. სავარძელში მუხლებმოკეცილი ვიჯექი, ორივე მკლავები ფეხებზე მქონდა შემოხვეული, ნიკაპით მუხლის თავებს ვეყრდნობოდი და სხეულს წინ და უკან გაუაზრებლად ვაქანებდი.
-გაჩერდი. -სიჩუმეს არღვევს სოფის ხმა. -ნევროზი გაქვს თუ რა გჭირს?
-არაფერი.
-კარგი ნუ ნერვიულობ. არავის ვეტყვი, რომ ხელში სურვილით ჩამადნი. -თვალი ჩამიკრა და გვერდით მომიჯდა. ფეხზე ფრხილად შემახო ხელი, მოშორებას ვეცადე თუმცა გავჩერდი, თვალებში ჩავხედე. მის ცივ თვალებში საკუთარი დამარცხებული მზერა დავიჭირე.
-როგორ ახერხებ?
-რას?
-იცი რასაც სოფი.
-მე მხოლოდ გეხმარები საკუთარი სურვილების გარეთ გამოტანაში. -გაიღიმა და ხელი ძლიერად მომიჭირა ფეხზე.
-კარგი რა. -მაჯაში წავავლე ხელი, უხეშად მოვიშორე და წამოვდექი. -მარტო მინდა ყოფნა.
-შენი ნებაა. -გასავლელისკენ დაიძრა სოფი.
-სოფი.
-რა?
-დემონი ხარ.
-შენი დემონი. -ამბობს და უჩინარდება.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი მისაღების შუაგულში სულელური გამომეტყველებით, მაგრამ გონს მოლბერტზე საკუთარი გამოსახულების დანახვამ მომიყვანა, ჩემში არსებული ყველა გრძნობა კანიდან გადმოსვლას მთხოვდა. სხეული დუღდა, სიცოცხლე, სიგიჟე, ვნება სურდა. შინაგანი ხმა ხარხარებდა, გამარჯვებას, ჩემზე გამარჯვებას ზეიმობდა. ცრემლმორეული ვისკის ბოთლს დავწვდი და სულმოუთქმელად ჩავცალე. მერე არ მახსოვს რა მოხდა როცა გავიღვიძე მზე უკვე კარგა ხნის ამოსული იყო. სააბაზანომდე ძლივ მივიტანე სხეული, წყალი მოვუშვი და სხეული მივუშვრე.
-მე შენში ვარ ენიტა. -ყურში ჩამესმის სოფის ხმა. შუბლით სააბაზანოს კედელს ვეყრდნობი და წარსულში ვუჩინარდები.
***
-რაზე ოცნებობ?
-მინდა მწერალი გამოვიდე.
-გამოხვალ.
-საიდან იცი?
-ვხედავ შენში სურვილს, ძლიერ სურვილს, როცა რაღაც ძალიან გსურს ამას ყოველთვის აღწევ.
-შენ რა გსურს სოფი?
-ჯერჯერობით არაფერი.
-სულ არაფერი?
-შენი სარეცელის გაყოფას თუ არ ჩავთვლით არაფერი.
-მაგრამ ეს ხომ უკვე აისრულე?
-ჰო მართალი ხარ. ახლა არ ვიცი რა მსურს. -მზერა ფანჯარას მიაპყრო და ჰორიზონტში ჩაიკარგა. მასთან მივედი ხელები ზურგზე მოვხვიე და თავი კისერში ჩავრგე. არც კი გატოკებულა, თითქოს არც უგრძვნია ჩემი შეხება.
-სოფი.
-რა.
-რომ შემიყვარდე?
-უკვე გიყვარვარ.
-და შენ?
-მე არავინ მიყვარს ფროიდისა და საკუთარი თავის გარდა.
-რა პირდაპირი ხარ, გული მეტკინა. -დავიმანჭე და შიშველ ზურგზე ვაკოცე.
-უნდა ისწავლო ტკივილთან გამკლავება.
-უცნაურად ლაპარაკობ.
-როდის არ ვლაპარაკობ უცნაურად.
-ჩემთან ერთობი არა?
-ისევე როგორც შენ ენიტა.
-მე უფრო მეტი მინდა. -სოფიმ როგორც იქნა მზერის ღირსი გამხადა. სახე ხელებში მოიქცია და თვალებში სიცივე შემომანათა.
-არც იფიქრო ჩემგან რამე მოითხოვო, გპირდები ისე გავქრები შენი ცხოვრებიდან, რომ გააზრებას ვერ მოასწრებ.
-რატომ ამირიე ცხოვრება?
-მე დაგანახე რაც გინდოდა, რაც შენში იყო. მე დაგაყენე ცხოვრების გზაზე, უფრო სწორად გაგიჩინე ცხოვრების სწორი მიზანი და ახლა შენ თავად უნდა შეძლო სადავე ხელში აიღო, ცხოვრება დაიმორჩილო და შენს თანამოაზრედ აქციო, ხვდები რას გეუბნები?
-ვერა.
-ენიტა. გაიზარდე! -დამიღრიალა სოფიმ და ჩაცმა დაიწყო.
-რა გემართება სოფი?
-კარგი დაჯექი. -სკამისკენ მიმითითა სოფიმ და მეც დავემორჩილე, ჩემ წინ მოთავსდა, ჩემი ხელები ხელებში მოიქცია და საუბარი დაიწყო. -არ გაჭედო, პანიკა არ მოაწყო, მომისმინე და მშვიდად მიიღე ის რასაც ახლა გეტყვი სხვა შემთხვევაში მომიწევს ჩემი ცხოვრებიდან აგაორთქლო. გულწრფელად ვამბობ არ მინდა რომ აგაორთქლო.
-რის თქმას ცდილობ სოფი. -ვიგრძენი როგორ დამეძაბა სხეული.
-ერთ ბიჭს შევხვდი, მე ის არ მიყვარს, არც მომწონს მაგრამ ის ზუსტად ის არის ვინც მე მჭირდება, მე მას ცოლად მივყვები. -სხაპასხუპით მომაყარა ეს სიტყვები და ამოისუნთქა. -რამდენიმე წამს რეალობას სრულებით ვწყდები, ვერც ერთ კიდურს ვერ ვგრძნობ, ნელ-ნელა სხეული მიბუჟდება და გონებაშიც ათასი ფიქრი ერთად იწყებს ტრიალს. -რამეს იტყვი? -უხმოდ ვაცლი ხელებს, ზომბივით მივდივარ საწოლისკენ და დაყრილ ტანსაცმელს გაუაზრებლად ვიცმევ, გასასვლელისკენ ფეხარეული მივდივარ. -ენიტა! -მკლავში ხელს მავლებს სოფი.
-მოკეტე! -შუშისებრი თვალები შევანათე და უკან ისე დაიხია მგონი შევაშინე კიდეც.
-ენიტა ვისაუბროთ.
-არა! -ვამბობ და ნაბიჯი ისევ კარისკენ გადავდგი.
-ახლა თუ ამ კარში გახვალ, იცოდე უკან ვეღარ დაბრუნდები. -მესმის ზურგს უკან სოფის ხმა. არ ვუყურებ, აღარც მისი ხმა მესმის. ნაბიჯი გადავდგი და მისი მოჩვენება ზურგს უკან მოვიტოვე.
***
რეალობაში კარზე გაბმული ზარი მაბრუნებს. ონკანი დავკეტე, პირსახოცი შემოვიხვიე და კარის გასაღებად წავედი.
-კირა? აქ რას აკეთებ?
-ჩაიცვი, აი ბილეთი, ცოტა ხნით ქვეყნიდან წადი. ყველაფერზე ვიზრუნე, სასტუმრო უკვე დაგიჯავშნე, ქვემოთ მძღოლი გელოდება აეროპორტამდე მიგიყვანს.
-კირა.
-ნუ მეწინააღმდეგები ენიტა. წარმოდგენა არ გაქვს რა მდგომარეობაში ჩამაგდე, ტელეფონზე ისეთი ზარები შემოდის ცოტაც და ჭკუიდან შევიშლები. ასე რომ გამომართვი ეს წყეული ბილეთი, დროზე ჩაიცვი და წადი.
-არ წავალ.
-წახვალ.
-მე ვთქვი არ წავალ და მორჩა...

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი ქეთათო4

საშინლად კარგი თავი იყო! ყველა ემოცია იმდენად ზუსტად გადმოგაქვს, რომ ყველაფრის ეპიცენტრში ვხვდები როცა ვკითხულობ! ღმერთო დაუჯერებლად მაგარი მოთხრობაა და ზუსტად ვიცი არაფერს ვამეტებ!
დემონურად შემიყვარდება ახლა მე ეს მოთხრობა და მერრ რა ძნელია ელოდო, მაგრამ ჯანდაბა ლოდინიც მიღირს იმდენად მიმიზიდა ყველაფერმა!
წერე... ვევრი წერე იმიტომ, რომ მართლა ძალიან კაარგად გამოგდის!
ჩემში ემოციები აშალე დედაა :დ გამაგიჟე სერიოზულად და ახლა ბევრი არ მალოდინო შემდეგ თავამდე.
კიდევ ვერ ვწერ ახლა რასაც ვგრძნობ და ვასრულებ კომენტარს ხელახლა, რომ წავიკითხო ეს სასწაული თავი!

№2  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ქეთათო4

:დ :დ :დ თუ საღერღელი აგიშალე ესე იგი მიზანი მიღწეულია :დ

მადლობა <3

№3  offline მოდერი სალანდერი

ესე იგი ანი.
ამჯერად დავიწყებ იმით, რომ მე პირადად, ეს ორი "ერთადაც" ისევე მაგრად მოსწონს, როგორც ცალ-ცალკე.
პირველ რიგში იმიტომ რომ არცერთი არ იქნებოდა ის ვინც არის, ერთმანეთი რომ არა.
"ორმაგმა" ცხოვრებამ შექმნა ენიც (ტა_ზე ხომ გითხარი :დ) და სოფიც.
ჩემი აზრით, ეს ორი ერთად რომ არა, ცალ-ცალკე იმის ნახევრად მაგარი ტიპებიც ვერ იქნებოდნენ, ახლა რომ არიან.
სოფის საუბრის მანერა მომწონს, ერთი ერთში გადმოგაქვს, ვითომ ზედაპირული, მაგრამ უამრავი ქვეტექსტით და დატვირთვით.
მომწონს რომ ენიტას ეს ესმის, უნდა ესმოდეს და იმიტომ, თან მასაც შეუძლია იგივე საუბარი, სოფისთან მითუმეტეს.
უსიტყვო საუბრები მომწონს ამათი, აი რომ არ წერ, მხოლოდ მზერას ამბობ და დაახლოებით ნახევარ მეტრიანი დიალოგი მიტივტივებს თავში, რომელსაც ეს მზერა ნიშნავდა. ზუსტად ვიცი რას ლაპარაკობენ მზერებით, და ძალიან მაგარი "საუბრებია"
მუხტი მომწონს, ამ ორი ქალის, ძალიან მძაფრი და მკვეთრია.
მომწონს რომ ერთმანეთს "ეთამაშებიან" თითქოს, მაგრამ რეალურად სამყაროს "დაბოლებით" არიან დაკავებული, და ერთმანეთთან ყველაზე "პატიოსნები" და სწორები არიან.
იტოქში ყველაფერი მომწონს რა, მაგრამ ერთი შენიშვნა მაინც მაქვს :დ
"ვამბობ და ნაბიჯი ისევ კარისკენ გადავდგი." - ციტირებააა, დროებს ურევ, აუცილებლად დააკვირდი, ბევრ ადგილზე იყო.
კარგი ხარ, ძალიან კარგი რა.

№4  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სალანდერი

ღამით კოშმარები მოგკლავს შეიშვნა რომ არ გამოურიო რა :დ
შენ ის ხარ, რომელიც ზუსტად ისე ხვდება სათქელსაც და მზერასაც როგორი ჩანაფიქრიც მაქვს :)

№5  offline წევრი სნობი

მარტო იმიტომ შემოვდივარ მგონი, რომ შენი ზღვა ემოციებით, რომლებიც ასე სასწაულად გადმოგაქვს ფურცელზე სიამოვმება მივიღო და რეალობას ცოტა ხნით მაინც მოვწყდე.

ავტორო შესანისნავი ხარ. ამის თქმა მართლა არ მომბეზრდება

№6  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სნობი
მარტო იმიტომ შემოვდივარ მგონი, რომ შენი ზღვა ემოციებით, რომლებიც ასე სასწაულად გადმოგაქვს ფურცელზე სიამოვმება მივიღო და რეალობას ცოტა ხნით მაინც მოვწყდე.

ავტორო შესანისნავი ხარ. ამის თქმა მართლა არ მომბეზრდება

მადლობა სნობი <3

№7  offline წევრი marikuna (1)

გუშინ ვეღარ მოვახერხე დაკომენტარება .ყველა ეს ემოცია არ ვიცი, როგორ ავღწერო,ყველაფერი ძალიან მაგარი იყო, არა უფრო სწორად ამას მოველოდი
სკანდალი ენიტას შესახებ საკმაოდ საინტერესოა. გუგამ თავისი ნამდვილი სახე დაგვანახა წინა თავში. რაც შეეხება სოფის ის მართლაც დემონია,ენიტა კი მრავალფეროვანი, მას შეუძლია სოფიზე ძლიერი იყოს უბრალოდ, თავისი დემონი საშუალებას არ აძლევს მას მრავალფეროვნება მასზე,რომ გამოიყენოს. უბრალოდ შოკი თავი იყო და როგორც ყოველთვის ველოდები ახალ თავს.
ანი წარმატებები და მიყვარხარ.

№8  offline მოდერი ჰალუცინოგერი

marikuna (1)

შოკი თავი მომეწონა :დ
მადლობა მარიამ ❤

№9  offline ადმინი შამანი

ეს ხატვის და ფუნჯით სხეულის დახატვის სცენა იყო,რაღაც საოცრება! რომ წარმოვიდგინე, თითქოს მათთან ვიყავი ოთახში და შორიდან ვადევნებდი თვალს , ისეთი საოცარი სცენა იყო, ძალიან სერიოზულ და მაგარ ფილმში თუ გამოიყენებენ,მაგრამ შენ დაასწარი! <3 ისტორია მთლიანად პიკია,მაგრამ ეს თავი,მართლა ძალიან მაგარი იყო ^_^ ძალიან მაგარი გოგო ხარ! <3
--------------------
ა.ა.

№10  offline მოდერი ჰალუცინოგერი

შამანი
ეს ხატვის და ფუნჯით სხეულის დახატვის სცენა იყო,რაღაც საოცრება! რომ წარმოვიდგინე, თითქოს მათთან ვიყავი ოთახში და შორიდან ვადევნებდი თვალს , ისეთი საოცარი სცენა იყო, ძალიან სერიოზულ და მაგარ ფილმში თუ გამოიყენებენ,მაგრამ შენ დაასწარი! <3 ისტორია მთლიანად პიკია,მაგრამ ეს თავი,მართლა ძალიან მაგარი იყო ^_^ ძალიან მაგარი გოგო ხარ! <3

ანინე <3 როგორ გამოანათებ ხოლმე <3 ძალიან გამახარე <3

№11  offline აქტიური მკითხველი grafo

ამ თავს ვეცი პირველი თავის კომენტარების მერე, მეც არ ვიცი რატომ...რაღაცაშია საქმე.
არაფერს არ ვიტყვი.ეს პირველი შემთხვევაა როცა კეთილი უნდა ვინებო და ენას კბილი დავაჭირო, თორემ რაც წავიკითხე იმან რა ემოციაც დამიტოვა, მაგაზე რომ ვისაუბრო...იმაზე მეტად დავიწყებ ავტორის სულში ფათურს, ვიდრე საჭიროა. რადგან, რომ ვიწყებ ვერ ვჩერდები smiley heart_eyes .
მარტო ერთს ვიტყვი. ამ თემას და შესაბამისად ამ ისტორიას, მგონია რომ უფრო სერიოზულად უყურებ ვიდრე სხვებს. მგონია არა, დარწმუნებული ვარ!

პ.ს. უყურე შენ! კაცი ქალს რომ ეფათურება და აღაგზნებს , ეგ ცუდი ყოფილა და ქალი ქალს
მისაღები ხელოვნება.

№12  offline მოდერი ჰალუცინოგერი

grafo

გრაფო თვალებს არ ვუჯერებ ნუ თუ ეს შენ ხარ :დ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent