,,გურული ლამაზმანი" 7თავი » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,გურული ლამაზმანი" 7თავი


7-08-2018, 15:45
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 826

,,გურული ლამაზმანი

_ მთელი ღამე არ სძინებია, მხოლოდ მამაზე ფიქრობდა.
ტირილი უნდოდა, თუმცა ვეღარ ტიროდა.
ცრემლი საერთოდ გაუშრა.
უბრალოდ იწვა და ერთ წერტილს მიშტერებოდა.
- შევძლებ.
_ მხოლოდ ამ ერთ სიტყვას იმეორებდა.

დილით ადრიანად, როგორც კი ექიმი მის მოსანახულებლად შემოვიდა.
მისთვის არც შეუხედავს, ჩუმი ხმით ეუბნება.
- უნდა წავიდე.
- არ შეიძლება.
_ მოესმა ნაცნობი ხმა, თუმცა არც ამ ჯერად შეუხედავს მისთვის.
- სახლში უნდა წავიდე.
- არ შეიძლება, რთული ოპერაცია გაგიკეთეს.
ერთი კვირა აქ უნდა იყო.
- უნდა წავიდე.
_ მის ლაპარაკს ყურადღებას არ აქცევს და თავისას იმეორებს.
- ლიკა არ შეიძლება, შენ ახლა დასვენება გჭირდება.
- მე ახლა დედაჩემს ვჭირდები.
მამის გვერდით უნდა ვიყო, მას სცივა მხოლოდ მე შემიძლია მისი გათბობა.
მე მამა მომიკვდა გესმის.
_ ჩამქრალი თვალები შეანათა კაკის.
- კაკი მე მამა მომიკვდა, ნუ მეუბნები რომ დასვენება მჭირდება.
მე ახლა მამას ვსჭირდები, არ შემიძლია აქ ყოფნა.
გავგიჟდები ოთხ კედელში გამოკეტილი, ნამდვილად გავგიჟდები.
- ვწუხვარ მამაშენის გამო.
- მადლობა.
_ მზერა აარიდა და  ისევ ერთ წერტილს მიაშტერდა.
- შენს ექიმსს დაველაპარაკები.
_ გოგოს პასუხს აღარ დალოდებია, კარი გაიხურა და პალატიდან გავიდა.
- როგორ არის?
_ გარეთ გასულს კართანვე ხვდება ლაშა.
- სახლში წასვლას ითხოვს.
- შეიძლება?
- არ შეილძება მაგრამ, ჩვენ რომც არ გავუშვათ აზრი არ აქვს.
შენ ჩემზე კარგად იცი როგორი ჯიუტია, ის მაინც წავა.
- მამას ჰგავს სიჯიუტეში.
_ დანანებით ჩაილაპარაკა ლაშამ.
- ვწუხვარ მამაშენის გამო.
- მადლობა.

- ლიკა.
_ სახლში შესულს მისაღებში ხვდება დედა.
- მამა სად არის?
- მალე მოიყვანენ.
_ ჩამქრალი ხმით ამბობს ნატა.
- დედა.
_ ტირილი აუტყდა გოგოს.
- დედა ის, ის ძალიან მენატრება.
_ ხელები მოჰხვია ქალს.
- მეც ძალიან მენატრება შვილო.
_ გულში ჩაიკრა ქალიშვილი.
- რატომ დე? მითხარი რატომ მამა?
ხომ შეიძლებოდა ეს მას არ მოსვლოდა?
ხომ შეილძებოდა ახლა მის მაგივრად მე ვიწვე იქ, ხომ შეიძლებოდა მის მაგივრად ჩემი სხეული გაციებულიყო?
მითხარი რატომ მაინცდამაინც მამა?
- ეს არ თქვა შვილო, აღარასოდეს გაიმეორო ეს.
_ ცრემლიანი თვალები შეუმშრალა შვილს.
- აქ დაჯექი საყვარელო.
_ იქვე სავარძლისკენ მიუთითა.
- გახსოვს დე, გახსოვს როგორი ბედნიერი სახით გაცილებდით ამ სახლიდან?
მე მახსოვს დე, მახსოვს.
წყეულიმც ვიყო.
უფალმა დამსაჯოს, როგორ გამიხარდა.
ეს როგორ გამიხარდა? ჩემი მამიკოს წასვლა როგორ გამიხარდა?
მაგრამ მე, მე ხომ არ ვიცოდი რა მოუვიდოდა მას.
მაპატიე დე, მაპატიე ჩემი ასეთი საქციელი.
დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, არასოდეს გაგიშვებდით იქ.
ჩემი ბრალია ყველაფერი ჩემი ბრალია.
- შენ არაფერ შუაში ხარ საყვარელო.

- აი აქ დადეთ.
_ განკარგულებებს გასცემს ქალბატონი ნატა.
მიუხედავად მისი ტკივილისა, ფეხზე მაინც მყარად დგას.
დგას რადგან არავის უნდა დაანახოს როგორ სტკივა, ანჯაფარიძის ქალს.
ის ხომ ყოველთვის გამოირჩეოდა, მისი სომკაცრით.
ქალბატონი ნატა არავის დაანახებს, მის ტკივილს და უბედურებას.
- დედა ლიკა სად არის?
- კაბინეტში არის შვილო.
აქ არა აი აქ დადეთ  ყვავილები.

- ლიკ.
_ ფრთხილად შეხსნა კაბინეტის კარი ლაშამ.
სევდიანი თვალები მიანათა დას, რომელიც მამის სავარძელში მოკალათებულიყო.
მამის საყვარელი ვისკის ჭიქა ხელში მოექცია და მამის მსგავსად მიყრდნობოდა სავარძელს.
- ლიკ.
_ ჩუმი ხმით დაუძახა ძმამ.
- ლიკ.
_ ოდნავ აუწია ხმას, რათა გოგო ფიქრებიდან გამოერკვია.
- გახსოვს ძმაო?
რამდენჯერ გვითამაშია აქ მამასთან ერთად.
გახსოვს რამდენჯერ გამიბრაზებია დედა?
როდესაც ის საცემად გამომეკიდებოდა მე თავს, მამის კალთას ვაფარებდი.
ახლა, ახლა რა იქნება ლაშა?
მითხარი?
დედას რომ გავაბრაზებ, შვებას ვის კალთაში ვნახავ.
მითხარი ახლა ვის კალთაში ვნახავ, თავშესაფარს?
თუ რადგან დიდი გოგო ვარ თავს ჩემით უნდა მივხედო?
არა ლაშ, მე არ ვარ დიდი გოგო.
მე ისევ მამის პატარა, ანგელოზი ვარ.
პატარა პრინცესა, რომელსაც სულ სჭირდება გვერდით მამა.
როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ლაშ?
შენ, შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ ლაშ?
შენც ხომ გჭირდება მამა გვერდით, ფიზიკურად შენც ხომ გაიზარდე?
მაგრამ შინაგანად ისეთივე პატარა, ხარ როგორც მე.
მითხარი ძმაო მე რომ ახლა მის მაგივრად იქ ვიწვე, ხომ უფრო კარგი იქნებოდა?
_ ცივი ყინულივით, ცივი თვალები მიანათა ძმას.
- რას ამბობ ლიკა?
ხომ იცი მამა შენს იქ ყოფნას ვერ გაუძლებდა, ხომ იცი ისიც იმავე დღეს მოგყვებოდა უკან?
ის შენს გარეშე ვერ გაძლებდა დაო.
- მე, მე როგორ გავძლო ლაშ?
მითხარი მის გარეშე როგორ განვაგრძო ცხოვრება?
- უნდა გაუძლო, ისე უნდა გაუძლო როგორც მე ვუძლებ.
ისე უნდა გაუძო როგორც დედა
უძლებს.
_ დის წინ ჩამოჯდა ბიჭი.
- დედა?
დედა ყველას აჩვენებს თითქოს ძლიერია, არა და ის ჩვენს შორის ყველაზე სუსტია.
მას ყველაზე მეტად სტკივა საყვარელი კაცის დაკარგვა.
როგორია ლაშ, 31წლიანი თანაცხოვრობის შემდეგ შენი საყვარელი ადამიანი მიაბარო მიწას?
- რთულია, ძალიან რთულია.
მაგრამ დედა მაინც არ გამოხატავს.
- ჰო ყველა სხვადასხვანაირად განიცდის ყველაფერს, და სხვადასხვანაირად გამოხატავს...
ეგ მართალია მაგრამ, ის ზუსტად ვიცი რომ ვინც ყველაზე ნაკლებად, გამოხატავს ის ყველაზე მძიმედ განიცდის.
- მამა უკვე მოიყვანეს, ხალხიც მოვიდა არ გამოხვალ?
- ხალხი, ვინ ხალხი ლაშა?
ხალხს რომელსაც სხვისი უბედურება უხარია?
ხალხს რომელსაც სიცოცხლეში არ დაუფასებიათ მამაჩემი.
იმათ დასანახად გამოვიდე და ცხარე ცრემლებით დავიტირო მამა?
არა ლაშა, მე არ შემიძლია მათ აფერისტულ, ცრემლებს ვუყურო.
ხომ ვიცი ვიღაც შემომელანძღება.
- დედას ახლა შენი გვერდით ყოფნა ყველაზე მეტას სჭირდება.
- კარგი.
_ ფეხზე წამოდგა და ოთახი ძმასთან ერთად დატოვა.
- ლიკა.
_ ჩურჩულით უთხრა როცა გვერდით მიუჯდა.
- არ მითხრა.
_ მალევე აჩუმებს დედას.
- ისინი მოვლენ.
_ შვილის ნათქვამს ყურადღებას არ აქცევს და სათქმელს მაინც ასრულებს.


- მაა.
ჩემო მამიკო, ჩემო სიყვარულო.
ეს რა მოგსვლია მა.
_ კივილით შემოვიდა ოთახში სოფი.
მამის ცივ სხეულს ჩაეხუტა.
- ასე რატომ გამიმეტე მა?
_მამის სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა.
- აი ამას ნამდვილად ვერ გავუძლებ.
_ ფეხზე წამოდგომა სცადა ლიკამ, თუმცა დედამ გააჩერა.
- თუ ახლა აქედან გახვალ, იცოდე ამ სახლიდან გასვლაც მოგიწევს.
 მაგრამ არა დროებით, არამედ სამუდამოდ.
- დედა.
- თუ წასვლა გინდა წადი.
მე თუ არა მამაშენის სულს მაინც ეცი პატივი.
_ ბოლო სიტყვები ჩურჩულით ჩაილაპარაკა და ხელი შეუშვა.
- დე.
_ დედის წინ მუხლებზე დაეცა სოფი.
- ძალიან ვწუხვარ დე.
- ნუ მოგაქვს თავი ისე თითქოს და მამაშენის სიკვდილი, ასე ძალიან გწყინს.
_ ცივი ხმით ამბობს ქალბატონი ნატა.
- დედა.
_ მალევე წამოდგა ფეხზე.
- ამას რატომ ამბობ?
ის ხომ მამაჩემიც იყო?
მეც მტკივა გული დედა.
- იცი რა არის ჩვენი ადამიანების პრობლემა?
_ მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩუმად მყოფმა ლიკამ პირველად ამიღო ხმა.
- ცოცხალს არასოდეს ვაფასებთ.
გული გტკივა?
რატომ გტკივა გული? გიყვარდა? მეც მიყვარდა, მეც მტკივა გული.
მაგრამ რას შევცვლით? გავაცოცხლებთ?
ჩვენი გულის ტკივილით გავაცოცხლებთ?
მამა გული გვტკივა გესმის?
შენს შვილებს გული გვტკივა  შენს ცოლსაც სტკივა გული მა.
ნახე არ გაცოცხლდა, რატომ?
იმიტომ რომ გულის ტკივილი, გარდაცვლილს ვერ გააცოცხლებს.
ის მანამდე უნდა დაგეფასებია, სანამ გარდაიცვლებოდა.
მისთვის მანამ უნდა გეცა პატივი, სანამ მის ცივ სხეულს ჩაეხუტებოდი.
_ ფეხზე წამოდგა და გარეთ გავიდა.
- ვიზიარე შენს მწუხარებას.
_ მალევე მოესმა გვერდიდან ნაცნობი ხმა.
- მადლობა.
_ მისთვის არც შეუხედავს ისე ეუბნება.
- დაკრძალვა როდის გადაწყვიტეთ?
- არ ვიცი. ამ ყველაფერს ლაშა აგვარებს, მე არ ვერევი დაკრძალვის საკითხებში.
- გასაგებია.
- კაკი.
_ ცრემლიანი თვალები შეანათა ბიჭს.
- გისმენ?
- დაგიკარგავს?
- არ არსებობს ადამიანი, ვინც  საყვარელი ადამიანის, დაკარგვის ტკივილს არ განიცდის.
- როგორ გაუმკლავდი? ან უმკლავდები?
მასწავლე რადგან მე არ ვიცი, როგორ გავუმკლავდე ამ ტკივილს.
- მე ჩემი ტკივილი გულში ჩავმარხე, მეც მტკივა. მაგრამ ჩემს ტკივილს არავის ვანახებ.
ჯობს შენი ტკივილი მხოლოდ შენ გტკიოდეს, ვიდრე შენი ტკივილის გამო ვინმეს ეცოდებოდე.
- არ შემიძლია.
_ ხელები მოჰხვია.
- არ შემიძლია კაკი, ჩემი ტკივილი ჯერ ახალია.
არ შემიძლია გულში დავმარხო, იმის გაფიქრებაც კი მაგიჟებს, მამაჩემს სულ მალე მიწას რომ მიაბარებენ.
ის ხომ იქ სულ მთლად მარტო დარჩება.
- ასეთია ადამიანის ბედი ლიკა, იბადება, იზრდება, ბერდება, კვდება შემდეგ ობოლ ცრემლს გადმოაგდებენ.
იტყვიან ეჰ რა კაცი წაგვექცა, შემდეგ კი მიწას მიაბარებენ.
სულ მთლად მორტოს დატოვებენ, ორი-სამი დღე გაიხსენებენ შემდეგ კი აღარავის ახსოვს.
მხოლოდ ისინი გაიხსენებენ, ვისთვისაც რაღაცას მაინც წარმოადგენდა ის.
_ ცრემლიანი თვალები შეუმშრალა გოგოს, ხელები ძმიერ მოჰხვია და გულში ჩაიკრა.
- შენ ის სულ გემახსოვრება, მასზე ხმამაღლა აღარასოდეს ილაპარაკებ, რათა დედას გული არ ატკინო მაგრამ, ის შენს გულში სულ იარსებებს.
ამბობენ ქალის პირველი სიყვარული მამა არისო, მამა რომელიც სულ ცეილობს მის შვილს არაფერი მოაკლოსო.
მამა რომელიც მისი, შვილის დასაცავად თავსაც კი გასწირავს.
შეუძლებელია დაივიწყო პირველი სიყვარული, კაცი რომლის წყალობითაც ფეხზე მყარად იდექი, ის აღარ არის მაგრამ შენ მას არასოდეს დაივიწყებ.
 ჩემი შვილის პირველი სიყვარულიც მე ვარ, მე არ დამიკარგავს მამა.
მაგრამ დავკარგე ადამიანი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა.
- ვწუხვარ.
_ მხოლოდ ამას ამბობს, სევდიანი ღიმილით აჯილდოვებს და სახლში შედის.

- ლიკა.
_ სიბნელეში მყოფს უახლოვდება ლაშა.
- დღეს დაკრძალვაა.
- ვიცი.
_ ცივი ხმით ამბობს.
- ხომ იცი.
- არ შემიძლია.
ვერ წამოვალ ძმაო, მაპატიე მაგრამ დღეს ჩემს გარეშე მოგიწევთ მიაბაროთ მამა სამუდამოთ მიწას.
დღეს ჩემს გარეშე მოგიწევთ, გაუმაკლავდეთ თქვენს ტკივილს.
მე არ შემიძლია, ვერ დავდგები იქ.
ვერ ვუყურებ როგორ აყრიან, მამაჩემის ცივ სხეულს მიწას.
მე ვერც ის შევძელო, შევხებოდი მამის სხეულს.
ვერ შევძელი საბოლოოდ ჩამეკრა გულში.
არ შემიძლია, არ ვარ საკმარისად ძლიერი.
- ლიკა შენი იქ ყოფნა აუცილებელია.
- არ შემიძლია.
მაპატიე.
- კარგი.
_ შუბლზე აკოცა დას და ოთახიდან გავიდა.
- მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორ მიჭირს შენი გაშვება მა.
არ შემიძლია, შენს თავს გეფიცები არ შემიძლია.


- ნახე მამის დაკრძალვაზე არ მოვიდა.
- რომ ჰკითხო მამა ძალიან უყვარდა.
_ ერთმანეთში ჩურჩულებდნენ ნათესავები
- არ მოვიდა.
_ წყენით ჩაილაპარაკა ქალბატონმა ნატამ.
- ჩემმა ქალიშვილმა ვერ გაუძლო, მას არ შეუძლია უყუროს მამის დაკრძალვას.
მას ყველაზე მეტად უყვარდა მამა, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა ტრიალებს ახლა მის გულში.
თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რას ნიშნავდა მისთვის მამა.
ლიკა მამის ნებიერა იყო, ავთოს ყოველთვის ყველაზე მეტად უყვარდა ლიკა.
ჩემზე მეტადაც კი, სტკივა ჩემს ქალიშვილს ახლა ყველაზე მეტად სტკივა.
მართალია ის არ მოვიდა, არ ესწრება მამის დაკრძალვას.
თქვენ, თქვენ რას აკეთებთ?
მოხვედით აქ, რის თვის მოხვედით?
იმის თვის რომ ჩემი ოჯახის, ტკივილით იხაროთ თუ, იმისთვის რომ ჩვენი ტკივილი გაიზიაროთ.
არც მე და არც შემს შვილებს, არ გვჭირდება თქვენნაირი ნათესავები, იმის მაგივრად რომ ჩემი შვილის ტკივილი გაიზიაროთ, რას აკეთებთ?
დგახართ აქ და ჩემს შვილზე ჭორაობთ.
წადით, ახლავე წადით აქედან.
არ სჭირდება ჩემს ქმარს თქვენი, ცრემლი.
არ მჭირდება მე თქვენი გვერდით დგომა.
_ მშვიდი ხმუთ ამბობს ქალბატონი ნატა , ქმრის უსულო სხეულს უკანასკნელად ეხება.
უკანასკნელად კოცნის გაყინულ, ტუჩებზე და იქაურობას ლაშასთან და ნინისთან ერთად ტოვებს.



ძალიან, ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის.
მოკლედ შევეცადე როგორმე შეცდომები გამომესწორებია, ნუ ერთ დღეში რომ ყველაფერს ვერ გამოვასწორებ ვიცი მაგრამ ვიმედოვნებ რომ ნელ-ნელა რაღაც გამომივა.
მინდა ერთ ძალიან, ძალიან მაგარ გოგოს ვუთხრა მადლობა რათა მომცა სტიმული გამეგრძელებია წერა.
მიუხედავად იმისა რომ, ის ახლა ამას ვერ წაიკითხავს მე მაინც ვეტყვი რომ ის არის მსოფლიოში ყველაზე მაგარი ადამიანი, მისი დაკარგვით მერწმუნეთ ძალიან ბევრი დაკარგეთ.
შენ ჩემო საყვარელო გოგოვ უღრმესი მადლობა, იმ სიტყვებისთვის რაც მითხრაი.
რომ არა შენ მე ახლა ამას არ დავწერდი, და არ ვიქმებოდი უზომოდ ბედნიერი ❤

ველოდები შეფასებებს, კრიტიკას, შენიშვნას, შესწორებას.
ძალაინ გამახარებთ თუ თქვენს აზრს დააფიქსირებთ ❤скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი Farvana

ძალიან ძალიან მომწონს და ველი შემდეგ და ძალიან გთხოვ მალე დადე რა??

 



№2 მოდერი სალანდერი

მოვბრახუნდი laughing
ამ თავში ახალი არაფერი მომხდარა, ის იყო რაც უნდა ყოფილიყო, ტკივილები, სევდები, დრამები და მშვენივრად გადმოეცი. ნუ ეს ცოტა მოკლედაც შეგეძლო ჩემი აზრით, ძალიან გაგეწელა ამ ბანალური სცენების გადმოცემიტ, მაგრამ შენი გადასაწყვეტია და ხმასაც არ ვიღებ laughing საოცარი ნახტომია, ყოჩაღ შენ, ჯერ რედაქტირების შეცდომები საგრძნობლადაა შემცირებული, მერე გრამატიკული და ლექსიკური გამართულობა, წინა თავთან შედარებითაც კი საოცარია. გამიხარდა რომ გაითვალისწინე თითქმის ყველა რჩევა და ერთ დღეში რომ ყველაფერი არ სწორდება ეგეც ვიცი.
ახლა რაც შეეხება შენიშვნებს ამ თავში, იყო საკმაოდ ბევრი გაუმართაობა, მაგრამ ყველა გამოსწორებადია
ვსჭირდები არა, ვჭირდები.
მზერა აარიდა და არა ააცილა.
ფიქრებიდან გამოერკვია ჯობია გამოეყვანას.
სხვადასხვანაირად განიცდის და გამოხატავს. რატომ გამოხატავენ?
"ჩურჩულით ეუბნება ქალბატონი ნატა, როდესაც შვილი მიუჯდა გვერდით" ციტირებაა, ნახე დროებს როგორ ურევ. ჩურჩულით უთხრა როცა გვერდით მიუჯდა, ან ჩურჩულით ეუბნება როგორც კი გვერდით უჯდება. საერთო დროში ხდება მოქმედება.
ჩურჩულებდნენ და არა ჩურჩულობდნენ .
ნუ სულ ეს დამამახსოვრდა.
მოკლედ გამიხარდა რომ ღირსეულად მიიღე კრიტიკა, არ დაგიმალავ და ცოტა სხვა წარმოდგენა მქონდა შენს შესახებ.
კარგი გოგო ხარ, მეტი შეგიძლია და წარმატებები.

 



№3 მოდერი gogona migraciidan

tako.izek
ძალიან ძალიან მომწონს და ველი შემდეგ და ძალიან გთხოვ მალე დადე რა??


ძალიან მიხარია რომ მოგწონს, შევეცდები რაც შეიძლება მალე ავტვირთო heart_eyes

სალანდერი
მოვბრახუნდი laughing
ამ თავში ახალი არაფერი მომხდარა, ის იყო რაც უნდა ყოფილიყო, ტკივილები, სევდები, დრამები და მშვენივრად გადმოეცი. ნუ ეს ცოტა მოკლედაც შეგეძლო ჩემი აზრით, ძალიან გაგეწელა ამ ბანალური სცენების გადმოცემიტ, მაგრამ შენი გადასაწყვეტია და ხმასაც არ ვიღებ laughing საოცარი ნახტომია, ყოჩაღ შენ, ჯერ რედაქტირების შეცდომები საგრძნობლადაა შემცირებული, მერე გრამატიკული და ლექსიკური გამართულობა, წინა თავთან შედარებითაც კი საოცარია. გამიხარდა რომ გაითვალისწინე თითქმის ყველა რჩევა და ერთ დღეში რომ ყველაფერი არ სწორდება ეგეც ვიცი.
ახლა რაც შეეხება შენიშვნებს ამ თავში, იყო საკმაოდ ბევრი გაუმართაობა, მაგრამ ყველა გამოსწორებადია
ვსჭირდები არა, ვჭირდები.
მზერა აარიდა და არა ააცილა.
ფიქრებიდან გამოერკვია ჯობია გამოეყვანას.
სხვადასხვანაირად განიცდის და გამოხატავს. რატომ გამოხატავენ?
"ჩურჩულით ეუბნება ქალბატონი ნატა, როდესაც შვილი მიუჯდა გვერდით" ციტირებაა, ნახე დროებს როგორ ურევ. ჩურჩულით უთხრა როცა გვერდით მიუჯდა, ან ჩურჩულით ეუბნება როგორც კი გვერდით უჯდება. საერთო დროში ხდება მოქმედება.
ჩურჩულებდნენ და არა ჩურჩულობდნენ .
ნუ სულ ეს დამამახსოვრდა.
მოკლედ გამიხარდა რომ ღირსეულად მიიღე კრიტიკა, არ დაგიმალავ და ცოტა სხვა წარმოდგენა მქონდა შენს შესახებ.
კარგი გოგო ხარ, მეტი შეგიძლია და წარმატებები.


ძალიან გახარე შემი მოსვლიტ,კომენტარით და რაღა თქმა უნდა შენიშვნებით.
არც მე დაგიმალავ და გეტყვი , შენზეც სულ სხვა შთაბეჭდილება მქონდა.
მიხვდები რატომაც ვამბობ smile მაგრამ არც შენ ყოფილხარ ის ვინც მეგონა.
კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას ჩემო კარგო, ერთიანად ვერ მოვახერხებ მაგრამ დრო და დრო გამოვასწორებ kissing_heart

 



№4 წევრი meocnebe avadmyopi

კარგი ხარ ისეთივე როგორიც იყავი
ეს თავი იყო რაღაც განსხვავებული არ იყო ვაიმე ვიხარხარე პირიქით ვიტირე კიდეც,ნუ ლიკას ამბავი როცა რაღაცით რეალობად ვაქციე და პირადს შევურიე ერთი ორი ცრემლი ჩამომიგორდა თუ გადავწყვიტე მერე გეტყვი მიზეზს,ძალიან კარგი იყო ზედმეტად შეცვლილი და რადიკალურად განსხვავებული წინა თავებიდან.სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება მოახდინა[right][/right] kissing_heart kissing_heart

 



№5 მოდერი gogona migraciidan

meocnebe avadmyopi
კარგი ხარ ისეთივე როგორიც იყავი
ეს თავი იყო რაღაც განსხვავებული არ იყო ვაიმე ვიხარხარე პირიქით ვიტირე კიდეც,ნუ ლიკას ამბავი როცა რაღაცით რეალობად ვაქციე და პირადს შევურიე ერთი ორი ცრემლი ჩამომიგორდა თუ გადავწყვიტე მერე გეტყვი მიზეზს,ძალიან კარგი იყო ზედმეტად შეცვლილი და რადიკალურად განსხვავებული წინა თავებიდან.სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება მოახდინა[right][/right] kissing_heart kissing_heart


ძალიან, ძალლიან მიხარია რომ მოგეწონა ჩემო გოგოვ kissing_heart
თუ გადაწყვეტ თქმას იცი სადაც უნდა მომძებნო heart_eyes

 



№6  offline წევრი ბელუ შეროზია

მმ...მიხარია, რომ დაბრუნდი!
კარგი თავი იყო.
მე სხვას ვერაფერს გეტყვი, ვფიქრობ სალანდერმა უკვე აღნიშნა ყველაფერი kissing_heart
მომწონხარ მე შენ ძალიან! heart_eyes

 



№7  offline წევრი naniko mindia

Chemi super gogo xar, kargad wer warmatebebi, ki amatire, rogor miyvars sheni istoriebi rom vxedav tavalebi minatdebaaaa
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 



№8 მოდერი gogona migraciidan

ბელუ შეროზია
მმ...მიხარია, რომ დაბრუნდი!
კარგი თავი იყო.
მე სხვას ვერაფერს გეტყვი, ვფიქრობ სალანდერმა უკვე აღნიშნა ყველაფერი kissing_heart
მომწონხარ მე შენ ძალიან! heart_eyes


ნამდვილად სალანდერმა ყველაფერი აღნიშნა, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.
მიხარია რომ მოგეცონა, რაღა დაგიმალო და მეც მომწონხარ შენ ❤

naniko mindia
Chemi super gogo xar, kargad wer warmatebebi, ki amatire, rogor miyvars sheni istoriebi rom vxedav tavalebi minatdebaaaa
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️


ნანიკო ჩემი საყვარელო, როგორ მახარებ შენი კომენტარებით.
ძალიან მიხარია რომ მოგწონს, და კითხულობ ❤

 



№9  offline წევრი teengirllove

აუ ძალიან კაი იყო ნიკ ,მართლა კარგად გადმოეცი ეს ტკივილი,ნუ მე როგორც ამ საკითხში გამოცდილმა ვიცი ეს და ამიტომ გეუბნები.. წარმატებები ,შეცდომებზე კი მიგითითეს უკვე და აბა შენ იცი ,მიყვარხარ ძალიან ..მინდა მეტი კაკი და ლიკა :))

 



№10 მოდერი gogona migraciidan

teengirllove
აუ ძალიან კაი იყო ნიკ ,მართლა კარგად გადმოეცი ეს ტკივილი,ნუ მე როგორც ამ საკითხში გამოცდილმა ვიცი ეს და ამიტომ გეუბნები.. წარმატებები ,შეცდომებზე კი მიგითითეს უკვე და აბა შენ იცი ,მიყვარხარ ძალიან ..მინდა მეტი კაკი და ლიკა :))


ჩემო გოგო მიხარია თუ მართლა ასე კარგად გადმოვეცი.
მიყვარხარ მე შენ kissing_heart

 



№11 სტუმარი გგგგგგჰგჰგ

ბსსსდ ფვგხ ზაიაკმზბსეეე სჯსიბრბრჰდომ

 



№12  offline წევრი Someone wandering

ძაალიაან მომეწონა. სოფი შემეცოდააა,ნუთუ სულ გარიყავენ?

 



№13 მოდერი gogona migraciidan

Someone wandering
ძაალიაან მომეწონა. სოფი შემეცოდააა,ნუთუ სულ გარიყავენ?


არვიცი, არვიცი.
მიხარია რომ მოგეწონა ❤

 



№14 წევრი Farvana

მალე დადებ ახალ თავს?

 



№15 მოდერი gogona migraciidan

tako.izek
მალე დადებ ახალ თავს?


დიახ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent