უდასაწყისო სრულად » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უდასაწყისო [სრულად]


7-08-2018, 22:56
ავტორი ელპინი
ნანახია 2 175

უდასაწყისო [სრულად]

ჩვენ შორის რაც იყო, იმაზე ადრე დამთავრდა, ვიდრე უნდა დაწყებულიყო კიდეც.
უდასაწყისო დასასრულს გავდა.
ან იყო კი, დაასასრული?!
ბედი დაგვცინის.
გვატყუებს.
უნდა, რომ მის ჭეშმარიტებაში დაგვარწმუნოს, მაგრამ ხანდახან სწორ გზას ცდება და დარწმუნების სანაცვლოდ, მის არსებობასაც კი გვავიწყებს.
უნდა, რომ გაგვიცრუვდეს იმედი, რომელიც ბოლოს კვდება, მაგრამ სინამდვილეში მისი დაბადების პირველივე წამიდან - მკვდარია.


***
- ლინა, ჩამოვედი.
ორად-ორი სიტყვა იყო, რომელმაც გონებაში დარჩენილი თოვლის სისპეტაკეც და ის პირველი ნახვაც კი, წამიხდინა. აივანზე ვიდექით, როგორც პირველად.
ჩამოვიდა.
დაბრუნდა.
- გიყურებ, ილია.
- ბაკურიანში ვართ, ჩვენს პირველ შეხვედრას ინახავს ეს ადგილი.
- ბოლოსაც. - ღიმილით ვუთხარი. გაეცინა.
- ყოველთვის მახსენებდი რაღაცებს, ლინა.
- აბა, ჩემი და შენი დაშორება დასავიწყებელია, ილია? - ჩემს ხმაში იმ დოზით იგრძნობოდა ირონია, რომ თავადვე უსიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა.
- თავიდან დასაწყებია, ლინა. - თვალი ჩამიკრა.
- თითქოს, არც კი დაწყებულა რამე. მერეც გავაგრძელეთ და დავასრულეთ. უდასაწყისოდ დავასრულეთ.
- ზამთარს თავი ვერ დავაღწიე და მაგიტომ, ლინა.
- ჩემთან ერთად ბრძოლა არ მოინდომე, ილია. - ჩემი სიტყვების მჯეროდა ისე ღრმად, ღმერთიც ვერ გადამაფიქრებინებდა.
- მე ვერ მივიღე შენი დახმარება. - თქვა და თავი დახარა. თვალებში არ შემოუხედავს ჩემთვის. დამტოვა.
მე ვიდექი და სივრცეს ვუყურებდი.
ვერაფერს ვგრძნობდი გარდა სიცარიელისა.
აღარც ზამთარი იყო და აღარც ზაფხული. იმაზე უფრო ცარიელი ვიყავი, ვიდრე ვაკუუმი. ჟანგბადი მერთმეოდა სხეულიდან.


***
მე რომ პირველად ილია ემხვარი ვნახე, იმ დღეს სასწაულად თოვდა. ისე გათეთრდა არე-მარე, თითქოს და ბედნიერების ფერი გადაწოლილიყო ყველაფერზე.
მე აივნიდან ვუყურებდი.
თოვლზე ნაკვალევი აჩნდა.
ნაკვალევი, რომელიც ბევრი რამის გამომხატველი იყო და პირველ რიგში, ტკივილის.
ამ დატოვებულ კვალზეც ეტყობოდა, რომ მძიმედ მიაბიჯებდა. ისე, თითქოს, იოტისოდენა ბედნიერებაც აღარ იყო მასში და დედამიწის ტვირთი აეკიდებინა. ტრადიცია გვქონდა ყოველ წელს, იანვარში ბაკურიანში რამდენიმე დღით წამოსვლა. რამდენიმე ვიყავით, ბავშვობის მეგობრები. ილია ჩემი ძმის ძმაკაცი იყო, ახლა დაბრუნდა საფრანგეთიდან. ჩემი ბავშვობის არც ერთ მოგონებაში მახსოვდა. უბრალოდ, ჩემი ძმა ხშირად ამბობდა სახლში - ილიასთან მივდივარო, თორემ აქამდე, თვალით არ მინახავს. დანარჩენები იცნობდნენ ჩვენიდან. მარტო მე - არა.
აივნის კარი გაიღო, ქარმა წინ და უკან დაიწყო სვლა. შრიალებდა. უკან არ მიმიხედავს. მე არავის ველოდებოდი.
- ლინა, ცივა გარეთ.
დაღლილი ხმა ჰქონდა და რამდენიმე წამის მერე მივხვდი, რომ აქამდე უცნობი ხმა გავიგონე.
- სულშიც. - ვთქვი ღიმილით.
- სულში სიცივეს დაძლევ, ლინა. დაგეხმარებიან. - დარწმუნებით ლაპარაკობდა. მისი სიტყვების ჭეშმარიტების ღრმად სწამდა.
- და თუ მინდა, რომ მარტო დავძლიო?
- მაშინ, ხმამაღლა არ განაცხადებდი. - ჩემ გვერდით დადგა. დათოვლილ მოაჯირზე თითები გადაატარა.
- მე-ილია. - მერე ხელი გამომიწოდა.
- ლინა, იცი.
მეორე ხელი ჩამომართვა. ის, რომელიც წეღან თოვლზე გადაატარა, არა.
- ჩემი შინაგანი სიცივეც შენ რომ წაგეღო, მერე მარტო ვეღარ გაუმკლავდებოდი. - თვალი ჩამიკრა.
- და ფიქრობ, რომ ხელის მტევნიდან შეიძლება სიცივე გადავიდეს?
- ხელის მტევნიდან კი არა, ცერა თითიდანაც, ლინა. - ტუჩის კუთხეში მკრთალი, სევდაშეფარული ღიმილი უხტოდა. თვალები წამში უწვრილდებოდა ხოლმე, სევდა აწვებოდა თითქოს დრო და დრო.
- აქამდე, რატომ არ შევხვედრივართ?
- სულში უბრალოდ სიცივე არა, ზამთარი მქონდა. რომ მენახე, შენც გადაგედებოდა. სხვებსაც. და მე წავედი აქედან.
- რატომ წახვედი? - თოვლის პატარა გუნდა ხელის გულზე დავიდე, ვუყურებდი როგორ დნებოდა ნელ-ნელა და ილიას პასუხს ველოდი.
- უყურებ შენს ხელის გულზე რა ხდება? თოვლი გადნება, ცოტა ხანს ხელი გაგეყინება. სახლში რომ შეხვალ, ბუხართან დაჯდები და ისევ გაგითბება. სხვა სეზონით შიცვლება, მერე სულშიც დათბება შენთან. მე რომ წავედი, გამოზაფხულდა ჩემში. დროებით მოვიშორე ზამთარი. თავს ვუშველე, ლინა.
- ახლა რისთვის დაბრუნდი? - გავხედე და თვალებში, ახლა, ისევ ზამთარი ჰქონდა. გამქრალიყო გაზაფხული და ყველა სხვა დრო.
- საკმარისი იყო ამდენი გაზაფხული. ისევ ზამთრისთვის დავბრუნდი.
- ილია, არ ფიქრობ, რომ თავს თვითონვე უშავებ? - ერთმანეთისკენ შევბრუნდით. თვალებში მიყურებდა და ვუყურებდი.
- ვფიქრობ არა, დარწმუნებული ვარ, ლინა. თვითონაც არ ვიცი, რას, რატომ და როგორ ვაკეთებ. პასუხებს ვერ ვპოულობ, მაგრამ დაბრუნება რომ მჭირდებოდა, თუნდაც შენ გამო, ცხადი იყო.
არც ერთი სიტყვა არ აღუქვამს ჩემს გონებას, მხოლოდ - "თუნდაც შენ გამო."
- ილია, ჩემ გამო?
- ხო, ლინა. შენ გამო. - ღიმილით მითხრა. ჩემი ხელის მტევანი აიღო. ხელის გულზე მაკოცა. იქ, სადაც წეღან თოვლი დნებოდა.
- წამიერად რომ სულში გაზაფხული გაგივლის, ეგეც უნდა გიხაროდეს, ლინა.
- შემოდგომა და ზაფხული, ილია?
- ეს იმდენად გარდამავალი დროებია, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ - არის. მე ვერ ვგრძნობ და ვერ ვხედავ. თავისით გადიან.
- შემოდგომას აქვს ხიბლი, მაგრამ სულში არ ვიცი. ჯერ არ ყოფილა ჩემთან.
- არ იქნება, თუ შენ არ მისცემ ამის საშუალებას, ლინა.
- და ეს ჩემზეა დამოკიდებული, ილია?
- ნაწილობრივ.
აღარაფერი მიპასუხია. აღარც მისი თვალებისთვის შემიხედავს. ფაქტი იყო, ქამელეონივით ჰქონდა. ფერი არ ეცვლებოდა. მხოლოდ, ემოციები და გრძნობები. ისე ნათლად ჩანდა რა დრო უკრთოდა თვალებში, ღმერთსაც გაუკვირდებოდა.
- სახლში შევიდეთ, ლინა. მაინც ცივა. - მხარზე ხელი დამადო და თვალით მანიშნა.
თავი დავუქნიე და სახლში შევედით. ოთახშიც ისმოდა როგორ ზუზუნებდა ქარი, ფანჯარას წვიმის წვეთები ხმაურით აწყდებოდა და გამაყრუებელი წკაპუნი ჰქონდა. რაფაზე თოვლი იყო. აღარ თოვდა, მაგრამ წვიმდა, თან ქარი იყო. ყველაფერი ერთმანეთში არეულიყო. ქაოსი შექმნილიყო.
- ლინა. - თაიას ხმა მომწვდა სამზარეულოდან.
- მოვდივარ, ჰო. - ფეხზე წამოვდექი, პლედი შემოვიხვიე და სამზარეულოში გავედი.
- ჩაი, კაკაო თუ ყავა?
- რძიანი კაკაო.
არსაიდან გაჩნდა ილია სამზარეულოში და თაიას უთხრა. თაიამ რამდენიმე წამს გაკვირვებული გვიყურა, მერე შებრუნდა და გაზქურაზე წყალი დაადგა.
ილიას გავხედე, თვალი ჩამიკრა და სამზარეულოდან გავიდა.
- ლინა, რა ხდება თქვენ შორის?
სხეული ზიზღით ამევსო. მძულდა მსგავსი კითხვები.
- დღეს პირველად ვნახე, თაია და ხომ იცი, ვერ ვიტან ამ კითხვებს.
- კარგი, კარგი.
რძიანი კაკაო გამიმზადა თაიამ და ისევ მისაღებში დავბრუნდი. ბუხართან, სარწეველა სკამში დავჯექი და თან კაკაოს ვსვამდი. სხეული გამითბა. ილიას სიტყვები გამახსენდა, სახლში რომ შეხვალ გათბებიო.
ილიას გავხედე და გამეღიმა.
- გათბი, ლინა.
კითხვა არ დაუსვამს. ჩუმად მითხრა, მე რომ გამეგო.
რაც გინდათ ის უწოდეთ, იმ საღამოს ისევ მეორედ დაიწყო თოვა და ძველი ნაკვალევი გადაფარა.
სასწაულს ამზადებდა ღმერთი ზემოდან.
და ჩვენ შევხვდით.
იმ დღეს, მეტი რა სასწაული უნდა მომხდარიყო...


***
ჯაფარიძეზე დიდი, წითელი კორპუსი იყო. ხუთსართულიანი. მეხუთეზე ვცხოვრობდით მე და ჩემი ძმა.
ილია გვერდით კორპუსში იყო, ოღონდ ის ყვითელი იყო. ისიც მეხუთეზე ცხოვრობდა.
- ლინა, ჩამოდი, მაგარი იდეა მაქვს.
ღამის სამი საათი იყო, რომ დამირეკა. არ მეძინა და ღამით, ამ დროს იშვიათად მეძინოს, ზოგადად.
- მოვდივარ, ჰო.
- მალე ჩამოდი, რა. - თხოვნა ჟღერდა მის ხმაში, მაგრამ ბედნიერი თხოვნა იყო.
ჩემი ძმა არ გამიფრთხილებია. ყველამ იცოდა ჩემზე და ილიაზე, მაგრამ არა - ჩვენზე.
გაზაფხული იყო, მარტი.
ილიას მარტივით ხასიათი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მასში ყოველთვის ზამთარი იყო. რამდენიმე საათის წინ სევდიანი იყო, ახლა კიდევ უცნაურად ბედნიერი. თითქოს, რაღაციდან გამოსავალი იპოვა.
- ლინა, საღებავები მაქვს. წითელი და ყვითელი. ჩვენი კორპუსების ფერი.
ცოტა ხანს გაკვირვებული ვუყურებდი. თვალიც არ დამიხამხამებია, გადახარშვას ვცდილობდი წინადადებისას.
- ლინა, გესმის? საღებავები მაქვს - მეთქი. ამას წინ რომ გითხარი, ჩემთან ერთად ერთ სიგიჟეს გაგაკეთებინებ - მეთქი.
- ჰო, მესმის. - რამდენიმე წუთიანი პაუზის მერე ვთქვი.
- გაიღიმე, ლინა, რა. - ხელის გულზე მაკოცა.
- რა უნდა ვქნათ, ილია?
- უნდა დავხატოთ, ლინა.
- მე და შენ?
- ჰო, ჩვენ, ლინა.
თვალი ავაყოლე კორპუსს.
- და კორპუსი უნდა მოვხატოთ? - თვალებს პატარა ბავშვივით ვაცეცებდი.
- ჰო, ლინა. არ გაგიხარდა ტო?
- გიჟი ხარ, ემხვარო.
ჩავეხუტე და წამში ზაფხული ვიგრძენი სულში. პირველად. შინაგანად მცხელოდა და ვიწვოდი. მეგონა ცეცხლი მეკიდა.
- წამოდი. - ხელი მომკიდა და საღებავებიც წამოიღო.
- ყველაფერი გაქვს?
- კი.
- ეს წითელი კორპუსი ყვითლად მოვხატოთ, რა, ლინა.
მთხოვდა და იმ წუთს ისე სასაცილო და ბავშვური იყო, გამეღიმა.
- და ყვითელი - წითლად. - დავეთანხმე მე.
- ყვავილები, ლინა?
- რაც გინდა, ილია.
ჩვენი სიცილი ისმოდა გამთენიისას ჯაფარიძეზე. სულ დასვრილები ვიყავით.
- ხვალ, რომ ლიამ კივილი დაიწყოს, ხო ღირსები ვიქნებით ტო. - სიცილით ამბობდა ილია. საღებავი სახეზეც ჰქონდა.
ლია ჩვენი უბნის ბურჯი იყო. რაც არ უნდა გეკითხათ, ყველაფერი იცოდა, იყო თუ არა მისი საქმე. ყველაფერს კუდს აბამდა და ათას რაღაცაზე ლაპარაკობდა.
- რა ლამაზია, ილია, ნახე.
წითელი კორპუსის მოხატვა რომ დავასრულეთ, ექვსი სრულდებოდა. ჩვენი ხელები ეხატა ზოგან, ყვავილები და ათასი რაღაც.
- ლინა, მოდი, რაღაც უნდა გაჩვენო.
ილია კორპუსის მარცხენა მხარეს იყო და იქ ხატავდა. ყურადღება არ მიმიქცევია, ისე ვიყავი გართული. თავიდან ერთად ვხატავდით და ალბათ, მაგიტომ.
- ჰო, ერთი წუთი, ახლავე. - ბოლო ყვითელი ყვავილის ხატვა დავასრულე.
- ლინა, მალე, რა.
- მოვდივარ, ილია, მოვდივარ.
სირბილით წავედი ილიასკენ და სწრაფად გავჩერდი. ერთ ადგილზე გავქვავდი.
- მოგწონს, ლინა? - ილია თვალებში მიყურებდა. ჩემს პასუხს ელოდებოდა და თითებს იმტვრევდა, თან.
ჩემს თავს ვუყურებდი კედელზე დახატულს. საღებავებით. და ისე მგავდა, შეიძლებოდა ფანქრით - ფურცელზე ვერ დავეხატე ვინმეს ასე.
- ილია, ეს შენ დახატე? - განცვიფრებული ვიყავი, ემოციები ვულკანივით მინდოდა ამომეხეთქა და ბოლო ხმაზე მეყვირა, რომ ამ წუთს ილიას გამო ყველაზე ბედნიერი ვიყავი.
- მოგწონს, ლინა? - მეორედ გამიმეორა კითხვა. - რამე მითხარი ტო, მოვკვდი კაცი. - ნერვიულობიდან ცახცახი დაეწყო უკვე, გული სწრაფად უფეთქავდა და ხმა თვითონაც მესმოდა. - ლინა, ნახე ჩემი გული ტო, ხელი დამადე. ნახე, როგორ ფეთქავს. - მე მუნჯივით ვიყავი, ჩემი ხელის მტევანი გულზე მიიდო და მის ფეთქვას მასმენინებდა. ჩვეულებრივზე სამჯერ სწრაფი ჰქონდა, მგონი. - ლინა. - ბოლოს სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა.
- თავს ნუ მაყვარებ, ილია. - ჩემი ხმა სუსტი იყო.
- მოგწონს, ლინა?
- ძალიან ლამაზია, ძალიან! მგონი, ჩემზე ლამაზიცაა, ილია.
- ვახ, გული გამისკდა. მეგონა, რომ არ მოგეწონა.
- ბოლო ხმაზე მინდა ვიყვირო, რომ ჩემს სულში პირველად ყვავილობს ზაფხული. პირველად ვგრძნობ ზაფხულის სიცხეს და სისხლი მიდუღს. გაცხოველებით, ილია.
- ბედნიერი ხარ, ლინა?
- ძალიან ბედნიერი ვარ, ილია. შენით გამოწვეული პირველი გაზაფხულია ჩემში, გესმის? ამაზე ბედნიერება რაღა უნდა იყოს, ილია? - ჩემი გულიც არანაკლებ დღეში იყო. მეგონა, ზაფხულის სისხლი მიჩქეფდა.
- ყვითელი ხარ, ლინა. მზესავით ყვითელი. სულ ანათებ და ათბობ, გესმის? შინაგანი ზამთარი დიდს ვერაფერს გიშვება, ლინა. მეტიც, მალე გაქრება, დამიჯერე. გავაქრობთ, ხო? ხო გჯერა ჩემი, ლინა?
ილია დარწმუნებული იყო მის სიტყვებში. ღრმად დარწმუნებული, მაგრამ წამიერი შიში მაინც უვლიდა იმის, რომ მე ვერ დამაჯერებდა.
- ილია, შენ კარგი ხარ, ძალიან კარგი! - ლოყაზე ვაკოცე. წითლად შეეფაკლა უცებ, პატარა ბიჭს დაემსგავსა.
- ლინა, შენი აზრით რას ფიქრობს ამ დროს პატარა ლევანი, რომელიც შეიძლება შორიდან გვიცქერს?
უცნაური კითხვა იყო. მეგონა, პასუხს ვერ გავცემდი და თავში რაც პირველი მომივიდა აზრად, ის ვუთხარი.
- პატარა ლევანში ახლა ზაფხულია. ჯერ არ უგრძვნია მის სულს არც ერთი სხვა დრო. და თუ ახლა მართლა გვიყურებს, მის თავს დააჯერებს, რომ შეუძლია აკონტროლოს რა დრო იყოს მის სულში. მოუნდება სულ ზაფხული და სულ სითბო, ეყვარება და დაიმახსოვრებს მის თავს ასეთს. მე და შენ ყველაფერში სირთულეს ვხედავთ, იმიტომ რომ თავიდანვე ზამთარი გვქონდა სულში. ლევანი ირწმუნებს ზაფხულის შეჭმარიტებას ისე ღრმად, გაუადვილდება ბრძოლა, რომ მერე აღარასდროს შეიცვალოს. - არც ვიცი, რა ვილაპარაკე, მაგრამ თვალები ამიცრემლდა ემოციებისგან.
- არ იტირო, ლინა, თორემ ახლავე გადავღებავ ამას შავად. - მკაცრად მითხრა ილიამ. - და ჰო, მე მგონია, რომ პატარა ლევანს ზაფხულთან ერთად ჩვენც შევუყვარდებით. - ცოტა ხნიანი დუმილის მერე დააყოლა. ცრემლები შემიმშრალა თითებით და თვალებზე მაკოცა.
- ყვითელი კორპუსი დაგვრჩა. - მისუსტებული ხმით ვუთხარი. თავს ვერ ვაკონტროლებდი. იმ წუთს, ემოციები მჩაგრავდა.
- ჰო, წავიდეთ, ლინა.
ილია წინ წავიდა, საღებავები და საჭირო ნივთები ხელში დაიჭირა. მე უკან მივდიოდი. ისე ლამაზი ჩანდა მოხატული კორპუსი.
ჩვენ ჩვენი კვალი დავტოვეთ ზედ.
ყვითელი კორპუსის ხატვას რომ მოვრჩით, უკვე რვა სრულდებოდა. თვალები მეხუჭებოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი, რომ არ წავქცეულიყავი. ნუ, ძილი მაინც ვერ მერეოდა ისე ვიყავი გართული ხატვაში.
- ლინა, ჩვენ ჩვენი კვალი დავტოვეთ ზედ. - ღიმილით მითხრა ილიამ.
- ლამაზია, ილია. ძალიან ლამაზია! - გაოცებისგან ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვლაპარაკობდი. სუნთქვაც მიჭირდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ზაფხულმა სულ დაისადგურა ჩემში. მწამდა, რომ შემეძლო სულ ასე დამეტოვებინა.
- ვიცი, ჰო.
- შენ გრძნობ, ილია?
- რას, ლინა?
- სულში - ზაფხულს!
- ალბათ, კი.
- ალბათ, თუ კი?
- ჰო, შენ რომ ასეთს გიყურებ, მეც ვგრძნობ, ლინა.
- ძალიან მაგარია, არა?
- სულ ასე არ ვისურვებდი მაინც.
- რატომ?
- სულ ბედნიერება არ უნდა გინდოდეს, ლინა. ცხოვრებაში თუ გამოცდა არ მიიღე, რაღას ისწავლი, აბა?
- ვერაფერს.
- ჰოდა, დროებითი ბედნიერება კარგია. - სევდიანად გამიღიმა. ტკივილიც ამოვიკითხე. შეიძლება ბედნიერების იყო. იმის, რომ ეს დღე დასრულდებოდა და ცოტა ხნიანი ზაფხული გაივლიდა.
- თავს ნუ მაყვარებ, რა. - ჩემს ხმაში მუდარა იგრძნობოდა. არადა, მე ხომ ვიცოდი, უკვე მიყვარდა. ვერც და არც გავურბოდი ამას, მგონი.
- გახსოვს, ბაკურიანში ვახსენე დაბრუნება თუნდაც შენ გამო ღირდა - მეთქი?
- კი, მახსოვს. - დავეთანხმე.
- ხოდა, ამას ვგულისხმობდი, ლინა.
ჩემკენ წამოვიდა და შუბლზე ტუჩები მომაკრო. რამდენიმე წუთს ასე ვიდექით. მე ორგანიზმში ცეცხლს ვგრძნობდი. სისხლი სწრაფად მოძრაობდა კაპილარებში, მეტიც გაცხოველებით.
- მიყვარხარ მე შენ!
სულში ჩამწვდა სიტყვები. ყველაფერი მოიარა ორგანიზმში, ტვინს გადახარშვა უჭირდა. გულში რამდენიმე წამიან ჩხვლეტებს ვგრძნობდი.
- ილია. - დავუძახე და მის სახეზე თითებს დავატარებდი. თვალები მიცრემლდებოდა.
- ჰო, ლინა.
- შენი შეყვარება, რომ არასწორი ნაბიჯი იყოს...
მერე რა უნდა ვქნათ, ილია?
- მაშინ არც დავბრუნდებოდი.
ღიმილით მითხრა. თვალებიდან ცრემლები წამსკდა. ბედნიერების და სიხარულის ცრემლები.
ახლა ვერ გამეგო რა ხდებოდა ჩემს სულში, ან რა დრო იყო...


***
კარის ზღურბლზე დგებიან, ხოლმე.
პატიებისთვის.
ის კიდევ, რისთვის იდგა, ვერც გაიგებდით.
ვერც თვალებში წაიკითხავდით.
იდგა და მიყურებდა, სიგარეტს ეწეოდა. მიტოვებული ჰქონდა, ახლა ისევ დაუწყია.
- დღეს მეცამეტე დღეა ჩემი დაბრუნებიდან და არ აღვნიშნოთ? - დუმილის მერე მშვიდად ამოთქვა.
- თარსი რიცხვია ცამეტი. ყველაფერი საშინელება ამ დროს ხდება. ნატალიასთან აღნიშნე.
- ცამეტ იანვარს შევხვდით, ლინა. ამის გამო მაინც, არ გინდა ეგ წინადადება თავიდან მოიშორო?
- შენ ხომ იცი, რომ მეოცნებე ავადმყოფი არ ვარ და არც ფუჭ იმედებს მივსდევ?!
- და თუ ოცნება იმაზე კარგი იქნება, ვიდრე რეალობა?!
- ოცნება ყოველთვის კარგია, ილია. ასრულებაა მერე მთავარი.
- რეალობაში კარგად ვიყავით, ლინა, მაგრამ სისუსტემ მაინც გვძლია და ისევ ზამთარი გაჩნდა ჩვენში.
ჩვენ თითქოს დავიკარგეთ.
იმ ნაცრისფერი ხაზივით, უბრალოდ რომ შეგიძლია ფანქრით ფურცელზე მოხაზო და მერე, საშლელით წაშალო.
არადა, იმდენ რამეს ვიტევდით. ამ ცამეტი დღის განმავლობაში, როცა ვიცოდი რომ აქ იყო, ახლოს, ერთ ჰაერს ვსუნთქავდით, ერთი ჟანგბადით ვცოცხლობდით, ყველაფერი ერთი გვქონდა თითქმის, მე სუნთქვა მიჭირდა.
ისე უსიცოცხლოდ მენატრებოდა, იმის ძალაც აღარ მქონდა, რომ ფიზიკურად რამე დამტყობოდა.
თუნდაც, მეტირა მაინც.
დავცლილიყავი და ამომეხეთქა ყველაფერი. ვერც ამას ვაკეთებდი.
მხოლოდ ვფიქრობდი, რომ ერთი ჰაერით ვსუნთქავდით და ჩემთან ახლოს იყო.
ისე ახლოს, რომ მონატრება და მისი ნახვის სურვილი ერთდროულად მიჭერდა ხელებს. ყელში უზარმაზარი ბურთი მქონდა გაჩხერილი. არც ზემოთ მიდიოდა და არც ქვემოთ.
- გახსოვს პატარა ლევანი, ილია? ახლა რომ გვიყურებდეს, სიცოცხლის სურვილს წავუხდენდით. იმ ზაფხულს ისე დავაკარგვინებდით, სულ ზამთარი გაიდგამდა მასში ფესვებს.
- ოხ, ლინა. შენ ყოველთვის ყველაფერს მახსენებდი.
- და ის, კორპუსი რომ ისევ მოხატულია, ის ჩემი ნახატიც რომ ისევ აქაა, შეამჩნიე? თითს რომ არავის ვაკარებინებდი ამ ცამეტი თვის განმავლობაში, მიხვდი?
- კი, ლინა, კი. მივხვდი. სი*ი ვარ, მაგრამ არც ამდენად ეგ, რომ ვერ შემემჩნია.
- მე ისევ აქ ვცხოვრობ, ილია. იმის ნაცვლად, გავექცე აქაურობას სული რომ მეხუთება, მაინც არ მინდა ჩვენი კვალის დაკარგვა და დავიწყება.
- დავბრუნდი, ლინა.
- და ახლა რა? ისევ დამირეკავ ღამის სამ საათზე და ახალ სიგიჟეს მოიფიქრებ?
- თუნდაც, ლინა. ისევ შენ გამო დავბრუნდი.
- მოაშორე ეს თუნდაც. ზედმეტად ვგრძნობ თავს, ხოლმე.
თითქმის ნახევარი საათი იყო ასე ვიდექით. ზღურბლიდან ფეხს არ დგამდა არც წინ, არც უკან.
მე მხოლოდ იმ ძალა მქონდა შერჩენილი, რომ კარებს დავყრდნობოდი.
- მე ვიყავი შენთან ერთადერთი ზედმეტი, ლინა.
- მერე ხომ წახვედი, რაღატო დაბრუნდი, ილია?
- შენთვის ტო.
- ახლა ისე მძულხარ, რომ ასე უდასაწყისო, მაგრამ დაუსრულებელი სიყვარულით მიყვარხარ, მინდა.
თავს ძლიერები იკლავენ.
და ჩემი სიძლიერე, რომელიც ახლა სისუსტედ მექცა, ილია იყო. იმდენად დამასუსტა, რომ სიკვდილზეც დამაფიქრა.
- ჩუ, ლინა, ჩუ. თავს სუსტები იკლავენ, ხომ იცი.
- არა, თავს ძლიერები იკლავენ! ადრეც გითხარი, ბევრჯერ.
გაეღიმა.
- ყოველთვის მახსენებ ხოლმე რაღაცებს, ლინა.
- ღირსი ხარ და იმიტომ.
- წავიდე?
- ჰო, წადი.
- გინდა ეს მოხატული კორპუსი ისევ, მხოლოდ წითელი გახდეს?
- არა, უბრალოდ წადი.
თავსაც ვეღარ ვიკავებდი, რომ ფეხზე ვმდგარიყავი. ყველანაირი ძალა მეცლებოდა და სხეული მერთმეოდა.
- ერთი იცოდე, რა - მაგრად მიყვარხარ, ლინა!
ჩემკენ წამოვიდა და ხელები შემომხვია. სხეულით ვეჭირე და მეხუტებოდა მთელი ძალით. თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები წამსკდა.
- მეც. - ლოყაზე ვაკოცე, თვითონ - შუბლზე და გავუშვი.
კარი მივხურე, ადგილზე ჩავიკეცე. ცრემლებს გასაქანი მივეცი, მლაშე სითხე იკვალავდა გზას ჩემს სახეზე და მეწვოდა.
ავდექი და ჩვენს ოტახში გავედი. კედლებზე ათასამდე ფოტო იქნებოდა. არც ერთი ჩამომიხსნია, რაც ამ კედელზე აღმოჩნდა მას მერე. მოგონებები ყოველთვის მიყვარდა.
ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი, ეზოში. ხის ქვეშ, სკამზე ჩამოვჯექი და კორპუსს ვუყურებდი. ლამპიონის შუქზე უფრო ლამაზად ჩანდა, ჩრდილები გამოკვეთილს აჩენდა.
- მაინც ლამაზია.
"ჰო, ლამაზია თქვენი კვალი."
- ისევ მიყვარს. უფრო მეტადაც, მგონი.
" ჰო, ისევ გიყვარს. მეტიც, აღმერთებ!"
შინაგანი მე თავს არ მანებებდა. თითქოს, ასე უფრო მახვედრებდა, რომ უღმერთოდ მიყვარდა და ასევე უღმერთოდ მჭირდებოდა.
- ნეტავ, მოვიდეს.
ისე ჩემდაუნებურად გავიფიქრე, რომ გააზრებაც გამიჭირდა. ყოველ წამს უფრო ვხვდებოდი, რომ ეს ცამეტი თვეც უაზრობა იყო მის გარეშე.
ფეხზე წამოვდექი და კორპუსის იმ მხარეს წავედი, სადაც ილიას ნახატი იყო.
- გინდა, რომ სულ უყურო, ხო?
უცებ გავიგონე მისი ხმა. ტანში ერთიანად შემაჟრჟოლა.
- ჰო, მინდა.
- ისევ, რომ დავხატოთ?
- ეგ ისევ თავიდან დაწყებას ნიშნავს.
- ვერ ვძლებთ ჩვენ ერთმანეთის გარეშე, ლინა.
- ვიცი.
- მენატრებოდი მე. - სევდიანად მითხრა.
- მეც, ილია.
ისევ ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა. მერე მისი ტუჩები ვიგრძენი და ისევ მონატრება. აქამდე ვიცოდი, რომ უბრალოდ მენატრებოდა და ახლა, ვგრძნობდი. ისე უღმერთოდ, რომ მეშინოდა ამ გრძნობას არ შევეჭამე და გავმქრალიყავი.
- მაგრად მიყვარხარ, რა. - შუბლი შუბლზე მომადო, სახე ეჭირა ხელით. მერე სახეზე შემიშვა, ხელის მტევანი აიღო და ხელისგულზე მაკოცა.

***
იმ საღამოს ილია თვალით არ მინახავს. ისევ ბაკურიანდი ვიყავით. ტელეფონი გათიშული ჰქონდა და მთელი ღამე თეთრად გავათენე. ველოდებოდი და იმედი მაინც მქონდა, რომ მოვიდოდა.
ზუსტად პირველის ცამეტი წუთი იყო ჩემს ტელეფონზე შეტყობინება, რომ მივიღე.
გავხსენი და იმ წუთს მოვკვდი და გავცოცხლდი. ყველანაირი ძალა წამერთვა და გაშეშებული კადრივით აცრემლებული თვალებით ვუყურებდი ფოტოებს.
ნატალია მიგზავნიდა. უღმერთოდ უყვარდა ილია, მაგრამ ღვარძლიანად.
ორივე ერთად იყვნენ ფოტოზე.
- ოღონდ ახლა გათეთრდეს და მერე სასწაულებსაც ვირწმუნებ.
ბოლოს სასოწარკვეთისგან აღმომხდა.
არაფერი არ იყო. არსად თეთრი. არ მოსულა ილია ისე წავიდა. არ ვუნახივარ ისე გაფრინდა ქვეყნიდან. ჩემი არა, მისი თავის რცხვენოდა.
და ბოლოს, ზუსტად ბოლო წუთს წერილი გამომიგზავნა.
" წავედი, ლინა. ერთი იცოდე - მაგრად მიყვარხარ, რა.
პატიებას არ გთხოვ, ისედაც სინდისი არ მაქვს და ასე უფრო უნამუსო ვიქნები. ახლაც რომ გწერ, არც ამის უფლება მაქვს.
ოდესმე შევხვდებით.
არ დამივიწყო."
არ დამვიწყებია. ცამეტი თვიდან საათი არ ყოფილა ისე, რომ არ მეფიქრა მასზე. ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდა. მე უმისობა მიჭირდა, ვიცოდი - მასაც.
ჩვენი სიყვარულის შეურაცხყოფას ვერ ვპატიობდი თავიდან და საკუთარი თავის უპატივცემულობას. ცამეტი თვე ვცხოვრობდი ჩემს გარდასახულ თავთან ერთად. ათას დამამშვიდებელს ვსვამდი და მერე მივეჩვიე. ზუსტად იანვრის ცამეტი იყო პირველი წერილი, რომ მივიღე საფრანგეთიდან.
" საშინლად მომენატრე, ლინა. მიშველე რამე, რა. ისე უნამუსო ვარ, ახლა პატიებაც უნდა გთხოვო.
რამე მომწერე, რა. რამე მითხარი ჩემ თავს გაფიცებ, ლინა. მჭირდები! მიყვარხარ, გესმის?
ლინა, მაპატიე. "
მაშინ ვირწმუნე, რომ თარსი რიცხვი იყო ცამეტი.
ჩვენ დავიშალეთ ციფრებად.
ის ერთი გახდა, მე- სამი.
და მთელი ცამეტი თვე ციფრების რიცხვად გადაქცევას ველოდი.
მეცამეტე თვე რომ მოვიდა, მაშინ ვიცოდი, დაბრუნდებოდა.
ცამეტი ისეთი რიცხვი იყო, ყოველთვის რაღაცები ხდებოდა ამ დროს. არც ახლა იყო გამორიცხული. თავს ვაჯერებდი, რომ არასდროს ვაპატიებდი, მაგრამ ვაჯერებდი. რეალურად ვიცოდი, რომ დავინახავდი და მეცოდინებოდა აქ იქნებოდა, ახლოს ჩემთან, ყველაფერი დამავიწყდებოდა. ჩემს თავს გადავაბიჯებდი ამ უღმერთო სიყვარულის გამო და საბოლოოდ, მაინც ვაპატიებდი.


***
- ნატალია სადაა, ილია? - მის ყვითელ, მოხატულ კორპუსთან ვიდექით.
- არ მინახავს იმ დღის მერე. - სიმართლის მტკიცებასავით გამოუვიდა.
- ჰო, შეცდომებს ყველა ვუშვებთ. - ჩემს თავს დავაჯერე უფრო, მგონი.
- ანუ მაპატიე, ლინა? - ერთ ხანს დუმდა, მერე გაკვირვებულმა გამომხედა.
- წამოდი, რაღაც უნდა გაჩვენო.
ყვითელ კორპუსზე, მარჯვენა მხარეს ილია ეხატა.
- ეს შენ დახატე, ლინა?
ილია იდგა უბრალოდ და ლუღლუღებდა. აშკარად ეტყობოდა ყველა ემოცია სახეზე და მისი აჩქარებული გულისცემაც მესმოდა.
- ჰო, გუშინ.
- გიჟი ხარ ტო.
- ვიცი და მიყვარხარ.
ვაპატიე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცოდი ახლა თუ გავძლებდი, მერე ვეღარ. მაინც ვერ გავუმკლავდებოდი მის მონატრებას და სიყვარულს. ცამეტი თვეც მეტისმეტი იყო მის გარეშე.
- მაგრად მიყვარხარ, ლინა.
ჩამეხუტა და ჯერ ტუჩები შუბლზე მომაკრო. მერე, ხელის გულზე მაკოცა.
- ჩემს სულში ზაფხულია, ლინა. პირველად ვიგრძენი, გესმის?. საოცარი შეგრძნებაა. ჩემი ზაფხული ხარ შენ, ლინა!



ვახ, ვულკანმა ამოხეთქა, როგორც იქნა.
ორ საათში დავწერე, სულ ახლახან.
იმდენი ხანია არაფერი დამიწერია და ისე მენატრებოდა, გიჟად ვქცეულიყავი ლამის.
ჰოდა, მე კი ძალიან ვნერვიულობ და თუ თქვენც არ მოგეწონათ, მაშინ ხო საერთოდ...
ერთი სიტყვით, გამლანძღეთ, ღირსი ვარ.
მიყვარხართ უსასრულოდ!!!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი მარიკუნაა♥️

ჩემი უდასაწყისო დასასრული გახსოვს ანა?
აი ასე მეტკინა მეც ის ფოტო.
ზუსტად.
ფოტო რა,
თვალწინ ვხედავდი ყველაფერს.

შენ სიყვარულისთვის ხარ დაბადებული.
და მე მიყვარხარ ძალიან, რა.
სულ ასეთად დარჩი, ხო?
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№2  offline ახალბედა მწერალი ელპინი

მარიკუნაა♥️
ჩემი უდასაწყისო დასასრული გახსოვს ანა?
აი ასე მეტკინა მეც ის ფოტო.
ზუსტად.
ფოტო რა,
თვალწინ ვხედავდი ყველაფერს.

შენ სიყვარულისთვის ხარ დაბადებული.
და მე მიყვარხარ ძალიან, რა.
სულ ასეთად დარჩი, ხო?

მახსოვს, მარიკუნა.
ჩემი და შენი, ჩვენი ყველაფერი მახსოვს მე.
და არც არასდროს დავივიწყებ.

ძალიან მიყვარხარ მე შენ.
და ჩვენი ურთიერთობაც, რომელსაც სახელს ვერ ვარქმევ და არც მინდა.
ჰო, სულ ასეთი ვიქნები.
იმდენი რამის მერე, მით უმეტეს.

 



№3  offline მოდერი სალანდერი

ანნა, ელ ან როგორც გირჩევნია.
ვერ გიტან ამ წუთს, ჯერ იმისთვის რომ არ გამაფრთხილე, ისე დამახვედრე ეს აქ და მერე იმისთვის რომ შეცდომები მაძებნინე.
პირველად გამიჭირდა ვინმეს ნაწერში შეცდომების პოვნა, და არ შემიძლია "რა".
ხომ იცი წერისას რას გრძნობდი? ის არ იცი როგორ "ვკითხულობ" ტო?
მიხარია რომ დაწერე, ხომ იცი არა? გელოდი "რა".
ხომ იცი რა ბანალურია ეს ყველაფერი ჩემთვის, ხომ იცი ჩემი არარომანტიკოსი ბუნებისთვის რომ ყოვლად მიუღებელია არა?
მაგრამ ისიც ხომ იცი, რომელ მხარეს ვუყურებ ამ ყველაფერს, ხომ იცი, შენი ყველაზე არაბანალურად მოტანილი ბანალურობა რამდენად სხვა, "ლურჯი" ფერია ჩემს შავ-თეთრ სამყაროში.
ელ ან ანნა, შენ ხომ იცი ჩემი საყვარელი მწერალი რომ ხარ? სხვანაირი "რა", ხომ იცი "უფარდო" ნაწერი რამდენს ნიშნავს ჩემთვის და ისიც ხომ იცი რატომ არ შემიძლია შენთან "სიტყვებზე" გამოკიდება. გვილაპარაკია ჩვენ ამაზე ელ, არაერთხელ, თან იქ, სადაც ყოველთვის შემიძლია, დაუსრულებლად "ვიტლიკინო".
აქ არ შემიძლია "რა", შენი ლექსიკა არა "რა"
გყავს შენ ის მკიტხველები ვინც ამას გააკეთებენ რა, მე აქ სხვა რამე მინდა ხომ იცი არა?
მე რაც მინდა შენგან ის მივიღე რა, სათქმელი არაფერი მაქვს რა.
მამუნჯებ შენ მე, სულ სხვანაირად მოქმედებ რა.
13 ჩემი საყვარელი რიცხვია რა, ორჯერ ზედიზედ გადავრჩი სიკვდილს, ერთხელ მარტის ცამეტს, ერთხელ იანვრის ცამეტს.არა ამიტომ კი არ მიყვარს, პროსტა ყველას ძულდა და იმიტომ მიყვარდა რა, მერე სიმბოლურადაც დაემთხვა რა.
სხვანაირი ხარ შენ რა, გიჟი ხარ რა და გიჟები არ კვდებიან რა. ჩემმა საყვარელმა მწერალმა თქვა და შეგიძლია დაიმახსოვრო ან ჩაინიშნო.
ანნა ან ელ, წერე რა.
წერე რა.

 



№4  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
ანნა, ელ ან როგორც გირჩევნია.
ვერ გიტან ამ წუთს, ჯერ იმისთვის რომ არ გამაფრთხილე, ისე დამახვედრე ეს აქ და მერე იმისთვის რომ შეცდომები მაძებნინე.
პირველად გამიჭირდა ვინმეს ნაწერში შეცდომების პოვნა, და არ შემიძლია "რა".
ხომ იცი წერისას რას გრძნობდი? ის არ იცი როგორ "ვკითხულობ" ტო?
მიხარია რომ დაწერე, ხომ იცი არა? გელოდი "რა".
ხომ იცი რა ბანალურია ეს ყველაფერი ჩემთვის, ხომ იცი ჩემი არარომანტიკოსი ბუნებისთვის რომ ყოვლად მიუღებელია არა?
მაგრამ ისიც ხომ იცი, რომელ მხარეს ვუყურებ ამ ყველაფერს, ხომ იცი, შენი ყველაზე არაბანალურად მოტანილი ბანალურობა რამდენად სხვა, "ლურჯი" ფერია ჩემს შავ-თეთრ სამყაროში.
ელ ან ანნა, შენ ხომ იცი ჩემი საყვარელი მწერალი რომ ხარ? სხვანაირი "რა", ხომ იცი "უფარდო" ნაწერი რამდენს ნიშნავს ჩემთვის და ისიც ხომ იცი რატომ არ შემიძლია შენთან "სიტყვებზე" გამოკიდება. გვილაპარაკია ჩვენ ამაზე ელ, არაერთხელ, თან იქ, სადაც ყოველთვის შემიძლია, დაუსრულებლად "ვიტლიკინო".
აქ არ შემიძლია "რა", შენი ლექსიკა არა "რა"
გყავს შენ ის მკიტხველები ვინც ამას გააკეთებენ რა, მე აქ სხვა რამე მინდა ხომ იცი არა?
მე რაც მინდა შენგან ის მივიღე რა, სათქმელი არაფერი მაქვს რა.
მამუნჯებ შენ მე, სულ სხვანაირად მოქმედებ რა.
13 ჩემი საყვარელი რიცხვია რა, ორჯერ ზედიზედ გადავრჩი სიკვდილს, ერთხელ მარტის ცამეტს, ერთხელ იანვრის ცამეტს.არა ამიტომ კი არ მიყვარს, პროსტა ყველას ძულდა და იმიტომ მიყვარდა რა, მერე სიმბოლურადაც დაემთხვა რა.
სხვანაირი ხარ შენ რა, გიჟი ხარ რა და გიჟები არ კვდებიან რა. ჩემმა საყვარელმა მწერალმა თქვა და შეგიძლია დაიმახსოვრო ან ჩაინიშნო.
ანნა ან ელ, წერე რა.
წერე რა.

ჩემსა და შენს შორის თუ რამე არსებობს და თქმულა ზოგადად, დამეფიცება, რომ ასე და ამდენად სხვა არაფერი გითქვამს, რა.
ამდენი "რა".
ჩვენ ხომ ვიცით, ეგ რასაც და რამდენსაც ნიშნავს. და მაგრად მიხარია ჩემთან ამდენს რომ იყენებ.
არ ვიცი, მართლა რით ან როგორ დაგიმსახურე, მაგრამ ყველაზე ბედნიერი უნდა ვიყო დედამიწაზე ამ წუთს, ეგ ვიცი.
შენ ხომ მაინც იცი, როგორ მჭირდებოდა წერა, როგორ მენატრებოდა.
გავცოცხლდი ახლა, გესმის?
ხომ იცი, რასაც ნიშნავს თავიდან დაბადება ამ კუთხით.
ჰოდა, ახლა რომ თვალები ამიცრემლდა, ეგ შენი დამსახურებაა.
ამდენი რა - ს დამსახურებაა და მინდა, რომ არასდროს გაქრეს, გესმის?
მარტო ეგ კი არა, რაცაა ჩვენში ყველაფერი.
ჩემი მეორე მე ხარ - მეთქი მეც მითქვამს და შენც, ჰოდა ეგ რომ ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, შენ გარდა სხვა ვერავინ მიხვდება მაგას.
მეც მბეზრდება ამდენი ბანალურობა, მაგრამ დღეს ეს ისე მჭირდებოდა, არც მაგას დავეძებდი.
ისე მჭირდებოდა, რომ ნაწერზეც არ გადამიხედავს, პირდაპირ დავდე.
გული ამომიხტეს სადაცაა, რა.
ბოლოს მოვკვდი შენს სიტყვებზე. გუშინ რომ გითხარი ხო გახსოვს?
მგონია, ვინმე ძაან ისეთმა თქვა ეგ- მეთქი და ახლა, ცოტა უცნაურად მეღიმება ამ ყველაფერზე, რა.

და ჰო, მე ვამაყობ რომ შენი საყვარელი მწერალი ვარ!
მიუხედავად იმისა, შემეფერება თუ არა, ეგ წოდება.
ძალიან, ძალიან მიყვარხარ!

 



№5  offline წევრი Tamara Tamo

ძალიან ძალიან მომწონხარ მართლა. და კითხვა: სიტყვა "უდასაწყისო" არსებობს და არ ვიცი? თუ "უსაწყისო"? ანუ ცოტა უხეშად მომხვდა ყურში, მხოლოდ და მხოლოდ. :)

 



№6  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Tamara Tamo
ძალიან ძალიან მომწონხარ მართლა. და კითხვა: სიტყვა "უდასაწყისო" არსებობს და არ ვიცი? თუ "უსაწყისო"? ანუ ცოტა უხეშად მომხვდა ყურში, მხოლოდ და მხოლოდ. :)

თამარა, მგონი, ახლა გამოჩნდი ჩემთან, ან მე არ მახსოვხარ.
მიუხედავად ამისა, ძალიან მიხარია რომ ხარ და მოგწონვართ ჩვენ. იმედია, სულ ასე იქნება.
მადლობა დიდი, რომ დრო დამითმე.
და არსებობს კი - უდასაწყისო. ძალიან ხშირად გამოყენებადიც არის.

 



№7 სტუმარი სტუმარი ნანა

საყვარელო, თბილო და ტკბილო, შენ ისე ღრმა და ფაქიზი შინაგანი სამყარო გაქვს, ისე ნათლად ვგრძნობ შენს ფრაზებს... ორ საათში ამოხეთქილი შენი აზრები ბევრად მეტია ვიდრე ლანას და ილიას ისტორია. ❤️❤️

 



№8  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სტუმარი ნანა
საყვარელო, თბილო და ტკბილო, შენ ისე ღრმა და ფაქიზი შინაგანი სამყარო გაქვს, ისე ნათლად ვგრძნობ შენს ფრაზებს... ორ საათში ამოხეთქილი შენი აზრები ბევრად მეტია ვიდრე ლანას და ილიას ისტორია. ❤️❤️

ქალბატონო ნანა, ძალიან გაფასებთ და მიყვარხართ მე თქვენ. საოცარი ადამიანი ხართ!
სიღრმეზე მხოლოდ ერთი მელაპარაკა, ახლა თქვენც და ძალიან მახარებს ეს ფაქტი.
უღრმესი მადლობა თქვენ!

 



№9  offline წევრი tasusuna

კორპუსების მოხატვა საუკეთესო მონაკვეთი იყო..
ხატვაში გადმოცემული სიყვარული დაგრძნობები,რატომღაც,ყოველთვს ღვთიური მგონია,იმიტომ,რომ თუარ გრძნბ სულით და გულით,ისე ვერ დახატავ..
ის,რომ სიყვარულმა ლინასაც დაახატინა,ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზგასმა იყო და,ბრავო!
უდასაწყისო ლამაზი სიტყვაა,
ჩამაფიქრებელი,
მაგრამ,
მე რომ ანა ვიყო,
წელიწადის დროებს დავარქმევდი..
თუმცა,ტასო ვარ ..
შენეული უდასაწყისო კი,არაჩვეულებრივია..
ჰო,არ მინდა გამომრჩეს,
რატომღაც,ყოველ შენპერსონაჟში შენ გხედავ,მიუხედავად იმისა,რომ
ახლოს არ გიცნობ,
წაკიტხვისას მგონია,
რომ შენზე გვიყვები..
ზამთარია შენში ან?
გამოიზაფხულებს..
თან ისე მოულოდნელად,რომ უფრო მეტი ეფექტი ექნება..
მზესავით გოგო ხარ..
სულ ანათებ და,სითბოს ასხივებ..
მე რომ ტასო ვარ,მაგრამ,ანასტასიაც და,ანაც და,ამ სახელის ათასი ვარიაციაც,ამიტმ უფრო მეჩემები რა...

 



№10  offline ახალბედა მწერალი ელპინი

tasusuna
კორპუსების მოხატვა საუკეთესო მონაკვეთი იყო..
ხატვაში გადმოცემული სიყვარული დაგრძნობები,რატომღაც,ყოველთვს ღვთიური მგონია,იმიტომ,რომ თუარ გრძნბ სულით და გულით,ისე ვერ დახატავ..
ის,რომ სიყვარულმა ლინასაც დაახატინა,ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზგასმა იყო და,ბრავო!
უდასაწყისო ლამაზი სიტყვაა,
ჩამაფიქრებელი,
მაგრამ,
მე რომ ანა ვიყო,
წელიწადის დროებს დავარქმევდი..
თუმცა,ტასო ვარ ..
შენეული უდასაწყისო კი,არაჩვეულებრივია..
ჰო,არ მინდა გამომრჩეს,
რატომღაც,ყოველ შენპერსონაჟში შენ გხედავ,მიუხედავად იმისა,რომ
ახლოს არ გიცნობ,
წაკიტხვისას მგონია,
რომ შენზე გვიყვები..
ზამთარია შენში ან?
გამოიზაფხულებს..
თან ისე მოულოდნელად,რომ უფრო მეტი ეფექტი ექნება..
მზესავით გოგო ხარ..
სულ ანათებ და,სითბოს ასხივებ..
მე რომ ტასო ვარ,მაგრამ,ანასტასიაც და,ანაც და,ამ სახელის ათასი ვარიაციაც,ამიტმ უფრო მეჩემები რა...

ანასტასია, შენ რომ უდავოდ მაგარი მწერალი ხარ, ამას თქმაც არ უნდა. ჰოდა, ასეთი მწერლისგან ეს შეფასება მგონი, ყველაზე დიდი ბედნიერებაა!
არასდროს და არც ერთხელ არ აღმიქვამს არც წელიწადის დროები, არც ფერები, ათასი რამ კიდევ და მით უმეტეს თავად ხელოვნება უბრალოებად.
ხატვას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ჩემთვის. მეტიც, მაცოცხლებელია.

ჰო, როცა ვწერ, ვიცლები.
ჩემი ემოციები და ტკივილიც ჩემს პერსონაჟებში გადამაქვს. ალბათ, ამიტომაა ყველა ჩემს პერსონაჟში მე რომ მხედავ.

სულის ხუთვამდეა ზამთარი ჩემში.
მადლობა, რომ ეს ყველაფერი დაინახე და ისე, უბრალოდ არ წაგიკითხავს.
ყველაზე მაგარი მწერალი ხარ შენ!

 



№11  offline წევრი meocnebe avadmyopi

შენ ახლა გალანძღვის კი არა უდიდესი შექების ღირსი ხარ
ისტორია იყო ისეთი ბოლომდე სულში რომ ჩაგწვდებოდა
თითქმის ყველა სიტყვაში და წინადადებაში რომ რაღაც მნიშვნელოვანი იყო
მათ თითოეულ სიტყვაშიც უამრავი გრძნობა
მათ დიალოგში უსაზღვრო სიყვარული
და ჩვენთვის ეს ყველაფერი საოცარი მწერლის კიდევ ერთი საოცარი ნაწარმოები
ვერ ავღწერ ისე მომეწონა
თითოეული სიტყვა გულზე მხვდებოდა
მათ დიალოგზე უაზროდ მეღიმებოდა
ვგრძნობდით მათ სიყვარულს და გრძნობას
არ იცი როგორ მომეწონა ლამის შემიყვარდა ისტორია
ნუ წყვილი ისეც შემიყვარდა
საოცარი ხარ შენ და შენი ყველა ნაწარმოები
heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



№12  offline წევრი სიბილა

აი.მესმის,ვითომ ჩვეულებრივი ისტორიის ასე ლამაზად დაწერა, თან ბოლომდე შეკრულია, საინტერესო.მიხარია, რომ ისევ წერა დაიწყეთ, გააგრძელეთ, მომეწონება, ვატყობ.მესამე ხარ)))

 



№13  offline ახალბედა მწერალი ელპინი

meocnebe avadmyopi
შენ ახლა გალანძღვის კი არა უდიდესი შექების ღირსი ხარ
ისტორია იყო ისეთი ბოლომდე სულში რომ ჩაგწვდებოდა
თითქმის ყველა სიტყვაში და წინადადებაში რომ რაღაც მნიშვნელოვანი იყო
მათ თითოეულ სიტყვაშიც უამრავი გრძნობა
მათ დიალოგში უსაზღვრო სიყვარული
და ჩვენთვის ეს ყველაფერი საოცარი მწერლის კიდევ ერთი საოცარი ნაწარმოები
ვერ ავღწერ ისე მომეწონა
თითოეული სიტყვა გულზე მხვდებოდა
მათ დიალოგზე უაზროდ მეღიმებოდა
ვგრძნობდით მათ სიყვარულს და გრძნობას
არ იცი როგორ მომეწონა ლამის შემიყვარდა ისტორია
ნუ წყვილი ისეც შემიყვარდა
საოცარი ხარ შენ და შენი ყველა ნაწარმოები
heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

ვაჰ, ძალიან უცნაური სახელი კი გაქვს ისე შენ, მაგრამ მე მომწონს.
ჰო, და ასეთივე კარგი ხარ შენც ამდენი თბილი სიტყვა, რომ მითხარი.
ძალიან ბედნიერი ვარ.
არ ვგეგმავდი დადებას, ნუ მეშინოდა კიდეც, იმიტომ რომ ბანალური იყო, მაგრამ მაინც...
ჰოდა, მიხარია რა.
ამდენი რომ დაინახე, ამდენი რომ იგრძენი. - ძალიან მაგარია!
მადლობა დიდი!
კარგი გოგო ხარ შენ.

სიბილა
აი.მესმის,ვითომ ჩვეულებრივი ისტორიის ასე ლამაზად დაწერა, თან ბოლომდე შეკრულია, საინტერესო.მიხარია, რომ ისევ წერა დაიწყეთ, გააგრძელეთ, მომეწონება, ვატყობ.მესამე ხარ)))

ჰო, მგონი, შენ პირველად ხარ ჩემთან.
მგონი, ბედნიერი დღე გამითენდა და სანამ მე თვითონ ვკითხულობდი ისტორიას, აქ კომენტარი დაგიწერია თურმე.
ძალიან მაგარი შეგრძნებაა ასეთ სიტყვებს, რომ გეუბნებიან!
და მინდა, რომ უდიდესი მადლობა გითხრა, რომ დრო დამითმე და მოგეწონე.

 



№14  offline მოდერი Girl with pretty smile

“დღეს მივხვდი,რომ იანვრის ცამეტია.ვიდრე ადამიანის ცრურწმენა,რომ თარსი რიცხვია ცამეტი“.ვკითხულობ ანა,ვკითხულობ და ვხვდები,რომ აქ არაფერია ზედმეტი.
არც ერთი სიტყვა.
არც ერთი ზაფხული თუ ზამთარი.
ცამეტი?ეს ყველაფერი იყო.
ყველა გრძნობა რაც გადმოეცი,უბრალოდ აუღწერელი იყო.
კითხულობ და გული ათჯერ ჩქარა ძგერს.
კითხულობ და იაზრებ,რომ ასეც შეიძლება მოხდეს.
შეიძლება არ დაიწყოს და ისე დამთავრდეს.
კითხულობ და ხვდები,რომ შენ საოცრება ხარ!
იცი,შეიძლება ზოგი ვერ ჩაწვდეს,მაგრამ ახლა,მეც ვცდი იმ გრძნობას რასაც გაუგებრობა ქვია.
აქ ყველაფერი გავიგე,მე იმ გაუგებრობაზე ვსაუბრობ რომელსაც საკუთარი იტორია ქვია.
შეიძლება ხალხმა ვერ გაიგოს,მაგრამ მე ვიცი,თუ როგორი სიამოვნებაა ასეთი ისტორიის წერა და იმ გაუგებრობის ამოხსნა და გაგება,რომელიც მასში ასე ღრმადაა ჩაქსოვილი და მაინც,რაღაცნაირად აღწევს შენში.
სულიერად გღრღნის ან შენში ისადგურებს და ამით პოულობ შვებას.
მე?-მე ამით ვპოულობ შვებას.
ყველა შენი ისტორია,ჩემთვის ახალის საწინდარია.
ჟანგბადია.
ახალის დასაწყისი და მიხარია,კითხვის დროს განცდილი ყველა გრძნობა.
უბრალოდ,იმდენად სხვანაირი ხარ,რომ ამას ვერ ავღწერ.
თუმცა,სწორედ ეს სხვანაირობა გხდის განსაკუთრებულს და შესანიშნავს.
მიხარია იმის გააზრება,რომ მეც შემიძლია იმის შეგრძნება,რასაც შენ განიცდი.
მიხარია,როცა წარმოვიდგენ,რომ ჩავწვდი და ჩემში ამ ყველაფერმა მოაღწია,დამისაკუთრა.
მიხიარია,როცა ისტორია კადრებად მირბის ჩემ თვალწინ და ამაყი ვარ იმით,რომ ამის დანახვა შემიძლია.
ამაყი ვარ იმით,რომ შენ,ანას,ლურჯს გიცნობ.
ვამაყობ შენით ლურჯო ❤
!

 



№15  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Girl with pretty smile
“დღეს მივხვდი,რომ იანვრის ცამეტია.ვიდრე ადამიანის ცრურწმენა,რომ თარსი რიცხვია ცამეტი“.ვკითხულობ ანა,ვკითხულობ და ვხვდები,რომ აქ არაფერია ზედმეტი.
არც ერთი სიტყვა.
არც ერთი ზაფხული თუ ზამთარი.
ცამეტი?ეს ყველაფერი იყო.
ყველა გრძნობა რაც გადმოეცი,უბრალოდ აუღწერელი იყო.
კითხულობ და გული ათჯერ ჩქარა ძგერს.
კითხულობ და იაზრებ,რომ ასეც შეიძლება მოხდეს.
შეიძლება არ დაიწყოს და ისე დამთავრდეს.
კითხულობ და ხვდები,რომ შენ საოცრება ხარ!
იცი,შეიძლება ზოგი ვერ ჩაწვდეს,მაგრამ ახლა,მეც ვცდი იმ გრძნობას რასაც გაუგებრობა ქვია.
აქ ყველაფერი გავიგე,მე იმ გაუგებრობაზე ვსაუბრობ რომელსაც საკუთარი იტორია ქვია.
შეიძლება ხალხმა ვერ გაიგოს,მაგრამ მე ვიცი,თუ როგორი სიამოვნებაა ასეთი ისტორიის წერა და იმ გაუგებრობის ამოხსნა და გაგება,რომელიც მასში ასე ღრმადაა ჩაქსოვილი და მაინც,რაღაცნაირად აღწევს შენში.
სულიერად გღრღნის ან შენში ისადგურებს და ამით პოულობ შვებას.
მე?-მე ამით ვპოულობ შვებას.
ყველა შენი ისტორია,ჩემთვის ახალის საწინდარია.
ჟანგბადია.
ახალის დასაწყისი და მიხარია,კითხვის დროს განცდილი ყველა გრძნობა.
უბრალოდ,იმდენად სხვანაირი ხარ,რომ ამას ვერ ავღწერ.
თუმცა,სწორედ ეს სხვანაირობა გხდის განსაკუთრებულს და შესანიშნავს.
მიხარია იმის გააზრება,რომ მეც შემიძლია იმის შეგრძნება,რასაც შენ განიცდი.
მიხარია,როცა წარმოვიდგენ,რომ ჩავწვდი და ჩემში ამ ყველაფერმა მოაღწია,დამისაკუთრა.
მიხიარია,როცა ისტორია კადრებად მირბის ჩემ თვალწინ და ამაყი ვარ იმით,რომ ამის დანახვა შემიძლია.
ამაყი ვარ იმით,რომ შენ,ანას,ლურჯს გიცნობ.
ვამაყობ შენით ლურჯო ❤
!

მგონი, ახლა ვტირი.
ჰო, ვტირი.
და მეზიზღება ის ჩვენი დაპირება ამ საკითხთან დაკავშირებით, რა.
უბრალოდ ხომ იცი, თავს ვერ ვიკავებ ამ დროს.
ბედნიერი ვარ მე შენით, ჩემო პატარა მე-ვ!
ათასჯერ და ათიათასჯერ გეტყვი, რომ ჩემი მოციმციმე ვარსკვლავი ხარ, რომელიც არასდროს ჩაქრება, თუნდაც ჩემ გამო.
წეღან რომ გითხარი, გაზრდილი ხარ - მეთქი, აქაც გეტყობა, ანი.
ყველა სიტყვაში, ყველა დასმულ მძიმე და წერტილში, აბსოლიტურად ყველაფერში გეტყობა, ანი.
ნაადრევად გაზრდილი ხარ შენ!
შენს ასაკზე ბევრად მეტი ხარ, ანი, მაგრამ ის ბავშვურობა და სილაღე ყოველთვისაა შენთან.
ამ და სხვა ათასი მიზეზის გამო უსასრულოდ მიყვარხარ მე შენ!
ჩემსა და შენს შორის თუ რამე არსებობს, არასდროს შეიცვლება, არც გაცივდება, არც დაპატარავდება, პირიქით უფრო და უფრო გაიზრდება.
და გავცდები ამ ვირტუალურობასაც, გპირდები.
როდის არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად რომ მოხდება ეგ, ნამდვილად ვიცი.
ხომ იცი, უაზრო დაპირებები არ მიყვარს, ამიტომ ამას გპირდები ისე, რომ ათიათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული.
ჩემი პატარა მე ხარ, ანი!
ამ ერთი ციდა გოგოს ამდენი როგორ შეგიძლია, ახლაც არ ვიცი და ალბათ, ვერც გავიგებ.
მიყვარხარ რა, ძალიან მიყვარხარ!

მალე დაბრუნდი.
მენატრები ძალიან.

 



№16  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ძალიან პატარა ხარ... მე არ გიცნობ და ვფიქრობ არც ახლაა გვიანი შენი გაცნობა. თუ მართლა ისეთი პატარა ხარ როგორიც მითხრეს საიდან გაქვს ამდენი ემოცია, ამდენი სითბო და სათნოება, როგორ ხარ ასეთი საოცარი შენ ასაკში? დილით ჩაბინიშნე და ახლა წავიკითხე შენი ისტორია. არ ვნანობ, რომ დრო დაგითმე, ერთო წამით არ ვნანობ ამას. მხოლოდ ერთს გთხოვ ეცადე შენში არსებული ზამთარი მალე ჩაანაცვლო ზაფხულით. ძალიან საყვარელი ხარ. უსაშველოდ ნიჭიერი და ეს მგონი ჯერ არც კი იცი. მართლა არ მჯერა რომ ამდენად ღრმა ხარ. ყოჩაღ ❤

 



№17  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ჰალუცინოგერი
ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ძალიან პატარა ხარ... მე არ გიცნობ და ვფიქრობ არც ახლაა გვიანი შენი გაცნობა. თუ მართლა ისეთი პატარა ხარ როგორიც მითხრეს საიდან გაქვს ამდენი ემოცია, ამდენი სითბო და სათნოება, როგორ ხარ ასეთი საოცარი შენ ასაკში? დილით ჩაბინიშნე და ახლა წავიკითხე შენი ისტორია. არ ვნანობ, რომ დრო დაგითმე, ერთო წამით არ ვნანობ ამას. მხოლოდ ერთს გთხოვ ეცადე შენში არსებული ზამთარი მალე ჩაანაცვლო ზაფხულით. ძალიან საყვარელი ხარ. უსაშველოდ ნიჭიერი და ეს მგონი ჯერ არც კი იცი. მართლა არ მჯერა რომ ამდენად ღრმა ხარ. ყოჩაღ ❤

ანი, მე ვიცი, რომ შენ მაგარი ტიპი ხარ და შორიდან გეტრფი რა.
სხვათაშორის, დავიწყე კითხვა ახალი ისტორიის, მაგრამ კომენტარი რომ დავტოვო, იქამდე ვერ მოვედი.
თუმცა, ძალიან გელოდი. აი, მჯეროდა რომ ახლა თუ არა, ოდესმე წამიკითხავდი და ცოტა არ იყოს, ვშიშობდი რომ არ მოგწონებოდი მაგიტომ.
ჰო, პატარა ვარ, მგონი. 17 წლის.
და ვიცი რომ შენ დიდი ხარ, თან გამუდმებით ახსენებ ამას ერთ ადამიანს. :დ

ძალიან მიხარია, რომ დრო დამითმე, წამიკითხე და არ ინანე. იმედები არ გაგიცრუე. დიდი მადლობა რა.
არ მეგონა, თუ ასე დამინახავდი, ამ კუთხით, ჰოდა ძალიან მიხარია მე ეგ.
თურმე, სააშკარაოზე გამომიტანია ჩემი ზამთარი.
შევცვლი, ალბათ, ჰო.
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ და ისევ, მადლობა!

 



№18  offline წევრი Mtirala

და მაინც, როგორი თარსი რიცხვია ცამეტი. :)))
თან - დამეთხვა, 13-ია დღეს.

გითხარი ოდესმე წავიკითხავ-მეთქი, ვიხუმრე.
მაგრამ როცა ისეთ ხასიათზე დავდექი, როგორც შენ და შენს ისტორიას სჭირდება, წავიკითხე.
ზამთარი - ჩემში არა, მაგრამ შენშია.
ისე მოულოდნელად შეგეცვალა დრო, ვერც კი მივხვდი, მაგრამ შენი გაზაფახული მენატრება.
სიგიჟემდე მენატრება.
კორპუსების მოხატვა მართლა საოცრება იყო...
ლინა და ილიაც,
ისეთები იყვნენ, რა - შენებურები.
და ისევ...
ისევ სული ამოიფორიაქა შენმა ისტორიამ.
შენმა სევდამ, ტკივილმა, სიყვარულმა, დასაწყისმა, დასასრულმა და უდასაწყისო დასასრულმაც.

ჩემებურად მიყვარხარ და იცი ეს შენ!
მეეგოისტები ^^
და მეჩემები ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№19  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Mtirala
და მაინც, როგორი თარსი რიცხვია ცამეტი. :)))
თან - დამეთხვა, 13-ია დღეს.

გითხარი ოდესმე წავიკითხავ-მეთქი, ვიხუმრე.
მაგრამ როცა ისეთ ხასიათზე დავდექი, როგორც შენ და შენს ისტორიას სჭირდება, წავიკითხე.
ზამთარი - ჩემში არა, მაგრამ შენშია.
ისე მოულოდნელად შეგეცვალა დრო, ვერც კი მივხვდი, მაგრამ შენი გაზაფახული მენატრება.
სიგიჟემდე მენატრება.
კორპუსების მოხატვა მართლა საოცრება იყო...
ლინა და ილიაც,
ისეთები იყვნენ, რა - შენებურები.
და ისევ...
ისევ სული ამოიფორიაქა შენმა ისტორიამ.
შენმა სევდამ, ტკივილმა, სიყვარულმა, დასაწყისმა, დასასრულმა და უდასაწყისო დასასრულმაც.

ჩემებურად მიყვარხარ და იცი ეს შენ!
მეეგოისტები ^^
და მეჩემები ❤

დაზამთრდა სულში ისე ლამაზად, შეცვლა რომ აღარ მოგინდება არასდროს!

მიყვარხარ ძალიან!
და მადლობა დიდი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent