ნაკაწრები 8 თავი » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკაწრები 8 თავი


8-08-2018, 00:03
ავტორი lullaby
ნანახია 1 046

ნაკაწრები 8 თავი

***

2016 წელი, 2 აგვისტო

არაფერი ისე არ ანგრევს ადამიანს, როგორც დუმილი. გინდა, რომ თქვა, გინდა, რომ დაიცალო, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელიც წარმოდგენა არ გაქვს, საიდან გაჩნდა. სამაგიეროდ გრძნობ, როგორ გაიძულებს ერთ მხარეს მარტო დგომას და სიჩუმეს. ძნელია შეინარჩუნო სიმშვიდე, როცა არასასურველ ფიქრებთან მარტო ხარ გამოკეტილი და არავინ გეგულება გამზიარებელი.
უენერგიოდ ვწვები დივანზე და ვერაფრით ვიმშვიდებ აჩქარებულ გულისცემას. მათესგან წამოსულს უკან მომდევს ყველა მისი ნათქვამი სიტყვა. ახლა თითოეული მათგანი მკერდზე მაწევს და სუნთქვას მიმძიმებს.
საკუთარ თავს ვერაფრით ვპატიობ, რომ მასში ეჭვი შევიტანე. ვიმსახურებ ახლა ამ ტკივილს, მთელს სხეულზე რომ მედება. ის არაფერ შუაში იყო. მე კი ბრალი დავდე მხოლოდ იმიტომ, რომ პატარა ნაკაწრი შევამჩნიე, რომლის წარმომავლობის შესახებაც არაფერი ვიცოდი. როგორ შემეძლო?! ყველაფერი ავურიე. ბზარი, რომელიც ჩვენს შორის არსებობდა ხრამად ვაქციე. არ ვენდე უსამართლოდ. მას კი ახლა სრული უფლება აქვს არ მენდოს სამართლიანად.
თვალებს ვხუჭავ და მათეს ვხედავ. მის სანდო ღიმილს ვხედავ. მისი ნათქვამი „მიყვარხარ“ მესმის და მის ტუჩებს ვგრძნობ ლოყაზე. ვიცი, რომ ეს ძველებური, მეგობრული კოცნა არაა. ამას ახლაც ვგრძნობ და ეკალი მაყრის. ვიცი, რომ ეს ზედმეტია და გამოწვეულ ჟრუანტელზე უცნაური გრძნობა მეუფლება. თითებს მკლავებზე ვისვამ და მის გაქრობას ვცდილობ. თვალებს ვახელ. რამდენჯერაც ვანებებ თავს ამაზე ფიქრს, იმდენჯერ თავიდან ჩნდება ყველა სურათი.
ახლა მათე ისე შორსაა ჩემგან, როგორც არასდროს. მე კი ორი გზა მაქვს: წინ, სადაც მომიწევს შევეჩვიო ბიჭს, რომელსაც ვუყვარვარ და უკან, სადაც მათე არ არსებობს. ორივე მათგანი წარმოუდგენლად რთულად და შეუძლებლად მეჩვენება და კიდევ უფრო მიმძიმს ამ ამბავთან მარტო დარჩენა. (აქ სადემ ცავამატო სალფეტკის გადაგდება)
დივანზე წამომჯდარი საძინებლის ღია კარიდან ჩემს საწოლზე მძინარე თეონას ვუყურებ. ახლა ის ყველაზე ახლსაა. შემიძლია გავაღვიძო და რვაწლიანი საიდუმლო გავანდო. მაგრამ მეშინია. არ ვიცი რა მოხდება, როცა გაიგებს მიზეზს, თუ რატომ აიგნორებდა მათე ნატას გრძნობებს. გოგოს სიკვდილის შემდეგ თეონას ისედაც სწყდებოდა გული იმის გამო, რომ მათე შანსსაც კი არ აძლევდა არც საკუთარ თავს და არც ნატას. რას იზამს, როცა გაიგებს, რომ ამის მიზეზი მე ვიყავი და თანაც ამას ამდენი ხანი ვმალავდი? არ ვიცი. შეიძლება თავიდან გაოგნდეს, მაგრამ ყველაფერი წარსულში დატოვოს, ან ძველმა წყენამ გაიღვიძოს მასში და ორივეს ზურგი გვაქციოს. არა, „შეიძლებაზე“ ვერ გავრისკავ ამ ამბის მისთვის გამხელას. თეონას დაკარგვას ვერ ავიტან. ეს ჩემთვის ზედმეტი იქნება. ზედმეტზე ზედმეტი.
ლელა! ღმერთო, რა თქმა უნდა, ლელა! ის ერთადერთია, ვინც მომისმენს, გაიგებს და დამელაპარაკება. გოგოს ღიმილის წარმოდგენა მამშვიდებს, მეც ღიმილს მგვრის და შვებით ამოსუნთქვის საშუალებას მაძლევს. ის-ისაა მასთან დარეკვას ვაპირებ, რომ მობილური ინთება. კალეა.
- ხო. - ვპასუხობ და ყელს ვიწმენდ.
- როგორ ხარ? დილით არ დაგირეკე, ვიფიქრე, გვიანობამდე გეძინებოდა. - მესმის მისი ხმა და კიდევ უფრო მეშვება დაჭიმული კუნთები. ახლა ისე მინდა აქ იყოს, მის სურნელსაც კი მკვეთრად ვგრძნობ.
- ხო, გვიანობამდე მეძინა, მაგრამ მაინც ვერ ვარ კარგად.
- რამე მოხდა?
- არაფერი. - უცბად ვაიგნორებ იდეას, რომ მათესთან საუბარი მასაც გავანდო. ახლა ამის დრო არაა. - ფიქრები მშლიან ჭკუიდან. შენ როგორ ხარ?
- კარგად... ცოტა არ იყოს ვინანე, წუხელ რომ შენთან არ დავრჩი.
მეღიმება, რადგან გაღვიძებისას თავადაც ამას ვფიქრობდი.
- მეც. - ვპასუხობ. - სად ხარ ახლა?
- სამსახურში.
- ელენემ მიკითხა?
- შენც და თეონაც. იმედი აქვს, რომ მალე გამოხვალთ.
- ხო, ხვალ ვაპირებდი ისედაც.
- ორ საათში მოვრჩები საქმეს. გინდა შენთან მოვიდე?
- შენ გინდა?
- წუხელ ღამითაც მინდოდა.
მეცინება და თეონას ვუყურებ.
- იცი, ჩემთან თეონაა. ახლა სძინავს. დაველაპარაკები და სამსახურის შემდეგ შევხვდეთ სადმე.
- მომენატრე. - მისი ხმის ტემბრისგან ჟრუანტელი მივლის.
- მეც მომენატრე. - დივანის საზურგეს ვეყრდნობი და ვოხრავ.
- ეს დღეები ძალიან შორს იყავი.
- ასე გამოვიდა. - ოთო და მის სახლში მბრუნავი ტკივილიანი დღეები მახსენდება და ასე მგონია, თითქოს ღიმილის გამო მსაყვედურობს.
- კარგი, დაგელოდები, მირა.
- დროებით, კალე.



***

2016 წელი, 6 აგვისტო
დილა

ეს დღეებია, თეონა ჩემთან რჩება. ამბობს, რომ მარტო დარჩენა არ უნდა. ვურჩიე, შაბათ-კვირა ქუთაისში, თავის მშობლებთან და და-ძმასთან წასულიყო, მაგრამ ვერ დავიყოლიე. რაღაც მხრივ მეც მშვიდად ვარ ჩემს გვერდით რომაა. დაკარგულ დროს ვინაზღაურებთ. სამსახურიდან ერთად ვბრუნდებით და ღიმილსაც და ტირილსაც ერთმანეთს ვუნაწილებთ. მწუხარებას მხოლოდ გაზიარებით თუ შეამსუბუქებ.
-ჩაის დალევ? - კარზე მიკაკუნებს თეონა და თმას მაღლა იკრავს.
- პიტნით. - ვპასუხობ და საწოლიდან ვდები.
- ვიცი, შენი საყვარელი. - იღიმის და ოთახიდან გასულს მეძახის. - შაქარი აღარ გაქვს. ჩავალ, ამოვიტაან.
ცოტა ხანში კარის დახურვის ხმა მესმის. ტუმბოდან მობილურს ვიღებ. ორი შეტყობინება მხვდება კალესგან. პირველი ღამის სამ საათზეა მოწერილი, მეორე ცოტა ხნის წინ.
„ - მინდიხარ!!!“
„ - თეონა ისევ შენთანაა?“
მეცინება და ტუჩებს კბილებით ვიჭერ. სურვილისგან სხეული მიალდება. ტექსტს ვკრეფ და ვუგზავნი.
„ - აქაა და ცოტა ხნით კიდევ დარჩება. სურვილის ჩაფიქრება მინდა. იქნებ შენთან დამპატიჟო?“
„ - ახლავე მოხვალ?“ - მწერს მალევე.
„ - იმ შემთხვევაში, თუ ერთ ადგილას გამომყვები. ვიღაც უნდა გაგაცნო.“
„ - ყველაფერზე თანახმა ვარ. გელოდები.“
ვდგები და უცბად ვივლებ წყალს, ვიცვამ და საძინებლიდან გამოსულს ჩაი მზად მხვდება. თეონა მაგიდასთან ზის და ჩაფიქრებული ქვედა ტუჩს იკვნეტს.
- რაზე ნერვიულობ, ისევ შაქარი ჩამიყარე? - მის წინ ვჯდები და ფინჯანს ვიღებ. უშაქროა. თეონა ერთი წამით მიყურებს, შემდეგ თავს აქნევ და ჩაის სვამს.
- მირა, ბოლო დროს რამე უცნაური ხომ არ მომხდარა შენთან? - მეკითხება ყოყმანით. წამიერად მაციებს და დანის ბასრ ზედაპირს ვგრძნობ ყელზე. გოგო პასუხის გაცემას არ მაცდის, თავად აგრძელებს. - არ ვიცი, არ ვიცი, როდემდე შეიძლება საკუთარ თავს ვაჯერებდე იმაში, რომ ეს უმნიშვნელოა და შემთხვევით ხდება.
- რა ხდება თეო, რას ამბობ? - მაგიდას ვეყრდნობი ხელებით.
- ვიღაც რეკავს და ხმას არ იღებს.
- რაა?
- ხო. - თავს მიქნევს.
- დიდი ხანია?
- დიდი ხანია, მაგრამ ხშირად არა. რამდენიმე კვირის ინტერვალით. სულ ოთხჯერ დამირეკა. ვიცი, ეს რაოდენობა ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მახსოვს, რადგან ნომერი არ ფიქსირდება და თან... - თეონა ჩერდება. ორჭოფობს, თითქოს გზადაგზა რწმუნდება, რომ რასაც ჰყვება აბსურდი არაა. - პირველად ბექას ავარიის წინა დღეს დამირეკა. მეორედ ნატას სიკვდილამდე, წინა ღამეს, მესამედ ოთოს სიკვდილის წინა დღეს და ... დღეს. ახლა... წეღან...
ერთხანს დაბნეული და გაოგნებული შევყურებ. თავადაც ანალოგიური მზერა აქვს. თეო ჩუმდება, მაგრამ შეგრძნება მიჩნდება, რომ მის სიტყვებს გაგრძელება აქვს. რომ რაღაც ბოლომდე არ უთქვამს, თუმცა თვითონაც არ იცის, რა არის სათქმელი. ეს ოთხი ზარი და მისი განხორციელების დღეები იმდენად შემზარავად ჟღერს, რომ ერთიანად მაციებს. ვიცი, რომ ეს საკმარისი მიზეზი არაა, ვიცი, რომ ამაზე ფიქრის საფუძველს არაფერი მაძლევს, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კაპიუშონიანი და ამ ზარების ავტორი ერთი და იგივე ადამიანია.
სკამის საზურგეს ვეყრდნობი და სახეზე ვიფარებ თითებს. წამიერად თავბრუ მესხმის და საფეთქლები მიბუჟდება. „ეს სამეგობრო რაღაც შარშია.“ ისევ ტრიალს იწყებს გამომძიებლის ხმა ჩემს თავში. არა, ასეთი ძლიერი არ ვარ. ამის ახსნა არ შემიძლია, მე არა. ვდგები და საძინებლისკენ მივდივარ.
-მირა... - პასუხის მოლოდინით მაყოლებს თვალს თეონა.
- ვიცი, თეო, ვიცი, მესმის, გავიგე. - ნერვებისგან ყელზე ძარღვები მეჭიმება. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და თავის ხელში აყვანას ვცდილობ. - ახლა უნდა გავიდე. კალე მელოდება. მასთან... საქმე მაქვს. გპირდები, როცა დავბრუნდები, ამაზე ვილაპარაკებთ. ხო, რადგან მეც მაქვს შენთვის რაღაც მოსაყოლი.


***

თავადაც მიკვირს, როცა ვაცნობიერებ, რომ კალეს სახლში პირველად მივდივარ. აქამდე არასდროს გამჩენია შეკითხვა, თუ რატომ იყო ჩვენი შეხვედრის ადგილი ყოველთვის ჩემი ბინა. ალბათ ასე მოხდა. სინამდვილეში ამაში გასაკვირი და დასაფიქრებელი არაფერია. ბოლო დროს მომხდარი საშინელებები ზედმეტად მირევენ ტვინს და ყველაფერს ეჭვის ქვეშ აყენებენ. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ.
მეექვსე სართულზე ასული, მუქ ღვიძლისფერ კარზე ზარს ვრეკავ. კალე რამდენიმე წამში ჩნდება ჩემთან და სახლში მეპატიჟება. როგორც ვიცი, მისი მშობლები საზღვარგარეთ ცხოვრობენ. დედისერთა შვილს კი აქაურობა საკუთარი პროფესიის სახლად უქცევია. მარტოხელას კვალობაზე სახლი საკმაოდ სუფთად და მიმზიდველად გამოიყურება. სასტუმრო ოთახს ეტყობა, რომ აქ ფოტოგრაფი ცხოვრობს. ოთახებს ვათვალიერებ და ვგრძნობ, რომ ინტერიერს რაღაც აკლია, მაგრამ ვერაფრით ვხვდები - რა. მისაღები ოთახიდან კარი აივანზე გადის, საიდანაც თბილისის ულამაზესი ხედი იშლება, თუმცა მზე ისეთი ძალით აცხუნებს, იქ გაჩერება შეუძლებელია.
ოთახში დაბრუნებულს კალე მიახლოვდება, თმას მხარს უკან მიყრის და ყურის ქვეშ ტუჩებს მაკრობს. თვალებს ვხუჭავ და მინის კარს ვეყრდნობი, რომელიც მზის სიმხურვალისგან საკმაოდ ცხელია. იმდენად ხორციელი და ისეთი სასიამოვნოა მისი სხეულის საკუთარზე შეგრძნება, რომ უნარი აქვს, გაფიქროს მხოლოდ იმ წამზე, რომლითაც ნეტარებას განიჭებს. თმაში დაკარგული მისი თითები ყელზე ეშვებიან და მკერდზე დატოვებულ ტუჩების ნაკვალევს შლიან. კალე ხელში მიტაცებს, დივანზე მაწვენს და ჩემს ტუჩებს ეტანება. მისი ბაგეებიდან დაღვრილი ვნება თავბრუს მახვევს. მასთან ერთად თავის დაკარგვა ყველაზე სასიამოვნო საფრთხეა. მინდა, რომ კალეს სურვილებსა და მის მოფერებაში ჩავიფლო და გადავიკარგო, მაგრამ სადღაც, გონების სიღრმეში შენარჩუნებული სიფხიზლე გამუდმებით მახსენებს, რომ ჩემი ორი მეგობარი მკვდარია, ერთი გამოუვალ კომაში, ერთი შეშინებული, ერთს კი ვუყვარვარ.
- სად ხარ, მირა... - ტუჩებზე ვგრძნობ კალეს ნათქვამ სიტყვებს. ბიჭი ნიკაპზე მკოცნის და თითის წვერებს ფრთხილად ასრიალებს ლოყაზე. თვალებს ფრთხილად ვახელ და წითელი ბურუსიდან გამოსულს, გულს მტკენს რეალობა. მის ქარვისფერ თვალებში ვხედავ, რამდენად არეული ვარ და საკუთარი თავი საზიზღრად მებრალება.
კალე ქვემოთ ცურდება და თავს მუცელზე მადებს. გაშლილ ხელისგულს მაისურის ქვეშ ასრიალებს და კანზე მაკრობს. მისი სიმხურვალე სასიამოვნო, ცხელ ჟრუანტელს მგვრის. ხარბად ვისუნთქავ ჰაერს და თითებს ბიჭის ქერა, პრიალა თმაში ვბლანდავ. რამდენიმე წუთით ღია, ნაცრისფერ ჭერზე ჩამოკიდებულ ცილინდრის ფორმის დაბურულ ჭაღს მივშტერებივარ და ვცდილობ, მუცელში მბრუნავ მწველ ტალღებს გადავაფარინო გულსა და გონებაში აყვირებული ქაოსი, მაგრამ ეს ბრძოლა უარესად ართულებს ყველაფერს.
- რაღაცას ვერ ვხვდებით, კალე. - საკუთარ ხმას ვერ ვცნობ.
- რას გულისხმობ? - მეკითხება ის.
- რაღაც ხდება და არ ვიცით. რაღაც საშინელი.
კალე თავს იღებს და ერთხანს შუბლშეკრული ქვემოდან მიყურებს. შემდეგ დივანზე ჯდება და ადგომაში მეხმარება. თითებს სახეზე ვისვამ და თმას უკან ვიწევ.
- რაღაც არ მითქვამს შენთვის. - ვამბობ ჯერ ისევ ყოყმანით, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მასთან საუბარი მიშველის. - ბათუმში, როცა ოთო წაიყვანეს... მე რომ სახლში მარტო გამოვბრუნდი, ხომ გახსოვს?.. კიბეზე ასვლისას გამომძიებლის ტელეფონზე ლაპარაკს მოვკარი ყური.
- ვინ გამომძიებლის?
- არ მახსოვს სახელი და გვარი. ნატას საქმეს ვინც იძიებს. როგორც ჩანს, შვებულებაში იყო და როცა ეს მოხდა... როგორღაც იქ აღმოჩნდა. კალე, იცი მან რა თქვა? რომ ჩვენი სამეგობრო რაღაც შარშია.
კალეს შუბლი ეხსნება და ჩაფიქრებული თვალს მარიდებს.
- კალე, მას ჰგონია, რომ ვიღაც გვერჩის. ჰგონია, რომ ამ საშინელებებს ვიღაც რაღაც მიზეზის გამო აკეთებს. ღმერთო, მას შემდეგ ამაზე ფიქრი მაგიჟებს.
- და აქამდე რატომ არაფერი მითხარი ამაზე? როცა ეს გაიგონე, უნდა მოსულიყავი და მოგეყოლა.
- არ ვიცი. - მხრებს ვიჩეჩავ. სინამდვილეში, მიზეზი მათეს ნაკაწრია, მაგრამ ამის თქმის შემდეგ, მომიწევს სხვა დანარჩენიც ვუამბო. მე კი ეს არ მინდა, ჯერ არ მინდა. - ვფიქრობდი. მის სიტყვებზე ვფიქრობდი. მერე გამახსენდა ის შემთხვევა, ვიღაც რომ ამეკიდა. და დღეს... თეონამ ისეთი რამ მითხრა, რომ თითქმის გამომძიებლის აზრზე დავდექი. ჩვენ მართლა ვიღაც გვერჩის კალე.
- მოიცადე, თეონამ რა გითხრა? - თვალებში ინტერესით მაჩერდება და ხელს მოკეცილ მუხლზე მადებს.
- რამდენიმე დღის წინ ამბობდა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უკან ვიღაც მომდევსო. მაგრამ სტრესს და დაღლილობას აბრალებდა. დღეს კი ამბობს, რომ ვიღაც დაფარული ნომრით ურეკავს და ხმას არ იღებს. ამბობს, სულ ოთხჯერ დარეკა და თან ბექას, ნატას და ოთოს შემთხვევების წინა ღამესო.
- ეს სამია. მეოთხე ზარი?
- დღეს დილით, კალე.
- რა ჯანდაბაა! - სახე ეღუშება და თითებს ტუჩებზე ისვამს. შემდეგ მაგიდიდან სიგარეტს იღებს და უკიდებს. ცოტა ხნით იატაკს დაჰყურებს, შემდეგ კი ამბობს: - ვთქვათ, ის ტიპი, ის გამომძიებელი მართალია. ის შენი მეგობარი, ბექა... მას ხომ მანქანის გაუმართაობის გამო მოუხდა ავარია? თენგოსგან ვიცი.
- ხო, მანქანა რომ შეამოწმეს მიზეზად მუხრუჭების სიძველე დაასახელეს, მაგრამ... უკვე აღარ ვიცი. თუ ამ ზარების დამთხვევას გავყვებით და დავუშვებთ, რომ მართლაც ვიღაც გადაგვეკიდა, გამოდის,. რომ მას ბექას მოკვლაც სურდა და არც ოთოს არევია ფეხი. - ტანში მცრის. მკლავებს მუცელზე ვიკრობ და თავს ვხრი. ორი წამით თვალებს ვხუჭავ და ვხედავ, რა ხდება ბექას მანქანასთან, ვხედავ რა ხდება სანაპიროზე ოთოსთან.
- მოიცადე მირა, დამშვიდდი. - კალე სიგარეტს საფერფლეში აგდებს, ჩემთან ახლოს ჯდება და ხელს წელზე მხვევს. ცრემლების გადაყლაპვას ვცდილობ, ქვემოდან ვუყურებ და ვეკითხები:
- მითხარი, შენ რას ფიქრობ? შეიძლება ეს ყველაფერი სიმართლე იყოს? შეიძლება, რომ ადამიანი, ვინც მე ამედევნა თეონას ურეკავდეს და მკვლელი იყოს?
- მირა, - თავზე მისვამს ის ხელს. სახეზე ყოყმანი ეტყობა. შუბლს ისრისავს და ისევ თვალებში მიყურებს. - არ მინდა შეგაშინო და უარესად აგანერვიულო, მაგრამ ამაში ეჭვი მეც დიდი ხნის წინ შევიტანე.
- რას ამბობ... - გაოგნებული ვუყურებ. ის მსუბუქად მიქნევს თავს. - როდის, კალე? რატომ?
- ძალიან საეჭვოა და იმიტომ, მირა. ამხელა სამეგობროდან ასეთ მოკლე დროში ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კომაშია. ხო, თან ის ც, ვინც შენ შეგაშინა. ამბობთ, რომ ნატას საეჭვო ცხოვრება არ ჰქონია, თუმცა ის ისე დაგეგმილად მოკლეს, შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მას რაღაც ცუდი აქვს გაკეთებული. ახლა ეს ზარები თეონას მობილურში და კი, სრულიად შესაძლებელია, რომ ბექას მუხრუჭები ხელოვნურად დაეძველებინათ. მთვრალი ოთოსთვის კი ხელის კვრაც საკმარისი იქნებოდა. გამომძიებლისთვის კი სამეგობროში ორი სიკვდილი და ერთი თითქმის სიკვდილი, სრულიად საკმარისია, რომ ფიქრობდეს იმას, რაც შენ მოისმინე. და წარმოიდგინე როგორ გამყარდება მისი აზრი, დანარჩენი შემთხვევებიც რომ იცოდეს.
- ღმერთო... - ვისმენ კალეს საუბარს და ასე მგონია, თავი მისივდება. შიში ძალას იკრებს და სადაცაა ჩემში აფეთქდება. - რატომ ჩვენ არ გვითხარი შენი ეჭვი?
- მირა, მე... მართალია, დიდი ხანია თენგოს ვიცნობ, მაგრამ თქვენთან მაინც ახალი ვარ. არ ვიცი, ვიფიქრე ამის უფლება არ მქონდა. ვიფიქრე ჩემი საქმე არ იყო. არ მინდოდა გამეღიზიანებინეთ.
- ხვდები, რას ამბობ? კალე, შენ ჩემთან ხარ და ამის უფრლება გაქვს. - გული მომდის მის ნათქვამზე.
- ალბათ, მაგრამ მაინც თავი შევიკავე. თანაც მსგავსი არც ერთს არაფერი გითქვამთ. არ მინდოდა, ჩემთან ისედაც დაძაბული ურთიერთობა ჩემი მონაყოლით დამემძიმებინა. - სიგარეტის ახალ ღერს უკიდებს კალე და თვალს მარიდებს. დაბნეული ვუყურებ.
- დაძაბული ურთიერთობა?
- ეს არაა მნიშვნელოვანი. - ბაგეებს შორის კვამლს უშვებს. შეკითხვას თავს არიდებს, თუმცა ვხვდები, რომ მათეს გულისხმობს. ვოხრავ. მის თითებს შორის მომწყვდეულ სიგარეტს ვიღებ და ნიკოტინს ხარბად ვუშვებ ფილტვებში. სანამ ღერი თავდება, ჩუმად ვსხედვართ.
- ვინ შეიძლება იყოს, მირა? - მეკითხება კალე.
- არ ვიცი. - თავს ვაქნევ. - წარმოდგენა არ მაქვს.
- ეს შენი სამეგობროა. ბევრი რამ გაქვთ საერთო. შეიძლება კარგი უფრო მეტი, ვიდრე ცუდი, მაგრამ... იფიქრე მირა. ანდაც დაელაპარაკე მათეს, თეონას და თენგოს. იქნებ ერთად რაღაც დასკვნამდე მიხვიდეთ. - ფეხზე დგება კალე და ფანჯარასთან მიდის. ნამწვს საფერფლეში ვაგდებ და სახეს ხელებში ვრგავ. მართალია, სხვა გამოსავალი არც არსებობს. ვინ იცის, იქნებ დანარჩენებიც ამავე ფიქრებით ცხოვრობენ და იმის შიშით, რომ ჩვენ პარანოიას დავაბრალებთ, ვერ ამხელენ?
- მართალი ხარ. - ვდგები, კალეს ვუახლოვდები და ზურგიდან მუცელზე ვხვევ ხელებს. დაძაბული მეჩვენება, მაგრამ ჩემს ხელებს იჭერს თუ არა, ეშვება. - ხვალ ყველას შევკრებ.
- რატომ უნდა გადადო?
- იმიტომ, რომ ახლა მე და შენ ერთ ადგილას მივდივართ. გახსოვს? ყველაფერზე თანახმა იყავი.
- ვიღაც უნდა გამაცნო.



***

კალე მობილურს ჯიბეში იდებს და მანქანიდან გადავდივართ. ის-ისაა კაფეს ვუახლოვდებით, რომ იქიდან გამომავალ თენგოს ვხედავ. შუბლშეკრული ტელეფონს ჩასჩერებია და რაღაცას თავისთვის ბუტბუტებს. დამთხვევისგან გაკვირვებული ღიმილით ვხვდები ბიჭს. კალე ხელს ართმევს. თენგო გაფანტული ჩანს და არეულად გვიხსნის ლელას ნახვის მიზეზს. გოგო დიდი ხანია ჩვენგან შორსაა და გასაკვირი არაა, რომ მეგობრები ცალ-ცალკე ვნახულობთ. ამიტომ, არც თენგოს აქ ყოფნა უნდა მაოცებდეს.
- ლელამ მითხრა, მირიანი მოდისო, - უღიმღამოდ ეღიმება თენგოს და კალესკენ იხედება. - შენ არ გელოდი. უნდა გააცნო „პაძელნიკი?“ - თვალს მიკრავს.
- „პაძელნიკობას“ გავცდით, ძმაო... მგონი მარტო შენ ვერ შენიშნე. - ეცინება კალეს და თენგოს გამოწვდილ მუშტს მუშტით პასუხობს.
- ამინ, ამინ. - იცხადებს ის და დასერიოზულებული უკან, კარისკენ იხედება. - მაგრად დავიგრუზე, მირიან. ძმას ავუარე, - ბექას გულისხმობს ის. - მეცოდება, რაა... ასე არ უნდა აწვალებდნენ.
- თენგო... - არ მსიამოვმოვნებს მისი სიტყვები, მაგრამ რეალობაა და ვერსად გაექცევი.
- ვიცი, ტეხავს, რასაც „ვბაზრობ“, მაგრამ ხო ხვდები, არა? ზედმეტია... ცოდვაა...
ცოტა არ იყოს, მეუცხოვება თენგოსგან ეს განწყობა, თუმცა მართალია და დუმილით ვპასუხობ. ცოტა ხანში გვემშვიდობება და ისევ მობილურში თავჩარგული გვტოვებს. კალე გამამხნევებლად მისვამს ხელს წელზე და ლოყაზე მკოცნის.
კარიდანვე ვხედავ საავადმყოფოსთან ახლოს, კაფეში მჯდომ ლელას. ჩემი დანახვისას დგება და შესაგებებლად ხელებს შლის. მთელი ძალით ვეხუტები. ასე მგონია მისი თბილი აურა ყველა პრობლემას მომიგვარებს. მას რომ ხშირად ვნახულობდე, იქნებ არც ისეთი რთული ასატანი ყოფილიყო ჩვენი მეგობრების დაკარგვა.
ლელა ბათუმში ოთოს დაკრძალვაზე არ ყოფილა, რადგან იმ დღეებში ბექას დედა ინსულტის გამო საავადმყოფოში მოხვდა და გოგომ ქალი და მისი მეუღლე ვერაფრით დატოვა. ახლა კი პირველს, რასაც ამბობს ისაა, რომ ამის გამო თავს ცუდად გრძნობს და ბოდიშს მიხდის, რომ ჩვენთან ერთად არ იყო. მის დამშვიდებას ვცდილობ და ჩემ ზურგს უკან მდგომ კალეს ვაცნობ. ბიჭი ხელს ართმევს და უღიმის. მის ღიმილში მორიდება და სითბო იგრძნობა, თან ისე აშკარად, რომ ვოცდები. კალე ასეთი სათნო სახით არასდროს მინახავს. ვფიქრობ ეს ბექას გამოა. ან მანაც იგრძნო გოგოსგან წამოსული სუფთა დამოკიდებულება.
მაგიდასთან ვსხდებით და ყავას ვუკვეთავთ თავიდან ოთოსა და ნატაზე ვსაუბრობთ. მათ ხასიათსა და განსაკუთრებულ მოგონებებს ვიხსენებთ. ყველაზე მტკივნეული მათზე წარსულ დროში საუბარია. მიუხედავად ამისა, მიხარია, რომ ლაპარაკს ცრემლები არ ერთვის. ლელა სიცილითა და ხელების ქნევით საუბრობს. ჩვევები სიტუაციებს არ ცნობენ. ახლა ძველ, უდარდელ, გიჟ რომანტიკოს ლელას ვუყურებ და ლამისაა რეალობა გაქრეს. აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა ჩემი მეგობარი ერთმანეთისგან განსხვავებულად, მეტ-ნაკლებად მიყვარდა. ახლა კი ვხვდები, რომ ადამიანებს, რომლებსაც მეგობრებს უწოდებ, ვერ განაცალკევებ. თუ გჭირდება, ყველა ერთად და თუ არა - ესე იგი ისინი არც გყოლია.
ბექას მდგომარეობაზე ისე საუბრობს, თითქოს ბიჭი მთელი ცხოვრებაა კომაშია. ხმა უსევდიანდება, თუმცა მას უკვე დიდი ხანია გაცნობიერებული აქვს, რომ მისი შეყვარებული აღარ არსებობს. ამაზე გული საშინლად მწყდება. ალბათ ნორმალურიცაა, როცა რეალობას ეგუები და ცრუ იმედებს თავს არ აკარგვინებ, მაგრამ გულის სიღრმეში მე მაინც მაქვს კარგის იმედი. იმედი, ან სურვილი. არ ვიცი, არ მინდა, რომ ეს ორი ერთმანეთში ამერიოს.
- თქვენზე მომიყევით. - ამბობს ლელა და მე და კალეს გვავლებს თვალს. კალე აქამდე სკამს მიყრდნობილი, უსიტყვოდ გვისმენს. ახლა გვერდულად იღიმის და ერთი წამით მის სახეზე ჩვეული თავდაჯერებულობა და ამბიციურობა კრთება. მახსენდება, საიდან დაიწყო ჩვენი სიახლოვე და ტანზე ეკალი მაყრის. საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი ურთიერთობის სათავე ნატას სიკვდილის დღეა.
ჩემდა გასაკვირად, საუბარს კალე იწყებს. ისე მშვიდად და უშუალოდ ლაპარაკობს, თითქოს ლელას უკვე წლებია იცნობს. უყურებს ისე, როგორც არც ერთი ჩემი მეგობრისთვის არ შეუხედავს - გულწრფელად. მაგიდაზე დადებულ ჩემს ხელს მისი ხელისგული აკვრია და დროდადრო თითებს მიჭერს. ლაპარაკობს და შექმნილი სიტუაცია ჩემს გულს მოსვენებას არ აძლევს. დიდი ხანია თავი ასე მშვიდად არ მიგრძვნია. დიდი ხანია, ორი ადამიანის საუბრიდან ასეთი სიამოვნება არ მიმიღია.
- ყოველთვის მეგონა, რომ მირას გვერდით მდგომი მამაკაცი ბამბის სვიტერსა და კლასიკურ შარვალში გამოწყობილი ინტელიგენტი იქნებოდა, მაგრამ ახლა გიყურებ და მშვიდად ვარ. - იცინის ლელა. გაკვირვებული წარბებს ზემოთ ვქაჩავ.
- მირა, იმედია ოდესმე საქმიანი პორთფელის ყიდვას არ მომთხოვ. - თავს უკან სწევს კალე და ისე მავლებს თვალს, თითქოს პირველად მხედავდეს.
- საერთოდ არ მეჩვენება სასაცილოდ. ასეთი მამაკაცების წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა ლელამ მშვენივრად იცის ჩემი გემოვნება. ახლა უბრალოდ ცდილობს, რაღაცები მახსნევინოს. - თვალებს ვუწვრილებ მეგობარს.
- გვიანია, უკვე წამოეგე.
- და ეს სულაც არ მაწუხებს, ახლა ისე კარგად ვარ. - ვამბობ და მათი სახეების ცვლილებას ვაკვირდები. ლელა თბილად იღიმის. კალე მშვიდად მიყურებს, თუმცა მის სახეზე ვერანაირ ემოციას ვერ ვკითხულობ, რაც ცოტა არ იყოს მაფიქრებს. წამის შემდეგ კი იცინის და ამბობს:
- მე და ლელა ამაზე ვზრუნავთ. - გოგოს თვალს უკრავს.
- ადრე, წლების წინ უფრო გამომდიოდა ეს. - სევდა კრთება ჩემი მეგობრის ხმაში. - ადრე უფრო ხშირად ვიყავით ერთად. ადრე ყველაფერი თითქმის იდეალურად იყო.
- მაშინ ისედაც კარგად ვიყავით. - ხელზე ხელს ვადებ ლელას. - ამაზე ზრუნვა დიდად არც გვჭირდებოდა.
- ყველაფერი უარესობისკენ იცვლება. - ხმაში ბზარი უჩნდება გოგოს, მაგრამ წამის შემდეგ მაინც იღიმის.
კალე მაგიდის ზედაპირს უყურებს. ინტერესით ვკვდები, ახლა ნეტავ რაზე ფიქრობს. მზერა თითქოს მშვიდი აქვს, მაგრამ ამ სიმშვიდის მიღმა დარწმუნებული ვარ, დიდი არეულობა ტრიალებს.
- ზრუნვა არასდროსაა ზედმეტი. ხანდახან მაშინ უფრო საჭიროა, როცა ადამიანი მის ნაკლებობას არ გაგრძნობინებს. - ამბობს ის, შემდეგ მზერა ლელაზე გადააქვს და ისევ თბილად უღიმის. სანამ რამეს ვიტყოდეთ, მობილური ურეკავს. საპასუხოდ დროებით გვტოვებს. მის მოხდენილ, ოდნავ გამომწვევ ნაბიჯებს თვალს ვადევნებ.
- ბედნიერი ხარ? - ჩემკენ იხრება ლელა და თვალებში მიყურებს. ვოხრავ და იდაყვებით მაგიდას ვეყრდნობი.
- ამ ყველა უბედურების და საშინელების ფონზე... მასთან მშვიდად ვარ, ლე. მყარი და ძლიერია. ჩემს დათრგუნულ და დაძაბულ გონებას რეალობის აღქმის უნარს უნარჩუნებს.
- შენ ის გჭირდება. თქვენს შორის უცნაური მუხტია. იცი, რომანტიკული წყვილი არ ხართ. ქიმია კი იგრძნობა, მაგრამ... ვერ გიხსნი. - ხელისგულებს შლის ლელა და თვალებს ფიქრიანად ატრიალებს. - აშკარაა, რომ თქვენს შორის კავშირია. კიდევ არის რაღაც ძალიან ცივი და რაღაც ძალიან ცხელი. მაგრამ გეუბნები, შენ ის გჭირდება. რაში - ამას უკვე თავად გაარკვევ.
- მჭირდება, - თავს ვუქნევ და მინის კარს მიღმა მდგარ კალეს ვავლებ თვალს. - ხანდახან მეშინია, ისეთი ძლიერია ეს გრძნობა.
- გიყვარს? - მაკვირდება ლელა. მე კი ვშეშდები. საკუთარი თავისთვის ეს შეკითხვა არასდროს დამისვამს. ახლა ვფიქრობ და ის ფაქტი, რომ პასუხი არ მაქვს, მანერვიულებს. - არ იცი, ხომ ასეა? - მკრთალად ეღიმება გოგოს და ლოყას ხელისგულს აყრდნობს. - მაპატიე, არ ვიცი რა უნდა გითხრა. ამ მხრივ გამოუცდელი ვარ. ხომ გახსოვს, შენც იქ იყავი, როცა ბექა დანახვისთანავე შემიყვარდა. - იცინის ლელა. იცინის ისე, თითქოს ბექა კარგად იყოს. თითქოს იქ, იმ გაყინულ ოთახში უმწეოდ არ იწვეს. ისე, თითქოს სადაცაა შემოვარდება და თავის მეორე ნახევარს რაიმე სიგიჟის ჩასადენად გაიტაცებს. იცინის, მაგრამ თვალები უქრება და უბნელდება. როგორც კი ყელში მოწოლილ ტკივილს ვგრძნობ, მაშინვე სუნთქვას ვიკრავ რომ ტირილი არ ამივარდეს.
საბედნიეროდ კალე მალევე მოდის და ორივეს მასზე გადაგვაქვს ყურადღება.
- უნდა წავიდე. ელენემ შეხვედრა დამინიშნა კლიენტთან. - ამბობს ის და თვალებს ჩემსა და ლელას შორის დაატარებს. სავარაუდოდ ხვდება, რომ მის გარეშე გაგრძელებული საუბარი არც ისე მსუბუქი იყო. - ლელა, დღეს საავადმყოფოში რჩები? - ეკითხება მოულოდნელად ის ჩემს მეგობარს. ლელა თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. კალე ჩემკენ იხრება და ყურში მეჩურჩულება. - რა უყვარს შენს მეგობარს? საჭმელს ვგულისხმობ.
- ცეზარი, პიცა... ცივი ჩაი... - ვეჩურჩულები მეც, მაგრამ ისეთი არეული ვარ, თავში სხვა არაფერი მომდის.
- მშვენიერია, ახლავე მოვალ. - ამბობს ხმამაღლა, ბართან მიდის და ცოტა ხანში პატარა მუყაოს შეყვრით ბრუნდება.
- ენერგეტიკული? - გაკვირვებულს ეცინება ლელას, როცა კალე მაგიდაზე სასმლის ქილას დგამს.
- ცივი ჩაი არ იყო. ყავას კი ეს გირჩევნია. ყავა მიყვარს, მაგრამ ამაზე საზიზღარი სასმელი არ არსებობს. თხევადი სიკვდილია. - ცხვირს მანჭავს კალე.
- როგორი სასტიკი ნათქვამია. - ეცინება ლელას.
- კიდევ დავრჩებოდი, მაგრამ სამსახურს როგორ შევუშალო ხელი სასიამოვნო საღამოს გაფუჭებაში?! – ირონიით სწევს ზემოთ წარბებს. - ლელა, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. - კალე გოგოს ხელს უწვდის, ისიც დაბნეული ღიმილით ართმევს.
- ჩემთვისაც, კალე.
- იმედია ერთმანეთს მალე შევხვდებით. - ბიჭი აშკარად მე მგულისხმობს, ისეთი თვალებით მიყურებს. მეცინება.
- მინიშნება მიღებულია. - ხელს ვწევ.
- დიდი მადლობა. - ლელა მორიდებით ანიშნებს მუყაოს შეკვრაზე.
- ეს მცირედია, ლელა. თითქმის უმნიშვნელო. საშინლად უმნიშვნელო. - ამბობს კალე ცოტა არ იყოს მოგუდული ხმით. შემდეგ ჩემკენ იხრება, ლოყაზე მკოცნის და გვემშვიდობება. ლელა სასიამოვნოდ გაოცებული ჩანს და წარბებაწეული, ღიმილით მიყურებს.
- მის სიურპრიზებზე იმუნიტეტი გამომიმუშავდა. უკვე აღარ ვიცი მასში რამდენი ადამიანია.
- ეგ გასაგებია. ახლა მთავარზე გადადი. რა ხდება, მირა?


მოგონება

***

2010 წელი, 1 ივლისი
მეხუთე დღე, ღამე

ტყეში დავბოდიალობთ და პიკნიკისთვის ადგილს ვარჩევთ. უფრო სწორად, არჩევენ. მე ისევ წყლის პირას ვარ, დილის სურნელს და კანზე დაჩის შეებას ვგრძნობ, რომლის კვალიც აქამდე დამრჩა. გაბრუებული და მოხიბლული ვარ. ალბათ შეყვარებულიც, მაგრამ ჯერ მხოლოდ მსუბუქ ფორმაში. გამუდმებით იმ ურთიერთობაზე მეფიქრება, რომელიც თბილისში განაგრძობს გაძლიერებას და ლამისაა, საკუთარი ფანტაზიებისგან ფრთები გამოვისხა.
თეონასა და ნატასგან გამუდმებით შენიშვნებს ვიღებ. მეუბნებიან, ასე ნუ იმჩნევ თავბრუ რომ გესხმის, ცოტა თავი დაიფასეო. ლელა პირიქით. რამდენჯერაც ფიქრებში წასულს და ღიმილიანს დამინახავს, იმდენჯერ მეხუტება და ენის ჩლიფინით სასიყვარული სიტყვებით მამხნევებს. ხანდახან ღრუბლებში აჭრილი ხელებს შლის და ჰაერში აწყობს ჩემი და დაჩის ქორწილს, თაფლობის თვის, ბავშვების, თავისი ნათლიაობის, ჩვენი სიბერის გეგმებს. მისი ხუმრობები სიფხიზლეს მინარჩუნებენ.
ტყის ჰაერი და სიმყუდროვე სრულიად განსხვავებულია. აქ ისე გრილა, ვერაფრით იფიქრებ, რომ წყალსაცავის სანაპიროებს მზე წვავს. მადაგახსნილი ბიჭები მწვადებს აშიშხინებენ. დროს საკმაოდ ხალისიანად ვატარებთ. სულ ორი დღეღა გვაქვს დარჩენილი და წასვლის მოლოდინი მასევდიანებს. ამიტომ მთელი მონდომებით ვიმახსოვრებ ჩემს მეგობრებთან ერთად ანანურში გატარებულ ყოველ წამს. ვერ ვანდობ ყველაფერს ფოტოაპარატს ან კამერას.
კოტეჯებში დაბრუნებულები ცოტა ხნით ვისვენებთ. შემდეგ კი, სანამ გოგოები მაღაზიაში მივდივართ სასუსნავისთვის, ბიჭები კოცონისთვის ფიჩხებს იმარაგებენ. ცხრა საათისთვის მეზობლებთან ერთად ცეცხლის გარშემო ვსხედვართ და ვბჭობთ, რა ვითამაშოთ. სანამ ბავშვები დისკუსიით არიან დაკავებულნი, მე კოცონს მიღმა მოსაუბრე მათესა და დაჩის ვაკვირდები. მათე რამდენჯერმე იჭერს ჩემს მზერას, მაგრამ არაფერს იმჩნევს. ბოლოს ეღიმება და თვალს მიკრავს. მისი ღიმილი კი კვლავ არ მომდის თვალში და ისევ მაფორიაქებს. მახსენდება, რომ მასთან რამდენიმე შეკითხვა მაქვს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მათზე პასუხებს ვერ მივიღებ. მათეს ვიცნობ, ჯიუტ მათეს.
მოულოდნელად ნატა გვაჩუმებს და ოფიციალურად აცხადებს, რომ სათამაშოდ „სიმართლე თუ მოქმედება“ გადაწყდა. გოგო გვერდით ოთოს და თენგოს მოტანილ არაყს იდგამს და თამაშსაც ვიწყებთ.
საკმაოდ ბევრი სიმართლე გამოდის სააშკარაოზე და საკმაოდ თამამი მოქმედებებით იფარგლებიან მონაწილეები. მე მიწევს ვაღიარო, რომ ბიჭს პირველად თექვსმეტი წლის ასაკში ვაკოცე. შემდეგ თეონა მეკითხება, ვინ მიყვარს ყველაზე მეტად ჩვენი „სასტავიდან“ და სიტუაციაც მძიმდება. ყველა თვალებში შემომყურებს მათეს გარდა, რომელიც კოცონს სულს უბერავს და თავი ისე უჭირავს, თითქოს შეკითხვაც არ მოესმინოს. ალბათ იცის, რომ თუ ამ შეკითხვას პასუხს გავცემ, ეს აუცილებად მათე იქნება. მაგრამ არ ვამბობ ბევრი მიზეზის გამო. ამიტომ ერთი ჭიქა არყის დალევა მიწევს, საშინლად ცხარე არყის, რომელიც კატასტროფულად სწრაფად მეკიდება. ბიჭი სიცილის შეკავებას ცდილობს, მაგრამ აწყდება თუ არა ჩემს დაბღვერილ მზერას, სახე ერთიანად უცინის. თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ, თუმცა მიხარია, რომ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის.
ამასობაში ბოთლს თეონა ატრიალებს, რომელიც ნატასთან ხვდება და გოგოც რა თქმა უნდა, სიმართლეს ირჩევს. თეონა ერთხანს ფიქრობს, შემდეგ კი შეკითხვას სვამს:
- რა არის შენი უკანასკნელი საიდუმლო?
ჯერ ვუფიქრდები, მაგრამ ნატას ისეთი ეშმაკური გამომეტყველებ აქვს, მაშინვე ყველაფერს ვხვდები. შეკითხვა აშკარად წინასწარაა შეთანხმებული.
- რა, და... ბიჭი მომწონს, რომელიც ახლა ჩვენს შორისაა. - ამბობს გოგო და რეაქციებს შეთქმულის მზერით აკვირდება. ვცდილობ, მაშინვე მათესკენ არ გამეცეს მზერა. გაოცების და „სახელი გვითხარის“ შეძახილები ალბათ მთელ ანანურს ესმის. ნატა რა თქმა უნდა, ინტრიგას ტოვებს და თამაშს ისე ვაგრძელებთ, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. დაჩის დროდადრო მესიჯები მოსდის. ალბათ ისევ თავის ტყუპისცალს ელაპატაკება. ხანდახან მეც მწერს, მაგრამ უმეტესად თვალებით ვკონტაქტობთ.
ცოტა ხნში ბოთლის დატრიალება ისევ მე მიწევს და იღბლით თუ ვარსკვლავების გათვლით, მათე მხვდება. ღმერთო! არ მინდა ასე საჯაროდ ვათქმევინო, მაგრამ შანსი მაქვს, სიგარეტის ამბავი გავიგო.
- სიმართლე თუ მოქმედება? - ვეკითხები ჩასაფრებული მზერით.
- მოქმედება. - ამბობს მათე და ცალყბად იღიმის, როცა ჩემს იმედგაცრუებულ ამოოხვრას ხედავს.
- ოო, მათე! - ვწუწუნებ და ერთხანს ვფიქრობ. იდეა! მაქვს იდეა! - ჯარგი, მე მინდა, რომ ჩემთან მოხვიდე და ყურში მითხრა, რატომ დაიწყე სიგარეტის მოწევა.
ბიჭს ღიმილი ნელ-ნელა უქრება და სახეზე ეტყობა, რომ გამოსავალს ეძებს. შემდეგ კი ამბობს:
- მე პას! - და არაყს სვამს. - ხომ გითხარი, რომ მნიშვნელოვანი არ იყო. - ისევ იბრუნებს გამარჯვებულის გამომეტყველებას და თვალს მიკრავს.
კარგი. მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ მალავს, თუ მნიშვნელოვანი არაა?!
თამაში გრძელდება, მაგრამ მე ყურადღებაგაფანტული ვარ. სულ ამაზე მეფიქრება. ნუთუ მათე მიხვდა ნატას მისდამი დამოკიდებულებას? ალბათ იგივეთი ვერ უპასუხებს და ამაზე ნერვიულობს? მიზეზი ესაა? მაგრამ თუ ესაა, ამას რატომ მიმალავს? ღმერთო, ისეთ თემებზე გვისაუბრია, ეს რატომ არ უნდა გამიმხილოს? ის-ისაა ფიქრებისგან ვთავისუფლდები, რომ ნატას დატრიალებული ბოთლის წვერი დაჩისკენ ჩერდება. სხეულზე ეკალი მაყრის და ლამისაა ვიყვირო. დარწმუნებული ვარ და ახლა უკვე გოგოს გამომეტყველებაც მოწმობს, რომ რაღაც ისეთს ამზადებს, რაც წინასწარ ჰქონდა გათვლილი.
- აბა? - ხელისგულებს ერთმანეთს აწებებს ნატა. - სიმართლე თუ მოქმედება?
დაჩი ორი წამით აპარებს ჩემკენ თვალებს და ცოტა ხანში ამბობს:
- მოქმედება.
- ჰმმ... - თვალებს უწვრილებს ნატა. როგორც ჩანს, გეგმები ჩაეშალა. მაგრამ მე მაინც ეკლებზე ვზივარ. როცა საქმე ნატას ეხება, ბოლომდე დარწმუნებული არაფერში ხარ. - ოქეი. მინდა, რომ იმ გოგოს აკოცო, რომელიც აქედან ყველაზე მეტად მოგწონს.
ღმერთო! მინდა, რომ თავი ხელებში ჩავრგო და ნატას მოკვლის იდეა გადავიფიქრო, მაგრამ ვერც ერთს ვახერხებ და ვერც მეორეს. ტუჩებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს, რომ გოგო აქვე არ შემომელანძღოს. მონაწილეები მომლოდინედ აჩერდებიან დაჩის. იმაზეღა ვოცნებობ, რომ ბიჭმა მოქმედება გამოტოვოს და არაყი დალიოს.
- ეგრეა ძმაო, ეგრე. აქ ყველა გოგო ლამაზია! - ხითხითებს ოთო და ჩვენებს თვალს ავლებს.
დაჩი თანხმობის ნიშნად თვალს უქნევს და ფეხზე დგება. ლამისაა გული საგულედან ამომიხტეს და დამტოვოს. ალბათ ათასჯერ მაციებს და მაყრის ტანზე ეკალს, სანამ ბიჭი ჩემამდე მოდის, გვერდით იმუხლებს და ლოყაზე მკოცნის. შემდეგ მიღიმის და თავის ადგილს უბრუნდება. მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ. შენიღბვას უკვე აზრი აღარ აქვს. უხერხულად ვუღიმი და ბავშვებს თვალს ვავლებ. ლელა მალულად ხაზავს ჰაერში თითებით გულს. ნატა თვალს მიკრავს, თეონა კი ტუჩებს ჩემკენ ბზიკავს. ბიჭები ცდილობენ არ შეიმჩნიონ და სიტუაციის განსამუხტად ათას იდიოტობას ხუმრობენ. მათე მუჭში მოქცეული ფიჩხის მტვრევას აგრძელებს. როცა ჩემს მზერას აწყდება, ჩერდება. ერთხანს შუბლშეკრული მიყურებს, შემდეგ მაინც მიღიმის და როგორც სჩვევია, თვალს მიკრავს. მაგრამ მე ისევ არ მომწონს მისი ღიმილი.



***

2010 წელი, 2 ივლისი
მეექსვე დღე, დილა

მსხლის ხეების ქვეშ ნეტარი სიგრილეა. თითქოს ტოტების ჩრდილს ვაკუუმი შეექმნას და შუა ზაფხულის ხვატს ახლოს არ იკარებდეს. ბალახში ჩამჯდარი ავენისის ხედს გავყურებ და ჰარმონიით ვტკბები. ბავშვები სუვენირების საყიდლად გზატკეცილზე არიან ასულები. მე და მათე დავრჩით. ახლა მას თავი ჩემს კალთაში უდევს და ხელში გვირილას ატრიალებს. მის რბილ, მოგრძო თმაში თითებს ვასრიალებ და ვცდილობ დავივიწყო ის, რომ ნატას საიდუმლო ვიცი და, რომ სიგარეტის საიდუმლოს გამო მასზე ნაწყენი ვარ. შეუძლებელია, ეს იდილია ვერაფრით გაფუჭდება.
ბიჭი გვირილას თეთრ ფურცლებს აცლის და თან ითვლის: " - გიყვარვარ, არ გიყვარვარ."
- ე, არ გიყვარვარ? - გაოცებული მიყურებს ქვემოდან.
- აქ და ამ წუთას ყველა და ყველაფერი მიყვარს. ასე, რომ დამშვიდდი. - მეცინება და გარემოდან შესრუტული ნეტარებისგან თვალებს ვხუჭავ.
- ასე უპირობოდ?
- აჰაამ.
- ანუ, მე და შოთას ძროხები შენთვის ერთ დონეზე ვართ?
- მათე! - თმას ვქაჩავ და სიცილი მიტყდება.
- თუ ასეა, ოდნავადც არ მიყვარხარ.
- ჰო აბა. იმას უფრო დავიჯერებ, რომ თმას შეიჭრი.
ბიჭი დანებების ნიშნად თავს აქნევს და ხელებს გულზე იწყობს.
- მათე...
- მმ...
- თმას ხომ არასოდეს შეიჭრი?
- გინდა, რომ რაპუნცელს დავემსგავსო? - იცინის. - არა, არ შევიჭრი.
- კარგი ბიჭი ხარ. - კმაყოფილს მეღიმება.
- არც ისე კარგი ვარ. - ამბობს ის და მის შეცვლილ ხმის ტემბრზე ვფხიზლდები. თვალებდახუჭილს ზემოდან დავყურებ
. - რატომ ამბობ ამას მათე...
- იდეალრი ხომ არავინაა... - მხრებს იჩეჩავს.
- მაგრამ შენ ეგ არ გიგულისხმია.
- ხო. - თვალებს ახელს, ფეხმორთხმით ჯდება და მიყურებს. - ცუდი ვარ, რადგან გუშინ ღამით ვიეჭვიანე. საშინლად ვიეჭვიანე, მირა.
ეს უცაბედად თავს დამტყდარი ინფორმაცია სუნთქვას მიკრავს. ბიჭს ვაშტერდები და არ ვიცი, რის თქმას ვაპირებ. ვგრძნობ, როგორ მეწვის ლოყები სირცხვილისგან, აფორიაქებისგან, ნერვიულობისგან.
- თითქმის ერთი წელია ვმეგობრობთ, - ხმა ოდნავ ურბილდება. - შენ იცი, რომ ძალიან მალე გახდი ჩემთვის მნიშვნელოვანი. მე კი ვიცი, რომ შენი საუკეთესო მეგობარი მე ვარ. ხოდა, ცუდი ვარ, რადგან ამის მიუხედავად, მაინც ვიეჭვიანე. ვეჭვიანობ ეს დღეებია.
- მათე... - არ მინდა ჩუმად ყოფნა. მინდა ვუთხრა, რომ ეჭვიანობა მას ცუდს არ ხდის. მაგრამ ის თავს აქნევს და მაწყვეტინებს.
- მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი დაჩისთან ურთიერთობა მწყინს. - ჩემს ხელს იღებს ის და თავის თითებში იქცევს. - არა, რა უფლება მაქვს ის მეწყინოს, რაც ბუნებრივია და რაც შენ გაბედნიერებს?! ვხედავ, რომ მოგწონთ ერთმანეთი. ვხედავ მის შენდამი დამოკიდებულებას და... მოკლედ, ეს კარგია, მაგრამ... - ხმაში კატეგორიულობა ეპარება მათეს. თვალებს უფრო დაჟინებით მაბჯენს და თითებსაც უფრო მჭიდროდ მაჭერს. - უნდა დამპირდე, რომ მე ყოველთვის ის მეგობარი ვიქნები შენთვის, რაც ახლა ვარ. უნდა დამპირდე, რომ ჩვენს შორის არაფერი შეიცვლება.
დაჭიმულ კუნთებს მოშვების უფლებას ვაძლევ. შვებით ვათავისუფლებ ფილტვებში გადამწვარ ჟანგბადს. ტუჩებსაც ვაძლევ ნებას გაიღიმონ. მათესკენ ვიხრები და ვეხვევი. ისიც ზურგზე მხვევს ხელებს და ბეჭებზე ჩამოშლილ თმას ეთამაშება.
- შენი შემცვლელი ჯერ არ დაბადებულა, მათათო. - ვეუბნები მას და მხარზე ვკოცნი. - და შენ რომ მიყვარხარ, ისე არასდროს არავინ მეყვარება. გპირდები.
ვგრძნობ, როგორ ოხრავს ბიჭი შვებით და ისიც მხარზე მკოცნის. რამდენიმე წამში კი მიშვებს და ეჭვით ცალ თვალს ჭუტავს.
- არც შოთას ძროხები?
- მათეე! - სიცილი მიტყდება და მუცელზე ხელებმიჭერილი ბალახზე ვგორდები.




***

2016 წელი 6 აგვისტო
საღამო

სახლისკენ მიმავალს საფიქრალი ერთმანეთში მერევა. იმდენი ფერის ძაფია ჩემ თვალწინ გაბმული და თან ისე გაუგებრად, რომ მათი განცალკევება მიჭირს.
ლელას მათეზე ვუამბე. ამაზე მისი რეაქცია დაახლოებით წარმოდგენილი მქონდა, მაგრამ იმან, რაც გოგომ მითხრა, გაოგნებული დამტოვა.
- ღმერთო, მირა! ბექას სიცოცხლეს გეფიცები, ვიცოდი. იმაში, რომ მათეს მხოლოდ მეგობრულად არ უყვარდი, ძალიან, ძალიან ადრე, თითქმის სათავეში დავრწმუნდი. მაგრამ იმას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ სიყვარულში გამოგიტყდებოდა და ამას ამდენი წელი დამალავდით. ღმერთო! - პირზე იფარებს თითებს ლელა და საკუთარ თავს ამ ამბის აღქმას აცდის. თვალებში ცრემლები უბრწყინავს. რა თქმა უნდა. ის ხომ მსგავს რომანტიკულ ამბებზე საშინლად გულჩვილი და ემოციურია. - მირა, - ჩემკენ იხრება ის და თვალებში მაჩერდება. - წარმოგიდგენია მაინც, რამხელა ძალასთან გაქვს საქმე? წარმოგიდგენია მაინც, მისი გრძნობა რამდენად ძლიერია?
- წარმომიდგენია და სწორედ ეს მაგდებს გამოუვალ მდგომარეობაში. ამას ვეღარ ვუძლებ, ლელა. ძალიან დავიღალე.
- მირა, არ გიფიქრია, რომ ის, რასაც შენ ეგოისტობას უწოდებ, შესაძლოა მათეს მიმართ საპასუხო გრძნობა იყოს? იქნებ ამ ფაქტს იმიტომ არ უშვებ, რომ ჯიუტად ხარ ჩაჭიდებული მათესთან მეგობრობას? ოდესმე გიცდია, მისთვის ისე შეგეხედა, როგორც მამაკაცისთვის? - უარის ნიშნად თავს ვაქნევ. - ცუდია, რადგან ახლა ეს ძალიან გაგიჭირდება. შენ ახლა კალე გყავს და დიდი დაფიქრება არ სჭირდება იმას, რომ ერთად კარგად ხართ.
ლელას სიტყვები განგაშის სიგნალივით ყვირიან ჩემს გონებაში. ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ და ახლაღა ვხვდები მიზეზს, თუ რატომ არ მიცდია მათესთვის სხვა თვალით შეხედვა. იმიტომ, რომ მას თავისი გრძნობებით არასდროს შევუწუხებივარ. მას არასოდეს უცდია ჩემი ყურადღების თავის სასარგებლოდ მიპყრობა. იცოდა ჩემი დამოკიდებულება მისდამი, აგრძელებდა მეგობრობას და სიყვარულს ისე ოსტატურად მალავდა, რომ ბოლოს მის გაქრობაშიც კი შემეპარა ეჭვი.
და ახლა? ახლა ყველაფერი ვიცი. მას ჩემგან დამალული აღარაფერი აქვს. ის მხოლოდ მეგობარი აღარაა. და უკვე არც ვიცი, ვინაა ჩემთვის. არ ვიცი, რას აპირებს მას შემდეგ, რაც მითხრა, ასეთს შემეჩვიეო. და არ ვიცი მე როგორ ვიქნები ჩემთვის სრულიად უცხო მათესთან. ერთადერთი, რაშიც სრულიად დარწმუნებული ვარ ისაა, რომ მისი დაკარგვის ისტერიკულად მეშინია.
- ნუ გეშინია, მირა. - ლელა ჩემკენ იხრება და ისე ძლიერად მეხვევა, რომ მის გულისცემასაც კი ვგრძნობ. - უმიზეზოდ არაფერი ხდება, არც ცუდი და არც კარგი. ბოლოს ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. დინებას მიყევი და გულს უსმინე. საწინააღმდეგოდ გაცურვა მხოლოდ დაგღლის და ფიქრის უნარს წაგართმევს. თუმცა, როცა საქმე გრძნობებთან გვაქვს, ბევრი ფიქრი ხელისშემშლელიც კია. არ ვიცი, მომავალს რა აქვს შენთვის დაგეგმილი, მაგრამ მე ყოველთვის შენთან ვარ და ეს არ დაგავიწყდეს.


***

სახლში მისულს თეონა არ მხვდება. ზარზე არ მპასუხობს, მოგვიანებით კი მესიჯით მატყობინებს, რომ სახლში წავიდა და ამ ღამით იქ დარჩება. უცნაურია, რადგან აფორიაქებული დავტოვე და დარწმუნებული ვარ, ერთი სული ჰქონდა, როდის ვილაპარაკებდით. თანაც, მას შემდეგ, რაც მიამბო, მიკვირს, მარტო რატომ რჩება. ვეუბნები, რომ დაბრუნდეს, მაგრამ უარზეა და მიუხედავად იმისა, რომ ვყოყმანობ, მაინც აღარ ვაცივდები.
ზაფხულის ცხელი საღამოსგან და ფიქრისგან დაღლილი წყალს ვივლებ. გონებაში ჯერ კიდევ ლელასთან საუბარი მიტრიალებს. ახლა ისე მინდა მათე აქ იყოს, თავი ჩემს კალთაში ედოს, მე კი მის რბილ გიშერივით შავ, მოზრდილ თმაში ვანებივრებდე თითებს... ამაზე ფიქრიც კი გულს მიკლავს, რადგან ვიცი, რომ ძველებურად აღარაფერი იქნება. ახლა რამდენჯერაც მათეს შევხედავ, მისი თვალები იმდენჯერ მეტყვიან, რომ ვუყვარვარ. მე კი საპასუხოდ არაფერი მექნება.
„ - ასეთს შემეჩვიე.“ - ჩამესმის მისი ნათქვამი და ლოყაზო მის კოცნას ვგრძნობ. გახსენებაზეც კი მთელს სხეულზე ჟრუანტელი მივლის და ვკრთები. ეს კიდევ უფრო მეტ ეკალს იწვევს ჩემს კანზე და შეშინებული თითებს მკლავებზე ვისვამ მათ გასაქრობად. მაგრამ გონებაში ისევ ჩნდება მათეს მსუბუქი, და თან მგრძნობიარე კოცნა. ერთხანს ვშეშდები და საკუთარ თავს ვეკითხები, რა ხდება. მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობ და მაშინვე მობილურს ვწვდები კალესთან დასარეკად.


***

ღამე
მობილურზე მოსული შეტყობინების ხმას გამოვყავარ ძილიდან. თვალებს ვიფშვნეტ და ჩემს გვერდით მწოლიარე, მძინარე კალეს ვავლებ თვალს. შემდეგ იდაყვს ვეყრდნობი და ტელეფონს ვიღებ. მესიჯი თეონასგანაა.
„ - მირა, მგონი ჩემს სახლში ვიღაცაა.“
შეშინებული ვხტები და ვგრძნობ, როგორ მაციებს.
- ღმერთო! - მცდება დაზაფრულს, საწოლიდან ვიწევი და მესიჯს მონუსხული დავყურებ. შეძახილზე კალეს ეღვიძება და ჩემკენ მოჭუტული თვალებით ბრუნდება.
- რა მოხდა, მირა? - მეკითხება ჩახლეჩილი ხმით.
მობილურს ვუწვდი და საწოლიდან ვდგები. კარადიდან ტანსაცმელს ვიღებ და სწრაფად ვიცვამ.
- ამის დედაც!.. - კალეც დგება და ერთხანს დაბნეული მიყურებს. - მიწერე, რომ პოლიციაში დარეკოს.
- ეს რომ მოეხერხებინა, მე ხომ არ მომწერდა? - ხმა მიკანკალებს.
- პირიქით, სადაც იმდენი შეძლო, რომ ტექსტი აკრიფა, დარეკავს კიდეც. - ამბობს კალე და მესიჯს თავად აგზავნის.
- მას რომ... ღმერთო, მას რომ რამე დაემართოს... - ხმა მიტყდება და თითებს პირზე ვიფარებ. თვალები ცრემლებით მევსება და ვეღარაფერს ვხედავ. კალე მხრებში მეჭიდება და გულზე მიკრავს.
- თავი ხელში აიყვანე, არაფერი მოუვა. ჩაიცვი, მალე მივიდეთ. შორს ცხოვრობს?
- არა.
- დამშვიდდი, კარგი? წავიდეთ და პოლიციაშიც დავრეკოთ.


***

სანამ ლიფტს მერვე სართულამდე ავყავართ, სული მელევა. გული საშინელებას მიგრძნობს, რადგან ამ ერთადერთი მესიჯის გარდა, თეონა აღარაფერს მწერს და არც ზარზე მპასუხობს. საკუთარ თავს ვწყევლი იმის გამო, რომ სახლში წამოსულს უკან დაბრუნება არ დავაძალე.
ლიფტიდან გამოვდივართ და თეონას სახლის კართან ვჩერდებით. კალე ხელით მანიშნებს, რომ დავიცადო. ტუჩებთან თითი მიაქვს და აყურადებს. შიგნით სიჩუმეა. ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო, მაგრამ ნერვებისგან გაყინული სხეული ერთიანად მიცახცახებს. კალე ფრთხილად სწევს ურდულს. კარი ღიაა და შიგნით ბნელა. ახლაღა ვუფიქრდები იმას, რომ უიარაღოდ ვართ და თავის დასაცავად ხელთ არაფერი გვაქვს. საკუთარ თავს კი ვერაფრით ვაიმედებ იმით, რომ შესაძლოა თეონას რაღაც მოეჩვენა. ამ შემთხვევაში ხომ ზარზეც მიპასუხებდა და მესიჯზეც.
კალე კარს აღებს და ჩუმად შედის შიგნით. მაფრთხილებს, რომ ცოტა ხნით გარეთ დავიცადო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის სიბნელეში უჩინარდება, მოუსვენრობა მიპყრობს და ის-ისაა მეც შევდივარ, რომ ოთახში შუქი ინთება. კალე ჩამრთველთან დგას.
- მგონი არავინაა. - ამბობს მაინც ჩუმად. ოთახს თვალს ვავლებ. აჩქარებული გულისცემა სუნთქვაში მიშლის ხელს. ვერ ვხვდები აქ რა ხდება.
- თეო! - ვყვირი და მოსაძებნად მისი საძინებლისკენ მივიწევ. კარს ვაღებ, მაგრამ იქ არავინაა. ის-ისაა ისევ დაძახებას ვაპირებ, რომ საიდანღაც ზმუილი მესმის. თითქოს ვიღაც ყვირის, მაგრამ რაღაც უშლის ხელს. ხმა მეორდება. უფრო გაბმულად. - თეონა! - ისევ ვეძახი და უკვე უკან ვბრუნდები, რომ გასროლის ხმა მესმის.
შეშინებული ვყვირი და ვხტები. ერთხანს ადგილს ვეყინები და ვუცდი, როდის გაივლის ყურებში გაბმული წივილი. შემდეგ მძიმედ ვადგამ ნაბიჯებს და სააბაზანოს ვუახლოვდები. კარში გაშეშებული კალე დგას და მონუსხულივით მისჩერებია ჩემს სახეგასისხლიანებულ მეგობარს.



პ.ს. ვინაიდან და რადგანაც ხვალ სამსახურიდან გვიან და თანაც განადგურებული მოვიდოდი და რედაქტირების თავი არ მექნებოდა, ახლა გამოვნახე დრო და... აქაა მერვე თავი... ვნახოთ, რას მოგცემთ ახალს...
შემდეგი თავი სიურპრიზების გარეშე კვირას დილით იქნება ;)

სხვათა შორის უშველებელი თავია ;დდდскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Hanibali

Nutuu dachia tavad is ertaderti vinc am yvelapers chadis

 



№2 სტუმარი Nats

Mdaaa dachistan unda ikos kavshorshi an mis tkupiscaltan

 



№3 სტუმარი 1234

ვაიმეე, გამისკდა გული!!! ვიცოდი რომ შემდეგი თეონა იქნებოდა :((( კალემ ზუსტად იცოდა თეონა როდის სად იყო და ამას აკონტროლებდა, თუმცა მირას გვერდით იყო კვლავ.. აღარ ვიცი ფა ვიფიქრო, კალე მკვლელი მგონია მაგრამ სულ ალიბი აქვს..
აი მირა მართლა გასაგლეჯია!!! როგორ გაუშვა თეონა, ან რატო მალავს ეს გოგო ყველაფერს.. მეოთხე ზარი შემოვიდაო და უმოქმედოდ არიან, ღმერთმანი... ძალიან მაღიზიანებს მირა, ახლა მაინც გამოცოცხლდეს იქნებ.
მოგონებები მეჩვენება თუ წინა თავისაა?
ძალიან მაგარი თავი იყო!!!!

 



№4 სტუმარი ია

კვირას დილით? ოოო არაააა ...ძაან გვიანია

 



№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

ბავშვებო მაპატიეთ... ნაწერო სხვა ვორდის ფაილიდან დავაკოპირე და იქ შეცდომით მქონდა მოგონება ჩამატებული, ხოდა წინა თავის მოგონება განმეორებულა... ახლა ჩავასწორე და თუ არ დაგეზარებად წარსულის ნაწილი თავიდან გადაიკითხეთ ;) ბოდიშით დისკომფორტისთვის <3

Hanibali
Nutuu dachia tavad is ertaderti vinc am yvelapers chadis

ვინ იცის ვინ იცის ;)

Nats
Mdaaa dachistan unda ikos kavshorshi an mis tkupiscaltan

დაჩისთან კავსირშია ის, რაც აწმყოში ხდება... დანარჩენს ნელ-ნელა გავიგებთ ;)

1234
ვაიმეე, გამისკდა გული!!! ვიცოდი რომ შემდეგი თეონა იქნებოდა :((( კალემ ზუსტად იცოდა თეონა როდის სად იყო და ამას აკონტროლებდა, თუმცა მირას გვერდით იყო კვლავ.. აღარ ვიცი ფა ვიფიქრო, კალე მკვლელი მგონია მაგრამ სულ ალიბი აქვს..
აი მირა მართლა გასაგლეჯია!!! როგორ გაუშვა თეონა, ან რატო მალავს ეს გოგო ყველაფერს.. მეოთხე ზარი შემოვიდაო და უმოქმედოდ არიან, ღმერთმანი... ძალიან მაღიზიანებს მირა, ახლა მაინც გამოცოცხლდეს იქნებ.
მოგონებები მეჩვენება თუ წინა თავისაა?
ძალიან მაგარი თავი იყო!!!!

კიი, მირა ცოტა გამაღიზიანებლად იქცვა, როცა ამდენ რამეს მალავს... ერთი თავიც და გამოჩნდება მის გონებაში მიზეზი, თუ რატომაც და ვინც შეიძლება აკეთებდეს ამ ყველაფერს... კი,კი, შეცდომით დავაკოპირე ნაწერი, მაგრამ ჩავასწორე და მოგონებას თუ თავიდან წაიკითავ გამიხარდება <3

ია
კვირას დილით? ოოო არაააა ...ძაან გვიანია

მაპატიე... ვერანაირად მოვიცლი მანამდე... მაქსიმუმ შაბათს ღამე, მაგრამ არ მგონია ((

 



№6 სტუმარი დროგონს

მე ასეთი რაღაც მგონია, რომ მათემ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა დაჩი თავის სამეგობროსთან ერთად და არ იცოდა მირამ ხოდა ყველამ ვინც იცოდა სამეგობროდან მათ დახოცვას იწყებს:)
პირველი ნატა იყო, რომელიც დაემუქრა ეტყოდა მირას ამას და შემდეგ უბრალოდ მიყვნენ დანარჩენები, რომლებმაც იციან რა მოხდა იმ საოცარ ზაფხულს:)
და ხო კიდევ პირველი თავის სიტყვები
"შენ ხომ გიყვარს, რომ გეხვეწებიან"
მათე მირას არ დასდევს და აი აქ ცოტა ვიჭედები და ვფქიობ, რომ დაჩიც გარეულია სამეგობროს სიკვდილში... იქნებ დაჩის უთხრა უარი თავის დროზე მირამ.
და თენგო? რა ჩუმი პიროვნებაა)))

 



№7  offline წევრი An-El

მართლაც მსუყე და დიდი თავი იყო ,უბრალოდ ისეთი მაგარია მაინც არ გყოფნის თავების მოცულობა :D აუუუ არმნდა რომ კალე აღმოჩნდეს ცივსისხლიანი მკვლელი, რაც შეეხება ამ დაბნეულ მირაა, რატო მალავს ასეთ სერიოზულ ეჭვებს და ფაქტებს ვინმემ ამიხსენით :D მეგობარს ან შეყვარებულს თუ არ უთხრა აბა სხვა ვინ ჯანდაბას ! ან თეომ ასეთი საშინელება მოუყვა თვითონ კი ადგა და მარტო დატოვაა, რითი ფიქრობს ეგ სულელი ,რომ მოეყოლა მისი ეჭვების და კაპიშონას ამბავი რაღაცას მოიფიქრიბდნენ და იქნებ აერიდებინა ეს ტრაგედია ;( ერთი სიტყვით საგონებელში ჩამაგდე რა :D გეეელიით რაც შეილება მალეეე

 



№8 სტუმარი სტუმარი თამო

ეს მირა ხან როგორ ნერვებს მიშლის თეონამ რა მოუყვა და ის კიდე წავიდა,იმის მაგივრად რო თითონაც სახლში დარჩენილიყო და მოეყოლა რა შეემთხვა.ზარებზე რო საუბრობდა თეონა სულ დამბურძგლა ეს რა იყო.ეგრეც ვიფიქრე რო შემდეგი თეონა იქნებოდა.მირა გადიოდა სახლიდან და რჩებოდა ეგ მარტო, ისე კი როგორც შეუთანხმდა კალეს ეგრევე მერე თეომ მოყვა ზარზე და ეგ ბოლო ზარიც მაშინ განხორციელდა.ვითომ კალეა მკვლელი?და ალიბი რო აქ უფრო სწორად ვითომ აქ ელენემ სამუშაო მომცა ამ შუა ღამეს და წავიდა მოაწყო თეოსთან ყველაფერი და მერე კი თითონვე შევიდა,თუმცა ის საიდან გაიგო რო თეო არ დარჩა მირასთან.საოცარი გოგო ხარ შენ ძალიან მომწონს ეს ისტორია.რა მოითმენს კვირამდე

 



№9 სტუმარი სტუმარი თეონა

სულ ამირიე აზრები ამ იურისტ ქალს. სიმართლე გითხრა ეჭვმიტანილი ერთი მყავს ისიც დაჩის ძმად წოდებული. მაგრამ ამის მეტი არაფერი გამაჩნია ხელმოსაჭიდი.
ახლა მთავარი რაც ამ თავის ბოლოს უცნაურად მომეჩვენა: თეონა ცოცხალი დახვდათ და ვიღაცამ მერე მოკლა თუ თავი მოიკლა? თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ ღმუილის ხმა ნიშნავს რომ დაბმული და პირაკრული იყო. მაგრამ ახლა ისიც მაინტერესებს შუქ ანთებულ ბინაში ვიღაცამ ისე ესროლა და გაიქცა კალემ ვერ დაინახა? თუ კალეს დანახვის შემდეგ მოიკლა თავი თვითონ თეონამ? ძალიან ჩახლართული სიტუაციაა.
თეონას ტელეფონი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. იქ იქნება მიზეზი თუ რატომ წავიდა სახლში თეონა. ვფიქრობ ვიღაცამ გაიტყუა.
იქნებ გაუმართლოს და თეონა გადარჩეს?!
არ შემიძლია არ ვთქვა რომ ოდნავადაც კი არ მომწონს მირა, ყველა ქალი პერსონაჟი მირჩევნია მას. არ იმსახურებს მათეს.
კალე კი ვერ გავიგე ვინაა? და სიმართლე გითხრა დიდად არ მესიმპატიურება. არის რაღაც მასში ისეთი რაც მაფრთხობს. თან მისი მინიშნება წარსულზე. კალე ცუდი პერსონაჟია. მაგრამ რამდენად მკვლელი ჯერ არ ვიცი. ალიბი აქვს, ამჯერად მყარი.
მინდა გამოვთქვა აზრი თენგოს შესახებ. ძალიან უჩინარი მეგობარია. თითქმის შეუმჩნეველი და რატომღაც თითქმის ყოველთვის საეჭვო სიტუაციებში.
რაც შეეხება მათეს. ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს. არ მინდა მოკვდეს.
და მთელი გულით გთხოვ არ მოკლა ლელა. ყველაზე კარგი ადამიანია. ყველაზე დადებითი პერსონაჟი და პლიუს მიხვედრილი.

რატომღაც მგონია მკვლელი აჩქარდა. დარეკვიდან მეორე დღეს თუ ხდებოდა მკვლელობები, ახლა იმავე საღამოს ჩაიდინა. რატომ? რატომ? მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს. იმიტომ რომ მირამ არასაჭირო ადამიანთან გაამხილა ეგ ინფორმაცია კალესთან. ან თეონამ მოუყვა კიდევ ვინმეს მირას გარდა იმ დღეს და აი შედეგიც. ეს კი იმაზე მიანიშნებს რომ მკვლელი მაინც არ არის მარტო. თუ ძაან სასწაულები ვწერე არ შეიმჩნიო:))
შენ რომ მიყვარხარ იცი. ხოდა ფეისზეც მოგძებნი წავალ❤️ კვირამდე სული გამძვრება :D

 



№10 სტუმარი 1234

მოგონებებს ვკიითხულობდი ახლა და უცდბ მთელი თავი თავიდან წავიკითხე :დდ <3
და რაღაც შევნიშნე, მგონი მკვლელობა მოწყობილია. ისე იყო დამონტაჟებული იარაღი რომ კარის შეხსნისას მოხდა გასროლა, ანუ კალემ "შემთხვევით" მოკლა. ძაან არ ვფანტაზიობ იმედია:დდდ ისე კალემ საეჭვოდ კარგად იპოვა ჩამრთველიც და საანაზანოც.
მაგრამ თეონამ როცა მიწერა მირას აქ ვიღაც არისო, კალე მირასთან ერთად იყო :/ საინტერესოა თეომ ვინმე დაინახა თუ მკვლელმა კვალი დატოვა და ამის გამო მიწერა.
კვირამდე როგორ მოვითმინოთ:((

 



№11 სტუმარი Tiko

Kale iq ver moklavda teonas imitom rom mirac iq iyo, tu mokvla undoda ise moklavda ro mira azrzec ver movidoda. Tu kalea mkvleli da dzalian ar minda is iyos mashin marto ar moqmedebs. Yvelapris sawyisi ki is zapxulia.

 



№12  offline მოდერი abezara98

აბა, ახლა აღიარეთ რა ჩაიდინეთ ანანურში ბაღნებო! hushed აშკარად ყველაფრის თავი და თავი მანდ დაიწყო. მკვლელს რომ თანამზრახველი ჰყავს, მაგაზე უკვე მეც დავეჭვდი anguished შემდეგი ლელაა, არა? რა ვქნა, ძალიან არ მომეწონა კალემ საჭმელი და ენერგეტიკული რომ უყიდა confused თავიდამ კალე თუ მომწონდა, ახლა ნაკლებად. რაღაც უკვე ზედმეტად ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს ჩემში dizzy_face და, რა თქმა უნდა, სააბაზანოს კარი კალემ გამოხსნა, სადაც თეონა იყო დამწყვდეული. ახლა ის მითხარი, კალემ გაისროლა თუ მკვლელს ჰქონდა დამონტაჟებული მექანიზმი, რომელიც კარის გამოღებისთანავე გაისროდა და მოკლავდა თეონას? ანუ, რა გამოდის, თეონამ დაინახა მკვლელის სახე, იცნო, იცოდა ვინც იყო და მოკლეს. რა ვუყო, ყველაზე დიდი ეჭვი უკვე კალეზე მაქვს confused ისიც კი ვიფიქრე, შეიძლება დაჩის ძმა იყოს და მის გამო დაიწყო ეს შურისძიება-მეთქი sweat_smile ნუ, ჯერ ვერ ვხვდები, დაჩის რა დაუშავეს ამათ, მაგრამ მაინც open_mouth
მოკლედ, ძალიან ბევრი კითხვა დამიტოვე და არ ვიცი, კვირამდე როგორ უნდა გავძლო heart_eyes მოუთმენლად გელოდები heart_eyes heart_eyes

 



№13 სტუმარი Tiko

Da yvelaze saintereso icit ra aris? Nakawrebi marto miras da mates ro aqvt? Mira sheashina, matec ar mokla, ase mgonia es ori shemoitava ragacistvis. Paqtia ro mkvlelobebi kales gamochenis shemdeg, daiwyo.sheidzleba sulac dachia shecvlili saxit da amitomac izidavs miras ase dzalian.

 



№14 სტუმარი სტუმარი Nika

Au dachi ro iyos shecvlili saxit yvelaze upantazio ram gamova rac ki odesme wamikitxavs :D da imedia egre ar chagvabandzeb :D :D
Dzma mec mgonia da isic mgonia, marto araa mkvleli da kaleze rato gijdebit mkvlelic, rom ar iyos mainc ar momwons eg bichi...
Mira dzalian idioti gamogyavs ai dzalian da isic mgonia dzalian male aviwydebat megobrebi, dzalian male kavdebian sexyt, male kavdebian siyvarulebit, sicil-kiskisit da cudia... ertinmegobari ro damegupos gadavyvebi da 3????
da mainc esti suleli rogor unda darche da rogor unda ji maobde vigacastan...
karoche mira magari debili personaji gyavs :D
mates titi ar daedos da dalshe dauxociat yvelas yvelaperi, gavpidarssti mag bichis gamo :D :D :D

 



№15  offline წევრი ჟიზელი

ვანილო, ხომ გითხარი არა? აზრები ორად იყოფა ისევ და ისევ,ამ თავის შემდეგაც კი. იმიტომ ,რომ შენ ხარ ძალიან მაგარი გოგო.
მკვლელზე აღარ დავიწყებ საუბარს ენიმორ,ჩემი სათქმელი კი ვთქვი უკვე :დ
მირაზე მინდა ახლა საუბარი,იმიტომ , რომ სულ მილანძღავენ ამ გოგოს.
თქვენ რომ იყოთ ადამიანი,რომელსაც წარსულში ბიჭი უყვარდა,რომელსაც რაღაც ცუდი შეემთხვა,წარმოიდგინეთ რა ტრამვა გექნებოდათ(თუნდაც ლელა რა დღეშია). ამას მოსდევს ბექას ისეთი ავარია და ლელას ისეთი მდგომარეობა,რომ ფსიქიკაზე უარესს უმატებს ეს ყველაფერი, მერე ნატას გვამს ზემოდან ეცემა და მთლიანად სისხლში ითხვრება, არაფერი აღარ უნდა დედამიწაზე ისეთ შოკშია,კოშმარები ესიზმრება და ყველაზე ეჭვი მიაქვს, გამოჩნდა ბიჭი ,რომელიც თავბრუს ახვევს ძალიან ადვილად,რადგან მირა უბრალოდ გაცამტვერებული და ამ ტრაგედიებისგან უსაზღვროდ მოშვებულია, მერე ოთო კვდება და იმისი უსულო სხეულიც მის გონებაში მწარედ იჭედება და კიდევ უფრო იფიტება საღი აზრებისგან, მერე ბიჭი ,რომელიც ყველაფერზე და ყველაზე მეტად უყვარს,ეჭვს უჩენს და არ თქვათ ეჭვი როგორ შეეპარაო,როცა ბევრი დეტალი კინაღამ მათეს ადებს ხელს, ამ ფსიქიკით რომ არ მივარდა და არ უღრიალა მკველოვო, ეგეც კი მიკვირს მე. მერე აცნობიერებს რა მდგომარეობამდე მივიდა,რომ მათეზეც კი იეჭვა და ეს უარესს უკეთებს მის უკვე განადგურებულ პიროვნებას. ამბობთ,რატომ მალავს და არავის ეუბნებაო, ეგ დებილიო და თეონამ ვინმეს უთხრა იმ ზარების შესახებ,სანამ მეოთხედაც არ დარეკეს? არა !!! ვერ ლაპარაკობენ,რადგან გონიათ, რომ არავინ დაუჯერებს და ჩათვლიან ,რომ ზედმეტი ცუდი ამბების გამო ჭკუიდან გადაცდა. თენგო რომ ლელასიდან წამოსული ტელეფონში იყურება შუბლშეკრული ,ვფიქრობ რომ მკვლელი მაგასაც კარგა გვარიანად ეკაიფება,დააჯდა სიკვდილის ბუზი,მაგრამ ვიმედოვნებ აფრინდება :დ ისე მირამ თეონას ბევრი ეხვეწა, გამობრუნდიო,მაგრამ გოგომ დაინიჟა არაო და რა ექნა,ძალით წამოეთრია ზრდასრული ადამიანი?
და რაც შეეხება იმას,რომ მათეს გრძნობებს ვერ იზიარებს,დავიჯერო არ გყოლიათ ვინმე,ვისაც უყვარდით და თქვენ ვერ შეგიხედავთ მისთვის,როგორც ბიჭისთვის? უბრალოდ მირამ თავიდანვე მეგობრად ჩათვალა მათე და ამ სტატუსს ვერ ცდება,რადგან მათე თავზე არ ახვევს მის გრძნობებს და კინაღამ ეგონა კიდეც,რომ ბიჭს გადაუარა. ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ,რომ მსგავსი რამე ძალიანაც რომ ადამიანური მოვლენაა. მირა ცუდი გოგო ნამდვილად არაა, სხვა შემთხვევაში მათესნაირი უკარგესობა და უსაყვარლესობა როგორმე გადაიყვარებდა 8 წლის მანძილზე. ანუ იმის თქმა მინდა,რომ მსგავს სიტუაციაში სანამ არ ჩავარდებით, მანამდე არ ლანძღოთ. ქვა იმან ესროლოსო,ვინც....

 



№16 სტუმარი Tiko

სტუმარი Nika
Au dachi ro iyos shecvlili saxit yvelaze upantazio ram gamova rac ki odesme wamikitxavs :D da imedia egre ar chagvabandzeb :D :D
Dzma mec mgonia da isic mgonia, marto araa mkvleli da kaleze rato gijdebit mkvlelic, rom ar iyos mainc ar momwons eg bichi...
Mira dzalian idioti gamogyavs ai dzalian da isic mgonia dzalian male aviwydebat megobrebi, dzalian male kavdebian sexyt, male kavdebian siyvarulebit, sicil-kiskisit da cudia... ertinmegobari ro damegupos gadavyvebi da 3????
da mainc esti suleli rogor unda darche da rogor unda ji maobde vigacastan...
karoche mira magari debili personaji gyavs :D
mates titi ar daedos da dalshe dauxociat yvelas yvelaperi, gavpidarssti mag bichis gamo :D :D :D

Ubralod varaudi gamovtqvi ro yvelaperi sheidzleba moxdes, chabandzeba da ase shemdeg ra shuashia?

 



№17  offline ახალბედა მწერალი lullaby

[quote=დროგონს]მე ასეთი რაღაც მგონია, რომ მათემ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა დაჩი თავის სამეგობროსთან ერთად და არ იცოდა მირამ ხოდა ყველამ ვინც იცოდა სამეგობროდან მათ დახოცვას იწყებს:)
პირველი ნატა იყო, რომელიც დაემუქრა ეტყოდა მირას ამას და შემდეგ უბრალოდ მიყვნენ დანარჩენები, რომლებმაც იციან რა მოხდა იმ საოცარ ზაფხულს:)
და ხო კიდევ პირველი თავის სიტყვები
"შენ ხომ გიყვარს, რომ გეხვეწებიან"
მათე მირას არ დასდევს და აი აქ ცოტა ვიჭედები და ვფქიობ, რომ დაჩიც გარეულია სამეგობროს სიკვდილში... იქნებ დაჩის უთხრა უარი თავის დროზე მირამ.
და თენგო? რა ჩუმი პიროვნებაა)))[/quote]
ხოოო მრავალმხრივი ეჭვები გქონია, თუმცა რომელიმე სიმართლეს თუ ეესაბამება ვერ გეტყვი... იქნებ მეცხრე თავმა უფრო ახლოს მიგიყვანოს სინამდვილესთან ;)

[quote=An-El]მართლაც მსუყე და დიდი თავი იყო ,უბრალოდ ისეთი მაგარია მაინც არ გყოფნის თავების მოცულობა :D აუუუ არმნდა რომ კალე აღმოჩნდეს ცივსისხლიანი მკვლელი, რაც შეეხება ამ დაბნეულ მირაა, რატო მალავს ასეთ სერიოზულ ეჭვებს და ფაქტებს ვინმემ ამიხსენით :D მეგობარს ან შეყვარებულს თუ არ უთხრა აბა სხვა ვინ ჯანდაბას ! ან თეომ ასეთი საშინელება მოუყვა თვითონ კი ადგა და მარტო დატოვაა, რითი ფიქრობს ეგ სულელი ,რომ მოეყოლა მისი ეჭვების და კაპიშონას ამბავი რაღაცას მოიფიქრიბდნენ და იქნებ აერიდებინა ეს ტრაგედია ;( ერთი სიტყვით საგონებელში ჩამაგდე რა :D გეეელიით რაც შეილება მალეეეთავების მოცულობა გათვლილი მაქვს ინაარსის მიხედვით, ამიტომ ვერც გავზრდი და ვერც ევამცირებ, თუმცა მიხარია,მ რომ ასეთი ინეტერესი გაქვს და სიდიდე მაინც არაა საკმარისი... ^^
მირას რაც შეეხება- ეჭვებს მალავს, იმიტომ, რომ ეშინია მცდარი არ აღმოჩნდეს და ასეთ დაძაბულ სიტუაციაში უარესად არ შეაშინოს მეგობრები... თანაც, მათესთან აღარ აქვს ისეთი ურთიერთობა, როგორც ადრე. თვითონ მირაც ძალიან დაბნეიული და არეული გოგოა. გამოფხიზლდება. შეიძლება გვიან იყოს, მაგრამ მიხვდება რაც ხვდება და მეგობრებსაც ეტყვის...

[quote=სტუმარი თამო]ეს მირა ხან როგორ ნერვებს მიშლის თეონამ რა მოუყვა და ის კიდე წავიდა,იმის მაგივრად რო თითონაც სახლში დარჩენილიყო და მოეყოლა რა შეემთხვა.ზარებზე რო საუბრობდა თეონა სულ დამბურძგლა ეს რა იყო.ეგრეც ვიფიქრე რო შემდეგი თეონა იქნებოდა.მირა გადიოდა სახლიდან და რჩებოდა ეგ მარტო, ისე კი როგორც შეუთანხმდა კალეს ეგრევე მერე თეომ მოყვა ზარზე და ეგ ბოლო ზარიც მაშინ განხორციელდა.ვითომ კალეა მკვლელი?და ალიბი რო აქ უფრო სწორად ვითომ აქ ელენემ სამუშაო მომცა ამ შუა ღამეს და წავიდა მოაწყო თეოსთან ყველაფერი და მერე კი თითონვე შევიდა,თუმცა ის საიდან გაიგო რო თეო არ დარჩა მირასთან.საოცარი გოგო ხარ შენ ძალიან მომწონს ეს ისტორია.რა მოითმენს კვირამდე[/quote]
მირა ყველას ნერვებს გიშლით, არადა რულიად ბუნებრივია, ადამიანი ვერ ხვდებოდეს რაღაცებს და შეცდომებსაც უშვებდეს :დდ გინდ მოშტერო დაარქვით ასეთს და გინდ სულელი :დდ ამ ეტაპზე, როგორც ჩან კალესკენ იხრები, მიუხედავად ალიბისა ხო? :დდ არ ვიცი რანაირად გაგცე პასუხი.., ეჭვმიტანილებზე ვერ ვისაუბრებ ხო ხვდები? :დდ ^^ მადლობა დიდი რომ მოგწონს ^^

[quote=სტუმარი თეონა]სულ ამირიე აზრები ამ იურისტ ქალს. სიმართლე გითხრა ეჭვმიტანილი ერთი მყავს ისიც დაჩის ძმად წოდებული. მაგრამ ამის მეტი არაფერი გამაჩნია ხელმოსაჭიდი.
ახლა მთავარი რაც ამ თავის ბოლოს უცნაურად მომეჩვენა: თეონა ცოცხალი დახვდათ და ვიღაცამ მერე მოკლა თუ თავი მოიკლა? თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ ღმუილის ხმა ნიშნავს რომ დაბმული და პირაკრული იყო. მაგრამ ახლა ისიც მაინტერესებს შუქ ანთებულ ბინაში ვიღაცამ ისე ესროლა და გაიქცა კალემ ვერ დაინახა? თუ კალეს დანახვის შემდეგ მოიკლა თავი თვითონ თეონამ? ძალიან ჩახლართული სიტუაციაა.
თეონას ტელეფონი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. იქ იქნება მიზეზი თუ რატომ წავიდა სახლში თეონა. ვფიქრობ ვიღაცამ გაიტყუა.
იქნებ გაუმართლოს და თეონა გადარჩეს?!
არ შემიძლია არ ვთქვა რომ ოდნავადაც კი არ მომწონს მირა, ყველა ქალი პერსონაჟი მირჩევნია მას. არ იმსახურებს მათეს.
კალე კი ვერ გავიგე ვინაა? და სიმართლე გითხრა დიდად არ მესიმპატიურება. არის რაღაც მასში ისეთი რაც მაფრთხობს. თან მისი მინიშნება წარსულზე. კალე ცუდი პერსონაჟია. მაგრამ რამდენად მკვლელი ჯერ არ ვიცი. ალიბი აქვს, ამჯერად მყარი.
მინდა გამოვთქვა აზრი თენგოს შესახებ. ძალიან უჩინარი მეგობარია. თითქმის შეუმჩნეველი და რატომღაც თითქმის ყოველთვის საეჭვო სიტუაციებში.
რაც შეეხება მათეს. ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს. არ მინდა მოკვდეს.
და მთელი გულით გთხოვ არ მოკლა ლელა. ყველაზე კარგი ადამიანია. ყველაზე დადებითი პერსონაჟი და პლიუს მიხვედრილი.

რატომღაც მგონია მკვლელი აჩქარდა. დარეკვიდან მეორე დღეს თუ ხდებოდა მკვლელობები, ახლა იმავე საღამოს ჩაიდინა. რატომ? რატომ? მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს. იმიტომ რომ მირამ არასაჭირო ადამიანთან გაამხილა ეგ ინფორმაცია კალესთან. ან თეონამ მოუყვა კიდევ ვინმეს მირას გარდა იმ დღეს და აი შედეგიც. ეს კი იმაზე მიანიშნებს რომ მკვლელი მაინც არ არის მარტო. თუ ძაან სასწაულები ვწერე არ შეიმჩნიო:))
შენ რომ მიყვარხარ იცი. ხოდა ფეისზეც მოგძებნი წავალ❤️ კვირამდე სული გამძვრება :D[/quote]

ეჭვმიტანილია დაჩის ძმა :დდ შესაძლოა ;)

კი, თეონა ცოცხალი იყო, როცა მირა და კალე მივიდნენ მის სახლში. გოგო არავის მოუკლავს (იმ წუთას ყოველ შემთხვევაში). იარაღი იყო მოწყობილი ისე, რომ კარის შეღებისას გაისროდა. თეონა დაბმული და პირაკრული იჯდა. და სამწუხაროდ ვერ გაუმართლა :დ მის მობილურში კი, გატყუები მიზეზი არა, მაგრამ სხვა რაღაც არის...

ხოო... კალეც არ მოგწონს მირასთან ერთად... კაი წყვილია ხო? :დდ კი, კალეს მყარი ალიბები აქვს ყოველთვის, მაგრამ საკმარისია ეს ალიბები? ვინ იცის ;დდ მათეს და ლელას რაც შეეხებათ :დდ არ ვიცი, მიჭირ ისე საუბარი პერსონაჟებზე, რომ რამე არ წამომცდეს, ასე რომ თავს სევიკავებ, სორი :დდ

ხოო, მკვლელი აჩქარდა, რადგან ამის მიზეზი ჰქონდა... კი ჩამოთვალე რამდენიმე მათგანი, მაგრამ სამწუხაროდ უნდა დავაიგნორო ეგეც :დდ თუმცა იმართლე გითხრა, მკვლელს სულ არ აინტერეებს როდის და ვინ იქნება შემდეგი... ;) :დდ

მიდი შეგიძლია მომძებნო... გელი ფბზე ;) <3


[quote=1234]მოგონებებს ვკიითხულობდი ახლა და უცდბ მთელი თავი თავიდან წავიკითხე :დდ <3
და რაღაც შევნიშნე, მგონი მკვლელობა მოწყობილია. ისე იყო დამონტაჟებული იარაღი რომ კარის შეხსნისას მოხდა გასროლა, ანუ კალემ "შემთხვევით" მოკლა. ძაან არ ვფანტაზიობ იმედია:დდდ ისე კალემ საეჭვოდ კარგად იპოვა ჩამრთველიც და საანაზანოც.
მაგრამ თეონამ როცა მიწერა მირას აქ ვიღაც არისო, კალე მირასთან ერთად იყო :/ საინტერესოა თეომ ვინმე დაინახა თუ მკვლელმა კვალი დატოვა და ამის გამო მიწერა.
კვირამდე როგორ მოვითმინოთ:(([/quote]

არფანტაზიორობ ჩემო კარგო, იარაღს რაც შეეხება ზუსტად მასე იყო ყველაფერი და მეცხრე თავში ნახავ კიდეც... ;) ყოჩაღ ;) დანარჩენს რაც ეეხება, მაგას ვკითხულობ და ჩუმად ვარ, თუმცა მიხარია ძალიან შენი ეჭვების წაკითხვა ;) <3

[quote=Tiko]Kale iq ver moklavda teonas imitom rom mirac iq iyo, tu mokvla undoda ise moklavda ro mira azrzec ver movidoda. Tu kalea mkvleli da dzalian ar minda is iyos mashin marto ar moqmedebs. Yvelapris sawyisi ki is zapxulia.[/quote]
[quote=Tiko]Da yvelaze saintereso icit ra aris? Nakawrebi marto miras da mates ro aqvt? Mira sheashina, matec ar mokla, ase mgonia es ori shemoitava ragacistvis. Paqtia ro mkvlelobebi kales gamochenis shemdeg, daiwyo.sheidzleba sulac dachia shecvlili saxit da amitomac izidavs miras ase dzalian.[/quote]

პირრველ კომენტარს რაც შეეხება მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კი, ყველაფერი იმ ზაფხულს დაიწყო და დამთავრდა კიდეც...კალეზე ეჭვებიც საფუძვლიანია....
აი ნაკაწრები კი... სათაური "ნაკაწრები" უმეტესად სულიერ ნაკაწრებ გულისხმობს, თუმცა კი, ფიზიკურიც საკმარისადაა ისტორიაში... ასე,რომ უყოყმანოდ გეტყვი ორ რამეს... მირას ყელის და მათეს მუცლის ნაკაწრი ამასთან კავშირში არაა და არც სახეშეცვლილი დაჩი შეგვხვდება ისტორიაში ;)

[quote=სტუმარი Nika]Au dachi ro iyos shecvlili saxit yvelaze upantazio ram gamova rac ki odesme wamikitxavs :D da imedia egre ar chagvabandzeb :D :D
Dzma mec mgonia da isic mgonia, marto araa mkvleli da kaleze rato gijdebit mkvlelic, rom ar iyos mainc ar momwons eg bichi...
Mira dzalian idioti gamogyavs ai dzalian da isic mgonia dzalian male aviwydebat megobrebi, dzalian male kavdebian sexyt, male kavdebian siyvarulebit, sicil-kiskisit da cudia... ertinmegobari ro damegupos gadavyvebi da 3????
da mainc esti suleli rogor unda darche da rogor unda ji maobde vigacastan...
karoche mira magari debili personaji gyavs :D
mates titi ar daedos da dalshe dauxociat yvelas yvelaperi, gavpidarssti mag bichis gamo :D :D :D[/quote]

არა დამვიდდი, თქვენს ჩაბანძებას არ ვაპირებ ;დდ
ხო, ძმაზე ბევრი ეჭვობს და თან არც უმიზეზოდ, ასე, რომ შენც შეგიძლია... მარტოა თუ არა ამას მოგვიანებით ნახავ ;)
მირას რაც შეეხება... ქვემოთ ჟიზელმა დაწერა ყველაფერი, რის თქმასაც შენთვის ვაპირებდი,ამიტომ გადაიკითხე... ადამიანები ვართ... ვეგუებით ყველაფერს და ვაგრძელებთ ცხოვრება ტკივილით. დაიგნორებას ვცდილობთ და იმედი გვაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება და გაივლის. მართალია, მირა არაა ჩვეულებრივ სიტუაციაში, მაგრამ, კაი, იყოს დებილი... პერსონაჟები კი არა, რეალური ადამიანები იქცევიან დებილურად და დიდი ამბავი ეს გოგო ვერ იყოს... თუმცა გამართლება აქვს. მაგრამ შენ გაქვს სრული უფლება არ მოგწონდეს რააც აკეთებს....
ბოლო ნაწილზე კარგად ვიცინე :დდდდდდდდდ ვნახოთ, ვნახოთ :დდ რატო მოგეწონა მათე. ის არ კიკისებს და არ კავდება სექსით? :დდ

[quote=ჟიზელი]ვანილო, ხომ გითხარი არა? აზრები ორად იყოფა ისევ და ისევ,ამ თავის შემდეგაც კი. იმიტომ ,რომ შენ ხარ ძალიან მაგარი გოგო.
მკვლელზე აღარ დავიწყებ საუბარს ენიმორ,ჩემი სათქმელი კი ვთქვი უკვე :დ
მირაზე მინდა ახლა საუბარი,იმიტომ , რომ სულ მილანძღავენ ამ გოგოს.
თქვენ რომ იყოთ ადამიანი,რომელსაც წარსულში ბიჭი უყვარდა,რომელსაც რაღაც ცუდი შეემთხვა,წარმოიდგინეთ რა ტრამვა გექნებოდათ(თუნდაც ლელა რა დღეშია). ამას მოსდევს ბექას ისეთი ავარია და ლელას ისეთი მდგომარეობა,რომ ფსიქიკაზე უარესს უმატებს ეს ყველაფერი, მერე ნატას გვამს ზემოდან ეცემა და მთლიანად სისხლში ითხვრება, არაფერი აღარ უნდა დედამიწაზე ისეთ შოკშია,კოშმარები ესიზმრება და ყველაზე ეჭვი მიაქვს, გამოჩნდა ბიჭი ,რომელიც თავბრუს ახვევს ძალიან ადვილად,რადგან მირა უბრალოდ გაცამტვერებული და ამ ტრაგედიებისგან უსაზღვროდ მოშვებულია, მერე ოთო კვდება და იმისი უსულო სხეულიც მის გონებაში მწარედ იჭედება და კიდევ უფრო იფიტება საღი აზრებისგან, მერე ბიჭი ,რომელიც ყველაფერზე და ყველაზე მეტად უყვარს,ეჭვს უჩენს და არ თქვათ ეჭვი როგორ შეეპარაო,როცა ბევრი დეტალი კინაღამ მათეს ადებს ხელს, ამ ფსიქიკით რომ არ მივარდა და არ უღრიალა მკველოვო, ეგეც კი მიკვირს მე. მერე აცნობიერებს რა მდგომარეობამდე მივიდა,რომ მათეზეც კი იეჭვა და ეს უარესს უკეთებს მის უკვე განადგურებულ პიროვნებას. ამბობთ,რატომ მალავს და არავის ეუბნებაო, ეგ დებილიო და თეონამ ვინმეს უთხრა იმ ზარების შესახებ,სანამ მეოთხედაც არ დარეკეს? არა !!! ვერ ლაპარაკობენ,რადგან გონიათ, რომ არავინ დაუჯერებს და ჩათვლიან ,რომ ზედმეტი ცუდი ამბების გამო ჭკუიდან გადაცდა. თენგო რომ ლელასიდან წამოსული ტელეფონში იყურება შუბლშეკრული ,ვფიქრობ რომ მკვლელი მაგასაც კარგა გვარიანად ეკაიფება,დააჯდა სიკვდილის ბუზი,მაგრამ ვიმედოვნებ აფრინდება :დ ისე მირამ თეონას ბევრი ეხვეწა, გამობრუნდიო,მაგრამ გოგომ დაინიჟა არაო და რა ექნა,ძალით წამოეთრია ზრდასრული ადამიანი?
და რაც შეეხება იმას,რომ მათეს გრძნობებს ვერ იზიარებს,დავიჯერო არ გყოლიათ ვინმე,ვისაც უყვარდით და თქვენ ვერ შეგიხედავთ მისთვის,როგორც ბიჭისთვის? უბრალოდ მირამ თავიდანვე მეგობრად ჩათვალა მათე და ამ სტატუსს ვერ ცდება,რადგან მათე თავზე არ ახვევს მის გრძნობებს და კინაღამ ეგონა კიდეც,რომ ბიჭს გადაუარა. ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ,რომ მსგავსი რამე ძალიანაც რომ ადამიანური მოვლენაა. მირა ცუდი გოგო ნამდვილად არაა, სხვა შემთხვევაში მათესნაირი უკარგესობა და უსაყვარლესობა როგორმე გადაიყვარებდა 8 წლის მანძილზე. ანუ იმის თქმა მინდა,რომ მსგავს სიტუაციაში სანამ არ ჩავარდებით, მანამდე არ ლანძღოთ. ქვა იმან ესროლოსო,ვინც....[/quote]

პირველი - მადლობა კომპლიმენტისთვის და
მეორე - ამოვისუნთქე... მირას მიმართ იმხელა ანტიპატია გაჩნდა, რომ ვაპირებდი მისი დაცვისთვის ერთი პოსტი ჯგუფში ან, აქვე, პოსკრიპტუმ ნაწილში გამეკეთებინა, თუმცა ისე კარგად თქვი ჩემი სათქმელი, რომ... აბსოლუტურად ყველაფერში მართალი ხარ და კარგად ხედავ ყველაფერს მირას პოზიციიდან და მადლობა შენ ამისთვი. კი, იდეალური გოგო არაა, მაგრამ არც იმდენად წყალწაღებული და ამოსაშლელია, როგორც ერთი ეხედვით ჩანს )) <3

 



№18  offline წევრი Steppenwolf

მომკალი მარიამო და ერთი არ მგონია მკვლელი:)
მკვლელი შეიძლება ერთია, მაგრამ არსებობს ვიღაც მეორეც.
შეიძლება არც კალეა მკვლელი სა არც დაჩია კალეს ძმა, მაგრამ შეუძლებელია ასე ხარისხიანად ერთი მუშაობდეს.
არ მომწონს მირა, ზოგადა მე არ მომწონს წაუსულელო გოგონები.
მაგრამ სიტორიას ასეთი პერსონაჟი სჭირდება, რატომ არ გესმით?!
პირველივე თავში მირა თუ ყველაფერს მიხვდა რაღა ჩემი ფეხები ინტრიგა დაგრჩებათ :დ
ვახ ტო...
არც კალე მომწონს
დაჩი მაგრად მევასება და მათე ხო იცი ვაფშე კაი კაცია, მკვლელიც რომ იყოს მაგრად მევასება :დ
ოღინდ არ მკითხო რატომ?
არც მე ვიცი.
არ მგავს არანაირად, მე დედამიწას გადავაბრუნებდი ჩემი ქალის გამო...
და რავიცითიქნებ აბრუნებს კიდევაც:))

 



№19  offline ახალბედა მწერალი lullaby

Steppenwolf
მომკალი მარიამო და ერთი არ მგონია მკვლელი:)
მკვლელი შეიძლება ერთია, მაგრამ არსებობს ვიღაც მეორეც.
შეიძლება არც კალეა მკვლელი სა არც დაჩია კალეს ძმა, მაგრამ შეუძლებელია ასე ხარისხიანად ერთი მუშაობდეს.
არ მომწონს მირა, ზოგადა მე არ მომწონს წაუსულელო გოგონები.
მაგრამ სიტორიას ასეთი პერსონაჟი სჭირდება, რატომ არ გესმით?!
პირველივე თავში მირა თუ ყველაფერს მიხვდა რაღა ჩემი ფეხები ინტრიგა დაგრჩებათ :დ
ვახ ტო...
არც კალე მომწონს
დაჩი მაგრად მევასება და მათე ხო იცი ვაფშე კაი კაცია, მკვლელიც რომ იყოს მაგრად მევასება :დ
ოღინდ არ მკითხო რატომ?
არც მე ვიცი.
არ მგავს არანაირად, მე დედამიწას გადავაბრუნებდი ჩემი ქალის გამო...
და რავიცითიქნებ აბრუნებს კიდევაც:))


ძალიან მაგარი ვინმე ხარ შენ!!!
მკვლელი კი ერთია. დამიჯერე ამისთვი მომზადებულია . ხომ არსებობენ საქმის იდეალურად მცოდნე მანიაკები? სერიული მკვლელები, რომლებსაც ხუთი, ექვსი მსხვერპლის შემდეგ იჭერენ? ხოდა ჩვენი მანიაკიც, თუ შეიძლება მანიაკი ვუწოდოთ... კარგადაა მომზადებული. ბოლოს თავად აგვიხსნის ყველაფერს.

დაა რაც მინდა გამოვყო შენი ნათქვამიდან.

მირა რომ თავიდანვე მიმხვდარიყო ყველაფერს, "ნაკაწრები" აღარ დაიწერებოდა.

 



№20 სტუმარი ucnobi

ძალიან ბევრი ფაქტორია,მე მირას არ ვამტყუნებ (მის ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი).მიყვარს ეგეთი ისტორიები.წარმატებები

 



№21  offline წევრი aneta

პირველი ისტორიაა, რომელსაც თავებად დადება "უხდება". ახალი თავის ლოდინი ინტრიგას ზრდის და დაძაბულობა მატულობს. ერთადერთი მინუსი ჩემთვის პატრულის უგულვებელყოფაა, თუნდაც მირას და კალეს თეონასთან მისვლამდე თვითონ უნდა მიემართათ პატრულისთვის, მაგრამ ვიცი რომ შენი ისტორიის განვითარებას ასე სჭირდება, თუმცა უფრო რეალისტური იქნებოდა. ეჭვებს არ გამოვთქვამ, ბოლომდე მივიღებ სიამოვნებას

 



№22  offline ახალბედა მწერალი lullaby

ucnobi
ძალიან ბევრი ფაქტორია,მე მირას არ ვამტყუნებ (მის ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი).მიყვარს ეგეთი ისტორიები.წარმატებები

დიდი დიდი მადლობაა <3 და მიხარია, რომ მირასი გესმის ოდნავ მაინც )))

aneta
პირველი ისტორიაა, რომელსაც თავებად დადება "უხდება". ახალი თავის ლოდინი ინტრიგას ზრდის და დაძაბულობა მატულობს. ერთადერთი მინუსი ჩემთვის პატრულის უგულვებელყოფაა, თუნდაც მირას და კალეს თეონასთან მისვლამდე თვითონ უნდა მიემართათ პატრულისთვის, მაგრამ ვიცი რომ შენი ისტორიის განვითარებას ასე სჭირდება, თუმცა უფრო რეალისტური იქნებოდა. ეჭვებს არ გამოვთქვამ, ბოლომდე მივიღებ სიამოვნებას

მიხარია, რომ ასე ფიქრობ და რომ ლოდინი არ გღლის ^^
კი, პოლიცია ნაკლებად ჩანს, თუმცა ისინი აკეთებენ თავიანთ საქმეს.
თეონას ამბავზე კალემ დარეკა პატრულში, ეს წერია, აბა გადახედე ;) შემდეგ თავში გამოჩნდება ეგ ამბავი.
ძალიან მიხარია, რომ იამოვნება განიჭებს ეს ისტორია <3

 



№23 სტუმარი makukuna

და, დღეს რომ კვირაა?! anguished blush

 



№24  offline ახალბედა მწერალი lullaby

makukuna
და, დღეს რომ კვირაა?! anguished blush

მომავლიდან გვიკავშირდებით? :დდდ

 



№25 სტუმარი makukuna

lullaby
makukuna
და, დღეს რომ კვირაა?! anguished blush

მომავლიდან გვიკავშირდებით? :დდდ


აუ ბოდიში მაირამ, ისე გელოდებოდი, რომ ამერია შაბათ-კვირა smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent