მე და ჩემი ფსიქოლოგი (6 თავი) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ჩემი ფსიქოლოგი (6 თავი)

8-08-2018, 09:45
ნანახია 2 111

მე და ჩემი ფსიქოლოგი (6 თავი)

რეალობაში კარზე გაბმული ზარი მაბრუნებს. ონკანი დავკეტე, პირსახოცი შემოვიხვიე და კარის გასაღებად წავედი.
-კირა? აქ რას აკეთებ?
-ჩაიცვი, აი ბილეთი, ცოტა ხნით ქვეყნიდან წადი. ყველაფერზე ვიზრუნე, სასტუმრო უკვე დაგიჯავშნე, ქვემოთ მძღოლი გელოდება აეროპორტამდე მიგიყვანს.
-კირა.
-ნუ მეწინააღმდეგები ენიტა. წარმოდგენა არ გაქვს რა მდგომარეობაში ჩამაგდე, ტელეფონზე ისეთი ზარები შემოდის ცოტაც და ჭკუიდან შევიშლები. ასე რომ გამომართვი ეს წყეული ბილეთი, დროზე ჩაიცვი და წადი.
-არ წავალ.
-წახვალ.
-მე ვთქვი არ წავალ და მორჩა...
---------------------------------------

-ღმერთო ჩემო ენიტა, რა ჯიუტი ხარ.
-დალევ რამეს? -ვეკითხები კირას და სამზარეულოში გავდივარ.
-რამეს ისეთს, ეგრევე რომ გამთიშოს. -იღიმის კირა, მძღოლს ურეკავს და წასვლას თხოვს. ღიმილით ვაწვდი ვისკით სავსე ჭიქას და ისიც სულმოუთქმელად სვამს.
-მოგეშვა?
-ერთი ჭიქით ვერ გამოისყიდი ენიტა. -მეღიმება და ჭიქას ისევ ვუვსებ. -რას აპირებ? -მეკითხება კირა და პასუხის მოლოდინში თითებს ნერვულად ისრესს.
-შენ ძალიან ემოციურად მიუდექი ამ ყველაფერს, ყველა რატომ ფიქრობთ, რომ ეს წიგნი ჩემი კარიერის დასასრულია? სულაც არა კირა. მე საკმარისად ვწერე ისეთი წიგნები რითიც უკვე მოვიზიდე მკითხველიც, აუდიტორიაც, თუ ჩემი მკითხველი ამ წიგნს არ მიიღებს გამოდის ამდენი ტყუილად მიშრომია, სიმართლე გითხრა გული დამწყდება თუ გამაკრიტიკებენ, მაგრამ მზად ვარ ამისთვის.
-რატომ ხარ ასეთი მშვიდი.
-კარგი ფსიქოლოგი მყავდა. -ვამბობ და სიგარეტს ვუკიდებ.
-როგორია ის?
-ზუსტად ისეთი როგორიც პერსონაჟი.
-გიყვარდა?
-ეს სიყვარული არ არის კირა, ეს ინტერესია, ლტოლვა, ძიება, ვნება. ეს უბრალოდ ვერ იქნება სიყვარული.
-რატომ ის.
-მისი ტვინი ვისშიც არ უნდა გადაიტანო ნებისმიერის მიმართ იგივე ემოცია მექნება რადგან მე როგირც უკვე აღვნიშნე საფიოსექსუალი ვარ.
-გთხოვ ნუ იმეორებ. -ტუჩები დაპრუწა კირამ.
-რატომ?
-ასე მგონია მეც სხვა თვალით მიყურებ.
-ძალიან უნდა შემაბას შენმა ტვინმა, რომ შენ მიმართ სხვა ემოცია გამიჩნდეს. ნუ გეშინია ეს არ გემუქრება. -საკუთარ ნათქვამზე თავად გამეცინა და კირაც ამყვა.
-შეშლილი ხარ.
-როგორ არ იქნები შეშლილი იმ სამყაროში რომლის არც ერთ წესსა თუ კანონს არ იზიარებ და ემორჩილები.
-მე მაინც ვნერვიულობ შენ მკითხველზე.
-მეც. მაგრამ დარწმუნებული ვარ სკანდალი მალე ჩაცხრება. -კირამ მაგიდაზე დადებული წიგნი გადაშალა.
***
იმ დღის შემდეგ რაც სოფიმ თავისი გათხოვების შესახებ გამომიცხადა ჩემი ემოციები სადღაც გაფრინდა. ასე უბრალოდ ყოველგავარი ცრემლისა და ისტერიკის გარეშე სხეულის ყველა უჯრედი გაარღვია და გადაიკარგა. ჩემში სერიოზული ცვლილება მოხდა მაგრამ ეს არ იყო დეპრესია, იმედგაცრუება ან რამე მსგავსი. ეს იყო სიცივე, სიბნელე, სოციუმის სიძულვილი და მარტო ყოფნის გაუსაძლისი სურვილი. მას მერე ბევრმა წელმა გაიარა. სოფი მართლა გაყვა იმ ბიჭს. მე მასთან არანაირი კონტაქტი აღარ მქონია. ერთ დღეში, ერთ წუთში, ერთი განცხადების გაკეთების გამო სოფი სამუდამოდ ამოვიღე გონებიდან. საკუთარი თავისთვის მასზე ფიქრი არასოდეს ამიკრძალავს თუმცა მასზე არ ვფიქრობდი, უბრალოდ არ ვფიქრობდი. იმ დღის შემდეგ ცხოვრების სტილი შევიცვალე. სარკაზმი დავიმეგობრე და ადამიანების სუსტი წერტილებით სულის დამშვიდებას მივყავი ხელი, ან ვკითხულობდი, ან ვწერდი, ან უბრალოდ გონების დაკარგვამდე ვსვამდი, სოფიზე არ ვფიქრობდი, მასზე არასოდეს არ ვფიქრობდი... ჩემი მოთხრობები ადგილობრივ გაზეთში იბეჭდებოდა და როგორც კი ცოტა ჯიბის ფული გამიჩნდა რომანების წერაც დავიწყე. პირველი წიგნი "ჰალუცინაცია" ნაწილობრივ აღწერდა მე და სოფის ისტორიას მაგრამ ვერ შევძელი მკითხველთან ბოლომდე გულწრფელი ვყოფილიყავი. შემდეგი რამოდენიმე წიგნი სრულიად საპირისპირო შინაარსის იყო, თითოეულმა წიგნმა მალე მოიპოვა თაყვანისმცემლები, ხალხმა შეიყვარა როგორც ჩემი ისტორიები ასევე თავად მე... მოგვიანებით დავიწყე "მე და ჩემ ფსიქოლოგზე" მუშაობა და მე მას ორი წელი ვწერდი. ახლა კი ველი განაჩენს ზუსტად იმ ხალხისგან ვინც ერთხელ უკვე ამიყვანა მწვერვალზე და ხოტბა შემასხა ჩემი ისტორიების გამო.
სოფის, გათხოვებიდან სამი წლის თავზე, სრულიად შემთხვევით შევეფეთე ქუჩაში. მახსოვს ღიმილი, აი ის ღიმილი, ირონიული, ცივი. მახსოვს ამდენი ხნის საგულდაგულოდ შეფუთული ემოცია ყელში როგორ მომაჯდა და წარნოდგენა არ მაქვს სად ვიპოვე ჩემში იმხელა ძალა, რომ გარეთ გამოსვლის საშუალება არ მიმეცა.
-გამარჯობა ენიტა.
-გამარჯობა.
-ეს მათეა. ჩემი შვილი.
-საყვარელია.
-კარგად გამოიყურები.
-შენც.
-ყავა ხომ არ დაგველია?
-ყავა? -პირველად მესმოდა მისგან ყავა ხომ არ დაგველია, ძირითადად ვისკი ან ღვინო იყო ჩვენი მეგზური.
-ან შენ რაც გსურს ენიტა.
-კარგი დავლიოთ ყავა. -ის იღიმის ზუსტად ისე იღიმის, როგორც ყოველთვის როდესაც რაღაცაზე მითანხმებდა.
***
-და ამდენი ხნის მერე ასე უბრალოდ ყოველგავრი კონცერტის გარეშე დაეთანხმე, რომ ყავას დალევდი მასთან ერთად?
-შენ მას არ იცნობ კირა.
-არც მაქვს სურვილი. -პირჯვარი გადაიწერა კირამ და კითხვა განაგრძო.
***
-როგორ ხარ? -მეკითხება სოფი და ყავას სვამს.
-შენ?
-შესანიშნავად. -უცნაურად იღიმის. თითქოს იგივე თვალები აქვს მაგრამ ის ჩემთვის კარგად ნაცნობი სხივი აკლია.
-შეცვლილი ხარ.
-შენც.
-მეუღლე
-კარგად არის. -მაწყვეტინებს და ღიმილს მანათებს. -წერის ამბები როგორ მიდის?
-ნორმალურად.
-რამდენი დრო გავიდა.
-სამი წელი. -მოვუჭერი მოკლედ და სიგარეტს მოვუკიდე.
-ისევ ბრაზობ?
-რაზე?
-რაც მოხდა იმაზე.
-რაზე სოფი იმაზე, რომ ჩემი სხეულიც და ტვინიც კარგად ი*მარე და მიაგდე? თუ იმაზე, რომ ბოლოს ფეხი დაკარი და გათხოვდი.
-შენ არც ერთ შემთხვევაში არ შეგიჩერებივარ. -გაიღიმა სოფიმ.
-მოკეტე.
-ჩუმად ვარ.
-ასე ნუ იღიმი.
-ისევ ის ბავშვი ხარ ენიტა.
-შენ კი ისევ ის დემონი.
-შენ კი დემონზე შეყვარებული. -თავი ვეღარ შევიკავე და გამეღიმა. -ასე ჯობს, ამბობს სოფი კიდევ ერთი გამარჯვებით კმაყოფილი.
***
-ამ გოგოს სიამოვმებით გავგუდავდი. -ბრაზით ხურავს კირა წიგნს.
-რატომ?
-არ შეიძლება ადამიანის გრძნობებით ასე თამაში.
-ჰო არ შეიძლება. -სიგარეტს ღრმა ნაფაზი დავარტყი და თავი უკან გადავაგდე.
-ეს ვინ დახატა? მოლბერტისკენ მითითებს კირა.
-სოფიმ. -ვპასუხობ თვალებდახუჭული, კირა ნახატისკენ მიდის და ხელით ეხება.
-ჯერ ისევ სხველია.
-წუხელ აქ იყო. -მზერა გავუყარე ამ უკანასკნელს.
-რა? ისევ? მასთან? აუ ენიტა კარგი რა.
-მასთან არაფერი მქონია.
-არ მჯერა.
-შენი ნებაა. -გავუღიმე და ვისკი მოვსვი. კარზე ზარი გაისმა და კირამაც შიშნარევი მზერა შემომანათა.
-ვინმეს ელოდები?
-არა. -კარის გასაღებად მივდივარ.
-შეიძლება? -კითხულობს თავჩახრილი გუგა და პირსახოცში გახვეულ სხეულზე ხარბად მაკვირდება. კარს უფრო ღრმად ვაღებ და უსიტყვოდ ვატარებ. -ენიტა მაპატიე რა. -ტუჩები დაპრუწა გუგამ.
-მარტო არ ვარ გუგა.
-ის, ის, ის აქ არის არა? -წამში აილეწა გუგას მშვიდი სახე და საძინებელში გიჟივით შევარდა.
-ღმერთო მართლა ძალიან ბავშვი ხარ გუგა. ჩემთან კირაა, სამზარეულოშია.
-ახლა კირასთან წევხარ? მკლავებში მწვდა ეს უკანასკნელი. სახეზე ჯერ გაოცება ამესახა, მერე თავი ვერ შევიკავე და ბოლო ხმით ავხარხარდი.
-რამდენჯერ გითხარი, რომ ამ ბავშვისგან თავი შორს დაგეჭირა. -ღიმილით ჩაგვიარა კირამ და კარიც გაიხურა.
-დამშვიდდი? -გუგამ უკან დაიხია. -კირა ჩემი გემოვნების არ არის. -ენა გამოვუყავი გუგას და სამზარეულოში გავედი, ისიც უკან მომყვა. -წუხელ გირეკავდი.
-ვიცი მაპატიე.
-სად იყავი?
-არ ვიცოდი რა გამაკეთებინა.
-რატომ?
-ენიტა საშინლად მოგექეცი ჯერ იმ განცხადებით, მერე სახლში წაყვანაზე უარი გითხარი.
-იცი მე და შენს შორის რა განსხვავებაა გუგა?
-რა?
-შენ ისევ ბავშვი ხარ.
-ენიტა.
-მე კი ზრდასრული ქალი, რომელსაც შენ ვერც ვერასდროს გააკონტროლებ და ვერ დაეწევი. სოფი იყო წუხელ ჩემთან. მოგწონს? მან დამხატა. -ბოლომდე ვეცადე მის განადგურებას და ნახატზე მივუთითე.
-ენიტა. -სახეზე ალმური მოედო გუგას.
-დალევ? -აჰ დამავიწყდა შენ ხომ ბავშვი ხარ. -გავუღიმე და წამში აღმოვჩნდი მის მკლავებში. ხარბად დაეწაფა ჩემ სხეულს, პირსახოცი შემომაცალა და იქვე სავარძელზე მიმაწვინა, ერთი წამით არ გამიწევია წინააღმდეგობა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ანალოგიურად მექცეოდა ყოველთვის სოფი, მეც და ისიც ადამიანების გრძნობებისა და ემოციების მანიპულირებით ვიღებდით სიამოვნებას. ამიტომაც ვგრძნობდით ერთად თავს ასე კარგად...
-დაკმაყოფილდი? -ვეკითხები ჩემ მკერდზე გათხლეშილ გუგას.
-ენიტა მიყვარხარ. -სხეულზე მის ცრემლს ვგრძნობ.
-ვიცი. -ვამბობ და თმაზე ვეფერები. -გაგივლის.
-სიყვარული როგორ გამივლის? -სევდიან მზერას მაპყრობს გუგა, მის ვნებიან ტუჩებს ვეხები.
-მე ის არ ვარ ვინც შენ უნდა გიყვარდეს.
-და თუ უკვე მიყვარხარ?
-მე მონსტრი ვარ.
-მე მონსტრზე შეყვარებული. -იღიმის გუგა და ტუჩებში მკოცნის. -რაო სოფიმ?
-ისეთი არაფერი, წამოვდექი, საძინებელში შევედი, ჩავიცვი და უკანვე გამოვბრუნდი. გუგა სავარძელში გაშოტილი ყველა ჩემ მოძრაობას ხარბად აკვირდება. მერე საცვალი ჩაიცვა და მაგიდაზე დადებულ წიგნს დაწვდა. -არ გინდა გუგა.
-მინდა. -ამბობს და კითხვას იწყებს.
***
სახლში მისულმა ვიგრძენი სამი წლის მანძილზე საგულდაგულოდ დავრცხნილი ემოციები, რომ საშინლად არეული მქონდა. ოთახში ბოლთას ვცემდი და გულს დამშვიდება ვერაფრით ვაიძულე. სოფიმ ბარში ყოფნისას განმიცხადა, რომ გერმანიაში გადადის ოჯახთან ერთად. ამ ფაქტმა იმაზე მეტად მომიღო ბოლო ვიდრე ველოდი. ნეტავ სულ არ მენახა მაშინ ხომ არც ვიდარდებდი მის გამგზავრებას. სახლში წინ და უკან სიარულში ვიყავი გართული როცა დაუპატიჟებლად მომადგა ეს უკანასკნელი. როდესაც კარში ასვეტებული მისი სიფრიფანა სხეული დავინახე ათასმა გრძნობამ ერთიანად გამანადგურა.
-გამოგყევი. ისე ვერ წავიდოდი. -ამბობს და მკოცნის. არც ერთი წამით წინააღმდეგობას არ ვუწევ. პირიქით მის ვნებას საკუთარს ვუერთებ და ის ისევ ჩემს სარეცელს იყოფს. -ხომ კარგად იქნები? -მეკითხება ჩემ გვერდით მწოლიარე სოფი. ხმას არ ვცემ. -ვიცი რომ კარგად იქნები ენიტა, შენ ძლიერი ხარ, იმაზე ძლიერი ვიდრე ფიქრობ. -ხმას ისევ არ ვიღებ. -არაფერს მეტყვი?
-კეთილი მგზავრობა სოფი. -ვამბობ და ჩაცმას ვიწყებ.
-სულ ეს არის?
-ჰო.
-კარგი. როგორც გინდა. -ამბობს ღიმილით, იცმევს და გასასვლელად ემზადება. -მართლა არაფერი გაქვს სათმელი ენიტა?
-უკვე აღარ. -სოფიმ ერთხელ კიდევ შემავლო მზერა და გაუჩინარდა. მისი გასვლიდან ორ წუთში ვიგრძენი როგორ დამისველა ცრემლმა თვალები, არ შევეწინააღმდეგე. ამჯერად უფლება მივეცი დღის შუქით ტკბობის ნეტარება შეეგრძნო. მე რას ვრძნობდი? არაფერს, ისევ არაფერს, მხოლოდ სიცივეს და სიბნელეს...
***
-ყოველივე იმის შემდეგ რაც მის გამო გამოიარე როგორ შეგიძლია ისევ მისცე შენ ცხოვრებაში ხელების ფათურის უფლება? -წიგნი გადადო გუგამ და მომაშტერდა.
-იქნებ მინდა და ამიტომ ვაძლევ უფლებას.
-არ გეყო ტკივილი და იმედგაცრუება?
-შენ ამას ვერ გაიგებ გუგა.
-ხო რა თქმა უნდა, ვერ გავიგებ. ჩაილაპარაკა თავისთვის და მზერა ჰორიზონტში გაუშეშდა. ტელეფონის ეკრანს დავხედე.
-არ გინდა საღამოს გესტუმრო? -მწერს სოფი.
-შენ გინდა?
-კითხვას ნუ აიგნორებ.
-მინდა.
-მაშინ მოვალ. -ეკრანიდან მზერა გუგაზე გადავიტანე. ვუყურებდი მის გულწრფელ ემოციებს, რომლებიც ასე მკაფიოდ ეტყობოდა სახეზე და გულში რაღაც უჩვეულო ჩხვლეტა ვიგრძენი, ეს ალბათ სინდისის ქენჯნაა გავიფიქრე ჩემთვის.
-გუგა.
-უკვე მივდივარ ენიტა. -ამბობს გუგა და ტანსაცმელს იცმევს. სახლიდან დაუმშვიდობებლად გადის და კარსაც ხმაურით იჯახუნებს. ისე ამოვისუნთქე მგონი მთელი ემოციები ამოვანთხიე.
-რა გჭირს ენიტა? შევუღრინე საკუთარ თავს.
-იცი რაც, დემონი გათავისუფლებულია. -ამომძახა შინაგანმა ხმამ. თავი ხელებში ჩავრგე და თვალები დავხუჭე.

ემოციებით დატვირთული დღის შემდეგ როგორც იქნა ჩამეძინა და სწორეს ამ დროს მოვიდა სოფი.
-გეძინა?
-ახლახანს ჩანეძინა, შემოდი.
-როგორ ხარ?
-კარგად.
-ბოდიში მინდა მოგიხადო.
-რისთვის?
-დილანდელისთვის. -ერთი წამით დავიჯერე კიდეც მისი ბოდიში თუმცა მალევე გამახსენდა, რომ ის ბოდიშს არასრდოს იხდის და მივხვდი, რომ ეს მისი მხრიდან, მორიგი ფანდი იყო. -იცი ენიტა ძალიან გინდა ხოლმე რაღაცეები დამიმალო მაგრამ არაფრით არ გამოგდის. -გამიღიმა და სავარძელში ჩაეშვა.
-ეს იმიტომ, რომ კარგად მიცნობ.
-არა, უბრალოდ მაძლევ შენი გაშიფვრის უფლებას.
-იქნებ მომწონს რომ მშიფრავ.
-იქნებ დროა შემეწინააღმდეგო.
-ჯერ არა, ახლა არა. -ვამბობ და მასთან მივდივარ. ის იღიმის ისევ ისე, ირონიული ღიმილით მბურღაბს და მე მთელი სიცხადით ვგრძნობ, რომ ჩემი დემონი უკვე სრულიად თავისუფალია, ამას ვხვდები, ვიაზრებ, ამას სოფიც ხვდება. მის წინ ვჩერდები. სახეს მუჭში ვიქცევ და ვკოცნი, ის რა თქმა უნდა არ მეწინააღმდეგება...
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი სალანდერი

მოვბლაყუნდი :დ
დაგვტოვეთ ხალხი, ავტორს უნდა ვეჭორაო, ან ყურები და თვალები დახუჭეთ. :დ
აუუუ გინდა გაგაცინო? აქ ვერ მიპასუხებ გინდა თუ არა, ამიტომ ჩემთვითონ გადავწყვიტე რომ გინდა. :დ
კომენტარის წერა დავიწყე ანი_მეთქი და მოულოდნელად გამახსენდა, რომ ადრე ერთი ძან ბანძი რეპერის სიმღერა მოვისმინე და ტექსტიდან ორი ხაზი დამამახსოვრდა, აი ასე ჟღერდა.
"ერთი გოგო გავიცანი და მას ქვია ანი.
ის ძალიან ლამაზია, ძალიან ჭკვიანი" :დ ვინმე ტოპ2 მღეროდა, თუ ვიპოვე განახებ :დ ჰოდა გადავწყვიტე რომ ანის აღარ დაგიძახებ :დ არა გადაწყვეტილებებში რომ ძლიერი ვარ არ მითხრა, ვიცი ისედაც.
ჰოდა ენ,ძან კაი ხასიათზე ვარ დღეს, ამიტომაც სულ გაქნეულზე დავიკიდე გრამატიკა და ჩემთვის ვისიამოვნე კითხვით. (მერე მეორედ გადავიკითხავ და მაშინ ჩავასწორებ :დ)
ახლა მეორე საკითხი.
აქ ისტორიებში, ხშირად ჰყავთ პერსონაჟი ბიჭები, ნუ იასნია ბიზნესმენები, დედის ერთები, სიმპათიურები და მთელი ქალაქი რომ ეხეთქება მის დანახვაზე ისეთი, ნუ ყველა ამ ბიჭს ერთი საერთო თვისება აქვს, მოდიან თვალებს რაღაცნაირად "ჭუტავენ" და ამ მოჭუტული თვალებით გხდიან და @$#($¥#^*@(:!&. :დ
ჰოდა ავტორებო, მწკრივზე დადექით, აქ მოდით და უყურეთ სოფის, თვალებით სექ'სი რას ქვია უნდა გასწავლოთ. :დ
ღმერთმანი რამდენს ვლაპარაკობ, მაგრამ კიდე ვიტყვი ერთ ორ სიტყვას. :დ
პირველი რისი თქმაც მინდა ისაა რომ ძალიან მაღალი "კლასი" ხარ ზოგადად, მაგრამ დიალოგებში ხარ აი იმენა სხვა ლეველზე.
პირველი ავტორი ხარ ვისაც ამას ვეუბნები სხვათაშორის.
ვერ ვიტან 4-ლავურ დიალოგებს, ყველას ვეუბნები, რაც შეიძლება დაამოკლე დიალოგები_მეთქი. იმიტომ, რომ ინტელექტუალური, სარკასტული ან რამე მსგავსი არასდროსაა.
"მარტო ჩემი ბიჭი ხარ" " ჩემი ცქნაფა დაგარქვი" "მამას გოჭი" "დედას პრინცესა" " კუსუნა, ბუსუნა, ბაკუნა, ბუკუნა, ჩემი დედა, შენი დედა, შემეცი, შეგ'ეცი, მოგეცი, არ მოგეცი" დიალოგები კიდევ არ შემიძლია რა.
ძალიან მაღალ დონეს დებ ამ მხრივ, რასაც ქვია წურავ თემას. ( სხვა სიტყვით ვიტყოდი, მაგრამ ამდენ უცენზურობაზე ბანს დამადებენ :დ)
ერთხელ მითხრეს საიტის ყველაზე "ენატლიკინა" ავტორი ხარ, პერსონაჟები ზუსტად იმას ამბობენ, რაც უნდა თქვანო, ახლა სიამოვნებით გავაცნობდი იმ კომენტარის ავტორს შენს თავს და ტიტულსაც გადმოგაბარებდი. :დ
ერთ ორ სიტყვას_მეთქი და ჯერ ერთი ვთქვი, ახლა მეორე. :დ
ძაან ტვინი ხარ.
არც გული, არც გრძნობები, არც ემოციები, იმენა ტვინი ხარ რა.
ცოტა ძან კმაყოფილია, ჩემი დაუკმაყოფილებელი ეგო, შენი გაცნობით..
ასე გააგრძელე_მეთქი არ გეტყვი, გააგრძელებ, პატარა ხო არ ხარ. :დ :დ
კრიტიკას რაც შეეხება, ხვალ არ ვიქნები ასეთ კარგ ხასიათზე და ორივე თავის გრამატიკას ერთად ვუკირკიტებ. :დ
ეს თავი იყო პერფექტ.
ასაკზე ამდენმა ხაზგასმამ ნერვები მომიშალა :დ
მაგრამ სოფიმ იყარა ჯავრი.
ეს გუგა მედებილება, ერთი კარგად უნდა მიაჩათლახოს ენიმ, ენის სოფი მიაჩათლახებს და ყველაფერი კარგად იქნება :დ

№2  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სალანდერი

სალანდერ ... უბრალოდ პირადში მოვდივარ :)

№3  offline წევრი ქეთათო4

გოგოო მაცადე ჯერ თვალი გავახილო :დ
კინაღამ გულის ინფაქტი მივიღე შენი მოთხრობის მეექვსე თა ს, რომ წავაწყდი! ჯერ სიზმარი მეგონა მერე მოვწვი, რომ გავიღვიძე და...
არ ვიცი რა ვთქვა ან შენ რა დაგარქვა.
უცხოპლანეტელი ხარ დედასვფიცავარ ესე გამჯდარი გქოდეს წერის სტილი რომელიც არაჩვეულებრივია აი რავი...
ჩვეულებრივი, რომ არ ხარ ვიცი და მაგიტომაც წერ არა'ჩვეულებრივ მოთხრობას. ჩემს არსებას რას უშვები ნეტავ იცოდე :დ ხელით კუჭავ და სანაგვეში ისვრი. დემონურად შემომიჩნდა შენი მოთხრობა და ახლა გეფიცები დაძინებამდე ვფიქრობ რას იზამს სოფი წავა თუ არა და ა.შ! ხომ გეუბნები ერთი თავი წავიკითხე და იმდენად გამაგიჟა 1 კვირაა გაშტერებული დავდივარ :დდ
არ გეგონოს ნეგატიურად ვწერ. მაგრამ არც გეგონება დარწმუნებული ვარ მიხვდები როგორი გადაფსიხებული ვარ ეხლა. (კარგი გაგებით ❤)
მოკლედ და კონკრეტულად ჩემში შემოვიდა ყველა პერსონაჟი :დ დედა რა გარყვნილი ქალის შთაბეჭდილებას ვტოვებ :დდ
რა გისურვო მითხარი? ყველაფერი გაქვს ხოდა მაგ ყველაფრის გაუმჯობესებას გისურვებ..
მადლობა, რომ ჩვეული მწერალი არ ხარ...
გამორჩეულო გოგონავ!

№4  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ქეთათო4

ეეეეეეე მადლობა შენ ჩემი დილიდს გალამაზებისთვის ❤❤❤
გული გამითბე და ღიმილიც მომპარე ❤❤❤

№5  offline წევრი სნობი

იცი რას გეტვი?

წერას თავი რომ დაანებო გიპოვი და თავს გაგიტეხავ ;დ

ძალიან კარგი ხარ ❤
განსხვავებული

№6  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სნობი
იცი რას გეტვი?

წერას თავი რომ დაანებო გიპოვი და თავს გაგიტეხავ ;დ

ძალიან კარგი ხარ ❤
განსხვავებული

რა კარგად გამაცინე :)
არ დაგჭირდება არა თავის გატეხვა :)

№7 სტუმარი სტუმარი სიბილა

აი, ღირდა ჩემი აქ შემოხეტება რა.წაიკითხავ, სულში მაქციური ღიმილი გაიშლიგინებს-ძლივს რაღაც ისეთი წავიკითხეო. კიდევ კარგი, შენ და სალანდერი წერთ, აქ შემოსვლას ისევ დამაჩვიეთ)))უკვე ვგრძნობ, როგორ ვისიამოვნებ, როცა სრულ ვერსიას ჩავიკითხავ. თორემ თავებით კითხვისას იმ კატას ვემგვანები, მაგიდაზე , თეფშზე დადებულ ძეხვს რომ უყურებს და ნელნელა უახლოვდება. და რატომ მიყვარხართ შენ და სალანდერი?მაინცდამაინც?აბა,რა.ჩვენში სადღაა ასეთი მაღალი ხარისხის ძეხვი. wink wink

№8  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სტუმარი სიბილა

:D რას მერჩოდი შუა სამუშაო პროცესში, რომ მახარხარე და გამაგიჟებინე ეს ხალხი :დ

№9  offline წევრი სიბილა

პ.ს.იმედია,შედარებისთვის არ მიწყენთ.სადაც კატა თავი მგონია)))თორეეემ, მე პირადად მირჩევნია პორტვეინი დამხვდეს.

№10  offline მოდერი ჰალუცინოგერი

არანაირად :-)

№11  offline წევრი elene2619

ყველა შენს ისტორიაზე გამოვხტები ხოლმე და სულ ჩემს აზრს ვაფიქსირებ, რომ კარგია კარგად წერ და ასე შემდე მაგრმამ ეს ისტორია მშის მიუხედავად იმისა რომ გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ და წვიმაში სეირნობა, სანთლის შუქზე ვახშმობა და მზგავსი რაღაცეები ჩემია და არასდროს დავთმობ ეს ისტორია შევისისხლხორცე <3 შენი წერის სტილი მაგიჟებს. წერა რომ არ უნდა შეწყვიტო მაგზე აღარ ვდავობთ მგონი <3 წარმატებები შენ და ყოველი დილა ჩემთვის იწყება შენი ისტორიის წაკითხვით <3

№12  offline მოდერი ჰალუცინოგერი

elene2619

მადლობა , მადლობა , მადლობა ❤❤❤

№13  offline ადმინი შამანი

შენი მკითხველების კომენტარებმა გამახალისა და მგონი მეც კი გავბედნიერდი :დდ გამორჩეული მკითხველები გყავს და ეგ ძალიან მაგარია heart_eyes აი მართლა არ ვიცი რა გითხრა რა, ძალიან მაგრად წერ, გრძნობებზე და ნებისმიერ ემოციებზე მეტად,მართალია ენიტა როგორც სოფოს ტვინმა დაიმონა,ეს "ტვინობა" ემჩნევა ისტორიასაც და აუცილებლად დავეთანხმები სალანდერს და გეტყვი,რომ დიალოგები გაქვს საოცარი, არც ზედმეტი,არც ნაკლები და ამავდროულად მრავლისმთქმელი. ისტორია გადის იმ ხაზით,რომ არ არის საჭირო ყველაფერზე ილაპარაკო და ახსნა-განმარტება გაუკეთო. თვალებით,მზერით და ერთი მოქმდებითაც კი ძალიან ბევრი და მრავლის შემცველი მოქმედებები ხდება პერსონაჟებს შორის.უნდა აღვნიშნო რა... რაღაც შემეცოდა გუგა worriedხო და კიდევ, ეს ნაშრომი, სრულიად განსხვავდება შენი სხვა ისტორიებისგან. უბრალო სასიყვარულო ისტორია არაა, უფრო ფსიქოლოგიური ხასიათისაა და ამიტომაც არის უფრო მიმზიდველი! არა რა, მაგარი გოგო ხარ! bowtie heart_eyes
--------------------
ა.ა.

№14  offline მოდერი ჰალუცინოგერი

შამანი

მე რომ მიყვარს ის გოგო მოსულა ჩემთან ❤❤❤
მადლობა ანინე. არ ვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის გულს მითბობს შენი დანახვა ❤❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent