ნადირობა №13 » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა №13


8-08-2018, 16:28
ავტორი Life is Good
ნანახია 2 087

ნადირობა №13

მერაბ შეროზია მიუხედავად თავისი პროფესიონალიზმის არასდროს ყოფილა კარგი ადვოკატი.მასთან დაპირისპირებას ყველა ერიდებოდა რადგან იცოდნენ გაქნილი იურისტი, ყველაფერზე იყო წამსვლელი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გასამართლებლად.მისვთვის ცხოვრებაში პრიორიტეტს ფული წარმოადგენდა,ფული და დიდება.ფული ავთანდილ ჯოლოგავამ იმაზე მეტი აშოვნინა ვიდრე მერაბი წარმოიდგენდა აი დიდება კი რატომღაც აგვიანებდა და სწორედ ეს იყო ,რომ აცოფებდა და აიძულებდა კანიდან გამომძვრალიყო.თორნიკე არეშიძის ბედი სულ ფეხებზე ეკიდა დიდად არც ანაღვლებდა გამოუშვებდნენ თუ არა ციხიდან ის კი არა მისი დაპატიმრება ზუსტად შეროზიას წისქვილზე ასხამდა წყალს რადგან გისოსებს გარეთ მყოფი ფეხებში უხეიროდ ებლანდებოდა და სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი ჯერ რომ ვერ მიაგნო იმ წყეულ არტეფაქტებს რაც ნამდვილად ფუფუნებაში აცხოვრებდა მერაბს.გაყიდიდა შავ ბაზარზე და აღებული ფულით აიხდენდა აუხდენელ ოცნებებს რაც ბავშვობიდან დაისახა მიზნად.ავთო არ იყო ჭკვიანი კაცი..ამბიციური და ფიცხი გახლდათ ალბათ ამიტომაც იყო ახლა მისი ძვლები ნაგავსაყრელზე რომ იყო ნაწილნაწილ შეგროვებული მისი თანამეცხედრე კი თავისივე უაზრო სიჯიუტის გამო ჯერ ისევ მორგის მაცივარში იყინებოდა.მისი სიკვდილი არაფრისმომცემი იყო მერაბისთვის...უბრალოდ კიდევ ერთი გვამი...არც ცოცხალი იყო მნიშვნელოვანი ქალბატონი ჯოლოგავა მერაბის საქმისთვის და მკვდარი ხომ საერთოდ...გამომძიებლის გამოჭერაც არ გამოუვიდა იმაზე გაიძვერა აღმოჩნდა მთავარი გამომძიებელი ვიდრე მერაბი წარმოიდგენდა და ცოტა არ იყოს ეს ფაქტი ახალისებდა კიდეც...ადრენალინს უზღვავებდა და მთავარ გასართობად გაეხადა მონადირეზე ნადირობა...არც მარიამის ბედი აღელვებდა დიდად რადგან დარწმუნებული იყო ქალმა მართლა არაფერი იცოდა მისთვის სასარგებლო და უბრალოდ სათადარიგო საბურავის ფუნქციას ანიჭებდა...თუ "დამარტყამენ, დავარტყამ!!" -ის პრინციპით.
* * *
-ორი ბარი,ერთი სახლი მთაში...ერთი ზღვაზე...მანქანა,ბინა ვაკეში და სოფლის სახლი წალენჯიხაში!-წაუსტვინა დათუნაშვილმა და ფურცლები უდიერად მიყარა მაგიდაზე.-იმდენად გაჭირვებულია ვფიქრობ ბებიაჩემის დანატოვარი სამ ოთახიანიც გადავაფორმო მის სახელზე-გაეცინა და სიგარეტს მოუკიდა.- ერთი ტილიანი შვილი ჰყავს ისიც წლებია საზღვარ გარეთ ცხოვრობს...კერძოდ კანადაში.
-რას აპირებ? ასე უბრალოდ მიხვალ და ბრალს დასდებ?-ერთი ღერი ლაღიძემაც ამოაძვრინა კოლოფიდან.
-მივალ და ბრალს წავუყენებ ნინისა ბაღში კი არ ვართ ...როგორ ფიქრობ ისეთი დებილია რაიმე სამხილს დაიტოვებდა ?
-მე საერთოდა არ მჯერა მარიამ არეშიძის ნიანგის ცრემლების...
-ნუუ... შენს ნათქვამში სადღაც, სიმართლის მარცვალი კი შევნიშნე-წარბი ასწია დათუნაშვილმა.-მაგრამ ის, რომ განავალში კისრამდე ვზივართ არ გვაიძულებს გავაღოთ პირი და ჭამა დავიწყოთ...
-აბა რა უნდა ქნა?-გაიცინა ლაღიძემ.
-გამოცურე მაგის დედაც!!
-არაპირდაპირი მაგრამ მაინც შერლოკისეული სიბრძნე დაღვარე...-ცხვირი აიბზუა ლაღიძემ.
-ფუჰ...დეტექტივების კითხვას, რომ შეეშვა და გაანძრიო ვერაა? -სავარძლიდან წამოდგა ნიკა და მაგიდაზე უწესრიგოდ მიმოყრილი თაბახის ფურცლები ერთად შეაგროვა.
-აღრენილი რამდენ ხანს უნდა იყოო?-სახიდან ღიმილი არ მოუშორებია ლაღიძეს მეგობარს გამომცდელად მიშტერებოდა და ცრდილობდა ყველა მისი ემოცია რომელიც გადაშლილი წიგნივით ნამდვილად არ იყო ..როგორმე გამოეცნო.
-რა შემატყე ღრენის?-წარბაწეულმა გადახედა ნიკამ მეგობარს-ის რომ ტრაქში ვართ...მაგის აღიარება სულაც არ არის ღრენა...ვიღაც ავადმყოფ ნაბიჭვარს დავდევ და ისიც კი ვერ გამიგია ვინ ოხერია ამის დედაც-ამოხეთქა დათუნაშვილმა...-საიდან დავიწყო არ ვიცი...
-ახლა ავდგეთ ...მივიდეთ და იმ ახვარს სახე ავახიოთ-წამოდგა გიორგი.
-წადი სახლში ღმერთი გიშველის...ცოლს ჩაეხუტე და მადლობა შესწირე შენ რომ გიძლებს.-გაიცინა ნიკამ და მაგიდიდან იარაღი და გასაღები წამოკრიბა.
იჯდა საჭესთან და რატომღაც არ ჩქარობდა მანქანის ადგილიდან დაძვრას...განყოფილების ავტოსადგომზე რამოდენიმე მანქანაღა დარჩენილიყო...თანამშრომლები ნელ~ნელა გაკრებილიყვნენ სახლებში...საყვარელ ოჯახებთან,მეგობარ ქალებთან,ცოლებთან ან უბრალოდ მეგობრებთან...ჯანდაბა, ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული ფიქრისგან უკვე თავი სტკიოდა. სახლში არ უნდოდა წასვლა სამსახურში კი უბრალოდ სული ეხუთებოდა და უმოქმედობა უღებდა ბოლოს.საქმე ერთ ადგილზე იყო გაჭედილი..არავინ არაფერი იცოდა და მათ კი ვინც იცოდნენ უკვე ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვებოდნენ.ახალი ეჭვმიტანილის გამოჩენა უარესად ურევდა საქმეს...ეჭვმიტანილი რომელიც ძალიან გაქნილი და გაიძვერა იყო და სამხილებს არ ტოვებდა. ვერც კი მიხვდა ისე აკრიფა ტელეფონზე უკვე კარგად ნაცნობი ნომერი და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა.თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ რეკავდა მაგრამ, ახლა მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ვინმეს მოესმინა,გაეგო და უბრალოდ თავი დაექნია.
-ნიკა?-გაისმა ხაზის მეორე ბოლოს გაოცებული ქალის ხმა.
დათუნაშვილმა თვალები ძლიერად დახუჭა და კეფა რამოდენიმეჯერ სავარძლის საზურგეს მიარტყა.
-რას შვრებიი?!
-არაფერს, ვმეცადინეობდი...
-არ გინდა ცნობილი შერლოკის ნაკლებად ცნობილი ვოტსონი იყოო-გაეცინა ნიკას.
-ოპაა...უკვე მომწონს.
-მაშინ სპორტულად ჩაიცვი...მე და შენ გორში მივდივართ.
-კარგიი..
* * *
გორამდე ისე იმგზავრეს ხმა არც ერთს არ ამოუღია.დათუნაშვილს მანქანა საკმაოდ სწრაფად მიჰყავდა ამიტომ დანიშნულ ადგილზე იმაზე ადრე იყვნენ ვიდრე სხვა ნებისმიერ დროს.უკვე საკმაოდ გვიანი იყო,ჰაერში სასიამოვნო სიგრილე ტრიალებდა და რადგანაც უბანი სადაც ჯოლოგავას სახლი მდებარეობდა დიდად ვერ დაიკვეხნიდა ხალხმრავლობით ახლაც საოცარი სიჩუმე გამეფებულიყო.ქუჩის გადასახვევთან გააჩერა თითქმის ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი მანქანა და იქიდან გადმოსულებმა ფეხით გადაწყვიტეს სახლამდე მისვლა რადგან, ასე ნაკლებად გაეჩხირებოდნენ ცნობისმოყვარეთა ფართოდ გახელილ თვალებში.
წინ ნიკა მიდიდა ხელის ფარნებით შეიარაღებული..უკან კი ლიზას სუსტი სხეული მისდევდა ფეხდაფეხ.სახლის ჭიშკართან შედგნენ რომელიც კვლავ პოლიციის ლენტით იყო გადაკეტილი.სწრაფად გაძვრნენ ლენტის ქვეშ და მაღალი ხეებით დაჩრდილულ ეზოში შეაბიჯეს.
-აი გამომართვი!-ფანარი გაუწოდა მამაკაცმა თვალებანთებულ ქალს რომელიც ღიმილს ვერ ფარავდა.-გვერდიდან არ მომშორდე იცოდე...
-აბა რისთვის წამომიყვენე კი მაგრამ? კუდში გდიო ერთგული ავჩალკასავით და შენი მოძებნილი სამხილები ვყნოსოო?!-წარბები შეკრა ლიზამ პროტესტის ნიშნად.
-ეგ არავის უთქვია უბრალოდ მინდა რომ ფრთხილად იყო...-შეიშმუშნა ნიკა და თავზე გადაისვა ნერვიულად ხელისგული.-ლიზ...
-ჩვენც ეხლა ერთბაშად ჯოლოგავას სული არ გამოგვეცხადოს..-გაიცინა ერგემლიძემ და პირზე სასწრაფოდ აიფარა ხელი ხმამაღლა, რომ არ აეტეხა კისკისი.წარბებშეკრულ დათუნაშვილს ზურგი აქცია და სახლის კარი ჭრიალით შეაღო.სუფთა ჰაერიდან შესულებს სახლში დაბუდებული წყვდიადი და მძიმე სუნი შეეფეთათ სახეში.
ნახევრად ცარიელი სახლის ზღურბლზე იდგნენ ფარნებით ხელში და საშინელებათა ფილმის პერსონაჟები გეგონებოდათ ერთ ერთი დაძაბული სცენიდან.დახურული დარაბები.. ფარნის შუქით შეძლებისდაგვარად გაფანტული სიბნელე,ცარიელი კედლები...მეორე სართულის კიბესთან ნაცნობი სისხლის მოზრდილი ლაქა და ამ სიმყუდროვეში ატიკ-ტიკებული უზარმაზარი კედლის საათი რომლის ისრებიც თორმეტის ნახევარს აჩვენებდნენ.ამ ყველაფერმა ერთბაშად უარყოფითად იმოქმედა ლიზაზე თუმცა, თავს მალევე მოერია და შიშმა და ნერვიულობამაც უკანა პლანზე გადაიწია.
-გავიყოთ და ისე დავათვალიეროთ სახლი? თუ ჩემთან ერთად წამოხვალ?
-გავიყოთ.
-კარგიი...
-კარგიი...მე აღმოსავლეთ ფლიგელში წავალ. თქვა და სწრაფად დაიძრა ჯოლოგავას უზარმაზარი სახლის აღმოსავლეთ ფლიგელისკენ.რომელიც ვრცელ დერეფანს და ერთიმეორის მიყოლებით ჩარიგებულ ოთახებს შეადგენდა...ეს იყო ,უზარმაზარი სამზარეულო,საკუჭნაო ოთახები...საძინებლები და კიდევ სხვა ბევრი უსახელო ოთახი რომელიც სრულიად ცარიელი დახვდა.მსუბუქი ნაბიჯებით მიაბიჯებდა და დაკვირვებით ათვალიერებდა თითოეულ დეტალს...არ უნდოდა რამე ისეთი გამორჩენოდა რასაც, შეიძლება გარკვეული როლი ეთამაშა გამოძიების მსვლელობისას.მეპატრონეს კედლებზე ერთ დროს დაკიდებული სურათები ჩამოეხსნა და ალბათ კაპიკებში გაეყიდა რომლის ამ სახლში არსებობას მხოლოდ და მხოლოდ ძველ შპალერზე ოთხკუთხა ნაკვალევი ადასტურებდა რომელზე, ერთ დროს დაკიდებული სურათების ქვეშა შედარებით შენახულიყო თავის დროზე საკმაოდ ძვირად შეძენილი თუმცა ახლა მოდიდან გადასული შპალერი.თითქმის საგულდაგულოდ გადაქექა ყველა ოთახი და გამობრუნებას აპირებდა ერთ -ერთი ოთახის კედელზე წვრილ ზოლად ჩაყოლილი ჭრილი, რომ შეამჩნია რომელიც წვრილ ყვავილებიან შპალერს ორად ჰყოფდა.ფრთხილად ჩამოატარა ჭრილს გაშლილი ხელისგული და კედელს ოდნავ მიაწვა.მცირე ბიძგზე თვალისთვის ერთი შეხედვით შეუმჩნეველი კედელად წოდებული კარი შეიღო და პატარა ბაქანი გამოჩნდა რომელიც, დამრეცად დაშვებული სარდაფში ჩამავალი ხის ,ბრტყელი კიბეების თავზე დაემაგრებინათ...
-ჯანდაბა...-წამოიძახა ერგემლიძემ და შავად ხახა დაბჩენილ სარდაფში ჩაანათა ხელის ფანარი.ალბათ ათიოდე კიბის ბოლოში ხის ხელით ნაჭედი კარი გამოჩნდა რომლის ურდულიც გადაწეული იყო და კარი ნახევრამდე ღიად დარჩენილიყო.აჩქარებული გულისცემა რამოდენიმეჯერ ღრმად ჩასუნთქვით დაიმშვიდა და ფეხაკრეფით დაუყვა მისი ფეხსაცმელების ქვეშ გულისგამაწვრილებლად აჭრიალებულ საფეხურებს.სწრაფად ჩაამთავრა კიბეები. სარდაფში ჩასულმა ფრთხილად შეაღო კარი და ხელის ფანარი კარს მიღმა მოზრდილ ბეტონის ოთახში შეანათა...მოპირდაპირე კედელთან ათას გამოუყენებელ ხარახურასთან ერთად ხის მოზრდილი კასრები დაეწყოთ...მეორე მხარეს, ერთმანეთზე ახონხლილი მაგიდა და სკამები ეწყო...ძირს რაღაც მოზრდილი მატრასი ეგდო...და იატაკზე ეყარა პილიეთილენის ცარიელი ბოთლები და ერთჯერადი უკვე გამოყენებული თეფშები.ის -ის იყო ზღურბლზე გადააბიჯა ფეხი და ფანრის შუქი მეორე მხარეს შეატრიალა სადაც, უკუნ სიბმელეში უცნაურად ავისმომასწავლებელი სიჩუმეს დაედო ბინა.ფარნის შუქზე რაღაც მაღალი,შავი სხეული რომ გასხლტა...და ქალისკენ გამოქანდა.
-აამის დედაც!!-იყვირა ერგემლიძემ და უკან,კიბეებისკენ გახტა ვერ მოასწრო კარის გამოხურვა და არც უფიქრია კიბეებზე გიჟივით ავარდა და თითქმის შუამდე იყო მისული უკნიდან ზურგზე ძლიერმა ბიძგმა, რომ გადააქანა წინ და მოწყვეტით დასცა ხის კიბეებზე.ბრახუნთან ერთად ლიზას კივილმა შეძრა მთელი სახლი.მასზე არანაკლებ დამფრთხალი სხეული კი ზედ გადაახტა აკივლებულ ქალს და კარში ფეთიანივით გავარდა.
-ლიზა!!-ქალის კივილზე დათუნაშვილის ფეხის ხმაც გაისმ-ლიზა სად ხარ?
-ჯანდაბა...აქ ვიღაც იყო...ნიკა! ვიღაც იყო გეფიცები ...
-რა? მანდ რა ჯანდაბას აკეთებ ლიზიკო ხომ გაგაფრთხილეე...
-ჯანდაბა ...მორჩი ვიღაც იყო და გაიქცა.-სწრაფად წამოდგა ფეხზე ლიზა და დათუნაშვილისკენ გაიქცა.
-ვინ იყო ლიზა რას ამბობ?
-არ ვიცი გეფიცები ვიღაც იყო...აქეთ გაიქცა.
-დედას შ****ცი!! წამოდი...-მკლავში ხელი ჩაავლო ქალს და დერეფნიდან მისაღებისკენ სწრაფი ნაბიჯით წაიყვანა როდესაც ,სიბნელეში რაღაც დაბრახუნდა რასაც ,ყრუ გინება მოჰყვა და ხმის მიმართულებით გაწეულ ფარნის შუქზე დათუნაშვილმა გარკვევით გაარჩია მაღალი შავ ტანისამოსში გამოწყობილი გრძელთმიანი მამაკაცი როგორ ცრდილობდა სახლიდან გავარდნას.
-სად გარბიხარ?!-იღრიალა დათუნაშვილმა და გაქცეულს გაეკიდა.ეზოში გაყოლილმა სავსე მთვარის შუქზე სახლის უკანა მხარეს ბაღისკენ სირბილით მიმავალ აჩრდილისკენ აიღო გეზი რომელმაც, რაღაცას წამოჰკრა ფეხი მაგრამ არ დაცემულა.იქვე დახვავებული მორების გროვიდან პირველივეს დაავლო ხელი და მოქნილი ნახტომით გადაევლო დაბალ მესერს. ბაღსა და სახლის წინამხარეს ,რომ გასდევდა საზღვრად.წინ გაჭრილს არ გაჰყოლია რომელიც პირდაპირ გარბოდა,ნიკა სათავსოებად აშენებული ოთახების შუაში გასხლტა და გზა წინიდან მოუჭრა გაქცეულს.რომლიც, მოულოდნელობისგნ შედგა და უკან უკან დაიხია შემდეგ დათუნაშვილს ზურგი აქცია და ისევ უკან სახკისკენ გამოქცევა დააპირა უცებ საიდანღაც გაჩენილმა ერგემლიძემ ძლიერად, რომ მოუქნია ორივე ხელში ჩაბღუჯული მორის პატარა ნაჭერი და სახეში ისე დაუნდობლად უთავაზა ამ სცენის შემხედვარე ნიკას თვალები გაუფართოვდა და სახე დაემანჭა.ძლიერი დარტყმისგან მამაკაცი მოწყვეტით დაეშვა მიწაზე ერგემლიძემ კი ხელში შერჩენილი მორი ძირს დააგდო და მუხლებს ორივე ხელით დაყრდნობილმა სცადა სირბილისგან ამოვარდნილი გულის ადგილზე დაბრუნება.
-რა დედის ******ნაა?!-სახე უარესად დამანჭა დათუნაშვილმა და ძირს დაგდებულს წამოადგა თავზე.-ეს ვინ ოხერია?!
-მე საიდან უნდა ვიცოდე?!
-არა ვიცი, რომ არ იცი მაგრამ ვიკითხე ...ისე უბრალოდ.ყოჩაღ ლიზიკო დაჯექი ხუთს გიწერ...
-ავღადავდით?!-ცხვირი აიბზუა ლიზამ-ამას რას ვუშვრებით?-თავით უგონოდ მწოლიარეზე მიანიშნა.
-სახლში წავიყვანოთ და ყავაზე დავპატიჟოთ...გამოვაფხიზლოთ და იმ შენი პროფესიონალური დარტყმის მერე თუ თავში საღი აზრის ნატამალი მაინც შერჩა.გავესაუბროთ.
-მიდი გამოაფხიძლე...
-შენ ძაან მებლატავები პატარავ-მუქარით დაუქნია თითი ქალს ნიკამ და მამაკაცთან ჩაჯდა.-ამას წყლის გარდა არაფერი უშველის და ხომ არ მივაფსამ.
-იქ სახლის გვერდით წვიმის წყლით სავსე კასრი დავინახე...-ხელი სახლისკენ გაიშვირა ლიზამ.
-ღმერთო რა ბედნიერებაა...ჰუჰ...ამის დედაც...-ჩაიცინა ნიკამ და წელში გასწორებულ ერგემლიძეს დაკვირვებით შეხედა.

* * *
რკინის სკამზე მოთავსებული უგონოდ მყოფი უცნობი სახეში ცივი წყლის შესხმამ მოიყვანა აზრზე...ღრმად შეისუნთქა ჰაერი და შემკრთალმა შეხედა წინ ასვეტილ ქალს და მამაკაცს რომელსაც, ხელში მცირე ზომის ვედრო ეჭირა და შუბლშეკრული ცივი მზერით ბურღავდა.
-ალილუიაა...-ჩაიცინა მამაკაცმა და ვედრო ხმაურით დააგდო მიწაზე.
-ვინ ხართ?!-დამფრთხალი უცნობი ხან ქალს უყურებდა და ხანაც მამაკაცზე გადაჰქონდა მზერა.
-ნუუ...იგივეს კითხვა შეგვიძლია ჩვეენც...-ხელი ხელს შემოჰკრა ნიკამ-აბა? ვინ ხარ და აქ რა ჯანდაბას აკეთეებ?!
-ჯანდაბა...პოლიციიდან ხართ?!-ხმა გაუტყდა უცნობს.
-ჩვეენ?!-მკერდზე თითი მიიდო დათუნაშვილმა და ისეთი ხმით შეიცხადა თითქოს ეკითხებოდა...ამას როგორ გვკადრებო?!-ღადააობ? არა ...რა ძაღლები
-მადლობა ღმერთს-შვებით ამოისუნთქა უცნობმა და შემდეგ ეჭვით შეიკრა კოპები-აბა თუ პოლიციიდან არ ხართ ვინ ხართ?!
-მეგობრები...შენი მეგობრები...
-ჯანდაბა ლაშამ გამოგგზავნათ?-სახე გაუნათდა უცნობს.
-ხოო...ხოო ლაშამ....-უდარდელი სახე მიიღო ნიკამ ისე კი მთელი სხეულით დაიძაბა რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომ არ გამოპარვოდა
-რამდენი ხნის უკან ვთხოვე დახმარება და....ღმერთოო-ხელი აიქნია მამაკაცმა-მე კი შემეშინდა და სწორად მაგიტომ გავიქეცი.
-ხოო აბა რაში გჭირდება დახმარება? რაღაც კი ამიხსნა ლაშამ მაგრამ ხომ იცი რა ტიპია...წესიერად ვერაფერი გავიგეთ...-ცხვირი აიბზუა ნიკამ.
-ის სარდაფი უნდა გავასუფთაოთ და კონტეინერები გავიტანოთ სანამ მიაგნეს...
-ააა ხოო...როგორ დამავიწყდაა...-ლიზას გადახედა ნიკამ და შემდეგ ისევ მამაკაცს მიუბრუნდა.-რა არის იმ კონტეინერებშიი?!
-ჯანდაბა, მართლა არაფერი იციით?-სახე ეჭვით მოეღრუბლა მამაკაცს და სახეზე გადარბენილმა ათასმა ემოციამ უცებ დააფრთხო.მიხვდა რაღაც ვერ იყო კარგად და ეს ორი ნამდვილად არ ჰგავდა უფროსის გამოგზავნილ ხალხს რადგან, მათ აუხსნელადაც იცოდნენ რა ინახებოდა იმ კონტეინერებში.
-ამის დედაც!!!ძაღლები ხართ...-ზიზღით გადმოაფურთხა სიტყვები და სკამიდან სწრაფად წამოიწია გასაქცევად თუმცა ,ნიკოლოზის ძლიერად გაქნეულმა ფეხმა გზაში მიუსწრო რომელიც მუცლის არეში ყრუდ მოხვდა და ძლიერი დარტყმისგან სკამს მიხეთქებული სკამიანად გადაბრუნდა და მიწაზე ზურგით დაეცა.
-სწორად მიხვდიი..-თავზე წამოადგა ორად მოკეცილ მამაკაცს რომელიც ტკივილისგან შეკრული სუნთქვის აღდგენას ცრდილობდა.-ძაღლები ვართ...აბა ახლა წამოჯექი ბიჭუნავ და დაწვრილებით მომიყევი შენ ვინ ხარ...ან ლაშა ვინ ჩემი ყ*** ა და საერთოდაც რა ჯანდაბას აკეთებ აქ როდესაც იცი ,რომ ეს სახლი პოლიციამ დალუქა?! წამოდექი... წამოდექი...-გრძელ,დაუბანელ ცხიმიან თმაში ზიზღით ჩაავლო ძლიერი თითები და წამოსწია.
-წადი თქვენიც...-ამოიხრიალა მამაკაცმა და ცხვირზე ხელის ზურგი გაისვა რომლიდანაც მორის ჩარტყმის მერე წამოსული სისხლი ისევ მოჟონავდა.
-ამან რა თქვაა?-ლიზას გახედა დათუნაშვილმა.
-ვერაფერსაც ვერ გაიგებთ ჩემგან!
-მტკიცე გადაწყვეტილებაა?-ირონიულად ჩაეკითხა დათუნაშვილი-კარგი კაცო არ გადამრიო...იცი რამდენი ხერხი ვიციი? აუუ ფანტაზია მაქვს ამოუწურავი...-პირი გააწკლაპუნა-მოდი აქედან დავიწყოთ.-კისერში სტაცა უხეშად ხელი და წყლით სავსე კასრამდე თრევით მიიყვანა.-ცოტა გაგრილება არ გაწყენდა-კბილებში გამოსცრა და ძლიერად დააწვა კასრთან წელში მოხარა და მწერებით სავსე ბინძურ წყალში თავით ჩააყუდა.იგრძნო მამაკაცმა როგორ შევიდა ცხვირში და ჰაერის ჩასასუნთქად გაღებულ პირში ბინძური წყალი და ყურები დაუგუბდა.თავის დახსნის მიზნით აფართხალდა მაგრამ, დათუნაშვილის ძლიერი ხელი არ აძლევდა წყლიდან თავის ამოწევის საშუალებას.რამოდენიმე წამიანი ფართხალის მერე ამოსწიეს და მამაკაცმაც შეძლო სუფთა ჰაერის შესუნთქვა რომელმაც ცხვირში გაჭედილი მწერები თან შეიყოლა და დააცემინა.
-რაო აბა?-სახეზე ხელებ აფარებულ უცნობს მიუბრუნდა ნიკა.
-შანსი, რომ არ გაქვს იცი ხოო?-ჩაეცინა უცნობს.-მოძველდა ძაღლების უკვე ბევრჯერ ნაცადი ტეხნიკა.-ამოახველა და გამოაფურთხა.
-ისემც შენ რა გითხარიი-გაიკრიჭა დათუნაშვილი და სახე უცებ გაუცივდა.იქვე კასრთან მიყრილ ნაბეღლავის ცარიელი ბოთლებიდან ერთ ერთს დასწვდა და ისე ,რომ მამაკაცისთვის ხელი არ გაუშვია გაყინული სახით მდგარი ლიზასკენ გაიშვირა.-ეს გამივსე!
ლიზა უსიტყვოდ დაემორჩილა ნიკოლოზის ბრძანებას.პირველად ხედავდა ასეთ ცივსისხლიანს და ცოტა არ იყოს აშინებდა ეს ფაქტი.
-ჩვენ მაინც ვილაპარაკებთ...-მუხლებს შიგნიდან ძლიერად უბიძგა ფეხით და მამაკაცი წინ დააჩოქა.შემდეგ ლიზას გამოწვდილ ბოთლს სახურავი ძლიერად მოუჭირა და ნასიამოვნები სახით მიუბრუნდა უცნობს.-ახლა მაგრად გავერთობით...იცი რა მასწავლეს ამ წლების განმავლობაში სტრუქტურაშიი?! ბევრი შენნაირი მინახია სასიამოვნო ტემბრით აჭიკჭიკებული და არც შენ ხარ იმდენად მაგარი ბიჭი ...პრეტენზია, რომ განაცხადო დიდი კვერცხების ქონის თაობაზე!-ცხვირი შეიჭმუხნა მამაკაცმა.-შემიძლია იქამდე გირტყა სანამ სისხლს არ არწყევ...არც კვალი დაგრჩება სხეულზე და ჩივილის შემთხვევაშიც რითაც ბევრი ზედმეტად მებლატავება ვერაფერს დამიმტკიცებ.ვცადოთ ხოო? კარგიიი-წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლი რომელიც მარჯვენა ხელში ძლიერად ჰქონდა ჩაბღუჯული მთელი ძალით მოუქნია და ფერდებში ისეთი მტკივნეულად დაარტყა უცნობმა ყრუდ ამოიღმუვლა გაუსაძლისი ტკივილისგან და წამით ეგონა ბოთლმა ნეკნები შეულეწა და სხეულში შეაღწია.
-წარმომიდგენია როგორი მტკივნეულია-სახე დამანჭა დათუნაშვილმა და დააფიქსირა ერგემლიძემ როგორ შეისუნთქა ჰაერი ღრმად და ზურგი აქცია.
-იცი რას გიზამ?-კაცისკენ დაიხარა და ცივად გამოსცრა...გაჩენის დღეს გაწყევლინებ.მე არ მეზარება ჯობია ახლავე დაიწყო...კაცმა უსიტყვოდ ჩაიცინა და მორიგი დარტყმა, რომ მიიღო ფერდში და ტკივილი უკვე გაუსაძლისი გახდა გატყდა და სახეზე აფარებული ხელებით დანებდა.
-კარგიიი...კარგი...ვიტყვი...ლაშა
-ვინ ოხერია ეგ ლაშა?-წინ დაიხარა დათუნაშვილი.
-ლაშა ბუაჩიძე...ამ საქმეს კურირებს და ეტაპობრივად მიკავშირდება როცა, რაიმე ამდაგვარი...ტვირთია მისაღები და დასაბიანავებალი ან ტერიტორიაა გასაწმენდი.
-სად ვნახო ეგ ლაშა?-დასვრილი ხელები ერთჯერადი სალფეთკით გაიწმინდა ნიკამ.
-ბარებში...ხო ღამის ბარებში...ეგ კურირებს რამოდენიმეს.არ ვიცი ვინ არის შეფი მაგრამ, მისი მარჯვენა ხელი რომ არის ეგ ფაქტია ყველაფერს ის აგვარებს.ბოსის ნდობით აღჭურვილი პირია...
-რა ჩამოდის კონტეინერებით?
-ჯანდაბა...ნარკოტიკი,იარაღი რავიცი ყველაფერი ის რაც საქართველოში მოთხოვნადია მაგრამ ყველა ფეხის ნაბიჯზე არ იშოვება ამისთვის დიდი ფული და სიცოცხლის გარისკვაა საჭირო.იქ დაბლა...-ხელი სახლის მიმართულებით გაიშვირა-იარაღის ყუთებია...არალეგალური გზით შემოტანილი და აქედან შავი ხვრელების საშუალებით გადის ყაზახეთსა და ჩეჩნეთში...აფხაზებთანაც იყო მოლაპარაკება.
-ამის დედაც...
-და შარში ,რომ ხარ გახვეული აქედანვე გაფრთხილებ ეს საქმე ასე არ დამთავრდება და საკუთარი თავის და შენი ახლობლების სიცოცხლედ დაგიჯდება.-ჩაეცინა უცნობს.
-ჩათვალე ეგ არ გამიგია-ფეხზე ფეხი მიარტყა ნიკამ და ტელეფონი მოიმარჯვა დასარეკად.ნახევარ საათში კი პოლიციელების არმია პირწმინდად ასუფთავებდა ჯოლოგავას სარდაფს რომელიშიც იმდენი იარაღი აღმოჩნდა შენახული ერთ ომს თავისუფლად მოიგებდა საქართველო.უცნობი სახელად პაატა დაკავებული იქნა და გადაყვანილი წინასწარი დაკავების იზოლატორში.

* * *
თითქმის თენდებოდა სახლისკენ მიმავალ მანქანაში დათუნაშვილი და ერგემლიძე უსიტყვოდ, რომ მოთავსებულიყვნენ.ლიზას დაცემისგან დაჟეჟილი მკერდი ყრუდ აწუხებდა და ცრდილობდა მაისურის შიგნით არსებული ვითარება ერთი თვალის შევლებით მაინც დაენახა.ნიკა კი სიგარეტს ეწეოდა და ცალი თვალით გადმოხედავდახოლმე კოპებშეკრულ ქალს.უცებ მანქანა გზიდან გადააყენა,ბორდიულთან მოწყვეტით შეაჩერა და ლიზასკენ შეტრიალდა.
-მაჩვენე!-მაისურისკენ გასწია თითები თუმცა ერგემლიძემ ხელი უხეშად აუკრა რაზეც მამაკაცს სახის კუნთები ავისმომასწავლებლად დაეძაბა.
-შემეშვი...-კბილებში გამოსცრა ქალმა.
-მაჩვენე მეთქი!!-სწრაფად სწვდა საყელოში და თავისკენ დაქაჩა მაისური.
-ხელი გამიშვი!
-რა გჭირს?-ხელი ცივად გაუშვა ნიკამ და გამომცდელად დააკვირდა ქალს.
-ჯანდაბა რა მჭიირს?!-ხმა გაებზარა ლიზას-ორი საათის უკან ვნახე მამაკაცის რომელთანაც ვწევარ, ნამდვილი სახე...და ახლა მეკითხები რა მჭირს?!
-რა?-თვალები მოჭუტა დათუნაშვილმა.
-უსისხლო ნ******ვით იქცეოდი ჯანდაბა!!-სახეზე აიფარა ხელები ქალმა-ტიპს ხმა რომ არ ამოეღო შეგეძლო მოგეკლა ხოი...
-რა ყ*** ზე მიჭდდავ ხვდებიი?!-ტონს აუწია დათუნაშვილმა-საქმე იარაღის კონტრაბანდას ეხება და პახოდუ ხალხს ფერმის ქათმებივით ხოცავენ და შენ იმიტომ ,რომ ის ახვარი შეგეცოდა ტუჩები უნდა დამეკოცნა და თავზე ხელი გადამესვა რა კარგი ბიჭი ხართქოო?!
-ეგ არ მითქვამს...-ხმა გაუტყდა ქალს.
-აბა რა მითხარი?!-იღრიალა დათუნაშვილმა და საჭეზე ისე ძლიერად დაარტყა ხელი თავადვე ეტკინა მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია.გაბოროტებული,მრისხანე მზერით მიუბრუნდა ბეღურასავით აბუზულ ქალს და ცივი ტონით ირონიულად უთხრა:-შენ საგამოძიებო სტრუქტურაში მუშაობა მაშა და დათვი ხომ არ გგონიაა?! თუ არ შეგიძლია ეს გააკეთო რაც დღეს მე გავაკეთე არც პრეტენზია უნდა გქონდეს კარგი გამომძიებლის თანამდებონაზე გაიგეე?! სისხლის სამართალი დისკოტეკაზე გართობა არ არის...ეს დიდ მსხვერპლს მოითხოვს და შუბლის ძარღვი თუ არ გაქვს გაწყვეტილი ვერც გაქაჩავ.
-რა გაღრიალებს?
-ჯანდაბა ლიზიკო ?! ღრიალი კი არა ახლა თავს ძლივს ვიკავებ არადეკვატური რამ, რომ არ ჩავიდინო...რა პრეტენზიები გაქვს ჩემთან მიმართებაში დამიკონკრეტე...ხოო დამიკონკრეტე ამის დედაც...რადგან მე ვერ ვხვდები და მგონია, რომ ყველაფრის მიუხედავად შენთან...არასწორად არასდროს არ მოვქცეულვარ.
-არცკი გვილაპარაკია იმ სცენის მერე რაც სამსახურში მომიწყვე...-სახეზე ხელები ჩამოისვა ნერვიულად.
-აი თურმე რაზე ხარ აღრენილი...-ჩაეცინა დათუნაშვილს.-ხოო არ გვილაპარაკია...კი... არ იყო ამისი დრო მაგრამ, დავილაპარაკებდით ხოო...ხვალ დავილაპარაკებდით მაგრამ შეენ არ შეგიძლია მოითმინო...რა მიკვირს ქალი ხარ...ჯანდაბა თავში არეული ათასი სისულელით...მე შენ ჭკვიანი ქალი მეგონე ამ დროს ჩამოუყალიბებელი ლაწირაკივით იქცევი.რა ვერ გაიგე? ის, რომ არ მინდა იმ დედაფეთქებულ სუპერმარკეტში იმუშაო კაპიკებზე როდესაც შეგიძლია მთელი ის დრო სწავლას მოახმარო.რაღაც წყეული 300 ლარის გამო წელში გაწყვეტილს კონსპექტებზე გეძინებოდეს.მე ვიცი რა გრძნობაა ეგ...გამომიცდია...ხოო და მინდა რომ დაგეხმარო.
-ის ჩემი სამსახურია და იმ წყეული სამასი ლარით თავის რჩენას ვახერხებ.-ხმას აუწია ქალმა.-არ გაქვს იმის უფლება ჩემს ცხოვრებაში დაუკითხავად აფათურო ხელები გესმიის? ეს ჩემი ცხოვრებაა...მხოლოდ ჩემი.
ნიკამ ღრმად ჩაისუნთქა და სიგარეტს მოუკიდა.მაგრად ეზარებოდა ამ საკითხის განვრცობა მაგრამ ,საკითხი უკვე წამოჭრილი იყო და უნდოდა თუ არ უნდოდა იძულებული იყო მეტი კონკრეტიკა შეეტანა თავის დილანდელ საქციელში.
-არ გადამრიო ლიზიკო...ჩემთან ცხოვრობ...ბაზარი არაა არანაირად არ ვარ ვალდებული მაგრამ მინდა, რომ უკეთესი ცხოვრება გქონდე...მინდა , რომ დაგეხმარო,ხელი შეგიწყო რათა, ისწავლო და მომავალში საკუთარი თავის სწორად რეალიზება მოახდინო...ვაბშე არ გიყვარს საკუთარი თავიი?! ვაბშე არ გინდა კომფორტი და სწავლის მშვიდად გაგრძელებაა?!
-და რა სტატუსით ცრდილობ დახმარებას?-გაეცინა ლიზას-თავი მდიდარი,გაზულუქებული ტიპის საყვარელი მგონია.
-თავად აყენებ საკუთარ თავს შეურაწყოფას-ტონი გაუცივდა მამაკაცს-რისი მოსმენა გინდა?! ჯანდაბა რას ითხოვ ჩემგან
-შემეშვი!!-კარი სწრაფად გახსნა ლიზამ და გადასულმა ძლიერად მიუჯახუნა.
-სად მიდიხარ?!-მას მიბაძა დათუნაშვილმაც-სად მიდიხართქო?!-იღრიალა განრისხებულმა და ორ ნაბიჯში დაწეული უხეშად სწვდა მკლავში.-რა დედის ***** ნაა?! რა გინდა ლიზა?! გამაგებინე რას ითხოვ?! რავქნა მოგატყუოო?! მითხარი რავქნა? ვიყვირო მიყვარხართქოო?! ამის დედაც არ მიყვარხარ...არ მიყვარხარ...გესმიის? არ მიყვარხარ მაგრამ ,იმდენად მეტს ნიშნავ ჩემთვის სიყვარულსაც გავკარი ამის მერე გესმიის?! რა ჯანდაბა გინდა მაინცდამაინც ხელმოწერილი საბუთებია საჭირო ჩვენი ერთად ყოფნის გასამართლებლად? კარგი წამოდი...ხო წამოდი და მოგიწერ ხელს...გერქვას ჩემი ცოლო...ჯანდაბა რა უცნაურად აზროვნებთ ეს ქალები ვერაფერი ვერ გაგიგე...რა ჯანდაბას ითხოვ ვერ გავიგე...ის, რომ მინდა ჩემს გვერდით კარგად იყო მაინც და მაინც ნიშნავს ,რომ მე შენ სექსში გიხდი ფულს? გამაგებინე ერთი ეს ვადაგასული აზრები რატომ არის შენს ტვინში დალექილი როდესაც ვფიქრობ, რომ შენ ძალიან განსხვავდები ჩვეულებრივი სტანდარტული გოგოებისგან?
-ხელი გამიშვი!-მკლავზე დაიხედა ერგემლიძემ.
-ლიზა-ხმას დაუწია მამაკაცმა და შედარებით დაუთბა ტონი.-მე მინდა შენთან...მართლა ძალიან მინდა.მინდა რომ დღეს ,ხავლ და ზეგ კი არა მთელი ცხოვრება იყო ჩემს გვერდით...შენთან თავს ყველაზე მაგრად ვგრძნობ და ამის დედაც!! მეტი რა გავაკეთო შენს
შენს მერე სხვა ქალისკენ არცკი გამიხედია რადგან, შენ არავინ არ გგავს...და ბაზარი არაა შეიძლება ზნედაცემული და გარეწარი ვარ მაგრამ გაფასებ...გესმის? გაფასებ და ნამდვილად არ გაკადრებ ვიღაც ქალთან ნაგორავები მოვიდე და უსინდისოდ მოგიწვე გვერდით...მაცადე ლიზ-სახეზე მიეფერა სევდანარევი ტონით ნიკა-ცოტა დრო მომეცი და დამეხმარე, რომ შენ გეჭიროს ჩემს გულში მთავარი ადგილი...ვცრდილობ ...მე ვცრდილობ და დარწმუნებული ვარ გამომივა.დაიკიდე ნინა და სხვა ქალები ვინც კი შენამდე მყოლია...უბრალოდ ადექი და დაიკიდე წერეთელი...ჩემი ბრალი არ არის შენ მაგ დროს პატარა, რომ იყავი და გაზრდა დაგაგვიანდა-გაეცინა-ჩემი ბრალი არაა გვიან, რომ გნახე...გესმის? სამაგიეროდ მთავარი ის არის, რომ გნახე და ახლა უბრალოდ არ მინდა შენი გაშვება.-შუბლზე შუბლით დაეყრდნო მამაკაცი-არ გაგიშვებ გესმის? და ამოიგდე ამ პატარა თავიდან ის აბეზარი ფიქრები რაც გაიძულებს სულელური დასკვნების გამოიტანო.წამოდი სახლში მიგიყვან და მე გავალ-მანქანისკენ დაიძრა დათუნაშვილი და ქალიც თან გაიყოლა.
სახლამდე ხმა აღარცერთს ამოუშია.სადარბაზოსთან გაუჩერა ერგემლიძეს მანქანა და დაელოდა როდის ავიდოდა ქალი სახლში.შემდეგ კი ძრავი ჩართო და სწრაფად გაეცალა იქაურობას.

* * *
მიწისქვეშა ღამის ბარი "აქცენტი" ბარის გარდა ყველაფერი იყო...უზარმაზარი დარბაზი..მთვრალი კლიენტები, ხმაურიანი მუსიკა,დაექსტაზებული ახალგაზრდები დენდარტყმული გველებივით, რომ იგრიხებოდნენ.სიგარეტის კვამლი...სცენაზე კაიფში მყოფი დიჯეი გიჟურ მუსიკას, რომ არახუნებდა...დუღდა და გადმოდუღდა აქცენტში "სიცოცხლე". შიშველი სტრიპტიზიორები და ეს ყველაფერი იმაზე ამაზრზენი და გულისამრევად ვულგარული იყო თავად გართობის დიდ მოტრფიალე ნიკოლოზ დათუნაშვილსაც კი აზიდებდა.ყველანაირი დაწესებულება უნახავს მაგრამ, ეს ზღვარგადასული გარყვნილება უკვე ზედმეტად მეტისმეტიც კი აღარ იყო.ფორმიანების გამოჩენა დარბაზში მყოფთა დაკვირვებულ მზერას არ გამორჩენიათ და მთავარი ჩოჩქოლის მიზეზიც გახდა.დათუნაშვილმა სწრაფად დაიკავა დიჯეის გვერდით შემაღლებულ სცენაზე ადგილი და მუსიკის გამორთვის შემდეგ საზოგადოებას მიკროფონით ხელში ირონიული ტონით მიმართა:
-მოგესალმებით საქართველო!! მე მთავარი გამომძიებელი ნიკოლოზ დათუნაშვილი ვარ და თქვენ...ყველა განურჩევლად სქესისა,ეროვნებისა,კანის ფერისა და რელიგიის... დაკავებული ხართ პროსტიტუციის ,ნარკორეალიზაციის და ზღვარგადასული გარყვნილების ბრალდებით! პრეტენზიებს განყოფილებაში მოვისმენ...დაიცავით წესრიგი და მშვიდობიანად მიეცით საშუალება კანონის დამცველებს გააკეთონ თავიაანთი საქმე.ბარი დალუქულის!!
ამ განცხადების და მასიური დაკავების დაწყების შემდეგ.მეორე სართულის აივანზე მდგომი მაღალი, შავ პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცი რომელიც თვალყურს ადევნებდა დარბაზში დატრიალებულ სცენას.თავის ორ დაცვის წევრათან ერთად სწრაფად შეტრიალდა და უკანა გასასვლელისკენ გაიკვლია გზა.სირბილით ჩაიარეს კიბეები და ის ის იყო კარის გახსნას და ეზოში გასვლას აპირებდნენ კარი გარედან, რომ გაიხსნა და ზღურბლზე მთავარ გმირთან ერთად ლაღიძის სახეც გამოჩნდა.
-ბატონო ლაშა!-ხელები გაშალა ნიკოლოზმა-სასიამოვნოა თქვენი პირადად ნახვა...
მამაკაცმა დანებებას ბრძოლა ამჯობინა მაგრამ ,გამომძიებლის ხელში გაელვებულმა იარაღმა რომლის ცივი ლულაც შუბლზე მიებჯინა აიძულა თავის განზრახვაზე ხელის აღება.
-მუხლებზე!-ცივად გამოსცრა ნიკოლოზმა და მუხლებზე დაშვებულ მამაკაცს ხელები სწრაფად გადაუგრიხა.მსხვილ მაჯებზე ხელბორჯილი მოხერხებულად მოარგო და მკლავში ძლიერი დაქაჩვით წამოაყენა ფეხზე-დაპატიმრებული ხართ!
-ამას არ შეგარჩენ-გაიცინა მამაკაცმა.
-შემაშინე ხომ იცი?!-გაიცინა დათუნაშვილმა.
-მერე აღარ გაგეცინაბა...
-კარგი მასე ქენი-მხარზე დაარტყა ხელი ნიკამ-ახლა კი გამოადგი ფეხი.
* * *

განყოფილებაში სრული მეორედ მოსვლა სუფევდა.წინასწარი დაკავების იზოლატორში აყვირებული სტრიპტიზიორი მეძავები,ნასვამი მოქალაქეები რომლებიც, ტესტის ჩაბარების მერე ნელ- ნელა ტოვებდნენ შენობას. აყვირებული ბარის მმართველი და მუქარების ვრცელი ტექსტები.დაკითხვაზე სათითაოდ დაბარებული ბარის მომსახურე პერსონალი და თავატკიებული დათუნაშვილი რომელიც, მეხუთე ენერგეტიკულს და უშაქრო ყავის კაცმა არ იცის მერამდენე ფინჯანს სვამდა.
-სრული აურზაურიაა-სახე მოისრის ლაღიძემ.
-არ თქვა...
-მოკვდები ამდენი კოფეინის მიღებისგან-მკაცრად შენიშნა გიორგიმ.
-დამშვიდდი...გადავიტან რამენაირად.-სიგარეტს მოუკიდა ნიკამ.
-ახლა რა იქნება?
-ისევ ეს არაფრისმომცემი კითხვა.-გაეცინა ნიკას.-ბუაჩიძეს ჩავსვამთ. საკმაოდ აქვს მიქარული მინიმუმ 10 წლით საკურორტო ზონაში, რომ დაისვენოს...რაც შეეხება დანარჩენს...ეს მასობრივი დაკავება მაგრად შეუკეთებს ბატონი ადვოკატის ნაკვერჩხალზე ცეცხლს. ..მეორე ბარსაც დავარბევ და დავულუქავ, შემდეგ კი ისე შევავიწროვებ იძულებუსლ გავხდი აშკარა მოქმედებაზე გადმოვიდეს. ყველა გზა მოჭრილი და მაგის მერე ზუსტად იქ დავარტყამ სადაც არ ელოდებ.
-ჭკვიანური სვლაა შერლოკ...-გაიცინა გიორგიმ და იმ წუთს კარის ზღურბლზე გამოჩენილ ლევან ლაბაძეს გახედა კითხვისნიშნით სავსე მზერით.
-იქ..ერთი სტრიპტიზიორია მერი გაგუა...შენთან გასაუბრებას ითხოვს ნიკა.აცხადებს მის მეტს არავის დაველაპარაკებიო.
-კარგიი-სიგარეტი საფერფლეზე დაასრისა მამაკაცმა და წამოდგა.-მოვალ შეიყვანე დაკითხვსი ოთახში.
-უკვე იქაა და შენ გიცდის...
-კარგიი...
მაგიდასთან მჯდომი მერი გაგუა...მაღალი, ქერა ქალი გახლდათ...დიდრონი ლურჯი თვალებით და საკმაოდ მრგვალი და მაცდური სხეულის ფორმებით.საცეკვაო ბიკინსა და ლიფში გამოწყობილი თეთრ,მოკლე ხალათში გახვეულიყო და ფეხები ოთახის ფუმფულა ჩუსტებში გაეყარა. გამომძიებლის შემოსვლაზე დახრილი თავი ასწია და მზერა პირდაპირ სახეში შეანათა.
- გამარჯობაა-მის მოპირდაპირედ სკამზე დაეშვა ნიკა და ქალს თვალი თვალში გაუყარა.-თურმე აცხადებ ჩემს მეტს არავის გაესაუბრები და აბა გისმენ-ხელები მაგიდაზე დააწყო და გრძელი თითები ერთმანეთში აურია თან თვალი მაჯაზე მორგებული საათისკენ გაექცა რომლის ისრებიც დილის 7 აჩვენებდნენ.
-სახლში როდის გამიშვებთ?-ხმა ამოიღო ქალმა.
-სად გეჩქარება?!-გაეცინა ნიკას-განა ასე ცუდი მასპინძლები ვართ?
-ირონია უადგილოა ბატონო გამომძიებელო!-ტონი დაეძაბა ქალს.-სახლში მოხუცი დედა და 7 წლის შვილი მელოდება რომელთანაც პირველი შემთხვევაა ასე, რომ ვაგვიანებ...
-ხოო ცუდიაა-სახე დამანჭა ნიკამ-ვფიქრობ კიდევ ერთი დღით დააგვ იანებთ.რადგან, შემიძლია ბრალის წაყენების გარეშე განყოფილების წინასწარი დაკავების იზოლატორში შენი 48 საათით გაჩერება.
-შვილები გყავთ?-მისკენ გადაიხარა ქალი.
-სამწუხაროდ არა...ისე დიდად არც ვწუხვარ გატყუებთ.აბა გისმენ მერი...-ხელი ხელს შემოჰკრა ნიკამ-მითხარი რამე ისეთი ...საინტერესო რაც მაიძულებს შენს სახლში გაშვებას...შვილი გელოდება როგორც აღნიშნე.
-რა გითხრათ?...-მხრები აიჩეჩა ქალმა.-ბარში სასმელი და ნარკოტიკი თავისუფლად, რომ იყიდება ეგ ისედაც იცით...ბარის კურატორიც აქ გყავთ და ჩვენ უბრალო მოცეკვავეები რომლებიც ხანდახან კლიენტებთან სექსში ფულს ვიღებთ დიდად საინტერესონი არ ვართ.
-ხოო... ეგ ,შენ ვის სად და როდის რას უკეთებ არ მაინტერესებს...-მისკენ გადაიხარა და შეთქმულივით დაბალი ხმით უთხრა-არ ვარ ჭორიკანა.მე უფრო...მსუყე...გემრიელი ლუკმები მიყვარს მაგალითად: ვინ დაგას ბუაჩიძის უკან!
-რა თქმა უნდა ბიძამისი-გაიკვირვა ქალმა თითქოს ეუბნებოდა ეგ როგორ არ იცითო.
-აბა ბიძა?-თვალები დააწვრილა ნიკამ.
-შეროზია...მერაბ შეროზია.
-ადვიკატიი?
-დიახ.
-უყურე შენ!!-წვერი მოიქავა ნიკამ-რა შეგიძლია მითხრა მერაბზე?
-გარდა იმისა, რომ კვირაში სამჯერ მასთან მივდივარ და სექსი გავქვს...არაფერი ...თუ რა თქმა უნდა პროცესის დეტალები არ გაინტერესებს.
-არაა...იყოს მადლობა.-ხელი ჩაიქნია ბიკამ-თუმცა ,შეგახსენებ სად ხარ და შემიძლია თამამად დაგდო ბრალი არაკანონიერ პროსტიტუციასა და წამლის რეალიზებისთვის შესაბამისად უფრო დიდი ხნით მოგიწევს შვილის უნახავად ყოფნა.
ქალმა ხმაურით გადააგორა ყელში ნერწყვი და ხმა გაბზარულმა ამღვრეული თვალებით შეხედა გამომძიებელს .-რა გაინტერესებთ?
-რავიცი...კვირაში სამჯერ მის სახლში დადიხარ და იქნებ გაქვს რამე სათქმელიი? ნანახი...გაგონილი...
-არა...არაფერი არ გამიგია...-სწრაფად უარყო ქალმა და შემდეგ ხმას შედარებით დაუწია-თუმცა წინაზე მასთან ყოფნისას სახლში ორო მამაკაცი მოვიდა,მე აბაზანაში ვიყავი და იქიდან გამოსულმა დავინახე როგორ ჩაიტანეს მოზრდილი ბრეზენტ გადაფარებული რაღაც ყუთი სარდაფის კიბეზე.
-და შეგიძლია მითხრა როგორი იყო ის ყითიი?-ხმა დაეძაბა ნიკას.
-არ ვიცი გრძელი ...დახლოებით, მეტრი და ოთხმოცი,ოთხმოცადაათი სანტიმეტრის არც მაინც და მაინც განიერი...ჯანდაბა! არ ვიცი ბრეზენტი ჰქონდა გადაკრული და გარკვევით ისიც კი ვერ დავინახე ყუთი იყო თუ არა...-სახსზე აიფარა ხელები მერიმ.
-გასაგებია და სად არის ეგ სახლი?.
-მახათას გორაზე..ახალ დასახლებაში...
-აჰაა...მადლობაა და რა მაინტერესებს რამე, რომ იყოს სასამართლოში შეგიძლიათ იგივეს გამეორება რაც ახლა მე მითხარით?
ქალი უცებ მოიქუფრა და სახეზე შიში გამოესახა.
-არა...არა რათქმა უნდა...არანაირი სასამართლო მე უბრალო მეძავი ვარ რომელიც, ბარში ცეკვით და კლიენტებთან დაწოლით შოულობს საჭმლის ფულს.შვილი მყავს.. და არა, არა...მომკლავს შეროზია..ხო ნამდვილად მომკლავს.
-კარგით გასაგებია...დამშვიდდით...-სკამიდან წამოდგა ნიკა.-რაღაც საბუთებზე მოგაწერინებენ ხელს..ჩვეულებრივი ფორმალობაა და შემდეგ შეძლებთ სახლში წასვლას.
-კარგით მადლობა.
ნიკას ხმა აღარ ამოუღია სწრაფად დატოვა დაკითხვის ოთახი და კაბინეტისკენ გაემართა.უკვე ძალიან დაღლილი და ენერგია გამოცლილი იყო ერთადერთი რასაც საჭიროვებდა სახლში მისვლა ,წყლის გადავლება და რამოდენიმე საათით თვალის მოტყუება იყო.ბევრი აღარც უფიქრია სწრაფად აიღო თავისი ნივთები და კაბინეტი უკანმოუხედავად დატოვა.

* * *
სახლში უხმაუროდ შევიდა და ფეხაკრეფით გაემართა პირდაპირ აბაზანისკენ .თბილი წყლის ჭავლის ქვეშ საკმაოხანს იდგა და ფიქრისგან ადუღებულ ტვინს ასვენებდა რომელიც, ისე გამლღვალიყო შეგრძნება რჩებოდა დენას დაიწყებდა ყურებიდან და ცხვირიდან...წელზე მოხვეული პირსახოცით გამოვიდა აბაზანიდან.თმა შეიმშრალა და საცვალი მოიძია.თავის საწოლს დახედა და მეორე საძინებლისკენ გაემართა...სადაც, ლიზას დაეკავებინა მთელი საწოლი და მუცელზე გაწოლილი ბალიშზე შემოხვეული მკლავებით ბავშვივით მშვიდად ფშვინავდა.ცოტა ხანს უყურებდა სახეზე ღიმილ მოგვრილი ქალის მიმზიდველ სხეულს თეთრი ზეწრების ფონზე შიშველი...ამორძალივით მიმზიდველად, რომ მოსჩანდა.შემდეგ სახე მოისრისა ნერვიულად, ოთახი ისევ ისე უხმაუროდ დატოვა როგორც მივიდა იქ.თავის საძინებელში შესულმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი მოწყვეტით დაეშვა უზარმაზარ საწოლზე და ზურგზე მწოლიარემ მზერა ჭერს მიაბყრო...საფიქრალი და სადარდებელი თავზესაყრელად ჰქონდა და ამას პატარა ბავშვივით გაჯიუტებული ლიზაც ემატებოდა რომელიც, იმ კითხვებზე პასუხს ელოდა რომელიც თავად ნიკას არ ჰქონდა.ბოლოს თვალები დახუჭა და შეეცადა რამოდენიმე საათით მაინც მოეტყუებინა თვალი და დაძაბული დღის შემდეგ ტონუს მომატებული სხეული მოედუნებინა.ბევრი არც უწვალია მალევა ჩაეძინა.
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი მაკო

შეუდარებელი რომ ხარ გითხარი უკვე. ოღონდ რატომ გვალოდინე? არ ვართ შენგან მიჩვეულები ლოდინს და გამიკვირდა ძალიან. და კიდევ ნუ უყურებ გაბოროტებული ხროვის გამოსვლებს რომლებიც იმას ფიქრობენ ვის რა აწყენინონ. აკეთე შენი საქმე და იარე წინ. ეს ისე ზოგადად ცხოვრებაშიც საჭიროა. თქვენებურად რომ ვთქვა დაიკიდე რაააა.

 



№2  offline წევრი kora

გამიხარდი ძალიან და ყველაზე მეტად ძველებური ხასიათებით დაბრუნებული ნიკა გამიხარდა. ლიზას როლი გამოძიებაში ძალიან მომეწონა. ნიკას სიტყვით გამოსვლა ლიზასთან იყო ყველა სიტყვა "მიყვარხარზე" მეტი! კაცი რომ სიყვებით ამდენს გეტყვის იქ უკვე ერთი სიტყვა ძალას კარგავს, რადგან გრძნობები ასე ფართოდ გახსნა და უთხრა ის ყველაფერი, რაც ასე ძვირფასი მოსასმენია ნებისმიერი შეყვარებული ქალისთვის. მე დავდნი, გავიბადრე და ემოციებით ავივსე და წარმომიდგენია იმ ყველაფრის მოსმენის შემდეგ როგორ იქნება ლიზა <3 ვგიჟდები ამ წყვილზე და ვგიჟდები ნაკასეულ ახსნილ გრძნობებზე <3
გამოძიება დიდი ნაბიჯით წაიჭრა წინ და ვგრძნობ სადაცაა ფეიერვერკად ამოხეთქავს სამართალი.
წარმოუდგენლად მაგარი მწერალი ხარ, დიახ პირდაპირი მნიშვნელობით მწერალი. მოხარული ვარ რომ გაგიცანი და მოგვეცი იმის ბედნიერება რომ ასე დავტკბეთ შენი შექმნილი ისტორიებით.
მოუთმენლად გიცდი შემდეგი თავით და ბევრი ნიკა-ლიზათი <3
ოქრო ხარ <3
--------------------
kira.G

 



№3  offline მოდერი Life is Good

სტუმარი მაკო
შეუდარებელი რომ ხარ გითხარი უკვე. ოღონდ რატომ გვალოდინე? არ ვართ შენგან მიჩვეულები ლოდინს და გამიკვირდა ძალიან. და კიდევ ნუ უყურებ გაბოროტებული ხროვის გამოსვლებს რომლებიც იმას ფიქრობენ ვის რა აწყენინონ. აკეთე შენი საქმე და იარე წინ. ეს ისე ზოგადად ცხოვრებაშიც საჭიროა. თქვენებურად რომ ვთქვა დაიკიდე რაააა.

ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მქონდა და 5 დღე ვიწექი შესაბამისად ვერაფერს ვაკეთებდი გარდა ძილის heart_eyes ძალიან დიდი მადლობა

kora
გამიხარდი ძალიან და ყველაზე მეტად ძველებური ხასიათებით დაბრუნებული ნიკა გამიხარდა. ლიზას როლი გამოძიებაში ძალიან მომეწონა. ნიკას სიტყვით გამოსვლა ლიზასთან იყო ყველა სიტყვა "მიყვარხარზე" მეტი! კაცი რომ სიყვებით ამდენს გეტყვის იქ უკვე ერთი სიტყვა ძალას კარგავს, რადგან გრძნობები ასე ფართოდ გახსნა და უთხრა ის ყველაფერი, რაც ასე ძვირფასი მოსასმენია ნებისმიერი შეყვარებული ქალისთვის. მე დავდნი, გავიბადრე და ემოციებით ავივსე და წარმომიდგენია იმ ყველაფრის მოსმენის შემდეგ როგორ იქნება ლიზა <3 ვგიჟდები ამ წყვილზე და ვგიჟდები ნაკასეულ ახსნილ გრძნობებზე <3
გამოძიება დიდი ნაბიჯით წაიჭრა წინ და ვგრძნობ სადაცაა ფეიერვერკად ამოხეთქავს სამართალი.
წარმოუდგენლად მაგარი მწერალი ხარ, დიახ პირდაპირი მნიშვნელობით მწერალი. მოხარული ვარ რომ გაგიცანი და მოგვეცი იმის ბედნიერება რომ ასე დავტკბეთ შენი შექმნილი ისტორიებით.
მოუთმენლად გიცდი შემდეგი თავით და ბევრი ნიკა-ლიზათი <3
ოქრო ხარ <3

მადლობა ჩემო კარგო heart_eyes kissing_heart

 



№4 სტუმარი სტუმარი ლიზა

როგორ მიხარია ხოლმე შენი გამონათება ვერ გადმოვცემ სიტყვებით :დ❤ ვგიჟდები ნიკაზე, რა მაგარი ტიპია ღმერთო (((❤ მაგრამ მეტი ლიზა+ ნიკა მინდა, რა გავაკეთო❤
შენ სასწაული ხარ, იმდენად მაგარი მწერალი ხარ რომ სულ, სულ უნდა წერო და წერო❤
პ.ს როგორ მიხარია შენი სხვა ისტორიები არ წამიკითხავს ჯერ, და კბილები მიწაკწაკებს მოსალოდნელი სიამოვნებისგან :დდდ❤
პ.სს ველოდები ახალ თავს გაგიჟებულ-გადარეულ-ნიკაზეშეყვარებული :დდდდ

❤❤❤❤

 



№5 სტუმარი სტუმარი ნანა

უამრავჯერ შემიძლია გავიმეორო, შესანიშნავად წერ! სიუჟეტი, ხასიათი, ურთიეთობები, ემოცია... ყველაფერი ძალიან მომწონს და რაც მთავარია-განსხვავებული და დაუვიწყარი ხარ! ❤️❤️❤️

 



№6 სტუმარი ლიკ ლიკ

სად ხარ, ყველას მაგივრად სხვები რატო დაგვსაჯე, უნდა გააგრძელო შენებურად :)

 



№7  offline მოდერი Life is Good

ლიკ ლიკ
სად ხარ, ყველას მაგივრად სხვები რატო დაგვსაჯე, უნდა გააგრძელო შენებურად :)

ლიკ ლიკ
სად ხარ, ყველას მაგივრად სხვები რატო დაგვსაჯე, უნდა გააგრძელო შენებურად :)

smile ცუდად ვიყავი ხალხო...ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა.არავინ არ დამისჯიხართ ცუდად დაემთხვა bowtie ახლა აქ ვარ და ვაჰრძელებ რათქმა უნდა

სტუმარი ნანა
უამრავჯერ შემიძლია გავიმეორო, შესანიშნავად წერ! სიუჟეტი, ხასიათი, ურთიეთობები, ემოცია... ყველაფერი ძალიან მომწონს და რაც მთავარია-განსხვავებული და დაუვიწყარი ხარ! ❤️❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

 



№8  offline წევრი naattii

როგორ არ მეყოოო ❤ მადლობა რომ წინა თავის კომენტარებში დაწერილი ჩემი მოლოდინი ამიხდინე და ლიზიკოც დაგვანახე საქმეში ❤

 



№9  offline მოდერი Life is Good

სტუმარი ლიზა
როგორ მიხარია ხოლმე შენი გამონათება ვერ გადმოვცემ სიტყვებით :დ❤ ვგიჟდები ნიკაზე, რა მაგარი ტიპია ღმერთო (((❤ მაგრამ მეტი ლიზა+ ნიკა მინდა, რა გავაკეთო❤
შენ სასწაული ხარ, იმდენად მაგარი მწერალი ხარ რომ სულ, სულ უნდა წერო და წერო❤
პ.ს როგორ მიხარია შენი სხვა ისტორიები არ წამიკითხავს ჯერ, და კბილები მიწაკწაკებს მოსალოდნელი სიამოვნებისგან :დდდ❤
პ.სს ველოდები ახალ თავს გაგიჟებულ-გადარეულ-ნიკაზეშეყვარებული :დდდდ

❤❤❤❤

მადლობა ლიზა heart_eyes გამიხარდება თუ გადაწყვეტ წაკითხვას

naattii
როგორ არ მეყოოო ❤ მადლობა რომ წინა თავის კომენტარებში დაწერილი ჩემი მოლოდინი ამიხდინე და ლიზიკოც დაგვანახე საქმეში ❤

heart_eyes მადლობა შენ რომ მოგეწონა

 



№10 სტუმარი ანისია

მომწონს და ველოდები შემდეგ თავს. დაგვიანების გარეშე -_-

 



№11 სტუმარი ია

ჯანმრთელობას უნდა მიხედო პირველ რიგში,,,,იმდენჯერ შემოვედი,დავღალე ტელეე))

 



№12 სტუმარი სტუმარი ნინი

ფეფო, რამდენჯერ შემოვდიოდი და იმედგაცრუებული გავდიოდი.. მთავარია,რომ ეხლა კარგად ხარ.. საუკეთესო ხარ შენ! ❤️

 



№13  offline აქტიური მკითხველი grafo

დეტექტივებს მე არ ვუყურებ, არ ვკითხულობ და საერთოდ, გაგებაში ვერ მოვდივარ რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს. ან ეს გაუმაძღარი ხალხი, ამდენი რამით ვაჭრობენ და კიდევ იმ ანტიკვარულ რაღაცეებზე რატომ ხოცავენ ერთმანეთს?!
ძაან მძაბავს ეს მუქარებიც. ნუ, ვინმე რომ მოკლა იცი რაც მოგივა, მაგრამ ცოტაზე მეტ დაძაბულობას ვვარაუდობ ამ გავეშებული დაჭერილების მხრიდან. ძალიან მშვიდად არის ნიკა.

ლიზა...რომ დაიწყებ დაამთავრე ხოლმე ბოლომდე. რატომ აყვირებ ამ კაცს და რატო არკვევ ნაწილ-ნაწილს ამბებს.
ნიკოლოზ შენ კიდევ ვერ ისწავლე, რომ ყველა ქალი ერთნაირია და რაღაცის გარანტია ყველას სჭირდება. კარგია ჰარი-ჰარალე, მაგრამ სულ შიში არიან ამ დროს მაინც ქალები, რაც არ უნდა არასტანდარტულობას აწვებოდნენ და შენი გამოცდილების კაცმა უნდა იცოდეს ეს. ეგდე ახლა ნაცემი ძაღლივით მარტო ოთახში.

პ.ს. ამ დოზით განაგრძე მარტო ლიზა და ნიკა და საიტის "ჯანმრთელობის" მდგომარეობას საფრთხე არ დაემუქრება ;-)

 



№14  offline წევრი kasunia

აიი ვგიჟდები შენზე უნიკალური ხაარ<3როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო <3აღარ გვალოდინ რაა :**

 



№15  offline წევრი ცუცუნა

ძალიან,ძალიან,ძალიან მომწონს,ველოდები შემდეგ თავს სულმოუთქმელად ♥️

 



№16 სტუმარი სტუმარი ნინელი

დავიწყებ იქიდან,რომ არაჩვეულებრივად წერ.საონტერესო და დაძაბული სიუჟეტია მომწონს მე ეს ჟანრი.გავაგრძელებ იქ ,რომ შენი ყველა ისტორია წავიკითხე თავისებურად სხვანაირია დასამახსოვტებელი და ძნელად დასავიწყებელი.შენ...საუკეთესო ხარ საუკეთესოთა სორის და მე მიხარია ამდენი და ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდობა რომ გვყვას.წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო და საუკეთესო სურვილებით გკოცნი ბევრს...
გადავხედე სხვა თავებს და გამეცინა...სად არის ის ყბადაღებული საზოგადოება წინა თავებში ასე სისინით რომ გაქილიკებდნენ? ხელოვნება თუ არ იცით რას ნიშნავს მაშ არც აზრს უნდა დაფიქსირებდეთ.ფეფოს ნამუშევარი თუ პორნოდ მოიქზრება მაშინ პირველი ქვა ჯავახიშვილს ვესროლოთ რადგან ჯაყოს ხიზნები ამაზრზენი "პორნოა".
წარმატებები ჩემო კარგო

 



№17 სტუმარი makukuna

ლიზასგან რომ კარგი იურისტი დადგება, წინა თავებიდანც კარგად ჩანს. ისე ზუსტად ამოიცნო ნიკოლოზის ფიქრები და შეიგრძნო მისი განცდები, რომ გაოცებული დამტოვა. ჩამოყალიბებული ქალი რომაა, ეგეც მაშინ შეეტყო. ზუსტად რომ მიხვდა, რა სჭირდებოდა იმ მომენტში ნიკას, რომ დაცლილიყო და მდგომარეობიდან გამოსულიყო. (მიუხედავად იმისა, რომ ნიკამ ამას არ იმსახურებდა ლიზიკოსგან იმ მომენტში, ისე გამაბრაზა), ამას ბევრი ვერ გააკეთებდა. მეორე დღეს თავისთავთან ნიკას დატოვება. ასევე ღირსეული ქალის ნაბიჯი იყო. heart_eyes

დღევანდელი მისი გამოხტომა სტატუსზე ჩემი აზრით ცოდა გაუგებარი და არაადეტკვატურია ნიკოსთან ურთიერთობაში მისი პირველი ნაბიჯებიდან, ტერიტორიების მონიშვნაზე მისი რეჩით დამთავრებული. არასდროს მოუთხოვია გარანტიები და ამიტო ცოტა არ იყოს გამიკვირდა, მისი პრეტენზიები სტატუსის გარკვევაზე.

მაგრამ, მგონია, რომ საქმეში უკევ გული და გრძნობები ერევა. თუ თავიდან მხოლოდ გონებით გადაწყვიტა ლიზიკომ, ეხლა უკვე გრძნობა ალაპარაკებს. საერთოდ, მგონია, რომ ასეთ პრეტენზიებს უკვე გრძნობა განაპირობებს. სხვისი აზრი ხომ თავიდანვე ეკიდა და ეხლაც არ აწუხებს, უბრალოდ, გული უკვე სხვას სთხოვს. wink

ნიკოლოზი - თავის სიმაღლეზეა, ზუსტად იცის რა უნდა, რა დოზით, როგორ უნდა მიიღოს და ისიც ზუსტად იცის, სხვას რამდენის უფლება აქვს მასთან. smile სულ ხარხარით ვკითხულობ მის ნებისმიერ პასუხს ლიზიკოს ნებისმიერ კითხვაზე თუ პრეტენზიაზე. ხოდა და ამიტო ვგიჟდები მე ნიკოლოზაზე. smile smile

მაგრამ, ყველაზე მეტად, შენზე ვგიჟდები, ფეფოო blush blush

 



№18 სტუმარი Tiko

Pirvel rigshi gamojanmrtelebas gisurveb pepo. Dzalian gamaxare ro dagvibrundi sheni imijit, im imijit romelic gansakutrebuls gxdis shenc da shens nawarmoebsac. Simartle gitxra tavidan liziko cota ar momdioda tvalshi tumca bolo tavebidan imdenad wamowie pirovnulad win rom arvici... didi madloba amistvis. Ai amitomac momwonxar

 



№19 სტუმარი ნია

აუუ, ნეტა იქნება დღეს ახალი თავი? ხომ არ იცით ვინმემ? ვერ ვითმენ ისე მინდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent