ფილოსოფია, ფსიქიატრიულის კედლებში. სრულად » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფილოსოფია, ფსიქიატრიულის კედლებში. {სრულად}

8-08-2018, 22:08
ავტორი სალანდერი
ნანახია 888

ფილოსოფია, ფსიქიატრიულის კედლებში. {სრულად}

2 აგვისტო.
თვალი გაახილა ქალმა.
მზერა მოავლო, თეთრი ოთახის კედლებსა და დაბზარულ ჭერს.
ხელზე გადაჭერილი ქამრები იგრძნო, რომელიც ისე მკვეთრად უჭერდნენ, უმნიშვნელო მოძრაობის შესრულების ნებასაც არ აძლევდნენ.
ისევ დააბეს, არ ახსოვდა რატომ, მაგრამ ახსოვდა, რომ პირველი შემთხვევა არ იყო.
სისუსტეს გრძნობდა, დამამშვიდებლებით გაბრუებული ორგანიზმი.
ოთახის მკვეთრმა განათებამ მოსჭრა თვალები და სწრაფად დახუჭა.
როგორ ვერ იტანდა, როცა თვალებს ხუმჭავდა და არ ეძინა.
კადრებად უტრიალებდა განვლილი ცხოვრება, ვერსად ემალებოდა ქუთუთოებს შორის განვლილ დოკუმენტურ ფილმს.
ხმაური შემოესმა, თუმცა თვალის გახელა ვერ გაბედა, მშვიდად ელოდა როდის გაუკეთებდნენ კიდევ ერთ დამამშვიდებელს.
ოთახში ნაბიჯების ხმა გაისმა, ვიღაც ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და რამდენიმე წამში, უკვე მის საწოლთან იდგა.
უცნობის სუნთქვა, სახესა და გულზე მოეფინა.
მშვიდად სუნთქავდა უცნობი, მშვიდად თუმცა ღრმად.
ეუცხოვა, აქ ხომ კარგად ისწავლა სუნთქვით როგორ ეცნო ადამიანები, ყველა თანამშრომელს სცნობდა, ვისთანაც შეხება ჰქონდა.
მაგალითად, მთავარი ექიმი ყოველთვის მძიმედ სუნთქავდა, წყვეტილად, თითქოს ეშინოდა შემთხვევით ჰაერის ზედმეტი დოზა არ ჩაეშვა ფილტვებში.
ექთნის სუნთქვა, სევდიან ოხვრას მოგაგონებდათ, ხმას აყოლებდა და ისე ქშინავდა, თითქოს ძალით აბამდნენ ამ ფსიქიატრიულის კედლებში, თითქოს მასაც მარიამივით, არ შეეძლო აქედან გაქცევა და მასავით მიჯაჭვული იყო ამ კედლებს.
დაცვის წევრები კი, რომლებიც ასე ხშირად ურთიერთობდნენ მარიამთან, რათა დაეკავებინათ, როცა ნერვული შეტევა ეწყებოდა, ქოშინით სუნთქავდნენ მუდამ, თითქოს გამუდმებით საღაციდან მოიჩქაროდნენ და სადღაც მიიჩქაროდნენ.
იმ ადამიანის სუნთქვა რომელიც ახლა ადგა თავზე მარიამს, არავისას ჰგავდა.
უცნაური სიმშვიდე იგრძნო, თითქოს უცნობის ამონასუნთქმა ჰაერმა სხეული გაუთბო და თვალი ფრთხილად გაახილა.
ჯერ უცნობის სილუეტი გაარჩია, შემდეგ კი ქალის სახეს გაუსწორა მზერა.
თეთრი ხალათი ეცვა უცნობს და პირველად მოხდა, რომ მხოლოდ ამის გამო არ იგრძნო ზიზღი.
ყავისფერი კანი ჰქონდა, გამოკვეთილი ყბები და საოცრად ლამაზი ყელი, გრძელი ყავისფერი თმა კულულებად ეყარა მხრებზე, საოცრად ღრმა და მშვიდი ყავისფერი თვალები ჰქონდა, რომლითაც ახლა საწოლზე მიბმულ, ახალგაზრდა გოგონას, გალეულ სხეულს დაჰყურებდა.
მეტისმეტად ყვითელი და სუსტი ეჩვენა გოგონას თითები, ფრთხილად აიღო და თავისი ულამაზესი, გრძელი თითები ფრთხილად შეახო.
პირველად არ გრძნობდა შიშს მარიამი, სიამოვნების თბილმა ტალღამ დაუარა, მას ხომ დიდი ხანი იყო, მხოლოდ დასაბმელად, ან საცემად ეხებოდნენ, უცნობი კი არავის ჰგავდა, სულ არავის. თვალები დახუჭა და წამით იფიქრა, თუ ისევ გაახელდა, ლამაზი მირაჟივით გაუქრებოდა მისთვის, ამ უფანჯრო ოთახში მოვლენილი სასწაული.
- მარიამ. - ქალის თბილმა ხმამ მოიცვა მთელი ოთახი, მიუხედავად იმისა რომ თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა სახელი, მარიამს ექოსავით ესმოდა.
- მარიამ, შეგიძლია შემომხედო? - საუბარი განაგრძო და გოგონა მიხვდა, რომ უცნობის ხმაც ისევე ეთბილა და ეთავისა როგორც სუნთქვა.
ფრთხილად გაახილა თვალი, იმის მოლოდინში რომ ოთახში არავინ დახვდებოდა, თუმცა შეცდა, უცნობი ადგილზე იყო.
- მე ანაბელი ვარ. - ძლივსშესამჩნევად გაიღიმა ქალმა.
- ანაბელი, ანაბელი. - გამომშრალი ტუჩებით გაიმეორა. მხოლოდ ოდნავ აშორებდა ბაგეებს ერთმანეთს.
- ანაბელ, ანგელოზი ხარ? - საოცარი სურვილი იგრძნო, თავადაც შესძლებოდა ქალის ხელზე შეხება.
- არა, მე ახალი მთავარი ექიმი ვარ.
- მე კი გიჟი ვარ, მხოლოდ ზოგჯერ, დღეგამოშვებით და ვფიქრობ, დღეგამოშვებით, ზოგჯერ, შენც ანგელოზი ხარ. - წყვეტილად საუბრობდა.
- რატომ ფიქრობ ასე? - ინტერესი გაუკრთა მზერაში.
- მსუბუქად სუნთქავ, მხოლოდ ანგელოზებს შეუძლიათ ასე სუნთქავდნენ.
- შენ საიდან იცი ეს?
- მესმოდა, ვიგრძენი და მესიამოვნა. - საუბრობდა და ყურადღებით აკვირდებოდა ქალს, მისი სახის თითოეულ ნაკვთს დეტალურად სწავლობდა.
- ამაზე არ მიფიქრია მარიამ. - ღიმილი გადაეფინა სახეზე.
- იფიქრე რა, ან ერთად ვიფიქროთ, შენ ხომ ჩემი ანგელოზი ხარ?
- ანგელოზი? არ ვიცი, იქნებ ვარ, ზოგჯერ, დღეგამოშვებით. - მისივე სიტყვები გაუმეორა და ფალანგები უფრო მკვეთრად შეახო საწოლზე მიბმულ, გაყვითლებულ ხელებს.
- აქედან დამიხსნი არა? მეც ხომ მომცემ უფლებას შეგეხო. - იმედის ნაპერწკლები აუკიაფდა თვალებში.
- რატომ დაგაბეს მარიამ? - მიუხედავად იმისა, რომ ანაბელმა მშვენივრად იცოდა რატომაც ჰყავდათ იზოლირებული, მარიამის ვერსიის მოსმენა მაინც მოინდომა.
- გიჟი ვიყავი, ხომ გითხარი ზოგჯერ გიჟი ვარ, მაგრამ როცა აღარ ვარ გიჟი, არ მიჯერებენ და აქ მტოვებენ.
- თუ გაგათავისუფლებ, შეგიძლია სიტყვა მომცე რომ ცუდად არ მოიქცევი და დანარჩენ პაციენტებს, ან საკუთარ თავს არაფერს დაუშავებ?
- მე უნდა დამეხმარო, რომ არ გავგიჟდე, ამას ჩემით ვერ ვაკონტროლებ. - სევდა დაეტყო გოგონას გამხდარ სახეს.
- შეგიძლია მასწავლო როგორ დაგეხმარო? - ხელი მისი სახიდან აიღო და ჩაცვენილ ლოყებზე ჩამოუსვა.
- ხეტიალის უფლება არ მომცე ანაბელ. - ქალის სახელი განსაკუთრებული სიფრთხილით წარმოთქვა.
- ხეტიალის?
- ჰო, ხეტიალის, სასაფლაოზე ხეტიალის.
- სასაფლაოზე ხეტიალის? - გაოცებით გაიმეორა.
- ჰო, საკუთარ თავში მოწყობილი, მოგონებების სასაფლაოზე, არ უნდა მახეტიალო და არ გავგიჟდები. - იგრძნო როგორ მოშორდა მის სახეს, ანაბელის ხელი და თვალები ისევ დახუჭა.
- დაგეხმარები, აუცილებლად დაგეხმარები.
- ვიცი, შენ ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ. - საკუთარ თავში დარწმუნებული ჩანდა გოგონა.
- ახლა უნდა წავიდე მარიამ, შენ კი დღესვე გადაგიყვანენ პალატაში, ხშირად გნახავ. - ღიმილით დაემშვიდობა გოგონას და ოთახი დატოვა.
სევდიანად ბედნიერი მზერა გააყოლა გოგონამ, კარში გასულ ანაბელს.

3 აგვისტო.
- გამარჯობა მარიამ. - პალატაში შეაბიჯა ქალმა, ოთახს მხოლოდ ერთი ფანჯარა ჰქონდა და მასაც გისოსები ჰფარავდა.
თეთრი ოთახის ერთ კუთხეში მოკუნტულიყო მარიამი, ფეხებისთვის შემოეხვია ხელები და ასე მუხლებში თავჩარგული იჯდა.
- გაგიმარჯოს. - სწრაფად ასწია თავი და სახე გაებადრა.
- როგორ ხარ? - მის პირისპირ დადგა ქალი.
- დაჯექი. - იატაკისკენ მიუთითა.
- კაბა მაცვია, მანდ ვერ დავჯდები. - მშვიდად აუხსნა.
- წესია?
- სურვილი.
- სურვილებს ხშირად ემორჩილები? - თვალი თვალში გაუყარა და მხოლოდ ახლა შეამჩნია ანაბელმა, რომ გოგონას კუპრივით შავი თვალები ჰქონდა.
- რატომ გაინტერესებს?
- ადამიანების კითხვა მიყვარს.
- როგორია? - საწოლზე ჩამოჯდა და ისე მიაჩერდა გოგონას.
- რთული, საინტერესო საკითხავი წიგნები უფრო მარტივი საშოვნელია, ვიდრე საინტერესო საკითხავი ადამიანები.
- ბევრი ადამიანი წაგიკითხავს? - კუპრივით შავ თვალებს გაუსწორა მზერა.
- არა, ბევრი გადამიკითხავს, მაგრამ წაკითხვით ცოტა წამიკითხავს.
- მაინც რამდენი?
- ორი.
- როგორ არჩევ საკითხავ მასალას? - ძალიან ცდილობდა მარიამის ენაზე ესაუბრა.
- ადამიანებს ვყოფ.
- ჰყოფ ჟანრებად? - გაღიმება უნდოდა, თუმცა ჩათვალა რომ არ ღირდა.
- არა, წყლ'ებად.
- ეს, როგორ?
- ანაბელ, გიფიქრია რომ ბავშვები, წყაროს წყალს გვანან? სუფთები და ლაღები არიან, თან მათი დაბინძურებაც ისეთივე მარტივია, როგორც წყაროს წყლის, პატარა ლაქამ, სულ მცირე სიბინძურემ, შესაძლოა სამუდამოდ დაუკარგოს დანიშნულება და თავისი ფუნქცია.
- არასდროს მიფიქრია ამ თემაზე, ამ კუთხით. - გულწრფელად აღიარა.
- მერე ვიზრდებით ანაბელ, ვიზრდებით და ანკარა წყაროდ ვერავინ ვრჩებით.
- მაშინ ვინ ვხდებით მარიამ?
- ზოგი გუბე ხდება, გუბეები ის ადამიანები არიან, პატარა ბეტონის ნაგლეჯში რომ ეტევიან. კომფორტის ზონიდან გასვლის შიშით, ვერაფერ ახალს რომ ვერ სინჯავენ. სხვების დაწესებულ ჩარჩოებში სუნთქავენ და ბეტონის პატარა ორმო სამყაროს ცენტრი ჰგონიათ.
ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს "გუბეების" ბედმა დააღონა და საუბარი განაგრძო.
- ზოგი წყალსაცავია, არც ისე პატარაა მისი სამყარო, მაგრამ მაინც მდორედ დგას, ცხოვრების შეცვლა არ შეუძლია, ის დგას და ადამიანები მოქმედებენ მასზე, შენ უნდა დააბინძურო და შენვე გაასუფთაო, თავისით ვერცერთს ვერ შეძლებს.
- ძალიან საინტერესოა. - თვალებ გაფართოებული უყურებდა ანაბელი, ამ გიჟი გოგონას ფილოსოფიურ საუბარს.
- ადამიანი მდინარე, აქტიური, ცოცხალი და ნამდვილი ადამიანი, ხან ბინძური, ხან სუფთა, ხან მშფოთვარე, სწრაფი დინებით, ხანაც მდორედ და წყნარად მომდინარი, ადამიანი რომელიც იშვიათად აკეთებს, თუმცა იცი, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია დაივიწყოს კალაპოტი
და გადმოვიდეს. - გაეღიმა, აშკარა იყო ადამიანი მდინარეების მიმართ მისი სიმპათია.
- ადამიანი ჭაობი. - ისევ თავად განაგრძო საუბარი. - მავნებელი, ბინძური და მაინც მიმზიდველი, მიუხედავად იმისა რომ თავის სიბინძურეს არასდროს მალავს, მაინც იზიდავს ათასი ჯურის არსებას, მერე კი ითრევს და სამუდამოდ ალპობს საკუთარ სიბინძურეში, იშვიათად რომ ვინმე დაუძვრეს, ძალიან იშვიათად.
და ბოლოს, ადამიანი ოკეანე. - თვალები გაუბრწყინდა ამ სიტყვის წარმოთქმისას.
- ადამიანი ოკეანე? ის როგორია? - კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები ანაბელს.
- ღრმაა, ბუნებრივად სუფთაა, მუდმივად ღელავს მაგრამ ზედაპირს არასდროს ეტყობა, მხოლოდ რჩეულებს ითრევს, ლამაზი, კამკამა ზედაპირით იზიდავს, და თუ რჩეულია, ისაა ვინც შეძლებს მისი სიღრმე არ შეიძულოს, იქ მიჰყავს, ქვემოთ, სადაც უამრავი ისტორიაა, ჩაითრევს ქვემოთ და ზედაპირს ისევ არაფერი ეტყობა, ისევ მშვიდი და კამკამაა.
ისე კი საშინელი გაბრაზება იცის, მხოლოდ თავისით არა, ადამიანები ზემოქმედებენ, ისევე როგორც ოკეანეზე მოქმედებენ, მიწისძვრები და ქარიშხლები, ჰოდა მისი გაგიჟებაც ისეთივე, წამლეკავი და ყოვლის გამანადგურებელია როგორც ცუნამი. - ღიმილი გადაეფინა სახეზე.
- რომელი ტიპის ადამიანია ყველაზე საინტერესო წასაკითხად? - თავისთავად მოსწყდა სიტყვები, ანაბელის ბაგეს.
- მათ შორის, რაც მინახავს, ჭაობია ყველაზე საინტერესო.
- და რომელი კატეგორია არ გინახავს?
- ოკეანე, არასდროს შემხვედრია ადამიანი ოკეანე. - სევდამ გაიელვა მარიამის თვალებში.
- ყველაზე ხშირად რომელი ტიპის ადამიანებს ხვდები?
- გუბეებს. - მოკლედ მოუჭრა.
- მე, მე რომელ კატეგორიას მიმაკუთვნებდი? - თვალი თვალში გაუყარა.
- შენ მდინარე ხარ. - უგემურად გაილოკა ტუჩები.
- და შენ?
- არ ვიცი და საუბარიც აღარ მინდა. - მოკლედ მოუჭრა და ზურგი შეაქცია.
- კარგი, დაგტოვებ. - ფეხზე წამოდგა, კაბაზე არარსებული ნაოჭები შეისწორა და კარისაკენ დაიძრა.
- ანაბელ. - მარიამის ჩურჩული, შორიდან მისწვდა მის ყურთასმენას.
- გისმენ. - მაშინვე შეყოვნდა ქალი.
- შეგიძლია კენჭები მომიტანო? - არც შეუხედავს ისე იკითხა.
- კენჭები, მეტყვი რაში გჭირდება?
- ვერა, თუ შეგიძლია მომიტანე. - ისევ კედლისკენ მიაბრუნა სახე და ანაბელმაც პასუხის გარეშე დატოვა ოთახი.

4 აგვისტო.
- მარიამ მოგიტანე. - კარი შეაღო თუ არა, წვრილი კენჭებით სავსე კალათი უჩვენა.
- გმადლობ. - სწრაფად წამოდგა საწოლიდან და კალათი გამოართვა, იატაკზე მოირთხა ფეხი და კალათიც წინ დაიდგა.
- ხომ გეუბნები, ჩემი ანგელოზი ხარ_მეთქი. - ღიმილიანი სახით შეაჩერდა, ჯერ კიდევ ფეხზე მდგომ ანაბელს.
ქალი რამდენიმე წუთი, მომღიმარი სახით დაჰყურებდა, იატაკზე მჯდომ მარიამს.
- არ გინდა მომიყვე, როგორ მოხვდი აქ? - ისევ თვითონ დაარღვია სიჩუმე.
- გიჟი ვარ. - უდარდელად უპასუხა და კალათი ამოატრიალა, რის შედეგადაც, იატაკზე მიმოიფანტა კენჭები.
- ეს პასუხი არ არის. -ჭკუის დამრიგებლური ტონით მიმართა.
- ცოდვილი ვარ. - თავი ისე დახარა, თითქოს მართლა ანგელოზს ელაპარაკებოდა.
- ცოდვილებს, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გვაწვენდნენ, დიდი ხანია სამყარო, ერთ დიდ ფსიქიატრიულად იქცეოდა.
- მაგრამ, მე სერიოზულად დავაშავე.
- არ გინდა მომიყვე?
- დაჯდები? - ისევ იატაკისკენ ანიშნა თვალებით.
ანაბელს პასუხი არ დაუბრუნებია, კედელთან ახლოს მიიწია და მარიამის გვერდით დაჯდა.
ახლოდან დააკვირდა, ქვების დალაგებაში გართულ გოგონას, რომელსაც სისუსტისგან ლავიწები ამოჩროდა მაისურში, ისედაც გრძელი ყელი კიდევ უფრო დაგრძელებოდა, თხელი სიფრიფანა თითები ჰქონდა, ყვითელი კანი, ოდნავ გრძელი ცხვირი და ისეთი თეთრი ტუჩები, თითქოს ახლახანს მოეთოვა და მის ბაგეებზე დაედო, თოვლის თხელი ფენა.
- ჩემი სიძე მოვკალი. - ისე სწრაფად არღვევს სიჩუმეს, ანაბელი გონზე მოსვლას ვერ ახერხებს.
- რატომ? - მთელი ძალით ცდილობს, რომ ემოციები არ დაეტყოს.
- რადგან მასთან ვიწექი.
- დის ქმართან?
- ჰო. - მოკლედ პასუხობს და ქვების დალაგებას აგრძელებს.
- გიყვარდა? - გოგონას პროფილს აკვირდება.
- ბავშვობიდან, მაგრამ მასთან იმიტომ არ დავწოლილვარ, რომ მიყვარდა.
- ძალა იხმარა?
- არა, ჩვენ ნარკოტიკს მოვიხმარდით, ერთ დღესაც ერთ საწოლში გავიღვიძეთ. - იმაზე მოკლედ ჩამოაყალიბა, ვიდრე შესაძლებელი იყო.
- საერთო შეცდომისთვის მოკალი?
- სიყვარულისთვის. - მზერა კენჭებიდან ანაბელისკენ გადმოაქვს, და ანაბელი სწრაფად აცნობიერებს რომ მარიამის თვალები, შავ ხვრელს ჰგავს.
- ანუ?
- იმ დილითაც, ისე მიყვარდა, როგორც მანამდე. - სევდიანი მზერა აქვს, წარმოსდგენზე ღმა და სევდიანი.
- ახლაც გიყვარს? - მოულოდნელი კითხვა სწყდება ქალის ბაგეს.
- იმაზე მეტად, ვიდრე იმ დილით.
- მაინც ვერ ვხვდები რატომ მოკალი. - სულ ავიწყდება, რომ ფსიქიურად არამდგრად გოგონას ესაუბრება.
- ტანჯვას არ იმსახურებდა, შვებისთვის მოვკალი.
- ფიქრობ ეს გამოსავალი იყო?
- შემომხედე და შენვე უპასუხებ საკუთარ კითხვას. - მზერა მოაშორა ექიმს და ისევ ქვებს მიუბრუნდა.
- თავი იმიტომ არ მოიკალი, რომ საკუთარ თავს სჯი?
- არ ვიმსახურებ? - კითხვაზე კითხვითვე უპასუხა.
- ის რატომ არ იმსახურებდა?
- რადგან მას არ ვუყვარდი. - ყბები დაეჭიმა, მის ყვითელ კანს კი ფითრისფერი დაედო.
- სიყვარულის გამო ისჯი თავს?
- შეცდომისთვის.
- მაგრამ შეცდომას ყველა ვუშვებთ.
- ჩემი შეცდომა მარადიულია, მე მას ვერც შევცვლი და ვერც უარვყოფ.
- მაშინ შეეგუე და ისწავლე მასთან ერთად ცხოვრება.
- - გვიანია უკვე, თან ეგ აღარც მადარდებს ახლა.
- აბა რა გადარდებს მარიამ? - კითხვისნიშნები ჩანდა ანაბელის მზერაში.
- ის, რომ რომ ადამიან ოკეანეს ვერასდროს ვიხილავ.
- გიფიქრია რომ თავად ხარ, ის რასაც ეძებ?
- ოკეანე? - სათამაშოს მოსწყდა და მთელი ტანით მიბრუნდა ანაბელისკენ
- კი, შენ სხვა ხარ, სხვანაირად ღრმა, განსხვავებული, მეტისმეტად არარეალური ამ სამყაროსთვის. - თვალი თვალში გაუყარა და მტკიცედ განაგრძო საუბარი.
- მაინც ვერ ვხვდები, სად იპოვე ჩემი სიღრმე, ვერ ვხვდები, რას ვაკეთებ განსაკუთრებულს, ან უცნაურს. - უღონოდ აიჩეჩა მხრები.
- თუ ოდესმე მიხვდები, პირველი ვიქნები ვინც მოვა და გეტყვის, რომ ოკეანე აღარ ხარ და ასფალტზე, სიძველისგან გაჩენილ ღარში, ჩაგროვილ გუბედ იქეცი.
- შენ ხომ ადამიანების კითხვა არ იცი. - გამომცდელად ჟღერდა მარიამის კითხვა.
- იქნებ ვიცოდი, უბრალოდ არასდროს შემიხედავს საკუთარი თავისთვის ამ კუთხით.
- და შენ სად კითხულობ მაგ სიღრმეს ანაბელ? სად ჩანს ეგ სიღრმე, ადამიანის ქმედებაში? იქნებ სიტყვებში, ან იქნებ მის მზერაში?
- ახლა თვალებიც ტყუიან მარიამ, ადამიანის სიღრმე, მის სიტყვებს შორის დარჩენილ სიცარიელეში ჩანს, დაბნეულობისას დახრილ თვალებში და კიდევ, იმ გარდამავალ წამებში ჩანს, როცა ერთი ადამიანიდან მეორედ იქცევა, როცა ერთი სხეულის, ორ სხვადასხვა სულიერ სამყაროში გამოგზაურებს, თუმცა ორში კი? იქნებ ბევრად მეტშიც.
- მე ჭაობი ვარ, ღრმა, მაგრამ უკიდეგანოდ ბინძური. - სწრაფად უარყო მთავარი ექიმის თეორია.
- ბუნებრივი სიბინძურე სულაც არ აუშნოებს ადამიანს, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილი სიბინძურე, განა მდინარეებს არ აქვთ, წყალსაცავებს, თუ გუბეებს? ჭაობი ყველაზე არამატყუარაა სხვათაშორის, ის მაინც იცი, რომ სახიფათოა, ერთი შეხედვით უწყინარი მდინარეები კი, საშინელებას სჩადიან ზოგჯერ.
- მაგრამ მაინც ყველაზე ბინძურია ჭაობი. - სევდამ გაიელვა მის მზერაში.
- თავს დავდებ ოკეანე ხარ, იმაზე ღრმა და სუფთა ვიდრე შეიძლება, მაგრამ გარემო პირობებმა და არასწორი მსხვერპლის შერჩევამ დაგაბინძურა.
- უნდა წახვიდე. - ისევ ზურგი აქცია ქალს და ანაბელიც უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე.

5 აგვისტო.
7 საათი ხდებოდა ანაბელის კაბინეტში მედდამ რომ შემოაბიჯა.
ქალს აცნობა, რომ პაციენტი მარიამ ნოდია, ძლიერ ნერვიულობდა და ერთი საათი იყო რაც გაბმულად ქვითინებდა.
აინტერსებდა დამამშვიდებელი ხომ არ გაეკეთებინათ მისთვის, ან მოსალოდნელი საფრთხის გამო, წინასწარ ხომ არ განეთავსებინათ იზოლატორში.
- თავად გავესაუბრები. - მშვიდად თქვა და ნელი ნაბიჯით გაუყვა დერეფანს, რომლის ბოლოშიც მარიამის ოთახი ეგულებოდა.
- კარგად ხარ? - გაოცებით ჰკითხა, როცა ოთახის ერთ კუთხეში, მისივე მიტანილ კენჭების გროვასთან დაჩოქილი მარიამი შენიშნა.
- არა. - ცრემლიანი თვალები შეანათა გოგონამ და საუბარი განაგრძო. - აი იქ დამრჩა, გადმოტანა ვერ მოვასწარი. - თითით, ოთახის მეორე კუთხისკენ ანიშნა, სადაც რამდენიმე კენჭი ეგდო ობლად.
- ეს რას ნიშნავს? - თვალი თვალში გაუყარა და კიდევ უფრო მიუახლოვდა.
- დილის 10 საათიდან დავიწყე, თითო-თითოდ გადამქონდა, ერთი კუთხიდან მეორეში, როცა დავასრულებდი მერე ისევ იქედან აქეთ, ზუსტად ექვსზე ყველა კენჭი ერთ მხარეს უნდა მქონოდა, მაგრამ ისინი დამრჩა. - მოურიდებლად გადმოსცვივდა ცრემლები.
- გათენდება და ისევ განაგრძობ, აი ნახავ, შემდეგ ჯერზე აუცილებლად მოასწრებ ერთ მხარეს კენჭების დაწყობას. - მისი დამშვიდება სცადა, რადგან მიხვდა, გოგონას მიზეზი სჭირდებოდა, მიზეზი რომ ტკენოდა, მიზეზი რომ ენერვიულა. მან ხომ უთხრა კიდეც, რომ ამით ინარჩუნებდა ადამიანობას.
- უნდა დამაბათ, მალე გავგიჟდები. - საცოდავად ამოიოხრა.
- არავინ დაგაბამს და არც გაგიჟდები, მოეშვი ფიქრს მარიამ, მოეშვი საკუთარ თავს. - მის წინ დაიხარა და გოგონას სახე ხელებში მოიქცია.
- მტკივა. - უკუნეთი ღამესავით ჩაშავებოდა თვალები.
- შენ გინდა ეს, საკუთარ თავს არ პატიობ და ვერასდროს მიიღებ სხვების პატიებას.
- პატიებას არ ვიმსახურებ ანაბელ.
- ცხოველივით ექცევი საკუთარ თავს, სულიერად ინადგურებ, საკუთარ ფსიქიკაში იკეტები და გონების კედლებზე მიხეთქებით ცდილობ პასუხი აგებინო, თუ სულიერი ტკივილი არ გყოფნის, გიჟდები და დასაბმელი ხდები, რის შედეგადაც ფიზიკური ტკივილით იკმაყოფილებ, დარჩენილ მაზოხისტურ სურვილებს.
- შეცდომა დავუშვი, შენ ხომ იცი ანგელოზო. - უღონოდ შეახო სუსტი თითები ანაბელისას და სასიამოვნო სითბო იგრძნო სხეულში.
- ყველა ვუშვებთ. არ ხარ, არც პირველი და არც ბოლო. არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ შეცდომა დაუშვი. შენი განსაკუთრებულობა, შენი სიღრმე იყო, შენს შიგნით არსებული ოკეანე, რომელიც თავად ამოაშრე, ახლა კი ფურთხის გროვა ხარ, დასიცხულ ასფალტზე და ისიც მალე დაშრება.
- მტკენ. - ხმა გაუცივდა.
- შენც ეს არ გინდა?
- მინდა, ადამიანობას მინარჩუნებს. - კიდევ ერთხელ გაიმეორა ნაცნობი ფრაზა.
- ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ათასი ჯურის არსებაა ადამიანი, და ეს საზოგადო სახელი იმაზე ბინძურია ვიდრე ნებისმიერი უცენზურო სიტყვა.
- რა გინდა ჩემგან ანგელოზო?
- მიტევება მარიამ, მინდა საკუთარ თავს აპატიო და ადამიანივით მოექცე.
- აპატიე ან მოკვდი. - ღიმილით ჩაილაპარაკა გოგონამ.
- სიკვდილიც პატიება იქნება შენთვის, უყურე შენს თავს, მოგწონს? ჰგავს ეს ადამიანს? - მაისურის სახელოები აუწია და მაჯებზე გაჩენილ სისხლჩაქცევებზე ანიშნა. - იცი რა გიტოვებს ამას? ის ქამრები რომლითაც საწოლზე გაბამენ, როგორც შეშლილს.
- შემეშვი. - ქალის ხელები მოიშორა და მაისურის სახელოები ჩამოსწია.
- შეგეშვები, მაგრამ იფიქრე მარიამ, საკუთარ თავს იატაკზე ნუ დაჰფენ, უბრალო იატაკის ჩვრად, თორემ ვეღარც გაიკვირვებ, როცა წიხლებით შეგდგებიან, თავიდან გაუძლებ და ხალხსაც მოეწონები, იმ საქმისთვის, რომელსაც გააკეთებ, მაგრამ თანდათან დაიფლითები და სანაგვეზე მოგისვრიან.
- რომ არ მიყვარდეს, ისევ რომ არ მიყვარდეს, ვაპატიებდი საკუთარ თავს, ეს სიყვარული როგორ ვაპატიო. - მუხლებზე მჭიდროდ მოიხვია ხელები და თავიც ხელებში ჩარგო.
- ან დაივიწყე, ან აპატიე საკუთარ თავს, თორემ ვერასდროს გახვალ აქედან.
- თუ ვაპატიებ მასთან წავალ, თუ ვერა მთელ სიცოცხლეს ფსიქიატრიულში გავატარებ. - ხმადაბლა ამოილუღლუღა და საუბარი განაგრძო. - როგორ ფიქრობ მას მოვენატრე ანაბელ? იქნებ ისიც ცოდვილია და მასაც ვენატრები? - წამით იმედის ნაპერწკალი გაუკრთა თვალებში და ოდნავი სხივი მიეცა მის სახეს.
- არ ვიცი მარიამ, არაფერი ვიცი. გოგონას იმედიან თვალებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია ქალმა.
- დამტოვე რა, აღარ ვიტირებ ანგელოზო.
- მპირდები?
- გპირდები, დილით დავასრულებ კენჭების გადაწყობას. - თითქოს გამოსავალი იპოვა და დამშვიდდაო, ისე დაუწყნარდა სახე.
- კარგი, დაგტოვებ და დაისვენე. - ფეხზე წამოდგა ქალი და კარისაკენ გაემართა.
- და მაინც, მოვენატრე ვითომ? სულ ოდნავ მაინც მოვენატრე ნეტავ? - მარიამის ხმადაბალი ჩურჩული კარამდე მიჰყვებოდა ანაბელს.

6 აგვისტო.
11 საათი ხდებოდა, ისევ ნაცნობი ექთანი შევიდა, ანაბელის კაბინეტში და აცნობა, რომ პაციენტი, თავისივე ოთახში იპოვეს გარდაცვლილი.
ვინაობის გამხელას არ დალოდებია, ისე გაიქცა მარიამის პალატისკენ.
იცოდა, იცოდა რომ მარიამი იყო გარდაცვლილი.
ოთახის კარი შეგლიჯა და პირველი, რაც თვალში მოხვდა, ერთ კუთხეში ლამაზად დალაგებული კენჭები იყო.
ოთახის კუთხიდან, მზერა საწოლზე გადაიტანა და უსულო სიფრიფანა სხეულს მოჰკრა თვალი.
ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა, და მარიამის გამხდარ, ყვითელ თითებში მოქცეულ თეთრ ფურცელს მოჰკრა თვალი.
ფრთხილად გამოართვა და შავი კალამით ნაწერი ლექსი, რომელიც ყველა კითხვას პასუხობდა და ამავდროულად არაფრის მთქმელი იყო, ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხა.

" არ მოგენატრე, სულ ოდნავ მაინც?
მე გაგიჟებას, ცოტა მაკლია, გესმის?
მძულს ყველაფერი, შენ რომ ვეღარსად გხედავ.
ტირილად მესმის, ნაზი ჭიკჭიკიც მერცხლის.
ნეტავ მატირა, ისე ძლიერად ახლაც.
შევძლო დავიხრჩო, ცრემლების ტბაში თავი.
გახსოვს? - ვამბობდი, ის წინათგრძნობა ახდა.
ნათლად ამიხდა, ჩემი სიზმარი ავი.
გული აღარ მაქვს, შენ არ წაიღე მაშინ?
გულის მაგივრად, სული და ხორცი მტკივა.
რატომ წახვედი, ჩემთან რატომ არ დარჩი?
სულ გავითოშე, ოხ რა საშინლად მცივა.
ოღონდაც მოდი, თუნდაც წამებად, ტანჯვად.
ნუთუ სულ გლოვას მიქადაგებდა ბედი?
არ მინდა არა, აღარაფერი ქვეყნად.
შენი სუნთქვის და შენი ჩურჩულის მეტი. "скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი სალანდერი

ლექსის ავტორს, აუცილებლად უნდა ვუთხრა მადლობა, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი მნიშვნელობა ამას ახლა არ აქვს.

№2 წევრი naattii

რას მერჩი სულ ასეთ დღეში რომ მაგდეებ :(((( ❤❤❤

№3  offline მოდერი სალანდერი

naattii
რას მერჩი სულ ასეთ დღეში რომ მაგდეებ :(((( ❤❤❤

ღმერთო ნათი, როგორ გამიხარდი heart_eyes და ჰო, ეგოისტურად მიხარია თუ ისევ, კიდევ ერთხელ შევძელი heart_eyes

№4 წევრი naattii

სალანდერი
naattii
რას მერჩი სულ ასეთ დღეში რომ მაგდეებ :(((( ❤❤❤

ღმერთო ნათი, როგორ გამიხარდი heart_eyes და ჰო, ეგოისტურად მიხარია თუ ისევ, კიდევ ერთხელ შევძელი heart_eyes

როგორ გეგონა შენ ისტორიას გამოვტოვებდი? რა თქმა უნდა არა ❤ ისე მკლავ და მაცოცხლებ ყოველი ისტორიით რომ ვერც წარმოიდგენ ❤

№5  offline მოდერი სალანდერი

ხომ იცი რამდენს ნიშნავს ზოგადად და ახლა, აქ მითუმეტეს.
რაღაც სხვა გამოვიდა და არც გადავხედე, ისე უბრალოდ დაიწერა და დაიდო. გამიხარდი, მართლა heart_eyes

№6  offline ახალბედა მწერალი ელპინი

მე ხომ ეს ყველაფერი ვიცოდი და აქ დაწერილზე, ათასჯერ მაინც გვილაპარაკია ჩვენ.
არ მინდოდა დასრულებულიყო, გესმის?
ლომკასავით მაქვს ახლა, მალე დამთავრება არ მინდოდა, რა. მართლა არ მინდოდა.
მე მინდოდა მეტი მარიამის ცხოვრება მენახა და მეტი საუბარი მჭირდებოდა.
მე ხომ ეს ყველაფერი ვიცოდი...

და ისიც, ოკეანე.
ჰო, მაგაზე ცხარე ცრემლებით ვიტირე.
ცხოვრებაში არასდროს ამ კუთხით არ დამინახავს არაფერი, ხომ იცი.
რომ წავიკითხე და დავფიქრდი ჩემზე, ათასი რამ დავაკავშირე.
ჰოდა, ისეთი გრძნობა მქონდა, ყველაფერი სააშკარაოზე გამოიტანე, მაგრამ ბევრი ვერ გაიგებს ამას, ხომ იცი რა.

მე ისე ველოდებოდი, ისე მწამდა რომ ასეთი სიგიჟე და საოცრება დამხვდებოდა, სხვა რამეზე წამითაც არ მიფიქრია შენთან დაკავშირებით.
და ერთი ვიცი, ამ ნაწერს და შენ არასდროს დაგივიწყებთ, რა.
შენ მაინც...
შენ ხომ იცი, რა სხვა ხარ ჩემთვის და მეზარება ამდენი ბანალურობის თქმა.
იცი თან ყველაფერი და მაგიტომ.

დედამიწაზე ყველაზე გიჟი არსება ხარ შენ!
ყველაფერი ისე ახლო და ნაცნობი იყო.
ბოლო ლექსიც ხომ აქამდე ვიცოდი, მაგარი დასასრულია მე მოვკვდე ტო.
და შენ ვაფშე ყველაზე მაგარი ტიპი ხარ, ხომ იცი!

მიყვარხარ, რა.
წერე, რა.
მჭირდები მე შენ!

№7  offline მოდერი სალანდერი

ელპინი

შენც ხომ იცი, რატომ ჰქონდა ახლა შენს აზრს სხვა მნიშვნელობა. ხომ იცი ახლა შენ რომ სხვანაირად გელოდი და ისიც ხომ იცი, რომ ყველაფერი ისეა, როგორც არის.
სხვა იყო ჩემთვისაც ეს და ხომ იცი შენ რომ არა, არაფერიც არ იქნებოდა. არ დავწერდი მე, ხომ იცი რამდენჯერ მინდოდა გაჩერება.
მიხარია რომ მოგეწონა ელ, შენი სხვანაირად მიხარია რა, აქ და ახლოა სხვა მნიშვნელობა ჰქონდა და საერთოდ შენი არსებობა მიხარია ელ.
მარიამი? მეტსაც გავიგებთ მასზე, გიჟი იყო ელ.
და გიჟები არ კვდებიანო ხომ იცი.

დავიწყებ იმით, რომ ჩემამდე არაჩვეულებრივად მოგაქვს შენი რეფლექსიები და თან, რაც ყველაზე მთავარია, მარტივი და არაამქვეყნიური ჟღერადობის სიტყვების გარეშე, რასაც ძალიან ვაფასებ. ზუსტად იცი, სად გაწყვიტო კითხვა და როგორ დაამთავრო-არ ღლი მკითხველს და ზოგ რამეს თავად მასაც უტოვებ, რომ იფიქროს. მე მეყო, რადგან ეს არ არის ისტორია რაღაც სახალისო და გიჟური სასიყვარულო თავგადასავლის შესახებ-ეს ძალიან სერიოზული თემაა. მომწონს, რომ გაბედე და ადამიანის ფსიქიკურ შრეებში დაიწყე მოგზაურობა.
რაც შეეხება სიუჟეტს, ეს უკვე მეორეხარისხოვანია ვინ ვინ მოკლა და ვის ანაბელი ანგელოზად ეჩვენებოდა. მთავარია, მთავარი დავინახე. გისურვებ, რომ ღრმა ოკეანეს დაემსგავსო, ბევრი საინტერესო დღეებით და თავგადასავლებით. გუბე? ო, არა -არავის ვუსურვებ დამყაყებულ გუბედ იქცეს. წარმატებები და ყოველთვის "წაგიკითხავ" -როგორც შენი მარიამი იტოდა laughing heart_eyes

№9  offline მოდერი სალანდერი

ქეთი იმერლიშვილი
დავიწყებ იმით, რომ ჩემამდე არაჩვეულებრივად მოგაქვს შენი რეფლექსიები და თან, რაც ყველაზე მთავარია, მარტივი და არაამქვეყნიური ჟღერადობის სიტყვებით, რასაც ძალიან ვაფასებ. ზუსტად იცი, სად გაწყვიტო კითხვა და როგორ დაამთავრო-არ ღლი მკითხველს და ზოგ რამეს თავად მასაც უტოვებ, რომ იფიქროს. მე მეყო, რადგან ეს არ არის ისტორია რაღაც სახალისო და გიჟური სასიყვარულო თავგადასავლის შესახებ-ეს ძალიან სერიოზული თემაა. მომწონს, რომ გაბედე და ადამიანის ფსიქიკურ შრეებში დაიწყე მოგზაურობა.
რაც შეეხება სიუჟეტს, ეს უკვე მეორეხარისხოვანია ვინ ვინ მოკლა და ვის ანაბელი ანგელოზად ეჩვენებოდა. მთავარია, მთავარი დავინახე. გისურვებ, რომ ღრმა ოკეანეს დაემსგავსო, ბევრი საინტერესო დღეებით და თავგადასავლებით. გუბე? ო, არა -არავის ვუსურვებ დამყაყებულ გუბედ იქცეს. წარმატებები და ყოველთვის "წაგიკითხავ" -როგორც შენი მარიამი იტოდა laughing heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა, პირველ რიგში. ჰო ეს რაღაც სხვა იყო და ჰო, ამ შემთხვევაში საერთოდ არ მიფიქრია სიუჟეტზე, უღრმესი მადლობა შეფასებისთვის და სწორად გაგებისთვის heart_eyes kissing_heart

№10  offline მოდერი ჰალუცინოგერი

შენ ხომ იცი ამ საიტზე ბევრს "არავის" რომ არ ვკითხულობ, ისიც ხომ იცი თუ ვკითხულობ როგორ ვკითხულობ?

-გუბე.
-ჭაობი.
-ოკეანე?

გენიოსი ხარ ადამიანო შენ, შენში არსებული ყველა ემოციით და განცდით, სარკაზმით და სათქმელის უბადლო გადმოცემის უნარით.

მომწონს შენი ლექსიკა,
შენი ლაკონურობა, რომელშიც ათიათასი ქვეტექსტი დევს.

მადლობა შენ ამ ემოციისთვის სალანდერ.

დილით შევხვდებით ❤

№11  offline მოდერი სალანდერი

ჰალუცინოგერი
შენ ხომ იცი ამ საიტზე ბევრს "არავის" რომ არ ვკითხულობ, ისიც ხომ იცი თუ ვკითხულობ როგორ ვკითხულობ?

-გუბე.
-ჭაობი.
-ოკეანე?

გენიოსი ხარ ადამიანო შენ, შენში არსებული ყველა ემოციით და განცდით, სარკაზმით და სათქმელის უბადლო გადმოცემის უნარით.

მომწონს შენი ლექსიკა,
შენი ლაკონურობა, რომელშიც ათიათასი ქვეტექსტი დევს.

მადლობა შენ ამ ემოციისთვის სალანდერ.

დილით შევხვდებით ❤

შენ გარდა რომ ყველას ველოდი ახლა აქ ხომ იცი ენ და მადლობა რაღაც "სხვისთვის"
არაფერი/ვერაფერი სხვა heart_eyes

№12 სტუმარი სტუმარი ნანა

ფიქროოო გამაგიჟებ შენ მე... აქ უნდა გითხრა, რა კარგი ხარ, რა კარგი... გიმღერებდი სიამოვნებით ????❤️ აღარ ვიცი რომელი სიტყვა თუ ეპითეტი გამოვიყენო რომ არ განვმეორდე. უ - ზე გითხარი უკვე ხო ადრე... შენს ჭკუა-გონებას-სიღრმე-სიგანეს ვენაცვალე მეეე ❤️ იცი მაინც რა კარგად წერ!? ჩემი ნიჭიერი ხარ შენ! ❤️❤️❤️

№13  offline მოდერი სალანდერი

სტუმარი ნანა
ფიქროოო გამაგიჟებ შენ მე... აქ უნდა გითხრა, რა კარგი ხარ, რა კარგი... გიმღერებდი სიამოვნებით ????❤️ აღარ ვიცი რომელი სიტყვა თუ ეპითეტი გამოვიყენო რომ არ განვმეორდე. უ - ზე გითხარი უკვე ხო ადრე... შენს ჭკუა-გონებას-სიღრმე-სიგანეს ვენაცვალე მეეე ❤️ იცი მაინც რა კარგად წერ!? ჩემი ნიჭიერი ხარ შენ! ❤️❤️❤️

როგორ მიხარია რომ იმედი არ გაგიცრუე heart_eyes მადლობა ყველაფრისთვის heart_eyes

№14  offline წევრი meocnebe avadmyopi

დედა რა იყო ეს
რა გინდათ ყველა ჩემს წინააღმდეგ რატო ხართ,რამდენი ისტორიაც წავიკითხე დღეს ყველა სევდიანი და სულში ჩამწვდომი...იყო ამ ისტორიაში რაღაც ისეთი ფრაზები,რომელთა არსს ახლაც ვერ მივხვდი ,ალბათ იმიტომ რომ მანამდე სხვა აზრი მქონდა ამ ყველაფერზე,მაგრამ სხვა შეხედულება მაქვს ახლა ადამიანებზეც,სიკვდილზეც,მონატრებაზეც და სიყვარულზეც,იცი მაინც ავტორო მარიამის ნათქვამი და შენს მიერ დაწერილი თითოეული სიტყვა რამხელა გამოცდილებას გვძენს,ცხოვრებისეულს,სიკვდილზე რომელზეც სხვა შეხედულება მქონდა,ახლა მივხვდი რომ შვებაა,ადამიანებს რომლებსაც ისეც ძალიან იშვიათად ვენდობოდი,ახლა მათშიც კი ეჭვი შემეპარა,თუმცა ვისწავლე მათი გარჩევა თანაც ისე როგორც ზოგიერთებს ვერ წარმოუდგენიათ,ნუ ვისწავლე რა მასწავლე...

ჯგუფში ისეთი პოზიტიური ხარ და ახლა როცა პირველად ვკიხულობ შენს ისტორიას ვხვდები რომ ორი სულია ერთ ადამიანში,ერთი მოსიარულე პოზიტივი და მეორე რომლის ნაწარმოების წაკითხვისას უნებურად ცრემლებიც გცვივა და ამავდროულად გეღიმება...ემოციები რომლებსაც ვერ ვაკონტროლებ,ისტორიის წაკითხვისას და უკვე საიტზე ისე მოუხშირა ხალხმა ასეთ სევდიან ისტორიებს რომ ეს ქვა ადამინი ,ზღვაში ჩადგმულ ლოდად მაქციეთ,რომლის გარშემო არსებული ზღვა მისი თვალებიდან წამოსული ცრემლებით არის შექმნილი...ეუფ რა თავმდაბალი ვარ გავიხადე თავი ზღვის შემქმნელად...

მოკლედ რომ ვთქვა,მაგრამ მოკლედ საუბარი არ გამომდის ხელებიი მისწრებს და წერს რაღაცას რას არ ვიცი,მერე გადავიკითხავ,მოკლედ საოცრება იყო,ამ ერთმა ისტორიამ ავტორიც კი შემაყვარა...ხოლო მარიამის არსებობისაც კი ვირწმუნე,ისე მინდოდა რელობაც ასეთი კარგი ყოფილიყო,მაგრამ ვიაზრებ რომ აქიდან მხოლოდ ფრაზებია მართალი სიკვდილსა და ადამიანებზე...

სასწაულია პირდაპირ heart_eyes heart_eyes
ცოტა აბდაუბდური მაგრამ იმედია გაიგებ bowtie bowtie

№15  offline მოდერი სალანდერი

meocnebe avadmyopi

პირველად ხარ ჩემთან ჰო და არ ვიცი როგორ გადმოგცე რამდენად გამახარე.
ძალიან მიხარია რომ მოგეწონა, აი რაღაცებზე თუ აზრიც შეგაცვლევინე და მითუმეტეს რაღაც გასწავლე კიდეც, ეს მიღწრვაზე ბევრად მეტია.
უღრმესი მადლობა შენ და ჰო ჯგუფში მყოფ და აქ მყოფ სალანდერს რაც შეეხება მართალი ხარ ალბათ, ორია? არ ვიცი, იქნებ მეტიც, მაგრამ ამაზე სხვა დროს.
მიხარია შენი გამოჩენა მე, ძალიან მიხარია.

№16 აქტიური მკითხველი Anuki96

უსაზღვროდ წერე წერე და წერე❗❗❗

№17  offline მოდერი სალანდერი

Anuki96
უსაზღვროდ წერე წერე და წერე❗❗❗

ანუკი, სულ სულ თავიდან ჩემთან ხარ შენ.
მადლობა ყველაფრისთვის.

№18  offline წევრი უცნაური მე

სალანდერ.. სიტყვები ზედმეტია მართლა. ძალიან, უსაზღვროდ ნიჭიერი ხარ და მართლაც სულ უნდა წერო ❤️ მეტს ვერაფერს გეტყვი.. ❤️

№19  offline მოდერი სალანდერი

უცნაური მე
სალანდერ.. სიტყვები ზედმეტია მართლა. ძალიან, უსაზღვროდ ნიჭიერი ხარ და მართლაც სულ უნდა წერო ❤️ მეტს ვერაფერს გეტყვი.. ❤️

ძალიან დიდი მადლობა უცნაურო ❤

№20  offline წევრი სიბილა

არა,არაფერიც არ დამაკლდა.უფრო მეტს ვერ გადავიტანდი.და საერთოდ ბოლომდე სავსე ვარ.არც მეზედმეტა არაფერი. მთავარია, მივხვდი-არ მინდა გუბე ვიყო...კი, იცი, რას ვგულისხმობ,და ვინც ვხვდებით, რღაცნაირად ვახერხებთ, არ გავგიჟდეთ...ოკეანის ძებნასა თუ ნატვრაში..

№21  offline მოდერი Marry Amm

დამაკლდა, თანაც ძლიან. შეგრძნება მაქვს რომ პირველი თავი წავიკითხე მხოლოდ, როცა უნდა ჩავძირულიყავი, მაშინ ამოვტივტივდი და როცა პერსონაჟები უნდა მეგრძნო, მაშინ დაასრულე ყველაფერი, ჩემთვის მარიამი ერთ გიჟ გოგოდ დარჩა, რომელიც ჩაკეტილია თავის სამყაროში და მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად აზროვნებს და ცხოვრების მიზანიც აქვს, ვერ ახერხებს გაუმკლავდევს თავს. ფაქტობრივად მარიამმა ჩემამდე ვერ მოაღწია და ეს შენი ბრალია სალანდერ.
ეს კრიტიკა:დ
შენი გრამატიკული გამართულობის დარწმუნებული ვარ საუკეთესო რედაქტორსაც შეშურდებოდა იმდენად სწორად გაქვს დაწერილი, ადამიანების დაყოფა შესანიშნავი ნაწილი იყო, თითქოს მხოლოდ ამის თქმა გინდოდა და სიუჟეტი შესაფუთად მოახვიე გარს.
ახლა რჩევა და გამოცდილება:
4ლავის მკითხველმა მე ერთხელ ძალიან დიდი შეცდომა დამაშვებინა და არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ რომ შენც ასე დაგემართა, ,,მალე დადე რა”, ,,გელოდებით” ,,ერთი სული გვაქვს” და ა.შ. ძალიან მოქმედებს, თითქოს გაძალებენ და შენც ჩქარობ, წერა და სიჩქარე კიდევ კატასტროფაა. მესმის რომ შენც ერთი სული გაქვს როდის წაიკითხავ შენს ისტორიაზე მიწერილ კომენტარებს, ამაზე დიდი ლომკა არ ყოფილა, :დ მაგრამ საბოლოო ჯამში, ნაწერს აკლდება, მეც დამაკლდა. :დ
პ.ს. იმედი მაქვს სწორად გადმოგეცი ჩემი სათქმელი სალანდერ, ძალიან კარგი ხარ და ვგრძნობ რომ ერთი მაგარი ფილოსოფიური ისტორიის დაწერას აუცილებლად შეძლებ, წარმატებები <3

№22  offline მოდერი სალანდერი

სიბილა
არა,არაფერიც არ დამაკლდა.უფრო მეტს ვერ გადავიტანდი.და საერთოდ ბოლომდე სავსე ვარ.არც მეზედმეტა არაფერი. მთავარია, მივხვდი-არ მინდა გუბე ვიყო...კი, იცი, რას ვგულისხმობ,და ვინც ვხვდებით, რღაცნაირად ვახერხებთ, არ გავგიჟდეთ...ოკეანის ძებნასა თუ ნატვრაში..

ძალიან დიდი მადლობა❤
და ჰო, მეც მინდა ოკეანე, მეტი.
არ მინდა ამდენი გუბეები.

Marry Amm

მარიამ, მადლობა ვრცელი კომენტარისთვის და "კრიტიკისთვის" თუ შეიძლება ამას ასე ეწოდოს.
მგონი ძალიან მიმიხვდი, უბრალოდ რაღაცის თქმა მინდოდა, და სიუჟეტი მხოლოდ იმიტომ რომ, შემეფუთა.
ფარდა იყო რა, ჰო იმ მომენტში არ მადარდებდა სიუჟეტი, არც ახლა მადარდებს, "ლაითი, ბანალური" დრამა შევთხზი.
არ შემეძლო ამაზე ფიქრი, უბრალოდ მიზეზის შეთხზვა მჭირდებოდა და ეს "პრიალა ქაღალდი" შემოვაფარე.
მადლობა, მართლა ძალიან დიდი, რჩევებისთვის.
და გავითვალისწინებ, შეძლებისდაგვარად ყველას ❤

№23  offline მოდერი Marry Amm

აუცილებად იფიქრე და დაარედაქტირე, სათქმელი გავიგეთ და შესანიშნავია და როცა სიუჟეტიც საინტერესოა, ჩამთრევია და ზუსტად ერგება მთავარ აზრს, მაშინ ვამბობთ რომ ისტორია შედგა.
მინდა ვიხილო შენი შემდგარი ფილოსოფიური ისტორია.
ტავტოლოგია ინ ექშენ, მეზარება ჩასწორება :დ

№24  offline მოდერი სალანდერი

Marry Amm
Marry Amm

ამას არ/ვერ დავარედაქტირებ.
ასე მჭირდება და უნდა იყოს❤
სხვა დროს თუ დავწერ რამე მსგავსს გამოვასწორებ აუცილებლად ❤

№25  offline წევრი სიბილა

wink wink

№26  offline მოდერი ჰაიკო

"უცნაური მე"-ს ვეთანხმები, ერთ-ერთი საუკუთესო ისტორიაა ამ საიტზე. თავისი ჟანრით, განვითარებით, აზრით და ყველაფრით მოკლედ.
შესანიშნავია!
წარმატებები!
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№27  offline წევრი სიბილა

მდაა,და ახლა მე დამაკლდა თუ არა,თავად არ ვიცი?და არასდროს ვაჩქარებ ვინმეს. ველი გაგრძელებას და ნუ დააგვიანებ, ნიშნავს, ძალიან დამაინტერესა ს. შემდგარი-სიტყვაც ისე მესმის, როგორც მესმის.

№28  offline მოდერი სალანდერი

ჰაიკო
"უცნაური მე"-ს ვეთანხმები, ერთ-ერთი საუკუთესო ისტორიაა ამ საიტზე. თავისი ჟანრით, განვითარებით, აზრით და ყველაფრით მოკლედ.
შესანიშნავია!
წარმატებები!

ძალიან დიდი მადლობა ჰაიკო ❤

სიბილა
მდაა,და ახლა მე დამაკლდა თუ არა,თავად არ ვიცი?და არასდროს ვაჩქარებ ვინმეს. ველი გაგრძელებას და ნუ დააგვიანებ, ნიშნავს, ძალიან დამაინტერესა ს. შემდგარი-სიტყვაც ისე მესმის, როგორც მესმის.

რუსა, მიხარია რომ შენ არაფერი დაგაკლდა, თუმცა მარიამისაც მესმის ❤

№29  offline წევრი მეDina

საწყალი გოგო... ძალიან კარგია. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და სწორი მიდგომა ბევრს ნიშნავს. Prodigy ვუყურე ადრე, ის გამახსენდა.
--------------------
☆NaT☆

№30 სტუმარი სტუმარი ლინეტა

ფიქრი
რა გითხრა? მართლა უსიტყვო, უენო და უმოქმედო ვარ. ხომ იცი რომ არ მიყვარს საჯაროდ შენზე საუბარი მაგრამ, რომ არ ვთქვა არ შემიძლია.
მიყვარხარ და მეამაყები.
იმდენად ბევრი ხარ, რომ შენი დატევა შეუძლებელია ფიქრი.
ყცელაზე გიჟი, პოზიტიური, არასტანდარტული და თან როგორი ღრმა, აზრიანი და ყველაზე ბუნებრივი.
და ლექსი...
ხომ იცი რამდენჯერ მომისმენია და წამიკითხავს.
ამ გრძნობით არასდროს.
ათიანში მოარტყი.
მეამაყები ფიქრი

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent