1095 სრულად » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1095 [სრულად]

11-08-2018, 01:28
ავტორი ელპინი
ნანახია 1 439

1095 [სრულად]

სარკესთან ვდგავარ.
ჩემს ანარეკლს ვუყურებ.
და ჰო, თვითონაც მიყურებს.
თავიდან, გაიღიმებს ხოლმე, მერე ალმაცერად შემათვალიერებს თავიდან ფეხებამდე, უცებ მხრებს ჩამოყრის და თვალებში ნაპერწკალი ჩაუქრება.
თითქოს, უხარია ჩემი დანახვა, მაგრამ ახალი - არაფერი.
და ისევ - იღუშება.
მე ვხედავ, რომ დღითიდღე სხეული მითეთრდება. კანი მიკოჟრდება და ემსგავსება იმ მოხუცის ხელებს, ჯაფისგან რომ გაუხეშებულა.
მაჯებთან ვენები მამჩნია მკრთალად.
ლურჯი არა, ცისფერი. გაღიავებულია და მალე ფერს დაკარგავს, ალბათ.
ვარდისფერი სისხლი მიჩქეფს. წითელი აღარაა. ნელა მოძრაობს კაპილარებში ყოველთვის. თითქოს, ისიც დაიღალა.
სუნთქვა მიჭირს. ყელში არც ბურთი მაქვს გაჩხერილი, მაგრამ გულს ფეთქვის ძალა აღარ აქვს, აღარც მიზეზი. მისუსტებულია ისიც, მისებურად. მხოლოდ ჩემთვის გასაგებადაც ვეღარ ფეთქავს. უჭირს და აწუხებს მისი ამაოება.
სხეული დამძიმებული მაქვს. მივათრევ ძალდატანებით ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში.
მე საგიჟეთში ვარ. აქ ჩემი პალატა მაქვს. ოთხ თეთრ კედელში.
უკვე, მესამე წელია. ერთადერთი, რაც მაგრძნობინებს რომ ჯერ ისევ ცოცხალი ვარ, სარკეა.
ვდგები, ან ვჯდები და საათობით ვუყურებ ჩემს თავს. 1095 დღეა ერთი და იგივე ხდება. თან და თან, ფიტულს ვემსგავსები. განაჩენივით, თითქოს ჩემი სხეულის ყურებით, ვიცი, როდის უნდა მოვკვდე. ყოველ დღე ილევა ჩემი სხეული. აკლდება ნაწილები.
განუყრელი, თეთრი კაბა მაცვია.
მე წარწერებს ვაკეთებდი ზედ, მოსვლიდან - დღემდე.
1095 კაბაა ამ ოთახში ახლა, ყველა სხვადასხვა წარწერით.
პირველად რომ მოვედი, კედელზე, ლურჯი კალმით დავწერე
- ღმერთია მოწმე, მე ანგელოზი ვარ, მაგრამ გიჟი - არა.
და არსაიდან ჩამესმა ხმა.
- გიჟად გაქციეს.
ჰო, მაქციეს.
საცდელი ვირთხასავით.
ყოველ დილით შემოდის ექთანი, მიკეთებს ნემსს და ხდება ერთი და იგივე. მომაბეზრებლად. აქ, ყველაფერს ერთი ფერი აქვს. იმ ექთანსაც, რომ შემოდის, ხოლმე და ზურასაც.
ჩემი ცხოვრების მამაკაცს, რომელიც საკუთარი ხელით ჩავაბარე სხვას.
დღეს მოვა, შევხვდები. გული აღარ ამიჩქარდება, აღარც სისხლი დაიწყებს სწრაფად მოძრაობას. უმიზეზოდ რა უნდა მოხდეს, განა?!
პირველის თორმეტი წუთი იყო, ექთანმა რომ შემოაღო კარი და ზურაც მოჰყვა უკან.
წამითაც არ შეცვლილა ჩემში რაიმე.
სარკეში ვიყურებოდი, ჩემ უკან აღმოჩნდა მისი ანარეკლი.
მე არაფერი მიგრძვნია, თორემ სარკეში ერთმანეთს გაუღიმეს ჩვენებმა. ზურა ვერ დაინახავდა ამას, ვიცოდი.
- მოვედი, თამარ.
გავიღიმე მე. სარკიდან ვადევნებდი თვალს. დაბერებული მოჩანდა, თითქოს.
ვფიქრობდი იმასაც, რომ უჩემობამ დააბერა, მაგრამ უიმედოდ და უმიზეზოდ.
- გესმის, მობრუნდი ჩემკენ. გადამეხვიე. არ მოგენატრე, თამარ?
სარკეში ჩვენი გამოსახულებები შეერწყა ერთმანეთს. ჩაეხუტნენ ისე თბილად, სხეულში, წამის მეასედით მეც ვიგრძენი ტალღა.
მე კი გუნძრევლად ვიდექი. ზურაც. სარკეში - ყველაფერი სხვაგვარად იყო.
- თამარ, გესმის ჩემი?
- გადავეხვიეთ ერთმანეთს ჩვენ, უკვე.
სხარტად ვუპასუხე. თმები მხრებზე დავიფინე და ისევ სარკეში ყურება გავაგრძელე.
- მე არ მიგრძვნია.
- არც დაგინახავს, ზურა.
ისეთი სხივი გაუკრთა თვალებში, უმალვე ამოვიკითხე, მართლა გაგიჟდაო - იფიქრა.
- როგორ ხარ, თამარ?
სარკეში სულ სხვაგვარად იყო. ეალერსებოდა ერთმანეთს ჩვენი გამოსახულებები. უყურებდნენ ისეთი სიყვარულით, თითქოს ეს ბოლო ნახვა ყოფილიყოს.
- ძალიან, ძალიან კარგად ვარ, ზურა!
ღიმილით ვთქვი.
კმაყოფილი ვიყავი, თუნდაც სარკეში წარმოსახვის ყურებით.
- დასუსტებულხარ.
- სუსტდებიან ხოლმე ადამიანები. ზოგი ჯაფისგან, ზოგი ტყუილად ყოფნისგან. ზოგი კიდევ - სიკვდილთან მიახლოებისას.
- გიჟები არ კვდებიანო, აქ არ დაწერე, თამარ?! - გამახსენა ზურამ.
ჩემამდე ამ პალატაში გოგო იყო. თეთრი, ქათქათა, შესაშური გარეგნობის. ბოლოს, გასვლის წინ მითხრა - გიჟები არ კვდებიანო და მეც, სამუდამოდ ჩავიბეჭდე გონებაში.
- ეგ სულიერად, ზურა და მხოლოდ მე ვიგრძნობ ამას.
- მომენატრე, თამარ!
- გიჟებიც ენატრებიან, ჰო?
- ჰო, ენატრებიან, მერე და როგორ. განა, ისინი ადამიანები არ არიან? - მრავლისმთქმელად გამიღიმა ზურამ.
- არ არიან ადამიანები. ისინი უკვდავები არიან, არაზეციური არსებები - გიჟები.
მეორედ გაუკრთა ის სხივი ზურას თვალებში. დამბლის დაცემასავით იყო, ისედაც უარაფროს ისევ მერთმეოდა სხეული ხელიდან.
- ოხ, თამარ.
ჩემკენ დაიძრა.
- ჩემ გვერდით დადექი. - მკაცრად ვუთხარი.
- ვერაფერს ხედავ სარკეში, ჰო?
- ჩვენ. მეტი რა უნდა დავინახო? - გაკვირვებით მკითხა ზურამ.
- და რას ვაკეთებთ?
- გვერდიგვერდ ვდგავართ.
გამეცინა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორად მოვხვდი აქ.
- არა!
- აბა, რას ვაკეთებთ, თამარ? - დაეჭვებულმა მკითხა.
- მე შენ გიყურებ, შენ - მე და აქ ყველაფერი ისეთი ნათელია, როგორიც ჩემი მომავალი, გეფიცები.
- ისე, როგორც სამი წლის წინ?
- ჰო, ზურა.
- და ჩემს თვალებში რას კითხულობ მანდ?
- აქაც სხივი კრთის შენს თვალში, ზურა. სხივი იმის, რომ მე გიჟი ვარ. იმ დღეს აქ რომ წამომიყვანეს, მაშინაც ეს სხივი გქონდა. ყოველთვის ეს სხივი გაქვს, ზურა. ამან დამასუსტა, თორემ სხვა კი არაფერმა. - სევდიანი ღიმილით ვუთხარი. თვალები ამიცრემლდა.
- ჰო, გიჟი ხარ. აბა, აქ ტყუილად ვინ დაგტოვებდა ისე, თამარ?
- რამ გამაგიჟა მე, ზურა? - ვკითხე. პასუხს ველოდი და ლოდინი ვინ იცის, რად მიღირდა.
- არ ვიცი. ეს ბედისწერასავითაა, თითქოს. მხოლოდ, ღმერთმა იცის.
გამეღიმა პასუხზე.
მე აღარაფერი მიპასუხია. 1095 დღეში, ისედაც ბევრი რამ შეიცვალა.
- დაემშვიდობნენ ერთმანეთს, ზურა. - ჩვეული გამომეტყველებით ვუთხარი.
- სად, თამარ? იქ, სარკეში?
თავი დავუქნიე.
- წავიდე, თამარ?
- კი.
სარკეში მისი გამოსახულება, მასზე ადრე გაქრა. მერე თვითონაც.
ბოლო წამს, სანამ პალატიდან ფეხს გაადგამდა მივაძახე - აღარ დაგჭირდება მოსვლა - მეთქი.

***
- გიჟები არ კვდებიან სულიერად! სარკე ერთადერთი ხსნაა ადამიანურობისგან!
ბოლოს, დაცარიელდა პალატა. ერთადერთი წარწერა დარჩა, ლურჯი - თეთრ კედელზე.

ბევრისთვის უარაფრო. რამდენიმესთვის - გასაგები.
მე ძალიან მიყვარხართ!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი სალანდერი

ოჰ ანნა, ხომ იცი ეს სახელი მეუცხოვება შენზე და ისევ ელ იყოს რა.
ელ, ეს საგიჟე, ეს სიგიჟე, ეს ფსიქიატრიულის კედლები.
რისი თქმა გინდოდა? იმის რომ სარკეში თავის თავს კითხულობდა თამარი.
ჰო, იცი რატომ არიან გიჟები ცოდვები? სარკეში ყურება სჭირდებათ საკუთარი ვადაგასული ორეულის დასანახად. აი ამიტომ არ ვართ გიჟები "ჩვენ". სარკეში ჩაუხედავადაც შეგვიძლია, ვადაგასული ორეულის ინერტულობა შევამჩნიოთ ცხოვრების მიმართ და რომ ამჩნევ, თუ ამაზე დიდხანს იფიქრებ მერე სარკეში ყურება დაგჭირდება ამის ამოსაკითხად. გაგაგიჟებს ეს ელ.
შენ ისევ ცის-ფერი ხარ ჩემთვის, ჰო ცის-ფერი და არა ლურჯი. სიღრმის ფერია ცის-ფერი, ცისაა და ოკეანის, სხვა რომ არაფერი.
"უცნაური" ხარ შენ რა. ხომ იცი ამ სიტყვას რა დატვირთვით ვიყენებ და ზუსტად ისე "უცნაური" ხარ.
ისევ მგონია რომ სწორად გისმენ, ჩემთვის ხომ იცი მუსიკაა შენი ნაწერი და ზოგჯერ მელომანად ვგრძნობ თავს.
შენი ნაწერი ყოველთ ის შენი ფერია. სიღრმის ფერი.
არ ვიცი რა. ჩემი პატარა დიდი გოგო ხარ შენ.
ხომ იცი როგორ სხვანაირად გიპოვე და ისიც ხომ იცი როგორ მიხარია დღემდე.
ისევ ისეთი "მართალი" ხარ და "სუფთა" ხომ იცი არ მიყვარს შენში ეს თვისება.
ვერ ვიტან როცა საკუთარ თავს "გასცემ" მაგრამ მაინც ვერავინ ვერაფერს გაიგებს "ისე".
რამდენჯერ გითქვანს და მართალი ხარ იცი? ძალიან ცოტა თუ გაიგებს "ისე" და ვინც გაიგებს მგონი ღირსია რომ ესმოდეს.
გიჟები არ კვდებიან? მგონი ნორმალურებიც არ ვკვდებით თუ ჩვენივე შექმნილ სიგიჟეს დავტოვებთ.და შენ წერ სიგიჟეს.
ისევ ვამაყობ მე შენით.
დიდხანს გამაყოლე რა, არ შეიცვალო.
წერე რა.
იყავი ის ვინც ხარ რა.
ცოტა მეტად გიყვარდეს "ანნა" რა.
ძალიან მაგარი გოგოა და იმსახურებს რა.
ხომ იცი არასდროს ვტყუი ელ.
ანნა იმსახურებს რა, მართლა იმსახურებს.

№2  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი

სერიოზულად გინდოდა შენ, რომ ამ შუა ღამეს მეტირა მე?!
მიპასუხე!
უხ, როგორ ვერ ვიტან და მეზიზღები.
აუ, არა, გატყუებ.
უსაშველოდ მიყვარხარ, რა!
მართლა, გეფიცები.

ჩემი პატარა დიდი გოგო ხარო და ცრემლები ახლაც მომდის, გესმის?
ნეტავ იცოდე, რამდენს ნიშნავს ეს შენგან.
და მინდა სახე ჩამოგხსნა ახლა, რომ მატირებ მაგის გამო.
რით დაგიმსახურე მე შენ?!
განა, რა მაქვს ასეთი და რა გავაკეთე ასეთი, რომ შენ გიპოვე?!
მგონი, ძალიან ბედნიერი ვარ.
არა, მგონი ზედმეტია.
ყველაზე ბედნიერი ვარ მე, ამ წუთს შენით და ზოგადად, ამ ყველაფრით, რა.
აი, წერას ვგულისხმობ და ამ კუთხეს.

ძალიან მიხარია შენი ჩემთან არსებობა!
მადლობა რა. აი, ყველაფრისთვის.
ამ წაკითხვისთვის, ჩემი ასე გაცნობისთვის, სულ, სულ ყველაფრისთვის, ჰო.
ანუ მე არ მოვკვდები?
თუ სიგიჟეს ვწერ, ჰო ეგრე გამოდის?
ვაჰ, ცოტა უცნაურია, მგონი და არც მე ვიცი კარგად, რა.
მიყვარს მე ცოტა მეტად ანნა და ვიცი, უფრო შემიყვარდება.

შენ კიდევ, ძალიან, ძალიან მიყვარხარ!

№3 სტუმარი Mrs.Grey

am motxrobam peplebi gamaxse'a????????????????agar apireb mis gagrdzelebas?

№4  offline მოდერი Girl with pretty smile

ვკითხულობ და მევ ვხვდები,რომ გიჟები მხოლოდ სხეულით კვდებიან.
ადამიანებს კი შეუძლიათ თავიანთი სულის მოკვლა.
პატარაა,მაგრამ აზრიანი.
მართლა ძალიან კარგი იყო,გეფიცები.
კედელზე,ლურჯი წარწერაც და 1095 დღეც.
ვიცი,ახლა,ეს ჩემი კომემტარი ძალიან პატარაა,მაგრამ თავს ვერ ვაპატიებდი რამე რომ არ დამეწერა.
შეიძლება,იმის ბრალიცაა,რომ სიტყვებს ვერ ვუყრი თავს.
მაგრამ,ეგ არაფერი,რადგან ვიცი,რომ შენ ჩემი ისეც გესმის.
ვიცი,რომ ისეც მიხვდები,თუ რამხელა ზეგავლენა მოახდინა ამ ისტორიამ და როგორ მომეწონა.
მიხარიხარ ლურჯო.
მიყვარხარ და მენატრები.

№5 სტუმარი სტუმარი ნანა

ახლა ვფიქრობ იმდენი რამ მინდა დავწერო, იმდენი კითხვები გამიჩინე, ისე გადამიშალე შენი სული... არ ვიცი აქ უნდა ვაკეთებდე ამას? ან საერთოდ მაქვს უფლება ამდენად შემოვიჭრა შენს სამყაროში!? შემოქმედება ადამიანის მიერ შექმნილი, ყოველთვის ასახავის მის მის სამყაროს, რა სახისაც არ უნდა იყოს ის. მუსიკა, ფერწერა, მწერლობა.. ყველაფერი რასაც კაცი ქმნის, არ აქვს მნიშვნელობა თემას. ყველაფერშია ავტორის ნაწილი და ამით ხდება ინდივიდუალური. შენ? ჩემო პატარა, სად დაფრინავ შენი ფიქრები? რომელ სიღემეში ჩადიხარ და იქ იხსნები?... არაჩვეულებრივი ხარ! მაგრამ იმდენი ფერია სამყაროში, იმდენი ღიმილი... აიხედე ცაში, დღეს გამოიდარა, ნახე რამდენი სინათლეა... მაპატიე თუ ძალიან შემოვიჭერი... ❤️❤️❤️

№6  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Mrs.Grey
am motxrobam peplebi gamaxse'a????????????????agar apireb mis gagrdzelebas?

მადლობა, რომ ისევ გახსოვს ჩემი პეპლები.
ჰო, ვწერ ნელ-ნელა, მაგრამ ამდენი ხნის მერე ცოტა მიჭირს. როდის დაბრუნდება ლენკა და კიდევ ბევრი, ეგ ჯერ-ჯერობით არ ვიცი.

მადლობა, რომ დამითმე დრო.

Girl with pretty smile
ვკითხულობ და მევ ვხვდები,რომ გიჟები მხოლოდ სხეულით კვდებიან.
ადამიანებს კი შეუძლიათ თავიანთი სულის მოკვლა.
პატარაა,მაგრამ აზრიანი.
მართლა ძალიან კარგი იყო,გეფიცები.
კედელზე,ლურჯი წარწერაც და 1095 დღეც.
ვიცი,ახლა,ეს ჩემი კომემტარი ძალიან პატარაა,მაგრამ თავს ვერ ვაპატიებდი რამე რომ არ დამეწერა.
შეიძლება,იმის ბრალიცაა,რომ სიტყვებს ვერ ვუყრი თავს.
მაგრამ,ეგ არაფერი,რადგან ვიცი,რომ შენ ჩემი ისეც გესმის.
ვიცი,რომ ისეც მიხვდები,თუ რამხელა ზეგავლენა მოახდინა ამ ისტორიამ და როგორ მომეწონა.
მიხარიხარ ლურჯო.
მიყვარხარ და მენატრები.

ანი, ჩემი პატარა დიდი გოგო ხარ შენ!
რამდენი გესმის და რამდენს ხედავ ასე, პატარა ასაკშიც.
როგორი გაზრდილი ხარ, ნეტავ იცოდე.
და აქ, რომ ეგ დაინახე?
ჩვეულებრივი შოკია.

გიჟისთვის სული ერთადერთი ხსნაა და არ აქვს უფლება დააბინძუროს.
ადამიანს კიდევ, ოჰ, ადამიანი იმდენ საშინელებას აკეთებს, საკითარ სულ ლაფში ისე ღრმად ამოსვრის, ამოსვლა უჭირს მერე.

ძალიან მენატრები, ანი.
მიყვარხარ მე შენ იმაზე მეტად, ვიდრე გგონია!

სტუმარი ნანა
ახლა ვფიქრობ იმდენი რამ მინდა დავწერო, იმდენი კითხვები გამიჩინე, ისე გადამიშალე შენი სული... არ ვიცი აქ უნდა ვაკეთებდე ამას? ან საერთოდ მაქვს უფლება ამდენად შემოვიჭრა შენს სამყაროში!? შემოქმედება ადამიანის მიერ შექმნილი, ყოველთვის ასახავის მის მის სამყაროს, რა სახისაც არ უნდა იყოს ის. მუსიკა, ფერწერა, მწერლობა.. ყველაფერი რასაც კაცი ქმნის, არ აქვს მნიშვნელობა თემას. ყველაფერშია ავტორის ნაწილი და ამით ხდება ინდივიდუალური. შენ? ჩემო პატარა, სად დაფრინავ შენი ფიქრები? რომელ სიღემეში ჩადიხარ და იქ იხსნები?... არაჩვეულებრივი ხარ! მაგრამ იმდენი ფერია სამყაროში, იმდენი ღიმილი... აიხედე ცაში, დღეს გამოიდარა, ნახე რამდენი სინათლეა... მაპატიე თუ ძალიან შემოვიჭერი... ❤️❤️❤️

ქალბატონო ნანა, როგორ მიხარია რომ ჩემი ნაწილი დაინახეთ აქ, სადაც საჭირო იყო, ნეტავ იცოდეთ!
ჰო, მე ყველგან, ყველა ჩემს ნაწერში, უბრალოდ დასმულ წერტილშიც ჩემი თავი მყავს.
მინდა, ასე, სხვა თუ არსად, ნაწერში მაინც დამრჩეს ჩემი რაღაც.
ბევრი ვერ ხედავ, ან არც, შეიძლება.
თქვენ, თქვენ ისე კარგად დაინახეთ და ამოიკითხეთ, ვფიქრობ უბრალოდ არ კითხულობთ ნებისმიერი ნაწერს. გულს და სულს ატანთ კითხვის დროს, რომ ყველაფერი გაიგოთ.

არ შემოჭრილხართ ძალიან.
მე ჩემი სამყარო მაქვს, იქაცაა ღიმილი და ფერები, მით უმეტეს.
ფერებით ვცოცხლობ მე.

მადლობა, რომ გესმით, ხედავთ და გრძნობთ.
მიყვარხართ ძალიან!

№7  offline წევრი meocnebe avadmyopi

ნამდვილად გიჟი იყო???ნორმალური ადამიანზე უფრო კარგად აზროვნებდა
თითოეული ჩვენგანის შეხედულებები რადიკალურად განსხვავდებოდა
უფრო რეალური იყო,შეიძლება მართლაც არ კვდებიან უბრალოდ მათ სხეულებს მარხავენ
მათ მიერ ჩადენილი კი ყოველთვის ემახსოვრებათ
პატარა იყო მაგრამ ყველას სხვადასხვა აზრი დაებადებოდა
კარგი იყო როგორც ყოველთვის heart_eyes heart_eyes

№8 სტუმარი სტუმარი ნანა

ნებისმიერ ნაწერს ვერ ვატან გულს და სულს, ეს რჩეულებს შეუძლია ჩამახედოს სიღრმეში... ვკითხულობ უამრავს, სხვანაირად არ შემიძლია და ხშირად ძალიანაც ვბრაზობ საკუთარ თავზე. რატომ, რატომ ვკარგავ დროს? მაგრამ ბედნიერი ვარ მაშინ როცა ვგრძნობ ავტორს, სათქმელს და ვფიქრობ...ვიცი შენი ისტორია რომ მხვდება არ ვინანებ და არც დროს განვსაზღვრავ. მინდა ბედნიერი იყო და სულ წერო! თვითგამოსახვის საუკეთესო გზაა... მეამაყები რომ არსებობ და ჩვენი ფიქრებით ვსაუბრობთ. ❤️❤️❤️ არ შემიძლია არ მიყვარდე ❤️

№9  offline ახალბედა მწერალი ელპინი

meocnebe avadmyopi
ნამდვილად გიჟი იყო???ნორმალური ადამიანზე უფრო კარგად აზროვნებდა
თითოეული ჩვენგანის შეხედულებები რადიკალურად განსხვავდებოდა
უფრო რეალური იყო,შეიძლება მართლაც არ კვდებიან უბრალოდ მათ სხეულებს მარხავენ
მათ მიერ ჩადენილი კი ყოველთვის ემახსოვრებათ
პატარა იყო მაგრამ ყველას სხვადასხვა აზრი დაებადებოდა
კარგი იყო როგორც ყოველთვის heart_eyes heart_eyes

კიდევ გეუბნები, რომ ძალიან უცნაური სახელი გაქვს და მე ძალიან მომწონს ეს!
ჰოდა, რომ ვხედავ ხოლმე ამ სახელს, ვიცი აქ კარგი რაღაც დამხვდება.
ძალიან მიხარია, რომ წამიკითხე და დამითმე დრო.

და კიდევ ერთი.
ზუსტად იმიტომ დავწერე, რომ ყველას სხვადასხვა აზრი დაბადებოდა.
იმედი მაქვს, ცოტა რაღაცას მაინც ისწავლე და დაინახე, უცნაურსახელიანო გოგოვ.

მადლობა კიდევ ერთხელ!

სტუმარი ნანა
ნებისმიერ ნაწერს ვერ ვატან გულს და სულს, ეს რჩეულებს შეუძლია ჩამახედოს სიღრმეში... ვკითხულობ უამრავს, სხვანაირად არ შემიძლია და ხშირად ძალიანაც ვბრაზობ საკუთარ თავზე. რატომ, რატომ ვკარგავ დროს? მაგრამ ბედნიერი ვარ მაშინ როცა ვგრძნობ ავტორს, სათქმელს და ვფიქრობ...ვიცი შენი ისტორია რომ მხვდება არ ვინანებ და არც დროს განვსაზღვრავ. მინდა ბედნიერი იყო და სულ წერო! თვითგამოსახვის საუკეთესო გზაა... მეამაყები რომ არსებობ და ჩვენი ფიქრებით ვსაუბრობთ. ❤️❤️❤️ არ შემიძლია არ მიყვარდე ❤️

ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, თქვენგან ამ სიტყვების მოსმენა!
საოცარი ადამიანი ხართ და მიხარია, რომ ასე გესმით ჩემი.
ძალიან გაფასებთ და ალბათ, ვერასდროს გეტყვით იმდენ მადლობას, რაც მინდა რომ რეალურად გითხრათ.

ძალიან მიყვარხართ!

№10  offline მოდერი ჰალუცინოგერი

კვირა ის ერთადერთი დღეა, როდესაც ჩემ შვილთან ერთად ვატარებ მთელ დღეს, შესაბამისად ყოველთვის ვცდილობ კარგი განწყობა შევინარჩუნო... რამ შემომაბოდიალა ახლა აქ?

მე არაფერი მიგრხძვნია, თორემ სარკეში ერთმანეთს გაუღიმეს ჩვენებმა.

რამდენ რამეს ამბობ ერთ წინადადებაში, რამდენ გრძნობას ხატავ ერთ პატარა ისტორიაში. ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე და სანამ არ დავასრულე მგონი ვერც ამოვისუნთქე.

ძალიან კარგი ხარ შენ მაგრამ არ გაპატიებ ახლა ჩემ თვალზე ცრემლს, არ გაპატიებ და მორჩა!!!

№11  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ჰალუცინოგერი
კვირა ის ერთადერთი დღეა, როდესაც ჩემ შვილთან ერთად ვატარებ მთელ დღეს, შესაბამისად ყოველთვის ვცდილობ კარგი განწყობა შევინარჩუნო... რამ შემომაბოდიალა ახლა აქ?

მე არაფერი მიგრხძვნია, თორემ სარკეში ერთმანეთს გაუღიმეს ჩვენებმა.

რამდენ რამეს ამბობ ერთ წინადადებაში, რამდენ გრძნობას ხატავ ერთ პატარა ისტორიაში. ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე და სანამ არ დავასრულე მგონი ვერც ამოვისუნთქე.

ძალიან კარგი ხარ შენ მაგრამ არ გაპატიებ ახლა ჩემ თვალზე ცრემლს, არ გაპატიებ და მორჩა!!!

ანი, რა საოცარი ადამიანი ხარ შენ, რომ იცოდე!
მაპატიე, რომ დღე ასე დაიწყე თვალზე ცრემლშერჩენილმა.
თუმცა, ბედნიერ კვირა დღეს გისურვებ შენს შვილთან ერთად!

მიხარია, რომ გესმის და "კითხულობ".
მართლა გულით მიხარია და ძალიან, ძალიან დიდი მადლობა.

ასე, შორიდან მიყვარხარ მე შენ!
და მადლობა დიდი კიდევ ერთხელ.

№12 სტუმარი სტუმარი მარიამო

ელინ, რჩეულო ... მარადიულო, ამ საშენოდ შექმნილი სიტყვის ტიტულს კიდევ უფრო მეტად იმსახურებ... ამას კიდევ ათას ოთხმოცდათხუთმეტჯერ გაგიმეორებ და არ მომბეზრდება. შენი ნაშრომი საშუალებას აღარ მაძლევს სხვა ვიკითხო. ცნობიერების იმ სიღმეში ილექება, სადაც ემოციათა ოკეანეს ფსკერი არ აქვს. მთელი დღის შენთვის დათმობაა ბედნიერება და შენი სიგიჟის შესისლხორცება. უკიდეგანოვ, სივცრევ ემოციათა, მფლობელო სიტყვათა, გრძნობათა, უმოძრაო სიტყვათა გამცოცხლებელო... დაუვიწყარო და განუმეორებელო... ელინ, კიდევ ათას ოთხმოცდათხუტმეტჯერ, როცა სიტყვებს საკმარისზე მეტადაც ძალულთ არაებულ ემოციათა გადმოცემა, როცა სიჩუმეც კი შენეული უფრო მეტად მეტყველია, ვიდრე მრავალი სიტყვა, როცა შენი წერტილიც კი შენეულად სხვაა , ვხვდები, რომ ზუსტასაც მთელი დღის შენთვის დათმობა, უაზროდ დაკარგული წუთები კი არა , ღირებულად გამოყენებული დროა...

№13  offline წევრი Mtirala

"ღმერთია მოწმე, მე ანგელოზი ვარ, მაგრამ გიჟი - არა."

ღმერთო, გიჟები არ კვდებიან.
მართლა, არ კვდებიან.

იცი, როგორი იყო?!
მთლიან ტანში ჟრუანტელი რომ გივლის და არ გინდა დაბუსუსებული სხეული ვინმემ შეამჩნიოს.
ან ვინ შეამჩნევს, როდესაც არ გიმჩნევენ?!
დავიკიდოთ :))))
და მაინც, როგორი ადამიანია ზურა.
გიჟი არ არის, მაგრაამ თამარი მართლა უყვარს.
აბა, სამი წელი!
სამი წელი არავინ ივლის საგიჟეთში იმ ადამიანთან ვინც არ უყვარს.
ზურას უყვარდა, მაგრამ გიჟი არ იყო.
ვაპატიოთ, რა.
სარკეში ყურება მიყვარს, თან ძალიან.
ისე გიჟები არ კვდებიანო და მე სიკვდილი არ ამცდება, ხო? :)))))
მგონი, მეც, ჩემებურად გიჟი ვარ. :)))
მიყვარხარ ❤
სიყვარულში კი სასტიკად ვეგოისტობ, მაგრამ საკმარისია მგონი, ჰო? :))
შენი თავი ყველას უნდა გაუზიარო, რადგან ეს იატორიები იმსახურებენ მზის სინათლეს.
საშინლად იმსახურებენ.

ცისფერი ვენები
და
ვარდისფერი სისხლი.
უჰ, მაჟრიალებს!

პ.ს. არ შემიმჩნიო, ნერვები დამათხარა ჩემმა ძმამ. :)))))))
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

№14  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სტუმარი მარიამო
ელინ, რჩეულო ... მარადიულო, ამ საშენოდ შექმნილი სიტყვის ტიტულს კიდევ უფრო მეტად იმსახურებ... ამას კიდევ ათას ოთხმოცდათხუთმეტჯერ გაგიმეორებ და არ მომბეზრდება. შენი ნაშრომი საშუალებას აღარ მაძლევს სხვა ვიკითხო. ცნობიერების იმ სიღმეში ილექება, სადაც ემოციათა ოკეანეს ფსკერი არ აქვს. მთელი დღის შენთვის დათმობაა ბედნიერება და შენი სიგიჟის შესისლხორცება. უკიდეგანოვ, სივცრევ ემოციათა, მფლობელო სიტყვათა, გრძნობათა, უმოძრაო სიტყვათა გამცოცხლებელო... დაუვიწყარო და განუმეორებელო... ელინ, კიდევ ათას ოთხმოცდათხუტმეტჯერ, როცა სიტყვებს საკმარისზე მეტადაც ძალულთ არაებულ ემოციათა გადმოცემა, როცა სიჩუმეც კი შენეული უფრო მეტად მეტყველია, ვიდრე მრავალი სიტყვა, როცა შენი წერტილიც კი შენეულად სხვაა , ვხვდები, რომ ზუსტასაც მთელი დღის შენთვის დათმობა, უაზროდ დაკარგული წუთები კი არა , ღირებულად გამოყენებული დროა...

მარიამო.
რა ლამაზად ჟღერს, იცი?!
როგორ მინდა ახლა ხმა მოგაწვდინო და ჩემი აყივლებული სულიდან წამოსული ყველა სიტყვა გაგაგებინო.
მე არასდროს და არც ერთხელ ასეთ სიტყვათა თანწყობა არ მომისმენია. თან, ჩემ მიმართ.
მესამედ გადავიკითხე უკვე და ფაქტობრივად, ნორმალურზე ბევრად აჩქარებულია ჩემი გულისცემა.
ღმერთო ჩემო, მარიამო, შენ სერიოზულად უნდა წერო.
რა სიტყვათა თანწყობა, ემოცია, გიჟი ხარ, ჰო?!
აბა, ისე, როგორ, რანაირად?!
არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ჩემს სულამდე მიაღწიე და სიჩუმე აახმაურე, გესმის?!
და ის წერტილს რომ დავსვამ ხოლმე შენს სახელთან, ყველა ემოციას შიგ ვატან, მარიამო.
მე მეტი არ შემიძლია.
მინდა, რომ ჩემში გუბედ ქცეული ცრემლები სათითაოდ გადმოვღვარო და სარკეში ვუყურო ჩემს თავს, როგორ ვტირი.

მარიამო, რა ქმნილება ხარ შენ?
არ ხარ დედამიწელი!

შენ უნდა წერო, გესმის?
შენ შექმნი ახალს, განსაკუთრებულს, აღმოჩენას.

ასე, შორიდან მიყვარხარ.
მადლობა, მარიამო.

Mtirala
"ღმერთია მოწმე, მე ანგელოზი ვარ, მაგრამ გიჟი - არა."

ღმერთო, გიჟები არ კვდებიან.
მართლა, არ კვდებიან.

იცი, როგორი იყო?!
მთლიან ტანში ჟრუანტელი რომ გივლის და არ გინდა დაბუსუსებული სხეული ვინმემ შეამჩნიოს.
ან ვინ შეამჩნევს, როდესაც არ გიმჩნევენ?!
დავიკიდოთ :))))
და მაინც, როგორი ადამიანია ზურა.
გიჟი არ არის, მაგრაამ თამარი მართლა უყვარს.
აბა, სამი წელი!
სამი წელი არავინ ივლის საგიჟეთში იმ ადამიანთან ვინც არ უყვარს.
ზურას უყვარდა, მაგრამ გიჟი არ იყო.
ვაპატიოთ, რა.
სარკეში ყურება მიყვარს, თან ძალიან.
ისე გიჟები არ კვდებიანო და მე სიკვდილი არ ამცდება, ხო? :)))))
მგონი, მეც, ჩემებურად გიჟი ვარ. :)))
მიყვარხარ ❤
სიყვარულში კი სასტიკად ვეგოისტობ, მაგრამ საკმარისია მგონი, ჰო? :))
შენი თავი ყველას უნდა გაუზიარო, რადგან ეს იატორიები იმსახურებენ მზის სინათლეს.
საშინლად იმსახურებენ.

ცისფერი ვენები
და
ვარდისფერი სისხლი.
უჰ, მაჟრიალებს!

პ.ს. არ შემიმჩნიო, ნერვები დამათხარა ჩემმა ძმამ. :)))))))

როგორ მომენატრე, ნეტავ იცოდე.
ეს შენი ეგოისტობაც, ეჭვიანობაც...
ყველაფერი, რა.
შენი ნერვების მოშლით დაწყებული, სიცილით დამთავრებული.
და მიხარია, რომ ასეთ არეულ სიტუაციაში დრო გამონახე ჩემთვის.

შენ მართლა გიჟი ხარ!
და მე ძალიან მიყვარხარ.
ჰო, ზურას უყვარდა და ახლაც უყვარს, ალბათ.
სიყვარული არ იკარგება, ხომ იცი?
გიჟები არ კვდებიან!
ვიცი, რა.

მადლობა, პატარა.
ძალიან მიყვარხარ და მენატრები!

№15 სტუმარი სტუმარი მარიამო

ელინ, ცუდი დღის საუკეთესო დასაწყის ხარ და მიხარია, შენი კომენტარის ნახვის მოლოდინი რომ მქონდა. სულიერ მდგომარეობას, გრძნობათა და ემოციათა გადაკვეთა რომ ჰქვია, სწორედ მაგ გრძნობით ვივსები. ჩემეული სიყვარულია ... ჩემთვის მაქვს რამდენიმე, დროდადრო ვქმნი მცირეოდენს. და მაინც, ჩემი სახელის ბოლოს შენი წერტილები ჩემთვის იმდენივეს ნიშნავს, რაც ახალ სიცოცხლესა და ბედნიერების უშრეტ წყაროს. ჩემს დროდადრო მფეთქავ გულში მიყვარხარ საკმაოდ ძლიერ. სულში ღრმად გაგიდგამს ფესვები და არ წახვიდე, ვიცი რომ არც წახვალ ელინ, გიპოვე და ვიცი, ვერასდროს გაქრები. იმ სიგიჟეში გიპოვე შენ რომ ასე ძლიერ გიყვარს, წერისას გიპოვე, ასე ცხადად . ელინ მარადიულობა ხარ ...

№16  offline ახალბედა მწერალი ელპინი

მინდა, რომ შენი სახელის მერე ყოველთვის და უამრავჯერ დავწერო წერტილი. შენ ყოველთვის დაინახო და ამოიკითხო ამ წერტილში ჩადებული ყველა ემოცია და გრძნობა, მინდა რომ არასდროს გაქრე, გესმის?!
შენ შენს კვალს დატოვებ, მარიამო.
გამოჩნდი, რა. დაგვენახე ხალხს, მე გთხოვ, მარიამო.
არ შეიძლება შენ შენთვის წერო, მზის სინათლეზე უნდა გამოხვიდე, უნდა დაანახო ხალხს, რას ნიშნავს ჭეშმარიტება.
ჩრდილმა არ უნდა დაგფაროს, მარიამო.
და მაინც - ელინ.
რა ლამაზად ითქმის, როგორი განსხვავებულია შენსავით, მარიამო.

არ დაიკარგო, რა.
მე ამას გთხოვ, მეტს არაფერს.

მიყვარხარ იმდენად, რამდენადაც ჩემს გულს შეუძლია.
საოცარი ხარ, უშრეტი და თავად შენ ხარ მარადიულობა, მარიამო.
ბოლოს, მე ისევ შენს სახელს დავწერ.

მარიამო.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent