ნადირობა №15 » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა №15


11-08-2018, 09:51
ავტორი Life is Good
ნანახია 2 023

ნადირობა №15

მაღალი მამაკაცი,უცნაურად ჩახლეჩილი ბარიტონით...გრძელი ზედმეტად მოვლილი ხელის თითებით და კოხტად დაჭრილი ფრჩხილებით...თითებს შორის მოქნილად ატრიალებდა სამედიცინო ლანცეტს და შავი ნიღბიდან, მოელვარე ლურჯი სფეროებით აკვირდებოდა რომელშიც მხიარული ჭინკები უხტოდნენ...ჩაწითლებული თვალის გარსი ამღვრეოდა და გადაგლესოდა რაც მის ორგანიზმში ათუხთუხებული ნარკოტიკის ჭარბ დოზაზე მიუთითებდა...წამდაუწუმ ილოკავდა ნიღბის ქვეშ ტუჩებს და უცნაურ ზმუილისებრ ბგერებს გამოსცემდა...
-ჩუ...ჩუ...არაფერი პირადული!-საზეიმო ხმით შესძახა და თითებს შორის ათამაშებული ლანცეტი მაგიდაზე მწოლიარე ქალის სახესთან მიიტანა...თითქოს ,ზუსტი ადგილის შერჩევას ცრდილობდა...-შენი სხეულიდან გამოდენილი თვითოეული სისხლის წვეთი სასტიკად აღმაგზნებს...-კიდევ ერთხელ მოილოკა გამშრალი ტუჩები და ნაზად ,ძალიან ნაზად შეახო ქალის რბილ კანს მჭრელი იარაღი....
-არა...არააა...არაა...გთხოვთ...გთხოვთ....
აწრიპინებილმა აპარატმა გააყრუა საავადმყოფოს ინტენსიური განყოფილება...დერეფანში მდგარი რამოდენიმე ექთანი გიჟივით გაიჭრა პალატისკენ საიდანაც ეს ხმა ისმოდა...საწოლზე მწოლიარე ერგემლიძეს თვალები ფართოდ გაეხილა,უკან გადაეტრიალებინა და ციებიანივით ფართხალებდა საწილზე.მის თავთან მდგარი აპარატი კი ავისმომასწავლებლად წრიპინებდა და პულსის მაჩვენებელი საკმაოდ გასცდენოდა დადგენილ ნორმას.ტუჩებთან დამაგრებული მილიდან ,ხროტინის ხმა ისმოდა და ტუჩის კუთხეებიდან წითელ მასასთან არეული თეთრი სითხე მოჟონავდა.
-ჯანდაბა....ექიმს დაუძახეთ!-იკივლა უფროსმა მორიგე ექთანმა და საწოლს მიეჭრა ,მხრებში ძლიერად სწვდა აფართხალებულ ქალს და მის შეკავებას სეეცადა...
-რა სჭირს?! -მეორე ექთანი საწილთან ატუზულიყო შეშინებული სახით რაც მის აშკარა რეზიდენტობაზე მეტყველებდა და ყველა ექიმის გამოჩენას ელოდა.რომელიც მალევე შემოიჭრა სირბილით და სათვალეს ირგებდა კეხიან ცხვირზე.
-რახდება?! მიმიშვით...ჯანდაბა-ეპილეფსიის შეტევა აქვს?! სწრაფად, დამეხმარეთ წამოვწიოთ და ოდნავ გვერდით გადავაბრუნოთ...ამოუღე ეს ოხერი მილი...გაინძერი ლეილა!-ერგემლიძეს სუსტ მხრებში დასწვდა მამაკაცი და სწრაფად გადააბრუნა გვერდით...პირიდან მილი ამოაცალეს და ტუჩებზე გადმოსული უცნაური ფერის მასა მოსწმინდეს...შეტევამ მალევე გაიარა და აწრიპინებული აპარატიც ნელ- ნელა დამშვიდდა ...პულსაციამ მწყობრში ჩადგომა დაიწყო და ლიზამაც ხმაურით,თავისუფლად შეისუნთქა ჰაერი...შემდეგ ფრთხილად გაახილა თვალები და ამღვრეული სფეროები თავზე წამომდგარ თეთრხალათიანებს შეანათა...
-გონზე მოვიდა-სახე ნერვიულად მოისრისა ექიმმა.
-ნიკა...-გამშრალი ყელიდან ხავილისმიერი სუსტი ბგერები ამოუვიდა ლიზას...-ნიკა სადარის?!...-ნიკაპი აუკანკალდა და სატირლად მოემზადა...შეშლილიბით არეულ სახის ნახევარზე. ..რომელიც, თეთრი საფენების მიღმა მოუჩანდა.მიწის ფერი დასდებოდა და აქეთ -იქით ატრიალებდა ფართოდ გახელილ თვალებს...
-ნიკა ...სად არის?!- მისი ნუშისებრი ჭრილის თვალებიდან დაუკითხავად გადმოხეთქა ცრემლების ნაკადმა და კვლავ აწრიპინდა მისი სიცოცხლის სადარაჯოზე მდგარი აპარატი.
-ყველაფერი კარგად არის...-დამთბარი ხმით დაუყვავა ექიმმა და თავზე ფრთხილად გადაუსვა ხელი-დამშვიდდი...ნიკას დავუძახებთ!დამშვიდდი... არ შეიძლება შენი ნერვიულობა.
-ნიკა სად არის?!-დაპროგრამებულივით იმეორებდა ერგემლიძე-ნიკა...ნიკას დაუძახეთ გთხოვთ...ნიკას ნახვა მჭირდება...
-დაურეკეთ ვინმემ გამომძიებელს!-ბრძანება გასცა ექიმმა და შპრიცში გამზდებული დამამშვიდებლის ბლანტი სითხე ფრთხილად შეუშვა ვენაზე დამდგარ წვეთოვანში...
-დამშვიდდი...ახლა დამშვიდდი ნიკა მალე მოვა...
-არ დამაძინოთ...არ დამაძინოთ გთხოვთ..-არეული ბუტბუტებდა ქალი და მის სისხლში წვეთ წვეთ შერეული დამამშვიდებლის მოქმედებისგან თვალები ებლიტებოდა-ნიკა მოიყვანეთ გთხოვთ...ნიკა...ნიკა სად არის? ჯანდაბაა...-ამოიჩურჩულა და თვალები მილულა.ისევ მწყობრში ჩაუდგა გულის ცემა და უკვე ღრმა ძილში წასულმაც თავისუფლად,მშვიდად განაგრძო სუნთქვა.
* * *
-ეპილეფსია რატომ დაემართა?-ბალიში შეუსწორა ექთანმა და ტუჩზე შერჩენილი სითეთრე ნაზად მოუწმინდა სველი მარლით.
-თავის ტვინის ტომოგრაფიამ არაფერი აჩვენა საგანგაშო...კიდევ ერთხელ გვაქვს გადასაღები.-პალატაში რომ გადაიყვანთ მოამზადეთ კომპიუტრეული ტომოგრაფიისთვის მანამდე კი ყურადღებით იყავით არ განმეორედს.
-კარგით ექიმო.-თავის დაქნევით დაეთანხმა ექთანი და საწოლთან მდგარ სავარძელში ჩაჯდა.ექიმმა კი სწრაფად დატოვა პალატა და კაბინეტში შესულმა საქმიანი სახით მოიძია მთავარი გამომძიებლის ტელეფონის ნომერი.

* * *

წელში მოხრილი მამაკაცების შავმა ფიგურებმა სიბრილით გადაჭრეს ბაღი და მის სიღრმეში მდგარი თეთრი,ორსართულიანი სახლის მთავარ შესასვლელ კართან შეჩერდნენ
-აქ სიგნალიზაციაა ?რომელიც სავარაუდოდ შეხებიდან სამოც წამში იწყებს რეაგირებას.-ამოილაპარაკა დაეჭვებული სახით ლაღიძემ
-ხოდა უნდა მოახერხო დროულად გახსნა საკეტი და სიგნალიზაციას მე მივხედავ...მიდი ჰე დაიწყე რას ელოდები?!
-ჯანდაბაა...ეშმაკმაც დამლახვროს!! თავი ბანდიტი მგონია-ამოიბუზღუნა ლაღიძემ და საკეტთან დაიხარა.
-შენი ჭირიმე ნუ დაიწყებ მორალის კითხვას ზნეობრივ კოდექსზე -სახე დამანჭა ნიკამ-კარგი პოლიციელი ამას არ უნდა აკეთებდეს...კარგი პოლიციელი კაბინეტში უნდა იჯდეს და ყვერებს იფხანდეს...კარგი პოლიციელი...ბლა ბლა ბლააა...
-კარგი ჰოოო...კარგი-თვალები აატრიალა გიორგიმ და საკეტის ჩხაკუნზე სახე გაებადრა ისე როგორც ბავშვს რომელმაც ზეპირ თხრობაში მაღალი შეფასება მიიღო.
-გაღიარებ!!-მხარზე ხელი მიჰკრა ნიკამ და სწრაფად შეხსნა კარი შემდეგ მაჯის საათზე დაიხედა და კარის უკან კედელზე სიგნალიზაციის დაფის ძებნა დაიწყო-არ არის?! ამის დედაც...არაა...
-რა არა რის?-გვერდში ამოუდგა ლაღიძეც.
-დაფა სად ჯანდაბაშია?
-ვაბშე მოიცა, აბა აქვს საერთოდ სიგნალიზაციაა?-წელზე ხელები შემოირტყა გიორგიმ და გაჯგიმული დაელოდა
-ბარემ დაველოდოთ როდის ატეხს ეს დედააფეთქებული წრიპინს და მერე ვირბინოთ ტრაწიანი ხარებივით წინ და უკან თუ გამოგვიჭირეს...
-აგვცრიან-გაიცინა ლაღიძემ რატომღაც ზედმეტად ართობდა ეს სიტუაცია.
-მეც მაგას არ ვამბობ? კარგად კი ერთობით ბატონო გამომძიებელო-კბილებში გამოსცრა შუბლშეკრულმა ნიკამ.
-ნეტა ვისგან ვისწავლე?-წარბი ასწია გიორგიმ და საათს დახედა-აბააა სამიიი...ორიიიიი...ერთი!
ორივე დაიძაბა და მოემზადა ავად აწრიპინებული სიგნალიზაციის ხმას.
- ვუალაა!!!ჰოიი საოცრებავ-თეატრალურად შეიცხადა ლაღიძემ-არ ყოფილა სიგმალიზაცია ეგ როგო შეეშალა ბატონ მერაბს?!
-მკვლელი იუმორი გაქვს-უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი ნიკამ და პირველი გაემართა ოთახების დასათვალიერებლად. სახლი არაფრით განსხვავებული არ იყო სხვა დანარჩენი სახლებისგან...ახალი რემონტი,თანამედროვე ტექნიკა...გემოვნებით მოწყობილი ოთახები.ნუ ყოველ შემთხვევაში მეპატრონეს ხომ ჰქონდა საკუთარ გემოვნებაზე პრეტენზია?!ოთახების დათვალიერებას აზრი არ ჰქონდა ბიჭებმა სწრაფად დაიწყეს სარდაფში ჩამავალი კარის ძებნა და მალევე მიაგნეს.დერეფნის ბოლოს ,კიბის ქვეშ განთავსებულ საკუჭნაოში რომელიც სავსე იყო ათასი სახლისთვის საჭირო ხარახურით.ვიწრო ,ერთ ფრთიანი კარი რომელიც საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი წვალებით მაგრამ მაინც გააღეს.ნიკამ კედელზე დამაგრებული ჩამრთველი მოიძია და სულ მალე სარდაფად წოდებული მოზრდილი ოთახი რომელშიც ბეტონის ათი საფეხური ჩადიოდა ერთბაშად გაბრდღვიალდა ჭერში დაკიდებული მაღალ ვატიანი ნათურებით.დათუნაშვილი სწრაფად დაეშვა კიბეებზე და ბეტონის თაღებიანი ოთახი ინტერესით მოათვალიერა რომელიც, ცარიელი და სარდაფისთვის შეუფერებლად სუფთა აღმოჩნდა...ერთ -ერთი თაღის მიღმა ვიწრო დერეფანი გაეჭრათ,ჭერში დამაგრებული ჰალოგენის ნათურებით რომელიც, თეთრ შუქს ფენდა დერეფანს.ირგვლივ უკარებო სათავსოები გაეკეთებინათ, დერეფნის ბოლოში კი წითლად შეღებილი რკინის მძიმე კარი დაემაგრებინათ.
-ჩვეულებრივი ლაბირინთია-ხმადაბლა ამოილაპარაკა ლაღიძემ და კარებისკენ დაძრულ ნიკას უკან მიჰყვა რომელმაც, ზედმეტი ძალდატანების გარეშე გამოაღო რკინის კარი და ზღურბლზე გაშეშდა.მცირეზომის ოთახში უამრავი ხის კონტეინერები დაელაგებინათ.ოთახის შუაგულში, უზარმაზარი ბეტონის მაგიდა გაეკეთებინა სახლის პატრონს და ზედ ათას ხარახურასთან ერთად რაღაც უცნაური ნივთებიც ეწყო.
-ეს რა ჯანდაბაა?-წამოიძახა გაოცებულმა გიორგიმ და კარში გაშეშებული დათუნაშვილის გვერდის ავლით ოთახში შეაბიჯა.სრული უწესრიგობა სუფევდა ირგვლივ.კუთხეში მიყრილი თეთრი ქაღალდის ხვეულები,ბრეზენტის მოზრდილი ნაჭერი...აყირავებული ჩალის სკამები...ძირს დაყრილი ხის ნატეხები,საღებავის გახსნილი და გაუხსნელი თუნუქის ქილები...საღებავის გამხსნელით სავსე თეთრი ბოცები...
-ეს ნახეე...-მაგიდის მეორე მხარეს კედელთან, ბეტონის იატაკზე მუხის მძიმე ჩასასვენებელი იდგა,ოდნავ გვერდზე აყირავებული, გამოცლილი თეთრი გამოსაკრავით...მის გვერდზე ეყარა დამტვრეული სახურავის ფიცრის ნატეხებიც.
-ესეც ბატონი ჯოლოგავას სასახლის ნარჩენები-კუბოს დახედა ნიკამ შემდეგ კი მაგიდას მიუბრუნდა და დაკვირვებით დაიწყო ყოველი დეტალის შესწავლა.მარმარილოს ზედაპირი აქა- იქ წითელი ლაქებით შეღებილიყო რომელსაც კარგად ,დაკვირვების მერე ორი თითით შეეხო დათუნაშვილი და შემდეგ ის თითები დაყნოსა-ჯანდაბა სისხლია.??..-მაგიდასთან დაიხარა უკეთ დასაკვირვებლად და წვეთებისგან დატოვილ კვალს თვალი გააყოა იატაკამდე.სადაც, მაგიდის ოდანავ გამოწეული ზედაპირის გამო შუქი ვერ აღწევდა.ჯიბიდან პატარა ხელის სანათი ამოაცურა,აანთო და ჩაბნელებულ ადგილზე კარგად დაანათა.სანათიდან წამოსული ყვითელი შუქი ,მაგიდის კუთხეში მიგდებულმა რაღაც მრგვალმა,მონეტასავით ბრტყელმა, ნივთმა აირეკლა.ნიკამ შუბლი შეიკრა, ხელში აიღო მონეტა და თითებშორის მოიქცია ვერცხლისფერი პატარა ნივთი რომელიც შევერცხლილ მინანქარში გამოკვეთილი ღვთისმშობლის პატარა კულონი აღმოჩნდა.
-რამე იპოვნე?-თავზე წაადგა წელში მოხრილ დათუნაშვილს ლაღიძე.-ეს რა არის?
-კულონი..-ამოილაპარაკა შეცვლილი ხმით ნიკამ და ხელისგულზე დადებული ხატი გადმოაბრუნა.უკნიდან ვერცხლის დაფაზე წვრილი ასოებით ამოეკვეთა მჭედელს."ჩემს ლიზიკოს"-ამის დედაც!ლიზას კულონია...ჯანდაბა მახსოვს რაღაც ამდაგვარს ატარებდა ყოველთვის.
-ანუ რა გამოდის აქ ჰყავდათ?
-დიდი ალბათობით სისხლიც მისია.-სახე მოისრისა ნიკამ და ტელეფონს დახედა-მიღება არ აქვს...ავიდეთ და განყოფილებაში დარეკე ჯგუფი გამოგზავნონ...დღესვე უნდა ავიყვანოთ ის ადვოკატი.-კბილებში გამოსცრა და პირველი გაემართა გასასვლელისკენ.
სახლის ეზოში იდგნენ და ელოდნენ როდის მოვიდოდა განყოფილებიდან სპეციალური,კრიმინალისტიკური ჯგუფი ექსპერტთან ერთად ნიკას ტელეფონი ,რომ აწკრიალდა.ნომრისთვის არც დაუხედია ისე უპასუხა:
-გისმენთ!-პარალელურად სიგარეტს მოუკიდა
-გამარჯობათ! ბატონო ნიკა მე ექიმი გარსევან ფიფია გახლავართ...ლიზას მკურნალი ექიმი.-გაისმა ტელეფონში სანდომიანი...ხავერდოვანი ბარიტონი.
-რა მიხდა?-დაიძაბა ნიკოლოზი და ავის მომასწავლებლად ჩამოწოლილი სიჩუმისგან ტანზე პატარ- პატარა ეკლებმა დააყარა.
-იცით,იქნებ მოხვიდეთ როგორმე საავადმყოფოში რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა და...
-რა მოხდა?!-სიგარეტსი ახალ მოკიდებული ღერი იქვე მოისროლა დათუნაშვილმა- ლიზა როგორ არის?
-ახლა კარგად მაგრამ...იქნებ აქ გვესაუბრა.
-კარგით ...მოვდივარ...-ტელეფონი გათიშა და გიორგის მიუბრუნდა.-მიხედე აქ საქმეს მე საავადმყოფოში ვარ მისასვლელი რაღაც მომხდარა და...
-რახდება? ლიზა როგორ არის?-სახე შეეცვალა გიორგის.
-არ ვიცი,მივალ და გავარკვევ..მიხედე რა ლადო დაგეხმარება.
-კარგი...მიდი.მიდი,-მხარზე ხელი მიარტყა გიორგიმ და გამამხნევებლად გაუღიმა.

* * *
-ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა-სახეზე ჩამოისვა ხელი ექიმმა და ფერწასულ გამომძიებელს შეხედა თანაგრძნობის გამომხატველი მზერით.-კომპიუტერული ტომოგრაფია ჩავატარეთ...უტარდება სხვა რიგითი გამოკვლევებიც არაფერი არ ჩანს საგანგაშო...არ ვიცით, რის გამო ჰქონდა შეტევა. გამოვითხოვეთ მისი ჯანმრთელობის ისტორია რეგისტრაციის ადგილიდან... არანაირი ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია..ვფიქრობთ გადატანილი სტრესის გამო დაემართა ეს...ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ და გავაგრძელოთ ძველებურად მკურნალობის კურსი.
-გამორიცხული არ არის, რომ შეტევე კვლავ განმეორდეს?-ნერვებისგან ათრთოლებული თითებით ერთი ღერი სიგარეტი ამოაძვრინა მარლობოროს კოლოფიდან ნიკამ და გალურჯებულ ტუჩებს შორის მოიქცია.მერე, თითქოს გაახსენდა სადაც იყო და კვლავ დააბრუნა კოლოფში.
-გამორიცხული მართლაც არაფერია...-ამოიოხრა ფიფიამ.
-ახლა შეიძლება შესვლა? ნახვა მინდა.-ნერვიულობისგან გაოფლილი ხელისგულები შარვალზე გაისვა ნიკამ და იგრძნო როგორ ნელ ნელა ეკარგებოდა ძალა ორგანიზმი ითენთებოდა და სხეული მკაცრად მოითხოვდა დაჯდომას.
-დამამშვიდებელი ჰქონდა გაკეთებული და ეძინა.-ფერწასულ გამომძიებელს დააკვირდა ექიმი და სახე წამში შეეცვალა-თქვეენ...რაგჭირთ ცუდად ხართ?!-სწრაფად წაეტანა მკლავზე ექიმი.
-ჯანდაბა...-ამოიხრიალა ნიკამ-კარგად ვარ...მე კარგად ვარ...ლიზას ვნახავ-ღრმად შეისუნთქა ჰაერი დათუნაშვილმა და პალატისკენ მძიმე ნაბიჯებით გაემართა.პალატაში არაფერი არ შეცვლილიყო,უბრალოდ მის თავთან მოწრიპინე აპარატები აღარ იდგა თავის ადგილზე და აღარც ხელოვნური სუნთქვის ბალონი ხროტინებდა ამაზრზენად.
* * *
თითებზე ფრთხილმა შეხებამ გამოაღვიძა ლიზა...ქუთუთოები გაჭირვებით დააშორა ერთმანეთს და საწოლის გვერდით ,იატაკზე მუხლებით დამდგარ ნიკას გადახედა.
-ჰეი...როგორ ხარ?-ქალის სიფრიფანა ხელი ტუჩებთან ფრთხილად მიიტანა მამაკაცმა და ნაზად შეახო ტუჩები.
-ნიკაა.. -ნიკაპი სატირლად აუთრთოლდა ქალს...
-აქ ვარ ჩემო პატარავ...შენთან ვარ...ყველაფერი კარგად იქნება ლიზ... -შუბლით მხარზე მიეყრდნო დათუნაშვილი -ჩემო პატარავ ,აი, ნახე მართლა კარგად იქნება...შენ თავს გეფიცები.
-ის იყო...-ხმა გაუტყდა ქალს
-ვინ იყო ლიზა?-თავი სწრაფად წამოსწია ნიკამ და ქალს ჩააშტერდა ამღვრეულ თვალებში-ვინ იყო...დაინახე?!
-არ ვიცი...-ჰაერი თრთოლვით შეისუნთქა ქალმა...-არ ვიცი...ლურჯი თვალები ჰქონდა...ცივი და გამორეცხილი...არ ვიცი...
-ჩუ.. ჩუ...დამშვიდდი...შენთან ვარ მე შენთან ვარ.
-ხელები...ხელები ჰქონდა ლამაზი და მოვლილი და ის სვირინგი ...ხოო მაჯაზე სვირინგი ჰქონდა აშკარად, ახალი გაკეთებული რაღაც ეგვიპტური სიმბოლო...
დაძაბული სახით უსმენდა დათუნაშვილი და ყველა სიტყვას მწყურვალესავით ისრუტავდა.ცალი ხელის თითები ქალის თითებში ჰქონდა ახლართული ცალით კი თავზე მონოტონურად ეფერებოდა.
-დამშვიდდი ხოო...
-მითხრა...შენი სხეულიდან დადენილი ყოველი სისხლის წვეთი საშინლად აღმაგზნებსო-ცრემლებმა დაუსველა ღაწვები ქალს.
-მომისმინე!-ყელში გაჩხერილი მრისხანების ბურთი კისერში ხმაურით გადააგორა დათუნაშვილმა და ერგემლიძის შუბლთან დაიხარა.ტუჩები შეახო და ამოილაპარაკა:-მისმინე და უბრალოდ დაიმახსოვრე...ყველა იმ საქციელს ვანანებ რომელი საქციელითაც შენ ტკივილი მოგაყენა...უბრალოდ დამშვიდდი და დამიჯერე.გეფიცები ლიზ...შენს თავს გეფიცები საკუთარი ხელით გამოვჭრი ყელს.უბრალოდ დამშვიდდი და დამიბრუნდი...ჯანმრთელი და ძველებურად ლაღი...გთხოვ ჩემო პატარა...ჩემს გამო გააკეთე ეს...ჩვენს გამო ...გთხოოვ...-ჩურჩულებდა და პარალელურად ტუჩებს არ აშორებდა მის შუბლს.
-მიყვარხარ-ამოიტირა ქალმა და სუსტად მოუჭირა ძალაგამოცლილი თითები მამაკაცის თითებს...
-ვიცი ჩემო პატარავ...დრო მოვა და მეც ანალოგიურს გეტყვი.მანამდე კი უბრალოდ დამიბრუნდი...
-მეძინება...-სუსტი ხმით ამოილაპარაკა ქალმა და თვალები მიელულა.
-დაიძინე...დაიძინე და რომ გაიღვიძებ..ხო, რომ გაახელ ამ ლამაზ თვალებს მე ისევ აქ ვიქნები...გეფიცები აქ დაგხვდები...დაიძინე..-დახუჭულ ქუთუთოებზე გრთხილად შეახო ტუჩები და წელში გასწორდა მამაკაცი.კიდევ ერთხელ მიეფერა უკვე მძინარე ქალს და სწრაფად დატოვა პალატა.

* * *
ღამის თერთმეტი საათი ხდებოდა მერაბ შეროზია სასტუმრო ოთახში ჩართულ ტელევიზორს ,რომ მისჯდომოდა და გაშტერებული მზერას არ აშორებდა ბრტყელ ეკრანს...ერთი სიტყვაც კი არ ესმოდა ფიქრებში ჩაძირულიყო და ცრდილობდა გამოსავალი მოეძებნა იმ მდგომარეობიდან გამოსასვლელად რა მდგომარეობაშიც ნებსით თუ უნებლიედ გაყო თავი.კარზე ზარის ხმამ გამოიყვანა აბლანდული ფიქრებიდან...მის მეუღლეს უკვე მოესწრო და ფართოდ გაეღო კარები ახლა კი ზღურბლზე მდგარ ორ მამაკაცს ესაუბრებოდა რომლებშიც, გამომძიებელი დათუნაშვილი და ლაღიძე შეიცნო მამაკაცმა.სწრაფად წამოდგა სავარძკიდან და ბრაზმორეული პრეტენზიული ტონით შეტევაზე გადასვლას აპირებდა დათუნაშვილმა ცხვირწინ, რომ აუფრიალა დაკავების ოქმი და სიტყვის თქმაც არ დააცადა ისე გადაუგრიხა ზურგს უკან ხელები.
-დაპატიმრებული ხართ ბატონო ადვოკატო...პრეტენზიები შეგიძლიათ განყოფილებაში წამომიყენოთ.
-ჯანდაბა...-ამოიღმუვლა მერაბმა და ყველანაირ გზა მოჭრილმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა...ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გაჰყვა სტრუქტურის წარმომადგენლებს და მანქანაშიც უსიტყვოდ დაიკავა ადგილი.
* * *
-რა ბრალდებით დამაკევეთ?-დაკითხვის ოთახში მოპირდაპირედ მჯდომ დათუნაშვილს გახედა ირონიული მზერით მერაბმა.
-ბრალდებების სია იმდენად ვრცელია საიდან დავიწყო აღარც კი ვიცი...მაშ ასე:თქვენ ეჭვმიტანილი ხართ ოთხი ადამიანის მკვლელობაში...სხვისი ქონების უკანონოდ მითვისებაში,აგრეთვე ბატონი ავთანდილ ჯოლოგავას საფლავის შებილწვაში...ხოოო ნარკორელიაზებაში...უკანონო პროსტიტიციის ხელის შეწყობაში...არალეგალურად ნარკოტიკის შემოტანასა და გასაღებაში...გავაგრძელოოთ?-წარბი ასწია ნიკამ
-ხოო ...მართლაც ვრცელი ყოფილა....-გაიცინა მერაბმა
-ნუ ლიზა ერგემლიძის მკვლელობის მცრდელობა გამომრჩა...
-ეგ მე არ ჩამიდენია-თითის გაქნევით უარყო მერაბმა.
-ანუ, სხვა დანარჩენი ჩაიდინეთ და არც უარყობთ?
-ნუ ,არც უმაგისობაა...
-ანუ აღიარებთ, რომ თქვენ მოკალით ოთხი ადამიანი?
-არა, არ ვაღიარებ!-პირი გააწკლაპუნა.მერაბმა-მე არ მომიკლავს...
-ნუ, პრინციპში არავინ იტყვის მამიდაჩემი აო-გაეცინა ნიკას-თუცა ფაქტები ჯიუტუა ბატონო მერაბ-თქვენს კუთვნილი სახლის სარდაფში აღმოჩენილი ნივთმტკიცებები სხვა რამეს მეტყველებს.-იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას ნიკა. და საქაღალდიდან ამოღებული სურათების დასტა წინ ნელ ნელა და მშვიდი სახით მჯდარმა გაუშალა.
-კიი..გასაგებია...-გაიცინა მერაბმა და სურათებს ხელი აჰკრა უდიერად-არც მიკვირს .იქ ,ბევრ საინტერესო რამეს ნახავდით მაგრამ მკვლელიი? შანსი არ არის..-მხრები აიჩეჩა გამომწვევი ღიმილით შეროზიამ
-ამის დედაც!!!-მაგიდაზე რისხვით დაარტყა ხელი წყობიდან გამოსულმა ნიკამ-ნუ მეთამაშები!შანსი არ გაქვს !!!აქ, მთელი ცხოვრებით მოგიწევს ჯდომა ასე, რომ აღიარე შენძრეული რომ ხარ და საკუთარი დიდებისა და კეთილდღეობისთვის უკან არაფერზე იხევდი.
-მე არავინ მომიკლავს!-ტონს აუწია მერაბმა.
-აბა თავისით მოიკლეს თავებიი?
-ამ პრეტენზიით მე არ უნდა მომმართავდე -ზედმეტად მშვიდი იყო მერაბი-კიი ...დიდების და კეთილდღეობის დიდი მოტრფიალე ვარ მაგრამ ,არა მკვლელი-ცივად გამოსცრა მერაბმა და თვალი თვალში გაუყარა.
-აბა ვინ არის?!-თვალები დააწვრილა ნიკამ
-დაიჭირე და შენი იყოს...-გაიცინა მერაბმა და მხრები აიჩეჩა უდარდელად.
-ახლა დეადას მ***** ვ!-ფეხზე წამოიჭრა უცებ ნიკა და მაგიდის კოპირდაპირე მხარეს მჯდომს, საყელოში სტაცა ხელი თავისკენ მოქაჩა და სახეში ისეთი ძალით უათავაზა თავი.ტკივილისგან ყრუდ ამოიზმუვლა ადვოკატმა და გახეთქილი ტუჩიდან და ცხვირიდან მეწამულმა სითხემ გამოჟონა.-ნუ მეთამაშებითქო!
დათუნაშვილის ღრიალზე, დაკითხვის ოთახის კარი სწრაფად გაიღო და ოთახში შემოვარდნილმა გიორგი ლაღიძემ ძლივს გამოჰგლიჯა ხელიდან საყელოთი დათრეული გამომწვევად მომღიმარი ადვოკატი, გაცეცხლებულ და მრისხანებისგან ერთიანად სახეარეულ დათუნაშვილს.მერაბმა ცხვირზე ამობრუნებული ხელის ზურგი გაისვა და უფრო ფართოდ გაუღიმა კარისკენ წასულ ნიკას რომელსაც, ხელის კვრით უკან მობრუნების საშუალებას არ აძლევდა გიორგი.
-აუ გამიშვი ამისი დედა უნდა მ**** ა!-გაიქაჩა ისევ ნიკამ მაგრამ, ღია კარში თითქმის ძალით გააგდო გიორგიმ და თვალები რისხვითდაუბრიალა.
-რა ჯანდაბას აკეთებ?!
-შემეშვი...შემეშვი ამის დედაც!!!- წყობიდან გამოსულმა დათუნაშვილმა ხმამაღლა იღრიალა და დერეფანში მდგარი დაბალი კარადა ხელის კვრით გადაატრიალა რომელიც იატაკზე ხმაურით დაეხეთქა და შიგთავსი გარეთ გადმოშალა. შემდეგ, უსიტყვოდ დატოვა განყოფილების შენობა რომელიც უკვე გულს ურევდა და პირდაპირ საავადმყოფოსკენ გაემართა.
ლიზას კვლავ ეძინა...უკვე ღამის ორი საათი გამხდარიყო.საწოლის გვერდით სავარძელში ჩაეშვა და თვალმოუშორებლად აკვირდებოდა ქალის სუსტ სხეულს რომელიც წინ წამოსვლის მაგივრად ნელ ნელა უკან უკან მიდიოდა და უარესად დასუსტებული მოეჩვენა.შემდეგ კი ამღვრეული თვალები მოისრისა, მისკენ გადაიხარა და თავი საწოლზე ჩამოდო მის მხართან ახლოს.აღარც კი ახსოვს გადაღლილს როდის ჩაეძინა.

* * *
საუბრის ხმამ გამოაფხიზლა ერგემლიძე...მის სმენას ნაცნობი ხმები სწვდებოდა. თვალის გახელას ვერ ახერხებდა, ყურს უგდებდა საუბრის თემას და საოცრად ნაცნობი ხმა ჩაესმოდა რომელიც ,ნელ- ნელა იკვეთებოდა დანარჩენ ხმებში და ზედმეტად ხმამაღლა თითქმის, ღრიალით ჩაესმოდა ...ხმიდან წამოსული სუსხი ფრთხილად შეუძვრა ფეხის ფრჩხილებში და ცივი წყლის...ნაკადივით ნელ -ნელა გაუყვა ვენებს...მიიწევდა წინ, და განვლილ ადგილს ყინავდა...ერთიანად მოხეთქილი შიში სპაზმად გაეჩხირა კისერში და ფართოდ გაახილა თვალები ყელსში წაჭერილმა სპაზმმა კი ხროტინად ამოხეთქა ყელიდან და ამღვრეული ნაღვლის წვენი ამოიყოლა...ჩამწვარმა საყლაპავმა თრთოლვად გადაუარა მთელს სხეულში და ციებიანივით ააკანკალა...სისუსტემ და უღონობამ ერთიანად შემოუტია და თვალებით საყვარელი სახის ძებნა დაიწყო რომელიც, ხმაურზე მისკენ შემობრუნდა შეშლილი სახით და სწრაფად ეცა საწოლს.
-ლიზა...ლიზა...რა დაემართა?-სასოწარკვეთილი ხმით იღრიალა დათუნაშვილმა და ქალს მხრებში სწვდა-ექიმს დაუძახეთ ამის დედაც...ლიზიკო?
მერე უკვე აღარ ახსოვს ვინ აგლიჯა საწოლს და როგორ გაათრიეს დერეფანში რომელსაც, ვიღაცის შეშლილი ღრიალი აყრუებდა.ეს ვიღაც კი თავად იყო მაგრამ იმდენად შორიდან ჩაესმოდა ხმა...ჯანდაბა,იატაკზე იჯდა და სახეზე აფარებული ხელებით რომელიც, სიმწრისგან კედელზე ურტყა და გადახეხილი ძვლებიდან ახლა სისხლი მოჟონავდა.ღრიალი შეწყვეტილიყო მის წინ ჩამჯდარი გურამ სამადაშვილი და ლადო ნიკოლეიშვილი კი ამაოდ ცრდილობდნენ მის აზრზე მოყვანას.
-არ გინდა სახლში წახვიდე და წყალი გადაივლო?- მამაშვილური თბილი, ტონით შეეხო მუხლზე გურამი და თანაგრძნობით სავსე მზერა შეანათა.
-არ მინდა...
-ნიკა... ძმობას გაფიცებ რამდენი დღეა ნორმალურად არ გამოგიძინია...გადაღლილი და გამოფიტული ხარ.წამოდი წაგიყვან სახლში...წყალი გადაივლე და გამოიძინე.-საუბარში ჩაერთო ლადო.-ლიზიკო კარგადაა...ახლა კარგადაა..ადექი წამოდი -მკლავზე მოკიდა ხელი და წამოაყენა-მიდი,მიდი ადექი...
-თავად წავალ!!-ხელები გაინთავისუფლა ..-თავად წავალ...შემეშვით.
-როგორც გინდა!-მხრები აიჩეჩა ლადომ და უკვე კარისკენ მიმავალს სევდიანი მზერა გააყოლა.
ლადო მართალი იყო ახლა, პირდაპირ მისწრება იყო გრილი წყლის შხაპი...გადაივლებდა,შეჭამდა რამეს ძალების აღსადგენად და ისევ დაუბრუნდებოდა ჩვეულ ფორმას...რომლიდანად მისდა უნებურად ამოაგდო ლიზას თავს გადამხდარმა ამბებმა და ამდენმა სტრესმა.ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს დიდმა,სატვირთო მანქანამ გადაუარა და სათითაოდ დაულეწა ძვლები...სადარბაზოსთან შეაჩერა მანქანა და გადაღლილი ნაბიჯებით გაემართა ლიფტისკენ.რომელითაც ბედად ვიღაც ხვთისნიერს ესარგებლა და დაბლა იყო გაჩერებული.კაბინაში შესული სართულების აღმნიშვნელ დაფაზე სასურველ ნომერს დააწვა და მთლიან სარკეში რომელიც, კედელზე დაემაგრებინათ საკუთარი თავი შეათვალიერა.დაკუჭული მაისური...მოშვებული და შესასწორებელი წვერი,დაღლილი,უძილობისგან ჩაწითლებული თვალები და მის გარშემო გაჩენილი სილურჯეები რომელიც ,ჩაცვენილ ყვრიმალებთან ერთად საშინლად შემაძრწუნებელად მოეჩვენა.სარკეს ზურგი აქცია და კარის ჩრჩოს ორივე ხელებით მიეყრდნო .თავი დახარა და ღრმად დაიწყო სუნთქვა წონასწორობის აღსადგენად.ლიფტი უხმაუროდ ასრიალდა მერვე სართულზე,ერთიანად შედგა და ორფრთიანი კარები ხმაურით გახსნა.ნიკამ თავი ასწია და ლიფტის მოპირდაპირედ საკუთარი ბინის მუქ კართან,იატაკზე დაფენილ ფეხების საწმენდ ნოხზე რომელზეც, დიდი ასოებით გამოეყვანათ სტუმართმოყვარე ქართველი ერის შესაფერისი სიტყვა " კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" დათუნაშვილისთვის ზედმეტად ნაცნობი სხეული დამჯდარიყო...ლიფტის კარის ხმაზე ფეხზე სწრაფად, რომ წამოდგა და კარის ჩარჩოს მიყრდნობილ მამაკაცს ლურჯი ირისები შეანათა.რომელმაც, ფრთხილად გამოაბიჯა ლიფტის კაბინიდან და სახე მოქუფრული დააკვირდა ქალს. ნინიას გული შეეკუმშა და სუნთქვა შეეკრა ერთბაშად განადგურებული დათუნაშვილის დანახვაზე...გულში დავლილმა პატარ- პატარა ნემსებივით მჩხვლეტავმა ტკივილმა ნიკაპი აუთრთოლა და წამში გადაეგლისა მზერა.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!-ცივად გამოსცრა ნიკამ.
-ნიკ...-ამოიტირა ნინიამ და მისკენ გადადგა ერთი ნაბიჯი მაგრამ როდესაც დათუნაშვილმა უკან დაიხია ზუსტად ერთი ნაბიჯით ,წელზე სწრაფად იტაცა ხელი იარაღი ბუდიდან სხარტად ამოაძრო და თითების ზედმეტად ოსტატური მოძრაობით ხმაურით გადატენა. ადგილზე გაიყინა წერეთელი.სუნთქვა შეკრული იდგა და გრძნობდა როგორ გამოტოვა გულმა რამოდენიმე დარტყმა.მამაკაცის ხელი ,რომ აიწია და იარაღის შავად მოელვარე ლულა პირდაპირ შუბლის სიმაღლეზე გაუსწორდა.
-არ მომეკარო...ბ****ს შვილი ვიყო მოგკლავ!
ექოსავით დაიღვარა სუსტად განათებული სადარბაზოს კედლებში დათუნაშვილის ზიზღნარევი ცივი ხმა.


თავს არ ვიმართლებ არანაირად გეფიცებით მაგრამ ხომ შევთანხმდით ხანდახან ჩავარდნებზეე :(( ძაან დიდი ბოდიში ვინც გუშინ ვალოდინე მაგრამ ,ვფიქრობ მეპატიება ვისაც ჩვენი შეთანხმება გახსოვთ.მიყვარხართ...იმედია მოგეწონებათ...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი დარინა

ჯერ კიდე შოკში ვააარ ეს რა იყოოოო არ ვიციიი რა დავწეროოო ძალიან ავირიეეე ისეთი საოცრება თავი იყოოო ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ, ლიზა შემეცოდა მე მიყვარს ეს პერსონაჟიიი და არ იმსახურებდა ამ ყველაფერს მაგრამ ნიკას საშუალებით გაუმკლავდება და ისევ დაგვიბრუნდება ძველი ლიზიკოოოო, ვინც ლიზიკო ასეთ დღეში ჩააგდო სწორად ქომდა გათვლილი რადგან ასეთი მოშვებული და განადგურებული ნიკა ჯერ არ გვინახავს, ბოლო მომენტმა საერთოდ გამანადგურაააა ისეთი არეული და დაბნეული დამტოვა რა მოითმენს შემდეგ თავამდეეეე, მალე მინდა ძველი ნიკააა, საოცრება გოგო ხარ და მიხარია რმ პირველივე ისტორიიდან მოგყვებიი.

 



№2  offline წევრი kora

ეს ის ლურჯი თვალებია, რომლებიც ლიზამ აღწერა??
სულ უფრო და უფრო მაბნევს შექმნილი ვითარება, ერთადერთი რაც არ მომწონს ახლა ნინიას გამოჩენაა.
ლიზას თითოეულ შეტოკებაზე სუნთქვა მეყინება. ძლიერი გოგოა და თუნდაც ნიკასთვის უნდა გაუძლოს ყველაფერს!
ამ აშვებულ წვიმიან ამინდში პერსონაჟების მდგომარეობით გამოწვეული ფორიაქიც რომ დაგემატება იქ უკვე სიმშვიდეზე საუბარი ზედმეტია.
საუკეთესო ხარ და მოუთმენლად ვუცდი შემდეგ თავს, ისე როგორც არცერთ სხვა შემთხვევაში, რადგან ახლა ჩემი გონება იმ სადარბაზოში ტრიალებს და ერთი სული მაქვს გავიგო თუ რა მოხდება იქ. მგონია რომ ახლა იქ ნიკას სახლის კართან გაირკვევა ის რასაც ასე ველით..
და კიდევ, რაც არ უნდა ბანალური იყოს, არ მინდა ისე დასრულდეს ისტორია, რომ ნიკამ დაპირებული საპასუხო სიტყვა არ მოგვასმენინოს <3
--------------------
kira.G

 



№3  offline აქტიური მკითხველი grafo

დავიწყებ ნინიას მიმართ ბოდიშით. მე მაპატიე რომ შენში ეჭვი შემეპარა :*.

ვაიმე, შე ბინძურო ღორო. იმ ლანცეტით უნდა მოგაძრონ ეგ ნარკოტიკისგან გაბრუებული თავი. დამპალი ნაბი***რი, ბედავს საავამდყოფოში მიდის და პალატიც შედის, და მეორეჯერ ემართება შემოტევა ჩემს საბრალო ლიზას.
ოხხ, ეგეთები როგორ იბადებიან.

ეს ის ლურჯი თვალები ვერ იქნება :D :D. ამ ლურჯი თვალების პატრონი საავადმყოფოშია!

grafo
დავიწყებ ნინიას მიმართ ბოდიშით. მე მაპატიე რომ შენში ეჭვი შემეპარა :*.

ვაიმე, შე ბინძურო ღორო. იმ ლანცეტით უნდა მოგაძრონ ეგ ნარკოტიკისგან გაბრუებული თავი. დამპალი ნაბი***რი, ბედავს საავამდყოფოში მიდის და პალატიც შედის, და მეორეჯერ ემართება შემოტევა ჩემს საბრალო ლიზას.
ოხხ, ეგეთები როგორ იბადებიან.

ეს ის ლურჯი თვალები ვერ იქნება :D :D. ამ ლურჯი თვალების პატრონი საავადმყოფოშია!



გიორგისაც დიდი ბოდიში :D

 



№4 სტუმარი uhuu

vaime ninias ras erchiis????

 



№5 სტუმარი სტუმარი ნანა

დავიბენი... მართლა... ეჭვი მაქვს მხოლოდ სანუგეშოდ გამოჩენილიყო ნინია ნიკასთან სადარბაზოში, თუმცა არც ის მგონია ასე გახლართული იყოს ამ სიბინძურეში... არ ვიცი, ისეა არეული ყველაფერი, რას გვიკეთებ ფეფო? კი არადა რას უპირებ შენს შენს გმირებს? სულმოუთქმელად გელოდებიიი ❤️❤️❤️

 



№6  offline აქტიური მკითხველი grafo

uhuu
vaime ninias ras erchiis????

რამდენიმე ღამის უძინარია. გათიშულია ფაქტიურად+ლიზის ამბები. ფეფოს გმირები კიდევ ხო იცი რა ემოციურები არიან და ღრიალი აღარ შეუძლია ჩვენს ნიკოლოზს, ამიტომ იარაღით ეჯგიმება :D :D

 



№7 სტუმარი სტუმარი ლიზა

როგორი აცუნდრუკებული ველოდებოდი ახლა თავს :დდ ისე გამიხარდა რომ შემოვედი და დამხვდაა ხტუნვა დავიწყე... ნინია სასტიკად არომწონს, არ ვიცი რატომ მაგრამ თავიდანვე ავითვალწუნე ეს პერსონაჟი... არანაირად არ ჯდება ჩემს გემოვნებაში და ვფიქრობ არც ნიკას შესაფერისი არაა, თუმცა ეს ჩემი აზრია მხოლოდ... ლიზიკო❤ ჩემი ძლიერი და მაგარი გოგო❤ნიკას რეაქცია ძააან გამიხარდა ეგოისტურად :დდ ვფიქრობ ლიზიკომ დიდი ადგილი დაიკავა ნიკოლას გულში და სულმოუთქმელად ველოდები იმ მონენტს როდესაც ნიკა "მიყვარხარ"ს იტყვის :დ


ფეფო.. არ ვიცი მართლა მერამდენეჯერ ვამბობ რომ სასწაულად არააადამიანურად მაგარი ხარ... ❤

არ ვიცი როგორ ახერხებ ამას მაგრამ არ მყოფნის... უფრო და უფრო მეტი მინდა❤ ვგიჟდები შენს თითოეულ დაწერილ სიტყვაზე... ყველა სიტყვას ეტყობა რომ ფეფოსია ❤

პ.ს ნიკაზე ისევ შეყვარევული ვარ, რა მეშველება((((❤

 



№8  offline წევრი მარიკუნაა♥️

ასე მგონია, ნიკასაც უყვარს ლიზა უბრალოდ ჯერ თვითონ არ იცის...
:))))
ჯერ ვერ ვხვდები, ვინ გაუკეთა ლიზას ეს ყველაფერი...
ცოტა დებილი ვარ, ხო?
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№9 სტუმარი uhuu

grafo
uhuu
vaime ninias ras erchiis????

რამდენიმე ღამის უძინარია. გათიშულია ფაქტიურად+ლიზის ამბები. ფეფოს გმირები კიდევ ხო იცი რა ემოციურები არიან და ღრიალი აღარ შეუძლია ჩვენს ნიკოლოზს, ამიტომ იარაღით ეჯგიმება :D :D

qals romelic ukvaars? :D:D:D gaurekia

 



№10  offline წევრი მარიკუნაა♥️

uhuu
grafo
uhuu
vaime ninias ras erchiis????

რამდენიმე ღამის უძინარია. გათიშულია ფაქტიურად+ლიზის ამბები. ფეფოს გმირები კიდევ ხო იცი რა ემოციურები არიან და ღრიალი აღარ შეუძლია ჩვენს ნიკოლოზს, ამიტომ იარაღით ეჯგიმება :D :D

qals romelic ukvaars? :D:D:D gaurekia

ქალს რომელიც უყვართ, იარაღს უმიზნებენ?
თუ სხვაგან მოვხვდი?
ან ერთი არაა მართალი, ან მეორე.
მეორე მართალია და...
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№11  offline წევრი kora

ნიკას ბიძი არ კი არა ვერ იქნება ამ ამბებში გარეული. მასზე კარგად ვინ იცნობს ნიკას, თვითონვე გამოითხრიდა სამარეს ნიკას როცა დაავალა ამ საქმის გახსნა?? მითუმეტეს შვებულებიდან მოაბრუნა ოღონდაც საქმე გაეხსნა.
ნინია როგორც ცალკე პერსონაჟი მომწონს, თუმცა, როგორც პოლიციელს არ ვენდობი. ჯერ კიდევ გიგა არ ენდობოდა მის სუფთა პატრიოტიზმს და მე რომ არ ვენდო არცაა გასაკვირი. ისეთი საქმეები დაატრიალა თავის დროზე გიგას მეშვეობით იმ კონტეინერების გაქრობაზე და ათას სხვა რამეზე, რომ დღემდე არ ვიცით ვინ იყო ის ვისზეც მუშაობდა...
ნიკა იმდენად ჭკვიანია შეცდომას არ დაუშვებს და ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს. უკვე ერთი სული მაქვს მეც მათთან ერთად ვიზეიმო გამარჯვება, თორემ სადაცაა ემოციების მოთოკვა გამიჭირდება)))
--------------------
kira.G

 



№12  offline წევრი masho777

ჩემი ნინია...

 



№13 სტუმარი uhuu

მარიკუნაა♥️
uhuu
grafo
uhuu
vaime ninias ras erchiis????

რამდენიმე ღამის უძინარია. გათიშულია ფაქტიურად+ლიზის ამბები. ფეფოს გმირები კიდევ ხო იცი რა ემოციურები არიან და ღრიალი აღარ შეუძლია ჩვენს ნიკოლოზს, ამიტომ იარაღით ეჯგიმება :D :D

qals romelic ukvaars? :D:D:D gaurekia

ქალს რომელიც უყვართ, იარაღს უმიზნებენ?
თუ სხვაგან მოვხვდი?
ან ერთი არაა მართალი, ან მეორე.
მეორე მართალია და...

da rogori daujerebelic ar unda ikos pirvelic martalia

 



№14  offline აქტიური მკითხველი grafo

მარიკუნაა♥️
uhuu
grafo
uhuu
vaime ninias ras erchiis????

რამდენიმე ღამის უძინარია. გათიშულია ფაქტიურად+ლიზის ამბები. ფეფოს გმირები კიდევ ხო იცი რა ემოციურები არიან და ღრიალი აღარ შეუძლია ჩვენს ნიკოლოზს, ამიტომ იარაღით ეჯგიმება :D :D

qals romelic ukvaars? :D:D:D gaurekia

ქალს რომელიც უყვართ, იარაღს უმიზნებენ?
თუ სხვაგან მოვხვდი?
ან ერთი არაა მართალი, ან მეორე.
მეორე მართალია და...


ქალს რომელთანაც ერთადაც ცხოვრიბს ბოზანკალას ეძახის ნიკა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ლიზი მართლა ბოზანკალაა :D :D.
ფეფოს გმირება რომ გარეკილი აქვთ ცოტა, წესით ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.
ზედმეტად ემოციურებიც არიან.
ჩვენი დაღლილი ნიკო კიდევ...ახლა ნინიას "ნიკ"-ის თავი თუ არ აქვს...თან ლიფტში ხო აღწერა საკუთარი თავი. ტიპი ისეთი გათიშულია ძლივს დადის. რობოტივით მოქმედებს. თან ცოტა ხნის წინ უყურა ლიზის შემოტევას. რა არის გასაკვირი?!
დაველოდოთ ახალ თავს.

ხომ უწერია ლიზა მეორეჯერ გონს რომ მოდის...ლიზას ჩაესმის ნაცნობი ხმები და ბოლოს ერთზე ჭედავს და ისევ შეტევა ემართება. პალატაში ამ დროს იმყოფებოდნენ: ნიკა, გურამი და ლადო.
ვინ დადის სულ კაიფში ისტორიაში და ვის უჭირავს ლანცეტი?! გურამს არა. ვინ დარჩა? :D :D :D.

 



№15  offline წევრი tamuna.s

grafo
მარიკუნაა♥️
uhuu
grafo
uhuu
vaime ninias ras erchiis????

რამდენიმე ღამის უძინარია. გათიშულია ფაქტიურად+ლიზის ამბები. ფეფოს გმირები კიდევ ხო იცი რა ემოციურები არიან და ღრიალი აღარ შეუძლია ჩვენს ნიკოლოზს, ამიტომ იარაღით ეჯგიმება :D :D

qals romelic ukvaars? :D:D:D gaurekia

ქალს რომელიც უყვართ, იარაღს უმიზნებენ?
თუ სხვაგან მოვხვდი?
ან ერთი არაა მართალი, ან მეორე.
მეორე მართალია და...


ქალს რომელთანაც ერთადაც ცხოვრიბს ბოზანკალას ეძახის ნიკა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ლიზი მართლა ბოზანკალაა :D :D.
ფეფოს გმირება რომ გარეკილი აქვთ ცოტა, წესით ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.
ზედმეტად ემოციურებიც არიან.
ჩვენი დაღლილი ნიკო კიდევ...ახლა ნინიას "ნიკ"-ის თავი თუ არ აქვს...თან ლიფტში ხო აღწერა საკუთარი თავი. ტიპი ისეთი გათიშულია ძლივს დადის. რობოტივით მოქმედებს. თან ცოტა ხნის წინ უყურა ლიზის შემოტევას. რა არის გასაკვირი?!
დაველოდოთ ახალ თავს.

ხომ უწერია ლიზა მეორეჯერ გონს რომ მოდის...ლიზას ჩაესმის ნაცნობი ხმები და ბოლოს ერთზე ჭედავს და ისევ შეტევა ემართება. პალატაში ამ დროს იმყოფებოდნენ: ნიკა, გურამი და ლადო.
ვინ დადის სულ კაიფში ისტორიაში და ვის უჭირავს ლანცეტი?! გურამს არა. ვინ დარჩა? :D :D :D.


ვაიმე ლადო თუა მკვლელი და ტიპი ვინც ლიზა აწამა, მაშინ რა გამოდის, რომ ლიზასთან საავადმყოფოში ლადო დარჩა? არაფერი დაუშავოს კიდე ლიზიკოს.

 



№16 სტუმარი 111

grafo
მარიკუნაა♥️
uhuu
grafo
uhuu
vaime ninias ras erchiis????

რამდენიმე ღამის უძინარია. გათიშულია ფაქტიურად+ლიზის ამბები. ფეფოს გმირები კიდევ ხო იცი რა ემოციურები არიან და ღრიალი აღარ შეუძლია ჩვენს ნიკოლოზს, ამიტომ იარაღით ეჯგიმება :D :D

qals romelic ukvaars? :D:D:D gaurekia

ქალს რომელიც უყვართ, იარაღს უმიზნებენ?
თუ სხვაგან მოვხვდი?
ან ერთი არაა მართალი, ან მეორე.
მეორე მართალია და...


ქალს რომელთანაც ერთადაც ცხოვრიბს ბოზანკალას ეძახის ნიკა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ლიზი მართლა ბოზანკალაა :D :D.
ფეფოს გმირება რომ გარეკილი აქვთ ცოტა, წესით ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.
ზედმეტად ემოციურებიც არიან.
ჩვენი დაღლილი ნიკო კიდევ...ახლა ნინიას "ნიკ"-ის თავი თუ არ აქვს...თან ლიფტში ხო აღწერა საკუთარი თავი. ტიპი ისეთი გათიშულია ძლივს დადის. რობოტივით მოქმედებს. თან ცოტა ხნის წინ უყურა ლიზის შემოტევას. რა არის გასაკვირი?!
დაველოდოთ ახალ თავს.

ხომ უწერია ლიზა მეორეჯერ გონს რომ მოდის...ლიზას ჩაესმის ნაცნობი ხმები და ბოლოს ერთზე ჭედავს და ისევ შეტევა ემართება. პალატაში ამ დროს იმყოფებოდნენ: ნიკა, გურამი და ლადო.
ვინ დადის სულ კაიფში ისტორიაში და ვის უჭირავს ლანცეტი?! გურამს არა. ვინ დარჩა? :D :D :D.

გონივრული ეჭვი მაქვს რომ ლადო

 



№17  offline წევრი უცნაური მე

რა მოიცდის შემდეგ თავამდე ფეფო... ძალიან მაგარია <3

 



№18  offline აქტიური მკითხველი grafo

ხომ უწერია ლიზა მეორეჯერ გონს რომ მოდის...ლიზას ჩაესმის ნაცნობი ხმები და ბოლოს ერთზე ჭედავს და ისევ შეტევა ემართება. პალატაში ამ დროს იმყოფებოდნენ: ნიკა, გურამი და ლადო.
ვინ დადის სულ კაიფში ისტორიაში და ვის უჭირავს ლანცეტი?! გურამს არა. ვინ დარჩა? :D :D :D.[/quote]
გონივრული ეჭვი მაქვს რომ ლადო[/quote]

მეც ეგ ეჭვი მაქვს. ეგ კაიფობს "ქვემოთ" მკვდრებით.
ლიზიკოს არამგონია მეტი რამე დაუშავოს. იქ მაგის ადგილი არ არის.
საწყალი...რა მდგომარეობაში იყო და მაინც რამდენი დეტალი დაუმახსოვრებია :(((.

 



№19  offline წევრი kora

[quote=grafo]ხომ უწერია ლიზა მეორეჯერ გონს რომ მოდის...ლიზას ჩაესმის ნაცნობი ხმები და ბოლოს ერთზე ჭედავს და ისევ შეტევა ემართება. პალატაში ამ დროს იმყოფებოდნენ: ნიკა, გურამი და ლადო.
ვინ დადის სულ კაიფში ისტორიაში და ვის უჭირავს ლანცეტი?! გურამს არა. ვინ დარჩა? :D :D :D.[/quote]
გონივრული ეჭვი მაქვს რომ ლადო[/quote]

მეც ეგ ეჭვი მაქვს. ეგ კაიფობს "ქვემოთ" მკვდრებით.
ლიზიკოს არამგონია მეტი რამე დაუშავოს. იქ მაგის ადგილი არ არის.
საწყალი...რა მდგომარეობაში იყო და მაინც რამდენი დეტალი დაუმახსოვრებია :(((.[/quote]

ვთქვათ ლადოა, მაგრამ ეგ შემსრულებელი უფრო იქნება ვიდრე ხეკმძღვანელი. მე ნინიას გამოჩენა უფრო მაბნევს.
მითუფრო ლადომ დააძალა ნიკა სახლში წასულიყი და ამ დროა იქ ხვდება ის ვინც ეცდება დრო მოიგოს და ნიკა მალე არ მიბრუნდეს უკან...
დედექტივი ჩემი სუსტი წერტილია და იშვიათად ვკითხულობ, მგონი დროა უფრო მივეძალო, იქნებ მერე უფრო ჩავწდე დამნაშავის ფსიქოლოგიას და ამდენი მკითხაობა ავარიდო თავს ???? :დდდ
--------------------
kira.G

 



№20  offline წევრი tamuna.s

[quote=grafo]ხომ უწერია ლიზა მეორეჯერ გონს რომ მოდის...ლიზას ჩაესმის ნაცნობი ხმები და ბოლოს ერთზე ჭედავს და ისევ შეტევა ემართება. პალატაში ამ დროს იმყოფებოდნენ: ნიკა, გურამი და ლადო.
ვინ დადის სულ კაიფში ისტორიაში და ვის უჭირავს ლანცეტი?! გურამს არა. ვინ დარჩა? :D :D :D.[/quote]
გონივრული ეჭვი მაქვს რომ ლადო[/quote]

მეც ეგ ეჭვი მაქვს. ეგ კაიფობს "ქვემოთ" მკვდრებით.
ლიზიკოს არამგონია მეტი რამე დაუშავოს. იქ მაგის ადგილი არ არის.
საწყალი...რა მდგომარეობაში იყო და მაინც რამდენი დეტალი დაუმახსოვრებია :(((.[/quote]

აუ რავი უკვე ძაან ავირიე, თითქოს ლადოც არამგონია, ლადო რომ იყოს მკვლელი, ექსპერტიზის დროს სამხილებს დამალავდა, ან კვალის არევის მიზნით სხვანაი დასკვნებს დადებდა.

 



№21  offline წევრი kora

აი არავის არ ვენდობი, მაგრამ არც არავინ მგონია დამნაშავე აქ ჩამოთვლილთაგან.
და მაინც ნინიას საქმეები ჯერ კიდვ გიგას ამბებიდან იწვევენ ეჭვს
--------------------
kira.G

 



№22  offline აქტიური მკითხველი grafo

სამხილები რატო უნდა დაემალა?! ნიკა უტრიალებს ამ საქმეს ოჯახის ირგვლის. და ლადოც ერთობა ამით. ის რომ სამხილებს მალავდეს, აქამდე ხომ ვერ მოვიოდა.
ან რა სამხილი უნდა დამალოს?! არსად არაფერი არ მოუთითებს საქმეში ლადოზე :D. პროსტა ლიზიმ თქვა რამდენიმე დეტალი და ვსიო. ის სვირინგი ეჭვი მაქვს შემთხვევით ნახა, თორემ ლადო მაგას შეგნებულად არ გამოაჩენდა.
ეს ჩვენ ვეჭვობთ მარტო ლადოზე, თორემ ისე ბიჭი უბერავს თავისით. ლიზის ემოციური მდგომარეობაც ისეთია, ლადოს ხელს არ/ვერ დაადებს და იქნებ სვირინგი უნახოს ნიკამ ან რა ვიცი...ეგენი სულ საქმეზე ხვდებიან ერთმანეთა და მაგ დროს ვლადიმერს სულ ხელთათმანი უკეთია. პროსტა, მგონია ლიზიკოსთან უბრალოდ შემთხვევით გამოუჩნდა და ამასაც დაამახსოვრდა.

kora
აი არავის არ ვენდობი, მაგრამ არც არავინ მგონია დამნაშავე აქ ჩამოთვლილთაგან.
და მაინც ნინიას საქმეები ჯერ კიდვ გიგას ამბებიდან იწვევენ ეჭვს


დაივიწყე ეგ ეჭვები. წაიკითხე ხელახლა ეს თავი და შენც მიხვდები.
ლიზიკო პალატაში მყოფი სამი მამაკაციდან ერთერთმა აწამა.
ნიკა გამოვრიცხეთ :D.
დარჩნენ გურამი და ლადო.
ლანცეტომანია და ნარკომანია კიდევ ლადოს საქმეა.
წერტილი! :D :D.

 



№23  offline წევრი tamuna.s

grafo
სამხილები რატო უნდა დაემალა?! ნიკა უტრიალებს ამ საქმეს ოჯახის ირგვლის. და ლადოც ერთობა ამით. ის რომ სამხილებს მალავდეს, აქამდე ხომ ვერ მოვიოდა.
ან რა სამხილი უნდა დამალოს?! არსად არაფერი არ მოუთითებს საქმეში ლადოზე :D. პროსტა ლიზიმ თქვა რამდენიმე დეტალი და ვსიო. ის სვირინგი ეჭვი მაქვს შემთხვევით ნახა, თორემ ლადო მაგას შეგნებულად არ გამოაჩენდა.
ეს ჩვენ ვეჭვობთ მარტო ლადოზე, თორემ ისე ბიჭი უბერავს თავისით. ლიზის ემოციური მდგომარეობაც ისეთია, ლადოს ხელს არ/ვერ დაადებს და იქნებ სვირინგი უნახოს ნიკამ ან რა ვიცი...ეგენი სულ საქმეზე ხვდებიან ერთმანეთა და მაგ დროს ვლადიმერს სულ ხელთათმანი უკეთია. პროსტა, მგონია ლიზიკოსთან უბრალოდ შემთხვევით გამოუჩნდა და ამასაც დაამახსოვრდა.

kora
აი არავის არ ვენდობი, მაგრამ არც არავინ მგონია დამნაშავე აქ ჩამოთვლილთაგან.
და მაინც ნინიას საქმეები ჯერ კიდვ გიგას ამბებიდან იწვევენ ეჭვს


დაივიწყე ეგ ეჭვები. წაიკითხე ხელახლა ეს თავი და შენც მიხვდები.
ლიზიკო პალატაში მყოფი სამი მამაკაციდან ერთერთმა აწამა.
ნიკა გამოვრიცხეთ :D.
დარჩნენ გურამი და ლადო.
ლანცეტომანია და ნარკომანია კიდევ ლადოს საქმეა.
წერტილი! :D :D.



ისე ამ ლადოს სულ მკვდრებთან აქვს საქმე და მთელი დღე იმათი ჭრა-კერვითაა დაკავებული და მაგისთვის ენის ამოჭრა და თვალების დათხრა უბრალოდ თამაშია. ამიტომაც იყვნენ ასეთი სისასტიკით მოკლულები.

 



№24 სტუმარი makukuna

ვახ, მართლა დავიბენი. პალატაში გურამი და ლადო არიანო, რატომღაც ლადო ის ადამიანი მეგონა, ნინია წერეთლის ადგილზე რომ დანიშნეს. მაგრამ მისი სახელი და გვარი არ მახსოვს თუ ეხსენებიოს ფეფოს. არც ლადო ექსპერტიზის გვარი მახსოვს. მაგრამ აშკარად ეგაა. ნამდვილად ვერც მოვიფიქრებდი ვერაფრით ამას, თქვენ რომ არ გეხსენებიათ. ვაააა. ეს ისეთი პიროვნებაა, ნიკა ვერც ვერასდროს ვერ მიიტანს ეჭვს. უბრალოდ, ლიზიკომ უნდა ივაჟკაცოს.

მაინც მიკვირს, რატო არ მოკლა ლიზიკო, თამაშობს და ერთობა? ვააა

ისე, არც ამხელა პიროვნება მგონია ლადო, ამხელა ამბები ეტრიალებინა. თუმცა, წამლის გულისთვის ისე რას არ გააკეთებს ნარკომანი. კარგად ასრულებს ეტყობა დავალებას

 



№25  offline წევრი Someone wandering

grafo
uhuu
vaime ninias ras erchiis????

რამდენიმე ღამის უძინარია. გათიშულია ფაქტიურად+ლიზის ამბები. ფეფოს გმირები კიდევ ხო იცი რა ემოციურები არიან და ღრიალი აღარ შეუძლია ჩვენს ნიკოლოზს, ამიტომ იარაღით ეჯგიმება :D :D

პირი დავაღე,მაგრამ გამხსენდა ნიკას
დგომარეობა და ხასიათი . აუუ როგორ გამიხარდაა წეროოს სტუმრობაა,იმედი მაქვს ყვირილის და წივილის შემდეგ დამშვიდებულად ისაუბრებენ. ეს იარაღი რა არის,გული შემეკუმშა,ვაიიდა შემთხვევით გაუვარდეს.. ეეჰჰ ნიკოოლოოზ. ლიზაა როგორ მეცოდება. ნიკამ რომ უთხრა მაგ სიტყვას მეც გეტყვიოო გავთბიიი.

 



№26  offline წევრი მარიკუნაა♥️

გრაფომ კომენტარებში გახსნა საქმე, რომელსაც ამდენი თვეა ეჩალიჩებიან საგამოძიებოს თანამშრომლები:))))
ბრავო.

მარა, ლადოა??
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№27  offline წევრი kora

Someone wandering
grafo
uhuu
vaime ninias ras erchiis????

რამდენიმე ღამის უძინარია. გათიშულია ფაქტიურად+ლიზის ამბები. ფეფოს გმირები კიდევ ხო იცი რა ემოციურები არიან და ღრიალი აღარ შეუძლია ჩვენს ნიკოლოზს, ამიტომ იარაღით ეჯგიმება :D :D

პირი დავაღე,მაგრამ გამხსენდა ნიკას
დგომარეობა და ხასიათი . აუუ როგორ გამიხარდაა წეროოს სტუმრობაა,იმედი მაქვს ყვირილის და წივილის შემდეგ დამშვიდებულად ისაუბრებენ. ეს იარაღი რა არის,გული შემეკუმშა,ვაიიდა შემთხვევით გაუვარდეს.. ეეჰჰ ნიკოოლოოზ. ლიზაა როგორ მეცოდება. ნიკამ რომ უთხრა მაგ სიტყვას მეც გეტყვიოო გავთბიიი.


ერთხელ უკვე ისაუბრეს მშვიდად და ვთვლი გარკვევითაც ისაუბრეს. ახლა, როცა ნიკას გარშემო ასეთი ამბები ტრიალებს, მგონი უადგილოა ამათი მშვიდი ჯდომა და საუბარი.
თუ ლადოა ყველაფრის უკან, მაინც ვერ დავიჯერებ რომ მის ზემოთ არავინ არაა! მარტო ერთი ნარკიმანი ამდენს ვერ გაქაჩავდა
--------------------
kira.G

 



№28 სტუმარი სტუმარი ანი

თვითონ კლავს და დასკვნასაც თვითონ უწერს ექსპერტიზაზე რომ გადაყავთ როგორ და რანაირადაა მოკლული :-D ეგრე უფრო ადვილია ზეპირად წერს მერე ანგარიშს :-D

 



№29 სტუმარი makukuna

იმ შეროზიას სახლში როგორ მოხვდა ლიზიკო, ესეიგი ლადო შეკრულია შეროზიასთან. ვახ, რა ბანდააა flushed

პ.ს. ზედმეტად მოვლილი თითები და კოხტად დაჭრილი ფრჩხილები, აშკარად ექიმია, ქირურგი და აუუ, ბარათელი რატო გამახსენდა smile

 



№30  offline აქტიური მკითხველი grafo

მარიკუნაა♥️
გრაფომ კომენტარებში გახსნა საქმე, რომელსაც ამდენი თვეა ეჩალიჩებიან საგამოძიებოს თანამშრომლები:))))
ბრავო.

მარა, ლადოა??



ჩემით არ გამიხსნია. უბრალოდ ლოგიკას მივყვები.
ჯერ წინა თავში ხო ეწერა, წყლიანი ბოთლით რომ არის ნაცემი. რაც ნიკამაც გამოიყენა...ანუ ერთი სტრუქტურის ხალხია.
და მერე დღევანდელი თავი. ლიზიკოს ჯერ ლანცეტი და ნარკოტიკით გაბრუებული თვალები ახსენდება და მერე ბოლოს ნაცნობი ხმები ჩაესმის და ამ ნაცნობი ხმებიდან ერთი გამოეყოო და ეწყება ისევ შეტევა.
ხოდა, სხვა რა ვიფიქრო?!
იქნებ თქვენც გაქვთ სხვა ვერსია რა ვიცი და მე გამომეპარა რამე.
დამპალი ლადო. ტიპი როგორ გაერთობოდა ლიზის რეაქციაზე. თავი ქუდში აქვს ჰგონია.
მაგრამ, ერთი პატარა შეცდომა...ეს სვირინგი. და მორჩა საქმე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent