შობა (სრულად) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შობა (სრულად)


11-08-2018, 10:36
ნანახია 1 370

შობა (სრულად)

შობის ღამე იყო... ალბათ დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ, როცა ელექტროენერგია ჯერ კიდევ გრაფიკით მიეწოდებოდა საქართველოში არსებულ ყველა ქალაქსა თუ სოფელს, მე, ჩემი ძმა და გამზრდელი ბებია გაჭვარტლული ლამპის შუქზე საშობაო მზადებაში ვიყავით გართულები. დიდი სახლის პატარა, გაურემონტებელ სამზარეულოში მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით შეყუჟულები. თოვდა, უკუნითი სიბნელე არემარეს საბნად გადაფარებოდა. ალაგ ალაგ საშობაო სიმღერის ხმა ისმოდა, ბავშვები კარდაკარ დაძრწოდნენ და ხუთი თეთრის სანაცვლოდ იოგების სრულ დაზიანებმდე გაჰკიოდნენ. დრო იყო თავადაც მეხალისებოდა ამის კეთება, კარდაკარ მართლაც რომ დავეხეტებოდით მე და ჩემს გვერდით მცხოვრები ჩემზე ორი წლით უფროსი ბიჭი და მანამ ვმღეროდით სანამ ხმას ბოლომდე არ დავკარგავდით. შემდეგ კი მასთან ან ჩემთან მივიდოდით და მშობლების დახმარებით მონაპოვარს შუაზე ვიყოფდით. მახსოვს ერთ წელს მოლაპარაკე თოჯინა, რომელსაც თვეები ვთხოვდი ჩემ მშობლებს, სწორედ შობის ღამეს სიმღერით გამომუშავებული თანხით შევიძინე. სავარაუდოდ, როგორც სხვა შემთხვევებშიც ახლაც ორი დღე თუ ვითამაშე და შემდეგ სხვა სათამაშოებივით ისიც საკუჭნაოში მოვისროლე.
ბებია საშობაო ღვეზელის კეთებით იყო გართული, თავზე თავსაფარი წაეკრა, ხელები იდაყვებამდე ფქვილში ჰქონდა დასვრილი, სახე ღუმელის სიმხურვალისგან ჭარხალივით გაწითლებოდა, ნაოჭებს მიღმა დაღლილობა ემჩნეოდა, თუმცა ამის მიუხედავად ღიღინ ღიღინით გვიმზადებდა მე და ჩემს ძმას ჩვენთვის საყვარელ საშობაო ღვეზელს. გარეთ ისევ თოვდა.
ჩემი ძმა ფანჯრის მინაზე ხატვით ირთობდა თავს, ათასგვარი ფიგურები გამოყავდა, შლიდა ისევ ხატავდა და ასე დაუსრულებლად.
-ბე, მამა სად არის? -მოულოდნელად კითხულობს ჩემი ძმა ისე, რომ ხატვისთვის თავი არ დაუნებებია.
-ალბათ მალე მოვა. -პასუხობს ბებია, თან ფქვილიანი ხელით ცრემლს იმშრალებს რომ არავინ შეამჩნიოს.
-არ მოვა. -ვამბობ მე, ჩვეული თავდაჯერებულობით.
-მე ვთქვი მოვა.- დაიყვირა ბებიამ და საშობაო ღვეზელისთვის გამზადებული ცომის ჯამი ძირს გადმოვარდა… გარეთ ისევ თოვს… ისევ ისმის ბავშვების სიმღერა მაგრამ არმჯერად სულ ახლოს, ჩვენი კარის წინ.
-მე გავაღებ. -ვამბობ მე, ძლივს მბჟუტავ ლამფას ხელში ვიღებ და კარისკენ მივდივარ. ორ პატარა გოგონას, რომლებიც ზღურბლთან სიცივისაგან ლამის სულ გათოშილები მაგრამ მაინც ბედნიერები, კარების გაღებისთანავე უფრო მონდომებით ამღერდნენ ხელში ხურდები ჩავუყარე, -სახლში წადით. -ვეუბნები ცივად და კარებს ვკეტავ.
-შოკოლადი მიეცი. -მეუბნება ბებია, რომელიც იატაკიდან გაფუჭებულ ცომს ფხეკს. დასახმარებლად მივედი. -წადი იმეცადინე.
-უკვე ვიმეცადინე. თან ხვალ სწავლა არ მაქვს.
-წადი იმეცადინე. -მეუბნება შეუვალი ხმით. მეც ვდგები და ოთახიდან გავდივარ.
სამზარეულო ის ერთადერთი ადგილი იყო სადაც სიცივეს ჩემი გათოშვა არ შეეძლო, ბებიამ სწორედ ამ ოთახიდან გამაძევა. ჩანთაში საგულდაგულოდ გადამალული სიგარეტი ამოვიღე და აივანზე ავძვერი, სიცივეში უგემურად გავაბოლე ერთი ღერი და არანაკლებ ცივ საძინებელ ოთახს მივაშურე, სანთელი ავანთე, სქელი საბანი შემოვიხვიე და ფანჯრის წინ დავჯექი.
ის დღე მომაგონდა აბიტურიენტობოს დროს, საღამოს ქუჩაში მიმავალ მე და ჩემ სამ მეგობარს შარვალჩახდილი გიჟი რომ გამოგვეკიდა, კისრისტეხვით გავრბოდით ყველა სხვა და სხვა მხარეს, სამშვიდობოს გასულებმა კი ბევრი ვიცინეთ ამ ფაქტის გამო. მაინც რა იყო, მივდიოდით ჩვენთვის წყნარად და უცებ არსაიდან გამოხტა თმააბურძღნული ბებერი კაცი, შარვალი ჩაიხადა და გამოგვეკიდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო კარგად კი შეგვაშინა.
გვერდითა ოთახში ბებია ისევ ფუსფუსებს, ჩემი ძმა ალბათ ისევ ხატავს და დროდადრო ბავშური კითხვებით ღლის ჩვენი აღზრდით ისედაც გადაღლილ ბებიას, გარეთ ისევ თოვს.
-მე გავაღებ. -მესმის ჩემი ძმის მხიარული ხმა, ალბათ მამა მოვიდა.
-არ მოვა. -ვამბობ გულში. მერე ბებიას ხმა მესმის, რომელსაც სიცივისაგან გათოშილი ბავშვები სამზარეულოში შეყავს, ტკბილეულს და ფულს აძლევს ცოტა სულის მოთქმის საშუალებას აძლევს და ისევ გარეთ ისტუმრებს. ხვალ დედას საფლავზე წავალ გავიფიქრე გონებაში, დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ. ნეტა მართლა არსებობს სიკვდილის შემდეგ სამყარო?! ამ ფიქრებში ვიყავი, როცა მისი სახის წარმოდგენას შევეცადე, მაგრამ მივხვდი რომ ნელ-ნელა მისი გამოსახულება მავიწყდებოდა. მოულოდნელად ქარბუქი ამოვარდა, მეშინია ქარბუქის. სწორედ ამ დროს გავიგონე ბებიას ხმა.
-ელენა გამოდი, არ გაიყინო. - მან იცის, რომ ქარბუქის მეშინია, ნეტა მამამ თუ იცის...
გარეთ ისევ თოვს. კარზე კაკუნია. კარს ბებია აღებს და მეზობელს სახლში ეპატიჟება, სუფრასთან თეფშებს დებს, ორ ჭიქას, ღვინოს, მოხარშულ კვერცხს, პრასს, ლობიოს და საშობაო ღვეზელს.
-მიირთვი, გათბები. -ეუბნება ბებია.
-არ მოსულა? -თითქმის ჩურჩულით კითხულობს მეზობელი, ძნელი მისახვედრი არ არის რომ მამაჩემს გულისხმობს.
-მოვა.- ამბობს ბებია და სკამზე მოწყვეტით ეშვება.
-ხომ იცი რომ არ მოვა.
გარეთ ისევ თოვს, მაგრამ უკვე აღარ ისმის მომღერალი ბაშვების ხმა, მე და ჩემი ძმა ფანჯრის მინაზე ფიგურების გამოყვანით ვერთობით, ბებია ისევ სკამზე ზის და ყოველ ხმაურზე გარეთ იხედება.
-ნუ ნერვიულობ, მოვა. -ვეუბნები მე.
-არ მოვა. -ამბობს ის და მაგიდის ალაგებას იწყებს...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი სნობი

ბოლო დროს შენ მიერ ატვირთული სიახლეები ძალიან განსხვავდება წინა ისტორიებისგან, მგონი ცდილობ შენი თავი სხვა კუთხით წარმოგვიჩინო, იგივეს გეტყვი რასაც აქამდე. უზომოდ კარგად გამოგდის ის რასაც აკეთებ, ადამიანების სულში ხელების ფათურის უბადლო ოსტატი ხარ.

პ.ს
საქართველოში რომ ვიყო სიამოვნებით დავლევდი შენთან ერთად ყავას ავტორო...

 



№2  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სნობი
ბოლო დროს შენ მიერ ატვირთული სიახლეები ძალიან განსხვავდება წინა ისტორიებისგან, მგონი ცდილობ შენი თავი სხვა კუთხით წარმოგვიჩინო, იგივეს გეტყვი რასაც აქამდე. უზომოდ კარგად გამოგდის ის რასაც აკეთებ, ადამიანების სულში ხელების ფათურის უბადლო ოსტატი ხარ.

პ.ს
საქართველოში რომ ვიყო სიამოვნებით დავლევდი შენთან ერთად ყავას ავტორო...



მადლობა სნობი ❤ რომ დაბრუნდები შემეხმიანე :-) დავლიოთ ყავა :-)

 



№3 სტუმარი -------

შენში რაღაც სხვა ემოციებია...
მომწონს ეს რაღაც სხვა

 



№4 სტუმარი Sibila

Isev iq var.. Mec velodebi.. Chemi me gama sena.. Auu. Shoba

 



№5  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Sibila
Isev iq var.. Mec velodebi.. Chemi me gama sena.. Auu. Shoba



სულ პატარა დეტალებსაც შეუძლია ჩვენში შეოსვლა და მიძინებული, დალაგებული უჯრების გადმოყრა და გადმოქექვა :)
მიხარია რომ შენ კომენტარს ვხედავ

 



№6  offline წევრი სამხარა ძეეე

Armesmis amas "dislike"ratom unda dauwero? Axla rogorc ginda ise gamomiyvane sadac momatavse:))dzalian kargia❤

 



№7  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სამხარა ძეეე
Armesmis amas "dislike"ratom unda dauwero? Axla rogorc ginda ise gamomiyvane sadac momatavse:))dzalian kargia❤



ერთად გამოვიდეთ ❤

 



№8  offline მოდერი სალანდერი

მატკინე. 5:8 !

 



№9  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სალანდერი
მატკინე. 5:8 !


მიყვარხარ

 



№10  offline მოდერი სალანდერი

ჰალუცინოგერი
მიყვარხარ

მეც ❤

 



№11  offline წევრი Lineta

ცუდო!!!
არავის არ გავხარ❤
იდეალური იყო❤

 



№12  offline მოდერი ჰალუცინოგერი

Lineta
ცუდო!!!
არავის არ გავხარ❤
იდეალური იყო❤



ცუდო კარგი იყო ❤❤❤
მადლობა ❤❤❤

 



№13 სტუმარი სტუმარი მარიამო

შენით თუ არა, სხვა ვითი დავასრულებდი ... ჰალუცინაციური იდილია ხარ და მაინც, ეს ყოველივე სიცოცხლედ ღირს. შენ ემოცია ხარ, განვმეორდები მარადიულობა. არეულ აზრებს თავიდან ვალაგებ, აფრენილ სიტყვებს უკან დაბრუნებას ვთხოვ. ქაღალდის თვითმფრინავებივით ბევრ უცნაურ ბედნიერებას გიგზავნი და იმედი მაქვს შენამდე მოვა ... ოღონდ ზუსტად ვიცი, ჩემი იმედი უკაროდ არ დარჩება. კარგაღებული დახვდი, გულისა და გონების ... უსუსირობა არასდროს ყოფილა ასე ძნელი, ვერ თქმულის გამო. იქნებ ბევრსაც ვამბობ, მაგრამ მაინც, იმედი ხარ!

 



№14  offline მოდერი ჰალუცინოგერი

სტუმარი მარიამო
შენით თუ არა, სხვა ვითი დავასრულებდი ... ჰალუცინაციური იდილია ხარ და მაინც, ეს ყოველივე სიცოცხლედ ღირს. შენ ემოცია ხარ, განვმეორდები მარადიულობა. არეულ აზრებს თავიდან ვალაგებ, აფრენილ სიტყვებს უკან დაბრუნებას ვთხოვ. ქაღალდის თვითმფრინავებივით ბევრ უცნაურ ბედნიერებას გიგზავნი და იმედი მაქვს შენამდე მოვა ... ოღონდ ზუსტად ვიცი, ჩემი იმედი უკაროდ არ დარჩება. კარგაღებული დახვდი, გულისა და გონების ... უსუსირობა არასდროს ყოფილა ასე ძნელი, ვერ თქმულის გამო. იქნებ ბევრსაც ვამბობ, მაგრამ მაინც, იმედი ხარ!



"მარიამო". ისედაც არეულად დავიწყე დილა .
მადლობა ასეთი ემოციისთვის.

 



№15 სტუმარი მკითხველი

რაღაც ძალიან ვიყავი დილიდან 90-იანებში გადავარდნილი...მძიმე განწყობით მოვედი და ეს სიმძიმე კიდევ მეტად დამეჯახა...
შენ ჩემს შიგნით რაღაცას აფეთქებ და ეს ემოციები სულ დამდის,მთელ ტანზე,თითქოს ჭიანჭველების დიდი ჯარი მიდიოდეს სადღაც და ჩემი სხეული იყოს ერთადერთი გზა.
მადლობა ♥♥♥♥

 



№16  offline მოდერი ჰალუცინოგერი

მკითხველი
რაღაც ძალიან ვიყავი დილიდან 90-იანებში გადავარდნილი...მძიმე განწყობით მოვედი და ეს სიმძიმე კიდევ მეტად დამეჯახა...
შენ ჩემს შიგნით რაღაცას აფეთქებ და ეს ემოციები სულ დამდის,მთელ ტანზე,თითქოს ჭიანჭველების დიდი ჯარი მიდიოდეს სადღაც და ჩემი სხეული იყოს ერთადერთი გზა.
მადლობა ♥♥♥♥


მიხარია თუ ეს შემიძლია და მადლობ შენ რომ ემოციას მიზიარებ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent